კაზუსები 2022 შუალედური PDF

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 8

კაზუსი no.

განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე. იგი დავობს ადამიანის უფლებათა


ევროპულ სასამართლოში, რომ საქართველომ მის მიმართ დაარღვია ადამიანის
უფლებათა ევროპული კონვენციის მე-2 მუხლით ნაკისრი ვალდებულებები

1997 წელს, განმცხადებელს დაესხნენ სახლში, სასტიკად სცემეს და თავში თოფის


კონდახი ჩაარტყეს. თავდასხმის შემდეგ განმცხადებელმა მიმართა ადგილობრივ
ხელისუფლებას საჩივრით, რომელსაც რეაგირება არ მოყოლია. 1998 წელს,
განმცხადებელმა თავად მოძებნა თავდამსხმელები, სახლში წაიყვანა, მოუწყო
შეხვედრა რაიონის პროკურორსა და მის მოადგილესთან და ეს შეხვედრა
ვიდეოფირზე აღბეჭდა. თავდამსხმელებმა შემკვეთის ვინაობა გაამჟღავნეს. როგორც
გამოირკვა, შემკვეთი მათ დაპირდა ფულად ჯილდოს განმცხადებლის მოკვლის, ან
არასასიკვდილო ზიანის მიყენების შემთხვევაში. თავდახსმის შემკვეთს დიდი ხნის
შუღლი ჰქონდა განმცხადებელთან. მისი შვილები ადგილობრივ პოლიციაში მაღალ
თანამდებობებზე მუშაობდნენ. ამ შეხვედრის შემდეგაც, პოლიცია-პროკურატურას
რაიმე ზომა არ მიუღია. განმცხადებლის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ, სისხლის
სამართლის საქმე რამდენჯერმე აღიძრა და შეწყდა. 2004 წელს, ხელისუფლების
შეცვლის შემდეგ დანიშნულმა ახალმა გენერალურმა პროკურორმა განმცხადებლის
საჩივარი განუხილველად დატოვა.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 2

ბატონები ანგელოვი და პეტკოვი სამხედრო სამსახურს იხდიდნენ ბულგარეთის


ჯარში. ისინი სამოქალაქო პროექტებში მუშაობდნენ. ანგელოვი და პეტკოვი
რამდენჯერმე იქნენ დაკავებული ბაზის ნებართვის გარეშე დატოვების გამო და
მიესაჯათ, შესაბამისად, 9 და 5 თვით თავისუფლების აღკვეთა. სასჯელის მოხდის
შემდეგ მათ კვლავ მიატოვეს ბაზა და ანგელოვის ბებიასთან წავიდნენ მახლობელ
ქალაქში. არც ერთი მათგანი შეიარაღებული არ ყოფილა. მათ დასაკავებლად 4
ოფიცერი იქნა გაგზავნილი, რომლებსაც მიეცათ გაფრთხილება, რომ ახალგაზრდები
ნასამართლევი პირები იყვნენ. ოფიცრების მითითება იყო, რომ ყველა საჭირო
საშუალება გამოეყენებინათ ჯარისკაცების დასაკავებლად. როცა სამხედრო
ოფიცრებმა ანგელოვის ბებიის სახლს მიაღწიეს, ჯარისკაცებმა გაქცევა სცადეს. მისცა
რა გაფრთხილება, რომ გაისროდა, თუ არ დანებდებოდნენ, ერთ-ერთმა ოფიცერმა,
რომელსაც პისტოლეტიც ჰქონდა, ახალგაზრდებს ავტომატური იარაღის ჯერი
ესროლა. ჯარისკაცები მახლობელ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც ისინი
მიყვანისთანავე გარდაცვლილად გამოაცხადეს. გამოძიება დაიწყო იმ დღესვე და
აუტოფსიის შედეგად დადგინდა, რომ ორივე ახალგაზრდა შორიდან დამიზნებული
ავტომატური იარაღის გასროლის შედეგად დაიღუპა. პეტკოვს ნასროლი ჰქონდა
მკერდის არეში და ანგელოვს - ზურგის არეში. გამოძიებამ დაასკვნა, რომ ოფიცერი
ხელმძღვანელობდა იარაღის გამოყენების თაობაზე კონფიდენციალური სამხედრო
რეგულაციებით. მან ჯარისკაცები რამდენიმეჯერ გააფრთხილა და ჰაერში გაისროლა.
ოფიცერმა ჯარისკაცებს ესროლა მხოლოდ იმიტომ, რომ ეს უკანასკნელები არ
დანებდნენ, შეიძლება გაქცეულიყვნენ და ოფიცერი ეცადა სასიკვდილო ზიანის
მიყენების თავიდან აცილებას. სხვა არავინ დაშავებულა. აღნიშნული გარემოებების
გამო ოფიცრები სისხლის სამართლის პასუხისგებაში არ ყოფილან მიცემულნი.
გარდაცვლილი ჯარისკაცების ნათესავებმა ადამიანის უფლებათა ევროპულ
სასამართლოს მიმართეს.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 3
1998 წლის 19 ივლისს ამსტერდამის ერთ-ერთ უბანში ტარდებოდა სურინამელი
იმიგრანტების ფესტივალი სურინამში მონობის აკრძალვის 135 წლისთავის
აღსანიშნავად. ფესტივალის მიმდინარეობისას ახალგაზრდა კაცმა სკუტერი გასტაცა
მის მეპატრონეს და გაიქცა. პოლიციას ეცნობა გამტაცებლის გარეგნული ნიშნები.
ორმა, უნიფორმაში ჩაცმულმა პოლიციელმა დააფიქსირა სკუტერი, რომლის მძღოლის
გარეგნობა გამტაცებლის გარეგნულ ნიშნებს ემთხვეოდა. მათ სცადეს გამტაცებლის
შეპყრობა. ერთ-ერთმა ოფიცერმა შენიშნა, რომ ახალგაზრდა კაცი შარვლის ქამრიდან
პისტოლეტს იღებდა. ოფიცერმა მას თავისი სამსახურებრივი პისტოლეტი დაუმიზნა
და უბრძანა, დაეგდო იარაღი. გამტაცებელი არ დაემორჩილა ბრძანებას. ამასობაში
მეორე პოლიციელი მიუახლოვდა ახალგაზრდა კაცს. მან იარაღი შემართა და
დაუმიზნა მეორე პოლიციელს, რომელმაც თავის მხრივ მიზანში ამოიღო და
გაისროლა გამტაცებლის მიმართულებით. ახალგაზრდა კაცი კისერში დაიჭრა.
პოლიციელებმა სასწრაფო დახმარება გამოიძახეს. როცა ეს უკანასკნელი მოვიდა,
გამტაცებელი უკვე გარდაცვლილი იყო.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 4

განმცხადებელი არის საქართველოს მოქალაქე. 2003 წელს აღიძრა სისხლის


სამართლის საქმე მკვლელობის ფაქტზე. განმცხადებლის ძმას წაეყენა ბრალი
მკვლელობის ჩადენაში. განმცხადებლის ძმა ძებნილად გამოცხადდა.

განმცხადებელი უწყებით დაიბარეს პროკურატურაში, რათა მოწმედ დაკითხულიყო


ძმის საქმესთან კავშირში. პროკურატურაში გამოცხადებისთანავე განმცხადებელი
მოწმის სტატუსით დაკითხვის გარეშე დაკავებული იქნა, როგორც ეჭვმიტანილი
ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენისა და ტარებისათვის. მას
წაეყენა ბრალი და პროკურორმა სამი თვის ვადით წინასწარი პატიმრობის შეფარდება
მოითხოვა. პროკურორის ძირითადი არგუმენტი იყო ის, რომ განმცხადებლის
გათავისუფლებას შეიძლება საფრთხე შეექმნა მისი ძმის წინააღმდეგ წარმოებული
საქმის გამოძიებისთვის, იმის გათვალისწინებით, რომ მისი ძმა ძებნილი იყო.

განმცხადებელს შეეფარდა სამთვიანი წინასწარი პატიმრობა რაიონული სასამართლოს


მიერ 2004 წლის 2 აპრილს. სასამართლომ სტანდარტულ, დაბეჭდილ ფორმაზე ხელით
წააწერა, რომ კანონის დაცვით მოპოვებული მტკიცებულებები იძლეოდა გონივრული
ეჭვის საფუძველს, რომ განმცხადებელმა ჩაიდინა მისთვის ბრალად შერაცხული
დანაშაული. მოსამართლემ დასაბუთებლად მიიჩნია საფრთხე, რომ გათავისუფლების
შემთხვევაში განმცხადებელი ხელს შეუშლიდა საქმეზე სიმართლის დადგენას ან
გაიქცეოდა.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 5

ავსტრიის პატარა სოფელში ფეხით მოსიარულეს მანქანა დაეჯახა და ჯანმრთელობის


მსუბუქი დაზიანება მიაყენა. დაზრალებულმა პოლიციას აცნობა მანქანის მოდელი და
სარეგისტრაციო ნომერი. მან ვერ შეძლო მძღოლის აღწერა. იმავე დილას, პოლიციამ
იპოვა მანქანა, დარეგისტრირებული განმცხადებლის დედის სახელზე, გაჩერებული
იმ სახლის წინ, სადაც განმცხადებელი ცხოვრობდა თავის ოჯახთან ერთად.
განმცხადებლის დედის თქმით, ის თავად საჭესთან არ მჯდარა, ხოლო მისი ვაჟი ჯერ
სახლში არ არ იყო მისული. ქალმა პოლიციის თანამშრომლებს უჩვენა შვილის ოთახი
და ხელუხლებელი ლოგინი. განმცხადებლის დედის თქმით, მანქანას ჩვეულებრივ,
იყენებდა ოჯახის რამდენიმე წევრი.

სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა თავი უდანაშაულოდ ცნო. განმცხადებლის


დედამ და დამ გამოიყენეს უფლება, უარი ეთქვათ ჩვენების მიცემაზე ახლო ნათესავის
წინააღმდეგ. ავსტრიის სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად,
სასამართლოებს შეუძლიათ, თავისუფლად შეაფასონ წარდგენილი მტკიცებულებები.
ეროვნული სასამართლო დაეყრდნო პოლიციის პატაკში არსებულ მტკიცებას,
რომლის თანახმადაც, აღნიშნული მანქანით, ძირითადად, განმცხადებელი
სარგებლობდა. ეროვნულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული
მტკიცებულებებიდან გამომდინარეობდა “ერთადერთი და უეჭველი დასკვნა”, რომ
მანქანას ავარიის დროს განმცხადებელი მართავდა.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 6

2005 წელს, ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განაცხადი შეიტანა


თურქეთის მოქალაქემ, შანონ ისაკმა. თქვენ ხართ მისი წარმომადგენელი.

განმცხადებელი თურქეთის მოქალაქეა და ცხოვრობს იზმირში. იგი ალევის


მიმდევარია. ამ მიმდინარეობას თურქულ საზოგადოებაში ღრმა ფესვები და ისტორია
აქვს. ალევზე ზეგავლენა იქონია სუფიზმმა და წინაისლამურმა შეხედულებებმა და
ზოგიერთი მეცნიერის მიერ ცალკე რელიგიად განიხილება, ზოგი კი მას ისლამის
„თავდაპირველ ფორმად“ მიიჩნევს. ალევის აღმსარებლობა განსხვავდება სუნნის
მიმდინარეობისგან ლოცვისა და მარხულობის გარკვეული ასპექტებით.

განმცხადებლის თქმით, მის პირადობის მოწმობაში, გრაფაში „სარწმუნოება“ წერია


ისლამი, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღნიშნული რელიგიის მიმდევარი არ არის.

2006 წლამდე, თურქეთის კანონმდებლობის თანახმად, პირადობის მოწმობაში


აუცილებლად უნდა ყოფილიყო მითითებული ბარათის მფლობელის აღმსარებლობა.
2006 წლის შემდეგ, ბარათის მფლობელის მოთხოვნით, შეიძლებოდა გრაფა არ
შევსებულიყო ან ჩანაწერი შეცვლილიყო. განმცხადებელმა 2004 წელს,
შიდასახელმწიფოებრივ სასამართლოს მიმართა და მოითხოვა, რომ მის პირადობის
მოწმობაში ჩაწერილიყო სიტყვა “ალევი” “ისლამის” ნაცვლად. აგრეთვე იგი ჩიოდა,
რომ ვალდებული იყო, გაემჟღავნებინა თავისი რწმენა, ვინაიდან პირადობის
მოწმობაში რელიგიის გრაფის შევსება სავალდებულო იყო.

ისაკს უარი ეთქვა ისლამის ალევად გადაკეთებაზე. კერძოდ, სასამართლომ მიუთითა,


რომ დასკვნა იქნა გამოთხოვილი რელიგიურ საკითხთა დირექტორატიდან
(სახელმწიფო დაწესებულებაა), რომლის თანახმადაც, ალევი მიეკუთვნებოდა
ისლამის ქვეჯგუფს და, შესაბამისად, პირადობის მოწმობაში ისლამზე მითითება
სწორი იყო.

იზმირის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ამონარიდი:

„პირადობის მოწმობის რელიგიის გრაფაში ივსება ზოგადი ინფორმაცია მოქალაქეთა


სარწმუნოების შესახებ. ამიტომ სასამართლომ უნდა განიხილოს, ალევის რწმენა არის
ცალკე რელიგია, თუ ისლამის ინტერპრეტაცია. რელიგიურ საკითხთა
დირექტორატიდან მიღებული დასკვნის თანახმად, ალევის რწმენა არის ისლამის
ინტერპრეტაცია, რომელზეც ზეგავლენა იქონია სუფიზმმა და, რომელსაც
სპეციფიკური კულტურული მახასიათებლები აქვს. შესაბამისად, აღნიშნული რწმენა
წარმოადგენს ისლამის ინტერპრეტაციას და არა სარწმუნოებას, როგორც ასეთს. ამას
გარდა, პირადობის მოწმობებში იწერება მხოლოდ რელიგიები და არა ამ რელიგიების
მიმდინარეობები თუ ინტერპრეტაციები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე,
მოსარჩელის (რომელიც ამტკიცებს, რომ „არის ალევი“) პირადობის მოწმობა სწორად
არის შევსებული იმით, რომ უთითებს ისლამს.“

დაუდგენელ დროს, განმცხადებელმა გადაწყვეტილება გაასაჩივრა საკასაციო


სასამართლოში. საკასაციო სასამართლომ ძალაში დატოვა პირველი ინსტანციის
გადაწყვეტილება ისე, რომ არ მიუთითებია დამატებით არგუმენტებზე.

განმცხადებელი სტრასბურგის სასამართლოში დავობს, რომ აღმსარებლობის


გამჟღავნების ვალდებულება კონვენციას ეწინააღმდეგება; რომ ხელისუფლების
უარმა, სიტყვა “ისლამი” შეეცვალა სიტყვით “ალევი” დაარღვია კონვენციით
გარანტირებული მისი უფლებები.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

კაზუსი no. 7

განმცხადებელი ეროვნული ბოლშევიკური პარტიის წევრია. 2004 წლის 14 დეკემბერს,


პარტიის 40-მდე წევრმა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოსაცდელში, ერთი ოთახი
დაიკავა. მათი მოხოვნა იყო პრეზიდენტთან და მის ეკონომიკურ მრჩევლებთან
შეხვედრა. მათ ფანჯრიდან ლიფლეტები დაარიგეს, სადაც პრეზიდენტის მიერ
კონსტიტუციის დარღვევის 10 შემთხვევა და მისი გადადგომის მოწოდება იყო
დაბეჭდილი. პარტიელები ოთახში საათნახევარი იმყოფებოდნენ, ვიდრე პოლიციამ
ჩაკეტელი კარი არ შეანგრია. დაკავებისას მათ წინააღმდეგობა არ გაუწევიათ.

2004 წლის 17 დეკემბერს, რაიონულმა სასამართლომ განმცხადებელს პატიმრობა


შეუფარდა, დაეყრდნო, რა ბრალდების სიმძიმეს, დანაშაულის ჩადენის გარემოებებს,
მიმალვის, ახალი დანაშაულის ჩადენის და მოწმეებზე ზემოქმედებისა საფრთხეებს.

განმცხადებელმა განჩინება გაასაჩივრა და მოითხოვა უფრო მსუბუქი აღკვეთის


ღონისძიების გამოყენება. იგი მიუთითებდა, რომ რაიონული სასამართლოს განჩინება
კონკრეტულ გარემოებებს არ ემყარებოდა. საქალაქო სასამართლომ განჩინება ძალაში
დატოვა იმ საფუძველზე, რომ იგი დასაბუთებული იყო.

ბრალდებამ მოითხოვა პატიმრობის ვადის გაგრძელება, ხოლო განმცხადებელმა


იშუამდგომლა გათავისუფლებაზე იმ მოტივით, რომ არ იყო ნასამართლევი, ჰქონდა
მუდმივი საცხოვრებელი ადგილი მოსკოვში და რომ იყო სტუდენტი.განმცხადებელის
თქმით, მოწმეებზე ზეგავლენის მოხდენა მას არ შეეძლო, ვინაიდან მათ არ იცნობდა.
2005 წლის 4 თებერვალს, საოლქო სასამართლომ გააგრძელა პატიმრობის ვადა 14
აპრილამდე, მიუთითა, რა ბრალდების სიმძიმეზე, დანაშაულის ჩადენის
გარემოებებზე, მიმალვის საფრთხეზე. ვინაიდან მის გარემოებებში ცვლილებებს
ადგილი არ ჰქონია, არ არსებობდა საფუძველი აღკვეთის ღონისძიების შესაცვლელად.

მოსკოვის საქალაქო სასამართლომ ძალაში დატოვა განჩინება იმ მოტივით, რომ იგი


დასაბუთებული იყო.

იმსჯელეთ კაზუსის გარშემო.

You might also like