Professional Documents
Culture Documents
უფლებების კაზუსები
უფლებების კაზუსები
უფლებების კაზუსები
ქ-ნი მერილინ მენსონი დაქორწინებულია იგი პოპზე. ორივე მათგანი ბერ-მონაზონთა დასის მრევლია.
ჰყავთ ორი ქალიშვილი - დაბადებულები 1995 და 1999 წლებში.
2001 წელს იგი პოპმა დატოვა ბერ-მონაზონთა დასი, რადგან მისი შეხედულებები დასის დანაწესს აღარ
ემთხვეოდა.
პირველი ინსტანციის სასამართლომ გაითვალისწინა იგი პოპის აღიარება ცოლქმრული ღალატის თაობაზე
და 2003 წლის გადაწყვეტილებით, მენსონი და პოპი განქორწინდნენ, ბავშვების საცხოვრებელ ადგილად
განსაზღვრა დედის საცხოვრებელი ადგილი. მამას ბავშვებთან საურთიერთობოდ განესაზღვრა გარკვეული
კვირის გარკვეული დღეები.
იგი პოპმა გაასაჩივრა პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება და მოითხოვა, რომ ბავშვებს მასთან
ეცხოვრათ. მისი მტკიცებით, პირველი ინსტანციის გადაწყვეტილება არ ითვალისწინებდა ბავშვთა
კეთილდღეობის ორგანოს დასკვნას. იგი პოპის თქმით, ბავშვებზე ბერ-მონაზონთა დასის მიერ
დაწესებული რელიგიური ვალდებულებები ბავშვების საუკეთესო ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა.
კერძოდ, დასის დოქტრინა ხელს არ უწყობდა ბავშვების სოციალურ განვითარებას, სწავლას და
კარიერისთვის მზადებას. მათ არ შეეძლოთ შაბათს სწავლა, კომპიუტერის მოხმარება, სასკოლო
ღონისძიებებში ონაწილეობის მიღება, ტელევიზორის ყურება და სპორტის მიდევნება.
კოკი ორმონია კორსიკის ქალაქ აიაჩოს მერიაში მუშაობს. ის განსახლების დეპარტამენტის უფროსის
მოადგილეა.
2008 წლის 19 დეკემბერს, მერიის თათბირზე, რომელსაც მერის მოადგილეც ესწრებოდა, განხილული იქნა
კ.კ.-ის კანდიდატურა მერიის სისტემაში ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე დასაწინაურებლად. კოკი
ნარმანიამ თათბირის დროს განაცხადა, რომ კ.კ.-მ უფლებამოსილება ბოროტად გამოიყენა, რადგანაც 1998-
99 წლებში დაბალჭერიანი ბინების ე.წ. დეგოლკების კორპუსების უკანონო დანგრევის ბრძანება გასცა.
შესაბამისად, ის არ შეიძლებოდა მაღალ თანამდებობაზე დანიშნულიყო. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ მერის
მოადგილე, რომელმაც კ.კ.-ის კანდიდატურა წარმოადგინა, არაკომპეტენტური იყო.
ორმონიამ რამდენიმე დღეში წარადგინა რამდენიმეგვერდიანი შენიშვნები, სადაც მან კვლავაც გაიმეორა
თავისი განცხადება, რომ კ.კ.-ს უფლებამოსილება ბოროტად ჰქონდა გამოყენებული, ხოლო მერის
მოადგილე არაკომპეტენტური და უვიცი იყო, რადგან კ.კ.-ის მსგავს უპასუხისმგებლო კანდიდატუტრებს
წარადგენდა. მისი თქმით, კ.კ. პოლიტიკურ-ეკონომიკურ ინტერესებს ატარებდა, ამასთან, მას სურდა, რომ
ორმონიას დაქვემდებარებული პერსონალი სამსახურდან გაეთავისუფლებინა. კ.კ.-ს მიერ თათბირზე
გაკეთებული განცხადებები ცინიზმით იყო სავსე, რადგან მას არც კი უცდია, პასუხისმგებლობა აეღო
თავისი ქმედებებისთვის.
2009 წლის მარტში ორმონია სამსახურდან გაათავისუფლეს. რისი საფუძველიც თათბირზე გაკეთებული
დაუსაბუთებელი განცხადებები იყო.
ორმონიამ მერიის გადაწყვეტილება სასამართლოში გაასაჩივრა. მან, inter alia, აღნიშნა, რომ
უფლებამოსილების გადამეტებაში მან არ იგულისხმა სისხლის სამართლის კოდექსით
გათვალისწინებული დანაშაულებრივი და დასჯადი ქმედება, მან აღნიშნული სიტყვები ჩვეულებრივი,
საყოფაცხოვრებო მნიშვნელობით თქვა. ის არ უნდა დასჯილიყო შეფასებითი მსჯელობისთვის, რომელიც
სისტემაში არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებს ეხებოდა.
საკასაციო სასამართლომ დამატებით აღნიშნა, რომ თათბირს ესწრებოდნენ პირები, რომლებსაც თათბირის
კონფიდენციალობის დაცვის ვალდებულება არ ჰქონდათ; ორმონიაზე დისციპლინური ზემოქმედების სხვა
ზომა ვერ მოახდენდა სათანადო გავლენას და მის ქცევას ვერ უზრუნველყოფდა. ორმონიას სამსახურიდან
გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილება ძალაში დარჩა.
რა უფლებების სავარაუდო დარღვევებზე იდავებდა განმცხადებელი ევროპულ სასამართლოში და რა
იქნებოდა მისი არგუმენტაცია ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე დაყრდნობით. იმსჯელეთ
სახელმწიფოს შესაბამის ვალდებულებებზე და შესრულდა თუ არა ეს ვალდებულებები მოცემულ
შემთხვევაში.
კაზუსი 3
2000 წლის 29 სექტემბერს, პოლიციამ კიტოვის სახლში ორი გვამის პოვნის ინსცენირება მოაწყო.
მედიის მეშვეობით ოფიციალურად გაკეთდა განცხადება, რომ ერთ-ერთი მოკლული იყო კიტოვი ხოლო
მეორე - მისი ბიზნეს პარტნიორი, ოსლოვი.
განმცხადებელი ვოლკოვს სტუმრების მისაღებ ცალკე ფანჩატურში შეხვდა, რომელიც მის საცხოვრებელ
სახლს ემიჯნებოდა. ინსტრუქციის შესაბამისად, ვოლკოვმა საუბარი მის მიერ ჩადენილ მკვლელობებზე
წამოიწყო და უთხრა კრაკადილოვს, რომ მკვლელობის დავალება შეასრულა. განმცხადებელიც აყვა
საუბარში. დავალების შესრულების დასტურად ვოლკოვმა განმცხადებელს კიტოვის სახლიდან
წამოღებული რამდენიმე საგანი აჩვენა და გადასცა: ფინანსური დოკუმენტები, რომელიც სპეციალური
ქიმიური ნივთიერებით იყო დამუშავებული, კიტოვისა და ოსლოვის საათები და 20 000 აშშ დოლარი.
ვოლკოვმა განმცხადებლის შეთავაზებით ფული დაიტოვა. პოლიციამ 16 წუთიანი საუბარი ჩაიწერა.
2000 წლის 14 ოქტომბერს, განმცხადებლის სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა რამდენიმე საათი,
მათ შორის ისინი, რომლებიც ვოლკოვმა გადასცა. ფინანსური დოკუმენტებზე წინასწარ გამოყენებული
სპეციალური ნივთიერება განმცხადებლის ხელზე აღმოჩნდა. განმცხადებელი დააკავეს.
დაინიშნა ექსპერტიზა ჩანაწერის გასაშიფრად. ორმა ექსპერტმა დაადგინა, რომ ვოლკოვი იჩენდა
სუბორდინაციულ დამოკიდებულებას განმცხადებლის მიმართ, განმცხადებელმა დაიჯერა, რომ ვოლკოვმა
მკველობა ჩაიდინა და ტექნიკურ დეტალებს ეკითხებოდა. ექსპერტიზის დასკვნის თანახმად,
განმცხადებელს ჰქონდა ახლო ურთიერთობა ვოლკოვთან და საუბრის დროს ორგანიზატორის როლში
ჩანდა.
ბ) სატელეფონო მოსმენები;
დ) ოპერატიული ექსპერიმენტები
გთხოვთ, შეაფასოთ ზემოთ მოცემული ფაქტები ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის ჭრილში.
კერძოდ,
ბატონები ჯინჯერაძე და ტარაგონია ახლო მეგობრები არიან. არც ერთ მათგანი არ ითვლება
ნასამართლობის მქონედ. ბატონი ტარაგონია ადრე იყო მსჯავრდებული ქურდობისთვის და მას
ნასამართლობა გაქარწყლებული აქვს.
ბატონ ჯინჯერაძეს ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც მიყიდა ქალბატონ ფენუგრიკაურს. ჯინჯერაძესა და
ფენუგრიკაურს მიწის გაყიდვიდან სულ მალე უთანხმოება მოუვიდათ. კერძოდ, ქონების გაყიდვის შემდეგ,
ჯინჯერაძე ეწვია ფენუგრიკაურს და მოინდომა ტიტას ასწლოვანი ხის ამოთხრა, რომელიც მიწის
ნაკვეთზე მის წინაპრებს ჰქონდათ დარგული. ჯინჯერაძის თქმით, მართალია მან მიწა გაყიდა, მაგრამ
დარგული ხე მის საკუთრებაში რჩებოდა. ფენუგრიკაურმა ჯინჯერაძეს ტიტას ხე არ ამოათხრევინა.
რამდენიმე დღის შემდეგ, როდესაც ქალბატონმა ფენუგრიკაურმა ნაკვეთი მოინახულა, აღმოაჩინა, რომ
ტიტა ვიღაცას ნაკვეთიდან ძირფესვიანად ამოეთხარა და წაეღო. მან პოლიციას მიმართა, აცნობა
უთანხმოების შესახებ და განაცხადა, რომ ტიტა ჯინჯერაძის წაღებული იყო.
სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 171-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, პროკურორმა
საფრონიამ იშუამდგომლა სასამართლოში ჯინჯერაძის დაკავებაზე. შუამდგომლობაში პროკურორმა
აღნიშნა, რომ დაზარალებულის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, არსებობდა დასაბუთებული
ვარაუდი, რომ ჯინჯერაძე ფარულად დაეუფლა ტიტას ხეს მისი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების
მიზნით და რომ იგი ჩაიდენდა ახალ დანაშაულს. პროკურორმა საფრონიამ ასევე აღნიშნა, რომ ჯინჯერაძე
განკარგავდა ტიტას და ამ გზით გაანადგურებდა საქმისთვის მნიშვნელოვან მტკიცებულებას. ამასთან,
პროკურორის მტკიცებით, ჯინჯერაძის მიმალვის საფრთხე არსებობდა, რასაც შერაცხული ბრალდების
სიმძიმე და მოსალოდნელი სასჯელის სიმკაცრე ასაბუთებდა.