Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 1

11.

ა) სახელმწიფო ეკლესია ანუ დომინანტი ეკლესია3


. ინსტიტუციონალური და ფუნქციონალური ურთიერთკავშირი სახელმწიფოსა და დომინანტ
რელიგიურ გაერთიანებას
შორის. მაგ., გაერთიანებული სამეფო, ფინეთი, დანია, საბერძნეთი, შვეიცარიის რამდენიმე
კანტონი.
ბ) სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების გამიჯვნის მოდელი. გამიჯვნის მოდელი სახეზეა,
როდესაც რელიგია, როგორც საზოგადოებრივი ფენომენი, განეკუთვნება
მხოლოდ კერძო სექტორს და რელიგიური გაერთიანებები კერძოსამართლებრივი იურიდიული
პირების ფორმით თანაარსებობენ. მაგ., ნიდერლანდები, ირლანდია, საფრანგეთი, აშშ.
გ) სახელმწიფოსა და რელიგიური გაერთიანებების კოოპერაციის მოდელი. კოოპერაციის
მოდელი სახეზეა, როდესაც რელიგიას და რელიგიურ გაერთიანებებს რელიგიურად
ნეიტრალური სახელმწიფო პოზიტიურ კონტექსტში აღიქვამს, მათთან კოოპერირებს
და მათ განსაკუთრებულ სამართლებრივ სტატუსს ანიჭებს. მაგ., ესპანეთი, პორტუგალია, ბელგია,
ლუქსემბურგი, ავსტრია, იტალია, გერმანია. კოოპერაციის ფორმები და
მასშტაბი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში განსხვავდება, ძირითადად, რელიგიური
გაერთიანებების დაფინანსების და საგანმანათლებლო სექტორში ურთიერთთანამშრომლობის
სტილისტიკით. კოოპერაციის მოდელი აღიქმება როგორც გამიჯვნის მოდელის ზომიერი სახე,
რომელიც ახდენს ინსტიტუციონალური გამიჯვნისა და კოოპერაციის ფორმებისა და
შესაძლებლობების კომბინირებას

You might also like