Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება

დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით

ავტორი: ნინო შარიფაშვილი

რეფერატი შესრულებულია
საქართველოს უნივერსიტეტის
ჰუმანიტარულ-მეცნიერებათა სკოლის
ეთმოგრაფიული დიზაინის კურსითვის

ხელმძღვანელი: მაია ბაქრაძე


ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით

თბილისი
1
2)შესავალი
3)ბუნებრივი საღებავები
4)ღებვა და ღებვის ხელოვნება
5)დაჩითვა და მისი ტექნიკები
6)სამოსის გაფორმება დაჩითვის მეთოდით
7)გამოყენებული ლიტერატურა

1
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით

2
შესავალი
ამ რეფერატში აღწერილია თუ როდიდან იწყება ბუმებრივი საღებავების მიღება და
მათი უდიდესი როლი ადამიანთა ცხოვრებაში, როგორ იღებდნენ ამ საღებავებს
უძველესი დროიდან და როგორ იყენებდნენ მას , ასევე საუბარი იქნება ღებვის
ხელოვნებაზე, რომელიც საკმაოდ საინერესო პროცესს მოიცავს , შევეხები დაჩითვის
თემატიკას , რომელიც გახლავთ ქსოვილზე მხატვრული სახეეების გადატანის პროცესი
საჩითავი ყალიბების მეშვეონბით, რომლის შედეგადაც იქმენება უამრავი
განსაკუთრებული და განსხვავებული ხელნაკეთი ნამუშევრები , ძველად დაჩითვის
მეშვეობით სამოსის გაფორმება საკმაოდ გავრცელებული იყო ჩვენს ქვეყანაში და დღემდე
არიან ადამიანები, რომლებიც აგრძელებენ ამ კულტურას და ქმნიან საოცარ დიზაინებს ,
სწორედ ამიტომ საუბარი იქნება სამოსის გაფორმებაზეც დაჩითვის მეთოდის
გამოყენებით.
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით

ბუნებრივი საღებავები
ბუნებრივი საღებავებით ღებვა არის უძველესი საქმიანობა , რომელიც ძალიან
გავრცელებული იყო საქართველოში , ამ ყველაფერზე ბუნებრივია მეტყველებს
შემორჩენილი ძველი ქსოვილებისა და სამოსის ნიმუშები, სამწუხაროდ ქიმიური
საღებავების პოპულარიზაციამ , ძალიან შეუშალა ხელი და თითქმის აღმოფხვრა
ბუნებრივი საღებავებით ღებვა, დღესდღეობით ადამიანთა უმეტესმა ნაწილმა არც კი
იცის თუ როგორ შეიძლება მივიღოთ ფერები ბუნებრივი გზების საშუალებით. ადრეულ
პერიოდში მოსახლეობა საღებავად იყენებდა ტყის ფოთლოვან და ყვავილოვან
კულტურულ ჯიშებს, ასევე გამოიყენებოდა მცენარეთა ფესვები .
ბუნებრივ ფერებს შორის გამოყოფდნენ- წითელს,შავს, მწვანეს, ყავისფერს,
გარდამავალი ფერები კი იყო, ალისფერი, რუხი , ლილისფერი, წყლისფერი ,
მტვრისფერი.
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით
4

ღებვა და ღებვის ხელოვნება


მღებრობა ხელოსნობის ერთ-ერთი დარგი გახლდათ , რომელიც ფართოდ იყო გავრცე-
ლებული საქართველოს ყველა კუთხეში. ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება და
მისი გამორჩეული ტექნოლოგიები მოითხოვდა დიდ ცოდნას და გამოცდილებას.
ღებვისათვის არსებობდა საუკეთესო პერიოდიც , რომელიც იყო გაზაფხული ან
ზაფხული, მანამ სანამ ფერიცვალობის პერიოდი დადგებოდა. სამღებროდ იყენებდნენ
მცენარეულ, ცხოველურ და მინერაულ მასალებს, აღსანიშნავია რომ ეს ყველაფერი ცალკე
მოითხოვდა მცენარეებისა და მინერალების თვისებების და შემადგენლობის
სიღრმისეულად ცოდნას, რაც არც ისე მარტივი იყო. აუცილებელი იყო ასევე ცოდნოდათ
ძაფისა და ნართის ქსოვილების სტრუქტურა.ხშირად ღებავდნენ- შალის, აბრეშუმის,
სელის ძაფებსა და ქსოვილებს. ასევე სამღებროდ გამოიყენებოდა მცენარის ფოთლები,
ნაყოფი, ქერქი და ფესვები, ძალიან საინტერესოა, ისიც რომ მცენარეების დაკრეფასაც
თავისი დრო ჰქონდა, უმჯობესი იყო დილით დაკრეფა სანამ მზე ამოვიდოდა.
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით
5

დაჩითვა და მისი ტექნიკები


დაჩითვა მეშვეობით ჩვენ შეგვიძლია ქსვოვილზე მხატვრული სახეების გადატანა ხის
საბეჭდების ანუ საჩითავი ყალიბების საშუალებით. ეს დარგი საქათველოში ფართოდ
გავრცელებული გახლდათ, საჩითავი ყალიბები იყო სხვადასხვა გამსახულების:
ფოთლოვანი, ყვავილოვანი , ადამიანთა გამისახულების. ამ ხერხით აფორმებდნენ
სატანსაცმელე და სალხინო სუფრებს. ცნობილია დაჩითვის ორი წესი პოზიტიური და
ნეგატიური. პოზიტიური დაჩითვის დრის ქსოვილი იჩითებოდა საღებავებით, ხოლო
ნეგატიური დაჩითვის დროს რამდენიმე ეტაპად იყოფოდა ეს პროცესი, როდესაც პირველ
ეტაპზე ორნამენტული დეკორი გადაჰქონდათ ქსოვილზე სანთლის საშუალებით, შემდეგ
როდესაც გაცივდებოდა ქსოვილს ღებავდნენ სასურველ ფერად, საღებავის გაშორების
შემდეგ სანთელს აშორებდნენ ქსოვილს და ამ წესით გამშვენების დროს ქსოვილზე
გადატანილი გამოსახულებები თეთრი რჩებოდა.
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით
6

სამოსის გაფორმება დაჩითვის მეთოდით


სამოსის დეკორირება გახლავთ ტანსაცმლის მხატვრულად დამშვენების საშუალება,
რომელის დროსაც გამოიყენება სხვადასხვა მხატვრული ელემენტები, მისი
დანიშნულებაა გაალამაზოს, განსაკუთრებული და უნიკალური გახადოს სამოსი და ხაზი
გაუსვას მის მთავარ დეტალებს, ბუნებრივია ეს ყველაფერი ხდება თემატიკის მხიედვით,
სპორტულ სამოსს სხვა გაფორმება აქვს, საცეკვაოს სხვა, საქმიანს სხვა და ასე შემდეგ.
დაჩითვა არის ერთ-ერთი საშუალება, რომლითაც შეგვიხლია გავამრავალფეროვანოთ
ჩვენი სამოსი. როგორხ ხდებოდა დაჩითვა? ქსოვილის დაჩითვა ხდებოდა სხვადასხვა
საღებავების მეშვეობით, გამოყვანილი იყო ფორმები ( ფრინველის, ადამიანის,
გეომეტრიული ) შემდეგ საჩითავი ყალიბის ზედაპირზე საღებავს უსვამდნენ,
დაადებდნენ ქსოვილზე და ხელოთ დატკეპდნენ, ასევე სანთლის გამოყენებითაც
გადაჰქონდათ ორნამენტული დეკორი სამოსზე.
ბუნებრივი საღებავებით ღებვის ხელოვნება
დაჩითვა და სამოსის გაფორმება ამ მეთოდით
7
გამოყენებული ლიტერატურა
https://agrokavkaz.ge/agroplus/matqhlis-ghebva-bunebrivi-saghebavebith-saghebavis-
migheba.html
https://kvirispalitra.ge/article/42011-bunebrivi-saghebavebith-ghebvis-khelovneba/
https://ka.m.wikipedia.org/wiki/
%E1%83%93%E1%83%90%E1%83%A9%E1%83%98%E1%83%97%E1%83%95%E1%83%90
https://m.facebook.com/groups/327758197423028/?ref=share&mibextid=S66gvF

You might also like