თვითშეგნება

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

როცა ქვეყანაში სამუშაო ადგილების დეფიციტი მუდმივი და გადაუჭრელი პრობლემაა,

მაშინ მილიონობით ადამიანი იძულებული ხდება დატოვოს ქვეყანა და ცხოვრება უცხო


ქვეყანაში გააგრძელოს. ასეთ ვითარებაში სამშობლოდან წასული პიროვნება გარკვეული
დროის შემდეგ დგება დილემის წინაშე: ან გააგრძელოს სხვა ქვეყანაში ცხოვრება, ან
დაბრუნდეს სამშობლოში.

ზუსტად ეს არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი ილია ჭავჭავაძეს რუსეთში გატარებული 4


წელიწადის შემდეგ, სადაც მან განათლება მიიღო. საწადელის მიღწევის შემდეგ, ილიამ
გვერდზე გადადო პირადი ინტერესები და საკუთარი ნიჭის საქართველოსთვის მოხმარება
გადაწყვიტა ,მიუხედავად იმისა, რომ მისი წინამორბედი თაობა რუსული იმპერიის
სამსახურში იდგა და იქ კომფორტულად ცხოვრობდა. ამით გვიჩვენა, რამდენად ძლიერი იყო
მასში ეროვნული თვითშეგნება:

,,იცი, მკითხველო, ეს ოთხი წელიწადი რა ოთხი წელიწადია! პირველი, რომ მთელი


საუკუნეა მისთვის, ვინც თავის ქვეყანას მოშორებია.“

მდინარე თერგის მაგალითზე ჭავჭავაძე გვიჩვენებს, როგორი გავლენა აქვს სამშობლოს


განშორებას ადამიანზე, მდინარე თერგი არის ალეგორიული სახე იმ ადამიანისა, რომელიც
კომფორტს ვერ ელევა და სადაც მიდის იქაურ ქუდსაც იხურავს. ილიას არ მოსწონს ასეთი
ადამიანები და ბუნებრივია მისი საყვედური თერგის მიმართაც:

,,შენ,ჩემო ძობილო, ზოგიერთ კაცსავით, საცა მისულხარ, იქაური ქუდიც დაგიხურავს.“

მას ენანება მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილი ნებისმიერი ადამიანი და ის ფაქტიც გულს


უკლავს, რომ ასეთი ადამიანების ენერგია არ ხმარდება მშობლიური ქვეყნის საჭიროებებს.

უცხოეთში ბევრ ადამიანს მიუღწევია წარმატებისთვის, თუმცა მხოლოდ გამორჩეულები თუ


დაბრუნებულან სამშობლოში. ასეთი ადამიანი იყო მიხეილ გედევანიშვილი. მან მიიღო
სამედიცინო განათლება უცხოეთში, მიაღწია წარმატებას და გარანტირებული ჰქონდა
უზრუნველი მომავალი. მაგრამ მისთვის შეუძლებელი აღმოჩნდა ეროვნულ ნიადაგს
მოწყვეტა და პირველი რენტგენის აპარატით დაბრუნდა სამშობლოში. ამით უდიდესი
წვლილი შეიტანა ქვეყნის სამედიციო კუთხით განვითარებაში და თავისი სახელი ოქროს
ასოებით ჩაწერა საქართველოს ისტორიაში.

დღესდღეისობით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ხდება ინტენსიური შრომითი


მიგრაცია. წარმატებული მიგრანტები არათუ ივიწყებენ სამშობლოს და კარგავენ ეროვნულ
თვითშეგნებას, არამედ ყოველდღიურად უანგაროდ ეხმარებიან თავიანთ ქვეყანას და
თანამემამულეებს. ამის დასადასტურებლად შემიძლია ვახსენო მოჰამედ სალაჰი. სალაჰი
გახლავთ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი აფრიკიდან, რომელიც ევროპაში
თამაშობს. მიუხედავად უზუნველი ცხოვრებისა მას არ ავიწყდება საიდან მოდის და ამას
საქმით ამტკიცებს. მისი სახელით ასიათასობით ადამიანს მიეცა სწავლის საშუალება, რადგან
მან სკოლები დააარსა. გახსნა საავადმყოფოები და საფეხბურთო მოედნები, რითიც
ადგილობრივების ცხოვრება საგრძნობლად გააუმჯობესა.

მოყვანილი არგუმენტების და მაგალითების საფუძველზე, შემიძლია ვთქვა, რომ უცხო


ქვეყანაში მოპოვებული მატერიალური სიმდიდრე ადამიანს ეროვნულ თვითშეგნებას არ
აკარგვინებს, რადგან ჩვენ, ყველანი, ვიბადებით სამშობლოს უსაზღვრო სიყვარულით, რასაც
ვერანაირი სიმდიდრე ან კომფორტი ვერ გადაფარავს. თუნდაც ერთეული შემთხვევები
გვათქმევინებს, რომ უცხოეთში წასული და იქ კომფორტულად მცხოვრები ყველა ადამიანი
არ კარგავს ეროვნულ თვითშეგნებას.

You might also like