Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

1.

2. ნიკო
ფიროსმანის არის ის,ვინც ქართველებს ასე გვეამაყება. იგი
იყო თვითნასწავლი მხატვარი, რომელმაც გამოიგონა ახალი
ფერწერის ახალი ტექნიკა, რომელშიც წვლილი მიუძღვის არა
მხოლოდ მის დიდი ნიჭს, არამედ სიდუხჭირესაც. იგი თავისი
პრივიტიზმით ერთ-ერთი გამორჩეული იყო მსოფლიო მხარტვრებს
შორის მაგრამ როგორც ჩვეულებრივი ადამიანი ის ძალიან
ღარიბულად ცხოვრობდა და და ეს გახლდათ მისი გარდაცვალების
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი.სიცოცლის ჟამს ნიკო არ იყო
დაფასებული ქართველი ხალხის მიერ.
3. ნიკო ფიროსმანი დაიბადა კახეთში 1862წლის 5 მაისს. მისი
მშობლები - ასლან ფიროსმანაშვილი და თეკლე ტოკლიკიშვილი
იყვნენ ფერმერები. მათ ჰყავდათ რამდენიმე ძროხა და ხარი, პატარა
ვენახი. არ იყვნენ არც ძალიან ღარიბები და არც მდიდრები. მათ სამი
შვილი ჰყავდათ: ორი ქალიშვილი - მარიამ და პეპე და პატარა
ნიკო.1870 წელს მისი მამა გაცივდა და გარდაიცვალა, ასე რომ მათი
ოჯახის მოკლევადიანი ბედნიერება დასრულდა. ნიკო თავის
სიყვარულის ნათესავების მიმართ ნახატებში აქსოვდა. მის ერთ-ერთ
ნახატში რთველი კარგად ჩანს კაცი და ქალი რომლებიც ვენახში
მუშაობენ, სავარაუდოდ მისი მშობლები არიან. მისი კიდევ ერთი
ნახატი „დედა და შვილიც“ ალბათ დედას ეძღვნება, სწორედ იმავე
შინაარსისაა მისი „მამა და შვილი“.ნიკომ ასევე დახატა მისი და
ქოლგით და ქუდით რომლებიც მას მეუღლემ აჩუქა, ნახატს კი ასე
ჰქვია „ გოგონა ქუდით და ქოლგით“. მისი და მარიამი გათხოვილი
იყო თბილისში და პატარა ნიკოც თან წაიყვანეს.მაგრამ მალე მოხდა
უბედური შემთხვევა,ნიკოს და და დედა დაიხოცნენ. სიძემ კი იგი
ქალანთაროვების ოჯახში წაიყვანა და ნიკომ იქ მოსამსახურედ
მოსამსახურედ დაიწყო მუშაობა.ამ ოჯახში ნიკოს ძალიან კარგად
ექცეოდნენ, მან დიდი ნდობა და სიყვარული დაიმსახურა.სწორედ აქ
ისწავლა ნიკალამ წერა-კითხვა და ძალიან კარგი გასართობიც
აღმოაჩინა,მან თავისი ოთახის კედლების მოხატვა დაიწყო. დიდი
ქართველი პრიმიტივისტი მხატვარი. მშობლების გარდაცვალების
შემდეგ ფიროსმანი თბილისში გადმოვიდა საცხოვრებლად.
ბავშვობაშივე იჩენდა დიდ ინტერესს მხატვრობისადმი, ბევრს
ხატავდა კიდეც. სპეციალური სამხატვრო განათლება არ მიუღია.
1880-იან წლებში თვითნასწავლ გ. ზაზიაშვილთან ერთად გახსნა
ფერწერის სახელოსნო და აბრების შეკვეთებს იღებდა. 1890-
1894წწ. კონდუქტორად მუშაობდა ამიერკავკასიის რკინიგზაზე,
შემდეგ ვაჭრობაშიც სცადა ბედი. XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე
თბილისელ მედუქნეებთან და მიკიტნებთან აფარებდა თავს, მათი
შეკვეთით ხატავდა აბრებს, პორტრეტებს, სურათებს. სიცოცხლის
ბოლომდე გაჭირვებას თავი ვერ დააღწია; ქართველ მხატვართა
საზოგადოება დროდადრო ცდილობდა შეემსუბუქებინა მისი ხვედრი.
თუმცა ფიროსმანაშვილი მარტოობაში გარდაიცვალა და მისი
საფლავიც უცნობი დარჩა. ფიროსმანაშვილის შემოქმედებაში დიდი
ადგილი უჭირავს ანიმალისტურ ჟანრს (დღემდე ფიროსმანაშვილი
ერთადერთი ქართველი ანიმალისტია). უეჭველია, მხატვარი
ცხოველთა გამოსახულებებში ხშირად გარკვეულ სიმბოლურ-
მორალურ აზრს აქსოვდა.
4. ფიროსმანის ერთ-ერთ ნახატს წარმოადგენს ახალგაზრდა
ქალბატონის პორტრეტი „მარგატიტა“, იგი იყო ბევრი რომანტიული
ნაწარმოებისა თუ პოემის ავტორების შთაგონების წყარო.ცნობილია ,
რომ მარგარიტა იყო ფრანგი მოცეკვავე./ ამბობენ, თბილისში, ერთ
დილას, იმ სასტუმროს წინ, სადაც მსახიობი, მოცეკვავე და მომღერალი
მარგარიტა დე სევრი იმყოფებოდა, ურმების გრძელი ქარავანი გამოჩნდა...
ისინი უთვალავი ახლადმოჭრილი წითელი ვარდით იყო დატვირთული.
ამ, ყოვლად უჩვეულო მსვლელობას უკან წარმოშობით მირზაანელი,
საცხოვრებლად თბილისში გადმოსული კაცი მიუყვებოდა, რომელსაც
ქალაქელები ნ ი კ ა ლ ა ს ეძახდნენ...
და ყველამ იცოდა, რომ ის მხატვარი იყო... ახლა კი, სულ რამდენიმე საათის წინ
თავისი პატარა დუქანი გაეყიდა, იმ ფულით ქალაქში გასაყიდად გამოტანილი
ყველა ყვავილი ეყიდა და 9 ურმით დატვირთული მიდიოდა ქალთან, რომელსაც
გასტროლებზე ჩამოსულს, სცენაზე, თავისი საოცარი ცეკვით, ნამდვილი ცეცხლი
დაენთო...
და მხატვარსაც შეჰყვარებოდა ...
"შეჰყვარებოდა სამუდამოდ"... ღარიბი ნიკალას სიყვარული კი იმთავითვე
განწირული და უიღბლო იყო.
როცა მარგარიტა მიხვდა, რომ მხატვარმა უკანასკნელი გროში დაახარჯა და
აღარაფერი გააჩნდა, მის მიმართ ინტერესი დაკარგა და მთლიანად მდიდარ
თაყვანისმცემლებზე გადაერთო.
ერთ დღეს კი მარგარიტასთან მისულ ნიკალას დახვდა ბარათი, რომლითაც
პარიზში გამგზავრებული აქტრისა მას სამუდამოდ ემშვიდობებოდა.

ის წავიდა ...
და დარჩა ტილოზე გადატანილი ნიკალას სიყვარული - სახელად “აქტრისა
მარგარიტა“.

5ფიროსმანის თემატიკას გარკვეული კვალი დაამჩნია იმ სოციალურმა


გარემომ, რომელშიც უხდებოდა ცხოვრება მხატვარს. მის მხატვრულ
მემკვიდრეობაში დიდი ადგილი უჭირავს ქეიფის სცენებს, რომელიც
არსებითად, თბილისელ ვაჭარ-ხელოსანთა, მიკიტნების,ზოგჯერ თავადების
ჯგუფურ პორტრეტებს წარმოადგენს „
ოტო ქეიფი მეარღნე დათიკო ზემელთან
6. ზოგჯერ ქეიფის სცენები გაშლილია პეიზაჟის ფონზე („სვირი“, საქართველოს
ხელოვნების მუზეუმი, თბილისი), ან ჩართულია მრავალფიგურიან
„პანორამულ“ კომპოზიციებში („ვირის ხიდი“, „კახეთის ეპოსი“, „ქეიფი
რთველში“). თემატიკურად სცენებს ენათესავება ნატურმორტები და აბრები .
ახეთის ეპოსი ფოტო
7. ფიროსმანაშვილს იზიდავდა სოფლის ბუნება და ცხოვრება, იშვიათად
მიმართავდა ქალაქურ პეიზაჟებს
ახატი დღეობა ბოლნისში
8. განსაკუთრებული პოეტური ძალით არის აღბეჭდილი ფიროსმანაშვილის
მიერ დახატული ღამის სცენები

6. როდესაც ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის


ინტერესთა მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით
ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად,
თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს. როდესაც
ფიროსმანს მემკვიდრეობას ვეცნობით, ნათელი ხდება მხატვრის ინტერესთა
მრავალფეროვნება, რჩება შთაბეჭდილება, რომ მას სავსებით
ჩამოყალიბებული მსოფლგაგება ჰქონდა და შეგნებულად,
თანამიმდევრულად ქმნიდა თავის მხატვრულ სამყაროს.

You might also like