Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

როგორ და რატომ გაიზარდა რომის იმპერია?

მაშინ, როცა ხმელთაშუა ზღვის აუზის აღმოსავლეთ ნაწილში მთავარ


კულტურულ და პოლიტიკურ ცენტრად ძველი საბერძნეთი გვევლინებოდა,
ხმელთაშუა ზღვის დასავლეთით სხვა პროცესები ვითარდებოდა, რომელთა
ცენტრიც რომი აღმოჩნდა.
არსებობის პირველ ეტაპზე რომს მეფეები მართავდნენ, სულ 7
ლეგენდარული მეფე იყო რომის უძველეს ისტორიაში . რომის დაარსების
თარიღად ძვ.წ 753 წელს მიიჩნევენ. ამ დროს რომი პატარა იტალიური ქალაქი
იყო, რომლის უმთავრეს საზრუნავსაც მეზობლებთან მიწების გამო ომი
წარმოადგენდა. რომის უძველეს ისტორიაზე დაზუსტებით არაფერი ვიცით,
მხოლოდ ის ვიცით, რომ მეფობა რომაელთა ისტორიულ მეხსიერებაში
უკიდურესად ნეგატიურ მოვლენად დარჩა. რომაული ტრადიცია უკანასნელ
მეფეს, ტარკვინიუს ამაყს მოძალადე და დესპოტ მმართველად წარმოადგენს,
რომელიც ძალადობის გამო რომიდან გააძევეს და საერთოდ გააუქმეს მეფობა.
ამ მოვლენას ძვ.წ 509 წლით ათარიღებენ და ლუციუს იუნიუს ბრუტუსის სახელს
უკავშირებენ, რომელიც რომის ერთ-ერთ ფუძემდებლად მიიჩნეოდა. ბრუტუსი,
როგორც სამოქალაქო და რესპუბლიკური ფასეულობების სიმბოლო, რომის
ისტორიაში მნიშვნელოვან ფიგურად დარჩა.
ამის შემდეგ , რომმა დიამეტრიულად განსხვავებული სახელმწიფო სისტემა-
რესპუბლიკა შექმნა. სწორედ რესპუბლიკური მმართველობის პირობებში იქცა
რომი მსოფლიო იმპერიად.
რომში ძალაუფლება სხვადასხვა მმართველობით ორგანოს შორის
დაყოფილი იყო და თანამდებობის პირებს რომაელები განსაზღვრული ვადით
ირჩევდნენ. მსგავს პრინციპებს ეფუძნებოდა ათენური დემოკრატიაც, რომელიც
ათენში სწორედ ამ პერიოდში, ძვ.წ VI საუკუნის მიწურულს დამყარდა. თუმცა მათ
შორის ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება იყო, რომ რომაულ რესპუბლიკას
ელიტური და წარჩინებული გვარებისგან შემდგარი სენატი მართავდა. ეს
რომაული რესპუბლიკის არისტოკრატიულ ხასიათს განაპირობებდა.
სენატი იღებდა გადაწყვეტილებებს რომის ეკონომიკური და პოლიტიკური
ცხოვრების ყველაზე მნიშვნვნელოვანი საკითხების მიმართ- ომის
გამოცხადება, თანხების გამოყოფა, ბიუჯეტის მართვა და ა.შ.
აღმასრულებელ ხელისუფლებაში ყველაზე მნიშვნელოვანი იყო კონსული,
რომელსაც მხოლოდ 1 წლით ირჩევდნენ და სწორედ ისინი წინამძღოლობდნენ
ომის დროს ჯარებს.
რომის წარმატებების უმთავრესი მიზეზი სწორედ მისი გამართული და კარგად
ორგანიზებული სახელმწიფო წყობა იყო. რესპუბლიკური სისტემა ხელს
უწყობდა სახელმწიფოს ორგანიზებულად მუშაობას და იცავდა მას შიდა
აჯანყებებისა და ძალაუფლების უკანონოდ ხელში ჩაგდების საფრთხისგან.
ომი რომაული სახელმწიფოსთვის ყოველდღიურობად იქცა და ის სამხედრო
სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა. ამ ომების შედეგად რომი ეტაპობრივად
ახერხებდა ტერიტორიის გაზრდას და გავლენის გაფართოებას.
ძვ.წ 280 წლიდან რომი თავისი ისტორიის ახალ ეტაპს იწყებს. რომაულ
რესპუბლიკას უჩნდება ამბიცია, რომ იტალიის ფარგლებს გარეთ გავიდეს და
ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილში დაიმკვიდროს დომინანტური ადგილი.
იტალიის უკიდურეს სამხრეთს და კუნძულ სიცილიას რომი ჯერ კიდევ ვერ
აკონტროლებდა. სწორედ ამ რეგიონში გადაიკვეთა კართაგენისა და რომის
ინტერესები.ვინ არიან კართაგენელები? კართაგენელები ფინიკიელების
შთამომავლები იყვნენ. მათ მსგავსად, კართაგენელებიც ჩინებული ვაჭრები და
ზღვაოსნები იყვნენ.
პირველი პუნიკური ომი რომსა და კართაგენს შორის სწორედ სიცილიის გამო
დაიწყო და 20 წელიწადზე მეტს გაგრძელდა.ომის დაწყებამდე რომსა და
კართაგენს შეთანხმება ჰქონდათ ერთმანეთში, რომლის მიხედვითაც,
კართაგენს ეკგრძალებოდა იტალიაში შემოსვლა, ხოლო რომს კი- სიცილიაზე.
რომმა დაარღვია ეს შეთანხმება, რამაც გამოიწვია ომი.
რომაელებმა კართაგენის ცოდნა და გამოცდილება კარგად გამოიყენეს
იმისთვის, რომ თავადაც ძლიერი ფლოტი შეექმნათ და ხმელთაშუა ზღვაში
ანგარისგასაწევ ძალად ქცეულიყვნენ. როცა სახელმწიფოს გაუჭირდა, რომმა
ახალი ფლოტი შექმნა შეძლო, კართაგენს კი ომის მიწურულს ახალი
რესურსების გამოძებნა უფრო და უფრო უჭირდა. ამის გამო პირველი პუნიკური
ომი რომმა მოიგო და კართაგენმა სიცილია დათმო და კიდევ ხმელტაშუა ზღვის
სხვა კუნძულები, უარი თქვა იტალიის წყლებში ნაოსნობაზე და დათანხმდა
დიდი სამხედრო კონტრიბუციის გადახდას.
მეორე პუნიკური ომი იყო გადამწყვეტი დაპირისპირება რომსა და
კართაგენს შორის, რომელსაც საბოლოოდ უნდა გადაეწყვიტა, თუ ვინ
იქნებოდა ხმელთაშუა ზღვის დასავლეთ ნაწილის უძლიერესი
სახელმწიფო.კართაგენელებს ჰანიბალი ჩაუდგა სათავეში.ომის დაწყების
მიზეზი იყო, რომ იბერიის ნახევარკუნძულის ჩრდილოეთ ნაწილს რომიც
განიხილავდა თავისი მომავალი ინტერესების სფეროდ.
ჰანიბალმა პირველ პუნიკურ ომში კართაგენელთა შეცდომები სრულად
გაითვალისწინა და ამჯერად აქცენტი სწრაფ და მოულოდნელ თავდასხმაზე
გააკეთა. ომი კართაგენელების სასიკეთოდ მიდიოდა, მაგრამ რომაელები არ
დანებდნენ.
რომაელებმა ომის სადავეები სციპიონს მიანდეს, რომელიც ერთადერთი იყო
მათ შორის, ვინც ჰანიბალის სამხედრო საქმეში არ ჩამოუვარდებოდა. გეგმით,
რომაელები აფრიკის სანაპიროზე უნდა გადასულიყვნენ და იქ თავად
კართაგენს დასხმოდნენ თავს. ჰანიბალს თავის ჯართან ერთად იტალიის
დატოვება და კართაგენში დაბრუნება მოუწია. ძვ.წ 202 წელს აფრიკის
სანაპიროზე, რომაელები და კართაგენელები კიდევ ერთ გადამწყვეტ
ბრძოლაში შეხვდნენ ერთმანეთს.სციპიონმა ნუმიდიელების, თავისი აფრიკელი
მოკავშირეების წყალობით გაიმარჯვა. კართაგენი კვლავ დამარცხდა.
კართაგენელებმა უარი თქვეს აფრიკის მიღმა ყველა ტერიტორიაზე,
ჩამოერთვათ სპილოები და სამხედრო გემები, აეკრძალათ ომის წარმოება
რომის ნებართვის გარეშე და დაეკისრათ 10 ათასი ტალანტის გადასახადი.
ჰანიბალს კართაგენიდან გაქცევა მოუწია.
ამ დამარცხებით კართაგენმა, როგორც რეგიონულმა იმპერიამ, არსებობა
დაასრულა, მაგრამ რომსა და კართაგენს შორის დაპირისპირება ამით არ
ამოწურულა. ძვ. წ 149 წელს მესამე პუნიკური ომი დაიწყო.ამჯერად ძალები
აშკარად არათანაბარი იყო.რომი მსოფლიო იმპერიას წარმოადგენდა, ხოლო
კართაგენი კი-მხოლოდ ერთ ქალაქს,რომლის გავლენაც არ სცდებოდა
აფრიკის სანაპიროს.კართაგენს რომთან კონკურენცია აღარ შეეძლო. ძვ. წ. 149
წელს რომაელებმა ქალაქს ალყა შემოარტყეს. კართაგენი ბუნებრივადაც
მიუდგომელ ადგილას მდებარეობდა და გარდა ამისა,კედლებით კარგად იყო
გამაგრებული. რომაელებმა ვერაფერი გააწყვეს კართაგენის დამცველთა
წინააღმდეგ, სანამ ჯარს სციპიონ ემილიანუსი არ ჩაუდგა სათავეში. სამ წლიანი
ალყის შემდეგ სციპიო ემილიანუსმა კართაგენი აიღო, ქალაქიმთლიანად
გააანადგურა, მისი მოსახლეობა დახოცა ან მონებად გაყიდა , ხოლო ქალაქის
კედლები დაანგრია. კართაგენმა არსებობა ამით შეწყვიტა.
პუნიკური ომები იყო მოვლენა, რომელმაც არა მხოლოდ ანტიკურობის,
არამედ მთელი სამყაროს განვითარება შეცვალა. გამარჯვებამ რომი
ზესახელმწიფოდ აქცია და ხმელთაშუაზღვისპირეთი- იმდროინდელი სამყაროს
ცენტრი- კულტურული და პოლიტიკური განვითარების რომაული გზით წავიდა.
ამის შემდეგ, რომს გაუჩნდა ამბიცია, ხმელთაშუა ზღვის აღმოსავლეთ ნაწილში,
ანუ ელინისტურ სამყაროში საკუთარი გავლენა გაეზარდა. რომმა ე.წ. დაყავი
და იბატონეს სტრატეგია ელინისტური სახელმწიფოს წინააღმდეგ ძალიან
ეფექტურად გამოიყენა. ელინისტურ სივრცეში რომი სხვა სახელმწიფოებს
შორის არსებულ კონფლიქტებში ჩარევას და ამ კონფლიქტების თავისი
პოლიტიკური მიზნებით გამოყენებას იწყებს. რომი ცდილობდა კონფლიქტებში
სუსტი სახელმწიფოები გამოერჩია, ისინი თავის მოკავშირედ ექცია და შემდეგ
ელინისტური სამყაროს ლიდერებს ამ მიზეზით დაპირისპირებოდა.
ძვ.წ. 200 წელს მაკედონიური ომი დაიწყო. რომაელებს სურდათ, რომ
მაკედონია ბერძნებთა დახმარების გარეშე დარჩენილიყო და ამ კონფლიქტში
ბერძნებმა სწორედ რომაელთა მხარე დაიჭირეს. რომაელებმა ეს შეძლეს.
მარცხის შემდეგ, მაკედონიის მეფემ ფილიპე V- ს მისთვის წამგებიანი ზავის
გაფორმება მოუწია- დათმო გავლენა თითქმის მთელ საბერძნეთზე,
რომაელებს გადასცა თავისი საბრძოლო გემები და დაეკისრა გადასახადი.
იმ პერიოდში,როდესაც რომი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთით
დაინტერესდა, სელევკიდები სიძლიერის მწვერვალზე იყვნენ, ეს
დაკავშირებული იყო მათი მეფის ,ანტიოქოს III - ის სახელთან. რომაელთა და
სელევკიდების ინტერესები სწორედ საბერძნეთში გადაიკვეთა. რომაელები
კვლავ ,, დაყავი და იბატონეს“ სტრატეგია გამოიყენეს.რომს არ სურდა თავისი
მთავარიკონკურენტის მეტისმეტად გაძლიერება და ამიტომ მის წინააღმდეგ
უფრო სუსტ ძალებს (ამ სემტხვევაში პერგამონსა და ეგვიპტეს) უჭერდა მხარს.
ძვ.წ. 192 წელს ანტიოქოსი საბერძნეთში შეიჭრა, თუმცა ლაშქრობა ცუდად
ორგანიზებული იყო (როგორც პოლიტიკური, ასევე სამხედრო და
სტრატეგიული თვალსაზრისით) , ამიტომაც რომმა კიდევ ერთხელ გაიმარჯვა.
სელევკიდების ჯარი საბერძნეთშიც დამარცხდა და რამდენიმე ბრძოლა
ზღვაზეც დათმო, რის შედეგადაც ზღვაზე უპირატესობა მთლიანად რომმა
მოიპოვა. ანტიოქოს ამის შემდეგ საბერძნეთიდან უკან დაბრუნება მოუწია.
შემდეგ წლებში, რომაული ჯარი, ლუციუს სციპიონის მეთაურობით მცირე
აზიაში, უკვე სელევკიდების ტერიტორიაზე შეიჭრა. გადამწყვეტი ბრძოლა ძვ.წ.
190 წლის მიწურულს, მცირე აზიაში, მაგნესიასთან, გაიმართა. ანტიოქოსმა
მთელი თავისი ჯარები შეკრიბა, მაგრამ რომაული არმია ბევრად უკეთ იყო
ორგანიზებული, გაწვრთნილი და შეიარაღებული. რომაული ჯარი ამჯერადაც
დაუმარცხებელი აღმოჩნდა. ანტიქოსს რომთან დაზავება მოუწია, რომლის
თანახმადაც სლევკიდებმა უარი თქვეს მთელ მცირე აზიაზე, დაკარგეს
საბრძოლო სპილოები და ფლოტი და დიდი გადასახადი დაეკისრათ.
ელინისტურ ომებში რომმა ძალიან სწრაფად და იოლად დაამარცხა ყველაზე
დიდი და გავლენიანი ელინისტური სახელმწიფოები. ამის შედეგად,
ხმელთაშუა ზღვის თითქმის მთელ სანაპიროს რომი აკონტროლებდა.რომმა
შმდეგ წლებშიც განაგრძო მისი გავლენის ქვეშ მყოფი ტერიტორიების
ათვისება.
რომაელთა ინტერესის სფეროში უკვე კავკასია მოექცა. ეს დაკავშირებული იყო
პონტოს სამეფოსთან და მითრიდატე VI ევპატორის სახელთან. პონტოს სამეფო
შავი ზღვის სანაპიროზე, თანამედროვე თურქეთის ტერიტორიაზე
მდებარეობდა. რომისა და პონტოს ინტერესები მცირე აზიაში გადაიკვეთა.
სანამ რომი სამოქალაქო დაპირისპირებებში იყო ჩართული, მითრიდატემაც
დრო იხელთა და მცირე აზიაში რომის მოკავშირეებს შეუტია. მცირე აზიიდან
მითრიადე საბერძნეთშიც გადავიდა.
რომმა მითრიდატესთვის ძვ.წ. 87 წელს მოიცალა. საბერძნეთში ლუციუს
კორნელიუს სულა შევიდა თავისი ჯარით და ხანგრძლივი ალყის შემდეგ აიღო
ათენი. გაძარცვა და დაანგრია ქალაქი, შემდეგ კი ბეოტაში, საბერძნეთის
ჩრდილოეთში, ქერონეასთან დაამარცხა პონტოელები. ამას კიდევ ერთი დიდი
გამარჯვება მოჰყვა უკვე ორქომენოსის ბრძოლაში და პონტოელთათვის
საბერძნეთი დაკარგული იყო. სულას იტალიაში პრობლემები ჰქონდა და მას
იტალიასი დაბრუნება უწევდა , ამიტომ მითრიდატეს დევნაზე უარი თქვა. ზავი
გააფორმა, რის პირობებით მითრიდატემ მცირე აზიის დიდი ნაწილი დაკარგა,
თუმცა თავისის სახელმწიფო სრულად შეინარჩუნა. ეს ზავი პირველი
მითრიდიატულიომის დასასრულს ნიშნავდა.
მეორე მითრიდიატულ ომს დიდი მნისვნელობა არ ჰქონია და მცირე
დაპირისპირებით ამოიწურა. პონტოს სამეფოს და რომს შორის
დაპირისპირებაში მესამე მნიშვნელოვანი მოთამაშე არმენიის სამეფო
გამოჩნდა.
მესამე მითრიდატულ ომში რომაელებს ლუკულუსი მეთაურობდა. ლუკულუსმა
მითრიდატე იოლად დაამარცხა, პონტოს დედაქალაქი სინოპე აიღო და ამის
შემდეგ არმენიაში შემოიჭრა. ტიგრანი ლუკულუსის შეტევას არ ელოდა და
აბსოლიტურად მოუმზადებელი შეხვდა მას. გადამწყვეტი ბრძოლა
ტიგრანოკერტთან ძვ.წ. 69 წელს გაიმართა. ტიგრანმა დიდ ჯარს მოუყარა თავი,
თუმცა რომაელებს უკეთ ორგანიზებული და ძლიერი ჯარი ჰყავდა და რომთან
ისინი სასტიკად დამარცხდნენ.
ლუკულუსი რომაელმა გნეუს პომპეუსმა შეცვალა. არმენია პომპეუსს
უბრძოლველად დანებდა და მანაც არმენიის ტერიტორიები ჩამოართვა და
სირია და მცირე აზიის ნაწილი რომაულ რესპუბლიკას შეუერთა. ამით არმენიამ,
როგორც დიდმა სახელმწიფომ, არსებობა დაასრულა. პომპეუსის მთავარი
მიზანი მითრიდატეს დევნა გახდა, მაგრამ პომპეუსმა სამხრეთით ლაშქრობის
დროს შეიტყო, რომ მითრიდატემ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ეს
თითქმის 30 წლიანი მითრიდატული ომების დასასრულს ნიშნავდა. ამ ომების
შედეგად რომი საგრძნობლად გაფართოვდა აღმოსავლეთით და შემოვიდა
კავკასიასადა შავი ზღვის აუზში.
როგორც ვიცით, დასავლეთ საქართველო- კოლხეთი და ქართველური
ტომები- პონტოს სამეფოს შემადგენლობაში აღმოჩნდნენ. მითრიდატემ
დაიპყრო ბოსფორის სამეფო, რომელიც ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთში
მდებარეობდა და ასევე დაიკავა შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო,
ისტორიული კოლხეთი. შავი ზღვის აღმოსავლეთი, სამხრეთი და ჩრდილოეთი
სანაპიროები პონტოს სამეფოს ხელში აღმოჩნდა.კოლხები მითრიდატეს
აუჯანყდნენ და მან აჯანყების ჩახსობა მხოლოდ იმით მოახერხა, რომ
კოლხეთში თავისი შვილი გაამეფა. ეს კოლხეთის მდგომარეობის
გაუმჯობესებას და მისი ავტონომიურობის ზრდას ნიშნავდა.
პონტო და არმენია რომს უპირისპირდებოდნენ და ამ დაპირისპირებაში
ჩართული აღმოჩნდა კოლხეთი და ქართლიც. ქართლის სამეფო ამ პერიოდში
კვლავ დამოუკიდებელი იყო, თუმცა რომაულ - არმენიული ომების პერიოდში
ქართველთა ჯარი, მისი ერთი ნაწილი მაინც, არმენიელთა მხარეზე იბრძოდა,
რომაელთა წინააღმდეგ.
თავდაპირველად ბრძოლის არეალი საბერძნეთი და მცირე აზია იყო, მაგრამ
მესამე მითრიდიატული ომის დროს რომაელები კავკასიაშიც შემოვიდნენ.
ძვ.წ.69 წელს ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა არმენიელები. ეს იყო
რომაელთა პირველი შემოსვლა კავკასიაში.
პომპეუსი კავკასიაში შემოვიდა. მას 2 მიზანი ჰქონდა: გაქცეული მითრიდატეს
დევნა და კავკასიური სამეფოების, მითრიდატული ომების დროს მისი ყოფილი
მოწინააღმდეგეების, რომის გავლენის სფეროდ ქცევა. პომპეუსმა არმენია
ფაქტობრივად გაანადგურა და მას მნიშვნელოვანი ტერიტორიები დააკარგინა.
არმენიიდან იგი კავკასიაში, ქართლისა და ალბანეთის ტერიტორიაზე შემოდის.
ალბანთა მეფე ოროდესი თავდაპირველადპომპეუსს თავის მიწებზე მშვიდად
გატარებას დაპირდა, თუმცა როდესაც რომაელები მათი მიწების მახლობლად
დაბანაკდნენ, ალბანებმა მათზე თავდასხმა გადაწყვიტეს და ძვ.წ. 66 წლის
დეკემბერში ალბანები რომაელებთან დამარცხდნენ. ამის შემდეგ პომპეუსმა
კავკასიურ ხალხებთან ზავი გააფორმა, რის თანახმადაც ისინი რომაელთა
უპირატესობას აღიარებდნენ და მათ მორჩილებას უცხადებდნენ. ბოლოს ძვ.წ.
63 წელს მითრიდატემ თვითმკვლელობით დაასრულა მოღვაწეობა და
მითრიდატული ომებიც ამით მორჩა. ამ ომებს გლობალური ისტორიული
მნიშვნელობა ჰქონდა, რაც რომის მცირე აზიასა და კავკასიაში შემოსვლით და
ორი ადგილობრივი, იმპერიული ამბიციის მქონე სახელმწიფოს განადგურებით
დასრულდა.
ჩემი აზრით, რომის ძლიერების გასაღები მისი რესპუბლიკური სისტემა იყო.
რესპუბლიკური სისტემა ხელს უწყობდა სახელმწიფოს ორგანიზებულად
მუშაობას და იცავდა მას შიდა აჯანყებების და ძალაუფლების უკანონოდ ხელში
ჩაგდების საფრთხისგან. ამავე დროს აღმასრულებელ ხელისუფლებაში
არჩევითობისა და მონაცვლეობის პრინციპი ხელს უწყობდა წარმატებულ
საკადრო პოლიტიკას.
დიდი დაპყრობებისა და სახელმწიფოს მილიტარიზაციის გამო ცალკეულ
სამხედრო და პოლიტიკურ ლიდერებს მეტისმეტად დიდი ძალაუფლება
ჩაუვარდათ ხელში. რაც უფრო მატულობდა რომაული რესპუბლიკის
მილიტარიზაციის დონე, მით უფრო ძნელდებოდა სამხედრო ლიდერების
პოლიტიკისგან მოშორება და ირღვევა რესპუბლიკური წყობის მთავარი
პრინციპი. ძვ.წ. 50 -იან წლებში 3 გავლენიალი ლიდერი: პომპეუსი, კეისარი და
კრასუსი გაერთიანდნენ. მას პირველი ტრიუმვირატი ეწოდა. ამ გაერთიანებას
არ ჰქონდა ოფიციალური სტატუსი, მხოლოდ სამი პირის შეთანხმებას
ეფუძნებოდა, რომ თავიანთი პირადი პოლიტიკური მიზნებისთვის
გაეერთიანებინათ გავლენა და რესურსები, თუმცა რეალურად მათ უფრო მეტი
ძალაუფლება ჰქონდათ, ვიდრე ფორმალურ, რესპუბლიკური მმართველობის
ორგანოებს.
ძვ.წ. 30 - იან წლებში რომში სამოქალაქო ომის ახალი ტალღა დაიწყო.
ერთმანეთს მარკუს ანტონიუსი და გაიუს იულიუს ოქტავინუსი ებრძოდნენ. ძვ.წ.
31 წელს ოქტავინუსმა ანტონიუსის ჯარები დაამარცხა.
რესპუბლიკური სისტემა აღარ ფუნქციონირებდა და რომისათვის მშვიდობასა
და სტაბილურობას ვეღარ უზრუნველყოფდა.რომაულ სახელმწიფოს
რეფორმები სჭირდებოდა. ამავე დროს, რომაული საზოგადოება კვლავ
სკეპტიკურად იყო განწყობილი ერთმმართველობის მიმართ.
სამოქალაქო ომში გამარჯვებულ ოქტავინუსს სრული ძალაუფლება ჰქონდა.
მას გავლენიანი პოლიტიკური ოპონენტები არ ჰყავდა, აკონტროლებდა
სამხედრო ძალებს, ფინანსებს და მას მხარს უჭერდა იმდროინდელი რომაული
პოლიტიკური ელიტის უდიდელი ნაწილი. ოქტავიანუსმა გაითვალისწინა, რომ
იმ პერიოდის რომაული საზოგადოება მორალურად მზად არ იყო, მიეღო
მკვეთრად გამოხატული მონარქიული ელემენტების მქონე სახელმწიფო, მან
ფორმალურად დატოვა რომაული რესპუბლიკა და შეინარჩუნა რესპუბლიკური
ინსტიტუტები. სენატმა ოქტავიანუსს ძვ.წ. 27 წელს ავგუსტუსის სახელი მიანიჭა,
რაც ,,აღმატებულს“
ავგუსტუსმა პრინციპატის სახით შექმნა ერთმმართველობითი სისტემა,
რომელიც ფორმალურად კვლავ რესპუბლიკურ სისტემას ენათესავებოდა.
ავგუსტუსის რეფორმამ სრულად დაარღვია რომაული რესპუბლიკური
მოწყობის უპირველესი პრინციპი-ძალაუფლების დაყოფა და აღმასრულებელ
თანამდებობებზე მონაცვლეობა, მან მმართველობის სხვადასხვა შტოს
შეუნარჩუნა რესპუბლიკური სახელწოდებები, თუმცა ისინი გააერთიანა და მის
ხელში მოაქცია.
ავგუსტუსის ეპოქიდან მოყოლებული კავკასია რომისთვის საგარეო
პოლიტიკაში ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებად იქცა. მთავარ
პოლიტიკურ გამოწვევად რომისთვის არმენიის მისი გავლენის ქვეშ მოქცევა
რჩებოდა. არმენიაში პროპართიული განწყობები და ირანული კულტურის
გავლენა ძლიერი არ იყო. შედეგად, რომს რეგიონში მოკავშირე და
დასაყრდენი სჭირდებოდა.
შემდეგი 2 საუკუნის განმავლობაში ახ.წ. I-II საუკუნეებში, ქართლის სამეფო
რომის მთავარი მოკავშირე და სტრატეგიული პოლიტიკური პარტნიორია
კავკასიის საკითხებში. ეს პოლიტიკური მეგობრობა მომგებიანი
ქართლისთვისაც იყო, რადგან რომის გამოჩენა კავკასიაში არმენიის
დასუსტებას ნიშნავდა, რაც კი ხელსაყრელ ვითარებას ქმნიდა ქართლის
სამეფოს პოლიტიკური განვითარებისთვის. ხელსაყრელ გეოპოლიტიკურ
ვითარებასთან ერთად ქართლის სამეფოს გაძლიერება მეფე ფარსმან I- ის
სახელთან იყო დაკავშირებული.
ფარსმანი თავს დაესხა არმენიას, აიღო დედაქალაქი არტაქსატა და იქ თავისი
ძმა მირტადი გაამეფა .ქართლის ძლიერების დადასტურება მაშინაც ჩანს, როცა
მან მოახერხა ძლიერ პართიელთა თავდასხმის მოგერიება და მათი
დამარცხება. ფარსმანი ახერხებს, რომ იყოს რეგიონული, თითქმის მთელი
კავკასიის ლიდერი და პართიის წინააღმდეგ ბრძოლაში იგი ალბანების და
ჩრდილო- კავკასიელი, მომთაბარე სარმატების დახმარებით სარგებლობს.
გამარჯვების შემდეგ, ქართლის სამეფო ისტორიაში პირველად, კავკასიის
უდიდესი ნაწილი- არმენიისა და ქართლის სამეფოები - ერთი სამეფო შტოს
მმართველობაშია გაერთიანებული.ფარსმანი ქართლის სამეფოს მართავს,
მისი ძმა, მირდატი კი - არმენიას და ეს ფაქტი რომის პოლიტიკური ნებით არი
გამყარებული.
საბოლოოდ ეს რომის და ქართლის მოკავშირეობა ორივესთვის მომგებიანი
აღმოჩნდა. რომს სჭირდებოდა მოკავშირე პართიის და არმენიის
დასასუსტებლად , ამის გამო მან ქართლი მის მოკავშირედ გამოიყენა და ამის
შედეგად, ქართლიც მეტად გაძლიერდა.

You might also like