გამოყენების მანუალი

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 21

• გამოყენების მანუალი

EN

პაციენტის პოპულაციის განსაზღვრა

I- MAX სისტემა შეიძლება გამოვიყენოთ შემდეგ ტიპოლოგიაში:


ასაკი: ბავშვები და ზრდასრულები;
პაციენტის სტატუსი:
დამოუკიდებელი (არ სჭირდება პროცედურისას სხვისი დახმარება);
დამოკიდებული ( პაციენტი საჭიროებს დახმარებას ორიცედურის ჩატარებისას
პერსონალის მიერ);
ნებისმიერ შემთხვევაში, პაციენტი უნდა იყოს გონებაზე (მაგ: არ უნდა
იყოსანესთეზიის ქვეშ);

გამოყენების სივრცეები
I-MAX - ის გამოყენების სივრცეები შეადგენს: საავადმყოფოებს, კერძო კლინიკებს ან
კონსულტანტებს, მათ რადიოლოგიურ საშუალებებს და რეზიდენტულ გარემოებს.

შენიშვნა
რადიოლოგიურ ოთახში პირდაპირი აუდიო და ვიზუალური კომუნიკაცია
ოპერატორსა და პაციენტს შორის ყოველთვის შესაძლებელი უნდა
იყოს,რისთვისაც ამიტომ გამოყენებულ უნდა იქნას შესაბამისი ზომები.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 2/170


EN

სისტემის აღწერა
პანორამული X-Ray-ის განვითარება ტრადიციულ მეთოდებთან ერთად
(Panoramic, TMJ, SINUS …) იყენებს სამკურნალო ზონის სამგანზომილებიან
სურათებს, რაც ექიმს საშუალებას აძლევს უკეთ შეისწავლოს აღნიშნული
არეალი, დაგეგმოს მკურნალობის ფაზები და მიიღოს საუკეთესო კლინიკური
შედეგი.
OWANDY RADIOLOGY-ის მიერ წარმოებული I-MAX, წარმოადგენს
სრულყოფილ პანორამულ სისტემას, რომელიც შესაძლებლობას გაძლევთ,
წარმატებით ჩაატაროთ პროცედურები, რომლებიც ხშირია ორთოდონტებისა
(ინტრაორალური რადიოგრაფიის ჩათვლით) და დენტისტებისთვის.

აღნიშნული აპარატურით შესაძლებელია შემდეგი კვლევების ჩატარება:


Emi-panoramic
Improved orthogonality dentition
reduced dose Panoramic
Frontal dentition
Bitewing

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 3/170


EN

უსაფრთხოება

გაფრთილებები
არ უნდა იქნას გამოყენებული ისეთ გარემოში, სადაც
ორთქლი,ანესთეზიური ფეთქებადი ნარევი ან ჟანგბადი და აზოტის
ოქსიდი შეიმჩნევა.

დაიცავით აპარატი წყლის შიგნით შეჟონვისგან, რადგან აღნიშნულმა


შეიძლება გამოიწვიოს მისი ელექტრული დაზიანება.

წმენდის წინ დარწმუნდით, რომ აპარატი კვების წყაროში არ არის შეერთებული.


ON/OFF ღილაკზე მოქმედებისას აპარატი არ უნდა ირთვებოდეს.

საჭიროების შემთხვევაში გამოიყენეთ სპეციალური წინსაფრები,


რათა პაციენტი დაცული იყოს რადიაციისგან.

პროცედურის მიმდინარეობისას პაციენტისა და ექიმის გარდა არავინ


უნდა იყოს ოთახში.

აპარატი უნდა გამოირთოს, როდესაც ოთახში სხვა მძლავრი აპარატურა მუშაობს.

გაფრთხილება
უსაფრთხოების მიზნით, დაუშვებელია პაციენტის მიერ სახელურზე
ძლიერი ზეწოლა. დამწოლი ძალა მასზე უნდა იყოს 16 კგ-ზე
ნაკლები.

გაფრთხილება
ელექტრული შოკის თავიდან ასაცილებლად, აპარატი უნდა მუშაობდეს
დამიწების მქონე წრედზე.

ყველა ნაწილი, რომელიც პაციენტთან უშუალო შეხებაშია უნად იყოს


გაწმნდილი და დეზინექცირებული

ცენტრული გამასწორებლის საფენი (სადაც პაციენტი კბენს) უნდა


იყოს შეცვლილი ყოველი პროცედურის შემდეგ;
I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 4/170
EN

არასდროს დაატრიალოთ აპარატის მოძრავი ნაწილი ხელით, როცა აპარატი


ჩართულია. (მისი მოძრაობა მხოლოდ დაშვებულია ERROR 362 - ის
არსებობისას, რადგან ძრავები გათიშულია და ფერხდება
პაციენტისგათავისუფლება.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 5/170


EN

რადიაციისგან დაცვა

თუ აუცილებელია პაციენტთან ახლოს ყოფნა პროცედურის დროს, დარჩით


იმდენად შორს, რამდენადაც ამის საშუალებას დისტანციური მართვის
კაბელი მოგცემთ ან სულ მცირე 2 მეტრით სხივის წყაროდან და პაციენტიდან,
როგორც ეს სქემაზეა მოცემული.

გაფრთხილება
უსაფრთხოების ზომები ლაზერული ცენტრირების მოწყობილობების
გამოყენებისას:
ყოველთვის გაანათეთ ოთახი;
არ ჩაიხედოთ ლაზერის ცენტრირების ფანჯარაში;
არ შეხედოთ გამომავალი სხივის ანარეკლს;
გააფრთხილეთ პაციენტი, რომ დახუჭოს თვალები სანამ
პროცედურა არ დასრულდება;
პროცედურის დაწყებამდე პაციენტმა უნდა მოიხსნას
საყურეები, სათვალე, ყელსაბამი და ყველაფერი რაც
ირეკლავს სხივს( ძირითად შემთხვევაში მეტალის
ნივთები).

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 6/170


EN

წმენდა და დეზინფექცია

მაღალი ხარისხის წმენდის ჩასატარებლად მიყევით ინსტრუქციებს:

გაფრთხილება:
წმენდის წინ გამორთეთ აპარატი კვების
წყაროდან.

არ დაუშვათ, რომ წყალი და სხვა სითზე შევიდეს აპარატის შიგნით, რადგან ამან შეიძლება
გამოიწვიოსელექტრული დაზიანება.

გამოიყენეთ სველი ნაჭერი და


არაკონცენტრირებული საწმენდი
საშუალება, რომელიც არ არის
კოროზირებადი (ალკოჰოლი,
სადეზინფექციო ხსნარები და ა.შ).
ამისშემდეგ მშრალი ხელსახოცით
გაწმინდეთ დეტალები.

ცენტრალური „საკბენი“ (ადგილი, რომელიც პაციენტს პირში უდევს) ადგილი და მისი საფენი
აუცილებლად უნდა შეიცვალოს ყოველი პაციენტის შემდეგ.
გულდასმით გაწმინდეთ ნიკაპის დამჭრი, სახელურები და თავის დამაფიქსირებელი მომჭერები
ყოველი პაციენტის შემდეგ.
აღნიშნული ნაწილები დეზინფექციის აუცილებლობის შემთხვევაში უნდა გაიწმინდოს 2%-იანი
გლუტარალდეჰიდით.
ჰიგიენის მაქსიმალურად დაცვაში დასარწმუნებლად, სახელურები დაფარულია სპეციალური
ანტიბაქტერიული საღებავით, რომელიც მოქმედებს მიკროორგანიზმების საწინააღმდეგოდ.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 1/170


EN

ფუნქციები, მოდელები და ვერსიები


I- MAX, რომელიც წარმოებულია OWANDY RADIOLOGY-ის მიერ არის სრული
პანორამული სისტემა, რომელიც საშუალებას იძლევა ჩატარდეს რენტგენის სხივებთან
დაკავშირებული გამოკვლევები სტომატოლოგიური მიმართულებით (გარდა
ენდოორალური რენტგენისა.)
აპარატი იძლევა პანორამულ, სინუსის და TMJ [(Temporomandibular joint (ქვედაყბის
სახსარი)]გამოკვლევის ზონებს:
• პანორამული კვლევა მოზარდის და ბავშვის რეჟიმებში, 3 განსხვავებული ზომისა
და 3 ტიპის კვლევის შესაძლებლობა, საბოლოოდ იძლება 18 განსხვავებულ
კომბინაციას, რომლებიც მაქსიმალურად ერგება თქვენი გამოკვლევის
საჭიროებებს;
• სინუსის გამოკვლევა საშუალებას იძლევა შესრულდეს პარანასალური სინუსების
გამოსახულება წინა პროექციით(უკანა/წინა);
• TMJ (ქვედაყბის სახსრის), დახურულ/ღია პირზე ლატერალურ პროექციაში;
• მარჯვენა და მარცხენა Emi-panoramic გამოიყენება, როდესაც პაციენტს

აღენიშნება პრობლემა თაღის მხოლოდ ერთ მხარეს,


რადიაციის შემცირების მიზნით.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 5/170


EN

I-MAX-ის მომყოლი ნაწილები

ნიკაპის დასადები პანორამული


სურათისთვის. მოყვება ნაწილი
უკბილო პაციენტებისთვის.

მცირე სიმაღლის ნიკაპის დასადები


პანორამულისთვის

დაბალი ნიკაპის დასადები


სინუსისთვის

სტანდარტული TMJ
პოზირებისდამხმარე

ერთჯერადი, არასტერილიზებადი
„საკბენები“ და მათი საფარები დამცავები. შეცვალეთ ყოველი პაციენტის
შემდეგ

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 9/170


EN

Control panel - აღწერა და ფუნქციები

3 5 6
7
2

1
8

1 "სვეტის აწევა"
2 "სვეტის დაწევა" 5 "მიმდინარეობს დასხივება"

3 "ცენტრირებადი ლაზერი" 6 "კომპიუტერთან კავშირი"

4 "მზადაა დასხივებისთვის" 7 "ცენტრირება/პაციენტის პოზიციონირება"


8 თავის მომჭერების ფიქსატორი

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 22/170


EN

"Centering/Patient Entrance" ღილაკი გამოიყენება:


- პროცედურის დაწყების დაწყება/გაჩერება;
- ბრუნვადი ნაწილის საწყის პოზიციაში დაბრუნება
პროცედურისბოლოს;

არის ორი სინათლის ინდიკატორი; მწვანე აჩვენებს მდგომარეობას


„აპარატი მზადაა“, რაც ნიშნავს, რომ კიდევ ერთხელ X-ray ღილაკზე
მოქმედებისას, რენტგენის სხივები ემისიას დაიწყებენ. მეორე
აღნიშნავს რენტგენის სხივების ეფექტურ ემისიას (მიმდინარეობს
დასხივება)

სვეტის მამოძრავებელი ღილაკები.

"Luminous centering device" ღილაკი რთავს ლაზერის გამასწორებელ


სხივს;

კომპიუტერთან კავშირის ინტიკატორი:


- მუდმივი ლურჯი შუქი - კავშირი კომპიუტერთან დამყარებულია;
ციმციმა ლურჯი შუქი - მიმდინარეობს კომპიუტერთან კავშირის
დამყარება. რენტგენის სხივების ემისია ამ ეტაპზე შეუძლებელია.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 23/170


EN

ინტერფეისი

აღნიშნული მთავარი მენიუ უზრუნველყოფს წვდომას ყველა იმ ფუნქციაზე, რაც აღწერილია ქვემოთ:

"Examination Selection Mode" კონტროლდება სამი ძირითადი


მდგენელით:
1) მთავარი ღილაკი - ირჩევს გამოკვლევის რეჟიმს
პანორამულს, TMJ-ისა და სინუსს შორის.
დანარჩენი ორი წარმოადგენს ისრებს, რომლებიც ნავიგაციის
საშუალებას გვაძლევს.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 24/170


EN

პროგრამა საშუალებას იძლევა ავირჩიოთ


სასურველი პარამეტრები: ბავშვი თუ ზრდასრული;
თითოეული მათგანისთგვის ზომის განსაზღვრა
(პატარა, საშუალო, დიდი).
Child / Adult
გამოკვლევის პარამეტრები, რომელიც მოცემულია
პროგრამაში წარმოადგენს მინიმალურ სიდიდეებს
შერჩეული პაციენტისთვის. თუ ექიმი საჭიროთ
ჩათვლის მის ცვლილებას, მას შეუძლია ეს გააკეთოს.
Small / Medium / Large

Retracted / Standard /
Protruded

"Test" ღილაკი გამოიყენება იმისათვის, რომ


თავიდან ავიცილოთ რენტგენის სხივების
ემისია, რათა
დავრწმუნდეთ პაციენტის უსაფრთხოებაში.
Test OFF / ON

„cooling time indicator“: გაგრილებისთვის საჭირო


დროპროცედურამდე.

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 25/170


EN

ნიკაპის დამჭერის პოზიციონირება


ნიკაპის სტანდართული დამჭერი გამოიყენება პანორამულ რეჟიმში, როდესაც პაციენტს
შეუძლია კბილებით მისი მჭიდროდ დაკავება.
Appendix - გამოიყენბა მათთვის, ვისაც არ აქვს კბილები და არ შეუძლია მისი კბილებით
მჭიდროდ დაკავება ან უჭირთ პროცედურისას გაშეშებულ მდგომარეობაში ყოფნა;

პანორამული რეჟიმისთვის Appendix - უკბილოებისთვის

SINUS გამოკვლევისთვის
TMJ გამოკვლევისთვის

I-MAX, SERVICE MANUAL – Rev 0 Page 27/170


პაციენტის პოზიციონირება

საუკეთესო პანორამული სურათის მისაღებად, აუცილებელია პაციენტი


სწორ პოზიციაში იდგეს. აღნიშნული გზამკვლევი შექმნილია იმისთვის,
რომ დაგეხმაროთ აღნიშნული პროცედურის სწორად ჩატარებაში

ვირტუალურ interface-ზე, აარჩიეთ გამოკვლევის სასურველი ტიპი და


დააყენეთ აპარატზე შესაბამისი ნიკაპის დასაყრდენი მოწყობილობა (იხ.
ჩანართი 1)

სთხოვეთ პაციენტს, რომ მოიშოროს ნებისმიერი მეტალის ნივთი


(ყელსაბამი, საყურეები სათვალე და ა.შ)
ასევე დარწმუნდით, რომ პაციენტს არ აცვია სქელი ტანისამოსი
(ჟაკეტი, ქურთუკი და ა.შ.) .
საჭიროების შემთხვევაში პაციენტმა უნდა გაიკეთოს/ჩაიცვას ტყვიის
ორმხრივი წინსაფარი (ან ტყვიის საყელო) ისე, რომ ხელი არ
შეუშალოს სხივებს.
სთხოვეთ პაციენტს, რომ დადგეს აპარატის წინ წელში გამართული.

შემდეგ სთხოვეთ, რომ გაიხედოს წინ ისე, რომ თავი სწორად ეკავოს
(არ უყურებდეს ნიკაპის დამჭერს)

მოარგეთ ნიკაპის დამჭერი შესაბამის სიმაღლეზე


ღილაკების გამოყენებით ისე, რომ ნიკაპის დამჭერის ზედა
ნაწილი იგივე დონეზე იყოს, როგორზეც პაციენტის ნიკაპის ქვედა
ნაწილი.

სთხოვეთ პაციენტს, რომ ახლოს მოიწიოს. ხელებით აუცილებლად


უნდა დაიკავოს სახელური.
პაციენტმა კბილებით უნდა დაიკავოს ღერო (უკბინოს), რათა
კბილების თანწყობა სასურველ პოზიციაში მოვიდეს.

სთხოვეთ პაციენტს, რომ ფეხები ოდნავ წინ გადმოდგას.


ეს დაგეხმარებათ, რომ პაციენტი წელში იყოს გამართული, რათა
სურათი მაქსიმალურად ხარისხიანი იყოს.
პაციენტის თავის სწორ მდგომარეობაში მოყვანაში
დასარწმუნებლად ჩავრთოთ ლაზერის სხივი.

აღნიშნული ღილაკების გამოყენებით, მოარგეთ


პაციენტის თავის კუთხე ისე, რომ ანატომიური ორიენტირები
(Frankfurt plane (2D) ან Camper plane (3D)) პარალელურ
მდგომარეობაში იყოს ლაზერის სხივთან

Frankfurt plane (for 2D)


ხაზი, რომელიც აერთებს ყურის არხის ხვრელს თვალის ფოსოს
ქვედა კიდესთან.

Camper’s plane (for 3D)


ხაზი, რომელიც აკავშირებს ცხვირის ფრთას გარეთა სასმენი
ხვრელის ქვედა კიდესთან .

მას შემდეგ, რაც პაციენტი სწორ მდგომარეობაშია, დახურეთ შავი დამჭერები (temple
clamps), რათა დაეხმაროთ პაციენტს სწორი მდგომარეობის შენარჩუნებაში.
პაციენტმა ენა სასას უნდა მიაბჯინოს.
იდეალური პოზიციის 2D კვლევის შედეგი

იდეალური პოზიციის 3D კვლევის შედეგი


არასწორი დგომის
შედეგი
არასწორი
პოზიცია შედეგი
შებრუნებული თავი

გადახრილი თავი

ქვევით დახრილი თავი

უკან გადაწეული თავი

„ენის ეფექტი“
(ენა არ ებჯინება სასაზე)

„ხერხემლის ეფექტი“
რეკომენდაციები

2D გამოკვლევის დროს:
• შუასაგიტალური სიბრტყე უნდა იყოს ცენტულ, ვერტიკალურ მდგომარეობაში;
• Frankfurt plane უნდა იყოს ჰორიზონტალურად;
• ხერხემალი უნდა იყოს კარგად გაშლილი;
• პაციენტის ენა უნდა ებჯინებოდეს სასაზე;
• პაციენტი უნდა იყოს უმოძრაოდ პროცედურის განმავლობაში;

3D გამოკვლევის დროს:
• შუასაგიტალური სიბრტყე უნდა იყოს ცენტრულ, ვერტიკალურ მდგომარეობაში;
• Camper’s plane (ხაზი, რომელიც აკავშირებს ცხვირის ფრთას გარეთა სასმენი
ხვრელის ქვედა კიდესთან) უნდა იყოს ჰორიზონტალურად;
• ხერხემალი უნდა იყოს კარგად გაშლილი;
• საკბენი ღეროს გამოყენების დროს, პაციენტის კბილები უნდა იყოს საკბენი
ღეროს ჭრილში მოთავსებული;
• პაციენტი უნდა იყოს უმოძრაოდ პროცედურის განმავლობაში;

ძალიან ახალგაზრდა ან ნერვიული (აღელვებული) პაციენტის შემთხვევაში:

ზოგიერთი პაციენტი შეიძლება ძალიან ნერვიულობდეს პროცედურის დროს. ამ


შემთხვევისთვის გთავაზობთ, რომ გამოიყენოთ აპარატის სატესტო რეჟიმი (Test Mode) რათა
დაანახოთ პაციენტს, როგორ მუშაობს აპარატი და რომ სანერვიულო არაფერია. აღნიშნული
თავიდან აგარიდებთ პაციენტის ზედმეტ ნერვიულობას და ამის შედეგად მის მოძრაობას, რაც
სასურველი ხარისხიანი გამოსახულების მიღებაში ხელს შეგიშლით.
ჩანართი 1

• ნიკაპის დასადები პანორამული


სურათისთვის (სტანდარტული). მოყვება
მოხსნადი ნაწილი უკბილო
პაციენტებისთვის.

• მცირე სიმაღლის ნიკაპის დასადები


პანორამული გამოკვლევისთვის:
გამოიყენება პანორამული გამოკვლევისას,
როდესაც საჭიროა პაციენტის ქვედა
თანკბილვის უკეთ გამოჩენა. აღნიშნული
დამჭერი მონიშნულია ისრით:"▼"

• ზედა ყბის/სინუსის ნიკაპის დამჭერი: უზრუნველყოფს ზედაყბის/სინუსის გამოკვლევისღვის თავის


საჭირო პოზიციონირებას.

• სტანდარტული TMJ [(The temporomandibular joint (ქვედაყბის სახსარი)] პოზიციონირების


დამხმარე:

ყბის სახსრის გამოკვლევა ღია/დახურულ პოზიციაში.

• „საკბენი ღეროების“ საფარები - ერთჯერადი, არასტერილიზებადი დამცავები, შეცვალეთ ყოველი პაციენტის


შემდეგ

You might also like