Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მე მოგიყვებით ამბავს კონკისტადორებზე.

უკვე
გავრცელებული იყო ცოდნა დედამიწის სფერული
ფორმის შესახებ. ევროპაში დაიწყეს ფიქრი იმაზე, თუ
როგორ მიეღწიათ ინდოეთამდე დასავლეთის
მიმართულებით, ატლანტის ოკეანის გადალახვით.
პორტუგალიელებმა და ესპანელებმა ყველაზე ადრე
დაიწყეს მზადება ატლანტის ოკეანის გადასალახად. ჩვენ
დავიწყეთ ახალი ტიპის მრავალიალქნიანი გემების
კარაველებისა და კარაკების აგება, რომელთა მოქნილი
აფრების სისტემით ქარის საწინააღმდეგო
მიმართულებითაც შეიძლებოდა სვლა.
1500 წელს მე შევუერთდი როდრიგო დე ბასტიდასის
ექსპედიციას, რომელსაც ვასკო ნუნიეს დე ბალბოაც
შეურეთდა. ჩვენი მიზანი იყო რომ აღმოგვეჩინა ახალი
მიწები და დაგვეპყრო ისინი. ჩვენ შევისწავლეთ კარიბის
ზღვის სანაპიროები კაბო დე ლა ველადან, გუაირას
ნახევარკუნძული, დარიენის ყურემდე. 1502 წელს, უკან
დაბრუნებისას ჩვენ გავიარეთ იამაიკა და დავსახლდით
კუნძულ ჰაიტზე ქალაქ სალვატიერაში, სადაც
რამდენიმე წელი ვიცხოვრეთ. 1510 წელს ჩვენ მარტინ
ფერნანდეს დე ენისოსთან ერთად გემით გავემგზავრეთ
ექსპედიციაში, პანამის სანაპიროებისკენ. ამავე წელს
დავარსეთ პირველი მუდმივი დასახლება ამერიკის
კონტინენტზე სანტა მარია ლა ანტიგუა დელ დარიენი.
ჩვენ ესპანელებმა გავძარცვეთ სახლები და განძი
შევაგროვეთ. დიახ შეიძლება სასტიკად ვექცეოდით
ინდიელებს მაგრამ ასე იყო საჭირო რომ ოქრო და სხვა
სიმდიდრე ხელში ჩაგვეგდო.
ინდიელების რელიგიაზე ის შევიტყვეთ რომ მათი
რელიგია სხვადასხვანაირი იყო, ისინი ხშირად
ვარსკვლავებს მზეს და მთვარეს აღმერთებდნენ,
გავრცელებული იყო სიკვდილის შემდეგ სიცოცხლის
არსებობის ცნებაც.
ბალბოას ძაღლი ჰყავდა რომელიც სულ მასთან ერთად
იყო. მას ლეონისკო ერქვა. ის ლეონისკოს სასტიკ
დავალებებს აძლევდა ლეონისკო კი მათ ყოველთვის
ასრულებდა. ახალი მიწების დასაპყრობად და
ადგილობრივი მოსახლეობის დამორჩილების მიზნით,
ბალბოამ ინფორმაცია შეაგროვა სამხრეთით ,,დიდი
ზღვისა“ და მიწების არსებობის შესახებ და ამ
ინფორმაციაზე დაყრდნობით ექსპედიცია მოაწყო 190
ესპანელთან და 800 ინდიელთან ერთად. 1513 წლის 25
სექტემბერს დე ბალბოამ დაინახა ნანატრი ზღვა
რომელსაც მან სამხრეთის ზღვა უწოდა და ესპანეთის
საკუთრებად გამოცხადა. ყველას ძალიან გაგვიხარდა
ეგრევე სანაპიროსკენ გავიქეცით ბალბოა კი მუხლამდე
შევიდა წყალში, მარჯვენა ხელით აღმართა ხმალი
მარცხენით კი კასტილიის დროშა. 1514 წლის იანვარში
დარიენში დავბრუნდით. სანამ ბალბოა გაემგზავრებოდა
სამხრეთ ზღვის შესასწავლად, მას და გუბერნატორ
პედარიასს შორის ურთიერთობა დაიძაბა, როდესაც
ბალბოა დარიენში დაიბარეს, ახალმა გუბერნატორმა დე
ბალბოას წინააღმდეგ მისცა ჩვენება და დააპატიმრა. მას
ბრალი დასდეს მოღალატეობაში, მეამბოხეობაში,
საკუთარი ავტორიტეტის ბოროტად გამოყენებაში და
წინამორბედი გუბერნატორის ნიკუესას სიკვდილში. ეს
ყველაფრი ყალბი ბრალდებები იყო. ბალბოა დამნაშავედ
ცნეს და ოთხ სავარაუდო თანამოაზრესთან ერთად
მიუსაჯეს სიკვდილი თავის მოკვეთით. 1519 წლის 12
იანვარს აკლაში მას თავი მოკვეთეს. რომ არა ეს ყალბი
ბრალდება ის ბევრად უფრო ბევრ რამეს მიაღწევდა.

You might also like