Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

საგანი: ფიზიკა

კლასი: VIII

თემა: სითბური მოვლენები

სამიზნე ცნება: მატერია - შედეგი: (ფიზ.საბ. 1,2,3,4)

ენერგია - შედეგი: (ფიზ.საბ. 1,2,3,4)

საკითხი: სითბოს გადაცემა/ტემპერატურა, შინაგანი ენერგია,თბოგამტარობა, გამოსხივება,


კონვექცია, თბოიზოლატორი.

კომპლექსური დავალება: ,,იგლუ“

დავალების პირობა

თოვლის კუბებისაგან შექმნილი პატარა სახლების ნახვისას , ბევრ ჩვენგანს გვიჩნდება


კითხვა: ,,როგორ შეიძლება ასეთ უცნაურ სახლში ცხოვრება , ასეთ მძიმე პირობებში?“ მაგრამ
ჩრდილოელმა ხალხმა იცის, რომ თოვლის იგლუზე საიმედო არაფერია და თუ მათ სწორად
ააშენებთ, მაშინაც კი, როცა გარეთ ტემპერატურა -40 გრადუსია , საცხოვრებლის შიგნით
საცხოვრებლად კომფორტული ტემპერატურა იქნება!

იგლუში შესასვლელი ყოველთვის კეთდება იატაკის დონის ქვემოთ. ასეთი უცნაური


მოწყობა ფიზიკური კანონებით იხსნება, რომლებიც ხელს უწყობს თოვლის სახლში
კომფორტული ტემპერატურის შენარჩუნებას და ჰაერის სწორი ვენტილაციით
უზრუნველყოფას. იგლუ გუმბათის ფორმის სახლია, წვერზე დატანებულია მცირე ზომის,
თითქმის შეუმჩნეველი ჭრილი. დასაძინებლად იყენებენ ამაღლებულ ადგილს, რომელზეც
აფენენ ირმის და დათვის ტყავებს. ფანჯრებად გამოიყენება ყინულის ბლოკები.
თქვენი დავალებაა გამოიკვლიოთ, როგორ იცავს ასეთ მკაცრ პირობებში თოვლის სახლი
ადამიანებს ყინვისა და სიცივისაგან.

ჩაატარე კვლევა , შექმენით კვლევითი ნაშრომი და პრეზენტაციაზე წარმოადგინე power


pointis საშუალებით.

პრეზენტაციას დაურთეთ კვლევის ამსახველი ფოტო/ვიდეო მასალა

ნაშრომის პრეზენტაციისას ხაზგასმით წარმოაჩინეთ:


 რა განაპირობებს თოვლის თბოიზოლატორობას. ექსპერიმენტის შედეგებზე
დაყრდნობით გამოიტანე შესაბამისი დასკვნა თოვლის თბოიზოლატორიბის შესახებ;
 რა განაპირობებს თოვლის სახლში კომფორტულ ტემპერატურას, როცა გარეთ ყინვა-
40 გრადუსიც კი შეიძლება იყოს.
 იქნებოდა თუ არა იგლუ იგივენაირად ენერგოეფექტური, თუ მას ყინულის
კუბებისაგან ააშენებდნენ;
რატომ არის სახლის შესასვლელი იატაკის დონის ქვემოთ
 კიდევ რა ფაქტორები განსაზღვრავს იგლუს ენერგოეფექტურობას კომფორტულობას
და მდგრადობას.

კომპლექსური დავალების შესრულების ეტაპები: (რესურსები, აქტივობები, სამიზნე ცოდნის


კონსტრუირებაზე ორიენტირებული შეკითხვები)

I ეტაპი - კომპლექსური დავალების შესრულების ფორმა

როგორ უნდა წარმოვაჩინო საკუთარი ცოდნა შესასწავლ საკითხთან დაკავშირებით?

 რა არის კვლევითი ნაშრომი?


http://www.nplg.gov.ge/civil/statiebi/wignebi/akademiuri%20wera/analitikuri_wera_4.htm
 მოგიმზადებია კვლევითი ნაშრომი?
 რა არის წარმოდგენილი კვლევით ნაშრომში?
 რა შემთხვევაში დაგჭირდება კვლევითი ნაშრომის შექმნა?
 გამოგიყენებიათ თუ არა პროგრამა power pointi
 როგორ ააწყობთ პრეზენტაციას power point-ში?

II ეტაპი - კომპლექსური დავალების შინაარსი

რესურსი/აქტივობა:

(14) Tuktu- 4- The Snow Palace (How to build a REAL Inuit igloo) - YouTube

https://www.youtube.com/watch?v=7jfWm2jTFf4&list=RDCMUCKIpdabJrnsEYbrmdIU8FoA&index=2

 გაეცანი ვიდეოს და აღწერე როგორ აგებენ იგლუს ესკიმოსები?


 როგორ იცავს მკაცრ პირობებში თოვლის სახლი ადამიანებს ყინვისა და სიცივისაგან?
 რა არის იგლუ და სად აგებდნენ ასეთ სახლებს?
 რატომ არის იგლუ ენერგოეფექტური სახლი?
ნაბიჯი1

რესურსი/აქტივობა - გაეცანი თეორიულ მასალას სახელმძღვანელოდან: ტემპერატურა ,


შინაგანი ენერგიის შეცვლის გზები, თბოგადაცემის სახეები, თბოიზოლატორები. §§ 3.1-3.6
გაეცანი სასწავლო ვიდეო რგოლებს,რომლებიც დაგემარებათ კითხვებზე პასუხის გაცემაში.
https://phet.colorado.edu/sims/html/states-of-matter-basics/latest/states-of-matter-basics_en.html

 რისგან შედგება ნივთიერება?


 ერთნაირია თუ არა სხვადასხვა აგრეგატულ მდგომარეობაში ერთი და იგივე
ნივთიერების შემადგენელი ნაწილაკების განლაგება?
 რომელი მასალებია კარგი თბოიზოლატორები?
 რითია გამოწვეული შენს მიერ დასახელებული მასალების კარგი
თბოიზოლატორობა?
 დატკეპნილი თოვლი უფრო კარგი თბოიზოლატორია თუ ფაფუკი?
 რომელ აგრეგატულ მდგომარეობაში გადაეცემა სითბო მეტწილად
თბოგამტარობით?
 როგორ ხდება სითბოს გადაცემა თბოგამტარობის გზით?
 სითბოცვლის პროცესში სითბო რა მიმართულებით გადაეცემა?
 როდემდე გაგრძელდება სხეულებს შორის სითბოცვლა?

ნაბიჯი 2
გამოიყენე ბმული: What Happens Next - Primary: Ice Melt - YouTube
ჩაატარე ექსპერიმენტი შემდეგი ნივთიერების გამოყენებით: ხე, პლასტმასი, რკინა, რეზინი,
მინა.
გაეცანი სასწავლო ვიდეო რგოლებს,რომლებიც დაგემარებათ კითხვებზე პასუხის გაცემაში.
სასწავლო ვიდეორგოლები:
https://www.youtube.com/watch?v=9joLYfayee8
https://www.youtube.com/watch?v=VxGIiOTuAIs
https://www.youtube.com/watch?v=JeefCqBAYEg

 რა განაპირობებს თოვლის თბოიზოლატორობას. ექსპერიმენტის შედეგებზე


დაყრდნობით გამოიტანე შესაბამისი დასკვნა თოვლის თბოიზოლატორობის შესახებ;
 რა განაპირობებს თოვლის სახლში კომფორტულ ტემპერატურას, როცა გარეთ ყინვა-
40 გარდუსიც კი შეიძლება იყოს. იქნებოდა თუ არა იგლუ იგივენაირად
ენერგოეფექტური, თუ მას ყინულის კუბებისაგან ააშენებდნენ;
 ახდენს თუ არა ზეგავლენას ადამიანების რაოდენობა იგლუში დამყარებულ
ტემპერატურაზე?

 რატომ არის სახლის შესასვლელი იატაკის დონის ქვემოთ


 კიდევ რა ფაქტორები განსაზღვრავს იგლუს ენერგოეფექტურობას კომფორტულობას
და მდგრადობას.
ნაბიჯი 3

რესურსი/აქტივობა:
თეთრ და შავ ჭიქაში ჩაასხი ერთნაირი რაოდენობის ცხელი წყალი და დააკვირდი, რომელ
ჭიქაში გაცივდება იგი ყველაზე გვიან?
ექსპერიმენტის მიხედვით იმსჯელე გამოსხივების მასალის ფერზე დამოკიდებულების
შესახებ.
კონვექცია - https://www.youtube.com/watch?v=VxGIiOTuAIs

 როგორ ხდება სითბოს გადაცემა კონვექციით?


 რომელ აგრეგატულ მდგომარეობაში გადაეცემა სითბო კონვექციით?
 რა გარემო ფაქტორებზეა დამოკიდებული სითბოს ცვლა გამოსხივებისას?

 დამოკიდებულია თუ არა სითბოცვლის პროცესი მასალის ფერზე?


 როგორი ფერის ჭურჭელში უნდა მოვათავსოთ ყინული, რომ ის დიდხანს არ გადნეს?
 რა თანამიმდევრობით არის განლაგებული ოთახში სხვადასხვა ტემპერატურის
ჰაერის ფენები?

III ეტაპი - კომპლექსური დავალების პრეზენტაცია


წარმოადგინეთ თქვენ მიერ შესრულებული კვლევითი ნაშრომი კლასის წინაშე.
უპასუხეთ კითხვებს:
 აღწერე, როგორ წარიმართა დავალებაზე მუშაობის პროცესი;
 აღწერე რა პროდუქტი შექმენი;
 რა საკითხს შეეხება შენს მიერ მომზადებული დავალება?
 რა დაბრკოლებებს წაააწყდი დავალებაზე მუშაობის პროცესში?
 რას გააკეთებდი სხვაგვარად ახლა რომ იწყებდე დავალებაზე მუშაობას?
 მსგავსი ფორმის, ან შინაარსის დავალება სხვა დროს თუ შეგისრულებია?
 შენი აზრით, რით ჰგავს და რით განსხვავდება შენი დავალება შენი თანაკლასელების
ნაშრომებისგან?

 რა პროფესიის ადამიანებს გაუზიარებდით კომპლექსურ დავალებაში მიღებულ ცოდნას და


გამოცდილებას.

პრაქტიკული რჩევები: ექსპერიმენტისთვის საჭირო მასალები:

 4 ცალი პლასტმასის (ერთჯერადი) ჭიქა: ორი ერთნაირი ზომის და ორი უფრო დიდი ზომის
ჭიქა.
 დიდი ზომის ჭიქებში მოათავსეთ თითო მცირე ზომის ჭიქა. ჭიქებს შორის დარჩენილი
სივრცე ერთ შემთხვევაში შეავსეთ წყლით, მეორე შემთხვევაში - ბამბით.
 ორივე ჭიქა შედგით საყინულეში და დაელოდეთ წყლის გარსის გაყივნას.
 ორივე ჭიქა შეავსეთ ერთნაირი რაოდენობისა და ტემპერატურის ონკანის წყლით. ორივე ჭიქას
დააფარეთ პლასმასის სახურავი და დატოვეთ საყინულეში.
 შეადარეთ, რომელ ჭიქაში გაიყინება წყალი უფრო სწრაფად.

You might also like