იგი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

ჯემალ ქარჩხაძის ,,იგი“.

ჯემალ ქარჩხაძე მოთხრობაში ,,იგი“ მოქმედების დროდ ადამიანის განვითარების


უძველეს ხანას, პრეისტორიას ირჩევს. სათაურის ქვეშ მინაწერით აკონკრეტებს მწერალი ,
რომ ის, რაც მოთხრობაშია აღწერილი, პრეისტორიულია. კაცობრიობის ისტორიაში კი ეს
პერიოდი ყველაზე ხანგრძლივია, პირველყოფილი ადამიანი ერთგვარ გზას გადის , ის
ბიოლოგიური არსებიდან პიროვნებად, ინდივიდად უნდა იქცეს...რა თქმა უნდა , მწერლის
ეს არჩევანი შემთხვევითი არ არის, მოთხრობა ,,იგი“ 1977 წელს გამოქვეყნდა,
შასაბამისად , საბჭოთა საქართველოში მცხოვრები ადამიანები პირველყოფილთა წესს
იმეორებდნენ: მხოლოდ საკვებზე, ფიზიკურ გადარჩენაზე იყვნენ ორიენტირებული და
უსიტყვოდ ემორჩილებოდნენ ბელადებს, რომლებიც ,,ნანადირევს“ განაგებდნენ ,
წყვეტდნენ ადამიანთა ბედს, სპობდნენ თავისუფლების ნებისმიერ
გამოვლინებას...კლავდნენ იმას, ვინც კითხვას დასვამდა, იაზროვნებდა და
გააპროტესტებდა, ერთი შეხედვით, ,,უწყინარ“ არსებობას ჯოგისას...

,,ლიტერატურა საზოგადოების სინდისია“ , ვინ, თუ არა მწერალმა უნდა მოჰფინოს


ნათელი სიბნელეს, ამხილოს ბოროტება, სწორედ ,, ამიტომაც ებრძოდნენ დიქტატორები
ლიტერატურას, ამიტომ უმორჩილებდნენ მწერლებს ცენზურას, შესანიშნავად ესმოდათ
ლიტერატურის საფრთხე-კარგ ლიტერატურაში ხომ ყოველთვის იყო პატიოსანი აჯანყების
მუხტი.“( ლევან ბერძენიშვილი)

,,ჯემალ ქარჩხაძე პრონციპულად არ იყო საბჭოთა მწერალი“.( დავით წერედიანი) ის


მოთხრობის გმირს ჰგავს, რომელმაც იცის , რომ ის, რაც ყოველთვის იყო, არ არის
ჭეშმარიტება, მორჩილება, ერთფეროვნება, ფიზიკური გადარჩენის შიში , სხვისი
სიცოცხლის მიმართ გულგრილობა ხომ იმ ბრბოს არსებობის ფორმაა, რომელიც
სიახლისკენ არ ისწრაფვის და ,,დიდი დაძინებისთვისაა“ განწირული...მხოლოდ
ინდივიდი, რომელიც შეძლებს ფიქრს, კითხვის დასმას, საკუთარ თავთან განმარტოებას ,
იქცევა იგის მსგავს პიროვნებად, ასეთი ადამიანის არსებობა კი გადარჩენის ერთადერთი
გზაა ბრბოსი, სულიერ ხრწნას შეგუებული ადამიანების, რომლებსაც არათუ სხვა,
თანამოძმე, არამედ საკუთარი თავიც არ ადარდებთ, წინააღმდეგ შემთხვევაში , რამეს
შეცვლიდნენ...

იგის მეტამორფოზა სწორედ ცვლილებით იწყება, ის სვამს კითხვებს: ,,რატომ არასოდეს


იღვიძებს დიდი დაძინებით დაძინებული?“ , ,,რატომ ადის დამარცხებული ბელადი დიდი
დაძინების ქარაფზე?“, ,,თუკი ბელადის ფეხი ბელადთან ერთად გაქრა, რატომ კვალი არ
გაქრა ფეხთან ერთად? ნუთუ კაცი რომ დიდი დაძინებით იძინებს, მთლიანად არ ქრება ?“
განვითარების ადრეულ ეტაპზე იგის ,,სიტყვები რომ შემოესეოდნენ, ძილი ერეოდა ,
თვალები ეხუჭებოდა“, მოგვიანებით კი უცნობ სიტყვებს იოლად, სწრაფად ალაგებს,
წელში იმართება და საკუთარი თავის გაზრდა, სრულყოფაც იწყება...
პიროვნების დაბადება წარმოუდგენელია საყვარელი ადამიანისკენ მიმავალი გზის
პოვნის გარეშე. ,, ვინცა მიჯნური არა არს, არცა კაცი არს!“ , კაცებრივი ბუნება კი ღვთის
ხატის გაბრწყინებაა მოკვდავში, ეს კი სიყვარულის ნიჭის გარეშე არ მოხდება .

,,ნი, ნი, ნი, ნი...“-იმეორებს იგი, რათა სიყვარულმა სრულყოს ის. სხვა ადამიანის არსებაში
მცხოვრები, განსხეულებული იგი ხდება ის ერთი, რომელიც მთელ სამყაროს იტევს და მის
შემქმნელსაც... მხოლოდ სიყვარულის ძალით არის შესაძლებელი რამე ღირებულის
შექმნა, ეს გრძნობა აქცევს იგისაც შემოქმედად, ეს გზა კი ტკივილით, იმედგაცრუებით იყო
სავსე, რადგან ფიზიკური კავშირის შემდეგ იგის იდეალი დამახინჯდა, ხორციელმა ვნებამ
დროებით გააქრო ამაღლებული გრძნობა, მიწიერებამ კვალი დატოვა იგის არსებაში ...
სწორედ ამ ტკივილმა დაბადა ხელოვანი, ნამდვილი, ჭეშმარიტი ხელოვნება ხომ
უსაზღვრო ტკივილებით იქმნება და შემდეგ ათასობით მოკვდავს კურნავს ...,,იგის
ჟრუანტელმა დაუარა“, როცა თითმა სილაში ნი გააკეთა, მან გააცნობიერა, რომ რაღაც
ახალი გაჩნდა, მას, მოკვდავს, შეეძლო, საკუთარ თავში დაეტია მთელი სამყარო: ,,იგი ცაც
იყო, ზღვაც იყო, ტყეც და ქედებიც.“

სამყაროს შეცნობა საკუთარი თავის აღმოჩენით იწყება, პიროვნების დაბადებას კი


ახლავს მსხვერპლგაღებისა და ფასეულობათა დამკვიდრების პროცესი.,,
პირველყოფილი კაცობრიობის მთელი ზნეობრივი ცნობიერება მოდგმის, ტომის
ძალაუფლებას ემორჩილება და ადამიანი იძულებულია, იბრძოლოს ძალაუფლებისგან
გასათავისუფლებლად“.( ნიკოლაი ბერდიაევი)

ინდივიდი ხვდება, რომ მისი სიმართლე უნივერსალურია, ბრბო, რომელსაც ფიქრი,


აზროვნება არ შეუძლია, სუსტია მასთან შედარებით, ,,ბელადი უმწეო ლეკვს ჰგავს,
ახალშობილს, ბრმას, რომელიც წკავწკავებს“... იგის ძალა სიტყვებში, აზროვნებასა და
შემოქმედებით უნარებშია, თუმცა ყოველივე ეს იქ მოაპოვებინებს გამარჯვებას ინდივიდს ,
სადაც აზროვნებენ...ასეთ ბრბოსთან კი პიროვნების სიმართლე განწირულია
უსამართლობისთვის... ,,ბელადი იგი არ არის!“- ყვირის ძალაუფლების დაკარგვის შიშით
შეპყრობილი მამის მკვლელი არსება...შემოქმედის, ხელოვანის ძალის ეშინია ყველა
ბელადს , რაციოსა და ინტელექტს ფიზიკურ ძალას უპირისპირებს და სპობს მას, ვისაც
ბრბოს შეცვლა, მეტამორფოზა შეუძლია.

ხელოვანთა ტრაგიკული ბედი მე-20 საუკუნის წყევლად იქცევა...ქართულ ლიტერატურას


დიდი ბელადის რეპრესიების მსხვერპლი მწერლები, პოეტები ჰყავს . ,,ჩანასახშივე
დახვრეტილი“, არდაწერილი შედევრების საუკუნედ იქცა ,,სისხლითა და ცხედრებით “
სავსე მოღვაწეობა ბელადისა, რომელიც მწერლებს ,,სულის ინჟინრებს“ უწოდებდა...იგის
მსგავსად ადიოდნენ ქართველი მწერლები ,, დიდი დაძინების ქარაფზე “, ეს იყო
მკვლელობა, რომელსაც მსხვერპლი თავად აღასრულებდა, ბელადის ფანტაზია
სცდებოდა სიტყვა სისასტიკის ნამდვილ შინაარსს...მოთხრობაში ჯემალ ქარჩხაძემ
სწორედ ეს სისხლიანი რეალობა გააცოცხლა პრეისტორიულ ხანაში და თანამედროვე
ქართველებს ,,წელში გამართვა“, გასხივოსნება უწინასწარმეტყველა...

ელენე ალაფიშვილი

You might also like