სიახლეები1

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

15:35 / 20-02-2024

„ეს წიგნი არც ბრალდებაა და არც აღსარება. ის მხოლოდ მცდელობაა, მო-


გითხროთ იმ თაობის შესახებ, რომელიც ომმა გაანადგურა, მიუხედავად
იმისა, გადაურჩა თუ არა მის ჭურვებს“ - ეს ერიხ მარია რემარკის უკვდავი
რომანია „დასავლეთის ფრონტი უცვლელია.“

მწერალი დიდი ოსტატობით მოგვითხრობს იმ შემზარავი რეალობის შესა-


ხებ, რომელშიც ახალგაზრდა პაულ ბოიმერი და მისი მეგობარი აღმოჩ-
ნდნენ... ეს გერმანელი ბიჭები, ნახევრად ბავშვები, სწავლობდნენ, როგორ
ეცხოვრათ, როგორ ეაზროვნათ...მაგრამ არ დასცალდათ…

„დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ ერიხ მარია რემარკის პირველი პოპუ-


ლარული რომანია პირველი მსოფლიო ომის შესახებ, რომელიც 1928 წელს
გაზეთში იბეჭდებოდა. 1929 წელს კი წიგნის სახით გამოიცა. მან მაშინვე
მიიპყრო საზოგადოების ყურადღება და არაერთგვარი რეაქციაც გამოიწვია.
საზოგადოების ნაწილი მიიჩნევდა, რომ რემარკმა სრული სიმართლე აღწე-
რა, ნაციონალ-სოციალისტები და მათი მომხრეები კი მიიჩნევდნენ, რომ ამ
რომანით რემარკმა გერმანიასა და მის მეომრებს უღალატა. 1933 წელს, რო-
დესაც ნაცისტები მოვიდნენ ხელისუფლებაში, რემარკის რომანები აიკრძა-
ლა. წიგნები მოსახლეობას ჩამოართვეს და საჯაროდ დაწვეს.

რემარკი თავად იყო ომის ვეტერანი. იგი იბრძოდა 1917 წლიდან ომის ბო-
ლომდე და არაერთხელ იყო დაჭრილი. ეს რომანიც, როგორც მისი რამდე-
ნიმე მომდევნო რომანი, ავტობიოგრაფიული ხასიათისაა.

რომანის მთავარი გმირი პაულ ბოიმერი 18 წლის ასაკში გაიწვიეს ჯარში.


ყაზარმაში რამდენიმე კვირიანი წვრთნის შემდეგ იგი და მისი რამდენიმე
მეგობარი გადაისროლეს დასავლეთის ფრონტზე, სადაც იგი უამხანაგდება
მასზე უფროს და გამოცდილ ჯარისკაცს კატჩინსკის, რომელიც ახალბედა
პაულს და მის მეგობრებს ეხმარება რთულ სიტუაციებში და ასწავლის
ფრონტზე ცხოვრებას.
რომანში აღწერილია დაბომბვების სერია, ფრონტზე ცხოვრების მძიმე პი-
რობები და ბრძოლები. ამავდროულად, მეგობრები ხშირად მსჯელობენ
ომის მიზეზებზე და მიდიან დასკვნამდე, რომ მათთვის იგი სრულიად
უაზროა.

ამ წიგნში ჯარისკაცები ნაჩვენები არიან არა როგორც გმირები, არამედ რო-


გორც რიგითი ახალგაზრდები, თავისი დადებითი და უარყოფითი თვისე-
ბებით, თავისი ხასიათითა და მისწრაფებებით.

არაერთი მებრძოლის სიკვდილის შემდეგ, რემარკი მთავარ გმირსაც არ ინ-


დობს და ის ომის ბოლო დღეებში კვდება. ეს ხდება მაშინ, როდესაც დასავ-
ლეთის ფრონტზე ისეთი სიმშვიდე იყო, რომ გაზეთებში ცნობები მხოლოდ
ერთი ფრაზით შემოიფარგლებოდა "დასავლეთის ფრონტი უცვლელია".

მსოფლიო ლიტერატურაში არაერთი წიგნი დაწერილა ომის თემატიკაზე.


თუმცა „დასავლეთის ფრონტი უცვლელია“ მათგან რადიკალურად განსხვა-
ვებულია. ტრადიციულად, ლიტერატურაში ომის აღწერა შემოიფარგლებო-
და ჯარისკაცთა გმირობების აღწერით, რემარკი კი არღვევს ამ ტრადიციას
და ომს სრულიად სხვაგვარად აღწერს. რომანში კარგადაა აღწერილი არტი-
ლერიული დაბომბვები, ქიმიური იარაღის გამოყენება, მძიმე ჯავშანტექნი-
კით ბრძოლა და ჯარისკაცთა სრული დაუცველობა ამ საშინელებების წინა-
შე, სადაც მათ არა მხოლოდ პიროვნული სიმამაცე, არამედ ცხოველური ინ-
სტინქტი ეხმარებათ.

რომანის გამოცემიდან პირველი 2 წლის განმავლობაში წიგნის 2 მილიონზე


მეტი ეგზემპლარი გაიყიდა. მისი გაყიდვები დღემდე არ წყდება და მსოფ-
ლიოში 40 მილიონზე მეტი ეგზემპლარია გამოცემული. რომანი რამდენიმე
ათეულ ენაზე, მათ შორის, ქართულადაა თარგმნილი.

აღსანიშნავია, რომ 1930 წელს მოხდა წიგნის პირველი ეკრანიზაცია, რომე-


ლიც 2 ოსკარით დაჯილდოვდა. რომანის მეორე ეკრანიზაცია კი 1976 წელს
შეიქმნა.

თავის დროზე რომანმა ძალიან დიდი გავლენა მოახდინა საზოგადოებაზე,


რასაც ადასტურებს ის ფაქტიც, რომ ტერმინი „დასავლეთის ფრონტი უც-
ვლელია“ აგრეთვე დამკვიდრებულია პოპკულტურაში და გამოხატავს ისეთ
სიტუაციას, როცა აბსოლუტური სტაგნაციაა და არანაირი პროგრესი არ შე-
ინიშნება.

You might also like