Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 6

ფენტეზი თანამეროვე ლიტერატურის ყველაზე მზარდი ჟანრია.

თუ ფენტე-
ზის ჟანრს ვახსენებთ, პირველი მწერალი, ვინც შეიძლება გაგვახსენდეს,
ალბათ ჯორჯ მარტინია, რომლის გენიალური წიგნების სერიის მიხედვით,
მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სერიალები - "სამეფო კარის თამაშე-
ბი“ და მოგვიანებით - "დრაკონის სახლი“ გადაიღეს.

"ყინულისა და ცეცხლის სიმღერის“ დაწერით, მარტინმა არა მხოლოდ შექ-


მნა ფენტეზის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ციკლი, არა-
მედ თავად შეცვალა ჟანრი, შემოიღო მკაცრი და არაპროგნოზირებადი ის-
ტორიების მოდა, ორაზროვანი პერსონაჟებითა და სიკვდილის სიუხვით.

ჯორჯ მარტინის "ცეცხლი და სისხლი“ ვესტეროსის ტარგარიენ მეფეთა გვა-


რის ისტორიაზე მოგვითხრობს. ეს არ არის კლასიკური რომანი, როგორც
მისი წიგნების სერია, არამედ "წარმოსახვითი ისტორიაა“, რომელსაც მწერა-
ლი გვიყვება - მეისტერ გილდიენის პირიდან, ისტორიული ქრონიკის სა-
ხით.
ჯორჯ მარტინს არ მოსწონს შავ-თეთრი გმირები. ავტორის ნებით, ბედი იშ-
ვიათად აძლევს სამეფო ოჯახს მშვიდი ცხოვრების უფლებას; ისინი ცხოვ-
რობენ უკიდურესობების სამყაროში. ყველა ბავშვმა იცის, რომ ტარგარიანე-
ბი ყოველთვის სიგიჟის ზღვარზე იდგნენ... სიგიჟე და სიდიადე ერთი მო-
ნეტის ორი მხარეა. ყოველ ჯერზე, როცა ახალი ტარგარიენი იბადება, ღმერ-
თები მონეტას აგდებენ და მთელი მსოფლიო, სუნთქვის შეკრული თვა-
ლით ელოდება, რომელ მხარეს დავარდება ის.
"ცეცხლსა და სისხლში“ ვესტეროსის ტარგარიენ მეფეთა ისტორიას ნათელს
ჰფენს და სხვადასხვა ეპოქას აღწერს. მკითხველი პირველად იგებს თუ რო-
გორ გააერთიანა შვიდი სამეფო ეიგონ პირველმა, ვინ იყვნენ მის მხარეს,
რამდენი ბრძოლა გადაიხადეს, როგორ აშენდა ქინგსლენდინგი და როგორ
გაგრძელდა დრაკონის საგვარეულო. წიგნში საკმაოდ დიდი დრო ეთმობა
ტარგარიენთა სამოქალაქო ომს "დრაკონთა ცეკვას“, რომლის შედეგებიც ამ
გვარისთვის დამანგრეველი აღმოჩნდა. HBO-მ სწორედ ამ ომზე გადაიღო
ახალი სერიალი.
მარტინი მიიჩნევს, რომ არსებობს მწერლების ორი ტიპი – "არქიტექტორე-
ბი“ და "მებაღეები“. პირველები წინასწარ გეგმავენ ყველაფერს და შემდეგ
ააგებენ "ისტორიის შენობას“. მეორენი ისტორიის თესლს მიწაში აგდებენ
და მერე ყლორტების მოვლას იწყებენ. მათ იციან რა არის თესლი, მაგრამ
არ იციან, რა ფორმას მიიღებს მზარდი მცენარე. მარტინი საკუთარ თავს
"მებაღედ“ თვლის.

ზოგადად, "ცეცხლი და სისხლის“ სიუჟეტის ფორმა საკმაოდ თავისებურია.


ის არსებითად უბრალოდ ყვება ვესტეროსის ისტორიას ტარგარიანების
დროს, ვინ ვისზე დაქორწინდა, ვინ ვინ მოკლა, ვინ აწყობდა ინტრიგებსა
და შეთქმულებებს და ა.შ. ეს წიგნი გეხმარება მთლიანი ისტორიების და
სხვა წიგნების სტრუქტურის გაგებაში და განსაკუთრებით მოეწონებათ მის
თაყვანისმცემლებს.
სიუჟეტი იწყება ეგონ დამპყრობლის წინაპრების - ტარგარიენების შესახებ
თხრობით, რომლებიც ვალირიიდან დრაკონის ქვის ტერიტორიაზე დასახ-
ლდნენ. გრძელდება შვიდი სამეფოს ფაქტობრივ დაპყრობაზე, მის მემ-
კვიდრეებზე. პირველი ტომი მთავრდება ვისერის პირველის გარდაცვალე-
ბით და მკითხველი გადაჰყავს "დრაკონების ცეკვაში“ განვითარებულ მოვ-
ლენებში.

საინტერესოა, რომ მარტინი თავის წიგნში ჩვენს წინაშე არა როგორც ავტო-
რი, არამედ როგორც მთხრობელი გვევლინება. მარტინი გვეუბნება, რომ
რით დასრულდა ეს ყველაფერი ან რა ბედი ეწია რომელიმე გმირის - არა-
ვინ იცის.
მარტინის "ცეცხლი და სისხლი“ გამომცემლობა "პალიტრა L-მა“ გამოსცა.
წიგნის შეძენას შეძლებთ "ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიათა ქსელში და ონლა-
ინ.
სანამ მარტინი ახალ წიგნებს წერს, ჩვენ გირჩევთ, რა თანმიმდევრობით წა-
იკითხოთ ამ სერიის წიგნები:

1. ცეცხლი და სისხლი: ტარგარიენთა ისტორია ( "პირველი


ტომი მოიცავს ყველა ტარგარიანების ისტორიას ეგონ I
დამპყრობლიდან დაწყებული ეგონ III დრაკონბეინის მმარ-
თველობის პერიოდამდე“);
2. ცეცხლი და სისხლი: სასიკვდილო ცეკვა... (წიგნის "ცე-
ცხლი და სისხლი" მეორე ნაწილი მოიცავს სამოქალაქო
ომის მოვლენებს, მომდევნო ათწლეულების განმავლობაში
რობერტ ბარათეონის აჯანყებამდე. თქვენ შეიტყობთ, რო-
გორ დაეცა ტარგარიენის სახლი და რამ აიძულა ბარათეო-
ნის სახლის ახალგაზრდა მემკვიდრე აჯანყებისკენ);
3. შვიდი სამეფოს რაინდი. (ტარგარიენების დინასტიის დაცე-
მამდე ასი წლით ადრე ვესტეროსიც არ იყო მშვიდობიანი
ადგილი. ორ მემკვიდრეს შორის რკინის ტახტისთვის
ბრძოლის მოგონებები ჯერ კიდევ ახალია და ქალაქში ისევ
დგას ეშაფოტები...)

You might also like