Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 9

ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 1

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო

უნივერსიტეტი

ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმის გამოვლინებანი ესპანეთში:

წარსული და თანამედროვეობა

ავტორი: თამარ ძიძიგური

სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი

ხელმძღვანელი: ვანო წერეთელი, ირაკლი ჩხაიძე

თბილისი, 2023

1
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 2

აღნიშნული რეფერატის მთავარ მიზანს წარმოადგენს ისტორიული ფაქტებისა და


სხვადასხვა სამეცნიერო ნაშრომების ფონზე მეტნაკლებად დეტალურად განიხილოს და
გაანალიზოს ბასკური და კატალონიური ნაციონალიზმის რიგი გამოვლინებანი
ესპანეთში როგორც შედარებით შორეულ წარსულში, ისე თანამედროვეობაში და
გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები ნაციონალიზმის, როგორც სიკეთისა თუ ბოროტების
მომტან, იდეოლოგიაზე.
პირველ რიგში, სანამ უშუალოდ დავიწყებ ბასკური და კატალონიური
ნაციონალიზმის შესახებ საუბარს, ვფიქრობ, უმჯობესი იქნება თუ თავად
ნაციონალიზმს განვმარტავთ და წარმოვადგენთ მის ეტიმოლოგიასა და მოკლე
ისტორიას. მართალია, აღნიშნული ტერმინის ზუსტი დეფინიცია არ არსებობს და
საზოგადოება დღემდე ვერ თანხმდება თუ რა შეიძლება იყოს ნაციონალიზმის ყველას
მიერ აღიარებული განმარტება, ხშირად, მას პირდაპირ უკავშირებენ ერისა და ,,ნაციის“
სიყვარულს და მის მთავარ ქვაკუთხედადაც სწორედ ერის ინტერესების ყველაფერზე
მაღლა დაყენებას მიიჩნევენ. ამასთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს ისიც, რომ ამ
იდეოლოგიის წარმოქმნა და გავრცელება საფრანგეთის 1789 წლის რევოლუციასთან
გახლავთ კავშირში, რომელიც, თავის მხრივ, დიდი ფრანგი განმანათლებლის ჟან-ჟაკ
რუსოს იდეებზე იყო დაფუძნებული. აქ საინტერესო ასპექტი ისაა, რომ, მართალია,
რუსოს არასდროს უსაუბრია ერისა თუ ნაციონალიზმის შესახებ პირდაპირ, მის მიერ
დასმული ძირითადი აქცენტი საზოგადოების, ხალხის ,,საერთო ნებაზე“, გახდა
ნაციონალისტური დოქტრინების წარმომშობი საფრანგეთის რევოლუციისას და სწორედ
ამ დროს გაჟღერდა აზრი, რომ ძალაუფლება იყო ფრანგ ხალხში და არა უბრალოდ
გვირგვინში, ე.ი. მონარქიულ მმართველობაში. ასევე, საინტერესო განმარტებას
გვთავაზობენ ვებსტერის უცხო სიტყვათა ინტერნაციონალური ლექსიკონი და ენტონი
დ.სმიტი. პირველის თანახმად, ნაციონალიზმი ,,ეროვნული ინტერესების, ეროვნული
ერთობისა და ეროვნული დამოუკიდებლობისადმი ერთგულება და მათი დაცვაა“,
ხოლო ენტონი დ.სმიტის მიხედვით კი, ის ,,იდეოლოგიური მოძრაობაა, რომლის
მთავარი მიზანი ეროვნული ავტონომიის, ეროვნული იდენტობის ფორმირება და
შენარჩუნებაა, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს მოსახლეობის ჩამოყალიბებას რეალურ ან
2
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 3

პოტენციურ ერად.“1 თითოეული ამ დეფინიციისაგან განსხვავებულია კომუნისტური


შეხედულება, რომლის მიხედვითაც ნაციონალიზმი ეროვნული შუღლის გაღვივებასა
და ბურჟუაზიის კლასის ინტერესებს უჭერს მხარს. მოკლედ, როგორც თავად ხედავთ, ამ
მცირე მოსაზრებების ფონზეც კარგად ჩანს თუ რაოდენ კომპლექსური და
წინააღმდეგობრივია ნაციონალიზმისადმი დამოკიდებულებები, მაგრამ მიუხედავად
ამისა, ფაქტი, რომ აღნიშნული იდეოლოგია მთავარ აქცენტს ერებზე და ნაციებზე
აკეთებს, უცვლელია.
ტერმინის მეტნაკლები განმარტების შემდეგ საჭიროა გადავიდეთ კერძოდ ბასკურ და
კატალონიურ მაგალითებზე, რომლებიც გასული თუ მიმდინარე საუკუნეებისას მოხდა
და რომლებიც საკმაოდ კარგად აღწერს და აჩვენებს ნაციონალიზმის ბუნებას. პირველ
რიგში უნდა აღინიშნოს, რომ ბასკეთი და კატალონია გახლავთ ესპანეთში არსებული
ავტონომიური გაერთიანებები, ისტორიული რეგიონები, რომლებსაც აქვთ თავიანთი
ენა, დროშა, ჰიმნი და ყველა ის ატრიბუტი, რომელიც შეიძლება რომ ერს/ნაციას
ჰქონდეს. ბასკეთი ესპანეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და სამ პროვინციას
მოიცავს: გიპუსკოას, ალავასა და ბისკაიას. (აღსანიშნავია ისიც, რომ ამ მოსახლეობის
ნაწილი საფრანგეთის საზღვრებშიც ცხოვრობს, თუმცა ამ კონკრეტულ ანალიზში
მხოლოდ ესპანეთსა და აქ მცხოვრებ ბასკებს შევეხები.) რაც შეეხება კატალონიას, ის ოთხ
პროვიცინიას: ბარსელონას, ჟირონას, ტარაგონასა და ლეიდას მოიცავს და ბასკეთის
მსგავასად, ეკონომიკის თვალსაზრისით ერთ-ერთი მაღალგანვითარებული რეგიონია.
ნაციონალიზმის წარმოშობას თითოეულ ამ რეგიონში თავისი ისტორია აქვს.
მაგალითად, ბასკეთის შემთხვევაში ის დაკავშირებულია 1876 წელს ე.წ ,,ფუეროსების“
(დამოუკიდებლად მართვის უფლების) გაუქმებასთან და ამის ფონზე 1895 წელს საბინო
არანას მიერ დაფუძნებულ პირველ ,,ბასკების ნაციონალისტურ პარტიასთან“, რომელიც
თავის მთავარ მიზნად ისახავდა არა მხოლოდ ბასკების იდენტობის, ენის, მათი
განსხვავებულობის დაცვას, არამედ ლიბერალიზმისა და რასების აღრევის უარყოფასაც.
უნდა ითქვას ისიც, რომ მათ მთავარ ლოზუნგს წარმოადგენდა შემდეგი - ,,ღმერთი და

1
ენტონი დ.სმიტი (მთ. ლ.პატარიძე) (რედ. რ.მახათაძე) (გამომ. ,,ლოგოს პრესი“, 2008) (ნაციონალური
იდენტობა) (თავი II, გვ.9)
3
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 4

ძველი კანონი“, ხოლო იდეა კი გახლდათ ის, რომ ბასკებს უნდა დაეცვათ არა სამშობლო
ესპანეთი, არამედ სამშობლო ბასკეთი.2 ფაქტია, რომ მსგავსი შეხედულებების
პროპაგანდამ საკმაოდ კარგად იმუშავა, რადგან შემდგომ წლებში აღნიშნული იდეები
დაედო საფუძვლად ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ბასკურ ტერორისტულ ორგანიზაციას
ეტა-ს, რომელიც ესპანეთისადმი მძლავრი წინააღმდეგობებით გამოირჩეოდა.
რაც შეეხება კატალონიას, აქ ნაციონალიზმის ჩამოყალიბება ვალენტი ალმირალის
სახელთანაა დაკავშირებული, თუმცაღა, ამ შემთხვევაში,ძირითადი ყურადღება მაინც
კულტურასა და ლიტერატურას ეთმობა და განსხვავებით ბასკეთისგან, XIX საუკუნის
კატალონიის ნაციონალიზმის მთავარი მიზანი არა ესპანეთისგან გამოყოფა და
დამოუკიდებლად არსებობა, არამედ ფართო ავტონომიის მიღება და კულტურული
აღმასვლა გახლდათ. შემდგომში, კარგად გამოჩნდება ისიც, რომ ბასკეთი და კატალონია
ისტორიის სხვადასხვა პერიოდებში ყოველთვის განსხვავებულ პოზიციებზე იდგნენ და
თუ ერთ შემთხვევაში ბასკეთი მკვეთრად ეთნიკურ ნაციონალიზმს მისდევდა
სუვერენიტეტის მოთხოვნით, კატალონია ავტონომიას სჯერდებოდა, ხოლო, როდესაც
კატალონიაში აქტიურდებოდა ნაციონალისტური მისწრაფებები და დამოუკიდებლობის
სურვილი, უკვე ბასკეთი იყო ჩუმად და მოქმედებას აღარ აპირებდა.3 აღნიშნული
განსაკუთრებით გამომჟღავნდა მას შემდეგ, რაც ესპანეთში 1937 წლიდან გენერალ
ფრანკოს მმართველობა დამყარდა და მან აქტიურად დაიწყო ძალადობრივი და
რეპრესიული კამპანია ბასკი ხალხის წინააღმდეგ. გენერალმა ფრანკომ ბასკეთში
დახურა უნივერსიტეტი, აკრძალა ბასკური ენის ,,ეუსკერას“ გამოყენება, დაწვა ამ ენაზე
შესრულებული წიგნები, გამოსცა სხვადასხვა სახის ამკრძალავი დეკრეტები და რაც
ყველაზე მნიშვნელოვანი და ამასთან ერთად ტრაგიკულიც გახლდათ - დაბმობა ქალაქი
გერნიკა, რომელიც ბასკებისთვის მთავარ კულტურულ ცენტრს წარმოადგენდა და
სიმბოლური მნიშვნელობის მატარებელი გახლდათ. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ
მიუხედავად ასეთი მძალვრი რეპრესიული პოლიტიკისა ბასკეთის მიმართ, გენერალს
იგივე არ მოუმოქმედებია კატალონიის შემთხვევაში და მიუხედავად იმისა, რომ მან

2
Torres, A. G. (2000). El Origen Del Nacionalismo Vasco. El laberinto (pg. 9-10)
3
ა.ჩუბინიძე (სამაგისტრო ნაშრომი: ბასკური და კატალონიური ნაციონალიზმების შედარებითი ანალიზი)
(ხელმძღვანელი: ი.ჩხაიძე) (თბილისი, 2019)
4
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 5

კატალონიის ავტონომია გააუქმა, კატალონიელებს კულტურულ დონეზე


ნაციონალიზმის გარკვეული ნიშნების შენარჩუნების საშუალება მისცა. ამ შემთხვევაში,
გენერლის პოლიტიკის მთავარი მიზანი იყო ,,დიალექტიზაციის“ გამოყენება და
საზოგადოების დარწმუნება, რომ კატალონიური ენა იყო ესპანურის დიალექტი და არა
ცალკე მდგომი, სიცოცხლის მქონე ორგანიზმი.
ყოველივე ამან, განსაკუთრებით კი გენერალ ფრანკოს პოლიტიკამ, ბასკეთი მიიყვანა
ეტა-ს დაფუძნებამდე, ხოლო კატალონია კი ტერა ლიურე-მდე. აღნიშნულნი თავიანთი
არსით ტერორისტულ ორგანიზაციებს წარმოადგენდნენ და დროის სხვადასხვა
მონაკვეთში ტერორისტული აქტებით, მასობრივი მანიფესტაციებით, მათ შორის
საერთო მანიფესტით ,,ჩვენ ვართ ნაცია“, და სხვა ძალადობრივი ქმედებებით
ხასიათდებოდნენ. ეტა-ს მთავარი სტრატეგია ,,მოქმედება, რეპრესია, მოქმედება“
გახლდათ და ზემოთ ნახსენებ საბინო არანას იდეოლოგიას ეფუძნებოდა. ფრანკოს
ქმედებების შემდეგ ეს ორგანიზაცია განსაკუთრებით კარგად ახერხებდა საკუთარი
თავის თავისუფლებისთვისა და იმიგრაციის ტალღების წინააღმდეგ მებრძოლად
წარმოჩენას, მით უმეტეს, რომ ერთ-ერთი ლიდერის თქმით ,,ბასკ ხალხს ემუქრებოდა
გაქრობის საფრთხე, ყოველწლიურად 20, 000 უცხოელის შემოსვლის მიზანი კი
კულტურული გენოციდი იყო“.4 ფაქტია, ეტა-მ, დასუსტების ფონზე, მაგრამ მაინც,
მოახერხა მხარდაჭერის შენარჩუნება მაშინაც კი, როდესაც 1973 წელს პრემიერ-
მინისტრი კარერო ბლანკო მოკლა, რადგან აღნიშნული ორგანიზაცია დაშლილად სულ
ახლახან, 2018 წელს გამოცხადდა. რაც შეეხება კატალონიასა და აქ 1978 წელს
დაფუძნებულ ტერა ლიურე-ს, ის, რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, სწორედ მას
შემდეგ შეიქმნა, რაც ფრანკოს დიქტატურა დასრულებული გახლდათ და ესპანეთი
დემოკრატიის გზაზე იწყებდა სვლას. ამის მთავარ მიზეზად, ხშირად ასახელებენ იმას,
რომ 1978 წელს მიღებული კონსტიტუცია კატალონიას ართმევდა თვითგამორკვევის
უფლებას, აკნინებდა მას და სწორედ ამიტომ გახდა საჭირო აქტიური ნაბიჯების
გადადგმა, მათ შორის მსგავსი ტერორისტული ორგანიზაციის ჩამოყალიბება. ეს

4
N. Sabanadze (Nationalism and Globalisation, cases of Georgia and Basque) (Country.Budapest, Hungary: Central
European University press) (2010) (pg. 115-167)
5
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 6

ორგანიზაცია ეტას-თან შედარებით სუსტი გახლდათ და ბევრად ადრეც, 17 წლის


შემდეგ დაიშალა.
რაც შეეხება თანამედროვე პერიოდს და დღევანდელობის ნაციონალიზმს
კატალონიაში, მის შესახებ საუბრისას საჭიროა ვახსენოთ მასთან დაკავშირებული
რამდენიმე პიროვნება, მათ შორის ჯორდი პუჟოლი, რომელიც 2003 წლამდე იყო
მმართველობაში და რეგიონალიზმს ერთ-ერთ პროგრესულ მოძრაობად თვლიდა. მის
დროს განსაკუთრებით გაძლიერდა ნაციონალისტური შეხედულებები საზოგადოებაში
და ამის მაგალითს წარმოადგენს 1992 წელს ოლიმპიური თამაშების კატალონიაში
ჩატარებასთან დაკავშირებით წარმოქმნილი უარყოფითი დამოკიდებულება, რადგან
აღნიშნული აღიქმებოდა კატალონიელი ხალხის ,,გაესპანურების“ მცდელობად. ასევე,
მნიშვნელოვანია ვახსენოთ 2010 წელს პრეზიდენტად მოსული არტურ მასი, რომელმაც
მთავარ დაპირებად დამოუკიდებლობის რეფერენდუმის ჩატარება და ევროკავშირში
დამოუკიდებლად გაწევრიანება წამოაყენა. ეს ფაქტი კარგად აჩვენებს წარსულთან
შედარებით, ნაციონალიზმის კიდევ უფრო მძლვარ გამოვლინებებს კატალონიაში და
შეიძლება ითქვას, საფრთხეს ქმნის ესპანეთისთვის, მით უმეტეს იმ ფონზე, რომ 2014
წელს ჩატარებულ რეფერენდუმში 80,76%-მა მხარი დაუჭირა კატალონიის
დამოუკიდებლობას. თუმცა, უნდა ითქვას ისიც, რომ მმართველთა ცვლილებების
ფონზე იცვლება დამოკიდებულებებიც და უკვე 2017 წლის მონაცემებით
დამოუკიდებლობის მომხრე კატალონიელთა რიცხვი შემცირებულია.5 აღსანიშნავია
ისიც, რომ თანამედროვეობაში, ვფიქრობ, ყველაზე ძლიერი ნაციონალისტური
გამოვლინება პრეზიდენტ კარლოს პუჩდემონის მიერ გამოცხადებული
დამოუკიდებლობა გახლდათ, რომელიც, მართალია მხოლოდ 56 წამს გაგრძელდა,
მაგრამ ნამდვილად აჩვენა ის საშიში მომავალი, რომელსაც შესაძლოა კატალონია
უქადდეს ესპანეთს შემდგომ წლებში.
რაც შეეხება ნაციონალიზმსა და თანამედროვე ბასკეთს, ალბათ, თავისუფლად
შეიძლება ითქვას, რომ დღევანდელი მდგომარეობა ამ კუთხით ბასკეთში ბევრად

5
ა.ჩუბინიძე (სამაგისტრო ნაშრომი: ბასკური და კატალონიური ნაციონალიზმების შედარებითი ანალიზი)
(ხელმძღვანელი: ი.ჩხაიძე) (თბილისი, 2019)

6
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 7

სტაბილურია. მართალია, ჯერ კიდევ 1999-2009 წლებში, პრეზიდენტ ხოსე იბარეთჩეს


მმართველობისას, ძირითადი აქცენტი ბასკეთის ფართო ავტონომიაზე კეთდებოდა,
მაგრამ 2009 წელს, როდესაც პრეზიდენტად პირველად აირჩიეს ადამიანი, რომელიც არ
იყო ბასკეთის ნაციონალისტური პარტიის წევრი და წარმოადგენდა ესპანეთის
სოციალისტურ პარტიას, ნათელი გახდა, რომ ძველი და მძლავრი ნაციონალისტური
განწყობები წარსულს ჩაბარდებოდა. ახალი პრეზიდენტის, პაჩი ლოპესის განცხადებით,
რომელიც მან ბასკურ და ესპანურ ენაზე წარმოთქვა, ის ყოველდღიურად
შეებრძოლებოდ ეტასა და მის გამოვლინებებს, ხოლო მისი პოლიტიკა კი ლინგვისტურ
თავისუფლებაზე იქნებოდა დაფუძნებული, ე.ი. ადამიანები თავად გადაწყვეტდნენ რა
ენაზე ესწავლათ - ბასკურად თუ ესპანურად. უნდა ითქვას ისიც, რომ მიუხედავად
ბოლო წლებში ინიგო ურკოლოს არჩევისა, რომელიც კვლავ ბასკეთის ნაციონალისტურ
პარტიას წარმოადგენს და ასევე მიუხედავად იმისა, რომ კატალონიაში
ნაციონალისტური მისწრაფებები მომძლავრებულია, ბასკეთში ეს პროცესები არათუ
გააქტიურდა, არამედ, როგორც უკვე ვახსენე, დასტაბილურდა. მოსახლეობის დიდ
ნაწილი სრულიად კმაყოფილდება ავტონომიის უფლებით და მხოლოდ 23%-ს სურს
სრული დამოუკიდებლობის მიღება. ეს დიდწილად განპირობებულია იმ ტრავმული და
სისხლიანი წარსულით, რაც ბასკმა ხალხმა გამოიარა გენერალ ფრანკოს მმართველობის
ხანაში. სწორედ ამაზე მიუთითებს ერთ-ერთი ბასკი ჟურნალისტის ლუის აიზპეოლეას
ნათქვამი ,,ბასკურ საზოგადოებას საკმარისად ჰქონდა თავგადასავლები.“6
ამრიგად, დასკვნის სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბასკურ-კატალონიური
ნაციონალიზმების გამოვლინებანი ესპანეთში დროის სხვადასხვა მომენტში სხვადასხვა
ფორმითა და დონით ხასიათდებოდა, რასაც ძირითადად ზემოთ მოყვანილი
ისტორიულ-პოლიტიკური მოვლენები, რეჟიმებისა და მმართველი ლიდერების
ცვლილებები განაპირობებდა. კიდევ ერთხელ უნდა აღინიშნოს, რომ XIX საუკუნის
ბასკური ნაციონალიზმი განსხვავებით კატალონიურსგან ხასიათდებოდა
წინააღმდეგობრივი და აქტიური ქმედებებით, ეს უკანასკნელი კი მხოლოდ
ნაციონალიზმის კულტურულ გამოხატულებებზე აკეთებდა აქცენტს.

6
Badcock, J. (Catalonia crisis: Why Basque leaders worry about Spain chaos) (2017, November 8)
7
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 8

თანამედროვეობაში ეს მოცემულობა შეცვლილია და ამჯერად კატალონიური


ნაციონალიზმია დაწინაურებული, ბასკურთან შედარებით, რაც, როგორც ხშირად
აღნიშნავენ, გამოწვეულია ბასკური ისტორიული მეხსიერებით (იგულისხმება ეტა-ს
საქმიანობა), განსხვავებული ეკონომიკურ-კულტურული ასპექტებით და, რაც მთავარია,
ენის ცოდნის ფაქტორით - ბასკური ენა მოსახლოების ცოტა ნაწილმა იცის განსხვავებით
კატალნიურსგან, რაც, ბუნებრივია, ამ ენის პოლიტიკურ ინსტრუმენტად ქცევას
ართულებს. ამრიგად, შეიძლება ითქვას, რომ საუბარი იმაზე თუ რამდენად
სიკეთის/ბოროტების მომტანი შეიძლება იყოს ნაციონალიზმი, ამ ორი რეგიონის
მიხედვით არც თუ ისე მარტივია. იმდენად, რამდენადაც ერთი მხრივ შეიძლება ეს
იდეოლოგია ერის გამთლიანებას ემსახურებოდეს (ბასკეთი/კატალონიის შემთხვევაში)
მეორე მხრივ შეიძლება საფრთხეს უქმნიდეს სხვა სახელმწიფოს (ესპანეთის
შემთხვევაში). გარდა ამისა, იმ ფაქტსაც თუ გავითვალისწინებთ, რომ ორივე რეგიონის
მოცემულობაში საკმაოდ მძლავრია სმიტის მიერ მოყვანილი ნაციონალური იდენტობის
ნიშნები: ისტორიული ტერიტორია, საერთო მითები/ისტორიული მეხსიერება,
მასკულტურა და საერთო ეკონომიკა7, ცხადი გახდება, რომ აქ ნაციონალისტური
განწყობების გაძლიერება თუ ისინი რადიკალურ გამოვლინებებში გადავიდა არც თუ
ისე სასიკეთოდ დასრულდება. ამიტომ, ვფიქრობ, ბასკეთსა (მიუხედავად იქ არსებული
ახლანდელი სიმშვიდისა) და კატალონიას ნამდვილად აქვთ ესპანეთისთვის ე.წ. დენთის
კასრის მნიშვნელობა და მათი გააქტიურება მხოლოდ და მხოლოდ დროის ფაქტორზე
იქნება დამოკიდებული.

გამოყენებული ლიტერატურა

7
ენტონი დ.სმიტი (მთ. ლ.პატარიძე) (რედ. რ.მახათაძე) (გამომ. ,,ლოგოს პრესი“, 2008) (ნაციონალური
იდენტობა) (გვ.17)
8
ბასკურ-კატალონიური ნაციონალიზმი 9

ა.ჩუბინიძე (სამაგისტრო ნაშრომი: ბასკური და კატალონიური ნაციონალიზმების

შედარებითი ანალიზი) (ხელმძღვანელი: ი.ჩხაიძე) (თბილისი, 2019)

ენტონი დ.სმიტი (მთ. ლ.პატარიძე) (რედ. რ.მახათაძე) (გამომ. ,,ლოგოს პრესი“, 2008)

(ნაციონალური იდენტობა)

Badcock, J. (Catalonia crisis: Why Basque leaders worry about Spain chaos) (2017, November

8) (from: BBC news)

Heywood, A. (1997). Politics (2nd ed). (Houndmills, Basingstoke, Hampshire RG21 6XS and

175 Fifth Avenue, New York, N.Y. 10010.) (Palgrave Macmillan).

N. Sabanadze (Nationalism and Globalisation, cases of Georgia and Basque)

(Country.Budapest, Hungary: Central European University press) (2010)

Torres, A. G. (2000). El Origen Del Nacionalismo Vasco. El laberinto

You might also like