საბჭოთაფინალური

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 8

თეირანის კონფერენცია:

1943 წლის ნოემბერ-დეკემბერში შედგა საბჭოთა კავშირის, აშშისა და ინგლისის


ლიდერთა შეხვედრა („დიდი სამეულის“) თეირანში. სტალინმა, ჩერჩილმა და რუზველტმა
მოილაპარაკეს, რომ მეორე ფრონტი გაიხსნებოდა 1944 წლის მაის-ივნისში, აგრეთვე
ომის შემდეგ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნაზე, გერმანიის ბედზე მისი
დამარცხების შემდეგ და ა. შ. საბჭოთა კავშირი მოკავშირეებს შეჰპირდა , რომ ევროპაში
ომის დამთავრებიდან სამი თვის შემდეგ ჩაებმებოდა იაპონიის წინააღმდეგ ომში

თარიღი- 1943 წლის 28 ნოემბერი - 1 დეკემბერი

მონაწილე სახელმწიფოთა ლიდერები- უინსტონ ჩერჩილი (დიდი ბრიტანეთი), იოსებ


სტალინი (სსრკ), ფრანკლინ რუზველტი (აშშ).

1. მეორე ფრონტის პრობლემა- რუზველტი და ჩერჩილი შეჰპირდნენ სტალინს, რომ


საფრანგეთში დესანტს 1944 წლის მაისში გადასხამდნე
2. პოლონეთის საკითხი- სტალინი მოითხოვდა, რომ პოლონეთის აღმოსავლეთ
საზღვარი კერზონის ხაზზე გავლებულიყო, დასავლეთით კი პოლონეთს
გადასცემოდა გერმანიის ტერიტორია და საზღვარი მდინარეებზე - ოდერსა და
ნეისზე გავლებულიყო.
3. გერმანიის საკითხი- დიდი აზრთა სხვადასხვაობა გამოიწვია: რუზველტი მხარს
უჭერდა გერმანიის დანაწევრებას, ჩერჩილი - დუნაის ფედერაციის შექმნას ,
რომელშიც გერმანიის ტერიტორიის ნაწილიც უნდა შესულიყო, სტალინი - ერთიანი
გერმანიის შენარჩუნებას.
4. ირანის საკითხი- გადაწყდა ირანისთვის დახმარების გაწევა და ასევე ირანიდან
მოკავშირეთა ჯარების გაყვანა ომის დამთავრების შემდეგ.
5. იაპონიის საკითხი- გადაწყდა იაპონიისთვის ჩამოერთმიათ კოლონიები, მანჯურია
და ტაივანი ჩინეთს უნდა გადასცემოდა. კორეა დამოუკიდებელი გახდებოდა .

1944 წელს წითელმა არმიამ განახორციელა შეტევითი ოპერაციები, რასაც მაშინ „ათი
სტალინური დარტყმა“ ეწოდა. ხრუშჩოვის მმართველობის პერიოდში ეს სახელწოდება
გაქრა.

ყველაზე ძლიერი იყო 23 ივნისს დაწყებული შეტევა ბელორუსიაში (ოპერაცია


„ბაგრატიონი“). ალყა შემოარტყეს გერმანელთა 30 დივიზიას. წითელმა არმიამ დაიკავა
მთელი ბელორუსია, ლიტვისა და პოლონეთის ნაწილი.

სტალინური ინდუსტრიალიზაცია:

საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაციის კურსის აღება განპირობებული იყო რამდენიმე


მიზეზით:

• ნეპის წინააღმდეგობათა პერიოდული გამწვავება ეკონომიკის, სოციალურ და


პოლიტიკის სფეროში;

• საზოგადოებაში დომინირებდა ბოლშევიკური თვალსაზრისი ნეპის


დროებითი/გარდამავალი ხასიათისა და არასაბაზრო ეკონომიკაზე გადასვლის თაობაზე ;

• უარი ნეპის პრინციპებზე სოფლად იმის გამო, რომ პარტიამ გადაწყვეტილება მიიღო
ეკონომიკის მოდერნიზება განეხორციელებინა სოფლიდან სახსრების იძულებითი
ამოქაჩვით და ამ სახსრების ინდუსტრიალიზაციისათვის გამოსაყენებლად;
• საბჭოთა ეკონომიკის თვითიზოლაცია და ფართო კავშირების არარსებობა დანარჩენ
მსოფლიოსთან

საბჭოთა ეკონომიკის განვითარების პირველხარისხოვან ამოცანად ინდუსტრიალიზაცია


გამოცხადდა 1925 წლის ბოლოს, პარტიის XIV ყრილობაზე. განისაზღვრა
ინდუსტრიალიზაციის ძირითადი მიზნები:

• ქვეყნის ტექნიკურ-ეკონომიკური ჩამორჩენის დაძლევა;

• ეკონომიკური დამოუკიდებლობის მიღწევა;

• მძლავრი თავდაცვითი მრეწველობის შექმნა;

• მრეწველობის საბაზო დარგების (სათბობი, მეტალურგიული, ქიმიური,


მანქანათმშენებლობის) შექმნა.

1927 წელს სტალინმა კურსი აიღო „სოციალისტურ ინდუსტრიალიზაციაზე“. ამ


დროისათვის ნეპის წარმატებების შედეგად სამრეწველო 6 წარმოებამ მიაღწია ომამდელ
(1913) დონეს. მაგრამ ამ დროისათვის სხვა ქვეყნები თავის განვითარებაში უფრო წინ
წავიდნენ. „მსოფლიო რევოლუციის“ დაგვიანების პირობებში, სტალინმა ამოცანად
დასახა მოკლე დროში შექმნილიყო მძლავრი ინდუსტრიული ბაზა, რომელზედაც
დაყრდნობით საბჭოთა კავშირი გაუძლებდა საერთაშორისო იზოლაციას და
მოიგერიებდა შესაძლო აგრესიას.

ამ გეგმების რეალიზებისთვის საჭირო იყო უზარმაზარი თანხები. საიდან უნდა მოეტანათ


საჭირო სახსრები? სხვა ქვეყნების გამოცდილება აჩვენებდა, რომ დაგროვების წილი უნდა
გაზრდილიყო ეროვნული შემოსავლის 5-10%-დან 20-30%-მდე (ძირითადად ინვესტიციების
გაზრდით და მოხმარების წილის შემცირებით). ნეპ-ს ასეთი სახსრების მოცემა არ შეეძლო .
1926 წელს გაიშალა დისკუსია ინდუსტრიალიზაციის მეთოდებსა და მისთვის საჭირო
სახსრების დაგროვების წყაროებზე. თანაც ინდუსტრიალიზაციის მთავარ მიმართულებად
გამოცხადდა მძიმე მრეწველობის განვითარება.

ყველა ქვეყანა ინდუსტრიალიზაციას იწყებდა მსუბუქი მრეწველობიდან . ეს საშუალებას


იძლეოდა სახსრები დაეგროვებინათ მძიმე მრეწველობის განვითარებისათვის . საბჭოთა
კავშირმა, თავდაცვის ინტერესებიდან გამომდინარე, ინდუსტრიალიზაცია დაიწყო მძიმე
მრეწველობიდან

დასავლეთის ქვეყნები ინდუსტრიალიზაციის თანხებს შოულობდნენ გარედან : ეს იყო


კოლონიების ძარცვა, უთანასწორო სავაჭრო გაცვლა სხვა ქვეყნებთან , სამხედრო
კონტრიბუციები, უცხოური სესხები. საბჭოთა კავშირში ინდუსტრიალიზაციის
განხორციელება შესაძლებელი იყო მხოლოდ შიდა რეზერვების მეშვეობით . ქვეყნიდან
ინტენსიურად გაჰქონდათ ნედლეული, სურსათი, რომლის მოხმარებაც მოსახლეობას
მკვეთრად შეეზღუდა. გაჰქონდათ ნავთობი, ოქრო, ხე-ტყე, ყიდიდნენ მუზეუმებისა და
ეკლესია-მონასტრების განძეულს. ინდუსტრიალიზაციის განხორციელების წყაროები: -
ნეპმანებისთვის დაკისრებული გადასახადი; - სახელმწიფოს მიერ მოსახლეობისგან
აღებული სესხები; - სოფლის მეურნეობიდან მიღებული შემოსავალი (ძირითადი წყარო ); -
საგარეო ვაჭრობაზე სახელმწიფო მონოპოლიიდან მიღებული მოგება; - მსუბუქი
მრეწველობის შემოსავალი; - მოსახლეობის იდეური განწყობა.

1927 წლისათვის ჩამოყალიბდა ორი თვალსაზრისი ინდუსტრიალიზაციის


განხორციელების თაობაზე: პირველი მიდგომა ნიშნავდა ინდუსტრიალიზაციის
განხორციელებას ნეპისა და ბაზრის შენარჩუნების პირობებში (მეცნიერ -ეკონომისტები ):
კაპიტალს ინდუსტრიალიზაციის დაფინანსებისათვის მოგვცემს კერძო მეწარმეობის
განვითარება, უცხოური სესხების მოზიდვა, სავაჭრო ბრუნვის გაფართოება ;
ინდუსტრიალიზაციის ტემპი მაღალი უნდა იყოს, მაგრამ გამომდინარეობდეს რეალური
შესაძლებლობებიდან და არა პოლიტიკური საჭიროებებიდან; ინდუსტრიალიზაციას არ
უნდა მოჰყვეს მოსახლეობის და პირველ რიგში გლეხობის ცხოვრების დონის მკვეთრი
შემცირება.

მეორე მიდგომა ნიშნავდა ნეპზე უარის თქმას, გადასვლას მბრძანებლურ და უაღრესად


ცენტრალიზებულ ეკონომიკაზე. თავდაპირველად ჩამოაყალიბეს მემარცხენე ოპოზიციის
ლიდერებმა: ინდუსტრიალიზაციის დაფინანსება გარე რესურსების ხარჯზე შეუძლებელია ;
საჭიროა თანხების მოძებნა ქვეყნის შიგნით მსუბუქ მრეწველობასა და სოფლის
მეურნეობაში, შემდეგ კი მათი გადაქაჩვა მძიმე მრეწველობაში ; აუცილებელია
სამრეწველო ზრდის ფორსირება, ინდუსტრიალიზაციის განხორციელება 5 – 10
წელიწადში; ინდუსტრიალიზაციის ფასზე ფიქრი დანაშაულია; გლეხობა „შიდა
კოლონიაა“, რომელიც ყველა სიძნელისთვის გადაიხდის.

1929 წლის მაისში ინდუსტრიალიზაციის შედეგები

პლიუსები

მძიმე მრეწველობის ზრდის მაღალი ტემპი;

მეორე ადგილი მსოფლიოში სამრეწველო წარმოების მოცულობის მხრივ ;

შეიქმნა თანამედროვე წარმოების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა ;

ქვეყანა აგრარულიდან ინდუსტრიულად გადაიქცა.

მინუსები

მსუბუქი მრეწველობისა და სოფლის მეურნეობის ჩამორჩენა;

ეკონომიკის ზეცენტრალიზაცია

ბაზრის შეზღუდვა;

მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდების დანერგვა;

საბჭოთა კავშირის ეკონომიკა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ

საბჭოთა კავშირმა ომის შედეგად დაკარგა თავისი ეროვნული სიმდიდრის დაახლოებით


მესამედი. ომმა შეიწირა თითქმის 27 მლნ ადამიანის სიცოცხლე, 2,6 მლნ ადამიანი
დაინვალიდდა. ქვეყნის მოსახლეობა 34,4 მილიონით შემცირდა და 1945 წლის
ბოლოსთვის 162,4 მილიონი ადამიანი შეადგინა. სამუშაო ძალის შემცირება,
სრულფასოვანი კვებისა და საცხოვრებლის არქონა განაპირობებდა შრომის
ნაყოფიერების შემცირებას ომამდელ პერიოდთან შედარებით. მეურნეობის აღდგენას
საბჭოთა კავშირი ჯერ კიდევ ომის წლებში შეუდგა. 1943 წელს მიიღეს დადგენილება
გერმანული ოკუპაციისგან განთავისუფლებულ ტერიტორიაზე მეურნეობის აღდგენის
შესახებ. დიდი ძალისხმევის შედეგად ომის ბოლოსთვის მიღწეული იქნა მრეწველობის
1940 წლის დონის მესამედი.

1944 წელს განთავისუფლებულმა რაიონებმა აწარმოეს საერთო სახელმწიფოებრივი


დამზადების მარცვლეულის ნახევარზე მეტი, საქონლის მეოთხედი , რძის პროდუქტების
დაახლოებით მესამედი. თუმცა, ეკონომიკის აღდგენა ცენტრალურ ამოცანის სახით
მხოლოდ ომის დამთავრების შემდეგ დადგა.
ტალინისათვის კვლავ პრიორიტეტული იყო მძიმე მრეწველობის ზრდა და შეიარაღების
ზრდის ახალი პროგრამები (მათ შორის ატომური პროექტი). 1946 წლის პირველ
ნახევარში, მიუხედავად ომის დამთავრებისა, საბჭოთა კავშირის ბიუჯეტში სამხედრო
ხარჯები თითქმის უტოლდებოდა „სახალხო მეურნეობაზე“ გაწეულ დანარჩენ ხარჯებს .
სტალინმა ამოცანად დასახა სამრეწველო წარმოების ომამდელი დონის გასამმაგება .
პრაქტიკაში ეს ნიშნავდა სამრწველო წარმოების სამხედროდან სამოქალაქო რელსებზე
გადაყვანის შენელებას და ახალი სამხედრო პროგრამების შექმნა

შეადარეთ ერთმანეთს მეორე მსოფლიო ომის შემდეგ საბჭოთა კავშირში


ეკონომიკის განვითარების ხედვები

1945 წლის აგვისტოში სახელმწიფო საგეგმო კომიტეტს (თავმჯდომარე ნ. ვოზნესენსკი)


დაევალა მე-4 ხუთწლიანი გეგმის პროექტის მომზადება. გამოითქვა მოსაზრებები , რომ
გარკვეულწილად შეემცირებინათ 7 ზეწოლა ეკონომიკის მართვაზე, მოეხდინათ
კოლმეურნეობების რეორგანიზაცია.

1946 წელს მომზადდა საბჭოთა კავშირის ახალი კონსტიტუციის პროექტი. კონსტიტუციის


პროექტი დასაშვებად მიიჩნევდა გლეხებისა და კუსტარების წვრილი კერძო საკუთრების
არსებობას, რომელიც მათ პირად შრომას დაემყარებოდა და გამორიცხული იქნებოდა
სხვისი შრომის ექსპლუატაცია. ამ პროექტის განხილვის დროს გამოითქცა მოსაზრებები ,
რომ მეტი თავისუფლება მიეცათ რეგიონებისა და სახალხო კომისარიატებისთვის .
„ქვემოდან“ სულ უფრო ხშირად გაისმოდა მოწოდებები კოლმეურნეობათა გაუქმების
შესახებ. ლაპარაკობდნენ მათ არაეფექტურობაზე, აღნიშნავდნენ , რომ ომის წლებში
დადებითი შედეგი გამოიღო მწარმოებლებზე სახელმწიფოს ზეწოლის გარკვეულწილად
შემცირებამ. პირდაპირ პარალელს ავლებდნენ ახალ ეკონომიკურ პოლიტიკასთან ,
რომელიც სამოქალაქო ომის შემდეგ ტარდებოდა. ნეპ-ის დროს ეკონომიკის აღდგენა
დაიწყო კერძო სექტორის გამოცოცხლებით, მართვის დეცენტრალიზაციით და მსუბუქი
მრეწველობის განვითარებით.

საბჭოთა კავშირის ხელმძღვანელობაში წარმოქმნილი უთანხმოება ქვეყნის ეკონომიკის


განვითარებასთან დაკავშირებით განპირობებული იყო ომისშემდგომი მსოფლიოს
განსხვავებული ხედვით. ა. ჟდანოვი და ნ. ვოზნესენსკი და რიგი სხვა მოღვაწე თვლიდნენ ,
რომ მშვიდობიანი ცხოვრების დაბრუნების შემდეგ კაპიტალისტურ ქვეყნებში დაიწყებოდა
ეკონომიკური კრიზისი, გაძლიერდებოდა იმპერიალისტურ ქვეყნებს შორის
წინააღმდეგობები და კონფლიქტები. ეს შეამცირებდა საფრთხეს დასავლეთის ქვეყნების
მხრიდან და საბჭოთა კავშირს შესაძლებლობა მიეცემოდა უარი ეთქვა მძიმე
მრეწველობის ფორსირებული განვითარების ტრადიციულ პოლიტიკაზე, დიდი
ყურადღება დაეთმოთ ეკონომიკური ბერკეტებისთვის (ფასები, ღირებულება , კრედიტი ,
მოგება) და ეკონომიკის სხვა დარგების განვითარებისთვის.

მალენკოვი, ბერია და სხვები უფრო მართებულად მიიჩნევდნენ აკადემიკოს ე . ვარგას


ეკონომიკურ შეფასებებსა და პროგნოზებს.ომისშემდგომი საერთაშორისო ვითარება
უაღრესად სახიფათოდ მიაჩნდათ, მით უმეტეს, რომ დასავლეთის ხელში იყო ატომური
ბომბი. ეს გამორიცხავდა უარის თქმას ინდუსტრიული და თავდაცვითი დარგების
ფორსირებულ განვითარებაზე. კვლავ რჩებოდა ეკონომიკის ხელმძღვანელობის
მბრძანებლურ-ადმინისტრაციული მეთოდები.

მ დისკუსიაში გადამწყვეტი აღმოჩნდა სტალინის თვალსაზრისი, რომელმაც 1946 წლის


დასაწყისში განაცხადა ომის წინ აღებული კურსის გაგრძელების შესახებ . ეს იყო
სოციალიზმის მშენებლობის დამთავრება და კომუნიზმის აშენება. საქმე ეხებოდა
დაგეგმვასა და მართვაში ზეცენტრალიზებული მოდელზე დაბრუნებას და იმავდროულად
ბრუნდებოდა ეკონომიკის დარგებს შორის ის წინააღმდეგობაც, რაც 1930-იან წლებში
ჩამოყალიბდა.

სტალინის კონფლიქტი იუგოსლავიის ხელმძღვანელობასთან

ერთადერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, რომელიც სოციალიზმის მშენებლობის


გზას დაადგა და სტალინისგან დამოუკიდებლობა შეინარჩუნას იუგოსლავია იყო .
იუგოსლავიასა და ალბანეთში კომუნისტები ხელისუფლებაში სტალინის დაუხმარებლად
მოვიდნენ.

იუგოსლავია - საბჭოთა კავშირის ურთიერთობების გაუარესება 1947 წლის ბოლოდან


დაიწყო, როდესაც საბჭოთა ელჩმა ბელგრადში მოსკოვში გაგზავნილ ინფორმაციებში
იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ბრალი დასდო მარქსიზმ-ლენინიზმის არსის
უცოდინრობაში და ბელადიზმში.

დაპირისპირების მიზეზი ტიტოს გეგმა იყო შეექმნა ბალკანეთადრიატიკის ქვეყნების


კონფედერაცია. 1947 წლის ბოლოს ტიტომ გამოაცხადა, რომ აპირებდა ბალკანეთის
ფედერაციის შექმნას. ჯერ უნდა გაერთიანებულიყო იუგოსლავია და ბულგარეთი , შემდეგ
კი შეიძლება მას სხვა ქვეყნებიც შეერთებოდნენ. იგულისხმებოდა, რომ ფედერაციას
ტიტო უხელმძღვანელებდა. 1948 წლის თებერვალში სტალინმა აუკრძალა იუგოსლავიას
სამხედრო ბაზების შექმნა ალბანეთში.

1948 წლის 9 მარტს იუგოსლავიაში საბჭოთა ელჩმა მოსკოვში აცნობა, რომ იუგოსლავია
უარს ამბობდა მიეწოდებინა ინფორმაცია იუგოსლავიის ეკონომიკის მდგომარეობის
შესახებ. ელჩი მოსკოვში გამოიძახეს სათათბიროდ და 1948 წლის 18 მარტს ტიტომ მიიღო
მოლოტოვის დეპეშა, რომელშიც ნათქვამი იყო, რომ ეკონომიკის შესახებ ინფორმაციის
არმიწოდება განიხილება როგორც საბჭოთა კავშირის მიმართ უნდობლობის და
არამეგობრული ურთიერთობის აქტი და ამის გამო იუგოსლავიიდან გაიწვიეს ყველა
საბჭოთა სპეციალისტი. 1948 წლის 27 მარტს ტიტოს გაეგზავნა წერილი მოლოტოვისა და
სტალინის ხელმოწერით, რომელშიც იუგოსლავიის ხელმძღვანელობას ბრალი ედებოდა
ანტისაბჭოური ხაზის გატარებაში, ოპორტუნისტულ შეცდომებში და მარქსიზმ -ლენინიზმის
მნიშვნელოვანი დებულებების რევიზიაში.

1948 წლის მაისში ტიტომ უარყო საბჭოთა მოთხოვნა უკრაინაში, კომუნისტური პარტიების
თათბირზე განეხილათ იუგოსლავიის კომპარტიაში არსებული სიტუაცია . 1948 წლის 29
ივნისს გამოცხადდა კომინფორმბიუროს რეზოლუცია, რომელიც იუგოსლაველ
კომუნისტებს მოუწოდებდა აეძულებინათ თავიანთი ხელმძღვანელობა , რათა მათ
ეღიარებინათ თავიანთი შეცდომები, გამოესწორებინათ ისინი, ანდა თუკი ისინი ამას არ
გააკეთებდნენ, წამოეყენებინათ ახალი, ინტერნაციონალისტურ პოზიციაზე მდგომი
ხელმძღვანელობა. 1949 წლის ოქტომბერში სტალინმა დიპლომატიური ურთიერთობები
გაწყვიტა იუგოსლავიასთან და მოახდინა მისი იზოლაცია სოციალიზმის ბანაკის
ქვეყნებისაგან.

საბჭოთა კავშირი ესპანეთის სამოქალაქო ომის დროს

1936 წლის თებერვალში ესპანეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებში მცირე


უპირატესობით გაიმარჯვა სოციალისტების, ანარქისტებისა და კომუნისტების ბლოკმა.
ქვეყანაში გაიზარდა დაპირისპირება პოლიტიკური და რელიგიური მოტივებით.5 1936 წლის
17 ივლისს „წესრიგის აღსადგენად“ აჯანყება დაიწყო ოფიცერთა ჯგუფმა ახალგაზრდა
გენერლის ფრანცისკო ფრანკოს ხელმძღვანელობით.6 ფრანკოს გარშემო გაერთიანდნენ
მემარჯვენე ლიბერალები, კათოლიკები, მონარქისტები და სამხედრო დიქტატურის
მომხრეები - ფალანგისტები, რომელთა ხელმძღვანელიც ხოსე ანტონიო პრიმო დე რივერა
რესპუბლიკელებმა (ასე იწოდებოდნენ სახალხო ფრონტის მთავრობის მომხრეები)
დახვრიტეს. ფრანკოს მხარეზე აღმოჩნდა არმიის დიდი ნაწილი. დაიწყო სამოქალაქო ომი.

იტალია, გერმანია და პორტუგალია მეამბოხეთა მხარეზე აღმოჩნდნენ. მეამბოხეებს


განსაკუთრებით მნიშვნელოვან დახმარებას გერმანია და იტალია უწევდნენ. მათ 1937 წლის
18 ნოემბერს სცნეს ფრანკოს მთავრობა. გარდა სამხედრო-ტექნიკური დახმარებისა,
ესპანეთში იბრძოდა 50 ათასიანი გერმანული კორპუსი და დაახლოებით 200 ათასიანი
იტალიური არმია. ინგლისმა და საფრანგეთმა გამოაცხადეს „ჩაურევლობის“ პოლიტიკა, რაც
მეამბოხეებისთის იყო ხელსაყრელი. ამ პოზიციამ მემარცხენე ძალების აღშფოთება გამოიწ-
ვია. ესპანეთში ათასობით მოხალისე გაემგზავრა სხვადასხვა ქვეყნიდან.

საბჭოთა დიპლომატია რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ერთი მხრივ, ესპანეთის


რესპუბლიკელების ღია მატერიალური და სამხედრო მხარდაჭერა საფუძველი გახდებოდა
რევოლუციის ექსპორტის შესახებ ახალი ბრალდებების წამოსაყენებლად. მეორე მხრივ
მხარდაჭერის გარეშე თუკი დატოვებდა ესპანელ რესპუბლიკელებს და მათ დასახმარებლად
ჩასულ მოხალისეებს, ეს საბჭოთა კავშირის გავლენისა და ავტორიტეტის შემცირებას
გამოიწვევდა. 1936 წლის 4 ოქტომბერს საბჭოთა კავშირმა ღიად განაცხადა, რომ მხარს უჭერს
ესპანეთის რესპუბლიკელებს. ესპანეთში გაიგზავნა საბჭოთა სამხედრო ტექნიკა,
დაახლოებით 3,5 ათასი „მოხალისე“, მათ შორის 700-ზე მეტი სამხედრო მრჩეველი (მათგან
230 დაიღუპა), ასევე იარაღი და საბრძოლო მასალა.

კომინტერნმა კომუნისტური პარტიების მეშვეობით მრავალ ქვეყანაში გაშალა კამპანია და


მოხალისეებს მოუწოდა ჩაბმულიყვნენ „ფაშიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში“. ესპანეთში
რესპუბლიკელების მხარეზე იბრძოდა ინტერნაციონალური ბრიგადები - 50 ათასზე მეტი
მოხალისე მსოფლიოს 64 ქვეყნიდან. აღსანიშნავია, რომ დაახლოებით 1,5 ათასი მოხალისე
ფრანკისტების მხარეზეც იბრძოდა, ძირითადად კათოლიკეები, რომლებიც რესპუბლიკელთა
მიერ ეკლესიაზე ძალადობამ, აღაშფოთა.

რესპუბლიკელთა პოლიტიკური სპექტრი ძალზედ ჭრელი იყო, მაგრმ სტალინი მთელი ომის
მანძილზე ცდილობდა უზრუნველეყო კომუნისტების ჰეგემონია მემარცხენეების ჭრელ
კოალიციაში. იყენებდნენ შანტაჟს და მკვლელობებსაც. მაგალითად „გაქრა“
ინტერბრიგადების ხელმძღვანელი, მადრიდის დაცვის გმირი გენერალი კლებერი, რომელიც
უდიდესი პოპულარობით სარგებლობდა რესპუბლიკელთა შორის. საბჭოთა უშიშროება
წმენდას ატარებდა ესპანეთშიც - როდესაც 1937 წელს საბჭოთა არმიის ზედა ეშელონებში
რეპრესიები გან- ხორციელდა, ესპანეთშიც გაანადგურეს ის სამხედროები, რომლებთანაც
რეპრესირებულები მეგობრობდნენ.
როდესაც კატალონიელ მუშებში გაძლიერდა ანტისტალინური განწყობა, საბჭოთა
უშიშროებამ სტალინის მითითებით დაიწყო სხვადასხვა პოლიტიკური ფრაქციების
ერთმანეთთან დაპირისპირება. კომუნისტების ლიდერმა დიასმა მოითხოვა ყველა სტალინის
მოწინააღმდეგე დაჯგუფების ჩახშობა, პრესასა და რადიოსადგურებზე კონტროლის
დამყარება. მოსკოვი ცდილობდა სტალინური მეთოდებით ესპანეთშიც აეშენებინა
ტოტალიტარული სახელმწიფო, ეს კი მხოლოდ ართულებდა რესპუბლიკელების
მდგომარეობას: კომუნისტებმა ჰეგემონიას ვერ მიაღწიეს, სახალხო ფრონტი კი დაიშალა.

ესპანეთში 1936 წლის მეორე ნახევრიდან უპირატესობა ფრანკისტების მხარეზე გადავიდა.


ფრანკო 10 წლის განმავლობაში მაროკოში ებრძოდა რიფების ტომს, ორივე მხარე
სისასტიკით გამოირჩეოდა და აფრიკული ომის წესები ესპანეთში გადმოიტანა, უმოწყალოდ
ხოცავდა კომუნისტებს. 1938 წლის მარტში მეამბოხეებმა გაარღვიეს არაგონის ფრონტი და
გავიდნენ ხმელთაშუა ზღვაზე, ამით ორად გახლიჩეს რესპუბლიკელთა ხელთ არსებული
ტერიტორია. 1939 წლის 28 მარტს დაეცა მადრიდი. ესპანეთში დამთავრდა სამოქალაქო ომი,
რომელშიც დაახლოებით 1 მილიონი ადამიანი დაიღუპა.

ესპანეთში ფაშისტური დიქტატურა დამყარდა. სახელმწიფოს მეთაური ფრანკო გახდა,


რომელიც 1939 წლის 27 მარტს შეუერთდა „ანტიკომინტერნულ პაქტს“, მაგრამ ფრანკო არ
აპირებდა ჰიტლერის მორჩილ სატელიტად გადაქცევას და საიდუმლო კონტაქტებს ეძებდა
ამერიკელებთან და ინგლისელებთან.8 1940 წლის შემოდგომაზე ფრანკო პირენეებში
ჰიტლერს შეხვდა, რომლის შემდეგაც თავის ახლობელ პირებს უთხრა - „ამ ადამიანთან
ლაპარაკი იგივეა, რაც ჯანსაღი კბილის ამოგლეჯა“.

1939 წლის იანვარში, როდესაც ცხადი გახდა რესპუბლიკელების დამარცხება, სტალინმა


შეწყვიტა დახმარების გაწევა. ესპანეთის ოქროს მარაგი (600 ტონა ოქრო) საბჭოთა კავშირმა
წაიღო დახმარების გაწევის სანაცვლოდ. საბჭოთა კავშირმა შეინარჩუნა ასევე აგენტურის
ქსელი ევროპისა და ამერიკის ქვეყნებში, რომელიც შექმნეს რესპუბლიკელთა მხარეზე
მოხალისეთა მისაზიდად.

ესპანეთის ამბებმა თვალსაჩინოდ აჩვენა, რომ აუცილებელი იყო ფაშიზმის წინააღმდეგ


საბრძოლველად ძალთა გაერთიანება, მაგრამ დემოკრატიული სახელმწიფოები ჯერ კიდევ
ფიქრობდნენ, რომელი რეჟიმი უფრო სახიფათო იყო დემოკრატიისათვის - ფაშისტური თუ
კომუნისტური.

იმსჯელეთ ლენდ-ლიზის მნიშვნელობაზე აღმოსავლეთის ფრონტზე ომის მსვლელობაში;


საბჭოთა კავშირზე გერმანიის თავდასხმის შემდეგ დიდ ბრიტანეთსა და აშშ-ს შეეძლოთ
შორიდან მეთვალყურის როლში დარჩენა, მაგრამ დიდი დახმარება გაუწიეს საბჭოთა
კავშირს.

1941 წლის 7 ნოემბრიდან საბჭოთა კავშირზე გავრცელდა აშშ-ის კანონი ლენდ-ლიზის


შესახებ, რის საფუძველზეც საბჭოთა კავშირს მოეწოდებოდა სამხედრო ტექნიკა და
მოწყობილობები, ასევე საბრძოლო მასალა და სურსათი. ტვირთი მოდიოდა სამი გზით:

ა/ შორეული აღმოსავლეთიდან, ალიასკიდან;

ბ/ სპარსეთის ყურიდან ირანის გავლით;

გ/ ჩრდილოეთიდან საზღვაო გზით ტვირთები მოდიოდა მურმანსკსა და არხანგელსკში.


ეს უკანასკნელი იყო ყველაზე მოკლე, მაგრამ უაღრესად სახიფათო გზა. ომის განმავლობაში
გამოიგზავნა 41 ქარავანი 811 ტრანსპორტით. აქედან გერმანელებმა 115 ჩაძირეს წყალქვეშა
ნავებისა და ავიაციის მეშვეობით.

სულ ლენდ-ლიზით მოკავშირეებმა საბჭოთა კავშირს მიაწოდეს 17 მილიონი ტონა საქონელი


და მოწყობილობა. ამას საბჭოთა კავშირისთვის, რიგ შემთხვევებში, ჰქონდა სტრატეგიული
და გადამწყვეტი მნიშვნელობა. საბჭოთა კავშირმა მიიღო 12,7 ათასი ტანკი, 22,1 ათასი
საბრძოლო და სატრანსპორტო თვითმფრინავი, 13 ათასი ტანკსაწინა- აღმდეგო და საზენიტო
ქვემეხი, 376 ათასი სატვირთო მანქანა, 51 ათასი ჯიპი, 35 ათასი მოტოციკლი, 11 ათასი
სარკინიგზო ვაგონი, 2 ათასი ლოკომოტივი. მოკავშირეთა მიერ მიწოდებული
რადიოსადგურებით აღიჭურვა 150 დივიზია და 9 ათასი თვითმფრინავი, საველე
ტელეფონებით კი - 350 დივიზია.

საბჭოთა კავშირი ომის შემდეგ ცდილობდა დასავლეთის მიერ გაწეული დახმარების


მნიშვნელობის დაკნინებას. ომის შესახებ შექმნილ საბჭოთა ნაშრომებში ამ დახმარების
თაობაზე გაკვრით წერდნენ, მალავდნენ მის მასშტაბებს, თვითმფრინავებსა და ტანკებს
ხარისხს უწუნებდნენ და ა. შ.

You might also like