Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

პოლიტიკური სოციოლოგია - ბექა ნაცვლიშვილი

საბა აბრამიძე

ლიბერალური დემოკრატიის კრიზისი, მიზეზები და ახალი


სოციალური კონფლიქტების გაჩენა

"დასავლეთის კრიზისის ერთ-ერთი მიზეზი დემოკრატიებს შიგნით


მოკალათებული ბრაზიანი მემარჯვენე და მემარცხენე მკვეთრად
არალიბერალური პოპულისტური ძალები არიან, რომლებიც ტერმიტებივით,
შიგნიდან ღრღნიან ღია საზოგადოებას"
ბრაიან კატულისი

დღეს თითქმის ყველა თანხმდება, რომ დემოკრატიას საფრთხე ემუქრება. მას


უპირისპირდებიან არა მხოლოდ ჩინეთისა და რუსეთის მსგავსი ავტორიტარული
სახელმწიფოები, არამედ დემოკრატიულ ქვეყნებში არჩეული პოპულისტებიც.

დემოკრატია, რომელიც დღეს საფრთხის ქვეშაა, ლიბელარული დემოკრატია რაც


იმას ნიშნავს, რომ საფრთხე სწორედ ლიბერალურობას ემუქრება.

თავად დემოკრატიას უპირსპირდებიან როგორც ზემოთ ვახსენეთ


ავტორიტარული სახელმწიფოები, როგორებიც არიან ჩინეთი და რუსეთი, სადაც
თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებით მარტივად მანიპულირებენ. მაგრამ
მთავარი საფრთხე იმ ლეგიტიმური უფლება მოპოვებული პოპულისტებისგან
მოდის, რომლებიც არჩევნების გზით იბრძვიან და ძირს უთხრიან ლიბერალურ
ინსტიტუციებს.
თუმცა ლიბერალიზმზე შეტევის რეალური მიზეზები პოპულისტი
პოლიტოკისების ამბიციებზე ბევრად უფრო ღრმა და სერიოზულია. ისინი
წარმატებას მხოლოდ იმ მიზეზით ახერხებენ, რომ რეალურად საზოგადოებაში
არის გაჩენილი უკმაყოფილების ტალღა რასაც სწორად იყენებენ სათავისოდ.

ლიბერალზმი წარმატებული იდეოლოგიაა მშვიდობის და კეთილდღეობის


დარგში. თუმცა აქვს სხვადასხვა გარემოებით განპირობებული ხარვეზები.
პირველი ეკუთვნის ეკონომიკის სფეროს ხოლო მეორე კულტურისას.
სახელმწიფო როლის შემცირებამ ეკონომიკაში და თავისუფალი ბაზრის გაჩენამ
გამოიწვია რესურსების ეფექტურად გადანაწილება და ეკონომიკის ზრდა. მაგრამ
ამ ყველაფერმა მიგვიყვანა 2008 წლის დიდ ფინანსურ კრიზისამდე. სწორედ 2008
წლის ფინანსურმა კრიზისმა დააყენა ეჭვქვეშ დასავლეთის გლობალური
დომინაცია და დასავლური კაპიტალისტური სისტემა.
2010 წელს მსოფლიოში შემოსავლები იყო უფრო დიდი ვიდრე ოდესმე ყოფილა,
მაგრამ ამასთანავე გაზრდილი იყო ქვეყნებს შორის უთანასწორობაც. ბევრ
ქვეყანაში გაჩნდა მულტიმულიონერების, ოლიგარქების და სხვა ბიზნესმენთა
პატარა კლასი , რომელსაც შეუძლია ეკონომიკური რესურსების პოლიტიკურ
ძალად ქცევა ლობისტების და მედიასაშუალებების „შეძენის“ გზით. ამ
ყველაფერმა ფართო კარები გაუხსნა პოპულისტურ რეაქციას რაც ყველაზე
მკაფიოდ 2016 წელს, ბრიტანეთში ბრექსიტი დროს, ხოლო შეერთებულ შტატებში
დონალდ ტრამპის არჩევით გამოჩნდა.

მემაჯვენე კრიტიკოსები ვერ ფარავენ უკმაყოფილებას თუ როგორ ვერ აფასებს


ლიბერალიზმი სათანადოდ ერსა და ეროვნულ იდენტობას.
მემარცხენეებიც უკმაყოფილონი არიან. კანონის წინაშე თანასწორობა
ყოველდღიურ პრაქტიკაში არ ნიშნავს, რომ ხახლს მართლაც ასე მოექცევიან.
ავტორიტარული ჩინეთის ეკონომიკური აღმასვლა მსოფლიოს სხვადასხვა
კუთხეში მოკალათებული ავტოკრატების ინსპირაცია გახდა. ეს ფაქტი იძლევა
იმაზე ფიქრის საშუალებას, რომ ქვეყანა შესაძლოა დემოკრატიის და
თავისუფლების გარეშე გამდიდრდეს.

ლიბერალიზმი სწორედ იმიტომაა საჭირო, რომ მრავალფეროვანთა მართვის


მექანიზმია, მსოფლიო კი დღეს უფრო მრავალფეროვანია, ვიდრე ოდესმე
ყოფილა. ლიბერალიზმის გარეშე დემოკრატია ვერ დაიცავს ამ
მრავალფეროვნებას, რადგან უმცირესობა დაიჩაგრება მათ წინააღმდეგ
უმრავლესობის ძალაუფლების გამოყენების გზით.

ლიბერალიზმის კრიზისი ახალი ნამდვილად არ არის. მისი დაბადებიდან, მე-17


საუკუნიდან მოყოლებული თავს ესხმოდნენ მსვილი კომუნიტარი
მემარჯვენეებიც და ეგალიტარიზმის მომხრე მემარცხენეები. სწორად გაგებული
ლიბერალიზმი საფუძველს ქმნის სამოქალაქო საზოგადოების სხვადასხვა ფორმის
წარმატებისთვის. ის შეიძლება გახდეს შეთავსებადი კომუნიტარულ
იმპულსებთან.
მისი ერთ-ერთი უდიდეს მიღწევათაგანი კეთილდღეობის ხელმისავდომობაზე
ორიენტირებული სახელმწიფოების ჩამოყალიბებაა. რა თქმა უნდა ის ნელა
მუშაობს, ხანგრძლივი განხილვების და კომპრომისების გზით, ვერ აღწევს
სოციალურ სამართლიანობასთან სასურველ და სრულყოფილ მიზნებს, თუმცა
რას მოგვიტანს ამ ღირებულებებზე უარის თქმა გარდა სოციალური კონფლიქტისა
და პრობლემების მოსაგვარებელ საშუალებად ძალადობის დაბრუნებისა.

ლიბერალური წესრიგის ბედი სწორედ დასავლეთზე იქნება დამოკიდებული,


რამდენად შეძლებს შეინარჩუნოს ერთობა, გაწიოს რეფორმების ძალისხმევა და
გადაიხადოს ამის საფასური.

You might also like