Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

კომპლექსური დავალების ბარათი

(მოსწავლისთვის)

სასწავლო
2023-2024
წელი/სემესტრი
საგანი ქართული ენა და ლიტერატურა
კლასი VIII
მასწავლებელი: მარიამ დოლბაია
თემა/თემები ადამიანი საზოგადოების პირისპირ
კომპლექსური
დავალების 22 თებერვალი
შესრულების ვადა:
კ/დ-ის შედეგად
შექმნილი არგუმენტირებული ესე
პროდუქტი
დააკვირდით, როგორაა წარმოჩენილი პიროვნებისა და ბრბოს ურთიერთობის
პრობლემა მ. ჯავახიშვილის მოთხრობაში „ეშმაკის ქვა“ და დაწერეთ
ანალიტიკური ესე თემაზე: პიროვნება - ბრბოს მსხვერპლი.
წერის დროს გამოიყენეთ ნასწავლი გრამატიკული საკითხებისა და
სალიტერატურო ენის ნორმების ცოდნა.

ესეში:
 ლე ბონის „ბრბოს ფსიქოლოგიის“ გაცნობის საფუძველზე
წარმოაჩინეთ,როგორ ფორმირდება ბრბო და რა ფსიქოლოგიური
მახასიათებლებით გამოირჩევა იგი;
 გადმოეცით, როგორ მოხდა ბრბოს ფორმირება მ. ჯავახიშვილის
„ეშმაკის ქვაში“, როგორია მოთხრობის პერსონაჟების შეხედულებები,
დამოკიდებულება სამართალსა და სამართლიანობაზე;
 გამოკვეთეთ სოფიოს სახე, როგორ ექცევა იგი ბრბოს გავლენის ქვეშ
და როგორ კარგავს ინდივიდუალიზმს;
 თქვენი მოსაზრებები დაასაბუთეთ მაგალითებით გამყარებული
კომპლექსური არგუმენტებით;
დავალების პირობა :  ნათლად გამოკვეთეთ ანალიტიკური ესეს სამნაწილიანი სტრუქტურა:
შესავალი, ძირითადი ნაწილი და დასკვნა.

ნამუშევრის წარდგენისას ისაუბრეთ:

 რამდენად დაგეხმარათ გუსტავ ლე ბონის ნაშრომი მ. ჯავახიშვილის


მოთხრობის პერსონაჟების ბრბოდ ქცევის საფუძვლების წარმოჩენაში
(კომპოზიცია);
 რამდენად დაგეხმარათ ანალიტიკური ესეს ფორმატი
არგუმენტირებულად დაგესაბუთებინათ თქვენი პოზიცია - მოიყვანეთ
კონკრეტული მაგალითები ნამუშევრიდან (ჟანრი);
 რომელი კონკრეტული სტრატეგიები გამოიყენეთ დავალების
განხორციელების სხვადასხვა ეტაპზე; შეაფასეთ მათი მიზანშეწონილობა
და ეფექტიანობა (სტრატეგიები).

პრაქტიკული იმისათვის, რომ ნაშრომი ეფექტური გამოვიდეს და დავალებას


რჩევები აბსოლუტურად შეესაბამებოდეს

მოსწავლეებისათვის:  კარგად გაიაზრეთ მიხეილ ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვა“ და გუსტავ ლე ბონის


„ბრბოს ფსიქოლოგია“;
 შექმენით გრაფიკული მაორგანიზებელი - „პერსონაჟის სახეცვლილების
სქემა“
 შექმენით გრაფიკული მაორგანიზებელი - გუსტავ ლე ბონის „ბრბოს
ფსიქოლოგიისა“ და მ. ჯავახიშვილის „ეშმაკის ქვის“ ურთიერთმიმართება
 იმუშავეთ სოფიოს სახეზე- დააკვირდით მის სახეცვლილებას;
 დააკვირდით არამთავარი პერსონაჟების ბრბოდ ფორმირებასთან
დაკავშირებულ მინიშნებებს და გამოიტანეთ დასკვნები;
 გაითვალისწინეთ ესეს სტრუქტურული მახასიათებლები;
 გაიხსენეთ ნასწავლი გრამატიკული საკითხები.
შეფასების რუბრიკა

შეფასების სრულა უმეტესა დამაკმაყოფილებლა გასაუმჯობესებელლი არ არის


კრიტერიუმი დ დ დ ა შესრულებულ

შეუძლია ტექსტში 4 3 2 1 0
მოცემული
ფაქტობრივი
ინფორმაციის
ამოცნობა და მისი
მიზნობრივად
გამოყენება
(ქართ. საბ. 1)
მიზნობრივად 4 3 2 1 0
ადარებს
ერთმანეთს მ.
ჯავახიშვილის
„ეშმაკის ქვასა“ და
გუსტავ ლე ბონის
„ბრბოს
ფსიქოლოგიას“
(ქართ. საბ. 6)
შეუძლია მოცემულ 2 - 1 - 0
თემატიკაზე
დაყრდნობით
არგუმენტირებულ
ი ესეს შექმნა
(ქართ. საბ. 8)
გამოხატავს პირად 4 3 2 1 0
დამოკიდებულებას
შესაბამისი
არგუმენტების
მოხმობით.
(ქართ. საბ. 7)
ჩანს ძირითადი 2 - 1 - 0
გრამატიკული
საკითხების ცოდნა
(ქართ. საბ. 9)
ფლობს 3 2 - 1 0
არგუმენტირებულ
ი ესეს წერის
სტრუქტურას
(შესავალი,
ძირითადი ნაწილი
და დასკვნა)
(ქართ. საბ. 10)

You might also like