Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

პრეზენტაცია

პირველი ნაწილი

დისქლეიმერი: კაფკას ამ ტექსტის დაწერისას არსებული ისტორიული გარემო


შეიძლება მხოლოდ ჩავთვალოთ ერთგვარ ინსპირაციად და არა ტექსტის გასაღებად.

მთავარი კითხვა: რატომ შენდება კედელი

ნარატორი გამოთქვამს ვარაუდს, რომ არც იმპერატორის ბრძანება და არც


ჩრდილოელი მომთაბარეები არაფერ შუაში არ არიან კედლის მშენებლობასთან,
კედელს აშენებენ ხელმძღვანელების მოთხოვნით, რომლებიც მუდმივად
არსებობდნენ, კედლის აშენების გადაწყვეტილებაც მუდმივად არსებულია. ამაზე
პასუხი ბოლოში, კედელი შენდება დისციპლინის დასამკვიდრებლად.

ისტორიული გარემო: 1866 წელს გერმანიის გაერთიანებისთვის ომში პრუსიამ


დაამარცხა ავსტრიის იმპერია და განდევნა ერთიანი გერმანული სივრციდან.
ავსტრო-უნგრეთის იმპერიის პოლიტიკური მოწყობა შემდეგია. გერმანელები
მართავენ უკიდურესად დივერსიფიცირებულ სლავ ხალხებს. ამის შემდეგ ავსტრიის
მმართველი წრე იწყებს მცდელობას ხელახლა იპოვოს იმპერიის განსაზღვრება და
ამისთვის არჩევს პოლიტიკურ კურსს ერთიანები განსხვავებაში.
თუმცა რეალურ შემთხვევაში, მსგავსი კურსი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს დაშორებას
ცენტრსა და პერიფერიას შორის. ეს პოლიტიკა ერთიანობა-განსხვავებულობაში იყო
ცენტრალურად მართული გეგმა, რომლითაც იმპერიამ იმპერიაში მცხოვრებ ხალხს
მიანიჭა ფიქსირებული იდენტობის მარკერი, მათი ეთნიკური წარმომავლობა და
დაყო შიდა მოწყობა ამ საზღვრების გასწვრივ, ასე შემოვიდა ჰაბსბურგთა სივრცეში
კაპილარული ზედამხედველობა.

აქ შეგვიძლია მოვიხმოთ ფუკოს ტექსტი, დისციპლინა და ზედამხედველობა, სადაც


ის ბენტამის პანოპტიკონთან ავლებს ანალოგიას. აქ: პანოპტიკონის აღწერა -
პანოპტიკონი არის შენობა, სადაც ცენტრიაში ზედამხედველი კოშკი, მის ირგვლივ
არის საკნები, საკნებს აქვთ ორი ფანჯარა, წინ და უკან და ირგვლივ კედლები.
ზედამხედველი კოშკიდან მუდმივად უყურებს საკანში მყოფებს, ხოლო ისინი
ვერასდროს ხედავენ გვერდითა საკნელებს, შესაბამისად არიან განცალკევებულები
და პირდაპირ მიმართებაში ზედამხედველთან. მაგალითი პანოპტიკონის მთავარ
ფუნქციას წარმოადგენს შექმნას და დაეხმაროს ძალაუფლებრივ მიმართებებს მისი
აღმასრულებელი ადამიანისგან დამოუკიდებლად.

ბენტამის პრინციპების თანახმად, ძალაუფლება უნდა იყოს მაქსიმალურად უხილავი


და შემოწმებისთვის მიუწვდომელი, ხოლო საკანში მყოფს ზედამხედველის კოშკი
მუდმივად წინ უნდა ედგას, თუმცა მას არ შეუძლია დაზუსტებით იცოდეს როდის
უთვალთვალებენ და როდის არა.

ძალაუფლების პრინციპი არა იმდენად ადამიანში, რამდენადაც სხეულების,


ზედაპირების, სინათლის, მზერათა განსაზღვრულობასა და წინასწარ
მოფიქრებულობაში მდგომარეობს. ცერემონიები, რიტუალები და ნიშნები, რომელთა
მეშვეობითაც სუვერენი ძალაუფლების სიჭარბეს ავლენდა, უსარგებლო ხდება.
ასიმეტრიის, დისბალანსისა და განსხვავების ხელშემწყობი მექანიზმები კი კვლავაც
მოქმედებენ. შესაბამისად, მნიშვნელობა არა აქვს ვისგან მოდის ძალაუფლება. ლამის
ალალბედზე შერჩეულ ნებისმიერ პირს შეუძლია მანქანა-მექანიზმის ამუშავება.
პანოპტიკონი - სასწაულმოქმედი მანქანაა, რომელიც იმის მიუხედავად თუ როგორ
გამოიყენებენ, ძალაუფლების ერთნაირ ზემოქმედებას აწარმოებს.

ადამიანი ყოველთვის არის ინფორმაციის ობიექტი და არასდროს კომუნიკაციის


სუბიექტი. თუ მანამდე ძალაუფლება იყო საჯაროდ ხილული, მაგალითად მაშინ,
როცა მეფე სიკვდილით სჯიდა მის მკვლელს (რისი მაგალითიც აქვს მოყვანილი
ფუკოს ზემოხსენებულ ტექსტში) ახლა ძალაუფლება ხდება ანონიური მანქანა,
რომელსაც აღარ აქვს სხეული.

(არავინ იცის სად არიან უმაღლესი ხელმძღვანელები, ჩინელებს გვაქვს


დაწესებულებები, სადაც უმაგალითოდ გაურკვეველია რას აკეთებენ 621,626)

რატომ აქვთ მიზნად ეს დისციპლინა - დისციპლინა მოწოდებულია ჩაანაცვლოს


ძალაუფლება, რომელიც მისი აღმასრულებელის ბრწყინვალებისაგან გვევლინება;
ძალაუფლება, მალულად ობიექტებად აქცევს ყველას, ვისაც კი ის მიეყენება.
დისციპლინამ ინდივიდების შესახებ ცოდნის ფორმირება უნდა მოახდინოს,
ნაცვლად სუვერენის ძალაუფლების ნიშნების სააშკარაოზე გამოტანისა. ერთი
სიტყვით, დისციპლინა წვრილმან ტექნიკურ გამოგონებათა ურთიერთდამთხვევაა,
რომლებიც საშუალებას იძლევიან სიმრავლეთა (საამქრო, არმია თუ სკოლა),
სარგებლიანობა გაზარდონ, რაც მიიღწევა ძალაუფლების წარუმატებლობების
მინიმუმამდე დაყვანით;

მეთოდი ამისთვის - არსებითად, ორი პროცესი, ხალხის მოგროვება და კაპიტალის


დაგროვება, რომლებიც ერთმანეთისგან განუყოფელია. ხალხთა მოგროვების
პრობლემის გადაჭრა შეუძლებელი იქნებოდა წარმოების აპარატის ზრდის გარეშე,
რომელსაც მათი მოცვა და გამოყენება ძალუძს. და პირიქით, ტექნიკები, რომლებიც
სასარგებლოს ხდიან დაგროვილ ხალხთა სიმრავლეს, კაპიტალის დაგროვებას . ამის
მაგალითად შეგვიძლია მოვიხმოთ საყოველთაო სწავლება არქიტექტურისა და
მშენებლობის.
იმპერატორის ბრძანება

ეს სისტემა ქმნის გარემოს, სადაც ადამიანები ვალდებულები არიან იცოდნენ ამ


სისტემის არსებობის შესახებ, იცოდნენ რომ არსებობს კანონები რომელსაც უნდა
დაემორჩილონ, თუმცა არ იციან ზუსტად რა კანონებია ეს, შესაბამისად ნებისმიერ
დროს შეიძლება არღვევდნენ რომელიმე მათგანს, რადგან კანონები რომლებიც
მართავენ ხალხს ამ ხალხის სამყაროს მიღმა მდებარეობს, შესაბამისად მათთვის
მიუღწევადია. აქ შეგვიძლია მოვიხმოთ კაფკას სხვა მოთხრობა, კანონთა
საკითხისთვის. რომელიც იწყება პირდაპირ ამ წინადადებით - მაგალითი. რადგან ეს
კანონები მოდიან მიღმიერი სამყაროდან, ისინი არიან მისტიური და თითოეულმა
ინდივიდმა თავად უნდა გამოიცნოს მათი მნიშვნელობა. (მიღმუირი სამყაროდან
წარმომავლობის მტკიცებულებად შეგვიძლია განვიხილოთ ის, რომ იმპერატორის
მაცნე ვერასდროს მიაღწევს იმპერატორის სასახლიდან იმ ადამიანამდე, რომელსაც
ბრძანება მისცეს. რამდენადაც მათ შორის სივრცე გადაულახავია)
თუ დავუბრუნდებით ფუკოს, აქ შეგვიძლია დავინახოთ შემდეგი მიმართება,
მომაკვდავი იმპერატორი მის უკანასკნელ ნებას მის ქვეშევრდომებამდე გზავნის არა
საჯაროდ, არამედ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ კაპილარული ზედამხედველობის
პრინციპით. რითაც ხალხს ერთიანი საზოგადოებიდან ყოფს განცალკევებულ
ინდივიდებად, პრივატულად მიღებული კანონი კარგავს გამჭირვალობას და ხდება
მოუხელთებელი, მარტივად ინტერპრეტირებადი და შესაბამისად, სრულიად
პირობითი. დაქვემდებარებულები ხდებიან ტყვეები ამ მოუხელთებელი კანონის,
რადგან თუ კანონი მუდმივად განსხვავებულად ინტერპრეტირებადია, მან შეიძლება
ნებისმიერი ქმედება აქციოს დანაშაულად.

You might also like