Professional Documents
Culture Documents
ფრანკთა იმპერია
ფრანკთა იმპერია
პრეზენტაცია
ფრანკთა იმპერიის დაარსება
◦ ფრანკთა გერმანული ტომები ცხოვრობდნენ მდინარე რაინის
ქვემო წელზე. ფრანკთა ერთ-ერთი ტომის ბელადი იყო
ხლოდვიგი, ნიჭიერი, წინდახედული, შორსმჭვრეტელი
პოლიტიკოსი. თავის მოწინააღმდეგეთა მიმართ იგი სასტიკი
და დაუნდობელი იყო. სწორედ ამ თვისებების
ურთიერთშერწყმით შეძლო მან თავისი მიზნების
განხორციელება. იგი დაუკავშირდა მეზობელი ტომების
ბელადებს და 486 წელს დაიძრა გალიის დასაპყრობად.
ხლოდვიგმა ეტაპობრივად დაიპყრო მთელი გალია და
შემდეგ მისი მოკავშირე ტომის ბელადებიც გაანადგურა. მან
შექმნა ძლიერი სახელმწიფო. მეფის საწინააგმდეგო
მოქმედება ღალატად ითვლებოდა და სიკვდილით
ისჯებოდა.
◦ ხლოდვიგის მიერ დაარსებულ სამეფოს მისი ბაბუის სახელის
მიხედვით მეროვინგების ფრანკთა ბარბაროსული სამეფო
ეწოდა.
ქრისტიანობის
გავრცელება ფრანკთა
იმპერიაში
სხვა გერმანელი ტომებისგან განსხვავებით,
ფრანკები კერპთაყვანისმცემლებად რჩებოდნენ.
მაგრამ ბურგუნდიის მეფის ასულ ხლოტილდაზე
დაქორწინებამ, ხლოდვიგის
ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ხლოტილდა
თავგამოდებული კათოლიკე გახლდათ და ყოველ
ღონეს ხმარობდა, რათა ქმარი თავის რწმენაზე
მოექცია. ახ. წ. მეექვსე საუკუნის ისტორიკოსის,
გრეგორი ტურელის, სიტყვების თანახმად, ეს
მოხდა ახ. წ. 496 წელს ციულპიხთან ალემანების
წინააღმდეგ ბრძოლის დროს, როდესაც
ხლოდვიგმა პირობა დადო, რომ, თუ
ხლოტილდას ღმერთი გამარჯვებას მოუტანდა,
კერპთაყვანისმცემლობას თავს დაანებებდა.
ხლოდვიგის ლაშქარი დამარცხების პირას იყო,
როდესაც ალემანთა მეფე მოკლეს და მისმა
არმიამ ფარ-ხმალი დაყარა. ხლოდვიგის აზრით,
ამ ომში გამარჯვება ხლოტილდას ღმერთის
დამსახურება იყო. გადმოცემის თანახმად, ახ. წ.
496 წლის 25 დეკემბერს რეიმსის საკათედრო
ტაძარში წმინდა რემიგიოსმა ხლოდვიგი
მონათლა.
კაროლინგების დინასტია და პიპინ მოკლე