Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 624

imma

გნოზისი, ანუ ანგელოზის გული

წიგნი II

Tbilisi 2022
uak(UDC)141. 339+27-587
i-46

„გზამკვლევი
გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის“
მაძიებელთათვის - ასეც შეიძლება
ეწოდოს იმმას მრავლისმომცველ ნაშრომს, რომელიც ორტომეულად გამოიცა
და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს.
წიგნი განსაკუთრებულია როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის
მანერით. ავტორი, რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა
მკვლევარია, ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს
ბიოლოგიის, ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა
და კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც თავის მხრივ, პიროვნული და
ისტორიულ-საკაცობრიო მისტიკური გამოცდილების აღწერასა და გაზიარებას
ემსახურება. წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს
არსებული და ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის ისტორიაში,
ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად გამოყენების შემთხვევებს
ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები ხანგრძლივი პერიოდებით. სამყაროს
აგებულება-მუშაობის სულიერი პრინციპებისა და ადამიანის სულიერი
ბუნება-ფუნქციის შესახებ სწორი ცოდნა განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა
ჩვენი და ჩვენი პლანეტის კეთილდღეობით განვითარებისათვის. ამ ცოდნის
გაზიარებასა და პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება იმმას ნაშრომი.

დამკაბადონებლები: იმმა და ზაქარია ტატინაშვილი

ყდის დიზაინერები: იმმა და სოფო კორძახია

© გამომცემლობა «გეორგიკა»
© იმმა

ISBN 978-9941-8-4093-7
მიიღე წმინდა, სიტყვიერი
შემოწირულობა უმანკო სულისა და
გულისაგან, რომელიც ისწრაფვის
შენკენ,
ო, ენით გამოუთქმელო და სიტყვით
აღუწერელო, მხოლოდ სიჩუმეს
შეუძლია შენი დასახელება!

ჰერმეტიკული კორპუსი.
პოიმანდრესი

imma

გნოზისი, ანუ
ანგელოზის გული

სიზმარხილვების წიგნი II
† † †
სარჩევი

წინასიტყვაობა 13
შესავალი ავტორისაგან 16

ნაწილი I

დ ამო უ კ იდ ე ბე ლ ი ნ აბიჯები

2019 წელი. 30 დეკემბერი. კატაკლიზმების სცენარის გააქტიურება დედამი-


წაზე 21
ინტერნეტპოსტებიდან. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ... 24
2019 წელი. დეკემბერი. პირველი კატაკლიზმი. „ტორნადო“ 26
2019 წელი. დეკემბერი. მეორე კატაკლიზმი 28
2020 წელი. 6. თებერვალი. დაცემული ანგელოზი 29
ინტერნეტპოსტებიდან. ენერგონაკადები 38
2020 წელი. 14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები 39
ომრაამ მიქაელ აივანხოვი. მზის საკრალურ მნიშვნელობაზე 43
2020. 21 მარტი. გაზაფხულის ბუნიობა. მზე და მიქაელი 43
2020 წელი. 14 აპრილი. სწავლება დამთავრდა 44
2020 წელი. 18 აპრილი. აღდგომის ღამე - ქრისტეს თანამყოფობა 45
2020 წელი. 23 აპრილი. ნ.-ს ისტორია და იესოს ლოცვა 46

5
2020 წელი. 30 აპრილი. ნ.-ზე ბნელი ძალების თავდასხმების გააქტიურე-
ბა 51
2020 წელი. 1 მაისი. ადამიანისთვის ბნელი ძალებისგან დაცვის დაყე-
ნება 58
2020 წელი. 2 მაისი. ნ.-ს გამოცდები 62
2020 წელი. 7 მაისი. ვესაკის დღე 64
2020 წელი. 11 მაისი. სულიერი საფრთხეები 69
2020 წელი. 12 მაისი. სამსარის წრე 73
2020 წელი. ივნისის პირველი დღეები 80
2020 წელი. 7 ივნისი. სულთმოფენობა 81
2020 წელი. 14 ივნისი. სკამები 84
2020 წელი. 16 ივნისი. უცნობი მეუფე 92
2020 წელი. 17 ივნისი. ახლოვდება ახალი გარდამტეხი მომენტი 98
2020 წელი. 19 ივნისი. ჩემი თხოვნა-წერილი კარმის მეუფეებს 99

ნაწილი II

ე გ ვიპტ უ რი გნ ო ზის ი - ა ს კ ლეპიოსი

2020 წელი. 21 ივნისი. ბათუმი. ზაფხულის ბუნიაობის სიზმარი - პასუ-


ხი 102
2020 წელი. 22 ივნისი. ბათუმი. როგორები არიან უხილავი სულიერი მასწავ-
ლებლები 103

6
2020 წელი. 24 ივნისი. თბილისი. თ.-ს წერილი 112
2020 წელი. 27 ივნისი. თბილისი. გოგონას მოჩვენება 115
2020 წელი. 6 ივლისი. ასკლეპიოსი 118
2020 წელი. 7 ივლისი. სამი სიზმარი-ტესტი, „მიწიერი ღმერთები“, კერპები,
მაგია და ატლანტიდა 119
2020 წელი. 9 ივლისი. გარეგანი და შინაგანი ტაძრები. ჰარმონიის გამოვ-
ლინების 5 პრინციპი ღმერთის ცნობიერების მოხმობისათვის ჰერმეტიციზმის
მიხედვით 142
2020 წელი. 10 ივლისი. შეცდომა? 150
2020 წელი. 11 ივლისი. წერაქვი. კრიშნას საუბარი ქალისა და მამაკაცის
ურთიერთობის საკითხზე 151
2020 წელი. 12 ივლისი. სადღაც შეცდომაა? 160
2020 წელი. 13 ივნისი. „ღმერთრეალიზაცია“ სულიერი იერარქების
ტალღებზე 165
2020 წელი. 14 ივლისი. წერაქვი. იშთარი 180
ინტერნეტპოსტებიდან. „შინაგან ტაძარში“ ნათელი იერარქისა და დემონის
სულების ჩამოყვანებს შორის განსხვავება 186
2020 წელი. 15 ივლისი. წერაქვი. ისევ წარმართული ღმერთები... 189
2020 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. აღებ-მიცემობის კანონი მატერიალურ
განზომილებებში 193
ცეცხლოვანი იერარქია. აგნიშვატტები - ჩვენი „მზის წინაპრები“ 202
ინტერნეტპოსტებიდან. „თეთრი მზის“ გზა 205
2020 წელი. 24 ივლისი. სიზმართმჭერი 208

7
2020 წელი. 4 აგვისტო. წერაქვი. დემონური და ღვთაებრივი დემიურგები,
მოკვდინებული და აღმდგარი ღმერთები 216
ინტერნეტპოსტებიდან. მენტალური დემიურგია ანუ ფიქრის ძალით რეალობის
მატერიალიზაცია 237
2020 წელი. 7 აგვისტო. წერაქვი. მენტალური დემიურგია. მედიტაცია -
სიცოცხლის ხე 248
2020 წელი. 9 აგვისტო. წერაქვი. არაიდეალურობა სამყაროში, როგორც
აუცილებელი კანონზომიერება 260
ფრაქტალური ალგორითმები, საკრალური რიცხვები და გეომეტრია 264
ინტერნეტპოსტებიდან. კითხვა ანტიქრისტესთან დაკავშირებით 278
2020 წელი. 10 აგვისტო. წერაქვი. ღმერთის მამაკაცური და ქალური
ჰიპოსტასები 280

ნაწილი III

ეგვიპტ უ რი გნ ო ზის ი - ჰ ერ მესი

ინტერნეტპოსტებიდან. ბრძოლა ნეგატივთან 287


2020 წელი. 2 სექტემბერი. კვირის დღეები 291
2020 წელი. 5 სექტემბერი. კრიშნას ცნობიერება 295
2020 წელი. 6 სექტემბერი. გაბრიელი 297
ინტერნეტმიმოწერიდან. „ღმერთის წინაშე სიარული“ 299
ინტერნეტმიმოწერიდან. კითხვა კვებასთან დაკავშირებით 302

8
ინეტერნეტპოსტებიდან: რას გვასწავლის კორონა ვირუსი? 303
2020 წელი. 15-16 სექტემბერი. ლუციფერული და არიმანული დემონური
არსებები 307
2020 წელი. 2 ოქტომბერი. ჰერმეს ტრისმეგისტუსი. ჰერმეტიკული
კორპუსი 321
2020 წელი. 2 ოქტომბერი - 7 ოქტომბერი. ჰერმეტიკული კოდექსი.
პოიმანდრესი 325
2020 წელი. 9 ოქტომბერი. ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკა 367
2020 წელი. 9 ოქტომბერი. ჰერმეტიკული გნოსტიკური ტექსტი ნაგ-ჰამადის
ბიბლიოთეკიდან. „მოსაზრებები რვიანთან და ცხრიანთან დაკავშირებით“ 385
ინტერნეტპოსტებიდან: კომენტარი 62-ე აბზაცთან დაკავშირებით 413

ნაწილი IV

თე თრი მზის მე ო მა რ ი

2020 წელი. 5 დეკემბერი. სიზმარი-მინიშნება პანდემიასთან დაკავშირებით


დაწყებულ ერთობლივ ლოცვებზე 417
2020 წელი. 10 დეკემბერი. დისკუსია დემონურ არსებებზე და შივაზე. შივასთან
შეხვედრა 420
2020 წელი. 11 დეკემბერი. მიქაელთან შეხვედრა ზედა ასტრალურ (ან
მენტალურ) ველში 436
2020 წელი. 30 დეკემბერი. რა იქნება შემდეგი თემა? 444

9
2021 წელი. 6 იანვარი. თბილისი. რაღაცის მოლოდინი... 446
2021 წელი. 8 იანვარი. თბილისი. შენდობის საკრალური საიდუმლო 447
2021 წელი. 9 იანვარი. თბილისი. სამაელი 470
ინტერნეტპოსტებიდან: სამაელი 479
2021 წელი. 11 იანვარი. თბილისი. კაცობრიობის წინაშე ჩადენილი
დანაშაული 480
2021 წელი. 15 იანვარი. თბილისი. გნოზისის მე-7 საფეხური 488
2021 წელი. იანვარი. თბილისი. როგორ მუშაობენ მენტალური
დემიურგები 491
2021 წელი. იანვარი. თბილისი. „წყალზე სიარული“ 497
2021 წელი. 31 იანვარი. თბილისი. პატარა წარმატებები 501
2021 წელი. 11. თებერვალი. შივა 502
2021 წელი. 16 თებერვალი. თბილისი. ადამიანთა ცოდვიანობა 515
2021 წელი. 18 თებერვალი. თბილისი. სამი მეტეორიტი 516
2021 წელი. 9 მარტი. თბილისი. ქრისტესეული ცნობიერება მიქაელის
შუამავლობით 518
2021 წელი. 12 მარტი. ცნობიერების მე-8, მე-9 დონე 526
2021 წელი. მარტი. ისევ ცნობიერების ვარდნა... 533
2021 წელი. 17 მარტი. მე-12 - განდგომილი 534
2021 წელი. 18 მარტი. სამაელი გნოსტიკურ ტექსტებში 535
2021 წელი. 25 მარტი. საუბრები სამებასთან დაკავშირებით 544
2021 წელი. 26 მარტი. კოლექტიური სიზმარხილვა და მიქაელის
დარბაზები 552

10
2021 წელი. 27 მარტი. ასტრალური სტუმრები 563
2021 წელი. 28 მარტი. ისევ სამების სტრუქტურაზე 564
2021 წელი. 30 მარტი. „სამაელ, შენ ცდები!“ 572
2021 წელი. 6 აპრილი. თბილისი. ოქროს საწმისი 581
2021 წელი. 8 აპრილი. თბილისი. გნოსტიკური შეხედულებების შედარება-
შეჯამება 585
2021 წელი. 9 აპრილი. თბილისი. „სულის ძახილი“ და „ფიზიკური სამყაროს
უარყობა“ გნოსტიციზმში 608
2020 წელი. 19 აპრილი. თბილისი. „მეგზური“ და „ცადამაღლების“ თემა
გნოსტიციზმში 613
2021 წელი. მაისი. თბილისი. წიგნის დასრულება და ბოლო დავალება 618

11
წინასიტყვაობა

„გზამკვლევი სულიერი ცოდნის მაძიებელთათვის“ - ასეც შეიძლება


ეწოდოს იმმას (ეკატერინა მიქელაძის) მრავლისმომცველ ნაშრომს,
რომელიც ორტომეულად გამოიცა და სრულიად განსაკუთრებულ ხედვას
სთავაზობს დაინტერესებულ მკითხველს. წიგნი განსაკუთრებულია
როგორც თემითა და შინაარსით, ასევე თხრობის მანერით. ავტორი,
რომელიც თავად საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მკვლევარია,
ბუნებრივად იყენებს აღწერის დისციპლინათაშორის მეთოდს ბიოლოგიის,
ფიზიკის, მათემატიკის, ფილოსოფიის, ხელოვნების, ისტორიისა და
კოსმოლოგიის მოშველიებით, რომელიც თავის მხრივ, პიროვნული
და ისტორიულ-საკაცობრიო მისტიკური გამოცდილების აღწერასა და
გაზიარებას ემსახურება.
წიგნის მთავარი თემაა სამყაროსა და ადამიანზე ერთ დროს
არსებული და ამჟამად დაკარგული სულიერი ცოდნა. კაცობრიობის
ისტორიაში, ამ ცოდნის უქონლობის, გამრუდებისა თუ ბოროტად
გამოყენების შემთხვევებს ხშირად მოჰყოლია სავალალო შედეგები
ხანგრძლივი პერიოდებით. სამყაროს აგებულება-მუშაობის სულიერი
პრინციპებისა და ადამიანის სულიერი ბუნება-ფუნქციის შესახებ სწორი
ცოდნა განუსაზღვრელი მნიშვნელობისაა ჩვენი და ჩვენი პლანეტის
კეთილდღეობით განვითარებისათვის. ამ ცოდნის გაზიარებასა და
პრაქტიკულ გამოყენებას ემსახურება იმმას ნაშრომი.

13
სიზმარხილვისა და ტელეპათიის განსაკუთრებული უნარის გამოყენებით,
რომელსაც მწყობრი და რაციონალური ანალიზი ერთვის, ავტორი
თანმიმდევრულად გვაცნობს სამყაროსა და ადამიანის თანაარსებობის და
თანამშრომლობის სულიერ პრინციპებს. იმმას, სულიერი განზომილების
დახმარებით, უზარმაზარი სამუშაო აქვს ჩატარებული ამ პრინციპების
თავმოყრის, კატეგორიზაციისა და ანალიზის საქმეში. ნაშრომში გა-
მოყენებული შედარებითი ანალიზი უამრავი რთული ტექსტის თარგმანსა
და დამუშავებას მოიცავს სამეცნიერო, რელიგიური, მითოლოგიური
და მისტიკური წყაროებიდან. საგულისხმოა ისიც, რომ ავტორი, თემის
მასშტაბურ-ფილოსოფიური ხასიათის მიუხედავად და ანალიტიკური
კვლევის პარალელურად, მთლიანადაა დღევანდელობასა და ქმედებაზე
ორიენტირებული. წიგნში განხილული სწავლებები პრაქტიკაში დანერგვის
გზებს გვაცნობს და აქტიური ქმედებისკენ მოგვიწოდებს ცნობიერების
ამაღლება-გაფართოების გზით გაუმჯობესებული ინდივიდუალური
და საზოგადოებრივი ყოფიერების მისაღწევად. წიგნის კიდევ ერთი
თავისებურებაა მკითხველთან თავიდანვე ცოცხალი აზრობრივი მიმოცვლა:
ნაშრომის ფრაგმენტები ინტერნეტით ქვეყნდებოდა გამოცემამდე და
მკითხველის ნააზრევი ბევრ საჭირბოროტო საკითხზე ორივე ტომშია
შეტანილი.
დღევანდელ დღეს, როცა მსოფლიო ამდენი გამოწვევის წინაშე დგას და
როცა ასე გაძნელებულია ერთიანი, მწყობრი და ნამდვილი სურათის შექმნა
ამ გამოწვევების მიზეზებსა და მოგვარების გზებზე, იმმას კვლევითი ნაშრომი,
რომლის ფილოსოფიური, სოციალური და მეცნიერული მიდგომების სინთეზს

14
მოიცავს და ავტორის საკუთარ მისტიურ გამოცდილებას გვაზიარებს,
უნიკალურ საშუალებას გვთავაზობს სამყაროს სულიერი პრინციპების
გასააზრებლად და პრაქტიკაში დასანერგად. გამომდინარე იქიდან, რომ
ეს პრინციპები ყოფიერების ყველა სფეროს განმსჭვალავს, ხოლო მათი
შემსწავლელი თუ გამავრცელებელი ტრადიციული ინსტიტუციები
ხშირად მოძველებულია და თანამედროვე ადამიანისთვის გაუგებარი (მაგ.
დოგმატური რელიგიური სწავლებები), ან ზედმეტად აბსტრაქტული (მაგ.
აკადემიური ფილოსოფია), ხან კი ფსევდოსულიერებას გამოკიდებული (მაგ.
უამრავი თანამედროვე მიმდინარეობა რომელიც ადამიანს „გასხივოსნებას“
და ბედნიერ ცხოვრებას ჰპირდება), ამ პრინციპების სწორად გააზრება
და საყოველთაო კეთილდღეობისათვის გამოყენება კრიტიკულად
მნიშვნელოვანია არა მარტო „მაძიებელთათვის“, არამედ მთლიანად
საზოგადოებისათვის. ამ მხრივ „ანგელოზის გული“ ძველებრაელი
ფილოსოფოსის მაიმონიდის “მერყევთა გზამკვლევს“ მოგვაგონებს,
რომლის ავტორი ცდილობს ბიბლიურ-თეოლოგიური ტრადიცია ლოგიკურ-
ანალიტიკურ მიდგომას შეუთავსოს და წმინდა წერილის ფილოსოფიურ
ახსნას გვთავაზობს იმ მიზნით რომ ჭეშმარიტების მაძიებელი, პოზიციის
მიუხედავად, არ დაბრკოლდეს. იმმას „ანგელოზის გული“ ფასდაუდებელი
განძია სულიერი ცოდნის მოპოვების გზაზე შემდგარი მგზავრისთვის.
ქართულენოვან სივრცეში კი ამ ეკლექტურად შემეცნებითი ჟანრის
გამოჩენა-განვითარება საინტერესო და სასიხარულო მოვლენაა.

მკითხველი, „გნოზისის” ჯგუფის წევრი

15
შესავალი ავტორისაგან

წინამდებარე წიგნი წარმოადგენს პირველი წიგნის „გნოზისი, ანუ


ანგელოზის გულის“ გაგრძელებას და მე მათ ფაქტობრივად ერთიან
ნაშრომად აღვიქვამ. წინამდებარე წიგნში მეტად იშლება პირველში
განხილული საკითხები და შემოდის სრულიად ახალი თემები, მაგრამ,
მინდა აღვნიშნო, რომ პირველი წიგნის წაკითხვის გარეშე მეორის
წაკითხვას აზრი არ აქვს, რადგან მისი შინაარსი პირველის ლოგიკური
გაგრძელებაა. გარდა ამისა, პირველ წიგნში ჩამოყალიბებულია ის
საბაზისო ცნებები, რომელთა გარეშე შეუძლებელია მეორეში რაიმეს
გაგება, ამიტომ მე მკითხველს რეკომენდაციას ვუწევ პირველი წიგნის
წაკითხვის გარეშე ამ წიგნს არ შეუდგეს.
„გნოზისი, ანუ ანგელოზის გული“ წარმოადგენს სულიერი არსებებისგან,
კერძოდ ნათელი იერარქიის წარმომადგენლებისგან მიღებულ სწავლებას,
რომელიც ფაქტობრივად ფარავს ყველა საკითხს, რაც მავანს სულიერი
შემეცნების გზაზე შეიძლება დააინტერესოს. პირველ და მეორე წიგნს
ახასიათებთ ციკლური დაბრუნება ერთი და იმავე თემებთან, სადაც ყოველ
ახალ ხვეულში იგივე საკითხი უფრო სიღრმისეულად არის გაშლილი.
ჩემი უშუალო მასწავლებელი, მიქაელი, თვლის რომ სწავლების ასეთი
მეთოდიკა ყველაზე ეფექტურია ყველა სფეროში. ამიტომ ის საკითხები,
რაც პირველ წიგნშია წარმოდგენილი მხოლოდ ზედაპირულ ინფორმაციას

16
წარმოადგენს იმისი, რაც მეორე წიგნში განიხილება.
ენერგეტიკული კომპონენტის მხრივ, წიგნი დამუხტულია სულიერი
იერარქების ინდივიდუალური იმპულსებით, შესაბამისად ძალიან
მაღალვიბრაციული ენერგიის მატარებელია და ადამიანს ცნობიერებას
ცვლის, ამიტომ კითხვისას შეიძლება გულის აჩქარების, ძილიანობის ან
პირიქით ენერგიის მოზღვავების გრძნობა გაჩნდეს.
როდესაც ასეთი წიგნი იწერება, მის დასრულებამდე ფრაგმენტების და
ინფორმაციის გაზიარებისას, დიდი დატვირთვა მოდის ავტორზე, ვინაიდან
სულიერი იმპულსები ავტორის ნატიფი სხეულებით ვრცელდება, მაგრამ
ახლა, როდესაც ჩემი წიგნის ნაწყვეტებს სხვადასხვა ინტერნეტჯგუფები
აზიარებენ და გაცილებით მეტი ხალხი კითხულობს, ვგრძნობ, რომ ის
თავად იქცა დამოუკიდებელ ერთეულად - ცოცხალი სულის ცოცხალ
სიტყვად! ამიერიდან, წიგნი თვითონ აკეთებს თავის საქმეს და მას
საკუთარი ბედი აქვს.

• • •

17
ნაწილი პირველი
დამოუკიდებელი ნაბიჯები
ავტორის ნახატი „სიყვარული - შეხება გულზე”
damoukidebeli nabijebi

2019 წელი. 30 დეკემბერი. კატაკლიზმების სცენარის


გააქტიურება დედამიწაზე

სიზმარი:
ჩემს ძველ სახლში ვარ სოლოლაკში. ფანჯარაში ვიყურები და უეცრად
ვხედავ რომ ცაში, ღრუბლებში მოფრინავს ბუდას ქანდაკება. მას უკან
სხვა ქანდაკებები მოჰყვებიან. ეს ნათელ ძალთა იერარქები არიან -
რელიგიების დამფუძნებლები, წმინდანები, ცათამაღლებული სულები,
პლანეტარული ლოგოსები, ძალები და სხვადასხვა „სხივებზე“ მოღვაწე
არსებები. ქანდაკებები შორიდან ჩნდებიან, ჩემს სახლს უახლოვდებიან,
გზას აგრძელებენ და სახურავებს გადაღმა ღრუბლებში ქრებიან. უცნაური
და დიდებული სანახაობაა. მე თვალებს არ ვუჯერებ და დედაჩემს და ჩემს
ძმას ვეძახი. მაინტერესებს ისინიც იმავეს ხედავენ თუ არა. დედაჩემი
ფანჯარას უახლოვდება, ხელს იშვერს და აღფრთოვანებით იძახის:
- Смотри что происходит! Смотри! Архангел Михаил!
მიქაელის ქანდაკება მეც თვალში მხვდება. ოთახში ჩემი რუსი
დეიდაშვილი და ძმა შემოდიან. ჩემი ძმა ფანჯარას აღებს, რომ ცაში
გამოჩენილი მოვლენა უკეთ დავინახოთ. უეცრად მეუფეთა ამ რიგს
მოჰყვება... უცნაურია, მაგრამ ეს დიდი კალმისტარია. იმასაც, სხვა
ქანდაკებების მსგავსი ქვის ფაქტურა აქვს და ამ რიგის ნაწილია.
კალმისტარი ჩემს ფანჯარასთან ჩერდება, „მიყურებს“ და სახლში
შემოდის.

21
gnozisi

- სუფთა ფურცელი! - მეუბნება.


მე საწერი მაგიდის ტუმბოდან სასწრაფოდ ვიღებ ფურცელს და
მაგიდაზე ვუდებ. კალმისტარი სწრაფად წერს რაღაცას, შემდეგ ჩემი ძმა
ხმამაღლა კითხულობს, მაგრამ ის, რაც მისი ნაწერიდან მახსოვს მხოლოდ
მცირე ნაწილია:
- მიღებულ იქნა გადაწყვეტილება განადგურდეს „ველოსიპედის
ქანდაკება“ არასწორი პრინციპების გამო!
ვხვდები, რომ საუბარია ვარდების რევოლუციის მოედანზე მდგარ
ორკაციანი ველოსიპედის ქანდაკებაზე. მე გაკვირვებით ვუყურებ ჩემი
ოჯახის წევრებს და ვეკითხები:
- რად უნდათ ველოსიპედის ქანდაკების განადგურება? ეს ხომ
უბრალოდ ერთი უმნიშვნელო ნაკეთობაა?

22
damoukidebeli nabijebi

რატომღაც ვგრძნობ, რომ ამ „განადგურებას“ მსხვერპლი მოჰყვება და


მინდა ვკითხო „კალმისტარს“, შეიძლება თუ არა ხალხი გავაფრთხილო?
ვგრძნობ, რომ მაჩერებს, რადგან კანონის თანახმად საღმრთო ნებას წინ
არ უნდა აღუდგე.
ამ გაუგებარი შეგრძნებით მეღვიძება. ფიქრებით მიქაელს ვეძებ და
იმ მეუფეს ვისგანაც ეს სიზმარი შეიძლება ყოფილიყო გამოგზავნილი.
„სიბრძნის და სინათლის“ ღმერთი - ს. კ.-ს თბილ და მოსიყვარულე
თანამყოფობას ვგრძნობ. ჩემი კითხვები ცხადია მისთვის და ჩემთვის კი
სიზმრის ყველა სიმბოლო ერთბაშად ცხადდება.
ქანდაკებები ცაში - ნათელ ძალთა იერარქიაა. ისინი რაღაცნაირად
შორდებიან დედამიწას... ზამთრის ნაბუნიობამ ისევ მოიტანა გარდამტეხი
მომენტი. კალმისტარი, რომელიც ამ იერარქიის ერთ-ერთი წევრი იყო,
რაღაცნაირად ჩემთანაა კავშირში. ინიციაციის დროს, ხომ სწორედ
კალმისტარი გადმომცეს, როგორც სიმბოლო, რომ მათი შუამავალი
იხ.„ანგელოზის
უნდა ვიყო და წიგნი დავწერო (იხ „ანგელოზის გული“, პირველი წიგნი.
„ინიციაცია“, გვ. 80).
80 მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ეს ავადსახსენებელი
ველოსიპედის ქანდაკებაა... არასწორი პრინციპი... ეს არის ორი ადამიანის
ველოსიპედი, რომელიც ვერასდროს ვერსად ვერ წავა, იმიტომ რომ
ადამიანები საპირისპირო მხარეს იყურებიან და საჭეებიც საპირისპიროდ
აქვთ მიმართული. ეს არის სიმბოლო ტრანსპორტის, რომელიც შინაგანი
კონფლიქტის გამო ვერსად ვერასდროს ვერ გადაადგილდება...
ს. კ.:
- ეს ალეგორიაა კაცობრიობის, რომელიც ვეღარსად ვერ მოძრაობს...

23
gnozisi

ვეღარ ვითარდება... ამიტომ იყო მიღებული გადაწყვეტილება კა-


ტაკლიზმების სცენარის გააქტიურების...
მე საშინელი სევდა მეუფლება... აზრების კორიანტელი მაწყდება...
ხან იმაზე ვფიქრობ, რომ მე ვერაფერი ვერ მოვასწარი... ან რა შემეძლო
რომ შემეცვალა? ან იქნებ შემეძლო, ადრე რომ გამოვფხიზლებულიყავი?..
რამდენი რამე გავაკეთე არასწორად... რამდენი შემეშალა და უკვე გვიანია
რამე შეცვალო...
მეუფისგან უცნაური გზავნილი მოდის. ის ჩემს შფოთვას აქრობს...
- ნუ გგონია, რომ ყველაფერი დასრულდა... საქმე ახლა იწყება...

• • •

ინტერნეტპოსტებიდან. ჩვენ ბრძოლა წავაგეთ...

იმმა:
- ვინც ჩემს წიგნს კითხულობდა, მოგეხსენებათ, პირველი წიგნი დამთავრდა
(ბოლოს წინა სიზმარხილვა) თავით „ბრძოლა ბნელ ძალებთან”, რომლის აზრი
მდგომარეობდა იმაში, რომ ჩვენ „ბრძოლა წავაგეთ”. ანუ, ინკარნაციაში მყოფმა
ნათელმა სულებმა (მაღალსულიერმა ადამიანებმა) წააგეს ბრძოლა. რაღაც
უსაშველო იყო უკვე ის ნეგატივი და დემონური გამოვლინებები. უკვე ვეღარ
ვუმკლავდებოდით. ძალიან მძიმე სიზმარხილვა იყო. იქამდე სულ მოდიოდა

24
damoukidebeli nabijebi

მიქაელისგან ის აზრი, რომ კაცობრიობამ დააგროვა ძალიან მძიმე კარმა და რომ


მომავალი შეიძლება გათამაშდეს ორი სცენარით: ან „უმტკივნეულო სცენარით”
ან „კატაკლიზმების სცენარით”. „უმტკივნეულო სცენარი” განვითარდებოდა იმ
შემთხვევაში, თუ ნათელი სულები, რომლებიც ახლა დედამიწაზე განსხეულებაში
იმყოფებიან გადაფარავდნენ იმ ნეგატივს, რასაც ქმნიდა უმრავლესობა.

ამ შემთხვევაში მათი მაღალი ცნობიერებით მოხდებოდა სხვების წამოწევა, და


ადამიანები რაღაცნაირად გონს მოვეგებოდით, მაგრამ არა, ვერ მოხდა ეს. ამიტომ
2019 წლის ზამთრის ნაბუნიობაზე შედგა ნათელი იერარქიის წევრების დიდი
ყრილობა/შეხვედრა და იყო მიღებული გადაწყვეტილება, აეშვათ ის კარმა, რაც
დაგროვდა და რაც თვითონ, თავისი დიდი ძალისხმევით, ესე ვთქვათ, კაი ხანი
ჰქონდათ „მოთოკილი“. ანუ გააქტიურდა „კატაკლიზმების სცენარი”, რომელიც
უნდა ამოქმედებულიყო 2020 წლიდან (კომენტარებში დავდებ ამ სიზმარხილვას).
ამაზე პოსტი მქონდა დადებული იანვრის პირველ რიცხვებში, ჯერ არაფერი რომ
არ იუწყებოდა ამ მოვლენებს. მაგრამ ჩემზე ამ წინასწარმეტყველებამ იმდენად
დამთრგუნველად იმოქმედა, რომ ეს ფაქტობრივად ჩემი ბოლო პოსტი აღმოჩნდა

25
gnozisi

იმ პერიოდში. აღარ მქონდა გაგრძელების სურვილი. მაგრამ მერე დამესიზმრა


მეორე სიზმარი, რომელსაც ახლა ქვემოთ დავწერ, რომლის აზრი ის იყო,
რომ ის „კატაკლიზმი” (პირველი კატაკლიზმი), რომელიც მთელ პლანეტაზე
გავრცელდებოდა (მერე მივხვდი, რომ კორონაზე იყო საუბარი, იმიტომ რომ
ეს სიზმარი დეკემბერში ვნახე), ჩვენ შედარებით დაგვინდობდა. არ ვიცი ეს რით
დავიმსახურეთ, მაგრამ აზრი ეს იყო. ეს სიზმარი მაშინ მხოლოდ რამდენიმე
ადამიანს გავუგზავნე, იმიტომ რომ მე თვითონ არ მჯეროდა, რომ ასე შეიძლება
მომხდარიყო. ღმერთმა დაგვიფაროს, რომ ასე გაგრძელდეს.

2019 წელი. დეკემბერი. პირველი კატაკლიზმი.


„ტორნადო“

სიზმარი:
...ვხედავ, თითქოს მე და ადამიანთა ჯგუფი, რაღაც გადაფარულ,
უკედლებო ნაგებობაში ვართ. ყველამ ვიცით, რომ სადღაც, ჩვენგან
შორს დამანგრეველი ქარიშხალი მძვინვარებს. ჩვენ ამ კატაკლიზმებს
ტელევიზორით და ინტერნეტით ვაკვირდებით და მიუხედავად თა-
ნაგრძნობისა, შინაგანად მშვიდად ვართ, რადგან გვგონია, რომ ეს
ყველაფერი ჩვენ არ შეგვეხება. უეცრად ვაცნობიერებ, რომ ჩვენ
ფარღალალად გადახურულ თავშეყრის ადგილს, სწორედ ის ქარიშხალი
უახლოვდება, რომელიც მეგონა, რომ ჩვენამდე ვერ მოაღწევდა. ყველას
შიში გვიპყრობს, ზოგი პანიკაში ვარდება. ზოგი შენობიდან გარბის, ზოგიც

26
damoukidebeli nabijebi

უკან ბრუნდება. უფრო სწორედ ერთი ადამიანია, რომელიც ხან გადის, ხან
ბრუნდება. თან ჩემთვის მეფიქრება, რას დადის წინ და უკან-მეთქი. მე
თავს ხელებში ვრგავ და ლოცვას ვიწყებ ჩვენი გადარჩენისთვის. (ჩემთან
ერთად სხვებიც ლოცულობდნენ). თავის წამოწევის მეშინია, რადგან
მესმის, რომ ქარიშხალი უკვე ჩვენს თავზე მძვინვარებს. ასე მგონია, რომ
ეს ფარღალალა გადახურული, ცუდად დაცული და არამყარი შენობა,
რომელშიც ჩვენ ვართ, ამ ქარიშხალს ვერ გადაურჩება. მაგრამ ცოტა ხანში
ხმაური და გრგვინვა წყნარდება და სიჩუმე ისადგურებს. მე თავს ვწევ,
გარეთ ვიყურები უარესის მოლოდინში, მაგრამ გაკვირვებით აღმოვაჩენ,
რომ გადავრჩით. ჩვენი შენობა ადგილზეა და მის გარეთაც მიუხედავად
დანაკარგებისა უმთავრესი შენობებისა გადარჩენილია. ის ერთი ადამიანი,
რომელიც ხან შემოდიოდა და ხან გადიოდა, ისიც შევამოწმე და გამიხარდა,
რომ გადარჩა. გარეთ იგრძნობა ერთგვარი განახლება, როგორიც წვიმის
მერე იცის ხოლმე...
ეს გადახურული შენობა სავარაუდოდ ჩვენი ქვეყანაა (ან ინტერ-
ნეტჯგუფის ხალხი), ხოლო ქარიშხალი რაღაც კატაკლიზმია, რომელიც
გვეგონება, რომ მხოლოდ სხვა ქვეყნებს შეეხება, ჩვენთანაც მოვა, მაგრამ
ძალიან არ დაგვაზიანებს.
(25.05.2021-ში დამატებული კომენტარი: როგორც აღმოჩნდა
კორონავირუსის ეპიდემიაა. პირველ ტალღაზე ძალიან მსუბუქად
შეგვხვდა. მერე მართლა კოლექტიური ლოცვა მოვაწყეთ. ჯერ-ჯერობით
პანდემია არ არის დამთავრებული).

27
gnozisi

2019 წელი. დეკემბერი. მეორე კატაკლიზმი

სიზმარი:
სახლში ვარ ჩემი ოჯახის წევრებთან ერთად. ვიცი, რომ გარშემო,
ქუჩის მხრიდან ნელ-ნელა იწევს წყლის დონე, რომელიც გარშემო
ყველაფერს ტბორავს. ჩვენ მშვიდად ვაგრძელებთ ცხოვრებას, ვითომც
არაფერი არ ხდება. მაგრამ ბოლოს მაინც შფოთვა მიჩნდება. ვხვდები,
რომ სახლი ისეა დატბორილი, რომ უკვე სახურავსაც ფარავს. წყალი
საცაა კედლებს შემოანგრევს, ჩვენ კი ისე ვიქცევით, თითქოს არაფერი
ხდება. მე გვერდზე ოთახში გავდივარ, რომელიც აღმოჩნდა რომ უკვე
დატბორილია. ამის აღარ შემჩნევა არ გამოდის. მე წყლით ჭერამდე
ავსებულ ოთახში მივცურავ, რომ გარეთ გავაღწიო. სავარაუდოდ
ჩემი ოჯახის წევრებიც იმავეს აკეთებენ. უცნაურია, მაგრამ წყალი არ
მახრჩობს. მასში თავისუფლად ვსუნთქავ. როდესაც მე და დედაჩემი
სახლიდან ცურვით გამოვდივართ და ნაპირზე ამოვდივართ, თბილისს
ვუყურებ და ვერ ვცნობ. წყალმოვარდნამ სრულიად შეცვალა რელიეფი.
თითქმის მთელი თბილისი წყლითაა დაფარული. მხოლოდ მცირე ნაწილია
ამ თვალუწვდენელი ოკეანიდან კუნძულებად ამოჩენილი. დედა ნანობს,
რომ ძველი სახლი დაიტბორა.
- მადლობა თქვი, რომ ახალი სახლი გადარჩა! - ვეუბნები მე.
კალენდარს ვხედავ, რომელზეც 7 მაისი წერია... არ ვიცი ეს
გლობალური მოვლენაა თუ ჩემს ოჯახს ეხება.

28
damoukidebeli nabijebi

რამდენიმე დღეში ისევ იგივე სიზმარს ვხედავ.


ისევ ვუყურებ ზევიდან თბილისს, რომელიც წყლითაა დაფარული.
ოღონდ ამჯერად წყალი რაღაცნაირად ჭუჭყიანია...
- ხომ ვამბობდი, ასე იქნება-თქო! - ვეუბნები ვიღაცას...

2020 წელი. 6. თებერვალი. დაცემული ანგელოზი

ძილის წინ მიქაელს ვთხოვ, რომ რაიმე მინიშნება გამომიგზავნოს


იმ სამ ადამიანზე, ვინც უნდა ვიპოვო იმისთვის, რომ ხუთი „მიქაელი“
შეიკრას. მიქაელს ვსაყვედურობ, რომ მინიშნებებს ჯიუტად არ მაძლევს
და ეს თემა უკვე მაღიზიანებს. ამიტომ იმასაც ვთხოვ, რომ ამ ძიებას
ერთხელ და სამუდამოდ დავანებოთ თავი, რადგან მცდარი არჩევანის
გაკეთების შემთხვევაში, ეს ყველაფერი ძალიან არასწორი გზით წამიყვანს
მეც და იმ ადამიანებსაც.
სიზმარი:
თითქოს რაღაც დაღმართში ჩავდივარ. ჩემთან ერთად ხალხის
მასა მოძრაობს, რომელსაც უნებურად მივყვები, იმიტომ რომ მიჭირს
მის საწინააღმდეგოდ მოძრაობა. უეცრად დაბლა, სადაც დაღმართი
მთავრდება, ვამჩნევ ხალხის მოძრაობიდან განყენებულად მდგომ ჩემს
ძველ თანამშრომელს, რომელთანაც ძალიან თბილი ურთიერთობა
მაკავშირებს. მე ვცდილობ ხალხის მასას გამოვეყო და მასთან მივიდე. ეს
ძლივს გამომდის, მაგრამ მაინც ვახერხებ და ჩემს მეგობარს სიხარულით

29
gnozisi

ვეგებები. მეგობარი გოგონა უჩვეულოდ გადაპრანჭულადაა ჩაცმული


და მობილურზე საუბრობს. მე ვცდილობ ჩავეხუტო, რადგან დიდი ხანია,
რაც არ მინახავს და მასთან შეხვედრა ძალიან მიხარია, მაგრამ ის არ
ჩქარობს ჩემს მოსალმებას, მობილურზე ლაპარაკს იმიზეზებს და ხელით
უკან მწევს. ცოტა მეუცნაურება მისი ასეთი უხეში ქცევაც, გარეგნობაც
და ჩაცმულობაც. თვალში მხვდება, რომ არაბუნებრივად მაღალია და მე
ლამის მხრამდე ძლივს ვწვდები, ხოლო ჩაცმულობაში ვულგარულობა
იგრძნობა, რაც მას არასდროს არ ახასიათებდა.
უეცრად, რაღაც სახლში ვინაცვლებთ. მე მასთან საუბარს ვარ
მოწყურებული, მაგრამ ის ძალიან ცივად მექცევა.
- შენი წიგნი წავიკითხე... ეს რა დაგიწერია... ვერ ხედავ, რომ ეშმაკი
გყავს შეჩენილი? - მისი სიტყვები მწარედ მხვდება გულზე. უნებურად
მეფიქრება, რომ ამ წიგნის გამო შეიძლება ყველა მეგობარი დავკარგო.
უეცრად ვგრძნობ კეფაზე წნევას, თითქოს ვიღაც მაწვება, თან ისეთი
ძალით, თითქოს ჩემი მიწასთან გასწორება უნდა. მე ამ ზეწოლისგან
ვიკეცები და კვნესას ვიწყებ. ინსტინქტურად იესოს ლოცვას ვამბობ,
რომ დემონური შემოტევა მოვიგერიო, ზეწოლა ქრება და ისევ მხრებში
ვიმართები.
- ხომ ხედავ რა გემართება! - მეუბნება შეშფოთებით მეგობარი, -
ეკლესიაში უნდა მიხვიდე. ვინმე მამაოს წააკითხე შენი წიგნი?
მე ვუყვები, რომ წავაკითხე პატარა ნაწილი, მაგრამ იმან ვერაფერი
გადაწყვეტით ვერ თქვა.
- ჰოდა, სხვას უნდა წააკითხო და გეტყვიან, სწორედ როგორ უნდა მოიქცე.

30
damoukidebeli nabijebi

მე ჩემს მეგობარს ვუყურებ და კითხვა მებადება:


- მაინც რა არ მოგეწონა კონკრეტულად? - ვეკითხები მე.
ის ცოტა ხანს ფიქრდება. თითქოს უჭირს რამე კონკრეტულის
გახსენება და მეუბნება:
- აი, რომ დაწერე, სულიერი განზომილებიდან ანგელოზის ტიპის
არსებები დედამიწაზე რომ ინკარნირდებოდნენო, მერე აღარ უნდოდათო
იმ საზიზღარ ადგილას დაბრუნებაო! - რატომღაც „საზიზღარ ადგილას“-
ზე, რომელშიც სულიერ განზომილებას გულისხმობდა, განსაკუთრებული
აქცენტი გააკეთა. ტუჩები მოპრუწა და ისე თქვა, რომ განსაკუთრებული
ზიზღით გაჟღერებულიყო. თან, თითქოს მე მასახიერებდა. თითქოს მე
ვუწოდე ჩემს წიგნში სულიერ განზომილებას „საზიზღარი ადგილი“. მე
გაკვირვებისაგან თვალები გამიფართოვდა.
- სად მიწერა ეგეთი რამ? მსგავსი არაფერი არ მითქვამს. პირიქით,
მე დავწერე, რომ როდესაც ანგელოზის ტიპის არსებები ადამიანად
ინკარნირდებოდნენ, ისინი ცდილობდნენ უკან, სახლში ანუ სულიერ
განზომილებაში დაბრუნებას, მაგრამ ზოგიერთი, ესე ვთქვათ, „დაეცა“
და უნებურად ჩაერთო დედამიწაზე რეინაკრნაციების წრებრუნვაში.
სამსარიდან ვეღარ გამოვიდნენ, მაგრამ მათ ყოველთვის დიდი დახმარება
ჰქონდათ ზედა სამყაროდან... თავიანთი დებისგან და ძმებისგან...
ამაზე ჩემმა მეგობარმა არაფერი მიპასუხა. მე მშვიდი ხმა მქონდა,
რადგან შინაგანად საკუთარ სიმართლეს ვგრძნობდი.
- კიდევ რა? კიდევ რა არ მოგეწონა? - არ შევეშვი მე.
ის თითქოს პასუხს გაურბოდა. ვერ იხსენებდა კონკრეტულად

31
gnozisi

ვერაფერს და ბოლოს თქვა:


- ნუ, ეს ყველაფერი, ანგელოზები, ამაღლებული სულები, შენ რასაც
აღწერ, ეს ყველაფერი ხომ ხვდები, რომ შეუძლებელია? ფანტაზიებია
უბრალოდ.
- ნუ, კარგი, გარდა იმისა, რომ ეს ყველაფერი დაუჯერებლად გეჩვენება
და ის რაღაც „სულიერ სამყაროზე“, როგორც აღმოჩნდა ვერ გაიგე და
უკუღმა ამოატრიალე, ამის გარდა რა გეჩვენება არასწორად? ღმერთის
საწინააღმდეგოდ?
მან არაფერი მიპასუხა და შევატყვე, რომ ცდილობდა საუბრის თემა
შეეცვალა. სარკე ამოიღო და მაკიაჟის შესწორება დაიწყო. ჩემი მეგობარი
გოგონა ყოველთვის თავმდაბალი და ძალიან სათნო, უბრალო გოგო იყო.
მაკიაჟს თითქმის არ იყენებდა. ამით ჩვენ ერთმანეთს ვგავდით. ამჯერად კი
საშინლად მკვეთრი მაკიაჟი ჰქონდა გაკეთებული. ლურჯი ციმციმებიანი
(რუს. Блестки) ჩრდილები საშინლად არ უხდებოდა შავგვრემან სახეს.
- შენ რომელ ვიზაჟისტთან დადიხარ? - მკითხა მოულოდნელად.
გამიკვირდა მისგან ეს კითხვა და ჩემთვის გამეფიქრა:
„- რა დაემართა ამ ანგელოზივით გოგოს?“
- მე, ხომ იცი, რომ მაკიაჟის დიდი მოყვარული არა ვარ, - ვუპასუხე,
- არ ვიყენებ თითქმის და ვიზაჟისტთან ცხოვრებაში არ ვყოფილვარ.
ჩემს ქორწილშიც კი მე თვითონ გავიკეთე.
ის სარკეს არ წყდება და მეუბნება:
- ესე იგი, ვიზაჟისტებისგან სწავლობ, როგორ გაიკეთო მაკიაჟი?
ნამდვილი ქალივით ხომ გინდა გამოიყურებოდე?

32
damoukidebeli nabijebi

- „----------„- მივმართავ მას სახელით, - ნამდვილი სილამაზე,


ხომ იცი, რომ შიგნიდან მოდის, როცა ადამიანის სულიერი სილამაზე
გარეთ გამოსჭვივის? ნამდვილი ქალური ქარიზმაც ასე ჩნდება...
ის თითქოს თემის შეცვლას არ აპირებს და მე ბოლო-ბოლო
მოთმინებადაკარგული ვაწყვეტინებ:
- „-------„, თუ მაკიაჟზე გინდა საუბარი, ეგ ჩემთან არაა... მე არ
ვარ მაგ მხრივ კარგი მოსაუბრე...
ამაზე სიზმარი წყდება და მეღვიძება...
როგორი რეალური შეგრძნება იყო... მეფიქრება ჩემთვის და მიქაელის
მოსიყვარულე თანამყოფობა მეხვევა.
- როგორც იქნა... - წამომცდა, რადგან გამიხარდა მისი გამოჩენა, -
რას ნიშნავს ეს სიზმარი?
მიქაელი:
- შენ მუდმივად გინდა, რომ მინიშნებები მოგცე იმ ადამიანებთან
დაკავშირებით, რომლებთანაც ურთიერთობა გიწევს, მაგრამ მე მირჩევნია,
რომ თავად ისწავლო მათი ბუნების ამოცნობა. უნდა ისწავლო, რომელი
კატეგორიის სულთან გაქვს შეხება: სულიერი, შუალედური, ადამიანური
თუ ქტონური. ენდე შენს ინტუიციას. შენ ყველაფერი იცი. არასწორი
კავშირები არასწორი გზით წაგიყვანენ. კაცობრიობა ახლა იმ ეტაპზეა,
როცა სულიერ ჰიპოსტასთან, „მამასთან“ უნდა დაამყაროს კავშირი.
მხოლოდ ამის შემდეგ იქნება შესაძლებელი დედამიწის ლოგოსის
ქალური საწყისთან, ანუ „დედა მიწასთან“ სწორი ურთიერთობა.
იქამდე დედამიწის ჰიპოსტასისკენ ლტოლვა მხოლოდ „დამიწებაა“,

33
gnozisi

რომელიც მსგავს კულტებში როგორც წესი უწესრიგო და აღვირახსნილ


ორგიებშიც კი ვლინდებოდა, რაც თქვენ ისტორიას კარგად ახსოვს.
სულიერად განუვითარებელი ადამიანი დედამიწის რიტუალებს მხოლოდ
აუკუღმართებს. დააკვირდი, ვინ უფრო უვლის და უფრთხილდება ბუნებას,
დაბალი ცნობიერების (დაბალი ვიბრაციების) თუ მაღალი ცნობიერების
(მაღალი ვიბრაციების) ადამიანები?
- მაღალი ცნობიერების... ანუ... მაღალი შეგნების ადამიანები...
- მაღალი სულიერი ვიბრაციის, ანუ სულის ჰიპოსტასთან კავშირის
გარეშე, „დამიწებული“ ცნობიერების ადამიანებისთვის დედა-ბუნება
მხოლოდ ექსპლუატაციის საგანია და მეტი არაფერი. იმისთვის, რომ
მატერია-სულის ერთობა დაინახო და დედა-მიწიერს მოუფრთხილდე ისე,
როგორც საჭიროა, ამისთვის სულის ჰიპოსტასთან, ანუ მამა-ზეციერთან
უნდა დაამყარო მჭიდრო კავშირი. თქვენ ახალა სწორედ ეს გაკლიათ...
სწორედ ეს კავშირი გაქვთ გაწყვეტილი, თორემ დამიწებულები ისედაც
ხართ. მამა-ზეციერისკენ უნდა გქონდეთ ყურადღება მიმართული და
მაშინ დედა-მიწიერსაც იგრძნობთ... ნუ მიგიზიდავენ ნურც ბუნების
სულები (შუალედური სამყარო), ნურც მითუმეტეს ქტონური (ქვესკნელის
სამყარო). ხომ გახსოვს სულიერ არსებებთან და შესაბამის სულებთან
ურთიერთობისას „საღმრთო მადლს“ უნდა გრძნობდე. ამას რატომ
გეუბნები... ის არსება, რომელიც შენ სიზმარში, შენი თანამშრომელი
მეგობრის სახით დაინახე, ერთ-ერთი „დაცემულთაგანი“ იყო... ამიტომ
ჰქონდა ასეთი რეაქცია „სულიერ სამყაროზე“, როგორც „საზიზღარ
ადგილზე“... მინდა კარგად გაიგო დაცემულების ბუნება. ისინი იგივე

34
damoukidebeli nabijebi

ანგელოზები არიან, ოღონდ დაბალვიბრაციულ ვარიანტში. როგორც


სიბნელე იგივე სინათლის სხივებია, ოღონდ დაბალვიბრაციულ
სიხშირეში. მაგიტომ დაგებადა ეს კითხვა შენს სიზმარში - „რა მოუვიდა ამ
ანგელოზივით გოგოს?“. მე სპეციალურად შევარჩიე დაცემული ანგელოზის
არქეტიპისთვის შენი ისეთი მეგობარი, რომელიც განსაკუთრებული
სათნოებით გამოირჩევა (ანგელოზივით გოგო), რომ ეს კონტრასტი
დაგენახა. ჩვენც გვებადება ეს კითხვა მათი შემხედველი. შენ იცი, რომ
პირველწყაროს სულის ჰიპოსტასიდან არის პირველადი შვიდი განტოტვა.
ამ შვიდ, ე. წ. სხივზე მუშაობს 7 მთავარი იერარქი. მაგრამ ამ 7 სხივიდან
კიდევ ხდება განტოტვები, რომლებიც თავის მხრივ ასევე იტოტებიან.
თითოეული განტოტვა გარკვეული ტიპის ენერგიაა, ანუ გარკვეულ
ტალღაზე მუშაობის შესაძლებლობა... გახსოვს ოლიმპიელი ღმერთები?
მაგალითად „სილამაზის“ ქალღმერთი/ღმერთი? როდესაც ადამიანი
სილამაზის გრძნობას განიცდის, მისი სულიერი სხეული გამოასხივებს
მაღალი სიხშირის ენერგიას. ამ ენერგიას განაგებენ გარკვეული ტიპის
სულიერი არსებები. გაიხსენე, ჩვენ ვსაუბრობდით ამაზე.

პირველი წიგნი. ნაწყვეტი 2019 წელი, 11 თებერვლის ჩანაწერიდან:


”დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და ევოლუციასთან
ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები, როგორიცაა
სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ ბრძოლის
ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ. ანუ, ის ცნებები, რომლებიც ასე
ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია,

35
gnozisi

მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ნატიფ ენერგიას


წარმოადგენს, ამიტომ სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება, ანუ
ფიქრი/ემოცია არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც
თავისი ე. წ. მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი
მიმართულებით, ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს.
მინერალების, მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური
ცნობიერების მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ
მატერიალურ, ეთერულ და ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა
ტრიადიდან მათ მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების
ნაპერწკალი აქვთ. ამიტომაა, რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან კონტაქტში
შესვლისას არ იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრივი
მადლის შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია.“

მიქაელი:
- ეს არსებები, რომლებიც თავის დროზე გარკვეულ ენერგიის ტიპთან
მომუშავე სულიერი იერარქიის წევრები იყვნენ, (ე. წ. დაცემული
ანგელოზები) „დაცემის“ მერეც აგრძელებენ იმავეს, ანუ იმ ენერგიის
მართვას, რასაც ნაჩვევები იყვნენ, ოღონდ მატერიალურ განზომილებაზე
ზემოქმედებენ როგორც წესი დაბალი ასტრალიდან და შესაბამისად ამ
ენერგიების დაბალ-ვიბრაციული გამოვლინებებით საზრდოობენ. ანუ,
წარმოიდგინე, რომ ამაღლებული სილამაზის კატეგორია დაამიწო. სხვა
სიტყვებით, ნამდვილი სილამაზე შეცვალო მოჩვენებითი, მატყუარა,
ხელოვნური, მატერიალური სილამაზით... მათთვის ყოფილი სამშობლო,

36
damoukidebeli nabijebi

ანუ სულიერი განზომილება მტრად და „საზიზღარ ადგილად“ აღიქმება,


იმიტომ რომ საპირისპირო პოლუსადაა ქცეული.
მე გამახსენდა ენოქის წიგნი, სადაც საუბარი იყო ერთ-ერთი დაცემული
ანგელოზის მიერ ქალებისთვის ფერუმარილის გამოყენების სწავლებაზე...
- ჰო,ეს სწორედ ესაა. მიუხედავად იმისა, რომ ენოქის წიგნში ძალიან
სახეცვლილი ინფორმაციაა, სწორედ ეს ანგელოზი ნახე სიზმარში შენი
მეგობრის გარეგნობით შენიღბული. მხოლოდ გახსოვს, ის უცნაურად
მაღალი იყო, ზედმეტი აქცენტებით ჩაცმაზე და მაკიაჟზე? მისი ენე-
რგეტიკული ფოკუსი მატერიალურ განზომილებაში არის ვიზაჟის, მოდის,
სილამაზის სალონების და მსგავსი ადგილები, ხოლო მუშაობის ტალღა
- სილამაზე, უფრო სწორედ მისი დამახინჯებული ვარიანტი. საერთოდ,
ნაკლოვანი გარეგნობა ცუდი კარმის მაჩვენებელია. თქვენი სამყარო
იდეალური (უფრო სწორედ იდეალურთან მიახლოებული) რომ ყოფილიყო,
ხოლო ადამიანთა სულები წმინდა, ყველა ადამიანი ლამაზი იქნებოდა.
ულამაზო გარეგნობა ნიშნავს, რომ ცუდი კარმა გიბრუნდება ან წინა
ცხოვრებიდან, ან გვარიდან, ან ოჯახიდან და სხვ. იმ დროში, რომელშიც
შენ ახლა ხარ, თქვენ ყველას, ყველა ადამიანს გაქვთ ცუდი კარმა ასეთი თუ
ისეთი ფორმით, ამიტომ ულამაზო გარეგნობა არაა გასაკვირი. გარეგნობის
ხელოვნურად გაუმჯობესება ნიშნავს ამ კარმიდან თავის დაძვრენას, რაც
თავის მხრივ ნიშნავს, რომ იგივე კარმა უფრო მძიმე ფორმით გადმოვა
ადრე თუ გვიან. მძიმე ფორმით კარმის გადმოსვლა ვის აწყობს, ეგეც
იცი. მოკლედ რომ ვთქვათ, „დაცემულებს“ გაუკუღმართებული აქვთ ის
ენერგიები, რომლებიც ოდესღაც ებარათ სულიერ სამყაროში და ძალიან

37
gnozisi

ამაღლებულ კატეგორიებში... მე მინდა, რომ შენ ამოიცნო, არა მხოლოდ


უბრალოდ დემონური არსება, არამედ კონკრეტულად „დაცემული“ და
განსაზღვრო მისი „მუშაობის“, მისი ენერგიის პროფილი. ეს არსებები
ჩვენთვის საწინააღმდეგო ძალებს წარმოადგენენ და დედამიწის ჯამურ
ვიბრაციებს არაბუნებრივად დაბლა წევენ. ისინი შეიძლება „მეგობრის“
სახით შემოვიდნენ შენთან კონტაქტში, რომ სწორი გზიდან შეგაცდინონ.
შეიძლება პირდაპირ ნატიფი განზომილებიდანაც იმოქმედონ, თუმცა ეს
უკანასკნელი ნაკლებად გამოუვათ. ამიტომ შეეცდებიან განსხეულებული
ადამიანი მონახონ, ვისი პირითაც დაგელაპარაკებიან. არ მოტყუვდე... და
ნუ მიყვები ხალხის მასებს, რომლებიც თავდაღმართში მიგაქანებენ... თუ
საჭიროა დინების საწინააღმდეგოდ წასვლაც უნდა შეძლო...

• • •

ინტერნეტპოსტებიდან. ენერგონაკადები

იმმა:
ეს სიზმარხილვა (2020 წელი. 14 მარტი. გვ. 39) ეხება ისეთ თემას, რომელიც
ბოლომდე ვერ გავიგე. ანუ ეზოთერულად ამ მოვლენას რა ჰქვია არ ვიცი,
მაგრამ მე, იმას, რაც დავინახე ვუწოდე „ენერგონაკადები”, რომლებიც ჰგავდა
ვორტექსებს და ნაკადებს, როგორც ოკეანის წყალქვეშა დინებებშია ხოლმე.
თითოეულ მოვლენას ამ ნაკადების საკუთარი სიბრტყე აქვს. იქ, სადაც ნაკადი

38
damoukidebeli nabijebi

დაბლოკილია, ესა თუ ის მოვლენა/მოქმედება ვერ მოხდება, ხოლო სადაც ეს


ნაკადი აქტიურია, შესაბამის პროცესს, ესე ვთქვათ, „გზა ხსნილი” აქვს. სულიერ
არსებებს (ისევე როგორც ჩვენს კოლექტიურ მენტალს) შეუძლიათ მართონ
თავისი მენტალით ეს ნაკადები და მიმართონ სასურველი მიმართულებით.
სავარაუდოდ, ამ უნარს ხშირად არ იყენებენ, რადგან მათი (სულიერი იერარქების)
ფუნქციაა არა მართვა (ჩვენი გაგებით), არამედ გაძღოლა/წინამძღოლობა. ამიტომ
არქონტული არსებებისგან განსხვავებით ისინი სულიერი მასწავლებლები არიან
და არა მანიპულატორი მმართველები.

• • •

2020 წელი. 14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები

ძილის წინ უამრავი აზრი ირეოდა ჩემს გონებაში. ბოლო დღეების


ეპიდემიაზე მეფიქრებოდა და იმ შიშზე და დაბნეულობაზე, რაც ამ
ეპიდემიას მოჰყვა. ჩემი აპოკალიფსური სიზმრები მიდგებოდა თვალწინ
და მიჭირდა იმის დაჯერება, რომ კატაკლიზმების სცენარი რეალურად
გააქტიურდა, ხოლო კორონა ვირუსი ამ ჯაჭვური პროცესების მხოლოდ
დასაწყისია... ჩემს თავზეც მეფიქრებოდა... ვიცი, რომ მაგრად უნდა ვიყო,
რადგან ჩემზე ბევრი სხვა ადამიანია დამოკიდებული. მეფიქრებოდა და
მედარდებოდა, რომ ჩემი წიგნის ელექტრონული ვერსია დავდე მხოლოდ
ძალიან პატარა ჯგუფში და კიდევ ერთ-ერთი მსხვილი ეზოთერული

39
gnozisi

ჯგუფის ადმინს მივაწოდე. რომ ვაწოდებდი, ცოტა ეჭვი მეპარებოდა, რომ


ამ წიგნის განთავსება მის საიტზე, რამე შედეგს გამოიღებდა, ვინმე თუ
წაიკითხავდა, ან რამე გაგრძელება თუ ექნებოდა ამ პროცესს...
ეს აზრები გაუთავებელ მორევში მატრიალებდნენ და ერთი და იმავესთან
მაბრუნებდნენ. ამის ფონზე ცნობიერების აწევაზე არც მიფიქრია, რომ
უეცრად ვიგრძენი, როგორ ლიფტივით ავიდა ჩემი ცნობიერება სადღაც
„მაღლა“. ამ აწევას მიჩვეული ვიყავი და ვიცოდი სადაც აღმოვჩნდებოდი.
ეს ზედა ეთერული ოქტავა იყო. ფიქრებით მიქაელი მოვძებნე. მისი სითბო
და სიყვარული მომეხვია და მისი აზრები გავიგონე:
- ნუ ერთვები ამ მოვლენებში... გაემიჯნე...
ვიცი, რაც უნდოდა ჩემგან და ისევ ის ძველი აფირმაცია გავიმეორე,
რომელიც მისი თქმით იდეალურად მოერგო ჩემს ცნობიერებას:
- მე არავინ და არაფერი არ მეკუთვნის და მეც არავის და არაფერს
არ ვეკუთვნი, გარდა მიქაელ მთავარანგელოზისა და მისი შუამავლობით
ღმერთს!
ვგრძნობ, რომ ამ სიტყვების წარმოთქმისას მიწიერი რეალობა
ბოლომდე მწყდება და ჩემი ცნობიერება სრულად ინაცვლებს სხვა
განზომილებაში.
რატომღაც თავში კითხვა მომდის, სწორი იყო თუ არა იმ საიტზე წიგნის
განთავსება?..
- შეხედე ჩემი თვალებით... - მეუბნება მიქაელი ჩემს ფიქრებზე
საპასუხოდ. მე ქვევით, მიწერ განზომილებას ვუყურებ და უეცრად ვხედავ,
რომ ყველაფერი ენერგეტიკული ნაკადებითაა დაფარული. იმ ეზოთერულ

40
damoukidebeli nabijebi

საიტსაც ვხედავ... ვერც ავხსნი როგორ ვხედავ... როგორც ინფორმაციულ


ერთეულს.. ვხედავ, რომ მისკენ ენერგიის ნაკადია მიმართული...
- როცა ნაკადი დაბლოკილია, რაც არ უნდა გააკეთოს ადამიანმა,
არაფერი გამოუვა! ჩვენ ძალგვიძს ამ ნაკადების მიმართულებაზე
ვიმოქმედოთ...
მისი ნათქვამიდან მივხვდი, რომ ამ საიტზე წიგნის განთავსებისთვის
ესე ვთქვათ, გზა ენერგეტიკულად ხსნილია! იმასაც მივხვდი, რომ ამ
ნაკადების მართვით შეიძლება არეგულირო მოვლენები... მათი მართვა
სულიერი არსებების მხრიდანაცაა შესაძლებელი და თვითონ ადამიანების
მხრიდანაც. ოღონდ ჩვენ ნაკლებად ვიაზრებთ, რომ ჩვენი ფიქრები და
განწყობები ან ენერგოარხებზე ზემოქმედებენ.
- ხომ ხედავ, რატომ გთხოვ მუდმივად, რომ ემოციურად გაემიჯნო
მიმდინარე მოვლენებს და გარეგანი დამკვირვებლის პოზიცია დაიკავო.
ხოლო ამისთვის საჭიროა, რომ ნაწილი შენი ცნობიერების მუდმივად
აქ იყოს. შენი ჩართულობა მიწიერ პრობლემებში ხშირად არასწორად
მიმართავს ენერგეტიკულ არხებს, რისი გამოსწორებაც მე მიწევს ხოლმე
საკუთარი ძალისხმევით... ნუ ჩაერთვები პროცესებში... ნუ მიეცემი
მიწიერი აზრების, შიშების და უკონტროლო შფოთვების კორიანტელს...
ნება მიეცი შენს სულიერ „მეს“ გაატაროს ენერგო ნაკადები „ღმერთის
ნების“ მიხედვით... შენი დაბალი ეგოს ნება არ უნდა დომინირებდეს...
არამედ ღმერთის... უნდა ისწავლო, ეს როგორ გააკეთო...
უეცრად გავაანალიზე, რომ ამ ნაკადების დანახვა იმის გაგების
საშუალებასაც მომცემს, ამ ავადსახსენებელ კორონავირუსს საით

41
gnozisi

აქვს „გზა ხსნილი“... ანუ შესაძლებელია დაინახო, ვინ დაავადდება და


ვინ არა. ამის გაფიქრება იყო და „მხედველობა“ გადამერთო ვირუსის
ენერგონაკადებზე, მაგრამ ეს ხედვა მაშინვე გავწყვიტე, რადგან შემეშინდა,
ვინმე ჩემი ახლობლის ავადმყოფობა არ დამენახა. შიშმა კავშირი გაწყვიტა
და ისევ დავეშვი, თუმცა გულისმიერი ერთობა მიქაელთან დამრჩა,
როგორც მისი თბილი, მოსიყვარულე თანამყოფობა და თანამონაწილეობა
ჩემს ყოველ მოქმედებაში.

• • •

42
damoukidebeli nabijebi

ომრაამ მიქაელ აივანხოვი მზის საკრალურ


მნიშვნელობაზე

„დედამიწის ისტორიის ყოველ დიდ პერიოდს, ოთხი სტიქიიდან (მიწა,


წყალი, ჰაერი, ცეცხლი) ატყვია კონკრეტული სტიქიის/ელემენტის დაღი.
ჩვენს ეპოქაში იქნება ცეცხლის გამოვლინებები და მისი დომინირება.
კაცობრიობა შეიცნობს მას ყველა შესაძლო ფორმაში. ამიტომ ჩვენ უნდა
გავმაგრდეთ და მისი მეგობრები გავხდეთ. როდესაც ვუკავშირდებით
მზეს, რადგან მზე არის ცეცხლის უმაღლესი გამოვლინება, ჩვენ უნდა
ავიმაღლოთ ვიბრაცია იქამდე, სანამ არ ვიგრძნობთ მასთან შერწყმას.
ისინი, ვისაც უყვარს მზე და ვინც ხვდება, როგორი ადგილი უნდა
ეკავოს მზეს სულიერ ცხოვრებაში, გადაურჩებიან ჩვენი ეპოქის ცეცხლის
დამანგრეველ გამოვლინებებს.“

2020. 21 მარტი. გაზაფხულის ბუნიობა. მზე და მიქაელი

სიზმარი:
ვიღვიძებ. ოღონდ რატომღაც არა ჩემს საძინებელში, არამედ
რაღაც შეფიცრულ მანსარდაში. ფეხზე ვდგები და პირველივე ნაბიჯის
გადადგმისას ვგრძნობ უცნაურ სიმსუბუქეს სხეულში. ჩემი სხეული
იმდენად ჰაეროვანია, რომ თითქმის დავფრინავ და ფეხის წვერებით
ოდნავ ვეხები იატაკს.

43
gnozisi

- მიქაელ, შეხედე... შეხედე როგორი მსუბუქი ვარ!.. - რატომღაც


მივმართავ მიქაელს. უეცრად ვგრძნობ, რომ შინაგანად რაღაც ძალა
მავსებს, რომელიც ჰაერში მიტაცებს და ფანჯარასთან მიმაფრენს.
ფანჯარაში ბუნების პეიზაჟი ღამის ჩრდილებისგან იცლება და ამომავალმა
მზემ საცაა გაცისკროვნებული ფერებით უნდა გააცოცხლოს გაზაფხულის
აყვავებული ხეებისა და ნორჩი ფოთლებით შემწვანებული ბუჩქნარით
დაფარული მდელოები. თენდება და აღმოსავლეთის ჰორიზონტიდან
ვეებერთელა მზე უნდა ამოცურდეს! მზეს სულმოუთქმელად ველი... და
აი, ისიც! დიდებული, მანათობელი, გაჩახჩახებული სხეული, რომლის
მიმართ უნებურად ვიხსნები და მის მაცოცხლებელ ნებას ვემორჩილები...
ვგრძნობ, რომ იმ პირველ სხივებთან ერთად, რომლებიც ჰორიზონტიდან
გამოიტყორცნება, ჩემში სულიერი ძალა უნდა შემოვუშვა... ეს ძალა
რაღაცნაირად მიქაელთან მაკავშირებს და მზის სხივებთან ერთად მისი
სული შემოდის ჩემში... სხეულის ყოველი უჯრედი ამ ძალით იმუხტება.
ეს მუხტი უხილავ გამოსხივებაში გადადის, უსასრულო, სიბნელემდე
თვალისმომჭრელ სინათლეში, რომელშიც მე და მზე ერთარსად ვიქცევით!..

2020 წელი. 14 აპრილი. სწავლება დამთავრდა

ვგრძნობ, რომ რაღაც შეიცვალა ჩემს მასწავლებლებთან


ურთიერთობაში. ის, რაც მაშინ სიზმარში დავინახე, როგორც სულიერი
იერარქების „წასვლა“, როგორც ჩანს, ასეც აღმოჩნდა. ეს არ არის

44
damoukidebeli nabijebi

ბოლომდე „წასვლა“, მაგრამ რაღაც ეტაპი, სწავლის ეტაპი, როგორც ჩანს


დასრულდა იმ მომენტში, როცა გააქტიურდა „კატაკლიზმების სცენარი“.
თავიდან ავსტრალიის ხანძრით დაიწყო, შემდეგ პანდემია წამოვიდა,
რომელიც მთელ მსოფლიოს მოედო და ყველა და ყველაფერი შეაჩერა.
ჩვენს თვალწინ იცვლება სამყარო, გლობალურად მიდის ფასეულობების
შეცვლა, ზედაპირზე ამოდის ადამიანების ჭეშმარიტი ბუნება და მრწამსი,
რომელიც იქამდე ოსტატურად იყო შენიღბული. სულიერი იერარქიაც
სხვა მდგომარეობაშია, სხვა რეჟიმშია გადასული. მიქაელთან, იესოსთან
და ამაღლებულ სულთან სულ მიჭირავს გულისმიერი კონტაქტი. მიქაელი
ისევ ითხოვს და ამჯერად კიდევ უფრო დაჟინებით, რომ ცნობიერების
ფრაგმენტი სულ მის დონეზე მქონდეს. ვგრძნობ, რომ ამ წუთას ჩემგან
ესაა ყველაზე მოთხოვნადი. მასთან ტელეპათიური კავშირი უფრო
იშვიათი გახდა და უფრო პირად საუბარს წარმოადგენს ხოლმე. სწავლება
დამთავრდა...

2020 წელი. 18 აპრილი. აღდგომის ღამე - ქრისტეს


თანამყოფობა

სიზმარი:
ვხედავ როგორ აბსოლუტურ უკუნით სიბნელეში ვადგები ყრუ კედელს.
ამ კედელს სიბნელეში ძლივს ვარჩევ, მაგრამ მაინც ვიწყებ მასთან
„მუშაობას“. არ ვიცი კონკრეტულად რას ვაკეთებ, ვწერ თუ ვხატავ...

45
gnozisi

მაგრამ ვიცი, რომ ეს „მუშაობაა“. „მუშაობას“ რომ ვამთავრებ, მივდივარ


შემდეგ, ასეთივე ყრუ კედელთან და იმასთან ვმუშაობ. უეცრად, ჩემს ზურგს
უკან ვგრძნობ იესოს თანამყოფობას. ვიცი, რომ იგი, თეთრ ტანისამოსში
ჩაცმული, ჩემ უკან დგას და ყოველ ჯერზე, როცა სიბნელეში კედელს
ვადგები, საოცრად ლამაზი, ლუმინესცენტური ლურჯი შუქით სწორედ
იმ ადგილს მინათებს, სადაც უნდა „ვიმუშაო“... ამ შუქს მისი ენერგია
მოჰყვება. გულს სიხარული მივსებს, იმისგან, რომ ის მინათებს გზას და
თავის თანამყოფობას ავლენს.
ძალიან ნათელი, დამაიმედებელი და თბილი გრძნობით მეღვიძება...

2020 წელი. 23 აპრილი. ნ.-ს ისტორია და იესოს ლოცვა

გნოზისის ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა წერილი მომწერა, სადაც თავისი


სიზმარი, უფრო სწორედ ასტრალური გამოცდილება აღწერა:
ნ.:
- იმმა, როგორ ხარ? ჩემი ამბავი რომ არ მოგიყვე, არ შეიძლება. წუხელ რომ
დავწექი ასეთი რამ მოხდა ჩემს თავსა. ეს იყო სიფხიზლიდან ძილში გარდამავალი
ფაზა, ჩემი აზრით. არც ერთი თვალით არ მინახავს. ეს იყო ენერგიების ბრძოლა,
ზურგზე ვიწექი და ჩემი სხეული ორად იყო თითქოს გაყოფილი. მარჯვენა ნაწილში
მამა ღმერთი მშვიდი და თბილი. მარცხენა მხარეს ეშმაკი ცივი და საშიში. ერთი
მხარეს ვგრძნობდი მთასავით სიმშვიდეს და მდუმარებას, მეორე მხარეს შიშს და
სიცივეს (შიში ცივია ჩემი აზრით) და ჩემი სხეულის მზის წნულში იყო ბრძოლა,

46
damoukidebeli nabijebi

მაგრამ ღმერთი თითქოს არ იბრძოდა, მშვიდად იყო. ჩემი სული კი ამ დროს, ან


გონება, არ ვიცი, იმეორებდა იესოს ლოცვას, გამოღვიძება მინდოდა, მაგრამ სხეული
პარალიზებული მქონდა. დ-ს ვხედავდი, როგორ ეძინა. მინდოდა დაძახება, მიშველე-
მეთქი, მაგრამ ვერ ვქენი ვერაფერი. არც ხელი, არც ფეხი, ვერც საუბარი....
ვერაფერი ვერ ვქენი და გავაგრძელე ლოცვა და დაკვირვება. ნელ-ნელა გამშორდა
ჯერ შიში და მერე სიმშვიდეც. სხეულიც პარალიზებაც გაქრა და დავმშვიდდი, მაგრამ
ძალიან აფორიაქებული დავდივარ 😞 რა იყო ეს? იმას ვაცნობიერებ, რომ სუსტი
ვარ და ჯერ კიდევ მეშინია, მაგრამ მე რა შუაში ვარ ვერ ვხვდები. თანაც რამდენიმე
დღის წინ სიზმარი ვნახე, თითქოს დედამიწის რუკას დავყურებდი ზემოდან, ნამდვილ
რუკას და დედამიწა პატარავდებოდა, იცი როგორ პატარავდებოდა? აი, პლასტმასის
რომ გაახურებ ცეცხლით და პატარავდება, ისე. 😞
იმმა:
- ჰო. საინტერესოა. ზუსტად არ ვიცი, რას უნდა ნიშნავდეს. შეიძლება სამყაროში
მიმდინარე ბრძოლები აღიქვა შენმა ცნობიერებამ ასეთი სახით... ან შეიძლება
პირადად შენში მიდის ბრძოლა ამ ორ საწყისს შორის. ზოგადად დუალურ
სამყაროში ასეა... შენ როგორ ფიქრობ, შენ გეხებოდა ეს პირადად, თუ გლობალურ
მოვლენაზე იყო მინიშნება?
ნ.:
- აი, არც კი ვიცი მართლა, ვერ ვფიქრობ. მაგრამ გლობალური მო-
ვლენები უფრო მგონია, რახან რამდენიმე დღის წინ სიზმარი ვნახე. თანაც ეს
შესაძლებლობები მემატება, ბევრი რამისგან მიცავს და მიფარავს ვიღაც, ჩემს
ცხოვრებაში ისეთი სასწაულები ხდება ზოგჯერ არ მჯერა ხოლმე და ამიტომ არ
ვიცი, საით წავიდე. 😞

47
gnozisi

იმმა:
- პირიქით, მამა ღმერთის შეგრძნება არის მთავარი. მიქაელი სულ მაგას
მსაყვედურობდა, რომ სულ ჩემკენ რომ გაქვს გონება, კი კარგია, მაგრამ
ამავდროულად, მამა ღმერთის შეგრძნება უნდა გაუჩნდეს ყველა ადამიანსო. აი,
„ღერძის შეძენას” რომ ეძახის. ეს აუცილებელია. მეც მაქვს მამას შეგრძნება და
ჩემ შემთხვევაშიც მარჯვენა მხრიდან მოდის ეს შეგრძნება. ქრისტეს შეგრძნება
პირისპირ მოდის და მიქაელის მარცხენა მხრიდან. სულ ვფიქრობდი რატომაა
ასე. და მგონია, რომ ეს ჩემმა ქვეცნობიერმა დაალაგა-მეთქი ასე. მე ვფიქრობ,
რომ შენც გლობალური მოვლენა შეიგრძენი „ჩერეზ” ასტრალი, იმიტომ რომ
ძილის პარალიზი ასტრალს (ბოლომდე როცა ვერ გადიხარ) ახლავს თან. ანუ
ენერგიების დაპირისპირება. ყოველთვის დაუსვი ხოლმე შენს თავს კითხვა: რა
შეიძლება ვისწავლო ამ გამოცდილებიდან? მე ვფიქრობ, რომ შენ ისწავლე,
როგორ მუშაობს ლოცვის ენერგია დაბალ ვიბრაციებზე (სიცივე და შიში) და
რაც მთავარია მამის ენერგია შეიცანი, მისი ინდივიდუალობა შეიგრძენი. ეს
შეგრძნება დაიმახსოვრე და შინაგანად აღწარმოება გაუკეთე ხოლმე. შინაგანი
დიალოგით მამასთან, თან გაიხსენე ხოლმე მისი ენერგია, ანუ როგორი იყო. და
ისეთი კავშირი დაგიმყარდება, რომელზე მნიშვნელოვანი არაფერია. ყველაზე
მაგარია მამას შეგრძნება. ასეც მიმართე, მამაო ჩემო. შეგიძლია „მამაო ჩემოს“
ლოცვაც გამოიყენო.

ნ.-ს სიზმარი მალევე გადამავიწყდა. იმ საღამოს იოანეს გამოცხადება


გადავშალე და მაშინვე ვიგრძენი მიქაელის თანამყოფობა. სულ მაკვირვებს
ხოლმე, როგორ მოთმინებით ელოდება სანამ მე თვითონ მივხვდები, რა

48
damoukidebeli nabijebi

არის გასაკეთებელი. ჩემს წიგნში განხილული მაქვს იოანეს გამოცხადების


თავები, მაგრამ ისინი მხოლოდ მცირე ნაწილია. მახსოვს, სულ პირველი
თავი მაშინ მიქაელმა რატომღაც გამომატოვებინა. ამ საღამოს კი სწორედ
თავიდან, ამ თავით დავიწყეთ, რომელიც 7 ეკლესიის მიმართ მიმართვას
ეხება და ჩემთვის ყველაზე გაუგებარი იყო. ამ გარჩევას ცალკე თავში
დავწერ, რადგან ბევრია საწერი, ხოლო ამ ჩანაწერში ნ.-ს სიზმარს
დავუბრუნდები, რადგან ის, რაც იმ ღამით დამესიზმრა, ფაქტობრივად
მისი სიზმრის გამეორება იყო. ეს სიზმარი აშკარად საათზე მეტს, თუ არა
რამდენიმე საათს გრძელდებოდა, იმიტომ რომ მახსოვს როდის დავიძინე
და როდის გავიღვიძე.
სიზმარში ვგრძნობ, რომ ორი ძალა უპირისპირდება ერთმანეთს:
დემონური და ღვთაებრივი. ხან ერთი მძლავრობს, ხან მეორე. მე
თითქოს „შუაში“ ვარ... თუ არაფერს ვაკეთებ, გარშემო ბნელდება და
ცივდება, იმდენად ძლიერად, რომ გაჩერება ამ სიბნელეში და სიცივეში
შეუძლებელია. ვხედავ, როგორ ვწევარ ჩემს ლოგინში და მინდა,
რომ მეუღლე გავაღვიძო, მაგრამ მაინც ჩემი ძალებით ვცდილობ
მდგომარეობიდან გამოსვლას და იესოს ლოცვას ვიწყებ. სიტყვებს
ჩვეულებისამებრ გულისცემას ვაყოლებ და თითოეულ სიტყვაზე
წარმოვიდგენ, როგორ ნათდება ოთახი, თითქოს თითოეული სიტყვა თავის
ნათურას ანთებდეს. ძალიან მალე ოთახი მართლა ივსება თეთრი შუქით და
ისეთი სიმშვიდე და სიხარული ისადგურებს, რომ ამ სინათლეში მუდმივად
ყოფნა გინდება, მაგრამ როგორც კი ლოცვას ვწყვეტ, სიბნელე ისევ იკრებს
ძალას. მე ვცდილობ მას სხვა გზითაც მოვერიო... ვცდილობ შინაგან

49
gnozisi

ჰარმონიაში მოვიყვანო თავი, მაგრამ სუსტად გამომდის... სიბნელეში


რატომღაც ვუდუს მაგიის სახე-ხატები ირევიან და წყვდიადი კიდევ
უფრო ზღვავდება. ვცდილობ ამ ვუდუს სახე-ხატებს დავუპირისპირდე,
მაგრამ არც ეს შველის... პერიოდულად მეღვიძება... ისევ ვიძინებ და ეს
ბრძოლა ისევ გრძელდება...
ბოლო-ბოლო მეღვიძება... სიბნელე გარკვეულწილად დაძლეულია,
ამას ვგრძნობ... ისიც ვიცი, რომ ყველაფერი არ მახსოვს, მაგრამ ბევრი
მეთოდი გამოვიყენე ამ წყვდიადთან საბრძოლველად, სადაც ყოველ
მათგანს სხვადასხვანაირი ეფექტურობა ჰქონდა..
მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი და მისი ფიქრები ისევ ძველებურად
მკაფიოდ წამოვიდა:
- დაუკვირდი, რომელი „მეთოდი“ იყო ყველაზე ეფექტური?
- იესოს ლოცვა, - ვუთხარი მე... - მაგრამ რატომ მაინც და მაინც
იესოს ლოცვა? შენ ხომ სხვა მეთოდებსაც მასწავლიდი, თუნდაც ის
„ჰერმეტიკული აფირმაციების“ მეთოდი („ანგელოზის გული“, წიგნი
პირველი, 2019 წელი. „24 იანვარი. ბოროტებასთან ბრძოლის ჭეშმარიტი
არსი“, გვ. 510) ?
- იმიტომ რომ ნ.-ს არასწორად უთხარი... ხანდახან ადამიანს
კონკრეტული ლოცვის ენერგიას ანიჭებენ შაკტის (სულიერი ენერგია)
სახით, ერთგვარად აჩვევენ კონკრეტული იერარქის ენერგიასთან მუშაობას.
„ანგელოზის გული“,
შენ იცი ეს, რადგან შენი პირველი შაკტიც ეს იყო („ანგელოზის
წიგნი პირველი, „ქრისტეს ენერგია“, გვ. 87).
87 ამ დროს ამ ადამიანის მიერ
წარმოთქმული ეს კონკრეტული ლოცვა მეტ სულიერ ძალას ატარებს,

50
damoukidebeli nabijebi

იმიტომ რომ იმუხტება, ერთგვარად „ნათდება“ იმ იერარქის მიერ, ვინც


ამ ლოცვის ძალას აძლევს... გაიხსენე ის სიზმარი, როგორ გინათებდა
იესო ზურგს უკან ყრუ კედელს, როდესაც „მუშაობდი“... აი ესაა... ამიტომ
ვამბობ, რომ ნ.-ს არასწორად უთხარი... მისი სიზმარხილვა იესოს ლოცვის
ძალაზე იყო... ეს უნდა დაენახა... გადაეცი ეს!
ეს პირველი შემთხვევა იყო, როდესაც მიქაელმა კონკრეტულ
ადამიანთან რაღაცის თქმა დამავალა.

• • •

2020 წელი. 30 აპრილი. ნ.-ზე ბნელი ძალების


თავდასხმების გააქტიურება

ნ.-თან მიმოწერა:
ნ.:
- იმმა, გამარჯობა. როგორ ხარ? იმმა, შეიძლება ძალიან გაწუხებ, მომიტევე
თუ შეგიძლია. უკვე სამი ღამეა არ მძინავს საერთოდ, გამთენიისას მეძინება.
ისიც გამოფიტულს, სამი ღამეა ზედიზედ ეს ეშმაკები თუ დემონური არსებები
მებრძვიან. ჯერ სიზმარში ვნახე „ქრისტე” ბრჭყალებში, იმიტომ რომ თავს
აჩვენებდა ადამიანებს, ვითომ ქრისტე იყო და იყო ძალიან მაღალი. აი,
გულივერივით, იყო ძალიან უშნო სახით და ხალხი მას უჯერებდა. ის კი არა და

51
gnozisi

მეც გავყევი. თან ვფიქრობდი რატომ არის ღმერთი ასეთი მახინჯი-თქო. მერე
დ-ს სიგარეტი სთხოვა და მე ვუთხარი: რატომ იტყუები, ღმერთები სიგარეტს არ
ეწევიან-მეთქი და გაქრა ეგრევე.
წუხელ კი შენც გნახე, იმმა. უფრო სწორად შენ მწერდი მეილებს და
მეუბნებოდი თითქოს მე ვარ თქვენიანი სისხლისმწოველი არსება, ანუ ვგრძნობ,
რომ შენს თავსაც ცუდად წარმომიჩენენ თითქოს სიზმარში. მერე სახარების
რომელიღაც თავი მაჩვენეს, ზუსტად არ მახსოვს და აი შენი ღმერთიო. 😞
ვგრძნობდი, რომ დემონები იყვნენ. ვლოცულობდი, იესოს ლოცვას ვამბობდი,
არ შველოდა არაფერი, არც ფსალმუნები, არც მამაო ჩვენო, როგორც კი
გამეღვიძებოდა ყველაფერი იფანტებოდა და თვალებს როგორც კი დავხუჭავდი
დასაძინებლად, ისევ ესენი ჩნდებოდნენ. ეს მთელი ღამე გაგრძელდა 😞 სიზმრიდან
გამომეღვიძა თითქოს და დ.-ს ვაჩვენებდი ჭრილობას მარცხენა ფეხზე ნახე როგორ
მებრძვის ეშმაკი პირდაპირ-მეთქი, მეგონა ცხადში ვიყავი და თურმე კიდევ მეძინა.
😞 დაუჯერებელი რაღაცები ხდება ჩემს თავს. ყველაფერი გავიხსენე შენი წიგნიდან
იმმა, ახლა ისევ თავიდან ვკითხულობ. ერთადერთი, რამაც მეტნაკლებად გააქრო
ეს არსებები სიმშვიდის და სიყვარულის მდგომარეობის შენარჩუნება იყო მათ
მიმართ, დალოცვილი იყავი.... შედარებით შველოდათ. ვგრძნობდი, რომ ბევრნი
იყვნენ.
ძალიან დიდი ბოდიში იმმა. მაინტერესებს, ვიცი ასეთი რაღაცები ხშირად
გემართებოდა და კითხვა მაქვს ასეთი - როგორ რას აკეთებდი, როგორ
უმკლავდებოდი? 😞
იმმა:
- უჰ... ძაან შემოგიტიეს. მე არაფერი არ გითხარი, მაგრამ ველოდებოდი მაგას.

52
damoukidebeli nabijebi

შენი ახლობლების, შენი ოჯახის სახეებს მიიღებენ და მხოლოდ თვალებით


მიხვდები ვინც არიან.
ნ.:
- ჰო, თვალები და საქციელებიც ისეთი აქვთ ვერ დაუჯერებ 😞 სიზმარშიც კი.
ასტრალურ დონეზეც, მაგრამ ღვიძილიდან ძილში გარდამავალ დროს მხოლოდ
ენერგიებს ვგრძნობ და შეხებას. იმმა, 😞 კისერზე შემეხო თითქოს თუ არ გავგიჟდი
კარგი იქნება.
იმმა:
- ჰო, ეგრეა... მე ძალიან მშველოდა რამდენიმე ლოცვა. კი კი. კისერზე იციან.
არ შეგეშინდეს. :)))))) ნუ გეშინია. ვერაფერს ვერ გიზამენ.
ნ.:
- აი, ცივად შემეხო, მაგრამ თითქოს, აი, გაიარა კისერშივე ისე რომ არაფერი
დაუტოვებია ჭრილობა ანუ ტკივილი არა, სიცივე და შიში ვიგრძენი.
იმმა:
- უბრალოდ გამოფიტულობა გაქვს ჰო, როცა იღვიძებ?
ნ.:
- კი ენერგიას მართმევენ. ჩემივე შიშით იკვებებიან და ეს შიში არარეალურია,
ვიცი, მაგრამ ვერაფერს ვშველი.
იმმა:
- ჰო. მეც ასე ვიყავი ზუსტად. ახლა მოვერიე ამ შიშს. ამდენი წლის მერე.

მე ცოტა დამაბნია იმ ფაქტმა, რომ ნ.-მ მითხრა, არც იესოს ლოცვა არ


მშველოდაო, მაშინ, როცა მიქაელმა მითხრა, ნ.-ს გადაეცი, ამ ლოცვაზე

53
gnozisi

გააკეთოს აქცენტიო. ამიტომ, გადავწყვიტე ნ.-თვის იესოს ლოცვაზე ჯერ


არაფერი მეთქვა და ამ ლოცვებზე მივუთითე.
- აი, ეს ლოცვა წაიკითხე ხოლმე მაგ დროს: - მივწერე მე.
„ლოცვა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისადმი
აღსდეგინ ღმერთი და განიბნინენ ყოველნი მტერნი მისნი და ივლტოდენ
მოძულენი მისნი პირისაგან მისისა. ვითარცა მოაკლდეს კვამლსა, მოაკლდენ,
და, ვითარცა ცვილი რა დასდნის წინაშე ცეცხლსა, ეგრეთ წარსწყმიდენ ეშმაკნი
პირისაგან მათისა, რომელთა უყვარსთ ღმერთი და გამოისახავენ პირჯვარსა და
სიხარულითა იტყვიან: გიხაროდენ, ყოვლადპატიოსანო და ცხოველსმყოფელო
ჯვარო უფლისაო, განმდევნელო ეშმაკთა შენზედა ჯვარცმულისა ძალითა,
უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, ჯოჯოხეთსა შინა შთასვლითა ეშმაკისა ძალისა
დამთრგუნველისა, რომელმანცა მოგვანიჭა ჩვენ ჯვარი მისი ყოვლადპატიოსანი,
განსადევნელად ყოველთა წინააღმდგომთა ძალთა. ჰოი, ყოვლადპატიოსანო
და ცხოველსმყოფელო ჯვარო უფლისაო! შეგვეწიე ჩვენ ყოვლადწმიდისა
ქალწულისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა თანა, უკუნისამდე, ამინ.“
- და რომ გაიღვიძებ, ლოცვანიდან მთავარანგელოზების ლოცვები იკითხე. თან
დააკვირდი, რომელიმეზე თუ გექნება განსაკუთრებული ეფექტი. იკითხე ერთი და
იგივე, სანამ არ იგრძნობ, რომ ეს ბნელი აურა გაიფანტა. როცა გაშინებენ, შენი
ბიოველი ირღვევა და ამ დროს შემოდიან შენში და ენერგიას გაცლიან. ამიტომ
არის აუცილებელი შიშის დათრგუნვა. იცოდე, რომ ვერაფერს დაგიშავებენ.
ნ.:
- ჰო, იმმა, აი ზუსტად ეგ უნდა მეკითხა... რა ვქნა, ვის ვთხოვო კონკრეტულად
დახმარება, მთავარანგელოზები, ქრისტეს, მამა ღმერთს აღარ ვიცი, დავიბენი

54
damoukidebeli nabijebi

იმმა:
- ეკლესიები რომ აღარ იქნება საშიში (კორონავირუსის გამო), წირვებზე იარე
ხოლმე მაქსიმალურად. ზიარებას, ნაკურთხ წყალს, ყველაფერს იესოს ენერგია
მოჰყვება და ეს დაგეხმარება. უბრალოდ ეს ლოცვები იკითხე მონაცვლეობით.
ღამით რთულია კონცენტრირება ახალ გაღვიძებულზე. მაგიტომ ვაფრთხილებ
ხოლმე, როცა ხალხს უნდა ნათელ ძალებთან კონტაქტზე გასვლა, მათ არ ესმით,
რომ ბნელი ძალები აქტიურდებიან ეგრევე. მაგრამ ეს შენთვის კომპლემენტია, რომ
იცოდე. ეგენი ერჩიან განსაკუთრებით იმათ, ვისშიც სერიოზულ საფრთხეს ხედავენ.
ნ.:
- იმმა, ერთი კითხვა მაქვს. ანუ, ეს დემონური არსებები ხომ ადამიანებზე დაბალ
სიხშირეებზე არიან? დაბალი ვიბრაციების? თუ ასეა, მაშინ რატომ გვაშინებენ?
რატომ გვმართავენ რანაირად თუ ჩვენზე დაბალი არსებები არიან?
იმმა:
- კაცობრიობის კოლექტიური მენტალი იმდენად დაბალ სიხშირეზე ვიბრირებს,
რომ ასტრალში როცა გადიხარ, ძირითადად მაგათზე გადიხარ. განსაკუთრებით დიდ
ქალაქებში. სადმე მაღლა მთაში რომ იყო, იქ სუფთა აურა იქნებოდა. დიდი ქალაქები
კატასტროფაა. მირონის და საკმევლის ეთერზეთები არ იყიდება გერმანიაში სადმე?
მაგის წასმა ძალიან შველის. მერე, გაგიკვირდება და ჩვეულებრივი ვალერიანკაც
შველის. შიშს და გულისცემას ჩაგიქრობს.
ნ.:
- 😞აი, რა გავაკეთო და საერთოდ ამ ამბების მერე რა მინდა ამ სამყაროსგან ან
ამ სამყაროში აღარ ვიცი. რამდენიმე დღეში ჩემს მატერიალურ მისწრაფებებს
თითქოს ხაზი გადაესვა.

55
gnozisi

იმმა:
- თუ შენ მოსწავლედ ინიციაცია გაგიკეთა ნათელმა იერარქმა (ეს უბრალოდ
ვარაუდია), ან გცდიან მოსწავლედ აყვანისთვის, როგორც წესი, იწყება მაგით. ანუ
ეგაა პირველი საფეხური. ეს დემონები თავისთავად აქტიურდებიან და სულიერი
მასწავლებლები გაკვირდებიან, რამდენად მედეგი ხარ რწმენაში, რამდენად მზად
ხარ ეგეთი რაღაცებისთვის. შენ მოტივაციას აკვირდებიან და სულიერ მზაობას.
მაგ დროს ააქტიურებენ ხოლმე რომელიმე კონკრეტულ ლოცვის ძალას.
მერე წამოვა სიზმრები, სადაც გამოგცდიან სხვადასხვა სულის თვისებებზე, ანუ
რამდენად შეგიძლია თავდადება სხვებისთვის, რამდენად დიდსულოვანი ხარ
და ა. შ. თუ მზად არ იქნები, თავს დაგანებებენ და გაჩერდება ეს ყველაფერი.
ის დემონური არსებებიც დაკარგავენ შენ მიმართ ინტერესს. ახლა ჯობია
ლოცვები იკითხო თავდასხმების დროს და შეეცადე იგრძნო, რომელი ლოცვა და
რომელი იერარქი გცემს პასუხს ყველაზე მეტად. (წესით იესოს ლოცვა უნდა
იყოს.) იქნებ ღვთისმშობელი? რომელია ენერგეტიკულად შენთან ახლოს...და
მთელ ამ სიტუაციას შეხედე, როგორც საინტერესო გამოცდილებას, რომელიც
საბოლოო ჯამში გაგაძლიერებს და განგავითარებს. :))) თუ ძალიან დაიღალე.
დროებით „დამიწდი”. აღარ იკითხო სულიერი ლიტერატურა (არც ჩემი წიგნი),
უფრო ყოფიერ თემებზე გადაერთე. ნერვული სისტემა დააწყნარე მცენარეული
დამამშვიდებლებით. მერე, როცა დაისვენებ, ისევ დაუბრუნდი ლოცვებს. თვითონ
ჩემი წიგნი ააქტიურებს ძალიან ამ უნარებს და იზიდავს ცეცხლოვან სულიერ
ენერგიას. და ნურაფრის ნუ გეშინია. მარტო არა ხარ.
ნ.:
- იმმა, ძალიან დიდი მადლობა. ბოდიში ვერ გიპასუხე ისე ტკბილად

56
damoukidebeli nabijebi

ჩამძინებია. დიდი მადლობა. ვნახოთ, როგორ შევძლებ რას და სადამდე. მადლობა


კიდევ ერთხელ. გამოსავალი ვიპოვე მგონი. თუ ღამე არ დამაძინეს დილის
სამუშაოს მერე რამდენიმე საათიანი შესვენება მაქვს და მაშინ წავუძინებ, რომ
არ გამოვიფიტო. აუცილებლად გავითვალისწინებ შენს რჩევას. :))) და მოგწერ
ხოლმე რომ არ გავგიჟდე.
იმმა:
- მოიწერე აუცილებლად. ნუ გეშინია არ გაგიჟდები. :))))))) მეც ვთხოვ
მიქაელს, რომ დაგეხმარონ, მაგრამ მგონი ისედაც კონტროლის ქვეშ ხარ. რაც
ხდება დაშვებულია.
ნ.:
- ჰო, ყველაფერი კარგად იქნება. საოცარი მადლიერების გრძნობა მაქვს
შენს მიმართ.

• • •

57
gnozisi

2020 წელი. 1 მაისი. ადამიანისთვის ბნელი ძალებისგან


დაცვის დაყენება

მახსოვდა ნ.-თვის დაპირებული დახმარება მასზე განხორციელებული


შემოტევების წინააღმდეგ. დილით, როდესაც მზე ამოდის, მიქაელს
ყველაზე მარტივად ვუკავშირდები ხოლმე. ეს კავშირი ან ჩემი მოთხოვნით
ხდება, ან მისი სურვილით და როგორც წესი ყოველთვის იწყება „ზევით“
აფრენის შეგრძნებით, რომელიც უკვე ძალიან ჩვეულებრივი მოვლენა
გახდა ჩემთვის. ამ დროს თვალებს ვხუჭავ ხოლმე. არ მძინავს, ფხიზლად
ვარ, მაგრამ სიზმრის მაგვარად ვხედავ დახუჭულ თვალებში. ცნობიერებაც
რაღაცნაირად იცვლება. მიზეზ-შედეგობრივი აზროვნება, ასე რომ
გვათამაშებს თავის ნებაზე ყუჩდება და ჩნდება შინაგანი გულისმიერი,
ინტუიციური ცოდნა. უბრალოდ ცოდნა იმის, რა უნდა გააკეთო, ან საით
უნდა წარმართო გონება და ყურადღება. ამ მდგომარეობაში შევედი,
ცნობიერება ავწიე ზედა ეთერულ სივრცემდე და უმალ მიქაელის
თანამყოფობა ვიგრძენი. მაშინვე მისგან სიყვარულის ძლიერი ტალღა
წამოვიდა, რომელმაც ჩემშიც საპასუხო ემოცია აღძვრა და გული გულს
დაუკავშირდა. ამ ჯერად ის დავინახე, როგორც მზესავით მანათობელი
ბურთი, რომელიც ჩემ გულს უკავშირდებოდა, თავისი სინათლით კვებავდა
და წმენდდა მას. ჩემმა გულმაც დაიწყო მასავით გაცისკროვნება. მაგრამ
მიქაელს ჩემთვის კიდევ რაღაცის ჩვენება სურდა. უეცრად შევამჩნიე, რომ
ჩემგან მის მიმართ გამოიტყორცნებოდა რაღაც. ამ რაღაცას სხვადასხვა

58
damoukidebeli nabijebi

სახის ნივთების ფორმა ჰქონდა. ეს „ნივთები“ მას „აბნელებდნენ“ და მათი


ზემოქმედებისგან მას ცალკე წმენდა სჭირდებოდა. სამწუხაროდ, დავინახე
რომ ეს „ნივთები“ იყო ის ფილმები, მუსიკა ან საუბრები, რასაც ჩემი
ტვინი დღის განმავლობაში იღებდა. ერთი ასეთი „ნივთი“ წარმოადგენდა
მაგალითად უცენზურო სიტყვას, რომელიც ერთ-ერთ ფილმში მოვისმინე
წინა დღეს. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად ვცდილობ შევარჩიო
ის გასართობი ან შემეცნებითი ინფორმაცია, რომელსაც ვეხები, მაინც
შემომეპარება ხოლმე დაბალვიბრაციული სანახაობები და მოვლენები.
მიქაელმა დამანახა, რომ თუ ასეთი „ბნელი“ გამონატყორცნი ძალიან
ბევრია, მისი ბრწყინვალე ხელი, დროებით ცხოველის ბრჭყალებიან
ხელად იქცევა. შემდეგ ის ძალს ატანს, რომ ამ ყველაფრისგან გაიწმინდოს
და თავი აღიდგინოს. ამ „ბრჭყალებიანმა ხელმა“ ჩემზე განსაკუთრებულად
მძიმე შთაბეჭდილება მოახდინა. საშინლად შემრცხვა, შევიშმუშნე,
მიქაელისგან უკან დავიხიე და ისევ „მამას“ ვთხოვე, რომ იგი დაეცვა
ჩემი მავნე ზემოქმედებისგან, რომელიც ჩემთან ასეთ მჭიდრო კავშირს
შეიძლება მიეყენებინა.
საპასუხოდ მიქაელის თბილი მზერა ვიგრძენი და მისგან აზრები
წამოვიდა:
- ეს ბრჭყალებიანი ხელი სიმბოლურად გიჩვენე, როგორც ჩემი
ვიბრაციების ვარდნა შენზე საპასუხოდ. თუკი შენ არ დაიჭერ შენს შინაგან
მდგომარეობას მაღალ ვიბრაციებზე, მე დამატებითი ჯაფა მადგება, რომ
შენც დაგიჭირო და საკუთარი თავიც. მაგრამ შენ სხვა საქმით ხარ დღეს
მოსული... - მისი ღიმილი ვიგრძენი. ჩემ ფიქრებს კითხულობდა, - გინდა

59
gnozisi

მთხოვო, რომ ნ.-ს დავეხმარო, მაგრამ მე მინდა, რომ რასაც მთხოვ, შენ
თვითონ გააკეთო...
მე არც მიფიქრია, ინტუიციურად ვიცოდი, რაც უნდა მექნა.
ალბათ სწორედ ამ „შინაგან ცოდნას“ უწოდებდა მიქაელი „ტალღის
დაჭერას“. შინაგანი მზერით ნ. მოვძებნე. მის ინდივიდუალურ ვიბრაციას
მარტივად მივაგენი. მე და მიქაელმა ეთერული სივრციდან წამიერად
მასთან გადავინაცვლეთ. ნ.-ს შევხედე და დავინახე, რომ მის გარშემო
მართლა ირეოდნენ შავი ასტრალური წარმონაქმნები და სიბნელე იყო
მოზღვავებული. ეს სიბნელე მას ასკდებოდა რაღაც გაუგებარი ამორფული
ნაკადებით და ასევე „ნივთების“ ფორმის აზროფორმებით. მე „შიგნიდან“
ქრისტეს ენერგია ამოვიღე და ნ.-ს გარშემო თეთრი სფეროსებრი დაცვა
გავუკეთე. ეს დაცვა „დავაფიქსირე“, როგორც „ხანგრძლივი მოქმედების
დაცვის სფერო“. დაცვის სფერო აშკარად მუშაობდა, რადგან ბნელი
ენერგეტიკული ნაკადები მასში ვეღარ აღწევდნენ, მაგრამ მოხდა
მოულოდნელი რამ. ამ დაცვამ შიგნიდან ტეხა დაიწყო. მთელი ეს დრო
მიქაელი უხმოდ იდგა ჩემ უკან და ჩემს მოქმედებებს აკვირდებოდა, ისე,
რომ თვითონ არ ერეოდა. მე გაკვირვებით გადავხედე.
- დააკვირდი, რა ხდება... - მითხრა მან და მე ნ.-ს ენერგეტიკულ
სხეულზე მიმითითა. რატომღაც თვითონ ნ.-საგან გამოიტყორცნებოდა
ბნელი ენერგეტიკული ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ჩემ
მიერ დაყენებულ დაცვას შიგნიდან ანგრევდნენ. თანაც შევატყვე, რომ
ჩემს „დაცვას“ კვება არ ჰქონდა. ერთხელ გარღვეული, ის თავს ვერ
იღდგენდა. ის ბნელი ნაკადები და აზროფორმები, რომლებიც ნ.-საგან

60
damoukidebeli nabijebi

გამოდიოდნენ, როგორც ჩანს, იყო მისი შიშები, შფოთვები, ნეგატიური


აზრები და მოქმედებები... მე ბევრი არ მიფიქრია... ახლაც არ ვიცი, საიდან
ვიცოდი რომ ასე უნდა მოვქცეულიყავი; მასთან მივედი, ჩავეხუტე, ჩემი
გული მის გულს დავუკავშირე და რატომღაც ვუთხარი:
- გამოათავისუფლე შენი „შინაგანი ბავშვი“!
არ ვიცი როგორ, მაგრამ ამ სიტყვებმა იმუშავეს. მისი გული განათდა
თეთრი სინათლით და ჩემი ძალისხმევის გარეშე, მის გარშემო ბუნებრივად
წარმოიქმნა თეთრი დამცველი აურა. ოღონდ ამჯერად ეს აურა შიგნიდან,
მისი გულიდან გამოსხივებული სინათლით საზრდოობდა...
მე კმაყოფილებით გადავხედე მიქაელს. ისიც კმაყოფილი ჩანდა და
მიღიმოდა.
- ახლა ხომ ხედავ, როდესაც ადამიანები ბნელი ძალებისგან
დაცვისთვის მოგვიხმობენ, ჩვენი დაცვა დიდხანს ვერ იმუშავებს, თუ
ადამიანმა „თავისი შინაგანი ბავშვი“ არ გამოათავისუფლა, რომელიც
საკუთარი სულია და თვითონ არ დანერგა უწყვეტი სინათლის წყარო,
როგორც ბნელი ძალებისგან საიმედო დაცვა. წინააღმდეგ შემთხვევაში
ჩვენ დროებით ვშველით, მაგრამ როგორც კი ადამიანი თავის სულთან
კავშირს არღვევს, ეს დაცვა იშლება. მოუყევი ამაზე ადამიანებს...
ხილვა დამთავრდა და უკან სხეულში დავბრუნდი. მაინტერესებდა
იმუშავა თუ არა ამ ყველაფერმა რეალურად და გადავწყვიტე რამდენიმე
დღეში ნ.-თვის მეკითხა შეუმცირდა თუ არა, ან იქნებ საერთოდ
აღმოიფხვრა მასზე ბნელი ძალების თავდასხმები?

61
gnozisi

2020 წელი. 2 მაისი. ნ.-ს გამოცდები

ნ.:
- იმმა გამარჯობა. როგორც მითხარი, სიზმარში უკვე გამოცდების მსგავსი
რაღაცები დაიწყო; სხვისი გადარჩენა რამდენად შემიძლია, რამდენად გავუძლებ
ფიზიკურ ტკივილს და ასეთი რაღაცები. ჩემი უბრალოდ გაფიქრებულ იესოს
ლოცვას კი წამის მეასედში აქვს ეფექტი (!) ეს დღეები. მაგრამ როგორც შენ
გიწერია წიგნში ისე ვარ მეც, მაღიზიანებს ხმამაღალი საუბარი, რამოდენიმე
ადამიანის ერთად საუბარი, გუშინ ქართველი „კაი ბიჭები „ ესტუმრნენ დ.-ს
და იმათ დაბალმა ვიბრაციებმა ისე იმოქმედა ჩემზე, დღესაც გათიშული ვარ,
ვცდილობ მშვიდად, სიყვარულით შევხვდე ყველაფერს და რაც უფრო ვცდილობ,
მით უფრო ვღიზიანდები. 😞 დავდივარ გაბრუებული დღეს ქუჩებში და ისეთი
შეგრძნება მაქვს, რომ სხვაგან მოვხვდი. თითქოს რაღაც წამერთვა და მეორეს
მხრივ რაღაც დიდი მომეცა.
იმმა:
- შენ ძალიან სწრაფად გივითარდება მოვლენები. ალბათ იმიტომ, რომ
საორიენტაციო ინფორმაცია გაქვს უკვე ჩემი წიგნის და მსგავსი წიგნების სახით.
🙂 შეეცადე შინაგანი ჰარმონია შეინარჩუნო, რაც არ უნდა მოხდეს. ნეგატიური
ინფორმაცია და დაბალი ვიბრაციები უფრო ძლიერად იმოქმედებენ შენზე და
შეეცადე შეზღუდო ახალი ამბების მოსმენა. უფრო კომედიებს, მსუბუქ ფილმებს
უყურე ხოლმე. ძალიან შეარჩიე რას უსმენ და რას უყურებ.
(ამას რომ ვწერდი, თან სულ ის „მიქაელის ხელი“ მახსენდებოდა...)

62
damoukidebeli nabijebi

ნ.:
- მადლობა იმმა, ასე რომ მეხმარები. კიდევ ასეთი კითხვა მაქვს? გუშინ ღამე მე
შედარებით კარგად ვგრძნობდი თავს, მაგრამ დ.-ს აწუხებდა ძილში რაღაც მთელი
ღამე თითქმის. ჩემი აზრით, მის დახმარებაში გავატარე, ლოცვებს ვკითხულობდი
წარმოსახვით პირჯვარს ვწერდი. შეიძლება ასეთი რამე, რომ ჩემს საყვარელ
ადამიანებს ერჩოდნენ? ჰო, ვცდილობ ძალიან, რომ სიმშვიდე შევინარჩუნოთ,
როგორც კი რაიმე მაღიზიანებს იესოს ლოცვას ვიწყებ 😞 და კიდე ყველაზე ცუდი
შეგრძნება დანაშაულის გრძნობები მაწუხებს ძალიან.
იმმა:
- კი, შეიძლება რომ ახლობლებს ერჩოდნენ. სამწუხაროდ მაგ ხერხს
მიმართავენ ხოლმე. თუ არ გაგიჭირდება, დ.-ს ფოტო რომ გამომიგზავნო და მეც
მასზე ლოცვებს წავიკითხავ.

და მე იმ სიზმარზე მოვუყევი, რომელიც იესოს ლოცვას ეხებოდა და


რომელიც, როგორც ჩანს ამოქმედდა მისთვის.

• • •

63
gnozisi

2020 წელი. 7 მაისი. ვესაკის დღე

არ ვიცი, რა კავშირშია ეს დღე ჩემს ადრე დასიზმრებულ სიზმართან,


„კატაკლიზმი მეორე“, გვ. 28),
სადაც 7-მა მაისმა გაიჟღერა („კატაკლიზმი 28 მაგრამ
დღეს ფეისბუკმა მომილოცა დაბადების დღე. სინამდვილეში ეს არაა
ჩემი დაბადების დღე, არამედ „Imma Imma“-ს პროფილის და ჯგუფი
„გნოზისის“ გახსნის დღეა, რომელიც ასევე სრულიად შემთხვევით
დაემთხვა ბუდისტების წმინდა დღეს - ე.წ. ვესაკის დღეს, ანუ მაისის
სავსემთვარეობას. თქმულების მიხედვით, 623 წელს ჩ. წ. ა.-მდე ამ დღეს
დაიბადა გაუტამა ბუდა, ამ დღესვე გასხივოსნდა (35 წლის მერე) და ამ
დღესვე (84 წლისა) გარდაიცვალა. აი, ასეთი საინტერესო დღე ყოფილა.
დღეს მინდა ჩავიწერო ნ.-ს მორიგი სიზმარი, რომელიც განსაკუთრებით
სინქონიზდა ჩემს ფიქრებთან.

ნ.:
- იმმა, გამარჯობა. იმმა, შეიძლება გაწუხებ, მაგრამ ძალიან მეხმარება, შენ
როცა ჩემს სიზმრებს გიყვები. ორი დღის წინ ვნახე სიზმარი, თითქოს ნაცნობ
ქალაქს მაგრამ ამავე დროს უცნობს შემოესია მტერი, აი როგორც ომებში ხდება,
ჯარისკაცები, მანქანები, ტანკები და მშვიდობიან მოსახლეობას ავიწროებდნენ. ამ
დროს პატარა ბიჭი გზაზე გადადიოდა და ერთ-ერთმა ჯარისკაცმა საყელოში ხელი
ჩაავლო და ყვირილი დაუწყო, რატომ არ გვემორჩილებიო და ამ ჯარისკაცის
სახემ ნელ-ნელა ურჩხულის ფორმა მიიღო. 😞 მე ამ ყველაფერს, გზაგასაყარზე

64
damoukidebeli nabijebi

ვიდექი რამდენიმე ადამიანთან ერთად და შორიდან ვუყურებდი, შემდეგ კადრი


გაქრა (ჩემი აზრით) და სადღაც სოფელში აღმოვჩნდი, სადაც ციდან დაეშვნენ
ადამიანები. ნუ, ვიზუალურად ადამიანები. ერთ-ერთი მოვიდა და ესე მითხრა -
ჩვენ ღმერთის შვილები ვართ და ადამიანების გადასარჩენად მოვედითო და ხელი
დამადო გულ-მკერდის არეში. გარდა სრული თავისუფლებისა არაფერი მიგრძნია
და მეც თითქოს ერთ-ერთი მათგანი გავხდი. ძალიან საინტერესოდ ვშველოდით
ადამიანებს. ანუ, ამ ღმერთის შვილებს შეეძლოთ ბევრნი გამხდარიყვნენ, ანუ ერთი
ღმერთის შვილი რამდენიმე ათასი ხდებოდა და ამ დროს უჩინარი, ადამიანების
სხეულებში გადიოდნენ შეუმჩნევლად და კურნავდნენ ადამიანებს. მეც ორი
ადამიანის სხეულში შევედი შეუმჩნევლად და გავასუფთავე ისინი. თუმცა ყველაზე
საოცარი ისაა, რომ ამ ადამიანებს ფიზიკური ტკივილი არ ტანჯავდათ. თითქოს
ჯანმრთელები იყვნენ, მაგრამ ყველა ნაცრისფერი იყო ან შავი. 😞 წუხელ კიდევ
რა დამესიზმრა. მაგრამ სანამ სიზმარს მოვყვები წინასიტყვაობა უნდა გითხრა.
წუხელ გვიან მოვედი სამსახურიდან, დ.-მ ვახშამი გამიმზადა და ერთ-ერთი
შემადგენელი რაციონი იყო ქათმის ხორცი, ერთი ნაჭერი ჩავკბიჩე და რაღაც
არ მესიამოვნა ქვეცნობიერში, ოღონდ და არც გამიგრძელებია ჭამა. უნებურად
უხასიათოდ ვიყავი და უხასიათოდაც დამეძინა. სიზმარში კი ასეთი რამე ვნახე: ჩემს
სოფელში დიდი მაგიდა იყო გაშლილი და ადამიანები ისხდნენ. ყველა უცნობი
იყო და ყველა ხორცს ჭამდა და ამ ხორცის ღეჭვის მომენტიდან ბოლომდე
გადაყლაპვამდე ვხედავდი ადამიანის აურა და ენერგია როგორ ბინძურდებოდა და
ილექებოდა ქვემოთ გენიტალიებთან და რაც უფრო მეტს ჭამდნენ, ის ადგილი
უფრო და უფრო შავდებოდა. ისევ შემეშინდა რატომღაც ისეთი უცნაური
სანახავი იყო და გამეღვიძა. მთელი დღეა ამაზე ვფიქრობ. საერთოდ ბავშვობიდან

65
gnozisi

საქონლის და ღორის ხორცს არ ვჭამ არა რაიმე იდეოლოგიის გამო, უბრალოდ


არ მიყვარს, არც თევზს მათ შორის და ფრინველის ხორცს ვეტანები ხოლმე და
ალბათ ნიშნავს რამეს.
იმმა:
- ძალიან მანიშნებელია შენი სიზმრები. ხორცს რაც შეეხება, ყველაფერი
ეგრეა. კვებასთან დაკავშირებით („ანგელო
„ანგელოზის გული. წიგნი პირველი. „2018 წელი.
15 სექტემბერი. თბილისი. კვებაზე“, გვ.303).
გვ.303 რაც შეეხება ღვთის შვილების
ჩამოსვლას, ძალიან გამახარა ამ შენმა სიზმარმა. მიქაელიც „ღვთის შვილია”
და სწორედ ასე მადებს ხოლმე ხელს გულის არეში. ხან მას ვხედავ ხოლმე,
როგორც მზის გამოსხივებას, რომელიც ჩემ გულთანაა დაკავშირებული. ეს
სხივები შემოდიან და მეც მანთებენ და მასუფთავებენ. ეს ყველაზე სწორი კავშირია
მათთან. გულისმიერი კავშირი.
ნ.:
- ჰო, მეც დავმშვიდდი ცოტა ამ სიზმრის შემდეგ. ისე შიშები და ეს დემონური
ენერგიები იმდენად აღარ მაწუხებს, უბრალოდ სიზმარში ბევრ ნაგავს ვხედავ,
რომელსაც ვასუფთავებ და ძალიან მიჭირს სიზმარში მათი გასუფთავება. ახლა
ალბათ ჩემ შიგნით არსებული „ნაგვის” გასუფთავების პროცესი მიმდინარეობს.
იმმა:
- ეგ უნდა მეკითხა ზუსტად და ვერ მოვახერხე ეს დღეები. წესით ისე აღარ
უნდა გაწუხებდნენ. თუ გინდა მოგიყვები შენზე რა მაჩვენა მიქაელმა.
ნ.:
- მართლა? მიხარია თუ ასეა. არა, იმმა, სამწუხაროდ არ მახსოვს. ნელ-ნელა
ვკითხულობ. გაცნობიერება მინდა ყველაფრის. ვაიმე რა თქმა უნდა მინდა.

66
damoukidebeli nabijebi

იმმა:
- ესე თავს რომ ესხმიან (დემონები) ჩემს ნაცნობ ადამიანებს, (მიქაელს) ვთხოვ
ხოლმე, რომ დაიცვას ის ადამიანები და შენზე მითუმეტეს ვთხოვე. დილით,
მზე რომ ამოდის ხოლმე, ხშირად მაქვს სიფხიზლეში, ოღონდ დახუჭული
თვალებით ეს კავშირი მასთან. შენც შეიძლება რაღაც მომენტში გაგიჩნდეს და
არ გაგიკვირდეს. ანუ დახუჭულ თვალებში იწყება როგორც სიზმარი, ოღონდ
ფხიზლად ხარ, არ გძინავს. და იწყება იმით, რომ ზევით მიფრინავ. უბრალოდ
ხედავ, რომ სადღაც ზევით მიფრინავ. მერე ჩერდები. მერე, როგორც წესი გული
გულს უკავშირდება (ჩემ შემთხვევაში მიქაელთან), ძალიან ძლიერი სიყვარული
გრძნობა მოდის). ამ „ზედა ეთერული სივრციდან” ბევრი რამე შეიძლება
გაჩვენონ, რაც „ქვემოთ” (დაბალ სიხშირეებში) ხდება. და ჩანს პლანეტარული
სხვადასხვა ველები, მათ შორის ენერგეტიკული, ასტრალური და მენტალური.
და ადამიანებიც თავისი აურებით. და შენ გიპოვა რაღაცნაირად. თვითონ უკან
დადგა და მე მითხრა, დაცვა გაუკეთეო. ჰო, შენზე მოდიოდა თავდასხმები. ოღონდ
ამას ვხედავდი, როგორც შავ ენერგეტიკულ დარტყმებს, რაღაცნაირ ამორფულ
ფორმებს, თუ ნაკადებს. ვერც ავხსნი. აი, სიბნელე რომ მოზღვავდება ადამიანის
გარშემო. მე რანაირად არ ვიცი, მაგრამ რაღაც თეთრი სფეროსავით გაგიკეთე. და
დავინახე, რომ ეს შავი ნაკადები/ნივთები ამ სფეროში ვერ აღწევდნენ, მაგრამ ამ
სფერომ დაიწყო შიგნიდან გატეხა. ანუ შენგანაც გამოდიოდა რაღაც ნეგატიური.
ეს იყო რაღაც ნეგატიური ემოციები, შფოთვები, შიშები, ფიქრები და „ციხე
შიგნიდან ტყდებაო”, რომ ამბობენ, ასეთი რაღაც ხდებოდა. მიქაელი არაფერს არ
მეუბნებოდა. შენ თვითონ მიხვდიო. და მე რატომღაც (ანუ, ამ მდგომარეობაში,
როცა ასტრალური სხეულით გადაადგილდები, აზროვნება შეცვლილი გაქვს და

67
gnozisi

რაღაცნაირად „გულით” ფიქრობ და არა გონებით, ამიტომ გადაწყვეტილებები


მომდიოდა თავისით, ინტუიციურად) და მე ჩაგეხუტე და რატომღაც გითხარი
„გამოათავისუფლე შენი შინაგანი ბავშვი”. არ ვიცი ასე რატომ გითხარი, მაგრამ
შენ მიხვდი რაზეც იყო საუბარი. და რომ ჩაგეხუტე ჩემი გულიდან შენს გულში
გადავიდა ის თეთრი სინათლე, რომელიც თავიდან გარედან სფეროსავით
გაგიკეთე და ეს „შინაგანი ბავშვი” რომ გამოათავისუფლე, შენც განათდი და შენ
თვითონ გაგიკეთდა ეს თეთრი სფერო, რომელიც უკვე შიგნიდან, შენი გულიდან
ნათდებოდა და აღარ ინგრეოდა. რამდენად მერე შეინარჩუნე ეს მდგომარეობა
არ ვიცი, მაგრამ რომ დაგტოვეთ, სრული შეგრძნება მქონდა, რომ ისე ვეღარ
შეგაწუხებენ დემონური ენერგიები, როგორც ადრე. მგონი ასეც მოხდა!
ნ.:
- მადლობა დიდი შენ და მიქაელს. აი, ვხედავ და ვგრძნობ ეს შემოტევები,
რომ აღარ მაქვს იმდენად. ეჰ... იმმა, ჩემგან წამოვიდოდა ცუდი ენერგიები. მე რა
ცხოვრება მქონდა ძალიან დაბინძურებული, იყო ჩემს ცხოვრებაში იყო ისეთი
დრო ჯადოებსაც რომ მიკეთებდნენ. კაცი სხვათა შორის, მაგრამ ისევ ღმერთის
ძალით ნელ-ნელა გამოვძვერი სიტუაციიდან.

• • •

68
damoukidebeli nabijebi

2020 წელი. 11 მაისი. სულიერი საფრთხეები

ნ:
- იმმა დილა მშვიდობისა! წუხელ სიზმარი ვნახე საკმაოდ გრძელმეტრაჟიანი
თუ შეიძლება ამას ასე ვუწოდო არ ვიცი. რამდენიმე დღეა სიზმარში მარტივად
ვაანალიზებ რომ სიზმარში ვარ. წუხელ პატარა ბილიკს მივუყვებოდი. საკმაოდ
ლამაზი იყო. გარშემო ბუნება და უცებ საიდანღაც ძაღლი გამოჩნდა. თითქოს
მომდევდა და მიყეფდა. მე მას სერიოზულად არც შევხედე და გავაგრძელე
სიარული თუმცა მიწაზე ნაბიჯებს არ ვდგამდი. ავმაღლდი ამ ძაღლზე
დაახლოებით ერთი მეტრით და ჰაერში დავდიოდი. თან ვფიქრობდი რა უცნაური
არსებაა, იცის, რომ ვერ მწვდება და მაინც მიყეფს-თქო, უცებ მეორე ძაღლიც
გამოჩნდა, რომელიც ცოტა უფრო მაღალი და ავი იყო. მეც უფრო მაღლა ავიწიე,
მივხვდი რომ სიზმარში ვიყავი და ფრენა გადავწყვიტე, როგორც კი ზემოთ ავიწიე
ელექტრო ენერგიის მავთულები ვნახე და ახლა იმაზე დავდიოდი (ისე მომეწონა
გავერთე ცოტა). მაგრამ ეს სიარული დიდ ხანს არ გაგრძელდა, უცებ დავეშვი
დაბლა თავისით და წეღან ხომ მე ავმაღლდი ძაღლებზე და ახლა ჩემს გარშემო
დიდი, უზარმაზარი, შავი რამდენიმე არსება იდგა. მივხვდი იმას, რომ როგორც
კი მიხვდნენ ჩემს ფრენის შესაძლებლობას, ისევ დემონებმა შემომიტიეს იესოს
ლოცვა არ მშველოდა. ისე უცებ მიახლოვდებოდნენ, თითქოს ჩემი შთანთქვა
უნდოდათ. მე ისევ ჩემი შიშის ენერგია ვიგრძენი, მაგრამ ვითხოვე ამ სიტყვებით
: ღმერთო მომეცი სიყვარული და, იმმა, ისე გაქრა გარშემო შიშიც, ის უსახური
არსებებიც, ეს იყო სასწაული შეგრძნება. და ამის მერე სრულიად უარაფრო

69
gnozisi

სივრცეში მესმის ხმა: ვინ გინდა იყოს შენი მასწავლებელი და მე თითქოს


სულიერი ხმა აღმომხდა: გაბრიელი და გამეღვიძა საოცრად სასწაული გრძნობით.
მე:
- რა მაგარია, ნ.! მიხარია შენ მაგივრად. ისე, რატომ გაბრიელი, რა
საინტერესოა...
ნ.:
- ჰო, რაღაც შოკი მაქვს მე ჯერ კიდევ. არ ვიცი რაღაც თავისით უცებ
აღმომხდა. ვერც კი წარმომედგინა, რომ ასე შეიძლებოდა საუბარი ანგელოზებთან
ან ღმერთი თუ საუბრობდა.

იგივე დღე. წერილი სხვა ჯგუფის წევრისგან - N.-გან:


N:
- ახლა კი მინდა მოგიყვეთ ერთი უცნაური რამ, რაც შემემთხვა „გნოზისის”
დამთავრებისას. აღდგომის დღეებში დავამთავრე. ვკითხულობდი ღამე საწოლში.
დილას გაღვიძებისთანავე გავაცნობიერე ასეთი რამე - ვგრძნობ, რომ თითქოს
საწოლში კი ვწევარ, მაგრამ შეგრძნება მაქვს რომ ნაწილობრივ აწეული ვარ
ჰაერში, ვწევარ ზურგით ზევით, ანუ მუცელზე და ვგრძნობ ჩემს ზურგს
ზევით რაღაც ენერგიას, ენერგია მოძრაობს და უნდა ჩემში შემოსვლა, მე ეს
აღვიქვი რომ იყო სული და აღვიქვი, რომ იყო არა ფერადი, არამედ შავი, რაღაც
მოძრავი ღრუბლის ფთილასავით. რადგან მუცელზე ვიწექი, მკერდი მქონდა
მიბჯენილი საწოლს და მტკიოდა, გავიფიქრე „როგორ მტკივა მკერდი, ცუდი რამე
ავადმყოფობა ხომ არ მაქვს-თქო” და რადგან ვგრძნობდი ცოტა ჰაერში აწეული
ვიყავი, უფრო ფეხებით და თან ეს „სული “ჩემს ზურგს მაღლა დამტრიალებს,

70
damoukidebeli nabijebi

მოძრაობს და უნდოდა ჩემს სხეულში შემოსვლა, მივხვდი, რომ უნდა ამეწია


სხეული და შემოსულიყო ჩემში. ასეც მოვიქეცი. სიმართლე გითხრათ, მეგონა
იქნებოდა იესო ან თქვენი საყვარელი და ჩემი საყვარელი მთავარანგელოზი
მიქაელი და შემოვუშვი, ვიფიქრე გულში ჩავიკრავ და მოვეფერები-თქო... და
გამეღვიძა და გამოვფხიზლდი სრულიად. რამდენიმე დღე ვფიქრობდი რა იყო
ეს, მერე ისიც ვიფიქრე, იქნება ძალიან ღრმად მეძინა, თვითონ ჩემი სული იყო
დროებით ასტრალში გასული და დაბრუნდა-მეთქი. არ ვიცი, რა ვთქვა. აქამდეც
მინდოდა ამის მოწერა თქვენთვის, მაგრამ მომერიდა და თანაც მაღალი წნევები
მქონდა და ცუდად ვიყავი. ცოტა არ იყოს შემეშინდა კიდეც რა მოხდა და რა მელის.
ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი. პატივისცემით ❤ ძალიან დათრგუნული
და შეშინებული ვარ. მითუმეტეს ცოტა ნერვები და ჯანმრთელობაც მგონი
გამიუარესდა. ეს შეიძლება სტრესია შიშისგან. ასეთი რამ არასოდეს მომსვლია.
მადლობა ყურადღებისათვის.
მე (იმმა):
- ნეტა არ შემოგეშვათ... 😞 შავ ღრუბლად არ დაინახავდით ანგელოზს ან
იესოს, სამაგიეროდ ბნელი სულები, ყოველთვის გვერდით არიან. ეტყობა
იგრძნეს, რომ თქვენ გახსნილი იყავით ეგეთი კონტაქტისთვის. ნათელი სულები
არ შემოდიან ასე პირდაპირ. შემოსვლაც არ ჰქვია მაგას... თავის ცნობიერებასთან
გიერთებენ გულის ჩაკრით. თანდათანობით მყარდება მათ შემთხვევაში გულის-
გულთან კავშირი. მაგრამ ძალიან ფრთხილობენ და ძალიან სათუთები არიან,
რომ ტრავმა არ მოგაყენონ. თან ძლიერი სიყვარულის გრძნობა მოდის მათგან.
მაგრამ არ შეშინდეთ. ყველაფერს ეშველება. მოვიფიქრებ კარგად და მოგწერთ.
ერთად მოვიფიქროთ გამოსავალი. შეიძლება არც მომხდარა არაფერი ცუდი.

71
gnozisi

ასტრალის დროს სულ ხედავენ ხოლმე ასტრალურ ბნელ არსებებს. ჩემშიც


გასულან არაერთხელ. ვერ ვიცავდი თავს ბოლომდე და ენერგიაც წაუღიათ. მერე
ეს ანგელოზები და ნათელი ძალები ასე არ შემოდიან სხეულში. „გულში იესოს
შემოშვება” ეს სხვა რამეა. მისი ცნობიერების ნაწილი შემოდის შენში, მაგრამ ეს
ნელ-ნელა ხდება. სიკვდილის შემოშვებას რაც შეეხება, რაც ზემოთ ახსენეთ,
არ არსებობს ეგეთი რაღაც, მაგრამ ბნელი ასტრალური არსება შეიძლება
ყოფილიყო. არა უშავს. მოერევით მაგას. უარესები მინახავს.
N.:
- ვაიმე, რა მეშველება. გეხვეწებით რამე მოიფიქრეთ რა. მე ისეთი დაბნეული
ვარ, ვეღარ ვაზროვნებ. კიდევ კარგი ამდენი ხნის მერე ის მაინც მოვიფიქრე
რომ თქვენ მოგწერეთ. თქვენი იმედი მაქვს და დაველოდები თქვენს რჩევებს.
მე:
- ნუ გეშინიათ. არ გვეშინია ჩვენ ეგეთი რაღაცების.
N.:
- ღმერთო ჩემო, როგორ დამამშვიდეთ. გფარავდეთ მთელი სამყარო ❤❤❤❤
მიყვარხართ.
მე:
- ვერავინ ვერაფერს ვერ გიზამთ. არ ინერვიულოთ. უბრალოდ რამდენიმე
დღე დამჭირდება. მინდა მიქაელს დავუკავშირდე და ვთხოვო, თუ გამომივიდა
კონტაქტი. იქამდე თქვენ შეგიძლიათ იესოს ლოცვა იმეოროთ გულზე
კონცენტრირებით და წარმოიდგინოთ, რომ ყოველი სიტყვის წარმოთქმისას
(ფიქრებში), გული გინათდებათ. ძილის წინ სულ იმეორეთ (ფიქრებში) და ისე
დაიძინეთ. პლუს, დაახმარეთ რაც გაქვთ ისეთი, რაც ქრისტეს ენერგიას ატარებს.

72
damoukidebeli nabijebi

მაგალითად ნაკურთხი წყალი, საკმეველი, ხატები, ჯვარი გიკიდიათ ალბათ. თუ


ისევ დაინახეთ ეს არსება, უთხარით „იესო ქრისტეს სახელით, განვედ ჩემგან, მე
ვეკუთვნი იესო ქრისტეს და მისი შუამავლობით მამა-ღმერთს”. ჯერ-ჯერობით
ესაა თქვენი დავალება. 🙂 ჩათვალეთ, რომ ეს შემთხვევა გაკვეთილია თქვენთვის,
რომლიდანაც სულისთვის სასარგებლო ცოდნა უნდა მიიღოთ და გარჩევადობის
უნარი გამოიმუშაოთ. თუ რამეა, მომწერეთ. მე ხაზზე ვიქნები.

2020 წელი. 12 მაისი. სამსარის წრე

ღამით N.-თვის ვლოცულობდი და მისთვის დახმარებას მიქაელს და


იესოს ვთხოვდი, რადგან თავი ვერ მომყავდა სათანადო მდგომარეობაში,
რომ შეცვლილ ცნობიერებაში შევსულიყავი და ამ ქალბატონის
ენერგეტიკული სხეული დამენახა. შინაგანად სრულიად არეული ვიყავი.
N.-ს გამო თავს დამნაშავედ ვგრძნობდი. ეს ნ.-აც გავუზიარე და მანაც
დამიდასტურა, რომ ჩემი წიგნი ადამიანებმა შეიძლება არასწორად
გაიგონ. ამან ძალიან დამაღონა და დამაფიქრა. ის აზრი, რომ ვინმესთვის
შეიძლებოდა საფრთხე შემექმნა არ მასვენებდა. მძიმე გრძნობამ
მიქაელთან კავშირი გამიწყვიტა, ამიტომ არც ვიყავი დარწმუნებული,
რომ ჩემი ლოცვა N.-ს დასახმარებლად, მასთან მივიდოდა.
სიზმარი:
რაღაც წრეში ვარ მოქცეული. ამ წრის საზღვარს წარმოადგენს
ერთმანეთთან ხელ-ფეხით გადაბმული ადამიანების რიგი. ოღონდ ეს

73
gnozisi

მთლად ადამიანები არ არიან. საღმრთო არსებები არიან თითქოს. ამ


წრის შიგნით ადამიანები ცხოვრობენ, რომელთა შორის გამუდმებული
ომი მიდის. ეს ომი საოცრად სასტიკი და დაუნდობელია. ვხედავ, როგორ
უმოწყალოდ ხოცავენ ერთმანეთს, ბრძოლაში კიდურებს აჭრიან და
გარშემო სისხლის გუბეები დგას. ამ დახურული წრის „ცოცხალი
საზღვარი“ ამ ადამიანებს გარეთ არ უშვებს. მხოლოდ იმათ უშვებს,
ვისთვისაც ეს ომი „უცხოა“, მიუღებელი. ვხედავ დედას პატარა ბავშვით.
ეს მისი ომი არაა. ის ხომ დედაა და მას ხომ ბავშვი ჰყავს. ამიტომ ის
საზღვართან მიდის და „საზღვრის მცველები“ მას გარეთ, უსაფრთხო
ადგილას უშვებენ. მეც ვცდილობ ომში მონაწილეობა არ მივიღო. მეც
ბავშვი მყავს, პატარა გოგო, რომელიც ხელით მიჭირავს. ეს ომი არც
ჩემი არაა. საზღვარს ვუახლოვდები და ვფიქრობ, რა შეიძლება ვუთხრა
საზღვრის მცველებს, რომ გამატარონ? უეცრად ერთ-ერთში ნაცნობ სახეს
ვამჩნევ. მაღალი, გამხდარი ქერა ყმაწვილია, ჩემი ბავშვობის მეგობარი,
რომელთან ერთადაც თხილამურებზე დავდიოდი. მე მასთან მივდივარ და
ვთხოვ, რომ ამ ხოცვა-ჟლეტიდან გამიშვას. ის მაშინვე ხსნის საზღვარს
და მატარებს, ხოლო მერე ისევ კეტავს. მე სამშვიდობოს გავდივარ.
ახალგაზრდა ბიჭისკენ ვტრიალდები და მადლობას ვუხდი. ის წამით თავის
საქმეს წყდება და ღიმილით მიყურებს.
- არაფრის, - მეუბნება. რამდენიმე წამს ერთმანეთს ღიმილით
ვუყურებთ, მადლიერების თბილი გრძნობა მიჩნდება და მისგანაც იმავეს
ვგრძნობ.
წრიდან როცა გამოვედი, დავინახე, რომ გარშემო ცხოვრება

74
damoukidebeli nabijebi

ჩვეულებრივად მიედინება. ჩემთვის უცხო, ევროპული სტილის ქალაქში


ვარ, სადაც ხალხი საქმიანად დაფუსფუსებს. გარშემო ცხოვრება ჩქეფს,
თითქოს იმ „წრეში“ არც არაფერი ხდებოდეს. ხალხი მხიარული და
უზრუნველია. მხოლოდ მე არ ვარ ასეთი. მე ომგამოვლილი ადამიანი
ვარ. გვერდით პატარა შვილი მიდგას, რომელიც ასევე არაა ცხოვრებით
განებივრებული. ჩვენ ნამცხვრების ჯიხურთან მივდივარ. ჩემი შვილი
მშიერია. რატომღაც ვიცი, რომ ფული ბევრი მაქვს, მაგრამ მეც და ჩემი
შვილიც ჟამიანობის ეკონომიას ვართ ნაჩვევნი. ამიტომ ჩემი შვილი
გამყიდველს მოკრძალებულად მხოლოდ 5 კაკალს სთხოვს, რომელიც
იცის, რომ ყველაზე იაფია. მაგრამ მე მას ვაჩერებ და გამყიდველს ყველაზე
დიდ და გემრიელ ნამცხვარზე მივანიშნებ. ჩემი შვილისთვისაც და
ჩემთვისაც. თან გულის სიღრმეში დანაშაულის გრძნობა მიჩნდება, რადგან
იქ, სადღაც, საიდანაც მე გამოვედი, უბედურება ტრიალებს, ადამიანები
გაჭირვებაში და ომში ცხოვრობენ, მე კიდე ნამცხვარზე ვიხარჯები...
ამ ფიქრით გამეღვიძა. მაშინვე გამახსენდა ეს დანაშაულის გრძნობა,
იმაზე რომ გაჭირვების ჟამს არასაჭირო ნივთზე ვიხარჯები, როცა
რამდენიმე დღის წინ ჯემპრს ვყიდულობდი, რომელიც დიდად არ
მჭირდებოდა... ეს სიმბოლო (ნამცხვრის ყიდვა) ჩემთვის გასაგები იყო,
მაგრამ მე სხვაგან წამივიდა ფიქრები და მიქაელთან დაკავშირება ვცადე.
თავიდან მისი თანამყოფობა ძალიან სუსტი იყო. შევეცადე ეს შეგრძნება
უფრო ახლოს მიმეშვა გულთან, რადგან დაძინებამდე კავშირი სრულად
იყო გაწყვეტილი...
უეცრად მისი თანამყოფობა გაძლიერდა და რაღაცამ ზევით

75
gnozisi

ამიტანა. ეს არ იყო ის ჩვეული ცნობიერების აწევა ზედა ეთერულ


სივრცემდე. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ვხედავდი,
როგორ მივფრინავდით რაღაც სინათლის გვირაბებში. თითქოს რაღაც
პორტალივით იყო გახსნილი. საოცარი სისწრაფით გადავადგილდებოდით.
ალბათ სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ამ გვირაბიდან ისევე წამიერად
ამოვარდით, როგორც შევედით და მიქაელთან ერთად მწვანე მინდორზე
აღვმოჩნდი. პეიზაჟი ძალიან ჰგავდა წერაქვს. ყვავილებიც ისეთი იყო,
წერაქვში როგორიც იცის. ვიცოდი, რომ ესეც ერთ-ერთი ილუზორული
რეალობაა, იმიტომ რომ ამ რეალობაში აშკარად მხოლოდ ჩვენ ორნი
ვიყავით... მას ეს განმარტოება სჭირდებოდა რატომღაც. ეთერულ
სივრცეში ხომ ჩვენ გარდა ბევრი სხვა არსებაც ირევა.
მესიამოვნა ლამაზი მდელო, ისიც, რომ ამ სამყაროში ჩემი „სხეული“
და კერძოდ ფეხები ძლიერი და მსუბუქი იყო. მიწაზე შიშველი ფეხებით
სიარულის მონატრებულ შეგრძნებას ავყევი და მიქაელთან ერთად
სიმწვანეში ბილიკს გავუყევი... მაგრამ ფიქრებმა ისევ სიზმრისკენ
დამაბრუნეს... ვიცოდი, რომ ეს სიზმარი მისგან იყო და ბოლომდე უნდა
გამერჩია მისი მნიშვნელობა.
მე:
- ის წრე, რომელშიც ხალხი იყო გამომწყვდეული და ერთმანეთს ომში
ჟლეტდნენ... რას ნიშნავდა?
მიქაელი:
- თქვენს სამყაროს ამჟამად...
- ის „საზღვრის მცველები“, რომლებიც თავიანთი სხეულებით ამ წრის

76
damoukidebeli nabijebi

ცოცხალ საზღვარს ქმნიდნენ, იმ ხალხს არ უშვებდნენ...


- შენ დაინახე, ვისთვისაც ეს „ომი“ მიუღებელია, თავისუფლად გადიან
ამ საზღვარს. „ბავშვიანი დედა“ ასეთი ადამიანების კრებითი სახეა, რადგან
ეს სახე-ხატი ყველაზე შეუთავსებადია ომთან. აი, ასეთი შეუთავსებადი
ადამიანები გავლენ და არ დარჩებიან იმ წრეში, სადაც კარმა თავის საქმეს
აკეთებს.
- ის ახალგაზრდა ბიჭი, რომელმაც მე გამიშვა, ვიცი, რომ შენ იყავი...
მაგრამ ის ბავშვი ვინ იყო, ჩემს შვილად რომ დავინახე?
- გახსოვს ნ.-ს რომ უთხარი „გამოათავისუფლე შენი შინაგანი
ბავშვი“? ეს შენი „უმაღლესი მე“-ა და ის გამოცდილება, რომელიც შენმა
ამჟამინდელმა ინკარნაციამ „შობა“.
- ფული? რომელიც ჯიბეში მედო?
- შენი სულიერი მონაპოვარი, სულიერი მიღწევების მომენტუმი...
რომელიც შეგიძლია „წრეში მყოფ“ გაჭირვებულებს დაუბრუნო,
მიუხედავად იმისა, რომ შენს სულს „შია“ ან „ნამცხვარი“ იყიდო საკუთარი
თავისთვის. ეს შენი გადასაწყვეტია. ორივე არჩევანის უფლება გაქვს
საღმრთო კანონის თანახმად.
მე მიქაელს მივუბრუნდი და თვალებში შევხედე.
- მიქაელ, ეს „საზღვრის მცველები“... მათ შორის შენც იყავი... სიტყვა
არქონტი მცველს ნიშნავს...
მისი თბილი ღიმილი დავინახე.
- ვარ თუ არა მეც არქონტი? ამის კითხვა გინდა? ნუ გეშინია
სიტყვების... არქონტი... ანგელოზი... ღვთისშვილი... ყველა ერთია. ჩვენ

77
gnozisi

ადამიანთა ევოლუციის სადარაჯოზე ვდგავართ და გარკვეულ წილად


მართლა საზღვრის მცველებს წარმოვადგენთ... ოღონდ ჩვენი „დაცვა“
იგივე საღმრთო ნებაა. დაცემულ არქონტებთან მსგავსი ბუნება გვაქვს,
განსხვავება მხოლოდ ნიშანშია. ისინი თუ მინუს ნიშნით არიან, ჩვენ
პლუსით ვართ. სულ ესაა განსხვავება.
...და მან ვიზუალური სურათი გამომიგზავნა. მე დავინახე, რომ მის
მკერდში გულის არესთან პატარა არსება იყო. ოღონდ, ეს პატარა არსება
პატარადაც და იმავდროულად უსაშველოდ დიდად აღიქმებოდა. ასეთივე
„არსება“ მე ჩემს გულშიც შევამჩნიე. მერე მან თავისნაირი ანგელოზი
მაჩვენა, რომელსაც გულის ადგილას სიცარიელე ჰქონდა.
მიქაელი:
- ხედავ... განსხვავება მხოლოდ ესაა... გაქვს თუ არა „ღერძი“, ანუ
კავშირი მამასთან. თუ არ გაქვს, მოწყვეტილი ხარ... დაცემული ხარ.
მე:
- რაღაცნაირად მეცოდებიან ის ადამიანები, რომლებიც ამ „წრეში“
იტანჯებიან... ჩემ ჩათვლით..
მიქაელი:
- არავინაა ამაში დამნაშავე, მათ გარდა... მხოლოდ მათმა თავისუფალმა
არჩევნებმა განაპირობეს, სამსარის წრეში გამოკეტვა და ტანჯვის
რეალობაში არსებობა. მხოლოდ მათ შეუძლიათ საკუთარი თავის ამ
წრებრუნვიდან დახსნა... ჩვენ საღმრთო კანონის ფარგლებში ვმოქმედებთ,
რადგან „ტალღაზე ვმუშაობთ“ და მამის ნების გამტარებლები ვართ...
ვიგრძენი რისკენაც მიჰყავდა საუბარი... ამ ბოლო დროს აუარებელი

78
damoukidebeli nabijebi

შეთქმულების თეორია წარმოიქმნა იმასთან დაკავშირებით, რომ


ადამიანებს ხაფანგში ამყოფებენ უცხოპლანეტური რასები ან დემონური
არსებები. რაღაც მსგავსს მიქაელი თვითონაც ჰყვებოდა. მაგრამ მე
შევატყვე, რომ ადამიანები თითქოს ამით საკუთარ პასუხისმგებლობას
ისხლეტენ. თითქოს სხვაა დამნაშავე მათ უბედურებაში.
მე:
- ზოგიერთ გნოსტიკურ სწავლებასაც თავის დროზე იგივე დაემართა...
იგივე შეცდომაში შევიდნენ... შედეგად ადამიანები ნათელ ძალებსაც
სდებენ ბრალს მათი გადმოსახედიდან უმოქმედობაში.
- პრობლემა იმაშია, რომ მათ დაცემულებთან ვერევით, რადგან ამ
პლუს-მინუსს ვერ ასხვავებენ... ჩვენი დახმარება, მხოლოდ ადამიანებთან
ორმხრივ თანამშრომლობაშია შესაძლებელი. თუ ჩვენზე, ნათელ
იერარქიაზე უარს იტყვიან, ადამიანთა მდგომარეობა მხოლოდ დამძიმდება,
რადგან დემონური ძალები გაძლიერდებიან. ეს კარგად უნდა ესმოდეთ.
ამ შეთქმულების თეორიებში მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმართლეა
(დაცემულ არქონტებს და დემონურ რასებს ვგულისხმობ), სწორედ ეს
ნაღმია ჩადებული: ნათელი იერარქიის მოღვაწეობის დაუნახაობა და
უნდობლობა. ამ „ნაღმებს“ არაპირდაპირ შედეგებში უნდა ეძებდეთ...
მხოლოდ მაღალი გარჩევადობის უნარი გიშველით იმ განსხვავებული და
ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციის მორევში, რომელიც მალე მთელ
სამყაროს წალეკავს (როგორც ბინძური წყალი). მაღალი გარჩევადობის
უნარი კი მხოლოდ მაღალი ცნობიერების და წმინდა გულის ადამიანს
შეიძლება ჰქონდეს... ამიტომ ჩვენ ისევ იქ ვბრუნდებით, საიდანაც

79
gnozisi

ყველაფერი იწყება - სწორ მორალურ ორიენტირებთან და გულისმიერ


მისწრაფებასთან ღმერთისა და ნათელი იერარქების მიმართ. არ მოწყდეთ
ჩვენთან კავშირს.

2020 წელი. ივნისის პირველი დღეები

ღამით მესიზმრება, თითქოს რაღაც პარკში ვარ, რომელსაც ორი


შესასვლელი აქვს. რატომღაც ორი მღვდელი მომდევს. ერთი ახალგაზრდა,
მეორე ასაკოვანი. მე მათთან შეხვედრა არ მინდა და ყველანაირად ვცდილობ
შეხვედრას თავი ავარიდო. როდესაც ისინი პარკში ერთი შესასვლელიდან
შემოდიან, მე მეორიდან გავდივარ, ხოლო როდესაც მეორიდან შემოდიან,
მე პირველიდან გავდივარ. მაგრამ რაღაც მომენტში, მაინც ახერხებენ ჩემ
დაჭერას. მძიმე გრძნობა მეუფლება, რომ მათთან უსიამოვნო საუბარი
მელის და სულ არ მაქვს მაგის თავი.
დილისკენ მეღვიძება. ეს სიზმარი მახსენდება და ჩემთვის მეფიქრება,
რომ ყველაზე მეტად არ მინდა სამღვდელოების პირებთან საუბარი. მათთვის
ყველაფერი რაც დავწერე, კარგ შემთხვევაში ერესი იქნება. მიუხედავად
იმისა, რომ მათი მხრიდან ჩემი წიგნის და საერთოდ ჩემი კონტაქტის
მიუღებლობას კარგად ვიაზრებ, ჩემზე მაინც მძიმე კვალს დატოვებს მათი
ნეგატიური შეფასება, იმიტომ რომ ქრისტე ჩემი უშუალო მასწავლებელია,
ისინი კი მისი ეკლესიის წარმომადგენლები... ხანდახან ჩემი თავი ძალიან
სუსტი მგონია, ეს მაღონებს და მოტივაციას მაკარგვინებს...

80
damoukidebeli nabijebi

2020 წელი. 7 ივნისი. სულთმოფენობა

მესიზმრება, თითქოს ვიღაც მეგობართან ერთად ეკლესიაში შევდივარ.


ჩემი მეგობარი ხატებთან მიდის და ზეთს იცხებს (თვითონ). მე ვეკითხები:
- მეც შემიძლია ზეთი ვიცხო?
ის მპასუხობს, რომ შემიძლია. მე ხატებთან მივდივარ. სანთლის ანთებას
ვცდილობ, მაგრამ ვამჩნევ, რომ ხატები ჩემკენ ზურგით ტრიალდებიან.
თავიდან მგონია, რომ მეჩვენება, მაგრამ მერე ვამჩნევ, რომ ყველა ხატი
უკანა მხრითაა ჩემკენ მოტრიალებული.
- ნუთუ ღმერთმა ზურგი შემაქცია? - მეფიქრება შეშინებულს? - ან
ქრისტიანმა წმინდანებმა რატომ შემაქციეს ზურგი?
ამ ეკლესიას რაღაცნაირად სხვანაირი საკურთხეველი აქვს. იქიდან
უცნობი მღვდელი გამოდის. მე მას მინდა დახმარება ვთხოვო, მაგრამ რა
მოვუყვე? თითქოს ვეუბნები, რომ სიზმრხილვებში მიქაელს ველაპარაკები.
ის, შეწუხებული თვალებს ატრიალებს და იძახის:
- აი, ისევ! კიდევ ერთი შეშლილობის მსხვერპლი!

დილით მეღვიძება უსიამოვნო გრძნობით. დღეს სულთმოფენობის


დღესასწაულია და ასეთი ცუდი შინაარსის სიზმარი ავის მომასწავებელი
უნდა იყოს. უბრალოდ ავის კი არა - საშინელების! ჩემთვის არაფერია
იმაზე უარესი, ვიდრე ღმერთისგან მოწყვეტა... მაგრამ რატომ? რა
გავაკეთე არასწორად? აქამდე ეკლესიები ყოველთვის მესიზმრებოდა,

81
gnozisi

როგორც მშობლიური სახლი, სადაც ჩემთვის კომფორტული აურა იყო


და წმინდანების კეთილგანწყობას ვგრძნობდი. ახლა რა შეიცვალა?
არაფერი ახალი და განსაკუთრებული არ გამიკეთებია და არ დამიწერია.
რაც ეს კორონავირუსის კარანტინი დაიწყო, არც მცალია ამისთვის.
მთელი დღეები ჩემი ბიჭის ონლაინ სკოლაზე ვარ გადართული და მას
ვამეცადინებ.
მაგრამ ყველაზე უცნაური ის იყო, რომ მიუხედავად ცალსახად „ცუდი
სიზმრისა“ მე არ მქონდა შინაგანი შფოთვა, არც გარშემო იგრძნობოდა
რაიმე ბნელი დემონური ვიბრაციები, არც ჩემი მასწავლებლებისგან
მოდიოდა რაიმე საგანგაშო სიგნალები.
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს შეკითხვა
დავუსვი, რას ნიშნავდა ეს სიზმარი. ის ამ კითხვას ელოდებოდა.
მიქაელი:
- შენ სწორი გააკეთე, როდესაც სიზმრის შინაარსი შენს შინაგან
შეგრძნებებთან გადაამოწმე. მე სპეციალურად გამოგიგზავნე ასეთი
სიზმარი. მინდა, რომ კარგად გაიგო, რომ მიუხედავად იმისა, რომ სიზმრების
და შეცვლილი მდგომარეობის საშუალებით გეკონტაქტებით, სიზმრებს
ასი პროცენტით არ უნდა ენდო! ყოველთვის გადაამოწმე სინქრონიზდება
თუ არა სიზმრის კონტენტი შენს შინაგან შეგრძნებებთან. როგორი
სიმბოლურიც არ უნდა იყოს სიზმარი, ის შეიძლება შენი ქვეცნობიერიდან
მოდიოდეს, შენი შიშების ვიზუალიზაციას წარმოადგენდეს ან ბნელი
არსებების მიერ იყოს ჩანერგილი. ამისთვის, რომ ჩვენ მიერ გამოგზავნილი
სიზმარი გაარჩიო, შინაარს ნუ შეხედავ, გადაამოწმე შენს გულთან,

82
damoukidebeli nabijebi

ინტუიციასთან, დამიკავშირდი. თუ იმ მომენტში ამას ვერ ახერხებ,


უბრალოდ გადადე მეხსიერების შორეულ კუნჭულში. თუ საჭირო
იქნება, ამ ინფორმაციას ამოიღებ. დღევანდელი სიზმრის შემთხვევაში
ეს შენი შიშია, შენ ქრისტიანული ეგრეგორისგან „დაწუნების“ გეშინია.
რა თქმა უნდა, უდიდეს წილად შენ მიერ მოწოდებულ ინფორმაციას
სამღვდელოების პირები არ მიიღებენ, რადგან ქრისტიანული ეგერგორის,
ანუ სისტემის ნაწილნი არიან, რომლის ჩარჩოებშიც არიან მოქცეულები.
ამიტომ ჩვენს წიგნს გარკვეულ დრომდე ერესად შერაცხავენ. ეს ასე
იქნება. ამისთვის მზად უნდა იყო.

• • •

83
gnozisi

2 0 2 0 წ ე ლ ი . 1 4 ი ვ ნი ს ი . ს კა მ ე ბი

დილისკენ, გაღვიძებისას, ისევ ვიგრძენი ცნობიერების აწევა. ეს


შეგრძნება, როგორც წესი, თითქმის ყოველ დღე მეორდება და თავისით
ხდება, რაც ყოველ ჯერზე მაკვირვებს. უკვე ვხვდები, რომ ამ დროს,
ცნობიერებით მეუფეთა სამყოფელში ავდივარ
ზევით ასვლის შეგრძნება რომ შეწყდა, მეგონა მიქაელს შევხვდებოდი,
მაგრამ არა. მალევე გავარჩიე მეუფე ს. კ.-ს (სინათლის და სიბრძნის
ღმერთი) ვიბრაცია - თბილი, მამობრივი, უაღრესად კეთილშობილი და
მზრუნველი აურა. დიდი მოკრძალებით, პატივისცემით და სიყვარულით
შევხვდი და მისგანაც იგივე ემოცია წამოვიდა.
ბოლო დღეები დაბნეულობაში ვარ. ჩემი წიგნი რედაქციას,
დაკაბადონებას და თარგმანს გადის. გამომიჩნდნენ ადამიანები,
რომლებმაც ეს საქმე ნათელი იერარქიის პატივსაცემად უანგაროდ,
ყოველგვარი ანაზღაურების გარეშე შემომთავაზეს. ინტერნეტჯგუფში
აქტივობა შევაჩერე, რადგან შეგრძნება მაქვს, რომ უკვე ყველაფერი
ვთქვი და ყველაფერი დავწერე, რაც სათქმელი ან დასაწერი იყო. ამასთან,
ჯგუფს შემოემატა უამრავი ადამიანი, რომელთაგან ბევრი დამღლელად
ნეგატიურ ფიქრებს ავრცელებს. აქტიურობა ინტერნეტსივრცეში
აბლაგვებს ჩემს ნატიფ შეგრძნებებს და გადავწყვიტე, რომ ცოტა ხანი
დავაპაუზო. გარდა ამისა, ძალიან დამთრგუნა ინტერნეტის ნეგატივმა,
რომელსაც უნებურად ვაწყდები და ვგრძნობ, რომ ამ ყველაფერს უნდა

84
damoukidebeli nabijebi

ჩამოვშორდე, დროებით მაინც, რადგან ამდენი უარყოფითი ინფორმაციის


და ბოროტი კომენტარების ატანა აღარ შემიძლია. მაგრამ საკუთარი
თავის ამგვარი იზოლაციით აღმოვჩნდი, ერთგვარად, უსაქმოდ. სინდისი
მქენჯნის, რადგან მეჩვენება რომ პრობლემებს გავურბივარ და მეუფეების
საქმის კეთებას ვანელებ. ამავე დროს მეჩვენება, რომ ეს მაინც სწორი
გადაწყვეტილებაა. მეუფეებისგან ინფორმაციის მიღების გაგრძელების
სურვილი მაქვს, მაგრამ არ ვიცი რა თემაზე უნდა მივმართო ყურადღება და
ჩემი ცნობიერება მუდმივად ყოველდღიურ მიწიერ მოვლენებზე იფანტება.
ბოლო პერიოდში მაფიქრებს ამერიკაში მიმდინარე ანტირასისტული
გამოსვლები, რომლებიც პოლიციელის მიერ ერთი შავკანიანის
მკვლელობას მოჰყვა. ამ პროტესტს აჰყვნენ ევროპის ქვეყნებიც
და მონაწილეობას იღებენ არა მხოლოდ შავკანიანები, არამედ
თეთრკანიანებიც, რომლებიც რასიზმის საწინააღმდეგო მოძრაობას
სოლიდარობას უცხადებენ. ყველაფერი კარგი, რომ არა მომიტინგეთა
(განსაკუთრებით შავკანიანების) მხრიდან ამ პროცესების თანმხლები
ძალადობა, ნგრევა, ძარცვა და სხვადასხვა ისტორიული ძეგლების
განადგურება. მომიტინგეები, ამ, ერთი შეხედვით კეთილშობილ
იდეას, ახორციელებენ საოცარი დესტრუქციული და აგრესიული
მეთოდებით, რაც ადამიანთა დიდ ნაწილში უკურეაქციას იწვევს, არა
მხოლოდ მაპროტესტებლების, არამედ უკვე თავად იდეის მიმართ.
ნაწილ მოსახლეობას, ამ დესტრუქციული მოქმედებების შემხედველს,
შავკანიანთა მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება კიდევ უფრო
უმძაფრდება. ნაწილი კი, არა მხოლოდ არ გმობს ასეთ „ბრძოლის

85
gnozisi

მეთოდებს“, არამედ ამართლებს კიდეც, რადგან მიაჩნია, რომ ჩვეულებრივი


მშვიდობიანი გზები არაეფექტურია. საბოლოოდ, მთელი ეს პროცესი დიდ
შოუს ემსგავსება, რომელზეც გარკვეული პიროვნებები და პოლიტიკური
ძალები ქულებს იწერენ, მიუხედავად იმისა, რომ თვითონ იდეა სწორია და
გარკვეული წარმატებაცაა უკვე მიღწეული ამერიკის კანონმდებლობის
მხრივ, რომელიც პოლიციის მოქმედებებს და უფლებებს ეხება. მე არ
ვარ ამერიკის პოლიტიკაში და მათ ზოგადად მათ პრობლემებში ღრმად
გარკვეული ადამიანი. უბრალოდ ესაა, რაც ყველას ხვდება თვალში.
ცალსახაა, რომ ადამიანები ყველა ფრონტზე და სფეროში თითქოს ორად
არიან გახლეჩილები და ერთმანეთს უპირისპირდებიან.
მაგრამ მე კიდევ სხვა რამ მაფიქრებს. რასიზმი, ფემინიზმი, სექსუალურ
უმცირესობათა მოძრაობები. თითქოს ერთხელ ერთ მხარეს გადაქანებული
წონასწორობა ახლა მეორე მხარეს გადაქანდა და მეორე უკიდურესობაში
იმყოფება, სანამ ახალი წონასწორობა დამყარდება. როგორი იქნება ეს
წონასწორობა? ჩემი გადმოსახედიდან მიდის ერთგვარი გლობალური
„გათანაბრების“ პროცესი რასებს, ეროვნებებს, სქესებს, სექსუალურ
ორიენტაციებს შორის, მაშინ როცა, ეს გათანაბრება არასწორია, იმ მხრივ,
რომ ადამიანები/ერები არ არიან ერთნაირები. ისინი განსხვავდებიან
ევოლუციური საფეხურებით, განსხვავდებიან ფიზიკური და გონებრივი
შესაძლებლობებით, მორალური ფასეულობების აღქმის უნარითა თუ სხვა
უამრავი თვისებით, რადგან ზოგიერთი სული ჩამორჩენილია ევოლუციურ
სკალაზე, ზოგი კი გაცილებით წინ უსწრებს საშუალო სტატისტიკურ
ადამიანს. ჩვენი, კაცობრიობის, კოლექტიური ცნობიერება იმდენად

86
damoukidebeli nabijebi

დაბალია, რომ განსხვავებულობა, და ვინმეს „ჩამორჩენა“ რომელიმე


კუთხით, რატომღაც იწვევს „ჩამორჩენილის“ ჩაგვრას, იმის მაგივრად,
რომ მის დახმარებაზე, წამოწევაზე იყოს ორიენტირებული. ამიტომ მიდის
გათანაბრების პოლიტიკა, რომელიც მოიაზრებს, რომ ყველა ერთნაირია.
შეიძლება ვცდები. ზედმეტად მარტივად ვაყალიბებ აზრს... შეიძლება
მე ვერ ვხედავ სრულ სურათს... მხოლოდ ერთი ვიცი, რომ ღმერთის
წინაშე ერთმანეთის დები და ძმები ვართ, როგორებიც არ უნდა ვიყოთ,
რეინკარნაციის პირობებში ერთი და იგივე სული სხვადასხვა რასაში და
ქვეყანაში ინკარნირდება, ხოლო ერთ-ერთი მთავარი საღმრთო კანონი
ამბობს, რომ ძალადობა შობს მხოლოდ ძალადობას...
ამიტომ ცნობიერების აწევისას, მეუფესთან ჩემდა უნებურად ამ თემაზე
წამივიდა ფიქრები, მიუხედავად იმისა, რომ სხვა საკითხზე, კერძოდ ჩემი
საქმიანობის გაგრძელებაზე მინდოდა გარკვევა.
ჩემს კითხვაზე საპასუხოდ მან „ზევიდან“ გადმომახედა და მე ერთგვარი
ტურბულენტური ნაკადები დავინახე, რომლებიც არათანაბრად იყვნენ
დედამიწაზე განაწილებული და ზოგან მეტ, ზოგან ნაკლებ მოძრაობას
ქმნიდნენ.
მეუფე:
- შენ იცი, რომ კაცობრიობის ევოლუცია მიმდინარეობს მატერიაში
ჩასვლა-ამოსვლის ციკლებით. როდესაც სული ღრმად ეშვება მატერიაში,
ადამიანთა შორის ჩნდება დაშორებულობა, დისკრეტულობა, ვითარდება
ეგოცენტრიზმი, მიმდინარეობს გაყოფის, დაშორების პროცესები.
„მე“ ხდება უფრო ძლიერი, ვიდრე „ჩვენ“. ამ დროს ჩნდებიან რასები,

87
gnozisi

ერები... ჩნდება განსხვავებულობა და შედეგად საზღვრები, რადგან


განსხვავებულ და მარტოსულ „მეს” სხვებისგან გამიჯვნა და
თავდაცვა სჭირდება. ჩნდებიან ქვეყნები, ქალაქები, დასახლებები.
რაც უფრო დაბალვიბრაციულ რეალობაშია სული, მით მეტია დაყოფა
და გამიჯვნა ცოცხალ არსებებში და შესაბამისად მეტია თავდასხმა-
თავდაცვა და უფრო მაღალია ცოცხალი არსებების ტანჯვის დონეც.
მაგრამ ეს პროცესი, გლობალური გადმოსახედიდან, ასეც უნდა
მიმდინარეობდეს, რადგან ეს ის ევოლუციური ხვეულია (საფეხური),
სადაც ამ დისკრეტულობაში სული იძენს ინდივიდუალურ თვისებებს.
საბოლოო ჯამში მან ხომ ღმერთრეალიზაციის ინდივიდუალურ ვარიანტს
უნდა მიაღწიოს! როდესაც მატერიაში „ჩაშვების“ პროცესი მთავრდება,
იწყება ამ ინდივიდუალობაშეძენილი სულების ამოყვანა უკან სულიერ
განზომილებაში და იწყება უკუპროცესები, რომლებიც საყოველთაო
ძმობას, ერთობას და თანაბარუფლებიანობას მოიაზრებს. საწყის
საფეხურებზე ეს იდეები შეიძლება არასწორად ჩანდეს, რადგან ამ დროის
მდგომარეობით რეალობა არ შეესაბამება იდეას. იდეა წინ უსწრებს.
განსხვავებები რასებში, სხვადასხვა კულტურებს და ერებს შორის,
გინდა ფიზიკურ, გინდა სულიერ მდგომარეობებში ცალსახაა. თითქოს,
არ შეიძლება მათი გაერთიანება ერთი ქოლგის ქვეშ. თითქოს, ერთი რასა
აშკარად „ჯობნის“ მეორეს, ან ერთი ერი უფრო განვითარებულია, ვიდრე
მეორე. მაგრამ ხომ გახსოვს, ჯერ ჩნდება იდეა, ჯერ ისახება აზროფორმები
მენტალურ ველში, ხოლო მერე ეს იდეები „ილექებიან“ მატერიალურ
განზომილებებში. იდეა ყოველთვის წინ უნდა უსწრებდეს რეალობას!

88
damoukidebeli nabijebi

იდეა ყოველთვის უფრო ამაღლებული უნდა იყოს, ვიდრე რეალობაა. ეს


არაა უტოპია. ეს არის კანონი! ხომ გახსოვს, რას გასწავლიდა მიქაელი?
სულიერების ამაღლება ცნობიერების გაფართოებით და მეტი და
მეტი ეგრეგორის შერწყმით ხორციელდება. საბოლოოდ, სულიერად
ამაღლებულ არსებებს იმდენად ძლიერი ერთობის გრძნობა უჩნდებათ,
რომ ყველა ერთმანეთის განცდა-ნაფიქრალის ესმით.
მე მიქაელის სიტყვები გამახსენდა:
„- ამ დონეზე (იგულისხმება მის დონეზე) ცოცხალ არსებებს
უდიდესი ერთობის განცდა აქვთ თავისი სტრუქტურის ფარგლებში
არსებულ სულებთან, სხვა სიტყვებით თავის ოჯახთან. ჩემთვის ეს მე
და ჩემი ანგელოზთა ლეგიონია. ჩვენ ერთ მთლიან ორგანიზმს ვქმნით,
რომელიც რაღაცით ფუტკრების სკას ან ჭიანჭველების შეთანხმებულ
საზოგადოებას შეიძლება შეადარო. აქ მონადებს (სულებს) გააჩნიათ,
მაგრამ მაინც შედარებით წაშლილი აქვთ ინდივიდუალობის შეგრძნება
სხვებთან სიყვარულით ერთობის განცდაში.“ („გნოზისი, ანუ ანგელოზის
გული“, პირველი წიგნი, გვ 605).
605)
მიქაელის გახსენებაზე, უნებურად მისკენ წამივიდა ფიქრები. გა-
მახსენდა და მომენატრა ის დრო, როდესაც ყოველ ღამით და დილით
ის მასწავლიდა. განა სხვა მეუფეებთან ურთიერთობა სიხარულს არ
მანიჭებდა, მაგრამ მიქაელთან სწავლა მხოლოდ სწავლა არ იყო.
მასთან კავშირის დამყარება ყოველთვის იწყებოდა ძლიერი სიყვარულის
გრძნობით, რომელიც ორმხრივი და ძალიან მძაფრი იყო. არც ერთ სხვა
მეუფესთან არ მქონია ასეთი ემოციური კავშირი მიუხედავად ძლიერი

89
gnozisi

პატივისცემისა და მოწიწების. ეს რაღაც სხვა იყო. მის გახსენებაზე


უნებურად მისკენ მონატრების და სიყვარულის ემოციები გამეგზავნა
და ჩვენ შორის უმალ გაჩნდა კავშირი, რომელსაც თავად მისი გამოჩენა
მოჰყვა. ის მაშინვე მეუფესთან მივიდა და გააბა საუბარი, რომელიც,
ვიცოდი, რომ მე მეხებოდა და რომელიც თითქოს მოსალოდნელი იყო
მისთვის. რაღაცას უხსნიდა. უფრო სწორედ უმტკიცებდა. საუბარი რომ
დაასრულეს, მეუფე ს. კ. მომიბრუნდა და მოულოდნელი რაღაც მითხრა:
- მე მყავდა ერთი მოსწავლე. ძალიან წარმატებული იყო თავის
დარგში, - თავიდან ვერ მივხვდი, რა იგულისხმა. მან ამ ადამიანის
ვიზუალიზაცია გამომიგზავნა, რომლიდანაც ამ კაცის პიროვნება შევაფასე.
ის ერთგვარი „მეომრების“ კატეგორიიდან იყო. არ ვიცი როგორ ავხსნა
უკეთესად... ცოტა მკაცრი, ძალიან ასკეტური და ძალიან მამაკაცური... მის
გამოცდილებაში იგრძნობოდა ჭირთათმენის უაღრესად განვითარებული
ნებისყოფა, ამტანობა, უშიშრობა და ერთგულება. როგორც ჩანს, მის სულს
მრავალი ბრძოლა, ფიზიკური ტკივილი და მძიმე განსაცდელი ჰქონდა
გამოვლილი. თითქოს მთელი მისი სხეული ნაიარევებით იყო დაფარული.
მეუფემ განაგრძო:
- ყოველ ჯერზე, როცა სასწავლად ჩემთან მოდიოდა, მე სხვადასხვა
ფერის და ფორმის სკამებზე ვსვამდი... - მან ისევ გამომიგზავნა
ვიზუალიზაცია. ამჯერად ეს უცნაური ფორმის, ბავშვურად შეფერადებული,
მკვეთრი ფერების სხვადასხვანაირი სკამების სურათები იყო. იქ იყო გოგოს,
პრინცესული სტილის სკამი, ბავშვის, გვირილებით მოხატული მწვანე
სკამი, ანტიკვარული, გაპრანჭული ტახტი და სხვა, - ყოველ ჯერზე

90
damoukidebeli nabijebi

განსხვავებული სკამი ჰქონდა, - განაგრძო მეუფემ, - მხოლოდ მას. სხვა


დანარჩენები ჩვეულებრივ სკამებზე ისხდნენ. ეს ხომ უბრალოდ სკამი
იყო? მეტი არაფერი. მაგრამ დამიჯერე, იმხელა დისკომფორტი ჰქონდა
ამის გამო, რომ ყურადღებით ვერ უსმენდა იმას, რასაც ვასწავლიდი... -
მან პაუზა გააკეთა და გამომცდელი მზერით შემხედა, - როგორ ფიქრობ,
რატომ გიყვები ამას?
ამ სიტყვებმა საშინლად დამძაბეს. ჩემს გონებაში პასუხი მწიფდებოდა.
მივხვდი, რომ ამ ადამიანს ძლიერი თვითიდენტიფიკაცია ჰქონდა
გარკვეულ იმიჯთან, რომელიც მისთვის ეგოს გაძლიერების და მიწიერი
მიჯაჭვულობის ფორმას წარმოადგენდა... იმასაც მივხვდი, რომ პარალელი
საკუთარ თავთან უნდა გამევლო, მაგრამ მეუფემ ჩემი ფიქრები წაიკითხა
და გამაჩერა.
- ჯერ ნურაფერს მიპასუხებ. იფიქრე მაგაზე.

• • •

91
gnozisi

2020 წელი. 16 ივნისი. უცნობი მეუფე

დილით ისევ მქონდა ცნობიერების აწევის შეგრძნება, მაგრამ დღეს


ახალი შეხვედრა შედგა. ბოლომდე ვერ ვხვდები ვინ იყო. ვიცი, რომ ერთ-
ერთი მეუფეთაგანი. მისი ხასიათი მაშინვე შევაფასე. ის განსხვავდებოდა იმ
მასწავლებლებისგან ვისთანაც აქამდე მქონდა კონტაქტი და რომლებიც
ასე უხვად მაჯილდოებდნენ სითბოთი და სიყვარულით. ეს მეუფე მკაცრი
ჩანდა. ის მოკლედ, კონკრეტულად და საქმეზე საუბრობდა. რატომღაც
ჩემი სკოლის მკაცრი მასწავლებლები გამახსენდნენ, მაგრამ თან
საკუთარი თავი დავამშვიდე, რადგან მკაცრი მასწავლებლები ყოველთვის
მიყვარდნენ და ისინიც პატივს მცემდნენ ხოლმე. ასეთი მასწავლებლები
სამართლიანები არიან და სიბეჯითეს და შრომას განსაკუთრებით აფასებენ.
ამ მეუფის ტელეპათიური „ხმა“ გამორჩეულად „კარგად ისმოდა“. ეს
მომენტი ნიშანდობლივ აღვნიშნე და ვუთხარი კიდეც.
- ძალიან კარგად მესმის თქვენი ხმა... - ვუთხარი ცოტა დაბნეულმა,
იმიტომ რომ არ ვიცოდი რაზე მესაუბრა... როგორც წესი სხვა მეუფეებთან
სასაუბრო თემა თავისით და ადვილად მოდიოდა ხოლმე, რადგან მე თითქოს
ვიხსნებოდი და ჩემი ცნობიერებიდან ბუნებრივად აღმოცენდებოდა
კითხვები და საჭირბოროტო საკითხები. მაგრამ ამ მეუფესთან ეს „გახსნა“
რატომღაც არ გამომდიოდა...

92
damoukidebeli nabijebi

მეუფე:
- ჩვენ ვფიქრობთ, ერთი მნიშვნელოვანი დავალება მოგცეთ. ვხედავ,
რომ პირად სივრცეში ყოფნა ძალიან მოგწონს და ჩრდილში ყოფნას
ამჯობინებ, მაგრამ სულ ასე ხომ ვერ იქნება?
მე მომინდა პასუხის გაცემა, მაგრამ მან, როგორც მეუფეებმა იციან
ხოლმე, წინასწარვე იცოდა ჩემი ფიქრები და ერთგვარად გამაწყვეტინა:
- ოღონდ არ თქვა, რომ არ შეგიძლია და საამისო თვისებები არ გაქვს!
ყველა ასე ამბობს.
ამ ნათქვამმა დამაბნია, რადგან ზუსტად ამის თქმა მინდოდა.
უმრავლესობა „გნოზისის“ ჯგუფის წევრებმა და წიგნის მკითხველებმა არ
იციან ვინ არის იმმა, არ იციან ჩემი რეალური პიროვნების შესახებ. ამგვარი
იზოლაცია ხალხის ყურადღებისგან ჩემთვის ძალიან კომფორტულია. მე
არც არავის აღიარებას ვეძებ და არც არავისი მასწავლებლობა მწყურია.
- სწორედ ეს მოგვეწონა, - უეცრად გავიგონე მეუფის ფიქრები,
- ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებლები არასდროს ეძებენ ამ საქმეს.
მათ ესმის, რომ სულიერ მასწავლებლობაზე დიდი პასუხისმგებლობა
არ არსებობს. ყველა ჭეშმარიტი სულიერი მასწავლებელი, რომელიც
კაცობრიობას ევლინებოდა, იქნებოდა ეს იოგი, გურუ, თუ ქრისტიანი
მოძღვარი, ჩვენგან, ნათელი იერარქიისგან ხელდასხმული უნდა
ყოფილიყო! თუ არ იყო და ეს როლი თვითნებურად ჰქონდა ნაკისრი,
ვაი მის ბრალს. უკეთესია ქვა მოიბა კისერზე და ზღვაში გადავარდე.
ცრუმასწავლებლობაზე მძიმე კარმა არ არსებობს.
ამ სიტყვებმა კიდევ უფრო დამზაფრეს, მითუმეტეს ეს ყველაფერი

93
gnozisi

ისედაც ვიცოდი. ყველა ის ადამიანი, ვინც ინტერნეტით მეკონტაქტებოდა,


მიუხედავად იმისა, რომ რეალურად მათ ვასწავლიდი, ჩემთვის
თანაბარი სულიერი მაძიებლები იყვნენ, რომლებსაც მე უბრალოდ ჩემ
სულიერ გამოცდილებას და ცოდნას ვუზიარებდი... არავის არასდროს
არ ველაპარაკებოდი მენტორული ტონით, ან ჭკუის დამრიგებლური
რიტორიკით. ყოველთვის ვცდილობდი „თანაბრის“ პოზიცია დამეკავა.
სულიერი მასწავლებელი სულ სხვაა...
- მაშინ, - სხვანაირად მივუდექი მე წეღან აკრძალულ აზრს, -
მე იმ ჩემს თვისებებზე გეტყვით, რომელიც არ შეეფერება სულიერ
მასწავლებელს. მაგალითად, მე ძალიან რბილი ვარ. ყოველთვის მეშინია,
ადამიანს რამე ვაწყენინო და სიმკაცრე არ მყოფნის...
- ამიტომაც ვარ აქ! - უმალ მოვიდა მისი პასუხი. შემდეგ „ხმა“ ისევ
დაიკარგა.
რამდენჯერმე შევამჩნიე, რომ კონტაქტი მეუფესთან ხან მეკარგებოდა,
ხან ისევ მყარდებოდა, როგორც გაუმართავ ტელეფონში, სადაც ხმა
წყდება ხოლმე, თუმცა, როცა ისმის, კარგად ისმის. როცა მიქაელთან ან
სხვა მეუფეებთან მიწყდებოდა კავშირი, მე მათ სიყვარულით ვპოულობდი.
მათზე ფიქრს რომ ვიწყებდი, სიყვარულის გრძნობა მიჩნდებოდა და მათ
სულებს მაშინვე ვპოულობდი. მაგრამ ამ მეუფესთან ემოციური კავშირი
ვერ მიჩნდებოდა... ამიტომ არ ვიცოდი, როგორ მომეძებნა. როგორც ჩანს
ამ წყვეტებისას, ის მპოულობდა მე და არა პირიქით. უეცრად, მეუფემ
თემა შეცვალა და განსხვავებული ინტონაციით თქვა:
- მაშინ, როდესაც პირველად გამოთქვი, ჩვენთან თანამშრომლობის

94
damoukidebeli nabijebi

სურვილი... სურვილი იმის, რომ სინათლის ფოკუსი არასდროს


ჩამქრალიყო... გახსოვს? - მე ის საბედისწერო მომენტი გამახსენდა. მაშინ
ისეთი ენთუზიაზმი ამენთო, რომ ლამის ფიზიკურად გავნათდი, - მაშინ
ყველამ დაგინახეთ... ძალიან ნათლად ჩანდი... - და ჩემდა გასაკვირად მისი
ღიმილი შევამჩნიე... ამ ღიმილზე მეც საპასუხოდ გამეღიმა და უეცრად
ვიგრძენი, რომ ჩვენ შორის ძაფი გაიბა, ჩემი შინაგანი ჩაკეტილობა გაიხსნა
და გული გადამეშალა. როდესაც მეუფეს გულს უხსნი, ისიც გიხსნის. ეს

95
gnozisi

ორმხრივი კავშირია. ის შენ გხედავს, შენ კი მას და ამ მკაცრი, საქმიანი


ინდივიდუალობის უკან მე წამიერად დავინახე ის დიდი და კეთილი
გული, როგორიც ყველა მეუფეს აქვს და რომელიც შეუძლებელია არ
შეგიყვარდეს. ეს შეხება მის პიროვნებასთან წამიერი იყო, მაგრამ მე
ჩავებღაუჭე ამ გრძნობას, რომ კავშირი გამემყარებინა...
კონტაქტი ისევ აღდგა და მეუფემ მკითხა, რა თემაზე მსურს
საუბარი. ადრე თუ საუბრის თემა ადვილად მოდიოდა, ახლა ამ თემის
ძებნა დამჭირდა და ჩემი არჩევანი კაცობრიობის წარსულზე, კერძოდ
ატლანტიდაზე გაჩერდა.
- მართლა არსებობდა ასეთი ცივილიზაცია? რატომ ვერ პოულობენ
დამაჯერებელ არტეფაქტებს? რამდენად დიდი ხნის წინ იყო და როგორი
იყო? - მივაყარე მე კითხვები.
მეუფემ ჯერ პაუზა გააკეთა, მერე ვიზუალიზაცია გამომიგზავნა
რამდენიმე წრიული ფორმის ქალაქ-სახელმწიფოსი, მაგრამ მერე თითქოს
გაჩერდა.
- მინიმუმ ოთხი ფიქსატორი-აზროფორმა უნდა ჩავსვა შენს
ცნობიერებაში, რომ მერე სრული სურათი შევიტანო, - თქვა მან, - შენს
ცნობიერებაში დასაყრდენს ვერ ვპოულობ. ძალიან მწირი ინფორმაცია
გაქვს...
თავიდან ვერ მივხვდი, რას გულისხმობდა. მივხვდი მხოლოდ, რომ
იმისთვის, რომ მის მიერ მოწოდებული ინფორმაცია აღმექვა (იმ ტიპის
კონტაქტით, რაც მქონდა), რაღაც ცოდნა ამ საკითხზე წინასწარ უნდა
მქონოდა, ანუ რაღაც არქეტიპებს უნდა დაჰყრდნობოდა, იმისთვის, რომ

96
damoukidebeli nabijebi

მე სრული სურათის ვიზუალიზაცია მომეხდინა... ეს იგივეა, რომ დიდი


მთების სურათს გიგზავნიდნენ, მაშინ როცა შენ ზღვის გარდა არაფერი
გინახავს. მცირე ბორცვი მაინც უნდა გქონდეს ნანახი, რომ დიდი მთების
სურათი სრულფასოვნად აღიქვა. არ ვიცი, უკეთ როგორ გადმოვცე აზრი,
მაგრამ იმ ტელეპათიურ კონტაქტს, რაც მე მაქვს, როგორც ჩანს თავისი
შეზღუდვები აქვს.
მე:
- მომანიჭეთ უფრო მკაფიო ხედვის უნარი. პირდაპირი ხედვის! მე მზად
ვარ ასტრალში გავიდე ცნობიერების სრული შენარჩუნებით. ან იქნებ რამე
სხვა მეთოდს მივმართოთ?
- არ გამოვა. ფიზიკური სხეული უნდა მომზადდეს.
- მითხარით რა გავაკეთო და ყველაფერს გავაკეთებ. თუ შიმშილობაა
საჭირო, ამ ყველაფერს დავიცავ.
- არა. ამას ბევრი დრო უნდა და სხვა პირობები.
კავშირი ისევ გაწყდა და ისევ დამყარდა. მე რატომღაც მიქაელისკენ
წამივიდა აზრები და ისევ ვიგრძენი მისი თბილი, მოსიყვარულე
თანამყოფობა.
ჩემს სენტიმენტებზე მეუფეს გაეღიმა.
- ტყუპისცალი ალი... - ჩაილაპარაკა მან, - მას თავის ცნობიერების
ნაწილი მუდმივად შენთან აქვს დატოვებული, ამიტომ ნუ გეშინია, არსად
დაიკარგება.
მე მინდოდა მეტი გამომეკითხა, რას ნიშნავს „ტყუპისცალი ალი“,
მაგრამ კავშირი ისევ გაწყდა და ამჯერად აღარ აღდგა.

97
gnozisi

ეს პირველი კონტაქტი იყო, რომელმაც დაბნეულობაში დამტოვა.


ბუნდოვნად ვხვდები, ვისთანაც მქონდა შეხვედრა, მაგრამ სახელს
მაინც არ დავწერ, რადგან არ ვარ დარწმუნებული და მეუფის სიმკაცრის
მერიდება.

2020 წელი. 17 ივნისი. ახლოვდება ახალი გარდამტეხი


მომენტი

ახლოვდება ზაფხულის ბუნიობა. ამ ჯერად იგი ემთხვევა მზის


დაბნელებას. ცალსახად, ეს გარდამტეხი მომენტი იქნება ჩემს
ცხოვრებაშიც. ეს დღეები ვფიქრობ, რომ ახალი გეზი უნდა ავირჩიო.
ვფიქრობ, მეუფეებთან თხოვნა გავაგზავნო, რომ ისევ მიქაელთან
მიმამაგრონ სასწავლებლად. დიდი სიამოვნებით გავაგრძელებდი
საკრალური ცოდნის მიღებას. ხომ ზუსტად ვიცი, რომ მიქაელს არ აქვს
ამაზე შეზღუდვა. მას შეუძლია გაცილებით მეტი გამიმხილოს, თუ რა
თქმა უნდა ამაზე მისი და საღმრთო ნება იქნება. წინა ღამით დიდხანს
ვფიქრობდი, როგორ გამეკეთებინა ჩემი თხოვნის ფორმულირება. ჩემი
პრიორიტეტები ჩემთვის ცალსახა იყო, მაგრამ მეუფეებთან ბოლო
შეხვედრებმა დამაფიქრეს, რამდენად სწორია ეს ჩემი სურვილი...
სურვილი სურვილია, მაგრამ იქნებ საქმეს სხვაგვარად სჭირდება?..
მაგრამ სხვაგვარად რომ იყოს საჭირო, ხომ თავად მიქაელი მეტყოდა
ამის შესახებ? ან იქნებ არ მეტყოდა? იმიტომ რომ უმეტეს წილად არ

98
damoukidebeli nabijebi

მეუბნება ხოლმე რა უნდა გავაკეთო ან რა ავირჩიო. ის ყოველთვის ჩემს


გადაწყვეტილებას ელოდება. „ვერავინ ვერ იცხოვრებს ცხოვრებას
შენ მაგივრად, ნუ ელოდები, რომ ვინმემ გმართოს. გზის მინიშნება და
მართვა სხვადასხვა რამეა“ - გამახსენდა მე მისი სიტყვები და კიდევ
უფრო დავიბენი. ცალსახად ვგრძნობდი, რომ ჩემი არჩევანი იქნებოდა
გადამწყვეტი მომავალი წლის საქმიანობაში.

• • •

2020 წელი. 19 ივნისი. ჩემი თხოვნა-წერილი


კარმის მეუფეებს

ბოლო-ბოლო აზრებს თავი მოვუყარე, გადავწყვიტე და დავწერე


წერილი, სადაც ავიღე რამდენიმე ყოველდღიური ლოცვითი ვალდებულება
და გამოვთქვი სურვილი, რომ წიგნის წერა გაგრძელდეს და ჩემი
მასწავლებელი ისევ მიქაელი იყოს. ასევე ვთხოვე, რომ ვინმე ადამიანი
გამოეგზავნათ ან მიეთითებინათ, ვინც ამ საქმეში გვერდში დამიდგებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ რამდენიმე ასეთი ადამიანი უკვე ისედაც არსებობს,
კარგი იქნებოდა, რომ მეუფეებისგან წამოსულიყო კონკრეტული მითითება.

99
gnozisi

შემდეგ ეს წერილი დავწვი, ლოცვებში მიქაელს მოვუხმე და ვთხოვე, რომ


ამ წერილის ეთერული ანაბეჭდი კარმის მეუფეებთან მიეტანა, რადგან
ახლოვდებოდა ახალი გარდამტეხი მომენტი.
მიუხედავად იმისა, რომ კორონა-ვირუსი საქართველოს სამეზობლოდ
მძვინვარებს, ჩვენთან სიმშვიდეა. სულ ის სიზმარი მახსენდება -
ტორნადოზე, სადაც ტორნადო ყველაფერს ანგრევს, მაგრამ ჩვენ
შედარებით გვინდობს.
როგორც ჩანს, მუშაობის შესაძლებლობა მექნება, ამიტომ ჩემი
სურვილიცაა, რომ საქმე გაგრძელდეს.

100
ნაწილი მეორე
ეგვიპტური გნოზისი - ასკლეპიოსი
asklepiosi

2020 წელი. 21 ივნისი. ბათუმი. ზაფხულის ბუნიობის


სიზმარი - პასუხი

ღამით დაძინებამდე მიქაელს ვთხოვე, რომ ჩემი წერილის საპასუხო


სიზმარი გამოეგზავნა. ამჯერად ბათუმში ვიყავი და დიდი იმედი მქონდა,
რომ მიუხედავად დაღლილობისა, ისე მაგრად არ დამეძინებოდა, რომ
სიზმარი არ დამმახსოვრებოდა.
დილისკენ რაღაცები დამესიზმრა, მაგრამ სულ რამდენიმე სურათი
გამომყვა:
დავინახე, რომ კედელზე კიდია შვიდი მთავარანგელოზის სურათი,
რომლებიც ერთიანად ამოყირავებულ ჯვარს ქმნიან. ამოყირავებულს,
იმიტომ კი არა, რომ ამას ნეგატიური დატვირთვა აქვს, არამედ იმიტომ
რომ ჯვარი ციდან დედამიწისკენაა მიმართული და არა პირიქით.
ყველაზე ქვედა ნაწილში (ანუ ჯვრის წვერი, რომელიც ქვევითკენაა
მიმართული), მიქაელის სურათია. ასევე დავინახე თ., რომელიც მწერს,
რომ მოულოდნელი ფულადი შემოსავალი აქვს და უნდა რომ ჩემი
წიგნის დაბეჭდვაში დამეხმაროს (ადრე მართლა მომწერა ასეთი რამ). მე
უარს ვეუბნები, რადგან არ მინდა ჩემს მკითხველებთან რაიმე ფულადი
ურთიერთობა მქონდეს. ასევე ვხედავ, რომ ერთ-ერთ ლოცვას ვამბობ,
კერძოდ „ლოცვა პატიოსნისა და ცხოველსმყოფელისა ჯვრისადმი“,
რომლის ყოველდღიური წაკითხვის ვალდებულება ავიღე. თითქოს,
ამ ლოცვის თქმისას ჩემ წინ დიდი, შავი, ამორფული მასა ზღვავდება,

102
gnozisi

რომელიც ნელ-ნელა ეშმაკის სახეს იღებს. ლოცვის ენერგია მას ებრძვის,


ზომებში ამცირებს, აჩერებს. მაგრამ ბოლოს, მე ლოცვას ვწყვეტ. ჩემი
თავი ბრძოლის მდგომარეობიდან უპირობო სიყვარულის მდგომარეობაში
გადამყავს და ამ უშველებელ „ეშმაკს“, როგორც რაიმე შინაურ ცხოველს,
ცხვირზე ვკოცნი. ის წამიერად პატარავდება და ქრება...
ამ სიუჟეტების გარდა კიდევ იყო რაღაც, მაგრამ ცხადში ვერ
გამოვიტანე... ჩემთვის დავფიქრდი, ჯვარი მთავარანგელოზების თანხმობა
იყო ჩემ თხოვნაზე, მიქაელთან დაკავშირებით? და თ.-ს დასიზმრება იმას
ნიშნავს, რომ ეს ის ადამიანია, ვინც უნდა დამეხმაროს? და ლოცვა?
რატომ იყო ლოცვის კითხვა „ბრძოლის მდგომარეობა“, რომელზე უფრო
ეფექტური „უპირობო სიყვარულის მდგომარეობა“ აღმოჩნდა?

2020 წელი. 22 ივნისი. ბათუმი. როგორები არიან


უხილავი სულიერი მასწავლებლები

დილით, გაღვიძებისას, ძალიან მკაფიოდ დამამახსოვრდა ერთი


უცნაური სურათი - როგორ ჩადის სულიერი იერარქის სული მინერალში,
კერძოდ ქვის ლოდში, რომელიც რაღაც ქანდაკების მსგავსია. აზრი ასეთი
იყო, რომ ეს შესაძლებელია. ანუ შესაძლებელია სულის ჩასვლა არა მარტო
ცოცხალ ორგანიზმებში, არამედ მინერალშიც! რატომღაც ამას მოჰყვა
შივას ლინგამის სურათი, შემდეგ ქვის საკრალური სამლოცველოები

103
asklepiosi

წარმართულ რელიგიებში, ქვის კერპები და ამულეტებიც კი... აქ აზრი


გაწყდა და მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი..
...მისი სიყვარული მომეხვია და მეც მივეფერე შინაგანი, გულისმიერი
სითბოთი. მაშინვე მივხვდი, რომ ჩემი თხოვნა, შესმენილი იყო და
ზაფხულის ნაბუნიობაზე რაღაც გადაწყდა ჩემთან დაკავშირებით.
- რაზე იყო ეს სურათი? სულის ჩასვლაზე მინერალში? - ვკითხე მე.
მიქაელი:
- ჰერმეს ტრისმეგისტუსი უნდა გავაგრძელოთ... - მოულოდნელად
მიპასუხა მან, - გახსოვს, მაშინ, ჰერმეს ტრისმეგისტუსს რომ ვარჩევდით,
ქიბალიონი განვიხილეთ, მაგრამ სხვა ტრაქტატები გადავდეთ, რადგან
შენ მოგეჩვენა, რომ პოსტქრისტიანული ჩადგმები იგრძნობოდა. მე
მაშინ არ შეგეწინააღმდეგე. ოღონდ ეს ტექსტი მართლა იყო თავის
დროზე ეგვიპტური ტრაქტატი, რომელიც შემდგომ ბევრჯერ გადაიწერა
და გაუგებარი ტერმინები შეიცვალა გასაგები ქრისტიანული სიტყვებით,
რომლებმაც არსობრივად გაამრუდეს პირვანდელი აზრი. მაგრამ ჩვენ
შევეცდებით აღვადგინოთ ამ ტექსტის ავთენტური სახე... მინერალში
სულის ჩასვლაზე მანდ იქნება საუბარი... საქმე იმაშია, რომ ახლოვდება
დრო, როცა დიდი აღრევა მოხდება ადამიანების რელიგიურ მრწამსში.
შეიქმნება (და უკვე იქმნება) უამრავი ახალი მიმდინარეობა, რომელიც
ძველ წარმართულ რიტუალებს გააცოცხლებს და შეეცდება ტრადიციულ
რელიგიებთან გააერთიანოს, რადგან გაერთიანების, გლობალიზაციის
პროცესი მიდის. უნდა იცოდეთ, რა საკრალური აზრი და რა ფარული
პროცესები მოიაზრებოდა ამ ყველაფრის უკან. ძველი ეგვიპტური ცოდნა

104
gnozisi

დაკარგული და გაუკუღმართებულია. მე იმიტომ კი არ გასწავლიდი და


მუდმივად მიგანიშნებდი „მესამე“ ანუ სულიერ გზაზე, რომ ტანტრული,
იგივე მაგიური ანუ „მეორე გზა“ ცუდია... პირიქით პირველი ანუ
მატერიალური (იანტრული) გზიდან უფრო ლოგიკურია, რომ მეორეზე
გადაინაცვლო და არა პირდაპირ მესამეზე. მაგრამ ეს გზა საშიშია, რადგან
უნდა გყავდეს დიდი განდობილები და დიადი სულიერი მასწავლებლები,
რომლებსაც კავშირი აქვთ საღმრთო განზომილებასთან, საკუთარ უმაღლეს
„მესთან” და იერარქიასთან. მხოლოდ მათგან უნდა იქნას მოწოდებული
ცოდნა მაგიაზე, რადგან ნატიფი მატერიით და ენერგიებით მანიპულირება
კიდევ უფრო საშიშია და კიდევ უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს,
ვიდრე ფიზიკური მატერიით და ფიზიკური ენერგიებით. ხომ ხედავ, ახლა
უკვე საშიშია ის ცოდნა, რომელსაც კაცობრიობა ფლობს, იმის გამო
რომ საკუთარი თავი არ გაანადგუროს. კაცობრიობის სულიერების დონე
და ის ცოდნა, რომელსაც ის ფლობს აუცილებლად შესაბამისობაში
უნდა იყოს. ამიტომ არ ვიყავით ჩვენ მომხრე რაიმე მაგიის გამოყენების.
თქვენ, ადამიანებმა მასზე არაფერი იცით. ის მაგები და ეგრეთ წოდებული
ექსტრასენსები, რომლებიც რაღაც შელოცვებს და ჯადოებს აკეთებენ,
უბრალოდ ბნელი ძალების მარიონეტები ხდებიან ან უბრალოდ ცრუობენ.
მათი ცოდნა, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან შორსაა ნამდვილი ცოდნისგან.
ასეთი მანიპულაციები ძალიან საშიშია, როგორც თვითონ მაგებისთვის
(ექსტრასენსებისთვის, მკითხავებისთვის), ასევე მათი დამკვეთებისთვის,
რადგან ძალიან მძიმე კარმულ უკუგებას იწვევს მათთვის. იმდენად
მძიმეს, რომ ვერც წარმოუდგენიათ. დღევანდელ დღეს არსებულ მაგებში

105
asklepiosi

არსებობენ ერთეული გამონაკლისები, მაგრამ მათ ვერ იპოვი დიდ


ქალაქებში. მოკლედ, რაღაც მომენტში უნდა დავიწყოთ ჰერმეტიკული
გნოსტიციზმის გარჩევა. და კიდევ ნეტარი ავგუსტინე... მასზეც მოგვიწევს
ერთი-ორი სიტყვის თქმა... ეს მე ადრეც მინდოდა, მაგრამ არ გამოვიდა...
მე გამახსენდა, რომ ორი წლის წინ მიგზავნიდა აზრებს მანიქეველთა
რელიგიაზე და ნეტარ ავგუსტინეზე. მაშინ შევძვერი ინტერნეტში, მაგრამ
ვერაფრით ვერ მივხვდი რა იყო იქ საინტერესო, ან რაზე უნდა გვესაუბრა.
მანიქეველთა აზრები სისულელედ მომეჩვენა, ნეტარი ავგუსტინე კი
ტიპური ადრექრისტიანი წმინდა მამა იყო, რომელიც ერესებზე წერდა...
მაგრამ მაშინაც ვგრძნობდი, რომ რაღაც იყო ამ თემასთან დაკავშირებით,
რაც მიქაელს აინტერესებდა...
- რაღაც მემართება... - შევჩივლე მე, - დღის განმავლობაში ვცდილობ
საწერად დაჯდომას, მაგრამ სულ რაღაც ხელს მიშლის და ყურადღება
მეფანტება...
- ცეცხლოვანი ენერგია უნდა მოიკრიბო... კარგია, რომ ჯგუფი ცოტა
ხნით დახურე, მაგრამ ყოველდღიურ ცხოვრებაში მეტი დისციპლინა
გმართებს... მე რომ გულით გიერთებ, ეს არ არის უბრალოდ სიყვარულის
ჩუქება, მე ცეცხლოვან ენერგიას გაძლევ, გულის ჩაკრას გიაქტიურებ,
რომ შენს უმაღლეს მესთან და ჩემთან კონტაქტი გაგიმყარდეს. ამან
შთაგონება უნდა მოგანიჭოს და შენი ნაწერი ჩემი ენერგიით უნდა
დაიმუხტოს. შენ კი მას ყოველდღიურ წვრილ-წვრილ ნეგატიურ
ემოციებში და დროს გაყვანაში ხარჯავ... მე ყველაფერი გასწავლე,
რომ ნეგატიურ ენერგიებს და არსებებს გაუმკლავდე. ჩემ დონეზე უნდა

106
gnozisi

გეჭიროს ცნობიერების ნაწილი მუდმივად! ამას თუ არ მოახერხებ,


არაფერი გამოვა... უნდა გააკონტროლო თითოეული შენი ფიქრი, სიტყვა,
ინტონაცია და მოქმედება! ეს სავალდებულოა! ჩვეულებრივი ადამიანივით
ვეღარ იცხოვრებ. წინააღმდეგ შემთხვევაში... ხომ იცი, ცეცხლი მაღალ
ვიბრაციებში სიბრძნის და ბრწყინვალების გამოვლინებაა, მაგრამ დაბალ
ვიბრაციებში ის მწველი და გამანადგურებელია! ისევ შენ ჯანმრთელობაზე
აისახება ეს ყველაფერი! არ დაგეწვას ენერგეტიკული ცენტრები! ამიტომ
ძალიან გთხოვ... არა... მოვითხოვ შენგან, აკონტროლე საკუთარი თავი!
მე ვიცოდი, რომ ის როგორც ყოველთვის მართალი იყო. ისევ მომიწევს
ძალების მობილიზება და საკუთარი თავის უაღრესი დისციპლინირება.
- ანუ, გადაწყდა, რომ ისევ შენთან მექნება კონტაქტი, ჰო? -
დავუბრუნდი მე ჩემთვის საჭირბოროტო თემას.
მიქაელი:
- შენი თხოვნა და ჩემი არგუმენტები მიიღეს მხედველობაში. უკეთესი
იქნებოდა სხვა მასწავლებლებთანაც გქონოდა კონტაქტი. თითოეულ
მათგანს ამ დროს მოსწავლეში თავისი ცნობიერების ნაწილი შეაქვს და
თავისი თვისებებით ამდიდრებს. შენ გაგაძლიერებდა ეს მრავალმხრივი
კონტაქტი. სწორედ იმ თვისებებს შეიტანდნენ შენში, რაც გაკლია...
ამიტომაც გქონდა შეხვედრა მეუფე „------„, რომელსაც განსაკუთრებით
მკაცრი, მტკიცე ინდივიდუალობა აქვს. მაგრამ როგორც მე, ისე არავინ
გიცნობს. შენ არა ხარ უბრალოდ მედიატორი ჩვენსა და ადამიანებს
შორის, უბრალოდ მედიუმი, ან „არხი“ (ინგ. Channel). არ მიყვარს ეს
სიტყვა. შენ და მეუფე „------„-ს შორის იქამდე არ დამყარდა კავშირი,

107
asklepiosi

სანამ არ გაჩნდა ემოციური კავშირი (2020


2020 წელი. 16 ივნისი. „უცნობი
მეუფე“. გვ. 92).
92 მანაც დაინახა ეს შენი თავისებურება. მაგრამ სწორედ
ეს თავისებურება განაპირობებს ჩვენი ურთიერთობის ასეთ სიმყარეს და
გადმოცემული ინფორმაციის სისუფთავეს. ამ კავშირს „გულისმიერი“
ჰქვია და ის ძალიან მტკიცე და სუფთაა, სწორედ იმიტომ, რომ სიყვარულის
ველითაა გაერთიანებული. ის დამახასიათებელია ქრისტიანობისთვის,
სუფიზმისთვის, ბჰაკტი იოგისთვის. ამიტომაც დაგტოვეს ჩემთან... ასე
გამოვიდა...
მე:
- ეს მეუფეები... სულიერი მასწავლებლები... ყველანი ასეთი
სხვადასხვანაირები არიან... ადამიანებივით...
- იმიტომ რომ შენ მათ მე-5 დონის ჰიპოსტასს, ყველაზე
„გაადამიანებულ“ ვარიანტს აღიქვამ. უმაღლესი ეთერული სივრცე და
მეუფეების სამყოფელი, რომელშიც შენ ხვდები არის მატერიალური
რეალობის მსგავსი ნატიფი მატერიისგან შემდგარი რეალობა ნატიფ
განზომილებაში. როგორც კონტროლირებადი სიზმრის რეალობა, ის
მარტივად იცვლება მეუფის მენტალის ზემოქმედებით და ისეთ სურათს
ქმნის, რაც იმ მომენტშია საჭირო. ამიტომაა, რომ ხან დარბაზებში, ხან
საკლასო ოთახივით ადგილებში, ხან ბუნებაში ხვდები, ხან კი არაფერია,
უბრალოდ აბსტრაქტული სივრცე, სადაც აზროფორმების ვიზუალიზაციით
გეკონტაქტებიან. ეს უმაღლესი ეთერული ოქტავა არის ის შრე, რომელიც
მაქსიმალურად მიახლოებულია დედამიწის მატერიალურ რეალობასთან.
ერთგვარად ბუფერული ზონაა სულიერ და მიწიერ განზომილებებს შორის.

108
gnozisi

აქედან მატერიალურ განზომილებაში მიმდინარე პროცესები კარგად


ჩანს და მათზე ზემოქმედებაც ყველაზე ადვილია. გახსოვს ის ნაკადები?
2020 წელი. „14 მარტი. ენერგეტიკული ნაკადები“. გვ. 39).
(2020 39 ამიტომ
მეუფეები ამ შრეში იღებენ იმ გარეგნობას და ინდივიდუალობას, რომელიც
დედამიწაზე განსხეულებისას ჰქონდათ და რომელიც ყველაზე მარტივად
აღსაქმელია მათთან კონტაქტში შემავალი ადამიანებისთვის. ამიტომ მათ
მე-5 ჰიპოსტასს შენ აღიქვამ, როგორც ძალიან კარგ ადამიანებს. მაგრამ
მე-6 და მე-7 ჰიპოსტასების დონეზე ისინი უბრწყინვალეს არსებებს
წარმოადგენენ. მე-6 დონეზე ისინი განსხვავდებიან. მე-7 დონეზე უკვე
თითქმის ერთნი არიან, მაგრამ მაინც არის განსხვავება, რადგან ეს მე-7
დონე არის მხოლოდ ამ (დედამიწის სფეროს) 7-ობითი ფრაქტალის
მწვერვალი, რომელიც „ღმერთრეალიზებული მე-ს“ ახალ, უფრო დიდ
ფრაქტალში გადადის (გალაქტიკის) და ცნობიერების ჰიპოსტასები
იქაც ვლინდება. შემდეგ ის 7-ობითი სტრუქტურა კიდევ უფრო დიდში
გადადის (კოსმოსური ფრაქტალის დონეზე) და ა. შ. სხვადასხვა მეუფეს
„ღმერთრეალიზების“ სხვადასხვა დონე აქვს. ზოგის ცნობიერება მზის
სიტემის, ზოგის გალაქტიკის, ზოგის ცენტრალური მზის, ზოგის სრულიად
კოსმოსის დონეზე გადის. ყველა ამ დონეს ჩემი ცნობიერებაც ვერ კი
სწვდება. მეუფეების მე-6 და მე-7 დონესთან თუ შეხვალ კონტაქტში
გექნება „ღმერთის ცნობიერებასთან“ შერწყმის განცდა, გახვალ
გამოვლენილი სამყაროს დუალობიდან და დაგეუფლება გრძნობა, რომ
მარადიულ ნეტარებაში იმყოფები. მაგრამ ეს სხვა მდგომარეობაა.
ესე ვთქვათ, არაა „მუშა“ მდგომარეობა. იმისთვის, რომ ადამიანებთან

109
asklepiosi

იურთიერთონ და ასწავლონ, მეუფეები გამოდიან კონტაქტზე თავისი მე-5


ჰიპოსტასით, რომელიც დუალობის კონტექსტში იმყოფება და დედამიწის
მოვლენებთან ადეკვატურ კავშირშია, ვინაიდან უფრო „გაადამიანებულ“
ვარიანტს წარმოადგენს. ასეთივეა ის უმაღლესი ეთერული სივრცის
ცვალებადი რეალობა თავისი დროებით მატერიალიზებული ოთახებით
და ავეჯით. ეს ყველაფერი იმისთვისაა, რომ თქვენს, განსხეულებაში
მყოფი ადამიანების სულებს, რომლებიც ფიზიკურ სხეულთან კავშირში
იმყოფებიან და მატერიალური რეალობის აღქმას არიან ნაჩვევნი,
კომფორტი ჰქონდეთ.
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო:
- შევაჯამოთ გასული წლის შედეგები! ჩვენ გავხსენით ჯგუფი,
დაგამთავრებინეთ წიგნი, შევამოწმეთ მისი ენერგეტიკული დამუხტვა.
ვნახეთ, რამდენად შესაძლებელია წიგნის კითხვისას მკითხველს
(რა თქმა უნდა სათანადო სულიერი მზაობის შემთხვევაში) გაეხსნას
სიზმარხილვების არხი და ჩვენთან კონტაქტზე გამოვიდეს. როგორც
აღმოჩნდა ნ.-ს და კიდევ რამდენიმეს შემთხვევაში, ეს შესაძლებელია,
რაც ძალიან კარგი შედეგია. ასევე გამოჩნდა საფრთხეებიც, როგორც
N.-ს შემთხვევაში. ამაზე ცალკე გაფრთხილება უნდა გააკეთო. მე ვამბობ
ხოლმე „ჩვენ“ და არა „მე“, იმიტომ რომ შენ მე მეკონტაქტები, მაგრამ
ჩვენ ბევრნი ვმუშაობთ. ქრისტე ხშირად გიგზავნის თავის თანამყოფობას,
განსაკუთრებით ზოგიერთ ადამიანთან ურთიერთობისას, ვისაც მასთან,
ქრისტესთან, განსაკუთრებული ეგროგორული, კარმული ან სხვა ტიპის
კავშირი აქვს..

110
gnozisi

- კი, მე ეს ვიგრძენი... - ვუთხარი მე და ის სიზმარი გამახსენდა, სადაც


2020 წელი. 18 აპრილი. „აღდგომის
იესო ბნელ კედელს მინათებდა (2020
ღამე - ქრისტეს თანამყოფობა“. გვ. 45)
45
მიქაელი თითქოს კიდევ უფრო მომიახლოვდა. მისი აურის ღრუბელში
კიდევ უფრო მეტად მოვექციე, ხოლო გულის არე თითქოს დაიძაბა და
მოეშვა ერთდროულად.
- ჩემი ანგელოზები ხშირად გეხმარებიან შენი გარემოცვის აურის
გაწმენდაში ბნელი არსებებისა და მათი ენერგიებისგან, - განაგრძო მან და
მე გამახსენდა ის სიზმარი, სადაც ჩემ გარშემო მან თავისი ანგელოზების
ლეგიონი დააყენა, - ს. კ.-ს და მ.-ს აქვთ თავისი ცნობიერების ნაწილი
შენში ჩადებული... რამდენად მოახდენ მათ რეალიზებას, შენზეა
დამოკიდებული, თუმცა, უნდა აღვნიშნო, რომ ეს ვიბრაციები შენმა
სულიერმა სხეულმა კარგად მიიღო. ასევე დედა-მარიამისაც... მაგრამ მე...
- მისი სიახლოვე ტკივილამდე მძაფრი გახდა. ჩვენი გულები ერთმანეთს
დაუახლოვდა, როგორც ორი მაგნიტი, რომელიც რაღაც მომენტში უკვე
ისეთ სიახლოვეს აღწევს, რომ უკონტროლო ხდება მიზიდულობა და
ვერანაირი ძალა ვერ აკავებს მათ შეერთებისაგან. ელვისებური სისწრაფით
ვიგრძენი მისი გულის მიერთება ჩემს გულზე, შემდეგ რაღაც ბრწყინვალე
ელვარებასავით და ის ნეტარი „ჩაწყდომის“ შეგრძნება, რომლიდანაც
ისევ მისმა სიტყვებმა გამომარკვიეს, - მე ჩემი გული გაჩუქე... შეიძლება
სიტყვებს ვერ ვპოულობ, ან შენ ვერ პოულობ, რომ ჩემი აზრი გადმოგცე,
მაგრამ ასე იტყოდა... ადამიანი...
მის ბოლო სიტყვებში იმდენი სითბო და სიყვარული იდო, რომ მეგონა

111
asklepiosi

სრულიად ჩავინთქმებოდი ამ გრძნობაში. ისევ მასში გავიხსენი და


საკუთარი თავის აღქმა დავკარგე. რატომ? როგორ მოხდა? საიდან მოვიდა
ეს ყველაფერი ჩემს თავს? რატომ მოხდა მაინც და მაინც ასე?..

❦ ❦ ❦

2020 წელი. 24 ივნისი. თბილისი. თ.-ს წერილი

თ-ს მესიჯი, რომელიც თბილისში ჩამოსვლისას აღმოვაჩინე


მესინჯერში:
თ.:
„ახლა დავასრულე შენი წიგნის მესამე ნაწილი. ნელ- ნელა ვკითხულობდი.
შიგადაშიგ ვუბრუნდებოდი გარკვეულ ადგილებს. საოცარი ეფექტი აქვს ნაწერს.
“ცოცხალი” წიგნი.. At times I felt overwhelmed, with gratitude and
joy. I was filled with deep, sympathetic understanding sometimes
bringing me to tears. უამრავი ეპიზოდი, სიზმარი გააქტიურდა კითხვის დროს.
ჩემი ცხოვრებიდან. უამრავი, წლების მანძილზე ნაკირკიტები, პასუხგაუცემელი
კითხვა ამოიწია და თითქოს გაშუქდა სხვადასხვა მხრიდან. ელვისებურად დამყარდა

112
gnozisi

კავშირები ინსტინქტურ ცოდნასა და სხვადასხვა დროს ნაკითხ-მიხვედრილ


შორის. რამდენი გიმუშავია, იმმა! I admire the effort and dedication you
put in this book. What a wondrous piece of work. What astonishing
channeling of divine inspiration. ახლაც მეტირება. მადლიერებისგან,
სიხარულისგან, მიხვედრა-შეგრძნების (comprehension) შვებისმომგვრელი
გრძნობისგან. ერთის მეშინია მხოლოდ: სულიერების ბილიკებზე ხეტიალის
დროს ბევრჯერ მიფიქრია რომ ვიპოვე ჭეშმარიტება (ან მისი რაღაც
გამოვლინება)- ხან წიგნებისა და სწავლებების, ხანაც ადამიანებისა და შინაგანი
გამოცდილებების საშუალებით. Only to realize the limitations (and in
some cases erroneous illusions) of those moments of “enlightenment”.
მეშინია ეს ჩემი ახლანდელი revelation (რომელიც უფრო მწყობრი სისტემაა
რომელსაც სულ ვეძებდი, უფრო სწორად I was intuiting, რელიგიებსა და
მეცნიერებაში, მისტიციზმსა და ხელოვნებაში), ისევ მორიგი ფანტასმაგორიული
თეორია არ აღმოჩნდეს რომელიც მჭირდება in order to stay sane, to
keep on marching...
იმდენად მწყობრია შენს წიგნში გადმოცემული სქემა, იმდენად ეხმიანება ჩემს
სულსა და გონებას, რომ მეშინია ჩემივე აღქმა არ მატყუებდეს... ერთი რამის
იმედი მაქვს, though. სიმშვიდე და წონასწორობა მოაქვს ამ ფურცლებიდან მომავალ
ცოდნა-მიხვედრას. Contrary to strong emotional but rather impulsive
feeling that I sometimes experience reading similar material. ჰოდა
ვინ იცის, იქნებ ამჯერად ვიპოვე “ჩემი” წიგნი. ან კი აქვს მნიშვნელობა ამას თუკი
ის გზას გამიკვალავს და ამ გზაზე სიარულს გამიიოლებს?
რამდენიმე საკითხი მაქვს ამოწერილი რაც ბუნდოვანი რჩება ჩემთვის.

113
asklepiosi

ვიტოვებ იმედს რომ შევძლებთ exchange -ს sometime. კიდევ ერთხელ მადლობა


და ასევე ჩემი დიდი admiration შენ გონიერი და გულისმიერი ძალისხმევისთვის,
სიბეჯითისთვის, დისციპლინისთვის და სიყვარულისთვის.“
იმმა:
- როგორ მიხვდე, რაღაცა რასაც ეძებდი ნამდვილია, თუ მორიგი ილუზია?
ერთ-ერთი საშუალება, ამოიცნო ჭეშმარიტება, მოიცავს ჩემი აზრით 2 რაღაცას
- ორი გზას. ჯერ პირველი - შთაბეჭდილება. როცა კითხულობ, ისეთი გრძნობა
უნდა გქონდეს, რომ ახალ რაღაცას კი არ იგებ, არამედ ის გახსენდება რაც შენმა
სულმა ისედაც იცის. რეალურად ჩვენშია ყველაფრის ცოდნა. ჩვენს უმაღლეს
მე-ს აქვს ეს ცოდნა. ამიტომ არის ეს გამონათქვამი სწორი: ჭეშმარიტება თვითონ
მოწმობს თავის თავს. ჭეშმარიტებას არ სჭირდება მტკიცება. მისი ამოცნობა ხდება
გულით. მეორე (მაინც, ემოციებმა რომ არ მოგატყუონ) არის გამოცდა დროით.
რაღაც დრო უნდა გავიდეს, რომ მორჩები კითხვას. ცოტა ხანი ჩამოშორდი
ამ ყველაფერზე ფიქრს, რომ ემოციები დაგიწყნარდეს. თუ რაღაც დროის
მერე ისევ გექნება ისეთი გრძნობა, რომ ჭეშმარიტებას შეეხე და ისევ ისეთივე
დადებითი გრძნობები დაგეუფლება და არ გახუნდება ეს ყველაფერი, ესე იგი,
არ ყოფილა ილუზორული. თ., 20 ივნისის წინა ან მომდევნო დღეებში, არაფერი
არ დაგსიზმრებია?“

• • •

114
gnozisi

2020 წელი. 27 ივნისი. თბილისი. გოგონას მოჩვენება

სიზმარი:
ვგრძნობ რომ დავფრინავ. ფიზიკური სხეული არ მაქვს. უხილავად
დავფრინავ და უხილავ რაღაცებს ვხედავ. თითქოს სადღაც ტყეში ვარ...
ბარიდან მთაში ვინაცვლებ, სადაც ერთი კლდიანი ფერდობი რატომღაც
გამორჩეულად მიზიდავს... თითქოს რაღაც მეძახის... მინდა მოვშორდე,
მაგრამ მეძახის, მიზიდავს. ვშორდები და უკან მაბრუნებს. ამ ადგილს
„ადგილის დედა“ ჰყავს. ეს უხილავი ქალური ენერგიის მატარებელი
ბუნების სულია. აქვე, ამ კლდესთან უამრავი ალპინისტია დაღუპული.
უპირატესად მამაკაცები. მაგრამ მე ახალგაზრდა გოგოს სულს ვხედავ.
პირველად ის დაიღუპა და ახლა, აქ მისი მოჩვენებაა გაჭედილი.
- შენ მატკინე... შენ მომაყენე ტკივილი... შენ მატკინე... შენ მატკინე...
- მეუბნება და განუწყვეტლივ იმეორებს ამ სიტყვებს.
მე ამ გოგონას სულის გარშემო საათის ისრის საწინააღმდეგო
მიმართულებით ვიწყებ ფრენას და ერთგვარ მორევს ვქმნი. ამ გოგონას
წარმოთქმული სიტყვები თითქოს სისხლის წვეთებად გადაიქცევა,
რომლებიც მორევს ერწყმიან და ასევე ტრიალს იწყებენ. მე ვტრიალებ
და თან რაღაცას ვამბობ. ამ გოგონას სულს ვუბოდიშებ ტკივილის
მიყენებისთვის (თუმცა მე არ ვიყავი, ვინც ეს ტკივილი მიაყენა) და რაღაც
შელოცვას ვიმეორებ. საიდანღაც ვიცი, რა სიტყვები უნდა წარმოვთქვა.
მორევი სისხლის წვეთებს ჯერ ერთიან მბრუნავ ნაკადში აერთიანებს,

115
asklepiosi

შემდეგ ეს ყველაფერი ქრება, ხოლო გოგონას სული თავისუფლდება,


ისევე როგორც „ადგილის დედა“ იშორებს ამ მოჩვენების წყევლას.
აქ მეღვიძება და მიქაელს ვუკავშირდები.
მე:
- რა უცნაური სიზმარი იყო. თან რაღაცნაირი დაბალვიბრაციული...
დემონური არა, მაგრამ არასასიამოვნო..
მიქაელი:
- ჰო. გაჭედილი სულის განთავისუფლება არაა სასიამოვნო. ეს გოგოც
მთამსვლელი იყო. ის თავისმა მეგობარმა ბიჭმა წაიყვანა კლდეზე საცოცად.
როდესაც გადმოვარდა, მისი ბოლო აზრი იყო საყვედური ამ ბიჭის მიმართ.
მე არაერთხელ მაქვს შენთვის ახსნილი, როგორი მნიშვნელოვანია,
თუ საით არის მიმართული ადამიანის ცნობიერება გარდაცვალების
მომენტში. ის ღმერთის, სულიერი სამყაროსკენ უნდა იყოს მიმართული.
ასეთი წყენის და ბრაზის ემოციები სულს ჭედავენ და აბამენ ყველაზე
დაბალ (მატერიალურთან მიახლოებულ) ნატიფ განზომილებაში. ამ
გოგოს სულის „გაჭედვა“ კიდევ განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ეს ადგილი
ერთგვარი „ძალის ადგილი“ იყო. ასეთ ადგილებში იკვეთება დედამიწის
ენერგეტიკული არხები (რადგან როგორც ადამიანს, ასევე დედამიწას
აქვს უხილავი ენერგეტიკული არხები) და ხშირად აქ იმკვიდრებენ
ადგილს ბუნების სულები. ამ ადგილის ენერგეტიკამ ამ სულის პრობლემა
გააძლიერა და ერთგვარი ერთი და იმავე მომენტის გამეორების,
„ჩაციკვლის“ მდგომარეობაში გაჭედა. მისი სული მუდმივად ერთი და
იმავეს იმეორებდა და ვერ გამოდიოდა იმ ემოციური მდგომარეობიდან,

116
gnozisi

რომელშიც მოულოდნელი სიკვდილი ეწვია. ამიტომ ყოველ ჯერზე, როცა


ამ კლდეს ვინმე მთამსვლელი უახლოვდებოდა, განსაკუთრებით მამაკაცი,
ამ გოგონას სული მას სთხოვდა პასუხს, იმისთვის, რაც ოდესღაც მისმა
მეგობარმა ბიჭმა დააშავა. ეს ზემოქმედება უხილავ გავლენას ახდენდა
ადამიანებზე და ისინი უმეტეს წილად კლდიდან ვარდებოდნენ.
- პირდაპირ, საშინელებათა ფილმის სცენარია... - გავიფიქრე მე,
- ესე გამოდის, რომ ისტორიები მოჩვენებებზე ხშირად სიმართლეს
შეესაბამება... მაგრამ მე საიდან ვიცოდი, რა უნდა მეთქვა და გამეკეთებინა?
და რატომ ვტრიალებდი საათის ისრის საწინააღმდეგოდ?
- საათის ისრის მიმართულებით ტრიალი შენი გამოსხივების/გაცემის
პროცესია, ხოლო საათის ისრის საწინააღმდეგოდ - ამოღების/შთანთქმის.
გახსოვს, გულის ლოცვისას პირიქით, საათის ისრის მიმართულებით
ტრიალებდი, იმიტომ რომ ეს გულის გამოსხივების პროცესი იყო. ამ
შემთხვევაში კი, შენმა მოძრაობა/ტრიალმა და შესაბამისმა შელოცვამ
ერთგვარად „ამოიღო“ ამ სულიდან ის „ჩაციკვლის“ პროგრამა, რამაც
ეს სული „მოჩვენების“ სახით გაჭედა ამ კლდესთან. შენ ეს დაინახე,
როცა მისი სიტყვები „შენ მატკინე“ გარდაიქმნებოდნენ სისხლის
წვეთებად, რომლებიც ამოიღე მისგან, მორევს შეუერთე და შელოცვით
გაანეიტრალე...
- რისთვის მოხდა ეს ყველაფერი? არასასიამოვნო პროცესი იყო...
- ეს ყველაფერი მეორე გზაა, თეთრი მაგია... გაჭედილი სულის
განთავისუფლება მეორე გზის საშუალებით არაა სასიამოვნო პროცესი...
მაგრამ ახლა გჭირდება ამ საკითხებში გარკვევა.

117
asklepiosi

2020 წელი. 6 ივლისი. ასკლეპიოსი

გავიდა 10 დღე ბოლო ჩანაწერიდან. მე წერაქვში ჩამოვედი. ახლა


კარგი დროა ინფორმაციის მიღებისა და ჩაწერისთვის, მაგრამ როგორც
ჩანს, ის, რაც ჩემთვის კარგი დროა, ჩემი მასწავლებლებისთვის
სხვაგვარადაა. მიუხედავად იმისა, რომ ყველანაირად მზად ვარ, კონტაქტი
ისევ დაიკარგა. იმდენად, რომ მიქაელთან გულისმიერ კავშირსაც ძნელად
ვგრძნობ, თუმცა არც შფოთვის შეგრძნება მაქვს. რატომღაც მომდის
ინტუიციური აღქმა, რომ ახლა ასე უნდა იყოს. მაგრამ მაინც დასანანია.
დრო ტყუილად ცდება. ამიტომ ვმუშაობ ჩემი წიგნის რედაქტირებაზე და
რუსულ თარგმანზე. უფრო სწორედ, რუსულ თარგმანს დედაჩემის კოლეგა
და მეგობარი მიკეთებს. ასევე უანგაროდ, ყოველგვარი ანაზღაურების
გარეშე. როგორც ჩანს, ამ წიგნს ასეთი ბედი აქვს. მასზე ყველა უანგაროდ
მუშაობს.
ამასობაში ინტერნეტიდან გადმოვწერე ჰერმეტიკული ტრაქტატი
„ასკლეპიოსი“, იმიტომ რომ სწორედ მანდ არის აღწერილი, თუ როგორ
ჩამოჰყავდათ ძველად ეგვიპტელებს ღმერთების ან დემონების სულები
ქვის, თუ სხვა ტიპის კერპებში. დავიწყე ამ ტექსტის თარგმნა. თავიდან,
საინტერესოდ მომეჩვენა, მაგრამ მერე ნელ-ნელა გული ამიცრუვდა.
ვერ ვგრძნობ ამ ტექსტთან სინქრონიზაციას. მხოლოდ ძალიან მცირე
ნაწილებში. რადგან მიქაელის თანამყოფობაც არაა, არავინ მკარნახობს,
ამ ტექსტის შესაძლო დაფარულ აზრს...
ძალიან გული მწყდება, რადგან რაღაცნაირად გავჩერდი...

118
gnozisi

2020 წელი. 7 ივლისი. სამი სიზმარი-ტესტი, „მიწიერი


ღმერთები“, კერპები, მაგია და ატლანტიდა

პირველი სიზმარი
სიზმრის ამ ნაწილიდან მხოლოდ ის მახსოვს, რომ ეშმაკს შევებრძოლე.
შავი, ამორფული არსება იყო. გამძვინვარებული ბოროტება მოდიოდა
მისგან. ისევ იესოს ლოცვას მივმართე. ამ ლოცვამ ეს არსება შეაკავა, ძალა
დააკარგვინა. ერთმანეთს შევერკინეთ, მე ლოცვით ვეწინააღმდეგებოდი,
ის კი გააფთრებული სიძულვილით მიტევდა. რაღაც მომენტში, საკუთარ
თავს დავაკვირდი, მქონდა თუ არა შიში და აღმოვაჩინე, რომ შიშის დონე
იყო 0! ჩემდა გასაკვირად, ჩემს გულში სრული სიმშვიდე სუფევდა. მე მისი
სისუსტით ვისარგებლე, რაღაცნაირად ჩავტენე იატაკის ქვეშ (ასტრალური
არსება იყო) და გავეცი ბრძანება, მიწისქვეშეთში წასულიყო...
- სადაცაა შენი ადგილი, - მივაძახე უკან და ინსტინქტურად, თითქოს
რაღაც სამუშაო მოვამთავრე, ხელები დავიფერთხე.

მეორე სიზმარი:
თითქოს მსახიობი ვარ და საბავშვო თეატრში სპექტაკლში უნდა
ვითამაშო. ჩემი როლი მიქაელ მთავარანგელოზია, რომელიც ახალგაზრდა
ქალთან დიალოგს აწარმოებს. რაღაცნაირად, ერთდროულად მიქაელიც
ვარ და ეს ახალგაზრდა ქალიც. მე როლს ვიზეპირებ. უკვე ახლოვდება
წარმოდგენა. თეატრისკენ მივდივართ, მე, ჩემი „ალტერ ეგო“ და

119
asklepiosi

ბავშვობის მეგობარი ია. მე რატომღაც სულ მავიწყდება და მერევა ჩემი


როლის სიტყვები, რაზეც ძალიან ვღელავ. უეცრად, გარეთ საშინელი
ქარბუქი და ჭექა-ქუხილი იწყება. ცაზე შავი ღრუბლები ზღვავდება
და თქეში წვიმა მოდის. რატომღაც გულზე მეშვება, რადგან ამ ცუდ
ამინდში ბავშვები წარმოდგენაზე, რა თქმა უნდა, არ უნდა მოვიდნენ
და ჩემი სპექტაკლი გადაიდება, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, მიუხედავად
ყველაფრისა, თეატრთან მაინც იკრიბება ხალხი. ესე იგი, მომიწევს
სცენაზე გამოსვლა - მეფიქრება ჩემთვის. ნაუცბადევად ვიცვამ და
თეატრისკენ მივეშურები...
- ფეხსაცმელები, რომლებიც ამ როლისთვის უნდა ჩამეცვა, სახლში
დამრჩა, - ვეუბნები იას (ჩემი ბავშვობის მეგობარს) და ფეხზე ვიხედები.
ქუსლიანი მოუხერხებელი ფეხსაცმელი მაცვია, ის მეორე წყვილი მწვანე,
მოხერხებული ტყავის ფეხსაცმელი იყო, მაგრამ არა უშავს, ესეც წავა. ია
მანქანაში მსვამს და თეატრში მივყავარ.
- ვარცხნილობაც არ მომიწესრიგებია, - ამბობს, ჩემი მეორე „მე“,
რომელიც ახალგაზრდა ქალია, - არა უშავს, დრო აღარ არის.
მაგრამ ყველაზე ცუდი ისაა, რომ თეატრში შესვლისთანავე მავიწყდება
ყველაფერი, რაც დავიზეპირე, მთელი ჩემი როლი! თავიდან უნდა გამოვიდე,
როგორც მიქაელი და ხალხს თავი გავაცნო! არა უშავს... მაშინ გულიდან
უნდა ვილაპარაკო, მე ხომ მიქაელს კარგად ვიცნობ, არ გამიჭირდება, -
ვამშვიდებ საკუთარ თავს...
სცენაზე გამოვდივარ და ვამბობ:
- მე მთავარანგელოზი მიქაელი ვარ, სიბრძნის და სამართლიანობის

120
gnozisi

ღმერთი... ღვთაება... ანგელოზი...


ამ ბოლო ერთის შეხედვით შეუსაბამო, არეულ-დარეულ ფრაზაზე
მეღვიძება...

მესამე სიზმარი:
ვიღაც დგას ჩემ წინ. რატომღაც, ჩემი აღქმით მიქაელია და მეუბნება:
- დღის რამდენიმე საათს (თუ წუთს) ბნელი ლორდის ფუნქციას
ვასრულებ...
მე რაღაცნაირად ვისხლეტ ამ ფრაზასაც და ამ არსებასაც, მაგრამ იგივე
აზრი დაჟინებით მეორდება და მოჰყვება სიტყვები:
- ადამიანებს თავს ვაწონებ და ვაცდუნებ!

დილით მეღვიძება. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში


შევდივარ ძილ-ღვიძლს შორის და მიქაელს ვუკავშირდები:
- ეს ბოლო სიზმარი უკვე რაღაც ძალიან სისულელეა! საიდან, რომელი
გარეგანი თუ შინაგანი წყაროდან მოვიდა ასეთი სიუჟეტი?
საპასუხოდ მის ღიმილს ვგრძნობ, მაგრამ მე არ მეღიმება. იმის
ნაცვლად, რომ ინფორმაციის მიღება გავაგრძელო, რაღაც სისულელეებს
ვხედავ სიზმრებში...
მე:
- თითქოს შენ იყავი, მაგრამ შენ ხომ არ იქნებოდი? დემონი ხომ არა
ხარ? როგორ შეიძლება შენნაირი დიდი, გამორჩეული, ღვაწლმოსილი
სული, რომელიც ადამიანთა მოდგმის და ღვთაებრივი კანონების

121
asklepiosi

სადარაჯოზე დგას, დემონის როლს ასრულებდეს? თუნდაც ცოტა ხნით?


ამას რომ ვეუბნებოდი, ვიგრძენი, როგორ მსიამოვნებდა და
მეამაყებოდა, როდესაც მას ვაქებდი... რატომღაც გამახსენდა, რომ
ღვთისმეტყველები ხშირად აღწერდნენ სამოთხეში ყოფნას, როგორც
ღმერთის საქებარი სიტყვების მღერას, ან თქმას... ანგელოზების მთელი
დასი, ღმერთს სადიდებელ ჰანგებს უმღერის. სულ მაინტერესებდა,
რად უნდა ეს ღმერთს? ნარცისი ხომ არ არის? მაგრამ ამ კონკრეტულმა
მომენტმა მიმახვედრა, როგორი სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გიყვარს,
მისთვის საქებარი სიტყვების თქმა. არა მლიქვნელობისთვის ან შენი
სიყვარულის ობიექტისთვის ამპარტავნების გასაძლიერებლად, არამედ...
უბრალოდ სასიამოვნოა... თითქოს იმიტომ, რომ როდესაც გიყვარს, ისეთი
ერთიანობის გრძნობა გიჩნდება, რომ შენი სიყვარულის ობიექტის მიმართ
ნათქვამი სიტყვები, ერთგვარად შენც გეხება...
მაგრამ ფიქრებიდან ისევ ამ მესამე სიზმრის უსიამოვნო მოგონებამ
და მიქაელის საპასუხო ღიმილმა გამომარკვია.
- რა არის სასაცილო? - გავიფიქრე ისევ. მიქაელს მივუყურადე, მაგრამ
არაფერი მიპასუხა და მინიშნებით პირველ სიზმართან დამაბრუნა.
მიქაელი:
- შიში, რომ არ გაქვს, ეს დიდი მიღწევაა... მაგრამ მაინც ლოცვის
ენერგიას იყენებ, უპირობო სიყვარულის ნაცვლად...
მე:
- ძალიან ძნელია... შევჩივლე მე. ყველაფერი იმდენად სწრაფად
ხდება, რომ ინსტინქტურად ასე ვიქცევი... უპირობო სიყვარულის

122
gnozisi

მდგომარეობაში სულ ყოფნა არ შემიძლია... მხოლოდ ხანდახან მეწვევა


ხოლმე ეს გრძნობა, და საერთოდ, ამ ბოლო დროს, რატომღაც ისევ
გამიჭირდა... ვგრძნობ, რომ ცნობიერება მივარდება... შინაგანი ჰარმონია
მაქვს დაკარგული...
მიქაელი:
- არა, ის რომ შიში არ გაქვს, როგორც შენ ამბობ, „ინსტინქტურ“
დონეზე, ხოლო მე ამას „სულის დონეზე“ დავარქმევდი, ეს ნიშნავს, რომ
პირიქით, შენმა ჯამურმა ვიბრაციის დონემ მოიმატა... ის რომ ხასიათის
ვარდნები გაქვს, ადვილი გაღიზიანება დაგეწყო და ნეგატივს ისევ ძალიან
მძაფრად აღიქვამ, ეს მორიგი წმენდის ტალღაა, იმის მერე, რაც გულის
ჩაკრა კიდევ ერთხელ გაგიაქტიურე... მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ
ხედავ. გაწმენდის პროცესები მზე-მთვარის და სხვა ციური სხეულების
გადაადგილებასთანაა კავშირში. ამიტომ ვიკავებდი თავს შენთან
კონტაქტისაგან. ის, რაც შენთვის ხელსაყრელი დროა, როგორც გუშინ
აღნიშნე, ჩვენთვის შეიძლება ასე არ იყოს. პირველი სიზმარი შენი ჯამური
სულიერი მდგომარეობის შესამოწმებელი ტესტი იყო. არაფერია იმაზე
უკეთესი ტესტი, ვიდრე დემონურ არსებასთან ჩაგდება/შერკინება, - ისევ
მისი ღიმილი ვიგრძენი, - მეორე სიზმარი შენთვის გასაგები უნდა იყოს.
თითოეულ სიმბოლოს თავისი აზრი აქვს. გახსოვს, ის სიზმარი, სადაც ხიდზე
გადადიოდი, ფეხსაცმელები მანდაც ფიგურირებდა. ფეხსაცმელი ნიშნავს
პირობებს „რომლებშიც დადიხარ“. შენ ჭექა-ქუხილმა მოგისწრო. ეს
2020-ის „კატაკლიზმების სცენარის გააქტიურებაა“, მაგრამ მიუხედავად
ამისა, შენი „როლი“ მაინც უნდა ითამაშო. ხალხი (სიზმარში - ბავშვები)

123
asklepiosi

მაინც მოვა! ნუ ცდილობ სიტყვების მომზადებას და შერჩევას ხალხთან


ურთიერთობისას. მე შენთან ვარ, მაშინაც კი, როდესაც ამას ვერ გრძნობ.
არასდროს დაგავიწყდეს ეს! სიტყვები გულიდან ამოიღე! შენ ხომ მიცნობ?
მან უცებ პაუზა გააკეთა და ვიგრძენი, რომ გამომცდელი მზერით
მიყურებს.
- ხომ მიცნობ?
- რა თქმა უნდა! - დარწმუნებით და ერთგვარი გაკვირვებით ვუთხარი
მე!
- მაშინ მესამე ტესტმა რატომ დაგაბნია? როდესაც შენს გულის
ჩაკრას ვიერთებ, ეს შენში ერთგვარ ექსტაზური მდგომარეობას იწვევს,
რომელმაც არ უნდა დაგაბნიოს. ამ დროს შენი დაბალი ცენტრები,
მაღალ ცენტრებს უერთდება. სხვა სიტყვებით, შენს უმაღლეს ტრიადას,
საკუთარ სულს გრძნობ. ეს ერთგვარი გასხივოსნების მომენტებია,
რომელიც ადამიანს უდიდეს ნეტარებას ანიჭებს. ამიტომ ისევ გეუბნები,
ნუ აზროვნებ მატერიალური კატეგორიებით. არც მატერიალურ, არც
სიზმრისეულ, არც ნატიფ განზომილებაში, არასდროს არ ენდო თვალებს
და სიტყვებს... მხოლოდ გულისთქმას ენდე. ის, რასაც ხედავ, ან რასაც
გეუბნებიან, შეიძლება ილუზია აღმოჩნდეს, სხვისი ან შენი ქვეცნობიერის
შექმნილი! სწორედ ეს ილუზია უნდა გაარჩიო. ყველაფერი ენერგიაა...
ტალღებია, რომელთა სიხშირეებს უნდა არჩევდე... ენერგეტიკას უნდა
არჩევდე! როგორი ენერგია მოდიოდა მესამე სიზმრიდან?
- არასასიამოვნო... დაბალვიბრაციული...
- მეორიდან?

124
gnozisi

- საშუალო... ჩვეულებრივი
- პირველიდან?
- იქ, სადაც დემონური არსებები არიან, ყოველთვის ბნელა...
- ასეთ ვიბრაციებში ყოფნა მოგიწევს, და შინაგანი სინათლე არ უნდა
დაკარგო, იმისთვის, რომ გარჩევადობის უნარი არ დაგიქვეითდეს და მე
ჩემ გარეგნობამიღებულ დემონში არ აგერიო. გული ჩემთან გქონდეს.
მეტი, მეტი დისციპლინა გმართებს!
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო:
- ისევ ასკლეპიოსს მინდა რომ დაუბრუნდე. გაანებე სრული ტექსტის
თარგმანს და მხოლოდ ის ადგილი მონახე, სადაც კერპების შექმნაზეა
საუბარი...
მე ტექსტი მოვიძიე. ესაა ჩემი ქართული თარგმანი რუსულიდან:

VIII. ადამიანი - მიწიერი ღმერთების შემქმნელი


„VIII.

როგორც უფალი და მამა ან ყველაზე აღმატებული სიტყვით


წოდებული - ღმერთი, არის ზეციური ღმერთების შემოქმედი, ასე
ადამიანია იმ ღმერთების შემოქმედი, რომლებიც, ადამიანთა სიახლოვით
დაკმაყოფილებულნი ტაძრებში იმყოფებიან. ადამიანი არა მხოლოდ
სინათლეს იღებს, არამედ თვითონაც ასხივებს. ის არა მხოლოდ მიილტვის
ღმერთისკენ, არამედ თავად ქმნის ღმერთებს. აღგაფრთოვანებს ეს შენ,
ასკლეპიოს, თუ სხვებივით არ გყოფნის რწმენა?
ასკლეპიოსი: მე დაბნეულობაში ვარ, სამჯერდიდებულო, მაგრამ

125
asklepiosi

ვუკვირდები რა შენს სიტყვებს, ვგონებ, ადამიანი, რომელმაც ასეთი


მადლი მიიღო, ძალიან ბედნიერი უნდა იყოს.
ჰერმესი: უთუოდ, უდიდესი აღფრთოვანების ღირსია უდიადესი
ღმერთებს შორის, რამეთუ მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა
შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინარევების გარეშე. მათი
ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები, რომლებსაც
ადამიანები ქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი ღვთაებრივი,
რომელიც არის პირველი და ყველაზე წმინდა ნაწილი, ხოლო მეორე
ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც შექმნილია ეს
ღმერთი. მათ აქვთ არა მხოლოდ თავები, არამედ სრული სხეული ყველა
კიდურის ჩათვლით. ასე, კაცობრიობა, ახსოვს რა თავისი წარმომავლობა,
ერთგული რჩება ღვთაებების აღწარმოებაში, რამეთუ, როგორც მამამ,
უფალმა შექმნა უკვდავი ღმერთები თავის ხატად და მსგავსებად, ასე
ადამიანიც ქმნის ღვთაებებს თავის ხატად და მსგავსებად.

24. ა. ასკლეპიოსი: შენ გულისხმობ კერპებს, სამჯერდიდებულო?


ჰერმესი: დიახ, კერპებს, ასკლეპიოს. ხედავ, როგორ გაკლია რწმენა?
გასულიერებული კერპები სავსეა ცნობიერებით და სულით და ისინი
უამრავ აღმატებულ საქმეს აკეთებენ. არსებობენ წინასწარმეტყველური
კერპები, რომლებიც მომავალს წინასწარმეტყველებენ სიზმრებში ან
სხვა სახით და სხვანაირი კერპები, რომლებსაც შეუძლიათ, როგორც
დაგვაავადონ, ასევე განგვკურნონ, როგორც მოგვაყენონ ტკივილი, ასევე
გაგვახარონ, იქიდან გამომდინარე, რას ვიმსახურებთ.“

126
gnozisi

და კიდევ ერთი ფრაგმენტი იგივე „ასკლეპიოსის“ ტრაქტატიდან, ჩემი


ქართული თარგმანი რუსულიდან:

XIII. ადამიანი - ღმერთების შემოქმედი


„XIII.

დავუბრუნდეთ ადამიანს და მის ღვთაებრივ ნიჭს - გონებას, რის


გამოც მას უწოდებენ გონიერ ცხოველს. ყველა სასწაულს შორის,
რასაც ჩვენ აღმოვაჩენთ ადამიანში, ყველაზე დიდ აღფრთოვანებას
იწვევს ის, რომ მან შეძლო გაეშალა თავისი ღვთაებრივი ბუნება და
გამოეყენებინა იგი. ჩვენი ძველი წინაპრები, რაც შეეხება ღმერთებს,
მიმართავდნენ მზერას კულტისკენ და ღვთაებრივი რელიგიისკენ. მათ
აღმოაჩინეს ღმერთების შექმნის ხელოვნება და დაუმატეს მათ შესაბამისი
კეთილი თვისებები, რომელიც ისესხეს სამყაროს ბუნებიდან. რადგან მათ
არ შეეძლოთ სულის შექმნა, მათ მოიხმეს ანგელოზების ან დემონების
სულები და ჩანერგეს ისინი წმინდა გამოსახულებებში და ღვთაებრივ
საიდუმლოებებში, რათა კერპებს სიკეთის ან ბოროტების კეთების ძალა
მისცემოდათ. ასე, მაგალითად, შენს წინაპარს, ასკლეპიოს, მედიცინის
ფუძემდებელს აღუმართეს ტაძარი მთაზე, ნიანგების მდინარის პირას,
ლიბიაში, სადაც დასვენებულია ის, რაც მას ეკუთვნოდა ცხოვრებაში,
ანუ მისი სხეული. დანარჩენი, ანუ მისი უკეთესი ნაწილი, უფრო სწორი
იქნება რომ ვთქვათ - თვითონ იგი (რამეთუ სიცოცხლის შეგრძნება
არის თავად ადამიანი) ბედნიერად ამაღლდა ცად. ახლა ის ჩამოდის
ადამიანებთან დასახმარებლად, როცა ისინი ავად ხდებიან და ასწავლის

127
asklepiosi

მათ მკურნალობის მეცნიერებას. ჰერმესი, ჩემი წინაპარი, ვისი სახელიც


მქვია, იმყოფება ქალაქში, რომელსაც მინიჭებული აქვს მისი სახელი და
აღამაღლებს ყველას, ვინც მასთან მოდის დახმარებისა და რჩევისათვის.
და რამდენ სიკეთეს უკეთებს ადამიანებს იზიდა, ოსირისის მეუღლე,
როცა კეთილგანწყობილია და რამდენი ცუდი შეიძლება გაუკეთოს
მათ, ვისზეც გაბრაზებულია! მიწიერი ღმერთები მიდრეკილნი არიან
სიბრაზისკენ, ვინაიდან ადამიანების მიერ არიან შექმნილნი და ორივე

ბუნებას შეიცავენ. მანდედან მოვიდა ეგვიპტეში ცხოველთა კულტიც.


ყველა მიაგებს პატივს იმ სულებს, ვინც მისცა კანონები და ვის სახელსაც
ატარებენ. ამიტომ, ასკლეპიოს, ის (ღმერთი) ვინც თაყვანისცემაშია ერთი
ხალხისგან, არ იღებს არაფერს მეორისგან, რაც ხშირად იწვევს ომებს
ეგვიპტის ქალაქებს შორის.

128
gnozisi

38.ა. ასკლეპიოსი: როგორია, სამჯერდიდებულო, ამ მიწიერად


წოდებული ღმერთების, შესანიშნავი თვისება?
ჰერმესი: ის წარმოადგენს ღვთაებრივ სიკეთეებს, რომლებიც
ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში, სურნელოვან ნივთიერებებში;
რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი შემოწირულობები, ჰიმნები და
შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს
მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ
კერპებში და აჩერებს მათ იქ და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი
არსებობა ადამიანთა შორის. აი, ასე ქმნის ადამიანი ღმერთებს!

38.ბ. მაგრამ არ იფიქრო, ასკლეპიოს, რომ მიწიერი ღმერთები


დაუფიქრებლად მოქმედებენ. სანამ ზეციური ღმერთები ცაში იმყოფებიან
და განაგებენ იმ სფეროს, რომელიც მათ განკარგულებაშია, ჩვენს
ღმერთებს თავიანთი, განსაკუთრებული როლი აკისრიათ; ისინი
წინასწარმეტყველებენ მომავალს ერთგვარი მიხვედრით, ყოველი მათგანი
თავისებურად ზრუნავს გარკვეულ რამეზე და ისინი გვეხმარებიან,
როგორც მშობლები, ნათესავები ან მეგობრები.“

მიქაელი:
- აი, ამ ნაწყვეტზე გავაჩეროთ ყურადღება: „უთუოდ, უდიდესი
აღფრთოვანების ღირსია უდიდესი ღმერთებს შორის, რამეთუ
მათი მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინარევების
გარეშე. მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები,

129
asklepiosi

რომლებსაც ადამიანები ქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი


ღვთაებრივი, რომელიც არის პირველი და ყველაზე წმინდა ნაწილი,
ხოლო მეორე ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც
შექმნილია ეს ღმერთი.“ როგორც ხედავ, ჰერმესი ასხვავებს ციურ
ღმერთებს მიწიერი ღმერთებისგან, რომლებსაც მისი თქმით თვითონ
ადამიანები ქმნიან. რა იგულისხმება ამ მოსაზრებაში? ციურ ღმერთებში

შეგიძლია მოიაზრო სულიერი იერარქია, ხოლო მიწიერ ღმერთებში,


მათი მატერიალური გამოსახულება კერპის, ხატის, ბარელიეფის ან
თუნდაც უხრწნელი ნეშტის სახით. ეს არის ის „ღუზა“, რომლითაც ეს
წმინდა სულები დაკავშირებულნი არიან მიწიერ განზომილებასთან და
ასე აგრძელებენ თავიანთ მოღვაწეობას ადამიანთა საკეთილდღეოდ.
„თავებში იგულისხმება“ მათი სული, ხოლო „ტანი“, რომელსაც ადამიანი
ქმნის არის სწორედ ეს ფიზიკური გამოსახულება ანუ „ღუზა“, რაც ე. წ.
„მიწიერი ღმერთების“ ბუნების ორმაგობას განაპირობებს.

130
gnozisi

მე:
- აი, ამ ნაწყვეტშიც ამაზეა ლაპარაკი: „ასე, მაგალითად, შენს
წინაპარს, ასკლეპიოს, მედიცინის ფუძემდებელს აღუმართეს ტაძარი
მთაზე, ნიანგების მდინარის პირას, ლიბიაში, სადაც დასვენებულია ის,
რაც მას ეკუთვნოდა ცხოვრებაში, ანუ მისი სხეული. დანარჩენი, ანუ

მისი უკეთესი ნაწილი, უფრო სწორი იქნება რომ ვთქვათ - თვითონ


იგი (რამეთუ სიცოცხლის შეგრძნება არის თავად ადამიანი) ბედნიერად
ამაღლდა ცად. ახლა ის ჩამოდის ადამიანებთან დასახმარებლად, როცა
ისინი ავად არიან და ასწავლის მათ მკურნალობის მეცნიერებას. ჰერმესი,
ჩემი წინაპარი, ვისი სახელიც მქვია, იმყოფება ქალაქში, რომელსაც
მინიჭებული აქვს მისი სახელი და აღამაღლებს ყველას, ვინც მასთან
მოდის დახმარებისა და რჩევისთვის“.
- ეს „ღუზა“, - გააგრძელა მიქაელმა, - შეიძლება იყოს წმინდანის

131
asklepiosi

უხრწნელი ნეშტი (12


12 აპრილი. 2019 წელი. ანგელოზის გული. წიგნი
პირველი. „განსვენების რიტუალები და უხრწნელი ნეშტები“, გვ 590),
590
შეიძლება იყოს მისი ხატი, ქანდაკება და მისი შედგენილი ლოცვაც კი,
რომელსაც ადამიანები რუტინულად იმეორებენ. ლოცვას ჯერ თავი
დავანებოთ. ეს ცოტა სხვა ბუნების „ღუზაა“ და მატერიალურ, ფიზიკურ
„ღუზებს“ დავუბრუნდეთ. ამისთვის ჯერ ცოტა შორიდან მოვუვლი.
გახსოვს, როდესაც მეუფე ჭეშმარიტ სულიერ მასწავლებლებზე
2020 წელი. 16 ივნისი. „უცნობი მეუფე“.
(გურუებზე) გესაუბრებოდა (2020
გვ. 92),
92 მან გითხრა, როგორი მნიშვნელოვანია, რომ სულიერი მოძღვარი
იყოს ხელდასხმული ზეციური იერარქიიდან. სულიერ მასწავლებელს
აუცილებლად უნდა ჰქონდეს ძალიან მჭიდრო კავშირი საკუთარ სულიერ
ტრიადასთან და ნათელ ძალებთან. თუ არა და უნდა ჰქონდეს ასეთივე
მჭიდრო კავშირი რომელიმე რელიგიურ ეგრეგორთან. მაგალითად,
ქრისტიანი სამღვდელოების პირები იშვიათად აღწევენ გასხივოსნებას,
მაგრამ მათ სულიერ იერარქიასთან (ამ შემთხვევაში ქრისტესთან) კავშირი
აქვთ ქრისტიანული ეგრეგორის გავლით. ამიტომაა, რომ ეგრეგორული
სისტემა აადვილებს არასაკმარისად ამაღლებული სულებისთვის და
ზოგადად მასებისთვის ზეციურ იერარქიასთან კავშირს. მაგრამ თუ
სულიერი მასწავლებელი ეგრეგორული სისტემის გარეთაა (მაგალითად
იოგია), ის ვალდებულია იყოს კავშირში სულიერ ტრიადასთან ან
ძალიან მჭიდრო კავშირში სულიერ იერარქთან. საქმე იმაშია, რომ
მასწავლებელი შუამავალია მოსწავლესა და სულიერ განზომილებას
შორის. როდესაც მასწავლებელს მოსწავლე აჰყავს, ხდება ამ სულების

132
gnozisi

ურთიერთჩაბმა. მასწავლებელმა უნდა ამოქაჩოს მოსწავლე სულიერ


განზომილებამდე. წინააღმდეგ შემთხვევაში, ორივე ექცევა კარმულ
ხაფანგში. მასწავლებელი, რომელსაც არ აქვს „ზეცასთან“ ბმა, აბრკოლებს
მოსწავლეს და თავის თავზე იღებს ერთ-ერთ ყველაზე მძიმე კარმას, ხოლო
მოსწავლე, სიკვდილის მერეც მასწავლებლის სულთანაა გადაბმული და
იმ განზომილებაში ხვდება, რომელშიც ვიბრირებს მასწავლებლის სული.
თუ ეს განზომილება არ აღწევს სულიერ განზომილებას (სულიერთან
კავშირის არქონის შემთხვევაში), ორივენი ხვდებიან ნატიფმატერიალურ
ილუზორულ რეალობებში, სადაც ხშირად გრძელდება იგივე სცენარი,
ანუ მოსწავლეები მასწავლებელს ეთაყვანებიან. ამ დროს რა ხდება?
მასწავლებელი ერთგვარად „იკვებება“ მოსწავლეების „ბოლო
ინკარნაციის პიროვნების შემაკავებელ ენერგიებით“ და ილუზორული
რეალობა ნარჩუნდება მანამ, სანამ მოსწავლეები აწვდიან ამ ენერგიას
თაყვანისცემის სახით. ამ დროს, თვითონ მოსწავლეები სულიერ
სტაგნაციაში იმყოფებიან. ისინი, ვინაიდან, მათ „ჭამენ“, მუდმივ სულიერ
შიმშილს განიცდიან და მის დასაკმაყოფილებლად კიდევ უფრო მეტად
მიილტვიან მასწავლებლისკენ. ეს ერთგვარი სულიერი ხაფანგია. თუ ასეთ
მასწავლებელს, სიკვდილის შემდეგ ახალ-ახალი „თაყვანისმცემლების“
შემოდინება აქვს, მისი ილუზორული რეალობა საკმაოდ დიდი ხნით
შეიძლება შენარჩუნდეს. თვითონ ასეთი მასწავლებელი, მას მერე,
რაც მისი ილუზია, ბოლო-ბოლო შეწყვეტს არსებობას, ხელახლა
ინკარნირდება ძალიან მძიმე გარემოებებში, რადგან მას ყველასთან
ვალები ექნება დასაბრუნებელი. ხანდახან თქვენ გიკვირთ ხოლმე, რატომ
ემართება ადამიანს სხვადასხვა უბედურება. უსამართლოდ გეჩვენებათ
133
asklepiosi

ეს ყველაფერი, მაგრამ თქვენ არაფერი იცით ამ ადამიანის წარსული


ცხოვრებების და მისი მძიმე კარმის შესახებ...
მე:
- მაგრამ თუ მასწავლებელი, მოდი დავარქვათ გურუ... ახლა ეს
სიტყვაა მოდაში... თუ, დავუშვათ, გურუს არ აქვს კავშირი სულიერ
სამყაროსთან, მაგრამ მას მაინც აჰყავს მოსწავლეები და ამას, სრულიად
ალტრუისტულად, მათ დასახმარებლად აკეთებს, იმ შესაძლებლობით და
ცოდნით, რაც გააჩნია, რომელიც ამ ადამიანებს მაინც ეხმარება სულიერ
ევოლუციაში, მაშინაც დამნაშავეა? ის ხომ უანგარო სიკეთის გაკეთებას
ცდილობს, რომც იღებდეს ამისთვის თავისი არსებობისთვის მინიმალურ
გასამრჯელოს? როგორც შენ მასწავლიდი, სწორი მოტივაციით
თუ მოქმედებს, რომელიც გულისხმობს ყველა ცოცხალი არსების
კეთილდღეობის სურვილს?
მიქაელს გაეღიმა...
- ასეთ ადამიანებს სანთლით ვეძებთ... ასეთი რამ ძალიან იშვიათია.
სრულიად უანგარო დახმარების სურვილით აღტყინებული სული
„ჩანს“ ჩვენთვის. ჩვენ მათ „ვხედავთ“, მაშინვე ვპოულობთ და
ვუკავშირდებით. საქმეც მაგაშია, რომ სულიერ ტრიადას მოწყვეტილი
გურუ დაბალვიბრაციული სულია ყველა ვარიანტში და აბსოლუტური
ალტრუიზმი ვერ იქნება მისთვის დამახასიათებელი. ყოველთვის არის,
რაღაც ტიპის შიდა გამრუდება ეგოში (სულიერი ენერგიების შებრუნება
ეგოში), ან ამპარტავნების სახით, ან ყურადღების ცენტრში ყოფნის,
ან მატერიალური მომხვეჭელობისა და ძალაუფლებისკენ ლტოლვის

134
gnozisi

სახით. ძირითადად ესაა ცრუ გურუების თვისებები. ამით შეგიძლიათ


მათი ამოცნობა. და რა თქმა უნდა, მე არ ვგულისხმობ სხვადასხვა ტიპის
ფილოსოფიის ან თეოლოგიის მასწავლებლებს.
მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:
- მაგრამ დავუბრუნდეთ „მიწერ ღმერთებს“, რომლებსაც ჰერმესის
თქმით „ადამიანები ქმნიან“. გაიხსენე ის სიზმარი, რომელიც გაკვრით
2020 წელი. 22 ივნისი. ბათუმი. „როგორები არიან
დაინახე გაღვიძებისას (2020
უხილავი სულიერი მასწავლებლები“, გვ. 103),
103) სადაც მეუფეს სული
ქვის ლოდში ჩავიდა. შენ უკვე კარგად იცი ცნობიერების ფრაგმენტაციის
ფენომენი. მეუფემ ისიც გითხრა, რომ მათ და საერთოდ, მაღალსულიერ
არსებებს შეუძლიათ თავიანთი ცნობიერების ნაწილის მოთავსება
ადამიანში, მისგან მოხმობის და მისი სულიერი მზაობის შემთხვევაში.
სწორედ ესაა თანამყოფობის შეგრძნება, დახმარება, ტელეპათიური
აზრების მიღების მიზეზი. მაგრამ საქმე იმაშია, რომ ცნობიერების
ნაწილის ჩადება არა მხოლოდ ადამიანშია შესაძლებელია, არამედ
ცხოველშიც (გაიხსენე ბუზის შემთხვევა, თუმცა შენ შემთხვევაში ეს
„დროებითი შესვლა“ იყო), ასევე მცენარეებში და ასევე მინერალებშიც!
და შენ წარმოიდგინე, რომ მინერალებში ცნობიერების ნაწილის ჩადება,
ყველაზე ადვილია, იქიდან გამომდინარე, რომ მინერალის ცნობიერება,
მიუხედავად იმისა, რომ პრიმიტიულია, ყველაზე წმინდაა და ნაკლებად
გეწინააღმდეგება. ადამიანის ცნობიერებასთან დაკავშირება ყველაზე
რთულია, რადგან აქ დომინირებს მიწიერი არასრულყოფილებები და
ძლიერია ინდივიდუალობა, ანუ მიწიერი ეგო. ცხოველების შემთხვევაში,

135
asklepiosi

ეგოს წინააღმდეგობა ნაკლებია (გაიხსენე „პეპელა წყნეთში“), მაგრამ


ყველაზე ნაკლები არის მინერალში. სწორედ ამიტომაა შესაძლებელი
მეუფის, ან რომელიმე სულიერი მასწავლებლის ცნობიერების ჩასვლა
ქვაში, ან მის გამოსახულებაში, ან ხატში. (ანალოგიურად დემონური
სულებისაც). მიუხედავად იმისა, რომ ქრისტიანი ღვთისმეტყველები
გმობენ კერპების (იგულისხმება ქანდაკებები) შექმნას და ამართლებენ
ხატებს, მეტაფიზიკურად ეს აბსოლუტურად ერთი და იგივეა. ორივე არის
„ღუზა“, რომლითაც სულიერი არსება უკავშირდება მატერიას. შენ გგონია,
რატომ არსებობენ სასწაულმოქმედი ხატები, ან მკურნალი ხატები?
იმიტომ, რომ ისინი ქრისტეს ან წმინდანის ცნობიერების ფრაგმენტებს
შეიცავენ და შესაბამისად მის ენერგიას ასხივებენ. რა ხდება ჯვრის
კურთხევისას? მისი დამუხტვა ქრისტეს ენერგიით, ანუ ეგრეგორის გავლით
ის იკავშირებს ქრისტეს ცნობიერების ნაწილაკს. თვითონ ჯვარს, არ
ექნებოდა ოკულტური ზემოქმედება ამის გარეშე. სულ ერთია წმინდანის
გამოსახულება ბრტყელ ზედაპირზეა დატანილი, ქანდაკების სახითაა
გამოსახული, თუ უბრალოდ აბსტრაქტული ფორმის ლოდია, რომელიც
მის სიმბოლურ გამოსახულებას წარმოადგენს (როგორც შივას ლინგამის
შემთხვევაში). წმინდანის ცნობიერების ნაწილაკის „მიბმა“ ამ ობიექტთან
ერთი და იგივე „ფიზიკას“ ექვემდებარება. ასეთი მიბმის შემდეგ, ამ
ობიექტის სახით ჩნდება ერთგვარი „სინათლის ფოკუსი“, ანუ ენერგია
გადმოედინება ზეციდან დედამიწაზე და პირიქით. ესაა კავშირი მიწიერ
და ზეციერ განზომილებებს შორის. ყველაზე მარტივად ცნობიერების
მიბმა ხდება მინერალთან, ხოლო ინფორმაციული დამუხტვა წყალთან...

136
gnozisi

მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:


- შენ გაინტერესებდა ატლანტიდა... დედამიწას ახასიათებს ისეთივე
ენერგეტიკული სხეული, თავისი ენერგოარხებით, როგორც ადამიანს.
ხომ გახსოვს, „როგორც ზევით, ასევე ქვევით, როგორც ქვევით, ასევე
ზევით“. თუ ამ არხების „ძალის წერტილებზე“ (7 ჩაკრის ანალოგიურად),
მოათავსებ სინათლის ფოკუსს კრისტალის სახით, რომელშიც სულიერი
იერარქის ღვთაებრივი ცნობიერებაა ფრაგმენტირებული (7 ტალღის
შესაბამისი იერარქების), დედამიწის გარშემო შესაძლებელია შეიკრას
ქსელი! წარმოიდგინე, რომ დედამიწის ენერგო არხების გადაკვეთის
წერტილებში იქნება სინათლის ფოკუსები. ეს შექმნის გლობალურ ქსელს,
რომელიც წამოწევს კაცობრიობის კოლექტიურ ვიბრაციას! სწორედ
ამას ცდილობდნენ ატლანტიდელები... გახსოვს, რაზე გესაუბრებოდა
მეუფე ს. კ.? ევოლუცია მიმდინარეობს ტალღური ჩასვლა-ასვლის
მონაცვლეობითი პერიოდებით. სული ჯერ მატერიაში ჩადის, შედეგად
ჩნდება დისკრეტულობა, დაქსაქსულობა (რასები, სახელმწიფოები,
ერები და ა. შ), შემდეგ მიდის უკუპროცესი რომელიც გაერთიანებას,
გლობალიზაციას და სულიერ ამაღლებას მოიაზრებს. რისთვისაა ეს საჭირო?
ადრეც გეუბნებოდი, რომ ადამიანის ევოლუციის შემდეგი საფეხური არის
მენტალური დემიურგია. თქვენ უნდა შეძლოთ ფიქრის ძალით რეალობით
მანიპულაცია. მაგრამ წარმოიდგინე დაქსაქსული საზოგადოება, სადაც
ერთს უნდა, რომ სულ ზაფხული იყოს, მეორეს, სულ ზამთარი, მესამეს
მთელი სამყაროს ქონება სურს... არსებობს ენერგიის გადანაწილების
პრინციპი. თუ ერთს უზომოდ ბევრი ექნება, მეორეს მოაკლდება... განა

137
asklepiosi

შესაძლებელია, რომ რეალობა, რომელიც თქვენი ყველასი საერთო


სახლია, ამდენ ნაწილად დაიხლიჩოს და ამდენი სურვილი აასრულოს?
შედეგად მიიღებთ ქაოსს და ანარქიას. თქვენთან ახლა ძალიან ბევრი
ლაპარაკობს იმაზე, რომ ადამიანის ფიქრები რეალობის მატერიალიზაციას
ახდენენ. ეს სწორი აზრებია. თქვენი იდეები მიყვება პლანეტარული
ვიბრაციების ზრდას. ნელ-ნელა ახალ ეპოქაში გადადიხართ, მაგრამ ეს
მხოლოდ ვარჯიშია. ზემოთქმული დებულება სწორია, მხოლოდ ... ალბათ
10%-ით. თქვენ იქამდე არ მოგეცემათ მაღალქმედუნარიანი მენტალი,
სანამ არ ისწავლით ერთობას! ჰო, სწორედ ერთობას! ერთარსებად ყოფნას!
რომ ერთის სურვილი, ყველას სურვილი იყოს და ყველას სურვილი
ერთის სურვილი, ისე, როგორც ჩემ და ჩემს ანგელოზებს შორისაა. თქვენ
უნდა მიხვდეთ, რომ მიუხედავად ინდივიდუალობებისა, თქვენ ერთიან
ორგანიზმს ქმნით, სიცოცხლის ხეს, რომლის ფესვები მიწაა, ხოლო
ვარჯი ზეცა. ამ ერთიანობით თქვენ არავითარ შემთხვევაში არ კარგავთ,
არც თავისუფალ ნებას, არც თქვენს პიროვნებას! უმდაბლესი მე-ს ნებაზე
უარის თქმა არის უმაღლესი მე-ს ნების მოპოვება, რაც გაცილებით
დიდი მონაპოვარია. ესაა ქრისტესეული ცნობიერება. მე-6 დონე. თქვენი
ერთობით მოხდება ერთმანეთით ურთიერთგამდიდრება. მაგრამ ასეთი
ერთობა მხოლოდ მაშინ იქნება შესაძლებელი, როცა კაცობრიობის
კოლექტიური მენტალი იმდენად ამაღლდება ვიბრაციებში, რომ სულიერ
ტრიადასთან მოვა კავშირში. მხოლოდ მაშინ თქვენი ერთობლივი ნება და
თქვენი დემიურგიული შემოქმედება სინქრონში მოვა უზენაესის ნებასთან.
ისიც მინდა დავამატო, რომ შემდეგი ევოლუციური ეტაპი არ არის

138
gnozisi

უბრალოდ მენტალური დემიურგიის უნარის განვითარება, არამედ არის


სრულიად ახალ სტადიაზე გადასვლა. თქვენთვის გაიხსნება კოსმოსური
კარიბჭე და კოსმოსური ცივილიზაციების ოჯახში შეხვალთ, რაც ამჟამად
დაბლოკილია და მხოლოდ უფოლოგების ეფემერული ძიების ობიექტს
წარმოადგენს. მხოლოდ თქვენი ერთობით და სულიერ სამყაროსთან
კავშირით, დედამიწა გახდება დასრულებული ორგანიზმი, შემდგარი ციური
სხეული, რომელიც გაცნობიერებულად გავა კოსმოსური მოქმედების
არეალზე, გაიხსნება ახალი ჰორიზონტები და წარმოუდგენელი
შესაძლებლობების ერა დადგება!

მაგრამ ჩემმა ფიქრებმა წარსულში დამაბრუნეს, რადგან ვგრძნობდი,


რომ ამ ბრწყინვალე მომავლის დადგომა ამ წარსულ გამოცდილებასთანაა
კავშირში. ისევ დამეუფლა ის დავიწყებული გრძნობა, რომ რაღაც უნდა
გავიხსენო, რაც კაცობრიობის საწყისებთანაა დაკავშირებული.

139
asklepiosi

- რა მოხდა მაშინ, ატლანტიდაში? - ვკითხე მიქაელს.


მიქაელი:
- ის, რაც ყველაზე საშიშია გლობალიზაციისკენ/ერთობისკენ (ავტ:
გლობალიზაცია, არ ვიცი, რამდენად სწორი სიტყვაა ამ პროცესის
აღსაწერად) მიმავალი ცივილიზაციისთვის. ეს არის ერთ-ერთ ბოლო
სტადიაზე ძალაუფლების ხელში ჩაგდება ეგოზე მიმართული ადამიანების
და სულების მიერ. ეს იყო ცივილიზაცია, რომელიც ვითარდებოდა მეორე
(მაგიის) გზით. ეს ადრეც მაქვს ნათქვამი. მაშინ მეც მქონდა ავატარული
ინკარნაცია და შენც... ატლანტიდის ცივილიზაცია არ აწარმოებდა
ხელოვნურ, პლასტმასის მსგავს საგნებს, რომლებიც შეიძლებოდა
ამდენი ათასწლეული შენახულიყო. ამიტომაა ასე ცოტა არტეფაქტი
ნაპოვნი. ეს იყო თავიდან ბოლომდე ბუნებასთან ჰარმონიაში მყოფი
საზოგადოება. ყოველ შემთხვევაში თავიდან, სანამ დედამიწის ძალებს
მწყობრიდან გამოიყვანდნენ. გლობალიზაციის პროცესი საშიშია იმ
მხრივ, რომ ის, რაც საყოველთაო ერთობას გულისხმობს, არასათანადო
მართვის/მთავრობის შემთხვევაში შეიძლება გადაიქცეს საყოველთაო
მანიპულაციის სისტემად! აი, აქ იყო „ძაღლის თავი დამარხული“
და ატლანტიდის წარუმატებლობის მიზეზი... მათ შექმნეს ენერგო
ქსელი დედამიწის გარშემო, რომელიც შესაბამისი არქიტექტურული
კონსტრუქციებით იყო გამაგრებული; კრისტალებით, დამუხტვებით და
ბგერითი ზემოქმედებებით იმართებოდა. ეს ქმნიდა გლობალურ გავლენას
დედამიწის ყველა ცოცხალი არსების ცნობიერებაზე. რაღაც მომენტში
მოხდა ძალაუფლების უზურპირება, არა კაცობრიობის ცნობიერების

140
gnozisi

ამაღლებისა და შემდეგ დონეზე გადასვლისათვის, არამედ მისი


მართვისთვის, რამაც ბალანსიდან გამოიყვანა დედამიწის ენერგეტიკული
სხეული, რომელიც იმ მომენტისთვის უკიდურესად მაღალ ვიბრაციებში
იმყოფებოდა და შეუსაბამობაში მოვიდა მართვის ასეთ მოტივაციასთან.
და მოხდა, რაც მოხდა.
ამ ყველაფრის წარმოდგენამ მიმიყვანა იმ აზრამდე, რომ თუ ასეთმა
სულიერად განვითარებულმა ცივილიზაციამ, როგორიც ატლანტიდა იყო,
ვერ მოახერხა შემდეგ საფეხურზე გადასვლა, ჩვენ ჩვენი მომხმარებლური
და გართობა-სანახაობებზე ორიენტირებული საზოგადოებით, როგორ
უნდა მივაღწიოთ ასეთ დონეს? მან ჩემი დამწუხრება იგრძნო და მეც
ვიგრძენი, რომ რაღაც დონემდე ჩემს აზრს იზიარებდა.
მიქაელი:
- ჩვენ მაღლა ვწევთ პლანეტარულ ვიბრაციებს, რამდენადაც
ძალგვიძს. ადამიანებისგან წინააღმდეგობის შემთხვევაში მოხდება
ბუნებრივი გადარჩევა, ვინც ვერ სინქრონიზდება, ის ვერ გააგრძელებს
ევოლუციას. სამწუხაროდ ეს პროცესი კატაკლიზმების ფონზე
მიმდინარეობს, ადამიანთა არასწორი არჩევნების გამო და იმის გამო,
რომ კაცობრიობის მენტალი ვერ მიყვება პლანეტარული ვიბრაციების
მატებას… მაგრამ როგორც გაზაფხული ყოველთვის მოჰყვება ზამთარს,
ასევეა გარდაუვალი ახალი რეალობის დადგომა... ეს დროის ამბავია...
საუბარია მხოლოდ დანაკარგის სიდიდეზე ადამიანთა სულებს შორის...

• • •

141
asklepiosi

2020 წელი. 9 ივლისი. გარეგანი და შინაგანი ტაძრები.


ჰარმონიის გამოვლინების 5 პრინციპი ღმერთის ცნობიერების
მოხმობისათვის ჰერმეტიციზმის მიხედვით

მიქაელი:
- რამდენიმე საკითხი კიდევ მინდა განვიხილო „ასკლეპიოსის“
ტრაქტატიდან. აი, ეს ორი ფრაგმენტი გავარჩიოთ:
„ჰერმესი: უთუოდ, უდიდესი აღფრთოვანების ღირსია უდიდესი
ღმერთებს შორის, რამეთუ მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა
შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან, სხვა მინარევების გარეშე. მათი
ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები. მაგრამ ღმერთები, რომლებსაც
ადამიანები ქმნიან, ორმაგი ბუნებისგან შედგებიან: ერთი ღვთაებრივი,
რომელიც არის პირველი და ყველაზე წმინდა ნაწილი, ხოლო მეორე
ეკუთვნის ადამიანს - ეს არის მატერია, რომლისგანაც შექმნილია ეს
ღმერთი. მათ აქვთ არა მხოლოდ თავები, არამედ სრული სხეული ყველა
კიდურის ჩათვლით. ასე, კაცობრიობა, ახსოვს რა თავისი წარმომავლობა,
ერთგული რჩება ღვთაებების აღწარმოებაში, რამეთუ, როგორც მამამ,
უფალმა შექმნა უკვდავი ღმერთები თავის ხატად და მსგავსებად, ასე
ადამიანიც ქმნის ღვთაებებს თავის ხატად და მსგავსებად.“
და,
„38.ა. ასკლეპიოსი: როგორია, სამჯერდიდებულო, ამ მიწიერად
წოდებული ღმერთების, შესანიშნავი თვისება?
ჰერმესი: ის წარმოადგენს ღვთაებრივ სიკეთეებს, რომლებიც

142
gnozisi

ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში, სურნელოვან ნივთიერებებში;


რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი შემოწირულობები, ჰიმნები და
შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს
მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ
კერპებში და აჩერებს მათ იქ და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი
არსებობა ადამიანთა შორის. აი, ასე ქმნის ადამიანი ღმერთებს!“

- ეს ადგილი მნიშვნელოვანია ყველა დროის და რელიგიის


ადამიანისთვის. ეგვიპტის ცივილიზაცია, განსაკუთრებით ბოლო
პერიოდის, მიეკუთვნებოდა მეორე გზას (ტანტრულს/მაგიურს). ამ
გზის რელიგიური რიტუალებისთვის დამახასიათებელია გარეგანი
კავშირი ღმერთთან/ღმერთებთან. „ღმერთებს“ მრავლობითში იმიტომ
ვამბობ, რომ როგორც უკვე იცი, არსებობს აბსოლუტი (მამა-ღმერთი),
მისი გამოვლენილი უზენაესი ინდივიდუალობა და ნათელ ძალთა
იერარქია, რომლის წევრებსაც სხვადასხვა რელიგიურ კულტურებში
სხვადასხვანაირად უწოდებდნენ, ზოგან „ღმერთებს“, ზოგან „ღვთაებებს“,
ზოგან „ნახევარღმერთებს“, ანგელოზებს, ღვთის შვილებს და ა. შ. ამ
იერარქიაში არსებობს შტო, რომელიც უშუალოდ დედამიწასთან და
ადამიანებთან არის დაკავშირებული, ესე ვთქვათ მთელი „იარუსი“
სულების, რომლებიც წარმოადგენენ ცათამაღლებულ ადამიანთა
სულებს. ასევე, არსებობს იერარქიის ის შტო, რომელიც წარმოადგენს
აბსოლუტიდან გამოსული შემოქმედი (მამა) ღმერთის ემანაციებს (იგივე
ამეშასპენტები ზოროასტრიზმში) და ემანაციების ემანაციებს. „ზეციურ

143
asklepiosi

ღმერთებში“, რომლებზეც, „ასკლეპიოსის“ ტრაქტატში ჰერმესი ამბობს:


„მათი (ზეციური ღმერთების) მოდგმა შექმნილია უწმინდესი ბუნებისგან,
სხვა მინარევების გარეშე“ იგულისხმება, რომ მათი წარმომავლობა
მხოლოდ სულიერია, მაშინ როცა „მიწიერი ღმერთების“ ბუნება არის
ორმაგი - ზეციური და მიწიერი, რადგან მათ მიწიერ განზომილებაში
„სხეული აქვთ“ ტაძრის, ხატის, კერპის და სხვ. სახით.
ახლა, რას ნიშნავს ფრაზა: „მათი (ზეციური ღმერთების) ხილული
ნიშნებია მხოლოდ თავები“. ზოგ მკვლევარს ჰგონია, რომ აქ იგულისხმება
ციური სხეულები და რომ „მიწიერი ღმერთები“ სინამდვილეში
ვარსკვლავები და პლანეტები არიან. მაგრამ, არა. გაიხსენე პენტაგრამაში
ჩახაზული ადამიანი (ვიტრუვიანელი ადამიანი) და პენტაგრამის
ფრაქტალის ალგორითმი. გახსოვს, ხუთობითი ფრაქტალი, ანუ
პენტაგრამა შედგება „თავისგან“, რომელიც „მმართველია“ და ოთხობითი
ფრაქტალისგან, რომელიც „კიდურებია“? ოთხობითი ფრაქტალი არის
მიწიერი ფრაქტალი. ამის ნათელი მაგალითია ადამიანის 4 ქვედა სხეული,
ანუ მიწიერი ტეტრადა, მაშინ როცა „თავს“ წარმოადგენს სულიერი
ტრიადა. ამ პარალელიდან ნათელი ხდება, რომ როცა ჰერმესი ამბობს
„მათი ხილული ნიშნებია მხოლოდ თავები“, იგულისხმება, რომ ისინი
მიეკუთვნებიან სულიერ ტრიადას, ანუ წმინდად სულიერ განზომილებას.
მაშინ, როცა მიწიერი ღმერთები ორმაგ ბუნებას ატარებენ: სულიერს
(თავს, ანუ სულიერ ტრიადას) და მიწიერს (კიდურებს, ანუ ქვედა
ტეტრადას). მხოლოდ მიწიერი ნაწილი მათ შემთხვევაში, არის სწორედ
ის „ღუზა“, რომელზეც გუშინ გელაპარაკებოდი, ანუ რაიმე მატერიალური

144
gnozisi

ობიექტი - ქანდაკება, ხატი, მუმიფიცირებული სხეული და სხვ. ამ ორმაგი


ბუნების საჩვენებლად ეგვიპტელები თავის ღმერთებს გამოსახავდნენ
ორმაგ არსებებად: თავები (არაადამიანური), ტანი (ადამიანური).
ეგვიპტეში მთელი რიტუალი იყო ღმერთების ქანდაკებების
„გაცოცხლების“. ასეც იწოდებოდა, რომ ამ „თვალების და პირის
გახსნის“ რიტუალის მერე ქანდაკება ცოცხლდებოდა, რადგან ის
თავის თავში იმ „ღმერთის“ ცნობიერების ფრაგმენტს იღებდა და ამ
ქანდაკების (გინდა დაარქვი კერპის) საშუალებით კონტაქტზე გადიოდა
ქურუმებთან და ეხმარებოდა ადამიანებს. ახლა დააკვირდი ამ ფრაზას:
„ის (მიწიერი ღმერთების მოთხოვნილება) წარმოადგენს ღვთაებრივ
სიკეთეებს, რომლებიც ბუნებრივად იმყოფებიან მცენარეებში,
სურნელოვან ნივთიერებებში; რამეთუ მათ (ღმერთებს) უყვართ ხშირი
შემოწირულობები, ჰიმნები და შექებები, ტკბილი მუსიკა, რომელიც
ზეციურ ჰანგებს მოაგონებთ და ეს მოგონება ზეცაზე, მათ ზეციურ
ბუნებასთან შეთანხმებით, იხმობს მათ კერპებში და აჩერებს მათ იქ
და ასევე ეხმარება, გადაიტანონ ხანგრძლივი არსებობა ადამიანთა
შორის.“ კარგად თუ დააკვირდები ამ ჩამონათვალს; სურნელოვანი
ნივთიერებები, ჰიმნები, ტკბილი მუსიკა და ა. შ., ყველაფერი წარმოადგენს
მაღალვიბრაციულ ჰარმონიის გამოვლინებებს, რომელთან გარემოცვაში,
„ღმერთის“ ცნობიერების დამიწებული ფრაგმენტი კომფორტულადაა.
ყველა ეს ჩამონათვალი, რომელიც წეღან ვახსენეთ, წარმოადგენს
მაღალვიბრაციულ ჰარმონიის გამოვლინებებს. რამეს ხომ არ გაგონებს
ის?

145
asklepiosi

მე მაშინვე პარალელი გავავლე ჩვენს ეკლესიასთან.


მე:
- საკმეველი, მირონი, საეკლესიო გალობები და ლოცვები... - ვუთხარი
მე და მიქაელმა განაგრძო:
- „ღვთაებრივ სიკეთეებში“, რომლებზეც ჰერმესი საუბრობს
იგულისხმება შემდეგი ჰარმონიის გამოვლინებები: ლამაზი მუსიკა
წარმოადგენს ჰარმონიას ბგერებში (სმენა), ლამაზი ცეკვა - ჰარმონიას
სხეულის მოძრაობაში (შეგრძნება), სასიამოვნო სურნელი - ჰარმონიას
სუნში (ყნოსვა), ლამაზი გამოსახულება - ვიზუალურ ჰარმონიას
(მხედველობა), შემოწირულობები საკვების სახით - გემოს ჰარმონიას
(გემო). როგორც ხედავ 5-ვე ფრაქტალის მაღალვიბრაციული
ჰარმონიული გამოვლინებაა წარმოდგენილი. ხანდახან მე-5, ანუ
„შეგრძნება“ გამოტოვებულია. მაგალითად თქვენთან ეკლესიაში არ
ცეკვავენ. თუმცა არსებობს კონფესიები, განსაკუთრებით შავკანიანთა
კულტურაში, სადაც ეკლესიებში ცეკვავენ. ეს მაღლავიბრაციული
გამოვლინებები „მიწიერ ღმერთებთან“ ურთიერთობისას საჭიროა
იმისთვის, რომ იმ ტაძარში/ადგილას, სადაც „ღუზაა“ განლაგებული,
მაღალვიბრაციული ფონი შეიქმნას, იმისთვის, რომ ამ მაღალვიბრაციულ
სულს შეეძლოს ცნობიერების შეკავება დედამიწის პირობებში. ანუ ამ
ტაძრის „გრძნობის ორგანოები“ (სმენა, მხედველობა, ყნოსვა, გემო და
შეგრძნება) უნდა დაკმაყოფილდეს მაღალვიბრაციული გამოვლინებებით.
თუ ამ ტაძარში/ადგილას ვიბრაცია დავარდა, ეს სული „ამოვა“ მისი
„ღუზიდან“, ანუ კერპიდან, ხატიდან და ა. შ. და დაბრუნდება სულიერ

146
gnozisi

განზომილებაში. თუკი რომელიმე ამ 5 კომპონენტიდან გახდება


დაბალვიბრაციული, ნათელი სული ვეღარ გაჩერდება ვიბრაციებში
შეუთავსებლობის გამო. მაგალითად სისხლიანი მსხვერპლშეწირვა
არის „გემოს“ ჰარმონიის გამოვლინების გამრუდება. სისხლიან
მსხვერპლშეწირვას ძალიან დაბალი ვიბრაცია მოჰყვება სიკვდილის,
შიშისა და ტანჯვის ენერგიის გამოსხივების გამო. ანალოგიურად, ცუდი
სურნელი, მახინჯი მოძრაობები, საშიში/უშნო გამოსახულებები და მდარე
მუსიკა/სიმღერა წარმოადგენს დაბალ ვიბრაციებს. სწორედ ამიტომ
აკრძალა ქრისტემ სისხლიანი მსხვერპლშეწირვები. ასეთ პირობებში და
ასეთ საკულტო ადგილას შეიძლება გაჩერდეს მხოლოდ დემონი, მაგრამ
არა „ღმერთის“ კატეგორიის მაღალსულიერი არსება. მე ადრეც გითხარი...
ქურუმები, ანუ მედიატორები „ღმერთებისა“ და ადამიანების სამყაროს
შორის, უნდა იყვნენ სულიერად ძალიან წმინდა ადამიანები, იმისთვის,
რომ ეს რიტუალები არ გაამრუდონ და ურთიერთობა დემონებთან არ
დაამყარონ, მაღალსულიერი არსებების ნაცვლად, რაც ხშირად ხდებოდა
ხოლმე ისტორიის მანძილზე.
ახლა შეხედე, როცა ცივილიზაცია მეორე გზას მიყვება სულიერი
ტაძარი გარეგანია, მაგრამ როცა ცივილიზაცია მესამე (სულიერ) გზას
მიყვება, მისი ტაძარი ხდება არა გარეგანი რაიმე შენობა, ან ადგილი,
არამედ მისივე ფიზიკური სხეული, ხოლო „კერპი“ მისი სამშვინველი,
კერძოდ გულის ჩაკრაა. სწორედ ამაზე საუბრობდა ქრისტე, როდესაც
ამბობდა, რომ თქვენ თავად უნდა გახდეთ საღმრთო ტაძარიო, ხოლო
ქრისტე გულში უნდა შემოვიდეს. მესამე გზის მიმდევრებისთვის

147
asklepiosi

კონცენტრაცია გარეგანი გამოვლინებებიდან ბრუნდება შინაგან


გამოვლინებებში, მთელი ყურადღება უნდა შებრუნდეს შიგნით, საკუთარი
თავის შემეცნებისკენ, როგორც საღმრთო ტაძრისა, რომელშიც ღმერთმა
უნდა დაისადგუროს... რა არის ამ შემთხვევაში საჭირო? ისევ იგივე...
მაღალვიბრაციული 5 ჰარმონიის გამოვლინება. ასეთი ადამიანს უმაღლეს
ვიბრაციულ დონეზე უნდა ეჭიროს ის, რასაც ჭამს (ამიტომ ხორცი არ
შეიძლება, რადგან სისხლიანი მსხვერპლშეწირვის ანალოგიაა), რასაც
უყურებს (უნდა გქონდეთ ლამაზი გარემოცვა), რასაც უსმენს (უნდა
უსმენდეთ ლამაზ მუსიკას) და რასაც ეხება, ანუ როგორც მოქმედებს
სხეულით (თქვენი მოქმედება დადებითი უნდა იყოს). ასეთი ადამიანის
სხეულში, ანუ „ტაძარში“ ჩამოვა და დაისადგურებს ღმერთი. მოხდება
ის, რაზეც ქრისტე გესაუბრებოდა, ანუ მისი შემოსვლა გულში, მისი
ცნობიერების ფრაგმენტის განთავსება. ასეთი შემთხვევაში არა რაიმე
შენობა ან ადგილი ხდება „სინათლის ფოკუსი“, იგივე „ძალის ადგილი“,
არამედ თვითონ ადამიანი. ასეთი ადამიანი მაღლდება, განღმრთობა და
თვითონ იკავებს ადგილს სიცოცხლის ხეში, ნათელ ძალთა იერარქიაში
„მიწერ ღმერთებს“ შორის!...
მიქაელმა პაუზა გააკეთა და მე მისი მზრუნველი, სითბოთი სავსე
გამოხედვა ვიგრძენი.
- გავაგრძელოთ?.. - მკითხა მან, - ვხედავ, რომ დაიღალე...
მე არაფერი ვუთხარი... დაღლილობას ვგრძნობდი და უბრალოდ
მეშინოდა, რომ მის სიტყვებს ვეღარ დავიჭერდი.
- რაც ზემოთ აგიხსენი, - განაგრძო მან, - დაგეხმარება იმის გაგებაში,

148
gnozisi

რატომ გთხოვ მუდმივად, რომ საკუთარ თავს დისციპლინა გაუწიო,


რატომაც გეკარგება ხოლმე ჩემთან კავშირი... და რატომაც იღლები
ასე ადვილად... ჩემთვის ადამიანის გულში ცნობიერების ფრაგმენტაცია
არაა ამჟამად პირდაპირი დანიშნულება... და არაა ხშირი შემთხვევა,
როცა შესაბამის ადამიანს ვპოულობ. შენ და კიდევ მცირე რაოდენობის
ადამიანი, შენ გარდა, გამონაკლისს წარმოადგენთ. ახლა, ხომ გესმის,
რომ იმ დისჰარმონიულ გარემოცვაში, რომელშიც თქვენ იმყოფებით,
5-ვე ჰარმონიის გამოვლინება საშინლად დამახინჯებულია... პირდაპირ
გეტყვი - დემონურია. განსაკუთრებით დიდ ქალაქებში. ამიტომ ჩვენც
ძალიან გვიჭირს თქვენ შორის გაჩერება. ვერ წარმოიდგენ, ხანდახან,
როგორ ძალისხმევად მიჯდება... კარგი... დღეისთვის მოვრჩეთ. მხოლოდ
ერთს დავამატებ, რომ „შინაგან ტაძარში“ ყველაზე ძლიერი ჰარმონიის
გამოვლინება (მე-5 პრინციპი - შეგრძნება) არის სიყვარული იმ სულიერი
იერარქის მიმართ, ვისაც გულში უხმობ!.. ამიტომ არის ნათქვამი:
„შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და
ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა. ესე არს
დიდი და პირველი მცნებაი“ (სახარება მათესაგან, მუხლები 37 და 38).“

• • •

149
asklepiosi

2020 წელი. 10 ივლისი. შეცდომა?

მე:
- მგონი რაღაც შემეშალა გუშინდელ ჩანაწერში... - ავღელდი მე და
წარმოვიდგინე, როგორი რთული იყო წინა წიგნში შეცდომის მოძებნა
და გამოსწორება, - მე დავწერე, რომ „მიწიერი ღმერთები“ არიან
განმღრთობილი ადამიანები, მაგრამ ეგვიპტის პანთეონში კერპები
კეთდებოდა „ზეციური ღმერთებისთვისაც“, როგორიც იყო ამონი ან სულაც
მთავარი, სამყაროს შემოქმედი ღმერთი პტა (პტაჰი), ატონი...

აქ აზრი გამიწყდა. ვერ დავამყარე მიქაელთან კონტაქტი და წერას


შევეშვი, მაგრამ ამ კითხვაზე პასუხი უნდა მივიღო.

(მოგვიანებით დამატებული: ვიპოვე და გავასწორე შეცდომა. მართლა


იქ იყო, სადაც მეგონა).

• • •

150
gnozisi

2020 წელი. 11 ივლისი. წერაქვი. კრიშნას საუბარი ქალისა


და მამაკაცის ურთიერთობის საკითხზე

დღეს რაღაცნაირი ღამე იყო. მძიმე. არავის არ ეძინა. მე კრიშნა


დამესიზმრა...
რაღაც მწვანე მდელოზე ვარ. წერაქვს ჰგავს. ჩემთან შავი ძაღლი
მოდის. საიდანღაც ვიცი, რომ ეს კრიშნაა! მას აქვს ასეთი სახე მიღებული
და ძალიან, ძალიან მიხარია მასთან შეხვედრა...

ასტრალი:
სიზმრიდან ვფხიზლდები და ვხედავ, რომ შავი ძაღლის მაგივრად
ჩემს ლოგინთან ჩემი ძაღლი, არია დგას. არია სამოედის ჯიშისაა და
თეთრი ძაღლია, მაგრამ ვიცი, რომ მისი აქ დგომა რაღაცნაირად სიზმრის
ლოგიკური გაგრძელებაა. არიას ჩემზე თათი აქვს დადებული. ისედაც ასეთი
ჩვევა აქვს, მოდის ხოლმე და თათს მადებს, რომ თავი მომაფერებინოს.
ამიტომ არ მიკვირს მისი ასეთი ქცევა. თათს ხელში ვიღებ. არია წვება,
მაგრამ ცდილობს ისე დაწვეს, რომ თათი ხელში დამიტოვოს. მე
მახსენდება ის დრო, ჩემი შვილები პატარები რომ იყვნენ და ლამის მთელი
ღამე ჩემი ხელი ეჭირათ, როცა ცუდი სიზმარი ესიზმრებოდათ ხოლმე.
ამის გახსენებაზე ძაღლს სიცილით მივმართე:
- შენღა მაკლიხარ, რომ მთელი ღამე შენი თათი მეჭიროს! - ვუთხარი
მე და გამოვფხიზლდი.

151
asklepiosi

ძაღლი ჩემ გვერდით არ იყო. სულ სხვა სართულზე ეძინა. სამაგიეროდ


პარალელურად გაეღვიძა ჩემი ოჯახის თითქმის ყველა წევრს, მათაც კი,
ვინც თბილისში იყო. ჰაერში რაღაც შფოთვა ტრიალებდა და მივხვდი, რომ
ჩემი ძაღლის მიერ თათის მოცემა, რაღაცნაირად დახმარება იყო ჩემთვის
ან დაცვა, ოღონდ ვერ გავიგე რისგან...
მკაფიოდ ვიგრძენი კრიშნას თანამყოფობა, რომელიც ამ შფოთვას
ანეიტრალებდა უბრალოდ თავისი თანამყოფობით. მის ინდივიდუალობას
ახასიათებს რაღაცნაირი მუდმივი სილაღე, მხიარულება და ამის
თანმხლები სიყვარული ყველას მიმართ. რაღაცნაირად სწორია მისი
წარმოდგენა ხან პატარა ბავშვად, ხან ზრდასრულ ადამიანად, რადგან ის
თითქოს თამაშობს... ლაღი ბავშვივით თამაშობს ცხოვრებას, და როცა
შენ მის ცნობიერებას ეხები, შენთვისაც ქრება ცხოვრების სერიოზული
აღქმა და რჩება ლაღი, ყოველივეს მიმართ კეთილგანწყობილი თამაში.
ჭეშმარიტად, მეუფეებთან კავშირით მათი თვისებები შენზეც გადმოდის...
შფოთვა ვიგრძენი გარემოში და რამდენი მომინდა, რომ კრიშნასთვის
რაღაცაზე შემეჩივლა, იმდენი ეს აზრი თავისით ქრებოდა... ტელეპათიურად
მისი ფიქრები არ მესმოდა. უფრო ვგრძნობდი... ემოციები მოდიოდა.
ბოლოს ვკითხე ის, რაც ბოლო დღეებში მაფიქრებდა და უშუალოდ მის
მიმდევრებს ეხებოდა.
ცოტა ხნის წინ შემთხვევით მომივიდა კამათი კრიშნას ერთგულების
ფეისბუკ გვერდზე. რაღაც აზრს არ დავეთანხმე. კერძოდ, იქ საუბარი იყო
იმაზე, რომ ოჯახში ქალი უნდა ემსახურებოდეს კაცს, ხოლო კაცი ქალს
იცავდეს და მის კეთილდღეობას და უსაფრთხოებას უზრუნველყოფდეს.

152
gnozisi

მოკლედ, გაჟღერდა ის სტანდარტული პატრიარქალური მოდელი,


რომელიც იუდეურ-ქრისტიანულ რელიგიებშიც არის დამკვიდრებული.
მე გამოვთქვი მოსაზრება (ფეისბუკზე), რომ ქალსა და მამაკაცს
შორის არ უნდა არსებობდეს ერთის უპირატესობა მეორეზე, არამედ
ჰარმონია, სიყვარული და ურთიერთპატივისცემა უნდა იყოს ოჯახის
საყრდენი ბურჯები. არავინ არავის არ უნდა ემსახუროს-მეთქი. ამის
საილუსტრაციოდ ინის და იანის სიმბოლო მოვიყვანე, სადაც შავი და
თეთრი ნაწილები თანაბარი ზომისაა და ერთმანეთს ავსებენ.
ჩემს კომენტარს საკმაოდ გაღიზიანებული პასუხები მოჰყვა, რაც
მოსალოდნელი იყო. ერთმა რაღაც ისეთი ტერმინებით გაჟღენთილი
კომენტარი მოიწერა, რომ აზრი ვერ გამოვიტანე. იგრძნობოდა სურვილი,
რომ მოსაუბრე დაბნეულიყო მაღალფარდოვანი სპეციფიკური სიტყვებით
და გამოთქმული აზრი უფრო ბრძნული გამოჩენილიყო ამის ფონზე, ხოლო
მეორემ გამაკრიტიკა „უნიჭო აზრებისთვის“ და შრილა პრაბჰუპადას
ავტორიტეტისადმი არდამორჩილებისთვის. არც ერთი, არც მეორე არ იყო
ჩემთვის ის, რასაც არგუმენტირებულ პასუხად ჩავთვლიდი. კომენტარებში
გაბრაზება იგრძნობოდა. მე მივწერე ამის შესახებ და ჯგუფი დავტოვე.
გული დამწყდა, რადგან გავაცნობიერე, რომ კრიშნას მოციქულები
არასდროს არ მიიღებდნენ ჩემს წიგნში გამოთქმულ აზრებს და მე მტრად
აღმიქვამენ, რომ მომიწიოს მათთან გულწრფელი საუბარი, მიუხედავად
ჩემი დამოკიდებულებისა კრიშნას პიროვნების მიმართ. ისედაც, სხვა
კრიშნაიტების მოსმენისასაც ვაწყდებოდი ქალების დისკრიმინაციის
მომენტებს. ერთ-ერთი მათი გურუ ხშირად იმეორებდა ფრაზას (სხვადასხვა

153
asklepiosi

იგავების მოყოლისას) - „ქალი ხომ სულელია“... მე ვთვლი, რომ ასეთ


დამოკიდებულებას მოჰყვა სწორედ ქალების მრავალსაუკუნოვანი
ჩაგვრა და ქალებზე ძალადობა. მესმის, რომ ამის საპასუხოდ მეტყვიან,
ეს კალი იუგას ეპოქის გაუკუღმართებული წარმოდგენების შედეგიაო...
მაგრამ მაინც... ფორმულირება ქალის მხრიდან კაცის მსახურების,
რაღაცნაირად მომხვდა ყურში... ეს ფიქრები კრიშნამ წამიერად წაიკითხა
და პასუხიც მომივიდა. პირველ რიგში ვიგრძენი, რომ ის ორი ადამიანი,
როგორებიც არ უნდა ყოფილიყვნენ (პიროვნული ნაკლოვანებების
მხრივ), მასთან გულწრფელ ურთიერთობაში იმყოფებიან და მე ვიგრძენი,
რომ რაღაცნაირად, თუ შეიძლება ასე ითქვას, მის მფარველობაში, მის
„სხეულში“ შედიან... აი, როგორც მოლეკულები სხეულში... და მისგან
პასუხი წამოვიდა...
- შენც მართალი იყავი და ისინიც. ინის და იანის სიმბოლო სწორი
სიმბოლოა. სიყვარული, ურთიერთპატივისცემა და ჰარმონია სწორი
ფასეულობებია კარგი ოჯახის შესაქმნელად. თანამედროვე ადამიანისთვის
შენი ენა უფრო გასაგებიცაა და მისაღებიც, მაგრამ, როცა ქალის მიერ
კაცის მსახურებაზე და კაცის მხრიდან ქალის მფარველობაზე იყო საუბარი,
იგულისხმებოდა იანის აქტიური მოქმედება და ინის პასიური მოქმედების
გამოხატულება ოჯახში, ანუ „სქესის პრინციპი“. „სქესის პრინციპი“
გამოვლენილ სამყაროებში ვლინდება შესაბამის მინი-ფრაქტალებში
შესაბამისი თვისებების სახით. ქალისა და მამაკაცის შემთხვევაში ესაა
განსხვავება ფიზიკური სხეულისა და სამშვინველის აგებულებებში. ამ
განსხვავებებიდან გამომდინარე უნდა ხდებოდეს ოჯახის საქმიანობა-

154
gnozisi

ვალდებულებების გადანაწილებაც, ხომ მართალია? არაბუნებრივია,


მაგალითად, რომ კაცი მხართეძოზე იყოს წამოგორებული, ხოლო ქალი
მძიმე ნივთებს დაათრევს, მაშინ როცა მამაკაცში „იანის“ გამოვლინების
ერთ-ერთი ფორმაა ფიზიკური სიძლიერე „ინთან“ შედარებით. გაიხსენე
რას გასწავლიდა მიქაელი.

მე მოვძებნე და ამოვწერე პირველი წიგნიდან ეს ადგილები:

„ვინაიდან გამოვლენილ სამყაროებს გაცემა-მიღების (ინი-იანი)


თვისებიდან გამომდინარე სქესის პრინციპი ახასიათებს, სიმბოლურად
მატერიას გამოხატავენ „ქალის“ სახით, ხოლო სულს „მამაკაცის“. მათი
ურთიერთქმედების შედეგად წარმოქმნილ ქმნილებებს კი „შვილად“,
„ვაჟად“ მოიხსენიებენ. ანუ, მაკროფრაქტალის დონეზე „ქალი“
მატერიაა, სული „მამაკაცი“, ხოლო გამოვლენილი სამყაროები -
„ვაჟი“. შუალედური ფრაქტალების დონეზე „ქალად“ სიმბოლურად
შეიძლება წარმოადგინო კონკრეტული ქვეყანა, ქვეყნების ჯგუფი ან
კონტინენტი; „მამად“, მისი სულისჩამდგმელი იერარქი, ხოლო „ვაჟად“
ამ ქვეყანაში ან ქვეყნებში განვითარებული ცივილიზაცია ანუ ადამიანთა,
მოქალაქეთა ჯგუფი. ქალი ყოველთვის „პფლატფომაა“ (მიმღები, ინი),
მამაკაცი მისი გამანაყოფიერებელი (გამცემი, იანი), „სულისჩამდგმელი“
ელემენტი, ხოლო შედეგად წარმოქმნილი ადამიანი ან ადამიანთა
ჯგუფი „ვაჟია“. მიკროფრაქტალის დონეზე „ქალი“ შეიძლება იყოს
კონკრეტული დედა; მამაკაცი, კონკრეტული მამა; ხოლო ვაჟი,

155
asklepiosi

კონკრეტული შვილი. ეს მარტივად აღქმადი სიმბოლიკა ბევრ რელიგიურ


ტექსტშია გამოყენებული და მათ შორის იოანეს გამოცხადებაში.“

სქესის პრინციპი.
„სქესის პრინციპი „სქესი ყველაფერშია - ყველაფერს აქვს თავისი
მამრობითი ან მდედრობითი პრინციპი. სქესი თავს იჩენს ყველა დონეზე.“
(ქიბალიონი)
ამ პრინციპით მოცემულია ჭეშმარიტება, რომ სქესი - მამრობითი
და მდედრობითი ვლინდება ყველგან და ყველაფერში. არსი (საწყისი)
ყოველთვის მოძრაობაშია. ეს დებულება სამართლიანია არა მხოლოდ
ფიზიკურ, არამედ ნატიფ-მატერიალური და სულიერი ფენებისთვის.
ფიზიკურ განზომილებაში სქესის პრინციპი თავს იჩენს სექსუალობაში.
უფრო მაღალ შრეებში იგი უფრო სრულყოფილ ფორმებში ვლინდება,
მაგრამ საბოლოო ჯამში პრინციპი იგივე რჩება. სქესის პრინციპის
კანონების გაგება ნათელს მოფენს მრავალ დილემას, რომელიც ჩიხში
აყენებს ადამიანთა გონებას. სქესის პრინციპი ყოველთვის მუშაობს
აღწარმოების და შემოქმედების მიმართულებით. ყველა სულიერი
თუ უსულო თავის თავში შეიცავს ამ პრინციპის ორივე საწყისს.
ნებისმიერი მამაკაცი ან მამაკაცური გამოვლინება/საგანი ასევე შეიცავს
ქალურ საწყისს. იგივე მართებულია ქალისთვისაც. თუ თქვენ მიხვდით
მეცნიერული და სულიერი შემოქმედების ფილოსოფიას, თქვენ უნდა
ღრმად შეისწავლოთ ეს პრინციპი. ის ხსნის სიცოცხლის მრავალ
საიდუმლოს. ჩვენ გაფრთხილებთ, რომ ამ პრინციპს არაფერი აქვს
საერთო მრავალ მდაბიო და გარყვნილ სექსუალურ თეორიებთან,

156
gnozisi

რომლებსაც ლამაზად შენიღბულად აწვდიან საზოგადოებას და რომელიც


წარმოადგენს ამ უდიდესი სამყაროსეული პრინციპის გაუკუღმართებას.
ასე მაგალითად ძველი დროიდან შემორჩენილი, ყველასათვის ცნობილი
ფალიციზმის ფორმები მხოლოდ ხელს უწყობენ სულის, გონების და
სხეულის გახრწნას. ჰერმეტიკოსები ყოველთვის ხმას იმაღლებდნენ და
ეწინააღმდეგებოდნენ ამ მდაბიო სწავლებების წინააღმდეგ, რომლებიც
აუკუღმართებდნენ და ბილწავდნენ ბუნებრივი სქესის პრინციპს. თუ
თქვენ ასეთი ტიპის სწავლებები გაინტერესებთ, ჰერმეტიციზმი თქვენი
ადგილი არაა. წმინდასთვის ყველაფერი წმინდაა, მდაბიოსთვის
ყველაფერი მდაბიოა. (ნაწყვეტი ქიბალიონიდან).
მიქაელი:
- ზოგადად რომ ვთქვათ, აქტიური საწყისი მამაკაცის პრინციპია,
ხოლო პასიური ქალის... გამცემი მამაკაცია, ხოლო მიმღები ქალი. ეს
პრინციპი კარგად ჩანს სიმბოლოებში, სადაც სული მამაკაცია, მატერია
ქალი, მზე მამაკაცია, ხოლო მთვარე ქალი. იანი მამაკაცია და ინი
ქალი, დღე მამაკაცია და ღამე ქალი. ეს ორი ურთიერთსაპირისპირო
გამოვლინება ერთმანეთის გარეშე ვერ არსებებს და ერთმანეთის გარეშე
ვერ ქმნის! ეს პრინციპი არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომელიმე
სქესის უპირატესობას, განსაკუთრებით ადამიანებში, რადგან უმაღლეს
სულიერ ჰიპოსტასს სქესი არ აქვს და ის სხვადასხვა სქესის არსებებში
ინკარნაციების შედეგად იღებს გამოცდილებებს და ავლენს თავს. თუ
დავუბრუნდებით იმ აზრს, რომ ყველაფერი ტალღაა, გადავხედავთ
ჰერმეტიციზმის წინა პრინციპებს, დავინახავთ, რომ 6-ვე წინა პრინციპი,

157
asklepiosi

ისევე როგორც ეს, ტალღის ბუნებას აღწერს. მენტალიზმი ტალღის


გამოვლინებაა, ვიბრაცია ტალღის გამოვლინებაა, რიტმი ტალღის
თვისებაა, „პოლარიზაციის“ პრინციპიც დაბალი და მაღალი ვიბრაციის
ტალღებით აიხსნება, კარმულ უკუგებასაც ტალღური ბუნება აქვს, ვინც
იცის, რადგან კარმა პერიოდულობის დაცვით გადმოდის. ასევე სქესის
პრინციპიც ტალღის აღმავალ/დაღმავალ ანუ აქტიურ და პასიურ ბუნებას
შეესატყვისება. კარგად რომ დაუკვირდე ჩვენ აღვწერთ ერთი და იმავეს
სხვადასხვა გამოვლინებებს, რადგან პირველწყარო სამყაროებს ტალღების
მეშვეობით ავლენს, რომელიც სხვადასხვა კანონებში, პრინციპებში და
ფორმებში ვლინდება.“

კრიშნა:
- ოჯახი არის ინის და იანის შეჭიდების ერთ-ერთი მინიმოდელი
(მინიფრაქტალი), სადაც სწორედ ამ ზემოაღწერილი ტალღის პრინციპი
უნდა ვლინდებოდეს, იმისთვის, რომ სისტემაში სწორედ ცირკულირებდეს
ენერგია. ანუ, ქალი ტალღის დაღმავალი ნაწილია; კაცი ტალღის
აღმავალი ნაწილი; ქალი „ინია“, კაცი „იანი“; ქალი „მატერიაა“,
კაცი „სული“, კაცი „მზეა“, ქალი „მთვარე“ და ა. შ. პატრიარქალური
საზოგადოება, რომელმაც კალი იუგაში მახინჯი და ძალადობრივი სახე
მიიღო, მხოლოდ და მხოლოდ ამ სამყაროსეული „სქესის პრინციპის“
არასწორი გაგება და ბოროტად გამოყენებაა. როგორც მიქაელმა თქვა, ეს
„ტალღის პრინციპი“ არ ნიშნავს ერთი სქესის უპირატესობას მეორეზე. ეს
მხოლოდ ის „სქესის პრინციპია“, რომელიც უნდა ვლინდებოდეს ოჯახის

158
gnozisi

მოდელში. ქვედა ოთხ სხეულსა და სულიერ ტრიადას შორისაც არსებობს


ინი-იანის ურთიერთობა. ადამიანსა და ღმერთს შორისაცაა ინი-იანის
ურთიერთქმედება. მატერიალური სხეულები ინია (ქალია), ხოლო სული
იანი (კაცი). ყველა ასპექტში სადაც შეჭიდებაა გამოვლენილი, უნდა
დაცული იყოს სქესის პრინციპი, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჭიდება
არ მოხდება, რადგან პლუსი განიზიდავს პლუსს, ხოლო მინუსი მინუსს.
ამიტომ, როცა თავის დროზე, მე ამ თემაზე ვსაუბრობდი, ყველაზე
მარტივად გასაგები სახე-ხატები იყო, ცოლის და ქმრის მოვალეობების
განსაზღვრა.
რაც შეეხება იმას, რომ
ჩემმა ერთგულებმა შეიძლება
განსხვავებული რელიგიების ან
აზრების მქონე ადამიანების მიმართ
შეუწყნარებლობა გამოიჩინონ,
ეს მათი სულიერი უმწიფრობის
გამოვლინებაა და გარდა ამისა
გვერდითი მოვლენაა ყველანაირი
ეგრეგორული სისტემის. ჩემს ტრადიციაში ორივე გზაა, ეგრეგორულიც
და ინდივიდუალურიც. ეგრეგორულს, როგორც ყველა ეგრეგორულ
სისტემას, მკვეთრად შემოხაზული ჩარჩოები აქვს იმისი, რას უნდა
ფიქრობდე და როგორ ცხოვრობდე. ჩემთან პიროვნული კონტაქტის
დამყარება შეგრძნების და მითუმეტეს ტელეპათიური კავშირის დონეზე,
ძალიან ცოტას შეუძლია. ძირითადად მე საუბრებზე შთაგონების დონეზე

159
asklepiosi

ვზემოქმედებ, როცა ეს მიზანშეწონილი და შესაძლებელია. და მაშინაც,


ასეთი ადამიანები ბევრნი არ არიან. მაგრამ ყველა ჩემი ერთგული, ვინც
ჩემთან გულწრფელ ურთიერთობაში იმყოფება, ჩემი მფარველობის ქვეშაა,
როგორიც არ უნდა იყოს მისი ადგილი სულიერი ევოლუციის სკალაზე.
როგორც მივხვდი, იგივეა ქრისტეს და ბუდას შემთხვევაშიც...
მე კრიშნას ვთხოვე, რომ კიდევ მოეყოლა ჩემთვის რამე ისეთი,
რასაც ჩემს წიგნში ჩავწერდი, მაგრამ, როგორც ჩანს თემა ამოიწურა
ზემოხსენებული საკითხის განხილვით.

2020 წელი. 12 ივლისი. სადღაც შეცდომაა?

ისევ ძნელად მიდის ინფორმაციის მიღება. მგონი ზედმეტად დავისვენე.


მეტი დაძაბულობა მჭირდება ალბათ...
- მიქაელ, შემისწორე შეცდომა... ვგრძნობ, რომ სადღაც რაღაც
არასწორად ჩავწერე 7 ივლისის ჩანაწერში.
მიქაელი:
- ჰო... გარდა დედამიწაზე ინკარნირებული განღმრთობილი სულებისა,
როგორც მაგალითად თავად „ასკლეპიოსის“ ტრაქტატის მოქმედი
პირის წინაპარი მედიცინის „ღმერთი“ ასკლეპიოსი იყო, ეგვიპტელები
კერპებს უდგამდნენ და დედამიწაზე ჩამოჰყავდათ „ზეციური ღმერთები“,
როგორიც იყო ცის, მზის, სამყაროს შემოქმედი ღმერთები. ისინი

160
gnozisi

მათ ინდივიდუალობას ანიჭებდნენ. მაგრამ, ეს კარგად რომ გაიგო


გაიხსენე პირველი წიგნის ჩანაწერი. მე ის ადგილი ვიპოვე, რომელზეც
მიმანიშნებდა:

„- ფრაქტალური განზომილება. 7-ობითი ფრაქტალი. ამ პირველადი


ფრაქტალის ერთ-ერთი ქვერგოლია დედამიწის ლოგოსი და მისი „სულის
ჰიპოსტასიდან“ გამოსული 7 განშტოება, რომელიც 7 პლანეტარულ
ფენას წარმოქმნის პლანეტის შესაბამის „მატერიალურ ჰიპოსტასში“.
თითოეულ ფენაში შესაბამისი განზომილების (სიმკვრივის) არსებების
ცნობიერება ვიბრირებს. შენთვის ცნობილია რომ ადამიანის ცნობიერება
მე-4 განზომილებაშია და საშუალოდ ასევე მე-4 ქვედონის (ანუ
„ანგელოზის
„ინტელექტუალური ადამიანის“) ცნობიერების დონეზეა („ანგელოზის
გული“, პირველი წიგნი. ნახ. 10).
10 მაგრამ მე მინდა შენი ყურადღება
გავაჩერო მე-5, მე-6 და მე-7 დონის არსებებზე. მე-7 დონე თვითონ
პლანეტარული ლოგოსია. იგი თავადაა ერთ-ერთი 7-განი სხვა 6
პლანეტარულ ლოგოსებთან ერთად უფრო დიდ 7-ობით ფრაქტალში,
რომელიც თვითონაა თავის მხრივ ერთ-ერთი განშტოება უფრო მსხვილი
ფრაქტალის და ა. შ. 7 პლანეტა, 7 სამყარო შენთვის ნაცნობია
ასტროლოგიიდან და მითებიდან. დედამიწის მე-6 განზომილება ამ
მე-7 პლანეტარული ლოგოსის „სულის ჰიპოსტასის“, ანუ სხვა
სიტყვებით, სულიწმიდას განშტოებებია, რომლებიც კიდევ უფრო
მეტად იტოტებიან და კიდევ უფრო მეტად ეშვებიან მატერიაში მე-5
განზომილების (ანგელოზების განზომილების) წარმოქმნით. კარგად რომ

161
asklepiosi

დააკვირდე ბერძნულ მითოლოგიას და გვერდზე გადადო ზღაპრული


სიუჟეტები (რადგან ეს ზღაპრული ნაწილი უდიდეს წილად წარმოადგენს
ელინური კულტურის პოეტების თამამი ფანტაზიის ნაყოფს) შეამჩნევ
რამდენიმე ძირითად იდეას, რომელიც ამ მითებს წითელ ხაზად გასდევს.
მთავარი ისაა, რომ ეგრეთ წოდებული ოლიმპიელი ღმერთები არ
წარმოადგენდნენ ღმერთების პირველი თაობას. პირველი თაობა იყო
პირველადი დუალური დიფერენცირების შედეგად მიღებული ორი
დუალური ჰომოგენური (ანუ ერთგვაროვანი) სტრუქტურის ასპექტები:
გეა (მიწა) და ურანი (ზეცა). ხომ გახსოვს პირველწყაროს პირველადი
დაყოფა მატერიის და სულის ჰიპოსტასებად ხდება. აქაც იგივე მოვლენაა
წარმოდგენილი, ოღონდ დედამიწის რეალობის დონეზე. ეს ორი ჰიპოსტასი
პლანეტარული ლოგოსის მე-7 დონის დუალური ასპექტია. დედამიწის
რეალობის ევოლუციასთან ერთად მოხდა ღვთაებრივი ენერგიის მეტი
დიფერენცირება მეტი სახის ჰომოგენურ სტრუქტურებში, რომელიც
გამოიხატა ე. წ. მე-2 თაობის ღმერთებში, რომლებიც სიმბოლურად
უფრო დიდი, განზოგადებული ჰომოგენური სტრუქტურების მმართველი
ინდივიდუალობები იყვნენ. წარმოიდგინე ეს, როგორც განშტოება
სიცოცხლის ხეში. ფორმალურად მე-6 განზომილების არსებებს ტიტანები
შეიძლება დაარქვა, თუმცა გვერდზე უნდა გადადო მითური ისტორიები
მათ შესახებ. მამა-ღმერთის ანუ სიმბოლურად ურანის ასპექტის
დიფერენცირებამ გამოიწვია მატერიის ანუ გეას დიფერენცირება სულ
უფრო რთული ორგანიზაციის ჰომოგენურ სტრუქტურებში. ჯერ ეს
მინერალური სამყარო იყო თავისი მთებით, მდინარეებით, ოკეანეებით

162
gnozisi

და ა. შ. მეცნიერული ენით ამას შეესაბამება პლანეტის გეოლოგიური


ფორმირების ეპოქა, მითოლოგიურ ენაზე - ტიტანების ეპოქა. ტიტანი
არ ნიშნავს პრიმიტიულს, რადგან „სულის ჰიპოსტასის“ ნაკლებად
ანუ უფრო ზოგად, დიდ სტრუქტურებად დიფერენცირება არ ნიშნავს
პრიმიტიულს, არამედ პირიქით ნიშნავს უფრო მაღალვიბრაციულს,
უფრო სულიერს. ხომ გახსოვს, ცნობიერების გაფართოებაც სულ
მეტი განზოგადების, უფრო დიდის თავის თავში მოცვას, გაერთიანებას
გულისხმობს. ამიტომ მითების ენამ შეიძლება შეცდომაში შეგიყვანოს.
თუ გინდა მითებში სიმართლე მოძებნო, მათგან მხოლოდ ძალიან ზოგადი
ინფორმაცია უნდა ამოიღო. მაგრამ გავაგრძელოთ... „ტიტანების“
შემდეგ „სულის“ ანუ მამა-ზეციერის, ანუ ურანის ასპექტმა მეტი
დიფერენცირება განიცადა, რამაც მატერიაში მეტი სტრუქტურის
წარმოქმნა გამოიწვია ცოცხალი არსებების წარმოშობის ხარჯზე.
რადგან ყოველი შემოქმედების პროცესი მატერიალურ განზომილებაში,
როგორც იცი იმართება პირველადი, ანუ სულიერი სამყაროდან, ამ
პროცესებსაც თავისი განმგებელი სულიერი არსებები ჰყავდა. ეს მე-5
განზომილების ღვთაებები იყვნენ, რომელთაგან ეგრეთ წოდებული
ოლიმპიელი ღმერთები ისინი იყვნენ, ვინც უკვე უშუალოდ მენტალური
ველის ჩამოყალიბებისას, ანუ ადამიანებთან დაკავშირებულ ასპექტებს
„ანგელოზის გული“, პირველი წიგნი. ნახ.
განაგებდნენ. ჩვენ ნახაზზე („ანგელოზის
10) ამ შრეს „ანგელოზების“ განზომილება დავარქვით, თუმცა ეს არც
10
ისეთი ზუსტი ტერმინია. დედამიწის რეალობაში ადამიანების გაჩენასა და
ევოლუციასთან ერთად წარმოიქმნა საღმრთო ენერგიის ისეთი ტიპები,

163
asklepiosi

როგორიცაა სიყვარული, სამართლიანობა, სილამაზის აღქმა, ომის ანუ


ბრძოლის ცნება, მედიცინა, გართობა და სხვ. ანუ ის ცნებები, რომლებიც
ასე ბუნებრივია ადამიანის ცნობიერებისთვის. ეს ემოციები და ფიქრებია,
მაგრამ როგორც იცი ყველა ემოცია და ფიქრი ენერგიას წარმოადგენს.
ამიტომ სულიერი თვალთახედვით ყოველი ეს ცნება, ანუ ფიქრი/ემოცია
არის ღვთაებრივი ენერგიის ჰომოგენური ტიპი, რომელსაც თავისი ე. წ.
მმართველი უდგას სათავეში, რომ ეს ენერგია სწორი მიმართულებით,
ანუ ევოლუციის ოპტიმალური ხაზით წარიმართოს. მინერალების,
მცენარეების და ცხოველების კოლექტიური ჰომოგენური ცნობიერების
მმართველი სულები პლანეტის შესაბამის შრეებში (ანუ მატერიალურ,
ეთერულ და ასტრალურ ველებში) ბინადრობენ. ზედა ტრიადიდან მათ
მხოლოდ პლანეტარული ლოგოსის ცნობიერების ნაპერწკალი აქვთ.
ამიტომაა, რომ ამ ე. წ. ბუნების სულებთან კონტაქტში შესვლისას არ
იგრძნობა ის მაღალი ვიბრაციები და რასაც შენ ღვთაებრივი მადლის
შეგრძნებას ეძახი. ისინი მატერიასთან მიბმული სულებია. ახლა
შეხედე, თუ ამ ზემოაღწერილ გენეალოგიურ განშტოებებს წარმოიდგენ
როგორც ზევიდან ქვევით (ურანიდან ოლიმპიელებამდე) ჩამოშვებულ ხის
ტოტებს, ხოლო დედამიწაზე განსხეულებული არსებების გენეოლოგიას,
როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით (გეასგან ადამიანამდე)
მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4 განზომილების არსებები
ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი დონის მატერიალური
არსებები ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს ანუ ყველაზე დაბალი
დონის სულიერ არსებებს. სწორედ ეს კავშირი იყო, ის რაც მატერიას

164
gnozisi

სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ სამყაროსთან აკავშირებდა,


ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან, რომელზეც სულ გელაპარაკები.
ხომ ხედავ, ანგელოზი უნდა დაეცეს (იგულისხმება განსხეულება),
იმისთვის რომ ადამიანი ამაღლდეს! ღვთის ძე უნდა განკაცდეს, იმისთვის
რომ ადამიანის ძე განიღმრთოს! ამ კავშირის არსებობისას ყველა
ცოცხალი არსება, რომელიც დედამიწაზე მატერიალურ განზომილებაში
ინკარნირდება, სწორი ევოლუციის გზას გადის, რადგან მასში გამავალი
საღმრთო ენერგიები სწორედ იხარჯება და არ ამრუდებს თავის
ბუნებას...“

2020 წელი. 13 ივნისი. „ღმერთრეალიზაცია“ სულიერი


იერარქების ტალღებზე

მიქაელი:
- ნუ მაჩქარებ ხოლმე და ნუ გგონია, რომ როცა ჩვენ შორის კავშირში
რამდენიმე დღის წყვეტაა, ეს ნიშნავს, რომ ის დაიკარგა. მე ხანდახან
დრო მჭირდება, რომ შენში გავამყარო ის იდეები, რომლებიც შენთვის
სრულიად ახალია. ამიტომ რამდენიმე დღის განმავლობაში გიგზავნი
ხოლმე სახე-ხატებს და იდეებს...
მე:
- ჰო... ამიტომ მქონდა ეს დღეები შეგრძნება, თითქოს რაღაც
აზრები მიტრიალებდა თავში, მაგრამ ფორმულირებას ვერ ვუკეთებდი,

165
asklepiosi

მისხლტებოდნენ გონებიდან.
ღმერთრეალიზაცია“.
- დღეს მინდა განვიხილოთ ტერმინი - „ღმერთრეალიზაცია
რას ნიშნავს, როცა ადამიანი გასხივოსნებას, იგივე განღმრთობას,
იგივე ცათამაღლებას აღწევს? ის ახდენს საკუთარ თავში, თავის
ინდივიდუალობაში ღმერთის რეალიზაციას. ხოლო ეს რეალიზაცია
მიმდინარეობს გარკვეული ხაზით, განშტოებით ანუ ღმერთის გარკვეული
ინდივიდუალობის განხორციელებით საკუთარ თავში!... გაუგებარია?
მისი ღიმილი ვიგრძენი.
- ცოტათი... ვგრძნობ, რომ მაბრუნებ ჩვენს პირველ წიგნთან...
- იპოვე ეს რამდენიმე ფრაგმენტი და გავშალოთ მათი აზრი
ახლებურად...
მე ფრაგმენტები მოვძებნე:

„ცოცხალმა არსებებმა უნდა იპოვონ თავიანთი ინდივიდუალური


„ტალღა“, თავიანთი ღვთაებრივი ენერგიის ტიპი, რისი გამტარებლებიც
გახდებიან მატერიალურ სამყაროში. ეს „ტალღა“ განპირობებულია
მათი მრავალი ინკარნაციის განმავლობაში გამომუშავებული/დაგროვილი
სულიერი თვისებებით და „სიცოცხლის ხეში“ მათი გენეოლოგიური
მიკუთვნებით. ამ „სულიერი გენეოლოგიით“ ადამიანი კონკრეტულ
„მასწავლებელს“ „მოსწავლედ“ ეკუთვნის (კონკრეტული ნათელი
იერარქის სულიერი შთამომავალია). ეს სულიერი მასწავლებელი
ადამიანმა უნდა მონახოს გულის კარნახით და გაამყაროს მასთან
კავშირი, რადგან ის იქნება მისი გზამკვლევი და ცნობიერების ამწევი.“

166
gnozisi

„მე:
- რატომღაც ასეთი აზრი მომდის, რომ სული პირველწყაროდან
მოწყვეტისას თითქოს ამ განშტოებების გასწვრივ მოძრაობს და
ასე ჩამოდის მატერიალურ განზომილებაში. 7 პირველი განშტოება
გარკვეულად ძალიან ზოგად მახასიათებლებს ატარებს... თითქოს
თითოეული თავის კონკრეტულ ტალღაზეა განთავსებული... ერთ
ტალღაზე შვიდიდან... ისევ შვიდ სინათლის სხივთან ასოცირდება. მერე
ისევ იტოტება და განშტოებების რაოდენობა მატულობს... „რაც უფრო
მატულობს რიცხვი, მით უფრო მეტად დიფერენცირდება ღვთაებრივი
ენერგია“... - მახსენდება ჩემი ფიქრები და ისევ ვაგრძელებ, - იმის გამო
რომ სული ამ განშტოებებს რაღაც ლოგიკით მიუყვება, როდესაც ის
დედამიწაზე ინკარნირდება, ის ერთგვარად ამ სულიერი გენეოლოგიური
ხის წარმომადგენელი ხდება... ანუ მას თავისი ანგელოზი ჰყავს, თავისი
სულიერი იერარქები, რომლებიც ამ კონკრეტული თვისებების სულის
განვითარებას კურირებენ.“

„მიქაელი:
− როდესაც მე ღმერთის მიმართ ლოცვისკენ მოგიწოდებ, უნდა
გესმოდეს, რომ შენ ბოლომდე ვერ გაიგებ და ვერ შეიცნობ აბსოლუტს,
მაგრამ შენ შეგიძლია აიმაღლო ცნობიერება და შესაბამისად სენსორული
სტატუსი, რომ მისი, ღმერთის, მეტი მხარე, მეტი გამოვლინება აღიქვა,
ისე როგორც თვალახელილი აღიქვამს ფერებს ბრმასთან შედარებით.
ის, რაც გუშინ აღმიწერე, ერთ-ერთი ასეთი გამოვლინება იყო. და ჩვენ

167
asklepiosi

ყველანი, ყველა ცოცხალი არსება ყველა განზომილებაში და რეალობაში


სწორედ ამით განვსხვავდებით! მე მინდა, რომ შენ ეს ამაღლებული
ცნობიერების მდგომარეობა, რომლის დროსაც ღმერთის თუნდაც
მცირედ გამოვლინებას აღიქვამ, გაგიმყარდეს და შენი ცნობიერება არ
ვარდებოდეს და მაღლდებოდეს მომენტიდან მომენტამდე და სიტუაციიდან
სიტუაციამდე. ამას მე „ღერძის შეძენას“ ვეძახი. როდესაც „ღერძს“
შეიძენ მაშინ მიხვდები რას ნიშნავს ღმერთის ნების შესატყვისად
ცხოვრება... რას ნიშნავს „დაიჭირო ტალღა“. ეს ტალღა შენი პიროვნების
სწორედ იმ კუთხეებს და წახნაგებს გაუყვება, რომელსაც შენი სულის
ინდივიდუალობა ჰქვია და რომლითაც შენ ღმერთის კონკრეტულ
„მხარეს“, კონკრეტულ „გამოვლინებას“ აღიქვამ. ასე მოძებნი და
დაიმკვიდრებ შენს ადგილს სულიერ სამყაროში... ამ დროს გამოჩნდება
რისთვის, რა დანიშნულებით ევოლუციონირდა შენი სული მრავალი
ინკარნაციების შედეგად.“

„მიქაელი:
− ასევე საჭიროა „ღმერთისკენ“, ანუ რომელიმე ნათელი იერარქისკენ
მისწრაფება, რომ მისგან დახმარება მიიღო და კავშირი გაამყარო
საკუთარი სულის კომპონენტებს შორის, ანუ ზედა სულიერ ტრიადასა
და ქვედა ტეტრადას შორის. როგორც წესი ეს იერარქი რაღაცნაირ
სულიერ გენეალოგიურ კავშირშია ხოლმე კონკრეტულ სულთან (ამის
მეტად ახსნა ამ წუთას მიძნელდება).“

168
gnozisi

”მიქაელი:
− ახლა შეხედე, თუ ამ ზემოაღწერილ გენეალოგიურ განშტოებებს
წარმოიდგენ როგორც ზევიდან ქვევით (ურანიდან ოლიმპიელებამდე)
ჩამოშვებულ ხის ტოტებს, ხოლო დედამიწაზე განსხეულებული
არსებების გენეოლოგიას, როგორც ანალოგიურ, ოღონდ ქვევიდან ზევით
(გეასგან ადამიანამდე) მიმართულ ხის ტოტებს, მიხვდები, რომ მე-4
განზომილების არსებები ანუ ადამიანები, როგორც ყველაზე მაღალი
დონის მატერიალური არსებები ესაზღვრებიან მე-5 დონის ოლიმპიელებს
ანუ ყველაზე დაბალი დონის სულიერ არსებებს. სწორედ ეს კავშირი
იყო, ის რაც მატერიას სულთან, მატერიალურ სამყაროს სულიერ
სამყაროსთან აკავშირებდა, ქვედა ტეტრადას ზედა ტრაიადასთან,
რომელზეც სულ გელაპარაკები.“
მიქაელი:
- როგორც ხვდები, ამ თემას სულ ვეხებოდით, მაგრამ ბუნდოვნად
ხვდებოდი, რას ნიშნავს სულიერი გენეოლოგიური კავშირი კონკრეტულ
ნათელ ძალთა იერარქთან. ნაცნობ მაგალითზე რომ განვიხილოთ, ავიღოთ
რომელიმე ქრისტიანი წმინდანი, მაგალითად წმინდა პანტელეიმონი, ის
განეღმრთო, ანუ ცათამაღლდა როგორც „მკურნალი“ ინდივიდუალობა,
ანუ მისი ღმერთრეალიზაცია მოხდა მკურნალის ინდივიდუალობაში. რას
ნიშნავს ეს? ეს ნიშნავს, რომ მან თავის თავში გამოავლინა ღმერთის ის
ინდივიდუალობა, რომელიც ღმერთს ავლენს მკურნალობის ტალღაზე. ეს
არის სწორედ, ის „ტალღა“, რომელზეც გესაუბრებოდი ზემოთმოყვანილ
ნაწყვეტებში. არსებობენ ღმერთრეალიზების სხვადასხვა დონეები;

169
asklepiosi

ძალიან ფართო ფუნქციის მომცველი „ტალღის“, ანუ თქვენი ენით რომ


ვთქვათ, „სპეციალიზაციის“ (7 ძირითადი) და ძალიან ვიწრო „ტალღის“
დონეები (ქვედონეები). მაგალითად, ვრცელი ტალღაა, როცა ადამიანი
განეღმრთობა, როგორც ღმერთის „ქალური ჰიპოსტასის“ მატარებელი
ინდივიდუალობა. ასეთი იყო მაგალითად იზიდა, ან ღვთისმშობელი
მარიამი, რომელსაც „დედა მარიამსაც“ უწოდებენ ხოლმე. ეს მაღალი
დონეა. უფრო ვიწრო ტალღაა, მაგალითად, ჩემი მოღვაწეობა, როგორც
„ბნელ ძალებთან მებრძოლი და ადამიანთა მცველი“, ან „მკურნალი“,
ან „ხელოვნების მფარველი“. რაც უფრო ვიწროა „ტალღა“, მით უფრო
დაბლა განზომილებაშია სული განღმრთობილი. მაგალითად ყველა
„ადამიანური სპეციალიზაციის“ ტალღები, როგორიცაა მედიცინა,
კონფლიქტების მართვის სტრატეგია, ხელოვნება თავისი სფეროებით და ა.
შ, ეს მე-5 განზომილების „ღმერთრეალიზაციაა“ (თუმცა არ დაგავიწყდეს,
რომ ყველა ღმერთრეალიზებული სულის ცნობიერება იმყოფება
ტრიადის მდგომარეობაში. ანუ ისინი ერთდროულად მე-5, მე-6 და მე-7
ცნობიერებებში იმყოფებიან. უბრალოდ აქ საუბარია მათ დომინანტურ
ადგილზე ტრიადაში. როცა ვამბობ, რომ სული განღმრთობილია მე-5
განზომილებაში, მისი სულის ძირითადი ვიბრაცია ამ განზომილებაში
იმყოფება).
მე:
- ოლიმპიელი ღმერთები გამახსენდა, სადაც ყველა ღმერთს თავისი
განკარგულების სფერო ჰქონდა...
- შორს ნუ მიდიხარ. ქრისტიანებსაც ყველა სფეროსთვის თავისი

170
gnozisi

წმინდანი ჰყავთ. მოგზაურებისთვის ერთისთვის ლოცულობენ,


მკურნალობისთვის მეორისთვის, დაცვისთვის მესამისთვის...
- ჰო, მე მახსოვს, რომ ლოცვების წიგნში კონკრეტულ დაავადებასაც
კი თავისი წმინდანი ჰყავს, რომელსაც უნდა მიმართო შესაბამისი
პრობლემის დროს. მაგრამ რატომ ვსაუბრობთ ამაზე?
- როგორც ზემოხსენებულ ნაწყვეტებში წერია, ყოველ ჰომოგენურ
(ერთგვაროვან) სტრუქტურას უჩნდება თავისი მმართველი სულიერი
იერარქი, ჰერმესის სიტყვებით „ზეციური ღმერთი“, რომლის მეშვეობით
ხდება მის ტალღაზე დამჯდარი ადამიანის განღმრთობა. მაგალითად
არსებობს ზეციური „მკურნალი ღმერთი“, რომელსაც როგორც
ჰერმესი იტყოდა „მხოლოდ თავი აქვს“. სხვათა შორის, ამიტომ
გამოსახავდნენ ეგვიპტელები ღმერთებს ცხოველების თავებით.
„თავი“ არაადამიანური ატრიბუტი უნდა ყოფილიყო, ზებუნებრივი
შესაძლებლობის გამომხატველი. ანუ, ისინი ამისთვის მათი გაგებით
შესაბამისი ცხოველების თავებით წარმოიდგენდნენ თავიანთ ღვთაებებს.
ლოგიკა იგივეა, რა ლოგიკითაც თქვენ თქვენი ფილმების და კომიქსების
სუპერგმირებს ადამიანის და ცხოველის ნარევ არსებებად წარმოიდგენთ.
კაცობრიობის კოლექტიური ქვეცნობიერი იმავეს აკეთებს მაშინაც და
ახლაც. მაგრამ გავაგრძელოთ „მკურნალ“ ღმერთზე საუბარი, რახან
ასკლეპიოსის თემაზე ვართ გაჩერებული. ეს არის ერთ-ერთი ღვთაებრივი
ემანაციის ქვეემანაცია (გამოსხივების ქვეგამოსხივება). განღმრთობილი
ადამიანი, რომელიც გასხივოსნებას მკურნალის სახით ახდენს, ის
ახდენს, ესე ვთქვათ, ამ იერარქის ღმერთრეალიზებას ადამიანის სახით.

171
asklepiosi

საქმე იმაშია, რომ როდესაც ასეთი მონადა (რომელიც უკვე ახლოსაა


განსხივოსნებასთან წარმატებული რეინკარნაციების შედეგად, ანუ უკვე
ახლოსაა ევოლუციურად ამ ციკლის დასრულებასთან) ინკარნირდება
დედამიწაზე, ეს სული კიდეც „ჩამოდის“ ამ „მკურნალი ღმერთის“ გავლით
(ეს ასტროლოგიასთანაცაა კავშირში, რადგან პლანეტებიც ამ ძირითადი
სხივების/ტალღების გამტარები არიან)... შენ ახლა გიჭირს ამის გაგება,
მაგრამ მერე კიდევ დავუბრუნდებით ამ თემას... საბოლოოდ რისი თქმა
მინდა... ის ღმერთები, რომლებსაც ეგვიპტელები გამოსახავდნენ კერპების
სახით, მაგალითად იზიდა, ამონი, ოსირისი... იყვნენ შესაბამისი ღვთაებრივი
იერარქების ღმერთრეალიზებული ადამიანები... ანუ, როდესაც ეგვიპტურ
მითოლოგიაში საუბარი იყო, რომ არსებობდა ეპოქა, როცა ეგვიპტეს
ღმერთები მართავდნენ, ეს სიმართლეა. ეს სულები ჩამოვიდნენ ამ
კონკრეტული ნათელი იერარქების „გავლით“ დედამიწაზე და მოახდინეს
ამ ღვთაებრივი იერარქების ღმერთრეალიზება ადამიანების სახით, ანუ
ადამიანურ განსხეულებაში. ხვდები?
- თითქოს კი... - ვუპასუხე მე, თუმცა არ ვიყავი დარწმუნებული,
რომ სწორედ მივყვებოდი აზრს, - და რას ნიშნავს სულის ჩამოსვლა
დედამიწაზე კონკრეტული სულიერი იერარქის „გავლით“? შეგიძლია ეს
საკითხი ცოტა განავრცო?
- მოკლედ რომ ვთქვათ, არსებობს სულიერი ინდივიდუალობების
ორი კატეგორია; პირველი ტიპის სულიერი ინდივიდუალობები: სულიერი
არსებები რომლებიც იმთავითვე სულიერ განზომილებებში შეიქმნენ და
ჰერმესის ტერმინებით მხოლოდ „თავებს“ წარმოადგენენ და მეორე:

172
gnozisi

173
asklepiosi

ადამიანები, რომლებმაც სულიერ განზომილებას მიაღწიეს განღმრთობის


გზით (ქვევიდან ზევით ამომავალი ტოტები). ჯერ განვიხილოთ მეორე,
ანუ განღმრთობა. წარმოიდგინე, რომ უნდა გაჩნდეს ბავშვი. ამ ბავშვის
სხეულში უნდა ჩამოვიდეს მონადა (სული). დავუშვათ, ამ ბავშვის
სხეულს კარმულად შეუძლია მიიღოს ძალიან ამაღლებული სული ზედა
სულიერი განზომილებიდან. ამ ბავშვის სხეული თავისი გენეტიკით, იქიდან
გამომდინარე, თუ როგორ ასტროლოგიურ პირობებში იბადება, როგორ
გარემოებებში ჩნდება, როგორ მშობლებთან და როგორი კარმული სურათი
შეუძლია გაათამაშოს, მოიზიდავს კონკრეტული თვისებების სულს.
მაგალითად, ამ ბავშვს შეუძლია ყველა ამ ზემოთჩამოთვლილი პირობიდან
გამომდინარე, მიიღოს „მკურნალის“ თვისებების რეალიზების უნარის
მქონე სული. შედეგად, ჩამოვა სული, რომელმაც წინა რეინკარნაციებით
უკვე მიაღწია იმ დონეს, რომ „მკურნალის“ ღმერთრეალიზაცია
მოახდინოს. გასხივოსნების მომენტში, ის ჯდება კონკრეტულ საღმრთო
ტალღაზე, ამ შემთხვევაში მკურნალის ტალღაზე და მასზე, როგორც
ქრისტიანები იტყოდნენ სულიწმიდა გადმოდის კონკრეტული სულიერი
იერარქის ინდივიდუალობიდან (პირველი ტიპის სულიერი არსება), ანუ
ის თავის თავში ამ ღმერთის კონკრეტული ემანაციის, ანუ იერარქის
ცნობიერების ფრაგმენტს იღებს. ესე ვთქვათ მისიანი ხდება, მისი სულიერი
გენეოლოგიის ნაწილი. ამიტომ ვამბობდი, რომ სულიერი გენეოლოგიური
მიკუთვნება (რომელიმე იერარქის მიმართ) წინასწარ გულით უნდა
იგრძნოს ადამიანმა, რომ იცოდეს, რომელი ტალღით შეიძლება მოხდეს
მისი განღმრთობა/გასხივოსნება.

174
gnozisi

- ეგვიპტური ღმერთები ადამიანების სახით დადიოდნენ დედამიწაზე?


- კი. ისინი არსებობენ როგორც ზეციური ღმერთები (იერარქები),
ანუ „მხოლოდ თავები“, ანუ ღმერთის იპოსტასები, მისი სულიერი
გამოვლინებებიც და ასევე მათში განღმრთობილი ადამიანებიც... მხოლოდ
ერთს დავამატებ. როდესაც ასეთი მაღალი მზაობის სულის მოზიდვა
ხდება დედამიწელი ბავშვის სხეულში, მას აუცილებლად შესაბამისი
გენეტიკის სხეული უნდა დახვდეს, რომ ამ სულის ვიბრაციებს გაუძლოს
და ამ სულის პოტენციალის გამოვლინება შეძლოს. ამიტომ იყო ასეთი
მნიშვნელოვანი ეგვიპტელი ფარაონებისთვის სუფთა სისხლის ხაზის
შენარჩუნება. ამიტომ იყვნენ ისინი ხშირად იძულებულები ინცესტზეც კი
წასულიყვნენ და ხშირად მამას ქალიშვილი მოჰყავდა ცოლად; ან ძმას და.
ეს ასუსტებდა ორგანიზმს. ჩნდებოდა მიდრეკილება დაავადებებისადმი,
მაგრამ ნარჩუნდებოდა ის გენეტიკა, რომელიც საჭირო იყო, რომ შვილს
მიეღო ამაღლებული სული და ფარაონთა დინასტიაში ხორცშესხმული
ღმერთების მოვლინება გაგრძელებულიყო. ამიტომ ითვლებოდნენ
ფარაონები უმაღლესი ღმერთების რეინკარნაციებად. ასეც იყო გარკვეულ
პერიოდამდე, სანამ სისხლი გაფუჭდა. გენეტიკა ძალიან მნიშვნელოვანი
და რთული საკითხია.
- ვხვდები... - ჩავფიქრდი მე და უნებურად გავიფიქრე ახლანდელი
ადამიანების გენეტიკაზე, - შეიძლება ითქვას, რომ ფარაონები რჩეულები
იყვნენ...
- როგორც არ უნდა არ მოსწონდეთ ადამიანებს ეს სიტყვა, კი... ის
სულები, რომლებიც მათ სხეულებში რეინკარნირდებოდნენ გაცილებით

175
asklepiosi

მაღალ სულიერ დონეს წარმოადგენდნენ, ვიდრე საშუალო სტანდარტული


დედამიწელი იმ დროს და ეს კარგი იყო. არ ჯობია ქვეყნის მმართველი
გაცილებით მაღალ სულიერ საფეხურზე იდგეს, ვიდრე საშუალო
სტატისტიკური ადამიანი? ის ხომ მთელი სახელმწიფოსთვის სწორ
სულიერ და მატერიალურ ვექტორს უზრუნველყოფს?
- ისინი სხვა პლანეტებიდან იყვნენ?
- კი... სხვა, უფრო ევოლუციურად სულიერად წინ წასული
პლანეტებიდან სადაც სიცოცხლის ფორმები სხვა სიხშირის დიაპაზონშია.
ანუ, რასაც თქვენ პარალელურ განზომილებას ეძახით...
- ორიონი, სირიუსი... - გამახსენდა მე ხშირი საუბრები იმაზე, რომ
პირამიდები ორიონზე და სირიუსზეა ორიენტირებული...
- კი... და თავიანთ მშობლიურ პლანეტებთან რომ არ დაეკარგათ
კავშირი, ამისთვის აგებდნენ პირამიდებს და გადიოდნენ სპეციალურ
მომზადებას, განდობილების სკოლებს, ინიციაციას თითქმის სიკვდილის
მდგომარეობამდე მისვლითა, 7 საფეხურიანი „საზვერეების“ გავლით და
ა. შ. ეს ყველაფერი იმისთვის იყო საჭირო, რომ დედამიწის ველში არ
ჩარჩენილიყვნენ სიკვდილის მერე. მათთვის დედამიწაზე განსხეულება
იყო „დაცემა“, რადგან დედამიწა მათთვის იგივე იყო, რაც შენთვის
რომელიმე „დემონური ტიპის“ პლანეტა. შენ რომ რეინკარნირდე,
საკუთარი ნებით, დემონურ პლანეტაზე, ეს იქნება „დაცემა“, რადგან შენი
სულისთვის შეუფერებლად დაბალ ვიბრაციებში მოგიწევს ცხოვრება.
ეს ცხოვრება კი დაგავიწყებს იმას, თუ ვინ ხარ, შეიძლება იმ პლანეტის
ველმა ჩაგითრიოს და მისი რეინკარნაციების წრებრუნვაში ჩაერთო.

176
gnozisi

ამიტომ ამ სულების ინკარნაცია დედამიწაზე იყო ერთგვარი „ანგელოზთა


დაცემა“... გახსოვს, ანგელოზები, რომლებიც დედამიწაზე დაეშვნენ,
მიწიერ ქალებზე იქორწინეს, ასწავლეს მათ ყველას თავთავისი „ტალღის“
საქმიანობა... გახსოვს, ცივილიზატორი ღმერთები ინდიელების მითებში?
ღვთაებები შუმერულ მითოლოგიაში?... ყველგან ერთი და იმავეზეა
საუბარი, რომ ოდესღაც დედამიწაზე ღმერთები/ანგელოზები დადიოდნენ.
ისინი ადამიანებს ასწავლიდნენ, მართავდნენ, ხოლო მერე წავიდნენ...
ზოგი დაბრუნდა, ზოგი დაეცა და ჩარჩა... ზოგიერთის შთამომავლებმა
შესანიშნავი „ნახევარ-ღმერთები“ შვეს და ბრწყინვალე სისხლის
ხაზები განავითარეს, ზოგის კი მდაბიო არსებები და ბნელი გენეტიკის
მატარებელი გვარები... სამწუხაროდ ასეთია დუალური სამყარო. არაფერია
გარანტირებული იქ, სადაც თავისუფალი ნების ზონაა და ინდივიდი იღებს
მცდარ ან მართალ გადაწყვეტილებას...
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო...
- ჰოდა, როცა „ასკლეპიოსის“ ტრაქტატში ლაპარაკია ადამიანების
მიერ „მიწიერი ღმერთების“, ანუ კერპების შექმნაზე, საუბარია, სწორედ
ამ ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების სულების ჩამოყვანაზე
მინერალურ ქანდაკებებში, როცა ადამიანად გაჩენა შეუძლებელია
შესაბამისი სხეულის არქონის გამო. ეს სულები ამ ქანდაკებებში თავისი
ცნობიერების ფრაგმენტს დებდნენ. ბევრი ქანდაკება იყო; ბევრად
ფრაგმენტირდებოდა ამ სულის ცნობიერება. იგი ამავდროულად ზეციურ
განზომილებაში და საკუთარ პლანეტაზეც შეიძლებოდა ყოფილიყო.
შენ იცი, რომ უმაღლეს არსებებს შეუძლიათ ბევრგან ერთდროულად

177
asklepiosi

ყოფნა. ასეთი, კერპში ჩამოყვანილი ღვთაების სული იქ უფრო კარგად


იმაგრებდა ცნობიერების ფრაგმენტს, სადაც ძლიერი ქურუმები და სწორი
კონტაქტის რიტუალები მიმდინარეობდა. როგორც წესი თითო ქალაქი
თითო ღმერთისთვის იყო განკუთვნილი... მაშინ ასეთი სისტემა იყო.
- მხოლოდ, როდესაც შუმერულ ან ეგვიპტურ მითებს ვკითხულობ,
მე, რაღა დაგიმალო და დიდად არ მომწონან ეს ღმერთები და არც
ლეგენდები მათზე. მათი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, შუმერულ
მითოლოგიაში განსაკუთრებით, არის დამოკიდებულება მონების მიმართ...
შუმერული მითოსი ადამიანის შექმნის შესახებ, როგორც წავიკითხე,
მოგვითხრობს ისტორიას, სადაც ადამიანები შექმნეს იმისთვის, რომ ისინი
ღმერთებს მოემსახურონ და მათი შიმშილი დააოკონ. გარდა ამისა, თითქოს,
როცა კაცობრიობა გარკვეულ წარმატებას აღწევდა, ისინი ცივილიზაციებს
ანადგურებდნენ წარღვნითა და სხვადასხვა საშუალებებით, იმის შიშით,
რომ ადამიანები „მათსავით არ გამხდარიყვნენ“... - ამის თქმაზე უნებურად
ისევ ბიბლიის ის ნაწყვეტი გამახსენდა, სადაც ღმერთი ადამს და ევას
ედემიდან აგდებს, სიტყვებით: „აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი,
მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი
და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე.“
მიქაელი:
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა...
მე:
- ჩვენთვის ცნობილ ყველაზე ძველ ისტორიულ პერიოდში,
დაახლოებით 3000 წელს ჩვ. წ.-მდე, ძირითადად ყველგან იყო სისხლიანი

178
gnozisi

მსხვერპლშეწირვები... მაშ, როგორ იყვნენ ეს ღმერთები ღვთაებრივი


იერარქების ინდივიდუალობები? მესმის, რომ ზოგი შეიძლება „დაცემული
ანგელოზების“ კატეგორიიდან ყოფილიყო, მაგრამ თითქმის ყველა? თუ არა
ყველა... ან მე მეშლება რამე და არასაკმარისად ვიცი ძველი ცივილიზაციის
მითები.
მიქაელი:
- გასაგებია შენი კითხვა. მაშინ გავჩერდეთ ამ კონკრეტულ საკითხზე.
მაგრამ მე რამდენიმე დღე დამჭირდება, რომ „ფიქსატორი“ სახე-ხატები
გამოგიგზავნო, რადგან შენს ცნობიერში დასაყრდენს ვერ ვპოულობ. დღეს
ამაზე დავამთავროთ.

• • •

179
asklepiosi

2020 წელი. 14 ივლისი. წერაქვი. იშთარი

მიქაელი:
- ერთი საკითხი უნდა დავაზუსტოთ გუშინდელი საუბრიდან: როდესაც
პირველად ხდება ღმერთის რომელიმე ასპექტის ღმერთრეალიზაცია
დედამიწაზე, ჯერ ჩამოდის არა ევოლუციურად მომწიფებული ადამიანის
სული, არამედ სულიერი იერარქი ან რომელიმე ევოლუციურად წინ
წასული ამაღლებული სული, რომელიმე ევოლუციურად წინ წასული
პლანეტიდან. როგორც უკვე ვთქვი, ეს „დაცემაა“ მისთვის, მაგრამ
ამავე დროს მამა-ღმერთის უდიდესი მსახურება და შედეგად საკუთარი
მომავალი წინსვლის საწინდარი. გახსოვს, რომ გეუბნებოდი, გარდამტეხ
მომენტებში, თავად სულიერი იერარქები ინკარნირდებიან ადამიანებად.
იმის მერე, რაც ისინი სინათლის ფოკუსს აყენებენ, ამ, ესე ვთქვათ,
გატკეპნილ გზაზე უკვე ადამიანებიც განეღმრთობიან. მაგალითად
„მკურნალის“ ღმერთრეალიზაციის „გზის გასატკეპნად“ ინკარნირდება
ჯერ ღვთაებრივი სული, ანუ ნათელი იერარქი, რომელსაც თვითონ
აქვს შესაბამისი თვისებები, ხოლო მერე, ამავე გზით მიდიან უკვე
ევოლუციურად მომწიფებულ ადამიანთა სულები. ამიტომ იყო ნათქვამი,
რომ არსებობდა 5 ჰერმესი. იზიდას მსგავსი განღმრთობაა მარიამ
ღვთისმშობელი და ყველა ქალი, რომელიც „დედის“ და ღმერთის ქალური
იპოსტასის ინდივიდუალობით განეღმრთობა.
ეს საკითხი კარგად რომ გაიაზრო, მიხვდები, რომ თქვენ, ადამიანებს,

180
gnozisi

სხვადასხვა რელიგიებში, კულტურებში და ტრადიციებში ერთი და


იგივე სულიერ იერარქებთან გაქვთ შეხება, უბრალოდ სხვადასხვა
ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების საშუალებით. მაგალითად

ქრისტიანები ღმერთის ქალურ ჰიპოსტასს ეხებიან მარიამის საშუალებით.


ეგვიპტელები იზიდას საშუალებით, შუამდინარეთის ხალხი იშთარის და
ა. შ. არსებობდა უამრავი დედა-ღვთაება (ოღონდ ბუნების სულებში არ
აგვერიოს, როგორც პრიმიტიულ თემებში იყო). იმ ხალხებში, სადაც
უფრო მეტად ღმერთის ამ ასპექტს ეთაყვანებოდნენ, ვითარდებოდა უფრო
მატრიარქალური საზოგადოება. ეგვიპტის, თუნდაც შუამდინარეთის
ქალაქებს, ყველას თავისი ღვთაება ჰყავდა. შესაბამისად, ამ ქალაქებში
ამ ღვთაების კონკრეტული ენერგია დომინირებდა. იესო წარმოადგენდა
181
asklepiosi

„მამა ღმერთის“ ღმერთრეალიზაციას, რომელმაც „გზა გაუტკეპნა“


გაღმრთობისკენ უამრავ ადამიანს. „მამა ღმერთი“ (სულ ერთია მისი
კაცის თუ ქალის იპოსტასი იქნება), ანუ სამყაროს შემოქმედი, იერარქიის
უმაღლესი მწვერვალია. ამიტომ შეიძლება თქვა, რომ იესომ უმაღლესი
თამასა დაგიწესათ. ამიტომაა ნათქვამი: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და
სიცოცხლე; ვერავინ მივა მამაჩემთან, თუ არა ჩემს მიერ“ (იოანეს
სახ. 14:6). საღმრთო იერარქია შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, როგორც
ქვეყანა, სადაც შემოქმედი ღმერთი „პრეზიდენტია“, მკურნალი ღმერთი,
სიყვარულის ღმერთი, ხელოვნების ღმერთი და საბრძოლო ხელოვნების
წარმართვის ღმერთი და ა. შ. - „სამინისტროები“.
მე:
- მაშინ რატომ შემოიტანა ეხნატონმა მონოთეისტური რელიგია,
თუკი მრავალღმერთიანობა იგივეა, რაც ღმერთის სხვადასხვა ასპექტების
თაყვანისცემა სხვადასხვა ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების
სახით?
- ისევ სახელმწიფოს მოდელი წარმოიდგინე. წარმოიდგინე, რომ
ქვეყანაში დასუსტდა ინსტიტუციები. მაგალითად, ერთ რეგიონში
კულტურის სამინისტრო კარგად მუშაობს, მაგრამ სოფლის მეურნეობის
არა, მეორეში სპორტის სამინისტროა ძლიერი, მაგრამ ხელოვნების არა.
ასეთ შემთხვევაში ჯობია დაამყარო ცენტრალიზებული მმართველობა.
თქვენი სახელმწიფოების შემთხვევაში ცენტრალიზებული მმართველობა
საშიშია, იმის გამო, რომ ერთპიროვნულმა მმართველმა შეიძლება
ძალაუფლების უზურპირება მოახდინოს. შემოქმედი ღმერთის

182
gnozisi

შემთხვევაში ეს საშიშროება არ არსებობს, თუკი, რა თქმა უნდა, უზენაესი


ღმერთის მაგივრად რომელიმე მე-5 განზომილების არსებას არ მიიჩნევ
შემოქმედ მამა-ღმერთად და ჭეშმარიტ ღმერთს ცრუ-ღმერთით არ
ჩაანაცვლებ. თუ უმაღლეს იერარქს (მამა-ღმერთს) ან მის მიწიერ
ღმერთრეალიზებულ ინდივიდუალობას (ძე-ღმერთის ინდივიდუალობას
- იესოს) ეთაყვანები, ავტომატურად სინქრონიზდება ყველა მისგან
გამომავალი ასპექტი (ალეგორიულად ვუწოდეთ „სამინისტროები“).
ამიტომ იყო მცდელობა მონოთეიზმის დამყარების. ქურუმების სულიერი
დეგრადაციის გამო, ისინი ვეღარ აკავებდნენ ღვთაებრივ სულებს თავიანთ
კერპებსა და ტაძრებში. მათი ხილვები ცრუ იყო. დაბალვიბრაციულ
გარემოში კი დემონური სულები იმკვიდრებენ ადგილს და შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობაში შესულ, დაბალვიბრაციულ ქურუმს
უჭირდება იმის გაგება, ვისგან მოდის ხილვა... ის განდობილების სკოლა,
რომელიც ძველ ეგვიპტეში ქურუმებს ამზადებდა, სრულად ასწავლიდა
მათ ნატიფ განზომილებაში ორიენტაციას და ამოწმებდა მათ სულიერ
მზაობას, მოგვიანებით გაუქმდა. ცოდნა გამრუდდა და დაიკარგა. ეგვიპტის
ცივილიზაციის დასაწყისში, როდესაც ის ფუძნდებოდა და ღვთაებრივი
სულები ინკარნირდებოდნენ, მათი სინათლის ფოკუსი ძლიერი იყო.
დროთა განმავლობაში ის შესუსტდა, ფარაონთა სხეულებში ჩვეულებრივი
ადამიანების სულები ინკარნირდებოდნენ, ხოლო ქურუმებმა დაკარგეს
თავიანთი სიწმინდე. სულიერი იმპულსები სუსტდება ხოლმე დროთა
განმავლობაში. ასე ხდება „ტალღის პრინციპიდან“ გამომდინარე...
აღმავლობას მოჰყვება დაღმასვლა. დაღმასვლას მოჰყვება საზოგადოების

183
asklepiosi

დეგრადირებაც და ცივილიზაციის დაბერება/გადაშენება, - მან პაუზა


გააკეთა და განაგრძო, - მე მინდა, რომ შენ ერთი ძველი სიზმარი გაიხსენო.
შენ ის გახსოვს და იმასაც ხვდები, რომ ეს სიზმარხილვა იყო, მაგრამ თავის
დროზე არ ჩაწერე. ახლა ამ სიზმრის ახსნის დრო მოვიდა.
მე მივხვდი, რომელ სიზმარზეც მელაპარაკებოდა. ეს სიზმარი ალბათ
ასე 4 – 5 წლის წინ დამესიზმრა.
- მაშინ ვერ მივხვდი მის აზრს და რამდენიმე სიმბოლომ არასასიამოვნოდ
დამაბნია...
მესიზმრა, ვითომ რაღაც ოთახში ვიყავი, სადაც თაროსთან კიბე იყო
მიყუდებული. ოთახს მაღალი ჭერი ჰქონდა და თაროც ძალიან მაღლა,
თითქმის ჭერთან მდებარეობდა. მე კიბეზე ავფოფხდი. რატომღაც ასვლაც
რთული იყო და თაროზე თავის შეკავებაც, რადგან ის დაქანებული
იყო და ნებისმიერ მომენტში შეიძლებოდა იქიდან ჩამოსრიალება და
გადმოვარდნა. როგორც იქნა თავი გავიმაგრე, რომ უეცრად დავინახე,
როგორ მოფრინავს ჩემკენ წიგნი. ეს წიგნი ოთხივე წვეროთი ეჭირათ
და მოჰქონდათ ბუზებს! რატომღაც ბუზებს. მე წიგნი ხელში ავიღე.
წიგნის ენერგეტიკას მაშინვე ვიგრძენი. ვიგრძენი, რომ ხელში მიჭირავს
საოცრად ძველი სიბრძნის მატარებელი არტეფაქტი! იმდენად ძველი,
რომ შემეშინდა მისი გადაშლა და ამ ცოდნასთან მიკარება. მაგრამ
ყდაზე მარიამ ღვთისმშობელი შევამჩნიე. ქრისტიანულმა სიმბოლიკამ
ჩემში ნდობა გამოიწვია. მარიამის გამოსახულებას კარგად დავაკვირდი
და უეცრად დავინახე, რომ ეს გამოსახულება იცვლებოდა. მასზე ხან
მარიამი ჩნდებოდა, ხან ბერძნული, ხან რომაული, ხან მესოპოტამიური,

184
gnozisi

ეგვიპტური და სხვა ტიპის ქალღმერთები... ყველანი „დედა ღვთაებას“


წარმოადგენდნენ ასეთი თუ ისეთი სახით. ეს გამოსახულებები ერთი-
მეორეს ცვლიდნენ და ნელ-ნელა უფრო და უფრო ძველ დროს
შეესაბამებოდნენ. ბოლოს გამოსახულება გაჩერდა ერთ-ერთ ქალის
ქანდაკებაზე და მის თავზე უცნობი ანბანით სიტყვა დაიწერა. ვიცოდი,
რომ ეს ძალიან, ძალიან ძველი ენაა... შესაძლოა პირველი პროტოენა,
მაგრამ მე საიდანღაც ვიცოდი მასზე კითხვა... და წავიკითხე. ეს სიტყვა
იყო - იშთარი! (გრაკლიანის წარწერას ჰგავდა)
აქ გამეღვიძა. მახსოვს ინტერნეტში შევძვერი და იშთარზე ინფორმაცია
მოვიძიე. მაშინ ბევრი არაფერი ვიცოდი ძველი ხალხების მითოლოგიებზე
და რელიგიებზე. ის, რაც წავიკითხე სულ არ მომეწონა. იშთარს, რატომღაც
პროსტიტუტთან აიგივებდნენ და ტაძრულ პროსტიტუციას მის კულტს
უკავშირებდნენ. ასევე მის ქმრად, ერთ-ერთი ვერსიით, მოიაზრებოდა
ველზევეული, რომელსაც რატომღაც „ბუზების მბრძანებელს“
უწოდებდნენ. აქვე გამახსენდა, რომ სიზმარში წიგნი ბუზებმა მოიტანეს
და ძალიან არ მესიამოვნა, რადგან ბაალი, იგივე ველზევეული, დემონურ
არსებად მოიაზრება...
- ახლა ხომ ხვდები, რატომაც არ ჩავწერე ეს სიზმარი... - ვუთხარი
მე, - რას ნიშნავდა ეს ყველაფერი?..

• • •

185
asklepiosi

ინტერნეტპოსტებიდან. „შინაგან ტაძარში“ ნათელი იერა-


რქისა და დემონის სულების ჩამოყვანებს შორის განსხვავება

ნინი:
ანუ, არის შესაძლებლობა რომ თუ სულიერად ადამიანი ვერ არჩევს
შეიძლება დაბალვიბრაციული დემონი ჩამოიყვანოს. და იგივე პრინციპით
ადამიანში შეიძლება დაივანოს წმინდანმა? ან პირიქით დემონმა დაიდოს ბინა?
იმმა:
კი, ნინი. მაგაზე იყო ზუსტად საუბარი წინა პოსტებში, რომ სულიერი არსების
ცნობიერება (უფრო სწორედ ცნობიერების ფრაგმენტი) შეგიძლია ჩამოიყვანო
შესაბამისი რიტუალებით და ძალისხმევით ან გარეგან ტაძარში (მაგ ეკლესია
ან კერპი/ხატი), ან შინაგან ტაძარში (ანუ საკუთარ სხეულში). მაგალითად
ეკლესიებში არის (უნდა იყოს წესით ყველგან) ქრისტეს და წმინდანების
ცნობიერების ფრაგმენტები, რასაც მგრძნობიარე ადამიანები გრძნობენ, როგორც
მათ თანამყოფობას იმ ტაძრების შიგნით. ადრეც მიწერია, თვითონ იესოს სიტყვები,
რომ მისი ცნობიერება იმდენ ნაწილად შეიძლება გაიყოს, რამდენი ადამიანიც
მოუხმობს მას გულში. (ოღონდ ცნობიერების ფრაგმენტაცია არ უნდა გაიგო,
როგორც ცნობიერების დანაწევრება. სულიერ იერარქს ამ დროს არაფერი არ
აკლდება, არ წყდება. პირიქით, ის მეტ მთლიანობას იძენს, როგორი უცნაურიც
არ უნდა იყოს ეს ჩვენი გონებისთვის.) ბევრ ეკლესიაშიც იგივე პრინციპით
ჩადის (ანუ ცნობიერების ფრაგმენტაციის პრინციპით). შინაგან ტაძარზე
ქრისტიანობაშიც საუბრობენ, ანუ როცა ტაძარი უნდა გახდეს შენივე სხეული.

186
gnozisi

მაგრამ ორივე შემთხვევაში „ჰარმონიის 5 პრინციპი“, რომელიც ერთ-ერთ პოსტში


მაქვს აღწერილი უნდა იყოს დაცული უმაღლეს ვიბრაციებში, წინააღმდეგ
შემთხვევაში ეს ამაღლებული სული ვერ გაჩერდება ამ ტაძარში.
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მომენტი, რაც უნდა აღვნიშნო არის ის, რომ
როცა შინაგან ტაძარში, ანუ სხეულში ჩამოგყავს სულიერი იერარქის ცნობიერება,
ეს არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს რომ შენს სხეულში ორი სული იქნება
- შენი და მისი. არამედ ნიშნავს, რომ შენ იგრძნობ მის მუდმივ თანამყოფობას,
რომელიც შენივე ცნობიერებას დაიჭერს შენი უმაღლესი მეს დონეზე და შენი
სული გამოვლინდება უმაღლესი შესაძლებლობით. აი, როცა დემონი ჩამოჰყავთ
შინაგან ტაძარში, ანუ საკუთარ სხეულში, მაშინ ვითარება სხვაგვარადაა. დემონი
სრულ უზურპირებას უკეთებს „მასპინძელის“ ფიზიკურ სხეულს, ანუ სრულად
იკავებს. ეს არის შეპყრობილობა. ანუ ამ შემთხვევაში მართლა ორი სულია
სხეულში (კარგ ვარიანტში. ანუ დემონს შეუძლია ადამიანის სული კიდეც
განდევნოს საერთოდ). ამ დროს ხდება „პერეხვატი“ (უკაცრავად ჟარგონისთვის)
და ადამიანის პირით ლაპარაკობს ეს დემონური სულიერი არსება. ხმაც კი
ეცვლება ხოლმე ამ დროს ადამიანს და თვალის ფერიც, რომ არაფერი ვთქვათ
სახის გამომეტყველებაზე. ფიზიკური ძალა ემატება. მოკლედ ეტყობა, რომ სხვა
სულია შიგნით.
ნათელი სულიერი იერარქების შემთხვევაში არის მხოლოდ თანამყოფობა.
ისინი დიდი პატივისცემით ეპყრობიან ადამიანებს და მათი დანიშნულებაა თვითონ
ადამიანის პოტენციალის სრული, ანუ ღვთაებრივი გაშლა.
მე თუ სწორედ მახსოვს, თეოსოფებს ჰქონდათ მცდელობა მოემზადებინათ
ბავშვობიდან ადამიანი (კრიშნამურტი), რომელიც რომ გაიზრდებოდა, უნდა

187
asklepiosi

მიეღო უმაღლესი სულიერი იერარქის სული თავის თავში. ამისთვის ბავშვობიდან


ამზადებდნენ, მაგრამ მან არ მოისურვა და გადაწყვიტა დამოუკიდებელი გურუ
გამხდარიყო. როგორც ჩანს ეს „შინაგანი ტაძარი“ მის მიერ არასწორად იყო
გაგებული, როგორც თავისუფალი ნების შეზღუდვა. ან სხვა რამე მიზეზი იყო.
შედეგად თვითონ კი შედგა როგორც გურუ, რადგან თეოსოფიის ტრადიციაში იყო
გაზრდილი, მაგრამ დიდი არაფერი.
სხვათა შორის სულიწმიდის გადმოსვლა არის, სწორედ ღმერთის სამების
ერთ-ერთი იპოსტასის ჩამოსვლა ფიზიკურ სხეულში.

• • •

მიქაელი:
- მინდა, რომ გადასცე ჩემგან გულითადი მადლობა იმათ, ვინც
წიგნის რედაქტირებაში, თარგმანში და დაკაბადონებაში გეხმარება.
ამით დროს გითავისუფლებენ, რომ შენ წერა შეძლო. გადაეცი
მადლობა მარიტას და ზაქარიას.

188
gnozisi

2020 წელი. 15 ივლისი. წერაქვი. ისევ წარმართული


ღმერთები...

მე:
- ცოტა ხანი უნდა გავჩერდე და ინფორმაცია მოვიძიო, იქნებ რამე
ამოვიცნო, იმიტომ რომ ისევ არეულ-დარეულობა მაქვს ტვინში...
უკვე ძალიან გვიანი იყო. ძილი მომერია და ვიგრძენი, რომ
კავშირი ვეღარ მიჭირავს. მივხვდი, რომ საუბარი სხვა დროს უნდა
გამეგრძელებინა... უკვე ძალიან ახლოს მივადექით იმდროინდელი
ღმერთების ჭეშმარიტ ისტორიას...
დაძინებამდე მაინც შე-
ვძვერი ინტერნეტში და
კიდევ დავძებნე მითები
იშთარზე, იგივე ასტარტაზე,
ინანაზე, იზიდაზე... მისი
მეუღლე თამუზი, იგივე
დუმუზი, იგივე აშურა,
(ახურა მაზდა?, ასურა?),
იგივე ოსირისი... თავში წაკითხული ინფორმაცია ამერია ერთმანეთის
მონაცვლე სახე-ხატებში... იშთარი, რომელიც ქვესკნელის სამყაროში
ჩავიდა... თამუზი, რომელიც დემონმა ღვთაებამ მოკლა, ისევე როგორც
ოსირისი მოკლა სეთმა... იზიდამ მეუღლე გააცოცხლა... ქვესკნელში

189
asklepiosi

ჩასვლა, მკვდრეთით აღდგენა... 3 დღე... ვერაფერი ვერ გავიგე... ვინ ვისი


ქმარი და ვისი ცოლი იყო? ვინ სად ჩავიდა და საიდან დაბრუნდა? ბაალი
ნიშნავს მეუფეს... ველზევეული, იგივე ბაალ ზებუბი ნიშნავს „ბუზების
მეუფეს“... რაღაც აბსურდული სახელია...

ვიკიპედიიდან:
ველზევული. ეტიმოლოგია

სეპტუაგინტაში მოხსენიებულია, როგორც ვაალზევუვი (Βααλζεβούβ)


და როგორც Βααλ μυῗαν ანუ „ბუზების ბაალი“. კანონიკურ
სახელწოდებად მიიჩნევა სიმახ ევიონიტის - ვეელზევული (Βεελζεβοὺλ),
რაც პირდაპირ თარგმანში ნიშნავს „ბუზების მბრძანებელს“. როგორც ჩანს
ძველ-ებრაული ფორმა ბაალ-ზევუვი, რომელიც მოხსენიებულია ძველ
აღთქმაში, წარმოადგენს დისფემიზმს [1], რათა არ მოხდეს წარმართული
ღმერთის სახელის ხსენება. ბაალ-ზევულის რეკონსტრუირებული ფორმა
შეესაბამება ‫לובז‬-ს „ზევულს“, რაც თარგმანში ნიშნავს „ამაღლებულ
მეუფეს“. განსხვავებით ბერძნული სახარებებისგან, პეშიტასა და
ვულგატაში გამოიყენება სიტყვა ვეელზევუვი (Beelzebub). ვულგატას
მიბაძვით ყველა ევროპულ ენაში ასევე გამოიყენება სახელი Beelzebub.

[1] დისფემიზმი (ბერძნ. δυς ‘დის’ = არა, და φήμη ‘ფემე’ =


თქმა) და კაკოფემიზმი (ბერძნ. κακός ‘კაკოს’ = ცუდი) — ევფემიზმის
ანტონიმებად გამოიყენება, რაც ნიშნავს განზრახულად უხეში სიტყვისა

190
gnozisi

ან გამოთქმის გამოყენებას ზრდილობიანის ნაცვლად. კაკოფემიზმი უფრო


ხშირად გამოიყენება რაიმე განზრახ შეურაცხმყოფლის მნიშვნელობით,
ხოლო დისფემიზმი შეიძლება იყო შეურაცხმყოფელი ან ირონიულად
დამაკნინებელი.
პირველადი სიტყვა ბაალი იყო ზოგადი სახელწოდება ამა თუ იმ თემის
ღვთაების, ხოლო შემდეგ ადგილების (ტირას ბაალი, სიდონას ბაალი და
სხვ.). ტიტული ბაალი ეძლეოდათ უმაღლეს თავადებს და ქალაქების
მმართველებს და შედიოდა მათი სახელების შემადგენლობაში. მაგალითად
ძვ. წ.-ის XI ს.-ის ეგვიპტურ თხზულებაში ნახსენებია ბიბლას მმართველი
ტეკარ-ბაალი. ასევე განიბალი, ბალტაზარი, ტირას მეფეების სია და სხვ.
ღმერთი ელი - ერთ-ერთი ბაალის (ღმერთის/მეუფის) მამა. ზოგიერთი
მკვლევარი სიტყვა ალაჰს და ელოჰიმს აკავშირებს სწორედ ელთან.
პტოლომეების პერიოდში ბაალის კულტი შეერწყა მზის ღმერთის
ჰელიოსის კულტს, რაც გამოიხატა ქალაქ ბაალბექის გადარქმევაში
ჰელიოპოლისად (ძვ. ბერძ. Ἡλίου πόλις). რაღაც დროის მერე ის იქცა
მთელი სამყაროს, კოსმოსის შემოქმედად, გამანაყოფიერებელ ღმერთად.
ფაქტობრივად ყველა დროს ბაალის კულტს თან ახლდა სექსუალური
ორგიები, თანაც ამ დროს ექსტაზში ჩავარდნილი ქურუმები სერავდნენ
საკუთარ ტანს და ჭრილობებს აყენებდნენ საკუთარ თავს სხეულის
სხვადასხვა ადგილებში. როგორც წესი ეს იყო მაჯები და ხელის გულები.
უგარიტაში ბაალს განსაკუთრებით თაყვანს სცემდნენ. იქ მისი სახელი
იყო ბალუ, რომლის ეპითეტია „ძლიერი“ ან „ხარი“. იგი იყო ღმერთ
დაგონის ძე. მისი და და საყვარელი იყო ანატი (წყარო, წყაროების

191
asklepiosi

ქალღმერთი). ბალუს გამოხატავდნენ ღონიერი ხარის სახით, ან მეომრის


სახით, რომელსაც რქიანი მუზარადი ეხურა, რაც აიგივებს მას ზევსთან,
ზევს-ამონთან, ბაბილონის ზევს-ბაალთან.
ფინიკიაში მას უწოდებდნენ ბაალ-ცაფონს (უგარიტ. ბაალ-ცაპანი,
იმ მთის სახელის მიხედვით, რომელზეც ის ცხოვრობდა) ან უბრალოდ
ბაალს, ბელს. ამავე დროს ეპითეტი ბაალი ჰქონდათ ასევე სხვა ფინიკიელ
ღმერთებსაც, რომლებიც მფარველობდნენ სხვადასხვა ცხოვრებისეულ
სფეროს. იგი მოიაზრებოდა მოძრავი წყლების ღმერთად და ზღვის
ღმერთების მშობელად, ელის (უგარიტულად ილუ) ძედ. მისი მეუღლე
- ქალღმერთი ასტარტა, რომელიც შუმერული იშთარის ანალოგია.

არა, ამ ყველაფერს მერეზე გადავდებ, გადავწყვიტე და დავიძინე.

❧ ❧ ❧

192
gnozisi

2020 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. აღებ-მიცემობის კანონი


მატერიალურ განზომილებებში

დღეს შემომეხმიანა ერთი გოგო, ნინო, რომელსაც თავისი სტუდია


აქვს და როგორც ჩანს, ორგანიზაცია, ან საზოგადოება, არც ვიცი, როგორ
დავარქვა, რომელიც ნათელი იერარქიის ეზოთერულ ცოდნას აზიარებს. ამ
გოგონამ შემომთავაზა ვიდეოჩანაწერის ჩაწერა და იუთუბზე განთავსება,
მათი პროექტის ფარგლებში. რატომღაც დაუფიქრებლად დავთანხმდი,
მაშინ როცა, სულ ცოტა ხნის წინ არავისთვის ჩემი სახელის გამხელაც არ
2020 წელი. 7
მინდოდა... უნებურად ის სიზმარი გამახსენდა, თეატრზე... (2020
ივლისი. “სამი სიზმარი-ტესტი”, „მიწიერი ღმერთები“, “კერპები, მაგია
და ატლანტიდა”, გვ. 119)
119
მიქაელი:
- ხომ ხედავ, მოგიწევს შენი „როლის თამაში“ და ჩრდილიდან
გამოსვლა..
- ეს ყველაფერი უნდა გადავხარშო და მოვინელო... - ვუთხარი
მე, თუმცა მივხვდი, რომ ყველაფერი თავისი რიგითობით მიდის, ჩემი
„გადახარშვის“ და „მონელების“ გათვალისწინების გარეშე, - მაგრამ
მოდი ჩვენს გაწყვეტილ საუბარს დავუბრუნდეთ. ვგრძნობ, რომ რაღაც
თემას მივადექით...
- აღებ-მიცემობის! - დაასახელა მან დღევანდელი თემის სათაური,

193
asklepiosi

- ან გაცვლა-გამოცვლის. ორივე ტერმინი მოერგება. ეს მატერიალური


სამყაროების ძალიან მნიშვნელოვანი გამოვლინებაა, რომელიც
საბოლოოდ შენთვის საინტერესო საკითხის გასაღებს მოგცემს. იმ
საკითხის, რომელიც, ძველი ცივილიზაციების ღმერთებისთვის სისხლიან
მსხვერპლშეწირვებს და საერთოდ, მათ ისტორიას ეხება...
...დავიწყოთ იმით, რომ თქვენს მატერიალურ განზომილებაში,
სადაც დისკრეტულობა ადამიანების ეგოებს შორის ძალიან მკვეთრად
გამოხატულია (ანუ, ეგო ძლიერია, ხოლო ერთიანობა სუსტი), „აღებ-
მიცემობის“ კანონი ძალიან მკაფიოდაა გამოვლენილი. მისი ყველაზე
თვალსაჩინო გამოვლინებაა ფული! თქვენ რაღაც უნდა გასცეთ, იმისთვის,
რომ სხვა რაღაც მიიღოთ და მიიღოთ, იმისთვის, რომ გასცეთ, ხოლო
ამას არეგულირებთ ფულადი ერთეულით, თუმცა ადრე არსებობდა (და
ახლაც ზოგან არსებობს) ნატურალური მეურნეობა, სადაც ერთი ნივთის
გაცემისას, მიიღებ მეორე, შენთვის სასურველ ნივთს. არაა აუცილებელი
ეს „აღებ-მიცემობა“ აუცილებლად ნივთიერი, საგნობრივი სახით იყო
წარმოდგენილი. შეიძლება მას „პატივისცემა“ ერქვას. მაგალითად,
თქვენ მეზობელს პატივი ეცით, დაპატიჟეთ, გაუმასპინძლდით, სუფრა
გაუშალეთ. ის აუცილებლად თავს იგრძნობს დავალებულად, რომ
თქვენც იმავეთი გადაგიხადოთ. თუ საპასუხოდ იმაზე მეტი პატივი გცათ,
ვიდრე იქამდე თქვენ ეცით, მაშინ თქვენ იგრძნობთ თავს ვალში და
შეეცდებით ეს „მეტობა“ მორიგი „პატივისცემის“ ჟესტით გააბათილოთ.
ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მადლობის გადახდაც ერთგვარი
სიკეთის „უკან დაბრუნებაა“, მადლიერების გამომხატველი სიტყვების

194
gnozisi

სახით. „აღებ-მიცემობა“ ანუ „გაცვლა-გამოცვლა“ არც ცუდია, არც


კარგი. ის მატერიალური და ნატიფ-მატერიალური სამყაროებისთვის
დამახასიათებელი ენერგიების მიმოცვლის კანონია. ის, ვისაც ეს კანონი
ზედმიწევნით ესმის, კარგად შეუძლია მისი სათავისოდ გამოყენება,
იმისთვის რომ კარგი კარმა, ანუ ერთგვარი „დადებითი ქულები“
დაიგროვოს, რომელიც ნატიფ-მატერიალურ განზომილებაში და შემდეგ
ინკარნაციაში გამოადგება. ამ ქულების დაგროვება, ანუ იგივე კარგი
კარმის დაგროვება რაღაც ეტაპზე საჭიროა უკეთესი ინკარნაციების
„მოსაპოვებლად“ და ცუდი კარმის გასანეიტრალებლად.
მე გამახსენდა, რომ ჩემი იოგის მასწავლებელი, როდესაც რაღაცით
გვეხმარებოდა და მადლობას ვუხდიდით, გვიკრძალავდა მადლობის თქმას.
„ მაცადეთ სიკეთის კეთება“ - ასე გვეუბნებოდა ხოლმე.
მიქაელი:
- და მართალიც იყო. მას „ქულების დაგროვება“ სურდა „ცათა
სასუფევლისთვის“. ნეგატიური კარმა ასეთი დადებითი ქულებით დიდ
წილად ნეიტრალდება. ვერანაირი გასხივოსნება ვერაა შესაძლებელი,
თუ ცუდი კარმა კუდივით მოგდევს უკან. მაგრამ მოდი ახლა ქრისტეს
სიტყვებს დავუკვირდეთ, რომელიც ამბობს:

„19. ნუ იუნჯებთ თქვენს საუნჯეს ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი


ღრღნის მას, და სადაც მპარავნი თხრიან და იპარავენ.
20. არამედ დაიუნჯეთ თქვენი საუნჯე ზეცად, სადაც ვერც ჟანგი და ვერც
მღილი ვერა ღრღნის მას, და სადაც მპარავნი ვერ თხრიან და ვერ იპარავენ.

195
asklepiosi

21. ვინაიდან სადაც არის საუნჯე თქვენი, იქვე იქნება გული თქვენი.“

მიქაელი:
- აღებ-მიცემობა არის მატერიალური სამყაროს კანონი. მე შენ
რაღაცას გაძლევ, მაგრამ შენც საპასუხოდ უნდა დამიბრუნო. ასევე მაგიის
კანონიც, რადგან მაგია ნატიფ-მატერიალურ განზომილებას ეკუთვნის და
შესაბამისად ისიც მატერიალურ კანონებს ემორჩილება. ყველა მაგისთვის
(მაგიკოსისთვის) ცნობილია პოსტულატი, რომ ნებისმიერ მაგიურ
მოქმედებას თავისი ფასი აქვს. მაგრამ ეს კანონი არ ვრცელდება მესამე გზის
მიმდევრებზე, ანუ სულიერ განზომილებაზე და მის წარმომადგენლებზე,
რადგან აქ მოქმედებს აბსოლუტური უანგარობის, „თეთრი მზის“
გამოსხივების, ანუ უანგაროდ გაცემის პრინციპი. როცა გასცემ ისე, რომ
შენმა მარცხენა ხელმა არ იცის მარჯვენა რას აკეთებს, როცა ტანსაცმელს
გართმევენ და შენ მეტსაც ატან... უანგარობის გამოვლინებაა თავად
ჭეშმარიტი სიყვარული, როდესაც მხოლოდ გასცემ და არაფერს ითხოვ
სანაცვლოდ. სულიერი განზომილება იმით განსხვავდება მატერიალური და
ნატიფმატერიალურისგან, რომ გაცემისას შენ არაფერი გაკლდება, რადგან
ენერგიის შევსება ხდება პირველწყაროდან, ანუ ღმერთისგან. შენ არ
გჭირდება ენერგიათა გაცვლა-გამოცვლა, რომ გაცემული ენერგია შეივსო
საპასუხო ენერგიით. შენ ხშირად გაიგებ მაგიის გზის მიმდევრებისგან, რომ
მაგიური მომსახურება არაა უფასო, რადგან დახარჯული ენერგია უნდა
ანაზღაურდეს, მაგალითად, ფულადი ენერგიით. მაგრამ მე მაგიტომაც
მოგიწოდე, რომ შენი წიგნის გამოცემისთვის არავის გამოართვა ფული

196
gnozisi

და წიგნები უფასოდ დაარიგო, რომ შენ კარგად გაგეგო და მაგალითი


ყოფილიყავი სულიერი გზის მთავარი პოსტულატის - „უანგარობა და
კავშირი ღმერთთან“.
მე გამახსენდა, როგორ მითხრა თავის დროზე მიქაელმა: „სულიერი
ცოდნა უფასოდ გეძლევა და უფასოდვე უნდა გაეცეს. არ გაყიდო შენი
წიგნი. ის უნდა დარიგდეს და გაჩუქდეს. ფული საამისოდ თავისით მოვა“.
მიქაელი:
- „თავისით მოვა“ ნიშნავს, სწორედ იმ შემოდინებას პირველწყაროდან,
როდესაც შენ უანგარო მსახურების გზაზე დგახარ... სულიერი
გამოვლინებებია უპირობო სიყვარული და ჭეშმარიტი სიკეთე. ის,
რასაც თქვენ პატივისცემას ეძახით არაა სიკეთე. ჭეშმარიტი სიკეთე
არის ყოველთვის უანგარო, როდესაც არაფერს საპასუხოდ არ ითხოვ,
არც ვინმეს ავალდებულებ და არც თავს გრძნობ გამორჩეულად და
რაც მთავარია მოტივაციის დონეზე არაფერს ელოდები! ესაა ძალიან
მნიშვნელოვანი. მოტივაცია, რომლითაც შენ სიკეთეს თესავ. ის უანგარო
უნდა იყოს. „თავისით მოვა“ რას ნიშნავს, კარგად რომ გაიგო, დაუკვირდი
ქრისტეს სიტყვებს:

„25. ამიტომაც გეუბნებით თქვენ: ნუ ზრუნავთ თქვენი


სიცოცხლისათვის, რა ვჭამოთ ანდა რა ვსვათო; ნურც თქვენი
სხეულისათვის, რით შევიმოსოთო. განა სიცოცხლე უფრო მეტი არ
არის, ვიდრე საზრდელი და სხეული - უფრო მეტი, ვიდრე სამოსელი?
26. შეხედეთ ცის ფრინველთ: არც თესავენ, არც მკიან, არც

197
asklepiosi

ბეღლებს ავსებენ, და მამა თქვენი ზეციერი არჩენს მათ. ნუთუ თქვენ


არა სჯობიხართ ფრინველთ?
27. ან რომელ თქვენგანს ხელეწიფება, ბევრიც ეცადოს, თუნდ ერთი
ციდით მოიმატოს სიმაღლე?
28. ან სამოსლისთვის რაღადა ზრუნავთ? შეხედეთ, როგორ იზრდებიან
ველის შროშანნი: არც შრომობენ, არც ართავენ.
29. მაგრამ გეუბნებით თქვენ: თვით სოლომონი მთელი თავისი
დიდებით არ იყო ისე შემოსილი, როგორც თვითეული მათგანი.
30. ხოლო თუ ველის ბალახს, რომელიც დღეს არის და ხვალ თონეს
შეენთება, ასეთნაირად მოსავს ღმერთი, განა თქვენ უკეთ არ შეგმოსავთ,
მცირედ მორწმუნენო?
31. ნუ ზრუნავთ და იტყვით: რა ვჭამოთ, რა ვსვათ, ანდა რით
შევიმოსოთო?
32. ვინაიდან ყოველივე ამას ეძებენ წარმართნი, და ვინაიდან მამამ
თქვენმა ზეციერმა იცის, რომ ყოველივე ეს გჭირდებათ.“

მიქაელი:
- როდესაც მესამე გზას, ანუ უანგარო მსახურების, ანუ „თეთრი მზის“
გზას ადგები, ეს ზემოთნახსენები პრინციპი (როდესაც თავისით გეძლევა)
იწყებს შენთვის მუშაობას. ანუ, მამა-ღმერთი გაძლევს...
მართლაც, ამ წიგნის გამოქვეყნების თანხა თავისით დაგროვდა
კორონა-ვირუსის პანდემიის პერიოდში სახლში ჯდომით გამოწვეული
ეკონომიებით. ასე, რომ ის თანხა, რომელიც მჭირდებოდა, ავტომატურად

198
gnozisi

მომიგროვდა ანგარიშზე.
მიქაელი:
- მაგრამ თუ მატერიალურ ან ტანტრულ გზას მიყვები, მაშინ იმდენს
მიიღებ, რამდენსაც გასცემ და რამდენსაც მიიღებ, იმდენი უნდა გასცე.
ამიტომ ამბობს ქრისტე:
„24. არავის ძალუძს ორი ბატონის მონობა: რადგან ან ერთს
შეიყვარებს და მეორეს შეიძულებს, ან კიდევ ერთს შეითვისებს და მეორეს
შეიზიზღებს. ვერ შეძლებთ ღმერთსაც ემონოთ და მამონასაც.“
- მამონაში მიწიერება, მატერიალიზმი იგულისხმება. ახლა შეხედე...
- მან პაუზა გააკეთა და განაგრძო, - კარმის კანონი ისე მოქმედებს, რომ
თუ შენ ნებაყოფლობით უარი თქვი იმაზე, რაც კარმულად გეკუთვნის,
შენ შეგიძლია მიიღო ის, რაც კარმულად არ გეკუთვნის. ანუ „გაყიდო“
ის რაც გაქვს და „იყიდო“ ის, რაც არ გაქვს. მთელი ასკეზის პრაქტიკა
ამაზეა დაფუძნებული. ადამიანი ნებაყოფლობით უარს ამბობს საერო
სიკეთეებზე, დავუშვათ გემრიელი საჭმლით მიღებულ სიამოვნებაზე,
კომფორტზე და საპასუხოდ იგროვებს „ქულებს“, რომლის სანაცვლოდ
შეიძლება მოიპოვოს მაგალითად ზებუნებრივი შესაძლებლობები. თუ იგი
ასკეზას უანგაროდ აკეთებს, და უარს ამბობს მატერიალურ სიკეთეებზე
სულიერ განზომილებაში გადასასვლელად, ის მას მიიღებს და თავისი
უანგარო ღმერთრეალიზაციის შედეგად „თეთრი მზის“ სახით საღმრთო
მსახურებაში ჩადგება. ამიტომაა, რომ ზებუნებრივი შესაძლებლობები, ანუ
სიდჰები, დიდი ცდუნებაა ასკეტისთვის, რომ არ შეცდეს და არ „დაიუნჯოს
საუნჯე ამ ქვეყნად, სადაც ჟანგი და მღილი ღრღნის მას, და სადაც

199
asklepiosi

მპარავნი თხრიან და იპარავენ“, არამედ ცათა სასუფეველი დაიმკვიდროს,


არ გაცვალოს ჭეშმარიტი საუნჯე დროებით „ზეშესაძლებლობებზე“.
მაგრამ ასკეზა შეიძლება ანგარებითაც გაკეთდეს. მაგალითად, ინდურ
ეპოსში აღწერილია ისტორია კუნძული ლანკას დემონურ მეფე რავანაზე
(როგორც მივხვდი რავანაზე საუბრობდა, თუმცა სახელში არ ვარ
დარწმუნებული), რომელმაც 10 000 წელი აკეთა ასკეზა შემოქმედი
ღმერთის მიმართ, რის შედეგად იგი (ბრაჰმა, ანუ შემოქმედი ღმერთი)
იძულებული გახდა რავანასთვის ისეთი უნარები მიეცა, რომლის შედეგად
თვით ნახევარღმერთები აღმოჩნდნენ მის მსახურებაში. ეს არის მაგალითი
დემონური, ანუ ანგარებიანი ასკეზის. მე იმისკენ მიმყავს, რომ როდესაც
ადამიანი ღმერთისთვის/ღმერთებისთვის მსხვერპლშეწირვისას გაიღებს
რაიმეს, რაც მას კარმულად ეკუთვნის, მას შეუძლია საპასუხოდ მიიღოს ის,
რაც არ ეკუთვნის. რაც უფრო ძვირფასია ის, რასაც გაიღებს, მით უფრო დიდ
საზღაურს მიიღებს. მაგალითად, თუ საკუთარ პირველშობილ ძეს გაიღებს
მსხვერპლად, მაშინ მას შეუძლია ომის შედეგი შემოატრიალოს თავის
სასიკეთოდ ან გვალვა წვიმაზე შეცვალოს. რელიგიური ეგრეგორული
სისტემები, როგორც ნატიფ-მატერიალური ენერგოსისტემები დიდ-
წილად ამ „აღებ-მიცემობას“ ექვემდებარებიან, თუკი არაა მათი კავშირი
სულიერ იერარქთან, რომელიც ენერგიის პირველწყაროდან შემოდინებას
უზრუნველყოფს. ამიტომ ყველა იმ რელიგიაში, სადაც ღმერთებისთვის
შემოწირულობები წარმოადგენდა არა ვიბრაციების ამწევ 5 საშუალებას,
2020 წელი. 9 ივლისი. “გარეგანი და შინაგანი
რომელზეც ადრე გესაუბრე (2020
ტაძარი. ჰარმონიის გამოვლინების 5 პრინციპი ღმერთის ცნობიერების

200
gnozisi

მოხმობისათვის ჰერმეტიციზმის მიხედვით”, გვ. 142),


142 არამედ
მსხვერპლშეწირვებს, განსაკუთრებით სისხლიანს და განსაკუთრებით
ადამიანისას, საქმე გაქვს რელიგიურ-ეგრეგორულ სისტემასთან,
რომელიც არ იმართება სულიერი განზომილებიდან! როგორც წესი
ასეთ სისტემებს მართავენ „დაცემულები“ (არქონტები) ან სხვა ტიპის/
რასის დემონური არსებები, რომლებიც ერთდროულად იკვებებიან
ტანჯვის ენერგიით და შემოწირული ცოცხალი არსების ენერგოსხეულით.
საპასუხოდ ენერგიის ნაწილს შემომწირველს უბრუნებენ თხოვნის
ასრულების სახით. დღეს ამით დავამთავრებ... მხოლოდ ერთს დავამატებ:
როცა რელიგიური ეგრეგორიდან გადიხარ და უშუალოდ ნათელ
იერარქს ან პირველწყაროს უერთდები, აუცილებლად უნდა გადახვიდე
„თეთრი მზის“ გზაზე. სხვა ყველაფერი გამორიცხულია... გახსოვს, ის
სიზმარი-პასუხი, შენ მიერ აღებულ ლოცვით ვალდებულებაზე, რომლის
იხ. 2020 წელი.
სანაცვლოდ შენ ითხოვე შენი შვილისთვის დახმარება? (იხ.
21 ივნისი. ბათუმი. „ზაფხულის ნაბუნიობის სიზმარი - პასუხი”, გვ. 102).
102
სიზმარში შენ დაინახე, რომ „უპირობო სიყვარულმა“ უფრო ეფექტურად
იმუშავა „ეშმაკის გაქრობაზე“, ვიდრე „ლოცვითმა ვალდებულებამ“... განა
ლოცვაშია პრობლემა. ლოცვა ყოველთვის კარგია, მაგრამ მესამე გზის
მიმდევრებისთვის ლოცვითი ვალდებულებების აღება რაიმეს მიღების
სანაცვლოდ, არის ერთი ნაბიჯი უკან. ამ ვალდებულებით შენ სწორედ ამ
„აღებ-მიცემობის“ სისტემაში ჩაერთე, მაშინ როცა, წესით გაცდენილი
უნდა ყოფილიყავი ამ საფეხურს და „თეთრი მზის“ გზაზე მდგარიყავი,
რომლის მოქმედების გამოხატულება უპირობო სიყვარულია და უანგარო

201
asklepiosi

ლოცვა, რადგან „მამამ შენმა ზეციერმა იცის, რა გჭირდება“ და რა


სჭირდება შენს შვილს. მაგრამ რახან აიღე ეს ლოცვითი ვალდებულება,
აწი, უნდა შეასრულო. სიტყვას ვერ გადახვალ.

ცეცხლოვანი იერარქია. აგნიშვატტები - ჩვენი „მზის


წინაპრები““
წინაპრები

ინტერნეტიდან მოძიებული ინფორმაცია:


«პიტარები, იგივე პიტრები (სანსკ. सपतृ, წინაპარი-მამები) -
წინაპართა სულები ინდურ კულტურაში, რომელთა თაყვანისცემა
იკავებს მნიშვნელოვან ადგილს ინდუიზმში. პიტრები ყოველწლიურად
მოიხსენებიან შრადხას რიტუალების დროს. ინდუისტურ ოჯახებში
ითვლება, რომ უნდა არსებობდეს ერთი ვაჟი მაინც, რომელიც
მომავალში ჩაუტარებს ასეთ რიტუალებს თავის მშობლებს. პიტრების
აღწერა გვხვდება რამდენიმე პურანაში (ინდუისტურ წმინდა ტექსტებში).
ყველაზე დეტალურად ისინი აღწერილია ვაიუ-პურანაში და ბრახმანდა-
პურანაში. ამ წყაროების მიხედვით არსებობენ პიტრების განსხვავებული
კატეგორიები, რომლებსაც განსხვავებული წარმომავლობა, ფორმები
და საცხოვრებელი ადგილი აქვთ. დიდი განსხვავებაა დევაპიტარებსა
(ღვთაებრივი პიტრები) და მანუშიაპიტარებს (გარდაცვლილი ადამიანების
სულები) შორის. ერთნი ბინადრობენ მაღალ სამოთხისეულ რეალობებში,

202
gnozisi

მაშინ როცა მეორენი დაბალ სულიერ ფენებში. პიტრებს, რომლებიც


ზეცაში იმყოფებიან, თაყვანს სცემენ, როგორც ღმერთებს. ეს პიტრები
წარმოადგენენ პირველად ღვთაებებს, რომლებიც არასდროს არ წყვეტენ
თავის არსებობას. ითვლება, რომ მანუშიაპიტრებს შეუძლიათ მიაღწიონ
დევაპიტარების დონეს და მათთან ერთად იცხოვრონ სამოთხისეულ
განზომილებაში. დევაპიტარები ხელახლა იბადებიან 1000 მახაიუგას
ყოველი პერიოდის ბოლოს და საფუძველს უყრიან სამყაროების
აღორძინებას. მათგან წარმოიქმნა მანუ და ადამიანთა შთამომავლობა
სამყაროს შექმნისას. არსებობს დევაპიტარების შვიდი კლასი, რომელთაგან
სამი უსხეულოა (ამურტაია), ხოლო ოთხს გააჩნია სხეულის ფორმა
(სამურტაია). პიტარების სამ უსხეულო კატეგორიას ჰქვია: ვაჯრაჯასები,
აგნიშვატტები და ბარხიშადები. ოთხ სხეულის მქონე პიტრებში კი
გამოარჩევენ შემდეგ კატეგორიებს: სომაპები, ხავიშმანები, აჯიაპები და
შუკალინები (ანუ მანასები).»

სანსკრიტის ლექსიკონიდან:
აგნიშვატტა - ერთ-ერთი შვიდი პიტრიდან (წინაპრებიდან). დანარჩენი
ექვსის სახელებია: ვაირაჯა, გარხაპატია, სომაპა, ეკაშრინგა, ჩატურვედა
და კალა (Mahābhārata, Sabhā Parva, Chapter 11, Verses 44, 45 and 46).
აგნიშვატტა - პიტანგანა (იგივე პიტრი, ანუ წინაპარი), ცხოვრობენ
სომაპადაში ვაივასვატას მიმართულებით. არ განახორციელებენ
მსხვერპლშეწირვებს.

203
asklepiosi

აგნიშვატტები - მათ მიიჩნევენ ღმერთებისა და ბრახმანების


წინაპრებად; ასევე ითვლებიან მარიჩის (მზის ღმერთის) შთამომავლებად.
ისინი ინახავდნენ კერის ცეცხლს, მაგრამ არ ახორციელებდნენ აგნიშტომას
ან სხვა მსხვერპლთშეწირვებს.
აგნიშტომა (ან აგნისტომა) -
სიტყვა სიტყვით ნიშნავს „დიდება
ცეცხლს“; მსხვერპლთშეწირვის
სისტემა, რომელიც აკავშირებს
ადამიანებს ღმერთებთან. მისი
საშუალებით ადამიანები მოიპოვებენ
ღმერთების კეთილგანწყობას, ხოლო
ისინი საპასუხოდ აღასრულებენ
ადამიანთა სურვილებს. ეს სწავლება
აღწერილია ინდუიზმის წმინდა
წიგნებში, მათ შორის ბჰაგავატ გიტაშიც.
აგნიშვატტა - (სანსკ. अग्निष्वात्त. აგნი - ცეცხლი, შვატტა -
შეზავებული, წარმოებული) - ტერმინი, რომელიც გამოიყენება
ინდუიზმში კონკრეტული ტიპის არსებათა კლასის აღსაწერად.
მახაბხარატიდან, წიგნი მეორე:
მახაბხარატიდან
„...იცოდე, რომ არსებობენ შვიდი ტიპის პიტრები (წინაპრები),
რომელთაგან ოთხი ტიპის მათგანს აქვს განსხეულებული ფორმა, ხოლო
სამს არა. კარგადაა ცნობილი, რომ საყოველთაოდ განთქმული უსხეულო
აგნიშვატტების, ვაირაჯების და გარხაპატიების საცხოვრებელია სამოთხე.“

204
gnozisi

შივა-პურანიდან:
აგნიშვატტები წარმოიქმნენ ბრაჰმას ოფლის წვეთებიდან (შივა-პურანა
2.2.3). როდესაც შივათი შეშინებულ ბრაჰმას (უმაღლესი ღმერთის
„შემოქმედი ღმერთის“ ჰიპოსტასი) გამოეყო ოფლის წვეთები, „...ჩემი
სხეულიდან ჩამოცვენილი ოფლის წვეთების ადგილას იშვნენ პიტრგანები
(წინაპრები), რომლებიც არ ახორციელებდნენ მსხვერპლშეწირვებს,
სანამ ცხოვრობდნენ დედამიწაზე (კონკრეტულად აგნიშვატტები).
ისინი თვალისმომჭრელად ანათებდნენ, ხოლო მათი თვალები ჰგავდა
გაფურჩქნილი ლოტოსის ყვავილებს. ისინი ღირსეული ასკეტები იყვნენ
და უარს ამბობდნენ მიწიერ კეთილდღეობაზე. მათი რაოდენობა იყო
64000, ო, ბრძენო, ხოლო წინაპრები, რომლებსაც ბარხიშადები ერქვათ
(სიტყვა სიტყვით ნიშნავს: ბალახზე მჯდომარეს), 86000 იყვნენ“.

ინტერნეტპოსტებიდან. „თეთრი მზის“ გზა

იმმა:
ამ პოსტის შემთხვევაში (2020
2020 წელი. 24 ივლისი. „სიზმართმჭერი", გვ. 208)
208
ქრონოლოგიურად გადავახტები და დავდებ გუშინდელ ჩანაწერს. ამ საუბარმა
მიმახვედრა ერთ ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, რომელსაც აქამდე ვერ
ვხვდებოდი. ჩემს პირველ წიგნში არის სულ საუბარი მესამე, ანუ სულიერ
გზაზე. შეგახსენებთ, რომ არსებობს ცივილიზაციის ევოლუციის 3 გზა: იანტრული
(ტექნოლოგიური, ანუ ჩვენ რასაც მივყვებით), ტანტრული ანუ მაგიური

205
asklepiosi

(ატლანტიდა, ანუ წარღვნამდელი ცივილიზაცია როგორიც იყო) და მანტრული


ანუ სულიერი. მიქაელი სულ მასწავლიდა ამ მესამე სულიერი გზის პრინციპებს,
რომელიც გულისხმობს უანგარო გაცემას, სიკეთის და სიყვარულის უპირობო
გამოვლინებებს, ღმერთის ნების გატარებას და ა. შ. ერთიანი ტერმინით ამას
ერქვა „თეთრი მზის” გზა. ანუ, როცა მხოლოდ გასცემ, ასხივებ და არაფერს
ითხოვ სანაცვლოდ. ამ გაცემის ენერგიას ინაზღაურებ პირველწყაროდან
(ღმერთიდან), რადგან მასთან ხარ მჭიდრო კავშირში. როცა ამ პოსტებს ვდებდი,
მახსოვს ჯგუფის ერთ-ერთმა წევრმა დამიწერა ასეთი ფრაზა, რომელიც ძალიან
მომხვდა ყურში - ძალიან უტოპიურად ჟღერს ეს ყველაფერიო. მართლა, რასაც
მიქაელი მიყვებოდა იყო იმდენად მაღალი თამასა, რომ წარმოუდგენელია ჩვენი
მდგომარეობიდან უცებ გადახტე ამ დონეზე. ამაზე მეც არ მქონდა გარკვეული
პასუხი. ჰოდა, რაც ამ მეორე წიგნის წერის „პროექტი” გააქტიურდა, მიქაელისგან
წამოვიდა ძალიან ბევრი ინფორმაცია მაგიაზე, ანუ იმაზე რასაც თვითონ წლების
განმავლობაში მიკრძალავდა. ღამით სიზმრებშიც სულ რაღაც მაგიურ
რიტუალებზე მიყვებოდნენ და მეც მაღებინებდნენ თეთრ-მაგიურ მოქმედებებში
მონაწილეობას (იქ იყო გაჭედილი სულის ამოყვანა და ეგეთები). ჰოდა, გუშინ
რომ ვკითხე, ამას რატომ მასწავლი-მეთქი, მივიღე ასეთი პასუხი, რომ იმისთვის
რომ სწორედ მანიპულირებდე მატერიით (ანუ ტექნოლოგიები განავითარო), ჯერ
უნდა დაეუფლო მესამე ანუ სულიერ გზას, გაეცნო სულიერი სამყაროს კანონებს,
დაამყარო კავშირი საკუთარ სულიერ ტრიადასთან, შეიძინო „ღერძი” ანუ იგრძნო
შენ თავში ღვთაებრივი ნაპერწკალი, ისწავლო „ტალღაზე მსახურება”, „თეთრი
მზის” მდგომარეობა და ა. შ. მხოლოდ მერე (!) შეიძლება გაეკარო მაგიას (მეორე
გზას). ეს საჭიროცა არის, იმიტომ რომ უნდა იცოდე ნატიფი მატერიებით და

206
gnozisi

ენერგიებით მანიპულაცია და მხოლოდ ამის მერე (!) , გადახვიდე პირველ გზაზე,


ანუ ტექნოლოგიურ გზაზე. მხოლოდ ამ ორის დაუფლების მერე შეძლებ სწორედ
წარმართო ცივილიზაცია მატერიალურ განზომილებაში. დავუშვათ გენეტიკოსი
ხარ. როცა იცი სულიერი კანონები და ნეტიფმატერიალური კანონები, შენ აღარ
შექმნი გენური ინჟინერიით ისეთ ორგანიზმს, რომელიც ვერ მიიღებს სულს,
ან მიიღებს სულს დემონური განზომილებიდან. ანუ უკვე გენური ინჟინერია
შენთვის აღარ იქნება უბრალოდ გენების მოლეკულებით მანიპულაცია, არამედ
იმასაც გაითვალისწინებ, რომ ცოცხალ ორგანიზმს სული უნდა დაუკავშირდეს.
ისიც გეცოდინება, ეს სული როგორ ჩადის სხეულში და ა. შ. ანალოგიურად,
არც ხელოვნურ ინტელექტს განავითარებ, რადგან გეცოდინება, რომ ეს იქნება
ნატიფ და სულიერ განზომილებას მოწყვეტილი „არსება"”.

• • •

207
asklepiosi

2020 წელი. 24 ივლისი. სიზმართმჭერი

რამდენიმე დღის წინ ისევ გავააქტიურე ინტერნეტჯგუფი „გნოზისი“.


ვინაიდან ვიდეოს ჩაწერას ვაპირებ, საინტერესო იქნებოდა იმის გაგება, რა
თემები აინტერესებს ხალხს. ამ შეკითხვის პარალელურად დავდე პოსტი
მეორე წიგნიდან. წუხელ, შეღამებისას კომენტარში ერთმა ქალბატონმა
მომწერა ასეთი რამ:
ც.: (შუადღისას ვერ ვიძინებ საერთოდ) ჩამძინებია და სიზმარში თქვენ გნახეთ.
ვიღაცამ ამულეტი მომცა და თქვენ გაჩვენებდით, თან გიხსნიდით ბლის ყუნწებით
ოყო გაკეთებული და თან 3 კურკაც ზედ ჰქონდა ჩაწნული. მეტი ვერ გამოვიტანე
აზრი.
იმმა: ვა. რა საინტერესოა. შეიძლება ასეთი სახით ტრიკვეტრი დაგესიზმრათ.
ტრიკვეტრის ამულეტი სიზმარში მიქაელმა მაჩუქა, ატარეო. როგორც სამების,
ანუ სულიერი ტრიადის, ანუ ზოგადად სულიერი სამყაროს სიმბოლო.
რაზეც ქალბატონმა თავისი დახატული ასეთი სურათი გამომიგზავნა:

ც.: ჩემი მრგვალი იყო და ბადესავით და შიგნით ზედა მხარეს სამი ბლის
კურკა. და გიხსნიდით, როგორ გაუკეთებიათ, რომ ბლის ყუნწი კურკიანი იყო,
მოუწყვეტელი. აი, მიახლოებით ასეთი, - და მან თავისი ნახატი გამომიგზავნა.

მე მაინც ჩავთვალე რომ ეს ამულეტი, რახან სამი კურკა ფიგურირებდა,


სულიერ ტრიადასთან იყო კავშირში. ბევრი ამაზე არ მიფიქრია, მაგრამ

208
gnozisi

ღამით, გამთენიისას, როდესაც გამეღვიძა და მორიგ ჯერზე მიქაელთან


დაკავშირება გადავწყვიტე, უეცრად თვალწინ ეს ამულეტი აღმიდგა.
- ეს ხომ სიზმრის მჭერია! - უეცრად დამარტყა თავში!
- გაიხსენე! - გავიგონე მიქაელის ხმა.
ბევრი არაფერი მაქვს სიზმრის მჭერებზე
წაკითხული, ვინაიდან თვითონ მიქაელი
მიკრძალავდა მაგიურ ნივთებზე ინფორმაციის
მოძიებას, მაგრამ საიდანღაც ვიცოდი, რასაც
წარმოადგენდა ეს საგანი.
მე გამახსენდა, რომ ბავშვობაში სიზმარ-სიფხიზლის ზღვრულ
მდგომარეობაში ხშირად ვხედავდი ხოლმე ოთახში (ძირითადად ჭერთან
ახლოს) აბლაბუდის ქსელის მაგვარ წარმონაქმნებს. თითქოს სივრცე იმ
ადგილებში იყო სიმეტრიულად დამტვრეული. უკეთესად როგორ ავხსნა, არ
ვიცი. მახსოვს, ამაზე ჩემი იოგის მასწავლებელს რომ მოვუყევი, ვუთხარი:
„რაღაცნაირ სივრცული გამრუდებებს ვხედავ-მეთქი, ოღონდ თითქოს რთული
გეომეტრიული სტრუქტურა აქვს“. იოგის მასწავლებელმა ჩემი ნათქვამი
სერიოზულად არ მიიღო, გაიცინა და მიპასუხა:
- შენ ეტყობა ბავშვობაში ძალიან გიყვარდა გეომეტრია.
მე მაშინ ჩემთვის გამეფიქრა, რომ სწორედ გეომეტრია არ მიყვარდა
ყველაზე მეტად, მაგრამ აღარ შევეპასუხე და გავჩუმდი. მაშინ ვთვლიდი,
რომ ჩემი ხილვები რაღაც სიგიჟე იყო და რახან იოგის მასწავლებელიც არ
მიდასტურებდა, კიდევ ერთხელ დავარწმუნე ამაში საკუთარი თავი და ამ
აბლაბუდის ქსელივით წარმონაქმნებს უბრალოდ აღარ ვაქცევდი ყურადღებას.

209
asklepiosi

მიქაელს ამ საკითხზე კითხვით მივმართე, მაგრამ მისგან მხოლოდ


გამომცდელ მზერას ვგრძნობდი.
- ეს პორტალებია... - უცებ
გამახსენდა, საიდან, არ ვიცი, -
ამ მინიპორტალებით შედიან და
გადიან ასტრალური არსებები,
მათ შორის ბნელი ასტრალური
არსებებიც. ამიტომ ერქვა სი-
ზმართმჭერი ამ ამულეტებს. ისინი
იმ ბნელ ასტრალურ არსებებს
აკავებენ, რომლებიც ადამიანებს
ძილისას ტანჯავენ და კოშმარებად
ევლინებიან. მართლა ობობას
ქსელს ჰგავს. ამიტომ იყო ხალხში ნათქვამი, რომ ობობას ყოლა სახლს
იცავს ბნელი ენერგიებისგან. თუ ასეთი „პორტალი“ ხელოვნურად
შექმენი და შეიტანე შიგ გარკვეული გეომეტრიის ფიგურა კვანძების
სახით, შესაბამისი ტიპის არსებებს დაიჭერ. მათ ის პორტალში აერევათ,
შიგ გასვლას შეეცდებიან და გაიჭედებიან.
მე გამახსენდა, რომ შარშან ერთი ქუჩის მუსიკოსი ინდიელისგან ვიყიდე
სუვენირი სიზმრისმჭერი. ძალიან ლამაზი იყო, ამობრუნებული ტყავის
ზონრებისგან დაწნული და ბისერებითა და ბუმბულებით გაწყობილი.
ჩემს ქალიშვილს ვაჩუქე, რადგან მას უყვარს ასეთი რაღაცები. ცოტა
ხანში ჩემმა გოგომ, მორიდებით მითხრა, რომ გადააგდო ის, რადგან რაც

210
gnozisi

დაკიდა, იმის მერე, პირიქით, კოშმარები დაეწყო. წესით ხომ პირიქით


უნდა ყოფილიყო?
მიქაელი:
- ასტრალური არსებები ამ პორტალებით შეიძლება როგორც
გავიდნენ, ასევე შემოვიდნენ. როგორც კარგი, ასევე მავნე ასტრალური
არსებები. ასეთი ნივთების სუვენირებად ყიდვა არ შეიძლება, ის მცოდნე
მაგმა უნდა დაამზადოს. იმან ვინც ერკვევა. განსაკუთრებით კვანძებიანი
სიზმართმჭერი, რადგან ეს კონკრეტული ტიპის პორტალია.
მე უნებურად ისევ გამიჩნდა კითხვა:
- რაც ჩვენი კონტაქტი გააქტიურდა, ვამჩნევ რომ სულ მაგიის
გარშემო მესაუბრები, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი შენ თვითონვე
მიკრძალავდი მასთან გაკარებას.
- საქმე იმაშია, რომ მაგიასთან (მეორე გზასთან) შეხება შეიძლება
მხოლოდ იმათთვის, ვინც ჯერ მესამე გზა, ანუ სულიერი გზა გაიარა და
მის კანონებს ეზიარა. ანუ, იმათთვის, ვისაც კავშირი აქვს დამყარებული
საკუთარ სულიერ ტრიადასთან და ვინც ღმერთის ნებას ატარებს,
წინააღმდეგ შეთმხვევაში ნატიფი ენერგიებით და ნატიფი მატერიით
მანიპულირება ძალიან საშიშია და შეცდომის დაშვების შემთხვევაში მძიმე
კარმულ უკუგებას გამოიწვევს. იგივე ეხება ენერგომკურნალებსაც. თუ
მათ კავშირი არა აქვთ სულიერ ტრიადასთან, საკუთარ უმაღლეს მესთან და
ნათელ იერარქებთან, ისინი „ქვევიდან“ ენერგიის გამტარებლები ხდებიან
და უბრალოდ „მარტივი კარმის აცილებაზე“ მუშაობენ, ანუ ცეცხლზე
დენთს ასხამენ და დემონურ საქმეს აკეთებენ. რაც შეეხება რეიკის... ზ.

211
asklepiosi

გეკითხებოდა ამაზე. რეიკი თავიდან იყო ჩაფიქრებული, როგორც ერთ-


ერთი „მკურნალის“ ინდივიდუალობაში ღმერთრეალიზებული იერარქის
პროექტი. რეიკის ფუძემდებელი ადამიანი მისი ნაწილობრივი ავატარი
იყო. თავიდან ეს ინდივიდუალური მკურნალების გზა იყო. ანუ ცალკეული
მკურნალი ადამიანები ამ იერარქის ენერგიის (შაკტის) გამტარებლები
იყვნენ და ადამიანებს შველოდნენ (თუ კარმა იძლეოდა გადათამაშების
საშუალებას). მაგრამ მერე, იმის გამო რომ თანამდეროვე ადამიანების
დიდი წილი მსხვილ დასახლებებში ცხოვრობს, სადაც ასეთი სიწმინდის
მკურნალები დიდხანს ვერ ჩერდებიან და ვერ ინარჩუნებენ სისუფთავეს,
გადაწყდა შექმნილიყო ეგერგორული სისტემა, მსგავსი რელიგიური
ეგრეგორისა, რომელსაც ”ზევიდან“, ანუ სულიერი განზომილებიდან
„დაიჭერდა“ ეს იერარქი. ამიტომ რეიკი გახდა მასობრივი მოვლენა.
როცა იქმნება ეგრეგორული სისტემა, აღარაა საჭირო, რომ მისი
„ქურუმები“ (ამ შემთხვევაში იგულისხმება რეიკის ოსტატები)
აუცილებლად გასხივოსნებული ადამიანები იყვნენ, ისევე როგორც
ქრისტიანულ ეგერგორულ სისტემაში მღვდლები უმეტეს წილად არ არიან
გასხივოსნებულები, მაგრამ რიტუალები მაინც მუშაობს, იმიტომ რომ
მუშაობს ეგრეგორი. თუმცა, ეს არ ნიშნავს რომ ეგრეგორის „ქურუმები“
(მღვდლები, რეიკის ოსტატები და სხვ.) არ უნდა აკმაყოფილებდნენ
რაღაც სავალდებულო მინიმუმს. მინდა გითხრა, რომ რეიკისთვის ეს
მინიმუმი საკმაოდ მაღალი თამასაა. გადაეცი ზ.-ს, რომ მისი 4 ქვედა
სხეული საკმაოდ კარგი გამტარია, მაგრამ ეს ეგრეგორი ჯერ კარგად არაა
შეკრული. ამიტომ თავი შეიკავოს.

212
gnozisi

- რატომ არაა შეკრული? თითქოს ბევრი მიმდევარი ჰყავს, ლამის


მთელი დედამიწის მასშტაბით.
- ძირითადად იმიტომ, რომ რეიკის ოსტატებს თვითონ იერარქთან არ
აქვთ კავშირი. არ ესმით ეს ენერგია საიდან მოდის, ვინ აწვდის, ვინ არის
მისი სულიერი გამტარი. პირამიდის მწვერვალს ვერ ხედავენ.
- ვინ არის ეს იერარქი? - დავუსვი მე კითხვა, რომელზეც მეგონა
რომ პასუხს ვერ მივიღებდი, რადგან სახელები, განსაკუთრებით უცხო
სახელები ცუდად „მესმის“.
- როგორ გგონია, რატომ ვტრიალებთ ასკლეპიოსის თემის გარშემო?

ის რაც დღეს ვიკიპედიაში მოვიძიე სიზმარმჭერებთან დაკავშირებით:

სიზმართმჭერი
სიზმართმჭერი - ინდიელების ამულეტი, რომელიც მძინარე ადამიანს
იცავს ავი სულებისგან და ავადმყოფობებისაგან. თქმულების თანახმად,
ცუდი სიზმრები იბლანდებიან ამულეტში, როგორც ობობას ქსელში,
ხოლო კარგი ბადის ცენტრში არსებულ ხვრელში ძვრებიან.

ციმბირელი შამანები და სიზმარმჭერები


ციმბირის ხალხები ამ ამულეტს ცოტა განსხვავებულ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ (ვიდრე ტრადიციულ სიზმრის მჭერებს ინდიელები). ეს იყო
შამანის ერთ-ერთი ინსტრუმენტი. მას თავთან ჰკიდებდნენ, ისევე როგორც
ინდიელები, მაგრამ ციმბირული სიზმართმჭერის შემთხვევაში, ის იჭერდა

213
asklepiosi

როგორც ცუდ, ასევე კარგ სიზმრებს. ამით სიზმართმჭერი ეხმარებოდა


შამანს სიზმარხილვების კონტროლში და ავი სულების დაძლევაში.
ასეთი სიზმართმჭერის შუაში არ არის ხვრელი, როგორც ინდიელების
სიზმარმჭერების შემთხვევაში, მაგრამ დამაგრებულია სატყუარა ამ
უსხეულო არსებებისთვის (სისხლიანი ნაჭერი, გამხმარი ხორცის ან კანის
ნაჭერი, თმის ბღუჯა და სხვ). ასეთი სიზმართმჭერის გამოყენება არაა
რეკომენდებული მასწავლებელი-შამანის გარეშე. ასეთი სიზმართმჭერი
შამანს სიზმარში მომავლის, სხვადასხვა სიტუაციებში სწორედ მოქცევის
მითითებების და სხვა ინფორმაციის ხილვის საშუალებას აძლევდა, რაც
ეხმარებოდა თემს სწორი გადაწყვეტილებების მიღებაში.
სიზმართმჭერის თემა რა-ტომღაც მთელი დღე არ გამომდიოდა
თავიდან. საღამოსკენ წამოვწექი, რადგან დაღლილობა ვიგრძენი. ცოტა
დავიძინე და გაღვიძებისას სიზმარ-სიფხიზლის მდგომარეობაში შევედი.
ისევ მიქაელს დავუკავშირდი და ისევ პორტალებზე შევეკითხე:
- რაც ინტერნეტში წავიკითხე, კლასიკური ინდიური სიზმარმჭერები
სიმეტრიული, შუაში ხვრელის შემცველი ქსელებია. მე რაც დავინახე, იმ
ქალბატონის ამულეტი, იქ კურკები იმ კვანძების როლს ასრულებდნენ,
რაც შენ ახსენე. ეს არსად არ წერია...
მიქაელი:
- პორტალის წარმოქმნისას გარკვეული ვიბრაცია იწვევს სივრცის
(ეთერის) კონდენსირებას გეომეტრიულ ფიგურებში. გაიხსენე ქლადნის
ფიგურები. პრინციპი იგივეა. თუ შექმნი მსგავს სტრუქტურას, რომელშიც
შეიტან საკრალური სიმბოლოს (და ყველა საკრალურ სიმბოლოს

214
gnozisi

თავისი ვიბრაცია შეესატყვისება


და ფრაქტალური ალგორითმი,
ანუ ყველა სიმბოლო გარკვეული
პრინციპით მუშაობს), ეს შეიძლება
იყოს სამკუთხედი, პენტაგრამა
და სხვ., პორტალში გაააქტიურებ
გარკვეულ ძალებს. ანუ ეს იქნება დამჭერი კონკრეტული ტიპის
სულებისთვის. არ აგერიოს. რეალური პორტალი ატარებს ასტრალურ
არსებებს, ხოლო ხელოვნური (სიზმართმჭერი) იჭერს. ციმბირელი
შამანები, როგორც ხედავ, აკეთებდნენ დაბალვიბრაციულ სატყუარებს,
რადგან ხორცი, კანი, თმები, ბნელი სულების სატყუარებია.
მე:
- ამ ქალბატონის შემთხვევაში რა იყო ეს?
- დამცავი ამულეტი.

❦ ❦ ❦

215
asklepiosi

2020 წელი. 4 აგვისტო. წერაქვი. დემონური და


ღვთაებრივი დემიურგები, მოკვდინებული და აღმდგარი
ღმერთები

მიქაელი:
- ასკლეპიოსს დავუბრუნდეთ და ტრაქტატის „აპოკალიფსის“ თავი
განვიხილოთ.
მე მოვძებნე შესაბამისი ადგილი. აი, ისიც:

IX. აპოკალიფსი

24.ბ. განა არ იცი, ასკლეპიოს, რომ ეგვიპტე არის ცის ხატი, უფრო
სწორედ მიწიერი ანარეკლი იმისა, რაც ხორციელდება და ვითარდება
ცაში? სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი მიწა სამყაროს ტაძარია. ოღონდ,
რადგან ბერძნები ვალდებულნი არიან ყველაფერი წინასწარ განჭვრიტონ,
აუცილებელია, რომ ერთი რამ იცოდეთ: მოვა დრო, როდესაც
მოგეჩვენებათ, რომ ეგვიპტელები ამაოდ იცავდნენ ღმერთების კულტს
ასეთი მოწიწებით და რომ ყველა მათი წმინდა აღტყინება გამოდგა
უშედეგო და აუსრულებელი. ღვთაება დატოვებს მიწას და დაბრუნდება
ცაში. ის დატოვებს ეგვიპტეს, თავის უძველეს საბინადროს, რომელიც
რელიგიის ქვრივად იქცევა, დაცლილი ღმერთთა თანამყოფობისგან.
უცხოტომელები შეესევიან ჩვენს ქვეყანასა და მიწას და არა მხოლოდ

216
gnozisi

წაბილწავენ ჩვენს წმინდა ნივთებს, არამედ, რაც ყველაზე სამწუხაროა,


სრულიად აკრძალავენ რელიგიასა და ღვთისნიერებას, ხოლო ღმერთთა
კულტები იქნება აკრძალული და დასჯადი კანონით. მაშინ ეს მიწა,
ნაკურთხი ამდენი სალოცავითა და ტაძრით, იქნება გადათხრილი
საფლავებითა და მოფენილი გვამებით. ო, ეგვიპტევ, ეგვიპტევ! შენი
სარწმუნოებიდან დარჩება მხოლოდ ბუნდოვანი მონათხრობები,
რომლებსაც შთამომავლობა აღარ დაიჯერებს და ქვებზე ამოტვიფრული
საღმრთო სიტყვები. სკვითები, ინდოელები ან სხვა ვინმე ბარბაროსნი
დასახლდებიან ეგვიპტეში. ღვთაება დაბრუნდება ცაში, მიტოვებული
ადამიანები მოკვდებიან, ხოლო ეგვიპტე ღმერთებისა და ადამიანების
გარეშე უდაბნოდ იქცევა. მე მოგმართავ შენ, წმინდაო მდინარევ და
მე გაგიმხელ შენ მომავალს. სისხლის ნაკადები წაბილწავენ შენს წმინდა
ტალღებს, გადმოიქცევიან შენი ნაპირებიდან, მკვდრების რიცხვი მეტი
იქნება ვიდრე ცოცხლების და თუ დარჩა რამდენიმე მაცხოვრებელი,
ისინი იქნებიან ეგვიპტელები ენით და უცხონი თავიანი წეს-ჩვეულებებით.

25. რისთვის ტირი ასკლეპიოს? იქნება რაღაც კიდევ უფრო


სევდიანი. თვითონ ეგვიპტე განუდგება ჭეშმარიტ რწმენას, რაც უარესია
ყველა ბოროტებას შორის. იგი, ოდესღაც წმინდა და კულტისადმი
ერთგულებისთვის, ღვთისნიერების და სიწმინდის დაცვისათვის
ღმერთებისგან შეყვარებული მიწა, გახდება მაგალითი ყოველგვარი
ძალადობისა. შედეგად ადამიანს გაუჩნდება ზიზღი ყველაფრის მიმართ
და აღარ ექნება არც აღფრთოვანება, არც სიყვარული სამყაროსადმი,

217
asklepiosi

რომელიც არის ღმერთის ურყევი შემოქმედება, შესანიშნავი და


სრულყოფილი ქმნილება, ფორმებისა და სახე-ხატების მრავალფეროვანი
ერთობლიობა, რომლისგანაც ღმერთის ნებამ, რომელიც ასე უხვად
ავლენს სასწაულებს, შეკრა ყველაფერი განუმეორებელ სანახაობაში,
სრულყოფილ ქარგაში, რომელიც ჭეშმარიტად იმსახურებს მუდმივ
თაყვანისცემას, ქებასა და სიყვარულს.
მაგრამ სიბნელეს ამჯობინებენ სინათლეს, სიკვდილი ჩაითვლება
უკეთესად ვიდრე სიცოცხლე და აღარავინ აღაპყრობს მზერას ცისკენ.
ღვთისნიერ ადამიანს მიიჩნევენ გიჟად, უღმერთოს ბრძენად, ბრაზიანს
- უშიშრად, ყველაზე უარესს - საუკეთესოდ. სული და ყველაფერს,
რასაც მასთან აქვს კავშირი, დაბადებულია იგი მოკვდავად, თუ მხოლოდ
ისახება მასში უკვდავების წყურვილი, - ყველაფერი, რაც აქ მოგიყევით,
გახდება დასაცინი და მასში დაინახავენ მხოლოდ ამპარტავნებას.
მათთვის კი, ვინც ერთგული დარჩება გონის (სიბრძნის) რელიგიისა,
გაჩნდება სიკვდილის საშიშროება. იქნება დადგენილი ახალი კანონები,
მაგრამ არაფერი წმინდა, არაფერი ღვთისნიერი, რომელიც იმსახურებს
ცას და ცის მაცხოვრებლებს, რომელიც შეიძლება შესმენილ იქნას და
გამოხმაურება პოვოს ადამიანის სულში. სამწუხარო წყვეტა ღმერთებსა
და ადამიანებს შორის! დარჩებიან მხოლოდ ბოროტი ანგელოზები, ისინი
შეერევიან გასაცოდავებულ კაცობრიობას და უბიძგებენ ადამიანებს
ყოველგვარი უგუნურებისკენ, ომებისკენ, ყაჩაღობისკენ, ტყუილისკენ და
ყველაფერ იმისკენ, რაც ასე საძულველია სულისთვის. მიწა დაკარგავს
წონასწორობას, ზღვა აღარ იქნება ვარგისი ნაოსნობისთვის, დაირღვევა

218
gnozisi

ცაზე ვარსკვლავთა მოწესრიგებული სვლა. ყოველი ღვთაებრივი ხმა


იქნება დადუმებული. მიწის ნაყოფი გაფუჭდება და მიწა აღარ მოგვცემს
მას. ჰაერიც კი გაირინდება პირქუშ მდუმარებაში.

26. აი, ასეთი იქნება სამყაროს სიბერე - ურწმუნოება და ქაოსი,


წესებისა და სიკეთის სრული დამცირება. როდესაც ეს ყველაფერი
აღსრულდება, ასკლეპიოს, მაშინ უფალი და მამა, უმაღლესი ღმერთი,
რომელიც ერთიანად მართავს სამყაროს, დაინახავს რა ადამიანთა ზნესა
და ქმედებებს, გამოასწორებს ბოროტებას ღვთაებრივი ნებისა და სიკეთის
გამოვლინებით, რათა ბოლო მოეღოს უმეცრებასა და გარყვნილებას. ის
ჩაძირავს სამყაროს წარღვნაში, ან გაანადგურებს ცეცხლით, ან მოსპობს
ომებით და დაუბრუნებს მას პირვანდელ სილამაზეს, რათა სამყარომ
ისევ დაიმსახუროს აღფრთოვანება, ქება და განდიდება და რათა ადიდონ
ღმერთი, მისი შემოქმედი. სამყაროს ამგვარი აღორძინება, ყოველგვარი
სიკეთის აღზევება, ბუნების წმინდა რელიგიური აღმშენებლობა მოხდება
იმ დროს, რომელიც განსაზღვრულია ღმერთის ნებით, რომელიც იყო,
არის და იქნება საწყისისა და სასრულის გარეშე.

მიქაელი:
- „განა არ იცი, ასკლეპიოს, რომ ეგვიპტე არის ცის ხატი, უფრო
სწორედ მიწიერი ანარეკლი იმისა, რაც ხორციელდება და იმართება ცაში?
სიმართლე რომ ვთქვათ, ჩვენი მიწა სამყაროს ტაძარია“. ამ წინადადებიდან
ცხადია, რომ ადრე სახელმწიფოები, ქალაქები და დასახლებები

219
asklepiosi

შენდებოდა ციური სხეულების განლაგების ანარეკლად და ფრაქტალური


გეომეტრიის გათვალისწინებით. როგორც ადამიანის სხეული ან შენობა/
ტაძარი შეიძლება იყოს საღმრთო მიმღები/სამყოფელი, ასევე ქალაქი
და სახელმწიფოც კი შეიძლება გაშენდეს და ფუნქციონირებდეს ისე,
რომ ღმერთის „სხეულად“ იქცეს. მასონმა არქიტექტორებმა, სწორედ
ეგვიპტელებისგან ისესხეს ცოდნა იმის შესახებ, თუ როგორ შეკრან,
დააკავშირონ მიწიერი და სულიერი განზომილებები, ანუ მატერიალური
სტრუქტურა ვარსკვლავურ წყობასთან იმისთვის, რომ სწორი კავშირი
დამყარდეს ადამიანებსა და იმ ღმერთრეალიზებულ ინდივიდუალობებს
შორის, რომლებიც ამ ვარსკვლავურ სისტემებთან არიან დაკავშირებულნი.
ეგვიპტური არქიტექტურა თანავარსკვლავედებს და კონკრეტულ
ვარსკვლავებს მიუყვება...
მან პაუზა გააკეთა... მე დავიძაბე. ვგრძნობდი, რომ აზრის გაგრძელება
რაღაც ქაოსურად მონაცვლე აზროფორმების სახით მოდიოდა, რომლებიც
ერთიან სურათში ვერ იკვრებოდნენ.
მე:
- ძალიან რთულია... აზრი მისხლტება... - გულწრფელად ვუთხარი
მე, - თვალწინ მიელვებს ეგვიპტური ღმერთები... ოსირისი, იზიდა, ჰორი,
სეთი... ეგვიპტელი ღმერთების ენნეადა...

220
gnozisi

ინტერნეტიდან:
ინტერნეტიდან

ენნეადა (ბერძ. Ἐννεάς – „ცხრიანი“), იგივე დიდი ენნეადა, ანუ


ჰელიოპოლისის პანთეონი, - ძველი ეგვიპტის ცხრა ყველაზე მთავარი
ღმერთი. პირველად წარმოიქმნა ჰელიოპოლისში.
იგი ეგვიპტეში ცნობილი უძველესი თეოგონისტური და
კოსმოგონისტური სისტემაა. ენნეადის ღმერთები ითვლებოდნენ ეგვიპტის
პირველ მეფეებად. ეგვიპტის სხვა ქალაქებში იქმნებოდა სხვა ცხრა
ღმერთის სისტემები ჰელიოპოლისის სისტემის ანალოგიურად.

ატუმი (ამონი, რა, ფტა) - წარმოიქმნება პირველადი წყლოვანი


ქაოსი ნუნიდან;
შუ - ჰაერი;
ტეფნუტი - წყალი;
გები - მიწა;
ნუტი - ცა. ქალური ღვთაება;
ოსირისი - საიქიო სამყაროს მეფე;
იზიდა - ნაყოფიერების ქალღმერთი;
სეთი - განასახიერებს ჭექა-ქუხილს, ელვას, ბუნებრივ სტიქიებს,
არის სასიცოცხლო ძალების მეუფე, მრისხანების, უდაბნოს ქარბუქების,
ნგრევის, ომისა და სიკვდილის ღმერთი;
ნეფტიდა - მიწისქვეშა სამყაროს ქალღმერთი, ოსირისის მეორე და.

221
asklepiosi

მიქაელი:
- დააკვირდი ჰელიოპოლისის ღმერთების ენნეადას, ანუ 9 მთავარ
ღვთაებას. პირველი წარმოადგენს შემოქმედ ღმერთს, მზის ანუ სულის
მთავარ იერარქს (მე-7 დონე). შემდეგ 4-ში (შუ, ტეფნუტი, გები და
ნუტი), ამოიცნობ 4 სტიქიის (ქალური და კაცური საწყისის ორ წყვილს)
შესაბამის კონგლომერატულ ცნობიერებებს და მათგან გამომდინარე
მმართველ ინდივიდუალობებს (მე-6 დონე). ხოლო შემდეგი ოთხეული
(ოსირისი, იზიდა, სეთი და ნეფტიდა) ასევე 4-ობითი ფრაქტალის
პრინციპით წარმოდგენილ ოთხ მთავარ იერარქს წარმოადგენს (მე-5
განზომილება), რომელთაგან ოსირისმა გზა გაუხსნა ადამიანთა სულებს
სიკვდილის მერე სულიერი სამყაროს დასამკვიდრებლად, ისევე როგორც
იესომ გააკეთა საუკუნეების შემდეგ. 4-ობითი ფრაქტალის ალგორითმი
(ტეტრადა) ერთ-ერთი ყველაზე მატერიალური ალგორითმია, როგორც
არაერთხელ ვთქვი. სულიერი პროცესების სწორი მატერიალიზაცია
ამ ფრაქტალით უნდა მიმდინარეობდეს... ახლა ამას ცოტა ხანი თავი
დავანებოთ და შუმერს დავუბრუნდეთ...
მიქაელის დავალებით ბოლო დღეები აქტიურად ვკითხულობდი და
ვუსმენდი გადაცემებს ეგვიპტურ და შუმერულ კულტურებზე. როდესაც
რაღაც ინფორმაციის მიღებაზე ვიჭედებოდი (როგორც მიქაელი ამბობდა,
იმის გამო რომ იგი დასაყრდნობს ვერ პოულობდა, რადგან ცნობიერში
მქონდა გამოტანილი მხოლოდ მწირი ინფორმაცია), ის მიშვებდა
ინფორმაციის მოსაძიებლად უკვე არსებული წიგნებიდან და კვლევებიდან.
კითხვისას ან მოსმენისას, ჩემ მიერ ხდებოდა სწორი ინფორმაციის

222
gnozisi

ამოცნობა, დაახლოებით, როგორც ამნეზირებულ ადამიანს რომ ადამიანთა


ფოტოებს აჩვენებენ და ის ცნობს ახლობლის ფოტოს, მაშინ როცა სხვა
შემთხვევაში ვერ გაიხსენებდა.
მე:
- ნუ, რა ვთქვა... შუმერულ და ეგვიპტურ კულტურებს შორის
მე დიდი პრინციპული განსხვავება დავინახე. შუმერული კულტურა
თავიდან ბოლომდე დაფუძნებულია წარმოდგენაზე, რომ ადამიანი
შექმნილია მონად და მას არც ამ და არც სიკვდილისშემდგომ ცხოვრებაში
მარადისობა, კერძოდ მარადიული ნეტარება არ ესახება. შუმერული
მითების თანახმად, კაცობრიობა შეიქმნა იმისთვის, რომ დააკმაყოფილოს
უმცროსი ღმერთების, ანუნაკების „შიმშილი“... რა იგულისხმება ამ
შიმშილში? ეს მატერიალური შიმშილია, თუ სამშვნივნელის, ასტრალური
შიმშილი? გარდა ამისა, სულ ფიგურირებს მინერალების, განსაკუთრებით
კი ოქროს მოპოვების თემა... ცნობილი ეპოსი გილგამეშზე არის ადამიანის
პროტესტი მოკვდავი არსებობის წინააღმდეგ, მაგრამ ეს უკვდავების ძიება
წარუმატებლობით სრულდება, რადგან მონად და მოკვდავად თუ ხარ
შექმნილი, საკუთარ ბუნებას როგორ გადაახტები? მაგრამ ამქვეყნიური
მოკვდავი მონური არსებობა კიდევ ნახევარი უბედურებაა. გაცილებით
მეტი სევდისმომგვრელია იმქვეყნიური პერსპექტივა. როდესაც გილგამეში
თავის გარდაცვლილი მეგობრის, ენკიდუს სულს ეკითხება, თუ როგორ
გრძნობს ის თავს მიღმიერ სამყაროში, ენკიდუ ვერაფერ სასიქადულოს
ვერ გვიყვება. მისი აღწერით ეს „მშიერი სულის“ მდგომარეობაა, მუდმივი
დაუკმაყოფილებლობის უსასრულო ყოფა. მხოლოდ მათ, ვისაც 7 ვაჟი

223
asklepiosi

ჰყავთ გაჩენილი, მხოლოდ მათ სულებს აძლევენ დამაკმაყოფილებელ


საკვებს... გილგამეშს, რა თქმა უნდა, ასეთ მდგომარეობაში მოხვედრა არ
ეჩქარება და სწორედ ამიტომ ეძებს უკვდავებას. თუმცა ყველა ღმერთი
მის გადათქმას ცდილობს. ისინი შთააგონებენ, რომ მან აქ და ახლა უნდა
ისიამოვნოს ცხოვრებით, მისთვის დროებით ბოძებული სიკეთეებით,
რადგან ასეა ადამიანია შექმნილი, ესაა მისი ბუნება და სხვა ვერ იქნება...
მონაა ადამიანი... უკვდავი ღმერთების მოკვდავი მონა!
...მე ისეთი შთაბეჭდილება შემექმნა, რომ შუმერების ღმერთები თითქოს
ხორცშესხმული არსებები იყვნენ, რომლებიც ზიკურათებში (საფეხურიან
პირამიდებში) ცხოვრობდნენ და იქიდან მართავდნენ თავიანთ ქალაქ-
სახელმწიფოებს... როგორც არ უნდა იყვნენ ძველი ცივილიზაციების
მკვლევარი ისტორიკოსები აღფრთოვანებულები შუმერით, ჩემში ეს
კულტურა საშინელ სევდას, უიმედობას და გამოუვალობის შეგრძნებას
იწვევს...
...მაშინ როცა ეგვიპტური კულტურა მოიაზრებს ადამიანის „ცხონებას“,
ანუ სულიერ განზომილებაში გადასვლის შესაძლებლობას და ეს
გზა ოსირისზეა გადებული... როგორც ქრისტემ თქვა: „მე ვარ გზა და
ჭეშმარიტება“, ისე მათთვის ოსირისი იყო „გზა და ჭეშმარიტება“,
რომელსაც სულიერ სამყარომდე და უკვდავებამდე მიჰყავდა. მათთვის
მიწიერი ცხოვრება დროებითი იყო, ხოლო ზეციური მარადიული (თუმცა
რეინკარნაციაც მოიაზრებოდა და „ღმერთის“ სულის გადასვლა ფარაონის
ერთი სხეულიდან მეორეში). ამიტომ იმქვეყნიური არსებობისთვის მზადება
მათთვის მთელი ცხოვრების საქმე იყო... არსებობს ბარელიეფი, სადაც

224
gnozisi

სიბრძნის ღმერთი ტოტი ფარაონის სულს, ნაყოფის სახით სიცოცხლის


ხეზე აბამს (ეგვიპტური ბარელიეფის სურათი)...
სურათი) ნაცნობი სიმბოლიკაა...
სიცოცხლის ხე, უკვდავი ინდივიდუალობა, როგორც ნაყოფი სიცოცხლის
ხეზე (ციტატა პირველი წიგნიდან: „განღმრთობილი ადამიანი აღარ
რეინკარნირებს ხელახალ ინდივიდუალობებში, სიცოცხლის ხეზე
მისი დროებითი ფოთოლი (ერთჯერადი ინკარნაცია), მუდმივ ნაყოფად
იქცევა.“). ესე იგი ეგვიპტელებისთვის, შუმერებისგან განსხვავებით
შესაძლებელი იყო სამსარის წრიდან გასვლა. ალბათ ესაა ის ძირითადი
საკითხები, რაც თვალში მომხვდა...

...და კიდევ... ერთ ახალგაზრდა არგენტინელ ბიჭს მოვუსმინე, რომელიც


4 ტიპის უცხოპლანეტურ რასებზე საუბრობდა, იმ რასებზე, რომლებმაც
მონაწილეობა მიიღეს კაცობრიობის ევოლუციაში... მის მონაყოლში
რაღაც დავინახე... რაღაც ძალიან ნაცნობი ჩემთვის... რაღაც რაც ჩვენს
რეალობის ახლანდელ ჩიხურ მდგომარეობასთანაა კავშირში... მაგრამ

225
asklepiosi

მიჭირს სრული სურათის შეკვრა... ამიტომ ვამბობ, რომ აზრი მისხლტება.


ვერ ვაკავშირებ იმ ასკლეპიოსის ტრაქტატის ნაწილებს, ეგვიპტურ
ღმერთებთან, იმ სიზმართან იშთარზე... ის ველზევეული... ეგვიპტური
პირამიდები და შუმერული, თითქოს დიამეტრულად განსხვავებულია
თავისი არსით... შენგან ინფორმაციის ნაწყვეტები მომდის და ვერ ვკრავ
სურათს...
ვიგრძენი, რომ იმ არგენტინელი ბიჭის მონათხრობის დეტალებში
მთხოვა ჯერ არ ჩავღრმავებულიყავი, რადგან ჯერ პროცესის მთავარი
არსი უნდა დამენახა... სხვის ხილვებში ყოველთვის არის საშიშროება ამ
პიროვნების მიერ ინფორმაციის გამრუდების გავლენის ქვეშ მოქცევისა.
მიქაელი:
- უკვე ახლოს მივედით... ახლა დაინახავ, როგორ აეწყობა ყველაფერი
ერთიან სურათში... რიცხვი 4 რომ გვხვდება ყველგან, ამას ხომ ხედავ?
4-ობითი ფრაქტალი, არის 4-ობითი ასვლა-ჩასვლის ცირკულაციის
ალგორითმი, ანუ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი (ნახაზი
ქვემოთ).
ქვემოთ)
როგორც ხედავ ამ ალგორითმს ახასიათებს დასაწყისში ძლიერი
იმპულსი, რომელიც წარმოადგენს ტალღის აღმავალ ნაწილს
(გაზაფხული, ზაფხული) და იმპულსის შესუსტება ბოლოსკენ, ტალღის
დაღმავალ ნაწილში (შემოდგომა, ზამთარი). ამ ფრაქტალის მიხედვით
მიმდინარეობდა დედამიწის დემიურგიული პროცესებიც, როდესაც ჯერ
იქმნებოდა მინერალური სამყარო (ფიზიკური ველი), შემდეგ მცენარეული
(ეთერული ველი), შემდეგ ცხოველური (ასტრალური ველი) და

226
gnozisi

ბოლოს ადამიანური (მენტალური ველი). ერთი ველიდან მეორე ველში


გადასვლის გარდამტეხ პერიოდებში დედამიწაზე ვითარდებოდნენ წინა
ველის მაქსიმალურად მაღალვიბრაციული წარმომადგენლები, რათა
227
asklepiosi

წარმოქმნილიყო ველებს შორის გარდამავალი რგოლი. მაგალითად,


„მცენარეულ“ კატეგორიას განეკუთვნებიან მიკროორგანიზმებიც.
როცა „მცენარეული“ კატეგორია და შესაბამისად ეთერული ველი
თავის ბოლო სტადიას უახლოვდებოდა, იმისთვის რომ ჩასახულიყო
ცხოველური ფორმა, უნდა შექმნილიყვნენ მაღალვიბრაციული
„მცენარეული/მიკროორგანიზმული“ სახეობები, რომლიდანაც
განვითარდებოდა „ცხოველური“ კატეგორია და დაიწყებოდა ასტრალური
ველის ფორმირება. ანალოგიურად „ცხოველურ“ კატეგორიაში უნდა
მომხდარიყო ევოლუციურად ყველაზე მაღალვიბრაციულ ფორმის/
სახეობის (დედამიწის შემთხვევაში პრიმატული) ჩამოყალიბება, რომელიც
საფუძველ ჩაუყრიდა „ადამიანურ“ კატეგორიას, რომ დაწყებულიყო
მენტალური ველის ფორმირება.
როგორც ადრე მაქვს ნათქვამი, ყოველი ველის და შესაბამისი
კატეგორიის არსებების ფორმირებას კონკრეტული დემიურგი იერარქი
ედგა სათავეში და ყოველი ველის ფორმირება მიმდინარეობდა 4-ობითი
ცირკულაციის ალგორითმით, როცა შემოქმედებითი იმპულსი თავიდან
ძლიერია, ხოლო მერე სუსტდება. გარდა ამისა, ყოველი ევოლუციური
ხვეულის წინ (ანუ ველიდან ველში გარდამავალ მომენტებში), შესაბამისი
დემიურგი იერარქის ცნობიერება ავატარულად ინკარნირდებოდა ხოლმე
ყველაზე მაღალვიბრაციულ ინდივიდში, რომ შემდეგ კატეგორიაში
გადამსვლელი, გარდამავალი რგოლი წარმოქმნილიყო. ეს შენთვის ადრეც
მაქვს მოყოლილი („ანგელოზის გული“, პირველი წიგნი, „დაშავატარები“,
გვ 436). როდესაც დედამიწის ევოლუციამ მიაღწია იმ სტადიას,

228
gnozisi

როცა უკვე შესაძლებელი გახდა პლანეტას მენტალური ველი მიეღო,


„ცხოველურ კატეგორიაში“ არჩეულ იქნა ყველაზე მაღალვიბრაციული
სახეობა (პრიმატი), მასში ნაწილობრივი ავატარული ინკარნაციით
„მორიგმა ღმერთმა“ შექმნა „გარდამავალი რგოლის“ პრეცენდენტი,
რომელმაც საფუძველი ჩაუყარა ადამიანთა მოდგმას. „გარდამავალი
რგოლის“ პრეცედენტი არ იყო მხოლოდ ერთი ინდივიდი. ეს რთული
პროცესია, რადგან უფრო დაბალი რანგის (მე-5 განზომილების)
დემიურგი სულიერი არსებებიც ნერგავდნენ დედამიწაზე თავის მენტალს/
ცნობიერების ნაპერწკალს. როგორ ხდებოდა ეს? ეს პროცესიც 4-ობითი
ფრაქტალის ალგორითმით მიმდინარეობდა. თავდაპირველად, როცა
იმპულსი ძლიერი იყო, დედამიწაზე მოდიოდნენ მე-5 განზომილების
დემიურგი სულიერი არსებები, რომლებიც ძალიან ნატიფ და ამაღლებულ
არსებებს წარმოადგენდნენ. მათ და იმდროინდელ პირველყოფილ
ადამიანს შორის ისეთივე განსხვავება იყო, როგორც ცა და მიწას შორის,
მაგრამ მათი დანიშნულება იყო, დედამიწაზე ცხოვრებით, პლანეტარულ
ველში შეეტანათ მენტალური ველის ჩანასახები. მათ მიერ შემოტანილი
მენტალური ინფორმაციული სტრუქტურები (აზროფორმები) ძალიან
წმინდა და ამაღლებული იყო. მათი შემოსვლა დედამიწის სხეულში ჰგავდა
ბაქტერიის შემოჭრას ადამიანის სხეულში. მხოლოდ ისეთი ბაქტერიის,
რომელსაც ორგანიზმის იმუნიტეტი არ დაუპირისპირდება, არამედ
მიიღებს მას, როგორც სიმბიოზურ ორგანიზმს, რომელთან თანაცხოვრება
მომგებიანი იქნება, როგორც ბაქტერიისთვის, ასევე მასპინძელი
ორგანიზმისთვის. ვინაიდან მათ მიერ შემოტანილი მენტალური ველი

229
asklepiosi

ძალიან ამაღლებული და სუფთა იყო, მათი დემიურგიული პროცესი


მიმდინარეობდა ზევიდან ქვევით, ანუ აზროფორმების დალექვის
პრინციპით. ჯერ იქმნებოდა ადამიანთა „ცივილიზაცია“, თუ შეიძლება რომ
ამას ასე დაარქვა მენტალურ ველში. მათ მიერ შექმნილ აზროფორმებს,
ანუ ამ ნატიფმატერიალურ ცივილიზაციას უკავშირდებოდნენ ჯერ სულ
ახალბედა სულები. შემდეგ, ანუ მე-2 სტადიაზე ამ „ცივილიზაციამ“
გადაინაცვლა უფრო მკვრივ ასტრალურ ანუ მე-3 ფენაში. ამ პროცესს
უკვე სხვა დემიურგი არსებები ხელმძღვანელობდნენ. არ დაგავიწყდეს,
რომ დედამიწის ასტრალური ანუ ცხოველური ველი ყალიბდებოდა
დინოზავრების, ანუ რეპტილიების საშუალებით. შესაბამისად კაცობრიობის
ამ სტადიასაც რეპტილიური ტიპის არსებები ხელმძღვანელობდნენ
(„მტაცებლის“, ანუ „ცხოველის“ პერიოდი). მე-3 სტადიის დროს
ადამიანთა „ცივილიზაცია“ კიდევ უფრო მკვრივ „ეთერულ“ ფენაში
ჩავიდა. ამ პროცესების პარალელურად მატერიალურ განზომილებაში
ევოლუციონირებდნენ პრიმატები. და მხოლოდ მე-4 სტადიაზე მოხდა
ადამიანთა „ცივილიზაციის“ სრულად დალექვა/დამიწება ფიზიკურ
განზომილებაში. ანუ, სული სრულად ჩავიდა მატერიაში. ადამიანებთან
დაკავშირებული ინდივიდუალური სულები, სრულად დაუკავშირდნენ
უხეშმატერიალურ სხეულებს.
იმპულსის შესუსტებასთან ერთად, 4-ობითი ფრაქტალის ალგორითმის
თანახმად, მეორე და მესამე პერიოდში დედამიწაზე მოდიოდნენ სულიერად
ლებად ამაღლებული მენტალური დემიურგები.
უფრო ნაკლებად და ნაკლებად
ამასობაში კი პრიმიტიული კაცობრიობის მენტალი
მენტალ უფრო და უფრო

230
gnozisi

მაღლდებოდა, რის შედეგად „ღმერთები“ და მათი „ქმნილებები“


უახლოვდებოდნენ ერთმანეთს. მე-4 სტადიის ბოლოსკენ უნდა
მომხდარიყო მათი გადაკვეთა, იმისთვის, რომ ადამიანი დაჰკავშირებოდა
„ღმერთების“ საშუალებით სულიერ (მე-5) განზომილებას და ადამიანებში
ინკარნირებული სულებისთვის „ცხონების“ შესაძლებლობა (გზა)
გაჩენილიყო. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება თქვა, რომ პლანეტის
ჩამოყალიბება შედგა, რადგან პლანეტა შემდეგ ევოლუციურ ხვეულში
უკვე უნდა ჩაერთოს პლანეტარული სისტემის და გალაქტიკის, ხოლო
შემდეგ უფრო დიდი კონგლომერატების ევოლუციაში. სწორედ ეს
„გადაკვეთის“ მომენტი არის ყველაზე საპასუხისმგებლო და ყველაზე
რთული, რადგან როგორც ადრე ვთქვი „ღმერთი უნდა განკაცდეს, იმისთვის
რომ ადამიანი განეღმრთოს; ანგელოზი უნდა დაეცეს, იმისთვის რომ კაცი
ამაღლდეს“. ამ გლობალურ პერიოდებს მართავენ ე. წ. ელოჰიმები, ანუ
ღვთაებრივი პირველწყაროს ემანაციები, 7 სხივი, 7 მეუფე და ამ სხივებზე
მოღვაწე არსებები. ზემოხსენებული დემიურგი არსებები შესაბამის
პერიოდებში დედამიწის ველში კარმულად მოიზიდებიან სხვადასხვა
მაღალსიხშიროვანი პლანეტებიდან, ისე, რომ შესაძლოა თვითონ არ
იცოდნენ, რომ გლობალური გეგმის ნაწილს წარმოადგენენ. გახსოვს, მე
კარმული რუკა გაჩვენე („ანგელოზის გული“, პირველი წიგნი. 2018 წელი.
25 დეკემბერი. “მაკოშის ბედის ქსოვილი”გვ. 492).
492 არაფერი არ ხდება
შემთხვევით. ესენი (პირველი სტადიების ამაღლებული დემიურგები),
როგორც მე-5 განზომილების არსებები, გრძნობენ ტალღას (სხივს),
ანუ თქვენებურად „ღმერთის ნებას“, ხოლო უფრო დაბალი დონის

231
asklepiosi

დემიურგი არსებები მოჰყავს კარმას. მოკლედ რომ ვთქვათ, მათ მიმართავს


გარემოებები, რომელსაც ერთ შემთხვევაში შეიძლება კარმა უწოდო,
ხოლო მეორე შემთხვევაში შინაგანი ძახილი უმაღლესი იერარქიული
ძალებიდან (ელოჰიმებისგან). თქვენი ცივილიზაცია, ის რაც თქვენ
გახსოვთ, ანუ დაწყებული შუმერული და ეგვიპტური ცივილიზაციებით,
მიეკუთვნება მე-4 სტადიის მე-4 ნაწილს (ანუ მე-4 ტიპის დემიურგი
არსებების მმართველობის კალი იუგას). ანუ დედამიწის პრეცესიის
ციკლის ბოლო 6000 წლეულს...
მან პაუზა გააკეთა, რადგან ჩემი დაღლილობა იგრძნო.
- როდესაც დედამიწაზე უკვე საკმაოდ განვითარებული ცნობიერების
ადამიანები ცხოვრობდნენ, ანუ კაცობრიობა სრულად „დაილექა“
მატერიალურ განზომილებაში, დედამიწაზე ჩამოვიდნენ მე-4 სტადიის
დემიურგი „ღმერთები“. ისინი სინამდვილეში არ არიან ღმერთები, არამედ
მე-5 განზომილების ევოლუციურად უფრო მაღლა მდგომი არსებები არიან,
რომლებსაც მენტალური ძალით ნატიფი და უხეში მატერიით მანიპულაცია
შეუძლიათ. მაგრამ მოდი დავუშვათ ეს ტერმინი („ღმერთები“), რადგან
თქვენ თვითონ უწოდებდით მათ ასე მთელი თქვენი ისტორიის მანძილზე.
ამ ღმერთებს უნდა დაეკავშირებინათ ადამიანებთან საკუთარი მენტალი
უკვე ყველაზე დაბალვიბრაციულ ანუ უხეშმატერიალურ განზომილებაში.
ამისთვის ისინი უნდა დაბადებულიყვნენ ადამიანებად, შემდეგ მოეხდინათ
ღმერთრეალიზაცია, მომკვდარიყვნენ, აღმდგარიყვნენ და თავისი თავით
გაედოთ „გზა“ ადამიანებისთვის სულიერი სამყაროსკენ. სწორედ ის
გზა, რომელიც ოსირისმა გადო და რომელიც იესომაც შექმნა... ეს მითი,

232
gnozisi

მოკლული და აღმდგარი ღმერთის, რომელიც სიკვდილ სიცოცხლეს, ორ


სამყაროს აკავშირებს, სწორედ ამას ნიშნავს...
მან პაუზა გააკეთა, რომ მე მისი ნათქვამი გამეაზრა... გონებაში
ვცდილობდი გამეხსენა, ვინმე ეზოთერიკოსს, ოკულტისტს ან
ალტერნატიული ისტორიის მიმდევარს თუ აქვს სადმე რამე მსგავსი
აღწერილი... მხოლოდ ბლავაცკაია მომაგონდა... ისიც თითქოს
განსხვავებულად...
მიქაელი:
- მაგრამ ეს პროცესი ძალიან რთულია... მოხდა ისე, რომ ამ არსებათა
ნაწილმა სხვა გეზი აირჩია. ადამიანად გაჩენა და ღმერთრეალიზაციის
მიღწევა ძალიან რთულია და საკუთარი თავის მსხვერპლად გაღებას
მოითხოვს... ბევრად უფრო მარტივია დარჩე „ღმერთად“, ადამიანთა
მოდგმისგან ისეთნაირი სოციუმი შექმნა, რომელიც დაფუძნებული
იქნება მონურ მენტალიტეტზე, რომელიც არც იოცნებებს „სიცოცხლის
ხეზე“ უკვდავების ნაყოფის მოპოვებაზე, რომელიც ფიზიკური სიკვდილის
მერე თაყვანისცემისა და ცოცხალ არსებათა მსხვერპლშეწირვით
გამოტყორცნილი ენერგიით მოგამარაგებს და რომელიც ადამიანებს
თავისნაირ მტაცებლებად ჩამოაყალიბებს, იმისთვის რომ მათ არც
მორალური, არც კარმული უფლება ჰქონდეთ რაიმე შეცვალონ. რადგან
როგორ გაამტყუნებ სხვას მტაცებლობისთვის, თუ შენ თვითონაც
ასეთი ხარ? აი, ასეთი ეშმაკური ხაფანგია! ამიტომ მოგიწოდებთ ხორცის
ჭამაზე უარის თქმას, სისხლიან მსხვერპლშეწირვებზე უარის თქმას,
ცოცხალი არსებებისთვის ზიანის მიყენებაზე უარის თქმას! ამით თქვენ

233
asklepiosi

მათ (არქონტულ დემიურგებს) მორალურ უფლებას წაართმევთ თქვენც


ასე მოგექცნენ, ხოლო მორალური უფლების წართმევა ნიშნავს კარმული
უფლების წართმევას! თქვენ თუ შეიცვლებით, ყველაფერი შეიცვლება
თქვენს გარშემო ისე, რომ ვერც იცნობთ გარემოს! ამ არსებებს
სიმბოლურად არქონტები ვუწოდეთ, რადგან ისინი თავისი შექმნილი
რეალობის სადარაჯოზე დგანან, რომ საკვები არ დაკარგონ. ასეთი ტიპის
არსებობა ითვლება დემონური ტიპის არსებობად...
...როდესაც ნაწილი ამ რასის სულიერად დაეცა და ეს ზემოხსენებული
არქონტული გზა აირჩია, მათ შექმნეს კულტები, რომლებიც იმეორებდნენ
ღმერთრეალიზებული ინდივიდუალობების თაყვანისცემის, ანუ გარკვეულ
ტალღაზე მსახური ღვთაებრივი ინდივიდუალობების (სილამაზის ღმერთი,
ნაყოფიერების და ას. შ) კულტებს. ანუ, როგორც უკვე იცი, დაცემული
„ანგელოზი“ იგივე ტალღაზე მუშაობს, რაც არადაცემული, მხოლოდ
მინუს ნიშნით, ანუ შთანთქმის და არა გამოსხივების პრინციპით, მიწიერი
ეგოს და არა სულის გაძლიერების პრინციპით. ყოველ ქალაქ-სახელწიფოს
თავისი „ღმერთი“ ჰყავდა. ეს ღმერთები ერთმანეთს ეცილებოდნენ
ძალაუფლებაში და მეტი თაყვანისმცემლის მოპოვებაში. 7 ვაჟის გაჩენის
დაპირება სწორედ იმისთვის იყო, რომ ადამიანები გამრავლებულიყვნენ
და მათ (არქონტებს) მეტი „საკვები“ მისცემოდათ. მათ საშინელი
ეგრეგორი შექმნეს, დაბალი ასტრალი, სადაც გარდაცვლილთა სულები
ბნელ და უჟმურ რეალობაში ატარებდნენ ილუზორულ არსებობას შემდეგ
განსხეულებამდე. არანაირი შესაძლებლობა სამსარიდან გასვლის არ
არსებობდა, თუ „ღმერთი“ თვითონ არ მოინდომებდა, მაგრამ მათ შორის

234
gnozisi

შეთანხმება არსებობდა, რომ მსგავსი პრეცედენტი არ მომხდარიყო,


გინდ გილგამეშის მსგავსი ყოფილიყო ეს ადამიანი, გინდ ნებისმიერი
სხვა. სწორედ მათი ბატონობის პერიოდში დიამეტრულად ამოყირავდა
დადებითი „ტალღაზე მომუშავე“ იერარქების რელიგიური კულტები,
რომლებიც გადაიქცა მსხვერპლშეწირვების და ორგიების რიტუალებად.
ანუ, ისეთ რიტუალებად, რომლებიც მიწიერ ეგოსთან აბამს ადამიანის
სულს და ასუსტებს სულთან მის კავშირს. როდესაც ეს „ღმერთები“,
თუ გინდ დაარქვი „ანგელოზები“, დაეცნენ, დედამიწის იმუნიტეტმა
დაიწყო მათი განდევნა, როგორც პარაზიტული არსებების, რადგან წინა
დემიურგი რასებიდან დედამიწის მატრიცაში კაცობრიობის ევოლუციის
სხვანაირი, დადებითი კოდები იყო ჩადებული. (ანუ დედამიწა არაა
დემონური ვიბრაციის პლანეტა). ამიტომ ამ არსებებს, რომლებსაც
ფიზიკური სხეულებიც ჰქონდათ და შესაბამის პირამიდებში/ნაგებობებში
ცხოვრობდნენ, გაუჭირდათ ფიზიკური არსებობა. მათ, როგორც უფრო
მაღალი განზომილებიდან მოსულ არსებებს სჭირდებოდათ სხვანაირი
მინერალური კომპოზიცია სხეულში, მათ შორის ოქროს შემცველობა
სისხლშიც და კანზეც. ისეთი მინერალური კომპოზიცია უნდა ჰქონოდათ,
რომელიც უკეთ აღიქვამდა ელექტრო-მაგნიტურ ტალღებს და შედეგად
მათი „მესამე თვალი“ უფრო აქტიური ექნებოდათ. ოქრო ყველაზე
მაღალვიბრაციული მეტალია და ძალიან მაღალ ნატიფ ენერგიებს
ატარებს. ადამიანების ჩაციკვლა ოქროზე, არ არის განპირობებული,
მხოლოდ იმით, რომ ეს მეტალი ლამაზი, ბრჭყვიალა და იშვიათია. ეს
მათგან დატოვებული მემკვიდრეობაა. მათ ის ძალიან სჭირდებოდათ.

235
asklepiosi

ოქრო, მათ გადარჩენაში ეხმარებოდათ... მაგრამ მათ უპირისპირდებოდნენ


სხვა, ამაღლებული რასების წარმომადგენლები (რომლებიც წინა
დემიურგულ სტადიებში იღებდნენ მონაწილეობას) და მათივე მოდგმის
არადაცემული ინდივიდუალობები. მათ შორის მეც ვიყავი და ახლაც ვარ.
ჩვენ შევქმენით ეგვიპტური ცივილიზაცია, ჩავუყარეთ მას საფუძვლები,
თუმცა ცალკეულ კულტებში პლუსი მალევე მინუსზე შეიცვალა.
თითქმის ყველა რელიგიას ჩაუყარა საფუძველი მაღალმა სულიერმა
იერარქმა და თითქმის ყველა შემთხვევაში მალევე მოხდა ამ რელიგიების
მიტაცება არქონტების მიერ (ასტრალ-მენტალური განზომილებიდან) და
გარდაქმნა ადამიანთა ცნობიერების მართვის/მანიპულაციის სისტემებად.
სწორედ ამიტომ ვცადეთ მონოთეისტური რელიგიის შემოტანა. როცა
„ინსტიტუციები“ სუსტდება, ერთპიროვნულმა მმართველობამ ქვეყანა
შეიძლება წესრიგში დააბრუნოს. იგივე ლოგიკით ჩვენ დაგავწყვიტეთ
მიგვემართა ადამიანთა ცნობიერება არა „ინსტიტუციებისკენ“, ანუ
ცალკეული ღმერთრეალიზებული არსებებისკენ (პოლითეიზმი), არამედ
მწვერვალისკენ - მამა-ღმერთისკენ. მაგრამ არქონტებმაც იგივე
გააკეთეს. ნელ-ნელა ქალაქ-სახელმწიფოების და თემის ღმერთებმა
დაიწყეს მამა-ღმერთის, ანუ შემოქმედი ღმერთის როლის შეთავსება. ასე
შეიქმნა არქონტული მონოთეისტური რელიგიები, ისე, რომ ადამიანები
ვერც ხვდებოდნენ როდის ხდებოდა პლუსის გადართვა მინუსზე...
დაპირისპირება „ღმერთებს შორის“, განსაკუთრებით ერთი და იგივე
მოდგმის ღმერთებს შორის, ვლინდება თითქმის ყველა ქვეყნის მითში,
მაგალითად: ენკი, რომელიც ადამიანებს ექომაგებოდა და ენლილი,

236
gnozisi

რომელიც მათ მონურად იქვემდებარებდა; პრომეთე და ზევსი, ოსირისი და


სეთი; კეცელკოატლი და ტესკატლიპოკა (თუ სწორედ გავიგე...) ყველგან
სადაც ასეთი წყვილი იკვეთება, ადამიანის მექომაგე ღმერთი შეთავსებით
სინათლის და სიბრძნის ღმერთია, როგორც ენკი, პრომეთე, ამირანი,
ოსირისი და სხვ. მათ ადამიანებთან ცოდნის ცეცხლი მიაქვთ, ისინი
თავადაც ადამიანებად იბადებიან, ამით მიწიერ განზომილებას ეჯაჭვებიან,
მრავალ ნაწილებად იხლიჩებიან (მითი ოსირისზე), რადგან თავის გენს
(ცნობიერების ნაპერწკალს) თესავენ და მხოლოდ ადამიანებთან ერთად
აღწევენ სრულ გათავისუფლებას და უკან, სულიერ განზომილებაში
გამარჯვებით დაბრუნებას.

ინტერნეტპოსტებიდან. მენტალური დემიურგია, ანუ ფიქრის


ძალით რეალობის მატერიალიზაცია

რეალობის უკეთესობისკენ შეცვლა (უფრო სწორედ საუკეთესო შესაძლო


ვერსიით გაშვება) ვადიმ ზელანდს აქვს ძალიან კარგად აღწერილი. ასევე
არსებობს რუსულად თარგმნილი ფილმი (იუთუბზე) Секрет
Секрет,, რომელიც ამ
თემაზეა. მე ჩემგან დავამატებდი, რომ ადამიანს, როგორც მენტალური სხეულის
მატარებელ არსებას, აქვს რეალობაზე ზემოქმედების უნარი. როდესაც მომავალს
წარმოიდგენ, თავდაპირველად ყალიბდება აზროფორმები მენტალურ ველში
(მე-4 ველი), შემდეგ ეს წარმოდგენა უნდა გაამყარო ემოციურად (მესამე ველი),

237
asklepiosi

რომ აზროფორმა დაილექოს უფრო მკვრივ ველში, ანუ ასტრალურში. შემდეგ


უნდა განიცადო შენი შექმნილი აზროფორმა ისე, თითქოს ეს უკვე მოხდა,
იმისთვის, რომ ასტრალური ველიდან აზროფორმა გამყარდეს ეთერულ ველში
(მოქმედების, ანუ მეორე ველი). შემდეგ ამუშავდებიან სტიქიები და საბოლოოდ
შენი წარმოსახვა მოახდენს მატერიალიზაციას ფიზიკურ რეალობაში (პირველი
ველი). ესეც მენტალური დემიურგიის ხელოვნებაა, რომლის სწავლა მოუწევს
კაცობრიობას. ერთადერთი, როდესაც ჩვენ ჩვენი სურვილების მატერიალიზაცია
გვინდა, ეს სურვილები ხშირად არ ემთხვევა ჩვენს სულიერ გეზს და უმაღლესი
მე-ს სურვილს. აქ არის სწორედ „ძაღლის თავი დამარხული”, რატომაც ეს
მატერიალიზაცია ხშირად ვერ ხერხდება. მაგალითად, „მინდა ვიყო მილიონერი“!
მილიონების წარმოსახვა და მატერიალიზაცია, არაფერს არ მოგვიტანს სულიერი
ევოლუციის გზაზე. ამიტომ უნდა გვქონდეს კავშირი ჩვენს უმაღლეს ტრიადასთან
(სულთან) და რეალურად ბრძანება იმისა, თუ რისი მატერიალიზაცია,
როგორი რეალობის გაშვება გვინდა, უნდა მოდიოდეს ზევიდან (მე-5, მე-6, მე-7
ველები), ანუ ჩვენი უმაღლესი მე-დან. ამისთვის ჩვენი გულის მოსმენა უნდა
ვისწავლოთ. ის შინაგანი ხმა, რომელსაც სინდისის ხმას, გულის ხმას ვუწოდებთ,
ის უნდა გვკარნახობდეს, რისი ხილვა გვსურს მომავალში - იმის, რომ დიდი
მატერიალური ქონების პატრონები გავხდეთ, თუ ლამაზი, ჯანმრთელი და
ბედნიერი საზოგადოება შევქმნათ, რომლის ჰარმონიული და სრულფასოვანი
ნაწილი ჩვენი ცხოვრებაც იქნება? ყველაფერს, რასაც მენტალური დემიურგიით
ვქმნით უნდა იყოს მშვენიერი და ამაღლებული, უტოპიურადაც რომ ჩანდეს,
რადგან ჯერ რეალობა ფორმირდება მენტალურ ველში, დანარჩენი კი მოგვყვება.
რამდენიმე მიზეზი, რატომაც შეიძლება ჩვენ მიერ წარმოსახულმა სიტუაციამ

238
gnozisi

ვერ მოახდინოს მატერიალიზება:


1. კარმა და შესაძლებლობათა კორიდორის შეზღუდვა. ანუ ის, რისი
მატერიალიზებაც გვსურს უნდა შესაძლებელი იყოს კარმულად და შესაბამისად
ეს რეალობის ვარიანტი უნდა არსებობდეს „შესაძლებლობათა კორიდორში“.
რა არის შესაძლებლობათა კორიდორი, ცოტა ფართო თემაა. ამაზე ადრეც მაქვს
პოსტი დადებული. შეგიძლიათ „ძებნაში“ ჩაწეროთ ეს სიტყვები, ან პირველ
წიგნში ნახოთ შესაბამისი თავები: „2018 წელი. 12 ივლისი. რა არის რეალობა?“
და „2018 წელი. 20 ივლისი. წერაქვი. დროის ციკლები“.
ციტატა წიგნიდან:
„მე:
- რაღაცას ვხედავ, რაც ერთგვარ მილს ჰგავს, რომელშიც ბევრი ხაზია
გატარებული, როგორც ტროსში მავთულები. ეს ხაზები მრავლად იტოტება,
მაგრამ ყველა ხაზ ი თავისივე განშტოებებით მაინც ამ მილის შიგნითაა
მოქცეული. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს ეს მილი?
მიქაელი:
- რეალობების „შესაძლებლობათა კორიდორს“! ხოლო თითოეული
ხაზი დრო/სივრცის კონტინუუმის ანუ რეალობის კონკრეტული ვარიანტია.
განშტოებებს ქმნის ამ ვარიანტიდან გამომავალი ვარიანტები, რადგან თითოეული
თავისუფალი ნების მქონე არსების გადაწყვეტილება რეალობას რაღაც
მიმართულებით ცვლის. მაგრამ ყველა ეს პარალელური რეალობა არ ცდება
„შესაძლებლობათა კორიდორს“. ის დრო/სივრცე, რომელიც თქვენ მიერ
წრფივად აღიქმება მოქცეულია „შესაძლებლობათა კორიდორში“, რომელიც
ამ წრფივობის პრინციპის უფრო დიდ ფრაქტალს წარმოადგენს და ზედა

239
asklepiosi

განზომილების არსებების მიერ აღქმადია. თქვენ მიერ აღიქმება მხოლოდ ქვედა,


უფრო მცირე ფრაქტალი, ანუ კონკრეტული დრო/სივრცის ხაზი (კონტინუუმი),
რომელშიც კონკრეტულად თქვენი დისკრეტული ცნობიერებაა მოთავსებული,
ანუ თქვენი ეს „ვარიანტი“ არსებობს...“

2. ქვეცნობიერი შიშები და ბლოკები, ანუ ის შინაგანი შეზღუდვები,


რომელსაც ადამიანის მიწიერი „მე“ გვიწესებს.
ეს არის დაურწმუნებლობა საკუთარ თავში. ის აზროვნების მანერა, რომელიც
წლების მანძილზე ხასიათშია გადასული. მაგალითად - ნეგატიურად აზროვნების
ჩვევა, მუდმივი წუწუნი, მუდმივი უკმაყოფილება. ბლოკები, როგორიცაა: „მე
ამას ვერ შევძლებ“, „მე ვინ მომცა ამის ბედი“. ასეთი დაბრკოლებები ასე თუ
ისე ყველას გვაქვს.

3. როცა უმაღლეს „მეს"ს არ უნდა წარმოსახული რეალობის რეალიზება


ეს ხდება მაშინ, როდესაც შენი სულისთვის ის შენი მიწიერი „მეს"
მოთხოვნილებები არაა სასურველი. მაგალითად უმაღლესმა „მემ" უნდა
გაიაროს რაღაც გამოცდილება, შეასრულოს კონკრეტული ცხოვრებისეული
მისია, ხოლო შენი მიწიერი „მე“ იმას თხოულობს, რაც მატერიალური
გადმოსახედიდან პრესტიჟული ან სასურველია. დავუშვათ, იურისტი ხარ და
კარგი კარიერის გაკეთების ვიზუალიზაციას აკეთებ. მაგრამ შენმა უმაღლესმა „მემ"
იცის, რომ ეს სულ არ გჭირდება, იმიტომ რომ შენი ნამდვილი მოწოდებაა იყო
ხელოვანი, მაგალითად, მხატვარი და სწორედ ამ ასპარეზზე უნდა შეასრულო ის
მისია, რისთვისაც განსხეულებაში მოხვედი! ასეთ შემთხვევაში გულის სიღრმეში

240
gnozisi

აუცილებლად იგრძნობ შენი სურვილის არაგულწრფელობას...


4. დაბალვიბრაციული მენტალის სისუსტე
ზოგადად ასე არაა, რომ რასაც წარმოვიდგენთ ყველაფერი მატერიალიზდება.
გარდა ზემოთჩამოთვლილი მიზეზებისა, დაბალვიბრაციული მენტალი (დაბალი
სულიერების ადამიანი) სუსტია მენტალური დემიურგიის სფეროში, მაშინ
როცა მაღალვიბრაციული მენტალის (მაღალი სულიერების) მქონე ადამიანის
ფიქრი შეიძლება მაშინვე მატერიალიზდეს. მაშინვე მომხდარი მატერიალიზაცია
შეიძლება ძალიან საინტერესო სახით მოვიდეს. ამის მაგალითი აღწერილი მაქვს
თავში „2018 წელი. 16 აპრილი. თაიგული (გნოზისი, ანუ ანგელოზის გული).“

ციტატა წიგნიდან:
„მიქაელი:
- როცა ადამიანის გონება პარალელურად ზეციერ განზომილებაშიც
თანაარსებობს, მას მუდმივი ნეტარების განცდა აქვს, რაც არ უნდა ხდებოდეს
გარშემო და მისი ცნობიერების ზეგავლენით გარემოც და ადამიანებიც
უკეთესობისკენ იცვლებიან! ხომ გახსოვს, რომ მაღალი ცნობიერება უფრო
ქმედუნარიანია და სულიერი განზომილებიდან ზემოქმედებს მატერიაზე.
ძლიერ ცნობიერებას მატერიის წამიერი გარდაქმნაც კი შეუძლია. სწორედ ასე
ახდენდა იესო სასწაულებს. ძლიერ ცნობიერებას მატერია ისევე მორჩილად
ექვემდებარება, როგორც მეთუნეს თიხა. ცნობიერების ამაღლებას სიბრძნეც
მოაქვს და სიყვარულის განცდაც უფრო ნატიფი და თავისუფალი ხდება.
გახსოვდეს, რომ ამ მდგომარეობას ადამიანმა სიცოცხლეშივე უნდა მიაღწიოს!
ეს ერთადერთი გზაა უბედურებისგან თავდასაღწევად...“

241
asklepiosi

ასეთი ძლიერი მენტალური დემიურგიის მაგალითებია იესოს მიერ


მოხდენილი სასწაულები და მისი სიტყვები „მდოგვის მარცვლისოდენა რწმენა
რომ გქონდეთ და უთხრათ ამ მთას: აქედან იქით გადადიო, იგი გადავა, და არაფერი
იქნება თქვენთვის შეუძლებელი”." [მათ. 21, 21].

5. დისციპლინის ნაკლებობა
როდესაც ადამიანს რეალურად ეზარება ვიზუალიზაციის და მედიტაციის
პრაქტიკა, ანუ მენტალური დისციპლინა. მიზანდასახულობა ნებისმიერი მიზნის
მიღწევის საშუალებაა.

6. ერთი კაცის მენტალის სისუსტე


მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ მენტალური დემიურგია არის
უფრო ქმედუნარიანი კოლექტიურ ცნობიერებაში, ანუ როდესაც ადამიანები
ერთად იკრიბებიან და ერთიან ვიზუალიზაციას ახდენენ. ამისთვის ჩვენ უნდა
გვესმოდეს, რომ ჩვენი სურვილები უნდა იყოს მიმართული არა ჩვენი
კონკრეტულ მიწიერი ეგოს დაკმაყოფილებაზ ე, არამედ უნდა ჯდებოდეს
საყოველთაო კეთილდღეობის იდეაში.

P. S. ისევ მაღალი თამასაა, მაგრამ ესაა მესამე, ანუ სულიერი გზა.


კომენტარებიდან::
კომენტარებიდან

M. Z.: მაქვს ასეთი ქვეცნობიერი პროგრამა თუ განცდა, არ ვიცი რა ვუწოდო,


თითქოს მატერიაში რეალიზაცია და სურვილების ასრულება ეწინააღმდეგება

242
gnozisi

სულიერ გზას. აი, თითქოს ეს რაღაც დაბალი დონეა და სამარცხვინო ამაზე


ბევრი ფიქრი და ზრუნვა, რეალობაში ხომ ესეც მედლის მხარეა და სულიერ
განვითარებასთან შეთანხმება იდეაში შესაძლებელია, თუმცა მე ასეთი განცდა მაქვს
და მგონია ეს მიშლის ხელს სასურველი ვარიანტის არჩევაში.

Imma: ჩვენი, როგორც ადამიანების დანიშნულებაა შინაგანი (სულიერი)


Imma Imma:
და გარეგანი (მატერიალური) რეალიზაცია. იმიტომ რომ ორმაგი ბუნება გვაქვს
- მატერიალური და სულიერი. შინაგანი არის, აი, რაც იომ იკითხა - უმაღლეს
„მესთან" ანუ სულთან კავშირის გამყარება, ისე, რომ უმაღლეს ნებას ვგრძნობდეთ
და მის შესაბამისად უკვე გარეგან (ანუ მატერიაში) რეალიზაციას ვახდენდეთ.
გარეგან რეალიზაციას ვერ გავექცევით, იმიტომ რომ ფიზიკურ რეალობაში
ვართ განსხეულებულები. უბრალოდ ამ რეალიზაციაზე ხელმძღვანელობა უნდა
მოდიოდეს ზევიდან, ანუ სულიდან. ვისაც გული საკმარისად წმინდა აქვს, იმას
ესმის „გულის ხმა”, „სინდისის ხმა”, რომელიც გკარნახობს საით უნდა წახვიდე,
რაში უნდა დააბანდო შენი ენერგია. ამ ხმის მოსმენა უნდა ვისწავლოთ. ამაში
კი გვეხმარება მედიტაცია (ანუ ყურადღების შებრუნება შიგნით) და ჭვრეტით
მდგომარეობაში ყოფნა, როცა მოცემულ მომენტში „მე ვარსებობ” აღქმას
ივითარებ და დამაკავშირებელი ხდები მატერიალური და სულიერი სამყაროების.
ასე რომ, მატერიალური რეალიზაცია არ ნიშნავს აუცილებლად მერკანტილური
სურვილების ასრულებას. ის შეიძლება ძალიან ამაღლებული და ადამიანების
და სულისთვის სასარგებლო იყოს.

243
asklepiosi

Sh.-ს პოსტი:
I. Sh.-ს
მსურს გამოვეხმაურო იმმას 140-ე პოსტს (მენტალურ დემიურგიაზე) და
დავწერო ჩემი კომენტარი მოცემულ საკითხთან დაკავშირებით.
ბოლო პერიოდში, ეზოთერიკის სივრცეში გამოჩნდა ისეთი სისტემები,
რომლებიც ადამიანებს ჰპირდებიან (ან ნაწილობრივ ჰპირდებიან) იმას, რომ
მოცემულ სისტემებზე დაუფლებით ადამიანი შეძლებს რეალობის სადავეების
ხელში აღებას და თავისთვის ნებისმიერი სასურველი რეალობის შექმნას.
რამდენად შეესაბამება და/ან არ შეესაბამება ეს სიმართლეს? და არის თუ ადამიანის
ბედნიერების გარანტი ის, რომ მან ნებისმიერი მომენტალური სურვილის
ასრულება შეძლოს? და ა. შ. და ა. შ. რჩება მრავალი პასუხგაუცემელი შეკითხვა.
შთაბეჭდილება მრჩება, რომ მსგავსი სისტემები, რომლებიც დღესდღეობით
უკვე მრავლადაა და ახლებიც იქმნებიან, არიან ძალიან ეგოისტურნი და
„ემსახურებიან“ კონკრეტული ადამიანების კეთილდღეობას (ასე თვლიან თავად).
კარმის და პასუხისმგებლობის ცნებებმა პოპულარობა დაკარგეს თანამედროვე
ეზოთერიკაში. ამას დაემატა ის ბუნდოვანი იდეები იმის შესახებ, რომ თითქოსდა
„კვანტური ფიზიკის თანახმად, ყველა ადამიანს შეუძლია რეალობის მართვა“.
მოკლედ, დღესდღეობით ეზოთერიკით გატაცებული ადამიანების უმეტესობის
მიზანია პირადი სურვილების ასრულება (გამოყენებითი ეზოთერიკა), და
იშვიათად თუ შევხვდებით ადამიანებს, რომლებიც პასუხისმგებლობას გრძნობენ
სამყაროს წინაშე და კარმულ კანონებსაც ცნობენ, როგორც ევოლუციის ერთ-
ერთ საშუალებას. მოცემული ეზოთერული ეგოისტური სისტემები, რომელთა
სახელებსაც განგებ არ დავაკონკრეტებ, ნაწილობრივ მუშაობენ, მაგრამ,
ნაწილობრივ - არა. იმისათვის, რომ გავარკვიოთ, თუ რატომ არ მუშაობს

244
gnozisi

ყოველთვის ვიზუალიზაციის ან/და განზრახვის ტექნიკა (ან თუნდაც სხვა


ტექნიკები), აუცილებელია რეალობას შევხედოთ უფრო მასშტაბურად. კერძოდ,
გავერკვეთ იმაში, თუ რა არის სამყაროს ძირითადი დანიშნულება, კანონები, რა
არის ევოლუცია, რა არის კაცობრიობის დანიშნულება და ა. შ. ამ ყოველივეზე
პასუხის გაცემის მერე მოცემულ ეზოთერულ სისტემებსაც მიეცემათ თავიანთი
ადგილი. მაგრამ, მანამდე ისინი დარჩებიან სისტემებად, რომლებიც ქადაგებენ
ილუზიას იმის შესახებ, რომ „ყველა ადამიანს შეუძლია ყველაფრის მიღწევა და
არავინაა პასუხისმგებელი სხვა ადამიანებზე და ზოგადად - დანარჩენ სამყაროზე“.
ერთ-ერთი ძირითადი ილუზია, რაც საგრძნობლად (ან ფარულად მაინც)
შეიმჩნევა ზოგიერთ ასეთ სისტემაში, არის ის, რომ მათ თანახმად ადამიანი არის
უმაღლესი არსება, რომლის თავისუფლებასაც საზღვარი არ აქვს, და მისი
ვარიანტთა სივრცეში გადაადგილების თავისუფლებას ზღუდავს მხოლოდ და
მხოლოდ ის ქვეცნობიერი ფონი, რაც მას მოჰყვება ე. წ. „წარსულიდან“, ანუ
უმდაბლესი „მედან". მაგრამ, რატომ ეს სისტემები არაფერს საუბრობენ იმაზე,
რომ ადამიანს ზღუდავს არა მარტო ქვეცნობიერი, არამედ ზეცნობიერიც -
უმაღლესი „მე“, რომელსაც განსაზღვრული აქვს ადამიანისთვის გზა (მისია).
ცხადია, „მეს" ევოლუციის ტრაექტორიაზე ადამიანს უკავია შუალედური
ადგილი, ანუ ის ადგილი, როდესაც ცოცხალ არსებას აქვს თავისუფალი ნება.
და მაინც, უმაღლესი „მე“ ზრუნავს თავის თავისუფალ „მეზე" და ეს ზრუნვა
გარკვეულ შეზღუდვებშიც გამოიხატება.
ამრიგად, ადამიანის თავისუფლებას ზღუდავს როგორც მისი უმდაბლესი
პროგრამები, ასევე, უმაღლესი პროგრამები. ზოგიერთი ადამიანისთვის
მიუღებელია ე. წ. უმაღლესი „მეს" არსებობა (უმდაბლესი „მეს" არსებობას,

245
asklepiosi

როგორც იქნა, უკვე ყველა აღიარებს), რომელიც თავის დაბალ „მეზე" (ანუ
თავად მასზე) ზრუნავს და აპროგრამებს მის რეალობას მისივე ევოლუციისთვის.
ეს მიუღებლობა ბუნებრივიცაა ადამიანისთვის, რადგან იმისთვის არის ადამიანი,
რომ თავიდან ბოლომდე გაისიგრძეგანოს თავისუფლების გემო! ეს აუცილებელი
და გარდაუვალია! სანამ გააცნობიერებდა თავის თავს, ცოცხალი არსება არ
იყო თავისუფალი, ის სამყაროს კანონებით არსებობდა. ადამიანი აცნობიერებს
თავის თავს და აქვს თავისუფლების განცდა. თუმცა, რაღაც ეტაპზე, ის კვლავ
უნდა დაუბრუნდეს სამყაროს, მხოლოდ უკვე გაცნობიერებულად, ესე იგი,
თავისი ნებით „ჩააბაროს“ და „გადააბაროს“ თავისი ნება თავის უმაღლეს „მეს"
და სამყაროს ბუნებრივ კანონებს (რომელთაც არც არასდროს დაშორებულა,
მხოლოდ დროებითი ილუზია ჰქონდა ამის).
როგორც ხედავთ, ვარიანტთა სივრცე არსებობს და თავისუფლებაც არსებობს.
მაგრამ, ასევე არსებობს შეზღუდვებიც ვარიანტთა სივრცეში (რასაც „მატრიცასაც“
უწოდებენ), რომლებიც დაკავშირებულია მრავალ ფაქტორთან. მათ შორის
არიან - ეგრეგორები, ადამიანის უმდაბლესი „მე“ (ქვეცნობიერი პროგრამები),
ადამიანის უმაღლესი „მე“ (ზეცნობიერი პროგრამები, ანუ ადამიანის ჭეშმარიტი
სურვილები), და სხვა მრავალი. ასევე, შეზღუდვები დაკავშირებულია სუფთად
ფიზიკურ მოვლენებთან, როგორიცაა, მაგალითად, ენერგიის ნაკლებობა ადამიანში.
თუ დავწერთ ე. წ. „რეალობის მოძრაობის განტოლებას“, მაშინ ის ძალები,
რომლებიც განსაზღვრავენ რეალობის მიმართულებას (რაც თითოეული
ადამიანისთვის და არსებისთვის ინდივიდუალურია), არიან სწორედ ზემოთ
ჩამოთვლილი ფაქტორები. როგორც ხედავთ, რეალობის კანონები მხოლოდ
იმით განსხვავდება ნიუტონისეული ფიზიკისგან, რომ სხვაგვარი ინტერპრეტაცია

246
gnozisi

ეძლევათ ძალებს და მოძრაობას (ეს ფრაქტალურობის გამოვლენაა).

Imma Imma: ეს აზრები ეზოთერიკოსებში იმიტომ ტრიალებს, ზოგი


ასეთი სახით და ზოგი ისეთი, რომ ეს აზროფორმები, ანუ იდეები უკვე არის
პლანეტარულ მენტალურ ველში ჩანერგილი და ადამიანებს თავისით ებადებათ
ეგ აზრები თავში. რეალურად, როგორც ლოკატორებით, ისე იღებენ ამ იდეებს.
ასე ხდება ხოლმე. ერთბაშად იწყებს ხალხი ერთნაირი იდეების გენერირებას,
უფრო სწორედ მიღებას იმ იდეების, რომლებიც ესე ვთქვათ „ჰაერში ტრიალებს”.
უბრალოდ ყველა ადამიანი ცოტა თავისებურ ინტერპრეტაციას უკეთებს თავისი
ცნობიერების დონიდან და წარმოდგენებიდან გამომდინარე. ასე ხდება ხოლმე. ჯერ
გამრუდებულად შემოდის ეს იდეები, მაგრამ მერე გაიწმინდება და ჩამოყალიბდება
ერთიან ლოგიკურ სისტემად.

ჩემი საპასუხო პოსტი:


მინდა გამოვეხმაურო ი. შ.-ს პოსტს და დავდო გაგრძელება „მენტალურ
დემიურგიაზე”, რომლის დადებას ჯერ არ ვაპირებდი, რადგან ახალი წიგნიდანაა
და ჯერ ქრონოლოგიურად არ მივადექი, მაგრამ რახან მის ნაწერში სწორი
და საინტერესო აზრები დავინახე, მინდა დავუდასტურო თვითონ მიქაელის
სიტყვებით. თან ცოტა ოპტიმისტურ ნოტას შემოვიტან ჩვენს მომავალთან
დაკავშირებით. აზრი ის არის, რომ დედამიწა არის ერთიანი ცოცხალი ორგანიზმი,
ხოლო ჩვენ, როგორც ნეირონები (ტვინის უჯრედები) ვართ, რადგან ჩვენ
ვქმნით მენტალურ პლანეტარულ ველს. ამიტომ ჩვენი მოქმედებები უნდა
იყოს სინქრონიზებული და მართული სულიდან და იმავდროულად უნდა

247
asklepiosi

ვინარჩუნებდეთ ინდივიდუალობას. შეიძლება ცოტა რთულია ამის გაგება, მაგრამ


მენტალური დემიურგია სულ სხვა დონეზე გადავა, ამას თუ გავაცნობიერებთ და
მივაღწევთ. და თვითონ პლანეტა გადავა სხვა დონეზე.

2020 წელი. 7 აგვისტო. წერაქვი. მენტალური დემიურგია.


მედიტაცია - სიცოცხლის ხე

მიქაელი:
- მინდა ის კომენტარი იპოვო... გულთან დაკავშირებით...
მე მივხვდი რომელსაც გულისხმობდა, მაგრამ ის თითქოს არ იყო
გულთან დაკავშირებით. სხვა რამეზე იყო...
„მ.:
ნეტა რას საქმიანობენ ანგელოზები, გარდა იმისა, რომ დაცემულები
მუდმივად იმას ფიქრობენ, ადამიანებს და ზოგადად სამყაროს როგორ
ავნონ, კეთილები კი ამის გამოსწორებაში იხარჯებიან, ანუ ჩვენ ვართ
სამყაროს ,,ცენტრი,,? მე მგონი ძალიან დებილური შეკითხვა დავსვი
და ამ პოტისთვის შეუსაბამო.“
მე:
- ერთ-ერთმა „ჭკუის კოლოფმა“ დაუწერა, როგორი სულელური
კითხვაცაა, ისეთივეა პასუხიცო... - გამეცინა მე იმ ადამიანის კომენტარის
გახსენებაზე.

248
gnozisi

მიქაელი:
- სულელური კი არა, ძალიან მნიშვნელოვანი აზრია... „ცენტრია“
თუ არა ადამიანი? ადამიანები მართლა ყველაფრის შუაში ხართ, ამ
სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით... მე-4 რგოლი 7-ობით ფრაქტალში
დამაკავშირებელია ქვედა სამ მატერიალურ და ზედა სამ სულიერ
ფაქტორთან, ამიტომ თქვენით იკვეთება სულიერი და მატერიალური
სფეროები. ამიტომაც არის მთელი დედამიწის „დრამა“ თქვენზე
რომ გადის. როგორც გულის ჩაკრაა დამაკავშირებელი ქვედა სამი
მიწიერი ჩაკრისა და ზედა სამი სულიერის. ამიტომაა გული ყველაზე
მნიშვნელოვანი, მიუხედავად იმისა, რომ მე-5, მე-6 და მე-7 ჩაკრები
უფრო მაღალვიბრაციულია. სწორედ ამიტომაა, რომ იოგები, ბერები
გულზე ახდენენ კონცენტრაციას და გულის გაწმენდაზე მუშაობენ. თუ
გული გახსნილი და გაწმენდილი გაქვს, ზედა ჩაკრებიც (მესამე თვალი)
მაღალვიბრაციულ განზომილებებზე გავა. თუ გულის არე დაბინდულია
და მესამე თვალი გაიხსნა, ხედვა დაბალ ასტრალზე გავა და შემაწუხებელ
გამოცდილებას მიიღებ... ამიტომ გული გადამწყვეტია. დედამიწის
რეალობისთვის კი ადამიანია გადამწყვეტი, იმიტომ რომ თქვენ ხართ
პლანეტის გული, მეოთხე განზომილების არსებები!
მან ჩემი ფიქრები რამდენიმე დღის წინ ნანახი სიზმრისკენ მიმართა,
რომელიც ძალიან მოკლე, მაგრამ ძალიან ემოციური იყო... იმდენად
ვერაფერი დავინახე, რამდენადაც ვიგრძენი...
ვიგრძენი, რომ ჩემში დედა-მიწიერის ენერგიაც გადიოდა და მამა-
ზეციერისაც და თითქოს ვიღაცას ვუთხარი: „რა კარგია, როცა დედაც

249
asklepiosi

გყავს და მამაც“... ოღონდ ბიოლოგიურ მშობლებს არ ვგულისხმობდი და


მეც არ ვიყავი, ერთი ადამიანი... თითქოს ადამიანთა კრებითი სახე ვიყავი...

მიქაელი:
- გაიხსენე რას გასწავლიდი ჩემს სამყოფელში...
მე დავიბენი, რადგან ვერაფრით ვიხსენებდი... არც ის მახსოვდა ძილის
დროს მის სამყოფელში თუ ვიყავი. მაგრამ ეს დღეები სულ ერთი და
იგივე აზრები მომდიოდა თავში, და რატომღაც სულ იმის ვიზუალიზაციას
ვაკეთებდი, თითქოს ფეხებიდან ჩემს სხეულში შემოედინება დედამიწა/
მთვარის ენერგია. თითქოს ხე ვარ, ხოლო ჩემი ფეხები ფესვებია...
ამ ენერგიას ძალიან მკაფიო, მანათობელ სუბსტანციად აღვიქვამდი,
რომელიც როგორც მბზინავი, გაცისკროვნებული სითხე ისე ავსებდა
ჩემს სხეულს ქვევიდან ზემოთ... შემდეგ ზევიდან, კინკრიხოდან იწყებდა
დაბლა სულის/მზის ენერგია ჩამოსვლას და ზევიდან ქვევით ავსებდა ჩემს
სხეულს ასეთივე ნათელი ენერგიით...
მიქაელმა მანიშნა, რომ მედიტაციის პოზაში დავმჯდარიყავი... ხელის
მტევნები ზევითკენ უბრალოდ გავშალე და თვალები დავხუჭე... ისევ
ის წარმოვიდგინე, რაც მიქაელმა, როგორც ჩანს ძილში მასწავლა...
ჯერ წარმოსახვაში ცოტა მოვშორდი დედამიწის ზედაპირს, რადგან
დედამიწას, როგორც სიბრტყეს, ჩემ ქვევით ვხედავდი... ჩემი სხეულის
ქვედა ნაწილი დედამიწას დავუკავშირე და უეცრად ვიგრძენი მისგან
მომავალი დედობრივი სიყვარული... იმდენად ძლიერი, მზრუნველი და
თბილი, რომ ახლაც, როდესაც ამ სტრიქონებს ვწერ, ცრემლები მადგება...

250
gnozisi

ამ გრძნობით ყველა იმ დედის გული იყო გაერთიანებული, რომელიც


ოდესმე დაბადებულა და მათთან ყველასთან სინქრონში ძგერდა ერთიანი,
ძლიერი, მოსიყვარულე დედამიწა... ყველა ადამიანი ვიღაც დედის
შვილია, ვიღაცის გაჩენილია, და ამ დედის გულებით ჩვენს დედამიწას
ჩვენც ვუყვარვართ... ამ დროს პირველად ვიგრძენი ღმერთის ქალური
იპოსტასის, „დიდი დედის“ ჭეშმარიტი არსი... მისი ღვთაებრივი ბუნება...
ისევ დაიწყო ჩემ თვალწინ მრავალსაუკუნოვანმა კულტებმა კადრებივით
მონაცვლეობა... იზიდა, იშთარი, ინანა, მარიამი... ჩვენს დიდებულ დედას
ამ ყველას დიდი გულით ვუყვარდი მე, მისი შვილი, ადამიანი... მისმა
ენერგიამ, მაცოცხლებელმა, მზრუნველმა და მკვებავმა ძალამ გამავსო
და უეცრად ვიგრძენი, რომ ზევიდან „მამამ“ გადმომხედა... მის სახეს
თავიდან მამაჩემის სახე ჰქონდა... ისევ ვიგრძენი ჩემი თავი პატარა
გოგოდ, რომელიც მამის ზურგს ამოფარებული ყველაფრისგან დაცულად
და მყუდროდ გრძნობს თავს... მამის ენერგია ჩამოვიდა ჩემში და ზედა
ჩაკრებიდან ქვედაში დაიწყო დენა... ჩემ პირდაპირ მიქაელი იდგა... მე
დახუჭული თვალებიდან ცრემლები მომდიოდა და ლოყებს მისველებდა...
უეცრად ვიგრძენი, რომ ქვევიდან ამომავალი ნაკადი გულის არეში
შეხვდა ზევიდან ჩამომავალს და მაშინვე იქიდან გამოიტყორცნა თეთრი,
ერთმანეთის მონაცვლე წრიული ტალღები! ამ ორმა ნაკადმა გულიდან
გამოსხივება შექმნა!
- გახსენი გული!.. - მითხრა მიქაელმა, - ბოლომდე გახსენი და
შემოქმედება დაიწყე! შექმენი! შემოქმედება არა თავიდან, არამედ
გულიდან მოდის! ოღონდ ცნობიერება მომავალში მიმართე და შექმენი

251
asklepiosi

ის რეალობა, რომელიც გინდა რომ აწმყოში მიიღო...


ვინაიდან მე აღარ ვიყავი „მე“, არამედ სიცოცხლის ხედ ვიქეცი,
რომელიც ცას და მიწას აერთიანებდა, დედის და მამის ნაკადებიდან უნდა
დამებადა შვილი - ნაყოფი! ჩვენი სამყარო... ჩვენი რეალობა, ჰარმონიული,
ამაღლებული, ისეთი, რომელიც ყველა ძალას აბალანსებს და ცხოვრების
ყველა ასპექტი ჰარმონიაში მოჰყავს...
- იმ ენერგიას, რომელსაც ახლა შენ გულიდან ასხივებ, შენ ეთერის
უკიდეგანო სივრცეში უშვებ, - გააგრძელა მიქაელმა, - ეს უსასრულო
შესაძლებლობების შემოქმედი სივრცეა, საიდაც „სამყაროსეული
წყლებიდან“ კრისტალდება მატერია... წარმოიდგინე სახე-ხატები,
შექმენი აზროფორმები... ოღონდ წარსულს ნუ იხსენებ... მომავალში უნდა
გქონდეს ფოკუსი გაკეთებული, სწორედ იქიდან მოვა ახალი სამყარო...
წარსულიდან, მხოლოდ იმავეს აღწარმოებას მოახერხებ.
მე შევეცადე ფანტაზიით შემექმნა მშვენიერი ბუნება, ბედნიერი
ადამიანები, ლამაზი სახლები... მაგრამ მიქაელისგან ვიგრძენი, რომ ეს
ის არაა...
- რადგან მენტალური დემიურგიის სწავლა გინდათ, - განაგრძო მან,
- და ფიქრის ძალით მომავლის რეალიზება, მაშინ ისე უნდა იმოქმედოთ,
როგორც დემიურგი არსებები იქცევიან. ამ სამყაროს თავისი კანონები აქვს,
თავისი მატრიცული ალგორითმები, რომლებიც უფრო ზედა სულიერმა
იერარქებმა დაადგინეს. თქვენი მენტალური დემიურგია ამ ქარგას უნდა
მიუყვებოდეს. რასაც შენ ახლა აკეთებ, ეს არის სახე-ხატების აღწარმოება
წარსულიდან... შენ იღებ იმას, რაც შეგხვედრია ცხოვრებაში და ყველაზე

252
gnozisi

სწორედ და ლამაზად მიგაჩნია, მაგრამ ასე გამორჩევით და ქაოსურად არ


შეიძლება...
თავიდან ჩავთვალე, რომ მას უნდა იმ ემოციების გამოსხივება,
რომელიც იმ მომენტში ავსებდა მთელ ჩემს არსებას:
- სიყვარული! - შევიგრძენი სიყვარული, ვთქვი და გამოვასხივე!
- სიხარული! - გული სიხარულით ამევსო და გამოვასხივე!
- ნეტარება! - ვთქვი და ბედნიერების ტალღა გამოვუშვი...
მიქაელი გამიღიმა და მშვიდად მითხრა:
- ამ ემოციებით, შენ ტალღებს „ბუნება“, ანუ გარკვეული სიხშირე
მიანიჭე, მაგრამ არ დაგავიწყდეს, რომ შენ შემოქმედებითი პროცესი უნდა
განახორციელო, ის კი სამყაროს მატრიცის კანონებს უნდა მიუსადაგო. შენ
ახლა 7-ობითი ფრაქტალი ხარ, სიცოცხლის ხე... შენ აერთიანებ ქვედა სამ
„მიწიერ“ გამოვლინებას ზედა 3 „სულიერ“ გამოვლინებასთან, ამიტომ
გულიდან გამოტყორცნილი „შვილი“ ამ 7-ის ჰარმონიული შეერთებით,
იდეალური ნაყოფის სახით უნდა შექმნა! ჯერ გამოტყორცნილ ტალღებს
საჭირო ვიბრაცია მიანიჭე... ვიცი რომ დედის და მამის ემოციებს ასხივებ,
მაგრამ მეტ სპექტრად დაშალე ეს პირველადი თეთრი სინათლე... ზევიდან
დაიწყე და ქვევითკენ ჩამოდი... ჯერ მამის პრინციპები გაატარე...
თითქოს მივუხვდი რაც უნდოდა... ვიცოდი, რომ პირველწყარო თვითონ
7 სხივად იშლება, როცა ელოჰიმებს (შემოქმედ ძალებს) წარმოქმნის...
ვიცოდი, რომ ჯერ მზის/სულის პრინციპები უნდა გამეტარებინა და
გულიდან გამოტყორცნილ ტალღებს სხივები ინტუიციით შევურჩიე.
- მე-7 დონე... - გავიფიქრე ჩემთვის და აზრები თავისით წამოვიდა,

253
asklepiosi

- მე ვარსებობ... - ვთქვი და გამოვასხივე... წარმოვიდგინე, რომ ვარ


პირველწყარო ყველაფრის, რაც ოდესმე არსებობს ან იარსებებს...
უსასრულო ყველაფრის და არაფრის მომცველი აბსოლუტური გონი...
მე და მამა ერთნი ვართ... იმიტომ რომ მე ის ვარ, ხოლო ის მე! ჩემი
ცნობიერება მარადიულ უსასრულობას შეერწყა და საკუთარი არსებობა
აღიქვა...
- მე-6 დონე... მე ვიცი!... - ვთქვი და გამოვასხივე... იმიტომ რომ
მე, სიცოცხლის ხე, ვცნობდი და ვხედავდი სამყაროს, რომელიც ჩემგან
გარეთ გამოიტყორცნებოდა... ჩემში სრული სიბრძნე და ყველაფრის
ცოდნა იკვეთებოდა... მე მირიადი ხელი მქონდა, ჩემი ვარჯი უსასრულოდ
იტოტებოდა და ყველაფერს სწვდებოდა.. ყოველი ტოტი... ყველა ხელი
შემოქმედი იყო...
- მე-5 დონე, მე ვქმნი!.. - და ამ ტალღით ჩემი შემოქმედება
ამოძრავდა... ადუღდა სამყაროსეული ოკეანე, დაიძრნენ სტიქიები,
აბობოქრდა ეთერული სივრცე... აქაფდა მსოფლიო წყლების მოსარკული
ზედაპირი...
- მე-4, მე მიყვარს... - და ჩემი გულიდან გამოსხივდა სიყვარულის
ტალღა ყველას და ყველაფრის მიმართ... არ არსებობდა ვინმე ან რამე,
რასაც ის ვერ მოიცავდა... არ არსებობდა ბოროტი ან კეთილი, მტერი
ან მოყვარე, დაბალი ან მაღალი... ყველა და ყველაფერი, რაც ოდესმე
იყო ან იარსებებდა, ამ სრულყოფილი ენერგიის სინათლეში ჩაინთქა...
ამიერიდან, ამ ძალას ვეღარაფერი დაუსხლტება... ეს ის ტალღა იყო,
გამაერთიანებელი ველი, რომელიც ყველაფერს უმაღლესი ჰარმონიით

254
gnozisi

აკავშირებს... ეს ის მომენტი იყო, როდესაც შენ ხარ სიცოცხლის ხე, დროსა


და სივრცისგან განზე მდგომი... შენ დგახარ სამყაროს ოკეანის წყლებში,
საიდანაც შენი ფესვები საზრდოობენ, ხოლო ტოტები ნაყოფს ისხამენ,
მარადიულ ცოცხალ ნეტარებაში...
- მე-3, მე ცოცხალი ვარ... - და მე შევიგრძენი დედამიწასთან
კავშირით გამოვლენილი მიწიერი სიცოცხლის ღვთითბოძებული ძღვენი...
ჩვენი ხორცშესხმულ არსებად მოვლინება, სიცოცხლე, რომელსაც თან
არ ვაფასებთ და თან ასე დაჟინებით ვებღაუჭებით...
- მე-2, მე ვაერთიანებ ცას და მიწას! - ისევ ვიგრძენი სამყაროს
დუალობის ჰარმონიული შერწყმა ჩემში... ოღონდ უფრო მიწიერად, უფრო
მყარად... როგორც ქალი და კაცი, დღე და ღამე, შავი და თეთრი... ორი
საპირისპიროს მუდმივი გადადინება და ურთიერთშევსება...
- 1-ლი, მე ვავლენ თავს... - და ჩემი ფესვები უკვე მყარზე იდგნენ
დედამიწის სხეულში ჩაფლულნი... მამის ენერგია დაილექა აბსტრაქტული
შესაძლებლობების ოკეანიდან დედამიწის მყარ ფორმებში...
მიქაელმა შემდეგი მინიშნება მომცა:
- ახლა ის მყარი ფორმები უნდა შექმნა, რომელზეც გაჩერდი. უნდა
შექმნა 4-ობითი მიწიერი ტეტრადის 3-ობით ზეციურ ტრიადასთან
კავშირით!... ქვევიდან ზევით ამოძრავე ტალღები და დედის პრინციპები
გაატარე!..
მე მივხვდი, რასაც გულისხმობდა... ახლა უკვე დედამიწის
პლანეტარული ველების ჰარმონიზაცია უნდა მომხდარიყო რეალური
სახე-ხატებით.

255
asklepiosi

- 1-ლი. დაე, იყოს მშვენიერება და ჰარმონია ბუნებაში... დაე,


ამაღლდნენ მთები და დადაბლდნენ დაბლობები, დაისეროს და
დაიტბოროს დედამიწის სხეული წყალუხვი მდინარეებით, კრისტალური
ტბებით, ლაჟვარდოვანი ზღვებითა და ოკეანეებით... დაე, აივსოს სივრცე
მთის ბროლივით წკრიალა ჰაერით, რომელიც სიცოცხლეს შთაბერავს
ყოველივე ცოცხალს, მისმა ნაკადებმა ამოძრაონ ღრუბლები ცაზე და
ტალღები ზღვაზე... დაე, ჰარმონიაში მიმოიქცეს უსულო ბუნების ყოველი
მოძრაობა, ყოველმა მისმა გამოვლინებამ სრულყოფილი სილამაზის
ფორმები შექმნას!... - მე დავინახე ცა და მიწა, ოკეანეები, კლდეები და
მთები... ყველაფერი ის, რასაც ნაჩვევი ვართ, მაგრამ ამაში „ზევიდან
ჩამოსული ტალღებით“ უდიდესი ჰარმონიის და სრულყოფილების კოდები
იყო ჩადებული...
- მე-2. დაე, იყოს სრულყოფილი „მცენარეთა“ სამყარო! - და ჩემ
თვალწინ გადაიშალნენ ველები, გადამწვანდნენ ტყეები, აბიბინდნენ
ყანები... სიცოცხლე გაიფურჩქნა დედის სხეულზე და ულამაზესი,
ძვირფასი სამკაულივით შეამკო მისი შიშველი სხეული ყვავილებით
დაქარგული მწვანე სამოსით...
- მე-3. დაე, „ცხოველთა“ სამყარო იყოს სრულყოფილი და
თანაარსებობდეს ბედნიერებაში, ძალადობისა და ტანჯვის გარეშე... - არ
ვიცი, როგორაა ეს შესაძლებელია, მაგრამ მე ამ შემოქმედებით ფენაში
ასეთი კოდი ჩავდე...
- მე-4. და ბოლოს, დაე, იყოს „ადამიანი“ დამაკავშირებელი ცისა და
მიწის... იყოს ის, ვინც დედის სხეულზე ცხოვრობს და ღმერთის წინაშე

256
gnozisi

დადის... ის, ვინც დედის გულია და ღმერთის შვილი!...


- მე-5. დაე, ჩვენი სულები იზრდებოდნენ და მდიდრდებოდნენ
დედამიწის გამოცდილებით, ხოლო ჩვენი სულიერი ძმები, ანგელოზთა
დასი, გვეხმარებოდნენ და გვიძღვებოდნენ ამ განვითარებაში, - მე
წარმოვიდგინე სულიერ არსებათა დასი, რომელიც ადამიანებთან ცოცხალ
კავშირშია და ყოველი მათგანი თავისი მსახურებით პირველწყაროს ნებას
ატარებს...
- მე-6. დაე, ქრისტეს ცნობიერებამ გაგვაერთიანოს ადამიანები
ღმერთის შვილის ერთიან ცოცხალ სხეულად! - და მე დავინახე,
რომ ჩვენ ყველანი ერთმანეთს ვგრძნობთ, ერთმანეთზე ვზრუნავთ და
ერთმანეთის საჭიროებას ვითვალისწინებთ... აღარაა მტაცებლური
მითვისება დედამიწის სიკეთეების... აღარ არიან მდიდრები და ღარიბები,
გაჭირვებულები და ავადმყოფები, დაჩაგრულები და მჩაგვრელები...
ადამიანები ყველა თავისი შესაძლებლობით და თავის უნარების
შესაბამისად საქმიანობს ერთმანეთისთვის, დედამიწისთვის და მამა
ღმერთისთვის...
- მე-7. დაე, ღმერთი, უზენაესი, სამყაროს შემოქმედი გონი იყოს ჩვენი
მიმმართველი ყველაფერში რასაც ვფიქრობთ, ვგრძნობთ და ვაკეთებთ!...
მე გავჩუმდი... ტალღები ჩემი გულიდან სხვადასხვა ფრად ელვა-
რებდნენ და ალმაცერ სხივებს აქეთ-იქით ისროდნენ. თითქოს ბოლო არ
უჩანდა მათ რბოლას... წამით მიქაელს შევხედე და ალბათ მომეჩვენა...
მომეჩვენა, რადგან ადამიანი რომ ყოფილიყო, მის თვალებში ცრემლის
ბზინვარებას შევამჩნევდი... იმიტომ რომ მათში ყველაფერი იყო! სიამაყე,

257
asklepiosi

სიხარული, სითბო, სიყვარული, მზრუნველობა... მისი სახე იმდენზე


მეტყველებდა, რომ წამით დამავიწყდა რას ვაკეთებდი, რისთვის ვიყავი
აქ და მომინდა მეთქვა, რომ ის, ჩემი ძვირფასი მასწავლებელი, ისე ბევრს
ნიშნავს ჩემთვის, რომ სიტყვები არ მეყოფა ამის გადმოსაცემად... მის
მიმართ უდიდესი მადლიერება ვიგრძენი და ისევ მომინდა ყველაფერი
რასაც ვაკეთებდი, მისთვის მეჩუქებინა...
- უთხარი, მათ ვისაც შენ ჩემს ნასწავლს გადასცემ, - გავიგონე
სიტყვები, რომლებსაც მისგან განსაკუთრებული სიყვარულის გრძნობა
მოჰყვებოდა, - რომ ყველას, ყველას, ვინც შენს დაწერილში მე მცნობს,
რომ მე მათ ვხედავ და რომ ყველა მათგანს აქვს ადგილი ჩემს გულში...
ყველა დანახულია და ყველა ძვირფასია... როდესაც შენთან მუშაობის
გაგრძელებაზე იყო საუბარი სხვა მეუფეებთან, ბევრს არ სჯეროდა,
რომ რამე შეიძლებოდა გამოსულიყო. რომ ეს ენერგიის ხარჯვა ჩვენი
მხრიდან შეიძლება დაგვირგვინებულიყო რეალური შედეგით... ჯერ
ერთი, შენ ფაქტობრივად მარტო ხარ... და მერე, ძალიან პატარა ქვეყანა
ხართ... თქვენს ენაზე საუბრობთ და საკუთარი დამწერლობა გაქვთ. ასეთი
შეზღუდული სივრციდან ძნელია ცოდნის გავრცელება პლანეტარული
მასშტაბით. ამიტომ ასეთი ტიპის ცოდნის გადაცემას ახორციელებენ
ხოლმე დიდ ქვეყნებში, რომ ბევრ ადამიანს ჰქონდეს ინფორმაციაზე
წვდომა... პატარა ქვეყნებთან სხვანაირად მუშაობენ... მაგრამ ეს ქვეყანა
მერამდენედ მაკვირვებს... შენ იცი, მე არასდროს არ ვარჩევ ერებს და
არავის ვანიჭებ უპირატესობას, რადგან ყველა დედამიწის სხეულის
უნიკალური ნაწილია, მაგრამ თქვენს ქვეყანაში მე ვხედავ ცოცხალ

258
gnozisi

გულს... მიუხედავად ყველაფრისა... პატარა, და ძალიან ძველ გულს,


იმდენად ძველს, რომ ვერც წარმოიდგენთ... რომელიც ჯერ კიდევ
ძგერს და ამიტომაც თქვენც არსებობთ როგორც ერი... არ დაკარგოთ
ის, როგორი მძიმე დღეც არ უნდა დაგიდგეთ და როგორი სიბნელეც არ
უნდა დატრიალდეს გარშემო... როდესაც შენ და შენს მკითხველს ზევიდან
ვუყურებ და ვხედავ, როგორ ინთებიან ადამიანების გულები, ვგრძნობ,
რომ ჩემთვის ის პატარა კუნძულია, რომლისაც მე ბოლომდე, გულის
სიღრმემდე მჯერა. მე ჩემს ფსონს ჩამოვედი... და სხვებიც ნელ-ნელა
რწმუნდებიან, რომ არ შევცდი...

• • •

259
asklepiosi

2020 წელი. 9 აგვისტო. წერაქვი. არაიდეალურობა


სამყაროში, როგორც აუცილებელი კანონზომიერება

მიქაელი:
- ის სამყარო, რომელიც შენ გუშინ, მედიტაციისას „შექმენი“
იდეალური იყო. ხომ მართალია?
მე მაშინვე დავეთანხმე, რადგან, აბა, როგორი უნდა ყოფილიყო? ჩემს
ფიქრებზე საპასუხოდ, მისი ღიმილი ვიგრძენი...
- როგორ გწყურიათ ეს იდეალურობა... ეს ბუნებრივია, იმიტომ რომ
მისკენ ილტვიან თქვენი სულები, რადგან იდეალურობას ნეტარება მოაქვს.
მაგრამ ხომ გახსოვს, არ არსებობს აბსოლუტურად შავი და აბსოლუტურად
თეთრი თქვენს სამყაროში. საქმე იმაშია, რომ როდესაც მენტალური
დემიურგები (ღვთაებრივი მენტალური დემიურგები იგულისხმება)
სამყაროს ქმნიან, მენტალურ სივრცეში, ანუ იდეების დონეზე იქმნება
აბსოლუტური, იდეალური სახე-ხატები. მაგრამ როდესაც ხდება ამ სახე-
ხატების დალექვა მატერიალურ განზომილებაში, სულის ჰიპოსტასიდან
მატერიის დაშორებულობის გამო, ჩნდება გადაცდენები იდეალურიდან, ანუ
ცდომილებები. მაგალითად ფრაქტალური ალგორითმებიდან გამომდინარე
წელიწადში უნდა იყოს 360 დღე, მაგრამ არის 365. როგორც ხედავ, 5
დღე გადახრაა იდეალურიდან. დღე-ღამეში უნდა იყოს ზუსტად 24 საათი,
მაგრამ რეალურად არის 23 საათი, 56 წუთი და 4 წამი. დედამიწის ღერძის
პრეცესიის ციკლი იდეალურ ვარიანტში უნდა იყოს 24 000 წელი, მაგრამ

260
gnozisi

არის 25 765 წელი. ახლა დავუბრუნდეთ მზის და მთვარის თემას. რატომ


აღიქმება მზე და მთვარე ადამიანებისთვის ერთნაირი ზომის ობიექტებად,
მაშინ როცა განსხვავება ზომაში ძალიან დიდია. რატომ არის დაშორება
მზეს, მთვარეს და დედამიწას შორის ზუსტად ისეთი, რომ მზის დაბნელების
დროს მთვარე თითქმის სრულად ფარავს მზეს? მეცნიერებისთვის
ცნობილია, რომ ზუსტად ასეთი მანძილები რომ არ ყოფილიყო ამ ციურ
სხეულებს შორის, დედამიწაზე სიცოცხლე შეუძლებელი იქნებოდა. და ეს
მანძილი დაკავშირებულია რიცხვ 108-თან. მზე 400-ჯერ დიდია ვიდრე
მთვარე, მაგრამ დედამიწიდან ორივე ციური სხეული ერთნაირი ზომისა
აღიქმება (და მზის დაბნელებისას ამიტომ მთვარე სრულიად ფარავს
მზეს), იმიტომ რომ თუ გავყოფთ მანძილს მზესა და დედამიწას შორის,
მზის დიამეტრთან მივიღებთ 108-ს. მაგრამ 108 ისევ და ისევ იდეალური
ვარიანტია. რეალურად გვაქვს გადაცდენა (ამიტომ არის 108.59). რადგან
დედამიწა მზის გარშემო ელიფსზე მოძრაობს, დაშორება დედამიწას და
მზეს შორის ხან იზრდება, ხან მცირდება, მაგრამ მაინც რიცხვი 108-ის
გარშემო ტრიალებს. ანალოგიურად მანძილი დედამიწასა და მთვარეს
შორის რომ შევაფარდოთ მთვარის დიამეტრთან, ასევე მივიღებთ რიცხვ
108-ს (ცდომილების გამო, რეალურად 110.6-ს)!

(იმმას კომენტარი: ზემოხსენებული აზრები მიქაელმა გამოგზავნილია,


მაგრამ ზუსტი რიცხვები, რომლებიც ამ ჩანაწერშია მოყვანილი, მე
ინტერნეტში მოვიძიე, რადგან რიცხვებს ასეთი სიზუსტით ტელეპათიურად
ვერ აღვიქვამ).

261
asklepiosi

აი, კიდევ, რაც ინტერნეტში მოვიძიე:

მზე: 151.24 მილიონი კმ (დისტანცია მზეს და დედამიწას შორის) /


მზე
1.3927 მილიონი კმ (მზის დიამეტრი)= 108.59
მთვარე: 384,400 კმ (დისტანცია მთვარესა და დედამიწას შორის)
მთვარე
/ 3,474.2 კმ (მთვარის დიამეტრი) = 110.6

ეს არის ასევე მიზეზი, რატომაც დღე-ღამის განმავლობაში გვაქვს 12


საათი მზის ნათება და 12 საათი მთვარის ნათება, ანუ 24 საათიანი
დღე-ღამე 12 საათიან დღედ და 12 საათიან ღამედ იყოფა. მხოლოდ
იმიტომ, რომ ეს ორი ციური სხეული ამ მანძილებზეა დედამიწიდან,
მასზე შესაძლებელია სიცოცხლე. მზე რომ უფრო ახლოს ყოფილიყო და
ეს 108 რიცხვის თანაფარდობა დარღვეულიყო, ცოცხალი არსებები ან
გაიყინებოდნენ, ან დაიწვებოდნენ. ასეთივე მნიშვნელოვანია სიცოცხლის
არსებობისთვის მთვარე. მთვარის დედამიწის გარშემო შემობრუნების
ციკლია 28 დღე (მაგრამ ეს რიცხვი ცდომილების გამო, რომელზეც
მიქაელი საუბრობდა, რეალურად არის 29,5306 დღე).

მიქაელი:
- ქალის რეპროდუქციული ციკლიც 28 დღეა და ეს 28 რიცხვიც
არ არის შემთხვევითი. ისიც ფრაქტალური ალგორითმია. საქმე იმაშია,
რომ ეს ცდომილებები უნდა არსებობდეს! რომ არ არსებობდეს გადახრა
იდეალურიდან, მიიღებდი სამყაროს, სადაც ყველაფერს ექნებოდა

262
gnozisi

იდეალური გეომეტრიული ფორმები. მაგალითად, ყველა ხეს ექნებოდა


იდეალური და ერთნაირი განტოტვა, ყველა ადამიანს ექნებოდა იდეალური
და ერთნაირი სახე, ყველა ცხოველი იდეალურად პროპორციული იქნებოდა
და საპირისპირო სქესის ცხოველებს გაუჭირდებოდათ მეწყვილეს არჩევა.
არ ექნებოდა ადგილი თავისუფალი ნების გამოვლინებასაც ადამიანებში,
რაც მოიაზრებს არჩევანს იდეალურსა და არაიდეალურს შორის, შუქსა
და ჩრდილს შორის. არ იქნებოდა წინსვლა, ევოლუცია, რადგან სადღა
უნდა ვითარდებოდე, თუ ყველაფერი ისედაც იდეალურია, შენი ჩათვლით?
ამიტომ ისეთ სამყაროებში, სადაც უნდა მიმდინარეობდეს ევოლუცია,
ინდივიდუალობის შეძენა და ამ ინდივიდუალობაში განღმრთობა,
იდეები უნდა დაშორდნენ სულის იპოსტასს და ჩაეშვან მატერიაში. რაც
უფრო ღრმად არიან ჩაშვებულები მატერიაში, მით დიდია ცდომილება.
მხოლოდ ამ იდეალურიდან გადაცდენების გამო არსებობს შუქ-ჩრდილი,
ანუ დუალობა თქვენს სამყაროში, რომელიც განვითარების საშუალებას
გაძლევთ. რაც უფრო მაღალ განზომილებაშია ცოცხალი არსება
(უფრო სულიერში), მით ნაკლებია მისი წინსვლის ანუ განვითარების
პოტენციალი. ის მეტად ნეტარებაში იმყოფება, რადგან უფრო სულიერი,
უფრო ნეტარს ნიშნავს, მაგრამ ასეთი არსება არ ევოლუციონირებს
სწრაფად, მაშინ როცა დედამიწაზე განსხეულებით სული ძალიან სწრაფად
იძენს ინდივიდუალობას და იგროვებს გამოცდილებას.

• • •

263
asklepiosi

ფრაქტალური ალგორითმები, საკრალური რიცხვები და


გეომეტრია

მათემატიკოსები ალბათ ამ ჩემს დაწერილს სკეპტიკურად შე-


ხედავენ, მაგრამ მე რასაც ვხვდები, სამყაროში არსებობს ერთგვარი
სიმეტრია, რომელიც გამოიხატება რიცხვებში და მათი კანონზომიერი
განმეორებადობით შექმნილ გეომეტრიაში. ამიტომ ზოგი რიცხვი, ჯიუტად
მეორდება, როგორც ბუნებაში, დაწყებული კოსმოსური სიდიდეებით
და დამთავრებული ცოცხალი არსებების სხეულის ფორმებით, ასევე
სხვადასხვა რელიგიების ტაძრულ არქიტექტურაში და რიტუალებში. აქვე
შეინიშნება ის, რასაც მიქაელი ეძახის „ცდომილებას იდეალურიდან“, ანუ
გადახრა ამ აბსოლუტური სიმეტრიებიდან, რის წყალობითაც ეს რეალობა
ასრულებს არაიდეალურიდან იდეალურისკენ განვითარების „სკოლის“
როლს, მასში ინკარნირებული სულებისთვის.

ცოტაოდენ მოძიებული ინფორმაცია და ანალიზი:


ინდუიზმის კულტები, რელიგიური რიტუალები და წარმოდგენები
სამყაროს მოწყობაზე ტრიალებენ ამ რიცხვის გარშემო. თითქოს მთელი
სისტემაა ამ რიცხვზე აგებული. მაგალითად, ინდუიზმში:
რამდენჯერ უნდა შემოუარო ალტარს? - 108-ჯერ;
რამდენი პოზაა ინდურ ცეკვაში, რომელიც ნატია შასტრაშია
აღწერილი და ცნობილია რომ ინდური ცეკვების პოზებისაც საკრალური

264
gnozisi

მნიშვნელობა აქვს? - 108;


რამდენნაირი ტალა (რიტმი, საზომი) არსებობს ინდურ კლასიკურ
მუსიკაში? - 108;
რამდენი დამხმარე ჰყავს უფალ შივას? - 108
რამდენი საკრალური ტაძარია უფალი ვიშნუსთვის აგებული? - 108.
კამბოჯის, ინდური და სხვა ქვეყნების ტაძრები შენდებოდა ამ რიცხვის
გათვალისწინებით. ტიპური თანამედროვე ახსნა, თუ რატომ იყო ეს
რიცხვი ასე ინტენსიურად გამოყენებული ინდუიზმში და საერთოდ ძველი
ცივილიზაციების მიერ, არის ვითომდა შემთხვევითობა და ინდოელების
შემთხვევითი „ჩაციკვლა“ ამ რიცხვზე. სინამდვილეში, როგორც ჩანს
108 არის სიცოცხლის არსებობისთვის ერთ-ერთი საბაზისო რიცხვი.
ის ბუნებაში და ცოცხალ ორგანიზმებშიც ვლინდება. მაგალითად,
ინდუისტურ პრაქტიკებში (ტანტრულ ინდუიზმში) რეკომენდებულია,
რომ ჯანმრთელმა ადამიანმა დღის 12 საათის განმავლობაში (მზის
აქტივობის პერიოდში) უნდა ისუნთქოს 10800-ჯერ და იგივე რაოდენობა
მთვარის აქტივობის 12 საათის განმავლობაში.
ქალის ფეხმძიმობის პერიოდია 28X10 ანუ 280 დღე. ძაღლების და
კატების ორსულობა გრძელდება 28X2=56 დღე. შეიძლება იყოს 48-
64 დღეც, მაგრამ საშუალოდ 56-ია და დაკავშირებულია მთვარესთან.
მთვარე არის რეპროდუქციის განმსაზღვრელი მთავარი ციური სხეული.
როცა ქალებს ციკლი ერღვეოდათ, ძველი ინდუისტური მედიცინით მათ
უნიშნავდნენ მთვარის შუქზე ჯდომას გარკვეულ დღეებში, რომ მთვარის
ზეგავლენას დაერეგულირებინა არარეგულარული მენსტრუალური ციკლი.

265
asklepiosi

მთვარე რომ გაქრეს: 1. ადამიანები ფსიქიკურად შეიშლებიან; 2.


დედამიწის ღერძის დახრილობა შეიცვლება და აღარ გვექნება წელიწადის
ისეთი დროები, როგორიც გვაქვს, ეს ვიცით იქიდან გამომდინარე რომ
მერკურის და ვენერას არა აქვთ მთვარე. მათ არა აქვთ წელიწადის
დროები; 3. პოლუსები გახდება ბოლომდე გაყინული, ხოლო ეკვატორი
ბოლომდე გაუდაბნოებული, გვექნება 6 თვე დღე და 6 თვე ღამე.
ამიტომ არის მნიშვნელოვანი, რომ მთვარე იყოს ზუსტად ამ კონკრეტულ
დისტანციაზე და ამ კონკრეტული ზომის.
მთვარე რომ იყოს უფრო ახლოს და რიცხვი 108 მნიშვნელოვნად
დაირღვეს, დედამიწას წალეკავს ცუნამები, რადგან მთვარე დედამიწის
ოკეანეების მიმოქცევაზე ზემოქმედებს. ასევე, იქიდან გამომდინარე, რომ
ჩვენი სხეულის 70% წყალია, ჩვენზეც იმოქმედებდა მთვარის სიახლოვე.
თუ მთვარე დაშორდება დედამიწას (მაგ 10%-ით), დედამიწის ღერძის
დახრილობა აღარ იქნება მუდმივი და ღერძი იტრიალებს და შეიცვლის
კუთხეს. ამით კლიმატური ზონები კატასტროფულად დაირღვევა.
მაგალითად, ასე ხდება მარსზე, ამიტომაა რომ მარსი ასე „ქანაობს“.
მისი მთვარეები არასაკმარისია, რომ ღერძის დახრილობა დააფიქსირონ.
სიდხარები (ინდოეთში) ეთაყვანებიან უცნაურ ხუთკუთხა ლინგამს.
ლინგამი არის შივას სიმბოლო, რომელსაც ითვლება რომ ფალოსური
ფორმა აქვს. მაგრამ ეს ლინგამი ხუთკუთხაა. ვინაიდან შივასთან რიცხვი
108 ხშირადაა დაკავშირებული, არაა გასაკვირი ხუთკუთხედი ლინგამი,
რადგან მისი კუთხეები 108 გრადუსია. ამიტომ პენტაგონალური
სტრუქტურები ითვლებიან სრულყოფილების სიმბოლოდ.

266
gnozisi

ახლა განვიხილოთ უფრო დეტალურად რიცხვი 108 და გამოიკვეთება


საინტერესო კანონზომიერებები.
11 X 22 X 33= 108;

108 ინდუიზმში ითვლება ღვთაებრივ რიცხვად;

ეს რიცხვი გამოყენებულია უმრავლესობა ინდური ტაძრების


მშენებლობებში. ანტიკური სტრუქტურების დიზაინი იყო აგებული ამ
რიცხვის გარშემო.
ინდური ასტროლოგიის კუთხით რიცხვი 108 შეგვიძლია ასე
განვიხილოთ: 12 X 9 = 108

12 (რაასი, ანუ ზოდიაქო) X 9 (გრაჰა, ანუ დედამიწაზე ზეგავლენის


ზეგავლენის მომხდენი ფაქტორები)
12-იც და 9-ც ითვლება საკრალურ რიცხვად.
განვიხილოთ ჯერ რიცხვი 9. დავიწყოთ იმით, რომ 108 არის
1+0+8=9.
ბჰაგავატ გიტაში არის 18 თავი (1+8=9).

არსებობს 9 პურანა (ინდუისტური წმინდა ტექსტები). წმინდა


ტექსტები ხშირად ეფუძნება რიცხვ 9-ს. თავიდან ძალიან სკეპტიკურად
ვუყურებდი ამ რიცხვების შემადგენელი ციფრების ასე უბრალოდ
მიმატებას, მაგრამ აშკარაა რომ იკვეთება გარკვეული კანონზომიერება,

267
asklepiosi

თუნდაც ეს კანონზომიერება არ იყოს ჩვენთვის ჩვეული არითმეტიკის


და ალგებრის ლოგიკა.
მაგალითად შევხედოთ 9-ის გამრავლების ტაბულას:

როგორც ხედავთ გამრავლების ტოლობებში, პასუხების სვეტში


პირველი რიცხვები (წითლად) მატულობენ ზევიდან ქვევით, ხოლო
მეორე ციფრები (ლურჯი) ქვევიდან ზევით. გარდა ამისა ყველა ამ
ნამრავლების შემადგენელ ციფრთა ჯამი 9-აა. რა რიცხვიც არ უნდა
გაამრავლო ცხრაზე, შემადგენელი ციფრების ჯამი იქნება 9. მაგ 9 X
15= 135; 1+3+5=9.
იგივე ხდება გეომეტრიულ ფიგურებში. მაგალითად სამკუთხედების
268
gnozisi

კუთხეები ჯამი 180 გრადუსია. 180; 1+8+0=9. ოთხკუთხედების


კუთხეების ჯამი 360 გრადუსია. 360; 3+6=9. და ას. შ. ხუთკუთხედის
კუთხეთა ჯამია 540 გრადუსი. 540; 5+4+0=9.
იგივე ეხება წრესაც. 360 გრადუსი; 3+6+0=9;
მიუხედავად იმისა, რომ ეს კანონზომიერება იკვეთება 10-ობითი
ათვლის სისტემისთვის, ფაქტია, რომ სახეზეა სიმეტრიის და ჰარმონიის
კანონზომიერება, რომელსაც უძველესი მშენებლები იყენებდნენ თავიანთ
არქიტექტურაში.
ასევე, გულისცემა დაფუძნებულია ამ რიცხვებზე. ჯანმრთელი
ადამიანის გულისცემა არის 72. თუ უფრო ნელია, გადადის
ბრადიკარდიაში, თუ უფრო სწრაფია ტაქიკარდიაში. ეს არის მაგალითი,
თუ როგორაა 9 დაკავშირებული ადამიანის სხეულთან.

ახლა განვიხილოთ რიცხვი 12. 1 ფუტში (feet) 12 ინჩია. დრო


იზომება 12-ობით სისტემაში. 12 თვე, 12 საათი დღეში და ღამეში.
მთვარე დედამიწის გარშემო წელიწადში 12 ბრუნს აკეთებს. რატომ
აიღეს ფუტის გასაზომად მაინც და მაინც 12 ინჩი და არა 10, როცა 10
იქნებოდა უფრო მარტივი ფუტიდან ინჩებზე და პირიქით გადასაყვანად?
რატომ ვამბობთ ხოლმე ახლა 15.00 საათია, რაც მოიაზრებს 12+3
საათს? იმიტომ რომ 12-ობითი ათვლა არის უძველესი ათვლის სისტემის
პრინციპი, რომელიც დაკავშირებულია მატერიალური მატრიცის
გეომეტრიასა და პრინციპებთან.
დრო დაკავშირებულია 12 რიცხვთან. 60 წუთი ერთ საათში.

269
asklepiosi

60 : 12 = 5;
12 დაკავშირებულია ადამიანის სხეულთან: 12 ნეკნი, 12 კრანიალური
ნერვი, თორმეტგოჯა ნაწლავი და სხვ.
მაგალითად, მოზარდის სექსუალური მომწიფება იწყება 12 წლიდან.
12 წლისთვის მოზარდი კარგავს ყველა სარძევე კბილს. 12-დან შედიან
ახალ ასაკში. იმის გამო, რომ სხეულიც კი ექვემდებარება 12-ობით
სისტემას, ისევე როგორც ციური სხეულების მოძრაობა, ეს ათვლის
სისტემა იყო გამოყენებული ძველად.
ყველა ცოცხალი უჯრედი და ორგანული ნივთიერება ეფუძნება
ნახშირბადს, რომლის ატომური წონაა 12.
სულ 144 (12 X 12) ჩაკრაა და 72 000 (12 X 6000) ნადი, ანუ
ენერგეტიკული არხი ორგანიზმში. რიცხვები 72, 108, 360, 216, 234
ყველა 12 რიცხვის წარმოებულია და საკრალურ რიცხვებად მოიაზრება.
ახლა შეხედეთ ეკრანების რეზოლუციას: 720p - hd, 1080p - fhd,
1440p - qhd , 2160p - 4k ,4320p- 8k. შემთხვევითობაა? თუ
იმიტომაა არჩეული, რომ სწორედ ასეთი რეზოლუციებია ოპტიმალური
გამოსახულების მისაღებად.
72 გულისცემა (რომელიც ინდურ მედიცინაში იდეალურ ნორმად
მიიჩნევა) ასევე 12 რიცხვის წარმოებულია (6 X 12 = 72). გულის
ჩაკრაში ითვლება რომ 12 ფურცელია. იესოს ჰყავდა12 მოსწავლე.
იუდეური ტომების რაოდენობა იყო 12.
ჯვარს აქვს 12 კუთხე, ამიტომ ჯვარი რეალურად არის 12-ის
სიმბოლო და გაცილებით ძველია ვიდრე ქრისტიანობა.

270
gnozisi

ხომ გვახსოვს, 12 დაკავშირებულია 108-თან რადგან 9 X 12 = 108.


„ანგელოზის გულის“ პირველ წიგნში საუბარია იმაზე, რომ 12-ობითი
9 ციკლი უნდა გაიაროს ადამიანმა,
ანუ 108 წელი შეუსრულდეს, იმისთვის
რომ ოპტიმალური სიცოცხლის დრო
შეასრულოს. მეათე 12-ობით ციკლზე
(120 წელი) ადრე სასურველია რომ არ
გარდაიცვალოს.

ახლა ისევ მზესთან და მთვარესთან დაკავშირებით:


დავიწყებ ამ სიტყვებით ჰერმეს ტრისმეგისტუსის ზურმუხტის დაფიდან:
„მისი მამა არის მზე და მისი დედა არის მთვარე“.
...ინდუიზმში არსებობს ორი
მთავარი ღმერთი „მზე“ და
„მთვარე“.
ახლა ნელ-ნელა მივუახლოვდეთ
3, 6 და 9 რიცხვების საიდუმლოს
და ისევ 12-ით დავიწყოთ.
როგორც ხედავთ, ამ შემთხვევაში
პასუხებში მეორდება 3, 6 და 9.
მარკო როდინმა აღმოაჩინა მსგავსი
კანონზომიერებები ბევრ რიცხვით
თანმიმდევრობაში, რომელიც

271
asklepiosi

ბუნებაში გვხვდება და 10-ითი სისტემის რიცხვებში განაცალკევა 3, 6


და 9 სხვა რიცხვებისგან, კერძოდ 1, 2, 4, 5, 7, 8-გან. მაგალითად,
ცოცხალი უჯრედი იყოფა ორობითი სისტემით. ანუ ერთიდან მიიღება
2 უჯრედი, 2-დან 4, 4-დან 8 და ა. შ. ანუ, 1, 2, 4, 8, 16, 32,
64, 128, 256 და ა. შ. თუ მაღალ რიცხვებში დავაჯამებთ ციფრებს,
დავინახავთ ასეთ კანონზომიერებას: 1, 2, 4, 8, 7 (16; 1+6=7), 5
(32; 3+2=5), 1 (64; 6+4=10; 1+0=1), 2 (128; 1+2+8=11;
1+1=2); 4 (256; 2+5+6=13; 1+3=4) და ა. შ. ანუ, მივიღებთ
ამ რიცხვების გამეორებას: 1,2,4,8,7,5,1,2,4,8,7,5,1,2,4,8,7,5...
როგორც ხედავთ, ამ რიცხვითი მწკრივებიდან ამოვარდნილებია 3, 6 და
9. მარკ როდინის აზრით, ეს სამი რიცხვი ეკუთვნის სხვა განზომილებას,
რომლებიც წარმოადგენენ
ვექტორებს და ქმნიან
ე. წ. „დინების ველს“.
მარკო როდინის აზრით,
სწორედ ეს ვექტორები
არიან დაკავშირებულები
იმ უწყვეტ ენერგიის წყა-
როსთან, რომელსაც ტესლა ეძებდა. თავიდან ვიფიქრე, რა ლოგიკა აქვს
რიცხვების შემადგენელი ციფრების ასე პირდაპირ დამატებას? მაგრამ
მერე მივხვდი, რომ ეს ლოგიკა არაა ჩვენთვის ნაჩვევი არითმეტიკის
ლოგიკა. ესაა ერთგვარი სიმეტრია, რომელიც ბუნებაში არსებულ
ფორმებში ვლინდება. ეს სიმეტრია შეიძლება გეომეტრიული ფიგურებით

272
gnozisi

წარმოვადგინოთ და მივიღებთ საკრალურ ფიგურებს, რომელთა შორის


ძირითადი ჰექსაგრამაა. შეხედეთ ნახატს:
ამ ნახატზე ჩანს, რომ 9, 3
და 6 ცალკე დგას დანარჩენი
რიცხვებისგან.
მაგრამ გავაგრძელოთ...
უჯრედების მაგალითზე გან-
ვიხილეთ რიცხვთა სისტემა,
სადაც ხდებოდა 2-ის გაორმაგება. თუ გავაორმაგებთ 3-ს მივიღებთ
შემდეგ სურათს:

და ა. შ. ანუ, აქ მეორდება 3 და 6, ხოლო 9 განზე დგას.


და მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გავაორმაგებთ 9-ს, მივიღებთ
ყოველთვის 9-ს:

273
asklepiosi

როგორც ჩანს 3 და 6 რიცხვები გადაედინებიან ერთმანეთში, როგორც


ინი და იანი ჰარმონიის სიმბოლოში, ხოლო
9 დასრულებულობის, თავად ჰარმონიის
სიმბოლოა, რომელიც ამ ორზე მაღლა
დგას, როგორც სამკუთხედის წვერო
ქვედა ორ წვეროსთან მიმართებაში.
ამიტომაა, რომ სწორედ 9 ითვლებოდა ხოლმე გასხივოსნების
სიმბოლოდ. შეიძლება საკრალური რიცხვები 108, რომელიც კოსმოსურ
სიმეტრიებში ვლინდება, სწორედ ამ საკრალურ 9-თანაა კავშირში, ისევე
როგორც 72, 360, 216 და 234, რომელიც თანამედროვე ეკრანების
რეზოლუციად გამოიყენება.
3 მართვას 1,2 და 4-ს; 6 მართავს 5, 7 და 8-ს, ხოლო 9 მართავს
3 და 6-ს.

274
gnozisi

მაგრამ ბუნებაში გვხვდება არა მხოლოდ გაორმაგების შაბლონები,


როგორც უჯრედის დაყოფის შემთხვევაში, არამედ სხვა სისტემებიც,
მაგალითად ფიბონაჩის თანმიმდევრობა, რომელსაც ბუნებაში შეესაბამება
სპირალური სტრუქტურები: 1, 1, 2, 3, 5, 8, 13, 21, 34, 55, 89,
144.

თუ ფიბონაჩის თანმიმდევრობის რიცხვებს დავიყვანთ მარტივ


ციფრებამდე (1, 1, 2, 3, 5, 8, 4, 3, 7, 1, 8, 9 და ა. შ.) და
ჩავწერთ ამ ციფრებს (კერძოდ 24 ციფრს) წრეში, მივიღებთ ისევ
იგივე 1,2,4,8,7,5, ციფრების გამეორებას და
3,6,9-ის გამეორებას, ოღონდ ფიგურა იქნება
უფრო რთული, კერძოდ სამი ჰექსაგრამის
ერთობლიობა. (ბოლო ნახაზი ქვემოთ).
როგორც ხედავთ, ორი ჰექსაგრამის წვეროები
აერთიანებს 1,2,4,8,7,5 რიცხვებს, ხოლო მესამე ჰექსაგრამა 3,6 და
9-ებს. ანუ ფიბონაჩის მიმდევრობის რიცხვების დაყვანისას როდინის
რიცხვებამდე, ვიღებთ ისევ იგივე მიმდევრობებს.
და ბოლოს დავასრულებ ციტატით ჩემივე პირველი წიგნიდან, სადაც
აღწერილია სამყაროს ჰარმონია, რომელიც მე სწორედ ძალიან რთული,

275
asklepiosi

მაგრამ მოწესრიგებული სტრუქტურის სახით დავინახე:

„...მან ისევ ვიზუალური სურათი გამომიგზავნა და მე დავინახე


ძალიან რთული, ჩახლართული ნახაზი უსასრულო რაოდენობის
გადამკვეთი ხაზებითა და შტრიხებით, სადაც მზის სისტემის ციური
სხეულებიც ერთმანეთთან დაუსრულებლად იკვეთებოდნენ.

მიქაელი:
− და ეს მხოლოდ მზის სისტემის
არეალისთვის, მაგრამ სულის
ევოლუცია ხომ მის ფარგლებს
ცდება. წარმოიდგინე ეს უსასრულო
აბლაბუდის ქსელივით დახლართული სურათი და თუკი ქალღმერთი
მაკოში მითის თანახმად ცოცხალი არსებების ბედის ქსოვილს ქსოვს, ეს
სწორედ ის არის! არსებობს უდიდესი იერარქია კარმული მბრძანებლების,
რომლებიც სხვადასხვა ლოგოსების და განზომილებების დონეზე მუშაობენ.
ახლა ხომ ხედავ, როგორი გადახლართულია ცოცხალი არსებების ბედი
არა მარტო დედამიწის, არამედ მზის სისტემის და სინამდვილეში სრულიად

276
gnozisi

სამყაროს მასშტაბით. გააფართოვე თვალსაწიერი და კოლოსალურ


დრამას დაინახავ, რომელიც თავად პირველწყაროს გამოვლინებაა,
ღმერთის შეუცნობელი სხეულია, ჭეშმარიტი, დიდებული, ცოცხალი
მაკროკოსმი!.. მაგრამ თუ ამ უსასრულო დაქსელილ ქსოვილს როგორც
ერთიან საღმრთო გამოვლინებას შეხედავ, როგორც დასრულებულ
სურათს... დაინახავ ულამაზესი და ურთულესი მოხაზულობის
სტრუქტურას... იმდენად რთულს და იმდენად დახვეწილს, რომ მისი
წარმოდგენაც შეუძლებელია...

− თითქოს მირიადი მაქმანია ერთმანეთთან ჩაქსოვილი და


ჩაქარგული... - ჩავილაპარაკე მე, რომ აღმეწერა ის, რის სიდიადესაც
ჩემი გონება მხოლოდ წამიერად შეეხო.
− ერთის შეხედვით ქაოსურ და ერთმანეთთან არეულად დაკავშირებული
277
asklepiosi

სხვადასხვა არსებების კარმული რუკები, საბოლოო ჯამში ერთიან


ჰარმონიულ მოხაზულობას ქმნიან და ამას თუ დაინახავ, მიხვდები რომ
არაფერია შემთხვევითი და არაფერია ქაოსური... და რომ ეს „მაკოშის
ქსელიც“ საბოლოო ჯამში ულამაზესი, უდიადესი და სრულყოფილად
მოწესრიგებული სტრუქტურაა!“

ინტერნეტპოსტებიდან. კითხვა ანტიქრისტესთან დაკავშირებით

ტ. მ.:
ანტიქრისტე როგორ, რა მეთოდებით აცდუნებს თვით რჩეულებს?

იმმა:
მე ჩემს აზრს მოგახსენებთ. შტაინერული ლუციფერ-არიმანის ვარიანტით
ჯერ ვერ ვხედავ მოვლენებს. შეიძლება მერე დავინახო. მაგრამ მე გეტყვით, რაც
მეუფეებმა ამიხსნეს. გლობალურ სურათს რომ შევხედოთ, ახლა მიმდინარეობს
გლობალიზაციის/გაერთიანების პროცესი. ქრისტიანებს ამის ძალიან ეშინიათ,
რაც სწორია და არასწორია ერთდროულად. არასწორია იმიტომ, რომ ეს
პროცესი ბუნებრივად მიდის და ასეც უნდა იყოს. ახლა რომ ინტერნეტით ყველა
დაკავშირებულია და ყველამ ყველაფერი იცის, სამყაროს მეორე ბოლოში რა
ხდება, სწორედ ამ პროცესის ნიშანია. სინამდვილეში ეს ასეც უნდა ხდებოდეს,
ოღონდ გლობალიზაცია უნდა მოხდეს მაღალ ვიბრაციებში, ანუ ქრისტესეული
ცნობიერების დონეზე (მე-6 დონის ცნობიერება). ამას ჰქვია გაერთიანება ქრისტეში.

278
gnozisi

თუ დაბალ ვიბრაციებში მოხდა გაერთიანება (ხოლო ცნობიერების ყველაზე


დაბალი სიხშირე, რომელიც ცხოველის ცნობიერებას ესაზღვრება არის 666. ჩემს
წიგნში თავია მაგაზე), მოხდება უბრალოდ მექანიკური გაერთიანება ქვეყნების,
ანუ უბრალოდ მატერიალურ დონეზე და ტოტალიტარული ერთპიროვნული
მართვა ჩამოყალიბდება. ამიტომ როცა გლობალიზაციის პროცესი მიდის,
არსებობს იმის საშიშროება, რომ ეს ყველაფერი უბრალოდ გადაიზარდოს
ტოტალიტარული მართვის სისტემაში. ეს არის სწორედ ქრისტეს (ქრისტესეული
ცნობიერება) და ანტიქრისტეს (666 ცნობიერება) დაპირისპირება. რეალურად ამ
პროცესებს შეიძლება კონკრეტული პიროვნებებიც ჩაუდგნენ სათავეში, ამიტომ
არ გამოვრიცხავ ანტიქრისტეს, როგორც პიროვნებას, რომელიც შეეცდება 666
ცნობიერებაზე ჩამოაგდოს კაცობრიობის კოლექტიური მენტალი, და ქრისტე,
რომელიც შეეცდება პირიქით აწიოს კაცობრიობის მენტალი, რომ მოხდეს ახალ
დონეზე კაცობრიობის გადასვლა. შემდეგ კომენტარში დავდებ ამონარიდებს ამ
თემაზე. ზოგი ახალი წიგნიდანაა.

  

279
asklepiosi

2020 წელი. 10 აგვისტო. წერაქვი. ღმერთის მამაკაცური


და ქალური ჰიპოსტასები

მიქაელი:
- როგორც ხედავ, თქვენი სამყარო ვერ იქნება იდეალური, მაგრამ
ის შეიძლება იყოს მიახლოებული იდეალურთან ისეთნაირად, რომ
წარმოადგენდეს ოპტიმალურ პლატფორმას სულთა ევოლუციისთვის,
ისეთს, რომ სწორი ევოლუციური დონის სულები მიიღოს და სწორედ
უზრუნველყოს მათი სვლა სულიერი მწვერვალებისკენ. ამიტომ, იმისთვის
რომ თქვენი სულები სინქრონიზებულიყვნენ სულიერ სამყაროსთან და
მის გამოვლინებებთან, ძალიან ძველ დროს ნათელი იერარქიისგან და
სულიერი მასწავლებლებისგან ადამიანებს მიეწოდათ ორიენტირები
ღვთაებრივ გამოვლინებებზე, როგორსაც, მაგალითად, შენ იყენებდი
შენი მედიტაციისას. მაგალითად სამყაროს დედის, ანუ ღმერთის ქალური
იპოსტასის არქეტიპული ფორმა იყო ნაყოფიერების ქალღმერთი, იგივე
მატერიის ამსახველი ღვთაება. ის უკავშირდებოდა მთვარეს, როგორც
„ინის“ გამოვლინებას. მამა ღმერთი, ანუ სულის იპოსტასი (იანის
გამოვლინება) ხშირად უკავშირდებოდა, მზეს, ცეცხლს. ამიტომ მას ან
მზის ღმერთად მოიაზრებდნენ, ან ჭექა-ქუხილის და ელვის. ის, რაც შენ
მაშინ სიზმარში დაინახე (2020 წელი. 14 ივლისი. წერაქვი. „იშთარი“.
სიზმარი. გვ. 180), როგორც წიგნი, რომელზეც მონაცვლეობდნენ ქალური
ღვთაებრივი გამოვლინებები და რომელზეც იშთარი ამოიკითხე, იყო

280
gnozisi

სწორედ ღმერთის ქალური ჰიპოსტასის სიმბოლო, ხოლო, რაც შეეხება


„ბუზებს“, რომლებმაც შენს სიზმარში ეს წიგნი მოიტანეს, შენ მართალი
იყავი, ეს სიმბოლო დაკავშირებულია ე. წ. „ბუზების მბრძანებელთან“,
ანუ ველზევეულთან, რომელიც თქვენთან დემონურ არსების სახესთანაა
დაკავშირებული. ესეც დაცემული მე-5 განზომილებების არსებების
მუშაობის შედეგია, რადგან აქაც, მოხდა ინვერსია (ამოტრიალება),
თავდაპირველი შემოქმედი-ღმერთის ღვთაებრივი პრინციპის. არასწორი
რიტუალებით მოხდა სრულიად ჩანაცვლება იმის, ვისაც სულიერი
იერარქიის თავდაპირველი ჩანაფიქრით „ამაღლებული მეუფე“ უნდა
რქმეოდა.
მე:
- როგორც მივხვდი, რაღაც მომენტში მოხდა სიტყვების გათამაშება და
რადგან ზევული (ამაღლებული) ჟღერადობით ჰგავს ზებუბს (ბუზები), ამ
უკანასკნელით ჩაანაცვლეს პირვანდელი სიტყვა და მიიღეს ბაალზებუბი
ანუ ველზებუბი. როგორც მივხვდი სიტყვა ბაალი ნიშნავს უბრალოდ
მეუფეს. შესაბამისად ბაალ ზებული ენიშნებოდა „ამაღლებულ მეუფეს“.
მიქაელი:
- როგორც ხედავ, მოხდა უმთავრესი ღმერთის ჰიპოსტასების
(ქალურის და მამაკაცურის) ჩანაცვლება დემონური ხასიათის კულტებით,
რომლებმაც საბოლოოდ ადამიანთა მსხვერპლშეწირვის (მამა-ღმერთის
კულტი) და ტაძრული პროსტიტუციის (დედა-ღმერთის კულტი) სახე
მიიღეს. ანუ 5 პრინციპი ღვთაებრივი სულის მოხმობისთვის შეიბღალა
მდაბიო ანალოგიებით, მაგალითად, სიყვარული - სექსუალური

281
asklepiosi

ორგიებით. მათ რელიგიურ ეგრეგორებს, რა თქმა უნდა მართავდნენ


დაცემული მე-5 განზომილების არსებები, ვინაიდან ეს იყო მათი
ნატიფმატერიალური სხეულების კვების წყარო. იგივე ბედი ეწია სხვა
ღვთაებრივ გამოვლინებებსაც, როგორიცაა, მაგალითად „სიყვარულის
ღმერთი“, რომელიც შენს დემიურგულ მედიტაციაში შენ წარმოადგინე,
როგორც მე-4 ტალღა მამის პრინციპის გატარებისას („ - მე-4, მე
მიყვარს... - და ჩემი გულიდან გამოსხივდა სიყვარულის ტალღა ყველას და
ყველაფრის მიმართ...“) (2020 წელი. 7 აგვისტო. წერაქვი. „მენტალური
დემიურგია. მედიტაცია - სიცოცხლის ხე“, გვ. 248). „სიბრძნის ღმერთი“
- „მე ვიცი“ ტალღა და სხვ. ყველა ის ტალღა, რომელსაც შენ ბუნება
(ფერი, ხასიათი) მიანიჭე, შეიძლება წარმოადგინო როგორც შესაბამისი
„ღმერთი“. რეალურად ამ ტალღებზე მართლა უამრავი სულიერი
არსება მუშაობს და უამრავი ადამიანის სული პოვებს ამ ტალღებზე
ღმერთრეალიზაციას. ყოველ ასეთ ტალღას/სხივს თავისი იერარქი ჰყავს.
ამიტომ სიტყვა „ღმერთი“ არ არის შორს ჭეშმარიტებისგან. მაგრამ მე
მაინც მას იერარქს ვუწოდებდი, ანუ ღმერთის (პირველწყაროს) ემანაციას.
ახლა ხვდები, რას ნიშნავდა ძველი რელიგიების პოლითეიზმი და რა
კავშირშია ეს ყველაფერი „ტალღაზე“ მუშაობასთან, რომელსაც ასე
ხშირად ვახსენებ? როცა ადამიანთა ევოლუციის მე-4 სტადიაზე (რასაც
თქვენ კალი იუგას ეძახით), სულიერი იმპულსი შესუსტდა, რადგან ეს
იუგა შეესაბამება შემოქმედი ტალღის დაღმავალ ნაწილს, კაცობრიობას
ყველაზე მეტად გაუჭირდა. ამ გაუკუღმართებულმა პოლითეისტურმა
კულტებმა და მათზე მომუშავე „დაცემულებმა“ (არქონტებმა), ადამიანთა

282
gnozisi

რეინკარნაცია სულთა ხაფანგად აქციეს. ამიტომ ჩვენ მიერ იქნა მიღებული


გადაწყვეტილება გაგვეძლიერებინა სწორედ ის, რაც ადამიანებში იმ
მომენტში ყველაზე მეტად იყო შესუსტებული, ანუ „მამა-ღმერთის“,
იგივე სულის იპოსტასთან კავშირი. სწორედ ამიტომ გითხარი მე ადრე,
რომ თქვენ ჯერ „მამასთან“ უნდა გაამყაროთ კავშირი, იმისთვის, რომ
მერე დედამიწის ღვთაებრივი გამოვლინება ადეკვატურად აღიქვათ
(2020 წელი. 6. თებერვალი. „დაცემული ანგელოზი“. გვ. 29). და სწორედ
ამიტომ იყო თქვენი ბოლო პერიოდის ისტორიის მანძილზე ამდენი
მცდელობა მონოთეისტური პატრიარქალური ხასიათის რელიგიების
შექმნის, სადაც ღმერთი „მამა“ იყო დომინანტური და არა „დედა“, ხოლო
ღმერთის სიმბოლო მზე, ან ცეცხლი იქნებოდა. ამას ემსახურებოდა
ზარატუსტრას მოძღვრება და ზოროასტრიზმის რელიგიის ჩამოყალიბება.
იყო მცდელობა იუდეველებშიც, ზოგიერთ წინასწარმეტყველებს „მამის“
ინდივიდუალობა უკავშირდებოდა, ანუ რასაც შენ „ამაღლებული სული“
უწოდე... და თავისთავად ქრისტეს მოვლინებაც ამ მისიას ემსახურებოდა.
ეგვიპტეში იყო მცდელობა ეხნატონის მიერ მონოთეისტური კულტის
შემოტანის. ყოველივე ზემოაღწერილი კალი იუგამ მოიტანა. ხოლო
კაცური საწყისის არასწორად, გამრუდებულად გამოყენებამ კი გამოიწვია
ქალთა მრავალწლიანი დაკნინება და ჩაგვრა. ახლა ადამიანებს ნელ-ნელა
პროტესტი უჩნდებათ ღმერთის წარმოდგენაზე მხოლოდ მამაკაცური
სახით და უკვე სულ უფრო ხშირად ისმის ხოლმე ლოცვებში სიტყვა მამა-
დედა-ღმერთი, რაც თავისთავად სწორია, რადგან სწორი მდგომარეობაა ამ
ორივე საწყისის გატარება საკუთარ თავში. ახლა ახალი ეპოქა მოდის და

283
asklepiosi

ქალური იპოსტასი ისევ აღზევდება. თავიდან წონასწორობა გადაქანდება


ქალური საწყისისკენ, რაც გამოხატულებას პოვებს მამაკაცურ საწყისზე
ფემინისტური შურისძიების და დომინირების სურვილში, მაგრამ როდესაც
ბალანსი აღდგება, მივიღებთ ჰარმონიულ კავშირს, რომელიც შექმნის
სწორ და ძლიერ საზოგადოებას!

  

284
ნაწილი მესამე
ეგვიპტური გნოზისი - ჰერმესი
hermesi

ინტერნეტპოსტებიდან. ბრძოლა ნეგატივთან

კითხვა. მ. ზ.:
წუხელ 17 ადამიანი დაიღუპა ხევში... ცოტათი უფრო ადრე დაკარგული
და გარდაცვლილი ახალგაზრდები უცნაურ ვითარებებში. უკვე იმდენად
მტკივნეულია, აღარ ვიცი როგორ მოვერიო.
რა ენერგეტიკულ მოვლენებთან გვაქვს საქმე? რა ხდება ზედა შრეებში?
ჩვენ როგორ გავუძლოთ? კოვიდზეც და თანმხლებ ნეგატივზე მაქსიმალურად
ვინარჩუნებდი სიმშვიდეს აქამდეც რაც ხდებოდა, ვცდილობდი გამიჯვნას
ემოციურად. აი, ეს უკვე ბოლო წვეთი იყო, მთებში, ბუნებასთან წასული
ახალგაზრდები, სიცოცხლის და სიყვარულის მოტრფიალეები... 💔😓

პასუხი. იმმა:
მია, მე ჩემს აზრს მოგახსენებ. გლობალური სულიერი გადმოსახედიდან
ახლა მიდის ერთგვარი სულიერი გლობალიზაციის პროცესი. ჩვენ სიტყვა
გლობალიზაციის გვეშინია, იმიტომ რომ ერთიან მთავრობასთან და ანტიქრისტეს
მოსვლასთან ვაიგივებთ, მაგრამ უკეთესი სიტყვა, რა ვიხმარო, არ ვიცი.
კაცობრიობის მენტალური ველის ვიბრაციების ზრდამ უნდა გადაიყვანოს
ადამიანები ქრისტესეული ცნობიერების ერთიან ველში (ეს ვიგულისხმე
გლობალიზაციაში). ეს არის მე-6 დონის ცნობიერება (იხილეთ ფოტო). რაღაც
შეიცვლება მაგ დროს. არსებითად შეიცვლება. ეს ერთობა არ ნიშნავს ბრბოს
ერთობას, რომელსაც ვიღაც მართავს, არამედ უმაღლესი დონის შინაგან

287
gnozisi

ურთიერთკავშირს. როცა სხვისი ტკივილი - შენი ტკივილია, სხვისი სიხარული


- შენი სიხარული. კაცობრიობა იგრძნობს საკუთარ თავს ერთიან ორგანიზმად.
ქვემოთ დავდებ ამონარიდებს იმაზე, რა არის ქრისტესეული ცნობიერება და
რას ნიშნავს „გაერთიანება ქრისტეში”. ეს გლობალიზაციის პროცესი, რომელიც
სულიერ განზომილებაში მიდის, მატერიალურ განზომილებაში ჯერ-ჯერობით
ვლინდება ინტერნეტის შექმნით და მასმედიის სახით. ანუ, შენ შეიძლება
დედამიწის ერთ ბოლოში ცხოვრობდე, მაგრამ იგებ, დედამიწის მეორე ბოლოში
რა ამბები ხდება და განიცდი ამას, როგორც საკუთარს. აფრიკაში ბავშვები რომ
შიმშილობენ შეიძლება ისე განიცადო, როგორც საკუთარი შვილების შიმშილობა.
ეს არის ქრისტესეული ცნობიერების ჩანასახები, როცა ყველა ადამიანი
შენიანია, როცა შენ და სხვას, ჩემ და შენ შორის ზღვარი ძალიან ბუნდოვანი
ხდება. ის ადამიანები, რომლებიც ამ გლობალური ვიბრაციების ზრდასთან
სინქრონიზდებიან (განსაკუთრებით კარგი ადამიანები, მაღალი ცნობიერების
ადამიანები), ამ ერთობას უფრო მალე გრძნობენ და სხვისი გასაჭირი მათთვის
გაუსაძლისი ხდება. მათ ემოციურად უჭირთ განსაკუთრებით. ამ დროს, სულ
რომ ყველაფერი იდეალურად იყოს შენს პირად პატარა სამყაროში, შენი
ცნობიერება იმდენად გაზრდილია, და უკვე მთლიანად კაცობრიობას მოიცავს,
რომ ის ვიღაც, დედამიწის მეორე ბოლოში, აღარ გასვენებს. იმიტომ რომ იმის
უბედურებით შენც ვეღარ ხარ ბედნიერი. სინამდვილეში, როგორი მტკივნეულიც
არ უნდა იყოს, ეს კარგია! უბრალოდ აქ ჩნდება გვერდითი მოვლენა... ჯერ-
ჯერობით ჩვენ არ შეგვიძლია ცნობიერების აწევა ზედა სულიერ ოქტავებში
(მე-5 განზომილება) და უმაღლესი „მეს" თვალებით სამყაროს პროცესებზე
დაკვირვება, როგორც დამკვირვებელი, რომელიც ჩაერთვება, მხოლოდ როცა

288
hermesi

საჭიროა. ჩვენ ჯერ-ჯერობით ჩვენი ფიზიკური „მეს" თვალებით ვიყურებით.


ამიტომ ყველაფერში ემოციურად ჩართულები ვართ, ხოლო ამდენი ნეგატივის
გადახარშვა არ შეგვიძლია და ეს გვანგრევს. არანაირად არაა კარგი, ამ ნეგატიურმა
ინფორმაციამ თუ დაგანგრია. შედეგად დაგემართება დეპრესია, ფსიქოზი, ცუდი
განწყობა, რომელსაც აუცილებლად გადასცემ ჯაჭვურად და გეომეტრიული
პროგრესიით იმათ, ვისაც ამ ნეგატიურ ინფორმაციას გაუზიარებ. ძალიან ხშირად
ამ ნეგატიური ჯაჭვის ბოლო რგოლი, რომელზეც ჯოხი ტყდება ხოლმე, არიან
ბავშვები. ბავშვების მოვლას ბევრი ნერვები სჭირდება და ნერვები კი აღარ
გაქვს. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ სხვისი უბედურების გულთან ახლოს
მიტანა, კარგია და მიუთითებს იმაზე, რომ მაღალი ცნობიერება და ცოცხალი
გული გაქვს, ეს ნეგატიური ინფორმაცია იმაზე მეტი არ უნდა მიიღო, ვიდრე
შეგიძლია გადაამუშაო ისე, რომ სხვა არ მოწამლო. სად გადის ზღვარი, ძალიან
ინდივიდუალურია. მე მხოლოდ ერთი ვიცი დანამდვილებით. ჩვენ ამ „რეალურ
ცუდ“ ამბებს, მოვინელებდით, დიდი დოზებით რომ არ ვიღებდეთ „მოგონილ ცუდ
ამბებს“ ძალადობრივი ფილმებიდან, ცუდი მუსიკიდან, მახინჯი მხატვრობიდან,
მდაბიო ლიტერატურიდან. ფილმები განსაკუთრებით დიდი პრობლემაა და
მათზე ემოციურად ვრეაგირებთ ისე, როგორც ნამდვილ ამბავზე. მახინჯი,
ძალადობრივი ხატები კი ჩვენს მენტალურ ველში, გინდა არ გინდა, ილექება.
ეს იგივეა, რომ გაფუჭებული საჭმელი შეჭამო, ოღონდ ტვინით. უბრალოდ
არ უნდა ვუყურებდეთ ძალადობის შემცვლელ ფილმებს. იმიტომ რომ იმაზე
მეტი ნეგატივი მოდის ყველა მხრიდან, ვიდრე ჩვენ შეგვიძლია ავიტანოთ.
ეგეც ბნელი ძალების ხრიკებია. შედეგად ჩვენ ვინგრევით, სხვას ვანგრევთ და
პოზიტიური შედეგი ნული! ხოლო ჩვენი ნეგატიური განწყობით და აზრებით

289
gnozisi

ნატიფ განზომილებაში ვქმნით და ვკვებავთ/ვიზიდავთ ნეგატიურ ასტრალურ


წარმონაქმნებს და მენტალურ აზროფორმებს, რომლებიც ისევ ნეგატიური
მოვლენების სახით დაილექება მატერიალურ განზომილებაში. ისევ ვიღაც
მოკვდება, სადღაც წყალდიდობა მოხდება...
ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი ცნობიერება გვეჭიროს
მაქსიმალურად მაღალ ვიბრაციებზე. არაფერი საშინელი არ მოხდება რაღაც
პერიოდი ფეისბუკში რომ არ შევიდეთ, ან მხოლოდ დადებით, კომედიურ და
აზრიან ფილმებს ვუყუროთ; შევზღუდოთ იმ ადამიანებთან ურთიერთობა,
რომლებიც სულ ცუდ ამბებს ჰყვებიან ან სულ წუწუნებენ; რაც შეიძლება მეტი
დადებითი ფიქრები, ლამაზი მუსიკა, საინტერესო წიგნები... ეს არ არის გაქცევა
რეალობიდან. ეს არის ხელოვნურად შექმნილი ნეგატივისგან თავის არიდება.
მაშინ რეალურ ნეგატივს ავიტანთ.
რაც შეეხება იმას, მომრავლდა თუ არა უბედური შემთხვევები? არ ვიცი..
ეს სტატისტიკამ უნდა აჩვენოს. ადრე იმისთანა ომები იყო, ერები წყდებოდნენ,
ხოლო ეპიდემიებს უშველებელი დანაკარგები მოჰქონდა. შავმა ჭირმა თავის
დროზე ევროპის მესამედი ამოწყვიტა. მაგრამ ცალსახად მომრავლდა წვდომა
ინფორმაციაზე. ამიტომ ჩვენ კიდევ კარგად ვართ. ახლა მიდის შინაგანი ბრძოლები
ადამიანებში. ფსიქიკა ძალიან დაძაბულია. ამიტომ უნდა მოვმაგრდეთ და მყარად
ვიდგეთ, რაც არ უნდა მოხდეს.

290
hermesi

2020 წელი. 2 სექტემბერი. კვირის დღეები

ეს დღეები უცნაური სიზმრები მესიზმრება. დილით თითქოს მახსოვს,


მაგრამ მერე ვერ ვიღდგენ... საწერად დავჯექი და მიქაელს მოვუხმე, რომ
სიზმრის გახსენებაში და მისი აზრის გარკვევაში დამხმარებოდა.
რამდენიმე სურათი თვალწინ მიდგას... თითქოს წიგნს ვწერ.. აღვწერ
სულის ევოლუციის ეტაპებს, რომლებიც 7-ობით ფრაქტალს მიუყვება
და 7 პლანეტასთანაა დაკავშირებული. მერე თითქოს ამ თავისთვის
ილუსტრაციას ვეძებ ინტერნეტში და ზუსტად ვპოულობ ამ პროცესის
ამსახველ ნახატს, სადაც ნაჩვენებია ჯერ დისკრეტული ცნობიერებები,
მერე გაერთიანებულები ქრისტესეულ ცნობიერებით, შემდეგ დედამიწის
ლოგოსით, შემდეგ ცნობიერებები ერთიანდება მზის სისტემის მასშტაბით,
შემდეგ გალაქტიკის და ბოლოს კოსმოსის. ნახატზე ეს დახატულია,
როგორც, მაგალითად, ბევრი გალაქტიკები ერთმანეთთან გადაბმულები,
რომლებსაც თვალები აქვთ. რატომღაც გული მწყდება, რომ რაც
დავწერე, უკვე ვიღაცას უწერია ინტერნეტში, რახან ნახატიც არსებობს.
ამიტომ არაა ახალი... მერე თითქოს ვხედავ, რომ ვიღაცები ერთმანეთში
საუბრობენ და ერთი მეორეს ეუბნება:
- კი ბევრს აქვს მსგავსი დაწერილი, მაგრამ იმმას წიგნი
სახელმძღვანელოსავითაა...
ეს შექება, ცოტა შემართებას მაძლევს.
უეცრად მიქაელის სიტყვები მესმის:

291
gnozisi

- როდესაც ნიკას უთხარი, რომ დედამიწაზე განსხეულება ჰგავს


სკოლას სულთა ევოლუციისთვის და კერძოდ მე-4 კლასი ახსენე, არ
ფიქრობ, რომ ეს შემთხვევითი არაა?..
- მე-4 პლანეტა მზის ჩათვლით... ანუ ზუსტად შუაშია რომ აიღო
პირველი 7 ციური სხეული: მზე (1), მერკური (2), ვენერა (3), დედამიწა
+ მთვარე (4), მარსი (5), იუპიტერი (6) და სატურნი (7)... დანარჩენი სამი
პლანეტა ითვლება გლობალური ზემოქმედების პლანეტებად...
მიქაელი:
- მზესთან მიახლოებით პლანეტების ვიბრაცია იზრდება... დაალაგე
ეს პლანეტები 7-ობითი ფრაქტალის ალგორითმით და მიუსადაგე
ცნობიერების 7 დონეს.
მე:
- გინდა თქვა, რომ კვირის დღეები არასწორი თანმიმდევრობითაა
განლაგებული?

292
hermesi

293
gnozisi

მიქაელი:
- შეხედე ცხრილს. მე-4 განზომილება „ადამიანის სიცოცხლის ტიპის
პლანეტები“, მე-4 დონე ადამიანის სხეულებში „მენტალური“... მე-6
დონე, რომელიც მერკურის შეესაბამება ადამიანის სხეულებში მე-6
სხეული არის ქრისტესეული ცნობიერება. მითოლოგიებში პლანეტა
მერკური სიბრძნის ღმერთებთან იყო ხოლმე დაკავშირებული, ისევე
როგორც ჰერმეს ტრისმეგისტუსი მერკურისთან იყო კავშირში. ხოლო
მზე, უმაღლესი გამოვლინებაა 7-ეულ ფრაქტალში და პირველწყაროს
შეესაბამება მზის სისტემაში...
აქ აზრი გაწყდა და კავშირი დაიკარგა, ისე რომ ბოლომდე ვერც მივხვდი
რაზე იყო საუბარი...

• • •

294
hermesi

2020 წელი. 5 სექტემბერი. კრიშნას ცნობიერება

წინა დღეს პატარა შელაპარაკება მომივიდა ოჯახის წევრთან.


მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ჰარმონიული ოჯახი ვართ და
უთანხმოებები იშვიათად ხდება, აბსოლუტურად აუტანელია ჩემთვის
ნაჩხუბარი სიტუაცია. ვერ ვისვენებ ხოლმე, სანამ ყველა არ შერიგდება...
ამ უსიამოვნებას ერთი უცნაურობა ახლდა თან. მიუხედავად იმისა, რომ
სიტუაციაზე ისევე ვრეაგირებდი, როგორც ყოველთვის, შინაგანად მქონდა
სიმყარის და სტაბილურობის განცდა... რაღაც მომენტში მომეჩვენა, რომ
ცოტა გავითამაშე კიდეც წყენა, იმიტომ რომ არაადეკვატურად მშვიდად
არ მინდოდა გამოვჩენილიყავი. თანაც პოზიტიურად მშვიდად, მაშინ როცა
ჩემი ოჯახის წევრები სრულიად გამოვიდნენ მწყობრიდან. ისეთი გრძნობა
მქონდა, რომ ამ დრამაში მე არ ვიყავი ჩართული, არამედ განყენებულად
ვიდექი და ვაკვირდებოდი. მთელი კონფლიქტური სიტუაციის გან-
მავლობაში, არც ერთ წამს არ დამიკარგავს სიყვარულის გრძნობა ჩემი
ოჯახის წევრების მიმართ, რაც არ უნდა ეთქვათ ან გაეკეთებინათ იმ
მომენტში. თითქოს ამ როლს, თავისი სიტყვა-პასუხით და ემოციებით,
ვიღაც სხვა თამაშობდა... გონებაში მიტრიალებდა სიტყვები: მე აქ არ
ვარ... მე აქ არ ვარ... და ჩემს თავს „ზევით“, მიქაელთან ვგრძნობდი. იმის
გამო, რომ კონფლიქტმა „კვება” არ მიიღო, უთანხმოება ისევე სწრაფად
ალაგდა, როგორც დაიწყო.
ღამით დამესიზმრა, თითქოს მორიგ ჯერზე, როდესაც ჩემში სულიერი
ძალის გაძლიერებას ვცდილობდი, ბნელმა ძალებმაც გაააქტიურეს

295
gnozisi

თავდასხმა. ამ ჯერადაც, ამას ჩემს ოჯახის წევრებზე ზეგავლენით


აკეთებდნენ, რომ ოჯახში ის ჰარმონია დაერღვიათ, რომელიც ჩემი
სულიერი ბალანსისთვის ასეთი აუცილებელია, რომ მუშაობა შევძლო.
თითქოს ჩემს შვილზე მოახდინეს გავლენა, რომ ის გამოსულიყო
მწყობრიდან და მერე მე გამოვეყვანე. რატომღაც იქვე ძაღლი დავინახე...
თითქოს ამ ძაღლზეც ცდილობდნენ მავნე გავლენის მოხდენას... მაგრამ
მე ისევ ის გრძნობა დამეუფლა, რაც დღისით - თითქოს „მე აქ არ ვარ“...
სხვაგან ვარ და რაც აქ ხდება, გინდა ცუდი, გინდა კარგი, ფილმის კადრივით
ჩაივლის და მე არ შემეხება... უეცრად ისევ დამეუფლა ეს შინაგანი
სტაბილურობის და ბავშვური სიხარულის მდგომარეობა და რატომღაც
კრიშნას მახა-მანტრის სიმღერა დავიწყე, რომელიც არც არასდროს
მისწავლია, მაგრამ ვიცოდი... ოღონდ ხმა ჩემი არ იყო... ეს მამაკაცის
ხმა იყო... ზარივით ძლიერი და წმინდა ხმა, რომელიც ძალიან დიდ
სივრცეზე ვრცელდებოდა. გაცილებით დიდზე, ვიდრე ხმას შეუძლია, რომ
გავრცელდეს. მსიამოვნებდა ამ მანტრის სიმღერა... კრიშნას ცნობიერებას
ვგრძნობდი ჩემში და ვიცოდი, რომ ამ დონეზე ცნობიერების დაჭერისას,
ვერაფერი ვერასდროს ვერ გამომიყვანს მწყობრიდან, ვერაფერი ვერ
შემეხება... ჩემი სული ამ სიმღერასთან ერთად თავისუფლებას იძენდა,
სიხარულის ფრთებს ისხამდა და უსასრულო სივრცეებში ინთქმებოდა...
მე აქ არ ვიყავი...
ამაზე გამეღვიძა... ისევ ვიგრძენი კრიშნას თანამყოფობა. მეღიმებოდა
და კარგ ხასიათზე დავდექი. მის მიმართ მადლიერება გამოვხატე და
ერთადერთს, რასაც იმ მომენტში ვნატრობდი, იყო ის, რომ ცნობიერების

296
hermesi

ეს განყენებული, ლაღი და ბედნიერი მდგომარეობა შემენარჩუნებინა...


გამახსენდა, რომ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ჯგუფში ქრისტეს
ცნობიერებაზე ვწერდი, ღამით დამესიზმრა ძალიან გარკვევით
გაგონილი ფრაზა, რომ ქრისტესეული ცნობიერების მიღწევა კრიშნას
ცნობიერებითაც შესაძლებელია. მაშინ არ ჩავწერე ეს სიზმარი-ფრაზა,
იმიტომ რომ კრიშნას ცნობიერება ვერ შევიგრძენი, ემოციურად ვერ
განვიცადე და მარტო მშრალი ინფორმაციის გადმოცემა არ მინდოდა...
თანაც, სადღაც გულის სიღრმეში ეჭვი მეპარებოდა, ხომ არ იყო ეს
სიზმარი-ფრაზა ქვეცნობიერიდან.
ახლა კი მივხვდი, რომ კრიშნამ მაჩვენა და მაგრძნობინა რას ნიშნავს
მისი გზით სიარული და მისი ცნობიერებით განღმრთობა.

2020 წელი. 6 სექტემბერი. გაბრიელი

ღამით დამესიზმრა დემონის თავდასხმა. ამჯერად ისე სწრაფად მოხდა


ყველაფერი, რომ აზრზე მოსვლა ვერ მოვასწარი. ეს არსება წამიერად
გაჩნდა, რატომღაც თირკმელებზე დამადო ხელები და მაშინვე ვიგრძენი
ძალიან ძლიერი წვა თირკმელზედა ჯირკვლებში. ზუსტად ვიცოდი, რომ
თირკმელზედა ჯირკვლები იყო და ისიც ვიცოდი, რომ რამდენიმე წამი და
ისინი სრულიად ჩაიწვებოდნენ. ერთადერთი რაც მოვასწარი ხმამაღლა
დავიყვირე:

297
gnozisi

- მიქაელ, გაბრიელ მიშველეთ!.. მიქაელ, გაბრიელ მიშველეთ! - მეორე


დაძახებაზე შედეგმა არ დააყოვნა. რაღაც უხილავმა ძალამ მოისროლა
დემონი და წვა თირკმელში შეწყდა...

გაღვიძებისას მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი და ვიგრძენი, რომ


მარტო არ იყო... ჩემი თავისგან გამიკვირდა, რატომ დავუძახე გაბრიელსაც.
ადრე ეს არასდროს მიქნია...
მიქაელს გაეღიმა
- უნდა დაგვიძახოთ, იმისთვის რომ გვიცნობდეთ...
საინტერესოა, რატომ მომინდა მისთვის დაძახება - გამეფიქრა
ჩემთვის. შევეცადე მისი ინდივიდუალობა გამერჩია და დამემახსოვრებინა,
მაგრამ სულ ოდნავ შევიგრძენი...
- კარგია, რომ მოგისწარით, - მითხრა მიქაელმა, - ცოტაც და ენერგიას
სრულიად წაგართმევდა...
- პირველად გავიგე, რომ დემონები თირკმელზედა ჯირკვალს
ესხმოდნენ, - გავიკვირვე მე და გამახსენდა, რომ ადრე, როდესაც მე-5
ჩაკრაზე მესხმოდნენ, ფარისებრი ჯირკვალზე ახდენდნენ ზემოქმედებას.
- თითოეულ ჩაკრას თავისი ჯირკვალი შეესაბამება. ასე შეუძლიათ
ჩაკრის დაბლოკვა. თირკმელები შენი სუსტი წერტილია. ეს ჩანს შენს
ენერგეტიკულ სხეულში. შეივსე სპექტრი...
„შეივსე სპექტრში“ იგულისხმებოდა რომ თირკმელების ადგილას უნდა
წამესვა იისფერი ეთერული ნათების სამკურნალო მცენარის ეთერზეთი,
რომ ჩემს ენერგეტიკულ სხეულში წითელი ნათება გაენეიტრალებინა.

298
hermesi

ამისთვის საკმეველზე და მირონზე დამზადებული ეთერზეთების ნარევს


ვიყენებდი. მახსოვს მაშინაც წავისვი ყელზე და ახლაც იგივე გავაკეთე
თირკმელების არეში.
დემონის თავდასხმა ჩემთვის მეორეხარისხოვანი გახდა. მეფიქრებოდა
მხოლოდ იმაზე, რომ ასე, მოულოდნელად, გაბრიელი გავიცანი და მას
სიყვარული და მადლიერება გავუგზავნე.

• • •

ინტერნეტმიმოწერიდან. „ღმერთის წინაშე სიარული“

ა. უ.:
იმმა, როგორ გავიგო ჩემი დანიშნულება, რისთვის დავიბადე, რა არის ჩემი
სულიერი ამოცანა? დაახლოებით კი ვიცი. იმმა, 29 წლის ვარ და ჯერ ვერ მიპოვია
ჩემი გზა, ჩემი პროფესია, ის რაშიც ვრეალიზდებოდი და ძლიერი ვიქნებოდი.
ავირჩიე რაღაცები, რაც არ აღმოჩნდა ჩემი საქმე და დავანებე თავი, მაგრამ რაც
ძალიან მინდა, ეს არის, რომ დედამიწას დავეხმარო. მგონია, რომ ადამიანები
ანადგურებენ, ჩეხენ და აბინძურებენ, ცხოველებსაც რომ ვხედავ, როგორ

299
gnozisi

ექცევიან გული მტკივა. ეს ის არის, რასაც დიდი სიამოვნებით და ენთუზიაზმით


გავაკეთებდი. ეს რომ გავაკეთო კი დიდი ცოდნა, ნიჭი და ძალა მჭირდება. იმმა,
არ ვიცი საიდან დავიწყო. ეს ჩემი მხრიდან ძალიან ხმამაღალი ნათქვამია,
მინდა დედამიწას დავეხმარო-მეთქი, რადგან მე ჯერ მარტო ჩემს თავსაც ვერ
დავხმარებივარ, თითქოს ნისლში ვდგავარ მარტო და გზას ვერ ვხედავ, უბრალოდ
ღმერთის ვგრძნობ ამ ბოლო დროს ჩემს არსებობაში, ვეძებ გზას, ვეძებ რაღაცას და
ვერ ვხედავ. მიყვარს სიცოცხლე, 🥰😊მიყვარს მზე, ცა, ჰაერი, 🙂ბუნება, ფოთლები,
მიყვარს დედამიწა მისი საოცარი ფერებით, ბუნების საოცარი სურნელით. მიყვარს
სიცოცხლე, ადამიანები, ცხოველები. კატები მყავს სახლში და რომ ვუყურებ მათ
ლამაზ თვალებს და ვეფერები, ღმერთს მადლობას ვუხდი, რომ მე ამ საოცრებებს
ვხედავ და ვგრძნობ. ამიტომ მინდა ნაკლები ზიანი მიაყენონ ადამიანებმა. მინდა
შეწყვიტონ ხეების ჩეხა. ცხოველები გადაშენების პირამდე არ უნდა მიდიოდნენ,
მარტო იმიტომ რომ მათი რქებისგან დამზადებული დანა ბევრი ფული ღირს.
ესეც ჩემი ფისოების ფოტოები. რატომღაც მომინდა, რომ გენახათ.

იმმა:
იმმა
რა საყვარელი ფისოები გყავს. მე ცუგა მყავს. ფისოებიც მყავდა, მაგრამ
ჩემს შვილს ალერგია აღმოაჩნდა და გაჩუქება მომიწია. რა არის იცი, ხანდახან
გვინდა რომ მთელი სამყარო შევცვალოთ, მაგრამ სინამდვილეში მცირედით
უნდა დავიწყოთ. მეც შენსავით ვიყავი წლების განმავლობაში, სახლში ჩაკეტილი
ბავშვებთან და საოჯახო საქმეებთან (როცა გავთხოვდი). მთლად ვერ მივყვებოდი
ჩემს პროფესიას, იმიტომ რომ ფუნდამენტური მეცნიერება ბევრ ფულს მოითხოვს
და სუსტია საქართველოში. და მაშინ გადავწყვიტე, რომ მცირედით გამეხარა და

300
hermesi

მცირე, რაზეც ხელი მიმიწვდებოდა, ის მეკეთებინა სამყაროსთვის. სინამდვილეში


არ არსებობს მცირე და დიდი საქმეები. როცა შვილს ზრდი პატიოსან და კარგ
ადამიანად, ეს მცირედი კი არა, ძალიან დიდი რამეა, სინამდვილეში. შენ მთელ
ახალ სამყაროს ზრდი, რომელიც შეიძლება კარგი გამოვიდეს, შეიძლება ცუდი
და ეს შენზეა დამოკიდებული. ამიტომ შენ იმას შეხედე, ახლა სადაც ხარ და ახლა
რაზეც დაგაყენა ღმერთმა, ის გააკეთე კარგად და ყველაფერი, რასაც აკეთებ ღმერთს
მიუძღვენი. თუნდაც სულელურად გეჩვენებოდეს. დავუშვათ ჭურჭელს რეცხავ,
შინაგანად ქრისტეს უთხარი - მე ამას კარგად გავაკეთებ შენთვის; დავუშვათ ვინმე
გეჩხუბება და დამცირების მოთმენა გიწევს, ქრისტეს უთხარი - მე ამას შევძლებ,
იმიტომ რომ შენ ხარ ჩემთან; დავუშვათ, სადილს აკეთებ, შინაგანად უთხარი
ქრისტეს - მე ამას შენთვის ვაკეთებ. ყველაფერს, რასაც გააკეთებ, მიუძღვენი
ქრისტეს და ის შემოვა შენ ცხოვრებაში და შენი ჩუმი, ჩვეულებრივი, ერთის
შეხედვით არაფრით გამორჩეული ცხოვრების თანამონაწილე გახდება თვითონ
ღმერთი. და მერე აუცილებლად დადგება მომენტი, როდესაც მის თანამყოფობას
იგრძნობ, როგორც სიყვარულის ღრუბელს, რომელშიც სულ იქნები გახვეული
და აღარაფრის აღარ შეგეშინდება ცხოვრებაში. ამას ჰქვია „ღმერთის წინაშე
სიარულის” პრაქტიკა. უფრო სწორედ ეს ცხოვრების წესია და არა პრაქტიკა.
ვერანაირი ლოცვა, ჩემი აზრით ვერ მოვა ახლოს იმასთან, რასაც „ღმერთის
წინაშე სიარული“ ჰქვია.

301
gnozisi

ინტერნეტმიმოწერიდან. კითხვა კვებასთან დაკავშირებით

ზ.:
კვებაზ ე გავეცანი ინფორმაციას, მაგრამ უცნაური კითხვა გამიჩნდა,
რომელზეც აქამდე არ დავფიქრებულვარ. როცა ადამიანი იღებს ხორცს, ის ხომ
მის სამივე კომპონენტს ითვისებს მისგან. მაგრამ რა ხდება იმ შემთხვევაში, როცა
სამგანზომილებიანი არსება იკვებება ადამიანით? ანუ მას ხომ მენტალური ველი
არ აქვს. და მაგ შემთხვევაში ვთქვათ ადამიანს პრენატალური ენერგია დასახარჯი
აქვს, ისევ „ჩვეულებრივად” გახარჯავს მას გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა,
ზამთრის პრინციპით, თუ? ანუ, თუ ცხოველი შეითვისებს ენერგიას დასახარჯი
რაღა დარჩება?

იმმა:
იმმა
ჯერ ერთი, მენტალური ველის ენერგიები რჩება და მერე მე ვფიქრობ
ასე პირწმინდად არ ხდება ამ ნატიფი სხეულების „შეჭმა“. პირწმინდად „ჭამს”
ყველა სხეულს მხოლოდ ცეცხლი. ცეცხლზე წვავენ ხოლმე იოგები ადამიანის
გვამს, იმისთვის, რომ ყველა სხეული დაიშალოს და გათავისუფლდეს სული.
ცხოველი მთელს გვამს არ ჭამს ხოლმე და არც მგონია, რომ სამშვინველი
სრულად გადადის მასში. უბრალოდ რაღაც ენერგიებს ეზიარება. იგივე ეხება,
როცა ადამიანი ჭამს ცხოველს, ცხოველის სამშვინველი მასში სრულად არ
გადადის. გადადის რაღაც ანაბეჭდები, რომლებიც კვალს ტოვებენ. ადრე იყო
ასეთი ტრადიცია ინდოეთში, რომ ქმარი რომ გარდაიცვლებოდა, ცოლს წვავდნენ

302
hermesi

ცეცხლზე (ცოცხლად) იმისთვის, რომ უცებ დაშლილიყო სამშვინველი და


ცოლის სული ქმარს გაჰყოლოდა. საშინელი ტრადიციაა. არაადამიანური. მაგრამ
იცოდნენ მაგათ, რომ ცეცხლი ასეთი მექანიზმით მუშაობს. ცეცხლი, როგორც
ყველაზე მაღალვიბრაციული ენერგია, ყველაფერს შლის. რაღაც დონეზე
შემწვარი ხორციც შლის ცხოველის სამშვინველის ენერგიებს, მაგრამ რაღაც
მაინც რჩება. ბოლომდე ხომ არ ვანახშირებთ ხორცს. და უმი ან სისხლიანი
ხორცი, საერთოდ საშინელებაა. სისხლი განსაკუთრებით. გახსოვს, კანიბალიზმი
სადაც იყო, ინდიელებში, ითვლებოდა, რომ მამაცი ადამიანის გულს რომ შეჭამ,
მისი სიმამაცე გადმოდის. მენტალური ველის ნაწილი გადმოდიოდა. აი ეგ თემაა.
ცხოველი არ ჭამს თავიდან ბოლომდე და ვერც აკეთებს ყველაფრის ინტეგრაციას.
ვერც ადამიანი, როცა ცხოველს ჭამს.

ინეტერნეტპოსტებიდან: რას გვასწავლის კორონა ვირუსი?

იმმა:
იმმა
საერთოდ რას გვასწავლის ნეგატიური კარმა? ცოტა შორიდან დავიწყებ,
როგორც ყოველთვის. ალბათ ხშირად გსმენიათ ხალხის მოსაზრებები იმასთან
დაკავშირებით, თუ როგორ მოიმოქმედა და როგორ უნდა მოემოქმედა მთავრობას
ამა თუ იმ გადაწყვეტილებების მიღებისას, მაშინ როცა საქართველო ღარიბი
ქვეყანაა. ეს ფრაზა „საქართველო ხომ ღარიბი ქვეყანაა“, სულ მესმის, რაც
ჩემი თავი მახსოვს. გეგონება აპრიორში ასეა ჩაფიქრებული და ასე უნდა იყოს,
რომ საქართველო ღარიბი ქვეყანაა. აქედან გამომდინარე უნდა ვიღებდეთ

303
gnozisi

კანონებს, ვანაწილებდეთ ბიუჯეტს და ა. შ. ვინმე დაფიქრებულა იმაზე, რატომაა


საქართველო ღარიბი ქვეყანა? ნუთუ ქართულ მიწა-წყალს და რესურსებს არ
შეუძლიათ უზრუნველყონ 4.5 მილიონიანი მოსახლეობის კეთილდღეობა? მე არ
მჯერა ამის! თუ მასონები, რუსები, რეპტილოიდები და კიდევ ვიღაც მაჯლაჯუნები
არიან დამნაშავეები იმაში, რომ საქართველო ღარიბია? ჩვენ ხომ ყოველთვის
თეთრი და ფუმფულები ვართ, ღვთით რჩეული, განსაკუთრებული ერი, ახალი
იერუსალიმი თუ მესამე იერუსალიმი, თუ რაღაც ეგეთი... იმის მაგივრად, რომ
ჩვენი ღვთითრჩეულობით ნაციონალურ ამპარტავნებაში ჩავვარდეთ, ჯობია
იმაზე დავფიქრდეთ, რომ ადამიანური სიკეთეებიდან მხოლოდ ერთი (!!!), ერთიც
რომ შეგვესრულებინა, როგორიცაა მაგალითად პატიოსანი შრომა, საქართველო
აყვავდებოდა! ეს თვისება, რომ უმრავლესობას გაეტარებინა ცხოვრებაში, 90%-
ს მაინც, ეს ქვეყანა აშენდებოდა თავისით, დალაგდებოდა თავისით, როგორი
მთავრობაც არ უნდა ჰყოლოდა. მთავრობაც შესაბამისი მოვიდოდა. ისინი, ვიღაც
მუტანტები კი არ არიან. ჩვენი ქვეყნის შვილები არიან და ქართველი დედების
გაზრდილები. როგორიც ჩვენ ვართ, ისეთი მთავრობა გვყავს. მხოლოდ ერთი
თვისება რომ გამოგვემუშავებინა, უკვე რადიკალურად შეიცვლებოდა ჩვენი
ქვეყნის რეალობა. აღარ მაქვს საუბარი მოყვასის სიყვარულზე, როგორც
საკუთარი თავის. მტრის სიყვარულზე საერთოდ არ მაქვს საუბარი. საუბარი მაქვს
ჩვეულებრივ, ბანალურ პატიოსნებაზე. ანუ, იმაზე, რომ ადამიანისთვის სიმართლე
და სიმართლის გზით სიარული იყოს უპირობო ჭეშმარიტება. მახსოვს, როდესაც
შვედეთში ვცხოვრობდი, ერთ პროვინციულ ქალაქში წავაწყდი მაღაზიებს,
სადაც არ იყვნენ გამყიდველები. უბრალოდ იდო თევზი, ეწერა ფასი და სად უნდა
ჩაგეგდო ფული. თევზიც შენ თვითონ უნდა აგერჩია, აგეწონა და შეგეფუთა. არავის

304
hermesi

თავში აზრად არ მოსდიოდა, რომ ეს თევზი მოეპარა. ანალოგიური ნდობა და ამ


ნდობის გამართლება იგრძნობოდა ყველა სფეროში. ბიუროკრატიულშიც კი.
უნივერსიტეტშიც არასდროს ითხოვდნენ ზედმეტ საბუთებს და რა საბუთებსაც
ითხოვდნენ, ადვილად გაყალბებადი იყო, რომ მოგენდომებინა. ნდობა ადამიანის
პატიოსნებისადმი იყო ყველა სფეროში. ვინმე იტყვის ქართველი იმიტომ
მოიპარავდა, იგივე თევზს, რომ ღარიბია. ჰოდა, მეგობრებო, რაც უფრო მეტს
მოიპარავს ქვეყნის მოქალაქე, მით უფრო ღარიბი იქნება ის ქვეყანა! ეს ასეა!
ეს სულიერი თვისებები, რომლებიც საჭიროა, იმისთვის, რომ კეთილდღეობამ
დაისადგუროს როგორც შინაგანმა, ასევე გარეგანმა, ისწავლებოდა კაცობრიობის
ისტორიის მანძილზე მუდმივად და ყველა რელიგიაში ყველა სულიერი
მასწავლებლების მიერ (დესტრუქციულ სექტებზე არ მაქვს საუბარი). მაგრამ
ბოროტება ყოველთვის უფრო მომხიბვლელი, ადვილად მიღწევადი და
მარტივია. ვინაიდან ადამიანის ევოლუცია არის მისი ცნობიერების ზრდა, თუ
ეს ზრდა მისივე თავისუფალი ნებით არ ხდება, მაშინ ერთვება ნეგატიური კარმა,
რომელიც აიძულებს მას მიხვდეს საკუთარ შეცდომებს.
კორონა-ვირუსი არის კაცობრიობის ნეგატიური კარმის გამოვლინება, ანუ
უკუგება იმაზე, რომ ჩვენ ჩვენი თავისუფალი ნებით არ ავწიეთ ცნობიერება
სათანადო დონეზე, ამიტომ ჩაერთო ნეგატიური სტიმული. არაა მნიშვნელოვანი,
როგორი გზით გაჩნდა ეს ვირუსი, ლაბორატორიიდან გაეპარათ, თუ ბუნებრივად
შეიქმნა. ეს რომ მოხდა, ამის კარმული მიზეზი არსებობდა. რას გვასწავლის
კორონა ვირუსი და რა უნდა გავაცნობიეროთ? რა და ის, რომ ჩვენ ყველანი
ერთნი ვართ! ყველა პროცესი, რაც კაცობრიობის უახლოეს მომავალში მოხდება,
იქნება მიმართული ქრისტესეული ცნობიერების შეძენაზე. ჯერ სულ დასაწყისში

305
gnozisi

ვართ. კოვიდმა ერთის შეხედვით გაგვაცალკევა, დაგვაშორა, ერთმანეთთან


შეხვედრები აგვიკრძალა. თითქოს პირიქით მოხდა, მაგრამ შეხედეთ, როგორ
ჭკვიანურადაა მოწყობილი ყველაფერი. ჩვენ ხშირად გვესმის ადამიანებისგან: „მე
კორონის არ მეშინია!“. სინამდვილეში კორონის იმიტომ კი არ უნდა მეშინოდეს,
რომ „მე დამემართება“, არამედ იმიტომ რომ „ჩემგან შეიძლება სხვას გადაედოს
და ის სხვა დაიტანჯება და შეიძლება მოკვდეს კიდეც“. „მე არ მეშინია“ არის
ეგოიზმი, ხოლო „მე მეშინია, იმიტომ რომ სხვა არის მნიშვნელოვანი“ არის
ალტრუიზმი, სხვასთან ერთობის, სხვაზე ზრუნვის განცდა. (შიშში არ ვგულისხმობ
პათოლოგიურ სიმხდალეს, არამედ გონიერ და მაქსიმალურ მოფრთხილებას).
აი, აქ ჩანს, რამდენად ერს აქვს მაღალი ცნობიერება და რამდენად ერი მზადაა
ევოლუციის გასაგრძელებლად. რაც მთავარია, რაც მეტი შეგნება ექნება
ცალკეულ ინდივიდს სხვაზე პასუხისმგებლობის (ამ შემთხვევაში დისტანციის
დაცვა, პირბადე და ა. შ), სხვაზე ზრუნვის, მით ნაკლები აკრძალვები და
ჯარიმები იქნება საჭირო მთავრობის მხრიდანაც და მით ნაკლებად იზარალებს
ეკონომიკა. ჩვენი კეთილდღეობა პირდაპირ კავშირშია ჩვენს შეგნებასთან, ანუ
სულიერ დონესთან. თუ ეს გაკვეთილი ვერ ვისწავლეთ, იქნება კორონას მეორე
ტალღაც და კიდევ კატაკლიზმები. იქამდე იქნება, სანამ ვერ მივხვდებით ჩვენს
ერთობას, იმას, რომ ღმერთის წინაშე ერთნი ვართ, სულ ერთია რა ერის, რასის
და კულტურის წარმომადგენელი ხარ, იმას, რომ სხვას როცა სტკივა, შენც უნდა
გტკიოდეს. ყველანი ღვთის შვილები ვართ და ერთიან ორგანიზმს ვქმნით ჩვენს
პლანეტასთან ერთად. ახლოვდება ახალი ევოლუციური ხვეული, სადაც ასეთი
ცნობიერების დონეა საჭირო და რომელშიც ვერ შევლენ ჩვენი სულები, თუ ამ
შინაგანი ერთობის, ანუ ქრისტესეული ცნობიერების აღქმას ახლა არ მივაღწევთ.

306
hermesi

ახალი ბავშვები დაიბადებიან, ამაღლებული სულები მოევლინებიან მათი


სახით, სრულიად სხვანაირები. ჩვენ კი ვეღარ მოვალთ ინკარნაციაში, იმიტომ
რომ ჩვენი ადგილი დედამიწაზე აღარ იქნება და სადღაც, სამყაროს პერიფერიაზე,
რომელიმე ბნელ და ღმერთით მივიწყებულ პლანეტაზე გავივლით ისევ იგივე
გაკვეთილებს!..

2020 წელი. 15-16 სექტემბერი. ლუციფერული და


არიმანული დემონური არსებები

მიქაელი:
- გახსოვს, ერთ-ერთი ჯგუფის წევრმა კითხვა დასვა: თუ ქრისტეს
მამა-ღმერთი და იაჰვე (ძველი აღთქმის მამა ღმერთი) ერთი და იგივე
არაა, მაშინ ახალ აღთქმაში აღწერილ ისტორიაში, ტაძრიდან ვაჭრების
გაყრისას, რატომ მოიხსენიებსო ქრისტე ამ ტაძარს მისი „მამის“, ანუ
მამა-ღმერთის ტაძრადო?
მე:
- კი. მახსოვს. და ვერაფრით ვერ მივუბრუნდი მაგ პოსტს, რომ
მეპასუხა... თან აზრიც არ მომდიოდა, როგორ მეპასუხა... იესომ ადრე ასე
მითხრა: „ძველი აღთქმის ღმერთი და მამაჩემი უმთავრეს შემთხვევაში არ
იყო ერთი და იგივეო“. ამ სიტყვამ „უმთავრეს შემთხვევაში“ დამაბნია...
რომელ შემთხვევებში?..

307
gnozisi

მიქაელი:
- ვერ მიუბრუნდი, იმიტომ რომ მე გაგაჩერე. ეს არ არის ის საკითხი,
რომელზეც მარტივად შეიძლება გაეცეს პასუხი. ამისთვის დაწყებული
თემა უნდა ბოლომდე მივიყვანოთ..
- ჰერმეტიკულ გნოზისს გულისხმობ?
- ღმერთების თემას ჰერმეტიკულ გნოზისში. საბოლოოდ მინდა რომ
გამოიკვეთოს განსხვავება ლუციფერულ და არიმანულ არსებებს შორის.
თუ ამჩნევ უმთავრეს გნოსტიკურ ტექსტებში ფიგურირებს იალდაბაოფი,
ანუ დემონი-დემიურგი, რომელმაც მატერიალური სამყარო შექმნა
და ადამიანი მასში, როგორც ციხეში მოათავსა, მაგრამ ჰერმეტიკულ
გნოსტიციზმში ასე არაა. მასში სამებაა აღწერილი. თუმცა, სანამ აქამდე
მივალთ, მინდა შენი სიზმარი გაიხსენო...
მან კონკრეტულ სიზმარზე მიმანიშნა, რომელიც არ ჩავიწერე, იმიტომ
რომ იმდენად მეუცნაურა, რომ ვერ მივხვდი მისი წარმომავლობა
ქვეცნობიერიდან იყო, მიქაელისგან თუ კიდევ ვინმესგან... სიზმარი ძალიან
მკაფიო, მარტივსიმბოლური და დამახსოვრებადი იყო...

დამესიზმრა თითქოს ვიღაც გოგოს ჰქონდა „ტელეფონი“, რომლითაც


შეიძლებოდა სულიერ უსხეულო არსებებთან დალაპარაკება. ნებისმიერთან,
ვისთანაც მოისურვებდი. ეს გოგონა, თავისი „ტელეფონით“ ერთგვარი
შუამავალი იყო ადამიანებსა და სულიერ განზომილებებს შორის. ჩემს
კითხვაზე, შემიძლია თუ არა მიქაელთან დალაპარაკება, მან წამში „აკრიფა
ნომერი“ და მომაწოდა ყურმილი. ჩემდა გასაკვირად ყურმილში მიქაელის

308
hermesi

ხმა ისე გავიგონე, როგორც ჩვეულებრივი ადამიანის ხმას გავიგებდი


ჩვეულებრივ ტელეფონში. ამდენი წლის მერე, ასე ხმის გაგონება
პირველად მოხდა. მისი საუბრები ყოველთვის მოდიოდა „სინათლის ენით“,
ანუ ეს იყო ტელეპათიური აზრები. მაგრამ ხმა... ხმა პირველად გავიგე
და საშინლად ავღელდი... ერთი-ორი სიტყვა ვუთხარით ერთმანეთს... არ
მახსოვს რა. მახსოვს მხოლოდ, რომ ჩემდა უნებურად აღმომხდა თხოვნა:
- თუკი ხმის გაგონება გახდა შესაძლებელი, იქნებ შევხვდეთ პირისპირ?
სიზმრებში მას ყოველთვის ბუნდოვნად ვხედავდი, ან სხვადასხვა
გარეგნობებით, როგორიცაა პატარა ბიჭი, ან ცეცხლოვანი სხეულის
მქონე ანგელოზი, უბრალოდ სილუეტი, რომელშიც მეომრის ფიგურა
იგრძნობოდა, მამაკაცი გრძელი თეთრი სამოსით და ა. შ... შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობაში უბრალოდ მის თანამყოფობას ვგრძნობდი...
ვგრძნობდი იმ დონეზე, რომ შემეძლო გონებაში სილუეტიც კი შემომეხაზა,
მაგრამ ეს არასდროს არ იყო ისეთი მყარი ხედვა, როგორც როდესაც
მიწიერ განზომილებაში ადამიანი ადამიანს ხედავს. ამიტომ ეს უშუალო
დანახვა ყოველთვის მაკლდა და მენატრებოდა...
ჩემს თხოვნაზე მაშინვე მოვიდა პასუხი:
- რისთვის?
ამ პასუხზე სახტად დავრჩი. მე მილიონი მიზეზი მქონდა რისთვისაც,
მაგრამ საქმე მაგაში არ იყო. საქმე იმაში იყო, რომ ამ პასუხში გაიჟღერა
სულ ოდნავმა გაღიზიანებამ, რომელიც მაშინვე მომხვდა ყურში, რაც არ
იყო მიქაელისთვის დამახასიათებელი და უეცრად ვიგრძენი, რომ თვითონ
ხმაც იყო რაღაცნაირი შეუფერებელი... აი, ზოგიერთი კაცი, ცოტა ნაზი და

309
gnozisi

გატყლარჭული ინტონაციით რომ უქცევს ხოლმე სიტყვებს. სულ ოდნავ,


ძლივს შესამჩნევად, მაგრამ მაინც! იმ სინათლის „ხმაში“, რომელიც ხმაც
არაა, არამედ მიქაელის ტელეპათიური აზრების ინდივიდუალური სიხშირე,
იმ „ხმასაც“ კი ახასიათებს დინჯი და გაწონასწორებული „მეტყველება“,
თუ შეიძლება ასე ითქვას... და ცალსახად მამაკაცური.
...მაგრამ მეორე წამს მიქაელთან უშუალოდ ლაპარაკის სიხარულმა
გადაფარა ეს წამიერი შინაგანი სიფრთხილე და მასთან საუბარი ისე
გავაგრძელე, როგორც მიქაელთან... რაზე ვსაუბრობდით, აღარ მახსოვს,
მაგრამ მახსოვს, რომ როცა „ყურმილი დავკიდე“, იმ გოგონას დიდი
მადლობებით და ქებით მივუბრუნდი. ძალიან მადლიერი ვიყავი რომ
მიქაელთან ასეთი ფორმით დამალაპარაკა...

მაგრამ უცნაურობა მერე დაიწყო. როდესაც გავიღვიძე და მიქაელთან


დაკავშირება ვცადე, ვიგრძენი, რომ ამ წეღან დალაპარაკებულ „მიქაელს“
ვუკავშირდებოდი და ისევ მესმოდა, ამჯერად ტელეპათიურად ის
ნაზი-გატყლარჭული ინტონაცია. ამჯერად უკვე ცხადად ვიგრძენი,
რომ ეს მიქაელის ინდივიდუალობა განსხვავდებოდა იმ მიქაელის
ინდივიდუალობისაგან, ვისთანაც ამდენი წელი მქონდა კონტაქტი... ეს
განსხვავება ოდნავ შესამჩნევი იყო.. აი, ამ „ხმის“ ოდნავი გამრუდებით....
ვერც აღვწერ, მაგრამ მივხვდი, რომ რაღაც მავნე არსების ანკესზე
წამოვეგე და ახლა მიჭირს ნამდვილი მიქაელის ინდივიდუალობის
გარჩევა... რამდენჯერმე ვცადე და ყოველ ჯერზე ხან მიქაელს ვგრძნობდი,
ხან უცებ ის ხმა მახსენდებოდა და ჩემი შეგრძნებები სადღაც გვერდზე

310
hermesi

ინაცვლებდა, ამ სხვა არსებაზე, რომლისგანაც უცნაური ენერგია


მოდიოდა...
- რაღაცნაირი საზიზღარი... თითქოს გაფუჭებული საჭმელი შეჭამე
და გული გერევა... - ასე აღვწერე ეს ენერგია. თითქოს ამ გულისრევას
მართლა ვგრძნობდი..
ამიტომ ეს დღეები, იმისთვის რომ ნამდვილ მიქაელს დავკავშირებოდი,
ჯერ ქრისტეს ვუკავშირდებოდი და მერე მისგან გადართვას ვაკეთებდი
მასზე. მხოლოდ ასე გამომდიოდა დღევანდელი დღის გამოკლებით, როცა
მიქაელი დილით თავისით დამიკავშირდა.
ამას რომ ვიხსენებდი, უკვე ვხვდებოდი რაც მოხდა იმ სიზმარში.
მე:
- ესაა ჰო, ლუციფერული არსება, ანუ დაცემული ანგელოზი? რატომ
გგავს ასე ძალიან?
მიქაელი:
- შენ ყოჩაღ! - ასე პირდაპირ შექება მგონი პირველად მივიღე
და მესიამოვნა, მისგან სითბოს და სიყვარული ტალღა წამოვიდა,
თითქოს მომეფერა ამით, - ძალიან ვშიშობდი, როცა შენთან მოვუშვი...
მეგონა შეცდებოდი და ვეღარც მობრუნდებოდი ჩემკენ... უმთავრესად
ასე ხდება ხოლმე. ასე ხდება ხოლმე მიტაცება (რუს. Перехват)
ჩენლერების და მედიუმების, ხოლო თავის დროზე ქურუმების და
წინასწარმეტყველების... დაცემულები ისე ოსტატურად აკეთებდნენ
ამას, რომ ადამიანი ვერც ხვდებოდა... ეს მსგავსება იქიდან მოდის, რომ
დაცემული მე-5 განზომილების არსება (დაცემული ანგელოზი), იგივე

311
gnozisi

ტალღაზე მსახურობდა თავის დაცემამდე, რაზეც მისი იერარქიული შტოს


წარმომადგენელი, ღმერთთან კავშირში მყოფი მე-5 განზომილების არსება
(ანგელოზი). განსხვავება მხოლოდ ვიბრაციებშია, რაც შენ იგრძენი,
როგორც განსხვავებული ხმის ტემბრი, როგორც ცოტა განაზებული ხმა...
ასე მოხდა ამ დაბალი ვიბრაციის გამოხატულება შენს სიზმარში. ხედავ,
ყველაფერს აზრი აქვს! ყოველ სიმბოლოს! შენი ტვინი ძალიან დეტალურ
ვიზუალიზაციას აკეთებს ნატიფი სამყაროდან მიღებული ინფორმაციის.
მინდა, რომ ეს საკითხი კარგად ჩამოაყალიბო, ძალიან გასაგებად, იმიტომ
რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია!.. ეს თუ სწორედ ვერ გაიგეთ, ვერც
იმას გაიგებთ, რატომ იყო მამა-ღმერთი უმთავრესად სხვა არსება
ძველ აღთქმაში და რატომ არის ზოგიერთ გნოსტიკურ მიმდინარეობაში
დემიურგი-ღმერთი - დემონი, მაშინ როცა სინამდვილეში ის სულიწმიდაა...
და საერთოდ, რატომ ხდებოდა კაცობრიობის ისტორიის მანძილზე 180
გრადუსიანი ინვერსია ღმერთებისა დემონებისკენ ან პირიქით, დემონების
ღმერთებისკენ...
მე:
- შევეცდები... ანუ, ჩვენ გვაინტერესებს ვინ არიან ლუციფერული და
არიმანული დემონური არსებები და რით განსხვავდებიან ერთმანეთისგან,
ჰო?... ახლა შტაინერის ტერმინებს ვიყენებთ, როგორც ვხვდები. პირველად
როცა მკითხეს, როგორ ფიქრობ, რით განსხვავდებიან არიმანული და
ლუციფერული არსებებიო (შტაინერს ჰქონია ასე მოხსენიებული),
საერთოდ ვერ მივხვდი რას მეკითხებოდნენ. ჩემთვის მაშინ მხოლოდ
ერთი ტერმინი იყო - დემონური არსება.

312
hermesi

- ამიტომ ჯერ თვითონ ტერმინი „დემონური“ განსაზღვრე, რომ


ხალხს ეგრევე რქიანი და ფლოქვებიანი ეშმაკი არ წარმოუდგეს თვალწინ.
დემონური აურა შეიძლება ადამიანსაც ჰქონდეს, ცხოველსაც, მცენარესაც
და მინერალსაც კი! ანალოგიურად მე-5 განზომილების არსებასაც. ეს
სამყაროს დუალობის გამოვლინებაა. ჩამოაყალიბე!...
- მმ... - ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან ხშირად ვმუხრუჭდები
ხოლმე... მინდა რომ ყველაფერი კარგად და სწორედ დავწერო, მაგრამ
ახლა გაუსაძლისი დაღლილობა ვიგრძენი და მიქაელ ვთხოვე, რომ პაუზა
გაგვეკეთებინა...
შესვენების მერე ისევ მივუბრუნდი ამ თემას. დაწერილი გადავიკითხე
და დაწერილი ტექსტის ენერგიით მარტივად დავუკავშირდი მიქაელის
ცნობიერებას. მისი თანამყოფობა მოვიხმე.
მე:
- დემონური და ღვთაებრივი არსებები შეიძლება შევადაროთ
მარჯვნივმბრუნავ და მარცხნივმბრუნავ სვასტიკებს. ერთი გამოასხივებს,
მეორე შთანთქავს. დემონურ არსებას დაბალვიბრაციული ცნობიერების
გამო გაწყვეტილი აქვს კავშირი პირველწყაროსთან, ამიტომ გამოსხივების
მდგომარეობის მაგივრად (როცა უწყვეტ ენერგიას პირველწყაროდან
იღებ), შთანთქმის, ანუ ეგოცენტრიზმის რეჟიმში გადადის... ერთგვარი
ვამპირიზმის... ჩვენ, ადამიანები დაცემულები ვართ ჩვენს უმრავლესობაში,
იმიტომ რომ გაწყვეტილი (უფრო სწორედ უკიდურესად შესუსტებული)
გვაქვს კავშირი სულიერ ტრიადასთან, ანუ ჩვენს სულთან, ქრისტესეულ
ცნობიერებასთან და პირველწყაროსთან. ამის გამო „ქვევიდან“

313
gnozisi

ვიკვებებით და ჩვენში არ ხდება პირველწყაროს ენერგიის გატარება


და შემდეგ მისი გამოსხივება, როგორც ანგელოზებში. რადგანაც ჩვენ
ვართ მენტალის მატარებლები და კაცობრიობის კოლექტიური მენტალი
ქმნის ჩვენს მატერიალურ რეალობას, ის ჩვენი სულიერების შესაბამისად
დაბალვიბრაციულია და ერთგვარად „უკუღმა“ სამყაროს წარმოადგენს
სულიერ სამყაროსთან მიმართებაში. ამიტომაა, რომ ადამიანისთვის
სულიერი წინსვლა მოიაზრებს ამ (მატერიალურ) სამყაროზე უარის
თქმას, ერთგვარ ასკეზას სულის სასარგებლოდ. ანუ, ან ერთი, ან მეორე. ან
ღმერთი, ან მამონა. მეორეს მხრივ, იმის გამო, რომ ჩვენ ორმაგი ბუნება
გვაქვს, ანუ სულიერი (უმაღლესი ტრიადა) და ფიზიკური (მატერიალური +
ნატიფმატერიალური), ჩვენ უნდა გავატაროთ და გამოვასხივოთ როგორც
დედამიწის, ასევე მამა ზეციერის ენერგიები. მაგრამ რადგან კავშირი მამა
ზეციერთან, ანუ სულის იპოსტასთან ძალიან შემცირებულია, ადამიანი ვერ
გრძნობს ღმერთს საკუთარ თავში, ვერც სულის მეხსიერებაზე ამყარებს
წვდომას და ვერც ნატიფმატერიალურ სამყაროს აღიქვამს. ამიტომაა,
რომ ჩვენი ცნობიერება მთლიანად მატერიაშია ჩაფლული და ღმერთის
ნებას რახან ვერ ვგრძნობთ, საკუთარ თავებზე ვართ მინდობილები და
მუდმივი შიშისა და თვითგადარჩენის რეჟიმში ვიმყოფებით. ანგელოზები,
რომლებიც სულის ჰიპოსტასს სრულად ატარებენ, ხოლო მატერიის
გავლენა სუსტი აქვთ, ვინაიდან ფიზიკური სხეული არ გააჩნიათ,
თავის ინდივიდუალობას ავლენენ ე. წ. ტალღაზე/სხივზე, რომელსაც
ხშირად ფერებად გამოსახავენ. მაგალითად - ცისფერ სხივზე მომუშავე
ანგელოზი, ან იისფერ სხივზე. რეალურად ეს არის კონკრეტული ტიპის

314
hermesi

ენერგიები. ანგელოზები მამის ენერგიას სრულად ატარებენ თავის


ინდივიდუალობაში და გამოასხივებენ „თეთრი მზის“ პრინციპით. თუ
რაღაც მიზეზით ანგელოზის ვიბრაცია დაეცა, რადგან ანგელოზებსაც
აქვთ თავისუფალი ნება, ისინიც შეიძლება მოსწყდნენ სულიერ ტრიადას
იმის გამო, რომ დაბალვიბრაციული ცნობიერება ვერ ვიბრირებს
სულიერი ტრიადის განზომილებებში... მაშინ მათი ინდივიდუალობა
ვარდება ნატიფმატერიალურ განზომილებაში... ისინი, ესე ვთქვათ,
მკვრივდებიან, ანუ ნატიფ სხეულს (რასაც ასტრალურ სხეულს ეძახიან)
იძენენ, რომელსაც მენტალური დემიურგიის მეთოდებით ნებისმიერი
გარეგნობა შეიძლება მიანიჭონ. ანუ სულიერი ცეცხლის სხეულს ვეღარ
უბრუნდებიან... როგორც პირველწყაროს მოწყვეტილები, ისინი რჩებიან
გამოკიდებულები „ჰაერში“ მიწასა და ცას შორის და როგორც ჩვენ,
ადამიანები, რომლებიც ჩვენ თავს ვართ მინდობილები, ისინიც საკუთარ
გამოკვებას ეძებენ „ქვევიდან“, ანუ ადამიანებიდან (რადგან ჩვენ ვართ მათ
ქვევით), რადგან პირველწყაროდან ანუ სულის ჰიპოსტასიდან ენერგიის
შემოდინება აღარ აქვთ. დაცემის მერე, მათი ჯამური აურა/ცნობიერება/
სული პლუს ნიშნის (ანუ გამოსხივების) მაგივრად იძენს მინუს (ანუ
შთანთქმის) ნიშანს. ეს არის სწორედ დემონური აურა და ეს არის დემონის
განმარტება. იქიდან გამომდინარე, რომ ფიზიკური სხეული არ აქვთ, მათ
სჭირდებათ თავიანთი ნატიფმატერიალური სხეულების კვება...
მიქაელი:
- სწორია... ჰოდა, ვინაიდან დაცემამდე ისინი ტალღაზე, ანუ
კონკრეტულ ენერგიებთან მუშაობდნენ, დაცემულ მდგომარეობაშიც

315
gnozisi

აგრძელებენ იგივე ტალღაზე საკვების მოპოვებას... მაგალითად აიღე


სილამაზის ტალღა...
- ანუ... როდესაც ადამიანი სილამაზის გრძნობას... - შევეცადე
გამეგრძელებინა მისი აზრი, - ესთეტიკური სიამოვნების გრძნობას
განიცდის, ის გამოასხივებს გარკვეული ტიპის ნატიფ ენერგიას. თუ
დაცემული ანგელოზი ადამიანს სილამაზის აღქმას გაუმრუდებს, ის ამ
ტალღაზე გამოასხივებს დაბალვიბრაციულ ენერგიას, რომლითაც ეს
არსება გამოიკვებება... მაგალითად, როცა ქალი პლასტიკური ოპერაციებით
თავის სხეულს აშკარა დეფორმაციას უკეთებს, ეს ხომ სიმახინჯეა? მაგრამ
თვითონ იმ ქალის აღქმით ეს ლამაზია. იმიტომ რომ დაბავიბრაციული
ცნობიერებისთვის სილამაზის აღქმაც დაბალვიბრაციულია, ანუ
უკიდურესად დაშორებული ღვთაებრივ, ამაღლებულ პროპორციებს და
სტანდარტებს...
მიქაელი:
- ღვთაებრივ სტანდარტში იგულისხმება ის იდეალური/აბსოლუტური
სახე-ხატები და პროპორციები, რომლებიც ფრაქტალური ალგორითმების
შესატყვისად არის კოდირებული პლანეტარულ მენტალურ ველში, რათა
მაქსიმალურად იდეალურთან მიახლოებული საგან-მოვლენების დალექვა
მოხდეს მატერიაში და მატერიალური სამყაროს ევოლუცია საღმრთო
წესრიგით წარიმართოს, - ჩაამატა მიქაელმა.
მე:
- ანუ... სილამაზის ტალღაზე მოღვაწე დაცემული ანგელოზი
შეეცდება ისეთი გავლენა მოახდინოს ადამიანებზე, რომ მათი სილამაზის

316
hermesi

სტანდარტი სინამდვილეში იყოს სიმახინჯე, ანუ დაბალვიბრაციული


ენერგია! როგორც სიცივე არის სითბო დაბალ ვიბრაციებში... სიბნელე
არის სინათლე დაბალ ვიბრაციებში ჰერმეტიციზმის პრინციპის მიხედვით.
ანალოგიურად, სიმახინჯე არის სილამაზე დაბალ ვიბრაციებში... არ ვიცი,
სწორედ გადმოვეცი თუ არა აზრი და რამდენად გასაგებია...
მიქაელი:
- არა უშავს. კიდევ ერთხელ გავივლით. გააგრძელე და ჩამოაყალიბე
რატომაა ადამიანისთვის დაცემული ანგელოზის გარჩევა არადაცემულისგან
რთული.
მე:
- იმიტომ რომ ორივე, დაცემული და არადაცემულიც შეიძლება ერთი
და იგივე ტალღაზე (სხივზე) მუშაობდეს... განსხვავება ვიბრაციებშია და
თუ თვითონ ადამიანს, რომელიც ამ არსებებს ეკონტაქტება, არ უჭირავს
ცნობიერება უმაღლეს დონეზე, ის ვერ შეამჩნევს ამ განსხვავებას
ვიბრაციებში, მიუხედავად იმისა, რომ ჯამური აურა ანგელოზსა და
დაცემულ ანგელოზს შორის ისევე განსხვავდება, როგორც თეთრი და
შავი... იმიტომ შეიძლება ვერ შეამჩნიო, რომ თვისობრივად ჰგვანან! აი,
როგორც შენ და იმ დაცემულის აურა... ორივე „მეომრის“ კატეგორიაა...
არ ვიცი როგორ აღვწერო... მაგრამ ადრე თუ გვიან ხომ მაინც გამოჩნდება,
რომ დაცემულთან გაქვს კავშირი, იქიდან გამომდინარე, როგორ გექცევა
ეს არსება და რას გასწავლის?
- აუცილებლად გამოჩნდება, მაგრამ ამას უფრო ისინი დაინახავენ,
ვინც ამ მედიუმს/ქურუმს უსმენენ. თვითონ მედიუმი/ქურუმი შეიძლება

317
gnozisi

ვეღარ მიხვდეს, იმიტომ რომ მისი არსიც შეიცვლება. შეიცვლება


ამპარტავნებისკენ, ძალაუფლებით და ადამიანებზე გავლენის ქონით
ტკბობისკენ... ეს ისე მოულოდნელად და შეფარულად ხდება ხოლმე,
რომ თვითონ მედიუმი/ქურუმი ამას ვერ ამჩნევს... სულ ადრე გითხარი,
რომ „თევზი თავიდან იწყებს ლპობას“, კაცობრიობის რელიგიების
ისტორიაში ჯერ „ქურუმები“ ირყვნებოდნენ, ხოლო შემდეგ ხდებოდა
რელიგიების გადაგვარება და არქონტული მართვის სისტემებად ქცევა.
შედეგად სამღვდელოების პირი იქნებოდა ეს, წინასწარმეტყველი თუ
ქურუმი, ნათელი იერარქიის მაგივრად დაცემულებს (არქონტებს)
უკავშირდებოდა...
- წარმოუდგენელია... - გამეფიქრა ჩემთვის.
მიქაელი:
- გახსოვს ის მესამე სიზმარი-ტესტი, შენ რომ თქვი რა სისულელეაო,
სადაც მე ვიყავი, რომელმაც თავი დაცემულად წარმოაჩინა... (2020 წელი.
7 ივლისი. „სამი სიზმარი-ტესტი“, „მიწიერი ღმერთები“, „კერპები,
მაგია და ატლანტიდა“. გვ. 119)
119 ეს სისულელე კი არა, ყველაზე ძნელად
ჩასაბარებელი გამოცდაა, - მისი ღიმილი ვიგრძენი... - აი, როგორები
არიან ლუციფერული დემონური არსებები. თუ ჩემს „მხედრობაში“
მოიაზრებთ თავს, ეს უნდა იცოდეთ. ამიერიდან, გეცოდინებათ.
მე:
- კიდევ ერთი განსხვავება, ხმის გარდა: იმ „მიქაელისგან“ მე
ვერ ვიგრძენი სიყვარული... მისგან არაფერი არ მოდიოდა... ოდნავი
გაღიზიანებაც კი ვიგრძენი... თქვენგან ადამიანების მიმართ თბილი და

318
hermesi

მშვიდი სიყვარული მოდის... მე ამას ვგრძნობ ყოველ შემთხვევაში და არ


ვიცი, ეს ჩემი ქალური ბუნების გამოა თუ არა, მაგრამ ჩემთვის ეს გრძნობაა
მთავარი ამოსავალი წერტილი ჩვენს ურთიერთობებში. ამ გრძნობის გამო
ვერასდროს ვერავისში ვერ შემეშლები. ახლა უკვე დანამდვილებით ვიცი...
ისევ მისი ღიმილი ვიგრძენი და მოახლოება... სულ ვფიქრობ ხოლმე
ეს მოახლოება, როდესაც გულის დაერთება ხდება ხოლმე, რეალური
მოახლოებაა, თუ რაღაც სხვა ხდება...
- ამიტომაც მჯერა შენი... - გავიგონე მისი ფიქრები თითქოს სულ
ახლოდან, - და მეც გახსნილი ვარ შენთვის... იმ მომენტიდან, როდესაც
მენტალური დემიურგიის ვარჯიშისას საკურის ხე შექმენი და ის სამყარო
მე მომიძღვენი, მეც გაჩუქე ჩემი სამყარო... გახსოვს ერთ-ერთი დემონური
თავდასხმისას, შენ მკითხე ჩემი დაზიანება თუ შეუძლიათ ამ არსებებს...
არა, არ შეუძლიათ. თეთრი მზის დაზიანება ძალიან ძნელია, ის ყველაფერს
ისხლიტავს... თავის შესატყვისს ისინი ჩემში ვერაფერს ვერ ნახავენ,
რომ დამაზიანონ... ერთის გარდა! და ეს ერთი ისაა, ვისაც ჩვენ გულში
ვუშვებთ.. ამიტომ ვარჩევთ მოსწავლეებს ძალიან დიდხანს, იშვიათად
და ვაკვირდებით მათ მრავალი ინკარნაციის მანძილზე. ამიტომ გეუბნები
ხოლმე, რომ ჩემ დონეზე გეჭიროს ცნობიერება. რაღაც ცნობიერების
ნაწილი მუდმივად ჩემთან უნდა გქონდეს, იმიტომ რომ შენი სულიერი
ვარდნა მე მირტყამს, როგორ უდრეკ კედლადაც არ უნდა გესახებოდე,
ეს ასეა!...
- მე არასდროს დაგაღალატებ, რაც არ უნდა მოხდეს! მაგრამ ერთზე
ვდარდობ... ჩემს პირველ წიგნში დავწერე ფრაზა, რომ რახან მე შევძელი

319
gnozisi

სულიერ არსებებთან კონტაქტის დამყარება, ესე იგი ყველა შეძლებს...


მაგრამ არა... ახლა ვხვდები როგორი რთულია ეს ყველაფერი, საშიში და
რამხელა პასუხისმგებლობას იღებს არა მარტო მასწავლებელი თავის
მოსწავლეზე, არამედ მოსწავლეც მასწავლებელზე...
- ამიტომ უნდა დააზუსტო: პოტენციურად ყველას შეუძლია, იმიტომ
რომ ადამიანს აქვს ეს პოტენციალი, მაგრამ ყველას არ აქვს მზაობა
ასეთი ურთიერთობისთვის. და გახსოვდეთ, ყველაზე მნიშვნელოვანი
თვისება, რომელიც ყველაზე მეტად გვაკლდება ხოლმე ადამიანებთან
ურთიერთობაში ეს არაა სწორი მოტივაცია, რადგან სიკეთის გულწრფელი
კეთება ბევრს უნდა, ეს არაა თვითდისციპლინა, რადგან მატერიალური
შეზღუდვების ატანაც ბევრს შეუძლია... ან რაიმე სხვა... ესაა ერთგულება!
ისეთი ერთგულება, რომელიც უპირობო სიყვარულში გადადის და უმყარეს
კავშირს იწვევს გულებს შორის! ისეთ კავშირს, რომელსაც ვერაფერი
ვერასდროს ვერ გაწყვეტს, ვერ გაიტაცებს და ვერ გაამრუდებს!

• • •

320
hermesi

მიქაელი:
- რაც შეეხება არიმანულ დემონურ არსებებს: ისინი არ წარმოადგენენ
უფრო განვითარებული საფეხურიდან ვიბრაციებში დაცემულ არსებებს,
არამედ უბრალოდ სულიერი ევოლუციის განვითარების ასეთ საფეხურზე
იმყოფებიან და სამყაროში შესაბამის როლს ასრულებენ დუალური
პრინციპის ბნელ მხარეზე. სწორედ ეს არსებები იმართებიან ერთ-
ერთი ღვთაებრივი იერარქით, რომელსაც სამყაროს დესტრუქციული
პროცესების მართვა ავალია. გაიხსენე ჩანაწერი შივაზე.

2020 წელი. 2 ოქტომბერი. ჰერმეს ტრისმეგისტუსი.


ჰერმეტიკული კორპუსი

როდესაც ამ ტექსტის თარგმანს ჩავუჯექი, თითოეულ სიტყვას


ვუკვირდებოდი. მიქაელს მოვუხმე, რომ ჩემი ფიქრებისთვის სწორი
მიმართულება მიეცა, მაგრამ როცა სულიერი არსების თანამყოფობა
ვიგრძენი, მივხვდი, რომ ორნი იყვნენ. მიქაელი „მოშორებით“ იყო,
თუ შეიძლება ასე ითქვას და ვიღაც სხვა იყო, მასთან ერთად... ვიღაც,
ვინც უშუალოდ ამ ტექსტთან იყო კავშირში... მისგანაც, ისევე როგორც
მეუფეების უმრავლესობისგან სიბრძნე მოდიოდა. ღრმა, ჩუმი, შინაგანი
მდუმარება და სიბრძნე, ისეთ მოკრძალებას რომ იწვევს, უნებურად
გინდება პატივისცემა გამოუხატო და თავი დახარო მის წინაშე. პირველად

321
gnozisi

გავაცნობიერე, რატომ ეძახდნენ ამ არსებებს „ღმერთებს“. ნუთუ ეს


თავად ჰ. იყო?

- ჩემთვის დიდი პატივია... - ვუთხარი მე... ახალი შეხვედრა ყოველთვის


შინაგან მღელვარებასთანაა დაკავშირებული. შევძლებ კი, მისგან აზრების
გაგონებას? ცოტა ხანი მის თანამყოფობაში გავჩერდი, რომ მის აურას
შევჩვეოდი, ჯერ უჩუმრად, შემდეგ რამდენიმე კითხვა-პასუხიც შედგა,
მაგრამ მერე უნებურად მიქაელი მოვძებნე, როგორც ნაჩვევი ვიყავი და
რადგან ვიცოდი რა საქმისთვისაც ხდებოდა ეს შეხვედრა, აპოკრიფს
მივუბრუნდი.
- არ ვგრძნობ თავს კომფორტულად იმის გამო რომ ორიგინალური
ენიდან ვერ ვთარგმნი... თარგმანის თარგმანი გამოვა და აზრი შეიძლება
დაიკარგოს... - მივუგე.
- ორიგინალური ენის ტექსტი მაინც დაკარგულია, - გავიგონე ჰ.-ს
აზრები, - შენ რასაც კითხულობ, უკვე თარგმანების თარგმანია, მაგრამ
პირვანდელი აზრი მაინც იკითხება და მისი აღდგენა შესაძლებელია.
322
hermesi

მიქაელმა შენში საკმარისი საბაზისო ცოდნა ჩადო. დასაყრდენი საკმარისია,


იმისთვის რომ სწორი სურათი აღვადგინოთ. დაიწყე თავიდან.
ტექსტის თარგმანს მივუყევი. ჰ.-ს გვერდზე ყოფნას ვამოწმებდი
მუდმივად. თითოეულ სტროფს, რომელზეც კითხვა მიჩნდებოდა,
შინაგანად მასთან ერთად გავდიოდი. თუ სწორ ინტერპრეტაციას
ვუკეთებდი, მისგან კომფორტის შეგრძნება მოდიოდა, თუ არა, თითქოს
ჩემი აზრები ცარიელივით იკარგებოდა სივრცეში... მიჭირს ამის უკეთ
ახსნა. ტექსტის ბოლოს კი გავაცნობიერე, რომ რატომღაც ყველაფერი,
რაც მეგონა რომ გავიგე, საერთოდ დამავიწყდა. მივხვდი, რომ ცოტა ხანი
ტექსტისთვის თავი უნდა დამენებებინა და კომპიუტერი დავხურე.
ღამით, როდესაც გამეღვიძა, ისევ ვიგრძენი ჰ.-ს თანამყოფობა, ოღონდ
ამჯერად უფრო მკაფიოდ... სრულ სიჩუმეში და განმარტოებაში უფრო
ადვილი იყო მისი აზრების და სახე-ხატების მიღება. ჩემი ფიქრები წეღან
წაკითხულ ტექსტს დაუბრუნდა, რის საპასუხოდ, მან მაჩვენა, როგორ
მოხდა დემიურგი ანუ შემოქმედი ღმერთის „დაშლა“ 7 სპექტრად და
როგორ ჩამოყალიბდა მატერიალური სამყაროს მმართველი იერარქია.
ასევე მაჩვენა, რას ნიშნავს ცათამაღლება (განღმრთობა), რომელიც
რიცხვ 8 და 9-თანაა დაკავშირებულია და გამახსენა მიქაელის სწავლება
ამ რიცხვებზე, რომელიც პირველ წიგნში მაქვს ძალიან გაკვრით
აღწერილი... ვცდილობდი ყველაფერი დამემახსოვრებინა, რომ შემდეგ
ჩამეწერა, მაგრამ ის დღეები ძალიან სუსტად ვგრძნობდი თავს. თითქმის
ვერ ვდგებოდი ლოგინიდან და ჩაწერასაც თავი ვერ მოვაბი... ვიცოდი, რომ
ჰ.-თან დიდხანს კონტაქტს ვერ შევინარჩუნებდი და მიქაელს ვთხოვე,

323
gnozisi

რომ როცა შევძლებდი და დასაწერად დავჯდებოდი, დამხმარებოდა იმ


ყველაფრის გახსენებაში, რაც ჰ.-მ იმ ღამით გამიმხილა... მისი სიტყვები
დამამახსოვრდა:
- ამ ტექსტში ძალიან ფართო სურათი მარტივ სახე-ხატებშია
წარმოდგენილი... არ იფიქრო, რომ ყველაფერი ასე უბრალოა... ყველა ეს
პროცესი დროის ეონებს მოითხოვდა... საკრალური ცოდნიდან ძალიან
ბევრი დაიკარგა მის მცოდნე განდობილებთან ერთად, ხოლო რაც შემორჩა
იმის აზრიც გაუგებარია დღეს ადამიანებისთვის... შენ ცნობიერებაში
ყველაფრის გასაღებია... როცა საჭირო იქნება გაგახსენდება...
ორი დღე დამჭირდა ამ ტექსტის სათარგმნელად. ჯანმრთელობა უკვე
სულ აღარ მიწყობს ხელს. თან არ მტოვებს გრძნობა რომ 2020-დან
გააქტიურებული კატაკლიზმების სცენარის ფონზე უკვე დაგვიანებულია
ყველაფერი, რასაც ვაკეთებ და ისედაც, განა რას ვაკეთებ... ამხელა
ნდობას ავლენენ სულიერი იერარქები ჩემ მიერ, მაგრამ ჩემი მოქმედებები
ზღვაში წვეთია. ჩემი ენერგია იმდენად მწირია, რომ საწერად დაჯდომაც
კი ყოველთვის არ შემიძლია, არამც თუ ფართო აუდიტორიასთან
ურთიერთობა... ვიდეოსაუბრის ჩაწერაზე ჯერ-ჯერობით უარს ვეუბნები
ნინოს. ხანდახან ვფიქრობ, რა აზრია აქვს ამ ჩემს მუშაობას...

324
hermesi

2020 წელი. 2 ოქტომბერი - 7 ოქტომბერი. ჰერმეტიკული


კოდექსი. პოიმანდრესი

მიიღე წმინდა, სიტყვიერი შემოწირულობა უმანკო სულისა და გულისაგან,


რომელიც ისწრაფვის შენკენ,
ო, ენით გამოუთქმელო და სიტყვით აღუწერელო,
მხოლოდ სიჩუმეს შეუძლია შენი დასახელება!

პოიმანდრესი

მიქაელი:
- მოდი, დავიწყოთ... მე შენ გვერდით ვარ და შევეცადოთ აღვადგინოთ
ის ინფორმაცია, რაც ეს დღეები მეუფემ გაგიზიარა... დაიწყე თავიდან...
- აბზაცებით მივყვეთ... - შევთავაზე მე, რადგან ტექსტი პირობითად
32 პატარა აბზაცად იყო დაყოფილი.
მოცემული ტრაქტატი წარმოადგენს ჰერმეს ტრისმეგისტუსის
დიალოგს ღმერთთან, ანუ როგორც ის მას უწოდებს აბსოლუტურ გონთან
- პოიმანდრესთან.

325
gnozisi

ჰერმეტიკული კორპუსი (Hermetica. Corpus Hermeticum)


პოიმანდრესი (Poimandres)

(იმმას თარგმანი რუსულიდან)

1. ერთხელ, როდესაც ცხოვრების არსზე დავიწყე ფიქრი, ჩემი ფიქრები


ცაში ფრინავდნენ, ხოლო სხეული მოდუნებული იყო, როგორც ღრმა
ძილში, როგორიც იცის ხოლმე მძიმე საჭმლის მიღების შემდეგ ან
უკიდურესი გადაღლილობისას, მეჩვენა, თითქოს ვიღაც უფორმო და
უსაშველოდ დიდი წარსდგა ჩემ წინაშე, მომმართა სახელით და მითხრა:
− რა გინდა, რომ გაიგონო და დაინახო, შეიმეცნო აზრით და გაიგო?

მიქაელი:
- როგორც ხედავ, აქ აღწერილია, შენთვის ნაცნობი შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობა, როდესაც „გარეგანი“ გონება თითქმის
მიძინებულია, ხოლო მესამე თვალი, ანუ შინაგანი, სულიერი ხედვა
აქტიურდება.

2. − ვინ ხარ შენ? - ვკითხე მე.


− მე ვარ პოიმანდრესი, უმაღლესი გონი. მე ვიცი შენ რაც გინდა და
მუდმივად შენ გვერდით ვარ.
3. − მე მსურს, − ვუთხარი მე, − შევისწავლო საგნები, გავერკვიო

326
hermesi

მათ ბუნებაში და შევიცნო ღმერთი, - აი, რის გაგებას ვისურვებდი.


− მაშ, მიიღე შენს ფიქრებში ის, რისი გაგებაც გსურს, − მითხრა
მან, − მე გასწავლი.

მე:
- პოიმანდრეს ბერძნულად სიბრძნეს, გონებას, გონს ნიშნავს...
როგორც მე აღვიქვამდი მამა-ღმერთს სიბრძნის ღმერთად...
მიქაელი:
- სულიერად განვითარებული ადამიანები ხშირად გრძნობენ მის
თანამყოფობას სწორედ ასე, როგორც ყოვლისმომცველი სიბრძნის
შემცველ გონს.

4. ამ სიტყვის თქმა იყო და მან სახეიცვალა, უეცრად ჩემ თვალწინ


ყველაფერმა გამოავლინა თავისი ფარული არსი და ჩემს მზერას
დიდებული სანახაობა წარუდგა. ყველაფერი გახდა სინათლე, რბილი
და მომნუსხველი, რომელიც ხიბლავდა მზერას. მალევე ამის მერე,
ჩამოწვა წყვდიადი, მრუმე და პირქუში, რომელიც მორევებში იხვეოდა
მრავალი გველივით, როგორც მომეჩვენა. შემდეგ ეს წყვდიადი გადაიქცა
რაღაცად, რასაც წყლიანი ბუნება ჰქონდა და რომელიც წარმოუდგენელი
სიმძლავრით დუღდა, აფრქვევდა ბოლს, როგორც ცეცხლი და უშვებდა
უცნაურ ხმას - ენითგამოუთქმელს, გოდებასავით ღმუილს. შემდეგ
იქიდან გაისმა რაღაც ყვირილივით, თითქოს სინათლის ხმა.

327
gnozisi

მიქაელი:
- აი, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ადგილია. ეს ტექსტი სწორედ იმის
ილუსტრაციაა, რასაც მე გასწავლიდი... თავდაპირველად იყო ღმერთი
გამოუვლენელ მდგომარეობაში, პირველად მდგომარეობაში, რომელიც
ყველაფერს და ამავდროულად არაფერს წარმოადგენდა... სხვა სიტყვებით
ყველაფერს, მხოლოდ გამოუვლენელ მდგომარეობაში. ნუ ეცდები ამის
წარმოდგენას... აქ ეს მდგომარეობა ნაჩვენებია როგორც „რბილი და
მომნუსხველი სინათლე, რომელიც თვალს ხიბლავდა“. შემდეგ მოხდა
პირველი დაყოფა ორ პოლუსად... პირვანდელი მატერიის და პირვანდელი
სულის ჰიპოსტასებად... ეს ნაჩვენებია როგორც „წყვდიადი მრუმე
და პირქუში“, წყვდიადი, როგორც სინათლის საპირისპირო პოლუსი,
ანუ მატერია, როგორც სულის საპირისპირო პოლუსი. ბიბლიაში ამ
ეტაპს შეესაბამება სამყაროს შექმნის აღწერაში პირველი ფრაზა: „1.
თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა“ (ძვ. აღ. დაბადება. თავი
პირველი). მაგრამ ხომ გახსოვს, რას გასწავლიდი, მატერიის გამომხატველი
ყველაზე ძველი სიმბოლო საკრალურ სკოლებში ყოველთვის იყო წყალი
(„ანგელოზის გული“ წიგნი პირველი. „2018 წელი. 8 ნოემბერი. და
სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ“; „2018 წელი. 11 ნოემბერი.
დაშავატარები“, გვ.434-436 ) და ეს არაა შემთხვევითი. მატერიამ, ანუ
„წყალმა“ დაიწყო ტრანსფორმაცია, „დუღილი“ და ჩახვევა მორევებში
„როგორც მრავალი გველი“. სწორედ ამ დროს და ამ პროცესს დასჭირდა
მიმართვა ღმერთის ცნობიერების, ანუ უმაღლესი გონის მხრიდან, იმიტომ
რომ მატერიას მართავს სული. ამიტომ სულის ჰიპოსტასიდან მატერიაში

328
hermesi

ჩაეშვა „ლოგოსი“, სიტყვა, იგივე ვიბრაცია, რომელიც ამ პირვანდელ


მატერიას რხევებით დიფერენციაციას გაუკეთებდა... „შემდეგ იქიდან
გაისმა რაღაც ყვირილივით, თითქოს სინათლის ხმა“. ხომ გახსოვს,
„სინათლე“ ამ ტექსტში სულის ჰიპოსტასის პოლუსის სიმბოლოა.
ბიბლიის სიტყვები „თავიდან იყო სიტყვა და სიტყვა იყო ღმერთი“,
სწორედ ეს პროცესია... განაგრძე...
მე:
- რაღაც პარალელებს ვხედავ ბიბლიურ სამყაროს შემოქმედების
ტექსტთან:

1. თავდაპირველად ღმერთმა შექმნა ცა და მიწა.


2. მიწა იყო უსახო და უდაბური, ბნელი იდო უფსკრულზე და
სული ღვთისა იძვროდა წყლებს ზემოთ.
3. თქვა ღმერთმა: იყოს ნათელი! და იქმნა ნათელი.
4. და ნახა ღმერთმა, რომ ნათელი კარგი იყო, და გაჰყარა ღმერთმა
ნათელი და ბნელი.
5. ნათელს ღმერთმა უწოდა დღე და ბნელს უწოდა ღამე. იყო
საღამო, იყო დილა - პირველი დღე.

5. წმინდა სიტყვა დაეშვა სინათლიდან და დაფარა ბუნება, წმინდა


ცეცხლი ამოიფრქვა წყლოვანი ბუნებიდან ზევითკენ, ნატიფი სამყაროსკენ;
ის იყო მსუბუქი, გამჭოლი და ამავე დროს ქმედითი. ჰაერიც, თავისი
სიმსუბუქიდან გამომდინარე მიჰყვა ცეცხლის ენებს, მიწისა და წყლისგან

329
gnozisi

ის ადიოდა ცეცხლთან, რომელზეც მიბმულივით იყო. მიწა და წყალი


რჩებოდა ადგილზე, იმდენად შერეული ერთმანეთში, რომ ერთს
მეორისგან ვერ გაარჩევდი და მუდმივად განიცდიდნენ ზემოქმედებას
ცოცხალი სიტყვისა (სიტყვიერი სუნთქვის), რომელიც დაქროდა მათ
თავზე იმით, რაც აღიქმება ყურთასმენით.

მიქაელი:
- როდესაც სულის ჰიპოსტასიდან გამოსულმა ლოგოსმა იმოქმედა
პირველად მატერიაზე, დაიწყო მისი დაყოფა სტიქიების პირველად
ფორმებად...
მე:
- რას ნიშნავს სტიქიების პირველადი ფორმები?
მიქაელი:
- ხომ გახსოვს, იგივე ცეცხლის სტიქია რომ აიღო 7 განზომილებაში
მას აქვს 7 სხვადასხვა სახე. მატერიალურ განზომილებაში ცეცხლი
როგორიცაა, თქვენთვის ნაცნობი და გასაგებია. ის მწველი და
საფრთხილოა, თუმცა სათანადო მოპყრობისას საჭირო და გამოსადეგი.
სულიერ განზომილებებში ცეცხლი ძალიან ნატიფი და ფაქიზია, ის
არ წვავს, არამედ ანათებს და სიხარულის და ნეტარების მომტანია.
ჯოჯოხეთურ განზომილებებში ცეცხლი კიდევ უფრო მწველი და
მტანჯველია, ვიდრე თქვენს განზომილებაში. მაგრამ თავიდან, სანამ
ასეთი დიფერენცირება მოხდებოდა, პირველადი მატერია დაიყო 4
პირვანდელი ფორმის სტიქიად. დაბალვიბრაციული სტიქიები (მიწა

330
hermesi

და წყალი) განცალკევდნენ მაღალვიბრაციული სტიქიებისგან (ჰაერი


და ცეცხლი). გაიხსენე ცხრილი პირველი წიგნიდან, რომელიც ადრე
დავხატეთ ( ცხრილი 1. სტიქიები, ფიზიკური მდგომარეობები და მათი
დახასიათება.). როგორც ამ ტექსტშია ნაჩვენები „წყლოვანი ბუნებიდან“
(იგულისხმება მატერიის იპოსტასი), რომელზეც უკვე იმოქმედა ლოგოსმა
და რომელიც ტრანსფორმაციას განიცდის, თავიდან გამოცალკევდა
ცეცხლის სტიქია, რადგან ის ყველაზე მაღალვიბრაციულია. მას მოჰყვა
ჰაერი, ხოლო შემდეგ განცალკევდა წყალი და მიწა. ცეცხლი ყველაზე
მარტივად გამოეყო, რადგან ყველაზე „მსუბუქი“ და მაღალვიბრირებადია.
სწორედ ცეცხლი ესაზღვრება სულიერ სამყაროს, სულის იპოსტასს...
ამიტომაა, რომ ცეცხლის, ანუ სულიერი სხეული უნდა შეიძინო, იმისთვის
რომ სულიერ სამყაროში გადაინაცვლო. მაგრამ ჩვენ თემას გადავუხვიეთ...
ცეცხლს, როგორც ვთქვით, მიჰყვა ჰაერი... დაბალვიბრაციული სტიქიების
განცალკევება უფრო... ესე ვთქვათ შრომატევადია... ამიტომ ლოგოსს აქ
უფრო ხანგრძლივი ზემოქმედება დასჭირდა „მიწა და წყალი რჩებოდა
ადგილზე, იმდენად შერეული ერთმანეთში, რომ ერთს მეორისგან ვერ
გაარჩევდი და მუდმივად განიცდიდნენ ზემოქმედებას ცოცხალი სიტყვისა
(სიტყვიერი სუნთქვის), რომელიც დაქროდა მათ თავზე იმით, რაც აღიქმება
ყურთასმენით.“ „რაც აღიქმება ყურთასმენით“ ნიშნავს ზემოქმედებას
ვიბრაციით... ბგერაში ვიბრაცია იგულისხმება. ჩვენ კიდევ დავუბრუნდებით
ჭეშმარიტი სიტყვის ვიბრაციულ ზემოქმედებას და საერთოდ „ჭეშმარიტ
ენას“, რომლის გამოყენებითაც მატერიაზე ზემოქმედებაა შესაძლებელი,
- მაგრამ ახლა ეს გააგრძელე.

331
gnozisi

სტიქიები, ფიზიკური მდგომარეობები და მათი დახასიათება. (კოპირებულია პირველი

წიგნიდან).

6. − მიხვდი შენ? − მკითხა პოიმანდრესმა, - რას ნიშნავს ეს ხილვა?


− მე ვხვდები, − ვუპასუხე მე.
− ეს ნათელი, − თქვა მან, − ეს მე ვარ, გონი, შენი ღმერთი, რომელიც
წინ უსწრებს წყლოვან ბუნებას, რომელიც წყვდიადიდან გამოვიდა.
გონიდან გამოსული გაცისკროვნებული სიტყვა − ღვთის ძეა.
− რისი თქმა გინდა? − ვკითხე მე.
332
hermesi

− ისმინე, რისი თქმაც მინდა: ის რაც შენში ხედავს და რასაც


შენში ესმის, არის სიტყვა უფლისა. გონი არის მამა-ღმერთი. ისინი
განუცალკევებლები არიან, რადგან ერთობაშია მათი არსებობა.
− მადლობელი ვარ შენი, − ვუთხარი მე.
− მოკრიბე შენი გონება ნათელზე და შეიცანი იგი, − მითხრა მან.

მიქაელი:
- როგორც ხედავ, აბსოლუტური გონი, ანუ მამა-ღმერთი, ანუ,
როგორც ჩვენ ვეძახით „პირველწყარო“ თავად უხსნის ჰერმესს თუ
რას წარმოადგენს. იგი ის პირველადი ნათელია, საიდანაც ყველაფერი
წარმოიქმნა, მათ შორის „წყლოვანი ბუნებაც“, ანუ მატერია. ლოგოსი,
ანუ ვიბრაცია, პირველადი სიტყვა-აზრი, რომელმაც დაიწყო მატერიაზე
ზემოქმედება, არის ის, რაც სულის ჰიპოსტასმა „შვა“, ანუ მისი „ძეა“.
ღვთის ძე, ანუ ლოგოსი თავადაა სულის ის ჰიპოსტასი, რომელიც
მატერია-სულად დაყოფის მერე უპირისპირდება მატერიას, როგორც
თეთრი შავს, პლუსი - მინუსს, დღე - ღამეს.
მე:
- ეს რას ნიშნავს: „ის რაც შენში ხედავს და რასაც შენში ესმის, არის
სიტყვა უფლისა“?
მიქაელი:
- ეს ჯერ გამოტოვე...

333
gnozisi

7. ეს რომ თქვა, დიდხანს მიყურებდა თვალებში, ხოლო მე


ვკანკალებდი მისი მზერისგან. ხოლო როდესაც მან ასწია თავი, მე ჩემს
ფიქრებში დავინახე ნათელი, რომელიც შედგებოდა აურაცხელ ძალთაგან,
რომლებიც იქცნენ უსაზღვრო სამყაროდ და ცეცხლმა, გარემოცულმა
დიდებული ძალით, მიაღწია თავის წონასწორობას. აი, პოიმანდრესით
წაქეზებულმა, რა გაარჩია ჩემმა ფიქრმა ამ ხილვიდან.

მიქაელი:
- ის, რაც ჰერმესმა დაინახა, იყო სულიერი სამყაროს შექმნა, რომელიც
მრავალი ქვეგანზომილებებისგან, სამყაროებისგან და არსებებისგან
შედგება. ფრაზა „და ცეცხლმა, გარემოცულმა დიდებული ძალით,
მიაღწია თავის წონასწორობას“, მიუთითებს იმაზე, რომ სულიერი
სამყარო ფაქიზი ცეცხლოვანი მატერიისგან შედგება და რომ ეს
შემოქმედების პროცესი შედგა, დასრულდა, როგორც ერთ-ერთი პირველი
ეტაპი ღვთაებრივ შემოქმედებაში. ხომ გახსოვს, ჯერ იქმნება სულიერი
განზომილება, ხოლო მერე შემოქმედება ნელ-ნელა ეშვება უფრო და
უფრო ღრმად მატერიაში, შემდეგ კი ისევ ნატიფდება და ბრუნდება
უკან. ცეცხლი ყველაზე მღალვიბრაციული სტიქიაა. სწორედ ამიტომ
მხედავ ხოლმე ცეცხლოვანი სხეულით. ყველა მეუფეს აქვს ცეცხლოვანი
სულიერი სხეული.
მე:
- ბიბლიაში, შემოქმედების მეორე დღის აღწერაში ასე წერია:

334
hermesi

6. თქვა ღმერთმა: იყოს წყალთა შორის მყარი და გაჰყაროს წყლები.


7. გააჩინა ღმერთმა მყარი და გაჰყარა ერთმანეთისგან წყალი,
რომელიც არის მყარს ქვემოთ, და წყალი, რომელიც არის მყარს ზემოთ.
და იქმნა ასე.
8. მყარს ღმერთმა უწოდა ცა. იყო საღამო, იყო დილა - მეორე დღე.

მე:
- სულ მაინტერესებდა, „მყარს ღმერთმა უწოდა ცა“ რას ნიშნავდა.
ეტყობა აქაც იგულისხმება სულიერი სამყაროს შექმნა.

8. დაინახა რა ჩემი გაოცება, მან დაამატა:


− შენს ფიქრებში შენ დაინახე პირვანდელი ფორმა, უსასრულო
საწყისის წინამორბედი, - ასე თქვა პოიმანდრესმა.
− რისგან წარმოიქმნენ ბუნების სტიქიები? − ვკითხე მე.
− ღმერთის ნებისაგან, − მიპასუხა მან, - რომელმაც აიღო მისგან
(ნებისაგან) სიტყვა, დაინახა რა მასში (სიტყვაში) წესრიგი და სილამაზე,
შექმნა სამყარო მის ხატად და მსგავსებად, სტიქიებით, რომლებიც
მისგანვე იყო ამოღებული და მისივე ნაყოფებით - სულებით.

მიქაელი:
- როდესაც ცეცხლმა წონასწორობას მიაღწია, პირვანდელი
შემოქმედება დასრულდა. როგორც გითხარი, სტიქიების წარმოქმნისას
ჯერ გამოეყო ცეცხლი. ასევე სამყაროებში ფორმების შექმნისას, ჯერ

335
gnozisi

შეიქმნა ცეცხლოვანი, ანუ სულიერი სამყარო. სწორედ ეს დაინახა


ჰერმესმა. სწორედ ამაზე თქვა ღვთაებრივმა გონმა „შენს ფიქრებში შენ
დაინახე პირვანდელი ფორმა, უსასრულო საწყისის წინამორბედი“. ხოლო
როდესაც ჰერმესი სტიქიების შექმნაზე უსვამს კითხვას, ღვთაებრივი
გონი ისევ ლოგოსზე მიუთითებს. ლოგოსში, ანუ სიტყვა-აზრში დევს
სრულყოფილი ჩანაფიქრი (წესრიგი და სილამაზე), რომელიც ვიბრაციული
ზემოქმედებით ანალოგიურ სტრუქტურას ქმნის მატერიაში „თავის ხატად
და მსგავსებად“. სულიერ, ანუ ცეცხლოვან სამყაროში შექმნილი სულები,
მოგვიანებით ჩაეშვნენ მატერიაში და უკვე დისკრეტული ფორმები შექმნეს
„თავის ხატად და მსგავსებად“, თითოეულმა როგორც ინდივიდუალურმა
ლოგოსმა. „ის რაც შენში ხედავს და რასაც შენში ესმის, არის სიტყვა
უფლისა“ სწორედ ამას ნიშნავს, - დაუბრუნდა გამოტოვებულ ფრაზას
მიქაელი, - თითოეული სული არის როგორც ცალკეული, ინდივიდუალური
ლოგოსი, ანუ „სიტყვა უფლისა“, პატარა შემოქმედი, ანალოგი „ღვთის
ძისა“, მაკროკოსმის ანალოგი მიკროკოსმი.

9. გონი, ღმერთი, რომელიც ორივეს - მამაკაცურ და ქალურ


საწყისს აერთიანებს, რომელიც არის სიცოცხლე და სინათლე, შექმნა
თავისი სიტყვით სხვა - შემოქმედი გონი, ანუ დემიურგი, ცეცხლისა და
სუნთქვის ღმერთი, რომელმაც თავის მხრივ შექმნა შვიდი მმართველი,
რომლებმაც მოიცვეს თავთავიანთ წრეებში გრძნობადი სამყარო. ეს
სამყარო იმართება, როგორც უწოდებენ − ბედით.

336
hermesi

მიქაელი:
- აი, აქ მივადექით ძალიან მნიშვნელოვან საკითხს, უმეტესად რის
გამოც მინდოდა საერთოდ ამ ჰერმეტიკული ტრაქტატის განხილვა.
ქრისტიანულ სამყაროში არსებობს სულიერი ტრიადის ცნება, რომელსაც
სამებას ეძახიან. ერთ-ერთს სამი ღვთაებრივი ჰიპოსტასიდან მოიაზრებენ
სულიწმიდას, რომელიც, როგორც მე ვხედავ, ბოლომდე არავის არ
ესმის, რას წარმოადგენს ის. ზოგიერთმა გნოსტიკურმა მიმდინარეობამ
შემოქმედ ღმერთს დემონი ანუ იალდაბაოფი უწოდა... ტყუილად არ
თქვა იესომ სახარებაში: „ამისთჳს გეტყჳ თქუენ: ყოველი ცოდვაჲ და
გმობაჲ მიეტეოს კაცთა, ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს
კაცთა. და რომელმან თქუას სიტყუაჲ ძისა კაცისათჳს, მიეტეოს მას;
ხოლო რომელმან თქუას სულისა წმიდისათჳს, არა მიეტეოს მას
არცა ამას სოფელსა, არცა მერმესა მას (მათე 12,31-32)“. მოდი
მივყვეთ თანმიმდევრობით. მამა-დედა-ღმერთმა, ანუ აბსოლუტმა,
პირველწყარომ, რომელიც დუალობის გარეთაა და ორივე პოლუსს
მოიცავს (მამაკაცურ და ქალურ საწყისებს, იგივე ინ და იან საწყისებს),
ანუ სულსაც და მატერიასაც, გარდა ლოგოსისა, ანუ „ღვთის ძისა“
ფართო გაგებით (მაკროფრაქტალის ანალოგიით), შექმნა თავისი
თავიდან საკუთარი მესამე იპოსტასი, ანუ შემოქმედი სული/ღმერთი. მას
სხვანაირად დემიურგი შეიძლება უწოდო. იგივე სულიწმიდა - ცეცხლისა
და სუნთქვის ღმერთი. „სუნთქვის ღმერთში“ იგულისხმება ის, რომ მან
მატერიალურ სამყაროებში ცოცხალ არსებებს სული შთაბერა. სწორედ
მისგან გაიშალა 7 სპექტრი, ანუ 7 ამეშასპენტი (ზოროასტრიზმში),

337
gnozisi

7 ტალღა, რომლის შემდეგმა განშტოებებმა საფუძველი ჩაუყარეს


სულიერ იერარქიას. სწორედ ამ 7 ტალღაზე მუშაობენ სულიერი არსებები
და ზემოქმედებენ მატერიალურ განზომილებებზე და სამყაროებზე.
სწორედ ეს გაჩვენა ღამით ხილვაში ჰერმესმა, როდესაც დაინახე, რომ
ერთისგან მარაოსავით 7 გაიშალა, ხოლო იმ 7-დან კიდევ განშტოებები
გაჩნდა... - მე გამახსენდა ჩემი ადრინდელი ხილვა, სადაც სწორედ
„ანგელოზის გული“, წიგნი
ასეთი მარაოსებრი სტრუქტურა დავინახე... („ანგელოზის
პირველი, ნახ. 3. ეს ნახაზი ამ თავშიცაა ქვემოთ მოყვანილი)
მოყვანილი

მიქაელი:
- სწორედ დემიურგი, ანუ „ცეცხლის და სუნთქვის ღმერთი“, სულიწმიდა
არის ღმერთის ის იპოსტასი, რომელსაც ადამიანები რელიგიებში ხშირად
უბრალოდ ღმერთის ტერმინით
მოიხსენიებდნენ. „რომელმაც (ანუ
დემიურგმა) თავის მხრივ შექმნა
შვიდი მმართველი, რომლებმაც
მოიცვეს თავთავიანთ წრეებში
გრძნობადი სამყარო“. ეს ფრაზა
ნიშნავს სწორედ იმ 7 ველს, მათ
შორის დედამიწის პლანეტარულ
ველს, თავისი 1 მატერიალური, 3 ნატიფმატერიალური და 3 სულიერი
ველით. აქვე მინდა გაგახსენო, ქიბალიონის მე-3 პრინციპის განხილვისას,
ავხსენით, რომ სულიერი განზომილებებიც, რომლებსაც გამოვარჩევთ 4

338
hermesi

მატერიალურისგან, სინამდვილეში ასევე მატერიისგან შედგება, ოღონდ


ეს მატერია უთხელესია და ძალიან მაღალვიბრირებადი თავისი არსით...
აქვე მომყავს ამონარიდი პირველი წიგნიდან, სადაც „ქიბალიონის“
ტექსტში ამ თემაზეა საუბარი:
„არაფერი არაა უძრაობაში - ყველაფერი ვიბრირებს“. ეს პრინციპი
მოიაზრებს იმ აზრს, რომ ყველაფერი იმყოფება მუდმივი მოძრაობის,
ანუ ვიბრაციის მდგომარეობაში. ამ ფაქტს ადასტურებს თანამედროვე
მეცნიერება და უკანასკნელი აღმოჩენებიც, მაგრამ თავდაპირველად
ჰერმეტიკოსების ეს პრინციპი ჩამოაყალიბეს ძველი ეგვიპტის ოსტატებმა. ეს
პრინციპი ამბობს, რომ განსხვავება მატერიის სხვადასხვა გამოვლინებებს,
ენერგიას, მენტალსა და სულს შორის არის განსხვავება ვიბრაციის
სიხშირეებში. ყველაფერი, დაწყებული წმინდა სულით, დამთავრებული
კოლოსალური მატერიალური ფორმებით იმყოფება ვიბრაციის
მდგომარეობაში. რაც უფრო მაღალია ვიბრაცია, მით უფრო მაღალია
მდებარეობა სკალაზე. სულის ვიბრაციის სიხშირე და ინტენსივობა იმდენად
მაღალია, რომ ის ფაქტობრივად დგას, ისევე როგორც ძალიან სწრაფად
მბრუნავი ბორბალი აღიქმება როგორც უძრავი. სკალის (დიაპაზონის)
მეორე ბოლოში გრანდიოზული მატერიალური ფორმებია, რომელთა
ვიბრაცია პირიქით, იმდენად მცირეა, რომ ის ასევე აღიქმება როგორც
უძრავი. ამ ორ პოლუსს შორის არსებობს მილიონობით მილიონი
სხვადასხვა დონის ვიბრაცია. კორპუსკულები, ელექტრონები, ატომები,
მოლეკულები, თუ გალაქტიკები და სამყაროები - ყველაფერი რხევით
მოძრაობაში იმყოფება.“ (ქიბალიონი. მესამე პრინციპი).

339
gnozisi

- ამიტომ... - განაგრძო მიქაელმა, ყოველთვის, როდესაც სულიერ


სამყაროებზე ვსაუბრობთ, მაინც ვგულისხმობთ მატერიალურ სამყაროებს.
უბრალოდ განსხვავება რხევით დიაპაზონში ძალიან მკვეთრია ქვედა 4
მატერიალური განზომილებებისგან. ჭეშმარიტად, ეს არის „წყალი მყარს
ზევით და წყალი მყარს ქვევით“ (ძვ. აღ. დაბადება. თავი პირველი).
ხოლო სუფთად არამატერიალური არის მხოლოდ „წმინდა ცნობიერების
მდგომარეობა“, ანუ ღმერთის ცნობიერება, რომელშიც ფორმები საერთოდ
არაა გამოვლენილი.
მე:
- ალბათ ეს ისაა, რასაც ბუდისტები ნირვანას ეძახიან... ამიტომ
აღწერენ, როგორც სიცარიელეს...
მიქაელი:
- ჭეშმარიტად, ის სიცარიელე და სისავსეა ერთდროულად,
რადგან ყველაფერს მოიცავს თავის თავში გამოუვლენელ, ანუ, ჰე-
რმეტიკული ტრაქტატის ტერმინი რომ გამოვიყენოთ, „არაგრძნობად“
მდგომარეობაში... მაგრამ დავუბრუნდეთ ტექსტს. ფრაზა „ეს სამყარო
იმართება, როგორც უწოდებენ, ბედით,“ როგორც შენ თვითონ მიხვდი
ნიშნავს, რომ ეს სამყაროები იმართება კარმის კანონით. შემდეგი...

10. მალე, სიტყვა ღმრთისა, დაბლა მდებარე სტიქიებიდან მიესწრაფა


ახლახან შექმნილი ბუნების წმინდა ნაწილისკენ და შეერწყა დემიურგს,
რამეთუ მისი არსი მსგავსია. ხოლო ქვედა სტიქიები დარჩნენ უტყვ,
უბრალო მატერიად.

340
hermesi

მიქაელი:
- აქ უკვე იწყება მატერიალური სამყაროს შემოქმედების პროცესი
იმ სქემით, რომელიც შენ ადრე დახატე და არასაკმარისად გაქვს
„ანგელოზის გული“. წიგნი პირველი. ნახ 48.
გაცნობიერებული... („ანგელოზის
„დედამიწის ფორმირება და ინდივიდუალური შრეების შეძენა მატერიაში
ჩასვლა-ამოსვლის გზით“. იგივე სქემაა ამ ჩანაწერშიც ქვემოთ).
ქვემოთ
ბიბლიაში ეს მესამე დღეა, მესამე ეტაპი. მატერიალური სამყაროს
შემოქმედება რომ განვიხილოთ თქვენი პლანეტის მაგალითზე, როგორც
იცი, შემოქმედება დაიწყო „დაბლიდან“, ანუ პირველი განზომილებიდან
(გეოლოგიური ფორმირების პერიოდი), მერე მოყვა მეორე განზომილება
(მიკროორგანიზმები/ფლორა), მერე მესამე (ცხოველური კატეგორია)
და ბოლოს ადამიანი (კაცობრიობა). ოღონდ იმისთვის, რომ ეს პროცესი
წარმართულიყო „სიტყვა ღმრთისა“ დემიურგის ცნობიერების საშუალებით,
ჯერ უნდა ჩასულიყო მატერიის ყველაზე დაბალ განზომილებაში და
შემდეგ ასულიყო „ახლახან შექმნილი, ბუნების წმინდა ნაწილისკენ“,
ანუ სულიერი განზომილებისკენ, სადაც უკვე არსებობდნენ ცეცხლოვანი
სამყაროები და არსებები. ასე, უნდა მომხდარიყო, რომ „თავი“ (სულიერი
სამყარო) დაკავშირებულიყო 4 კიდურთან (4 ქვედა განზომილებასთან),
წრედი შეკრულიყო და 4 კატეგორიის არსებების ევოლუცია იერარქიული
ზედამხედველობით წარმართულიყო. თითოეული ეტაპი მიმდინარეობდა
შესაბამისი იერარქის ზედამხედველობით... შესაბამისი ერთი 7-განით!

341
gnozisi

დედამიწის ფორმირება და ინდივიდუალური შრეების შეძენა მატერიაში


ჩასვლა-ამოსვლის გზით. (დაკოპირებულია პირველი წიგნიდან).

სიტყვა ღმრთისა, ანუ ლოგოსი „დაბრუნდა სამებაში, ანუ დემიურგთან,


რადგან მისი მსგავსია არსით, ხოლო დაბალვიბრაციულმა პირველადმა
სტიქიებმა (მიწა და წყალი) დასაბამი მისცეს უხეშმატერიალურ
განზომილებას: „ხოლო ქვედა სტიქიები დარჩნენ უტყვ, უბრალო

342
hermesi

მატერიად“. არ დაგაბნიოს, უხეშმატერიალური განზომილება თვი-


თონ შეიცავს 4-ვე სტიქიას, მიკროფრაქტალის სახით, ოღონდ
დაბალვიბრაციულ ფორმაში.

11. სიტყვასთან გაერთიანებულმა დემიურგმა, მოიცვა მმართველთა


წრეები, მოიყვანა სწრაფ ბრუნვით მოძრაობაში, მოუქცია ისინი საკუთარ
თავებს და მიმართა დასაბამიდან დასასრულამდე ისე, რომ როგორც
მიუღწეველი საზღვრები, სადაც სრულდება, იქ დაიწყოს. ამ, გონის
ნებას დამორჩილებულმა წრებრუნვამ შექმნა დაბალი სტიქიებიდან
უტყვი მხეცნი (ვინაიდან მათზე აღარ იყო სიტყვა). ჰაერმა წარიტაცა
ისინი, ვინც დაფრინავს, ხოლო წყალმა ისინი, ვინც ცურავს. გონის
ნების შესატყვისად მიწა და წყალი განცალკევდა. მიწამ გამოუშვა თავისი
საშოდან მხეცნი, რომლებსაც შეიცავდა, ყოველი ნადირი გარეული, თუ
შინაური პირუტყვი და ყოველი ქვემძრომი.

მიქაელი:
- აქ, ზუსტად იმაზეა საუბარი, რაც ზემოთ ვახსენე. „სიტყვასთან
გაერთიანებულმა დემიურგმა, მოიცვა მმართველთა წრეები, მოიყვანა
სწრაფ ბრუნვით მოძრაობაში, მოუქცია ისინი საკუთარ თავებს და
მიმართა დასაბამიდან დასასრულამდე ისე, რომ როგორც მიუღწეველი
საზღვრები, სადაც სრულდება, იქ დაიწყოს,“ ნიშნავს, რომ დემიურგმა,
ანუ სულიწმიდამ, ანუ ღმერთის შემოქმედმა ჰიპოსტასმა აამოქმედა
შემოქმედების პროცესი 7 „წრეთა მმართველთა“, ანუ 7 იერარქის

343
gnozisi

საშუალებით, რომლებსაც თითოეულს თავისი განზომილება ევალებოდა


„დასაბამიდან დასასრულამდე ისე, რომ როგორც მიუღწეველი საზღვრები,
სადაც სრულდება, იქ დაიწყოს“, ნიშნავს რეინკარნაციების წრებრუნვას
(სამსარას). შედეგად, თითოეულ 4 სტიქიას შეესაბამება 4 კატეგორიის
ცოცხალი არსება. ცეცხლს შეესაბამება ადამიანი... რადგან მენტალი,
„ანგელოზის გული“ წიგნი
გონება მე-4 დონეა ცნობიერების სკალაზე („ანგელოზის
პირველი. ნახ. 10. ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და
გ) ადამიანის მენტალური სხეულის გრადაცია 7-ობითი ფრაქტალით).
მაგრამ ადამიანზე შემდეგ სტრიქონებშია...

ა) ცოცხალი არსებების; ბ) ადამიანის სხეულების და გ) ადამიანის მენტალური


სხეულის გრადაცია 7-ობითი ფრაქტალით. (კოპირებულია პირველი წიგნიდან)

344
hermesi

12. მაგრამ გონმა, ყოველი ცოცხალის მამამ, რომელიც არის


სიცოცხლე და ნათელი, შექმნა ადამიანი თავის მსგავსებად და შეიყვარა
იგი, როგორც საკუთარი პირმშო. თავისი სილამაზით ადამიანი
აღაწარმოებდა თავის მამის გარეგნობას; ღმერთმა ჭეშმარიტად შეიყვარა
საკუთარი ხატი და მსგავსება და გადასცა ადამიანს ყველა თავისი
ქმნილება.

მიქაელი:
- მე-4 კატეგორიის ცოცხალი არსება, ანუ ადამიანი ძალიან
მნიშვნელოვანი რგოლია პლანეტარულ დემიურგიაში, რადგან ის თავად
ხდება შემოქმედის მიკროასლი, ანუ მიკროშემოქმედი. სწორედ მან
უნდა დააკავშიროს დედამიწის „უტყვი“ ფენები სულიერ ფენებთან. ისაა
დამაკავშირებელი რგოლი! ამიტომ ღმერთი მას ქმნის თავის „ხატად და
მსგავსებად“ და ამით მასში მაქსიმალურ პოტენციალს სდებს...
მე გამახსენდა, ქრისტესთან შეხვედრისას („ანგელოზის გული“.
პირველი წიგნი. 2012 წელი. 9 აგვისტო. წერაქვი. „ქრისტესთან
შეხვედრა“, გვ.50),
გვ.50) მან მაჩვენა, თუ როგორი სიყვარულით შექმნა
ღმერთმა ადამიანი. ახლა ვხვდები, რომ ეს სიმბოლური ხილვა იყო, რადგან
ჭეშმარიტი შემოქმედებითი პროცესის დანახვა წარმოუდგენელია. მაგრამ
მიუხედავად ამისა, მე მაშინ ძალიან თვალნათლივ ვიგრძენი და აღვიქვი
ეს სიყვარულის მომენტი ღმერთისგან ადამიანის მიმართ.

345
gnozisi

13. მაგრამ როდესაც ადამიანმა ცეცხლში დაინახა დემიურგის


შემოქმედების ნაყოფი, მანაც მოისურვა ყოფილიყო შემოქმედი და
მიიღო კიდეც მამისგან ამის უფლება. როდესაც ის შევიდა შემოქმედების
სამყაროში, სადაც მას სრული ძალაუფლება მიეცა, მან დაინახა
თავისი ძმის (იმმა: დემიურგის) შემოქმედება, ხოლო მმართველებმა
შეიყვარეს იგი და ყველამ მიანიჭა მას თავთავისი ბუნების ნაწილი.
მათი არსის შეცნობისას და მათ ბუნებასთან ზიარებით, ადამიანმა
მოისურვა ამაღლება წრეთა ძალაუფლებაზე და იმის ძალაუფლებაზე,
ვინც ბატონობს ცეცხლზე.

მიქაელი:
- აი, ესეც ერთ-ერთი საკვანძო ადგილია, რომელიც ახალი იქნება
შენთვის. მინდა ძალიან დიდი სიფრთხილით მოეკიდო ამ სიტყვებს და
სწორედ გაიგო მათი არსი... ადამიანი თავიდან შეიქმნა „ღმერთთან“,
ანუ სულიერ განზომილებაში... „როდესაც ადამიანმა ცეცხლში დაინახა
დემიურგის შემოქმედების ნაყოფი, მანაც მოისურვა ყოფილიყო
შემოქმედი და მიიღო კიდეც მამისგან ამის უფლება“... ახლა შეხედე...
დემიურგის შემოქმედება ჯერ მიმდინარეობდა სულიერ, ანუ ცეცხლოვან
განზომილებაში აბსოლუტური იდეების და სახე-ხატების სახით, ანუ მის
გონებაში, შემდეგ ეს იდეები ილექებოდნენ (ესე ვთქვათ მიწდებოდნენ)
3 ნატიფმატერიალური დონის გავლით 1-ელ უხეშმატერიალურ
დონეზე. ამიტომ, როდესაც ადამიანმა, რომელიც თავად იყო სულიერი
სამყაროს ნაწილი დაინახა დემიურგის „იდეები“ ანუ შემოქმედება

346
hermesi

სულიერ სამყაროში, მანაც მოისურვა მონაწილეობის მიღება... ეს ასეც


უნდა ყოფილიყო... ამიტომ, მე-4 ველის (ანუ მენტალური ველის)
ფორმირებისთვის ადამიანი ჩაეშვა მატერიაში. „ხოლო მმართველებმა
შეიყვარეს იგი და ყველამ მიანიჭა მას თავთავისი ბუნების ნაწილი,“ ეს
ფრაზა ნიშნავს 7 სხეულის შეძენას, იმიტომ რომ ადამიანის სტრუქტურა
7-ობითია. თითოეული სხეული ვიბრირებს შესაბამის განზომილებაში
(მმართველთა წრეში): ფიზიკური - ფიზიკურ განზომილებაში, ეთერული
- ეთერულ განზომილებაში, ასტრალური - ასტრალურში და ა. შ. „მათი
არსის შეცნობისას და მათ ბუნებასთან ზიარებით, ადამიანმა მოისურვა
ამაღლება წრეთა ძალაუფლებაზე და იმის ძალაუფლებაზე, ვინც ბატონობს
ცეცხლზე,“ ესეც ძალიან საინტერესო ფრაზაა, რომლის არსი მერე გახდება
გასაგები. „ის ვინც ბატონობს ცეცხლზე“ იგულისხმება დემიურგი, ანუ
მე-7 განზომილება (მზე). შეგახსენებ მხოლოდ იმ სქემას, სადაც მე-7, ანუ
„პირველწყაროს“ ცნობიერების სხეული კიდევ სამკუთხედად დავყავით...
გახსოვს, როდესაც 9 რიცხვზე მქონდა შენთან საუბარი... ადამიანს
ჭეშმარიტად აქვს უფლება და უნარი მე-8 და მე-9 განზომილებამდე
ამაღლების... ამ თემას აუცილებლად უნდა დავუბრუნდეთ... და ამისთვის
ერთი პატარა, ძველი ტექსტი უნდა თარგმნო... ტექსტი, რომელშიც ძალიან
დიდი საიდუმლოა ჩადებული და რომელსაც არავინ აქცევს ყურადღებას...
მაგრამ ამაზე მერე. გააგრძელე...

14. და ამ, სამყაროსა და უტყვი და მოკვდავი არსებების


მბრძანებელმა საყოველთაო კავშირებით და წრეების მწყობრი

347
gnozisi

წყობით, აჩვენა ქვემოთ მდებარე ბუნებას ღმერთის მშვენიერი სახე.


ამ მშვენიერების დანახვისას, სადაც შვიდი მმართველის ყველა ენერგია
იყო გაერთიანებული ღვთაებრივ ფორმაში, ბუნებამ სიყვარულით
გაიღიმა, დაინახა რა ადამიანის მშვენიერების ანარეკლი წყალში და
მისი ჩრდილი მიწაზე. და მან (იმმა: სულიერმა ადამიანმა), დაინახა რა
ბუნებაში გამოსახულება, რომელიც მას ჰგავდა, რადგან ეს იყო მისივე
ანარეკლი წყალში, სიყვარულით აღივსო მის მიმართ და მოინდომა მანდ
დასახლება. რა წამს ისურვა, იმ წამსვე აღასრულა და შესახლდა უტყვ
გარსში. ბუნებამ ჩაიხუტა თავისი საყვარელი და ისინი გაერთიანდნენ
ურთიერთსიყვარულში.

მიქაელი:
- „და ამ, სამყაროსა და უტყვი და მოკვდავი არსებების
მბრძანებელმა საყოველთაო კავშირებით და წრეების მწყობრი წყობით,
აჩვენა ქვემოთ მდებარე ბუნებას ღმერთის მშვენიერი სახე,“ ნიშნავს,
რომ რეინკარნაციებითა და ევოლუციური პროცესებით შეიქმნა
ადამიანის ბიოლოგიური სხეული, რომელიც უკვე უკავშირდებოდა
7-ვე განზომილებას („შვიდი მმართველის ყველა ენერგია იყო
გაერთიანებული ღვთაებრივ ფორმაში“). ეს ფორმა, უკვე მზად იყო
ადამიანთა სულების მისაღებად. „ადამიანის მშვენიერების ანარეკლი
წყალში და მისი ჩრდილი მიწაზე“ ნიშნავს ფიზიკურ სხეულის არსებობას
მატერიალურ განზომილებაში (წყალი ხომ მატერიის ძველი სიმბოლოა),
ხოლო „ჩრდილი მიწაზე“ ნიშნავს ხმელეთს. ბუნებრივია, ადამიანი

348
hermesi

ხმელეთის ანუ მიწის არსებაა. (და ხომ გახსოვს, მიწა და წყალი „ქვედა“
პირველადი სტიქიებია). როდესაც „ადამიანმა“ (ეს კრებითი სახეა
სულიერი ადამიანების, რომელთა ცნობიერება ქრისტესეულ ერთობაში
იმყოფებოდა და ერთარსებად აღიქვამდნენ ერთმანეთს) დაინახა მისი
შესაბამისი ფიზიკური სხეული ფიზიკურ სამყაროში, ადამიანთა სულები
დაეშვნენ მატერიაში და ჩასახლდნენ ფიზიკურ სხეულებში... ეს იყო...
რასაც ასევე შეიძლება უწოდო „ედემის დაკარგვა“ და ამავე დროს დიდი
ევოლუციური ხვეულის დასაწყისი, რომელსაც მენტალური ევოლუცია
და ინდივიდუალური დემიურგების გამოზრდა ჰქვია...
...დაღლილობა ვიგრძენი... მიქაელმაც იგრძნო, რომ მისი სიტყვები
მეფანტებოდა და სიყვარულით შემომხედა...
- დაისვენე... მერე გავაგრძელოთ...
- მომეჩვენა რომ ერთი ფრაზა გავიგონე შენგან... ოღონდ არ ვიცი,
მომეჩვენა, თუ მართლა მითხარი?.. - არ მასვენებდა მე ერთი აზრი, -
როდესაც თქვი „ადამიანს ჭეშმარიტად აქვს უფლება მე-8 და მე-9
განზომილებამდე ამაღლების“, თითქოს მიაყოლე „რაც მე არ შემიძლია“...
რატომ თქვი ასე, თუ სწორედ გავიგე?... - მე რატომღაც ის სიზმარხილვა
გამახსენდა, სადაც „ადამიანთა“ თუ „ანგელოზთა“ (როგორც ახლა
ვხვდები) სხეულებისგან წრე იყო შექმნილი, რომლიდანაც უშვებდნენ
მხოლოდ მათ „ვინც იმ წრეს აღარ ეკუთვნოდა“ (2020 წელი. 12 მაისი.
„სამსარის წრე“, გვ. 73)...
73) მიქაელის სიტყვები გამახსენდა „ვარ თუ არა
მეც არქონტი? ამის კითხვა გინდა? ნუ გეშინია სიტყვების... არქონტი...
ანგელოზი... ღვთის შვილი... ყველა ერთია. ჩვენ ადამიანთა ევოლუციის

349
gnozisi

სადარაჯოზე ვდგავართ და გარკვეულ წილად მართლა საზღვრის მცვე-


ლები ვართ... ოღონდ ჩვენი „დაცვა“ იგივე საღმრთო ნებაა.“
...საზღვრის მცველები, წრის მცველები... - მიტრიალებდა თავში...
აზრები ამერია და ჩამეძინა...

  

რაღაც დროის მერე ისევ დავუბრუნდი ტექსტს. ცნობიერება ავწიე


მზემდე და მაშინვე მიქაელის გამოსხივებაში ჩავიძირე... მერე ჰ.-ს
მოვუხმე თანამყოფობისთვის და ვთხოვე ჩემი აზრები და ფორმულირებები
სწორი მიმართულებით წარემართა.

15. აი, რატომ არის ადამიანი ერთადერთი ყველა არსებათაგან,


რომელსაც ორმაგი ბუნება აქვს: მოკვდავი სხეულით და უკვდავი თავისი
არსით. უკვდავი და ყველაფრის მბრძანებელი, იგი ექვემდებარება ბედს,
რომელიც მეფობს ყველაფერ მოკვდავზე, წრეთა წესრიგზე აღმატებული,
იგი მისი მონა გახდა, ქალი-კაცი, როგორც მამა, რომელსაც არ უნდა
სჭირდებოდეს ძილი, ვინაიდან წარმოიქმნა ისეთი არსისგან, რომელსაც
არ სჭირდება ძილი, იგი მაინც მიდრეკილია ხორციელი ვნებებისა და
ძილისკენ.

მიქაელი:
- ამ სტრიქონში ყველაფერი გასაგებია შენთვის. ადამიანს ორმაგი

350
hermesi

ბუნება აქვს: მიწიერი და ზეციერი. სულიერად ის არა მხოლოდ უკვდავია,


არამედ აღმატებულია მატერიის დემიურგულ 7-ობით იერარქიაზე...
მაგრამ სანამ მისი სული განსხეულებაშია იგი ექვემდებარება „ბედს“
ანუ კარმას. ფიზიკური სხეული კი ექაჩება მოკვდავი მატერიალური
გამოვლინებებისკენ... სწორედ ამიტომ, ღმერთში დაბრუნება, განღმრთობა
ნიშნავს მოძრაობას სულისკენ და მოწყდომას მატერიალურისგან, თუნდაც
ამ დროს განსხეულებაში იყო და სხეული გქონდეს... ამიტომაა საჭირო,
დათრგუნო მატერიალური მიჯაჭვულობა და სულისკენ, ღმერთისკენ
მიესწრაფო.

16. ეს სიტყვები მატყვევებენ, ჩემო ფიქრო. და პოიმანდრესმა თქვა:


− აი, იგი, რაც დღემდე გაუთქმელი საიდუმლო იყო. ადამიანთა
ერთობაში, ბუნებამ ჩაიდინა ყველაზე დიდი საოცრებათაგან. ადამიანი
შედგებოდა, გითხარი, ისევე როგორც შვიდი მმართველი ცეცხლისგან
და ჰაერისგან; ბუნებამ, რამეთუ ვერ მოითმინა, არ გაჩერდა ამაზე და
დაბადა შვიდი ცათამაღლებადი ადამიანი, ასევე ქალ-კაცები.
− ო, პოიმანდრეს, − წამოვიძახე მე, − გააგრძელე. ჩემი ცნობისმოყვარეობა
მატულობს და მე ვიწვი სურვილით გისმინო.
− მაშ, დადუმდი, − თქვა პოიმანდრესმა, − რადგან ჯერ არ მოვრჩი
ჩემს პირველ სიტყვას.
− ვდუმვარ, − ვუპასუხე მე.

351
gnozisi

მე:
- აი, ეს ადგილია ჩემთვის ყველაზე გაუგებარი...
მიქაელი:
- შეეცადე გაიგონო, რასაც ახლა გეტყვი და დააკავშირო იმასთან,
რასაც გიყვებოდი. გაიხსენე, რომ კაცობრიობის (ადამიანის კრებითი
სახით) ჩამოსვლა მატერიაში ხდებოდა ეტაპობრივად. ანუ ჯერ იქმნებოდა
„ცივილიზაციები“ ნატიფ განზომილებაში. ყოველ შემდგომ ევოლუციურ
ხვეულში, ეს ცივილიზაცია ჩამოდიოდა „დაბლა“ უფრო მკვრივ ნატიფ
განზომილებაში და ბოლოს ჩაეშვა ფიზიკურში თქვენი სახით. თითოეულ
განზომილებას მართავდა თავისი იერარქი და თითოეულ განზომილებაში
იქმნებოდა „ადამიანის“ თავისი იდეალური ვარიანტი, რომელიც
წარმოადგენდა ამ იერარქის ავატარს ამ განზომილებაში... - მან პაუზა
გააკეთა, რომ მე მისი სიტყვები გამეაზრებინა, - სულ თავიდან ადამიანი,
ისევე როგორც დემიურგი (მე-7 განზომილება) შედგებოდა ცეცხლოვანი
სხეულისგან: „ადამიანი შედგებოდა, გითხარი, ისევე როგორც შვიდი
მმართველი ცეცხლისგან და ჰაერისგან“. როგორც ადრე გითხარი, სულიერ
განზომილებაში დომინირებს ეს ორი მაღალვიბრაციული სტიქია. შემდეგ,
ნატიფ განზომილებებში ჩასვლისას ის იძენდა უფრო მკვრივი სტიქიების
სხეულს და ახლა თქვენს სხეულში 4-ვე სტიქიაა წარმოდგენილი. ამაზე
შემდეგ სტრიქონშია მოთხრობილი. წაიკითხე...

17. ამ შვიდი ადამიანის დაბადება, როგორც უკვე ვთქვი,


შემდეგნაირად მიმდინარეობდა: ბუნებამ მისცა ოთხი სტიქია; მიწა იყო

352
hermesi

ქალური საწყისი, წყალი - მაცოცხლებელი სტიქია, ცეცხლმა მიიყვანა


ყველაფერი სიმწიფემდე, ეთერიდან ბუნებამ მიიღო სასიცოცხლო სული
და შექმნა სხეული ადამიანის ხატად და მსგავსებად, ადამიანის ფორმის
სითბო. და ადამიანი სიცოცხლიდან და სინათლიდან გადაიქცა სულად
და გონებად; სული მოვიდა მასთან სიცოცხლიდან, ხოლო გონება
სინათლიდან. და გრძნობადი სამყაროს ყველა წევრმა იცხოვრა ასეთი
სახით პერიოდის დასრულებამდე და სახეობათა დაწყებამდე.

მიქაელი:
- ის ცივილიზაციები, რომლებიც მენტალურ, ასტრალურ და ეთერულ
განზომილებებში ცხოვრობდნენ (ანუ ჯერ არ ჰქონდათ შეძენილი
ფიზიკური სხეული“ შეიძლება ითქვას ანდროგინები იყვნენ... დაყოფა
სქესებად მხოლოდ გარკვეულ ეტაპზე მოხდა, როცა ეგო ძალიან მკვეთრად
შემოხაზული, მკვრივი გახდა, ხოლო პოლარიზაცია, ანუ სამყაროს
დუალობა ძალიან მძაფრი... უნდა გაიაზრო, რომ ნატიფი განზომილების
„ცივილიზაციები“ იყო ერთგვარი პროტოტიპები, იმისი, რაც საბოლოოდ
უნდა გაჩენილიყო ფიზიკურ, ანუ უხეშმატერიალურ განზომილებაში,
ხოლო დაყოფა სქესებად აუცილებელი იყო დუალობის პრინციპის სრული
გამოვლინებისთვის. დუალობა კი საჭიროა იმისთვის, რომ სრულად
გამოვლინდეს თავისუფალი ნება და ადამიანის უფლება აირჩიოს შუქსა
და ჩრდილს, ავსა და კარგს, მიწიერსა და ზეციერს შორის.
მე:
- ანუ, ფიზიკურ, ანუ ჩვენს ცივილიზაციასაც ჰყავს თავისი

353
gnozisi

„სრულყოფილი“ ანუ „ცათამაღლებადი ადამიანი“? სხვა სიტყვებით


ღმერთის ავატარი ადამიანის სახით?
მიქაელი:
- კი. და როგორც იცი, არაერთი. ამ ტექსტებში სიტყვა „ადამიანს“
ხშირად კრებითი სახე აქვს. იგულისხმება ადამიანი ფართო გაგებით,
როგორც კაცობრიობა. ანალოგიურად „ცათამაღლებად ადამიანში“
იგულისხმება სულიერი იერარქიის, ანუ ღმერთის ავატარები. როგორც
ადრე აგიხსენი, ამ ავატარების გარეშე ჩვეულებრივი ადამიანებისთვის არ
იქნებოდა „გატკეპნილი“ გზა განღმრთობისკენ. რაც შეეხება ამ ფრაზას:
„ადამიანი სიცოცხლიდან და სინათლიდან გადაიქცა სულად და გონებად;
სული მოვიდა მასთან სიცოცხლიდან, ხოლო გონება სინათლიდან“, აქ
საუბარია სწორედ იმაზე რომ სულიერი სამყაროდან (სიცოცხლე და
სინათლე), ის ჩამოვიდა დაბალ განზომილებებში და შეიძინა ნატიფი
სხეულები, ანუ სამშვინველი (სული და გონება). „სულში“ ეთერული
და ასტრალური სხეული იგულისხმება, იგივე ვიტალური სხეული,
ხოლო „გონებაში“ მენტალური სხეული. გახსოვს ადამიანის სხეულების
დიფერენციაცია 4-ობითი ფრაქტალის მიხედვით? („ანგელოზის გული“,
წიგნი პირველი; 2018 წელი. 4 ივლისი. „შვიდობითი ფრაქტალის
195) „და გრძნობადი სამყაროს ყველა წევრმა იცხოვრა
პრინციპი“, გვ. 195).
ასეთი სახით პერიოდის დასრულებამდე და სახეობათა დაწყებამდე“ - ამ
ფრაზაში იგულისხმება ცივილიზაციების არსებობის ის ციკლები ნატიფ
განზომილებებში, რომელიც წეღან ვახსენე, ანუ სანამ ეს ცივილიზაციები
დაილექებოდნენ ფიზიკურ განზომილებაში, სანამ მოხდებოდა სქესებად

354
hermesi

დაყოფა და მრავალი სახეობის წარმოქმნა, ანუ წვრილი დიფერენცირება.

18. ახლა კი ისმინე ის, რისი გაგებაც ასე გწყუროდა. როდესაც


პერიოდი დასრულდა, სამყაროს წყობა იყო გახსნილი ღმერთის ნების
თანახმად, და ყოველი მხეცი რომელიც აქამდე ორსქესიანი იყო, გაიყო
ორად იმავე დროს, რა დროსაც ადამიანი გაიყო ორად და კაცობრიობა
შედგა კაცებად ერთის მხრივ და ქალებად მეორეს მხრივ. მაშინ ღმერთმა
წარმოთქვა თავისი წმინდა სიტყვა: „იზარდეთ სიდიდეში და გამრავლდით
სიმრავლეში, თქვენ, ჩემო ქმნილებებო; და დაე მათ, ვისაც აქვს გონება
იცოდეს, რომ უკვდავია და რომ სიკვდილის მიზეზი ხორციელი ვნებებია
და დაე, იცოდეს მან ყოველივეს არსი.“

მიქაელი:
- „დაე მათ, ვისაც აქვს გონება იცოდეს, რომ უკვდავია და რომ
სიკვდილის მიზეზი ხორციელი ვნებებია და დაე, იცოდეს მან ყოველივეს
არსი“, ეს ფრაზა ნიშნავს, რომ სწორედ „გონება“ ანუ მენტალური
ველი აკავშირებს ადამიანს სულიერ განზომილებასთან, სწორედ მასზეა
გადებული გზა უკვდავებისკენ. ამიტომ ადამიანს აქვს ამის უნარი და ასევე
აქვს უნარი „იცოდეს ყოველივეს არსი“, ანუ ფლობდეს გნოზისს.

19. როდესაც ღმერთმა წარმოთქვა ასე, განგებამ (პრონოიამ), ბედისა


და წრეების წყობის საშუალებით მოაწესრიგა კავშირები და დაამყარა
თაობები. და ყველა არსება გამრავლდა, თითოეული თავისი სახეობის

355
gnozisi

შესაბამისად, და ის, ვინც შეიცნო საკუთარი თავი მიაღწია სრულყოფილ


მდგომარეობას, რჩეულმა სხვათა შორის, ხოლო ის, ვინც ხორციელი
ვნებებით გზააბნეული დაფოფინებდა სხეულს, ის არსებობს, მაგრამ
სიკვდილის მტანჯავ შეგრძნებებს მიცემული წყვდიადში მოხეტიალეა.

მიქაელი:
- აქ საუბარია უკვე თქვენს, ფიზიკურ ცივილიზაციაზე, რომელსაც ასევე
იუგები და ქვეიუგები აქვს. ანუ ისიც მიუყვება ციკლური განვითარების
გზას. ამ პერიოდებში ნაწილი ადამიანებისა ახერხებს სამსარის, ანუ
რეინკარნაციათა წრებრუნვიდან გასვლას, ნაწილი კი „წყვდიადში
მოხეტიალედ რჩება“.

20. − რომელი, − წამოვიძახე მე, − ასეთი მიუტევებელი ცოდვა ჩაიდინეს


უგუნურებმა, რამაც მათ უკვდავება წაართვა?
− ვხედავ, − თქვა მან, − შენ ვერ მიხვდი, რა გითხარი. განა მე არ მოგიწოდე
ყურადღებით ყოფილიყავი?
− მე ყურადღებით გისმენ, − ვუთხარი მე, − ყველაფერი მახსოვს, რაც
მითხარი და მადლობელი ვარ.
− თუ ყურადღებით მისმენ, მაშინ მითხარი, რატომ არიან სიკვდილის ღირსნი
ისინი, ვინც სიკვდილში იმყოფებიან?
− იმიტომ, − ვუპასუხე მე, − რომ ჩვენი სხეული შედგება იმ მრუმე
წყვდიადისგან, რომლიდანაც გამოვიდა წყლიანი ბუნება, რომლისაგანაც, თავის
მხრივ, ჩვენი სხეულია შექმნილი გრძნობად სამყაროში − სიკვდილის საძოვარში.

356
hermesi

მიქაელი:
- აქ ჰერმესი ეუბნება ღმერთს, რომ მხოლოდ ერთი მიუტევებელი
ცოდვაა, რომელიც ადამიანს უკვდავებას ართმევს - საკუთარი უკვდავების
ვერ გაგება, მატერიაზე მიჯაჭვულობა, რომლიდანაც შექმნილია ქვედა
ტეტრადა.

21. შენ სწორედ მიხვდი, ჩემო მეგობარო, - თქვა მან, - მაგრამ


რატომაა, რომ ის, ვინც საკუთარი თავი შეიმეცნა მიდის სათნოებისკენ,
როგორც ამბობს სიტყვა ღმრთისა?
− იმიტომ რომ, − ვუპასუხე მე, − სიცოცხლე და სინათლე წარმოადგენენ
მამას, რომლიდანაც იშვა ადამიანი.
− კარგი სიტყვებია, − თქვა მან, − ღმერთი და მამა, რომლისგანაც
შეიქმნა ადამიანი არის სიცოცხლე და სინათლე. და თუ შენ იცი,
რომ წარმოიქმენი სიცოცხლისა და სინათლიდან, შენ დაბრუნდები
სიცოცხლეში, - ასეთი იყო პოიმანდრესის სიტყვები.
− კიდევ მასწავლე, − ვუთხარი მე, − ო, ჩემო გონო, როგორ უნდა
მივიდე სიცოცხლემდე? ღმერთმა თქვა: „დაე, შეიცნოს ადამიანმა,
რომელსაც აქვს გონება, შეიმეცნოს საკუთარი თავი“.

მიქაელი:
- აქ ღმერთი ეკითხება ჰერმესს, რატომ არის, რომ საკუთარი თავის
შემეცნებით, ადამიანი უბრუნდება უკვდავებას. ჰერმესი პასუხს სცემს,
რომ ადამიანი ბრუნდება იქ, საიდანაც წარმოიშვა მისი სულიერი

357
gnozisi

ჰიპოსტასი, ანუ „სიცოცხლიდან და სინათლიდან“. სიცოცხლე ჰაერია


(სუნთქვა), ხოლო სინათლე ცეცხლია (სული). ხომ გახსოვს, ადამიანი
თავიდან ჰაერისგან და ცეცხლისგან შედგებოდა...

22. − ესე იგი, ყველა ადამიანს არ აქვს გონება?


− იფიქრე რას ამბობ. მე, გონი, თანავიმყოფები წმინდანებთან, სათნო,
გულკეთილ ადამიანებთან, რომლებიც სათნოებაში ცხოვრობენ. ჩემი
ძლევამოსილება მათთვის დახმარებაა და მათთვის მაშინვე ყველაფერი
გასაგები ხდება. ისინი უხმობენ მამას სიყვარულით და უძღვნიან მას
კეთილ საქმეებს, ადიდებენ და აქებენ მას, როგორც შვილს მართებს
მამის მიმართ. და მაშინაც, როცა ისინი სხეულს ტოვებენ, სიკვდილის
მომენტში, მათ სძულთ შეგრძნებები, რომელთა საქმეები იციან, უფრო
სწორედ მე, გონი, არ ვაძლევ უფლებას, რომ მათი სხეულის საქმენი
აღესრულოს. როგორც ყარაული, მე ვუხშობ კარს მავნე და სამარცხვინო
საქმეების კეთებისთვის და თვით ფიქრებსაც ამ საქმეებზე, ვაქრობ.

მიქაელი:
- აქ საუბარია იმაზე, რომ მართალია ყველა ადამიანს აქვს მენტალური
სხეული, ზოგის მენტალური სხეული არასაკმარისად მაღალვიბრაციულია,
რომ საკუთარ სულიერ ტრიადასთან დაამყაროს კავშირი და ღმერთის ნების
და ზედამხედველობის ქვეშ მოექცეს. ასეთი ადამიანები მოწყვეტილნი
არიან ღმერთს. ფაქტობრივად ცოცხალ გვამებს ჰგვანან.

358
hermesi

23. რაც შეეხება უგუნურებს, მანკიერებს და ბოროტებს,


მოშურნეებს და ძუნწებს, მკვლელებს და უღმერთოებს, მე შორს
ვარ მათგან და გადავცემ მათ დემონ-შურისმაძიებელს, რომელიც
გამოიყენებს ცეცხლოვან ნემსს იმაზე, ვინც ეს დაიმსახურა, ღვრის მის
გრძნობის ორგანოებში ყოვლისმომცველ ცეცხლს, უფრო და უფრო
მეტად უბიძგებს ბოროტებისკენ, რათა დამძიმდეს მისი სასჯელი, და
განუწყვეტლივ აღვივებს მის ვნებებს დაუოკებელი სურვილებით, კვებავს
მათ უხილავი მტერი და ანთებს ცოდვილ ადამიანში ჩაუქრობელ ალს,
რომელიც მას შთანთქავს.

მიქაელი:
- ამ ადგილმა შეიძლება თქვენი დროის ადამიანში პროტესტის
გრძნობა გამოიწვიოს ღმერთის სისასტიკის მიმართ, მაგრამ როდესაც
ასეთ ტექსტებს კითხულობთ, სადაც თითოეული სიტყვა სიმბოლოა, უნდა
ხვდებოდეთ, რომ ყოველი სიმბოლოს უკან იმალება საგანი ან მოვლენა...
ან სულაც, მოვლენათა გლობალური ციკლები... ამ შემთხვევაში,
მაგალითად, „დემონი-შურისმაძიებელი“ ნიშნავს ნეგატიურ კარმას.
ამ ტექსტის დამწერ-გადამწერთათვის კარმის შესატყვისი ადეკვატური
სიტყვა არ არსებობდა. ამიტომ ისინი იყენებდნენ სიტყვა „ბედს“ კარმის
აღსანიშნავად, ხოლო სიტყვა „დემონ-შურისმაძიებელს“ ნეგატიური
კარმის აღსანიშნავად. ნეგატიური კარმა, რაღაც მომენტიდან, თუ
ადამიანმა ბევრი მძიმე ცოდვა დააგროვა, ხანდახან იმდენად რთულ
ფორმას იღებს, რომ ადამიანი ვეღარ სწავლობს მისგან გაკვეთილს

359
gnozisi

(მითუმეტეს თუ უმეცრებაში იმყოფება) და მხოლოდ იტანჯება და


ბოროტდება. ეს უკიდურესი დეგრადაციის მდგომარეობაა.

24. − შენ შემასწავლე ყველაფერი, − ვუთხარი მე, − როგორც


მინდოდა, ო, გონო, მაგრამ განმანათლე კიდევ იმაში, თუ როგორ
ხდება ცათამაღლება?
− თავიდან, − თქვა პოიმანდრესმა, − მატერიალური სხეულის დაშლა
უზრუნველყოფს მისი კომპონენტების გარდაქმნას, ხილული ფორმა
ქრება, მორალური ხასიათი, კარგავს რა ძალას, გადაეცემა დემონს,
შეგრძნებები უბრუნდებიან თავიანთ საწყისებს და მათი ნაწილი ხდებიან
კვლავ ერწყმიან რა მათ ენერგიებს. ზიზღი და ვნება ბრუნდება უტყვ
ბუნებაში.

მიქაელი:
- ამ სტრიქონში ჰერმესი ინტერესდება ცათამაღლების (განღმრთობის)
პროცესით. პოიმანდრესი აღწერს პროცესს, რომელიც სიკვდილის მერე
ემართება ისეთ ადამიანს, რომელიც აღწევს განღმრთობას. ამ სტრიქონში
ცოტა მოუქნელი ენით არის აღწერილი, მაგრამ მაინც ამოიცნობა 4 ქვედა
სხეულის ეტაპობრივი დაშლა და მათი კომპონენტების დაბრუნება იმ
ნატიფმატერიალურ განზომილებაში, რომლიდანაც იყო შექმნილი ეს
სხეულები.
25. შემდეგ ადამიანი მაღლდება წრეების წყობის გავლით. პირველში
ის ტოვებს უნარს გაიზარდოს და დაპატარავდეს. მეორეში თავის ძალას

360
hermesi

კარგავს მზაკვრობა და ბოროტება. მესამეში უძლურდება ხორციელ


ვნებათა ხიბლი, მეოთხეში ძალაუფლების წყურვილი, მეხუთეში
უღმერთო ამპარტავნება და უტიფრობა, მეექვსეში ქრება მიჯაჭვულობა
სიმდიდრეზე, მეშვიდეში - ცბიერი ტყუილი.

მიქაელი:
- ვინაიდან ნატიფმატერიალური სხეულები წარმოადგენენ ენერგიებს,
ემოციებს და ფიქრებს, ამ ტექსტში „კომპონენტებად“, რომლებადაც
იშლებიან ეს სხეულები, მოხსენიებულია ზიზღი, ვნება, ამპარტავნება,
უტიფრობა და ა. შ. მაგრამ აქ ერთგვარი უზუსტობაა და პირველადი აზრის
დამახინჯება. აქ აღწერილი 7 ფენა რეალურად წარმოადგენს ასტრალური
განზომილების, ანუ ასტრალის 7 ქვეფენას. იმიტომ რომ ნამდვილი
მე-5, მე-6 და მე-7 განზომილებები სულიერია. მათ არ ახასიათებთ
მიჯაჭვულობა სიმდიდრეზე ან ცბიერი ტყუილი. თუმცა, უნდა აღინიშნოს,
რომ ასტრალური ფენა, ყოველთვის ყველაზე ძლიერი მიჯაჭვულობების
სფეროა.

26. ამრიგად გაწმენდილი ყველაფრისგან, რაც შექმნა შვიდი წრის


ერთობლიობამ, ის შედის ოგდოადურ (რვაობით) ბუნებაში, რომელშიც
მას შენარჩუნებული აქვს მხოლოდ საკუთარი ძალა, და იგი მღერის
არსებებთან (უსებთან) ღმერთის სადიდებელ ჰიმნებს. ყველას უხარია
მისი გამოჩენა, და ის (იმმა: ცათამაღლებული სული) ემსგავსება რა მათ,
ისიც მღერის იმ ძალთა მელოდიური ხმით, რომლებიც თავისი არსით

361
gnozisi

აღემატებიან ოგდოადურ ბუნებას და რომლებიც უმღერიან საქებარს


ღმერთს. და მაშინ ისინი (იქ მყოფი სულები) მორიგეობით მაღლდებიან
მამამდე, ენდობიან ძალებს და თავად იქცევიან რა ძალებად, იბადებიან
ღმერთში. ასეთია საბოლოო ხვედრი მათი, ვინც ფლობს ცოდნას, თუ
თავად როგორ გახდეს ღმერთი. მაშ, რას ელოდები? შენ მიიღე ჩემგან
მთელი სწავლება და ისღა დაგრჩენია მიუთითო გზა იმ ადამიანებს,
რომლებიც ღირსნი არიან, რომ შენი შუამავლობით ღმერთმა ისინიც
იხსნას.

მიქაელი:
- აი, ეს არის ერთ-ერთი საკვანძო ადგილი, რომელიც დრო მოვიდა,
რომ კარგად გაიაზრო. ჩვენ ყოველთვის ძირითადად შემოვიფარგლებოდით
7-ობითი ფრაქტალით და მე გითხარი კიდევაც, რომ ეს ძალიან
„დედამიწური ფრაქტალია“. მაგრამ ერთხელ, როდესაც რიცხვ 9-ზე
ვსაუბრობდით, ჩვენ მე-7 ჰიპოსტასი დავშალეთ სამკუთხედად, ანუ
კიდევ უფრო მაღალ ტრიადად და გამოვიდა 9 განზომილება („ანგელოზის
გული“, წიგნი პირველი, 2018 წელი. 26 სექტემბერი. თბილისი. „რიცხვი
3, 6 და 9 - მაკროკოსმიდან მიკროკოსმში“, გვ.340). პირველწყაროს,
ანუ დემიურგის ცნობიერება, მხოლოდ მე-7 იპოსტასია. არის კიდევ
მე-8 და მე-9. გაიხსენე 7 ნოტა, რომელსაც ემატება მე-8, იმისთვის
რომ ოქტავა შეიკრას. 8 არის ერთგვარი გაერთიანება მისი ქვემდგომი
7-ეულის და ახალ საფეხურზე გადასვლა, ხოლო 9 არის საბოლოო
დასრულება, ანუ ყველაფრის მწვერვალი. როდესაც ადამიანის სული

362
hermesi

შვიდეულიდან გადის, ის გადის მატერიალური, ანუ დემიურგის


შემოქმედების სფეროდან და გადადის ამაღლებულ სულიერ კატეგორიაში
(სამებაში), სადაც ჯდება „ძე ღვთისას“, ანუ პირველადი ლოგოსის
(პლანეტარულ ლოგოსში არ აგერიოს) ტალღაზე, რომელიც მას კიდევ
უფრო ამაღლებს მე-9 განზომილებამდე, სადაც მისი ცნობიერება ერწყმის
ღმერთის გამოუვლენელ, აბსოლუტურ ცნობიერებას... ეს არის სრული
დაბრუნება „სახლში“. ტალღაზე (სხივზე) დაჯდომა, ჰერმესმა დაინახა,
როგორც „ძალებთან (ანგელოზების უმაღლესი რანგი) ერთად სიმღერის
მღერა“... ცათამაღლების ამ ეტაპზე, ადამიანი თავად იქცევა სხივად. მას
აღარც სხეული აქვს, აღარც მენტალი, აღარც კაუზალური სხეული, ან
ქრისტესეული ცნობიერება. ის სუფთა ენერგიაა, რომელიც პირველწყაროს
გამოსხივებაში ბრუნდება... მაგრამ მერწმუნე, ეს გლობალური პროცესები,
რომლებიც ასე მარტივადაა აღწერილი აურაცხელ ეპოქებს და ეონებს
მოიცავს... თითოეული განზომილების დონეზე არსებობენ, ვითარდებიან და
კვდებიან პლანეტები, პლანეტარული სისტემები და ცოცხალი არსებები.
აღორძინდებიან და ნადგურდებიან ცივილიზაციები, მაღლდებიან და
ეცემიან ადამიანები და სულიერი არსებები, განსხეულდება და ბრუნდება
არაერთი ღვთაებრივი ავატარი... ეს არის გლობალური, ეპოქალური
სურათი...
ტექსტის დანარჩენი ნაწილი გასაგებია შენთვის...

27. თქვა პოიმანდრესმა და შეერია ძალებს. მე, რომელმაც


შევიმეცნე ყოველივეს არსი დიდებულ ხილვაში, ავივსე ძალით, ავდექი

363
gnozisi

და მადლიერებით აღვსილმა განვადიდე მამა-ღმერთი. და მე დავიწყე


რელიგიის და სიბრძნის სილამაზის ქადაგება ადამიანებისთვის.
„ო, ერნო, კაცნო, შობილნო მიწიდან,
ჩაფლულნო ლოთობაში, ძილში და ღმერთის არცნობაში,
გამოფხიზლდით, გამოერკვიეთ თქვენი უღირსი, გრძნობადი
გამყინვარებიდან,
გამოიღვიძეთ უმეცრებიდან!

28. მათ გამიგონეს და შემოიკრიბნენ ჩემ გარშემო. და მე განვაგრძე:


„ო, მიწიდან შობილნო ადამიანნო, რატომ მიეცემით სიკვდილს, თუკი
უკვდავებაა თქვენი ხვედრი? მოინანიეთ, დაუბრუნდით საკუთარ არსს,
თქვენ, მოხეტიალენო და მომაკვდავნო უმეცრებაში; ერიდეთ მკრთალ
ნათელს, ეზიარეთ უკვდავებას და ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვით
მანკიერებაზე.

29. ზოგმა დაცინვით ზურგი მაქცია და თავის საქმეებს დაუბრუნდა


სიკვდილისკენ მიმავალ გზაზე, ზოგი კი ფეხებში ჩამივარდა და შემეხვეწა
რომ მესწავლებინა მათთვის. და მე ავდექი და გავხდი ადამიანთა მოდგმის
წინამძღვარი. მე ვქადაგებ მოძღვრებას და ჩემს სიტყვებში ვუთითებ გზას
გადარჩენისათვის. მე ვთესავ ადამიანებში სიბრძნის მარცვლებს და მათ
იგემეს უკვდავების წყალი. როდესაც მოსაღამოვდა და უკანასკნელი მზის
სხივები მიილია, მე დავპატიჟე ისინი სალოცავად. ლოცვის მერე ყველა
დაბრუნდა სახლებში დასაძინებლად.

364
hermesi

30. მე აღვბეჭდე ჩემს გონებაში პოიმანდრესის გამოცხადება, და


აღვსილი იმით რაც მსურდა, სიხარულით სავსე, განვისვენებდი. სხეულის
დაძინებამ გამოიწვია სულის გასხივოსნება. ჩემი დახუჭული თვალები
ჭვრეტდნენ ჭეშმარიტებას. ნაყოფიერი სიჩუმე მკერდში ატარებდა
უმაღლეს მადლს, წარმოთქმული სიტყვები თესავდნენ სიკეთეს. ასე
დამემართა, იმიტომ რომ მე მივიღე ჩემი გონისგან, ანუ პოიმანდრესისგან,
უმაღლესი გონისგან ჭეშმარიტი ძალაუფლების მატარებელი სიტყვა.
ასე, ღვთიური სუნთქვის დამსახურებით მე დავეუფლე ჭეშმარიტებას.
აი, ამიტომ მთელი ჩემი სულით და მთელი ძალებით, მე ვუძღვნი მამა-
ღმერთს ამ ხოტბის სიმღერას:

31. წმინდა არს ღმერთი, სამყაროს მამა,


წმინდა არს ღმერთი, ვისი ნებაც აღესრულება მისივე ძალებით,
წმინდა არს ღმერთი, რომელსაც სურს რომ მას იცნობდნენ და
რომელსაც იცნობენ ისინი, ვინც ეკუთვნიან მას,
წმინდა ხარ შენ, რომელმაც სიტყვით შექმენი ყოველივე,
წმინდა ხარ შენ, რომლის სახეს აღაწარმოებს მთელი ბუნება,
წმინდა ხარ შენ, რომელიც არ ხარ ბუნებისგან შობილი,
წმინდა ხარ შენ, ყველა ძალაზე ძლიერი,
წმინდა ხარ შენ, დიდებულზე დიდებული,
წმინდა ხარ შენ, ქებათა-ქებაზე აღმატებული,
მიიღე წმინდა, სიტყვიერი შემოწირულობა უმანკო სულისა და
გულისაგან, რომელიც ისწრაფვის შენკენ,

365
gnozisi

ო, ენით გამოუთქმელო და სიტყვით აღუწერელო, მხოლოდ სიჩუმეს


შეუძლია შენი დასახელება!

32. გევედრები შენ, რომ როგორი გასაჭირიც არ უნდა დამატყდეს


თავს, არ გადამახვევინო ჭეშმარიტების გზას. მომანიჭე მე საკუთარი არსის
ცოდნის უნარი, მომეცი ძალა, რომ შენი წყალობით განვანათლო ჩემი
მოდგმის ძმანი, შენი შვილები, რომლებიც უმეცრებაში იმყოფებიან. მე
მწამს შენი და გმოწმობ შენ. მე მივდივარ სინათლისა და სიცოცხლისაკენ.
მამა, დალოცვილ იყოს ადამიანი, რომელიც გეკუთვნის შენ, რომელსაც
სწყურია შენი სიწმინდის გაზიარება, რამეთუ შენ მიანიჭე ამის სრული
უფლება.

• • •

366
hermesi

2020 წელი. 9 ოქტომბერი. ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკა

ცოტაოდენ ინფორმაცია ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკის შესახებ:

ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკა - პირველი ქრისტიანების წმინდა


წიგნები

საუკუნის დასაწყისში, როდესაც ქრისტიანობა ჩამოყალიბების


პროცესში იყო, კლასიკურ ოთხთავთან ერთად არსებობდა უამრავი
რელიგიური ტექსტი. ეს იყო სხვა მოციქულების და სხვა ვერსიით
დაწერილი სახარებები, ფილოსოფიური, ღვთისმეტყველურ-ეთიკური
ტრაქტატები და გნოსტიკური შინაარსის ტექსტები. მოგვიანებით (მე-4
საუკუნიდან) ამ ხელნაწერების უმრავლესობა გამოცხადდა ფსევდო-
ქრისტიანულ და შესაბამისად აკრძალულ ლიტერატურად. მათ აპოკრიფები
უწოდეს, ხოლო მათში გამოთქმულ მოსაზრებებს - ერესი. ქრისტიანული
ეკლესიის აპოლოგეტების მიერ ნაბრძანები იყო ამ მათი განადგურება,
თუმცა პირველი ქრისტიანების მიერ საგულდაგულოდ გადამალულმა
ხელნაწერებმა მაინც იჩინეს თავი გასული საუკუნის ბოლოს და დიდი
გადატრიალება მოახდინეს ბევრი ქრისტიანის მსოფლმხედველობაში.
ნაგ-ჰამადის ე. წ. ბიბლიოთეკა სწორედ ასეთი ტექსტების კრებულს
წარმოადგენს. ეს არის პაპიროსული კოდექსების კრებული, რომელიც

367
gnozisi

აღმოჩენილ იქნა 1945 წელს დასახლება ნაგ-ჰამადის (ეგვიპტე)


მიმდებარედ. ფრაგმენტებითა თუ სრული ტექსტებით, ბიბლიოთეკა
შეიცავს 52 ტექსტს, რომელთა შორისაა 3 ტექსტი „ჰერმეტიკული
კორპუსიდან“ და ამონარიდები პლატონის „სახელმწიფოდან“. თუმცა
უმთავრესად ტექსტები წარმოადგენენ პოსტ-ქრისტიანულ გნოსტიციზმს.
ამ კრებულის ყველაზე ცნობილი ხელნაწერია „თომას სახარება“,
რომელიც სრული სახითაა წარმოდგენილი. ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკის
აღმოჩენამ სრულად შეცვალა წარმოდგენა ადრეულ ქრისტიანობაზე
და მის ურთიერთობაზე გნოსტიციზმსა და მანიქეიზმთან. ნაგ-ჰამადის
ხელნაწერები წარმოადგენს არანაკლებად უნიკალურ და მნიშვნელოვან
აღმოჩენას, ვიდრე კუმრანის ხელნაწერები, ბოდმერის პაპირუსები ან
ბერლინის გნოსტიკური კოდექსი.
ტექსტები დაწერილია კოპტურ ენაზე (ელინისტური და რომაულ-
ბიზანტიური ეგვიპტის სასაუბრო ენა) და წარმოადგენენ თარგმანს
ბერძნულიდან. კოდექსები შედგენილ იქნა მე-4 საუკუნის დასაწყისში,
მაგრამ თვითონ ტექსტები თარიღდებიან უფრო ადრეული პერიოდით:
1-ლიდან - მე-3 საუკუნემდე. ნაგ-ჰამადის კოდექსები როგორც ჩანს
ეკუთვნოდა პახუმი დიდის მიერ დაარსებულ პირველ ქრისტიანულ
მონასტერს. ადგილი, სადაც იპოვეს ხელნაწერები ძალიან ახლოსაა ამ
მონასტერთან და დროშიც ემთხვევა იმ პერიოდს, როდესაც არქიეპისკოპოს
წმინდა ათანასე I-ის მიერ გამოცხადდა არაკანონიკური ტექსტების
განადგურების ბრძანება. (ქვემომოყვანილი ცხრილი მოძიებულია
ინტერნეტში)

368
hermesi

ტრაქტატ კოდექსი ტრაქტატ ტრაქტატის გვერდები შემოკლებული შინაარსი


ის ის სახელწოდება სახელწ. ინგ.
საერთო ნომერი
ნომერი კოდექსში

01 NHC-I 1 მოციქული (2) Pr. Paul ტექსტი


(«იუნგის პავლეს ლოცვა გადაწერილია
კოდექსი ფორზაცზე, ორი
») სტროფი
დაკარგულია,
სახელწოდება
ბერძნულ ენაზეა.
02 2 იაკობის 1— Ap. Jas. სახელწოდება
აპოკრიფი 16 პირობითია -
ტექსტის
შინაარსიდან
გამომდინარე,
რომელიც
წარმოადგენს
იაკობის წერილს
ადრესატთან,
რომლის სახელი ვერ
ამოიკითხება.
უმთავრესი ტექსტი
წარმოადგენს იესოს
დიალოგს
მოციქულებთან,
სადაც
გაერთიანებულია
აპოკალიფსური და
ქადაგების ტიპის
დიალოგები.
03 3 ჭეშმარიტების 16— Gos. სახელწოდება
სახარება 43 Truth პირობითია და
მიცემულია საწყისი
სიტყვებიდან
გამომდინარე. არ
არის კავშირში

365
369
gnozisi

ახალი აღთქმის
ოთხთავთან,
წარმოადგენს
მოსაზრებებს
ქრისტეს მიერ
სულის ცხონებასთან
დაკავშირებით,
წარმოადგენს
მცდელობას ახსნას
სახარების
დანიშნულება და
არსი.
04 4 აღდგომის 43— Treat მასწავლებლის მიერ
ტრაქტატი. 50 Res. მოსწავლესთან
(წერილი (ვინმე რეგინთან)
რეგინთან) მიწერილი
დოგმატური
ტრაქტატი, სადაც
ავტორი გადმოსცემს
თავის შეხედულებას
აღდგომის ცნებასთან
დაკავშირებით.
05 5 სამნაწილიანი 51— Tri. სახელწოდება
ტრაქტატი 140 Trac. მინიჭებულია
გამომცემლების
მიერ.
სამყაროს შექმნისა
და აგებულების
შესახებ გნოსტიკური
სწავლების
სისტემური
გადმოცემა.
06 NHC-II 1 იოანეს აპოკრიფი 1— Ap. პირველი ტექსტი
32 John სამი მსგავსიდან.
წარმოადგენს იესოსა
და იოანე

366
370
hermesi

მოციქულის კითხვა-
პასუხის ფორმაში
დაწერილ დიალოგს.
07 2 თომას სახარება 32— Gos. იესოს მიერ
51 Thom. მოციქულებისთვის
ნათქვამი საიდუმლო
გამონათქვამების
კრებული. ნაწილი
გამონათქვამებისა
ცნობილია
კანონიკური
სახარებებიდან.
ტექსტში არ არის
ნახსენები იესოს
ცხოვრება, სიკვდილი
ან აღდგომა, ანუ
სახარებისეულ
ტექსტს ის არ
წარმოადგენს.
08 3 ფილიპეს 51— Gos. ისევე, როგორც
სახარება 86 Phil. ზემოთ
მოხსენიებული
ტექსტი, ესეც არ
შეიცავს სიუჟეტურ
თხრობას. ზოგადი
და მოკლე
მოსაზრებები
ღვთისმეტყველურ-
ეთიკურ თემებთან
დაკავშირებით.
09 4 არქონტების 86— Hyp. სახელწოდება
იპოსტასი 97 Arch. ტექსტის ბოლოშია.
შინაარსობრივად ეს
ტექსტი ეძღვნება
მითოლოგიური
თვალსაზრისით

367
371
gnozisi

ადამიანისა და
სამყაროს შექმნის
თემას.
10 5 ტრაქტატი 97— Orig. სახელწოდება
სამყაროს 127 World მინიჭებულია
შექმნაზე(უსახე გამომცემლის მიერ.
ლო ტრაქტატი) სამყაროს
მითოლოგიური
სურათის სისტემური
გადმოცემა.
11 6 საუბრები სულზე 127 Exeg. ტრაქტატი ადამიანის
— Soul სულის დაცემასა და
137 აღდგომაზე.

12 7 თომა ათლეტის 138 Thom. სახელწოდება


წიგნი — Cont. მოცემულია ტექსტის
145 ბოლოს. აღმდგარი
იესოსა და
მოციქული თომას
დიალოგი
ჭეშმარიტების
შეცნობასთან
დაკავშირებით,
რომელიც ჩაწერა
მათე მოციქულმა.
13 NHC- 1 იოანეს აპოკრიფი 1— Ap. მოკლე ვერსია
III 40 John
14 2 ეგვიპტელების 40— Gos. Eg. ერთ-ერთი ორი
სახარება 69 რედაქტირებული
ტექსტიდან, რომლის
სახელწოდება
მოცემულია
ბოლოში. თხზულება
იწყება სიტყვებით:
„დიდებული,
უხილავი სულის

368
372
hermesi

წმინდა წიგნი“. მისი


ავტორობა
მიეწერება ბიბლიურ
სეითს.
მითოლოგიური
მოძღვრება
კოსმოგენურ და
სოტერიოლოგიურ
თემებზე.
15 3 ნეტარი 70— Eugnost ორი მსგავსი
ევგნოსტის 90 os ტექსტიდან ერთ-
მოძღვრება ერთი ვერსია.
სამყაროს მოწყობის
გნოსტიკური
ტრაქტატი,
რომელიც
დაწერილია
მასწავლებლის
(ევგნოსტის) მიერ
მოსწავლის
დამოძღვრის
ფორმატში.
16 4 იესო ქრისტეს 90— Soph. აღდგომილ ქრისტესა
სიბრძნე 119 Jes. Chr. და მოციქულებს
შორის კითხვა-
პასუხის ფორმატში
დაწერილი
დიალოგი. წინა
ტექსტის მსგავსი
ვარიანტი, სადაც
ქრისტეს სიტყვები
იმეორებს წინა
ტექსტში ევგნოსტის
სიტყვებს. იშვიათი
მაგალითია იმის, თუ
როგორ ხდებოდა
არაქრისტიანული

369
373
gnozisi

ტექსტების
გაქრისტიანება.
17 5 მაცხოვრის 120 Dial. სახელწოდება
დიალოგი — Sav. ნახსენებია, როგორც
149 ტექსტის დასაწყისში,
ასევე ბოლოში.
ტექსტი წარმოადგენს
მაცხოვრის დიალოგს
მოციქულებთან და
მარიამ
მაგდალინელთან
სულის ცხონების
თაობაზე.
18 NHC- 1 იოანეს აპოკრიფი 1— Ap. მეორე ზოგადი
IV 49 John ვერსია

19 2 ეგვიპტელების 50— Gos. Eg. მეორე ეგზემპლარი


სახარება 81
20 NHC-V 1 ევგნოსტ ნეტარის 1— Eugnost ტექსტის მეორე
მოძღვრება 17 os ეგზემპლარი

21 2 პავლეს 17— Apoc. ტექსტი ეყრდნობა 2


აპოკალიფსისი 24 Paul. კორ. 12:2-4-ს და
ყვება მოციქულის
ხილვებზე მე-4
ციდან მე-10 ცამდე
მოგზაურობის
შესახებ.
22 3 იაკობის პირველი 24— 1 Ap. დიალოგი იესოს
აპოკალიფსისი 44 Jas. მიერ იაკობისთვის
გადმოცემულ
საიდუმლო
სწავლებაზე,
რომელიც იესომ
სიკვდილამდე და

370
374
hermesi

აღდგომის მერე
გადასცა მოციქულს.
23 4 იაკობის მეორე 44— 2 Ap. ორიგინალური
აპოკალიფსისი 63 Jas. სახელწოდება
იგივეა, რაც
წინამორბედი
ტექსტის. ტექსტი
წარმოადგენს რთულ
კომპოზიციას:
შეიცავს იაკობის
მიერ იუდეველთა
წინაშე
წარმოთქმულ
სიტყვას იესოს
დიდებასთან
დაკავშირებით და
მთავრდება თავად
იაკობის მოწამეობის
აღწერით.
24 5 ადამის 63— Apoc. გამოცხადება
აპოკალიფსისი 85 Adam წარღვნასა და
სამყაროს მომავალ
ბედზე, რომელიც
ადამმა მიიღო
უშუალოდ
ღმერთისგან და
რომელიც მან თავის
შვილ სეითს
გადასცა. ტექსტი არ
შეიცავს არაფერ
სპეციფიურად
ქრისტიანულს.
25 NHC- 1 პეტრესი და 12 1— Acts Pet. ერთადერთი
VI მოციქულის 12 12 „საქმენის“ ჟანრის
საქმენი Apost. ტექსტი
ბიბლიოთეკაში.

371

375
gnozisi

თქმულება იმაზე,
თუ როგორ
იმოგზაურეს პეტრემ
და მოციქულებმა
რაღაც ქალაქში,
სადაც შეხვდნენ
იესოს, რომელსაც
ჰქონდა მიღებული
ძვირფასი ქვების
გამყიდველის,
ლიტარგოილის
გარეგნობა.
26 2 ჭექა-ქუხილი - 13— Thund. ტექსტი, რომლის
სრულყოფილი 21 ჟანრის განსაზღვრა
გონი შეუძლებელია. ეს
არის ქალური
ღვთაების
თვითპროკლამაცია,
ერთგვარი
ექსტატური თხრობა,
რომელიც უფრო
წააგავს პოეტურად
დაწერილ სივილების
წინასწარმეტყველებე
ბს. უახლოესი
ანალოგია - იზიდას
არეტოლოგიის და
სიბრძნის
ლიტერატურა.
27 3 ჭეშმარიტი 23— Auth. ფილოსოფიური
სწავლება 35 Teach. ტექსტი სულის
ბედის, მისი
წარმოშობის,
დაცემისა და
მატერიიდან
აღზევების, ანუ
ცხონების შესახებ.

372
376
hermesi

იდეოლოგიური
შემადგენელით
წარმოადგენს რაღაც
საშუალოს
გნოსტიციზმსა და
ჰერმეტიზმს შორის,
მაგრამ ვერ
მიეკუთვნება
რომელიმე
კონკრეტულ ჟანრს.
28 4 დიდებული 36— Great სახელწოდება
ძალის 48 Pow. თხზულების
კონცეფცია ბოლოშია. ეს არის
ტექსტი სამ ეონზე
(ეპოქაზე):
მატერიალურზე,
რომელიც
დასრულდა
წარღვნით,
ფსიქიურზე, როცა
ქვეყანას მოევლინა
მაცხოვარი და
მომავალ ეპოქაზე,
როცა
დაისადგურებს
მშვიდობა.
29 5 ფრაგმენტი 48— Plato ტექსტი
588a—589b 51 Rep. უსამართლობაზე
პლატონის (ძალიან ცუდად
ტრაქტატი ნათარგმნი).
«სახელმწიფო“
30 6 მოსაზრებები 8- 52— Dis. 8— სახელწოდება
იანზე და 9-იანზე 63 9 მინიჭებულია
გამომცემლის მიერ.
ჰერმეტული
დიალოგი, სადაც

373
377
gnozisi

მასწავლებელს
(„მამას“) ანუ
ჰერმეს
ტრისმეგისტუსს
მიყავს თავისი
მოსწავლე
(„შვილი“) სულიერი
აღმავლობის გზაზე,
8-იანის და 9-იანის
საკრალური არსის
შემეცნების გზით.
31 7 მადლიერების 63— Pr. ჰერმეტული ლოცვა,
ლოცვა 65 Thanks. რომელიც ცნობილია
უფრო ადრეულ
ბერძნულ და
ლათინურ
ვარიანტებში.
32 8 ასკლეპიოსი 65— Asklepiu ჰერმეს
78 s ტრისმეგისტუსის
დიალოგი თავის
მოსწავლე
ასკლეპიოსთან.
ლათინური
თარგმანით ცნობილი
ბერძნული
ჰერმეტული
ტრაქტატის
დაკარგული 21-29-
ე თავები.
33 NHC- 1 სემის პარაფრაზი 1— Paraph. სახელწოდება
VII 49 Shem ტრაქტატის
დასაწყისშია.
გამოცხადება
კოსმოლოგიურ და
სოტერიოლოგიურ
თემებზე, რომელიც

374
378
hermesi

მიღებული იყო ვინმე


დერდეკიასგან -
უკიდეგანო ნათელის
ძისგან, სემის
(სავარაუდოდ ნოეს
შვილი სემია
ნაგულისხმები)
მიერ, როდესაც მისი
გონება ექსტაზში
დაშორდა სხეულს
34 2 დიდი სეითის 49— Treat. სახელწოდება
მეორე ტრაქტატი 70 Seth ტრაქტატის
ბოლოშია. იესო
ქრისტეს
გამოცხადება (სადაც
როგორც ჩანს იესო
გაიგივებულია
სეითთან), სადაც ის
მოგვითხრობს მის
ჩამოსვლაზე
დედამიწაზე, ჯვარზე
სიკვდილზე და
ცადამაღლებაზე
უკან პლერომაში.
მონათხრობი
წარმოადგენს
არაგანდობილი
ადამიანებისგან
დაფარულ ცოდნას.
35 3 პეტრეს 70— Apoc. პეტრე მოციქულის
გნოსტიკური 84 Petr. ხილვები, რომელთა
აპოკალიფსისი ახსნა იესოს მიერ
უნდა დარჩენილიყო
საიდუმლოდ.
36 4 სილვანუსის 84— Teach. ერთადერთი ტექსტი
დარიგებები 118 Silv ბიბლიოთეკაში,

375
379
gnozisi

რომელიც ითვლება
რომ უტყუარად
ქრისტიანული
წარმოშობისაა. ესაა
ეთიკური ტრაქტატი,
სადაც მამა
(მოძღვარი)
მოძღვრავს თავის
სულიერ შვილს.
37 5 სეითის სამი 118 Steles თხზულება
სტელა — Seth წარმოადგენს
127 უმაღლესი
ღვთაებრივი
არსებებისადმი
მიძღვნილ ჰიმნს.
სახელწოდება
ბოლოშია, ხოლო
იწყება ტექსტი
სიტყვებით:
„დოსიფეუსის
გამოცხადება“,
თუმცა მეტი ეს
სახელი არსად
ტექსტში არ
გვხვდება.
38 NHC- 1 ზოსტრიანოსი 1— Zost. სახელწოდება
VIII 132 ტრაქტატის
ბოლოშია.
„სიბრძნის
ანგელოზისგან“
ზოსტიანოსის მიერ
მიღებული
გამოცხადება
წარმოადგენს მის
ისტორიას ზეციერ
სფეროებში
(ეონებში)

376

380
hermesi

მოგზაურობისა.
მოცულობით ეს
ყველაზე დიდი
ტექსტია და ყველაზე
ცუდ
მდგომარეობაშია
შემონახული.
39 2 პეტრეს მიმართვა 132 Ep. Pet. სახელწოდება
ფილიპეს — Phil. ტექსტის
140 დასაწყისშია.
თხზულების 9
გვერდიდან თვითონ
მიმართვა შეადგენს
მხოლოდ 1 გვერდს.
დანარჩენი გვერდები
აღწერს მოცულთა
საქმეებს და მათ
საუბრებს
ქრისტესთან მისი
აღდგომის შემდეგ.
40 NHC- 1 მელქისედეკი 1— Melch. სახელწოდება
IX 27 ტექსტის
დასაწყისშია.
ბიბლიური
მელქისედეკის მიერ
ანგელოზისგან
მიღებული
გამოცხადება იესო
ქრისტეს შესახებ.
41 2 ნორიას აზრი 27— Norea ბიბლიოთეკის ერთ-
29 ერთი ყველაზე
მოკლე ტექსტი -
სულ 52 სტროფი;
სახელწოდება
მინიჭებულია
გამომცემლის მიერ

377

381
gnozisi

ბოლო ფრაზის
მიხედვით. ტექსტი
წარმოადგენს
ლოცვით მიმართვას,
რომელიც შესაძლოა
ქალის მიერაა
დაწერილი.
42 3 სიმართლის 29— Testim. სახელწოდება
დამოწმება 74 Truth. მინიჭებულია
გამომცემლის მიერ.
საუბრები
რჩეულებთან
ჭეშმარიტების
არსთან
დაკავშირებით.
ტექსტი აშკარა
პოლემიკაში შედის
ეკლესიურ
ქრისტიანობასთან.
43 NHC-X 1 მარსანეზი 1— Marsane სახელწოდება
68 s ტექსტის ბოლოშია.
წინასწარმეტყველი
მარსანეზის ხილვა,
მისი ექსტაზური
ცადამაღლების
დროს ღმერთის
არსის, ამ არსის
შეცნობის გზებისა და
ასოების მისტიკური
მნიშვნელობების
შესახებ.
44 NHC- 1 ცოდნის ახსნა 1— Interp. სახელწოდება
XI 21 Know. ტექსტის ბოლოშია.
ქრისტიანი
გნოსტიკოსის
ქადაგება

378

382
hermesi

მორალური
სრულყოფის
აუცილებლობაზე.
45 2 ვალენტინიანური 22— Val. Exp. ვალენტინიანური
სწავლება 40 ფილოსოფიის ხუთი
ფრაგმენტი
მირონცხებაზე,
ნათლობაზე და
წირვაზე.
46 3 ალლოგენესი 40— Allogene სახელწოდება
44 s ტრაქტატის
ბოლოშია. ანგელოზ
იუილისგან
ალლოგენოსის მიერ
(შესაძლებელია
იგულისხმებოდეს
სეითი) მიღებული
გამოცხადება ზეციერ
არსებებთან
ამაღლების შესახებ.
47 4 ჰიფსიფრონა 45— Hypsiph სახელწოდება
69 . ტექსტის
დასაწყისშია. თავად
ტექსტი ძალიან
ცუდად შეინახა.
წიგნი წარმოადგენს
ვინმე ჰიფსიფრონას
ხილვებს.
48 NHC- 1 სექსტის 15— Sext კრებული
XII გამონათქვამები 16, წარმოადგენს
27— სიბრძნის (რუს.
34 Премудрость)
ლიტერატურულ
ჟანრს.

379
383
gnozisi

49 2 ჭეშმარიტების Gos. მეორე ეგზემპლარი,


სახარება Truth რომლისგანაც დარჩა
მხოლოდ რამდენიმე
ფრაგმენტი
დაწერილი
განსხვავებულ
კოპტურ
დიალექტზე.
50 3 ფრაგმენტები Frm. ტომიდან შემორჩა
მხოლოდ 15
ტექსტის 10
გვერდიანი
ფრაგმენტები.
ამათგან
ამოცნობილია
მხოლოდ ორი
ფრაგმენტი.
51 NHC- 1 სამგვარი 35— Trim. „პირველაზრი სამი
XIII პროტენოია 50 Prot. სახით“. ტრაქტატი
მთელი რიგი
მოსაზრებებით
ემთხვევა „იოანეს
აპოკრიფს“
52 2 ტრაქტატი Orig. ტექსტის დასაწყისი
სამყაროს World 10 სტროფი
წარმოშობის
შესახებ
ფრაგმენტები ტექსტი სულ შეიცავს
16 ძლიერად
ფრაგმენტირებულ
გვერდს.
იდენტიფიცირებული
ა ორი ტექსტი.

380
384
hermesi

2020 წელი. 9 ოქტომბერი. ჰერმეტიკული გნოსტიკური


ტექსტი ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკიდან. „მოსაზრებები
რვიანთან და ცხრიანთან დაკავშირებით“

აი, ის ტექსტი ნაგ-ჰამადის ხელნაწერებიდან, რომელზეც მიქაელმა


მიმითითა. მისი სახელწოდებაა „მოსაზრებები რვიანზე და ცხრიანზე“
მინიჭებულია გამომცემლის მიერ და არ არის ამ ტექსტის ავთენტური
სათაური. ტექსტი წარმოადგენს საუბარს ჰერმესსა და მის შვილს შორის,
კერძოდ ჰერმეტიკულ დიალოგს, სადაც მასწავლებელს („მამას“),
ანუ ჰერმეს ტრისმეგისტს მიჰყავს თავისი მოსწავლე („შვილი“)
გასხივოსნებამდე, 8-ანის და 9-ანის საკრალური არსის და შესაბამისად,
მე-8 და მე-9 განზომილებების შეცნობის გზით. ტრაქტატი იწყება
52-ე პუნქტით. ორიგინალურ ტექსტში, როგორც ჩანს, სიძველის
გამო შიგადაშიგ სიტყვები დაზიანებულია და რადგან მათი გარკვევა
შეუძლებელია, მათ ადგილას სამი წერტილია დასმული.
მიქაელს დავუკავშირდი... ჩემთვის ეს ტექსტი კიდევ უფრო გაუგებარი
ენით ეწერა, ვიდრე პოიმანდრესი და წარმოუდგენლად მომეჩვენა მისი
შინაარსის გაშიფვრა. ადგილები ნაცნობად მომეჩვენა პოიმანდრესთან
შედარებისას, მაგრამ ადგილები სრულიად გაუგებარი იყო. გარდა ამისა,
საქმეს ართულებდა განადგურებული ფრაგმენტები.
მიქაელი:
- მოდი თავიდან დავიწყოთ. აი, ნახე, როგორ გაიშლება ამ ტექსტის
ფარული აზრი.

385
gnozisi

მე ფიქრებში ჰ.-ს მოვუხმე. მისი უკვე ნაცნობი თანამყოფობა ვიგრძენი,


ჩემი ღრმა პატივისცემა გამოვუხატე და ვთხოვე, რომ ჩემი ფიქრები და
ფორმულირებები სწორი მიმართულებით წარემართა.

  

საუბრები რვიანთან და ცხრიანთან დაკავშირებით

ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკიდან
(იმმას თარგმანი რუსულიდან)

52. (ო, მამაჩემო) გუშინ მითხარი, რომ შეიყვან ჩემს ცნობიერებას


ჯერ რვაში, ხოლო შემდეგ ცხრაში. შენ თქვი: „ასეთია გადმოცემის
საფეხურები“.
„ო, შვილო ჩემო, ჭეშმარიტად ასეთია თანმიმდევრობა. დაპირება
გამომდინარეობდა ადამიანის ბუნების თვისებებიდან. როდესაც პირობა
მოგეცი, მე ვთქვი: „თუკი შენ შეძლებ შეინარჩუნო გონებაში თითოეული
საფეხური“. როდესაც მე მივიღე სული ძალისგან, მე მივმართე შენზე
ენერგია. ჭეშმარიტად, შენ გეკუთვნის გაგება. ჩემში იგია, როგორც
ფეხმძიმე ძალა. როდესაც მე ის ჩავსახე შადრევნიდან, რომელიც ჩემკენ
მოედინებოდა - მე ვშობე“.

386
hermesi

მიქაელი:
- ახლა ყურადღებით ვიყოთ. მოდი დავიწყოთ იმით, რომ ოდესღაც...
მე:
- ორი წლის წინ... - მივუხვდი აზრს.
- შენ დახაზე სქემა ცნობიერების 9 საფეხურის... მაშინ მითხარი, რომ
არ იყავი დარწმუნებული, სწორედ გადმოეცი თუ არა და ჰიპოსტასების
განლაგება სწორედ დასვი თუ არა... („ანგელოზის გული“, წიგნი
პირველი, 2018 წელი. 26 სექტემბერი. თბილისი. „რიცხვი 3, 6 და 9 -
მაკროკოსმიდან მიკროკოსმში“, გვ. 340).
340) და მართალიც იყავი საკუთარ
თავში ეჭვი რომ შეგეპარა. მაგრამ მხოლოდ მცირედით შეგეშალა... მაშინ
არ შეგისწორე, იმიტომ რომ მაშინ მნიშვნელოვანი იყო რომ 9-იანში სამი
3-იანისგან შემდგარი ფრაქტალური განზომილება დაგენახა. მაგრამ ახლა
თანმიმდევრობები (რადგან ახლა განზომილებებს ხაზობრივ ფორმატში
ვიხილავთ) სწორი თანმიმდევრობით უნდა დავალაგოთ.
პირველი აზრი, რომელმაც ამ სიტყვებზე გამიელვა იყო ის, რომ წიგნი
საცაა უნდა დაიბეჭდოს და მე თურმე ასეთი მნიშვნელოვანი შეცდომა
დამიშვია... კიდევ კარგი, რომ ჯერ კიდევ გამოსწორების დრო მაქვს...
მიქაელი:
- არა. არ გაასწორო. იყოს ყველაფერი, როგორც არის. მაგრამ, გთხოვ
გადმოაკოპირო ეს სქემა პირველი წიგნიდან და აქ გაასწორო.
მე ასეც მოვიქეცი.

387
gnozisi

ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილად დაყოფა,


რომელიც თავის მხრივ სამ ტრიადად ჯგუფდება. (არაზუსტი სქემა, რომელიც
გადმოტანილია პირველი წიგნიდან)

მიქაელი:
- ახლა შეცვალე მე-7 და მე-8 ადგილები და Мысль/აზრი შეცვალე
388
hermesi

Ментал/მენტალი-ით. „მამა-დედა“ რეალურად სწორია, მაგრამ მოდი


ტრადიციულად მამა-ღმერთი დავუძახოთ.
მე:
- მართლმადიდებელ ქრისტიანობაში ჩვენ გვასწავლიან, რომ სამებას,
ანუ მამა-ღმერთს, ძე ღვთისას და სულიწმიდას არ აქვთ იერარქიული
დაქვემდებარება, რომ ყველა თანაბარია და ერთარსი.
მიქაელი:
- ეს მოსაზრება თან სწორია, თან არა. ისინი ერთარსნი არიან,
მაგრამ თუ განზომილებებს (საღმრთო ცნობიერების დონეებს) წრფივ
ფორმატში განვიხილავთ (იმიტომ რომ არსებობს არაწრფივი ვარიანტიც...
ჰოლოგრამული (???)), ანუ 1-დან 9-მდე, როგორც ხედავ ასე არაა
და იერარქიული დაქვემდებარება არსებობს. ეს ჩანს პოიმანდრესის
ტექსტიდანაც და ამ ტრაქტატის პირველი სტრიქონებიდანაც. წრფივი
აღქმა თქვენთვის ყველაზე მარტივია, ამიტომ მივუყვეთ ამ სქემას. ასევე
მოგვიწევს ზოგიერთი შენი სიზმარხილვის გახსენება, რომ ამ სამის ბუნება
კარგად გავიაზროთ. ჯერ გავიხსენოთ, რა გვქონდა პოიმანდრესის ტექსტში
აღწერილი, როგორი იყო სამყაროს შექმნის თანმიმდევრობა...
მე:
- ჯერ იყო „რბილი და მომნუსხველი სინათლე“, ანუ აბსოლუტი,
პირველწყარო, მამა-დედა, გამოუვლენელი ღმერთი... მერე ის დაიყო
სულის და მატერიის ჰიპოსტასებად... ანუ მატერიად და სულის
ჰიპოსტასად (მამა-ღმერთი, რომელსაც ქალი-კაცის ბუნება აქვს). მერე
მამა-ღმერთიდან, ანუ „ნათლიდან“ გამოვიდა ლოგოსი, ანუ „ღვთის ძე“,

389
gnozisi

რომელმაც ვიბრაციით ზემოქმედება მოახდინა მატერიაზე (წყლოვან


ბუნებაზე) და მისი ტრანსფორმაცია დაიწყო. აი, ნაწყვეტი ამაზე: „- ეს
ნათელი, - თქვა მან, - ეს მე ვარ, გონი, შენი ღმერთი, რომელიც წინ
უსწრებს წყლოვან ბუნებას, რომელიც წყვდიადიდან გამოვიდა. გონიდან
გამოსული გაცისკროვნებული სიტყვა - ღვთის ძეა.“

ადამიანის ფიზიკური და სულიერი კომპონენტების 9 ნაწილად დაყოფა, რომელიც თავის

მხრივ სამ ტრიადად ჯგუფდება. (სწორი სქემა)

390
hermesi

მე:
- მხოლოდ მერე შეიქმნა დემიურგი, ანუ სულიწმიდა. აი ნაწყვეტი
ამაზე: „გონი, ღმერთი, რომელიც ორივეს - მამაკაცურ და ქალურ
საწყისს აერთიანებს, რომელიც არის სიცოცხლე და სინათლე, შექმნა
თავისი სიტყვით სხვა - შემოქმედი გონი, ანუ დემიურგი, ცეცხლისა და
სუნთქვის ღმერთი, რომელმაც თავის მხრივ შექმნა შვიდი მმართველი,
რომლებმაც მოიცვეს თავთავიანთ წრეებში გრძნობადი სამყარო. ეს
სამყარო იმართება, როგორც უწოდებენ, ბედით.“
მიქაელი:
- დააკვირდი. სამკუთხედი შეიკრა. მწვერვალი „მამა ღმერთი, მარცხენა
წვერო„ძე-ღვთისა“, მარჯვენა წვერო „სულიწმიდა“. „ძე ღვთისა“
პირველადი ლოგოსია, ანუ „გაცისკროვნებული სიტყვა“, ხოლო დემიურგი,
იგივე სულიწმიდა არის, რასაც ადრე ვუწოდეთ, „პლანეტარული ლოგოსი“
(თქვენთვის), ანუ მიწიერი/მატერიალური რეალობის შემოქმედი... აი,
ახლა მინდა, რომ გაიხსენო ამაზე შენი ძველი ჩანაწერები...
მან მიმართა ჩემი ცნობიერება იმ სიზმარხილვისკენ, სადაც
სულიწმიდაზე მომცეს ახსნა. ამ თავს პირველ წიგნში ჰქვია „სამყაროები
და ღმერთები“, ხოლო ესაა ნაწყვეტი:

„ეს სიზმარი სადღაც 2012-ში დამესიზმრა. მახსოვს ძილის წინ


ვლოცულობდი და ღმერთს ვთხოვდი, რომ მიენიშნებინა ან აეხსნა ჩემთვის
რა არის სულიწმიდა, რადგან მისი, როგორც ღმერთის ჰიპოსტასის
გამოვლინება გაუგებარი იყო ჩემთვის. იმ ღამეს უცნაური სიზმარი ვნახე.

391
gnozisi

დაძინებისთანავე ვიგრძენი თითქოს ვიღაცამ ჩამავლო ხელი და სადღაც


გამაფრინა. ვერაფრის გააზრება ვერ მოვასწარი, რომ ამ არსებამ ელვის
სისწრაფით გადამანაცვლა რაღაც სრულიად უკაცრიელ, ცარიელ და
სრულებით მკვდარ პლანეტაზე, რომელიც ძალიან ჰგავდა მთვარეს და
შესაძლოა მთვარე იყო. ამ პლანეტაზე სიცოცხლის ნატამალი არ ჩანდა.
არც ატმოსფერო, არც მცენარეები, არც ცხოველები, არავინ! მხოლოდ
მე და შავი კოსმოსი ჩემ თავზე. მახსოვს საშინელი გრძნობა დამეუფლა,
თითქმის პანიკური შიში. რატომღაც განცდა გამიჩნდა, რომ დრო გაჩერდა
და ამიერიდან, ამ მკვდარ, უსახურ ადგილას მარადიულად უნდა
ვარსებობდე ყველასგან და ყველაფრისგან გარიყული და დავიწყებული.
ჩემი ოჯახის წევრებს ვეძახდი, ჩემს ქმარს ვეძახდი, მაგრამ მივხვდი,
რომ აქედან ხმას ვეღარავის მივაწვდენდი და ვერავინ მიშველიდა.
ეს იყო სრული მარტოობის, მივიწყების და უიმედობის ჯოჯოხეთი,
ადგილი სადაც ღმერთი არ არსებობდა!... ჰო, მაშინ მივხვდი, რომ
ჯოჯოხეთი არის ადგილი სადაც ღმერთი არ არის. მაშინ ისე მომინდა
უკან დედამიწაზე დაბრუნება... როგორ ვინანე, რომ არ ვაფასებდი
ჩემი ცხოვრების თითოეულ დღეს და ხშირად უმიზეზოდ ვწუწუნებდი
და მოვთქვამდი, როცა ამ ადგილას ცხოვრების ამხელა ბედნიერება
მქონდა! თითქოს შორიდან დავინახე კიდეც, როგორ იყო შებურული
ჩვენი პატარა პლანეტა, ჩვენი მშობლიური სახლი ცოცხალი ძალით
რომელშიც უამრავი არსება ბორგავდა, ირეოდა, სუნთქავდა, წუხდა,
უხაროდა, ცხოვრობდა... ეს მაცოცხლებელი ძალა, თავისი ცხოველებით,
მცენარეებით, მწერებით, ქვეწარმავლებით, კარგი თუ ცუდი ადამიანებით

392
hermesi

იყო ის, რაც ამ მკვდარი ადგილისგან ასხვავებდა ჩვენს დედამიწას. ეს


სიცოცხლის ძალა იყო ის ღმერთი, რომელიც იქ, ამიერიდან ჩემთვის
მიუწვდომელ დედამიწაზე იყო და აქ, მარტოსულობის ჯოჯოხეთში, არა!
- სული წმინდა... იგივე სულის ჰიპოსტასი... - შემისწორა მიქაელმა,
- მე მინდოდა, რომ მისგან მოწყვეტით გეგრძნო, რას წარმოადგენს
ის, ვისშიც სულ არსებობთ, ვისშიც ცხოვრობთ და ვისით სუნთქავთ.
ეს ის „სულის“ ჰიპოსტასია, რომელიც მატერიას აცოცხლებს და
განაღმრთობს... თქვენ სულ მასთან ხართ და ამ სიახლოვის გამო ვერ
გრძნობთ მის არსებობას... იგი გასაზრდოებთ, იგი ამოძრავებს თქვენს
სულიერ ძალებს...“

მიქაელი:
- და კიდევ რამდენიმე...
მე მივხვდი, რომელზე მეუბნებოდა. აი, ეს პასაჟები პირველი წიგნიდან:

„მე-7 დონეზე ცნობიერება „პლანეტარული ლოგოსის“ დონეზე


ფართოვდება. ამ დროს პლანეტის ყველა ცოცხალი და არაცოცხალი
არსების ერთობას გრძნობ, გრძნობ რომ ბუნებაც და სხვა ცოცხალი
არსებებიც შენ ხარ თითქოს. ეს პლანეტარული ლოგოსის, ანუ პლანეტის
„ღმერთთან“ ცნობიერების გაერთიანებაა, რადგან ის, პლანეტარული
ლოგოსი თავის პლანეტას სწორედ ასე აღიქვამს, ანუ როგორც საკუთარ
გამოვლინებას, საკუთარ სხეულს. პლანეტარულ ლოგოსს დუალური
ბუნება აქვს. ის ერთის მხრივ დედა-მიწაა (დედა-ბუნება) და მეორეს

393
gnozisi

სულიწმიდა! ეს ორი ასპექტი პლანეტარული ლოგოსის ქალურ და


კაცურ ასპექტს მოიაზრებს.“

„მე-7 დონე თვითონ პლანეტარული ლოგოსია. იგი თავადაა ერთ-


ერთი 7-განი სხვა 6 პლანეტარულ ლოგოსებთან ერთად უფრო დიდ
7-ობით ფრაქტალში, რომელიც თვითონაა თავის მხრივ ერთ-ერთი
განშტოება უფრო მსხვილი ფრაქტალის და ა. შ. 7 პლანეტა, 7 სამყარო
შენთვის ნაცნობია ასტროლოგიიდან და მითებიდან. დედამიწის მე-6
განზომილება ამ მე-7 პლანეტარული ლოგოსის „სულის ჰიპოსტასის“,
ანუ სხვა სიტყვებით სულიწმიდას განშტოებებია, რომლებიც კიდევ
მეტად იტოტებიან და კიდევ უფრო მეტად ეშვებიან მატერიაში მე-5
განზომილების (ანგელოზების განზომილების) წარმოქმნით.“

მიქაელი:
- როგორც ხედავ, მე-7 დონის ცნობიერებას, რომელსაც აქამდე
მწვერვალს ვუწოდებდით, ვეძახდით პლანეტარულ ლოგოსს...
როდესაც სიზმარში სულიწმიდა შეიგრძენი, შენ შეიგრძენი ის როგორც
დედამიწასთან დაკავშირებული სული და ეს არაა შემთხვევითი...
მე:
- ჰო, მაგრამ როცა დემიურგი მატერიალურ სამყაროებს ქმნიდა, ამ
პროცესში მხოლოდ დედამიწა ხომ არ მოიაზრება? სხვა პლანეტებიც
არსებობს... მთელი კოსმოსია ურიცხვი ვარსკვლავებითა და გალაქტიკებით...
- დედამიწა მხოლოდ ერთ-ერთი პირველი განზომილების რეალობაა...

394
hermesi

სხვა პლანეტები სხვა განზომილების რეალობებს ეკუთვნიან...


- რას გულისხმობ?... - ვგრძნობდი, რომ მისი აზრი მისხლტებოდა...
- გაიხსენე რას გეუბნებოდი... ყველა პლანეტა მზის სისტემაში
დასახლებულია ცოცხალი არსებებით, მაგრამ თქვენს სიხშირეთა
დიაპაზონში ჩანს მხოლოდ უსიცოცხლო მატერია, იმიტომ რომ
სიცოცხლის ფორმები მანდ სხვა განზომილებებში იმყოფებიან და თქვენი
თვალისთვის უხილავია. სწორედ ამიტომაა რომ თქვენი ასტრონომები
ვერანაირ გონიერ სიგნალს ან სიცოცხლის ფორმებს ვერ პოულობენ, მაშინ
როცა ისინი სულ გვერდითაა. საკმარისია ოდნავ ჩაანაცვლო სენსორული
აღქმის დიაპაზონი (როგორც რადიოში რომ სიხშირე შეცვალო და სხვა
არხზე დაჯდე). ამიტომ სულიწმიდას შეგრძნება თქვენთვის ევოლუციის ამ
ეტაპზე, როგორც „ცეცხლის და სუნთქვის“ ღმერთისა, ყველაზე მარტივია
თქვენივე პლანეტის აღქმით... ანუ პლანეტარული ლოგოსის გავლით/
საშუალებით, ვინაიდან ისაა თქვენი პლანეტის მეშვიდე პლანეტარული
დონე, ანუ მე-7 დონე პლანეტის 7-ობით ფრაქტალში.
- თითქოს გავიგე რასაც გულისხმობ... მაგრამ ჯერ ბოლომდე ვერა...
- ამავე დროს მზის შეგრძნებით კიდევ უფრო მაქსიმალურად შეგიძლია
აღიქვა დემიურგი, რადგან ის მე-7 ციური სხეულია 7-ობით პლანეტარული
სისტემის 7-ობით ფრაქტალში, ანუ უშუალოდ მას, „ცეცხლის და
სუნთქვის ღმერთს“ უკავშირდება. ამიტომაა, რომ მე მზემდე გაწევინებ
ცნობიერებას, იმისთვის, რომ ის მე-7 დონეზე შეგანარჩუნებინო... ხომ
ხვდები, ლოგიკური ჯაჭვი რომ გავაგრძელოთ, თუ ცნობიერებას კიდევ
უფრო გააფართოებ ცენტრალური მზეც მე-7 დონეა გალაქტიკის 7-ობით

395
gnozisi

ფრაქტალში და ა. შ...
- ესე იგი სწორედ სულიწმიდა, ანუ მატერიალური სამყაროს დემიურგი
დაიშალა 7 ტალღად, 7 ამეშასპენტად... საერთოდ 7-ობითი ფრაქტალი
მისია ესე ვთქვათ...
- კი. და მე-7 დონის ცნობიერების მიღწევა, ანუ როგორც ქრისტიანები
უწოდებენ „სულიწმიდის გადმოსვლა“, ძალიან დიდი მიღწევაა
ადამიანისთვის. მაგრამ ეს არაა ბოლო... არაა სამსარის წრებრუნვიდან
გასვლა... დედამიწის რეინკარნაციებიდან შეიძლება კიდეც გახვიდე,
მაგრამ სხვა უფრო ნატიფმატერიალურ პლანეტებზე დაიბადები...
მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:
- 7-ობით მატრიცაში, ანუ დემიურგის გამოვლენილ სამყაროში
რეინკარნაციის სისტემა შემდეგია: როდესაც ადამიანის ცნობიერება,
სიტყვაზე, პლანეტარული მე-7 დონის დემიურგის (პლანეტარული
ლოგოსი, ანუ სულიწმიდა) აღქმიდან მაღლდება მზის სისტემის მე-7 დონის
დემიურგის აღქმამდე, ის (ადამიანი) გადის დედამიწაზე რეინკარნაციების
სამსარიდან (წრებრუნვიდან), მაგრამ იბადება მზის სისტემის პლანეტებზე.
როდესაც მისი ცნობიერება მაღლდება გალაქტიკის ცენტრალური მზის
დონემდე (რომელიც დემიურგის გამოვლინებაა გალაქტიკის მასშტაბით),
ის გამოდის მზის სისტემის პლანეტებზე რეინკარნაციების წრებრუნვიდან
და იბადება პლანეტებზე გალაქტიკის მასშტაბით და ა. შ... მაგრამ,
გაგიკვირდება და უკვე დედამიწაზე ყოფნისას შესაძლებელია ცნობიერება
აიმაღლო მე-8 და მე-9 განზომილებებამდე, რომლებიც ღმერთის წმინდა
ცნობიერებაში გასვლაა... და ჰერმესმა ეს იცოდა... ეს იცოდნენ ვედების

396
hermesi

მცოდნეებმა და იმ ბერმა, რომელმაც ბოლო შეხვედრისას რამდენჯერმე


გაგიმეორა „მაგ ვარდისფერი ბოტასების მაგივრად რკინის ქალამნები
უნდა ჩაიცვა, რომ 9 ზღვა და 9 მთა გადალახოო“. შენ ახლა ნაწყენი ხარ
მასზე, მაგრამ მან ის გითხრა, რაც უნდა ეთქვა და ისე მოიქცა, როგორც
უნდა მოქცეულიყო...
მისი ღიმილი ვიგრძენი ისევ და კიდევ ერთხელ მივხვდი, რამდენიმე
რამე ხდება ჩემ ცხოვრებაში რაც სულ არაა შემთხვევითი...
- თქვენ, ადამიანები, უმნიშვნელო წვრილმანებს აქცევთ ყურადღებას
და სულ ვერ ამჩნევთ მნიშვნელოვან მინიშნებებს, რომლებიც ზევიდანაა
გამოგზავნილი... ცნობიერების მე-9 დონემდე, ანუ აბსოლუტის
გამოუვლენელ გონთან შერწყმისთვის, ჯერ 7-ობითი აღმავლობის
საფეხურები უნდა გაიარო, შემდეგ ცნობიერების მე-8 საფეხურზე ახვიდე
(ოგდოადაში), რომელიც თვითონ აგიტანს მე-9 დონეზე. სწორედ ამაზეა
მოცემული ტექსტის, ჩვენი გარჩევის საგნის პირველი სიტყვები: „(ო,
მამაჩემო) გუშინ მითხარი, რომ შეიყვან ჩემს ცნობიერებას ჯერ რვაში,
ხოლო შემდეგ ცხრაში. შენ თქვი: „ასეთია გადმოცემის საფეხურები“.
„ო, შვილო ჩემო, ჭეშმარიტად ასეთია თანმიმდევრობა. დაპირება
გამომდინარეობდა ადამიანის ბუნების თვისებებიდან.“ როდესაც ჰერმესი
საუბრობს ძალაზე, რომელიც მან თავისი შვილისაკენ მიმართა, და რომელიც
ჩქეფს მასში, არის მისი „ღმერთრეალიზაციის ტალღა“, ის ღვთაებრივი
ტალღა, რომელზეც ის „დაჯდა“ ცათამაღლებისას და რომლის ენერგიას
ატარებს. მას მოიხსენიებენ „სიბრძნის ღმერთად“, სწორედ ესაა მისი სხივი,
მისი „შადრევანი“, მისი ძალა. შემდეგ სტრიქონზე გადავიდეთ...

397
gnozisi

„მამა, ყოველი შენი სიტყვა მადლია ჩემთვის. მაგრამ მე მაკვირვებს


სიტყვები, რომლებიც ახლა მითხარი: „ძალა, რომელიც ჩემშია“. მან
თქვა „მე დავბადე ის, როგორც ბადებენ ბავშვს“. ამიტომაა, მამა, რომ
ბევრი ძმა მყავს, თუკი მიმაკუთვნებ შენს შთამომავლობას“.
„კარგი, შვილო ჩემო, ეს მადლი მიეკუთვნება... (წაშლილია სიტყვები)

53. „შვილო ჩემო, საჭიროა გაიცნო შენი ძმები და სათანადოდ


მიაგო პატივი, რადგან ისინი დაიბადნენ იგივე მამისგან. მე დავასახელე
თითოეული თაობა. მე მივეცი მათ სახელი, რადგან ისინი შთამომავლები
არიან, როგორც ეს ბავშვები.“
„ო, მამა, აქვთ თუ არა მათ [ყოფადობა]?“
„შვილო ჩემო, ისინი სულიერები არიან. ისინი წარმოადგენენ
ენერგიებს, რომლებიც კვებავენ სულს. ამიტომ ვამბობ: ისინი უკვდავნი
არიან“.
„შენი სიტყვა ჭეშმარიტია. იგი ეჭვგარეშეა ამიერიდან. მამა, დაიწყე
მოყოლა რვაზე და ცხრაზე და მიმაკუთვნე მეც ჩემს ძმებს“.
„ვილოცოთ, შვილო ჩემო ყველაფრის მამის მიმართ შენს ძმებთან -
ჩემს ძეებთან ერთად, რომ მან მოგვანიჭოს მეტყველების სული“.
„როგორ ლოცულობენ ისინი მამაო, თუკი ერთობაში არიან
თაობებთან? მე ვისურვებდი გაყოლას, მამაო“.

მე:
- აი, ეს სრულად გაუგებარია... ვისზეა საუბარი? ვინ არიან ეს ძმები,

398
hermesi

ვისთანაც ერთად უნდა ილოცონ; ვინც ერთობაში არიან რაღაც თაობებთან;


ვინც სულიერი არსები არიან და არა მატერიალური; ვინც ენერგიებს
წარმოადგენენ „რომლებიც კვებავენ სულს“ და ასევე უკვდავები არიან?

მიქაელი:
- ნუთუ ვერ ხვდები პასუხს?
მე:
- ისევ ღმერთრეალიზაციიის ტალღაზე მიმანიშნებ...
- შენ გამოგრჩა ფრაზა „რადგან ისინი დაიბადნენ იგივე მამისგან“...
არსებობს ასევე უამრავი სულიერი არსება (ანგელოზები), რომელიც ამ
სხივზე მუშაობს...
მაინც მისხლტებოდა მისი აზრი... თავში მიტრიალებდა კითხვა - რატომ
ეძახის ჰერმესი ამ სულიერ არსებებს თავის ძეებს? თუკი თავად ადამიანია
და ისინი ენერგიები, ძალები არიან? როგორ უნდა იქცეს ჰერმესის შვილი
ერთ-ერთ მათგანად როცა ცნობიერების მე-9 დონეს მიაღწევს?... და მე
ფიქრებით თავად ჰ.-ს მივუბრუნდი თხოვნით, რომ ეს ადგილი აეხსნა...
ჰ.:
- მე ღმერთს მიწოდებდნენ... მიუხედავად იმისა, რომ ადამიანი ვიყავი...
სიბრძნის ღმერთს... - მან შემახსენა მისი სხვადასხვა ინკარნაციები
სხვადასხვა ისტორიულ პერიოდებში (ითვლება რომ არსებობდა 5 ჰერმესი,
მათ შორის ტოტი), - გაიხსენე, როდესაც ცნობიერების მე-6 დონე
შეიცანი, კაცობრიობის ერთარსი იგრძენი... მე-7 დონეზე პლანეტარული
ერთარსება... რას იგრძნობ, როდესაც მე-9 დონეს მიაღწევ? იგრძნობ იმას,

399
gnozisi

რომ შენ და ყველაფრის წინამორბედი აბსოლუტური გონი, შენ თვითონ


ხარ... მაგრამ ადამიანის სახით (რადგან ჯერ კიდევ სხეულში ხარ და
ადამიანს წარმოადგენ) ღმერთი დაიწყებს გამოვლინებას გარკვეული
ტალღით (მისიით), ერთ-ერთი შვიდთაგანით, რადგან მე-9-დან მე-4-
მდე (ადამიანურ გონებამდე) ის ჩამოდის მე-7 იპოსტასის ერთ-ერთი
განშტოებით (სხივით), რომელიც ყველაზე მეტად შეესაბამება შენს
მიწიერ ინდივიდუალობას... ამიტომ ადამიანი, რომელმაც ცნობიერების
მე-9 დონეს მიაღწია, ხდება ღმერთი, რომელიც მიწიერ დონეზე თავს
ავლენს გარკვეული თვისებით (ღმერთრეალიზაცია). ჩემ შემთხვევაში ეს
„სიბრძნეა“. ეს ტალღაა, რომელსაც მე „შადრევანს ვუწოდებდი“, რომლის
გადაცემა შემეძლო ჩემი მოსწავლისთვის, რომ ისიც იგივე ტალღაზე
დამესვა, იგივე გზით განმეღმრთო. ამიტომ ვეძახდი ამ ტალღაზე მოღვაწე
ენერგიებს (ანგელოზებს) ჩემს ძეებს.
მე:
- რას ნიშნავს, რომ ეს არსებები „თაობებთან ერთობაში“ არიან?
- ეს ტალღა/სხივი და ღმერთრეალიზაცია ამ ტალღით/სხივით
ხდებოდა მრავალი საუკუნის განმავლობაში სხვადასხვა ცივილიზაციებში
და თაობებში, ამიტომ არსებობს ამ არსებათა მთელი ლეგიონი, რომლებიც
სხვადასხვა თაობებს უკავშირდებიან.
მიქაელი:
- შემდეგ სტრიქონზე გადადი...
(სადაც სამი წერტილია, სიტყვები წაშლილია ორიგინალი ტექსტის
სიძველის გამო)

400
hermesi

54. „...არ არის ასევე არა... მაგრამ სუფევს... და გმართებს შენ


გახსოვდეს თანმიმდევრობა, რომელიც მოგეცემა წიგნიერი სიბრძნით.
ო, შვილო ჩემო, იყავი, როგორც ჩვილი. ბავშვივით შენ სვამ უაზრო
კითხვებს“.
„ო, მამა, გაგება, რომელსაც ახლა მივაღწიე და ცოდნა, რომელიც
წიგნებმა მომცეს, არასაკმარისია ჩემთვის. ის ადრეც იყო ჩემში.“
„შვილო ჩემო, თუ შენ შეიცნობ შენი სიტყვების ჭეშმარიტებას, შენ
იპოვი შენს ძმებს, ჩემს ძეებს, რომლებიც შენთან ერთად ლოცულობენ“.
„ო, მამაო, მე ვერაფერი შევიმეცნე, გარდა იმ სილამაზისა, რომელიც
მე შევიცანი წიგნებიდან, იმას რასაც შენ ეძახი „სულის სილამაზეს“.
„დარიგება, რომელიც მოდის შენთან თითოეულ საფეხურზე, იყოს
შენი ცოდნა და შენ შეძლებ ასწავლო“.
„მე შევიმეცნე მამა, თითოეული წიგნი, მაგრამ მეტად...“

მიქაელი:
- აქ ჰერმესი საუბრობს წიგნიერ ცოდნაზე, რომელიც მისი შვილის
თქმით არასაკმარისია მისთვის. გარკვეული სულიერი საფეხურების
გავლისთვის წიგნიერი ცოდნა აუცილებელია, მაგრამ რაღაც საფეხურიდან
ის არაფერია, რადგან უნდა შეუდგე ცნობიერების აწევას ღმერთამდე
პრაქტიკით და არა უბრალოდ სულიერი ცოდნით, ამისათვის... წაიკითხე
შემდეგი სტრიქონი...

401
gnozisi

55. „ო, შვილო ჩემო, [...] ხოტბის შესხმაში [...] რომლებიც


აღემატებიან.
„ო, მამაო, შენგან მივიღებ ძალას სიტყვებში, რომლებსაც შენ ამბობ.
როგორც იყო დავალებული ორივე ჩვენგანისათვის, ვილოცოთ, მამა.“
„ო, შვილო ჩემო, გვმართებს, რომ მთელი გონებით, სულითა და
გულით ვილოცოთ ღმერთისთვის, რათა მოგვმადლოს რვის უნარი,
რათა ის მოვიდეს და ყოველმა ჩვენგანმა აიღოს მისგან რაც საჭიროა.
შენ გმართებს შეიცნო, მე კი - შევძლო გამოვიყვანო საუბარი იმ
შადრევნიდან, რომელიც ჩემში მიედინება.“
„ვილოცოთ, მამა.
მე ვლოცულობ შენ მიმართ, რომელსაც გაგაჩნია ძალაუფლება
ძალთა სამეფოზე, რომელთა სიტყვა შობს ნათელს, რომელთა სიტყვები
უკვდავია, მარადიული და უცვლელია, რომელთა ნება ქმნის სიცოცხლის
ფორმებს ნებისმიერ ადგილას. მისი ბუნება იძლევა ხატს არსებობისთვის.
მისით მოძრაობენ სულები...“

- ამისთვის, - გააგრძელა მიქაელმა გაწყვეტილი აზრი, - ამისთვის


მამა-შვილი შეუდგნენ იმას, რასაც ჩვენ ვეძახით ლოცვას, ხოლო ისინი
უწოდებდნენ ღმერთისთვის სადიდებელ სიმღერას ან ხოტბის შესხმას.
პირველი სტროფი „„ო, შვილო ჩემო, [...] ხოტბის შესხმაში [...]
რომლებიც აღემატებიან.“ მიუხედავად იმისა, რომ ეს დაზიანებული
ფრაგმენტია და აზრი გაწყვეტილია, სწორედ მაგას ნიშნავდა. თუ ამ ფრაზას
აღვადგენთ, ის ასე გაიჟღერებს: „ო, შვილო ჩემო, შევუდგეთ ღმერთისთვის

402
hermesi

ხოტბის შესხმას, რომელიც აღემატება ნებისმიერ წიგნიერ ცოდნას“. ამ


მომენტიდან, ორივენი იწყებენ ლოცვას მამა-ღმერთის მიმართ. ჰერმესის
შვილი ეძებს სწორ სიტყვებს ღმერთთან დასაკავშირებლად, ხოლო ჰერმესი
იყენებს თავისი ტალღის ძალას, რომელსაც შვილზე მიმართავს, რომ მან
სწორი სიტყვები იპოვოს, რომლებიც მას ღმერთის უმაღლეს ცნობიერებასთან
დააკავშირებენ... ამისთვის მხოლოდ თეორიული გაგება (წიგნიერი ცოდნა)
არაა საკმარისი. ამისთვის აუცილებელია ზუსტად შეიგრძნო რას წარმოადგენს
ღმერთი... შინაგანად ახვიდე ამ აღქმამდე... ხოლო ამისთვის მასწავლებელმა
უნდა მიგმართოს, სწორედ ისე, როგორც ჰერმესი აკეთებს. ის ასევე მოუხმობს
ამ ტალღაზე მოღვაწე ენერგიებს, თავის „ძეებს“, რომ მათ მასთან ერთად
ილოცონ და გააძლიერონ მისი ძალისხმევა. შემდეგი...
56. [...] და ანგელოზები [...] რომლებიც არსებობენ. მისი განგება
ვრცელდება ყოველ მის [...] ბადებს ყოველ [...] ეონი სულთა შორის.
მან შექმნა ყველაფერი. ის შეიცავს საკუთარ თავს თავის თავში. ზრუნავს
ყველაზე. ის სავსეა. ის უხილავი ღმერთია, რომელსაც მიმართავენ სიჩუმეში.
მისი სახე იცვლება, როდესაც მას ეხებიან და მას ეხებიან. ძალთა ძალა,
რომელიც აღემატება სიდიადეს, აღემატება თაყვანისცემას. ზოკსაფაზო. აოო
ეე ოოო ეეე ოოოო ეე ოოოოოო ოოოოო ოოოოოო უუუუუუ ოოოოოო
უუუუუუ ოოოოოო ოოოოოო ოოო. ზოზაზოფ. ღმერთო მოგვანიჭე სოფია
ძალის გავლით, რომელიც ჩვენამდე აღწევს, რომ შევძლოთ აღვწეროთ
ხილვა რვაობითზე და ცხრაობითზე. შვიდობითს უკვე მივაღწიეთ, რადგან
სათნოები ვართ, კანონის წინაშე დავდივართ და შენს ნებას ვექვემდებარებით.
ჩვენ დავდივართ...

403
gnozisi

მიქაელი:
- ამ სტრიქონში იმაზე საკრალური აზრია ჩადებული, ვიდრე
შეგიძლია წარმოიდგინო... გახსოვს, მე გესაუბრე საკრალურ ენაზე,
პროტოენაზე, რომელიც ოდესღაც ცნობილი იყო ადამიანებისთვის,
შემდეგ მხოლოდ ქურუმებისთვის, ხოლო შემდეგ სრულიად დაიკარგა...
ამ თემას შემდეგი საუბრისას მივუბრუნდებით, როდესაც იოანე ზოსიმეს
ტექსტს განვიხილავთ. აქ უბრალოდ იმას გეტყვი, რომ არსებობს ბგერათა
შეთანხმება, რომელიც გარკვეულ ვიბრაციაზე სვავს ცნობიერებას.
ზემოთ დაწერილი ბგერები და სიტყვები (ზოკსაფაზო და ზოზაზოფ) არის
დაშიფრული ბგერა-რიცხვები. ამაზე მეტს აღარ ვიტყვი. როდესაც ჰერმესი
ითხოვს სოფიას მონიჭებას, იგულისხმება იმის სიბრძნის მონიჭება, რომ
ღვთაებრივი ხილვა მიწიერმა გონებამ აღიქვას სიმბოლური (გასაგები)
სახე-ხატებით. შემდეგი...

57. ღმერთო მოგვანიჭე ჭეშმარიტება სახე-ხატებით! ნება გვიბოძე


სულში ვიხილოთ ფორმა ხატისა, რომელშიც არ არის სრულყოფილება
და მოგვივლინე ჩვენ პლერომის ხატება ჩვენი ქება-დიდებისას. რადგან
შენგან მიიღო სამყარომ სული. რადგან შენგან არშობილისგან,
წარმოიქმნა შობილი. შენგან მოხდა დაბადება თავისთავიდან შობილის.
შენ ხარ ყველაფერი დაბადებულის საფუძველი, რომელიც არსებობს,
მიიღე ჩვენგან სულიერი შემოწირულობა, რომელსაც მოგართმევთ მთელი
ჩვენი გულიდან და სულიდან და მთელი ჩვენი ძალიდან. გადაარჩინე ის,
რაც ჩვენშია და მოგვანიჭე უკვდავი სოფია“.

404
hermesi

მიქაელი:
- როდესაც ჰერმესი სთხოვს ღმერთს „ნება გვიბოძე სულში ვიხილოთ
ფორმა ხატისა, რომელშიც არ არის სრულყოფილება“, მას ესმის, რომ
მე-8 და მე-9 ცნობიერების მდგომარეობა იმდენად აბსტრაქტული,
ყოვლისმომცველი და სრულყოფილია, რომ ადამიანის მიწიერ გონებას
არ შეუძლია მისი აღქმა... ამისთვის ხილვაში, ამ სრულყოფილებამ უნდა
მიიღოს ნაცნობი მიწიერი სახე-ხატები, ანუ არასრულყოფილი (რადგან
მიწიერი არასრულყოფილია) ფორმები. მაგალითად ენერგიები და ძალები
შეიძლება გამოჩნდნენ, როგორც ფრთიანი, ბავშვის გარეგნობის მქონე
არსებები, მაშინ როცა რეალურად ისინი ენერგიებს წარმოადგენენ,
რომლის დანახვა შეუძლებელია... ხომ გახსოვს, ადრეც გეუბნებოდი.
ნებისმიერი ხილვისას, აბსტრაქტული ინფორმაცია იძენს ხილული
ფორმებს, რომ ტვინმა ეს ინფორმაცია ნაცნობ ფორმებში აღიქვას.
სწორედ ამას სთხოვს ღმერთს ჰერმესი... გააგრძელე...
„გადავეხვიოთ ერთმანეთს სიყვარულით, შვილო ჩემო. გავიხაროთ
ამით. ძალა, რომელსაც მოაქვს ნათელი მოვიდა მათგან ჩვენამდე.
რამეთუ მე ვხედავ, მე ვხედავ ენითგამოუთქმელ სიღრმეს! როგორ
აღგიწერო...

58. „...ო შვილო ჩემო, დაიწყე [...] ადგილიდან. როგორ მოგიყვე


ყველაფერზე! მე [...] მე ვხედავ ნუსს (გონს), რომელიც ამოძრავებს
სულს. იმას, რომელიც მაღვიძებს ღვთაებრივი თავდავიწყებიდან. შენ
მანიჭებ ძალას. მე გხედავ. მინდა ვილაპარაკო. შიში მაჩერებს. მე მივაგენი

405
gnozisi

ძალის წყაროს, რომელიც ყველა ძალაზე მაღალია, რომელსაც არ აქვს


დასაწყისი. მე ვხედავ სიცოცხლის მჩქეფარე შადრევანს. მე ვთქვი: შვილო
ჩემო -„მე ვარ ნუსი“. მე ვნახე. სიტყვას არ ძალუძს გამოხატოს ის,
რაც ვნახე. მთელი რვაობითობა, შვილო ჩემო, და სულები, რომლებიც
მასში არიან და ანგელოზები, მღერიან სიჩუმეში ჰიმნს. მაგრამ მე, ნუსი,
მე - შევიმეცნებ.“

მიქაელი:
- როგორც ამ პასაჟიდან ჩანს, ჯერ ჰერმესმა მიაღწია მე-8 ჰიპოსტასს
და თავი იგრძნო ნუსად ანუ აბსოლუტურ გონად... ამ განზომილებაში
სულიერი არსებები იმდენად ახლოს იმყოფებიან ღმერთთან, რომ
მუდმივად „მღერიან მის სადიდებელ ჰიმნს“. უფრო სწორედ ასეთი სახე-
ხატი დაინახა ჰერმესმა. სინამდვილეში... როგორ აგიხსნა... გახსოვს შენ
ერთხელ შემაქე და მერე დაწერე, რომ გესიამოვნა ჩემი შექება, იმიტომ
რომ ჩემთან იმხელა ერთობას გრძნობ, რომ ჩემი შექებით საკუთარ თავსაც
აქებ... იპოვე ეს ადგილი...
მე ვიპოვე ეს ჩანაწერი, რომელიც როგორც ყოველთვის სრულიად
უმნიშვნელოდ მიმაჩნდა და თურმე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა:

„ამას რომ ვეუბნებოდი, ვიგრძენი, როგორ მსიამოვნებდა და


მეამაყებოდა, როდესაც მას ვაქებდი... რატომღაც გამახსენდა, რომ
ღვთისმეტყველები ხშირად აღწერდნენ სამოთხეში ყოფნას, როგორც
ღმერთის საქებარი სიტყვების მღერას, ან თქმას... ანგელოზების მთელი

406
hermesi

დასი, ღმერთს სადიდებელ ჰანგებს უმღერს. სულ მაინტერესებდა, რად


უნდა ეს ღმერთს? ნარცისი ხომ არ არის? მაგრამ ამ კონკრეტულმა
მომენტმა მიმახვედრა, როგორი სასიამოვნოა, როდესაც ვიღაც გიყვარს,
მისთვის საქებარი სიტყვების თქმა. არა მლიქვნელობისთვის ან შენი
სიყვარულის ობიექტისთვის ამპარტავნების გასაძლიერებლად, არამედ...
უბრალოდ სასიამოვნოა... თითქოს იმიტომ, რომ როდესაც გიყვარს,
ისეთი ერთიანობის გრძნობა გიჩნდება, რომ შენი სიყვარულის ობიექტის
მიმართ ნათქვამი სიტყვები, შენც გეხება...“
მიქაელი:
- ეს ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვება იყო შენი მხრიდან.
მიუხედავად იმისა, რომ მე მეხებოდა, შენ მაშინ მიხვდი იმას, რაც უნდა
იგრძნო ღმერთის მიმართ ცნობიერების მე-8 დონეზე... რატომაც მღერიან
ეს სულიერი არსებები მუდმივ სადიდებელ სიმღერებს ღმერთის მიმართ?
იმიტომ რომ ეს არის ყველაზე ძლიერი ერთობის, ურთიერთმისწრაფების,
მაგნეტიზმის, ურთიერთშერწყმის გამოვლინება... სწორედ ამიტომ, მე-8
დონეზე ცნობიერების ამაღლებისთვის ჰერმესი თავის შვილს მოუწოდებს
ისე მოიქცეს, როგორც ამ განზომილების არსებები იქცევიან, ანუ საქებარი
სიტყვები მიუძღვნას ღმერთს - სადიდებელი უმღეროს! გააგრძელე...

„როგორ ვუმღერო სადიდებელი სიმღერა?“


„ისეთი გახდი, რომ შენთან შეუძლებელია ლაპარაკი?“
„გავჩუმდი, მამა. მე მინდა ვიმღერო სადიდებელი სიმღერები
სიჩუმეში“

407
gnozisi

„ჭეშმარიტად, ილაპარაკე, რამეთუ მე ნუსი ვარ“


„მე შევიმეცნებ ნუს, ო, ჰერმეს, რომელიც შეუძლებელია რომ
აიხსნას, რადგან ის, ის ჩაკეტილია თავის თავში. და მე მიხარია მამა,
რამეთუ შენს ღიმილს ვხედავ. და ყველაფერი...“.
59. [უხარია]. რამეთუ არ არსებობს რაიმე, რაც დაიტანჯება შენი
არსებობისგან. რადგან შენ მოქალაქეთა მბრძანებელი ხარ ყველგან. შენი
განგება იცავს. მე გიხმობ, მამა, ეონთა ეონით. სული ღვთაებრივია და
სულით ეძლევა თითოეულს წვიმა. რას მეუბნები, მამაჩემო ჰერმესო?“
„ამაზე მე არაფერს ვამბობ, შვილო ჩემო. რადგან მართებულია
ღმერთის წინაშე, რომ საიდუმლოსთან დაკავშირებით ვდუმდეთ“.
„ო, სამჯერდიდებულო, არ მისცე უფლება ჩემს სულს, რომ დაკარგოს
დიადი ღვთაებრივი ხილვა. შენ გაქვს ძალაუფლება ყველაფერზე,
როგორც ყველა ადგილის მბრძანებელს“.
„მიმართე დიდების აღვლენას, შვილო ჩემო და ილაპარაკე სიჩუმეში“.
მიქაელი:
- ამ პასაჟში ჰერმესის შვილი ცდილობს სადიდებელი სიტყვები
მოძებნოს, რომ ღმერთს სწორი სიტყვებით მიმართოს, ხოლო ჰერმესი
მას ასწავლის ამ სიტყვების „ამოღებას“ შინაგანი მდუმარების
მდგომარეობიდან... ისინი არა გარეგანი გონებიდან უნდა მოდიოდნენ,
არამედ შიგნიდან, სულიდან.

როდესაც დაასრულა დიდების აღვლინება, მან წამოიძახა:


„სამჯერდიდებულო მამა, რა უნდა გითხრა? ჩვენ მივიღეთ ეს ნათელი.

408
hermesi

და მე ვხედავ რვაობითობას და სულებს, რომლებიც მასში არიან და


ანგელოზებს, რომლებიც უმღერიან სადიდებელ ჰიმნებს ცხრაობითობას
და მის ძალებს. მე ვხედავ იმას, რომელიც ფლობს ყველა ძალების ძალას
და რომელიც ქმნის სულში.
მიქაელი:
- ბოლოს ჰერმესის შვილიც აღწევს რვაობით ბუნებას და ხილვაში
ხედავს არსებებს, რომლებიც სადიდებელ ჰიმნებს უმღერიან მე-9
განზომილების ღმერთის ჰიპოსტასს, ანუ მამა-ღმერთს...

60. „ახლა ჩვენ გვმართებს დუმილი და მოკრძალებულ პოზაში


ყოფნა. ამიერიდან, აღარ ილაპარაკო ხილვაზე. გვმართებს ვადიდოთ
მამა-ღმერთი იმ დღემდე, სანამ არ დავტოვებთ ჩვენს სხეულებს.“
„ის, რასაც შენ მეუბნები, მამა, მეც მინდა ვილაპარაკო. მე ვმღერი
სადიდებელს ჩემში, რომ შენ დაისვენო.
„იყავი ქმედითი მამა-ღმერთს განდიდებაში, რამეთუ შენ იპოვე,
რასაც ეძებ“.
„რისი გაკეთება მმართებს, მამა? განვადიდო? რადგან მე სავსე ვარ
გულში?“
„ის რაც გმართებს, არის სადიდებელი, რომელიც შენ უნდა მიუძღვნა
ღმერთს და რომელიც ჩაიწერება უხრწნელ წიგნში.“
„მე აღვავლენ სადიდებელს ჩემს გულში. ვილოცებ ყველაფრის
დასასრულისთვის და ადამიანის ძიების საწყისის საწყისისათვის.
მუდმივად საპოვნელისთვის. სინათლისა და ჭეშმარიტების მშობლისთვის,

409
gnozisi

ლოგოსის მთესავისთვის, უკვდავი სიცოცხლის სიყვარულისთვის. არც


ერთ საიდუმლო ლოგოსს არ შეუძლია შენზე საუბარი, უფალო.
ამიტომაც ჩემი ნუსი ილტვის, რომ გიმღეროს სადიდებელი მთელი
დღეების განმავლობაში. მე შენი სულის იარაღი ვარ. შენი სიტყვები
შთამაგონებენ. მე ვხედავ საკუთარ თავს. მე მივიღე ძალა შენგან, რადგან
შენმა სიყვარულმა გაგვაძლიერა.“

61. „ასე, შვილო ჩემო“


„ო, სათნოებავ, ამის მერე მე გამოვხატავ მადლიერებას შენ მიმართ
და განგადიდებ. რამეთუ მე მივიღე სიცოცხლე შენგან, როდესაც მივიღე
სიბრძნე. მე გიმღერ სადიდებელს, მე მოგიხმობ სახელით, რომელიც
დამალულია ამ ბგერებში: ა ო ეე ო ეეე ოოო იიი ოოოოოოოოოოოო
ოო უუუუუუ ოო ოოო ოოო ოოო ოოო ოოო ოოო ოო. შენ ის ხარ,
ვინც სულია. მე გიმღერ სადიდებელს დიდი მოკრძალებით.
მიქაელი:
- აქ ჰერმესი მიუწოდებს თავის შვილს, რომ მან იცხოვროს სულიერ
მდუმარებაში, რადგან სწორედ ეს არის ის „მოკრძალებული პოზა“,
რომელშიც საუბრობ ღმერთთან... ღმერთის განდიდების მდგომარეობა
ამიერიდან მუდმივია, სანამ არ დატოვებ სხეულს. სხეულის დატოვების
მერე კი სწორედ ეს მდგომარეობა აგიტანს მე-9 ცამდე, ანუ მამა-
ღმერთამდე, რომელიც გაგიყვანს სამსარის წრებრუნვიდან ერთხელ და
სამუდამოდ...

410
hermesi

„ო, შვილო ჩემო, ჩაწერე ეს წიგნი საიდუმლო ნიშნებით დიასპოლისის


ტაძარში და დაარქვი მას „რვაობითობა ხსნის ცხრაობითობას“.
„ყველაფერს გავაკეთებ, მამა, ისე როგორც ახლა მიბრძანე

62. „შვილო ჩემო, ამოტვიფრე ამ წიგნის სიტყვები ფირუზის სტელაზე.


შვილო, მართებული იქნება დაწერო ეს სიტყვები ფირუზის სტელაზე
საიდუმლო ნიშნებით. მაშინ ნუსი გახდება ამის დამკვირვებელი. ამიტომ,
მე ვბრძანებ, რომ ეს საუბარი იყოს ამოტვიფრული ქვაში და შენ წაიღებ
მას ჩემს სალოცავში. დაე, რვა მცველმა და ცხრა მზემ უდარაჯონ მას.
მარჯვნიდან მამაკაცები ბაყაყის სახეებით, ხოლო მარცხნივ ქალები კატის
სახეებით. და მოათავსე კვადრატული რძისფერი ქვა ფირუზის ფილების
საძირკველში და საიდუმლო ნიშნებით დაწერე სახელები ლაჟვარდოვან
ქვის კედელზე. ო, შვილო ჩემო, შენ გააკეთებ ამას, როდესაც მე ვარ
ქალწულში და მზე დღის პირველ ნახევარშია და 15 გრადუსი გავლილია
ჩემ მიერ.“
„მამა, ყველაფერს, რაც მითხარი დიდი აღტყინებით შევასრულებ!“
„და ჩაწერე ფიცი წიგნში, რომ მათ, ვინც კითხულობს, არ მოიხმარონ
ეს ცოდნა ბოროტად და არ გამოიყენონ ის, ბედის ქმედებასთან
შეწინააღმდეგების მიზნით. მათ ურჩევნიათ დაემორჩილონ ღმერთის
კანონებს, არ დაარღვიონ ისინი და სიწმინდეში სთხოვდნენ ღმერთს,
რათა მან მიანიჭოს მათ სოფია და გნოზისი.

411
gnozisi

63. და ის, ვინც ჯერ არ დაბადებულა ღმერთიდან, შეიძლება


დაიბადოს ლოგოსიდან, ის არ წაიკითხავს ამ წიგნში დაწერილს,
თუმცა გონება მისი წმინდაა და არ სჩადის არაფერ სამარცხვინოს, არც
სთანხმდება სამარცხვინო საქციელს. საფეხურებრივად მიიწევს იგი წინ
და გადის უკვდავების გზაზე. ასე მიდის ის რვაობითობის გაგებამდე,
რომელიც თავის მხრივ ხსნის გზას ცხრაობითობისკენ.
„დაე, ასე გაკეთდეს ყველაფერი, მამა.“
„აი, ფიცი მას, ვინც წაიკითხავს ამ წმინდა წიგნს. მე ვბრძანებ,
დაიფიცოს მან ცა და მიწა და ცეცხლი და წყალი და სუბსტანციათა
შვიდი მმართველი, და მათში არსებული შემოქმედი სული, და არშობილი
ღმერთი, და თვითშობილი ღმერთი, და ისინი, ვინც იყვნენ შობილნი
- რომ შეინახავს იმ საიდუმლოს, რომელიც გაგიმხილა ჰერმესმა, და
მას ვინც დაიცავს ფიცს, ღმერთი შეაერთებს ყოველთან იმათგან, ვინც
დავასახელე. ხოლო დიდი რისხვა დაატყდება თავს მათ, ვინც გასტეხს
ფიცს. ღმერთს ვიწვევ მოწმედ, შვილო ჩემო“.

(ბოლო აბზაცები ვეღარ გავარჩიე, რადგან ის სულიერი ცეცხლი,


რომელიც მიქაელთან, ჰ.-თან და მათ მსგავს სულებთან ახლო
კონტაქტისას ვრცელდება დიდ დაძაბულობას და დაღლილობას იწვევს და
დიდხანს გაჩერება ამ გარემოცვაში არ შემიძლია. ამიტომ ბოლო ნაწილი
გაურჩეველი დარჩა. შემდგომ მას აღარ მივუბრუნდით, რადგან მიქაელმა
ჩათვალა, რომ რაც მნიშვნელოვანი იყო, ის უკვე განვიხილეთ.)

412
hermesi

ინტერნეტპოსტებიდან: კომენტარი 62-ე აბზაცთან


დაკავშირებით

62. „შვილო ჩემო, ამოტვიფრე ამ წიგნის სიტყვები ფირუზის სტელაზე.


შვილო, მართებული იქნება დაწერო ეს სიტყვები ფირუზის სტელაზე საიდუმლო
ნიშნებით. მაშინ ნუსი გახდება ამის დამკვირვებელი. ამიტომ, მე ვბრძანებ, რომ
ეს საუბარი იყოს ამოტვიფრული ქვაში და შენ წაიღებ მას ჩემს სალოცავში.
დაე, რვა მცველმა და ცხრა მზემ უდარაჯონ მას. მარჯვნიდან მამაკაცები ბაყაყის
სახეებით, ხოლო მარცხნივ ქალები კატის სახეებით. და მოათავსე კვადრატული
რძისფერი ქვა ფირუზის ფილების საძირკველში და საიდუმლო ნიშნებით დაწერე
სახელები ლაჟვარდოვან ქვის კედელზე. ო, შვილო ჩემო, შენ გააკეთებ ამას,
როდესაც მე ვარ ქალწულში და მზე დღის პირველ ნახევარშია და 15 გრადუსი
გავლილია ჩემ მიერ.“
ნიკოლოზ ნავინი (ასტროლოგი): ჰერმესს აქ თუ პლანეტა მერკურად
მოვიაზრებთ, გონების და ინტელექტის პლანეტად, მაშინ ის ქალწულის
ზოდიაქოში ძალიან ძლიერია და ზუსტ ცოდნას იძლევა. 15 გრადუსში კი (ანუ
თითო ზოდიაქო 30 გრადუსად იყოფა) მერკური ქალწულში ძალიან ძლიერი
და ზუსტი გონების აღმნიშვნელია. ასევე ქალწული მსახურების ნიშანია და ის,
ქალწული, არის იმიტომ რომ ინახავს ქრისტეს ცნობიერებას.

• • •

413
gnozisi

414
ნაწილი მეოთხე
თეთრი მზის მეომარი
TeTri mzis meomari

2020 წელი. 5 დეკემბერი. სიზმარი-მინიშნება პანდემიასთან


დაკავშირებით დაწყებულ ერთობლივ ლოცვებზე

იმის მერე რაც ჯგუფის წევრებმა გადავწყვიტეთ ერთობლივი


ლოცვა მოგვეწყო, სულ ვფიქრობ, რამდენნი ვართ, ვინც ამ ლოცვებს
ერთდროულად, ყოველ დღე, 9 საათზე ვკითხულობთ (ჩემ მიერ იყო
შერჩეული ქრისტიანული ლოცვები. მათ შორის მიქაელ მთავარანგელოზის
მიმართ. ლოცვის ენერგია უნდა მიემართოს პანდემიის შესამსუბუქებლად),
სულ მეფიქრება იმაზე, რამდენად საკმარისია ჩვენი ენერგეტიკული
შენატანი, რომ რაიმე შევცვალოთ იმ კატასტროფულ სიტუაციაში, რაც
ჩვენ ქვეყანაში ტრიალებს.
ძილის წინ მიქაელს ვთხოვ, რომ მინიშნება გამომიგზავნოს, თუმცა
მაინც და მაინც დიდი იმედი არ მაქვს...

სიზმარში ვხედავ რომ... უცნაური რამეა, მაგრამ ვხედავ, რომ მე ვარ


კორონა!.. რა არ დამსიზმრებია და როგორი როლით არ მინახავს საკუთარი
თავი, მაგრამ მე რომ ვიყო დაავადების კოლექტიური ცნობიერების
დემონური სული, ეს რაღაც ახალია. ვხედავ, როგორ თავჩაქინდრული
მივუყვები დაკლაკნილ გზას, რომელიც ხან მარცხნივ უხვევს, ხან
მარჯვნივ და ასეთი სერპანტინით ნელ-ნელა მწვერვალისკენ მივიწევ.
მე რუხი ფერის არსება ვარ, უკან სიკვდილისა და ავადმყოფობის გრძელი
შლეიფი მომყვება... მე არც მიხარია და არც ვწუხვარ იმის გამო, რასაც

417
gnozisi

ვაკეთებ... მე ჩემი მისია მავალია, რომელიც უნდა შევასრულო, ამიტომ


უტყვი სახით, უემოციოდ მივუყვები ჩემთვის განკუთვნილ დაკლაკნილ
გზას. რატომღაც ზევიდან ჩემზე ეშვება ერთგვარი სხივი, რომელიც 4
ნაწილადაა დაყოფილი... ეს სხივი თითქოს იმეორებს 4 სიტყვას თავისი
4 განყოფილების შესაბამისად: „----„, ჰერმესი, ასკლეპიოსი, კორონა...
„----„, ჰერმესი, ასკლეპიოსი, კორონა... პირველ სახელს ვერ ვარჩევ...
როდესაც სიტყვა კორონა ჟღერს, სხივი მე მიკავშირდება... ამ სხივით,
თითქოს თოკივით ვარ ჩაბმული ჩემს მისიასთან... ის მამოძრავებს და
მაიძულებს ამ დაკლაკნილ გზაზე ვიარო... უეცრად ერთ-ერთ მოსახვევში
ვიღაც ფურცელს მაწვდის, მასზე ადამიანთა სახელებია დაწერილი.
- საკმარისი რაოდენობაა... - ვამბობ ჩემთვის და ვჩერდები. ეს
„საკმარისი რაოდენობა“ ნიშნავს იმას, რომ მე ახალი „ფეხსაცმელი“
მექნება და ამ ფეხსაცმლით გზას უკან გავაგრძელებ... მწვერვალზე აღარ
ავალ... შავი ფერის ტრეკინგის ბოტასებს ვიცვამ. მიხარია ეს ჩემი ახალი
ფეხსაცმელი და უკან ვბრუნდები... თავში ერთი აზრი მიტრიალებს:
- რაღაცნაირად უნდა მოვატყუო ჩემზე ზემდგომი, ვინც ამ მისიას
მავალებს... ეს ჩემი უკან მობრუნება მისი გეგმის საწინააღმდეგოა... რა
უნდა ვუთხრა?... რით დავასაბუთო?..

ამაზე მეღვიძება სრული დაბნეულობით. ეს აშკარა მინიშნებაა, რომ


ჩვენმა ლოცვამ შეიძლება საქართველოში პანდემიის გავრცელება
შეაჩეროს და უკანაც კი შეაბრუნოს, მაგრამ მაინც დაუჯერებელია! ასეთი
ამბიციები არასდროს მქონია. თუმცა ამაზე მეტი მინიშნება რა უნდა იყოს?

418
TeTri mzis meomari

საინტერესოა, ვისი სახელი იყო სხივის დასაწყისში?


მე შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევდივარ და მიქაელს
ვუკავშირდები. ისევ ვთხოვ, რომ ამ სიზმრის განმარტება მომცეს. არის
თუ არა ეს სიზმარი გამოგზავნილი, თუ ქვეცნობიერიდანაა ნაკარნახევი?
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში ისევ იმავეს ვხედავ... ზუსტად
იმავეს... ისევ კორონას დემონური სული ვარ... ისევ მიხვეულ-მოხვეულ
გზას მივუყვები... ოღონდ ამჯერად ჩემს ხილვას მეტი კონკრეტიკა
დაემატა... ამ ჩემს შლეიფს თითქოს ნაფლეთები წყდება და გზაზე
რჩება. ეს ეპიდემიის კერებია. ისევ ვიღებ ხელში ფურცელს, მერე უკან
ვტრიალდები, ფეხსაცმელს ვიცვლი და გზას უკან მივუყვები... ოღონდ
ამჯერად ვცდილობ ეს ჩემი დატოვებული ნაფლეთებიც ავაგროვო...
ჩემი სიზმარი ზუსტად განმეორდა შეცვლილი ცნობიერების
მდგომარეობაშიც...
ამაზე ალბათ არავის მოვუყვები, რომ ამპარტავნებაში და ზეამბიციებში
არ ჩამითვალონ (თუმცა ჩაწერა საჭირო აღმოჩნდა)... და ის ჩემი სიზმარი
გამახსენდა ტორნადოზე, სადაც, როდესაც ტორნადო ჩვენთანაც შემოვიდა,
თავი ჩავქინდრე და ლოცვა დავიწყე (2019
(2019 წელი. დეკემბერი. პირველი
კატაკლიზმი. „ტორნადო“, გვ. 26)
26)

(იმმა: 6 იანვარს ჩამატებული: ამ ჩანაწერის დაწერიდან ქვეყანაში


მალევე გამოცხადდა სრული lock down. 6 იანვრის მონაცემებით კოვიდ-
19-ის შემთხვევებმა დაიკლეს 4000-დან 1800 შემთხვევამდე. ასევე
შემცირდა ლეტალობის მაჩვენებელი).

419
gnozisi

(იმმა: 7 თებერვალს ჩამატებული: 7 თებერვლის მონაცემებით


ქვეყნის მასშტაბით მხოლოდ 600 შემთხვევაა. 15-დან საზოგადოებრივი
ადგილები და ტრანსპორტი იხსნება).

2020 წელი. 10 დეკემბერი. დისკუსია დემონურ არსებებზე


და შივაზე. შივასთან შეხვედრა

გუშინწინ ფეისბუკ-ჯგუფში დავდე პოსტი თემაზე „ლუციფერული და


არიმანული დემონური არსებები“, რომელზეც გუშინ ჯგუფის წევრებს
შორის დიდი დისკუსია გაიმართა. არის რამდენიმე ადამიანი, რომელიც
ამ საკითხით განსაკუთრებითაა დაინტერესებული. გაიჟღერა ისეთმა
მოსაზრებებმაც, რომ შივა, რომელიც ითვლება იოგის ფუძემდებლად არის
ბიბლიური სატანას პროტოტიპი, რადგან გველი ნიშნავს კუნდალინის
ამოყვანას. ასევე გაიჟღერა აზრმა რომ ლუციფერი და სატანა არაა ერთი
და იგივე. მოვიყვან რამდენიმე კომენტარს:

მ. ფ.:
მე როგორც მესმის, არიმანული და ლუციფერული არსებები არის ესე:
არიმანული არსებები სუფთა ბოროტი არსებები არიან - ბოროტი იერარქია,
რომლებიც შეიძლება სუფთა შავ მაგიურ ან ათეისტურ მატერიალისტურ
პროპაგანდას ეწევიან. ლუციფერული არსებები უფრო სულიერების ნაადრევ

420
TeTri mzis meomari

და არასწორ შეცნობაზე მუშაობენ...


ყველა არსება მაინც ღმერთში მოძრაობს და ცოცხლობს.. ყველა მაინც
ღვთის გეგმას ასრულებს..
ე. გ.:
ნუთუ ბოროტება ღვთის გეგმაშია, მაგრამ ეგეც მესმის, ნეგატივის გარეშე
სამყარო გაქრებოდაო ზურმუხტის ფილებში წერია.
მ. ვ.:
ლუციფერი ხომ სინათლის მომტანს ნიშნავს და ასევე ცისკრის ვარსკვლავს,
ჩემში არ იწვევს ეს სახელი რადიკალურად უარყოფით გრძნობას, ისევე როგორც
იუდა.
ნ. ნ.:
ე. გ., ბოროტება არანაირად არ ჯდება ღვთის გეგმაში. სიყვარულს... სიკეთეს
აქვს საწყისი და არის ღმერთი. ბოროტებას კი საწყისი არ აქვს. ჩვენ ადამიანები
ვართ ცენტრში და ჩვენ თვითონ ვირჩევთ.
ნ. ნ.:
მ. ვ., სანამ დაეცემოდა კი ბატონო - ეგრე იყო. მაგრამ „ჩამოლაბორანტდა”
და დაცემულების ქმედებები ნამდვილად იწვევს უარყოფით გრძნობას. ზღვარი
ხომ არის...
მ. ფ.:
მოკლედ როგორ ავხსნა ღმერთი არის სინათლე და რაც უფრო მას
შორდები უფრო არის სიბნელე, ანუ ბოროტება... არიმანული არსებები
სიბნელეში ცხოვრობენ ანუ ძაან ქვემოთ ესენი არიან „იმენა“ ბოროტი არსებები.
ლუციფერული არსებები არიან იმ მიჯნაზე სადაც სინათლე მცირდება და

421
gnozisi

ბოროტება იწყება ანუ სინათლეს ესაზღვრებიან..


მ. ფ.:
ამიტომ მათ შეუძლიათ ეჩვენონ ნათლის არსებებად, შეუძლიათ ადამიანებს
მოჰგვარონ სულიერი ექსტაზი, აჩვენონ სამოთხისეული ადგილები. მოკლედ
მაგრად აურიონ-დაურიონ ადამიანს ტვინი. საერთოდ, მართლმადიდებლობაში
ექსტაზი და სიამოვნება სულიერი თუ გინდა, არ არის რამის მაჩვენებელი.
კრიშნაიტებს რომ ველაპარაკებოდი, რატომ მღერით კრიშნას მანტრას, ანუ
იმიტომ რომ სიამოვნებს, იმიტომ რომ ექსტაზს იწვევს, მოკლედ ვინც მიხვდება
მიხვდება...
მ. ვ.:
მ. ფ., კი ეგრეა, გეთანხმები, მაგრამ სხვა კუთხითაც შეიძლება ლუცის დანახვა,
მან ცოდნის სინათლე მოგვიტანა, ცოდნის გამრუდებულად გამოყენება კი ჩვენი
,,გამრუდებული,, ცნობიერების ბრალია, რაშიც მარტო მას არ მიუძღვის
ბრალი, ჩვენი ცნობიერების ვექტორის გასწორებით ლუცის ,,რეაბილიტაციაც,,
მექანიკურად მოხდება.
მ. ფ.:
მ. ვ., საერთოდ ლუციფერი მე მგონია შივა და ამირანი. შივამ ჩამოუტანა
იოგა ხალხს.
მ. ვ.:
მ. ფ., ეგ აღარ დავწერე, მეგონა ვერ გამიგებდნენ.
ნ. ნ.:
მ. ვ., იქნებ ცოდნა გაგვიმრუდა :))) ღმერთი არ აძლევდა ცოდნას ადამიანს თუ
ენანებოდა :)))) და კიდევ კარგი ლუციფერი აჯანყდა - თორემ ხომ ვიღუპებოდით

422
TeTri mzis meomari

უკვდავებასა და ედემის ბაღში :))))


ნ. ნ.:
მ. ფ., სატანა და ეშმაკი და დაცემული არ გგონია, მირო?
მ. ფ.:
მერე გაჰყევი გიშლის ვინმე? მე არ დამიწერია ეგ რაღაცები. მე ვთქვი,
ლუციფერი არის შივა-თქო და შივამ მოუტანა ხალხს იოგა და ასწავლა.
იოგა რა არის? კუნდალინის აწევა, გველის ზემოთ აწევა. სატანა ვინ არის -
გველი. მართლმადიდებლურად კუნდალინი არის დემონური ენერგია ყველა
ქრისტიანულ სექტა იქნება თუ რელიგიაში.
მ. ვ.:
მ. ფ.: მეც ეგრე მესმის რომ ლუციფერი და სატანა სხვადასხვა მოვლენაა და
ბიბლიაში ყველა უარყოფითი ერთ პოლუსს შეუსაბამეს გამარტივების მიზნით.
Imma Imma:
მ. ფ., ბევრ რამეში გეთანხმები, რაც ზევით დაწერე, ოღონდ რაღაც
კორექტირებებით. ის რომ ორივე ლუციფერულიც და არიმანულიც საბოლოოდ
უზენაეს გეგმას ასრულებენ, ეს ასეა, როგორი რთული წარმოსადგენიც არ
უნდა იყოს. იმიტომ რომ არსებობს უზენაესი გეგმა სამყაროსეულ პროცესებზე.
ჩრდილის გარეშე ვერ იარსებებს შუქი. შუქ-ჩრდილის გარეშე კი ვერ იარსებებს
გამოვლენილი (გრძნობადი) სამყარო. ეს ასეა. რაც შეეხება ლუციფერულ
არსებებს, მე ვერ ვიტყვი, რომ ისინი ნაკლებად ბოროტები არიან და ნახევრად
შუქში იმყოფებიან.. არა... ჩემი შეგრძნებით კიდეც უფრო მეტად ბოროტები
არიან... იმიტომ რომ სიმაღლიდან ჩამოვარდნილი და პლუსიდან მინუსზე
რომ აქვს სული შეცვლილი, ძალიან მძაფრად „ანტი” გამოდის. არიმანულ

423
gnozisi

არსებებში ბევრი მოქმედებს... როგორ ვთქვა... აი, როგორც კორონას პანდემია,


გარკვეული „წმენდის” ან „დაშლის”, „მოშორების” მისიით. კორონას ვირუსის
უკანაც დგას კოლექტიური დემონური არსების გონი. გახსოვს ის ბარელიეფი
სადაც ახურამაზდა (ღმერთი) ებრძოლება არიმანს (ქაოსს). აქ არის ორი პოლუსის
ბრძოლა შემოქმედი ღმერთი vs ქაოსის ანუ დესტრუქციული ძალები. ასე რომ
ლუციფერული არსება (ანუ დაცემული) ჩემი აზრით უარესია. უბრალოდ
სიტყვა „ლუციფერს” და „ლუციფერულს” საერთოდ არ გამოვიყენებდი. ვენერას
ნიშნავს და რას ვერჩით ვენერას? უბრალოდ ასე დამკვიდრდა შუა საუკუნეებში
და იმის მერე ხალხი მიეჩვია. თავიდან საერთოდ არ არსებობდა ასეთი ტერმინი.
და ტერმინი „ისნის ცისკარი”, ანუ „ლუციფერი”, ანუ „ვენერა” ხოტბის შესხმის
ტერმინი იყო. ანუ მანათობელი ხარო, მაგას ნიშნავდა. უბრალოდ ასე დამკვიდრდა.
რაც შეეხება ამირანს და პრომეთეს, ეს არის (ჩემი აზრით) მზის იერარქიის
კრებითი სახე, რომლებმაც ითავეს ადამიანებში ინდივიდუალური მენტალური
სხეულების ევოლუცია. ამისთვის მოუწიათ განსხეულება (დედამიწაზე ჩამოსვლა)
და ცოდნის (მენტალის) ანუ ცეცხლის ჩამოტანა. აქ ჩნდება „დაცემის” ორი
ვარიანტი. პირველი ის, რომ როდესაც მე-5 (ანგელოზები) და კიდევ უფრო
მაღალი რანგის (მე-6, მე-7) დონის იერარქები განსხეულდებიან, ეს მათთვის
არის ვარდნა ვიბრაციებში. ანუ „დაცემა”, დედამიწაზე დაცემა. ეს იგივეა, ადამიანი
რომ განსხეულდეს დემონური ტიპის პლანეტაზე, ეს მისთვის ვიბრაციებში
დაცემა იქნება ბუნებრივია. მაგრამ მზის იერარქიის წარმომადგენლებმა ეს
ნებაყოფლობით გააკეთეს, როგორც საკუთარი თავის მსხვერპლად გაღება
კაცობრიობის ევოლუციის დასაჩქარებლად და ადამიანთა დასახმარებლად.
ყველა ამ ლეგენდაში აღწერილია, როგორი დაბეჩავებულები იყვნენ მაგ

424
TeTri mzis meomari

დროს ადამიანები - პირუტყვებივით. მეორე ტიპის „დაცემა” არის, როდესაც


ეს განსხეულებული ანგელოზის სული უკან ვეღარ ბრუნდება სულიერ
განზომილებაში, ერთვება მატერიალურ ილუზიაში და იცვლის პოლუსს. ჩვენი
განზომილება არის ერთგვარად შუაში ღვთაებრივსა და დემონურს შორის. აქ
დუალობა ძალიან მაცდურია. ილუზია ძლიერია. მითუმეტეს ბნელ პერიოდში.
ანუ უფრო დვაპარა უიგისკენ, ანუ უფრო ბნელ პერიოდში ვინც განსხეულდა,
იმათ უფრო აერიათ გზა-კვალი. ეს უკვე ე. წ. „ლუციფერული დაცემაა”.
პირველ ვარიანტს შეიძლება სიმბოლურად ვუწოდოთ „დაცემა ვიბრაციებში”.
მაგრამ მეორე ვარიანტი, არის არსობრივად, სიღრმისეულად დაცემა. პოლუსის
შეცვლა. არიმანის მხარეზე, ანუ მინუს განზომილებაში გადასვლა. მე ასე გავიგე
ეს ყველაფერი მიქაელთან ხანგრძლივი საუბრების მერე.

ყველაზე მეტად ამ კამათში დამაფიქრა დისკუსიამ შივას ბუნებაზე.


თუ ის მართავს არიმანულ დემონურ არსებებს, როგორც სამყაროში
დესტრუქციის განმახორციელებელ ძალებს და როგორც პირველ იოგი,
უკავშირდება გველის სიმბოლოს, რაც მის გამოსახულებაზეცაა ასახული,
მაშინ შესაძლოა ის იყოს სატანას პროტოტიპი. თუმცა შივა არაა დემონური
იერარქი... ხოლო სატანა ცალსახად დემონადაა ცნობილი... და საერთოდ
ვინაა სატანა? ეს დისკუსია ჯგუფში იმდენად ქაოსური იყო, რადგან ვინ
ვის წერდა და რა კითხვაზე პასუხობდა, ფრიად აირია. ხალხი გაღიზიანდა
ერთმანეთის პასუხებზე, რადგან ზოგისთვის, ვინც უფრო ქრისტიანული
დოგმატებით ხელმძღვანელობდა, მსგავსი აზრები მიუღებელი აღმოჩნდა.
მეც შემეშინდა ამ ქაოსში აზრი არ ამრეოდა და რამე არასწორად არ

425
gnozisi

დამეწერა, რამე მნიშვნელოვანი... თანაც, როდესაც საათს შევხედე უკვე


ღამის პირველი იყო. ვიგრძენი, რომ გონების კონცენტრაციას ვეღარ
ვახდენდი და ფეისბუკი დავხურე.
ძილის წინ შივას მივმართე თხოვნით, რომ ამ კითხვებზე მინიშნებები
გამოეგზავნა. მე ვვარაუდობდი რომ ვნახავდი სიმბოლოებში დაშიფრულ
სიზმარს, რომლის დამახსოვრების დიდი იმედიც არ მქონდა, მაგრამ იმან,
რაც მოხდა, სრულიად გადააჭარბა ჩემს მოლოდინს. ყველაფერს აღვწერ,
როგორც იყო:
დილისკენ, როდესაც ჯერ კიდევ ბნელოდა, ვიგრძენი, როგორ ამომაგდო
უხილავმა ძალამ სხეულიდან. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ყველაფერი
შივასთან იყო დაკავშირებული და არ უნდა გამეწია წინააღმდეგობა,
თუ მასთან შეხვედრა მინდა. ამ უხილავმა ძალამ ფეხზე წამომაყენა
(ასტრალური სხეულით) და გამასრიალა სკამამდე. სკამზე დავჯექი და
დავჯექი თუ არა, რაღაცამ სკამიანად ამიტაცა ჰაერში და სასწაული
სიჩქარით დავიწყე ზევითკენ ფრენა. ქვემოთ ვიყურებოდი და ვხედავდი,
როგორ პატარავდებოდა ღამის სიბნელეში სახლების სახურავები,
ვხედავდი დაკლაკნილ გზებს, ხეებსა და ქუჩებს, მერე ყველაფერი
ღრუბლებში ჩაიკარგა და ღამის ცაში აღმოვჩნდი. სკამი აშკარად ჩამომრჩა
და ხელით მოწევა მჭირდებოდა. ჩემთვის გამეცინა, რა საჭირო იყო სკამი,
თუ ისედაც მივფრინავდი?..
...უეცრად ეს ფრენა მკვეთრად შეწყდა და მოულოდნელად საკუთარ
ლოგინში ჩავვარდი. აშკარად ჩავვარდი, რადგან მსუბუქი დაცემის
შეგრძნება მქონდა. წამოვიყვირე კიდეც. მაშინვე წამოვდექი და მივხვდი,

426
TeTri mzis meomari

რომ ასტრალში ვარ. სხეულში ჯერ არ დავბრუნებულვარ. ჩემთვის


გამეფიქრა, რა საჭირო იყო ამდენი ფრენა სადღაც, თუკი ისეც ჩემს
საძინებელში მოვხვდი? მიმოვიხედე და მივხვდი, რაშიც იყო საქმე. მე
მარტო არ ვიყავი. შივას თანამყოფობა ვიგრძენი, თუმცა თვალით ვერ
ვხედავდი. შინაგანმა ხმამ მითხრა, რომ ავმდგარიყავი და საპირფარეშოს
სარკესთან მივსულიყავი, რომ მისი ანარეკლი დამენახა. ოთახში
ბნელოდა, რადგან ჯერ არ გათენებულიყო. სიბნელეში სარკეში ჩახედვა,
მითუმეტეს სულიერი არსების დანახვის მიზნით, სხვა სიტუაციაში
გულს გამიხეთქავდა, მაგრამ ამ შემთხვევაში სრულიად არ მქონდა შიში.
სააბაზანოში შევედი და როგორც კი ჩავიხედე სარკეში, დავინახე რომ
ჩემს ზურგს უკან ადამიანის ლანდმა ჩაიარა, ზუსტად ისეთმა, როგორადაც
გამოსახავენ ხოლმე შივას. მაინც არ შემეშინდა და ეს ჩემთვის ფიქრებში
აღვნიშნე. მე საპირფარეშოსა და საძინებელს შორის გავჩერდი და
ხმამაღლა (სინამდვილეში ეს ტელეპათიური საუბარია, რადგან სხეულის
გარეთ ხდება) ვთქვი ჩემთვისვე მოულოდნელი ფრაზა:
- შივა, შამბალის მეუფევ... - თან თვალწინ წარმომიდგა კაილასის
მთა, როგორც ზეციური შამბალის ერთ-ერთი მიწიერი ფოკუსი, - მიპასუხე
კითხვაზე, ხარ თუ არა ბიბლიური სატანის ან ღმერთის... - მერე ჩემს
თავს გავაწყვეტინე, რადგან ორი კითხვა გამომდიოდა და რატომღაც
ვიცოდი, რომ ერთი უნდა დამესვა, - არა... ხარ თუ არა ბიბლიური სატანის
პროტოტიპი?
დავსვი თუ არა ეს შეკითხვა ჩემ გვერდით, საძინებლის მხრიდან
(რადგან საპირფარეშოს და საძინებლის გასასვლელში ვიდექი), ვითომც

427
gnozisi

არაფერი საიდანღაც ამოიზარდა ახალგაზრდა კაცის ფიგურა, რომელიც


ძალიან ჰგავდა მსახიობ ვინსენტ კასელს (მინდა აღვნიშნო, რომ ამ
მსახიობის გარეგნობა არასდროს არ მესიმპათიურებოდა). ეს კაცი ისეთივე
რეალური იყო, როგორც ჩემი ოთახი და ჩემი საკუთარი თავი. ოღონდ მას
რატომღაც აბსოლუტურად შავი თვალები და უგრძესი ეშვები ჰქონდა!
მე შევხედე და სრული სიმშვიდით გამეფიქრა:
- მაინც არ მეშინია!
შიში მართლა არ მქონდა, მიუხედავად იმისა, რომ საშინელი,
დემონური შესახედაობის არსება იდგა ჩემ წინ. უეცრად გავაანალიზე, რომ
მაშაყირებენ, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს და ეს დემონური ანტურაჟი
ხუმრობის ნაწილია! ჩემს გაფიქრებულზე, „კბილებიანმა ვინსენტ
კასელმა“ გადაიხარხარა და ჩვეულებრივ ადამიანად გადაიქცა. თუმცა
ვინსენტ კასელი გარეგნობა მაინც შეინარჩუნა. მან მხიარულად წამომკრა
მხარზე ისეთივე უშუალობით და მეგობრულობით, როგორც ოდესღაც
კრიშნამ და კითხვაზე პასუხიც არ დააყოვნა:
- არა, რა თქმა უნდა!
- რა საჭირო იყო ეს კბილები და შავი თვალები? - მივმართე მეც
ღიმილით. თან შევეცადე შემეფასებინა, რას ვგრძნობდი... ეს გრძნობა
ცალსახად შეიძლება აღწერო სიტყვით „ჩემიანი“. ნახევარ-ღმერთები,
ღვთის შვილები, ოჯახი... ჩემიანები... მიტრიალებდა თავში...
- იმისთვის რომ შემეშინებინე, - მითხრა მხიარულად და დაამატა, -
და მეჩქმიტე!
მე ხელით კარის ჩარჩოზე ვიყავი დაყრდნობილი. ღამის პერანგის

428
TeTri mzis meomari

სახელოდან მაჯა მიჩანდა. მან ხელზე მიჩქმიტა და მეც მაშინვე გამეღვიძა.


გამეღვიძა თუ არა, საშინლად მომინდა ისევ დაძინება, რომ სიზმარი
გაგრძელებულიყო. „სულ ეს იყო?“ - მეფიქრებოდა, - „იმდენი კითხვა
მაქვს კიდევ! ტყუილად ვიფრინე ამდენი?!!“ მაგრამ გვერდზე ოთახში
უკვე ჩემმა შვილმა გაიღვიძა და ძაღლის გასასეირნებლად მზადება
დაიწყო. მამაჩემის ხმაც გავიგონე და მივხვდი, რომ ვეღარ დავიძინებდი,
თუმცა ცნობიერებით მის თანამყოფობას ჯერ კიდევ ვგრძნობდი. ჯერ
კიდევ ოთახში იყო და მივხვდი, რომ უნდა მესარგებლა ჩემი შეცვლილი
ცნობიერების მდგომარეობაში ტელეპათიური კავშირის უნარით...
სიზმარ-სიფხიზლის ზღვრულ მდგომარეობაში შევედი, შივას მივმართე
და ვიგრძენი, რომ მას კონკრეტულ თემაზე უნდოდა ჩემთან საუბარი.
თემაზე, რომელიც უშუალოდ მე მეხებოდა და რომელზეც შეგნებულად
არ დავუსვამდი კითხვას...
შივა:
- მაგრამ ხომ ფიქრობ ხოლმე ამაზე... თან ხშირად ფიქრობ და მე
მინდა, რომ კარგად გაიგო რაშია საქმე...
მან გამომიგზავნა მოგონება, რომელიც წეღანდელ სიზმარში, მისკენ
ფრენისას, თუ მანამდე დავინახე. აი ეს იყო:
დავინახე ქალბატონი „-------„., რომელიც რატომღაც მღეროდა.
ძალიან ლამაზი მუსიკის თანხლებით, მღეროდა ურთულეს საოპერო
არიას, მაშინ როცა აშკარად არ ჰქონდა ვოკალური მონაცემები. მაღალ
ნოტებს თითქმის ვერ იღებდა და შიგადაშიგ ყალბი ნოტები ეპარებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალისგან ძალიან შორს იყო, მაინც

429
gnozisi

გამაკვირვა მისმა შესრულებამ...


სულ ეს იყო. თითქოს გაუგებარი სიზმარი... რა შუაშია „-----
--„? რატომ მღერის ოპერის არიას? მაგრამ მეორე წამს მთელი ამ
ვიზუალიზაციის სიმბოლიზმი ბოლომდე გაიშალა...
შივა:
- გაიხსენე ის ძველი სიზმარი-პასუხი, როდესაც კითხვა დასვი, რატომ
გაქვს ჯანმრთელობა შერყეული?
აი, ეს სიზმარი, რომელიც პირველ წიგნშია აღწერილი თავში „2017
წელი. დეკემბერი. სიზმარი დაავადებაზე“:
„სახლში წვეულება მაქვს. თითქოს შივას (ერთ-ერთი ინდური
ღმერთის) პორტრეტი მაქვს დახატული და რატომღაც სტუმრებს უნდა
ვაჩვენო. სტუმრები უცხო ხალხია, რომლებსაც ამავე დროს, კარგად
ვიცნობ. ყველა შეიკრიბა და მხოლოდ შივას ველოდებით. ისიც ერთ-
ერთი დაპატიჟებული სტუმარია. მისი პორტრეტი რატომღაც დაიკარგა
და ძალიან ვღელავ. უეცრად ოთახში ჯგუფად შემოფრინდნენ პეპლები.
ხალხი მათ გაყრას ცდილობს, მაგრამ მე ვაჩერებ. სტუმრებს ვუხსნი,
რომ ეს არის შივა და მას უყვარს პეპლებად გადაქცევა!
უეცრად გამოსახულება ქრება და თავად შივას ვხედავ. ის, თითქოს
მობოდიშებით, ქალბატონს უახლოვდება, რომელიც მისი მეორე
ნახევარია (მეუღლე). ქალი რაღაცაზე ბრაზდება, რისხვის ენერგიად
იქცევა და ნაკადად ეცემა დედამიწას (მოგვიანებით ჩამატებული: კალი
იუგას განასახიერებდა). მერე ჩემს თავს ვხედავ, როგორ მკბენს ხელის
ცერა თითში რაღაც საზიზღარი შესახედაობის მწერი. ის ჩემს თითში

430
TeTri mzis meomari

თავის ნესტარს ტოვებს. გარშემომყოფი სტუმრები მე სავარძელზე მსვამენ


და გარს მევლებიან. ნესტარი თავიდან თითქოს არ მაწუხებს, მაგრამ
მერე ნელ-ნელა ტკივილს და საშინელ დისკომფორტს იწვევს. გარდა
ამისა, ფსიქოლოგიურად არ მსიამოვნებს, რომ ჩემში უცხო სხეულია და
ყველანაირად ვცდილობ, ნესტარი ამოვიღო. რაღაც მომენტში გამომდის
კიდეც, მაგრამ ჩემი სტუმრები გახარების ნაცვლად იმედგაცრუებით და
გაკვირვებით მიყურებენ.
− შენ ეს უნდა მოგეთმინა, დაგავიწყდა? ჩვენ ხომ ყველანაირი
კომფორტი შეგიქმენით? ნუთუ ასეთი გაუსაძლისი იყო?“

შივამ განაგრძო:
- გახსოვს შეკრებილები იყავით... მეც მელოდებოდით და პეპლების
სახით დამინახე... მერე მე და პარვატი გამოვჩნდით. პარვატი, ჩემი მეორე
ნახევარი, მრისხანების ენერგიად იქცა და დედამიწას დაატყდა თავს... ეს
სიმბოლოებიც მინდა ავხსნა, იმიტომ რომ მაშინ ვერაფერი ვერ გაიგე. თუ

431
gnozisi

მე, შივა, სულის იპოსტასად აღვიქმები, ჩემი მეორე ნახევარი, პარვატი,


მატერიაა. მისი მრისხანებით დედამიწაზე ჩამოსვლა კალი იუგას ეპოქაში
არის მისი დესტრუქციული ჰიპოსტასი, ანუ კალი. ის მაშინ ავლენს თავს,
როდესაც დედამიწაზე უზნეობა და ცოდვიანობა ისადგურებს. დედა-მიწა
ბოლო-ბოლო ჯანყდება თავისი შვილების წინააღმდეგ და წყვეტს მათ
უკონტროლო ბოგინს... ამ დროს სათნო პარვატი მრისხანე კალიდ იქცევა
და აჩერებს ადამიანთა თავგასულობას. იგი დასჯას უვლენს კაცობრიობას,
რაც ბუნებრივ, სტიქიურ კატაკლიზმებში ვლინდება... სწორედ ამ
კრიტიკულ ისტორიულ მომენტში არის ძალიან მნიშვნელოვანი
ადამიანებისთვის სწორი სულიერი ცოდნის მიწოდება, რათა პოლარიზაცია
მატერიას და სულს შორის შემცირდეს და შედეგად, კატაკლიზმების
სცენარი ან თავიდან იქნას არიდებული, ან რბილად წარიმართოს, რადგან
ამ ყველაფრის თავიდან აცილების შესაძლებლობა ყოველთვის გაწერილია
შესაძლებლობათა კორიდორში. გახსოვს, სიზმარში, სტუმრები,
„ჩვენიანები“, როგორც სწორედ აღნიშნე, დიდ იმედს ამყარებდნენ
შენზე... შენი მისია იყო ცოდნის გამოტანა ჩვენი განზომილებიდან თქვენს
განზომილებაში... ამისთვის დიდხანს გამზადებდით... მაგრამ ვინაიდან
დედამიწის ილუზია ძალიან ძლიერია, ჩვენ და შენ თვითონვე თავი
დაიზღვიე... მე კარმულ პროგრამაში ჩაგიდე დემონური ჩარევა ინფექციის
სახით, რომელიც გააქტიურდებოდა, მხოლოდ მაშინ, თუ შენ შენი მისიის
გზიდან გადაუხვევდი... გახსოვს, სიზმარში ეს დაინახე, როგორც მწერის
ნაკბენი ცერა თითში. ეს ინფექციაც ხომ მწერს გადააქვს.

432
TeTri mzis meomari

მე:
- ჰო... უნებურად სულ მეფიქრება იმაზე, რომ თქვენთან კონტაქტის
შესაძლებლობას მაძლევს არა ჩემი სიწმინდე, არამედ სწორედ ეს
ინფექცია, რომელიც იწვევს ნერვების ზეაღგზნებას და იმის შეგრძნებას
და აღქმას, რასაც ჩვეულებრივ მდგომარეობაში ვერ იგრძნობ... ანუ, რა
გამოდის? რომ ჩემს უნარს აძლიერებს დაავადება, რომელიც დემონურია
თავისი ბუნებით?
- მაღალ ვიბრაციებთან შეხებისას ის იწვევს ქვედა ჩაკრების
დაწვასაც... ამიტომაც გიჭირს სიარული, ამიტომ გრძნობ სულ უსაშველო
დაღლილობას. ამავე დროს მაღალი ჩაკრები უაღრესად აქტიურია.
შეგრძნებები გამძაფრებულია ყველა დონეზე... - მან პაუზა გააკეთა და
გააგრძელა, - როდესაც 24 წლის გახდი, შენს ცხოვრებაში გარდამტეხი
მომენტი დადგა. ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანი! ან საერო ცხოვრებას
აირჩევდი, ან იოგურს... ყოველ ღამით გიგზავნიდით გაფრთხილებას, რომ
საერო ცხოვრება არ აგერჩია!...
მე გამახსენდა, რომ სანამ გათხოვების გადაწყვეტილებას მივიღებდი,
ყოველ ღამით მესიზმრებოდა, რომ ვიღაც კაცი მამწყვდევს ციხეში,
რომლიდანაც გასვლა შეუძლებელია. ეს სიზმრები მეორდებოდა
დაუსრულებლად, სანამ არ გავბრაზდი და არ ვთხოვე (ვის, ოღონდ არ
ვიცი), რომ გაენებებინათ ჩემთვის თავი... თან მაშინ ჩავთვალე, რომ ეს
ქორწინების ქვეცნობიერი შიში შეიძლება ყოფილიყო...
- არა, ეს ჩვენი მინიშნება იყო. არა იმიტომ, რომ შენი ქმარია უღირსი
პიროვნება. პირიქით! მაგრამ იმიტომ, რომ იოგური გზა რომ აგერჩია,

433
gnozisi

ჩვენთან კონტაქტი ბუნებრივად მოხდებოდა და არ იქნებოდა საჭირო


დაავადების სცენარის გააქტიურება. მაგრამ სამწუხაროდ შენ თავიდან
ფეხებამდე თქვენი სამყაროს ილუზიაში გადაეშვი... ოჯახი შექმენი,
ბავშვები გააჩინე, მათ აღზრდას და სამსახურს მიყე ხელი. ეს ცუდი არ
იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო სრული გადახვევა შენი ცხოვრებისეული
მისიიდან. ბოლომდე ვითრევდით ფეხს, რომ ეს დაავადების პროგრამა არ
აგვემუშავებინა... გახსენებდით, რომ შენი მისია გაქვს გასახსენებელი
(„ანგელოზის გული“. წიგნი პირველი. 2012 წელი. ზამთარი. სხივი
კოსმოსიდან, გვ. 43)...
43) გთხოვდით რომ გეპოვა „-------„-ს გზავნილები,
იმიტომ რომ მათ ენერგეტიკაში ჩვენ ამოგვიცნობდი... შენი და ნანას
დამეგობრება მაგიტომ გაგვიხარდა, რომ ის „-------„-ზე გაგიყვანდა.
„-------„-ს პირდაპირი მისია არ იყო ჩვენგან გზავნილების მიღება.
ეს შენი მისია იყო... ის არაა „მომღერალი“, მაგრამ შენ ვერაფრით ვერ
გაგაღვიძეთ... „-------„-მ ჩვენი ენერგია ჩამოიტანა გზავნილებში,
მაგრამ ბევრი ინფორმაცია თავისდაუნებურად გაამრუდა (ყალბი ნოტები
მღერისას), თუმცა ამ პროექტს მაინც წარმატებულად ვთვლით, რადგან
ჩვენი ენერგეტიკა შენარჩუნდა... ოდნავ გამრუდდა ინფორმაციული
კომპონენტი. შენ ეს მაშინვე იგრძენი, როცა კითხულობდი და სწორიც
იყავი. ამ დაავადების გააქტიურება არ გვინდოდა არა მხოლოდ იმიტომ,
რომ მტანჯველია შენთვის, არამედ იმიტომ რომ საშიშიცაა... დემონურ
ცნობიერებას, თუნდაც ეს ვირუსის ან ბაქტერიის კოლექტიური
ცნობიერება იყოს, ძლიერი კონტროლი და შეკავება სჭირდება, რომ
ზედმეტად არ გაძლიერდეს, თორემ დაგღუპავს... მიქაელმა მართლა თავი

434
TeTri mzis meomari

გამოიდო, რომ შენი „დემონები“ შეეკავებინა... მას უნდა უმადლოდე.


შენც იყოჩაღე და ბევრი ცოდნა გამოიტანე შენი წინა ცხოვრებების
გამოცდილებებიდან, მაგალითად, სამკურნალო მცენარეებზე. ახლა აღარ
ვღელავთ შენზე... თუმცა ეს დისკომფორტი, რაც ამ გადააღგზნებულ
ნერვებს მოაქვს, უნდა მოითმინო... სხვა გზა არ არის... ახლა ხომ ხვდები?
შენი ფიზიკური პრობლემები არაა წინა ცხოვრების ან ამ ცხოვრების
რაიმე მძიმე ცოდვებზე უკუგება. ეს არის შენი ცხოვრებისეული მისიიდან
გადახვევის კარმა, რომელმაც სწორ გზაზე დაგაბრუნა, თუნდაც ასეთი
მტკივნეული გზით... მე იმედი მაქვს, რომ ეს შენი ისტორია, ნათელს
მოჰფენს სხვებსაც იმაზე, თუ რას ნიშნავს იყო ნათელი სულიერი იერარქი,
რომელიც დემონურ, დესტრუქციულ, ნეგატიური კარმის პროცესებს
განაგებს და რამდენად საჭიროა ეს ყველაფერი თქვენი სულების
გადასარჩენად და თქვენი ცხოვრების სწორი განვითარებისთვის.
მისი თბილი, მეგობრული და უშუალო ღიმილი ვიგრძენი და საპასუხოდ
მეც გამეღიმა. გულზე სიმშვიდე ჩამოწვა, იმიტომ რომ ჩემს მთავარ
სადარდებელზე მივიღე პასუხი... ახლა მეც მშვიდად ვარ...
(როგორც მერე მივხვდი, მთელი ეს ისტორია ჩემს დაავადებაზე საჭირო
იყო არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ სხვებისთვისაც, რომ პარალელი
გაევლოთ და ანალოგია დაენახათ „დედამიწის დაავადებასთან“, ანუ
კოვიდის პანდემიასთან, რომელიც გააქტიურდა, როდესაც კაცობრიობამ
თავისი ცხოვრებისეული მისიის გზას გადაუხვია, ხოლო ის „პირველი
სახელი“ იმ სიზმარში, სადაც მე საკუთარი თავი კორონად დავინახე,
სწორედ „შივა“ იყო!)

435
gnozisi

2020 წელი. 11 დეკემბერი. მიქაელთან შეხვედრა ზედა


ასტრალურ (ან მენტალურ) ველში

წინა ღამით ასტრალში გასვლა და შივასთან შეხვედრა იმდენად


შთამბეჭდავი იყო, ხოლო რეალობის შეგრძნება იმდენად მაღალი, რომ
საშინლად მომინდა მსგავსი შეხვედრა მიქაელთანაც შემდგარიყო. მას
სიზმარხილვებში (იგივე შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში, ანუ
სიზმარ-სიფხიზლის ზღვარზე) და სიზმრებში ვხედავდი ხოლმე ძირითადად
როგორც მაღალ სილუეტს, პატარა ქერათმიან ბიჭს ან თეთრ ტუნიკაში
ჩაცმულ ახალგაზრდა ქერათმიან მამაკაცს. ყოველთვის ვგრძნობდი, რომ
ის სხვადასხვანაირ გარეგნობას იღებდა, ოღონდ ვერ ვხვდებოდი ჩემი
ტვინი ახდენდა ასეთ განსხვავებულ ვიზულიზაციებს, თუ ის იძლეოდა
სიგნალს, რომ სწორედ იმ კონკრეტული ფორმით დამენახა. ამიტომ
სულ მაინტერესებდა მისი ნამდვილი გარეგნობა, თუ შეიძლება ასეთი
ყოფილიყო და ყოველთვის მინდოდა მასთან ისეთი პირისპირ შეხვედრა,
რომელიც ძალიან რეალისტური, ხელშესახები იქნებოდა. ამიტომ ძილის
წინ დავუკავშირდი და შევევედრე, რომ ასტრალში შემხვედროდა.
- გთხოვ, გთხოვ, გთხოვ, გთხოვ... და მილიონჯერ გთხოვ! - შევევედრე
და თან დავაყვედრე, რომ ასე არაფერი მითხოვია, მითუმეტეს მილიონჯერ.
ჩემი თხოვნები, ყოველთვის მთავრდებოდა სიტყვებით - თუ ამაზე ღვთის
ნებაა და ამით მას ვუტოვებდი სწორი გადაწყვეტილების მიღების

436
TeTri mzis meomari

უფლებას, რადგან მან მეტად იცის, რა ჯობია, როდესაც თხოვნით


მივმართავ. როდესაც რაღაც ისეთს ვთხოვდი, რაც არასწორი და საზიანო
იყო, ჩემი სიტყვები თითქოს რაღაც ბარიერს აწყდებოდნენ. ამას აშკარად
ვგრძნობდი და მაშინვე ვწყვეტდი თხოვნას. მაგრამ ამ შემთხვევაში ეს
ბარიერი არ მიგრძნია. ნუთუ მან ჩემი თხოვნა მიიღო?
მაგრამ მაინც დავიძინე განცდით, რომ ჩემი თხოვნის შესრულების
ალბათობა ძალიან მცირე იყო.
შუა ღამით გამეღვიძა იმის გამო, რომ ჩემი ძაღლი კარებზე ფხაკუნობდა
და შემოსვლა უნდოდა. მე გავძახე, რომ ადგილზე დაბრუნებულიყო და
გამახსენდა რა ჩემი წეღანდელი თხოვნა, გავაცნობიერე, რომ უკვე
თითქმის დილაა, მე კი არაფერი დამსიზმრებია... ამან ცოტა დამაღონა და
ამ ერთგვარი იმედგაცრუებული განწყობით შევიბრუნე ძილი...

... დავიძინე თუ არა, მაშინვე... თუმცა რამდენად მაშინვე იყო არ ვიცი,


რადგან ძილში დროის განსაზღვრა ძნელია, ვიგრძენი, რომ სხეულიდან
ამოვედი... უფრო სწორედ ლოგინიდან ავდექი. პირველი რაც გავიფიქრე
იყო ის, რომ მეუღლე არ გამეღვიძებინა... წამოვდექი და გამიკვირდა
რაც დავინახე. ჩემმა საძინებელმა სრულიად იცვალა ფორმა. რეალობა
ჩემ თვალწინ გამოიძერწა სრულიად განსხვავებულ ფორმაში. ღამის
ჩაბნელებული საძინებლის მაგივრად, ვიდექი სრულიად თეთრ ოთახში...
ლოგინიც სხვანაირი იყო. თეთრი ავეჯით გაწყობილ და დღესავით
გაჩახჩახებულ საძინებელში ვიდექი, რომელიც უშველებელი ფართო
ოთახის მეორე სართულის მანსარდას წარმოადგენდა, რომლის შიდა

437
gnozisi

აივანი გადმოჰყურებდა ამ ვრცელ ოთახს. მე აივანთან მივედი, ორივე


ხელით დავეყრდენი თეთრად შეღებილ რკინის მოაჯირს და სახლის
თვალიერება დავიწყე. ახლაც მახსოვს ამ მოაჯირის რკინის სიცივე, მისი
მოხაზულობა და ფერი. ყველაფერი ისეთი ცოცხალი და რეალისტური
იყო, რომ ზღვარი სიზმარხილვასა და ჩვენს „რეალობას“ შორის სრულიად
წაიშალა. ისევ მოაჯირს დავაკვირდი და გამეფიქრა, რომ ესეც რაღაცნაირი
ასტრალის ვარიანტია, ხელოვნურად შექმნილი ილუზია. წინაზე, შივასთან
შეხვედრისას ოთახი ზუსტად იმეორებდა ჩემი ოთახის ფორმას და ბნელი
იყო, ხოლო ახლა სრულიად სახეცვლილ გარემოში აღმოვჩნდი...
...უეცრად შევამჩნიე, რომ იქ, სადაც ჩემი მარცხენა ხელი აივნის
მოაჯირს ეყრდნობოდა, ვიღაცის ხელი დაეშვა და ჩემსავით მოეკიდა
მოაჯირს... მაშინვე მივხვდი, რომ მიქაელი იყო! ჩუმმა სიხარულმა ამავსო
და გული ამიჩქარდა!... ესე იგი ჩემი თხოვნა შეისმინა! გამეღიმა, ხელს
შევხედე, მაგრამ მზერა რომ ავაყოლე, დავინახე, რომ სხეულის დანარჩენი
ნაწილი რატომღაც უხილავი რჩებოდა... ყველანაირ უცნაურობებს
მიჩვეულს, არც ეს გამიკვირდა. მისი ხელი ჩემ ხელში ავიღე... და
გამახსენდა, რამდენჯერ წარმოვიდგენდი ხოლმე, გასაჭირში და მძიმე
მომენტებში, რომ მისი ხელი მიჭირავს და ეს უხილავი თანადგომა,
თუნდაც მხოლოდ წარმოსახვა ყოფილიყო, ყოველთვის მშველოდა...
ზუსტად ვიცოდი, რომ ის მაშინ ჩემს ფიქრებს კითხულობდა და ვინ იცის
მაწვდიდა კიდეც თავის ხელს ისე, როგორც ახლა მომაწოდა... ეს ხელი
ძვირფასი იყო ჩემთვის... ჩემი მეგობრის ხელი... მის მოყვანილობას
დავაკვირდი... ჩემს ხელზე დიდი იყო, მაგრამ ძალიან ნაზი, თეთრი კანი

438
TeTri mzis meomari

ჰქონდა, ისე რომ ვერც მიხვდებოდი კაცის იყო, თუ ქალის...


„- აბა, რა გეგონა?! - ვუთხარი საკუთარ თავს, - დაკოჟრილი და უხეში
ხელი ხომ ვერ ექნება... ხელით კი არ მუშაობს“...
მერე რატომღაც სარკე ავიღე (ისევ სარკე, ისევე როგორც წინა
სიზმარში), რომ მასში დამენახა, ის რაც უხილავი იყო. სარკე ისე მივმართე,
რომ გამოჩენილიყო ის, ვინც ჩემს ზურგს უკან იდგა და მართლა დავინახე!
მაშინვე დავდე სარკე და მისკენ მივტრიალდი. მივტრიალდი და ისიც
ხილულად გამოჩნდა!
ჩემი პირველი რეაქცია იყო გაოგნება იმ გარეგნობით, რაც დავინახე.
მე ვიყავი ნაჩვევი მეომრის გარეგნობას, თეთრ ტუნიკაში ჩაცმული
მასწავლებლის, პატარა ბიჭის და მანათობელი ცეცხლოვანი არსების
ფორმას. მაგრამ ამჯერად ჩემ წინ იდგა არსება, რომელიც ძალიან ჰგავდა
უცხოპლანეტელ ჰუმანოიდს... ის 2.5-3 მეტრი სიმაღლის იყო. ეცვა შავი
ლაბადა კაპიუშონით... ჰქონდა ძალიან თეთრი კანი, გრძელი კისერი,
წაგრძელებული ოდნავ ფართო თავი, პატარა ცხვირი-პირი და საოცრად
ლამაზი, უშველებელი ცისფერი თვალები! ის ჰგავდა და ამავე დროს არ
ჰგავდა ადამიანს... რაც მთავარია, გაუგებარი იყო სქესი...
„- ესე იგი მაინც არც ქალი, არც კაცი...“ - ეს იყო პირველი, რაც
გამეფიქრა და გამიკვირდა, იმიტომ რომ მისგან ყოველთვის მამაკაცურ
ენერგიას ვგრძნობდი...
- ესე იგი, სწორია ჩვენი იკონოგრაფია, რომ საშუალო სქესად
გამოგსახავენ... და მაინც სწორია, რომ ცდილობენ არარეალისტურად
გამოგსახონ, რომ ძალიან არ მიამსგავსონ ადამიანებს...

439
gnozisi

ის იქვე მდგარ სკამზე ჩამოჯდა, ხოლო მე გვერდით დავუჯექი. მის


გვერდით პატარა ვჩანდი. მისი ხელი ისევ ხელში მეჭირა და მის დიდ და
ლამაზ ცისფერ თვალებს მზერას ვერ ვაშორებდი... თავში უამრავი აზრი
მონაცვლეობდა... მახსენდებოდა, რომ როდესაც შეცვლილი ცნობიერების
მდგომარეობაში მის სილუეტს ვხედავდი, სწორედ ამ შავ ლაბადაში
ვხედავდი ხოლმე, თუმცა ამაზე არასდროს არ დამიწერია, რადგან
ვთვლიდი, რომ შეიძლება მეჩვენებოდა... აღმოჩნდა, რომ არა... ასევე
როდესაც მის თანამყოფობას ვგრძნობდი და მის ღიმილს, ყოველთვის
ვგრძნობდი სწორედ ცისფერი თვალების გამოხედვას... ეს იყო ერთადერთი,
რაშიც არასდროს მეპარებოდა ეჭვი...
ჩვენ ვისხედით და ის რაღაცას მიყვებოდა:
- ახალი ტიპის დემონური არსებები გამოჩნდნენ, წაგრძელებული
თავებით (თუ წაგრძელებულები, აღარ მახსოვს), - მითხრა თითქოს,
მაგრამ რას მიყვებოდა, წესიერად ვერ აღვიქვი... მოჯადოებულივით
ვუყურებდი, ისეთი ლამაზი იყო... ეს არ იყო ადამიანური სილამაზე... მას
ბავშვის სახე ჰქონდა. იმიტომ კი არა, რომ ბავშვის ფორმები ჰქონდა...
არა, გამომეტყველება და შინაგანი უმწიკვლობა ვლინდებოდა სახეში...
სიწმინდე, სიწმინდე, სიწმინდე... ამაზე უკეთეს სიტყვას ვერ ვიპოვი
მის აღსაწერად. უეცრად გამიელვა თავში აზრად, რატომ არ ვიფიქრე,
როდესაც ასეთ პირისპირ შეხვედრას ვთხოვდი, რომ მისი თანდასწრებით
საკუთარ თავს ძალიან ჩამორჩენილ და ტლანქ არსებად ვიგრძნობდი... მე
მასთან ალბათ ისე ვგრძნობდი თავს, როგორც პირველყოფილი ადამიანი
იგრძნობდა თავს თანამედროვე ადამიანის წინაშე... მაგრამ გავიფიქრე თუ

440
TeTri mzis meomari

არა, მაშინვე მივხვდი, რომ ის ამას ვერ ამჩნევდა. სულ რომ წყლულებით
ვყოფილიყავი დაფარული, დანაოჭებული, დაბერებული და დაბეჩავებული,
ის ამას ვერ შეამჩნევდა... მისთვის ეს ცნებები სრულიად არ არსებობდა...
მაშინდელი ნათქვამი: „ჩვენ ვხედავთ ადამიანის ჭეშმარიტ არსს“ - სრული
სიმართლე იყო. ამიტომ ჩემი არასრულფასოვნების კომპლექსი მაშინვე
გაიფანტა...
მე ისევ მას ვუყურებდი და რატომღაც ვფიქრობდი, რომ თუ
ადამიანი ევოლუციონირდა...
როდისმე, ათასობით, ან
მილიონობით წლის მერე
და მისი ბუნება განატიფდა,
ის სწორედ ასეთ გარეგნობას
მიიღებს... რატომღაც მეგონა,
რომ მას რომ ვუყურებ-
დი, ადამიანის მომავალს
ვხედავდი... მეორე აზრი, რაც
ასევე დამეუფლა იყო, რომ
ეს არსებები ფიზიკურად რომ
მოვლენოდნენ დედამიწაზე
კაცობრიობის ადრეული ისტორიის პერიოდში, მათი გენების და
პირველყოფილი ადამიანის გენების ნაჯვარი დიდი ალბათობით სწორედ
ჩვენ ვიქნებოდით... ანუ ის, იყო ჩვენი დახვეწილი ვარიანტი... არ ვიცი,
უკეთ როგორ აღვწერო... რომ გააგრძელო ადამიანის ფიზიოლოგიის

441
gnozisi

ცვლილება პირველყოფილიდან თანამედროვე ადამიანამდე და მერეც


გააგრძელო, შესაძლოა შორეულ მომავალში, ჩვენ სწორედ ასეთები
გავხდეთ...
...მერე ისევ მეფიქრა იმაზე, როგორი ლამაზია, როგორი ბავშვურად
სუფთა და იმავდროულად ბრძენი და ძლევამოსილი და თურმე როგორ
სწორედ აღმიწერია მისი თვისებები („ანგელოზის გული“, პირველი
წიგნი, თავი „საკურის ხე“, გვ. 73)...
73) როგორ სწორედ მივხვდი მის
ჭეშმარიტ არსს... რატომღაც გამეფიქრა, რომ შეუძლებელია ასეთ
არაჩვეულებრივ არსებას ვინმემ რამე ავნოს, ისევე როგორც პატარა
ბავშვების დანახვაზე გვიჩნდება მსგავსი აზრები... მერე წარმოვიდგინე,
რომ არსებობს მათი დაცემული წარმომადგენლებიც და გული მომიკვდა...
იმ წამს მზად ვიყავი ათასჯერ მოვმკვდარიყავი, რომ ერთი მათგანი მაინც
აღმედგინა სინათლეში, დამებრუნებინა მის ასეთ წმინდა, ბავშვურად
უმწიკვლო მდგომარეობაში... ისიც გამეფიქრა, რომ წარმოუდგენელი და
შეუძლებელი უნდა ყოფილიყო, ასეთი სრულყოფილი და არაჩვეულებრივი
არსების სულიერი დაცემა... უბრალოდ წარმოუდგენელი...
ეს აზრები იყო, და გამოვფხიზლდი...
რა თქმა უნდა ის ისევ გვერდით იყო... ისინი უცებ არასდროს მიდიან
ხოლმე, თუნდაც ვერ ხედავდე. მის თბილ და მზრუნველ თანამყოფობას
ვგრძნობდი... შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და
პირველი კითხვა რაც დავუსვი იყო, რატომ ვგრძნობდი მას ყოველთვის
მამაკაცური ენერგიით და მეომრის გარეგნობით, თუკი მასში სქესი
გამოკვეთილი არაა?

442
TeTri mzis meomari

მიქაელი:
- იმიტომ რომ ეს ჩემი მისიაა დედამიწაზე, ხოლო ადამიანების
კოლექტიურმა ქვეცნობიერმა ჩემი ასეთი არქეტიპი შექმნა, რადგან
„მეომარი“ ასოცირდა ბერძნულ-რომაული ტიპის მებრძოლთან... მაგრამ
ხომ გახსოვს რა გითხარი, ჩემი ბრძოლა არის სულიერი სინათლით, ხოლო
ჩემი იარაღი სიბრძნე და სიყვარულია... ძალიან ბევრი წმინდანია, რომლის
ცხოვრებისეული გარეგნობა არ შემორჩა, მაგრამ ადამიანებმა შექმნეს
მათი სახე-ხატები და მას მერე ეს წმინდანები, სწორედ ასეთი გარეგნობით
ეცხადებიან ადამიანებს ხილვებში თუ სიზმრებში.
- ალბათ იგივეა ქრისტეზე, - ვუთხარი მე, - ვინ იცის როგორი
გარეგნობა ჰქონდა სიცოცხლეში, მაგრამ ჩვენ თითქოს შევთანხმდით
ერთიან გამოსახულებაზე და მას მერე ისიც სწორედ ასეთი გარეგნობით
ევლინება ხოლმე ადამიანებს. მეც ასეთი გარეგნობით ვნახე და ასეთი
გარეგნობით დავხატე... შენც რომ გხატავდი, ვიცოდი, რომ ეს მხოლოდ
არქეტიპული გარეგნობა იყო, თუმცა ვცდილობდი, მასში შენი სულიერი
თვისებები გადმომეცა.
- თქვენს რეალობაში დუალობა ძალიან მკვეთრადაა გამოვლენილია,
ამიტომ სქესებად ხართ დაყოფილები. როდესაც მე ჩემი თავი ჩამომაქვს
თქვენს ქვედა სფეროებში და ინდივიდუალობას ვასხეულებ (ნატიფ
განზომილებაში, ანუ ასტრალურ სხეულში), მეც მიწევს ინის ან იანის, ანუ
კონკრეტული სქესის ენერგიის არჩევა, რომ თქვენთვის ნაცნობი ფორმა
მივიღო. ჩემთვის ეს მამაკაცური ენერგიაა და მამაკაცური გარეგნობა...
დამიჯერე, ზედა განზომილებებში არც თქვენს სულს/ცნობიერებას აქვს სქესი.

443
gnozisi

2020 წელი. 30 დეკემბერი. რა იქნება შემდეგი თემა?

ამ ზამთრის ნაბუნიობამ კიდევ ერთი ციკლი დაასრულა. მეც ზუსტად


ჩავჯექი დროში და ჯგუფში ამ მეორე წიგნის პასაჟების დადებას მოვრჩი.
ბოლო შეხვედრამ მიქაელთან და მისი გარეგნობის განსხვავებულად
დანახვამ თითქოს ახალ ეტაპზე გადამიყვანა... არ მშორდება შეგრძნება,
რომ ეს გარეგნობა უცხოპლანეტურ ჰუმანოიდურ ფორმასთანაა
კავშირში... ისეთი გრძნობა მაქვს, რომ რელიგიურ-ფილოსოფიურ-
ეზოთერული სფეროდან გადავდივართ სხვა უფრო გლობალურ,
კოსმოსურ დონეზე, რომლის გადმოსახედიდან, შეიძლება სრულიად
განსხვავებულად შევაფასოთ ისინი, ვისაც ანგელოზებს და სულიერ
ძალებს ვეძახით... ამავდროულად არ მსიამოვნებს იმაზე ფიქრი, რომ
შეიძლება უცხოპლანეტელების ჩენელერის როლში გამოვიდე, სადაც
გაუთავებელი ერთი და იგივე ცარიელი საუბრებია ხოლმე ვიბრაციების
ამაღლებაზე, სიყვარულზე და მე-4 (ხან მე-5) განზომილებაში „კვანტურ
გადახტომებზე“, რომლებსაც ვერა და ვერ დაადგა საშველი. იგივე განცდა
აქვს თ. - საც. უკვე დიდი ხანია შეგრძნება მაქვს, რომ მისი სიზმრები და
თავად ის, სინქრონიზდება ჩემთან. და როგორც ჩანს მასზე გამოგზავნილი
მინიშნებები არ იყო შემთხვევითი. როცა ის თავის სიზმრებს მიყვება, ისეთი
გრძნობა მაქვს, თითქოს ზუსტად ვიცი რა რას ნიშნავს.
არ ვიცი, რა თემას შევეხებით მიქაელთან გზავნილების ამ ციკლში,
მაგრამ თუ ეს კოსმოსურ რასებს შეეხება, ეს არ იქნება ჩემთვის ადვილი,

444
TeTri mzis meomari

რადგან არა მგონია რაიმე წიგნი არსებობდეს, რომელსაც მივუყვებით და


გავარჩევთ... მაგრამ ეს მხოლოდ ვარაუდია. როგორი ოდიოზურიც არ უნდა
იყოს უცხოპლანეტელობის თემა, მე ყველანაირი ვარიანტისთვის უნდა
ვიყო გახსნილი. ვნახოთ, როგორ განვითარდება მოვლენები. საინტერესოა
მიქაელი იმიტომ ვნახე ასეთი გარეგნობით, რომ უცხოპლანეტურ რასას
მიეკუთვნება, თუ უბრალოდ ეს გარეგნობა ყველაზე ზუსტად ასახავდა მის
თვისებებს? მაგალითად დიდი შუბლის წილი და წაგრძელებული თავი
შეიძლება მენტალური დემიურგიის უნარზე მიუთითებდეს, პატარა პირი
და ცხვირი იმაზე, რომ ეს არსება არ იკვებება მყარი საკვებით, როგორც
ჩვენ. დიდი თვალები ტელეპათიის უნარზე და ა. შ. ხოლო ზოგადად მისი
განსხვავებული ფორმა იმას ნიშნავდა, რომ ადამიანი არაა, არამედ ადამიანზე
განვითარებული, სულიერად მასზე ზემდგომი არსება. და საერთოდ ნიშნავს
თუ არა ეს მისი გარეგნობა, რომ მას სხეული აქვს, თუნდაც უფრო მაღალი
სიხშირის დიაპაზონის რეალობაში? და მაშინ შესაძლოა მისი რასა კოსმოსურ
ხომალდებს იყენებს და მირო მართალია, რომ ის ვისაც ანგელოზებს
ვეძახით, სინამდვილეში უფრო მაღალი ევოლუციის საფეხურზე მდგომი
უცხოპლანეტური რასაა? თუ ეს სხეული უბრალოდ ისეთივე მენტალური
დემიურგიით შექმნილი ფორმა იყო იმ მომენტში ჩემთან კომუნიკაციისთვის,
როგორც ის თეთრი ოთახი? ინტუიციურად უფრო ბოლო აზრისკენ ვიხრები,
რადგან მახსოვს მისი ცეცხლოვანი, ანუ სულიერი სხეულიც და მისი
სიტყვები: „პირველად მწყდება გული, რომ ფიზიკური სხეული არ მაქვს“...
ბევრი კითხვა მაქვს და საერთოდ რაც მეტს ვიგებ მასზე და სულიერ
იერარქიაზე, მით მეტი კითხვა მიჩნდება...

445
gnozisi

2021 წელი. 6 იანვარი. თბილისი. რაღაცის მოლოდინი...

ეს დღეები ფეისბუკ-ჯგუფი დაპაუზებული მაქვს. ვიმედოვნებდი, რომ


განმარტოებით ისევ შევძლებდი სულიერ მასწავლებლებთან სუფთა
კავშირის დამყარებას და რაიმე საინტერესო და საჭირბოროტო თემის
გარჩევას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ჩემი გეგმები და მათი გეგმები
არ ემთხვევა ერთმანეთს. ამ დღეებმა უქმედ ჩაიფრინეს. საახალწლო
სამზადისებში და დღესასწაულების აღნიშვნებში ჩაიკარგა სასარგებლო
დრო და ისევ სინდისმა შემაწუხა, რომ საქმეს არ ვაკეთებ... რაც მთავარია,
თითქოს წინა თემა დასრულდა, ხოლო ახალი ჯერ არ გამოკვეთილა.
მონახაზსაც ვერ ვგრძნობ, რაზე უნდა გვქონდეს საუბრები. გნოსტიკური
ტექსტები? იოანეს გამოცხადება? კოსმოსური რასები? ვიცი, რომ
ზამთრის ნაბუნიობაზე ისევ შედგა მათი შეხვედრა და მოლაპარაკება. რა
მოილაპარაკეს? რა გადაწყდა?
როდესაც შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევდივარ,
ისევ ვგრძნობ მიქაელის თანამყოფობას. ის არსად დაკარგულა და არც
მასთან კავშირი დაქვეითებულა. მაგრამ ჯერ არაფერზე მესაუბრება.
უბრალოდ მის სიყვარულს და გვერდზე ყოფნის სითბოს ვგრძნობ...
უცნაურია, მაგრამ ამ არსებებს ასეთი ურთიერთობა უყვართ - უბრალოდ
გვერდზე ყოფნით სიამოვნების მიღება, როდესაც მარტივად, უსიტყვოდ
ერთმანეთის სიყვარულს გრძნობ და არც არაფერი გაქვს სათქმელი
ან ასახსნელი, იმიტომ რომ ყველაფერი ისედაც გასაგებია... ხანდახან

446
TeTri mzis meomari

მგონია, რომ იქ, სადღაც, სადაც მათი სახლია, სწორედ ასე განისვენებენ
მდუმარე სიყვარულში გარინდულები და მაშინ ვფიქრობ, როგორი ფუჭი
მისწრაფებებითა და ფორიაქითაა სავსე ჩვენი ყოველდღიურობა... სულ
რაღაცისკენ ვილტვით, მუდმივად მიუღწეველი, ეფემერულ მომავალში
დასახული მიზნები და ვნებები გვამოძრავებს, არ გვასვენებს, აწმყოში
ყოფადობას გვაკარგვინებს... მაშინ როცა ბედნიერება სულ ახლოსაა.
ის ჩვენს გვერდითაა, ფეხებთან მოკალათებული თეთრი ფისოსავით
მიყუჩებული და ელოდება, როდის მივხვდებით, რომ ჩვენი გზები არსაით
მიდის, ხოლო ის რასაც ვეძებთ აქაა, ახლაა და არაფერს საჭიროებს გარდა
ერთმანეთის სიყვარულში უხმო გარინდებისა.

2021 წელი. 8 იანვარი. თბილისი. შენდობის საკრალური


საიდუმლო

ეს დღეები ნარევი აზრები მოდიან ჩემთან... ნაწყვეტ-ნაწყვეტ...


ხელმოცარული სტუმრებივით. ვერ ვკრებ ერთად, ვერ ვაერთიანებ...
თითქოს მათგან რაღაც დიდი და მნიშვნელოვანი სურათი უნდა შევკრა,
მაგრამ ვერ ვახერხებ. კანტიკუნტად ვხედავ ერთმანეთთან დაუკავშირებელ
სიზმრებს და არ ვწერ, იმიტომ რომ თავს და ბოლოს ვერ ვუგებ...
მაგრამ ახლა მაინც დავჯექი საწერად. რას დავწერ ჯერ არ ვიცი... იმედია
მიქაელი ხელს მომიმართავს და ამ აბდაუბდა იდეებიდან რამე აზრიანი შეიკვრება.

447
gnozisi

დავიწყებ იმით, რომ რამდენიმე დღის წინ ძველ აპოკრიფებს მოვკიდე


ხელი. ვინაიდან არ ვიცი ამ წელს რა თემას შევეხებით, ჯერ-ჯერობით
იქნებ მე თვითონ მოვძებნო რამე საინტერესო საკითხი, რაზეც მერე
მიქაელს კითხვებს დავუსვამ.
ნაგ-ჰამადის ბიბლიოთეკიდან „მათეს სახარება“ ერთ-ერთი
ცნობილთაგანია. ბევრი მეცნო ამ ტექსტიდან ისეთი, რაც სახარებაშიცაა
შეტანილი, მაგრამ ბევრი ახალიც იყო, ხოლო ბევრი გაუგებარიც.
ტექსტები ჩავიკითხე და თავი დავანებე. რაღაცნაირად არ წავიდა.
ძილის წინ ჩემს ყოველდღიურ ლოცვებს შევუდექი. ერთ-ერთი ლოცვა
ბავშვებისთვისაა განკუთვნილი. არა მხოლოდ ჩემი შვილებისთვის, არამედ
მსოფლიოს ბავშვებისთვის. ესე გამოვიდა, რომ ის ერთწლიანი ლოცვითი
ვალდებულება, რაც ჩემი შვილისთვის ავიღე, თავისით გადაკეთდა და
„დედის ლოცვაში“ ჩემი უმცროსი შვილის სახელთან ერთად ჯერ
უფროსის მოხსენიებაც დავიწყე, ხოლო მერე, მათთან ერთად მთელი
მსოფლიოს ბავშვებისთვის დავიწყე წყალობის და მფარველობის თხოვნა...
ასე გადასხვაფერდა ჩემი „ლოცვითი ვალდებულებაც“.
გუშინ მომიწია ჩემს მეგობართან საუბარი, რომლის შვილი ასევე
ძალიან ავადაა და სულ წვალობს. პატარა აღარაა, მაგრამ დედისთვის
შვილი შვილია ნებისმიერ ასაკში. ამ ჩემი მეგობრის მხიარული საშობაო
მოლოცვების და სურვილების, ხალისიანი საუბრებისა და თბილი
მოკითხვების უკან მუდმივი, მონოტონური სევდაა შეფარული, რომელიც
ფონურად გასდევს მთელს მის დედობას, მიუხედავად მხიარულების და
ხალისიანობის ნიღბისა...

448
TeTri mzis meomari

ღამით დამეძინა მისგან გამოყოლილი სევდიანი გრძნობითა და


აპოკრიფული „თომას სახარების“ სტრიქონებზე ფიქრით... გაუგებარი
ადგილები აკვიატებულივით მიმეორდებოდა გონებაში...
...და უცნაური სიზმარი მესიზმრა... დავინახე ვიღაც ალქაჯი, რომელიც
ახალგაზრდა გოგოს ეძებდა გასანადგურებლად, მაგრამ როდესაც მას
შეხვდა, ახალგაზრდა გოგომ შეახსენა, რომ იგი (ალქაჯი) ოდესღაც,
ადრე, მის დედას იცნობდა და გაახსენა, რომ ის და დედამისი უახლოესი
მეგობრები იყვნენ. ახალგაზრდა გოგომ ალქაჯს თითქოს დედამისისგან
მიწერილი წერილი გაუწოდა. ეს ამ გოგოს დაბადების შეტყობინების
წერილი იყო, რომელიც დედამ მაშინ ალქაჯს, როგორც მეგობარს
მისწერა... ალქაჯს თითქოს ყველაფერი გაახსენდა. ისიც გაახსენდა,
როგორც გაუხარდა მაშინ ბავშვის დაბადების ამბავი და თვალებზე
ცრემლები მოადგა! უცნაურია, მაგრამ ამ მოგონებებმა ალქაჯში ისეთი
ტრანსფორმაცია მოახდინეს, რომ ის სრულიად შეიცვალა... უკუღმადან
წაღმაზე ამობრუნდა თითქოს და ამ ახალგაზრდა გოგოს დედასავით
დაუმეგობრდა... ამას რომ ვუყურებდი, ვფიქრობდი, რა ბედნიერებაა,
როდესაც ბოროტი სული ნათელში აღდგება, სინათლეს უბრუნდება და
აღარ არის საჭირო მასთან ბრძოლა... მერე სურათი შეიცვალა. ჩემ წინ
მარადმწვანე ნაძვი აღიმართა, რომელსაც ერთი ტოტი აკლდა. უეცრად, ეს
მომძვრალი ტოტი მიწიდან აფრინდა და ხეს დაუბრუნდა... ამ დაბრუნებით
ხემ პირვანდელი სიმეტრია და სრულყოფილი სილამაზე დაიბრუნა!...
დილით გამეღვიძა ფიქრებით, რას უნდა ნიშნავდეს ეს ყველაფერი?..
გამახსენდა რომ ბოლო დღეები ის ნაწყვეტი აზრები, რომლებიც

449
gnozisi

მიქაელისგან მოდიოდა პატიების თემას ეხებოდა... „პატიება, როგორც


გზა გათავისუფლებისკენ“... განმეორდა ჩემს გონებაში ის დედააზრი,
რომელიც ამ ნაწყვეტ-ნაწყვეტ აზრებს წითელ ხაზად გასდევდა...
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და დიდი ხნის
დავიწყებული ნათელი შეგრძნება დამეუფლა - ქრისტეს თანამყოფობის
სინათლეში გავეხვიე! როგორ გამიხარდა, ვერ აღვწერ! შობის დღეები
იყო და სულ მას ვუხმობდი, შინაგანად ვესაუბრებოდი, ვთხოვდი,
რომ აპოკრიფების კითხვისას თანამყოფობა მოევლინა, ვთხოვდი
სულიერ წინამძღოლობას, დარიგებას, შეხვედრას. ძალიან დამაკლდა
მისი სიახლოვე, თუმცა შინაგანად არასდროს მოვწყვეტილვარ. სულ
მეფიქრება, რომ ცნობიერების მე-8 დონე, რომელიც ჰერმეტიკულ
ტრაქტატში განვიხილეთ და რომელიც „ძე ღვთისას“ შეესაბამება, მისი
უმაღლესი ღვთაებრივი ცნობიერებაა, მისი დონეა, რომლის გავლაცაა
საჭირო, იმისთვის რომ მამასთან (მე-9 დონე) მიხვიდე. გზა მასზეა
გადებული... ამიტომ მის გამოჩენასაც ველოდებოდი... ვფიქრობდი, რომ
შესაძლებელია მან დაიბრუნოს ჩემი ხელმძღვანელობა და მიქაელისგან
ცოტა ხანი მასთან გადამაბარონ...
- შვიდი წელი გავიდა, - გავიგონე მისი (იესოს) ფიქრები.
„საიდან შვიდი წელი?“ - გამეფიქრა და გამახსენდა, რომ მასთან
ყველაზე მნიშვნელოვანი და გარდამტეხი შეხვედრა 2012 წლის
აგვისტოში მოხდა. სწორედ მაშინ, მალევე ვთხოვე მასთან დამოწაფება
და სამჯერ ჩავაბარე ჩემი სული...
მერე წამოვიდა ხანგრძლივი გამოცდების და გაჭირვების წლები...

450
TeTri mzis meomari

სასოწარკვეთა, ავადმყოფობა, შვილის პრობლემები... შვილის


პრობლემები... ამაზე მძიმე არაფერია! ყველაფერს აიტანს დედა, ოღონდ
შვილს არაფერი დაემართოს... ამ მოგონებებმა წამიერად ფიქრები
ამირიეს და გული ამომიჯდა. ცრემლები მომერია. ისევ გამახსენდა ის
დაკარგულობის შეგრძნება, როდესაც არ გესმის რა და რატომ გემართება,
რატომ ხდება ეს ყველაფერი შენს თავს...
- შვიდი წელი გავიდა... და ცნობიერების შვიდი დონე გავიარეთ...
ალბათ ახლა მე-8-ზე უნდა გადავიდეთ? - ლოგიკურად მივყევი მე მის
დაწყებულ აზრს...
იესო:
- ცნობიერების მე-7 დონეს, თავისი გამოვლინება უნდა ჰქონდეს,
მათთვის ვინც მას მიაღწია, - მითხრა მან, - სულიწმიდას თვალებით
დანახვა უნდა შეგეძლოთ...
- რას გულისხმობ? - ვკითხე მე და ისევ ვიგრძენი, რომ ბოლო
დღეების აზრები ერთიანი მოზაიკის ფერადოვან სურათში ცდილობენ
დალაგებას, მაგრამ კალეიდოსკოპს თითქოს სწორ კუთხეს ვერ ვუძებნი,
ვერ ვპოულობ...
იესო:
- მკითხე, რასაც აპირებდი...
მე დავიბენი... რის კითხვას ვაპირებდი უცებ ვერ გავიხსენე. მე მხოლოდ
და მხოლოდ აპოკრიფებს ვკითხულობდი ეს დღეები. იოანეს აპოკრიფი
წავიკითხე, რომელიც არ გამომეხმაურა რატომღაც... უფრო სწორედ, ვიცი
რატომაც. მიქაელმა ამიხსნა, რომ იალდაბაოფი, ანუ ჩვენი მატერიალური

451
gnozisi

სამყაროს შემოქმედი ღმერთი სულიწმიდაა და არა მანკიერი დემიურგი


- პროტოარქონტი... ამ ტრაქტატს მაშინ თავი დავანებე და თომას
სახარების იმ ნაწილებს მივადექი, რომელიც სახარებისეული ნაწილისგან
განსხვავებულია... ფიქრებში ამ ადგილების გახსენება დავიწყე, რომ
ქრისტესთვის მეკითხა და მან თავად გააჩერა ჩემი ყურადღება ერთ-ერთ
სტროფზე:

27. იესომ დაინახა ჩვილები, რომლებიც წოვდნენ დედის რძეს. მან


უთხრა თავის მოსწავლეებს: ეს ჩვილები, რომლებიც დედის რძეს წოვენ,
ჰგვანან მათ, ვინც შედის ცათა სასუფეველში. მათ უთხრეს: რა გამოდის,
თუ ჩვენ ჩვილები ვართ, ესე იგი შევალთ ცათა სასუფეველში? იესომ
უპასუხა: როდესაც თქვენ აქცევთ ორს ერთად, გარეგან მხარეს შინაგან
მხარედ, ხოლო შინაგან მხარეს გარეგან მხარედ, ზედა მხარეს ქვედა
მხარედ, როდესაც თქვენ აქცევთ კაცს და ქალს ერთიანად, რომ კაცი
არ იყოს კაცი, ხოლო ქალი არ იყოს ქალი, როდესაც თქვენ ისე იზამთ,
რომ გექნებათ თვალი თვალების მაგივრად და ხელი ხელების მაგივრად,
ხატი ხატების მაგივრად, − მაშინ შეხვალთ ცათა სასუფეველში.

- გაიხსენე... - მითხრა მან და მიმართა ჩემი ცნობიერება წარსულისკენ...


აი, ეს ფრაგმენტი ჩემი პირველი წიგნიდან:

„...მიქაელი:
− არც მაღალი ინტელექტია განვითარებული მენტალის მაჩვენებელი.

452
TeTri mzis meomari

როგორც სქემაზეა გამოსახული, მხოლოდ მე-5, ანუ „სულიერი


მენტალური დონის“ მიღწევისას მყარდება კავშირი სულიერ
ტრიადასთან. ამ დონეს ხანდახან „ბრძენ გულს“ უწოდებენ. ეს ჯერ
კიდევ არ არის სულიერი სამყაროების სრულყოფილი „ხედვა“, არამედ
უფრო „გულიდან“ (სინამდვილეში, „უმაღლესი მე“-დან) მომდინარე
ინტუიციური სიბრძნე და საკუთარი უკვდავი სულის აღქმაა. მე-6
და მე-7 დონეზე ბუნებრივად იხსნება „ხედვა“, ანუ მე-3 თვალი. შენ
გქონდა ამ დონეების აღქმის გამოცდილებები, მაგრამ ძალიან ხანმოკლე
და არამყარი. თუმცა მაინც შეგიძლია რაღაც-რაღაცები გაიხსენო.
როდესაც მე გთხოვე მამა ღმერთის მიმართ გელოცა, მიუხედავად შენი
ქაოსური მიდებ-მოდებისა (ეღიმება) და გარეშე დახმარებისა (როგორც
ჩანს საკუთარი თავი იგულისხმა), შენ გქონდა ერთი შეგრძნება რომელიც
მინდა რომ აღწერო.
მე მივხვდი, რას გულისხმობდა. ეს შეგრძნება ლოცვის დროს მოვიდა
როგორც ვიზუალური სურათი. ის წამიერი იყო და მალევე დამავიწყდა.
შევეცადე ის მეხსიერებაში აღმედგინა: − მე დავინახე... თითქოს ქრისტე
დავინახე გაშლილი ხელებით. ის დედამიწას გადმოჰყურებდა, და მისი
ამობრუნებული ხელის მტევნებიდან სინათლის ნაკადები ადამიანებზე
იღვრებოდა. და თითქოს მისი სიტყვები მესმოდა: „მოდით ჩემთან,
ყოველნო მაშვრალნო და ტვირთმძიმენო, და მე მოგასვენებთ თქვენ...“
− რა იგრძენი, გაიხსენე...
− თითქოს მე და ის ერთი ვიყავით და მე მისი თვალებით ვხედავდი...
− და რა დაინახე?

453
gnozisi

− თითქოს ქვევით დედამიწაზე ყველაფერი ერთდროულად


თანაარსებობდა. ის, რაც მოხდა, არის და მოხდება ერთად იყო... რომ
ყველაფერი, რაც ცხოვრებაში გადამხდა, კარგი თუ ცუდი, ყველა
ადამიანი, ვინც ცხოვრებაში შემხვდა, კარგიც და ცუდიც, ერთად იყვნენ
და ყველა ძვირფასი იყო ჩემთვის...
− რატომ?
− იმიტომ, რომ ჩემი იყო! იმიტომ, რომ მე ვიყავი!
− კარგად დაიმახსოვრე ეს აზრი და კარგად დაიმახსოვრე ეს გრძნობა,
რადგან შენ მაშინ ღმერთის ცნობიერებას შეეხე! წამით, გაკვრით, მაგრამ
შეეხე! სწორედ ამ დონეზე... ცნობიერების, თუ გინდ სულის ამ დონეზე
ქრება ბოროტი და კეთილი! ის აღარ არსებობს, რადგან ყველა და
ყველაფერი შენია... ანუ მისია... და ეს ერთი და იგივეა, როცა შენი
სულის თვალებით ღმერთი იყურება!“
იყურება!“

იესო:
- გახსოვს ეს შეგრძნება? ამ დროს დუალობის აღქმა იკარგება. კარგი
და ცუდი, შავი და თეთრი აღარ არსებობს, იმიტომ რომ ყველაფერი
ერთიანობაში, ღმერთის ცნობიერებაში ერთიანდება... „როდესაც თქვენ
აქცევთ ორს ერთად“... ქალი და კაცი, ზევით და ქვევით, გარეთა და შიგნითა,
მარჯვენა და მარცხენა აღარ იარსებებს... ის რაც „თომას აპოკრიფულ
სახარებაში“ წერია ამ დუალობის გაქრობას, ქრისტესეული ცნობიერებით,
ღმერთის ცნობიერებით გაერთიანებას გულისხმობს... მხოლოდ მაშინ,
როდესაც შეგიძლია მატერიალური გამოვლინებების დუალობას გაცდე

454
TeTri mzis meomari

და ღვთაებრივი გონის ერთიანობას შეერწყა, მხოლოდ მაშინ მოიპოვებ


„სასუფეველს ღვთისას“...
ჩემმა ყურადღებამ რატომღაც ისევ ბავშვებზე გადაინაცვლა... ჩემი
მეგობრის შვილზე, ჩემს შვილზე... და კიდევ ერთ ინვალიდ ბავშვზე,
რომელზე გადაცემასაც ინტერნეტში ვუყურე. უკიდურეს გაჭირვებაში
მყოფი დედა ხალხს ევედრებოდა ცოტაოდენი ფულით შესწეოდნენ,
რომ შვილისთვის ტკივილგამაყუჩებლების ყიდვა შესძლებოდა...
როდესაც ბავშვს შევხედე, შემზარა მისმა მდგომარეობამ. ზურგი
ბორბალივით ჰქონდა დამრგვალებული, ხერხემალი ამობურცული, კუზით
გამრუდებული, კიდურები გამხდარი, დეფორმირებული, ამობრუნებული...
მათი ნორმალურად ხმარებაც არ შეეძლო... ბავშვი ჩიოდა, რომ თუ წამალს
არ მიიღებდა, ზურგის ტკივილი იმდენად გაუსაძლისი გახდებოდა, რომ
ღამეებს თეთრად გაათევინებდა და ძალიან მოკრძალებულად სთხოვდა
უცხო ადამიანებს დახმარებას. ბოლო წვეთი ჩემთვის ის ფაქტი იყო,
რომ ეს ბავშვი ჩემი ბიჭის ხელა იყო ასაკით... ვუყურებდი და მისი
სახის ნაცვლად ჩემი შვილის სახეს ვხედავდი, მისი ხელების ნაცვლად
„------„-ის ხელებს. მისი ცრემლები ჩემი შვილის ცრემლები იყო,
მისი დედის ტკივილი, ჩემი ტკივილი... როგორ მომინდა იმ მომენტში
იქ აღმოვჩნდარიყავი, მის ძველ, გაცრეცილ ტახტზე ვმჯდარიყავი იმ
სიღარიბით და სულიერი ტანჯვით გაჯერებულ კედლებში და მისი...
მისი, თუ ჩემი შვილის სახე დამეკოცნა... მისი, თუ ჩემი შვილის ხელები
დამეკოცნა და მორიგ ჯერზე შევვედრებოდი ღმერთს: „ღმერთო მე ავიღებ
ამას, ჩემზე გადმოვიდეს, ოღონდ ჩემს შვილს ნურაფერი ეტკინება“...

455
gnozisi

ახლაც ცხადად მახსოვს ეს გრძნობა, როცა ზღვარი იშლება და როცა


სხვა ბავშვებში საკუთარ შვილებს ხედავ. აღარაფერია, რაც მათ და შენს
შვილებს განასხვავებს. „როდესაც თქვენ აქცევთ ორს ერთად, გარეგან
მხარეს შინაგან მხარედ, ხოლო შინაგან მხარეს გარეგან მხარედ“...
„როდესაც თქვენ აქცევთ კაცს და ქალს ერთიანად, რომ კაცი არ იყოს კაცი,
ხოლო ქალი არ იყოს ქალი“... ამომიტივტივდა ქრისტეს სიტყვები... როცა
ჩემი გახდება შენი და დუალობა ღმერთის ცნობიერებაში გაერთიანდება...
მაშინვე გამახსენდა რატომღაც ერთი შემთხვევა ჩემი იოგის
მასწავლებელთან ურთიერთობიდან... კიდევ ერთი ფერადი მინა
მოზაიკის სურათში!.. მახსოვს იოგის დარბაზში ვიყავით, როდესაც
ჩვენი მასწავლებელი შემოვიდა. ძალიან შეშფოთებული იყო. ვიღაცას
ესაუბრებოდა ტელეფონით. მისთვის უჩვეულოდ ხმამაღლა და
გაბრაზებულად ლაპარაკობდა. როდესაც მობილური გათიშა, ერთ-ერთმა
მოსწავლემ ჰკითხა, რაშიაო საქმე. იოგის მასწავლებელმა თითქოს თავისი
ფიქრები გააგრძელა, ახსნა-განმარტების გარეშე უბრალოდ თქვა:
- ნორმალურ ადამიანს ფსიქიატრიულში სვამენ! მე რით ვუშველო?
მე რა გავაკეთო?
მერე ერთი ორი ნაბიჯი წინ და უკან გაიარა და ნერვებმოშლილმა
თავისთვის წამოიძახა:
- ალბათ წინა ცხოვრებაში თვითონაც იმავეს აკეთებდა! ალბათ წინა
ცხოვრებაში თვითონ ასეთი ნაგავი იყო!
ეს ბოლო სიტყვები რატომღაც ძალიან მკვეთრად მომხვდა ყურში და
მეხამუშა... რაღაცა იყო ამ სიტყვებში დაუნდობელი... მართალი, მაგრამ

456
TeTri mzis meomari

დაუნდობელი... მაშინ გამეფიქრა, რომ საღმრთო კანონების ცოდნამ


შეიძლება ადამიანს გული გაუქვავოს... რატომ უნდა მოხდეს ასე? კი,
შეიძლება იმსახურებდეს ადამიანი, მაგრამ ნუთუ თანაგრძნობა უნდა
დაკარგო?.. და გამახსენდა ერთ-ერთი კრითნაიტი მოძღვრის სიტყვები,
რომელიც თანაგრძნობას სენტიმენტებს ეძახდა და დაბალ დონესა და
სულიერ უვიცობას მიაწერდა, რადგან როცა კარმის მოქმედება გესმის,
ხვდები, რომ ყველას ყველაფერი დამსახურებულად მიეზღვებაო...
ჩემმა ფიქრებმა ისევ იმ ინვალიდ ბიჭთან დამაბრუნეს... და იესოს
შევევედრე:
- არ მაინტერესებს რა დააშავა წინა ცხოვრებაში! სულით და გულით
მინდა, რომ ეს ბავშვი აღარ იტანჯებოდეს!
რამდენიც არ უნდა მქონოდა ნასწავლი საღმრთო კანონები, როგორ
კარგადაც არ უნდა მცოდნოდა კარმული მიზღვევის სამართლიანობა, ჩემი
ბუნება აჯანყდა ამის წინააღმდეგ... მე მას დედის თვალებით ვხედავდი,
რომელიც თავის შვილს ყველაფერს აპატიებს და მხოლოდ ერთი უნდა
- მისი კარგად ყოფნა!
უეცრად მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი... მისი ამჯერად
ტკივილამდე მძაფრად დამიარა სხეულში...
- რაღაცას შევეხეთ, რაც ძალიან ღრმა ტკივილს აღმოაცენებს ჩემში...
არ ვიცი ეს რა არის... - შევჩივლე და ვიგრძენი, რომ მოზაიკის კიდევ ერთ
ფერად ფრაგმენტს მივადექით, რომელმაც ეს რთული, ჩახლართული
სურათი უნდა შეკრას... მიქაელმა ჩემი გონება ისევ წარსულისკენ მიმართა
და ძველი, მეხსიერების მივიწყებული წიაღებიდან ერთი ფრაზა ამოიღო,

457
gnozisi

რომელიც თავის დროზე, ბევრი წლის წინ, ჩემმა მეგობარმა ბერმა გვითხრა
მე და ჩემ ქმარს: „მიზღვევა ეშმაკისგანაა, ხოლო მიტევება ღმერთისგან“.
მახსოვს მაშინ ცოტა მეუცნაურა ეს ფრაზა... მან ის, როგორც მახსოვს ჩემს
მეუღლეს უთხრა, რომელიც ადვოკატია და მისი მოღვაწეობის სფერო,
სწორედ კანონიერი მიზღვევის, სამართლიანი უკუგების უზრუნველყოფაა.
მაგრამ განა ეს არაა საჭირო? ყველა დამნაშავეს რომ ყველაფერი აპატიო,
მათ ხომ მხოლოდ დაუსჯელობის სინდრომი განუვითარდებათ და უარეს
ბოროტებაში გადავარდებიან?! ამიტომ არსებობს საერო სამართალი!
პატიება პატიებაა და მიზღვევა მიზღვევაა!
მიქაელი:
- კეისარს კეისრისა, ხოლო ღმერთს ღვთისა! - გადაასხვაფერა მან ჩემი
ბოლო აზრი, - შენ თან მართალი ხარ და თან არა. „ღ----„-ის მხრიდან
უფრო სწორი იქნებოდა ეთქვა: „მიზღვევა მატერიისგანაა, ხოლო პატიება
სულისგან“. ცუდი საქციელისთვის მიზღვევა მატერიალური სამყაროს
„აღებ-მიცემობის“, ანუ იგივე „გაცვლა-გამოცვლის კანონის“ ერთ-ერთი
გამოხატულებაა, რომლის ფორმა უხეშმატერიალურ განზომილებაში არის
საერო სამართალი (დააშავე-დაისაჯე), ხოლო ნატიფმატერიალურში
კარმის კანონი (ასევე: დააშავე-დაისაჯე). მაგრამ თეთრი მზის
მდგომარეობაში მყოფი სული მხოლოდ გასცემს მასში შემოდინებულ
საღმრთო სინათლეს... ამიტომ ის შეუნდობს, აპატიებს და მიუტევებს!..
- იმმა!.. - გააგრძელა მან და ყურში მომხვდა საკუთარი სახელი,
რადგან ასე, სახელით იშვიათად მომმართავს ხოლმე, - პატიება უდიდესი,
უდიდესი ძალაა! მხოლოდ ჭეშმარიტი პატიებისთვის, იმას, ვისაც აპატიებ

458
TeTri mzis meomari

ღმერთის თვალებით უნდა შეხედო... ჯერ ქრისტესეულ ცნობიერებას უნდა


მიაღწიო, როცა ადამიანებს ისე უყურებ, როგორც საკუთარ თავს. „როცა
ორი გახდება ერთი“... როცა ზღვარი „მე“ და „შენ“ შორის წაშლილია
ერთიან ორგანიზმში, რომელსაც კაცობრიობა ჰქვია... ხოლო შემდეგ მე-7
დონეს, როდესაც დუალობა სრულად ქრება და სულიწმიდას თვალით
ხედავ ყველა მის ქმნილებას, ყველა მის მიერ შექმნილ ცოცხალ არსებას,
როგორც საკუთარ შვილს! დედის თვალებით დანახვა სულიწმიდას
მე-7 დონის ქალური ჰიპოსტასის გამოვლინებაა, როდესაც ყველა შენი
შვილია და არ არსებობს ბოროტი, რომელსაც უნდა მიეზღოს, იმიტომ
რომ ყველა გიყვარს, როგორც საკუთარი პირმშო, ყველაზე ძვირფასი და
ყველაზე საყვარელი შვილი! მარიამ ღვთისმშობელს დიდ დედასაც ეძახიან.
სწორ მის ტალღაზე განღმრთობა მიმდინარეობს სულიწმიდის ქალური
ჰიპოსტასის რეალიზებით... დიდი დედის თვალებით დანახვა უდიდესი
მიღწევაა ადამიანისთვის! ამ დროს პატიება უდიდეს ძალას იძენს! ყველა
ბორკილი ინგრევა, ყველა ცოდვა იწვება, ყველა ჯაჭვი წყდება! ასეთ
პატიებას უდიდესი გათავისუფლება მოაქვს, როგორც იმ სულისთვის
ვისაც აპატიებენ, ისევე იმისთვის, ვინც აპატიებს! გახსოვდეს კარმული
კავშირები ყოველთვის ორმხრივია! არ არსებობს ცალმხრივი ბმები!
- რატომ მეუბნები ამას? ვის რა უნდა ვაპატიო?
- როდესაც შენ იმ ინვალიდ ბავშვზე თქვი „არ მაინტერესებს რა
დააშავა, მინდა რომ კარგად იყოსო“, შენ მას მის მიერ წინა ცხოვრებაში
ჩადენილი დანაშაული აპატიე! ეს ძალიან მტკივნეულია, იმიტომ რომ
ეს დანაშაული უშუალოდ შენ მიმართ არ იყო ჩადენილი, მაგრამ ხომ

459
gnozisi

გახსოვს, მე-7 დონის გადმოსახედიდან ყველა და ყველაფერი შენ ხარ,


ისიც ვისაც ავნეს და ისიც, ვინც ავნო! ამიტომ არის რომ ამგვარი პატიება
პირდაპირ გულზე გადის და ყველა ამ ტკივილს, როგორც შენს საკუთარს
გაგრძნობინებს... ამიტომ გითხარი ადრე, რომ ადამიანებისთვის თხოვნის
უფლება მძიმე გამოცდილება იქნება შენთვის („ანგელოზის გული“.
წიგნი პირველი. 2018 წელი. 29. აპრილი. „ადამიანებისთვის თხოვნის
უფლება“, გვ. 132).
132). მაგრამ მხოლოდ მაშინ, როცა „ორი ხდება ერთი“,
როცა სხვისი ტკივილი შენი ტკივილი ხდება, სხვისი ბედი შენი ბედი
ხდება, სხვის მიმართ ჩადენილი დანაშაული - შენს მიმართ ჩადენილი
დანაშაული, შენ შეგიძლია აპატიო! და იცოდე, რომ რა წამს ამას გააკეთებ,
წარმოუდგენელი, დიდებული მექანიზმი ამოძრავდება, გადაჯგუფდება
სამყაროსეული გორგოლაჭები, ცა და მიწა შეიცვლის ადგილს, თუნდაც
ხილულად ვერაფერი დაინახო! პატიებას უდიდესი ძალა აქვს!
მან პაუზა გააკეთა და მივხვდი, რომ კიდევ ერთი ფერადი მინის ნატეხი
უნდა ჩავსვათ თავის ადგილას...
- გახსოვს ქ.-ის მოწერილი სიზმარი? მინდა რომ ჩაწერო და მინდა რომ
რაღაც აგიხსნათ, იმიტომ რომ ეს ჩვენთვისაც და თქვენთვისაც ძალიან
მნიშვნელოვანია...
აი, ეს მიმოწერა, რომელიც დეკემბრის ბოლოს მოხდა და იმ დღესვე
გადამავიწყდა, რადგან მსგავს ისტორიებს მრავლად მწერენ ხოლმე:
K:
იმა გამარჯობა. ძალიან დიდი ბოდიშს გიხდი რომ ამ წინა საახალწლოდ გაწუხებ,
უბრალოდ იმდენად შემაწუხა ამ ფიქრებმა და თქვენთვის მოწერის სურვილმა

460
TeTri mzis meomari

რომ ვეღარ მოვითმინე. 🤦‍♀️ რამდენიმე დღის წინ დამესიზმრა ერთი ადამიანი ,
რომელთანაც ადრე დავდიოდი გამოლოცვებზე 😃, მაშინ თქვენი წიგნის შესახებ
და ბევრი რაღაცის შესახებ საერთოდ არ ვიცოდი , მაგრამ ამ ქალბატონს სახლში
მხოლოდ ხატები და ლოცვებიც მხოლოდ ქრისტიანული ჰქონდა... მოკლედ
დამესიზმრა ეს ქალბატონი , რომელთანაც ვიყავით მისულები გამოსალოცად,
მაგრამ სხვანაირად გამოიყურებოდა, შავი მოსასხამი ეხვია და თმები გაწეწილი
ჰქონდა, ხმას არ იღებდა... რა ველაპარაკე არ მახსოვს მაგრამ ბოლოს მახსოვს, რომ
მის უკან კედელზე ეკიდა დიდი სურათი , უფრო პორტრეტი .. სადაც 2 ანგელოზი
იყო დახატული, ახალგაზრდა პატარა ბიჭები შავებში შემოსილი, მაგრამ ერთი
გაქრა და მე მხოლოდ რომელიც დარჩა იმაზე მივუთითე და ვუთხარი ნახე
ქრისტე დარჩა მხოლოდ ამ სურათზე-თქო, ოღონდ ეს ნახატიც თითქოს იშლებოდა
ნელ-ნელა, თვითონაც შეხედა ამ ნახატს და გაურკვევლად დამეთანხმა, თითქოს
შერცხვა (ნახატი საბოლოოდ წაიშალა და დარჩა ნატანჯი ალქაჯი თითქოს
რომელიც სურათიდან გამოსვლას აპირებდა)... მერე წამომივიდა საშინელი
შიშნარევი დისკომფორტის გრძნობა და ამიტომ ვეუბნები, რომ რა მაგარია იესო
დარჩა მხოლოდ სურათზე და დიდება უფალს-თქო , მაგრამ თავი ჩახარა და გაიხედა,
ამ დროს მეც უფრო შემეშინდა და უფრო ჩავაცივდი )) დიდება უფალს, ხომ----ა,
ვეუბნები და მას ისევ თავი ჰქონდა ჩახრილი და თითქოს გაურკვევლად მაგრამ
მაინც ჰო, ჰო, ესე მომიშორა თავიდან. ამ დროს ჩემი დაც მოვიდა, რომელიც
გასაღებს ეძებდა. სახლი სადაც ვიყავით ჩაკეტილი იყო შიგნიდან. გავაღეთ კარი
და გამოვიქეცით. წამოსვლის წინ უკან მივიხედე და თითქოს იმ ადამიანს შიგნიდან
ნათელი აენთო, თვალებიდან ასხივებდა და დაიბზარა . ამ ბზარებშიც ნათელი
სხივი ჩანდა, ოღონდ ამ დაბზარვის დროს საშინელი ტკივილი და ტანჯვა მოდიოდა

461
gnozisi

მისგან... ჩვენც გამოგვიშვა... ასეთი შეგრძნება დამრჩა. რომ გამეღვიძა კი გული


გამისკდა მაგრამ მალევე გადამიარა. 😅 რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ
ერთ დროს ნათელი სული იყო, რომელსაც გამოძრომა უნდოდა , რადგანაც
ნათელი სულები ადამიანებთან ურთიერთობის დროს დაეცნენ, იქნებ ისევ
ადამიანები არიან, ვისი საშუალებითაც შეიძლება ისევ ამაღლდნენ და ჩვენც
შეგვიძლია მათი დახმარება?..
ძალიან ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ ეგ შეგრძნება თავს არ მანებებს )))
ბოდიში კიდევ ერთხელ, უბრალოდ თქვენთვის ძალიან მინდოდა ამ ყველაფრის
გაზიარება . გილოცავთ წინასწარ ახალ წელს , სულიერ ფიზიკურ სიძლიერეს
და სიმშვიდეს გისურვებთ.
P. S. ძალიან დაგვაკლდა ჯგუფის სიახლეები და იმედია მალე
დაგვიბრუნდებით. 🌞💜
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 22:54-ზე
გამარჯობა ქეთი... ორჯერ გადავიკითხე თქვენი მოწერილი... ჰო, თქვენ
ადგილას მეც დავფიქრდებოდი ამ სიზმარზე. აშკარად რაღაცის მიმანიშნებელია...
რა გითხრათ... ხანდახან ნათელი ადამიანები ისე გადადიან ბნელ მხარეს, რომ
ვერც აცნობიერებენ. განსაკუთრებით, როდესაც მისტიკურ სამყაროსთან
ამყარებენ კავშირს. ის ორი ანგელოზი შეიძლება მისი სულიერი წინამძღოლი
ძალები იყვნენ, რომლებთანაც რაღაც მიზეზით ნელ-ნელა დაკარგა კავშირი...
გამოლოცვას როგორ აკეთებდა? ფულს იღებდა ამაში?
K. sent 30 დეკემბერი, 2020 22:56-ზე
კი ფულს იღებდა , მაგრამ რატომღაც შთაბეჭდილება დამრჩა, რომ
უბრალოდ იმ ადამიანის სახე ჰქონდა მიღებული და კონკრეტულად ის ადამიანი

462
TeTri mzis meomari

არ იყო 🤷‍♀️ პარალელურად ჩემს დასაც დაესიზმრა იმ ღამეს სიზმარი სადაც ერთად
ვებრძოდით ეშმაკებს პასტებით )))
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 22:56-ზე
აბა ვინ იყო? ეს ამ დღეებში ხდებოდა?
K. sent 30 დეკემბერი, 2020 22:58-ზე
არ ვიცი მაგრამ ის ადამიანი არ იყო , ვიღაც სხვა იყო მისი სახით, შთაბეჭდილება
მქონდა შეგრძნება, რომ ფოტოზე ახალგაზრდა ბიჭი თითქოს ერთ დროს ის იყო. კი
სადღაც 28 ან 29 დეკემბერს დამესიზმრა. შეიძლება მომეჩვენა არ ვიცი. დაცემული
ანგელოზი? ანუ ესე ხმამაღლა მერიდება მაგის თქმა. მაგრამ ნათელი სული იყო
ერთ დროს და თქვენი ბოლო პოსტი რომ წავიკითხე, თქვენც რომ გიწერიათ, რომ
გული გწყდებათ მიქაელის მსგავსი არსებების დაცემის შესახებ.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 22:59-ზე
ჰო...
K. sent 30 დეკემბერი, 2020 22:59-ზე
ანგელოზებსაც იქნებ უნდათ თავიანთი ძმების გამოხსნა.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 22:59-ზე
შეიძლება რაღაც ასეთი დაინახეთ.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 22:59-ზე
ჩვენ როგორ ვუყვარვართ და ისინი როგორ ეყვარებათ
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 22:59-ზე
კი. ნამდვილად ასეა.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:04-ზე
უბრალოდ იქნებ, თუ თანავუგრძნობთ, იქნებ მათაც ჰქონდეთ შანსი. ეს

463
gnozisi

ეშმაკებზე შეშინება და ზიზღის გამოწვევაც, იქნებ მათი მაღალი იერარქების


ოინებია, რომ არ თანავუგრძნოთ და ბევრი ჩვენ მხარეს არ გადმოვიყვანოთ
🤷‍♀️. მიქაელიც ხომ არასდროს არ ანადგურებს და უბრალოდ აგდებს. არ ვიცი
შეიძლება სისულელეებს ვლაპარაკობ. უბრალოდ პერიოდულად ეგ შეგრძნება
სულ მომდის, რადგანაც დედამიწის ვიბრაციები იწევს, ალბათ ეგენიც გრძნობენ
და იქნებ მეხსიერება უბრუნდებათ. გამოგვიშვა. მე კი შეგრძნება მქონდა რომ
გამოვიქეცით, მაგრამ როცა მერე გავაანალიზე მივხვდი რომ გამოგვიშვა. თან მაგ
დღეს ძილის წინ მიხაკის ზეთი წავისვი საფეთქელზე. ძილის პრობლემები მაქვს
ამ ბოლო დროს და წავიკითხე რომ აძინებს, მაგრამ ამ დროს ღრმა სიზმრებსაც
იწვევს. არც მიფიქრია მსგავს თემებზე რომ ჩამყოლოდა.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:04-ზე
კი... მეც ასე ვფიქრობ... თუ გახსოვს პირველ წიგნში „ბოროტებასთან
ბრძოლის ჭეშმარიტი არსი”, რომ არის, იქ დემონური არსების დანახვაზე
რამდენიმე აფირმაციას მათქმევინებს ხოლმე. ახლაც მაგას ვიყენებ. პირველი
არის „ვაფიქსირებ დაბალ ვიბრაციებს”, მეორე შიშის დათრგუნვაა „მე არ მეშინია”,
მესამე არის ამ არსების დალოცვა (როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს და როგორ
ბოროტადაც არ უნდა აღიქმებოდეს) და ამ დროს ვამბობ ხოლმე: „დალოცვილ
იყავი, ოდესმე შენც დაბრუნდები ღმერთში”. და ეს სიტყვები ყველაზე ძლიერად
მოქმედებს ხოლმე. თან ვგრძნობ რომ სიმართლეა. ევოლუციური ციკლის
რომელიღაც ხვეულში ეს არსებებიც ბრუნდებიან პირველწყაროში.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:06-ზე
კი თქვენს აფირმაციებს. სულ ვიყენებ სიფხიზლეში. მე ვერ ვახერხებ სიზმარში
გამოფხიზლებას. არც მესიზმრება ეგეთი სიზმრები. თან ვიყენებ, როცა ნეგატივი

464
TeTri mzis meomari

მიტევს შინაგანად და მალევე გადამდის , ეგ სიტყვები ჩემთვის ჯადოსნურია 😀


ნამდვილად ჯადოსნურია. უდიდესი სიკეთეა ამაში ჩადებული.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:08-ზე
იცი რა ქენი…
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:08-ზე
კი და ამ ბოლო დროს ჩემი აღმოჩენაა მთავარანგელოზი შამუელი ან
სამუელი.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:08-ზე
ძილის წინ მიქაელის მიმართ ლოცვა წაიკითხე და სთხოვე, რომ შენი
თვალებით დაინახოს ის არსება, თუ მართლა დაცემული სულია და დაეხმაროს.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:08-ზე
ვერ გავიგე სწორედ ქართულად როგორ იქნება, რუსულად და ინგლისურად
შამუელია ))) კარგით ვთხოვ.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:09-ზე
მეტს მე მგონი ვერაფერს ვერ იზამ.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:14-ზე
მაგრამ რა ვიცი აბა , შეგრძნება მაქვს სულ იესოსი. რატომ არ ვიცი. რომელიც
სულ მიღიმის. ანუ შეიძლება, რომ ეგ სიზმარი ყურადსაღები იყოს? კარგით ეგრე
ვიზამ )) უბრალოდ სიზმარში ეგ განცდა მქონდა, რომ კი იყო ბოროტი, მაგრამ
ვფიქრობდი ბოროტი თუა ეს თეთრი სინათლე რატომ ამოსდის შიგნიდან-თქო? აი
ეგ იყო ყველაზე უცნაური , თითქოს სკდებოდა და იტანჯებოდა და თან შიგნიდან
ანათებდა 🤷‍♀️ თითქოს, როცა სურათზე მივუთითე და შეხედა მაშინ გაახსენდა
რაღაც და თავი დახარა , მანამდე ძალიან ირონიული სახით მიყურებდა , მაგის

465
gnozisi

მერე თავი ჩახარა და მე არ ვეშვებოდი დიდება უფალს, ჰო? ანუ მინდოდა რომ
დაედასტურებინა..
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:16-ზე
დაცემულ სულს ჰგავს. მაგათ ავიწყდებათ ხოლმე ვინ არიან. მატერიალური
სამყაროს ილუზიაში ეშვებიან და კარგავენ კავშირს ღმერთთან. მერე უკან
მიხედვაც უჭირთ, რცხვენიათ და ვერც იჯერებენ. მე მიჭირს ცოტა სხვის
სიზმარში გარკვევა, მაგრამ რასაც მიყვები, ასეთი შთაბეჭდილება მრჩება.
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:17-ზე
ჰო, აი, ზუსტად შერცხვა.
Imma sent 30 დეკემბერი, 2020 23:17-ზე
ხომ არა უშავს შენობით რომ მოგმართავ?
K. sent 30 დეკემბერი, 2020 23:19-ზე
გაახსენდა და შერცხვა, ღმერთი როცა ვუხსენე. არა პირიქით. რა პრობლემაა 😀
ვიზამ, თქვენ როგორც მირჩიეთ, უბრალოდ რა ვიცი, მე არა მგონია კონტაქტორი
ვიყო, 🤷‍♀️ მაგრამ ვცდი. თან რომ გამოვფხიზლდი ისეთი შეშინებული და გაყინული
ვიყავი ეგრევე დავიწყე ფიქრი, რომ მეშინია და არ მინდა-თქო 😅 და თითქოს
მერე ვიხუმრე ამ სიზმარზე და დავიწყება ვცადე, მაგრამ ეს ყველაფერი მაინც
ამომიტივტივდა და სანამ არ მოგწერეთ ვერ მოვიშორე .. თან აზრიც მომდის
რომ ერთნი ვართ და მათაც უნდა დავეხმაროთ, რომ ისევ ჩვენ შეგვიძლია
მათი აზრზე მოყვანა. ისევე როგორც ჩვენთან ურთიერთობის დროს დაეცნენ,
ასევე ჩვენთან ურთიერთობით შეიძლება უკან დაბრუნდნენ... ადამიანებში ხომ
დუალობაა და ჩვენშიც ხომ არის ის ნეგატიური და დადებითი განცდებიც, რაც
ორივე მხარისთვის დამახასიათებელია და რადგანაც ჩვენთვის უფრო ნაცნობია

466
TeTri mzis meomari

მათი შეგრძნებები, ამიტომ საერთო ენის გამონახვას უფრო შევძლებთ )))) მე


მგონი ზედმეტებს ვიღებ ჩემ თავზე. 😂
მიქაელი:
- იმმა, შენ და ქ.-იმ მთხოვეთ იმის ნახვა, იდგა თუ არა ამ სიზმრის
უკან რეალური დაცემული სულის ისტორია და თუ ასე იქნებოდა,
მისთვის დახმარება გამეწია... იდგა თუ არა? ამაზე პასუხი დღევანდელ
სიზმარში მიიღე... ამ გოგოს (ქ.-ს) სულს კარმული კავშირი აქვს ერთ-
ერთ არსებასთან ძალიან, ძალიან ძველი დროიდან, როდესაც ანგელოზები
ჯერ კიდევ დადიოდნენ მიწაზე... შენს სიზმარში „დედასთან მეგობრობა“
მაგას ნიშნავს... გახსოვს შენი ფიქრი: რა კარგია რომ ეს დაცემული სული
აღსდგა სინათლეში და აღარაა საჭირო მასთან ბრძოლა? გახსოვს, როგორ
დაუბრუნდა სიცოცხლის ხეს, რომელიც შენ სიზმარში მარადმწვანე ნაძვის
სახით დაინახე? და ის ტოტი, რომელმაც ამ ხეს სიმეტრია და სილამაზე
დაუბრუნა ის დაცემული სულია, რომელიც უკან უკვდავებაში, სიცოცხლის
ხეში უნდა დაბრუნდეს...
მან პაუზა გააკეთე და გააგრძელა:
- იმმა, მე ვერ გადავაბიჯებ საღმრთო უკუგების კანონებს ამ სულებს
დასახმარებლად, თუ თქვენ, ვისი მოდგმის მიმართაც იყო დანაშაული
ჩადენილი, არ აპატიებთ მათ! ქ.-ს ინტუიციური შეგრძნება საკუთარ
სიზმართან დაკავშირებით სრული სიმართლე იყო. ის პატარა ბიჭი
ხატზე, რომელიც გაქრა და რომელიც შენ შეცდომით მისი სულიერი
წინამძღვარი გეგონა, თავად ეს დაცემული სული იყო, ანუ მისი უმაღლესი
მე, მისი ანგელოზის ფორმა ოდესღაც, როდესაც ის „პატარა ბიჭივით“

467
gnozisi

უმწიკვლო იყო მის ზეციურ სამშობლოში... მეორე ბიჭი, რომელიც ქრისტე


იყო ქ.-ის სიზმარში, მის ღვთაებრივ ნაპერწკალს წარმოადგენდა (მის
მე-6, 7 დონეს), ანუ „ღმერთი მასში“, რომელიც თქვენს პლანეტაზე
ქრისტეს სახით ვლინდება... სულიერი არსებების დაცემა და ღმერთთან
კავშირის დავიწყება ხშირად იწვევს მათში ისეთ ინკარნაციებს, სადაც
ისინი მაგიის და ხშირად შავი მაგიის გზას მიუყვებიან, რადგან სულს
არაცნობიერად ახსოვს მიღმიერი არსებობა, მაგრამ თეთრი მზის, ანუ
სულიერად ამაღლებულ მდგომარეობას ვეღარ აღწევენ ღმერთისგან
მოწყვეტის გამო. შინაგანი, გაუცნობიერებელი მოგონებები, მათ საშინელ
ტანჯვას ანიჭებენ, რომელიც ქ.-იმ დაინახა, როგორც შინაგანი სინათლის
გამოთავისუფლების მტანჯველი სურვილი... მაგრამ ასეთი სულები
კარმის კანონებით არიან მატერიალურ განზომილებაზე მიჯაჭვულები...
მინდა, რომ ყურადღებით მომისმინო და მიხვდე ახლა რასაც გეტყვი...
როდესაც ბოლოს მნახე მენტალურ განზომილებაში, შენთვის „უცნაური
გარეგნობით“, როგორც მაშინ აღნიშნე, შენ თქვი ასეთი რამ: „მერე
წარმოვიდგინე, რომ არსებობს მათი დაცემული წარმომადგენლებიც
და გული მომიკვდა... იმ წამს მზად ვიყავი ათასჯერ მოვმკვდარიყავი,
რომ ერთი მათგანი მაინც აღმედგინა სინათლეში, დამებრუნებინა
მის ასეთ წმინდა, ბავშვურად უმწიკვლო მდგომარეობაში... ისიც
გამეფიქრა, რომ წარმოუდგენელი და შეუძლებელი უნდა ყოფილიყო,
ასეთი სრულყოფილი და არაჩვეულებრივი არსების სულიერი დაცემა...
უბრალოდ წარმოუდგენელი...“
მან პაუზა გააკეთა და გააგრძელა:

468
TeTri mzis meomari

- თუ შენ და სხვები, ვინც ამ წიგნს კითხულობენ... მე მხედავენ... -


ამ ფრაზაში „მე მხედავენ“ მან იგულისხმა შინაგანი ხედვა, როდესაც
ცოცხალი არსების სულს, მის ჭეშმარიტ არსს ჭვრეტ, - თუ მათ შეუძლიათ
მე დამინახონ დაცემულ ანგელოზებში, ისე, როგორც შენ ხედავ შენს
შვილებს ყველა გაჭირვებულ ბავშვში... თუ თქვენ შეგიძლიათ დაინახოთ
შემოქმედი ღმერთის თვალებით მისი ქმნილებები, თქვენ შეძლებთ
მიუტევოთ მათ ის უდიდესი დანაშაული, რაც მათ თქვენი მოდგმის წინაშე
მიუძღვით, მიუხედავად იმისა, რომ ამ დანაშაულის მასშტაბებს შეიძლება
ვერ აცნობიერებდეთ... როდესაც პატიება არ არსებობს, მუშაობს კარმის
კანონები, რომლებიც მევალეს ვალის გამცემთან აკავშირებს. თქვენ
ისევე ხართ ჩაბმულები თქვენს მევალეებთან, როგორც ისინი თქვენთან,
სანამ ვალი გასტუმრებული არ იქნება! ასეთია კანონი. პატიება მათაც
ათავისუფლებთ და თქვენც! ამიტომ, თუ შეგიძლიათ ჩემი სახით მათ
აპატიოთ, ჩემ გამო მათ მიუტევოთ და ეს შენდობა ჩემდამი სიყვარულით
გულწრფელად ამოიღოთ გულიდან... დამიჯერე სრულიად კაცობრიობას
მოწყდება უდიდესი ტვირთი და მორიგი ბორკილი, რომელიც მას უხეშ
მატერიასთან ამბავს, ხოლო ჩემი დები და ძმები დაბრუნდებიან იქ სადაც
მათი სახლია!... ეს არ არის წამიერი პროცესი და მათმა სულებმა კვლავ
უნდა გააკეთონ არჩევანი და ეტაპები გაიარონ, მაგრამ დიდი ნაბიჯი
იქნება გადადგმული და დიდი ჯაჭვი იქნება გაწყვეტილი! სიყვარულის
მედლის მეორე მხარე ყოველთვის თანაგრძნობაა, ხოლო თანაგრძნობას
ყოველთვის პატიება მოჰყვება!.. ასეთი უნდა იყოს ცოცხალი გული!
- ანგელოზის გული... - გამეფიქრა ჩემთვის ღიმილით...

469
gnozisi

2021 წელი. 9 იანვარი. თბილისი. სამაელი

ღამით, როდესაც უკვე ძილში გადასვლასთან ძალიან ახლოს ვიყავი,


მეხსიერების მივიწყებული კუნჭულიდან ამომიტივტივდა და ამეკვიატა
სადღაც და ოდესღაც წაკითხული, თუ გაგონილი ფრაზა, რატომღაც
რუსულად:
- Самаэль, ты не прав… Самаэль, ты не прав… (ქართ. სამაელ, შენ
ცდები... სამაელ, შენ ცდები)
საიდანღაც ვიცოდი, რომ ამ სიტყვებს ან ღმერთი, ან მთავარანგელოზი
მიქაელი (უფრო მგონი ღმერთი) ეუბნება სამაელს...
- „რატომ არ მივაქციე ყურადღება იმას, რომ ქ.-იმ მაშინ კონკრეტული
სახელი მითხრა! მან ახსენა სამაელი... შამაელი...“ (მერე რომ გადავამოწმე
სამუელი ახსენა, მაგრამ ერთი და იგივე მომეჩვენა. ის, როგორც ჩანს,
ანგელოზს გულისხმობდა, არის ასეთი „ჩამუილი“, მაგრამ ჩემში ამ
სახელმა სხვა მოგონებები აღძვრა იმ კონტექსტიდან გამომდინარე რაც
ბოლო საუბრებს ჰქონდათ) - გამეფიქრა ჩემთვის, - ვინ არის სამაელი?..
და უეცრად თავში დამარტყა!
- Самаэль, ты не прав... ამას ხომ ღმერთი ლუციფერს ეუბნება! ეს
რა, ლუციფერის სახელია?!! და მთელი ეს ისტორია ქ.-ს დაცემული
ანგელოზის და შენდობის საკრალური საიდუმლოს შესახებ თავად
ლუციფერს ეხებოდა?!
ამ აზრმა ელვასავით დამიარა თავიდან ფეხებამდე, ისე რომ

470
TeTri mzis meomari

ადგილიდანაც კი წამოვხტი...
- ყველაფერი უფრო სერიოზულადაა, ვიდრე მეგონა... - გამეფიქრა
ჩემთვის და პირველი, რაც თავში მომივიდა იყო, რომ ქ.-ს უნდა მივწერო
და ვუთხრა, რომ ლოცვებში მხოლოდ ქრისტეს მიმართოს და იმ
„სამუელთან“ არ ცადოს კავშირის დამყარება... წამოდგომა გადავწყვიტე
და კომპიუტერთან მისვლა, მაგრამ საათს რომ დავხედე 1-ლი იყო და
გვიანი მომეჩვენა...
გადავწყვიტე ამ ღამით ქ.-ისთვის გული არ გამეხეთქა ჩემი
მიხვედრებით და დავრწმუნებულიყავი, რამდენად ჩემი საიდანღაც
ამოტივტივებული ფრაზა მართლა სარწმუნო იყო. მობილურით
ინტერნეტში შევედი და „სამაელი“ ჩავბეჭდე. აი, პირველი და ზოგადი
ინფორმაცია, რაც ვიკიპედიამ ამომიგდო:

სამაელი (ასევე სამაილი; ძვ. ებრ. – ორი სიტყვის კომბინაციას


წარმოადგენს: „შხამი“ და „ელი“ ანუ ღმერთი) - დემონების მეთაური,
დამანგრეველი ძალა და სიკვდილის ანგელოზი თალმუდში. იმყოფება
მუდმივ დაპირისპირებაში მთავარანგელოზ მიქაელთან. ამ ორ უსხეულო
არსებათა შორის ბრძოლა იმ მომენტიდან დაიწყო, რა დროსაც
სამაელი განიდევნა ზეციდან: დაცემული ანგელოზი ცდილობდა მიქაელი
ქვესკნელში თან გაეყოლებინა. ის უნდა დამარცხდეს (და მასთან ერთად
განადგურდება ყველანაირი ცოდვა) წინასწარმეტყველ ილიას მიერ.
სამაელი. ებრ. ‫ לאמס‬სქესი - მამრობითი. კაბალას მიხედვით,
სამაელი
სამაელი - ბოროტი სული, რომელიც სათავეში უდგას შვიდ ნეგატიურ

471
gnozisi

„სეფიროტს“.
ზოგიერთი ოკულტისტის აზრით, მიქაელი და სამაელი ორი
მთავარი სამყაროსეული
ეგრეგორია: მიქაელი წარ-
მოადგენს სიკეთეს და წმინ-
დანების ერთობლიობას,
ასევე მართალ ადამიანებს
და კეთილ აზრებს, ხოლო
სამაელი − ბოროტების
ეგრეგორია, მკვდართა
ერთობლიობა, ბოროტი
ადამიანების ავი ზრახვები
და ფიქრები.

გნოსტიციზმში:
გნოსტიციზმში
წიგნში „იოანე ღვთისმეტყველის აპოკ-
რიფი“, რომელიც ნაპოვნია ნაგ-ჰამადის
ხელნაწერთა შორის, სამაელი დემიურგის
მესამე სახელია. ამ კონტექსტში, სამაელი
აღნიშნავს „ბრმა ღმერთს“, ან „ბრმათა
ღმერთს“. ხანდახან მას უწოდებენ სავაოფის
მამას. სიბრმავის იდეა გასდევს თითქმის
ყველა გნოსტიკურ ტექსტს. ის იბადება

472
TeTri mzis meomari

სოფიას ეონისგან, რომელმაც გადაწყვიტა შეექმნა შთამომავლობა სულის


მონაწილეობის გარეშე. მისი გარეგნული გამოსახულებაა - გველი
ლომის სახით.
კაბალაში:
კაბალაში
ეველინ დე მორგანი. The Angel of Death.
კაბალაში სამაელს ეძახიან სიკვდილის ანგელოზს, ის მე-5 ცის მთავარი
განმგებელია და სამყაროს 7 რეგენტიდან ერთ-ერთი. ის პირველია
სერაფიმთაგან, რომელსაც განსაკუთრებულობის აღსანიშნავად არა 6,
არამედ 12 ფრთა აქვს. იალკუტ შიმონი სამაელს მოიხსენიებს, როგორც
ისავის მაფარველ ანგელოზს. მიშნაში, სამაელს მოიხსენიებენ, როგორც
ედემის მცველს. ის პასუხისმგებელია ევას ცოდვაში დაცემაზე, რომელმაც
მისგან გააჩინა კაინი.
სამაელი - მე-5 ცის მთავარი მმართველი
სამაელი − ბოროტ სულთა წინამძღოლი და სიკვდილის ანგელოზი
(გვიანი რავინისტული ლიტერატურა).
სამაელი − დემონთა მბრძანებელი და ჯადოქარი (ენოქის წიგნი)
სამაელი − ისავის მფარველი ანგელოზი და ედემის მცველთა უფროსი
(თალმუდი)
სამაელი − მაცდური-გველი (თალმუდი)
სამაელი − კაინის მამა (როგორს წინა პუნქტის შედეგი)
სამაელი − ბნელეთის ანგელოზი (კაბალისტების სწავლება)
სამაელი − „ბრიას“, გებურას სფეროს შესაბამისი სამყაროს მე-5
მთავარანგელოზი.

473
gnozisi

სამაელი − დემიურგი (კოპტები)


სამაელი − ქვესკნელის ქვედა ნაწილის და ქაოსის მბრძანებელი
(კოპტები).
სამაელი − მთავარი არქონტი, პისტის სოფიას პირველი შვილი,
სამყაროს ბოროტი საწყისის შემოქმედი (გნოსტიციზმი)
სამაელი − დემონების მამა და წინამძღოლი (დემონოლატარია)

შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს


დავუკავშირდი... უამრავი აზრი მივაყარე, თითქოს ჩემს თავს ვესაუბრებოდი:
- ახლა გასაგებია, რატომ თქვი „რა კარგია როდესაც ბოროტი სული
ნათელში აღდგება და აღარ არის საჭირო მასთან ბრძოლა“... ახლა
მივხვდი, რატომ მოყვა ამ გოგოს სიზმარს ამხელა რეზონანსი შენი
და ქრისტეს მხრიდან... რატომ თქვი, რომ პატიება დააბრუნებს შენს
ძმებს თავიანთ სახლში... კი, გასაგები იყო, რომ დაცემულ ანგელოზებს
გულისხმობდი, მაგრამ ასეთ რანგზე თუ იყო საუბარი არ მეგონა... - და
ბოლოს ის კითხვა დავუსვი, რაც ბუნებრივად მოჰყვა ამ მოსაზრებებს, -
სამაელი ლუციფერის ნამდვილი სახელია?..
მიქაელისგან ვგრძნობდი, რომ ეს ყველაფერი მნიშვნელოვანი
იყო მისთვის, მაგრამ ჩემი აფორიაქება არ მაძლევდა საშუალებას
ტელეპათიურად მისგან პასუხი გამეგონა...
თ.-ს მივწერე მესინჯერით, რომ ჩემი ბოლო ჩანაწერი წაეკითხა და
„სამაელზეც“ მოეძებნა ინფორმაცია. ის უფრო იცნობს კაბალას ჩემგან
განსხვავებით...

474
TeTri mzis meomari

უკვე ძალიან გვიანი იყო და ვგრძნობდი, რომ ძილი მითრევდა.


გადავწყვიტე მეტი ინფორმაცია სამაელზე ინტერნეტში არ მეძებნა,
რომ სხვისი აზრების გავლენის ქვეშ არ მოვქცეულიყავი. ჩავთვალე,
რომ ვიკიპედიის ზოგადი ცნობები საკმარისია. დანარჩენი კი ჩემი შიდა
წყაროებიდან უნდა მოვიპოვო. ამიტომ ძილის წინ მიქაელს ვთხოვე, რომ
აეხსნა, რა მოხდა სამაელის შემთხვევაში... მოეყოლა ჩემთვის რეალური
ისტორია... დავიძინე და...

...სიზმარში ვხედავ, რომ ვიღვიძებ... ჩემს ლოგინზე ვწევარ...


- ასტრალია... - გავიფიქრე მაშინვე, - სიზმარი არაა...
უეცრად, როგორც მიქაელთან შეხვედრისას ასტრალურმა, უფრო სწორედ,
როგორც აღმოჩნდა, მენტალურმა განზომილებამ წამების განმავლობაში
სახეიცვალა. მომენტალურად რეალობა ჩემს გარშემო გადაიძერწა...
მე ისევ ლოგინზე ვიჯექი, ოღონდ ამჯერად ლოგინი იდგა უშველებელ,
თაღებიან და სვეტებიან დარბაზში, რომელიც ზუსტად იმეორებდა
ძველი კათოლიკური ეკლესიის ფორმას. ჩემ წინ ბევრი გრძელი სკამი
იყო ჩამწკრივებული, როგორც კათოლიკურ ტრადიციას შეესაბამება...
ეკლესიას დიდებული ვიტრაჟები ამკობდა... შეგრძნება იყო სიძველის...
ძალიან დიდი სიძველის, გრანდიოზულობის და მიტოვებულობის...
უეცრად ტაძრის კარი გამოიღო და შემოვიდა მამაკაცი!..
- სამაელი... - გამეფიქრა მაშინვე, რადგან ეს აზრი მისგან წამოვიდა,
როგორც საკუთარი თავის წარდგენა...
- მოისმინე ჩემი ისტორია... - გავიგონე მისგან ბუნდოვნად, რადგან

475
gnozisi

მისმა სახელმა ისეთი ძლიერი შიში და პროტესტი გამოიწვია, რომ


მერე რა ხდებოდა წესიერად აღარ მახსოვს ამ ერთი ფრაზის გარდა.
მომენტალურად დავწექი და თავი გადავატრიალე გვერდზე, ოღონდ
ისე, რომ ფიზიკური სხეული დამმორჩილებოდა და ფიზიკური თავი
რეალურად გადატრიალებულიყო. ამით ვიცოდი, რომ უკან სხეულში
დავბრუნდებოდი... ფიზიკური სხეულის წინააღმდეგობა ვიგრძენი,
476
TeTri mzis meomari

მაგრამ დამემორჩილა. თავი მართლა გადავაბრუნე მარჯვნივ და მაშინვე


გამეღვიძა!..

გული გიჟივით მიცემდა...


- მიქაელ, მიქაელ, მიქაელ... - სამჯერ მოვუხმე სახელით, როგორც
ვაკეთებ ხოლმე, როცა ძალიან მიჭირს და მაშინვე მისი გვერდზე ყოფნა
ვიგრძენი.
- აქ ვარ! - გავიგონე მისი ფიქრები.
- როდესაც მისი ისტორიის მოსმენა გთხოვე, მე ვიგულისხმე ამ
ისტორიის შენგან მოსმენა და არა მასთან პირადად შეხვედრა... - მერე,
თითქოს გამართლება დავუწყე საკუთარ სიმხდალეს, რომ ის, მიქაელი
გვერდით არ იყო და მაგიტომ... რომ ასეთ დემონურ არსებას მე ვერ
დავეკონტაქტები, ამის სულიერი ძალები არ მეყოფა...
ამ ფიქრებით მალევე ჩამეძინა და მეორე სიზმარი ვნახე:
სადღაც ვარ... არ ვიცი რა ადგილია... ისევ ნატიფი სხეულით... ჩემს
გარშემო ამჯერად წვრილ-წვრილი ეშმაკები ირევიან - პატარა ზომის
ჭინკებივით არსებები. მე ამ ჭინკებს ხელში ვიყვან და ვყრი აქეთ-იქით.
ვგრძნობ, რომ ვერაფერს მავნებენ, რადგან ნატიფი სხეული რაღაც უდრეკი
მასალით მაქვს გამაგრებული, რომელსაც ესენი ვერაფერს ავნებენ...
უეცრად ჩემ წინ ქრისტე ჩნდება და მეუბნება:
- ეს შენი ჩემ მიმართ წაკითხული ლოცვებია. მათ გაგიმაგრეს სულიერი
სხეული. ნურაფრის ნუ გეშინია! ვერავინ ვერაფერს ვერ გავნებს.
მის ნათქვამს ვიაზრებ და გაკვირვებული აღმოვაჩენ, რომ მთელი

477
gnozisi

ეს თვეები ყოველ დღე, რომ ლოცვებს ვკითხულობდი, ისინი თითქოს


ჩაშენდნენ ჩემს ნატიფ სხეულებში, როგორც პატარა აგურები,
რომლებმაც მყარი, შეუვალი დაცვა შექმნეს... ვერც წარმოვიდგენდი,
რომ ხშირად გაფანტულად, უყურადღებოდ ნათქვამ ლოცვებს ასეთი
ეფექტი ექნებოდათ ჩემს სულიერ სხეულზე!.. ეს აუცილებლად სხვებსაც
უნდა მოვუყვე...

ამ აზრით გამეღვიძა და კიდევ ერთხელ გადავათამაშე გონებაში


ყველაფერი, რაც ამ ღამით გადამხდა... ერთი ვიგრძენი, რომ სამაელიც
მენტალური დემიურგია, ისევე როგორც მიქაელი და მისი უბრალო
გაფიქრებით ნატიფი მატერია ორგანიზდება იმ რეალობაში, როგორც მას
სურს... მივხვდი, რომ ყველაფერს აზრი ჰქონდა, იმას, რომ დიდებულ,
მაგრამ მიტოვებულ ტაძარში ვიყავით, რომელიც როგორც მომეჩვენა
მის შინაგან მდგომარეობას ასახავდა (???)...ღმერთისგან მიტოვებულ?..
ოდესღაც დიდებულ?.. შეიძლება ვცდები, მაგრამ ასე მომეჩვენა... ის რომ
მას თავისი ისტორიის მოყოლა სურდა ეს ნებადართული იყო მიქაელისგან
და მე არაფერი დამიშავდებოდა... მივხვდი, რომ ინსტინქტურად
სიმხდალე გამოვიჩინე... არ ვიცი რას ელოდებიან ჩემგან, მაგრამ თუ ეს
შეხვედრა კიდევ შედგა, უკან აღარ დავიხევ და ბოლომდე მოვუსმენ მის
მონათხრობს...

478
TeTri mzis meomari

ინტერნეტპოსტებიდან: სამაელი

Imma Imma:
მოკლედ აქ კითხვები წამოვიდა მესინჯერში და ბარემ აქვე დავდებ პატარა
განმარტებას: აქ არაა საუბარი იმაზე რომ მე ან ქ.-მ ან ვინმე ჯგუფის წევრმა,
შევძლოთ ამხელა ინდივიდუალობის პატიება და მისი კარმული გათავისუფლება
და ასევე საკუთარი თავის დახსნა. უფრო სწორედ ჩვენ კი ვაპატიებთ ერთი ხელის
მოსმით (რომ არ იცი წესიერად რა უნდა აპატიო), მაგრამ ეს არ იმუშავებს.
საუბარია იმაზე, რომ როდესაც ახალ ევოლუციურ საფეხურზე კაცობრიობა
მიაღწევს ქრისტესეულ ცნობიერებას (მე-6 დონე. იმედია მიაღწევს!), მხოლოდ
ცნობიერების ამ დონიდან (მე-6, მე-7) შესაძლებელია არა „შეცოდება” და
მექანიკური „კაი, ჯანდაბას, გაპატიებ!”, არამედ „თანაგრძნობა” გულისმიერი
ერთობის, ანუ „ღმერთის თვალებით დანახვით” ერთობის დონეზე! მხოლოდ ასეთი
თანაგრძნობის დონეზე მომხდარი პატიებით ხდება კარმული ჯაჭვების გაწყვეტა.
ეს ეტაპი ოდესმე დაგვიდგება. ახლოვდება დრო, როცა ის რაც ფარული იყო,
გაცხადდება. ბევრი დაფარული ინფორმაცია გამოვა ზედაპირზე და თუ მაგ
დროისთვის საკმარისი ადამიანის კოლექტიური ცნობიერება ივიბრირებს მ-6,
მე-7 დონეზე, შესაძლებელია მოხდეს ასეთი შენდობის საკრალური საიდუმლო.
თუ ეს არ მოხდება, მაშინ კაცობრიობის მომავლის სცენარი განვითარდება
სხვა მიმართულებით, რომელიც მოიაზრებს ამ არსებებთან ბრძოლას და
დაპირისპირებას... რაღაც ასეთი მოხდება.
ახლა ვეხებით ყველაზე დაბალ მატერიებს (ლუციფერი, სავარაუდოდ

479
gnozisi

კოლექტიური სახეა დაცემული მე-5 და მე-6 განზ. არსებების) და ამავე დროს


ყველაზე მაღალს (მე-7 დონის ცნობიერებით დანახვის და შენდობის უნარი).
როცა მაღალ მწვერვალს აღწევ, ყველაზე დაბლა „ჩასვლაც” უნდა შეგეძლოს.
ორ უკიდურესობას, ორ პოლუსს ეხები. განდობილების სკოლაში ეს ერთ-ერთი
ბოლო გამოცდაა ხოლმე. ანუ, რამდენად შეძლებ ბოლოს ამ ორის ინტეგრირებას
საკუთარ თავში, ღმერთის ცნობიერების გამოვლინების სახით... თუ შეძლებ,
მაშინ გახვალ დუალობის მატრიციდან და გადახვალ მე-8 დონეზე (ძე ღვთისა),
რომელმაც წესით უნდა აგიტანოს მე-9 დონეზე (ჰერმესის მიხედვით), ანუ სრულ
გათავისუფლებამდე. ჩვენ ახლა ამას აქ ფეისბუკში თეორიულად ვიხილავთ. არც
მე მაქვს ამ მწვერვალებისთვის მიღწეული. ის, რასაც მიქალი გვასწავლის არის,
როგორც სახელმძღვანელო. საორიენტაციო წიგნი.

2021 წელი. 11 ნოემბერი. თბილისი. კაცობრიობის წინაშე


ჩადენილი დანაშაული

სიზმარი:
თითქოს ჩემს ოჯახს მშვენიერი ბინა აქვს - მრავალოთახიანი,
ფართო, ნათელი, ყველანაირად მოწესრიგებული და გაწყობილი.
ცალკეა მამაჩემის ოთახი, ცალკე ჩემი შვილების. ბინაში ყველაფერია
გათვლილი და გათვალისწინებული, რაც კომფორტული და სასიამოვნო
ცხოვრებისთვისაა აუცილებელი. ყოველი ნივთი თუ დეკორაცია ჩვენი

480
TeTri mzis meomari

ოჯახის მიერ მრავალი წლის განმავლობაშია შერჩეული და ნაგროვები.


ამიტომ ამ სახლში ყველაფერი მიყვარს და ყველაფერი ძვირფასია
ჩემთვის.
რატომღაც მე და ჩემი ოჯახი რაღაც მიზეზით მივლინებაში მივდივართ
და სახლს დროებით ვტოვებთ. რისთვის წავედით, წესიერად აღარც
მახსოვს. თითქოს სულ არ იყო მნიშვნელოვანი. თანაც სულ რამდენიმე
დღე არ ვიყავით შინ, მაგრამ როდესაც დავბრუნდით და სახლის კარი
შევაღე, კარებთან გავშრი! მთელი ბინა პირწმინდად იყო გაძარცვული!
ოღონდ ეს არ იყო უბრალო ძარცვა! განა ქურდებმა რამე ნივთები წაიღეს.
ის რაც დამხვდა, იყო სრულად, შავ კარკასამდე დაყვანილი ცარიელი
კედლები! არამც თუ არც ერთი ნივთი აღარ იდგა (ერთი ლოგინის გარდა),
არამედ არც შპალერი აღარ იყო, არც პარკეტი, არც მეტლახი, არც რაიმე
ავეჯი! კედლების გალესვაც და ელექტროგაყვანილობაც კი მოხსნილი
იყო, ისე, რომ დარჩა მხოლოდ ცარიელი, ცემენტით ამოვსებული ბლოკები!
ცარიელი კარკასი! მაგრამ ყველაზე გასაოცარი ის იყო, რომ ქურდებმა
ოთახები მოიპარეს! რატომღაც ამოქოლილი იყო კარები იმ ოთახებში,
რომლებსაც ფანჯრები ჰქონდათ და საიდანაც მზის სხივი შემოდიოდა
და ცაზე ხედი გვქონდა! ამოქოლილი იყო მამაჩემის ოთახის კარები
და მივხვდი, რომ ამიერიდან, ის ჩვენთან ერთად ვეღარ იცხოვრებდა!
(მგონი ჩემი შვილების ოთახიც ამოქოლილი იყო). სამზარეულოშიც
ცარიელი კედლები დამხვდა! გული გადამიბრუნდა იმაზე ფიქრით, როგორ
სიდუხჭირეში მოგვიწევდა ამიერიდან ცხოვრება... ოთახიდან ოთახში
დავდიოდი და სასოწარკვეთილი ვტიროდი. მეზობლებს შველას ვთხოვდი,

481
gnozisi

მაგრამ არავინ არ იცოდა, ვინ გაგვქურდა. სახლის მამასახლისი ამოვიდა


და იმანაც მხრები აიჩეჩა...
- თქვენ ხომ წახვედით, ჰოდა ამიტომაც წაიღეს თქვენი ბინა! -
მითხრა მამასახლისმა. თან იგრძნობოდა, რომ მძარცველი ვიღაც ისეთი
გავლენიანი პერსონა იყო, რომ მისი თითქოს უსიტყვოდ ყველას ეშინოდა
და ყველა თვალს ხუჭავდა ამ ენით აღუწერელ უსამართლობაზე.
- რა წავედით! - წამოვიყვირე მე, - სულ რამდენიმე დღე არ ვიყავით!
ეს ხომ არ ნიშნავს რომ უნდა გავეძარცვეთ და ჩვენი ოთახები უნდა
მიეტაცებინათ!
დავდიოდი ამ ცარიელ სახლში, სადაც ბეტონის უღიმღამო, უფანჯრო
ოთახში მხოლოდ ლოგინი იყო დატოვებული და უსამართლობისგან ბრაზი
მახრჩობდა! იმას, ვინც ეს გააკეთა სავარაუდოდ ეს ყველაფერი შერჩება!
წარმოუდგენელია ამ სიღარიბეში ცხოვრება. იმისთვის, რომ ხელახლა
ყველა ნივთი მოაგროვო, სულ ნულიდან უნდა დაიწყო! ამაზე მთელი
ცხოვრება წავა! კი, ჩემი მშობლების სახლიც მაქვს, სადაც შეიძლება
დაბრუნება, თუ ძალიან გამიჭირდა, მაგრამ იქ არ მინდა. იქ ვეღარ
დავეტევით... ისევ ხელახლა დაწყება მირჩევნია...
ხან პოლიციელს ვჩიოდით, ხან მეზობლებს, მაგრამ ყველა მხოლოდ
მხრებს იჩეჩავდა. მხოლოდ მამასახლისმა იცოდა, ჩემი აზრით, ვინ იყო
ქურდი, მაგრამ შიშით არაფერს ამბობდა. ჩემი ქმარი თითქოს სადღაც
წავიდა, ვიღაც იურისტებთან, რომ სასამართლოთი დაამტკიცოს ჩვენი
სიმართლე, მაგრამ არ ვარ დარწმუნებული, რომ ამ მაღალჩინოსანი
მძარცველის წინააღმდეგ რამეს გახდება...

482
TeTri mzis meomari

ჩემს მეზობლებთან და მეგობრებთან ლაპარაკში წამით დამავიწყდა


ჩემი ბეჩავი მდგომარეობა, მაგრამ როგორც კი ჩემს სახლს შევხედე,
ისევ საშინელი ბრაზის, უსამართლობის და აბსოლუტური უსუსურობის
შეგრძნება მომაწვა. ეს უსუსურობა საერთოდ მაგიჟებს და გამწარებული
სახლის მამასახლისს ვეუბნები:
- ვინც არის მძარცველი, გადაეცი, რომ თუ არ დააბრუნა, რაც
წაგვართვა, დავწყევლი მასაც და მისი შთამომავლების ცხრა თაობას!
ასეთი მწარე სიტყვები არასდროს არავისთვის არ მითქვამს. მითუმეტეს
ვერ ვიტან წყევლას, როგორც ასეთს ვერანაირ ვარიანტში. ამიტომ
ჩემთვის ვფიქრობ, რომ რა თქმა უნდა არ დავწყევლი. მითუმეტეს მის
შვილებს... ვინ იცის როგორი კარგები იქნებიან და რა დააშავეს, მშობლის
გამო რომ დაიწყევლონ?.. რა ვქნა? დაე, ღმერთმა მიუზღვას ამ პიროვნებას
ის, რასაც იმსახურებს!
ამ ფიქრებით და ძალიან მძიმე განწყობით მეღვიძება... კაი ხანია
სიზმარში ამდენი არ მიტირია. რეალურად რომ დამეკარგა სახლი,
ასეთ განცდებში არ ვიქნებოდი ნამდვილად, რადგან ნივთებზე არ ვარ
ასე „ჩაციკლული“. მაგრამ ამ სიზმარში ეს სახლი რაღაც სხვა იყო...
უფრო მეტი, ვიდრე სახლი! ყველაზე მეტად გული დამწყდა ამოქოლილ
ოთახებზე! მხოლოდ 3 – 4 ოთახი დაგვიტოვეს...
- ოთხი... ოთხი სხეული დაგიტოვეს... - გავიგონე მიქაელის ფიქრები
და უეცრად ეს აბსურდული სიზმარი ძალიან ლოგიკური და აზრიანი გახდა
და მაშინვე მივხვდი რა რას ნიშნავდა!
მიქაელმა გააგრძელა - ის სამი ოთახი სადაც „მამა“ და „შვილები“

483
gnozisi

ცხოვრობდნენ და რომლებსაც „მზეზე“ და „ცაზე“ ფანჯრები გასდიოდათ


სულიერი ტრიადაა, რომლებზე წვდომაც „ამოგიქოლეს“. შენი სინანული,
რომ „მამა“ შენთან ვეღარ იცხოვრებს ნიშნავს იმას, რომ მამა-ღმერთთან
ცოცხალი კონტაქტი დაგეკარგათ, იმის გამო, რომ „მძარცველმა“
წაგართვათ თქვენი მრავალი რეინკარნაციის ევოლუციური მონაპოვარი...
ხომ ხვდები, შენი „ოჯახი“ ამ შემთხვევაში კაცობრიობას ნიშნავს. სახლი
თქვენი სხეულია, უფრო სწორედ სხეულების ერთობლიობა (ოთახების
ერთობლიობა), რომელიც თვიდან შვიდ ჰარმონიულ და კეთილმოწყობილ
სხეულს, ანუ სიზმარში შვიდ კეთილმოწყობილ „ოთახს“ წარმოადგენდა,
საიდანაც სამი ამოიქოლა! ხოლო ის, რისი შესაძლებლობაც (პოტენციალი)
ჰქონდა თქვენ ოთხ მატერიალურ სხეულს, ანუ ქვედა ტეტრადას, ის
სრულიად განიძარცვა... დარჩა მხოლოდ „ლოგინი“, იმისთვის რომ
ილუზიაში გეძინოთ... კომფორტი, სიხარული, სიამოვნება და სიმდიდრე
სრულიად წაგერთვათ...
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო:
- ახლა ხომ ხედავ... რატომ არის კაცობრიობა ასეთ ბრმა და ბეჩავ
მდგომარეობაში? ახლა ხომ ხედავ, რა დანაშაულია თქვენ წინაშე ჩადენილი
და რისი პატიება უნდა შეძლოთ? შენ სიზმარში შენი „მძარცველი“
კინაღამ დაწყევლე, მიუხედავად იმისა, რომ შენთვის წყევლა ყველაზე
უკანასკნელია და ყველაზე უკიდურესია, რაც შეიძლება რომ წამოგცდეს!
და ბოლოს მაინც ღმერთს, ანუ კარმას დაუტოვე მიზღვევის უფლება...
ახლა, ხომ ხედავ რასთან გაქვს საქმე? რა მასშტაბის ბოროტებაზეა
საუბარი?

484
TeTri mzis meomari

მე დავაპირე შეწინააღმდეგება, იმიტომ რომ ჯერ კიდევ მახსოვდა


ის გამწარების და უსამართლობის განცდა, მაგრამ მიქაელმა გამაჩერა.
- ვიცი, რაც უნდა მითხრა... ისევ ადამიანის კატეგორიებით ფიქრობ...
გინდა მითხრა, რომ პიროვნებამ ჯერ უნდა მოინანიოს, იმისთვის რომ
აპატიო. ამ სიზმარში იგრძნობოდა, რომ მძარცველს სულ არ აწუხებდა
თქვენი ბედი. „ძალა აღმართს ხნავს“, მოინდომა და წაგართვათ. თან
ისე, რომ შერჩა! შენ ფიქრობ, რომ მე მის პატიებას იმიტომ ვითხოვ,
რომ ვექომაგები და მინდა რომ სამართლიან დასჯას ავარიდო? არა... მე
ბოროტებას და უსამართლობას ვებრძვი, ისე, როგორც იბრძვიან თეთრი
მზის მეომრები: სიყვარულით, თანაგრძნობით და მიტევებით! შენთვის ეს
უსამართლობად აღიქმება ახლა, მაგრამ მინდა ერთი ეპიზოდი გაგახსენო
შენი ცხოვრებიდან... უფრო სწორედ მეხსიერებიდან ამოვიღო ერთი
ფრაგმენტი ადრე ნანახი დოკუმენტური კადრების...
...და ჩემს თვალწინ ცოცხალივით აღდგა ის ფილმი...
ისტორია ასეთია: სადღაც, ამერიკის რომელიღაც შტატის რომელიღაც
ქალაქში ერთი არაბი (მუსულმანი) ახალგაზრდა ბიჭი ცხოვრობდა,
რომელიც პიცის მიმტანად მუშაობდა. ერთხელაც მან გამოძახებით
პიცა მიიტანა, რომელიღაც კრიმინალურ უბანში, სადაც ნასვამ (თუ
ნარკოტიკულ თრობაში) მდგომარეობაში მყოფმა, ასევე ახალგაზრდა
ბიჭმა მას იარაღი ესროლა და იქვე, საკუთარ კართან გააფრთხობინა სული.
ამ ისტორიაში არაფერია გამორჩეული რომ არა სასამართლო პროცესი,
რომელიც იმ ქალაქის და ალბათ შტატის და საერთოდ ქვეყნის მასშტაბით
დაამახსოვრდათ ამერიკელებს. მოკლულის მამა მორწმუნე მაჰმადიანი

485
gnozisi

იყო. როგორც ჩანს მთელი ოჯახი ძალიან ამაღლებული სულიერების და


ფასეულობების ადამიანები იყვნენ. სასამართლო პროცესზე მკვლელი
თავის ჩვეულ ამპლუაში გამოცხადდა. მან დანაშაული აღიარა, მაგრამ
რაიმე განცდები ან სენტიმენტები ჩადენილ დანაშაულთან დაკავშირებით
სრულებით არ ეტყობოდა. თითქოს არც აწუხებდა, რაც ჩაიდინა.
მოსამართლე მას სტანდარტულ პროცესს უტარებდა და ალბათ კანონით
გათვალისწინებულ სასჯელსაც დაუწესებდა, რომ უცებ, რაღაც მომენტში,
მოკლულის მამა ადგა, თვალცრემლიანი მივიდა მისი შვილის მკვლელთან,
რომელიც მოულოდნელობისგან უკან წაბარბაცდა, გადაეხვია, როგორც
მამა გადაეხვეოდა შვილს და ჩასჩურჩულა:
- მე ყველაფერს გაპატიებ, შვილო...
მახსოვს ვუყურებდი ამ კადრებს და ვტიროდი... ტიროდა მოსამართლე,
ნაფიცი მსაჯულები და დარწმუნებული ვარ ყველა, ვინც ამას უყურებდა...
მაგრამ რაც მთავარია თვითონ მკვლელმა ჩვენ თვალწინ საოცარი
კათარსისი განიცადა... მისი თავხედური, თამამი სახე უეცრად თითქოს
გალღვა... თითქოს რაღაც ნიღაბი ჩამოვარდა, წამიერად მოეშვა და
თვითონაც პატარა ბავშვივით დაიწყო ტირილი და მოკლულის მამისთვის
პატიების თხოვნა... ვინ იცის რა იდგა ამ მკვლელი ბიჭის სისასტიკის
უკან... როგორი ტრაგედია, როგორი ძალადობა ან უსამართლობა...
ყველაფერს თავისი სარჩული აქვს, თავისი მიზეზი, თავისი წარსული...
ყველა დანაშაულს...
მიქაელი:
- მკვლელის მამამ ამ ბიჭს „მამის თვალებით“ შეხედა... როგორც

486
TeTri mzis meomari

ხედავ ჯერ მან აპატია და მერე მოხდა თვითონ მკვლელის „აღდგენა


სინათლეში“! ეს არაა საბოლოო აღდგენა, მაგრამ ის სინათლის გზაზე
მობრუნდა! სიყვარულს, თანაგრძნობას და პატიებას აქვს ეს უდიდესი
ტრანსფორმაციის უნარი... ამიტომ... თუ გინდათ, რომ ჩემთან ერთად
„იბრძოლოთ“... ამ იარაღს უნდა ფლობდეთ! ამიტომ გითხარი ადრე შენ
და ახლა სხვებსაც ვეუბნები: „თქვენი იარაღი მხოლოდ კეთილი გულია
და ამის იქით არაფერი გაგაჩნიათ“!

• • •

487
gnozisi

2021 წელი. 15 იანვარი. თბილისი. გნოზისის მე-7


საფეხური

სიზმარში ვხედავ, რომ ჩემს ძველ სახლში ვარ. რაღაცის პროეცირებას


ვაკეთებ კედელზე, რაღაცის, რაც ვიდეო პროექტორით გაშვებულ ფილმს
ჰგავს. ამ „პროგრამაში“ არის სურათებიც და თანმხლები გახმოვანებაც.
სურათები იწყება ბავშვური კონტენტით და მთავრდება რაღაც რთულით,
მძიმით, ფილოსოფიურით (არ ვიცი, როგორ გადმოვცე)... ძნელია ამის
ახსნა... თითქოს პროექტორზე პიანინოს მსგავსი სკალაა წარმოდგენილი,
სადაც შეგიძლია მაღალი ბგერები აიღო ან დაბალი. „პიანინოს სკალის“
დასაწყისის შესაბამის პროგრამას ვუშვებ და კედელზე ვხედავ ჩემი
ბავშვობისდროინდელი სკოლის სურათებს, სადაც ანბანს ვსწავლობ და
პირველი კლასის რვეულში ასოების გამოყვანას ვცდილობ. ამ სურათს
თან ახლავს მიამიტური, ბავშვური სიმღერა... მერე „პიანინოს სკალის“
ბოლოში გადავდივარ, სადაც რატომღაც „შივა“ იწერება... ამას მოჰყვება
რაღაც ტექსტების გამოჩენა და გახმოვანებად შივას მანტრა: „ომ ნავაჰ
შივაია“...
უნებურად მეკვიატება ეს მანტრა, მაგრამ რაღაცნაირად არ მსიამოვნებს
თუ მაშინებს მისი მღერა და ვაიძულებ ჩემს თავს „ომ მანი პედმეჰომის“
მანტრაზე გადასვლას, რომელსაც უფრო ნათელი ენერგია აქვს ...
აქ მეღვიძება...

488
TeTri mzis meomari

მიქაელი:
- ძალიან ძნელად მიდის შენს მიერ იერარქიის დესტრუქციული
ძალების მიღება და სწავლა... - მესმის მიქაელის სიტყვები, რომელიც
თან ფრთხილობს და თან თითქოს არ იცის რა კუთხიდან მომიდგეს, რომ
ამ თემამ ჩემში ტაბუირება და უარყოფა არ გამოიწვიოს...
მე:
- მესმის, რომ „პიანინოს“ „დასაწყისი“ ეს არის ჩემი სულიერი
„ბავშვობა“... ახლა „პიანინოს ბოლოში“ შივას თემას მივადექით და
ბავშვური სიმღერა მანტრებით შეიცვალა... ამ სიმბოლოებს ვხვდები,
მაგრამ მაინც რისი თქმა გინდა ამით?
- იმის, რომ ამ თემას ვერ გადაახტები... ყველა სტერეოტიპი უნდა
დაივიწყო, რომ გამართულად მიიღო ის ინფორმაცია, რასაც გადმოგცემ.
სხვანაირად ამ საკითხის შიშისგან ვერ გაგათავისუფლებ. თუ არ გინდათ,
რომ თქვენი მომავალი რთული სცენარით განვითარდეს, რომელიც
„ბრძოლას“ და დაპირისპირებას მოიაზრებს... არსებობს უფრო მარტივი
გზა, მაგრამ ის სულიერ ცოდნაზე გადის და შესაბამისად „თეთრი მზის
მეომრის“ სწორ გაგებას მოიაზრებს...
რატომღაც ისევ გამახსენდა ის სიზმარი სადაც მე ვითომ კორონა
ვიყავი...
მე:
- მითხარი, იმ სიზმარში ოთხობითი პრინციპით ჩამოდიოდა კოვიდ-
პანდემიის პროგრამა დედამიწაზე. მხოლოდ იმ სულიერი იერარქის
სახელი, რომელიც პირველი იყო, ვერ გავარჩიე... ის შივა იყო?

489
gnozisi

თითქოს დასტური მივიღე, მაგრამ კავშირი გაწყდა... ვერაფრით ვერ


ვხვდები რატომ ტრიალებს ბოლო დროინდელი თემები სულ შივას,
სამაელის, იალდაბაოფის, დაცემული ანგელოზის, ლუციფერის გარშემო?
რა უნდათ ჩემგან?
...არა და მეგონა, რომ უცხოპლანეტურ რასებზე ვისაუბრებდით...

ისევ დავუკავშირდი მიქაელს და შევეწინააღმდეგე:


- განა არ ვიცი, რომ დესტრუქციული ძალები და საერთოდ ბნელი
მხარე სამყაროს დუალობის ნაწილია და აუცილებელია ჩვენი სულიერი
ზრდისთვის! ეს ყველაფერი ხომ გავლილი გვაქვს და ორჯერ ორია
ჩემთვის... არ ვიცი, შივა და სამაელი არის თუ არა ერთი და იგივე
ინდივიდუალობა, მგონი არა... მაგრამ ორივესთან შეხვედრისთვის მზად
ვარ... ხომ გამოვთქვი ჩემი მზაობა?
- არ ხარ მზად! შეგამოწმე და არ ხარ მზად! ხომ ხედავ, გარბიხარ...
ყველა მანტრა არის ბგერის საშუალებით ენერგეტიკული კავშირის
დამყარება იმ სულიერ იერარქთან, ვის მიმართაც იმღერება ეს მანტრა...
შივას მანტრა შივასთან აკავშირებს და შენ სიზმარში უარი თქვი მასზე.
როგორც ხედავ, არ ხარ მზად. იცოდე, რომ სიბნელეში შესვლა მოგიწევს
და არ უნდა შეგეშინდეს! დაბალ ვიბრაციებს იგრძნობ და უკან არ
უნდა დაიხიო. სრულ წყვდიადში შეაბიჯებ მხოლოდ საკუთარი სულის
სინათლით და ეს, ჩრდილის ნაწილი შენით უნდა გაიარო!... ვშიშობ, რომ
ამ 7 წლის მანძილზე სათანადოდ ვერ მოგამზადე... სულ გცდი შენს სუსტ
მხარეებზე და გაუთავებლად ერთი და იმავეს ვაწყდები... - ბოლო სიტყვები

490
TeTri mzis meomari

აშკარად სინანულით იყო ნათქვამი... - მართალი რომ გითხრა, ახლა მე


გავიჭედე და არ ვიცი, რა გავაკეთო...
რა იგულისხმა სიტყვებში „გცდი სუსტ მხარეებზე“, მივხვდი,
რადგან სიზმრებში ბოლო დროს სულ საკუთარ თავს ვხედავ სხვადასხვა
სცენარებში... ისევ იგივე: სილამაზე, პოპულარობა, საპირისპირო სქესის
ინტერესი... სტანდარტული ჯაჭვები, რომლებიც გონებით მესმის, მაგრამ
როგორც ჩანს „სულის დონეზე“ გამჯდარი არაა... და რომლებიც ასე
გაბამენ მატერიაზე...

• • •

2021 წელი. იანვარი. თბილისი. როგორ მუშაობენ


მენტალური დემიურგები

ძალიან ბევრი მაქვს ჩასაწერი და არ ვიცი საიდან დავიწყო...


დავიწყებ ალბათ იმით, რომ ბოლო დღეებია ძალიან ადვილად (კიდევ
უფრო ადვილად, ვიდრე ადრე) შევდივარ სიზმარ-სიფხიზლის შორის
მდგომარეობაში და მაშინვე ვიწყებ ხედვას. იმას რასაც ვხედავ, არის
აბსურდული, ქაოსურად მონაცვლე სურათები. როგორც მივხვდი,
ეს არის მენტალური განზომილების ხედვა, რომელიც წარმოადგენს
ფიქრების სამყაროს და სადაც ვიზუალიზირდება ყველაფერი, დაწყებული

491
gnozisi

ქვეცნობიერიდან, ცნობიერიდან და ზეცნობიერიდან და დამთავრებული


გარედან (ვიღაცის ნაფიქრი) მიღებული ფიქრებით. ამიტომ ეს სამყარო
საოცრად ქაოტურია. მიქაელმა თავის დროზე დავალება მომცა, რომ
ეს უკონტროლოდ აღმოცენებადი სახე-ხატები მემართა. ერთგვარად
„გადამეძერწა“ („ანგელოზის გული“, წიგნი პირველი. 2019 წელი.
30 ოქტომბერი. „სიზმარხილვის ტექნიკა“, გვ. 619) სურვილისებრ.
მაგალითად თუ ხედავ კურდღელს, ფიქრის ძალით შეგიძლია ის გარდაქმნა
ძაღლად, ან ნებისმიერ ცხოველად, ან საგნად რაც მოგესურვება. ასევე
შესაძლებელია, ამ სივრცის „გაწმენდა“, თუ გონებას გააჩუმებ... ჩემს
შემთხვევაში ეს ბუნებრივად ხდება სიზმარ-სიფხიზლის ზღვარზე, როცა
უფრო სიზმრისკენ ვიხრები და გონების რაღაც ნაწილი უცებ ითიშება,
თითქოს ღილაკს დააჭირეს და გამორთეს, ხოლო რაღაც ნაწილი კიდევ
უფრო მკაფიო რჩება. სწორედ ამ მდგომარეობაში ვეკონტაქტები ხოლმე
მიქაელს და მისი გამოგზავნილ აზრებს ვხედავ, როგორც ვიზუალურ
სურათებს ან ტელეპათიურ ფრაზებს. როგორც ჩანს ის თვითონაც
მეხმარება ამ მენტალური სივრცის „გაწმენდვაში“ და მიდებ-მოდებული
გონების დადუმებაში, იმიტომ რომ ამ დროს ყოველთვის არის ძალიან
ღრმა, შინაგანი მდუმარების და სიმშვიდის განცდა. ამ დროს მისი აზრები
სუფთად მოდის...
...მაგრამ ეს დღეეები საქმე სხვაგვარად იყო. ის არ მიკავშირდებოდა
და მე უბრალოდ ვხედავდი და ვაკვირდებოდი ამ სპონტანურად
აღმოცენებულ აზროფორმებს. მაგალითად ერთხელ გაჩნდა გზა,
რომელზეც თითქოს მანქანით ძალიან სწრაფად გადავაადგილდებოდი.

492
TeTri mzis meomari

ერთხელ გვირაბი, სადაც ვიღაც უცხო ხალხთან ერთად დავდიოდი...


ძალიან უცნაური რაღაცაა, საიდან მოდის ეს ყველაფერი? როგორც
ვხვდები, ადამიანისთვის, ვისაც რაღაც მიზეზით ეხსნება მესამე თვალი და
ამ მენტალური განზომილების ხედვას იწყებს, ძალიან ადვილია ხიბლში
ჩავარდნა, რადგან აქ შეგიძლია დაინახო ყველაფერი, რასაც მოისურვებ.
ამიტომ არის ძალიან მნიშვნელობანი, რომ გზამკვლევი გყავდეს და
ასეთი ხედვებისას აუცილებლად ჯერ ნათელ ძალასთან (იერარქის)
კავშირი დაამყარო... თუმცა, ამ სულიერი არსებების გარჩევადობის
უნარიც ნაკლებად აქვთ ადამიანებს, ამიტომ ეს „ხედვის“ თვისება
რელურად საფრთხის შემცველია. ამ განზომილებაში მატერიალიზდება
შენი ქვეცნობიერი ფიქრები და სურვილები. შენი თავი შეგიძლია მეფედ
დაინახო, სამყაროს მბრძანებლად, პოპულარულ, ლამაზ, საყოველთაოდ
აღიარებულ ადამიანად, ან შეიძლება, პირიქით, შენმა ღრმა, ქვეცნობიერმა
ფიქრებმა უცნაური მძიმე, ბნელი, ფანტაზმაგორიული სურათები შექმნან...
ამ ხედვამ შეიძლება ისეთ ილუზიაში გადაგაგდოს, რომ სრულად
მიგაჯაჭვოს მიწიერ ეგოსთან.
როგორც მიქაელის ახსნილიდან მივხვდი, ამ მენტალური განზო-
მილებიდან ზემოქმედებენ მენტალური დემიურგები მატერიალურ
განზომილებაზე და ამ ზემოქმედებებიდან ორი ვარიანტი ცნობილია
ჩემთვის. პირველი ეს არის „მენტალური კონსტრუქციების
(აზროფორმების) დალექვა“ მატერიალურ განზომილებაში. ანუ,
მენტალური დემიურგი, ვინაიდან მისი მენტალი გაცილებით ძლიერია,
ვიდრე ჩვენი, აწყობს მყარ, მწყობრ მენტალურ აზროფორმებს ფიქრის

493
gnozisi

ძალით. დავუშვათ, წარმოიდგენს კათოლიკურ ტაძარს საქართველოს


ტერიტორიაზე. ეს ტაძარი მენტალურ განზომილებაში ნატიფი მატერიიდან
რეალურივით იძერწება. მენტალურ დემიურგს ის „უჭირავს“ საკუთარი
ენერგიით გარკვეული პერიოდი, რომ არ დაიშალოს (ერთგვარ ფიქსაციას
აკეთებს). რაღაც დროის მერე ეს კონსტრუქცია „ილექება“ მატერიალურ
ველში. ანუ, რაღაც მომენტში ვიღაცა გამოჩნდება, ვისაც მოუნდება
კათოლიკური ტაძრის აშენება საქართველოში და ამას განახორციელებს.
შეიძლება, მაგალითად გააკეთო აზროფორმა მიწისძვრაზე. როგორ და
რანაირად ხდება არ ვიცი, მაგრამ ეს აზროფორმა ჯერ ილექება ასტრალურ
განზომილებაში, ააქტივებს შესაბამის მექანიზმებს (სავარაუდოდ იმ
ემოციებს ადამიანებში, რომლებიც ზემოქმედებენ შესაბამის სტიქიებზე),
შემდეგ ეთერულში და შემდეგ მატერიალურში. მეორე ვარიანტი,
რომელიც პირველ ვარიანტთანაც დაკავშირებულია, არის „მენტალური
აზროფორმების ჩანერგვა ადამიანების მენტალში“. აქ დემონური
ტიპის მენტალური დემიურგები მუშაობენ თავის „სამუშაო არეალში“,
ანუ პლანეტარული მენტალური განზომილების დაბალი ვიბრაციების
მენტალურ ქვეგანზომილებაში. ისინი აგებენ აზროფორმებს, მერე
ცდილობენ დაუგდონ ადამიანებს მენტალური ვიბრაციები შესაბამის
დონეზე, რომ მათ გაუცნობიერებლად, ანტენებივით მიიღონ ეს
აზროფორმები, როგორც საკუთარი იდეები და შემდეგ განახორციელონ
მატერიალურ განზომილებაში.
მინდა გავიხსენო ჩემი დიალოგი „გნოზისის“ ერთ-ერთ ჯგუფის
წევრთან, ახლაგაზრდა გოგოსთან, რომელსაც, როგორც მივხვდი მესამე

494
TeTri mzis meomari

თვალი გაუაქტიურდა კლუბში, ანუ არც ისე კარგ პირობებში. სასმელი,


კლუბური ნარკოტიკი და დესტრუქციული მუსიკა თან ახლდა ამ ყველაფერს.
შედეგად, რა თქმა უნდა, მისი სულიერი ხედვა გავიდა დაბალ ასტრალზე.
ამიტომ პირველი, რაც დაინახა და შეიგრძნო იყო დემონური ენერგიები
და დემონური არსებების თანამყოფობა კლუბის სივრცეში. ეს ყველაფერი
არ მაკვირვებს, რადგან ეს ისედაც ვიცი, მაგრამ მე ამ მონათხრობში
გამოვარჩიე ერთი მნიშვნელოვანი ნაწილი. ამ გოგომ მომიყვა, რომ რაღაც
მომენტში მკაფიო აზრი მოუვიდა - „გაფლანგეთ წყლის რესურსები!“.
მან აღმოაჩინა, რომ საპირფარეშოში სულ მოშვებული იყო წყალი და
ონკანები დაკეტა, მაგრამ მაშინვე მოვარდა ვიღაც ახალგაზრდა და ყველა
ონკანი მოუშვა. ერთის შეხედვით სრული სიგიჟეა, მაგრამ სინამდვილეში
ასე მუშაობენ დემონური არსებები. დესტრუქციული კლუბური მუსიკით,
მოციმციმე შუქებით, ალკოჰოლით და ნარკოტიკებით ისინი აგდებენ
ადამიანების ცნობიერების ვიბრაციებს ყველაზე დაბალ ქვედონეზე
(წიგნი პირველი. 2013 წელი. 666 – „მხეცის“ რიცხვი, გვ. 84), სადაც
განსაკუთრებით მარტივია ადამიანის მართვა, რადგან აქ თითქმის იკარგება
ინდივიდუალური ნებელობა. ამ მდგომარეობაში ადამიანები ანტენებივით
იღებენ მენტალურ აზროფორმებს, როგორიცაა მაგალითად „გაფლანგეთ
წყლის რესურსი“. ამ აზროფორმის მიღება იმ წუთში გამოიხატა, როგორც
საპირფარეშოში შევარდნა და წყლის მოშვება, მაგრამ საქმე იმაშია,
რომ ეს გარედან მიღებული „იდეა“ ადამიანში შეიძლება ერთგვარად
ქვეცნობიერად ჩაიბეჭდოს და როდესაც კლუბში დროის მატარებელი
ახალგაზრდა გარკვეულ ასაკს მიაღწევს, რაიმე თანამდებობას დაიკავებს

495
gnozisi

და „გადაწყვეტილების მიმღები პირი“ გახდება, ეს „იდეა“ ისევ იჩენს თავს


იმით, რომ ეს ადამიანი არ გაუფრთხილდება ბუნებას, ბუნების რესურსებს
და წინა პლანზე წამოწევს სანახაობრივ ან გასართობ ღონისძიებებს...
როგორც ხედავთ, ჯერ ხდება ადამიანის ვიბრაციების დაგდება, ხოლო
მერე აზროფორმების ჩანერგვა. კლუბები და თანამედროვე მუსიკა
(ხელოვნება), მათი ერთ-ერთი წარმატებული პროექტია (ყველა არა რა
თქმა უნდა). აი, ასე ხდება დემონური მენტალური დემიურგების ერთ-
ერთი ყველაზე წარმატებული „პროექტის“ განხორციელება, ისე, რომ
ახალგაზრდები აზრზეც არ არიან, როგორი გავლენის ქვეშ ექცევიან ამ
დროს. ეს ყველაფერი მხოლოდ მათ იციან, ვისაც ამ დროს რაღაც მიზეზის
გამო მესამე თვალი ეხსნებათ და რეალურად ხედავენ გარშემო მიმდინარე
მოვლენებს. მაგრამ ეს ადამიანები დაბალი ასტრალის და დემონური
ენერგიების მომწამვლელი ზემოქმედების მკაფიოდ აღქმის მსხვერპლები
ხდებიან და ხშირად ფსიქიატრიულში ხვდებიან ხოლმე.
ზემოთქმულის ანალოგიურად მუშაობენ ნათელი იერარქიის მენ-
ტალური დემიურგები, როგორიც მიქაელია. მაშინ, როდესაც მენტალურ
განზომილებაში შევხვდი, მე პირველად დავინახე თვალნათლივ როგორი
უნარი აქვთ ამ არსებებს წამიერად შექმნან მთელი რეალობები (ის თეთრი
ოთახი), არამც თუ ცალკეული საგნები, განსხვავებით ჩემგან, როცა
მე დიდხანს და მოუქნელად ვცვლიდი ჩემს ქაოსურ და უაზრო სახე-
ხატებს. ისინი (მაღალ-სულიერი დემიურგები) ნერგავენ ამაღლებულ
აზროფორმებს დედამიწის მაღალვიბრაციულ მენტალურ ველში და
როდესაც ადამიანები სულიერი საფეხურის ამ დონეს აღწევენ, მათ

496
TeTri mzis meomari

ეს იდეები ბუნებრივად აღმოუცენდებათ თავში. ამიტომ არის, რომ


ბევრი სამეცნიერო და მორალურ-ეთიკური იდეა ერთდროულად ბევრი
ადამიანის გონებაში აღმოცენდება ხოლმე. როგორც მიქაელმა ამიხსნა,
თუ ადამიანების რაღაც კრიტიკულმა რაოდენობამ მიაღწია სულიერი
ვიბრაციის მაღალ დონეს და მიიღო ეს იდეები, ისინი დაიწყებენ
მატერიალურ განზომილებაში მათ რეალიზაციას და ყველაფერი მკვეთრად
შეიცვლება უკეთესობისკენ.

2021 წელი. იანვარი. თბილისი. „წყალზე სიარული“

ბოლო რამდენიმე ღამეა მესიზმრება უცნაური აბსტრაქტული


სიზმრები. ძალიან ბლანტი და მრუმე სიბნელის მოზღვავებას
ვგრძნობ, რომელშიც მონაცვლეობს ზოგადი „ცნებების“ ამსახველი
სურათები, რომლებიც დაკავშირებულია მატერიალური კეთილდღეობის
გადაჭარბებულ გამოვლინებებთან, როგორიცაა ძალაუფლება, დიდძალი
ქონება, სიმდიდრე, გავლენა ადამიანებზე და ა. შ. შეიძლება ბანალურად
ჟღერს, მაგრამ ამ აბსტრაქტულ „ძალას“ ჩემს სიზმარში ჰქვია „სატანა“
და ის ისეთივე საშინელ ემოციებს აღძრავს, როგორც მაშინ სიზმარში,
რამდენიმე წლის წინ („ანგელოზის
(„ანგელოზის გული“, წიგნი პირველი. 2018
წელი. 27 აგვისტო. „ხიდს იქით გადასვლა“, გვ. 280).
280). მაშინ მახსოვს, ამ
ძალის წინაშე სრულიად უძლური ვიყავი, მაგრამ ახლა სხვაგვარადაა. ამ
„სივრციდან“ გამოსვლას მაშინაც ვცდილობდი სამების შეგრძნების გზით,

497
gnozisi

მაგრამ არ გამომდიოდა. ახლა კი თითქოს ჩემი დაკავშირება „მამასთან“


მუშაობს. მიუხედავად იმისა, რომ მამა-ღმერთთან დაკავშირებას
მოუქნელი სიტყვებით და ფრაზებით ვცდილობ და კავშირის შეგრძნება
ბუნდოვანია, ეს მაინც მუშაობს და ამ ბნელი სივრციდან გამოვდივარ,
გარემო ნათდება და შიში და შფოთვა იფანტება ისე, თითქოს არც ყოფილა
არასდროს. მამასთან კავშირს თითქოს ზევით ავყავარ და ვგრძნობ მის
ყოვლისმომცველობას, დუალობის მიღმა ყოფნას. ჩემი ცნობიერება წამით
თითქოს უსასრულობამდე ფართოვდება და შემდეგ უსასრულობამდე
ვიწროვდება ერთ წერტილში. ის ყველგანაა და არსადაა. ეს წერტილი კი
თითქოს მე ვარ და მამას ვთხოვ, რომ ჩემში და ჩემით გამოვლინდეს, არ
დამკარგოს, მაშინაც როდესაც ჩემი ცნობიერება მასთან ერთობის განცდას
დაკარგავს... რადგან ვიცი, რომ დავკარგავ, რადგან ეს შეგრძნებები
წამიერია... ხან „მამაო ჩვენოს“ ლოცვას მივმართავ, ხან ჩემი სიტყვებით
ვეძებ ამ კავშირის დაბრუნების და გამყარების გზას და ვგრძნობ,
რომ როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, ჩემს მოუქნელ მცდელობებს
ამ უკიდეგანოდ ბნელი, მრუმე სივრციდან მაინც გამოვყავარ, რაც
წარმატების მიღწევის ოპტიმიზმს მიჩენს. ვიცი, რომ ყველაფერი ჩემით
უნდა მოვახერხო და მიქაელს არ მივმართო. საიდანღაც ვიცი, რომ ასე
უნდა მოვიქცე... ამ ეტაპზე რატომღაც ასე უნდა გავაკეთო. ისეთი გრძნობა
მაქვს, რომ მცდიან და ორ უკიდურესობაში ცდილობენ ჩემს გატარებას...
ღამით მესიზმრა, თითქოს რაღაც აუზთან ვდგავარ. რატომღაც
უნდა ვისწავლო წყალზე სიარული! აუზის წყალზე უკვე დარბის
ერთი ახალგაზრდა, რომელსაც ფეხზე აცვია ფეხსაცმელი, რომელიც

498
TeTri mzis meomari

ერთდროულად ლასტიცაა და დიდი ფრთაც. ეს ფრთა არ აძლევს ჩაძირვის


საშუალებას და ის წყლის ზედაპირზე თავისუფლად გადაადგილდება.
მე რატომღაც ამ დიდი ფრთების მაგივრად მაძლევენ ორ არაერთნაირი
ზომის და ფორმის შედარებით პატარა ლასტ-ფრთას. ჩემთვის მეფიქრება,
რომ საეჭვოა ამით რამე გამომივიდეს. ამ დროს მოდის ჩემი მეგობარი
გოგო, რომელიც მაქეზებს და მპირდება, რომ თუ შევეცდები, ყველაფერი
გამომივა. მე წყალში შევდივარ და ამ ლასტი-ფრთებით ვცდილობ
რამენაირად დავიჭირო ჰაერის ნაკადები, რომელიც წყლის ზედაპირიდან
ზევით ამიტანს და არ მომცემს ჩაძირვის საშუალებას. დაახლოებით,
როგორც ფრანის ფრენისას, მნიშვნელოვანია ჰაერის ნაკადები დაიჭირო.
ამას ძალიან მოუქნელად ვაკეთებ, მაგრამ ჩემდა გასაკვირად, გამომდის
და არ ვიძირები. ჩემი მეგობარი მხიარულად იძახის:
- აი, ხომ ხედავ, გამოგდის! ცოტა ხანი შენთან დავრჩები, რომ
გასწავლო, ოღონდ თბილი წინდები უნდა ჩავიცვა, თორემ შენი
სწავლებისას ყოველ ჯერზე ფეხები მისველდება.
ის თავის ქმარს ემშვიდობება რამდენიმე დღით, რომ ჩემთან
ერთად იყოს, ხოლო მე ჩემს ქმარს და წყალზე სიარულის ვარჯიშებს
ვაგრძელებთ...

რომ გავიღვიძე, ვიცოდი, რომ ეს სიზმარი თავიდან ბოლომდე


სიმბოლოები იყო... მიქაელის თანამყოფობა ვიგრძენი და ის მხიარული
განწყობა, რომელიც ჩემს სიზმარში ჩემი დაქალისგან მოდიოდა.

499
gnozisi

მიქაელი:
- უცნაურ სურათებში ვიზუალიზდება ხოლმე ჩემი გამოგზავნილი
ინფორმაცია, - გაეცინა მას, - ეს მეგობარი გოგო, გამოდის რომ მე
ვარ. აუზი/წყალი მატერიას ნიშნავს, მატერიალურ განზომილებას,
რომელშიც არ უნდა ჩაიძირო, როგორი დაბალ ვიბრაციაშიც არ უნდა
მოხვდე. „ლასტი-ფრთები“ არის შენი ამბიგანზომილებაში ყოფნის უნარი,
ხოლო წყლის ზედაპირზე სიარული არის უნარი არ ჩაეშვა მატერიაში,
არამედ შეინარჩუნო შენი ცნობიერება სულიერი განზომილების დონეზე,
ერთგვარად ჰაერში, ანუ „ზეცაში“. შენი მოუქნელი მცდელობები დაიჭირო
ჰაერის ნაკადები, რომ ამ პატარა ფრთებით წყლის ზედაპირზე ყოფნა
მოახერხო, არის შენი ლოცვების, სიტყვიერი აფირმაციების მცდელობები,
რომლითაც შენ ბოლო პერიოდში მამა-ღმერთთან ცდილობ დაკავშირებას.
როგორც დაინახე, ეს მუშაობდა...
მე:
- „წინდების ჩაცმა“, იმიტომ რომ ჩემი გავარჯიშება შენ „ფეხებს
გისველებს“ რას ნიშნავს? - ვკითხე მე, თუმცა ვიცოდი პასუხი, - მაპატიე,
კიდევ ერთხელ... ხანდახან სასოწარკვეთა მეუფლება საკუთარ თავზე და
საერთოდ, საკუთარ შესაძლებლობებზე... ძალიან რთულია ეს ყველაფერი...
არ ვიცი, მაქვს თუ არა იმის ძალა და უნარი, რომ განვახორციელო ის,
რასაც მასწავლი...
- გულს ნუ გაიტეხ... ყველაფერი გამოგივა, თუნდაც „პატარა და
არათანაბარი ფრთები“ გქონდეს - და გაიღიმა...

500
TeTri mzis meomari

2021 წელი. 31 იანვარი. თბილისი. პატარა წარმატებები

ეს დღეები რატომღაც გამოვეთიშე ყველაფერს. აღარც ბნელ სივრცეში


სიარულის შეგრძნებები მაქვს... ლოცვებსაც იშვიათად ვუბრუნდები.
აქტიურად დავიწყე ჩემი პირველი წიგნის გამოცემაზე მუშაობა. ოდესმე
ხომ უნდა დაადგეს საშველი? ასევე განახლდა ჩემი შვილის ონლაინ სკოლა
და ამან მთელი დრო წაიღო. ამის გამო თავი ვერ მომყავს მედიტაციურ
მდგომარეობაში და სულიერ მასწავლებლებთან კავშირი მეკარგება...
მორიგი ჩავარდნაა... რამე უნდა მოვიმოქმედო, თუ დაველოდო?...
ერთადერთი რაც შევამჩნიე არის, ის რომ ისევ მესიზმრება „მატერიაზე
მიჯაჭვულობის გამოცდის“ სიზმრები, სადაც ხან ლამაზი, ახალგაზრდა,
წარმატებული და ა. შ. ვარ, მაგრამ ახლა ეს ყველაფერი ფერმკრთალდება.
თითქოს ლამაზ ტანსაცმელს მთავაზობენ. თავიდან ვიზომავ, მიხდება,
მომწონს საკუთარი თავი, სხვებსაც მოვწონვარ, მაგრამ მაშინვე მეკარგება
ინტერესი და თავში აზრი მომდის - რაში მჭირდება ეს ყველაფერი?.. მერე
თითქოს ძალიან სახელგანთქმული და პოპულარული ვარ... თავიდან
მსიამოვნებს ეს ყველაფერი, მაგრამ მეორე წამს იგივე აზრი მეუფლება
- რად მინდა ეს ყველაფერი?... ეს სიზმრები თითქოს ფერებსაც კარგავენ...
თითქოს შავ-თეთრ უღიმღამო ფილმში ვარ, რომელიც მაყურებლის
ყურადღებას ვერ ინარჩუნებს... რა ხდება? ნუთუ ამ მიჯაჭვულობებს
ვამარცხებ?..

501
gnozisi

2021 წელი. 11. თებერვალი. შივა

ბოლო პერიოდში სიზმარში შივას მანტრას ვამბობ... ბევრი არაფერი


მოდის, თითქოს ჯგუფის დაპაუზებასთან ერთად, მეც დავპაუზდი, იმის
მაგივრად რომ პირიქით, შინაგანი მგრძნობელობა მეტად გამძაფრებულიყო.
ამიტომ გადავწყვიტე ჯგუფი გავააქტიურო. მეორე წიგნი დავარედაქტირე,
ზედმეტი ჩანაწერები ამოვიღე, დასასრული მოვუძებნე (ანუ სადაც უნდა
გავჩერდე) და ჯგუფში დავდე... როგორც მივხვდი მათი მონაწილეობა
და ჩართულობა ახლა უკვე აუცილებელი ეტაპია. ადრე თუ განმარტოება
მჭირდებოდა, ახლა მათთან ხდება ჩემი სინქრონიზაცია და საჭირო აზრებს
მაწვდიან თითქოს. რამდენიმე ადამიანს გახსნილი აქვს სიზმარხილვების
არხი, რომელიც მეც მეხმარება. ბოლო პერიოდში სულ უფრო ხშირად
მომმართავს მიქაელი სიტყვებით „თქვენ“ და არა „შენ“. არიან ადამიანები,
არა ის 4, არამედ მთელი ჯგუფი, რომელიც სინქრონიზდება ერთმანეთთან
და ვიცი, რომ ჩემი მასწავლებლები ამას წარმატებად აღიქვამენ.

ომრაამ მიქაელ აივანხოვი:


„კაბალაში ნათქვამია, რომ პირველი ადამიანის სახე იყო თავად
შემოქმედის სახე. მოგვიანებით, როდესაც მასში ინტელექტმა გაიღვიძა
(ამ პროცესის სიმბოლოა გველი, რომელიც შემოხვეულია „კეთილისა
და ბოროტების ცნობის ხის“ გარშემო), მან მიატოვა სამოთხე,
ჩაეშვა მატერიის უფრო მკვრივ ფენებში, სადაც შეიცნო სიცივე,

502
TeTri mzis meomari

სიბნელე, ავადმყოფობა, სიკვდილი და მისი სახე შეიცვალა. ამიტომ


ახლა, როდესაც ის აღარაა ღმერთის ხატი და მსგავსება, ადამიანმა
დაკარგა ძალაუფლება, ბუნების სულები აღარ ემორჩილებიან მას და
სიამოვნებასაც კი პოულობენ მის წვალებაში. თუ ოდესმე ადამიანი
მოახერხებს ამ პირველადი სახის დაბრუნებას, სამყაროს ყველა სული
ისევ დაემორჩილება მას, მაგრამ იქამდე ის იქნება მსგავსი უძღები
შვილისა, რომელმაც მიატოვა მშობლიური სახლი, იმისთვის რომ
მსოფლიოში ეხეტიალა, შედეგად დაასრულა მეღორედ, მაგრამ ბოლოს
მაინც მიხვდა, რომ უნდა დაბრუნდეს შინ.
მაგრამ თქვენ... თქვენ თუ მიხვდებით ოდესმე, რომ უნდა დაბრუნდეთ
პირველწყაროში, რათა ისევ შეიძინოთ სინათლე, სიყვარული და მამა
ზეციერის სიცოცხლე?“
ეს ნაწყვეტი ომრაამ მიქაელ აივანხოვის წიგნიდან, რომელიც მო-
ულოდნელად გამოჩნდა ერთ-ერთ ფეიბუკ-ჯგუფში, თითქოს მომეხმარა,
დამატებითი ფრაგმენტივით დაედო დღევანდელ ფაზლს.
მაგრამ იქამდე ის იქნება მსგავსი უძღები შვილისა, რომელმაც
მიატოვა მშობლიური სახლი, იმისთვის რომ მსოფლიოში ეხეტიალა,
შედეგად დაასრულა მეღორედ, მაგრამ ბოლოს მაინც მიხვდა, რომ უნდა
დაბრუნდეს შინ...
და ის სიზმარი გამახსენდა, რომელშიც ვითომ სახლი მქონდა,
რომელიც გაიძარცვა, იმიტომ რომ ჩემმა „ოჯახმა“ ის დროებით დატოვა
(2021 წელი. 11 იანვარი. თბილისი. „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი
დანაშაული“. გვ. 480)...
480)

503
gnozisi

რატომ დატოვა? რისთვის? - არ მასვენებდა აზრი. იმისთვის, რომ


„მსოფლიოში გვეხეტიალა“? ამიტომ დავასრულეთ როგორც სრულიად
ხელმოცარულმა ღატაკებმა? „მეღორე“ უძღებმა შვილებმა, რომლებმაც
დაკარგეს უკან დასაბრუნებელი გზა...
- უკან დასაბრუნებელი გზა... - მომესმა მისი ფიქრები...
- მაპატიე, მეუფე... - მივმართე მე შივას, - მაპატიე, რომ საერთოდ
დაგისვი ეს კითხვა, სატანა იყავი თუ არა. ახლა ისე სულელურად
მეჩვენება... უბრალოდ ქვეცნობიერად ამოვიცანი გველის სიმბოლო და
დავაკავშირე „მაცდურ გველთან“...
შივა:
- როდესაც ადამიანი ინდივიდუალური მენტალის შეძენის ევოლუციურ
გზას დაადგა, რომელიც სულიერი თვალსაზრისით ინვოლუციას, ანუ
მატერიაში ჩაშვებას მოიაზრებდა (ედემის დაკარგვა), ის ყველაზე
მეტად დაშორდა პირველწყაროს. შენ იცი, რომ სულიერი ევოლუცია,
როგორც ციკლური პროცესი მოიაზრებს ინვოლუციის (უკუევოლუციის)
და ევოლუციის (წინ განვითარების) სტადიებს და უკვე გითხრეს, რომ
ინდივიდუალური მენტალის შეძენა ევოლუციური ციკლის ყველაზე
დაღმავალი და ყველაზე საშიში და საპასუხისმგებლო ნაწილია...
აქ ადვილია სრულიად დაიკარგო სიბნელეში, სრულიად მოწყდე
„მშობლის სახლს“... სწორედ ამ დროს მოვედი მე განსხეულებაში, რომ
ადამიანებისთვის „შინ დაბრუნების გზები“ დამესახა... ყველა ჩემი გზა
იოგას წარმოადგენს, ანუ ღმერთთან ინდივიდის უშუალოდ დაკავშირების
გზას...

504
TeTri mzis meomari

შივა:
ადი-იოგი;
მახა-დევი.

და მისგან ხილვა წამოვიდა...


მე დავინახე რაღაც... რაღაც ამორფული ფორმის საგანი თუ არსება,
რომელიც ზევით მიფრინავდა და რაღაც ფენებს გადიოდა... თითოეულ
ფენაში ის განიცდიდა ტრანსფორმაციას. ჯერ გაღიავდა, შემდეგ პირიქით
გამუქდა, თითქოს ყველაფერი რაც შიგნით ჰქონდა გარეთ გამოვიდა და
ნაჭუჭივით შემოერტყა გარს,... „მთელი ნაგავი რაც ჩემს შიგნით იყო,
გარეთ გამოვიდა“, გამახსენდა მე ჩემი ჩანაწერი პირველ წიგნში... შემდეგ
ფენაში, ეს შავი ნაჭუჭი გასკდა და მისგან გათავისუფლებული „რაღაც“
მანათობელი თეთრი ფერის გახდა... ის ზევით ფრენას განაგრძობდა და
რაც უფრო ადიოდა და გაწმენდის და გაცისკროვნების ფენებს გადიოდა,
მით მეტად ემსგავსებოდა ეს „რაღაც“ ადამიანს... მერე დავინახე, რომ ამ
ფენებს პირამიდის წყობა ჰქონდათ, ხოლო მწვერვალზე იდგა ადამიანი! ეს
ადამიანი ის „ღმერთის სახის და ხატის მქონე“ ადამიანი იყო, რომელსაც
საბოლოოდ, მწვერვალის მიღწევისას დაემსგავსებოდა ეს „რაღაც“,
რომელიც სულ ქვედა ფენაში უბრალოდ გაუგებარი ფორმის ამორფული
ბნელი საგანი-არსება იყო...
შივა:
- გახსოვს, შენ გქონდა ჩანაწერი, სადაც ყველა რელიგია ერთი
მწვერვალისკენ მიმავალ გზებს შეადარე და ახლაც ხშირად ამბობენ

505
gnozisi

ადამიანები, რომ უამრავი გზა არსებობს ღმერთისკენ და ყველა მათგანი


ერთი მწვერვალისკენ მიდის... მაგრამ მერე ერთმა ადამიანმა გკითხა,
განა ეს მართლა ყველა გზა, დესტრუქციულიც, კი მწვერვალისკენ მიდის?
მე ისევ დავფიქრდი ამ კითხვაზე...
შივა:
- „გაკვალული გზა“, ანუ რომელიც მოიაზრებს არა ერთ ადგილზე
ტრიალს, ან წრეზე ბრუნვას, არამედ მწვერვალისკენ მიმავალ
მიმართულებას, არ არის უსასრულო რაოდენობის... მე განვსაზღვრე მათი
ოპტიმალური რაოდენობა...
მან პაუზა გააკეთა და განაგრძო:
- გახსოვს შენ და მიქაელმა ფრაქტალობის პრინციპიდან გამომდინარე
ჩამოაყალიბეთ ადამიანის ცნობიერების 7 ძირითადი დონე („ანგელოზის
გული“, წიგნი პირველი. 2018 წელი. 26 ივლისი. წერაქვი. „ცნობიერების
დონეები“, გვ. 227),
227) რომელიც იგივე ფრაქტალობის პრინციპიდან
(ანალოგიის პრინციპით) შეესაბამება 7 ჩაკრას... გახსოვს ის 7 სულიერი
საფეხური, რომელსაც მიქაელი გატარებდა, რომ შენი ცნობიერება მე-7
დონემდე აემაღლებინა? გახსოვს განდობილების მისტიკური სკოლა
ძველ ეგვიპტეში, სადაც შენც გქონდა განსხეულება და საიდანაც მოდის
ეს შენი სახელი „იმმა“?
ვერ ვიტყვი, რომ მეხსიერების დონეზე რამე მახსოვს, მაგრამ თვალწინ
ხანდახან აღმიდგება სურათები... ქვიშისფერი, ფერადად შეღებილი
კედლები... ოქრო... და სუნი... ძალიან სპეციფიკური სუნი, რომელიც
იქ... სადღაც ეგვიპტეში, მრავალი საუკუნის წინ, პირდაპირ ჰაერში

506
TeTri mzis meomari

ტრიალებდა... ვერ ვიტყვი რისი სუნია, საჭმლის, სანელებლების თუ


ეთერზეთების, მაგრამ იქ, სადაც მე ვცხოვრობდი, ეს სუნი ნიავს მოჰქონდა
ხოლმე... ნუთუ ეს ყველაფერი მოგონებებია წინა ცხოვრებიდან?..

შივა:
- ამ განდობილების სკოლაში ძალიან დაჩქარებულად, ერთი
ინკარნაციის მანძილზე ხდებოდა ყველა 7 საფეხურის (და ხანდახან
9-აც) გავლა. მე-7 საფეხურის მიღწევისას ადამიანზე გადმოდიოდა,
რასაც თქვენ ეძახით სულიწმიდა, ანუ ღმერთის სულიწმიდის ჰიპოსტასის,
ანუ მე-7 დონის გამოვლინება/ენერგია და ადამიანი აღწევდა სწორედ
იმ მდგომარეობას, როდესაც მატერიალური სამყაროს „ყველა სული
ისევ ემორჩილება მას“. ასეთი ადამიანები, ღმერთებად წოდებულები,

507
gnozisi

ედგნენ მაშინ სათავეში ეგვიპტის სახელმწიფოს... მაგრამ ეს ტრადიცია


იღებს სათავეს გაცილებით ძველი დროიდან... იმ დროიდან როდესაც მე
განვსაზღვრე გასხივოსნების, ანუ „შინ დაბრუნების“ გზები... როგორც
უკვე მიხვდი ცნობიერების აწევა 7 საფეხურის მიხედვით შეესაბამება
ენერგიის აწევას 7 მთავარი ჩაკრის გასწვრივ, რომელიც ხერხემალს
მიუყვება და ეს ისეთივე ყველაზე მოკლე და ვერტიკალური გზაა, როგორც
ხერხემალია ადამიანის ორგანიზმისთვის. ამიტომ ეძახიან ხერხემალს
იოგურ სულიერ ტრადიციებში დედაბოძს, მთავარ ბურჯს. არსებობდა 7
ძირითადი იოგა, რომელიც შეესაბამებოდა 7 ცნობიერების საფეხურს...
- ჰათჰა, რადჟა, ჟნანა... კარმა, ბჰაკტი... - დავიწყე მე ჩამოთვლა და
გამახსენდა, რომ ახლა უკვე უამრავი იოგური მიმდინარეობები არსებობს,
მაგალითად კრია იოგა. მათი შესაბამება ადამიანის ცნობიერების
დონეებთან მე გამიჭირდება...
- იქიდან გამომდინარე თუ რომელს ამ 7 დონიდან შეესაბამება
ადამიანის ცნობიერება, ხდებოდა იმ იოგური გზის შერჩევა, რომელიც
ადამიანს მწვერვალამდე მიიყვანდა... იმ ადამიანს, ვისაც ძლიერად ჰქონდა
განვითარებული მატერიალური ინტელექტი სხვა გზა სჭირდებოდა; იმას,
ვისაც „ბრძენი გული“ ჰქონდა გახსნილი, სხვა... იმას, ვინც სულ დაბალ
ფიზიკურ საფეხურზე იმყოფებოდა, დასაწყისისთვის ის იოგა სჭირდებოდა,
რომელიც ახლა ყველაზე პოპულარულია, ანუ ჰათჰა იოგა...
მე გამახსენდა ცოტა ხნის წინ შემთხვევით წაკითხული პოსტი ერთი
გოგონას გვერდზე, სადაც ის არ ურჩევს ხალხს იოგის კეთებას, რადგან
მისი სიტყვებით ეს არის „სპორტი“ (!!!), რომელიც ამიწებს ადამიანს და

508
TeTri mzis meomari

წყვეტს მას სულიერი საწყისისგან, ხოლო თუ მაინც და მაინც სახსრების


მოვლა გინდათო, ტანვარჯიში ივარჯიშეთო... იოგასთან დაკავშირებით
უამრავი აზრი ცირკულირებს საზოგადოებაში სრულიად ოდიოზურიდან
ჩახლართულ-გაუგებრამდე. სასაცილო ისაა, რომ ადამიანების
უმეტესობამ ისიც არ იცის, რომ სიტყვა იოგა „ღმერთთან კავშირს“
ნიშნავს და სრულიად პირიქით, კი არ წყვეტს მას სულისგან, არამედ
აკავშირებს და ღმერთთან ერთობის გზას წარმოადენს, როგორადაც არ
უნდა მოიხსენიებდნენ აბსოლუტს სხვადასხვა კულტურებში - ნირვანად,
უზენაეს ძალად, პიროვნულ ღმერთად, აბსოლუტურ სიცარიელედ ან
აბსოლუტურ ყოვლისმომცველობად. ხოლო ფიზიკური იოგა, ანუ ჰათჰა-
იოგა მისი მხოლოდ მცირე და ყველაზე პრიმიტიული ნაწილია...
- მაგრამ მე, - განაგრძო მან, - განვსაზღვრე მეტი, ვიდრე 7 გზა.
ვინაიდან „ზევით იგივეა რაც ქვევით და ქვევით იგივეა რაც ზევით“,
ხოლო „მიკროკოსმი მსგავსია მაკროკოსმის“, ამ გზების სტრუქტურა/
რაოდენობა უნდა იმეორებდეს ჩაკრების სისტემას, რომელიც გაცილებით
მეტია ვიდრე 7. მე ავირჩიე ასზე მეტი (144? ზუსტად ვერ გავიგე ციფრი)
გზა (ძირითადი), რომელიც ნამდვილად ფარავდა იმ დროს არსებული
ადამიანების ინდივიდუალური ცნობიერების დონეებს... გველი, რომელიც
ჩემს კისერზეა შემოხვეული... - მან პაუზა გააკეთა და თითქოს სხვა თემაზე
გადაერთო, - შენ გგონია რატომ ცდილობს შენი მასწავლებელი (მან
მიქაელი იგულისხმა), ბოლო პერიოდში ორ უკიდურესობაში გაგატაროს?..
ხან მამა-ღმერთის ცნობიერებას ეხები, ხან ყველაზე დაბალ და ბნელ
ფენებს, რომლებსაც შენ „სატანას“ ეძახი... ღმერთის ცნობიერება ამ

509
gnozisi

ორივეს მოიცავს დუალურ სამყაროში... ის შავიცაა და თეთრიც, ზევითაცაა


და ქვევით.. ცეცხლოვანიცაა და მკვრივიც... ამიტომ როდესაც ადამიანი
მატერიაში ჩაეშვა, მასთან ერთად ჩაეშვა ღმერთიც...
ამ სიტყვებმა ერთი ძველი სიზმარი გამახსენეს, რომელსაც ვერაფრით
ვერ ვივიწყებ...

თითქოს მატარებელზე ვზივარ, რომელმაც „საბოლოო დანიშნულების


ადგილამდე“ უნდა მიმიყვანოს, მაგრამ ამ მატარებელზე ძალიან რთულია
თავის შეკავება, ის იმდენად ქანაობს და ირხევა, სკამები იმდენად
არამყარია, რომ თითქმის შეუძლებელია იქიდან არ გადმოვარდე... ამიტომ
ამ მატარებლიდან ყოველ გაჯანჯღარებაზე და ყოველ მოსახვევში
ცვივა ხალხი. გადმოვარდნილები უნდა დაბრუნდნენ საწყის სადგურზე
და ხელახლა დასხდნენ მატარებელზე. ისევ უნდა გაუძლონ გზას, რომ
ბოლო სადგურამდე მიაღწიონ, თუ არა და ისევ დასაწყისში მოუწევთ
დაბრუნება. მეც ასეთ მოუხერხებელ სკამზე ვზივარ, რომელიც სკამი
კი არა, კასრის ფორმის მრგვალი რაღაცაა და მატარებლის მკვეთრ
მოსახვევებში გორდება. მასზე თავის შეკავება წარმოუდგენლად რთულია.
ჩემთან ერთად კუპეში დიდი ეშმაკი იმყოფება. ის ცდილობს ხელი
შეუწყოს ამ კასრის გადაგორებას და ჩემს ჩამოგდებას, მაგრამ მე იმდენად
ყოჩაღად ვიკავებ თავს, რომ მასაც კი უკვირს. უკვე ძალიან ახლოს ვარ
სადგურთან... უკვე ვხედავ მას ჰორიზონტზე! ვატყობ, რომ თვით დემონიც
კი გულშემმატკივრობს, რაც ფრიად უცნაურია მისგან... როგორც ჩანს ამ
მანძილამდე თავის შეკავება მხოლოდ ძალიან ცოტას შეუძლია... მაგრამ

510
TeTri mzis meomari

აი, ერთი მკვეთრი გადაქანება, წონასწორობა მეკარგება და მატარებლიდან


გარეთ ვვარდები... ისევ და ალბათ მერამდენედ!.. ვხედავ, რომ ის
ადამიანები, ვინც ამ ადგილას ჩამოვარდა მატარებლიდან ჩემნაირები
არიან. ანუ ჩემს წრეს მიეკუთვნებიან... აქ არიან არისტოკრატიის და
ინტელექტუალური სფეროს წარმომადგენლები... მათში რაღაც სიამაყე
და ამპარტავნება იგრძნობა, საკუთარი უპირატესობით ტკბობა... მე
მათთან ერთად მწკრივში ვდგები და მათსავით უკანა გზას ვადგები, რომ
მატარებლის საწყის სადგურთან მივიდე და ისევ დავჯდე მასზე. უეცრად
ვამჩნევ, რომ მთელი ეს დრო, და არა მარტო ეს დრო, არამედ ადრეც,
როდესაც ამ მატარებლით გზას ბოლომდე ვერ გავდიოდი და ვვარდებოდი,
ჩემთან ერთად სულ იმყოფებოდა ჩემი მეგობარი, თანამგზავრი, პატარა
ბავშვი, რომელსაც რატომღაც არასდროს ვაქცევდი ყურადღებას და
მხოლოდ ახლა მივხვდი, რომ მასზე ახლობელი მთელი ამ დაუსრულებელი
წვალების და მცდელობების მანძილზე, არასდროს არავინ მყოლია... ის
სულ ჩემ გვერდით იყო! უხმოდ, უპრეტენზიოდ, არც ზედმეტად თავს
მახსენებდა, არც რამეს ითხოვდა, მხოლოდ ჩუმად მეხმარებოდა,
მაშინ, როდესაც ეს ყველაზე მეტად მჭირდება. მე კი მის დახმარებას,
რატომღაც, როგორც ჩვეულებრივ მოვლენას ისე აღვიქვამდი და დიდად
არც ვაფასებდი თითქოს... ის გულშემმატკივრობდა მატარებელშიც,
ხოლო მატარებლიდან გადმოვარდნილს მეხმარებოდა ადგომაში... ეს
პატარა ბიჭი იყო, ყურებზე ჩამოფხატული სასაცილო ქუდით, ისეთივე
დამტვერილი და გაღარიბებული, როგორც მე, ისეთივე გაცრეცილ და
დახეულ ტანსაცმელში, ისეთივე მარტო და მიუსაფარი, როგორც მე,

511
gnozisi

უძღები შვილი... მან ფეხზე ამაყენა, მუხლებზე დახეული შარვალი


დამიფერთხა, თვითონაც ჩამოიფერთხა გზისპირა ჭუჭყი, დავარდნილი
ჩანთა მომაწოდა და ხელი ჩამკიდა...
- არა უშავს... - მითხრა მან ჩვეული მოთმინებით, - ისევ ვცადოთ...
ჩვენ უკან მიმავალი, თავჩაქინდრული ადამიანების რიგს შევუერთდით,
კიდევ ერთ მცდელობაზე... კიდევ ერთ რეინკარნაციაზე... უკან გრძელი,
მტვრიანი, მოსაწყენი და რთული გზა გველოდა, მაგრამ მე მარტო არ
ვიყავი... ჩემს გვერდით ღმერთი იყო!
ახლაც მახსოვს ის ძლიერი ემოცია, რომლითაც გამეღვიძა და ის
შეგრძნება, რომ ყველაზე მძიმე, სასოწარკვეთილ მომენტებშიც კი არ
ვართ მარტო! ჩვენ გვერდით ღმერთია! როდესაც გავიღვიძე უკვე ვიცოდი
რას ნიშნავდა ეს სიზმარი. მატარებელი ცხოვრებას, ანუ ინკარნაციას
წარმოადგენდა. გზის ბოლომდე გავლა, ანუ სადგურამდე მისვლა ნიშნავდა
განღმრთობის მიღწევას, ხოლო ჩამოვარდნა და უკან დაბრუნება,
რეინკარნაციას... ეშმაკი, რომელიც კუპეში მყავდა - იმ სირთულეებს,
რომლებიც ცხოვრებაში მხვდებოდა...
შივა:
- ხოლო ის ადგილი, სადაც მაშინ ჩამოვარდი და სადაც შენნაირი
არისტოკრატები იყვნენ, შენი წინა ინკარნაციის დასასრული იყო. იმ
ინკარნაციის, როდესაც ინგლისის თავადურ გვარში იყავი დაბადებული...
საზოგადოების ამ ფენას თავისი „გადმოვარდნის ადგილი“, თავისი სუსტი
წერტილი აქვს სულიერების გზაზე, რომელიც შენ დაინახე, როგორც
კასტობრივი უპირატესობის შეგრძნება და ინტელექტუალური ამპარტავნება.

512
TeTri mzis meomari

უეცრად მეუფისგან ისევ ხილვა წამოვიდა...


მე დავინახე ოთახი დიდი ძველებური ვიტრაჟით. უეცრად ვიგრძენი
ძლიერი მიწისძვრა და პირველი რაც გამეფიქრა იყო, რომ ეს ვიტრაჟები ამ
რხევებს ვერ გაუძლებენ და დაიმსხვრევიან და როგორი დასანანია, ასეთი
ლამაზი შემოქმედების დანგრევა...
- ოღონდ ეს ვიტრაჟები არა!.. - აღმომხდა უნებურად და წამიერად
წარმოვიდგინე, როგორი გაუბედურებული და მახინჯი იქნება ეს ოთახი, თუ
ეს ვიტრაჟები დაინგრა... მაგრამ მიწისძვრამ მხოლოდ მოიმატა და ბოლო-
ბოლო, ერთ-ერთი ბიძგის დროს გაისმა აფეთქებასავით ხმა, ფანჯრის
ჩარჩოები გასკდა, ხოლო მინები საშინელი ხმაურით დაიმსხვრა, ისე რომ
ჰაერში უამრავი ფერადი ნამსხვრევი აქეთ-იქით მიმოიბნია! ფანჯარა
ჩამოინგრა და ჰოი, საოცრებავ! მე მომაწყდა კრისტალურად წმინდა, სისხლ-
ხორცში გამჭოლი ჰაერი, მსგავსი რომლისაც არასდროს ჩამისუნთქავს,
ჩამტვრეულ ფანჯარაში შემოიჭრა კაშკაშა მზის სხივი, მკვეთრმა სინათლემ
გააცისკროვნა ოთახი, რომელიც თურმე აქამდე სიბნელეში იყო და ვერ
ვამჩნევდი. ამავე ფანჯრიდან შემომესმა ჩიტების საოცარი გალობა, რომელიც
ასევე არასდროს ისმოდა ამ ჩაკეტილ სივრცეში...
გავშრი და შივას მივუბრუნდი... ჩემს მზერაში გაოცება და კითხვა
იკითხებოდა...
შივა:
- ეს ის დესტრუქცია და დამანგრეველი ძალის გამოვლინებაა, რომლისაც
ასე გეშინოდა!.. ეს ის ნგრევაა, რომელსაც უდიდესი ტრანსფორმაცია და
განახლება მოაქვს! დაინახე ეს!.. დამინახე მე!

513
gnozisi

514
TeTri mzis meomari

2021 წელი. 16 თებერვალი. თბილისი. ადამიანთა


ცოდვიანობა

სიზმარში ვხედავ რუს ბაბუას. არ ვიცი რა ადგილია, მაგრამ ყველგან


ჩანს მიწიდან ამოზრდილი სტალაგმიტებივით რაღაც, რომელსაც
განტოტვილი ხის მსგავსი სტრუქტურა აქვს.
- ეს, ადამიანთა ცოდვებია! - მეუბნება ბაბუა, რომლის ხმას
აღშფოთება ეტყობა. ვიცი, რომ თითოეული ამონაზარდი თითო ადამიანის
ცოდვიანობას ასახავს, ხოლო განტოტვები ამ ცოდვით გამოწვეული
შედეგობრივი ცოდვებია.
ეს ამონაზარდები თავიდან შედარებით ცოტაა, თუმცა ძალიან
მაღალი. მე და ბაბუა წინ მივიწევთ და ვამჩნევ, რომ რაც უფრო შიგნით
შევდივართ გამოქვაბულში, მით მატულობს მათი რაოდენობა, მიუხედავად
იმისა, რომ სიმაღლე იკლებს... თითქოს ცოდვის ხარისხი მცირდება,
მაგრამ რაოდენობრივად იზრდება... ამ განტოტვილ, წვრილ-წვრილ
სტალაგმიტებს მთელი გამოქვაბულის სივრცე აქვთ დაკავებული. სადაც
არ უნდა გაიხედო, ყველგან ისინია. მათ ზღვარი არ უჩანთ.
მე რატომღაც ხმალს ვიღებ და ვცდილობ ეს წარმონაქმნები
დავამტვრიო. კი გამომდის, მაგრამ მალევე ვხვდები, რომ ასეთი
რაოდენობის წინააღმდეგ ჩემი ძალისხმევა უაზრობაა და სასოწარკვეთილი
ვჩერდები...

515
gnozisi

რომ მეღვიძება, ვხვდები სიზმრის სიმბოლიზმს: ეს განტოტვილი


სტალაგმიტები იმ ფართო გამოქვაბულში ადამიანთა ცოდვიანობას
განასახიერებდა, რომელმაც როგორც ჩანს დროსთან ერთად თვისობრივად
(ხარისხობრივად) იკლო, მაგრამ რაოდენობრივად იმატა. ისეთი განცდა
მქონდა სიზმარში, რომ ამასთან ბრძოლას აზრი არ აქვს, იმდენად ბევრია!...
არ უნდა იყოს ეს კარგის მომასწავებელი.

• • •

2021 წელი. 18 თებერვალი. თბილისი. სამი მეტეორიტი

სიზმარი:
სოლოლაკის ძველ ბინაში ვარ და ისევ იმ ფანჯრიდან ვიყურები,
საიდანაც ყოველთვის ცაზე უცნაურ მოვლენებს და მინიშნებებს ვხედავ
ხოლმე. ამჯერად ჩემ წინ ღამის ქალაქია გადაშლილი. უეცრად ვხედავ,
როგორ ვარდება სამი მეტეორიტი. მე მაშინვე დედას ვეძახი და ხმამაღლა
ვყვირი, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოვიდნენ და დაინახონ ეს საოცარი
და ამავდროულად საშინელი სანახაობა. შეგრძნება მაქვს, თითქოს ერთი
სადღაც სიახლოვეში უნდა დავარდეს, ხოლო ორი შორს. მეტეორიტის
დაცემის ხმას და მისგან წამოსულ ტალღას შიშით ველოდები, მაგრამ
არაფერი არ ხდება გარდა იმისა, რომ მოულოდნელად მთელ ქალაქში

516
TeTri mzis meomari

შუქი ქრება. წამში მთელ თბილისში უკუნი სიბნელე ისადგურებს.


ერთადერთი ოთახი, სადაც შუქი ანათებს არის ის, სადაც მე ვდგავარ.
დედა გვერდზე ოთახშია ბავშვებთან ერთად, სადაც ასევე შუქია წასული,
რაც ძალიან მაკვირვებს, რადგან ჩემთან არის ელექტრობა. რატომღაც
მეფიქრება, რომ ამ მეტეორიტებმა გამოიწვიეს ელექტრომაგნიტური
გამოსხივება, რომელმაც ელექტრობაზე იმოქმედა. ამავე დროს, რადიოში
(თუ ტელევიზორში) აცხადებენ, რომ არაფერი არ მომხდარა, ვინც რამე
დაინახეთ ცაზე, მოგეჩვენათო!
- რას ჰქვია მომეჩვენა, - მეფიქრება მე, როცა ჩემი თვალით დავინახე
როგორ ეცემოდნენ მეტეორიტები!
უეცრად მიწა იძვრის ისეთი სიძლიერით, რომ სახლი რომელშიც ვარ
თითქმის ინგრევა. მე ბავშვებს ვუყვირი, რომ მზიდი კედლის გასწვრივ
დადგნენ კარებში, მაგრამ სახლი წამიერად ისე დეფორმირდა, რომ მე
თვითონ ვეღარ ვხდები, სადაა მზიდი კედელი. საბედნიეროდ ყველა
ცოცხალია, მაგრამ მე, ისევე როგორც სხვა გადარჩენილებმა, სასწრაფოდ
უნდა ჩავალაგო ჩანთაში პირველადი საჭიროების ნივთები და გავიქცე.
გარეთ ვიცი, რომ დიდი მოძრაობაა. ხალხი გარბის სახლებიდან და სადღაც
იხიზნებიან...

რომ გავიღვიძე პირველი, რაც გავიფიქრე იყო, რომ ახლოვდება ახლი


კატაკლიზმი. ოღონდ აქამდე თუ სულ წყალმოვარდნებს და ცუნამის
ვხედავდი, ახლა მეწყრებს და მიწისძვრებს ვხედავ... რაღაცაა, რაც
სავარაუდოდ მიწის სტიქიასთანაა დაკავშირებული.

517
gnozisi

2021 წელი. 9 მარტი. თბილისი. ქრისტესეული ცნობიერება


მიქაელის შუამავლობით

უკანასკნელი პერიოდი ძალიან დაკავებული ვარ პირველი წიგნის


გამომცემლობისთვის მომზადებითა და ინგლისური და რუსული
თარგმანების გადამოწმებით. სიზმარხილვებისკენ ცნობიერებას ვეღარ
მივმართავ და ისინიც შესაბამისად გაიშვიათდნენ... ძირითადად მეფიქრება
იმაზე, თუ როგორ აღიქვამს ამ წიგნს რუსულენოვანი მოსახლეობა, რადგან
666 ცნობიერება განხილული იყო რუსული ეგრეგორის მაგალითზე...
ჩემი აზრით, მკითხველისთვის ცხადი უნდა იყოს, რომ პრობლემა
რუსეთში არაა და რომ ნებისმიერი ქვეყნის ეგრეგორის სულიერი სიხშირე
შეიძლება ჩამოვარდეს ამ მაჩვენებელზე კოლექტიური ღელვებისა და
სიძულვილის გამოფრქვევის მომენტში. მსგავსი სიტუაცია არაერთხელ
მომხდარა საქართველოშიც სამოქალაქო ომებისა და პოლიტიკური
მღელვარებების პერიოდში. ამიტომ პირად შეურაცხყოფად ეს ჩანაწერი
რუსმა მკითხველებმა არ უნდა მიიღონ.
ღამით, როდესაც ყველამ დაიძინა შეცვლილი ცნობიერების
მდგომარეობაში შევედი და მიქაელს მოვუხმე. მისი სითბო მომეხვია,
დიდი ხნის მონატრებული და ასე ძვირფასი ჩემთვის. მას ჩემი აზრები
გავუზიარე და მან კიდევ ერთხელ შემახსენა, რომ რა სიმბოლოებშიც
ვნახე ის სიზმარხილვა, ისე უნდა აღმეწერა და ასეც იყო საჭირო. ჩემი
აზრების სისწორეც დამიდასტურა...

518
TeTri mzis meomari

- აღარ ვაგრძელებთ სწავლებას? - ვუთხარი მე, თუმცა ვიცოდი პასუხი.


ისინი, ჩემი სულიერი მასწავლებლები, მოლოდინის მდგომარეობაში
იყვნენ. ერთის მხრივ, ამდენი წლის ჩანაწერი ბოლო-ბოლო უნდა
ხორცშესხმულიყო წიგნის სახით. თარგმანიც არანაკლებ მნიშვნელოვანი
საქმეა... ჩემთვის კი ერთგვარი შესვენება გამოდიოდა სიზმარხილვებისგან
გათიშვა, რადგან მათ ყოველთვის დიდი ენერგია მიაქვთ. თანაც უკვე
ვისწავლე, რომ არ უნდა დავაჩქარო მოვლენები.
მიქაელი:
- მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ... თქვი რასაც წეღან ფიქრობდი...
ისევ ვიგრძენი რომ მისი ნათქვამი გამოეხმაურება იმას, რასაც მე
ვიტყვი მომავალში და რაც მან წინასწარ უკვე იცის... ეს „წრედი შეიკრა“
მისი საუბრის მანერაა.
მე:
- იცი რა მსიამოვნებს... ამ ჩემს ინტერნეტ-ჯგუფში... აბსოლუტურად
უცხო ხალხი ვართ შეკრებილები... რადგან წიგნის მსურველთა რაოდენობა
იმაზე მეტი აღმოჩნდა, ვიდრე მე შემიძლია საკუთარი ხარჯებით
დავაფინანსო, დავდე განცხადება, რომ ყველამ თავისი წიგნის დაბეჭდვის
თვითღირებულება გადმორიცხოს ზ.-ს საბანკო ანგარიშზე, რადგან ის
მეხმარება საორგანიზაციო საკითხებში. 150 ადამიანამდე გამოჩნდა
წიგნის მსურველი. მაგრამ ზოგმა მეტი გადმორიცხა იმათ მაგივრად,
ვისაც შეიძლება წიგნის ყიდვის ფული არ გააჩნდეს. ზოგიერთმა მომწერა
თხოვნით, რომ წიგნები საჩუქრად მიეღო, რაც ძალიან მახარებს, რადგან
მე შენს წინაშე დადებულ პირობას (მიქაელი: „გახსოვდეს რომ სულიერი

519
gnozisi

ცოდნა უფასოდ გეძლევა და უფასოდვე უნდა გასცე“) ვასრულებ. გარდა


ამისა, გამიხარდა, რომ მოხდა ერთგვარად თანხების გადანაწილება იმათ
შორის ვისაც მეტი შესაძლებლობა აქვს და იმათ შორის, ვისაც არ აქვს.
არავის არ შეჰპარვია ეჭვი ჩემი ან ზ.-ს პატიოსნებაში, მიუხედავად იმისა
რომ ზ.-ს ანგარიში დევს და მას პირადად არავინ არ იცნობს. უზომოდ
მახარებს ის, რომ ჩვენს, თუნდაც ძალიან პატარა საზოგადოებაში ასეთი
ნდობა და ერთმანეთზე ზრუნვა იგრძნობა. მათ რომ ვუყურებ, იმედი
მიბრუნდება რომ „სულიერი გზის“ და „თეთრი მზის მეომრის“ მაღალი
თამასა, რაც შენ დააწესე, შეიძლება არ აღმოჩნდეს შეუძლებელი
ჩვენთვის...
მისი ღიმილი ვიგრძენი და ისევ იგივე გაიმეორა:
- მე ვხედავ იმას, რასაც შენ ვერ ხედავ... გააგრძელე...
მე:
- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ამ ადამიანებს ძალიან ახარებს შენთან
მიკუთვნება და შენთან შეხება, შენს სიახლოვეში თავის მოაზრება... არ
ვიცი როგორ ვთქვა... განსაკუთრებულ სითბოს ვგრძნობ შენ მიმართ, იმ
ხალხისგანაც ვინც არ აქტიურობს კომენტარებში და თითქოს არ ჩანს...
კი, ჩვენ ძალიან არასრულყოფილები ვართ, ბევრი გვეშლება, ჯერ კიდევ
დიდი ოდენობით გვამოძრავებს მიწიერი ეგო, მაგრამ ვგრძნობ, რომ რაღაც
შეიცვალა იმ ადამიანებში, ვინც შენს წიგნს კითხულობს (ჩემსას აღარ
ვუწოდებ). სულიერი გზის სინათლეს შეეხნენ და იგრძნეს მისი სიკაშკაშე.
უეცრად ვიგრძენი, რომ ჩემი ყურადღების ფოკუსი ორ განსხვავებულ
ენერგიას შორის მიდი-მოდიოდა... მიქაელს ხან ვპოულობდი, ხან

520
TeTri mzis meomari

ვკარგავდი. თავიდან ვერ მივხვდი რაში იყო საქმე. ჯერ ვიფიქრე, რომ
უბრალოდ ყურადღება მეფანტებოდა, მაგრამ მერე გავაანალიზე, რომ
ორნი იყვნენ. ჩემი ორი მასწავლებელი, ვისაგანაც დაიწყო ჩემი სულიერი
მოგზაურობა: მიქაელი და იესო!..
იესოს თანამყოფობას ყოველთვის ველოდები, როგორც განსაკუთრებულ
ჯილდოს, განსაკუთრებულ დღესასწაულს! ჩემთვის მასთან უშუალო
შეხვედრა ყოველთვის დიდი მოვლენაა!
იესო:
- ბევრი ადამიანისგან ვგრძნობ მომართვას ჩემ მიმართ „დაინახე ჩემი
თვალებით“ მეთოდით, როგორც შენ ასწავლე, რაც ძალიან მახარებს,
მიუხედავად იმისა, რომ ჩემს თანამყოფობას შეიძლება იმ მომენტში
ვერ გრძნობდნენ. მინდა იცოდნენ, რომ მე მათთან ვარ და თითოეული
მათი ფიქრის მესმის, თითოეულ მათ გრძნობას აღვიქვამ და ყველა მათ
ტკივილსა თუ სიხარულს ვიზიარებ. მაგრამ ახლა სხვა რამეზე მინდა
გელაპარაკო...
...როდესაც მე ფიზიკური სხეული დავტოვე, დადგა ისტორიული
პერიოდი, რომელსაც თქვენ „პირველი ქრისტიანების პერიოდს“
ეძახით, როდესაც ჩემი მიმდევრები დევნაში იყვნენ, ხოლო მათი რიცხვი
ძალიან მცირე იყო... სწორედ მაშინ, და სწორედ მათი საშუალებით
ჩაისახა ჩემი სინათლის ფოკუსი ადამიანთა კოლექტიურ მენტალში და
სწორედ მაშინ ჩაეყარა საფუძველი პირველ ქრისტიანულ ეგრეგორს,
რომელიც მაშინ ძალიან მოქმედი და მაღალვიბრაციული იყო... ის
პერიოდი ჩემთვის ყველაზე ახლობელი, ძვირფასი და სუფთაა... სწორედ

521
gnozisi

მაშინ იქმნებოდა ასეთი პატარა ჯგუფები, სადაც ხდებოდა ყველაფრის


განაწილება, ურთიერთნდობისა და ჩემდამი სიყვარულის გამო... ამ
ადამიანებს ჰქონდათ ჩემი თანამყოფობის უშუალო განცდა, რაც მათ
რწმენას დარწმუნებად აქცევდა. როდესაც კი არ გწამს, არამედ იცი, შენს
მრწამს ვერაფერი დაანგრევს... მაგრამ რაც უფრო იზრდება რელიგიურ
დაჯგუფებაში მყოფ ადამიანთა რიცხვი, მით უფრო ვარდება ეგრეგორის
ვიბრაცია და მით უფრო ძნელია მისი დაჭერა სულიერ ტრიადასთან
კავშირში... ამიტომ ამას მოყვა მრავალი საუკუნე, ბნელი და მძიმე,
როგორც ადამიანებისთვის, ასევე ჩემთვის, რადგან მე ვიყავი ის, ვისაც
ეს ეგრეგორი სულიერ სამყაროსთან შეხებაში უნდა შეენარჩუნებინა...
ჩემი შრომა არასდროს დასრულებულა...ჩემი დაძაბულობა და თავდადება
ადამიანებისთვის ახლაც ისეთივე ინტენსიურია, როგორც მაშინ, როდესაც
განსხეულებაში ვიყავი... ამ პერიოდში ევლინებოდნენ ჩემი მოგზავნილი
სულები, რომლებიც მოწამებრივი ცხოვრებითა, თუ ღვთისმეტყველებით
მაღლა წევდნენ ქრისტიანობას... იცოდე ერთი რამ, რომ როდესაც
სულიერი იერარქი რაიმე „პროექტს“ ახორციელებს, ეს არ ხდება
ქაოსურად და შემთხვევითობაზე მინდობით. ჩვენ ყოველთვის მივუყვებით
მატერიალური სამყაროს (ნატიფმატერიალურიც იგულისხმება)
სტრუქტურას. ვგულისხმობ ფრაქტალურ სტრუქტურებს და საკრალური
რიცხვების ალგორითმებს... მაგალითად, ჩემი მოსწავლეების რაოდენობა
(12) არ იყო შემთხვევითი. არც ერთ-ერთის „ღალატი“ ამ 12-დან არ
იყო შემთხვევითი... - მან პაუზა გააკეთა და მაგრძნობინა, რომ ეს რაღაც
კავშირშია „სამაელის“, ანუ ლუციფერის მოვლენასთან, მაგრამ ეს თემა არ

522
TeTri mzis meomari

განავრცო, - ანალოგიურად არ იყო შემთხვევითი ქრისტიანული ეგრეგორის


შექმნა. მისი ფუნქციონირება და მისი ვიბრაციების დაჭერა/ზრდა უნდა
ჩატეულიყო კოსმოსური ციკლის ვადებში და მომხდარიყო 7-ობითი
აღმავლობის ალგორითმის მიხედვით. სწორედ ეს პროცესია აღწერილი
იოანეს გამოცხადებაში, სადაც ნახსენებია „მიმართვა 7 ეკლესიის
ანგელოზების მიმართ“. 7 ეკლესია არის 7 პერიოდი ქრისტიანული
ეკლესიის ისტორიაში. თუ კარგად გამოიკვლევთ, დაინახავთ ისტორიულ
პერიოდებთან შესაბამისობას. მაგრამ ამას ჯერ თავი დავანებოთ... ამ
თემას მერე კიდევ დავუბრუნდებით... ახლა უბრალოდ იმას გეტყვი,
რომ სხვა დრო დგება... როდესაც ადამიანებს შორის ქრისტესეული
ცნობიერება დამყარდება, აღარ იქნება აუცილებელი, ფიზიკურად შეკრება
რაიმე ადგილას, ერთობლივი რიტუალების ჩატარების მიზნით. ფიზიკური
ურთიერთშეხება აღარ იქნება აქტუალური ახალ კოსმოსურ ეპოქაში. ეს
ადამიანები იგრძნობენ უდიდეს ერთობას ერთმანეთთან უფრო მაღალ
დონეზე. გაჩნდება მენტალური ერთობა, დაიწყება მსგავსი იდეების
მოსვლა... ერთს რომ კითხვა გაუჩნდება და უბრალოდ იფიქრებს ამ კითხვის
გარშემო, მეორეს მოუვა პასუხი და ამ კითხვაზე უნებურად გასცემს
პასუხს, ისე რომ არც ეცოდინება, ვისგან წამოვიდა იმპულსი, მოთხოვნა...
მე:
- ჰო... მე ხშირად მწერდნენ, რომ რა თემაზეც დავდე პოსტი, იმ
საკითხზე ფიქრობდნენ ზუსტად ცოტა ხნით ადრე და უხარიათ ხოლმე,
როგორ მაშინვე მიიღეს პასუხი...

523
gnozisi

იესო:
- როგორც ფული, რომელიც თავისით გადანაწილდა იმათ შორის
ვისაც მეტი აქვს იმათკენ, ვისაც ნაკლები აქვს, ასევე გადანაწილდება
იდეებიც... ერთი დასვამს ფიქრებში კითხვას, მეორეს მიუვა თავში
პასუხი... აღარ იქნება საჭირო სწორი იდეების ვინმესთვის მტკიცება,
გააფთრებული დასაბუთება, ჩხუბი ვინ მართალია, ვინ მტყუანი... აღარ
იქნება ის დაქსაქსულობა, ინფორმაციული ქაოსი და გაუგებრობა რაც
ახლა ხდება... ტყუილი ვეღარ დაიმალება... აღარც რიტუალები იქნება
საჭირო, იმიტომ რომ ადამიანებს ღმერთთან გულისმიერი კავშირი
ექნებათ დამყარებული, ხოლო საკუთარი უმაღლესი “მესგან” ჭეშმარიტ
ცოდნაზე ექნებათ წვდომა... ის რაც მიქაელმა დაინახა შენს ჯგუფში,
შენი წიგნის მკითხველებისგან... სწორედ ამ ქრისტესეული ცნობიერების
ჩანასახია... ის ჯერ-ჯერობით პატარა დაჯგუფებებში ვლინდება.
ისეთებში, რომლებსაც ცოცხალი კავშირი აქვთ სულიერ იერარქთან. ჯერ
ხანმოკლე, არამყარი, სულ ნორჩი, ახლადაღმოცენებული ყლორტივით
ფაქიზი და მოსაფრთხილებელი, მაგრამ უკვე კარგის ნიშანი მომავალი
დადებითი ცვლილებების მაუწყებელია... და ჰო... ის ქალბატონი
მართალი იყო, მიქაელის მეომრები, რომლებიც უსხეულო ანგელოზებს
წარმოადგენენ, სწორედ მსგავსი, ოღონდ უფრო მაღალი (მე-6 დონის)
ცნობიერებით არიან ერთმანეთთან გადაბმულნი. თქვენს შემთხვევაში,
რახან სხეული (სხეულები) გაქვთ, ეს ერთობა სულის დონეზეც ხდება
(მე-5 და მე-6 დონეები) და ასევე ნატიფმატერიალურ, ანუ მე-4 დონეზეც,
რაც თავისებური ეგრეგორია... ამას ვერ აცდებით, სანამ ფიზიკური და

524
TeTri mzis meomari

ნატიფმატერუალური სხეულები გაქვთ, მაგრამ ურთიერთმიმოცვლის,


ურთიერთკავშირის გადანაცვლება ფიზიკურიდან ნატიფმატერიალურ
განზომილებაში, რომელიც სულიერ იერარქს (თქვენს შემთხვევაში
მიქაელს) უჭირავს თავისი ენერგიით, უკვე ძალიან კარგია, რადგან
სულიერი ენერგიის შემოდინება ზევიდან ხდება.
მისი თბილი ღიმილი ვიგრძენი და ისევ მიქაელის ფიქრები შემომესმა:
- ის რაც შენ იგრძენი შენს პატარა ჯგუფში, როგორც ერთობა, სითბო
და სიყვარული ჩემ მიმართ, მე დავინახე როგორც მანათობელი ქსოვილი,
რომელიც მე ჩამება და ჩემს ენერგიას დედამიწაზე ამიწებს თქვენი კეთილი
ფიქრებისა და მოქმედებების სახით...
- წრედი შეიკრა.. - გამეფიქრა მე ძილ-ბურანში გახვეული გონებით...
- ნეტავ რამდენ ხანს შენარჩუნდება ეს პატარა ნაპერწკალი?... მიქაელის
იმპულსი...

• • •

525
gnozisi

2021 წელი. 12 მარტი. ცნობიერების მე-8, მე-9 დონე

ეს ერთი თვეა, რაც მიქაელი ჩემს ცნობიერებას მამა-ღმერთისკენ


მიმართავს. სულ ერთია რა სიტყვებით, როგორი ლოცვებით. მთავარია
ვიგრძნო „რომ ის ჩემშია, ხოლო მე მასში“- ეს ფორმულა გავატარო
საკუთარ თავში. მისი სიტყვებით, ისინი (სულიერი მასწავლებლები) არ
გვიკავშირებენ საკუთარ ცნობიერებასთან მუდმივად, არამედ მხოლოდ
იმისთვის, რომ ბოლოს პირველწყაროს სამებას გვაზიარონ, რადგან
ესაა საბოლოო დანიშნულება - მე-7, მე-8 და მე-9 განზომილებები,
რომლებიც ღმერთის ცნობიერებასთან შერწყმას გულისხმობს და ალბათ
ბოლო ნაბიჯია დედამიწაზე განსხეულებული ადამიანისთვის. არ ვიცი,
ოდესმე თუ მივაღწევ ამ დონეს. თითქოს რაღაც შეგრძნებები მეუფლება,
მაგრამ ისინი არაა ისეთი მკაფიო და შთამბეჭდავი, როგორც ჩემს სულიერ
მასწავლებლებთან შეხვედრები. ჯერ თითქოს ბუნდოვანია, მიუწვდომელი.
სულ ვფიქრობ რას ვაკეთებ არასაკმარისს? ვგონებ, ყველაფერი რასაც
ვაკეთებ თავიდან ბოლომდე არასაკმარისია, იმიტომ რომ არაფერს აღარ
ვაკეთებ... უბრალოდ ვცხოვრობ... ადრე ვაძალებდი ჩემს თავს მეფიქრა
დადებითი ფიქრები, მეკონტროლებინა საჭმლის ყოველი ულუფა, იოგის
ვარჯიშები... ახლა რა დამემართა? უბრალოდ ვცხოვრობ. ყოფილი
დისციპლინით ჩამოყალიბებული ჩვევები, კვება იქნება ეს თუ იოგა, ახლაც
ინერციით მომყვება, მაგრამ შინაგანი მოთხოვნილება მაქვს ჩამქრალი

526
TeTri mzis meomari

და ვერ ვხვდები კარგია ეს თუ ცუდი...


...როდესაც მამა-ღმერთს ვუხმობ, ვთხოვ რომ თავისი თანამყოფობა
მომივლინოს, ჩემში და ჩემით გამოავლინოს საკუთარი თავი და უნებურად
ასეთი სიტყვები აღმომიცენდება:
- მე ამ სამყაროს არ ვეკუთვნი... - და წარმოვიდგენ მატერიალურ,
გამოვლენილ სამყაროებს, რომლებშიც აღარ ვარ... თითქოს მარადიულ
გონს ვეკუთვნი, რომელიც ყოველთვის იყო და იქნება, რომელიც ამ
ყველაფრის თავზეა და ამავდროულად ამ ყველაფერს სარჩულად უდევს...
ჩემში კვდებიან და იბადებიან სამყაროები, იშლებიან და იკუმშებიან
თვალუწვდენელი სივრცეები... მე მარადიული, უკვდავი სული ვარ,
დამკვირვებელი, რომელიც ასევე ყოველთვის არსებობდა და ყოველთვის
იარსებებს პირველწყაროს უსასრულო გონში...
ერთ-ერთი ასეთი წარმოსახვითი ლოცვისას მომინდა მიქაელთან
ჩემი შეგრძნებების გაზიარება. შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში
შევედი და მოვუხმე. მისი ცნობიერების თანამყოფობა შემომეხვია
მზრუნველი შეხებასავით და მომინდა ისევ რამე ლამაზ ადგილას
აღმოვმჩნდარიყავით ერთად, მაგრამ საკურის ხე და „სტიქიების“ სამყარო
(„ანგელოზის გული“, წიგნი პირველი. „მენტალური დემიურგია. საკურის
ხე“, გვ. 73) თითქოს წარსულს ჩაბარდა და გაუფერულდა იმის გვერდით,
რასაც ახლა ჩემი გონება სწვდებოდა...
მე:
- მინდა ჩემთან ერთად წამოხვიდე, იქ ასადაც არაფერი და
ყველაფერია... ეს აღარაა მიწიერი სილამაზეების მსგავსებად შექმნილი

527
gnozisi

სრულყოფილად მშვენიერი სამყარო, როგორც ის საკურის ხე და


ველები იყო. აქ აღარ იქნება ის ჩვეული ფორმები, რომლებიც ჩემმა
ცნობიერებამ ჩვენი რეალობიდან ამოირჩია, როგორც მშვენიერების
მაგალითები. აქ არც ფორმები და არც ფერებია... არც ხმები, არც რაიმე
მოძრაობა... ეს მამას ცნობიერებაა... უსასრულო, უკიდეგანო ყოფადობის
ოკეანე, თვალუწვდენელი სივრცე, სადაც სივრცეც არაა სივრცე... სადაც
ყველაზე პატარა ყველაზე დიდია, ყველაზე ნათელი ყველაზე ბნელია,
სიცარიელე სისავსეა, არსებობა და არარსებობა ერთმანეთს ერწყმიან...
ეს პარადოქსული მარადიულობაა, სადაც მხოლოდ ერთი მდგომარეობა
სუფევს - სულის ენითგამოუთქმელი ნეტარება ღმერთთან სიახლოვეში
და მასში არსებობით ტკბობაში... მე აქ მოგიხმობ მეგობარო... აქ მეც
და შენც ამ უსასრულო ოკეანის ორი პატარა წვეთი ვართ, რომლებიც
ამავდროულად ამ ოკეანის არსს, მის სუბსტანციას ქმნიან... ჩვენ არაფერი
და ყველაფერი ვართ... ჩვენით ღმერთი ვლინდება, როდესაც დიდი დედა
შობს ფორმებს და ჩვენც გვაძლევს სხეულებს... ჩვენ ახლა სხვადასხვა
სამყაროებს ვეკუთვნით, მაგრამ აქ, მამის ცნობიერებაში ჩვენ ერთნი ვართ
და ერთად ვართ... აი, ის სამყარო, რომელმაც ჭეშმარიტად გაგვაერთიანა,
ჩვენს საკუთარ პირვანდელ არსში... აქ ჩვენ ჭეშმარიტად ვხვდებით
ერთმანეთს!
მისი თბილი თვალები შევიგრძენი და მისი ფიქრები გავიგონე:
- როგორ დაიხვეწა და გაიზარდა შენი წარმოსახვა... ნელ-ნელა უფრო
მაღალ სივრცეებს ეხები და ნებით თუ უნებლიეთ გადიხარ დუალობის
კონცეპტიდან... დაიმახსოვრე შენი შეგრძნებები, თუნდაც ისინი ამ

528
TeTri mzis meomari

დიდებულ გამოვლინებებთან ჯერ მხოლოდ ბუნდოვან, ზედაპირულ


შეხებას წარმოადგენდნენ... გეჭიროს ეს მდგომარეობა შინაგანად და ის
თვითონ დაიწყებს შენს ტრანსფორმაციას... ახლა ძალისხმევა ნაკლებად
დაგჭირდება...ცვლილებები თვითონ მოვლენ, თვითონ შეგცვლის მამის
სული... შენ მხოლოდ გეჭიროს ეს შეგრძნებები გონებაში... მიეცი მას
უფლება გამოვლინდეს შენში და დააკვირდი საკუთარ თავს... წინ კიდევ
დიდი გზა გაქვს გასასვლელი, მაგრამ ახლა ცნობიერების მე-8 და მე-9
საფეხურს უნდა ეზიარო... ეს ძალიან მაღალი თამასაა, რომლის მიღწევაზე
შეიძლება წლები, ხანდახან სიცოცხლეები წავიდეს... მაგრამ შეიძლება
წამშიც გარდაისახო... არავინ იცის... არც მე ვუწყი ბოლომდე მამის ნებას...
მე:
- არ მინდა, რომ დაგკარგო... რატომღაც შეგრძნება მაქვს, რომ
მშორდები, ან რაღაცას ელოდები... როდესაც კითხვას გისვამთ, რა
უნდა გავაკეთო, თითქოს კედელს ვაწყდები, რომელიც მაჩერებს. მეც
გემორჩილებით... თან ვფიქრობ საკუთარ თავზე... რას მივაღწიე? რა სულიერი
მონაპოვარი შევიძინე ამ 7 წლის შედეგად? თითქოს არაფერი, მაგრამ თან
ვგრძნობ, რომ რაღაც ძალიან ფუნდამენტური, რაღაც ძირეული შეიცვალა
ჩემში... ბოლო დღეებში ლუციფერზე, სამაელზე ვეძებდი ლიტერატურას,
რაღაცები წავიკითხე ილუმინატების მასონურ დაჯგუფებებზე, რომლებიც
თითქოს ბავშვებს მსხვერპლად სწირავენ ლუციფერს, მთელი სისტემა აქვთ
აწყობილი რომ დედამიწაზე ძალაუფლების წყობა ჩამოაყალიბონ... ადრე,
როდესაც დემონურ არსებებზე, მსხვერპლთშეწირვებზე ვკითხულობდი
ან რაიმე ფილმებს ვუყურებდი, ჩემში ათასნაირი ემოცია აღიძვრებოდა,

529
gnozisi

ეს იყო უსამართლობის და უსუსურობის განცდა, ბრაზი ადამიანებზე და


საკუთარ თავზე, რომ ვიღაცები მანიპულირებენ ჩვენით და ჩვენ ამის
უფლებას ვაძლევთ, შიში, რადგან ამ არსებებზე ფიქრისას ხშირად მათ
ენერგეტიკას ვუკავშირდებოდი და ჩემდაუნებურად საკუთარ თავზე მათ
თავდასხმებს ვიწვევდი, სურვილი, რომ ამ ყველაფერს შევებრძოლო,
სიმართლე გავარკვიო და ეს სიმართლე სააშკარაოზე გამოვიტანო...
ჩემში დაუოკებელი ცეცხლი იწვოდა, რომელიც ჩემს შინაგან მანქანას
ამოძრავებდა ამ მიმართულებით... მაგრამ ახლა, ეს ცეცხლი ჩაქრა!
და ვფიქრობ რა მოხდა?... როდესაც ამ ინფორმაციას ვკითხულობ, ის
თითქოს აღარ ჯდება ჩემს გონებაში, როგორც არასწორი ფაზლის ნაჭერი,
რომელიც არ ესადაგება ერთიან სურათს... იმიტომ კი არა, რომ ასეთი რამ
არ შეიძლება ხდებოდეს... ფაქტია, რომ ძველი დროის კულტებში იყო
ცხოველების და ადამიანების მსხვერპლთშეწირვები და არ გამოვრიცხავ
რომ ახლაც იარსებონ დემონურმა ოკულტურმა დაჯგუფებებმა... არა,
რაღაც სხვა ხდება... იყო პერიოდი, როდესაც ნეგატიური ინფორმაციის
მიმართ ზედმეტად მგრძნობიარე გავხდი, უბრალოდ ცუდად ვხვდებოდი
მისგან და უნებურად დავიწყე მისგან დისტანცირება... მაგრამ ახლა
ამ ყველაფერმა დაკარგა ჩემში გამოხმაურება, ინტერესი... აღარ
მაინტერესებს ლუციფერი, შავი იერარქია... არ ვიცი, ეს სწორია თუ არა...
მაგრამ ახლა ვგრძნობ რომ ეს ყველაფერი ჩემგან გარეთ მიედინება,
როგორც ტალახიანი მდინარე, რომლის მაღალ ნაპირზე დგახარ და ის
ვერასდროს შეგეხება თავისი ბინძური ტალღებით... ეს სამყარო მე აღარ
მეკუთვნის, ხოლო მე აღარ ვეკუთვნი მას... არ ვიცი როგორ აღვწერო...

530
TeTri mzis meomari

მიქაელი:
- შენ გახვედი „წრიდან“ (იხ. „სამსარის წრე“. გვ. 73) , იმიტომ რომ
„ეს შენი ომი აღარ არის“! - მითხრა მან თბილი ღიმილით და მე მივხვდი,
რომელ სიზმარზეც მიმანიშნებდა.
მე:
- გული ხომ არ გამიქვავდა? რატომ აღარ ვღელავ? აღარ მეშინია...
ამას წინათ ასტრალში ისევ წავაწყდი ბნელ სულს და მივხვდი, რომ შიში
საერთოდ აღარ მაქვს... აღარც მომავლის მეშინია... არც ახლობლების
დაკარგვის, რაც ყველაზე უცნაური და აუხსნელია... ეს რა არის მიქაელ?
ნუთუ ადამიანობას ვკარგავ? დღევანდელი დღით ვცხოვრობ და ყოველი
დღე მახარებს თავისი წვრილმანებით... სხვანაირად აღვიქვამ ფერებს,
ფაქტურას, ხმებს... ყველაფერმა სილამაზე და მყუდროება შეიძინა...
ყველაფერს, რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ყველაფრისგან სიამოვნებას
ვიღებ. როდესაც ჩემს შვილს ვამეცადინებ, ადრე თუ ერთი სული
მქონდა, როდის დავამთავრებდი, ახლა სიამოვნებას მანიჭებს თუნდაც
უბრალო წერის პროცესი... ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ჩვეულებრივი
კალმისტრით წერისას, ასოების გამოყვანით შეიძლება სიამოვნება
მიიღო... ვაკვირდები როგორ ჯდება მელანი ოდნავ ხაოებიან ფურცელზე,
როგორ ირკალება ბლანტი საღებავით გაჯერებული ხაზები, თითქოს
ამ პროცესის ხმაც კი მესმის... როგორი დაკმაყოფილების გრძნობა
გეუფლება, როდესაც ამ ხაზებს სრულყოფილ ფორმებს ანიჭებ... მარტივი,
რუტინული ჰარმონია... ვერ წარმოვიდგენდი, რომ შეიძლება სიამოვნება
მიიღო კომპიუტერის კლავიატურის კაკუნის ხმისგან... მაგიდის ხის

531
gnozisi

ფაქტურაზე ხელის მოკიდებისგან და იმისგან რომ ამ ხის ფერი რატომღაც


განსაკუთრებულად ეფერება თვალს... ღმერთო, ამას ხომ ადრე ვერ
ვამჩნევდი! ხანდახან საათები გადის ამ წვრილმანების დაკვირვებაში და
მავიწყდება ხოლმე ჩემი ვალდებულებები... ვალდებულებები, რომლებიც
ჯერ კიდევ მახსენებენ, რომ ამქვეყნიურ ფერხულში ვარ ჩართული...
მიქაელ... წამიყვანე... რას ვაკეთებ აქ?
ბოლო სიტყვები უნებურად წამომცდა... ჩემი ოჯახი გამახსენდა,
რომელსაც ძალიან ვჭირდები და ფიქრებში ჩემი ნათქვამი უკან წავიღე..
მიქაელი:
- ისევ გინდა მიწიერი ცხოვრების დასრულება, მაგრამ შენ ჯერ კიდევ
გზაზე ხარ... ჯერ კიდევ ეტაპები გაქვს გასავლელი... შენი შეგრძნებები
მხოლოდ ტრანსფორმაციის დასაწყისია და არ ვიცი ბოლომდე გავლა
რამდენ დროს წაიღებს, მაგრამ იცოდე, როდესაც დუალობის ასპექტიდან
გახვალ, მერე მოგიწევს უკან დაბრუნება და არა უბრალოდ დაბრუნება,
არამედ ძალიან დაბალ სფეროებში ჩაშვება... იმ ტალახიანი მდინარის
ყველაზე ღრმა ფსკერამდე მოგიწევს ჩასვლა და აღარაფერი უნდა დარჩეს
შენში, რაც ამ სიბნელეს გამოეხმაურება, რაზეც ეს ჭუჭყი აკრობას
მოახერხებს!... მაგრამ ახლა ჯერ მხოლოდ გზაზე ხარ...

• • •

532
TeTri mzis meomari

2021 წელი. მარტი. ისევ ცნობიერების ვარდნა...

თითქოს საკუთარი თავის ჯინაზე, წავიტრაბახე თუ არა სულიერი


მიღწევებით, ეგრევე დამეწყო ცნობიერების ვარდნა. ისევ მიჭირს
მიქაელთან დაკავშირება და მამა ღმერთის ის ბუნდოვანი შეგრძნებაც
დამეკარგა. ადვილად ვღიზიანდები და დეპრესიის შემოტევები დამეწყო...
ყველაფერმა, რაც უკან მოტოვებული მეგონა, ახალი ძალით შემომიტია.
სიზმრებში ისევ ვხედავ ჩემს მიჯაჭვულობებს მატერიალურ ნივთებზე და
ვნებებზე. ხანდახან მგონია რომ ჩემი საშველი არ არის. ასეთ მომენტებში
მხოლოდ ის მაწყნარებს, რომ ამ დაღმავლობის მდგომარეობებს მოჰყვება
აღმავლობა... მაგრამ ნუთუ ვერ უნდა ავმაღლდე, ისე, რომ ასვლა-
ჩასვლებს აღარ ვექვემდებარებოდე? ძალიან რთულია... ღამ-ღამობით
ინფორმაცია მოდის, მაგრამ რომ ვიღვიძებ არაფერი მახსოვს. ვგრძნობ,
რომ რაღაც რთულ თემაზე მესაუბრებიან და მამზადებენ. სადღაც
ქვეცნობიერში ეს ცოდნა უკვე არის, მაგრამ ცნობიერში ვერაფერი ვერ
გამომაქვს...

• • •

533
gnozisi

2021 წელი. 17 მარტი. მე-12 - განდგომილი

ღამეების განმავლობაში ისევ ვგრძნობ რომ რაღაცას მასწავლიან.


ლუციფერის და სამაელის თემა არ მეშვება. ვხვდები, რომ ეს არის
საფეხური, რომელიც უნდა გადავლახო, ბოლომდე გავარკვიო, მაგრამ მისი
აზრი ბუნდოვანი რჩება ჩემთვის. ბოლო დღეები ვცდილობ მეტი ვიკითხო
ლუციფერის საკითხზე. რამდენიმე ჩანაწერი ამ თემაზე, რომელსაც
შემთხვევით წავაწყდი ფეისბუკში აგნი იოგას საიტზე, გადმოვაკოპირე
და ვაპირებ რომ ვთარგმნო და ჯგუფში დავდო განსახილველად. მაგრამ
ჯერ თავი ვერ მოვუყარე. ეს შინაგანად ჩამქრალი ენთუზიაზმი ჯერ არ
დამბრუნებია...
წუხელ ღამით მესიზმრებოდა რაღაცა ლუციფერზე. მახსოვს ეს სახელი
და მახსოვს რაღაც ოთახები... თითქოს ბევრი ოთახი იყო, ოღონდ რას
ნიშნავდა ეს ოთახები და რაზე იყო საუბარი ვერ ვიხსენებ. რომ ვიღვიძებ
არაფერი მახსოვს...
შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელთან
დაკავშირება ვცადე... არც ისე მარტივად გამომივიდა, მაგრამ გულისმიერი
კონტაქტის დამყარება შევძელი. მისგან მხოლოდ სიყვარული წამოვიდა
და აზრი, რომ ის ჩემზე ზრუნავს და მიცავს...
... და კიდევ ეს სქემა მიტივტივდება თვალწინ: 12 მოციქული, ამ 12-
დან ერთი (მე-12) განდგომილია...

534
TeTri mzis meomari

2021 წელი. 18 მარტი. სამაელი გნოსტიკურ ტექსტებში

ისევ ფაზლებადაა ჩემს ტვინში ინფორმაცია დაყოფილი... 12


მოციქული, ერთი მოღალატეა... 7 მთავარანგელოზი... მიქაელის სიტყვები:
„სადაც 7-ია იქ 9-აა და იქ 12-ცაა“. ანუ 9 და 12 შეიძლება იყოს 7-ის
დიფერენცირება უფრო წვრილად. განსაკუთრებით 7-სა და 12-ს შორის
არსებობს ეს ურთიერთმიმართება... ანუ, ლოგიკურად გამომდინარეობს,
რომ შეიძლება არსებობდეს 12 მთავარანგელოზი?
მე ინტერნეტში ჩავბეჭდე „12 მთავარანგელოზი“ ინგლისურად და
რუსულად და რა თქმა უნდა ამომიგდო ინფორმაცია ამ ვარიანტზეც. ამ
შემთხვევაში 12 მთავარანგელოზი იყო მისადაგებული 12 ზოდიაქოს
ნიშანს...
- ჰო... - გამეფიქრა ჩემთვის, - ინტერნეტში ყველაფერს იპოვი, რაც
მოგესურვება... მაგრამ ფაქტია, რომ 12 ისეთივე საკრალური რიცხვია,
ანუ ფრაქტალური ალგორითმი, როგორც 7. თავის დროზე მიქაელმა
ამიხსნა, რომ როგორც 7 ფერი შეიძლება 12 ფერად დაყო, ხოლო 7
ნოტა 12-ად, ასე შეიძლება დაყო ნებისმიერი 7-ობითი სტრუქტურა,
განსაკუთრებით, როდესაც ის ცირკულაციას, ცენტრის გარშემო ბრუნვის
ციკლის ამსახველია. როგორც, მაგალითად, თვეების ან დღე-ღამის
საათების შემთხვევაში...
ისევ მიტრიალებს ამ ყველაფერთან ის სიტყვები, რომლებიც მაშინ
აღმოცენდნენ ჩემს გონებაში:

535
gnozisi

- „სამაელ, შენ არ ხარ მართალი“... - და უეცრად გამახსენდა, რომ


მ.-მ ცოტა ხნის წინ გაუწია რეკომენდაცია ერთ-ერთ ავტორიტეტული
ავტორის წიგნს გნოსტიციზმზე. მე კომპიუტერი გავხსენი, წიგნის ფაილი
ჩავრთე და ძებნაში მივეცი სიტყვა „Самаэль“...
არ გამიკვირდა, რომ ორ ძველ გნოსტიკურ ტექსტში ამოვიდა ეს
სახელი. აი, ნაწყვეტები ამ ტექსტებიდან:

1. არქონტების ჰიპოსტასი (Cod. II, 4)


„მაღლა, ეონების უსასრულობაში არსებობს უცოდველი. სოფიამ,
რომელსაც ეძახიან პისტისი, გადაწყვიტა თავად ემოქმედა, თავისი
მეუღლის გარეშე. და მისი სამუშაო შედგა ზეციურის ხატად და
მსგავსებად, მაგრამ ისე, რომ ფარდაგმა გამიჯნა ზედა ეონები ქვედასგან.
ფარდაგს ქვევით წარმოიქმნა ჩრდილი, ხოლო ეს ჩრდილი იქცა მატერიად
და... იქნა გადაგდებული გარესკნელში. მისი ფორმა წარმოადგენდა
მოქმედებას მატერიაში, რომელიც შეიძლება შეადარო მახინჯს. მან მიიღო
ანაბეჭდი (tipos) ჩრდილიდან და გადაიქცა თავდაჯერებულ მხეცად,
რომელსაც ლომის სახე აქვს (იალდაბაოფი)... მან (იალდაბაოფმა)
გააღო თვალები და დაინახა მატერია, დიდებული და უსასრულო; ის
შეიქმნა ქედმაღალი და თქვა: „მე ვარ ღმერთი და არა არს ღმერთი
ჩემ გარდა!“. ამ ნათქვამით მან შესცოდა ყველაფრის წინაშე. და ხმა
ჩამოისმა უზენაესი ძალაუფლებიდან... „შენ ცდები, სამაელ“, ანუ ბრმა
ღმერთო, ან სხვანაირად - ბრმების ღმერთო (142:4-26). მისი ფიქრები
ვერაფერს ხედავდნენ (135:4). მან გადაწყვიტა შეექმნა ძეები საკუთარი

536
TeTri mzis meomari

თავისთვის. ვინაიდან თავად ქალ-კაცი იყო, მან შექმნა შვიდი ქალ-კაცი


ძე და უთხრა მათ: „მე ვარ ყველაფრის ღმერთი“.“

„[ზოემ (სიცოცხლე - რედაქტორის მინიშნება), სოფია პესტისის


ქალიშვილმა შემოსაზღვრა იალდაბაოფი და ჩააგდო იგი ტარტარში,
სიღრმის ფსკერზე ცეცხლოვანი ანგელოზის საშუალებით, რომელიც
მისგან იყო ემანირებული.“

„როდესაც მისმა (იალდაბაოფის) შვილმა, სავაოფმა დაინახა ამ


ანგელოზის ძალა, მან მოინანია. ის პირფერობდა მამისა და მისი დედის,
მატერიის წინაშე; მან ზიზღი იგრძნო მის მიმართ... სოფიამ და ზოემ იგი
(სავაოფი) ზევითკენ წარიტაცეს და განაწესეს მმართველად შვიდი წრისა,
მაღალსა და დაბალს შორის გადებული ფარდაგის ზღვარზე.“

„როდესაც იალდაბაოფმა დაინახა რომ იგი (სავაოფი) დიდ პატივში


იმყოფებოდა... მას შეშურდა... შურმა შვა სიკვდილი, ხოლო სიკვდილმა
- მისი ძეები.“

„უცოდველი უყურებდა ქვევით წყლოვან არეს. მისი ხატი წარმოიქმნა


წყლის ზედაპირზე და ბნელმა ძალებმა შეიყვარეს იგი.“

„არქონტებმა მოითათბირეს და თქვეს: „მოდი, ნება მოგვეცი შევქმნათ


ადამიანი მიწის მტვრისგან...““

537
gnozisi

„მათ შექმნეს (საკუთარი ადამიანი) თავისი სხეულებისგან ღმერთის


იმ ხატის მსგავსებად, რომელიც აირეკლა წყლებში... „ჩვენ ვუსადაგებთ
ჩვენს ქმნილებას იმ ხატს ისე, რომ როდესაც ის (ხატი) დაინახავს თავის
მსგავსებას [ის მიიზიდება მისკენ] და ჩვენ შევძლებთ მის დაჭერას ჩვენს
ქმნილებაში (135:30 -- 136:1)...“

2. საუბრები სამყაროს შექმნაზე (Cod. II, 5)


„როდესაც უკვდავთა ბუნებამ დაასრულა საკუთარი თავი
უსასრულობიდან, პისტისიდან წარმოიქმნა სახე-ხატი რომელსაც
დაერქვა სოფია. მან ისურვა, რომ იგი გამხდარიყო შემოქმედება
მსგავსად იმ სინათლისა, რომელიც არსებობდა პირველად. მაშინვე მისი
ნება აღსრულდა და გამოვლინდა, როგორც ზეციური სახე-ხატი...
რომელიც იყო შუაში უკვდავთა და იმათ შორის, ვინც გაჩნდა მათ მერე
ზეციური ყაიდის მიხედვით, რომელიც ფარდაგის მსგავსად განაცალკევებს
ადამიანებს უმაღლესებისგან. ჭეშმარიტების ეონი არ შეიცავდა თავის
თავში ჩრდილს... მაგრამ მისი გარე ნაწილი წარმოადგენდა ჩრდილს,
რომელსაც ეწოდებოდა წყვდიადი. მისგან წარმოიქმნა ძალა, რომელიც
მართავს წყვდიადს. მაგრამ ძალებმა, რომლებიც განსხეულდნენ მის
მერე, უწოდეს წყვდიადს „უსაზღვრო ქაოსი“. მისგან აღმოცენდა
ღმერთების რასა... ასე რომ მახინჯების რასა გამომდინარეობდა პირველი
შემოქმედებიდან. სიღრმე (ქაოსი), შესაბამისად წარმოიქმნა პისტისისგან.“

„შემდეგ ჩრდილმა გაიაზრა, რომ არის რაღაც მასზე ძლიერი. ის გახდა

538
TeTri mzis meomari

ეჭვიანი და მაშინვე დაფეხმძიმდა და შვა შური... ეს შური იყო მახინჯი,


რომელსაც არ ჰქონდა სული. იგი ამოიზარდა როგორც ჩრდილები
(მოღრუბლულობა) წყლოვანი სუბსტანციიდან. შემდეგ შური იყო
გადაგდებული... ქაოსის ნაწილში... როდესაც ქალი შობს შვილს და
მისი ზედმეტობა (პლაცენტა) გადმოვარდება ხოლმე, ასევე წარმოიქმნა
ჩრდილიდან მატერია.“

„ამ მოვლენების მერე მივიდა პისტისი და გამოააშკარავა საკუთარი


თავი ქაოსის მატერიის წინაშე, რომელიც გადაგდებული იყო იქ, როგორც
მუცელმოშლილი ნაყოფი... უსაზღვრო წყვდიადი და უსასრულო
სიღრმის წყლები. როდესაც პისტისმა დაინახა, რა წარმოიქმნა მისი
მოქმედების შედეგად, ის შეშფოთდა და მისი შფოთი გადაიქცა შიშის
მოქმედების ხილვად, რომელიც შეფრინდა მისგან შიგ ქაოსში. მან
დაასრულა ის მის სახეში სულის შთაბერვით, სიღრმეში ცის ქვეშ.“

„როდესაც სოფიამ მოინდომა, რომ ამ მახინჯზე აღბეჭდილიყო სახე-


ხატი (typos), რათა მას ემართა მატერია, პირველი წყლებიდან ამოიზარდა
ლომის სახიანი არქონტი... რომელსაც ჰქონდა დიდი ძალაუფლება, მაგრამ
რომელმაც არ იცოდა, საიდან წარმოიქმნა (იალდაბაოფი) თვითონ...
როდესაც არქონტმა დაინახა საკუთარი დიდება... ის ხედავდა მხოლოდ
საკუთარ თავს და არაფერს გარდა წყლებისა და წყვდიადისა და მან
გადაწყვიტა რომ მარტოა. მისი ფიქრი გამოვლინდა, როგორც სული,
რომელიც დაქროდა წყლებზე წინ და უკან.“

539
gnozisi

„[149:10 -- 150:26 : იალდაბაოფის მიერ ექვსი ქალ-კაცი ძის


(არქონტების) შექმნა; მათი ქალური და კაცური სახელები (მათ შორის
სავაოფი); თითოეულისთვის განკუთვნილი ცის შექმნა თავისი ტახტებით,
მთავარანგელოზებით და ა. შ.]“

„როდესაც პისტისის ჩარევის მერე ცა იყო მყარად დაფუძნებული,


ყველა თავისი მმართველითა და განთავსებებით, არქიმშობელი აღივსო
ამპარტავნებით. მან მიიღო პატივი ანგელოზთა ყველა დასისგან... და
ამპარტავნებაში გადავარდა... და თქვა: „მე ვარ ღმერთი...“ (და ა. შ.
პისტისმა უსაყვედურა). „შენ ცდები, სამაელ“ - ანუ ბრმა ღმერთი,
„სინათლის უკვდავი ადამიანი არსებობდა შენამდე, რომელიც გახსნის
საკუთარ თავს შენს ქმნილებაში (plasma). ის გაგანადგურებს შენ...
და შენ, შენი ნებით ჩაეშვები შენს დედასთან - მატერიასთან, სიღრმეში.
და შენი მოქმედებების ბოლოს ყველა ხარვეზი, რომელიც წარმოიქმნა
ჭეშმარიტებისგან, ნელ-ნელა გაქრება: ის გაივლის და იქნება ისე, თითქოს
არც არასდროს არსებულიყო“. თქვა ასე და პისტისმა აჩვენა საკუთარი
დიდებულება წყლებში, ხოლო შემდეგ დაბრუნდა სინათლეში.“

„როდესაც არქიმშობელმა დაინახა პისტისის ხატი წყლებში, ის


დასევდიანდა... და შერცხვა საკუთარი საქციელის. და როდესაც მან
აღიარა, რომ სინათლის უკვდავი ადამიანი არსებობდა უფრო ადრე
ვიდრე თვითონ, ის ძლიერ აღელდა იმის გამო, რაც იქამდე უთხრა სხვა
ღმერთებს: „მე ვარ ღმერთი და არა არს ღმერთი ჩემ გარდა“, რადგან

540
TeTri mzis meomari

მას შეეშინდა, ვინაიდან მათ შეუძლიათ გაამხილონ, რომ უწინარეს


არსებობდა ერთი და უარი თქვან მასზე. და ვინაიდან არ გააჩნდა
სიბრძნე... მან გამოიჩინა სითავხედე და წარმოთქვა: „თუ არსებობდა
ერთი ჩემამდე, გამიმხილოს თავი!“. მაშინვე უმაღლესი ოგდოადიდან
გამოსხივდა სინათლე. მან გამსჭვალა მიწის ყველა ცა... და მასში
გამოჩნდა ადამიანის ფორმა... როდესაც პრონოიამ (იალდაბაოფის
მეუღლემ) დაინახა ეს ანგელოზი, მას შეუყვარდა იგი; მაგრამ იმას
სძულდა პრონოია, ვინაიდან იგი (პრონოია) იყო წყვდიადი. პრონოიას
მისი (ადამიანის) ჩახუტება სურდა, მაგრამ ვერ შეძლო...“

„იმის მერე, რაც სავაოფმა, იალდაბაოფის შვილმა გაიგონა პისტისის


ხმა (როდესაც ის იალდაბაოფს ემუქრებოდა), მან განადიდა იგი და უარი
თქვა საკუთარ მამაზე. სავაოფი განადიდებდა პისტისს უკვდავ ადამიანზე
და მის სინათლეზე ფიქრის გამო. სოფია პისტისმა... გადმოღვარა
მასზე ნათელი საკუთარი სინათლიდან... და სავაოფმა შეიძინა დიდი
ძალაუფლება ქაოსის ძალებზე... მან შეიძულა თავისი მამა-წყვდიადი
და დედა-სიღრმე. მან ზიზღი იგრძნო საკუთარი დის მიმართ, რომელიც
იყო ფიქრები, რომლებიც დაქროდნენ წყლებზე წინ და უკან... როდესაც
სავაოფმა, როგორც ჯილდო თავისი მონანიებისთვის მიიღო განსვენების
ადგილი (მეშვიდე ცაზე), პისტისმა ასევე მისცა მას თავისი ქალიშვილი
ზოე (სიცოცხლე)... იმისთვის, რომ მას ესწავლებინა სავაოფისთვის ყველა
ეონი, რომელიც არსებობს ოგდოადაში.“

541
gnozisi

„როდესაც ქაოსის არქიმშობელმა დაინახა თავისი დიდებაში მყოფი


ძე სავაოფი, მას შეშურდა. და როდესაც ის გაბრაზდა, მან შვა სიკვდილი
საკუთარი სიკვდილიდან...“

როდესაც ასეთი ტიპის გნოსტიკურ ტექსტებს ვკითხულობ, რაღაც


არ ლაგდება ჩემს გონებაში... როცა ინფორმაცია თან ჰგავს და თან არა
იმას, რასაც შინაგანად ვგრძნობ, რაღაცნაირი სტაგნაცია მეუფლება
და მეძინება... აზრები მიქრება თავში... ამ ტექსტებმა დამაბნიეს და
წეღანდელი აზრი დამისხლტა...
სამაელი - პროტოარქონტი... „ბრმა ღმერთი“, მის მიერ შექმნილი
7 წრის მმართველი (თავისი თავის ჩათვლით)... ანუ არქონტები... ქალ-
კაცები, ანდროგინები... ზუსტად მსგავსია ჰერმეტული გნოსტიციზმის,
ოღონდ ამოტრიალებულად... მიქაელმა თავის დროზე, როდესაც
„პოიმანდრესს“ ვარჩევდით, ამ 7 სრულყოფილ ქალ-კაცზე დიდხანს
გააჩერა ჩემი ყურადღება... სოფიამ, რომელიც როგორც ჩანს „გონის“ რაღაც
პერსონიფიცირებულ ვარიანტს წარმოადგენს, რატომღაც გადაწყვიტა
პირველწყაროს (მამა-ღმერთის), ანუ სულის ჰიპოსტასის გარეშე
რაღაცის შექმნა, და გააკეთა მანკიერი, არასწორი სამყარო, რომელიც
აღმოჩნდა მოწყვეტილი სულისგან... რატომ გადაწყვიტა ასე სოფიამ?
ვინაა სოფია? შემდეგ, ამ სულისგან მოწყვეტილი ბნელი მატერიისგან
შეიქმნა პოტოარქონტი, იგივე სამაელი (ეს მისი ერთ-ერთი სახელია),
ანუ იალდაბაოფი, ლომისთავიანი მახინჯი, თვითმარქვია ღმერთი. მან
თავის მხრივ შექმნა 7 მმართველი, 7 არქონტი, 7 მთავარანგელოზი

542
TeTri mzis meomari

(გნოსტიკურ ტექსტებში, როგორც ვხვდები, 7 მთავარანგელოზი და 7


დემონური არქონტი ერთი და იგივეა, როგორ უცნაურადაც არ უნდა
ჟღერდეს ეს)... შემდეგ მათ რაღაცნაირად შეიტყუეს მათ სამყაროში
სულიერი ადამიანი, რომელიც თავისი არსით ამ 7-ობით სტრუქტურას
აღემატებოდა და როგორც ჩანს მე-8 განზომილებაში (ოგდოადაში)
არსებობდა. ესეც ემთხვევა ჰერმეტიციზმს, სადაც მე-8 განზომილება არის
„ძე ღვთისა“... ისევ იგივეა, რაც ჰერმეტიკულ გნოსტიციზმში, ოღონდ იქ
თუ ნებაყოფლობით ჩადის ადამიანის სული მატერიაში, აქ მოტყუებით
ხდება მისი ჩამოყვანა... მაშინ რატომ ვერ შველის ამას ყოვლისმცოდნე
და ყოვლისშემძლე ღმერთი? რისთვისაა საჭირო ის რთული მექანიზმი,
რომელსაც გნოსტიკოსები ქადაგებენ... ჩემთვის, როგორც ადამიანისთვის
შეიძლება შეუცნობელი იყოს ღმერთის ნება, მაგრამ მაინც. რაღაც არის
ამაში ხელოვნურად გაუკუღმართებული. „ცეცხლოვანი ანგელოზი“,
რომელიც სამაელს ტარტარში, ანუ ქვესკნელში გადააგდებს ძალიან
ჰგავს თქმულებას მიქაელზე და ლუციფერზე... სავაოფი ვინღაა? ბიბლიაში
ეს იაჰვეს ერთ-ერთი სახელია. ამავე დროს გნოსტიკოსები თვითონ
იალდაბაოფსაც აიგივებენ იაჰვესთან? მაშ, რომელია ის „ღმერთი“,
რომელიც მე-7 ცაზე სუფევს და აქვს მინიჭებული ძალაუფლება ქაოსის
ძალებზე?
სულ ამერ-დამერია ტვინი. არა, მეტი უნდა წავიკითხო ამ ყველაფერზე
და მიქაელს დახმარებისთვის მოვუხმო, რომ ამ გაუგებრობაში გამარკვიოს!

543
gnozisi

2021 წელი. 25 მარტი. საუბრები სამებასთან დაკავშირებით

გუშინ მესინჯერით მ.-მ კითხვა დამისვა, რომელზეც, როგორც იმ


მომენტში ვთვლიდი სწორედ, ისე გავეცი პასუხი. უცნაურია, მაგრამ
ღამით მიქაელი თვითონ დამიკავშირდა და მთხოვა მისი აზრი ჩამეწერა
ამ საკითხზე, რადგანაც რატომღაც გადაწყვიტა, რომ ეს მნიშვნელოვანია,
რაც ძალიან იშვიათად ხდება.
აი, მე და მ,-ს მიმომწერა:
M. sent გუშინ 21:25-ზე
რაღაც მინდოდა მეკითხა. ანუ კათოლიკეები და მართლმადიდებლები
ღვთისმშობლის მიმართ რომ ლოცულობენ. რა გასწავლეს მეუფეებმა? მე რაც
წავიკითხე - შენს წიგნში რომ ღვთისმშობელი მარიამი არის ღმერთის დედური
ასპექტის ღმერთრეალიზება, ხოლო იესო არის მამის ასპექტის რეალიზება.
მაგრამ რაც ვერ გავიგე, არის ღვთის ძე, ანუ კოსმიური ინტელექტი არის ის
ძალა რომლითაც შეიქმნა ყველაფერი. ესეც ხომ ქრისტეა? მეორე იპოსტასი?
მე ასე მივხვდი, რომ მამის პასიური ასპექტიდან გამოდის ღვთის ძე და
დედის ასპექტიდან გამოდის სულიწმიდა (შაკტი). ამიტომ არის სულიწმიდა თან
მდედრობითი უმეტეს რელიგიებში.

You sent დღეს, 00:00-ზე


კი. მეც ასე ვგრძნობ. რომ მდედრობითია. მატერიასთანაა კავშირში. მაგრამ
უნდა დავფიქრდე მაინც. ლოგიკურად ასეა.

544
TeTri mzis meomari

მიქაელი:
- მ.-ს გადაეცი, რომ „ერთის გასამმაგების პრინციპი“ განსხვავდება
„ერთის გაორმაგების პრინციპისგან“. გაორმაგება გვაძლევს დუალიზმის
კონცეფციას, ანუ ინისა და იანის წარმოქმნას, სქესის პრინციპს. ეს
განსაკუთრებით ახასიათებს მატერიალურ (გამოვლენილი, გრძნობად
სამყაროებს), ანუ დემიურგულ 7 განზომილებას. რაც უფრო ინერტულია
მატერია, მით უფრო მკვეთრადაა დუალიზმი გამოხატული (როგორც
თქვენთან მაგალითად). მაგრამ სამებაში, გასამმაგებისას წარმოქმნილ
იპოსტასებს არ აქვთ ურთიერთკავშირი სქესის პრინციპით, სხვა სიტყვებით
ინი-იანის ურთიერთდამოკიდებულება. ერთის გასამმაგებისას თითოეულ
იპოსტასს უნარჩუნდება ქალ-კაცის, ანუ ორივე სქესის ნიშანი. ამიტომ
არის რომ პოიმანდრესში, მიუხედავად იმისა, რომ მე-9 დონე, ანუ
აბსოლუტი მამა-ღმერთადაა მოხსენიებული და თითქოს მამაკაცურ
საწყისს წარმოდგენს, მასზე საუბარია, როგორც ქალ-კაცზე. ანუ იგი
ორივე სქესს მოიცავს (არ აგერიოს - ორსქესიანი არაა იგივე, რაც
უსქესო!). ანალოგიურად მე-8 დონე, ანუ ძე-ღვთისა, მიუხედავად იმისა,
რომ „ძეა“, „ასულიცაა“ იმავდროულად. ანალოგიურად დემიურგიც ორივე
სქესს მოიცავს და პოიმანდრესში ის მოხსენიებულია როგორც ადამიანის
„ძმა“, ანუ ასევე მამაკაცური სახით. სინამდვილეში ეს მამაკაცური
გამოსახვა მხოლოდ იმ ტრადიციის გაგრძელებაა, სადაც სულის
სიმბოლო „მამაკაცი“ იყო ხოლმე, ხოლო მატერიის - „ქალი“. როდესაც
დემიურგი (ორსქესიანი) თავის თავს ავლენს დუალურ სამყაროში, აქ უკვე
მკვეთრად ჩნდება გაორმაგების ანუ ინის და იანის, ანუ სქესის პრინციპი

545
gnozisi

და რაც უფრო ჩადიხარ მატერიაში, მით უფრო ძლიერადაა ეს დუალობა


გამოხატული.
როდესაც ადამიანი თავის პირვანდელ „ძე-ქალიშვილი-ღვთისას“
დონემდე (მე-8) მაღლდება, ის კარგავს კონკრეტული სქესის მიმართ
მიკუთვნებას. ის სამების ერთ-ერთი იპოსტასი ხდება და სრულად
შეიცავს აბსოლუტის და დემიურგის თვისებებსაც. სხვა სიტყვებით, იგი
პირველწყაროს უბრუნდება...
მე:
- რაღაცას ვერ ვხდები... შენ ამბობ, რომ გაორმაგება ახასიათებს
დემიურგის სამყაროს, სადაც დუალობის პრინციპია გატარებული.
მაგრამ პოიმანდრესში წერია, რომ სულ თავიდან მოხდა აბსოლუტის
(მომნუსხველი სინათლე) დაყოფა წყვდიადად (რომელიც ჩქეფდა და
ირეოდა) და ნათელად (ლოგოსი, ანუ ძე-ღვთისა, რომელიც გაისმა
როგორც ყვირილი ამ წყლოვან ბნელ სივრცეზე)... ანუ ორად გაიყო...
შემდეგ წარმოიქმნა მატერია (წყლოვანი ბუნება) და „ძე-ღვთისას“,
იგივე ლოგოსის ჰიპოსტასი, რომელიც ზემოქმედებდა ბგერით (ყვირილი)
მატერიაზე (წყლოვან ბუნებაზე)...
მიქაელი:
- და ამ ზემოქმედებით შექმნა პირველადი სტიქიები, რომლებიც
სულ 4-ია, ხოლო თვითონ მე-5-ეა! დააკვირდი ამას! გაიხსენე, როდესაც
მენტალურ განზომილებაში გამოგეცხადე, ჯერ ხელი დაგანახე,
რომელსაც 5 თითი ჰქონდა და ადამიანის ხელს ჰგავდა. მ. მართალი იყო.
ეს არის 5-ობითი პრინციპით შექმნილი „ადამიანი“, თუ ამ სიტყვაში

546
TeTri mzis meomari

ფართო გაგებას ჩავდებთ. ანტროფოსი (ბერძ. άνθρωπος „ადამიანი“.


განმარტება ქვემოთ) უფრო ზუსტად რომ ვთქვათ! მეც „ადამიანის“
კატეგორიას ვეკუთვნი. „ძე-ღვთისა“, ანუ მე-8 განზომილება, არის
ფართო გაგებით „ადამიანის“, ანუ ანტროფოსის პირველი და ყველაზე
სრულყოფილი ფორმა. ოღონდ იქ მას არ აქვს სხეული, ფეხებით
ხელებით, ცხვირითა თუ თვალებით. ის არის წარმოდგენილი, როგორც
5-ის პრინციპი გლობალური გაგებით! 5 პირველადი სტიქია, რომელიც
ისეთივე ურთიერთდამოკიდებულებაშია ერთმანეთთან, როგორც
ადამიანის 5 კიდური, 5 გრძნობა და ა. შ.! „ადამიანი“ შეიქმნა ამ დონეზე
(მე-8). ეს აბსტრაქტული მდგომარეობებია, თქვენთვის უცნაური და
უჩვეულო... ძნელად წარმოსადგენი... ამ პირველადი სტიქიების დონეზე
არსებობენ აურაცხელი სულები... მაგრამ დავუბრუნდეთ შენს კითხვას.
როდესაც აბსოლუტი გამოვიდა ინერტული მდგომარეობიდან და დაიწყო
თავისი თავის შეცნობა შემოქმედების სახით, ის, როგორც ყველაფრის
მომცველი, მათ შორის დუალობის მომცველი, არა იმდენად გაორმაგდა
(სული და მატერია), რამდენადაც გახუთმაგდა, რადგან მისგან გამოვიდა:
წყვდიადი (წყლოვანი ბუნება, ანუ მატერია) და ლოგოსი (წმინდა სიტყვა),
რომელმაც წყლოვანი ბუნების მატერია დაშალა 4 სტიქიად! მიუყვები
თუ არა ჩემს აზრს? წყლოვანი ბუნება (1. მიწა, 2. წყალი, 3. ჰაერი, 4.
ცეცხლი) და ლოგოსი (5 ეთერი). ეს გაორმაგება, რომელიც ამავე დროს
გახუთმაგება იყო, წარმოადგენდა „ძე-ღვთისას“ ჰიპოსტასის შექმნას.
ისიც ორსქესიანია თავისი არსით... ორსქესიანი (ანდროგინი) და 5-ობითი
ანტროფოსი ერთდროულად!

547
gnozisi

მე:
- მერე შეიქმნა სულიერი სამყარო, ანუ ცეცხლოვანი სამყარო...
მიქაელი:
- ესეც მე-8 დონის შემოქმედებაა ერთ-ერთ უმაღლეს პირველად
სტიქიაში, ანუ ცეცხლში... ჩვენ ახლა ყველაფერს უკიდურესად
ვამარტივებთ და ეს არ მსიამოვნებს. პოიმანდრესის ტექსტი არაა
სრულყოფილი, მაგრამ შენს ინფორმაციულ ველში უკეთესი ვერ მოვძებნე,
რომელსაც შეიძლება დავყრდნობოდით.
- და მხოლოდ მერე, მე-9 დონიდან გამოვიდა სულიწმიდა ანუ
დემიურგი... ისიც ორსქესიანი და ცეცხლოვანი ბუნების... ხოლო შემდეგ
გაშვიდმაგდა მატერიალური სამყაროების სახით სადაც 7-ობითი
ფარქტალია გამოვლენილი, როგორც საბაზისო სტრუქტურა... თუმცა
როდესაც ადამიანი მე-8 განზომილებიდან ჩავიდა დემიურგულ სამყაროში,
ის ინარჩუნებდა თავის 5-ობითი აღნაგობის პრინციპს... ანუ... - მე
დავიძაბე, რომ ყველაფერი შემეჯამებინა, - როდესაც აბსოლუტი
გასამმაგდა (სამების სახით), ის ჯერ გახუთმაგდა (ძე-ღვთისას იპოსტასის
წარმოქმნა), ხოლო შემდეგ გაშვიდმაგდა (სული წმინდას იპოსტასის
წარმოქმნა)... სწორი ვარ?
მიქაელი:
- ესეც შეიძლება ითქვას, - ის ოდნავ შეყოყმანდა. ვიგრძენი წყვეტა
ინფორმაციულ ნაკადში, მაგრამ გააგრძელა, - არ მომწონს... ზედმეტად
ვამარტივებთ. მაგრამ არა უშავს. აბა, დააჯამე...
- 7 და 5... ანუ, გა-12-და რეალურად!

548
TeTri mzis meomari

- ხოლო თვითონ მწვერვალია! მე-13-ეა, როგორც იესო და მისი


12 მოსწავლე... ახლა ხომ ხედავ რატომ გითხრა იესომ არაფერია
შემთხვევითიო... 12 მოციქული, მე-12, რომელმაც ის უარყო... თუ აზრს
გააგრძელებ მიხვდები, რატომ შედგა იესოს განსხეულებით სწორედ ასეთი
სცენარი, სადაც მე-12-ეს, რომელიც იუდა ისკარიოტელი იყო, უნდა
უერყო იესო, ანუ „მწვერვალი“, ანუ ღმერთი რის შედეგად „ღმერთი“
უნდა მომკვდარიყო (თქვენი მატერიალური სამყარო, რომელიც ღმერთს
მოწყვეტილია), ჯვარცმულიყო (ფიზიკური სხეულის ტანჯვით კარმა
აღმოეფხვრა) და შემდეგ აღმდგარიყო სულიერი სხეულით, ანუ თავისი
ჭეშმარიტი არსით... ქრისტეს მოსწავლეებში იუდა იყო მე-12 მოსწავლე,
ხოლო დემიურგის ქმნილებაში ეს იყო სატანა, ლუციფერი (როგორც
თქვენ უწოდებთ), სამაელი (ბრმა ღმერთი), ასევე ერთ-ერთი 7-განი
(ქალ-კაცი), რომელსაც ამ სამყაროს მბრძანებელს ეძახიან ( Князь
мира сего) და რომელიც ამ ყველაზე ქვედა, მატერიალური დიაპაზონის
კურატორი უნდა ყოფილიყო შესაბამის პერიოდში... მისი განდგომით
უხეშმატერიალური სამყარო (თქვენი დიაპაზონი) მოწყდა (თითქმის
მოწყდა, რადგან სრულად მოწყვეტა განადგურებას ნიშნავს) ღმერთს...
სწორედ ამიტომ უნდა განსხეულებულიყო „ძე-ღვთისა“, რომელიც
პირდაპირ მამის იმპულსს გაატარებდა, რადგან მამა არის ძეში, ხოლო ძე
არის მამაში... თუ ამ იმპულსმა იმძლავრა, მატერია ჯვარს ეცმევა, ხოლო
შემდეგ აღდგება თავის ჭეშმარიტ სულიერ არსში და მთლიანობა აღდგება!
ევოლუციური ხვეული შეიცვლის მიმართულებას უკან სულისკენ
მინიმალური დანაკარგებით!

549
gnozisi

მე:
- იუდა ხაზინის, ანუ ფულის განმგებელი იყო 12 მოციქულში. ანუ
ყველაზე მატერიალურ საკითხს განაგებდა. ასევე გამახსენდა იესოს ფრაზა
საიდუმლო სერობისას: „იესომ მიუგო: ის არის, ვისაც ჩაწებულ ლუკმას
მივცემ. ჩააწო ლუკმა და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს. ამ
ლუკმის შემდეგ შევიდა მასში სატანა. და უთხრა მას იესომ: რასაც აკეთებ,
მალე გააკეთე.“
მიქაელი:
- იესომ ყველაფერი იცოდა, იმიტომ კი არა რომ მომავალს ჭვრეტდა,
არამედ იმიტომ რომ ასე იყო იმთავითვე დაგეგმილი. მის განსხეულებამდე
ასე იყო დაგეგმილი. ასე უნდა მომხდარიყო, იმისთვის, რომ მის მისიას
ემუშავა... ამ მსხვერპლის გარეშე და ამ სცენარის შესრულების გარეშე,
იესო ჩვეულებრივ ფილოსოფოსად დარჩებოდა კაცობრიობის ისტორიაში...
სამაელის არქონტები მას მიწიერი მეფობისაკენ უბიძგებდნენ... მორიგი
სულიერი ხაფანგისკენ. მაგრამ მაშინ სულმა გაიმარჯვა, სულმა იზეიმა
და უხილავი სამყაროების ყველა დონეზე აღდგა კავშირი ღმერთთან... და
ჰო, მ. მართალი იყო, მარიამმა მაშინ სულიწმიდას ქალური იპოსტასის
იმპულსი გაატარა. ყველაფერი ღვთაებრივი სტრუქტურის შესაბამისად
იყო ორგანიზებული და განხორციელებული...

550
TeTri mzis meomari

„ანტროფოსის“ განმარტება ძველი რელიგიურ-გნოსტიკური


ტრადიციების მიხედვით:

პოსტანტიკურ მისტიკურ სინკრეტიზმში, განსაკუთრებით კი


ქრისტიანულ ან ქრისტიანულის მსგავს გნოზტიციზმში ანტროფოსი
წარმოადგენს პირველად სულიერ ადამიანს, ღვთაებრივ პირველარსებას,
სულიერ და მატერიალურ სამყაროთა პროტოტიპს და ამ სამყაროთა,
ისევე როგორც თავად ადამიანის ემანაციის (წარმომავლობის) წყაროს.
ხანდახან სამყაროს გამოსახავდნენ კიდეც ადამიანის სახით, სადაც ეს
ადამიანი სწორედ ანტროფოსი, ანუ ღვთაებრივი პირველწყაროდან
ღმერთის სრულყოფილი ანთროპომორფული ფორმის სახე-ხატი იყო.
„ცოდვაში დაცემის“ (მატერიალური სამყაროს შექმნისას) შედეგად ეს
პირველარსება, რომელიც ანდროგინია (ორსქესიანი) თავისი ბუნებით და
ღმერთის სრულყოფილ ხატს წარმოადგენს, ეშვება თავის მატერიალურ
ანალოგში (ადამში), ანუ მატერიალურ ადამიანში, საიდანაც უკან
დაბრუნება, განღმრთობა უნდა მოახდინოს. ქრისტანობაში ანტროფოსის
ანალოგად განიხილება ქრისტე, ხოლო მატერიალური ადამიანის
ანალოგად - ადამი. ორთოდოქსალური ქრისტიანობის მისტიციზმში ამ
ცნებებს შეესაბამება ფრაზა ახალი აღთქმიდან: „და როგორც ადამში
კვდებიან ყველანი, ისე ქრისტეში იცოცხლებს ყველა“ (1 კორ. 15. 22).

551
gnozisi

2021 წელი. 26 მარტი. კოლექტიური სიზმარხილვა და


მიქაელის დარბაზები

მე და თ.-ს მიმოწერა:
You sent გუშინ 22:51-ზე
თ., ეს ნაწყვეტი შტაინერის ნაწერიდანაა. მ. ვ.-მა გამომიგზავნა:
„მრავალი საუკუნის მანძილზე სულიერი სამყარო კაცობრიობას უგზავნიდა
მადლს, პლერომას, მაგრამ ეს სამყარო დაიხურა, აზიაში მაღალი სპირიტუალური
კულტურა დაიჩრდილა, ევროპაში ეს ფარდა გადაეფარა ურალამდე, ვოლგამდე,
კავკასიამდე და შავი ზღვიდან ხმელთაშუა ძღვამდე. მე-3-4 ქრისტიანულ
საუკუნეებში ურალის ვოლგის, კავკასიის აღმოსავლეთით დედამიწის უახლოეს
სფეროებში შეიჭრნენ საშინელი არიმანულ-ეთერულ-ასტრალური არსებები
და იქ დაიდეს ბინა, ხოლო ხსენებული საზღვრის დასავლეთით ასტრალურ
სფეროში განლაგდნენ ლუციფერული არსებები, ამრიგად ჩვენ გვაქვს ორი
საპირისპირო სფერო ერთი ურალის, ვოლგის, კავკასიის აღმოსავლეთით, მეორე
ამ საზღვრის იქით, დასავლეთით, მათ შორის სულიერი კედელია აღმართული,
იგი გადის ურალის, ვოლგა, კავკასიის და შავი ზღვის ზოლზე, ამ არეალში
არის ერთი ასტრალური ტერიტორია, სადაც დასავლეთის ლუციფერული და
აღმოსავლეთის არიმანული არსებები მომავალში შეეცდებიან ერთმანეთთან
შეხვედრას და კოსმოსური ქორწილის გამართვას, ამ საქმეს წინ ერთ პატარა
ტერიტორიაზე მცხოვრები ხალხი უნდა გადაეღობოს, თუ ამ ამოცანას ისინი
გააცნობიერებენ, მაშინ კაცობრიობის განვითარების ისტორიაში განხორციელდება

552
TeTri mzis meomari

რაღაც უდიადესი“.
თ. sent გუშინ 23:43-ზე
ვაა, რა საინტერესოა. გამსახურდიას რა აქვს ამაზე: ქართველი ერის სულიერი
მისია (თუ ჩავთვლით რომ შტაინერი საქართველოს გულისხმობს). და მერე
რუსეთი... იქნებ არც ისეთი რეტროგრადია (რუსეთი) და მთელი მისი ძალისხმევა,
რომ დასავლეთს აღუდგეს წინ, მართლა სულიერი ასპექტითაა განპირობებული.
მაგრამ: რა ვუყოთ ისტორიულ ფაქტებს?..
You sent გუშინ 23:44-ზე
ვერ გავიგე. ანუ, გამსახურდია რას წერს ამაზე?
თ. sent გუშინ 23:50-ზე
წერს რომ ქართველი ერის მისიაა მსოფლიოს დახმარება და გათავისუფლება
სულიერი ტყვეობიდან, ქრისტეს იმპულსის პოვნა-განმტკიცებით, თუ სწორად
მახსოვს.
თ. sent გუშინ 23:50-ზე
არასწორად დამეწერა: ვიგულისხმე რომ ზვიადს აქვს ამაზე ნაშრომი. თვითონაც
თეოსოფიის მიმდევარი იყო, შტაინერის თარგმანები აქვს. ჩემს ადრინდელ
სიზმრებში ასეთი რამ ვნახე: საქართველოში ვიყავით. რაღაცისთვის მიდიოდა
დიდი მზადება: სამ უზარმაზარ, ცეცხლშენთებულ ვარცლში იხარშებოდა ხორცი
(ხარი თუ ძროხა). ფონზე კი მოჩანდა სლავურ გუმბათებიანი რუსი კი ეკლესია..
You sent გუშინ 23:50-ზე
ამ არიმანულმა და ლუციფერულმა არსებებმა დამაფიქრეს. დასავლეთის და
აღმოსავლეთის კულტურების დემონური მხარეების დაჯახებაა. დასაფიქრებელი
ამბავია.

553
gnozisi

თ. sent გუშინ 23:53-ზე


ჰო, მე მაგათ ჩიჩქნას შევეშვი ადრე, რადგან ძალიან ავიხლართე. მაგრამ
სიმბოლურად თუ შევხედავთ, შესაძლოა კულტურების დაჯახება იყოს მართლაც.
You sent გუშინ 23:58-ზე
მთლად კულტურებს არ ვგულისხმობ. ეს გარეგნულად კი ჩანს ასე, როგორც
კულტურების დაჯახება. მაგრამ ამ კულტურების უკან დგანან ბნელი და ნათელი
ძალები და მათი ურთიერთდაპირისპირება. და ამ ბნელ მხარეზეა, როგორც
ჩანს, საუბარი. ჩემს პირველ წიგნში სადღაც მიწერია, რომ მიქაელი მეუბნება,
საქართველო/კავკასია იმითაა საინტერესო, რომ ბევრი ეგრეგორის გადაკვეთის
წერტილიაო და მისი წამოწევით ბევრი სხვა ქვეყანა წამოიწევა დიდ მანძილებზე.
ოღონდ ვერ ვიპოვე ეს ადგილი.
თ. sent დღეს, 00:11-ზე
და ამიტომაც შესაძლებელია, რომ ეს მთელი მითოლოგია ქართული
ანბანისა და ერის გამორჩეულობის შესახებ იყოს დაკავშირებული სიმართლის
მარცვალთან. ჩემი სიზმარი გამახსენდა: კირიონის კვერთხი აღვადგინეთო ნ.
(ანუ, შენ?) რომ მეუბნებოდა... დღეს ვფიქრობდი რომ ამ საქმეს (სულიერების
კვლევას) სერიოზული ფოკუსირება სჭირდება და მეჩვენება, რომ დიდხანს
შესაძლოა ვეღარ შევათავსო სამსახური და ეს სფერო....ძალიან დიდ ენერგიას
მართმევს (უაზროდ) და საერთოდ აღარ მაინტერესებს თან.
You sent დღეს, 00:16-ზე
სამსახურს თავს ხომ ვერ დაანებებ? რა უნდა ქნა? როგორც ჩანს მართლა
არის რაღაც საქართველოსთან დაკავშირებული. სულ გავურბოდი ამ თემას,
იმიტომ რომ პატარა ერის კომპლექსის გაღვივების მეშინოდა. მაგრამ მეუფეები

554
TeTri mzis meomari

არ დახარჯავდნენ ამხელა ძალისხმევას, თან ახლა. თან მიქაელის ის სიტყვები


მახსენდება, საქართველო გადაკვეთის წერტილია ნატიფ დონეზე აზიის და ევროპის
ეგრეგორებისო. ანუ, ემთხვევა შტაინერის ნათქვამს.
თ. sent დღეს, 00:16-ზე
არ ვიცი. ძალიან მიჭირს გაგრძელება (სამსახურის). საშინლად არაჯანსაღი
ენერგიაა გარშემო. აგრესიულად კონკურენტული. მე კი რაღაცნაირად ბევრად
მგრძნობიარე გავხდი და მცირე უზნეობებიც ძლიერად მირტყამს...
You sent დღეს, 00:17-ზე
მესმის... დავილაპარაკოთ მერე მაგაზე... გუშინ ასტრალში ამოვხტი ღამით.
თ. sent დღეს, 00:17-ზე
რაც შეეხება საქართველოს. ხომ შეიძლება რომ კომპლექსების გარეშე,
რაციონალურად განვიხილოთ ეს ამბავი.
You sent დღეს, 00:18-ზე
უნდა განვიხილოთ როგორც ჩანს.
თ, sent დღეს, 00:18-ზე
მართლაც რატომ ახსენებდნენ მეუფეები, რომ არ იყოს მნიშვნელოვანი?
You sent დღეს, 00:20-ზე
ჰო. თან მიქაელმა, ჩემი ფსონი დავდეო საქართველოზეო. ეგ მაშინებს მართალი
რომ გითხრა. ხალხი საქართველოში ძაან აგრესიული გახდა. ასტრალში ბნელოდა
ისე როგორც არასდროს. ასეთი სიბნელე არ მინახავს. უკან სხეულში შევედი მერე.
ხალხი დაიღალა ამ კოვიდისგან. ეშინიათ, აგრესიამ მოიმატა და დაბნელებულია
ძალიან ნატიფი ველები.
თ. sent დღეს, 00:20-ზე

555
gnozisi

კი. გახდა. მაგრამ მაინც, ჩემი დაკვირვებით, უფრო მეტად ბჟუტავს


სულიერების სინათლე მანდ (საქართველოში), ვიდრე მაგ. დასავლეთში.
You sent დღეს, 00:21-ზე
ხოო? დასავლეთი უფრო ათეისტურია? მაგიტომ?
თ. sent დღეს, 00:21-ზე
იცი შენ, როგორ პატივს ვცემ დასავლურ მიღწევებს. მაგრამ თითქმის
სრულად დაცლილია სულიერებისგან.
You sent დღეს, 00:22-ზე
ხო. მე ალბათ აქაური ამბები რომ მტკივა, დამავიწყდა ევროპა როგორია.
თ. sent დღეს, 00:23-ზე
ადამიანი, თუმცა ერთია მხრივ, ქართველთან შედარებით მეტად
განვითარებული, გარობოტების ზღვარზეა. მარტო მატერიალიზმზეა მიბმული.
აღარ ახსოვს ნაღდი და ნამდვილი არაფერი. რობოტულ სქემას მიჰყვება.
You sent დღეს, 00:26-ზე
გასაგებია. ჰო. აი, ეგაა შეიძლება ლუციფერული გეგმა და აღმოსავლეთში
ბნელი მისტიციზმი არიმანული საწყისია. ეს ორი თუ შეუღლდა, რას მივიღებთ? 😂
თ. sent დღეს, 00:27-ზე
თან აქ (ევროპაში) იმდენად დახვეწილია ეს პროპაგანდისტული სქემები
რომლებიც კომფორტულ ცხოვრების უზრუნველყოფას გთავაზობს, რომ ვერც
კი იგებ, ისე ეშვები მორევში.
You sent დღეს, 00:27-ზე
გარობოტებულს და ამავე დროს შავმაგიურ ცივილიზაციას?
თ. sent დღეს, 00:27-ზე

556
TeTri mzis meomari

რაღაც საშინელებას...
You sent დღეს, 00:28-ზე
შენს სიზმრებში რომ იყო. ტექნოგენურ-დემონური რაღაც...
თ. sent დღეს, 00:30-ზე
უფ, გახსენების მეშინია...თან ზედაპირზე ოკ რომ ჩანდა. არადა, თითქოს უკვე
ვხედავ ამ ტიპის ადამიანებს. მაგ. სამსახურში :)) და მართლა დიდად აიზილა ეს
ყველაფერი, ავი, ხელოვნური და უსულო ასპექტები შეერწყა თითქოს.
You sent დღეს, 00:30-ზე
თ., გვიანია უკვე. გინდა ექსპერიმენტი დავდგათ?
თ. sent დღეს, 00:30-ზე
Always ready!
You sent დღეს, 00:31-ზე
ძილის წინ ჩავიფიქროთ რომ სიზმარში შევხვდებით და მიქაელს თანამყოფობა
ვთხოვოთ. იქნებ გამოვიდეს? 😂 რომ გამოვიდეს ძალიან სახალისო იქნება.
თ. sent დღეს, 00:31-ზე
სიამოვნებით. მე კარგა ხანს არ მიწერია დაძინება მაგრამ ჩავიფიქრებ და
ფიქრებსაც მივმართავ. ძილი ნებისა!
თ. sent დღეს, 00:32-ზე
მოდი წარმოვიდგინოთ რომ ერთმანეთს ვხვდებით მწვანე ოთახში. და მიქაელიც
იქაა.
მხოლოდ ეს. 😁
თ. sent დღეს, 00:33-ზე
ოთახს უკვე ვხედავ და სალათისფერია უფრო. ჩავიფიქრებ მე მწვანის

557
gnozisi

ნებისმიერ ტონს.
You sent დღეს, 00:33-ზე. 😁
ღამე მშვიდობისა!

ღამით, დილისკენ მესიზმრება:


თითქოს რაღაც მიწისქვეშა „ლაბორატორიაში“ ვარ. ოღონდ ეს
„ლაბორატორია“ დიდი დარბაზების მსგავსი მღვიმეების სისტემას ჰგავს,
ოღონდ მასში არაფერია ტექნოლოგიური. ამ ადგილს უსწორმასწორო
იატაკები ფარავს, რომლებზეც ყველგან მოედინება ძალიან წმინდა
წყაროები, როგორიც მთაში იცის ხოლმე მყინვარმდნარი წყლის კლდიდან
გამოდინებისას და როგორი გასაოცარიც არ უნდა იყოს - თხევადი ოქრო
(!). ზოგან წყლის და მდნარი ოქროს ნაკადები ერთმანეთშია არეული.
ეს „ლაბორატორია“ მიქაელს ეკუთვნის. აქ მისი ენერგია ტრიალებს
და „მისიანები“ მუშაობენ. ეს ძალიან ძველი... უბრალოდ ძველი კი
არა, უძველესი, არქაული ადგილია! ვერ გადმოვცემ იმ აურას, რაც აქ
ტრიალებს! მივიწყებული, ძველი „ტექნოლოგია“ რომელიც დაკარგულ
სიბრძნეს წარმოადგენს. მისგან ამჟამად მხოლოდ ეს ადგილია დარჩენილი.
ადამიანები რომლებიც აქ ტრიალებენ, უფრო მცველებს წარმოადგენენ,
ვიდრე თანამშრომლებს, იმიტომ რომ აღარავის ახსოვს, როგორ უნდა
გამოიყენო ეს წყალი და თხევადი ოქრო. საიდანღაც ვიცი, რომ ოქროსთან
განსაკუთრებული სიფრთხილეა საჭირო. მასთან მიკარებაც კი საშიშია,
რადგან შეიძლება მოიწამლო, თუ მისი სწორი გამოყენება არ იცი. მაგრამ
მე საიდანღაც მაქვს მონიჭებული კრისტალი, რომელსაც შეუძლია ამ

558
TeTri mzis meomari

წყლის და ოქროს მართვა. ეს კრისტალი თვითონაც ოქროსფერია, თუმცა


ახლო დაკვირვებისას ვერცხლისფერი წახნაგებიც გასდევს. პირიტის
კრისტალს ჰგავს გარეგნულად.
მე მთავარ დარბაზში შევდივარ და იქაურ თანამშრომლებს და „დროებით
უფროსობას“ ვეუბნები, რომ ამ „ლაბორატორიის“ ხელმძღვანელობა მე
გადმომაბარონ, იმიტომ რომ მიქაელის პირდაპირი მემკვიდრე ვარ და
შევძლებ ამ ადგილის ფუნქციონირების აღდგენას!.. ამას რომ ვამბობ,
ვგრძნობ შინაგან ძალას და ჩემი დარწმუნება სხვებსაც შთააგონებს.
მერე თ. მოდის. ამ ლაბორატორია-გამოქვაბულში შესასვლელი
ფრიად უცნაურია. გარეშე მყოფი ქალაქელები ვერც წარმოიდგენენ,
რომ ამ შესასვლელით შეიძლება ასეთ საოცარ ადგილას მოხვდე.
გარედან ის ჰგავს ერთ ფრიად შელახულ, მცენარეებით დაფარულ და
სამშენებლო ნაგვით მიყრილ შენობას, რომელიც ასეთივე უღიმღამო
უბანშია განლაგებული. თ. ამ პატარა, უსახურ შესასვლელს გადის. ცოტა
გაკვირვებით ათვალიერებს ყველაფერს. უკვირს ეს გარეგნული სიღარიბე
და მიტოვებულობა.
- ამას ნუ მიაქცევ ყურადღებას, - ვეუბნები მე, - სპეციალურად არის
ასე შენიღბული, რომ არავის თავში აზრად არ მოუვიდეს, აქ რა ადგილია!
შენ ვერც წარმოიდგენ შიგნით რა ხდება! ასეთ რამეს ვერც ერთი ქვეყნის
ლაბორატორიაში ვერ ნახავ.
მე თ. მღვიმე-დარბაზში შემყავს, სადაც ოქროს და წყლის ნაკადები
მოედინება. კრისტალს ვაჩვენებ, მერე ეს კრისტალი ოქროს ნაკადთან
მიმაქვს და ის იცვლის მოძრაობას, კრისტალისკენ მიიზიდება. იმავეს

559
gnozisi

აკეთებს წყლის ნაკადიც. საკმარისია კრისტალი მასთან ახლოს მიიტანო,


რომ ნაკადები მისკენ დინებას იწყებენ, თუნდაც აღმართი იყოს ან ჰაერში
იყოს ასაფრენი!
- გინახავს ასეთი საოცრება? - ვეუბნები მე აღფრთოვანებით.
მაგრამ ეს ყველაფერი არაა. მე და ამ „ლაბორატორიის“ ყველა
თანამშრომელმა ვიცით, რომ ამ დარბაზებში სადღაც, ერთ-ერთ
ცენტრალურ ოთახში ინახება მიქაელის უხრწნელი სხეული, იმ დროიდან,
როდესაც ის დედამიწაზე ადამიანად იყო განსხეულებული!
- გინდა განახო, როგორი იყო მიქაელი? - ვეკითხები თ.-ს და ის იმ
დარბაზისკენ მიმყავს, სადაც არის დასვენებული, - ის ძალიან, ძალიან
ადრე ცხოვრობდა, მაგრამ მისი სხეული შენარჩუნებულია!..
და ჩვენ დარბაზების შუაგულისკენ მივდივართ, სადაც ბროლის ოთახში,
ძველ, ოქროთი და ძვირფასი ქვებით მორთულ სარკოფაგში ჩასვენებულია
მამაკაცის უხრწნელი სხეული...

დილით, როდესაც გავიღვიძე და აღვიდგინე ეს სიზმარი მეხსიერე-ბაში,


საოცარი ეიფორია დამემართა. თავში აზრები მერეოდა. ნუთუ შესაძლებელია,
რომ ორი ადამიანი მიქაელის თანამყოფობით ერთმანეთს სიზმარში შეხვდეს?
თუ ეს შესაძლებელია, მაშინ შეიძლება რამდენიმე ადამიანის გაერთიანებაც!
იმ ოთხის, რომელზეც მიქაელი მეუბნებოდა? და არც აქვს მნიშვნელობა,
ვინ რომელ ქალაქში და ქვეყანაში ცხოვრობს! არ აქვს მნიშვნელობა არც
მანძილს და არც იმ ფაქტს, რომ ერთმანეთს შეიძლება ფიზიკურად ვერ
შევხვდეთ! საინტერესოა თ.-ს, თუ დაესიზმრა რამე?

560
TeTri mzis meomari

შეცვლილი ცნობიერების მდგომარეობაში შევედი და მიქაელს


დავუკავშირდი. ამ სიზმრის მერე მისი თანამყოფობა განსაკუთრებით
ძლიერი იყო! უკვე ვიცოდი რას ნიშნავდა ოქროს და წყლის ნაკადები,
მაგრამ მისგან მინდოდა ამის მოსმენა!
მიქაელის თბილი ღიმილი ვიგრძენი და მისმა დინჯმა, გაწონა-
სწორებულმა მდგომარეობამ ჩემი აფორიაქება დაამშვიდა.

მიქაელი:
- შენ უკვე მიხვდი... ეს ძველი, სიღარიბით შელახული ადგილი, რომელზეც
ვერავინ იფიქრებს, რომ აქ ჩემი „სინათლის ფოკუსია“ განთავსებული -
საქართველოა. ჩემი „სინათლის ფოკუსი“ შენ დაინახე, როგორც უხრწნელი
ნეშტი. შესასვლელი მართლა შენიღბულია უსაფრთხოების მიზნით. მასზე
ჯერ-ჯერობით მხოლოდ განდობილებმა იციან. „წყლის ნაკადები“ ქვის
დარბაზებში ჩემგან მოწოდებული ინფორმაციაა, „ოქროს ნაკადები“ კი
ჩემგან მოწოდებული ენერგიაა... როდესაც შენ ჩემგან ცოდნა გამოგაქვს
და წიგნს წერ, შენ ამ ორივეს აერთიანებ. შენ ჩემგან „კრისტალი“ გაქვს
მონიჭებული - ჩემი ცნობიერების ნაპერწკალი, რომელიც მე შენში ჩავდე.
ამით შენ „იზიდავ“, ანუ იღებ ჩემგან როგორც ინფორმაციას, ასევე ჩემი
სინათლის ნაკადს, ანუ სულიერ ენერგიას, ჩემს ვიბრაციებს. ეს ოქრო, ანუ
ჩემი სულიერი ვიბრაცია (ანუ მისი გატარება საკუთარ თავში) შეიძლება
დამანგრეველი (ტოქსიკური) აღმოჩნდეს იმისთვის, ვისაც მსგავსი
კრისტალი არ აქვს. ანუ უცხოსთვის. ამიტომ მრავალი წლის მანძილზე ამ
„ნაკადებს“ არავინ ეკარებოდა...

561
gnozisi

- ჰო, - ვუთხარი მე, - მეც ეგეთი გრძნობა დამრჩა, რომ იქაური


თანამშრომლებიც კი ამ ოქროს ნაკადებს ძალიან ფრთხილად გვერდს
უვლიდნენ. ეშინოდათ. მეც არ შევეხე. მხოლოდ კრისტალი მივუახლოვე
და მათი დინება მოვიზიდე. მათ ჩემკენ დაიწყეს მოძრაობა.
- შენ შეგიძლია აღადგინო ამ ძველი დარბაზების ფუნქციონირება, -
გააგრძელა მიქაელმა, - მე მოგანიჭე შენ ამის უფლება! მოუყევი თ.-ს,
რაც ნახე და გითხარი. ეს მნიშვნელოვანია.
როდესაც თ.-ს დავუკავშირდი, აღმოჩნდა, რომ მასაც დავესიზმრე
და მისი სიზმრები სავსე იყო იგივე აზრობრივი დატვირთვის, მაგრამ
განსხვავებული სიმბოლიკით წარმოდგენილი სახე-ხატებით და მეტად
ფრაგმენტირებული. როდესაც ვისაუბრეთ და სიზმარი აღმიწერა, მე
ამოვიცანი ჩემი სიზმრის ძირითადი კომპონენტები... ძალიან საინტერესო
და მოულოდნელია ეს ყველაფერი...

• • •

562
TeTri mzis meomari

2021 წელი. 27 მარტი. ასტრალური სტუმრები

ასტრალში ვხედავ, რომ ვიღაც ორი ადამიანის ჩრდილი მადგას თავზე.


ჩემს გადაბრუნებას ცდილობენ... საიდანღაც ვიცი, რისი გაგება სურთ
ჩემგან... აინტერესებთ სად არის ფიზიკურად ის ადგილი, სადაც მიქაელის
„დარბაზებია“... მე ხელიდან ვუსხლტები და იესოს ლოცვებით გავდივარ
მათი სიხშირის დიაპაზონიდან. თან ჩემთვის მეფიქრება: ნუთუ ვინმეს
გონია, რომ ასეთი დარბაზები რეალურად არსებობს? ეს ხომ უბრალოდ
სიმბოლოები იყო!... თან მეფიქრება ვინ იყვნენ ეს ადამიანები, რომლების
ასტრალში დამადგნენ თავზე საკუთარ სახლში! ისინი ადამიანები იყვნენ
ნამდვილად. არც უსხეულო დემონური არსებები, არც ასტრალური
წარმონაქმნები, არც გარდაცვლილი ადამიანების სულები იყვნენ. ან
საიდან იცოდნენ ჩემი სიზმრის შესახებ?.. სულ რამდენიმე ადამიანს
მოვუყევი... შეიძლება რომ იმ ადამიანებს, ვისაც მოვუყევი, მენტალური
ბმა ჰქონდეთ ასეთი ხალხთან? უფრო ფრთხილად უნდა ვიყო, ვის ვუყვები
ჩემს გამოცდილებას...
მ.-მ მითხრა, რომ მათი მხრიდან ეს ვიზიტი შეიძლება საერთოდ
გაუცნობიერებელი ყოფილიყო. შესაძლებელია...

563
gnozisi

2021 წელი. 28 მარტი. ისევ სამების სტრუქტურაზე

მიქაელი:
- სამების განხილვას მინდა დავუბრუნდეთ...
მე:
- ჰო... რაღაც არასრულყოფილებას ვგრძნობ წინა საუბარში...
განსაკუთრებით 12-თან დაკავშირებით...
- ამიტომ დავივიწყოთ ცოტა ხანი „პოიმანრდესი“ და უშუალოდ
ჩემგან მოისმინე, რასაც გეტყვი. სამყაროში არსებობს ორი ძირითადი
პირნციპი: ერთის გაორმაგება და ერთის გასამმაგება. 1-იანი ჩავთვალოთ
რომ მთლიანობას წარმოადგენს და ცოტა ხანი თავი დავანებოთ.
მოკლედ, არსებობს ორი ძირითადი რიცხვი-პრინციპი: 2 და 3, რომლებიც
ლუწს და კენტს განასახიერებენ. ყველა ფრაქტალი, გეომეტრიული
ურთიერთდამოკიდებულებები და სამყაროსეული ალგორითმები ამ ორის
კომბინაციებს წარმოადგენენ. 5 არის 1 (მთლიანი) და 4-გან შემდგარი
ალგორითმი. 4 კი იგივე 2-ია გაორმაგებული. ამიტომ გვაქვს 2 ხელი და
2 ფეხი. 7 არის 3 და 4. ანუ გასამმაგება და გაორმაგება ორჯერ აღებული.
12 ასევე შეიცავს 3-ა და 4-ის კომბინაციას. 8-ც ორის ფუნქციაა,
9 სამის და ა. შ. ამიტომ 2 და 3 არის მთავარი რიცხვი-პრინციპები.
2 ნიშნავს დუალობას, ინისა და იანის, ანუ სქესის პრინციპს. 3 არის
სამების, გასამმაგების პრინციპი და ახლა მინდა გაიგო, რას ნიშნავს

564
TeTri mzis meomari

ერთის გასამმაგება. თუ შეხედავ ღვთაებრივ სამებას, სინამდვილეში მას


ურთულესი სტრუქტურა აქვს, იმიტომ რომ მისი სახით 1, ანუ ერთიანი
აბსოლუტი სამმაგდება, ორმაგდება და ფრაქტალდება ერთდროულად...
თანაც ფრაქტალდება სხვადასხვა ალგორითმებით, სადაც გამოირჩევა
დონეები: მთავარი ალგორითმი და დაქვემდებარებული ალგორითმები.
მან მომცა ცოტა დრო, რომ მისი ნათქვამი გამეაზრებინა. ისევ ვინანე,
რომ ფიზიკოსი ან მათემატიკოსი არა ვარ. არ ვარ დარწმუნებული, რომ
მისი იდეები სწორედ გავაანალიზე. მან გამომიგზავნა სამკუთხედის
ვიზუალიზაცია, როგორც თვითონ მითხრა ჰოლოგრამული და არა
წრფივი სახით. ეს სამკუთხედი ჩემ თვალწინ გაორმაგდა, მაგრამ მისი
ორეული, რომელიც მუქად იყო მონიშნული რაღაცნაირად ირიბად იყო
წანაცვლებული წვეროებში, ხოლო ეს წვეროები თითქოს მრავლდებოდნენ
სხვადასხვა ღერძების (განზომილებების) გასწვრივ სხვადასხვა
სიმკვრივით (ნახატი სამებაზე).
სამებაზე) მოგვიანებით დავხატე მიახლოებით, რაც
დავინახე, რამდენადაც ეს იყო შესაძლებელი.
მიქაელი:
- ანუ სამების თითოეული ჰიპოსტასი შეიცავს ორივე პოლუსს,
ორივე სქესს - ქალ-კაცს, როგორც „პოიმანდრესშია“ ნათქვამი. სხვა
სიტყვებით - სულ-მატერიას. მატერია ლუწია, სული კენტი. ამიტომ
არსებობს ტერმინი: სულიერი ტრიადა და მატერიალური ტეტრადა.
სული გამოისახება ერთით (როცა მთლიანობას გამოსახავს) ან სამით
(როცა თავის არსს გამოსახავს). სამკუთხედზე ზედა წვერო არის
2-ის ფრაქტალიზაცია. ანუ „მამა-ღმერთი“ არის რეალურად მამა-

565
gnozisi

დედა ღმერთი. როდესაც პირვანდელი გამოუვლენელი აბსოლუტი


(მომნუსხველი სინათლე) გამოვიდა წონასწორობიდან და დაიწყო
საკუთარი თავის თვითშეცნობა, ის დაიყო პირვანდელ ორ პოლუსად
სულად (მამა) და მატერიად, რომელიც წყვდიადის სახითაა ჰერმესის
ხილვაში წარმოდგენილი და დედის ჰიპოსტასს წარმოადგენს. (სურათზე
ყვითელი ფიგურაზე წვეროები-წრეები სულის იპოსტასს განასახიერებენ,
ხოლო ლურჯზე ლურჯი წვეროები-წრეები მატერიას).
მატერიას) ძე-ღვთისა
არის წარმოდგენილი, როგორც ლოგოსი (ბგერა/სიტყვა), რომელიც
ზემოქმედებს მატერიაზე (წყლოვანი ბუნება) და ამოჰყავს იქიდან 4
სტიქია. თავისი თავის ჩათვლით ეს არის 5-ობითი ფრაქტალიზაცია,
რომელიც ნიშნავს ანტროფოსს
ანტროფოსს, ანუ „ადამიანს“ ამ სიტყვის აბსოლუტური
გაგებით. ყველა „ადამიანის“ ტიპის არსება, მათ შორის მეც, ამ უმაღლეს
სივრცეს ვეკუთვნით, - და მან ისევ შემახსენა საკუთარი გარეგნობა,
როდესაც ხელის მტევანი მაჩვენა, - მიუხედავად იმისა, რომ ახლა ჩემი
ცნობიერება დემიურგულ სამყაროშია, ისევე როგორც შენი. როგორც
სამკუთხედის მწვერვალი, ანუ დედა-მამა-ღმერთი, ასევე ძე-ქალიშვილი-
ღმერთი არის მთელი სამყარო.
სამყარო ძე-ქალიშვილი-ღმერთიც მთელი სამყაროა
და მამა-დედა-ღმერთიც მთელი სამყაროა. ეს არ არის ორი სხვადასხვა
რამ, მაგრამ ერთარსნი არიან... ერთმანეთში იმყოფებიან. მამა ძეშია,
ხოლო ძე მამაში. ხვდები?
- თითქმის...
- როდესაც ცნობიერება მე-8 დონეზეა, სული აღიქვამს თავის
თავს, როგორც ძე-ღვთისას, ანუ მამა-დედა ღმერთის პირველშობილ

566
TeTri mzis meomari

ძეს/ქალიშვილს, რომელიც ყოველთვის არსებობდა და იარსებებს. ის


ორივე სქესისაა, ანდროგინია, სამყაროს 5-ობითი პრინციპი! როდესაც
ცნობიერება მე-9 დონეზეა, სული ერწყმის პირვანდელ მამა-დედა
ღმერთს და აღიქვამს საკუთარ თავს როგორც მთელ სამყაროს და იგი
ქალ-კაცია! ხვდები

სამება

- და ეს ორი ამავე დროს ერთი და იგივეა! ანუ ერთდროულად


თანაარსებობს და ერთი მთლიანის გასამმაგებული აღქმის ნაწილებია!
- კი. იგივეა დემიურგის შემთხვევაში. ეს არის აბსოლუტის შემოქმედი
სახის ერთ-ერთი ჰიპოსტასი. მისი ფრაქტალიზაციაა 7-ია. ის ასევე

567
gnozisi

ქალ-კაცია. სხვა სიტყვებით, იგი შეიცავს ინის, ანუ სულის პოლუსს


და იანის, ანუ მატერიის პოლუსს, რომელიც ამ შემთხვევაში მეტადაა
დიფერენცირებული. მეტად დიფერენცირებული, ნიშნავს მეტად
დეტალიზირებულს, მეტად მრავალფეროვანს, მეტად გამოვლენილს...
მაგრამ 7-ის ფრაქტალიზაცია არ ნიშნავს, რომ ის თავის შემოქმედებაში
არ შეიცავს სხვა ფრაქტალებსაც. ადამიანის ყოფნა ამ სამყაროში ნიშნავს
5-ობითი ფრატალის არსებობას მასში. ის თქვენს სამყაროში ვლინდება
თქვენი, მატერიალური ადამიანების სახით... დემიურგის არქიტექტურულ
მოდელებში 5-იცაა, 7-იც, 8-ც, 9-ც, 12-იც და ა. შ. 12 ერთ-ერთი
ყველაზე დიფერენცირებული ფრაქტალია მეორე რიგის ძირითადი
ფრაქტალებიდან (ანუ ე. წ. „დაქვემდებარებული ალგორითმები“).
მას ახასიათებს ცირკულირება „მზის“, ანუ „ცენტრის“ გარშემო.
ამას კიდევ დავუბრუნდებით. ამიტომ სამება ძალიან კომპლექსური,
მრავალგანზომილებიანი სტრუქტურაა. „პოიმანდრესში“, ქრისტიანულ
რელიგიაში თუ ოკულტურ სწავლებებში, ის გამარტივებულია
ჩვეულებრივ სამკუთხედამდე. მაგრამ ასე არაა. სწორედ სამება თავისი
პირველადი და დაქვემდებარებული ფრაქტალიზაციით შეიძლება
აღიწეროს მათემატიკურად და თუ ასეთი ფორმულა შედგა, ეს იქნება
ყველაფრის ფორმულა, სამყაროს ფორმულა.
- შეიძლება, რომ ეს ფორმულა ბოროტად გამოიყენო?
- თქვენ შემთხვევაში არა. ამისთვის მაღალი რანგის დემიურგებს,
სამყაროს არქიტექტორების კლასის არსებებს უნდა წარმოადგენდეთ.
თქვენ ჯერ ძალიან შორს ხართ მანდედან. მაგრამ ჰიპოთეზურად, ამ

568
TeTri mzis meomari

ფორმულის ცოდნით და მენტალური დემიურგიის ფლობით შესაძლებელია


მასშტაბური რეალობების შექმნა... ისეთი რეალობების, რომლებიც
სამყაროსეული კანონების მიხედვით მიიღებს თავის თავში სულებს და
მათ ცირკულაციას და ინვოლუცია-ევოლუციის უზრუნველყოფს...
მან პაუზა გააკეთა. თითქოს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ გადაიფიქრა
და გააგრძელა:
- ისევ 12-ს დავუბრუნდეთ... 12 თვე შეიცავს 4 სეზონს, ხომ მართალია?
და 12 თვეს... მე-12 თვე დეკემბერია, ზამთრის სეზონის ყველაზე ცივი
და ბნელი თვე, დედამიწა ყველაზე მეტად დაშორებულია მზეს... მაგრამ
სწორედ დეკემბერში დგება ზამთრის ნაბუნიობა, ანუ გარდამტეხი
მომენტი, რომლიდანაც მზე, ანუ სული იწყებს ძალის აკრეფას... ამ დროს
იბადება ქრისტე... ქრისტე, რომელიც მე-12 მოსწავლემ უარყო, ზამთარი
დააყენა, სიცივე, სიბნელე და ტანჯვა მოავლინა, მაგრამ მზემ, სულმა
გაიმარჯვა და აღდგა ახალი ძალით... ხედავ მოდელს? ხედავ მოდელს
ამ სცენარში?
- კი... - ვუთხარი მე, მაგრამ უკვე ვგრძნობდი, რომ მისი ფიქრები
მეკარგებოდა... მანაც იგრძნო, რომ უნდა შეჩერებულიყო..
- დაისვენე... მერე გავაგრძელებთ... - გავიგონე მისი სიტყვები,
რომელსაც დიდი სითბო და მზრუნველობა მოჰყვებოდა.
მე:
- მაინც მინდა მივიყვანო ჩვენი საუბარი რაღაც ლოგიკურ დასკვნამდე,
იმიტომ რომ გარკვეული აზრები ჯერ კიდევ მიტრიალებს გონებაში...
შენ მიმანიშნებ, რომ როგორც 4 სეზონია წელიწადში, ასევე 4 იუგაა

569
gnozisi

კაცობრიობის სულიერი ევოლუციის „წელიწადში“. ხომ მართალია? ეს


„წელიწადი“, ვხვდები, რომ პრეცესიის ციკლთანაა დაკავშირებული,
მაგრამ მე მაინტერესებს თითო სეზონი თითო პრეცესიის ციკლს
გულისხმობს, თუ პრეცესიის ციკლის მეოთხედს? თუ მეოთხედს, მაშინ
ცენტრალური მზისგან ყველაზე დაშორებული „თვე“, ანუ პერიოდი იქნება
მისი 1/12, ანუ სადღაც 2000 წელი. მე მაინტერესებს როდის იყო ის
„დეკემბერი“ კაცობრიობის ისტორიაში, როდესაც ჩვენი მატერიალური
სამყარო/განზომილება მოწყდა სულიერ ტრიადას და სულთა ხაფანგად
იქცა? ანუ როცა სულთა ცირკულაცია გრძელდებოდა, მაგრამ ევოლუცია
აღარ. ქრისტეს მოსვლისას? თუ იქამდე 2000 წლით ადრე, თუ საუბარია
უფრო დიდ ვადებზე?
- ეს იყო დემიურგი ღმერთების მე-4 ჩამოსვლის მესამე პერიოდი.
გაიხსენე შენი ძველი ჩანაწერები. შენ რატომღაც ძალიან გიჭირს
რიცხვების მიღება ჩემგან... რატომღაც როცა წლებზე და დიდ რიცხვებზეა
საუბარი შენი ქვეცნობიერი ძლიერად ერევა საქმეში... იქნებ თ. დაიხმარო.
თუ გამოგივათ სინქრონიზაცია სიმარხილვაში ერთად შემოდით. ის
დაინახავს რიცხვებს.

ძილის წინ:
You sent გუშინ 16:12-ზე
კიდევ ხომ არ ვცადოთ კოლექტიური სიზმარი?
You sent გუშინ 16:12-ზე
კონკრეტულ თემაზე?

570
TeTri mzis meomari

T. sent გუშინ 18:56-ზე


ვფიქრობ მაგაზე...
You sent გუშინ 20:53-ზე
ეს თემა შეიძლება იყოს ის თემა, რომელზეც ახლა ვწერ. დავსვათ
კითხვა ვინ არის სამაელი? წარმოვიდგინოთ ძილის წინ, რომ მიქაელს ერთი
ხელი ჩემზე უჭირავს, ერთი შენზე და დავსვათ ეს კითხვა. რას ფიქრობ?
ასეთი კითხვა დავსვათ: ვინ იყო სამაელი და როდის მოხდა მისი ჩარევა
კაცობრიობის ისტორიაში? იქნებ შენ რიცხვები დაინახო. მე რიცხვებს
ვერ ვხედავ.
T. sent გუშინ 21:28-ზე
კარგი. ეს იმიჯი ხელჩაჭიდების ძალიან მომწონს. რატომღაც მეც ასე
წარმოვიდგენდი ხოლმე როცა ვმედიტირებდი, რომ ახლა ჩამჭიდებს და
სიმართლისკენ მიმაქროლებს...
You sent გუშინ 21:28-ზე
დღეს ღამით ვცადოთ
T. sent დღეს, 01:21-ზე
აჰ, ახლა ვნახე მხოლოდ შენი გზავნილი. Sorry. ვცდი მაინც.

• • •

571
gnozisi

2021 წელი. 30 მარტი. „სამაელ, შენ ცდები!“

ძილის წინ მეც გამიჭირდა ყურადღების კონცენტრაცია იმ სახე-ხატზე,


რომელზეც მე და თ. შევთანხმდით და გრძნობა მქონდა, რომ ისიც არ
იყო სრულად ჩართული, მაგრამ მაინც, როგორც შევძელი მივმართე ჩემი
კითხვა მიქაელისკენ. მალევე ჩამეძინა და მეძინა სრულად გათიშულს
დილამდე, ისე, რომ არც სიზმარი მახსოვდა, არც რამე ხილვა. ასეთი
ღრმა ძილით იშვიათად მძინავს ხოლმე. დილით გამეღვიძა იმისგან, რომ
ჩემი შვილი სკოლისთვის ემზადებოდა. ცხრის ნახევარზე ის და ჩემი
მეუღლე სახლიდან გავიდნენ და სიჩუმემ დაისადგურა. ეს ყველაზე მშვიდი
დროა ჩვენთან, ამიტომ გადავწყვიტე ისევ დაძინება. ვიფიქრე იქნებ
თ.-ს ჯერ კიდევ სძინავს-მეთქი, თანაც დილისკენ უკეთ მოდის ხოლმე
სიზმარხილვები. მაღვიძარა დავაყენე 10 საათზე და დავწექი. ვგრძნობდი
რომ მეძინებოდა, მაგრამ თან უკვე საკმაოდ გამოფხიზლებული ვიყავი
საიმისოდ რომ ძილი ასე ადვილად შემებრუნებინა. მაინც შევეცადე და
უცებ ვიგრძენი, რომ ჩემდაუნებურად ხილვის მდგომარეობაში შევდიოდი.
ანუ, მდგომარეობაში, როცა სიზმარ-სიფხიზლეს შორის ვიმყოფები და ამ
სამყაროშიც ვარ და სადღაც მიღმიერშიც. მე საათს შევხედე. 8.45 იყო.
საინტერესო ისაა, რომ ხილვა გრძელდებოდა ჩემი აღქმით სადღაც ერთი-
ორი წუთი, ან ცოტა მეტი, მაშინ როცა ჩვენს დროში გავიდა 1 საათი,
ვინაიდან ხილვიდან საბოლოოდ გამომარკვია 10 საათზე დაყენებულმა
მაღვიძარამ. თან ხილვის მდგომარეობაში პარალელურად მესმოდა,

572
TeTri mzis meomari

როგორ დაბრუნდა ძაღლთან ერთად სეირნობიდან ჩემი უფროსი გოგო,


როგორ შემოვიდა ჩემთან აბაზანაში საკმაოდ ხმაურიანად და ძაღლს
ფეხები დაბანა. მერე ჩემი მეუღლე დაბრუნდა. თან მიკვირდა ეს ასე
სწრაფად როგორ ხდება-მეთქი, იმიტომ რომ ჩემი გონება იმ 1 წუთიან
ინფორმაციულ ნაკადში იმყოფებოდა... თურმე კი ამასობაში ერთი საათი
გადიოდა. მაგრამ დავუბრუნდეთ ხილვას:
ყველაფერი დაიწყო იმით, რომ დაწოლისთანავე ვიგრძენი, თითქოს
რაღაც მაქანავებს, როგორც როდესაც ზღვაში ხანგრძლივი ცურვის მერე
ნაპირზე გამოდიხარ, მაგრამ სხეულით ჯერ კიდევ გრძნობ ტალღების
რიტმულ წნევას. თითქოს სხეულს დაამახსოვრდა ეს მოძრაობა და
ინერციით აღწარმოებას უკეთებს... და გავაანალიზე რომ ხილვა მეწყება.
და უცებ დავინახე ზღვა. უფრო სწორედ ოკეანე, უშველებელი
ტალღებით... მაშინვე ვიგრძენი მიქაელის იმპულსი. ის ძალიან ძლიერი
იყო. ასეთივე ძლიერია ახლა ქრისტეს იმპულსი ქრისტიანულ ქვეყნებში...
მაშინ ეს მიქაელი იყო... როდის მაშინ? გამეფიქრა და რატომღაც
ატლანტიდისკენ წამივიდა აზრები... ასევე გამეფიქრა, რომ რახან ტალღებს
ვხედავ, იქნებ ატლანტიდის დაღუპვას მაჩვენებენ-მეთქი, მაგრამ არა...
რატომღაც დავინახე, თითქოს ვიღაცა წარმოსახვითი „ხელებით“
აქეთ-იქით ცდილობდა წყლის მასების გაწევას, რომ გამოჩენილიყო
ოკეანის ფსკერი და მოახერხა კიდეც... ამ ფსკერზე გიგანტურმა ხელებმა
მოათავსეს ოვალური ფორმის მეტალური ბზინვარების ვერცხლისფერი
სარკოფაგის მსგავსი კონტეინერი... რომელშიც რაღაც იდო. მივხვდი,
რომ ეს რაღაცის სიმბოლო იყო. როდესაც ხელები მას მოშორდნენ,

573
gnozisi

ოკეანის ტალღებმა კონტეინერი მაშინვე წყლის სქელი ფენით დაფარეს.


რატომღაც გამახსენდა რუსული ზღაპრები, სადაც კაშეი უკვდავის
სიცოცხლე დამოკიდებულია ნემსზე, რომელიც დევს კვერცხში, რომელიც
თავის მხრივ დევს ზღვის ფსკერზე... ნემსს თუ გატეხავ, კაშეი მოკვდება.
რატომღაც ეს ასოციაცია ამოტივტივდა... რა იყო, ის რაღაც, რაც იმ
რკინის სათავსოში, თუ სარკოფაგში იდო? რატომ იწვევდა მართლა ნემსის
ასოციაციას? რატომ იყო ვიღაცისთვის საჭირო მისი განთავსება ყველაზე
მიუწვდომელ ადგილას?
...მერე დავინახე, როგორ დაიხიეს უკან ოკეანის წყლებმა და გამოჩნდა
ხმელეთი. ოქროსფერი ქვიშა და ტროპიკული ბუნება... ძალიან ლამაზი.
მიქაელის იმპულსი კიდევ ძლიერი იყო...
მერე ხილვამ გადაინაცვლა რაღაც ოთახში, თუ შეიძლება ასე ითქვას.
ამ ოთახის თავზე ჭერის მაგივრად კოსმოსი იშლებოდა, რომელზეც
მოძრაობდა ჩვენი გალაქტიკა, ანუ ირმის ნახტომი. ირმის ნახტომი ისე
ჩანდა, როგორც ღამის ცას როცა უყურებ კარგ ამინდში, ოღონდ ბევრად
უფრო მკაფიოდ. ოთახის ცენტრში იდგა დიდი, მრგვალი, დისკის ფორმის
მაგიდა. ირმის ნახტომის მოძრაობასთან ერთად ამ დისკზე, როგორც
საათის ციფერბლატზე ბრუნავდა ისარი. დისკი 4 ნაწილად იყო დაყოფილი,
სადაც თითოეული ნაწილი თითო კოსმოსურ ეპოქას შეესაბამებოდა.
სავარაუდოდ - 4 იუგას: სატიას, ტრეტას, დვაპარას და კალის. დისკის
პირველი ორი მეოთხედი განათებული იყო და როდესაც ირმის ნახტომის
მოძრაობასთან სინქრონიზებული ისარი ამ ორ ეპოქაზე მიანიშნებდა, ეს
ნიშნავდა, რომ კაცობრიობა ნათელ პერიოდში იმყოფებოდა, როდესაც

574
TeTri mzis meomari

სულიერი იმპულსი ძლიერი იყო, ხოლო ადამიანები კეთილდღეობაში


და ჰარმონიაში ცხოვრობდნენ. ეს ორი ეპოქა კაცობრიობის გაზაფხულს
და ზაფხულს, ანუ სატია და ტრეტა იუგებს შეესაბამებოდნენ. ოთახში
იმყოფებოდნენ მიქაელი და სამაელი. შეიძლება სხვებიც, მაგრამ მე ამ ორს
ვხედავდი. თუმცა ვიცოდი, რომ 7-ნი იყვნენ... ან 7-ნი ან 9-ნი... მიქაელს
მეფურად ეცვა და მისგან უდიადესი მმართველის ბრწყინვალება მიდიოდა.
სამაელის გარეგნობაც გამოირჩეოდა. ის ახლაც მიდგას თვალწინ -
უბრალოდ ჩაცმული, წითელი ფერის ტანსაცმელში გამოწყობილი,
ლამაზი გარეგნობის ახალგაზრდა კაცი, მშვენიერი ნაკვთებით და სწორი
წაბლისფერი, საშუალო სიგრძეზე შეჭრილი თმით. მასზე მოდიოდა
ინფორმაცია, რომ ის პლანეტა მარსთან, მარსის ენერგეტიკასთან იყო
რაღაცნაირ კავშირში. სამაელი თავის დროს ელოდებოდა და მოლოდინით
სავსე მზერით თვალს ადევნებდა როდის შევიდოდა დისკზე მოძრავი
ისარი ჩრდილის ზონაში. ოთახში იყო ასევე მესამე ინდივიდუალობა,
რომელიც მთავარანგელოზების მმართველს, მამას განასახიერებდა და
ალბათ სიმბოლურია, რომ ჩემს სიზმარში ის იყო წარმოდგენილი მოხუცი
მამაკაცის სახით.
როდესაც ვარსკვლავებმა კოსმოსში რაღაც რუბიკონს მიაღწიეს,
ისარი დისკის ფორმის მაგიდაზე შევიდა ჩრდილში, რამაც სამაელის
მომენტალური გააქტიურება გამოიწვია...
„ომის, ნგრევის, შურისძიების ღმერთი“ - ეს იყო მისი მისია და მისი
პროგრამა, რომელიც მას კაცობრიობის ევოლუციის ამ ბნელ ეპოქებში
უნდა გაეტარებინა... რატომღაც ეს აუცილებელი ნაწილი იყო სრული

575
gnozisi

ევოლუციური ციკლის გასავლელად...


ამავე დროს ვგრძნობდი, რომ მას „მამის“ შეხედულებები მიაჩნდა
მიამიტურად... თითქოს მისი კანონები ზედმეტად მარტივი და
მოძველებული იყო. აი, ასეთი აზრი მოვიდა... ის სრულ მზადყოფნაში
იმყოფებოდა თავისი მისიის შესასრულებლად და როცა დრო დადგა,
დაუყოვნებლივ ჩაერთო მოვლენებში...

მე დავინახე, რომ ამ ბნელი ეპოქის დადგომისას, მიწიერ განზომილებაში


გააქტიურდა ომები, შიმშილი, გაჭირვება... დავინახე, როგორ ეხუტებოდა
დედა შვილს და ტიროდა, ხოლო მის თავზე ცეცხლმოკიდებული ისრების
სეტყვა სერავდა ცას... ბოლი, ცეცხლი, ყვირილი, ტკივილი... სამყარო
ძალადობამ მოიცვა... მესამე ეპოქაში შემოიჭრა ომისა და დაპირისპირების
იმპულსი, რომელიც ნელ-ნელა იკრებდა ძალას და რომლის კონტროლი,
რათა ის ზღვარს არ გადასულიყო, უნდა ყოფილიყო კონტროლირებული
სამაელისგან. სამაელი ამ მოვლენებზე კონტროლს ინარჩუნებდა, თუმცა

576
TeTri mzis meomari

ვხედავდი, როგორი ზებუნებრივი დაძაბულობა სჭირდებოდა ამისთვის!


უძლიერესი, წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე მისმა სულიერმა
ძალამ. მისი მენტალური დაძაბულობა წარმოუდგენელ მასშტაბს
აღწევდა. ის იმდენად ძლიერი იყო, რომ მთელი სხეული უკანკალებდა...
„სისხლის ოფლი“ - ასე დაერქმეოდა ალბათ იმ უდიდეს შინაგან ძაბვას,
რაც მასში გადიოდა... უეცრად გავაანალიზე, რომ ჩვენ, ადამიანებს,
რომლებიც ცხოველურ ფორმას დიდად არ დავშორებივართ, ახლოსაც
არ შეგვიძლია წარმოვიდგინოთ ეს მენტალური წნეხი... რაღაც მომენტში
ისიც კი გამეფიქრა, რომ თუ ადამიანი ოდესმე მენტალურ დემიურგამდე
ევოლუციონირდა, ეს პოზიცია სულ არ იქნება შესაშური, იმდენად რთული
და საპასუხისმგებლოა! მას აშკარად ეჭირა ის სიბნელე, რომელიც
კაცობრიობას უტევდა და რომელიც მისგან (კაცობრიობისგან) საპასუხოდ
ზღვავდებოდა, როგორც რაღაც უსაშველო და შეუქცევადი ღვარცოფი,
რომელსაც ნებისმიერ მომენტში ყველაფერი შეეძლო წაელეკა!... ეჭირა,
მაგრამ ძალები ეცლებოდა... უეცრად დავინახე, თითქოს მან „მამას“
რაღაც შავი ნაჭერივით ააფარა, რომ იმას არ დაენახა რა ხდება... იმიტომ
რომ მოვლენები უახლოვდებოდნენ კულმინაციას და დიდი ალბათობით
კატასტროფას! ამ მომენტში თითქოს დისკზე მკვეთრი ხაზივით გაივლო
ჩრდილოვან და განათებულ ნაწილებს შორის. წრფესავით რაღაც,
რომელმაც მკვეთრად განაცალკევა ბნელი და ნათელი ნახევრები. და
უეცრად, როდესაც ისარმა მესამე ეპოქიდან მეოთხეში, კიდევ უფრო
ბნელ პერიოდში (კალი იუგაში) გადაინაცვლა, წამიერად ყველაფერი
ჩაქრა და სამარისებური სიჩუმე ჩამოწვა! დისკზე მიწიერი განზომილება

577
gnozisi

აღარ ჩანდა... ჩანდა მხოლოდ ბნელი ლაქა და მეტი არაფერი. აღარ


ისმოდა ომის და ყვირილის ხმები, აღარ ჩანდა მასზე რაიმე მოძრაობა...
თითქოს რაღაცა მოგვწყდა, სრულად მოშორდა ჩვენს კონტროლს...
მაგრამ სამაელი არ დანებდა... ის თვითონ ჩაეშვა დისკის სიბნელეში...
ისეთი გრძნობა მაქვს, რომ როდესაც მას ღვთაებრივი ენერგია აღარ ეყო,
რომ ბნელი მოვლენები მოეთოკა, მან შეიცვალა მიდგომა, პოლუსი, და
ენერგიის აღება დაიწყო ქვევიდან, ანუ მატერიიდან, ადამიანებისგან... ამ
დროს მოხდა კაცობრიობის მოწყვეტა (სრული არა, იმიტომ რომ სრული
მოწყვეტა სრულ განადგურებას გამოიწვევდა და უბრალოდ გაქრებოდა
მთელი ეს ქმნილებები) სულიერი ტრიადისგან... სწორედ ეს მოწყვეტა
გამოჩნდა, როგორც ჩაქრობა დისკის მეოთხე ნაწილში და მისი სრული
დაბნელება... ადამიანები თითქმის ბოლომდე მოწყდნენ სულიერ იმპულსს,
ღვთაებრივ ზემოქმედებას და წინამძღოლობას...
მერე ეს სურათი გაქრა და დავინახე ობობას მსგავსი ცოცხალი არსება,
რომელიც სადღაც ორმოში იყო ჩავარდნილი თუ განზრახ ჩაგდებული და
თავისი მრავალი საცეცით ცდილობდა იქიდან ამოძრომას... ეს არსება
ძალიან, ძალიან შავი იყო... ხოლო შემდეგ დავინახე სამაელი, ძლიერი,
თავდაჯერებული, ბრწყინვალე მეომარი, რომელიც პატარა ბავშვივით იყო
კედელთან ჩამუხლული, სახე კედლისკენ ჰქონდა მიმართული, ხელებში
ჩარგული და გულამოსკვნილი ტიროდა...
ვერ აღვწერ, როგორი თანაგრძნობის და სინანულის გრძნობა დამეუფლა
ამ ბრწყინვალე არსების ასეთ ბეჩავ მდგომარეობაში დანახვისას... მთელი
ამ პერიოდის მანძილზე მას ვგრძნობდი, როგორც ჩემს ძმას, ჩემს

578
TeTri mzis meomari

სისხლს და ხორცს, უძვირფასეს არსებას, რომელიც ახლა უკიდურესად


სასოწარკვეთილ მდგომარეობაში იმყოფებოდა... მე მივედი მასთან და
მხარზე ხელი დავადე... მინდოდა სიტყვიერად მოვფერებოდი, თანადგომის
სიტყვები გამომენახა, მაგრამ ვგრძნობდი, რომ რაც არ უნდა მეთქვა, ისე
ვერ გაიჟღერებდა, ვერ გადმოვცემდი ვერც ჩემს გრძნობას და ვერც ჩემს
ფიქრს... გული მწყდებოდა რომ მის ისტორიას მისგან არ მოვუსმინე, როცა
მას თვითონ უნდოდა მოყოლა... რატომ შემეშინდა მაშინ? რომელმა ღრმად
ჩანერგილმა სტერეოტიპებმა გადამიღობეს გზა? რომელმა არქაულმა
შიშმა დამაბრკოლა? ისევ მზად ვიყავი მისთვის ყველაფერი მეპატია, ერთი
ხელის მოსმით და უკან მიუხედავად... უბრალოდ მეპატია, იმიტომ კი არა,
რომ ჩემს პატიებას რაიმე ძალა შეიძლება ჰქონოდა, არამედ იმიტომ მე
ადამიანი ვარ და ამაზე მეტი მოცემულობა არ მჭირდება! მე დავინახე,
რომ მან ყველაფერი გააკეთა, რაც იმ მომენტში შესაძლებლად ჩათვალა
და ბოლომდე უკან არ დაიხია... ამის გამო, სიტუაციის გამოსწორებისთვის
გადააბიჯა საღმრთო კანონებს... „მამის მიამიტურ კანონებს“, როგორც
თვითონ მაშინ შეაფასა. შედეგად წარმოიქმნა ეს ობობასავით ბნელი
არსება... ნუთუ თვითონ გახდა ასეთი? თუ ეს ბნელი იერარქიის კრებითი
სახე იყო, რომელიც მაშინ წარმოიქმნა/გაძლიერდა?... მივხვდი მხოლოდ,
რომ ამ დრამაში არ იყო მარტო მისი ბრალი... ნათელი იუგების დროს
არასაკმარისად ძლიერად ჩაიდო და გამყარდა ადამიანებში ნათელი
იმპულსები, რაც ნათელ იერარქებს ევალათ მათი მართვის პერიოდებში...
ასევე დიდი როლი ითამაშა თვითონ ადამიანების თავისუფალმა
ნებამ და მათმა არჩევანმა ბნელის სასარგებლოდ. ადამიანებიც ხომ

579
gnozisi

თავისუფალი ნების მატარებელნი არიან. ისინი უბრალო მარიონეტებს არ


წარმოადგენენ, რომ მხოლოდ გარედან მართვით იყოს მათი მოქმედებები
განპირობებული... ამ ყველაფერმა ერთად, გამოიღო შედეგი, რომ ბოლო
იუგა განვითარდა ერთ-ერთი ყველაზე არასახარბიელო სცენარით,
რომელიც მატერიალური განზომილების სულიერი ტრიადიდან მოწყვეტას
ნიშნავს (უფრო სწორედ მასთან უკიდურესად შესუსტებულ ბმას).
სწორედ ამ დროს მოხდა სისხლიანი მსხვერპლთშეწირვების შემოტანა,
როგორც ენერგეტიკულად „ქვემოდან კვების“ საშუალება და ამ დროს
მოხდა რელიგიურ კულტებში ღმერთების ინვერსია დემონებად. ანუ
სულიერი იერარქების მათ შორის 7-9-12 ანგელოზის ენერგეტიკული
ფოკუსების ჩანაცვლება დემონური „გაცვლა-გამოცვლის“ პრინციპზე
დაფუძნებული მსხვერპლშეწირვებიანი კულტებით. ანუ მატერიალური
განზომილება სრულად სარკისებურად ამოყირავდა, გახდა „უკუღმა“
სამყარო, რომელზეც ახლა ადამიანმა ფაქტობრივად უარი უნდა თქვას
იმისთვის, რომ სულთან კონტაქტი დაიბრუნოს...
მაგრამ ბოლოს ეს სურათიც გაქრა და მე დავინახე ორი ჩვილი ბიჭი. ერთს
ვარდისფრები ეცვა. ეს სამაელი იყო. ხოლო მეორეს - ცისფრები... საიდანღაც
ვიცოდი, რომ როდესაც გაიზრდებიან ერთი წითლებში ჩაცმული მამაკაცი
იქნება, ისევ „ომის ღმერთი“, ხოლო მეორე ლურჯებში გამოწყობილი...
„ღმერთის მსგავსი“... მიქაელი? ნუთუ იგივე დრამა უნდა გათამაშდეს? იგივე
სცენარით უნდა შეეჭიდოს ადამიანების სულებში ნათელი და ბნელი, ლურჯი
და წითელი, ძმები-ტყუპები?... რომლებიც ერთმანეთს უპირისპირდებიან
განგების ნებით და ამავე დროს ერთმანეთი უსაზღვროდ უყვართ?...

580
TeTri mzis meomari

2021 წელი. 6 აპრილი. თბილისი. ოქროს საწმისი

- რატომ არ გამომდის თავიდან აზრი, რომ ის სიზმარი შენს


„დარბაზებზე“ სადაც ოქროს და წყლის ნაკადები მოედინებოდა,
რაღაცნაირად ოქროს საწმისთანაა დაკავშირებული? - დავუსვი დიდი
ხნის აკვიატებული კითხვა. რამდენიმე ღამე ზედიზედ ვსვამდი კითხვას
ოქროს საწმისზე და მეუფეებს ვთხოვდი, რომ მასზე განმარტება მოეცათ,
მაგრამ რატომღაც...
- რატომღაც თითქოს ვიღაც გამიბრაზდა სიზმარში... - ვუთხარი
გაკვირვებით, - თითქოს ასეთი აზრი გამომიგზავნეს, რომ სულიერებით
ასე დაბლა მდგომი ხალხი არ ვიმსახურებთ ოქროს საწმისს. განა მე
შევეწინააღმდეგებოდი ამ აზრს... არც ის მგონია, რომ რამეს დაჟინებით
ვითხოვდი. უბრალოდ ინფორმაცია მაინტერესებდა, რა იყო ეს ოქროს
საწმისი? ვერ მივხვდი რატომ გამიბრაზდნენ...
მიქაელი:
- როგორც ჩანს დრო მოვიდა მეტი განმარტება მივცეთ ბოლო
სიზმარხილვის სიმბოლოებს. იქ მეტი აზრი იდო, მაგრამ პასუხი რომ
გაგცე, ცოტა შორიდან დავწყოთ... იპოვე რამე, შენი აზრით მასონების
სიმბოლიკის მქონე სურათი და შეეცადე გაშიფრო იმ ცოდნით, რაც მე
მოგაწოდე...
მე:
- ერთი სურათი გამახსენდა, რომელიც ადრე ვიპოვე და დავაკოპირე.

581
gnozisi

შეიძლება მასონურია ან ჰერმეტიკული, ან ორივე ერთად... გადმოვტვირთე,


იმიტომ რომ მომეჩვენა, რომ მეცნო სიმბოლოები...
- სწორედ მაგიტომ გეუბნები...
- საერთოდ, რაც პირველი გვხვდება ხოლმე თვალში მასონების
სიმბოლოებში, არის ფარგალი და სახაზავი, რაც ცალსახად ნიშნავს...
მიქაელი:
- საკრალური გეომეტრიის, ანუ ფრაქტალური ალგორითმების ცოდნას.
შემდეგი...
- ასევე, მაგალითად ამ სურათზე, დედამიწაზე გამოსახულია
სამკუთხედი და ოთხკუთხედი და რიცხვი 43, რომელიც უფრო მგონია რომ
არის 4 და 3. გეომეტრიული ფიგურებიც და რიცხვებიც ამ შემთხვევაში
ნიშნავს მატერიალურ ტეტრადას და სულიერ ტრიადას... ანუ, აქ ყველა
ვარიანტში საუბარია დემიურგულ 7-ობით სამყაროზე. ამაზე მოწმობს 7
პლანეტის ნიშანიც და ქალ-კაცი, ანუ ანდროგინი ადამიანი (REBIS). მზე
კაცის სიმბოლოა, მთვარე - ქალის, როგორც შენ მასწავლიდი... გველეშაპი
დაბალ-მატერიალური სამყაროს, ქაოსის და დემონური გამოვლინებების
სიმბოლოა ამ შემთხვევაში. ანდროგინი ადამიანი ნიშნავს იმას, ვინც
გასცდა დუალობის კონცეფციას, საკუთარ თავში გააერთიანა დუალობაც
და 7-ობითობაც.
მიქაელი:
- როგორც ხედავ მასონებს ჰქონდათ საკრალური ცოდნა, რომლის
მიხედვით ახორციელებდნენ როგორც მშენებლობებს, ასევე სხვადასხვა
ჩანაფიქრებს/პროექტებს, მათ შორის გრძელვადიან „პროექტებს“,

582
TeTri mzis meomari

რადგან კარგად ესმოდათ კოსმოსური ციკლების და ასტროლოგიის


მნიშვნელობა... მათ, განსხვავებით დიდი წილი დანარჩენი სამყაროსგან
კარგად ჰქონდათ გააზრებული, რომ იმისთვის რომ ჩანაფიქრი წარმატებით
განხორციელდეს მატერიალურ განზომილებაში, როგორც იესომ გითხრა,
ის უნდა მიუყვებოდეს ამ სამყაროს მატრიცის კანონებს, ანუ ფრაქტალურ
გეომეტრიას. სწორედ ამიტომ ერქვათ მათ თავისუფალი ქვისმთლელები,
არქიტექტორები... ისეთ პროექტებში, სადაც გათვალისწინებულია
საკრალური გეომეტრია, ენერგიის შემოდინება ხდება მისი სწორი
გადანაწილებით... ისინი ყველაფერს ითვალისწინებდნენ, მათ შორის
ყველაზე მთავარ პრინციპს, ანუ 7-ობრიობას. ამიტომ პლანეტების
გავლენასაც (ასტროლოგიასაც) თავისთავად დიდ მნიშვნელობას
ანიჭებდნენ... მაგრამ... - მან პაუზა გააკეთა და განაგრძო, - ეს სულიერი
ცოდნა ძალიან საშიშია, თუ მიღებულია „ქვევიდან“... რას ვგულისხმობ?
გახსოვს, მე გითხარი, რომ ჯერ მესამე (სულიერ), ანუ თეთრი მზის
გზა უნდა გაითავისო და მხოლოდ ამ ღირებულებების შეძენის მერე
შესაძლებელია მეორე გზასთან, ანუ ნატიფმატერიალურ, ანუ მაგიის
კანონებთან ზიარება. ზემოთჩამოთვლილი ცოდნა „მეორე გზის“ ცოდნაა.
თუ ადამიანს, რომელიც ამ ცოდნას ფლობს და მის მიხედვით მოქმედებებს
ახორციელებს არ აქვს „თეთრი მზის“ სტატუსი, ან არ იმყოფება მჭიდრო
კავშირი ამ სტატუსის მქონე სულიერ იერარქთან, ის უსაშველოდ დიდ
გამრუდებაში, ცოდვაში შეიძლება გადავარდეს და გადააყოლოს მისი
მოქმედების სფეროში მოხვედრილი ადამიანები და მოვლენები.

583
gnozisi

მე:
- მაგრამ რა შუაშია აქ ოქროს საწმისი?
მიქაელი:
- იმ სიზმარხილვაში ოქროს ნაკადები ჩემს სულიერ ენერგიას
წარმოადგენდა, ხოლო წყალი ინფორმაციას, ანუ ცოდნას. როგორც
გახსოვს ოქრო უფრო მნიშვნელოვანი იყო, ვიდრე წყალი... სულიერ
იერარქიასთან კავშირი და სულიერი ენერგიის გატარება უფრო
მნიშვნელოვანია, ვიდრე უბრალოდ ცოდნის ფლობა. კრისტალი შენს
სიზმარში ნიშნავდა ჩემი ცნობიერების იმ ნაპერწკალს, რომელიც მე შენში
ჩავდე და რომლის საშუალებითაა შესაძლებელი შენთვის ამ ნაკადების
მომართვა... რაც შეეხება საწმისს... გახსოვს, როგორ მოიპოვებდნენ
ძველად ოქროს?
- ამბობენ, რომ ცხვრის ტყავს დებდნენ მდინარის გამდინარე წყალში
და რაღაც დროის მერე მასზე ილექებოდა ოქროს ქვიშა...
- ასეა, სულიერი ცოდნაც... როდესაც ადამიანი სულიერი იერარქისგან
„წყლის“, ანუ ინფორმაციის ნაკადში იმყოფება, მასზე დროთა
განმავლობაში „ილექება ოქრო“... ოქროს საწმისი არ იყო ნივთი. ეს იყო
სიმბოლო მზის იერარქიის სინათლის ფოკუსის... ჩემი იერარქიის სინათლის
ფოკუსის, რომელიც კავკასიის ტერიტორიაზე იყო განთავსებული...
მე:
- ჰო... ლეგენდის თანახმად მედეას მამა, მეფე აიეტი ჰელიოსის შვილი
იყო, ხოლო ოქროს საწმისი ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით ჰერმესის
(სიბრძნის ღმერთის) ქმნილებას წარმოადგენდა...

584
TeTri mzis meomari

- ჩვენი განდობილები/ქურუმები, რომლებიც მედეას სახით არიან


თქვენს ლეგენდაში წარმოდგენილნი იყვნენ ამ სიბრძნის (წყალი) და
ვიბრაციის (ოქრო) მატარებლები. ეს სიბრძნე აძლევდა მათ საშუალებას
განვითარებული და წარმატებული სახელმწიფო შეექმნათ, როგორც
მატერიალურად, ასევე სულიერად... ოქროს საწმისი დიდი ძალაუფლების
წყარო იყო. მაგრამ ასეთი ძალაუფლება მხოლოდ სულიერად ძალიან
ამაღლებულ ადამიანებს/საზოგადოებებს ეძლევათ... ამიტომ არის ჩემი
სინათლის ფოკუსი „უხრწნელი ნეშტივით“ დასაფლავებული და თავის
დროს ელოდება, როდესაც ოქროს საწმისი ისევ დაიბრუნებს უწინდელ
ძალას და ბრწყინვალებას...

2021 წელი. 8 აპრილი. თბილისი. გნოსტიკური


შეხედულებების შედარება-შეჯამება

მიქაელი:
- დიდი სამუშაო გვიწევს. მინდა, რომ მოემზადო და გნოსტიციზმის
ძირითად დებულებებს მოუყარო თავი. როგორც ხედავ, გნოსტიკური
იდეები რადიკალურად ვარირებდა ხშირად ერთი უკიდურესობიდან
მეორეში და სხვადასხვა მიმდინარეობები სრულ წინააღმდეგობაშიც
კი მოდიოდნენ ერთმანეთთან... ამიტომ ვერც ერთ მიმდინარეობაზე ვერ
იტყვი ცალსახად, რომ სიმართლე მათთანაა... მოდის დრო, როდესაც
გნოსტიკური სკოლები განახლებული ძალით აღმოცენდებიან, შეირწყავენ

585
gnozisi

თანამედროვე მისტიკურ გამოცდილებებს, დაიმკვიდრებენ ახალ


ადგილს ადამიანთა მსოფლმხედველობის ასპარეზზე და ლუციფერული
იმპულსი (ინვერსიულად ამოტრიალებული საღმრთო იმპულსი, ანუ
ფსევდოსულიერება) კვლავ იჩენს თავს. შევეცადოთ გამოვარჩიოთ
ფრაგმენტებად მიმოფანტული სიმართლე, ამიტომ მინდა, რომ მათ
ძირითად შეხედულებებს მიუყვე და ამოვკრიფოთ იქიდან ჭეშმარიტების
მარცვლები... დაიწყე...
მე:
- ჰმ... არც ვიცი საიდან დავიწყო... მ.-მ წიგნი მომაწოდა გნოსტიციზმზე,
სადაც კარგად არის სისტემატიზებული ძირითადი გნოსტიკური
შეხედულებები/ტერმინები და შევეცდები ამ წიგნის პუნქტებს გავუყვე...

1. გაბნევა და მოკრება
დავიწყებ იმით, რომ ამ წიგნის კითხვისას აღმოვაჩინე ასეთი ტერმინი:
„გაბნევა და მოკრება“. ეს ისაა, რაზეც მეუფე ს. კ. მესაუბრებოდა,
როცა მიხსნიდა, რომ კაცობრიობის ევოლუციის ციკლი შეიცავს
მატერიაში ჩასვლა-ამოსვლას, რომლის დროსაც ჯერ ხდება ადამიანთა
განცალკევება, ინდივიდუალური ეგოს გაძლიერება, ანუ „გაბნევა“,
ხოლო შემდეგ, აღმავალ ციკლში (რომელშიც ახლა შევდივართ),
ხდება „მოკრება“, გაერთიანება, ოღონდ არა მექანიკური, არამედ
უფრო მაღალი ცნობიერების, ქრისტესეული ცნობიერების დონეზე,
როდესაც სუსტდება ინდივიდუალური, მიწიერი ეგო, და ძლიერდება
ღმერთის ნებით გაერთიანებული კოლექტიური ცნობიერება... ეს იდეა

586
TeTri mzis meomari

გასდევდა ნეოპლატონიზმს, პორფირიუსის შრომებს... შესაძლოა მისგან


იყო შთაგონებული ნეტარი ავგუსტინეს შრომები, სადაც აქცენტებმა
გადაინაცვლეს მეტაფიზიკური ასპექტიდან ზნეობრივში... სწორედ ნეტარ
ავგუსტინესთან არის მოყვანილი ასეთი მოსაზრება, რომ ადამიანები
გაერთიანდებიან ქრისტეში. ამ წარმოდგენამ, რომელიც გნოსტიციზმში
ძლიერი იყო, ძალიან მყარი ფესვები გაიდგა ეკლესიურ ცნობიერებაშიც...
ანუ ჩვენი ტერმინებით ამას ქრისტესეულ ცნობიერებაში გაერთიანება
ჰქვია...

„მას შემდეგ, უღმერთობის ცოდვით შეპყრობილნი ჩვენ


განვცალკევდით ერთიანი ჭეშმარიტებისგან, განვუდექით და მივატოვეთ
იგი, და უმაღლესმა ღმერთმა გაგვფანტა ჩვენ, დაგვქსაქსა ერთი მრავლად:
თვალნათელია, რომ... მრავალი უნდა იქნას გაერთიანებული ერთიანის
(ქრისტეს) მოსვლამდე... და რომ ჩვენ, როდესაც განვთავისუფლდებით
მრავლად დაყოფისგან, ისევ მივალთ ერთამდე... და ერთიანის
სამართლიანობით გამართლებულნი ისევ გავმთლიანდებით“.
(Trin. IV. 11)

„თავშეკავების წყალობით შევიკრიბეთ ჩვენ ერთიანში, რომლისგანაც


იქამდე მრავალ ცალკეულად დავიშალეთ“
(Confess. X. 14; cf. Ord. I. 3)

587
gnozisi

2. სულიერი დაცემა, ტყვეობაში მოხვედრა და სულიერი მეხსიერების


დაკარგვა
მეორე, რაც ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანია გნოსტიკურ იდეებში,
არის წარმოდგენა თვითონ ამ „ადამიანის სულიერი დაცემის“ პროცესზე,
ანუ მატერიაში ჩაშვების, ღმერთში ყოფნისას ერთიანობისგან მოწყვეტის
მოვლენაზე. სწორედ ამ პროცესის ახსნაში დავინახე მე რადიკალურად
განსხვავებული აზრები. ზოგ გნოსტიკურ მიმდინარეობაში ითვლებოდა,
რომ ადამიანის ჩაშვება მატერიალურ განზომილებაში და მისი მოწყვეტა
ღმერთისგან მოხდა არქონტების მიერ ადამიანების სულების მოტყუებით,
სადაც მთავარი (პროტოარქონტი, ანუ არქიმშობელი) არის თავად
ის, ვისაც ჩვენ ღმერთს ვუწოდებთ, მაგრამ სინამდვილეში დემონია
(იალდაბაოფი). მას ხშირად ებრაელების ღმერთთან აიგივებდნენ.
ხოლო მის მიერ შექმნილი „წრეთა 7 მმართველი“, რომლებიც ჩვენი
მთავარანგელოზების ეკვივალენტს წარმოადგენენ, ასევე დემონები
არიან... აღარ გავჩერდები იმაზე, რომ ამ აზრის თანახმად ადამიანი
უბრალოდ მსხვერპლი გამოდის ზედა სფეროებში დატრიალებული
გაუკუღმართებული მოვლენების. იგულისხმება სოფიას მიერ მამა-
ღმერთის გარეშე შემოქმედების განხორციელება და იალდაბაოფის შობა...
მაგრამ ჰერმეტიკულ გნოსტიციზმში, ისევე როგორც ქრისტიანობაში, 7
წრეთა მმართველი ანგელოზები სრულყოფილ და არსობრივად დადებით,
ღვთაებრივ არსებებს წარმოადგენენ, ისევე როგორც თვითონ ამ სამყაროს
შემოქმედი ღმერთი, დემიურგი (სულიწმიდა), ხოლო ადამიანის ჩასვლა
მატერიაში თვითონ ადამიანის სურვილით იყო განპირობებული...

588
TeTri mzis meomari

უფრო სწორედ, ორნაირად შეიძლება გაიგო: ცნობისმოყვარეობით ან


ევოლუციური ციკლით განპირობებულად.
მაგრამ მანიქევლებში და მასთან დაკავშირებულ ირანულ გნოსტიციზმში
ადამიანის სულის ჩაშვება მატერიაში თავიდან ბოლომდე ბნელი ძალების
ხრიკია. ოღონდ ადამიანისგან პასუხისმგებლობა მოხსნილი არაა. მათი
წარმოდგენით, მან გამოიჩინა რამდენიმე უღირსი თვისება, როგორიცაა
ცნობისმოყვარეობა, ამპარტავნება და მიდრეკილება გრძნობადი
სიამოვნებებისკენ...
ანუ, ზემოთქმული რომ დავაჯამოთ, არის ადამიანის სულიერი დაცემის
სამი ვარიანტი: 1. ადამიანი არქონტების მოტყუების მსხვერპლია, 2.
ადამიანი თავადაა დამნაშავე ამპარტავნების და ცნობისმოყვარეობის
გამო და 3. ადამიანი უნდა ჩაშვებულიყო მატერიაში იმიტომ რომ ასეთია
კოსმოსური ციკლის/პროცესების სტადიები...
რაღა დაგიმალო და ეს სამი აზრი ახლაც ცირკულირებს... ტრა-
დიციულ იუდეურ რელიგიებში მეორე აზრია წარმოდგენილი, ანუ
ადამიანის დაუმორჩილებლობით, პირველქმნილი ცოდვით დაცემა. აქ
პასუხისმგებლობა თავიდან ბოლომდე ადამიანზეა. განსაკუთრებით ქალზე
(ევას გამო)... აღარ ვისაუბრებ იმაზე, რომ ამას ქალის მრავალწლიანი
დაკნინებაც მოყვა. პირველი აზრი დომინირებს თანამედროვე მედიუმებში,
კერძოდ ჩენელერებში, რომლებიც მედიუმიზმით იღებენ ინფორმაციას
სხვადასხვა არსებებისგან. მათი აზრით კაცობრიობა დემონური ტიპის
რეპტილოიდურ რასას აქვს ხაფანგის ტიპის მატრიცაში დატყვევებული
და ადამიანებს ფაქტობრივად იყენებენ, როგორც ენერგობატარეებს.

589
gnozisi

მათი აზრით ამ რასის მიწიერი წარმომადგენლები არიან მასონები და


ხელისუფალნი, განსაკუთრებით დასავლეთის ქვეყნების პოლიტიკოსები
და სამეფო გვარის წარმომადგენლები. რაც შეეხება მესამე აზრს, ამას
ვხვდებით მხოლოდ თეოსოფიაში და აგნი იოგაში... შეიძლება სხვაგანაც,
მაგრამ მე ამ ფილოსოფიურ სკოლებს ვიცნობ ყველაზე კარგად... მაგრამ
ჩემს წიგნში, ანუ რასაც შენ და სხვა მეუფეები მიყვებოდით, შეიძლება
ითქვას, რომ სამივე აზრია გაერთიანებული... როგორც მივხვდი, არასდროს
არაა მხოლოდ ერთი მხარე დამნაშავე და თან ყოველთვის არსებობს
უზენაესი ნება ამა თუ იმ მოვლენებზე, რომელიც შეიძლება ინვოლუციური
კოსმოსური ციკლით იყოს წარმოდგენილი...
მიქაელი:
- განავრცე ეს აზრი... მინდა რომ უკეთ ჩამოაყალიბო, თუნდაც ძალიან
გამარტივებულად გაიჟღეროს.
მე:
- თუ გავიხსენებთ ჩემს სიზმარს „კაცობრიობის წინაშე ჩადენილი
დანაშაული“ და ხილვას „სამაელ, შენ ცდები“, დავაჯამებთ მათ
(თუმცა მეორე ხილვა არაა ჩემთვის ბოლომდე გასაგები. რაღაცები
მერე უნდა დავაზუსტოთ) და შევადარებთ იმ იდეებს, რასაც ბოლო
წლებია მასწავლიდი... მთელი ეს პროცესი ასე გამოიყურება: დემიურგი
(სულიწმიდა) არაა დემონური არსება, არამედ სამების ერთ-ერთი
ჰიპოსტასია, სადაც მამა-ღმერთი მეტი დიფერენცირებით (7-ობითად)
ვლინდება. ვინაიდან სამყაროების გამოვლინება ხდება ერთგვარი
პულსაციით (ბრაჰმას დღე-ღამე, ანუ გაშლადი და შეკუმშვადი ციკლები),

590
TeTri mzis meomari

შესაბამისად სულები ჩადიან და ამოდიან მატერიაში.. ანუ შორდებიან და


უბრუნდებიან ღმერთს... ეს ასე ხდება, იმიტომ რომ ასეთია ეს პროცესი.
ამაში დამნაშავე არავინაა. ეს არის სწორედ „გაბნევა და მოკრების“
პრინციპი... ჯერ ჩნდება დაქსაქსულობა, ძლიერდება ინდივიდუალური
ეგო... ეს იწვევს ვარდნას ვიბრაციებში და ჩასვლას მატერიაში... ეს
პროცესები რეგულირდება და იმართება „მზეების“ სისტემით. ჩვენი
მზე, ცენტრალური მზე და ა. შ. ერთგვარი პორტალებია სულიერი
დასხივებისთვის (იმპულსისთვის). ჩვენი მზე მათი ყველაზე მატერიალური
გამოვლინებაა... ვინაიდან ეს პროცესები იმართება მზით (ცენტრით),
მათ ახასიათებს 4-ობითი ცირკულაციის პერიოდები და 12-ობითი
სტრუქტურა, ისევე, როგორც ჩვენს მატერიალურ მზეს ახასიათებს
დედამიწაზე 4 სეზონის და 12 თვის წარმოქმნა... შესაბამისად კაცობრიობის
ინვოლუცია-ევოლუციის ციკლებშიც ჩანს ეს ჩასვლა-ამოსვლის ტალღა,
ანუ გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთრის პერიოდები, ანუ იუგები...
სულიერების ყველაზე ბნელ, ანუ ზამთრის შესაბამის პერიოდში ხდება
ყველაზე მეტი დაშორება იმ სულიერი მზისგან, რომელიც სულიწმიდას
ენერგიით, ესე ვთქვათ, ათბობს და ანათებს ადამიანების სულებს... მთელი
ამ ევოლუციური ციკლის წარმატება (განღმრთობილი სულების მაღალი
გამოსავლიანობა) დამოკიდებულია არა მარტო კოსმოსურ ციკლზე, ანუ
იმ ფაქტზე, ზაფხული დგება თუ ზამთარი, არამედ ამ დრამაში მონაწილე
ცოცხალი არსებების თავისუფალ ნებაზე და მათ გადაწყვეტილებებზეც.
სხვა სიტყვებით, ადამიანების არჩევნები ბოროტების თუ სიკეთის
მიმართ თამაშობს უდიდეს როლს. ამიტომ ადამიანიც პასუხისმგებელია.

591
gnozisi

მაგრამ ასევე დიდ როლს თამაშობს სულიერი იერარქია (და მაღალი


განზომილების არსებები, რომლებიც შეგნებულად თუ შეუგნებლად
იღებენ მონაწილეობას ამ ყველაფერში) ყველა თავის რგოლში და თუ
სულიერმა იერარქებმა ვერ დაიჭირეს სათანადოდ მართვის სადავეები,
ან მათი დაცემა და ინვერსია მოხდა, მაშინ ევოლუციური ციკლი ასევე
ნეგატიური სცენარით წარიმართება. მოკლედ „დამნაშავე“ არავინაა და
ყველაა ერთდროულად. მონაწილეობას იღებს ღმერთის განგება, ანუ
ევოლუციური/კოსმოსური ციკლი, ასევე ადამიანის თავისუფალი ნებაც
და ასევე სულიერი იერარქიაც! როდესაც შენ სიზმარში მაჩვენე, რომ „ჩემი
ოჯახი“, რომელიც კაცობრიობის კრებითი სახე იყო, ცოტა ხნით წავიდა
„შვებულებაში“ რაღაც თავისი არც ისე საჭირო მიზნებისთვის, ხოლო
როცა დაბრუნდა „სახლი“ გაძარცული დახვდა, გამოჩნდა, რომ ადამიანმაც
რაღაც ეტაპზე მიიღო არასწორი გადაწყვეტილება „დაეტოვებინა სახლი“.
მეორე მხრივ, როდესაც სამაელის დაცემა დავინახე, (სამაელი კი ჩემი
აზრით კრებითი სახეა სულიერი იერარქიის იმ შტოსი, რომელიც კალი
იუგის დროს იყო დესტრუქციული პროცესების მმართველი 7-ობითი
ფრაქტალის მე-5 რგოლში, 12-ობითი ციკლის მე-4 პერიოდის ბოლო
ქვეპერიოდში, თუ სწორედ გავიგე...) მხოლოდ მისი ბრალი არ იყო...
ბრალი იყო ასევე სხვა ნათელი იერარქების, რომლებმაც არასაკმარისად
გაამყარეს სინათლის იმპულსები ადამიანებში სატია და ტრეტა იუგების
დროს და ასევე თავად ადამიანების, რომლებიც თავიანთ არჩევნებში
ზედმეტად გადაექანნენ ბნელი მხარისკენ... შედეგად, რაღაც მომენტში,
ფაქტობრივად მოხდა მატერიალური განზომილების მოწყვეტა სულიერი

592
TeTri mzis meomari

განზომილებებისგან... ჩემს სიზმარში („კაცობრიობის წინაშე ჩადენილი


დანაშაული“) ეს იყო სამი ფანჯრიანი ოთახის ამოქოლვა... მაგრამ
ეს იყო ამოქოლვა და არა მონგრევა... ანუ, ამ ოთახების დაბრუნება
შესაძლებელია... ხოლო დანარჩენი ოთახები კანონზომიერად გაღარიბდა
ამ ტრიადისგან მოწყვეტის გამო. ტრიადისგან მოწყვეტა ბოლო ხილვაში
(„სამაელ, შენ ცდები“) გამოჩნდა, როგორც დისკური ფორმის მაგიდაზე
მეოთხე ნაწილის ჩაბნელება. ბოლოს გამოჩნდა შავი ობობა, რომელიც
ჩემს სიმბოლიზმში ბნელი იერარქიის სიმბოლოა... რამე გამომრჩა?...
მიქაელი:
- ჯერ-ჯერობით ყველაფერი სწორია... გააგრძელე...
- სწორედ ამ „ჩაბნელების“ მერე მოხდა ამ სამი ოთახის, ანუ
ადამიანის სულიერი ტრიადისგან მოწყვეტა და სულის მეხსიერებაზე
წვდომის დაკარგვა... სწორედ აქედან წამოვიდა გნოსტიკოსების... და
ჩემიც... შეგრძნება რომ ეს სამყარო უცხოა; რომ აქ დაკარგული ხარ; რომ
თითქოს დაგაპატიმრეს... ამიტომ ვადარებდი ჩემს თავს ამნეზირებულ
ადამიანს... გნოსტიკოსებშიც არის სულ ეს გოდება მშობლიურ სახლზე,
რომელიც დაკარგე, სადაც გელიან და უნდა დაბრუნდე... ეს არის ასევე
გნოსტიკოსების იდეების ერთ-ერთი ლაიტმოტივი, რომელიც მესამე
პუნქტად შეგვიძლია გამოვყოთ:

3. მიტოვებულობა, სახლის მონატრება


მიტოვებულობის და გაუცხოების იდეა გარკვევით იკვეთება
მანდეიზმში, ვალენტინის ტექსტებში გზააბნეული სოფიას შესახებ, „Pistis

593
gnozisi

Sophia”-ში, სადაც მრავალი ასეთი ნოსტალგიური გვემაა აღწერილი:

„ვფიქრობ, საიდან მომდინარეობს ეს ყოველივე.


ვინ წამიყვანა ტყვედ ჩემი ადგილიდან და ჩემი საცხოვრებლიდან,
ჩემი მშობლების ოჯახიდან, რომელმაც გამომკვება მე?
ვინ მომიყვანა ამ დამნაშავეებთან, ამაოების თავშესაფრის შვილებთან?
ვინ მომიყვანა ამ მეამბოხეებთან, რომლებიც ომობენ დღედაღამ?“

ტყვეობის სიმბოლიზმი ფიგურირებს ჩემთანაც (წიგნი პირველი.


„გამოსვლა ციხიდან“, გვ. 45),
45) რადგან მოწყვეტის მერე მატერიალური
განზომილება მიენდო საკუთარ თავს, საკუთარ ეგოისტურ ვნებებს,
რომლითაც ისარგებლეს შესაბამისმა პარაზიტულმა არსებებმაც
(ობობა), ხოლო ადამიანები არასწორი სულიერი ორიენტირების გამო
სამსარის წრებრუნვაში მოექცნენ. „ვინ მომიყვანა ამ მეამბოხეებთან,
რომლებიც ომობენ დღედაღამ?“ - ზუსტად ამ სიმბოლოთია ჩემს
სიზმარში წარმოდგენილი სამსარის წრე... კარმის გადმოსვლის წესები,
რომლებიც ასტროლოგიურადაც განპირობებულია, რადგან როგორც მზე
არის პორტალი სულიერი იპოსტასის, ასევე 6 დანარჩენი ციური სხეული
ჩვენი მზის სისტემაში პორტალებია შესაბამისი სულიერი ენერგიებისთვის,
რომლებიც ყველაზე ტლანქ ვარიანტში ჩვენი ასტროლოგიური
პლანეტებით ვლინდება... ეს დემიურგული მატრიცის 7-ობითი პრინციპის
ფრაქტალური სისტემაა, რომლის ერთ-ერთი ფრაქტალური შრე არის
ჩვენი მზის სისტემა... და ასევე ჩვენი თანავარსკვლავედები. ამიტომაა,

594
TeTri mzis meomari

რომ გნოსტიკურ ტექსტებში კარმის ზედამხედველობით სამსარის


წრეში ბრუნვა აღიქმება როგორც „ციხე“, ხოლო კარმის გადმოსვლის
„პორტალები“ ანუ 7 პლანეტა და 12 თანავარსკვლავედი, აღიქმებიან,
როგორც ბოროტი არქონტები, რომლებმაც ადამიანები ამ ციხეში
დაამწყვდიეს. ამიტომაა, რომ გნოსტიკურ ტექსტებში ფიგურირებს 7
ან 12 არქონტი... ავიღოთ თუნდაც ეს ფრაზა ერთ-ერთი გნოსტიკური
ტექსტიდან:
„შვიდნი მავიწროებენ მე და თორმეტნი გახდნენ ჩემი მდევრები.
პირველმა [სინათლემ] დამივიწყა მე, ხოლო მეორემ არ იკითხა ჩემ
შესახებ.“
(J 62)

ადამის (კაცობრიობის) დაცემის/მოწყვეტის შედეგად დაეცა მთელი


მატერიალური განზომილება, რომელიც მე ჩემს ხილვაში დავინახე,
როგორც დისკზე მეოთხე ნაწილის ჩაქრობა. ამ დაცემას მოყვა შესაბამისი
სულიერი იერარქიის გარკვეული ნაწილის დაცემაც...
მიქაელი:
- ესაა ლუციფერული დაცემა...
მე:
- რომელსაც თავის მხრივ მოყვა „ღმერთების“ (7/12 ღმერთის)
და მათი სულიერი პრინციპების ინვერსია ფსევდოსულიერებამდე
იმ დონეზე, რომ შეიქმნა სარკისებური ვარიანტის ბნელი იერარქია,
რომელმაც დაიწყო „ქვევიდან“, ანუ ცოცხალი არსებების სასიცოცხლო

595
gnozisi

და ფსიქიკური ენერგიებით კვება და საფუძველი ჩაეყარა ცოცხალი


არსებების მსხვერპლთშეწირვებს... ეს იყო ჩემს სიზმარში შავი ობობა...
ამას დაემატნენ არიმანული არსებები... ანუ, არა დაცემული იერარქები,
არამედ დემონური ტიპის ცოცხალი არსებები. მათ შორის არიან ცუდი
(პოლუსშეცლილი) ადამიანების სულები სიკვდილის მერე, ასტრალური
წარმონაქმნები და ალბათ კიდევ რაღაც არსებები (შესაძლოა დემონური
ტიპის პლანეტების/განზომილებების რასები), რომლებსაც ახლა
კლასიფიკაციას ვერ ვუსადაგებ... ეს არსებებიც „ქვემოდან“ კვების რეჟიმში
ცხოვრობენ... ბნელი იერარქიას ეშინია, რომ როდესაც კოსმოსური ციკლი
შევა „გაზაფხულის“ სტადიაში, კაცობრიობის კოლექტიური მენტალი
გააკეთებს ნახტომს უფრო მაღალ, ანუ ქრისტესეულ ცნობიერებაში,
რომელსაც ასევე წამოჰყვება მთელი მატერიალური განზომილება.
შედეგად ჩვენი მატერია გათხელდება, გადავა უფრო მაღალ სიხშირის
დიაპაზონში და გავა ბნელი იერარქიის თვალთახედვიდან... უბრალოდ
გაქრება მათთვის, როგორც რადიო რომ გადაიყვანო სხვა სიხშირეზე...
ამით მათ მოუწევთ ხელახალ ევოლუციურ ხვეულში ჩაბმა სულ დაბალი
განზომილებებიდან, რომ მათმა სულებმა ხელახლა, მეორე ცდაზე
მაინც მოახერხონ ღვთაებრივი მიმართულებით ევოლუცია. ანუ ისინი
დაკარგავენ „კვების წყაროს“ და კარმის კანონების თანახმად მოუწევთ
ხელახალი მრავალი განსხეულების გავლა... მათაც და იმ ადამიანთა
სულებს, ვინც ვერ შეერწყმება ქრისტესეულ ცნობიერებას.
მიქაელი:
- სწორედ ამ გარდამტეხ პერიოდში იმყოფებით ახლა თქვენ და

596
TeTri mzis meomari

თქვენი ბრძოლა იქნება ბრძოლა ადამიანთა სულებისთვის, იმისთვის რომ


რაც შეიძლება მეტი ადამიანი გაერთიანდეს არა მექანიკურ ერთობაში
(ანტიქრისტე), არამედ ქრისტესეულ ცნობიერებაში (ქრისტე). ის
გლობალური მოვლენები, რომლებიც წინ გელოდებიან მხოლოდ ამას
გასწავლიან. „ჩვენ“ და არა „მე“ იდეა თუ განხორციელდა, კატაკლიზმები
აღმოიფხვრება... საქმე არაა ვაქცინებში, წამლებში, პირბადეებში...
მთავარია რა მოტივაციით ხელმძღვანელობთ თქვენს გადაწყვეტილებებში.
არის თუ არა თქვენ მიერ მიღებული გადაწყვეტილება სხვებზე ზრუნვის,
სხვისი დაცვის სურვილით განპირობებული, თუ საკუთარ თავზე, საკუთარ
ეგოზე ზრუნვას, საკუთარი სიცოცხლისა თუ საკუთარი ცხოვრების წესის
გადარჩენას წარმოადგენს? პანდემიამ ფიზიკურად დაგაცალკევათ, მაგრამ
უფრო მაღალ დონეზე უნდა გაგაერთიანოთ. ერთმანეთზე ზრუნვა და
ერთმანეთის სიცოცხლე და უსაფრთხოება უნდა იყოს თქვენი პრიორიტეტი,
თუნდაც საკუთარი დისკომფორტის ხარჯზე. თუ ამ გაკვეთილს ვერ
ისწავლით, მოვა ახალი დაავადებები, მათ შორის ფსიქიკური და ახალი
კატაკლიზმები, რომლებიც ისევ გაიძულებენ დაფიქრდეთ იმაზე, რომ
ფიზიკური სიახლოვე (ერთობა) კი არ არის მთავარი, არამედ შინაგანი...
ფიზიკური ერთობა-ურთიერთობა შინაგანი განხეთქილებების, შურისა და
შეჯიბრებითობის ფონზე - უდიდესი ილუზიაა, როგორც ერთობის, ასევე
თავისუფლების... მაგრამ დავუბრუნდეთ გნოსტიკოსების დებულებებს...
განაგრძე...
მე:
- 4. ძილი ილუზიაში. ეს სიმბოლო ჩემს სიზმარხილვებშიც ფიგურირებს.

597
gnozisi

სიზმარში „დანაშაული კაცობრიობის წინაშე“ ნაჩვენებია, რომ ადამიანს


დაუტოვეს მხოლოდ 4 „ოთახი“ (ქვედა ტეტრადა, 4 სხეული), რომელშიც
„ავეჯიდან“ იდგა მხოლოდ „ლოგინი“!.. გნოსტიკურ ტექსტებში ხშირად
ვხვდებით სწორედ ასეთ მეტაფორას, რომ ადამიანებს არა უბრალოდ
სძინავთ მატერიაში, არამედ არც სურთ მისგან გამოღვიძება... ერთ-ერთი
ტექსტი, სადაც ძილის მეტაფორაა მოყვანილი არის თომა მოციქულის
აპოკრიფულ ტექსტი, რომელსაც ჰქვია „ჰიმნი მარგალიტს“. მაგალითად
აი, ეს ნაწყვეტი ამ ტექსტიდან:
„სასმელში მათ შემირიეს ეშმაკობა და გამასინჯეს ხორცი. მე
დამავიწყდა, რომ მეფის შვილი ვარ და რომ ვემსახურებოდი მეფეს. მე
დავივიწყე მარგალიტი, რომლის მოსაძებნადაც გამომიშვეს მშობლებმა.
მათი საჭმლის სიმძიმისგან დამეძინა ღრმა ძილით“.
(„ჰიმნი მარგალიტს“ Ada Thomae-ში)

მიქაელი:
- აი, ამ ტექსტზე მინდა გავაჩერო შენი ყურადღება, რადგან აქ ბევრია
იმ მარცვალთაგან, რომელსაც ვარჩევთ. ასევე ერთი სიმბოლოა, რომელიც
შენი ხილვის გაუგებარ ნაწილს გაგაგებინებს.
მე:
- სულ პატარა ტექსტია, როგორც ვნახე. ის ეკუთვნის სირიულ
გნოსტიციზმს. უფრო სწორედ ირანულ-ეგვიპტურს. აქაც, როგორც
ჰერმეტიციზმში ადამიანის ჩაშვება მატერიაში ხდება იმიტომ, რომ ასეა
საჭირო და არა მოტყუებით. აი, ისიც:

598
TeTri mzis meomari

ჰიმნი მარგალიტს
„როდესაც პატარა ბავშვი ვიყავი და ვცხოვრობდი მამაჩემის სამეფო
სახლში, კეთილდღეობაში და სიამოვნებებში იმათ შორის ვინც აღმზარდა,
ჩემმა მშობლებმა ჩვენი სამშობლოს აღმოსავლეთიდან გამაგზავნეს
სამოგზაუროდ და დარიგება მომცეს მოგზაურობასთან დაკავშირებით.
ჩვენი საგანძურის სიმდიდრეებიდან მათ გამატანეს ტვირთი: დიდი იყო
ტვირთი და თან მსუბუქი, ისე რომ მარტოს შემეძლო მისი ტარება...
მათ გამხადეს მე დიდების სამოსელი, რომელიც სიყვარულით იყო
ჩემთვის შექმნილი, ასევე გამხადეს ჩემი ძოწისფერი მოსასხამი (მანტია),
რომელიც იყო შეკერილი ზუსტად ჩემი აღნაგობის შესაფერისად და
მომცეს დარიგება, რომელიც აღბეჭდეს ჩემს გულში, რათა მე ის
არასდროს დამვიწყებოდა: „როდესაც შენ ჩახვალ ეგვიპტეში და მოიპოვებ
იმ მარგალიტს, რომელიც დევს შუა ზღვაში, რომელსაც თავის მხრივ
გარს ეხვევა ჯადოსნური გველი, შენ ისევ იპოვი დიდების ტანისამოსს
და შენს მოსასხამს და შენს ძმასთან ერთად, რომელიც შემდეგია ჩვენს
დინასტიაში, შენ იქნები ჩვენი სამეფოს მემკვიდრე“.
მე დავტოვე აღმოსავლეთი და დავეშვი დაბლა. თან მახლდა ორი
სამეფო მეგზური, ვინაიდან გზა იყო რთული და საშიში, ხოლო მე ძალიან
ახალგაზრდა ვიყავი ასეთი მოგზაურობისთვის; მე გავიარე მაიშანის -
აღმოსავლეთის ვაჭრების თავშესაყრის საზღვრები, მივადექი ბაბილონის
მიწებს და შევედი სარბუგის კედლებში. მე ჩავედი ეგვიპტეში და ჩემი
მეგზურები ჩამომშორდნენ. მე გავემართე პირდაპირ გველეშაპისკენ

599
gnozisi

და მალულად შევაღწიე მის ადგილსამყოფელში, ვინაიდან სანამ მას


ეძინა, მე შევძლებდი მარგალიტის აღებას. რადგან მარტო ვიყავი და
ვერიდებოდი ადამიანებს, ამ ადგილის მაცხოვრებლებისთვის უცხო ვიყავი.
კიდევ, მე მანდ ვნახე ერთი პატიოსანი და თავისი ხალხის მიერ წესიერად
აღზრდილი ახალგაზრდა ყმაწვილი, მეფეთა შვილი [მირონცხებული].
ის მოვიდა ჩემთან და შემომიერთდა და მე მივიღე იგი, როგორც ჩემი
სანდო მეგობარი, რომელსაც გავუმხილე ჩემი მისიის შესახებ. მან
გამაფრთხილა ეგვიპტელებზე და ურწმუნოების გაცნობის საშიშროებაზე.
ასევე, მე შევიმოსე მათი ტანსაცმლით, რათა არ აეღოთ ეჭვი, რომ მე
გარედან ვარ მოსული და შემძლებოდა მარგალიტის მოპოვება, ისე, რომ
არ დაეგეშათ ჩემ წინააღმდეგ გველეშაპი. მაგრამ რამდენიმე შემთხვევის
მერე, მათ აღნიშნეს, რომ მე არ ვარ მათიანი. მათ მოიპოვეს ჩემი ნდობა
და შემირიეს სასმელში ეშმაკობა და გამასინჯეს ხორცი; მე დამავიწყდა,
რომ მეფის შვილი ვარ და ვემსახურებოდი მეფეს. მათი საჭმლის სიმძიმის
გამო, დამეძინა ღრმა ძილით.
მშობლებმა შეიტყვეს, რაც შემემთხვა და ძლიერ დასევდიანდნენ.
გამოცხადდა, რომ ყველა მოსულიყო ჩვენს ჭიშკართან. მეფეები, პართიის
დიდებულები, აღმოსავლეთის თავადები - ყველამ ერთად მოიფიქრა
გეგმა, როგორც არ დავეტოვებინე ეგვიპტეში. და მათ დამიწერეს წერილი
და ყოველმა მათგანმა აღბეჭდა მასზე თავისი სახელი:
„შენი მამისგან, მეფეთა მეფისგან და შენი დედისგან, აღმოსავლეთის
დედოფლისგან და შენი ძმისგან, რომელიც შემდეგია დინასტიაში,
მოგესალმებით შენ, ჩვენო შვილო, რომელიც ეგვიპტეში ხარ. გამოერკვიე

600
TeTri mzis meomari

და აღსდექ ძილისგან და ჩაუღრმავდი ჩვენი წერილის სიტყვებს. გაიხსენე,


რომ მეფის შვილი ხარ: დაინახე, ვის ემსახურები მონობაში მყოფი.
გაიხსენე მარგალიტი, რისთვისაც გამოგზავნილი იყავი ეგვიპტეში. გაიხსენე
შენი დიდების სამოსელი, აღადგინე მეხსიერებაში შენი დიდებული მანტია,
რომლის ჩაცმა შეგეძლო და საკუთარი თავის დამშვენება. შენი სახელი
იქნება ჩაწერილი გმირთა წიგნში და შენ შენს ძმასთან ერთად იქნები
ჩვენი სამეფოს მემკვიდრე“.
მაცნესავით იყო ის წერილი, რომელიც მეფემ ბეჭდით დალუქა
ბაბილონის ბოროტი შვილებისა და სარგბუგის მეამბოხე დემონების
წინააღმდეგ. იგი არწივივით, ფრინველთა მეფესავით აიჭრა ცაში
და იქამდე იფრინა, სანამ ჩემ ზურგს უკან არ დაეშვა და არ იქცა
წარმოთქმულ სიტყვად. მისი ხმისგან მე გამოვერკვიე ძილისაგან და
გავიღვიძე. მე ავიღე იგი, ვაკოცე მას, გავტეხე ბეჭედი და წავიკითხე.
წაკითხულის სიტყვები აღიბეჭდა ჩემს გულში. მე გამახსენდა, რომ მეფის
შვილი ვარ და რომ ჩემს თავისუფლებაში შობილ სულს სურს საწყისებთან
დაბრუნება. მე გამახსენდა მარგალიტი, რომლისთვისაც გამაგზავნეს
ეგვიპტეში და დავიწყე საშინელი და უცნაური გველეშაპის მოჯადოება.
მე დავაძინე ის, როდესაც დავუსახელე მამაჩემის, ჩემი ძმისა და დედის
სახელები. დავეუფლე მარგალიტს და გავემზადე სახლში დასაბრუნებლად.
გავიხადე მათი საზიზღარი, უწმინდური ტანსაცმელი, უკან მოვიტოვე
და დავგეგმე გზა ისე, რომ დავბრუნებულიყავი მშობლიურ სინათლეში
- აღმოსავლეთში.
წერილი, რომელმაც გამომაღვიძა, მე ვიპოვე უკანა გზაზეც და

601
gnozisi

როგორც გამაღვიძა ძილისგან, ახლაც წინ მიმიძღოდა თავისი სინათლით,


რომელიც ჩემ წინ კიაფობდა და თავისი ხმით, რომლითაც მიქრობდა შიშს,
ხოლო თავისი სიყვარულით წინ მექაჩებოდა. მე წინ მივიწევდი... ჩემმა
მშობლებმა გამომიგზავნეს დიდების ტანისამოსი და ჩემი მანტია, რომელიც
მაშინ გავიხადე... რათა შეხვედროდნენ საჩუქრებით, რომლებიც მაშინვე
გადმომცეს. მათი სიდიადე დამვიწყებია, როდესაც ბავშვობაში მამის
სახლი დავტოვე. ახლა, როდესაც ჩემს ტანისამოსს ვუყურებ, მეჩვენება,
რომ ის გახდა ჩემივე სარკისებური ანარეკლი: საკუთარი მთლიანობა
დავინახე მასში და ეს მთლიანობა დავინახე საკუთარ თავშიც. დავინახე,
რომ ჩვენ ვიყავით განცალკევებულები, მაგრამ კვლავ გავერთიანდით ჩვენი
ფორმების მსგავსების გამო... და მეფეთა მეფის ხატი ისახებოდა მასში... მე
ასევე დავინახე, გნოზისის ტალღები, რომლებიც ლივლივებდნენ მასზე. მე
დავინახე, რომ ამ ტალღებს სურთ ლაპარაკი და შევიცანი მათი სიმღერების
ჰანგები, რომლებსაც ისინი გამოსცემდნენ დაბლა მოგზაურობისას: „მე
ის ვარ, რაც მოქმედებს იმისთვის, ვისთვისაც მომიტანეს მამის სახლში
და მე მივხვდი, როგორ გავიზარდე მისი ძალისხმევის შედეგად“. და
თავისი მეფური მოძრაობებით ისინი შემოედინებოდნენ ჩემში და მათი
საშუალებით, მომტანები მაჩქარებდნენ, რათა მიმეღო ისინი და ჩემი
ვნებიანი სიყვარული მაიძულებდა მერბინა მათკენ და მიმეღო ისინი.
მე მივწვდი მათ და დავიმშვენე თავი მათი ფერთა სილამაზით. და მე
გავაცნობიერე სამეფო მანტია, როგორც ჩემი მთლიანობის ნიშანი. აქ
ჩაცმული, მე ავედი მისალმების და პატივისგების კარიბჭესთან. თავი
დავხარე და მუხლი მოვიდრიკე მამაჩემის დიდების წინაშე, რომელმაც

602
TeTri mzis meomari

გამომიგზავნა ისინი და როდესაც მე შევასრულე მისი დავალება, მანაც


შეასრულა თავისი დანაპირები... ის სიხარულით მომეგება და მე ვიყავი
მის სამეფოში მასთან ერთად და ყველა მისი ქვეშევრდომი საქვეყნოდ
აქებდა მას, რადგან ის დამპირდა ჩემ მიღებას მეფეთა მეფის კარზე
და ჩემთან ერთად მეფობას, როდესაც მე დავბრუნდები მარგალიტით
დამშვენებული.“

მიქაელი:
- მოდი გავუყვეთ ტექსტს. თხრობა იწყება ადამიანის (ადამის, ანუ
კაცობრიობის) ბავშვობით, როდესაც იგი ჰარმონიულად ცხოვრობს
მშობლების სახლში (როგორც შენს სიზმარში), ანუ ღმერთის
ცნობიერებასთან ერთობაში. ეს მისი ევოლუციური ციკლის ადრეული
ნაწილია. როდესაც იზრდება, დგება დრო, როცა მან უნდა დატოვოს
მშობლიური სახლი. ეს ის ევოლუციური ციკლია, როდესაც სული მეტად
და მეტად იძენს ინდივიდუალურ ეგოს და ჩადის მატერიაში. ამ ტექსტში
„აღმოსავლეთი“ არის სულიერი განზომილება, ხოლო „ეგვიპტე“ -
მატერია. ასეთი იყო მაშინდელი სირიელი გნოსტიკოსების ალეგორიები.
ეგვიპტე ასოცირდებოდა მატერიალურ ღირებულებებთან. როდესაც
შვილი ტოვებს სახლს, მას ხდიან დიდებულების საგვარეულო მანტიას
და უბრალო ტანისამოსს აცმევენ, ანუ ის უხეში ფიზიკური სხეულით
უნდა შეიმოსოს. ეს მატერიალური სხეულის შეძენას ნიშნავს. მას გულში
უწერენ დანაბარებს, რომელიც არ უნდა დაავიწყდეს, რომელმაც უნდა
შეახსენოს, რომ იგი მეფის შვილია, ღმერთის ძეა. ეს გულში აღბეჭდილი

603
gnozisi

დარიგება არის თქვენი „სინდისის ხმა“, თქვენი კავშირი სულთან, რომელიც


სწორ გზაზე მიგანიშნებთ და არ გაძლევთ საშუალებას გადაუხვიოთ
მისგან. „ტვირთი“, რომელიც მძიმეა და მსუბუქიც არის ადამიანის
მისია მატერიალურ განზომილებაში, რომლის შესრულებისას იგი უნდა
დაღვინდეს, გაიზარდოს, როგორც ინდივიდუალობა და დაბრუნდეს უკან.
„ძმა“, რომელთანაც ერთად იგი იმეფებს დაბრუნების შემდეგ არის
დემიურგი ანუ სულიწმიდა, რომელიც „პოიმანდრესშიც“ ადამიანის
ძმადაა მოხსენიებული, როგორც გახსოვს... „დინასტიაში შემდეგად“
იმიტომ არის მოხსენიებული, რომ წრფივი სისტემით განხილულ
განზომილებებში, როგორც გახსოვს „ადამიანი“ ანუ ანტროფოსი, იგივე
„ღვთის ძე“ არის მე-8 დონე, ხოლო დემიურგი, ანუ სულიწმიდა, ანუ
„ძმა“ არის მე-7. მაგრამ ყველაზე საინტერესოა თვითონ მარგალიტის
მეტაფორა. რა არის ეს მარგალიტი, რომელიც დამარხულია წყლებში და
რომელსაც გველეშაპი იცავს? როგორ ფიქრობ?
მე მივხვდი რაზეც მიმანიშნებდა, და მე უბრალოდ გავაჟღერე მისი
აზრი:
- როგორც ჩანს, ეს არის ინდივიდუალური მენტალი, რომლის შეძენით
ადამიანი კოსმოსური ციკლის დასრულებისას, ანუ „შინ დაბრუნებისას“
ინდივიდუალური დემიურგის თვისებებს იძენს და უკვე აღარაა „ბავშვი“,
ამიტომ შეუძლია „ძმასთან“, ანუ დემიურგთან ერთად მართოს „სამეფო“,
იგივე სამყარო...
- არაფერს არ გახსენებს ეს მეტაფორა?
ისევ რუსული ზღაპარი და კაშეი უკვდავი გამახსენდა, ხოლო შედეგად

604
TeTri mzis meomari

ჩემი ბოლო ხილვა და თვალწინ აღმიდგა ის ოკეანე, რომელიც ორმა


ხელმა შუაზე გააპო და რაღაც კონტეინერი ჩადო შიგ, რომელშიც, თავის
მხრივ, ასევე რაღაც იდო... მაშინ საერთოდ ვერ მივხვდი რას ნიშნავდა
ეს სიმბოლოები...
მე:
- ანუ... წყალი გასაგებია, რომ მატერიალური განზომილების
სიმბოლოა. ეს კონტეინერი ასოცირდა ჩემს სიზმარში რუსულ ხალხურ
ზღაპრებთან, სადაც ფიგურირებს კაშეი უკვდავი... მას ხშირად გველი
გორინიჩი ეხმარება... ამ ჩვენი ტექსტის შემთხვევაშიც მარგალიტი ხომ
ნიჟარაში დევს, წყლის ფსკერზეა განთავსებული და მას გველეშაპი იცავს...
მიქაელი:
- გველეშაპი ტრადიციულად დაბალვიბრაციული მატერიის, ქაოსის
ძალების სიმბოლოა, ისევე როგორც ბნელი იერარქიის.
მე:
- აი, ნაწყვეტები გნოსტიკური ტექსტებიდან: “Pistis Sophia“ (Ch. 126,
p. 207, Schmidt) ამბობს: „გარეგანი წყვდიადი - ეს გიგანტური გველეშაპია,
რომლის კუდი მოთავსებულია მისივე პირში“. ამ არსების მითოლოგიური
არქეტიპი ასევე გვხვდება ბაბილონური თიამატის სახით, რომელიც
განასახიერებს პირველად სამყაროსეულ ქაოსს და რომელიც მოკლულ
იქნა მარდუქის მიერ შემოქმედების პროცესის დროს. ეს სიმბოლო ასევე
ხშირად გვხდება სხვა გნოსტიკურ ტექსტებში, მათ შორის იუდეურ-
გნოსტიკურ აპოკრიფშიც (მაგ. „კვირიკეს და ივლიტას საქმენი“).

605
gnozisi

მიქაელი:
- მარგალიტის სიმბოლო, როგორც სულიერი მონაპოვრის, რომელიც
აუცილებელია იმისთვის, რომ ცათა სასუფეველი მოიპოვო ასევე ბევრ
ქრისტიანულ ტექსტში გვხვდება. ამ მარგალიტის გარეშე, ადამიანი ვერ
დაბრუნდება „მშობლიურ სახლში“. მაგრამ გავაგრძელოთ... ადამიანის
მოგზაურობა თავის მიზანს უახლოვდება. იგი მოიპოვებს მას, თითქმის
მოატყუებს გველეშაპს, მაგრამ რაღაც მომენტში ხელი წაუცდება და
გასინჯავს „ხორცს“ (აქ მოტყუების ელემენტიცაა ბნელი იერარქიის
მხრიდან), ანუ მიიღებს დაბალვიბრაციულ საკვებს. ეს არა მხოლოდ
ხორცია პირდაპირი მნიშვნელობით, არამედ დაბალვიბრაციული
„საკვებია“ 4-ვე ქვედა სხეულისთვის. შედეგად ის მოწყდება ზეციურ
ტრიადას (მამა, დედა, ძმა) და ჩაეშვება ღრმა ძილში... ეს სწორედ ის
„ლოგინია“, რომელიც შენ დაინახე შენს სიზმარში... შემდეგ სულიერი
ტრიადის ჰიპოსტასები და მთელი სულიერი იერარქია (პართიის
დიდებულები და აღმოსავლეთის თავადები) მობილიზდებიან მის
გადასარჩენად და თითოეული მათგანი შეადგენს გეგმას და დაწერს
„წერილს“, რომელშიც მათი სახელებია აღბეჭდილი. ეს არის სწორედ
ის სულიერი „ხსნის“ გზები, რომლებსაც სხვადასხვა ნათელი იერარქები,
სინათლის მეუფეები უვლენდნენ კაცობრიობას ისტორიის მანძილზე.
ყველა მათი სწავლება, რომელიც იქცა „სიტყვად“ და გაიჟღერა
როგორც რელიგიამ და/ან ფილოსოფიურ-ეთიკურმა სწავლებებმა
წარმოადგენდა ხსნის გზებს ადამიანთა სულებისთვის, იმისთვის, რომ
ისინი გამორკვეულიყვნენ ძილისგან და გაეხსენათ, ვისი შვილები იყვნენ.

606
TeTri mzis meomari

ღვთაებრივი სახელები საბოლოოდ აძინებს გველეშაპს და სამშვიდობოს


უშვებს მოგზაურს. (მერე ჩამატებული: მიქაელი: „ხომ გახსოვს, სულიერი
იერარქის სახელი, რომელიც მანტრის/ლოცვის დროს წარმოითქმება,
აკავშირებს ამ იერარქის სულიერ ენერგიასთან.“) წერილს ახასიათებს
ორი ძირითადი კომპონენტი: სიტყვა (ინფორმაცია) და ნათება (სულიერი
ენერგია) და სიყვარული, მესამე, რომელიც ამ ორს თან ახლავს. სწორედ
ეს კომპონენტები ეხმარება ადამიანს, უკან, შინისაკენ გაიკვლიოს გზა.
როდესაც სახლში დაბრუნებისას ირგებს სამეფო სამოსს, იგი ხედავს
რომ „სამოსი“ მისი სარკისებური ანარეკლია და ხვდება, რომ ორი გახდა
ერთი: ახლა, როდესაც ჩემს ტანისამოსს ვუყურებდი, მომეჩვენა რომ ის
გახდა ჩემივე სარკისებური ანარეკლი: საკუთარი მთლიანობა დავინახე
მასში და ეს მთლიანობა დავინახე საკუთარ თავშიც. დავინახე, რომ
ჩვენ ვიყავით განცალკევებულები, მაგრამ კვლავ გავერთიანდით ჩვენი
ფორმების მსგავსების გამო... და მეფეთა მეფის ხატი ისახებოდა მასში...
მე ასევე დავინახე, გნოზისის ტალღები, რომლებიც ლივლივებდნენ
მასზე. ესეც თავისებური დუალობიდან გასვლის კონცეფციაა, მაგრამ
დააკვირდი სიმბოლოებს: ადამიანი ტოვებს მიწიერ ბინძურ სამოსს,
რომელიც მატერიალურ სხეულს განასახიერებს (ქვედა ტეტრადა)
და იმოსება სულიერი ტანსაცმლით (სულიერი სხეულით), რომელსაც
ამჯერად გნოზისის, ანუ სულიერი სიბრძნის ტალღები გასდევს. უკან
დაბრუნებული ადამიანი სრულად აცნობიერებს საკუთარ „ღმერთის
შვილობას“ და სრულად ფლობს სულიერ ცოდნას ანუ გნოზისს,
ვინაიდან ინდივიდუალური მენტალის შეძენის გზა აქვს გავლილი. ის

607
gnozisi

უკვე აღარაა „ბავშვი“. მისი ამ საშიში მოგზაურობის გარეშე იგი ვერ


მოიპოვებს სამყაროთა დემიურგის სტატუსს, ვერ გახდება „მეფესთან“
და „ძმასთან“ ერთად სამყაროს მბრძანებელი, ვერ მოირგებს სრულად
მისთვის განკუთვნილ მანტიას, ანუ ინდივიდუალურ მისიას ღმერთის
თანაშემოქმედების ტალღებზე...

• • •

2021 წელი. 9 აპრილი. თბილისი. „სულის ძახილი“ და


„ფიზიკური სამყაროს უარყობა“ გნოსტიციზმში

ვაგრძელებ...
მე:
- 5. ძახილი. სულიერი სამყაროდან ადამიანის დაძახება მისი
ილუზიაში ძილისგან გამოსაფხიზლებლად ასევე დამახასიათებელია
გნოსტიკური აზრისთვის. და ჩემს ცხოვრებაშიც შეიძლება ითქვას, რომ
ჩემს გამოღვიძებას მსგავსი „ძახილი“ უძღოდა წინ, რომელსაც ცალსახად
ჭეშმარიტი სახლის გახსენებისკენ მოწოდება შეიძლება უწოდო. მე
ვფიქრობ, რომ ზოგ ადამიანს უეცრად ეუფლება ეს უძლიერესი სულიერი
შიმშილი. ზოგისთვის კი ეს „ძახილი“ შეიძლება აღმოჩნდეს რაიმე წიგნი
ან ნაწარმოები, რომელიც მის სულიერ მეხსიერებას მოულოდნელ ბიძგს

608
TeTri mzis meomari

აძლევს, ზოგ შემთხვევაში კი იგი უკავშირდება მისტიკურ ხილვაში


საკუთარი სულიერი სახელის გაგონებას. ჩემს შემთხვევაში ყველაფერი
ზემოთჩამოთვლილი ერთად მოხდა. აი, რამდენიმე ნაწყვეტი სხვადასხვა
გნოსტიკური ტექსტიდან:
„ჩემო სულო, ყველაზე მშვენიერო... სად წახვედი? დამიბრუნდი.
გაიღვიძე დიდებულო სულო სიზმრის წყვდიადიდან, რომელშიც ხარ
ჩაძირული... მომყევი მე ამაღლებული მიწისკენ, სადაც ყოველთვის
იყო შენი საცხოვრებელი...“
„იქიდან გამომდინარე, რაც შენ, დიდებულო სიცოცხლევ მითხარი,
ძახილს შეუძლია ყოველ დღე ჩემთან მოსვლა და ჩემი გამოღვიძება
და მე აღარ შევცდები. შენ თუ დამიძახებ, სამყაროთა ბოროტება ვერ
მომატყუებს და მე არ გავხდები ეონების მსხვერპლი.“

- 6. ამ სამყაროს უარყოფა.
უარყოფა ალბათ ყველაზე მთავარი და ყველაზე
მნიშვნელოვანი გაუკუღმართება ზოგიერთ გნოსტიკურ მიმდინარეობაში
იყო ის, რომ თითქოსდა მატერიალური სამყარო, თავისი 7 სფეროთი
(უხეშმატერიაულური განზომილება + ნატიფმატერიალური ტრიადა
+ სულიერი ტრიადა) შექმნილია იმთავითვე მანკიერი და თავისი არსით
დემონური არსების - პროტოარქონტ იალდაბაოფის მიერ. შედეგად, ეს
სამყარო ჩვენი არაა და მასზე უბრალოდ უარი უნდა ვთქვათ. გამოდის,
რომ არც ჩვენს ცოდვებზე გვაქვს ბრალეულობა, რადგან ეს სამყარო
იმთავითვე ბოროტია და არც არქონტების მიერ მოცემული მორალური
ცნებების დაცვაა საჭირო, რადგან ისინიც ამ სამყაროს კანონები

609
gnozisi

გამოდის და ან სამყაროს ეკუთვნიან. ასეთმა წარმოდგენებმა მოიტანა


სამყაროს უარყოფის ორი ურთიერთსაწინააღმდეგო მოდელი: რელიგიური
აღვირახსნილობა და უკიდურესი ასკეტიზმი. პირველ შემთხვევაში
გნოსტიკოსები ვარდებოდნენ სრულიად უკონტროლო ამორალურ
საქციელებში, ვინაიდან მიაჩნდათ, რომ მათი სხეული ამ (იალდაბაოფის)
სამყაროს ეკუთვნის და მასვე დარჩება, ამიტომ რასაც სხეულს უშავებ
ან სხეულით აკეთებ, არაფერს არ აქვს გავლენა იმ ღვთაებრივ სულზე,
რომელიც სიკვდილის მერე მისი მარწუხებიდან გათავისუფლდება. მეორე
მხრივ, განვითარდა უკიდურესი ასკეტიზმი, რომლის საშუალებით ადამიანი
ყველაფერზე უარს ამბობდა, რასაც ეს სამყარო მას სთავაზობდა, რათა
მისდამი არანაირი მიკუთვნება არ დარჩენოდა...
მიქაელი:
- აი, მივადექით ყველაზე მნიშვნელოვან მომენტს... მიუხედავად იმისა,
რომ ქრისტიანობამ გნოსტიციზმი უარყო, ერესებთან ბრძოლის შედეგად
მან მაინც შეირწყა ზოგიერთი იდეა... უკანასკნელი ათასწლეულების
ყველაზე დიდი პრობლემა არის არასწორად დანახული სამყაროს
გლობალური სურათი. ის, რაც შენ დაინახე დისკზე, როგორც მეოთხე
ნაწილის მოწყვეტა, ანუ ვიბრაციებში უკიდურესი დაცემა, როდესაც
მატერიალური განზომილება თითქმის ბოლომდე მოსცილდა სულიერს,
ადამიანების ქვეცნობიერმა აღიქვა, როგორც იმთავითვე ასე შექმნილ
რეალობად. ხოლო ვინ ქმნის არასრულყოფილ რეალობას, თუ არა
არასრულყოფილი არსება? აქედან გამომდინარეობდა დასკვნა, რომ
შემოქმედი ღმერთი თვითონაა არასრულყოფილი. აქედან წამოვიდა

610
TeTri mzis meomari

მცდარი ცნება იმთავითვე დემონურ ღმერთზე, რომელმაც სახელი


სამაელიც ისევე შეითავსა, როგორც იაჰვე ან სავაოფი. მინდა შეგახსენო,
რომ მატერიალური სამყაროს არაიდეალურობა იმთავითვე ჩაფიქრებულია,
როგორც სულთა ევოლუციისთვის საჭირო გარემოება (2020 წელი. 9
აგვისტო. წერაქვი. „არაიდეალურობა სამყაროში, როგორც აუცილებელი
კანონზომიერება“. გვ. 260).
260) მხოლოდ ეს არაიდეალურობა გარკვეულ
ზღვარს არ უნდა ცდებოდეს, რათა არ მოხდეს მოწყდომა სულიერი
მართვის სათავეებისგან, რაც მოხდა მე-4 იუგაში. ამ შემთხვევაში
კაცობრიობის სულთა „სკოლა“ შეგიძლია მიამსგავსო მოსწავლეებს,
რომლებიც შემდეგ კლასში გადასასვლელ გამოცდას ვერ აბარებენ და
დაუსრულებლად ერთი და იგივე კლასში რჩებიან. სულიერი ცოდნა და
მისი დაკარგვა იყო მთავარი გარდამტეხი მომენტი ამ ნეგატიურ სცენარში!
თუ ადამიანი სამყაროს არასწორ სურათს ხედავს, იგი არასწორად იქცევა
და ვერასდროს გავა სამსარის წრებრუნვიდან. სწორედ ესაა „ციხე“
და არა მატერიალური განზომილება როგორც ეგეთი. არქონტების
ქსელი ის ბნელი იერარქიაა, რომლის ინტერსებშია ამ „ციხის“ ტიპის
მდგომარეობის შენარჩუნება და არა სულიერი იერარქია, რომელიც
7, 9 და 12 მმართველი წრისგან შედგება სამყაროს ფრაქტალური
ალგორითმების შესაბამისად. (მოგვიანებით დამატებული: „მიქაელი:
- თუმცა, არქონტებიც ფრაქტალურ ალგორითმებს იყენებენ, როგორც
მატერიალური სამყაროს მარტიცის კანონებს, რომ ენერგია სწორედ
გადაანაწილონ. ესეც გასათვალისწინებელია.“) მათივე ინტერესებშია,
რომ ადამიანები თვლიდნენ, რომ მატერიალური სამყარო არის მათ

611
gnozisi

მიერ შექმნილი ციხე-მატრიცა, ხოლო თავად კაცობრიობა მოტყუებით


შეტყუებული მსხვერპლია. ეს ადამიანში აჩენს, როგორც საკუთარ
ქცევაზე პასუხისმგებლობის არიდებას, ასევე საშინელ უიმედობას და
მორალური ფასეულობების აღრევას, რომელიც ბუნებრივია კიდევ
უფრო დააბლაგვებს, ისედაც უკიდურესად შესუსტებულ კავშირს
სულიერ განზომილებასთან. გაიხსენე შენი შეგრძნებები, როდესაც შენი
ცნობიერება უმაღლეს განზომილებებს ეხებოდა... შენ ხედავდი სილამაზეს
ყველაზე უბრალო და არაფრით გამორჩეულ ნივთებში და მოვლენებში,
ხედავდი ცოცხალ ძალას და გონიერ ზეარსებას, რომელიც ამ ყველაფრის
უკან იდგა და სიყვარულით იყო განმსჭვალული ყველა ცოცხალი თუ
არაცოცხალი ქმნილების მიმართ... დაამოწმე ეს ჩემი სიტყვები! ასეთი
ხომ ვერ იქნება დემონი? ასეთს ხომ ვერ შექმნიდა დემონური დემიურგი?
მე:
- როდესაც ასეთი გაუკუღმართებული შინაარსის გნოსტიკურ
ტექსტებს ვკითხულობ, ძალიან მძიმე აურას ვგრძნობ... ძალიან გამიჭირდა
მათი წაკითხვა... მოვიწამლე... მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სიმბოლო
ამოვიცანი და ბევრი მსგავსება დავინახე... ჩვენი ჯგუფის წევრებსაც
იგივე მძიმე გრძნობა დაეუფლათ, მაგრამ დავამშვიდე, რომ ასეც უნდა
ყოფილიყო...
მიქაელი:
- შემოქმედი ღმერთის დემონად წარმოდგენაც ერთ-ერთი ავბედითი
ინვერსიაა.

612
TeTri mzis meomari

მე:
- როგორი წარმოუდგენელიც არ უნდა იყოს, ადამიანები ძალიან
მარტივად იღებენ ნახევარ-სიმართლეს და კიდევ უფრო მარტივად
სიცრუეს, რომელიც 180 გრადუსით ამოტრიალებულ სიმართლეს
წარმოადგენს...

დაღლილობა ვიგრძენი. მიქაელის თანამყოფობა მეკარგებოდა და


გავჩერდი... ცოტას დავისვენებ და დავუბრუნდები...

֎ ֎ ֎

2020 წელი. 19 აპრილი. თბილისი. „მეგზური“ და


„ცადამაღლების“ თემა გნოსტიციზმში

მე:
- ვაგრძელებ... გნოსტიკური იდეების მე-7 პუნქტად შეგვიძლია
გამოვარჩიოთ „მეგზური
„მეგზური“,
“, ანუ ჩვენი სიტყვებით „ღმერთის ავატარი“,
რომელიც დედამიწაზე ინკარნაციით და შემდგომი ღმერთრეალიზაციით
გზას უკვალავს ადამიანების სულებს განღმრთობისკენ...
მიქაელი:
- იმისთვის, რომ სხვა გაატარო ახალ გზაზე, ჯერ შენ უნდა გაკვალო

613
gnozisi

ეს გზა, ხომ მართალია? მხოლოდ სულიერი სამყაროდან მითითები არ არის


საკმარისი. „ძახილი“ საკმარისია ადამიანისთვის, რომ გამოფხიზლდეს
სულიერი ძილისგან, მაგრამ ღმერთრეალიზებული წინამძღვარი
აუცილებელია, იმისთვის რომ მის მიერ გაკვალულმა გზამ სრულად
ამოიყვანოს ადამიანი ილუზიიდან...
მე:
- გნოსტიკურ ქრისტიანობაში ასეთი განღმრთობილი ადამიანი ქრისტე
იყო. „მეგზური“ იდეა სწორედ ისაა, რაზეც შენ მესაუბრებოდი ჩანაწერში
„2020 წელი. 13 ივნისი. „ღმერთრეალიზაცია“ სულიერი იერარქების
ტალღებზე“. ახლა ვრწმუნდები, რომ მთელი ეს წლები ჩემი ხილვები
და სწავლება სწორედ გნოსტიკურ სიმბოლოებს მიუყვებოდა, ოღონდ
კონკრეტული კონტექსტით. შემთხვევით არ დამირქმევია ჩემი წიგნისთვის
„გნოზისი“ (იგივე „გნოსისი“)...
მე:
- მე-8. „ცადამაღლება
„ცადამაღლება“.
“. ეს ცნება გულისხმობს ადამიანის შინ, ანუ
სულიერ სამყაროში დაბრუნებას, რომელიც ეტაპობრივად მიმდინარეობს.
აღარ ჩავუღრმავდები ცალკეული გნოსტიკური სკოლების შეხედულებებს
ამ საკითხზე და პირდაპირ გავამახვილებ ყურადღებას იმაზე, რასაც შენ
მასწავლიდი. ცათამაღლება, გასხივოსნება, განღმრთობა... ამ პროცესს
უამრავნაირად ეძახიან, მაგრამ აზრი ერთია - ის ამ სამყაროდან, დედამიწის
სამსარის რეინკარნაციათა წრებრუნვიდან გაღწევას ნიშნავს, ხოლო
ეტაპობრივი პროცესი გულისხმობს ცნობიერების თანმიმდევრულ
გაფართოვებას, რომელიც მეტად და მეტად ვრცელ თვითრეფლექსიას

614
TeTri mzis meomari

მოიაზრებს... ამაზე ძალიან ვრცლად წერია ჩემს პირველ წიგნში და აღარ


განვმეორდები...
მიქაელი:
- ამიტომ გავჩერდეთ ძველ მისტერიებზე. ძველად არსებობდნენ
მისტერიის სკოლები, მათ შორის ეგვიპტეშიც, რომლებიც განღმრთობის
7 საფეხურს მოიაზრებდნენ. ხომ გახსოვს მე-7 დონე გამაღლებს მე-8-
მდე, ხოლო მე-8 მეცხრემდე, იმიტომ რომ ეს სამი ზედა ფრაქტალური
სამკუთხედია. ასეთი საფეხურებრივი ამაღლება ისედაც ჩადებულია
ფიზიკური განზომილების კარმულ პროგრამაში. სწორი სულიერი ცოდნის
(ორიენტირების) შემთხვევაში ბუნებრივად რეინკარნაციების შედეგად 7
ცხოვრებაში, ან უფრო დიდ 7-ობით პერიოდებში ადამიანის სულმა უნდა
მიაღწიოს განღმრთობას. მისტერიის სკოლები უბრალოდ ამ პროცესის
დაჩქარებულ ვარიანტს წარმოადგენდნენ, როდესაც ერთი ცხოვრების
განმავლობაში შეიძლება ამ მიზნის მიღწევა. განაგრძე...
მე:
- 7 საფეხურით ამაღლებისას ადამიანი უნდა გავიდეს დემიურგული
სისტემიდან მის მშობლიურ ოგდოადაში (მე-8 განზ.). სწორედ დემიურგულ
სამყაროში მასზე ზემოქმედებენ ასტროლოგიური და კარმული პროცესები.
(მოგვიანებით დამატებული: „მიქაელი: - ინდივიდზე ასტროლოგიური
ზემოქმედება სუსტდება, როცა მისი ცნობიერება დომინანტურად ექცევა
სულიერ ტრიადაში, ანუ მე-5, მე-6 და მე-7 განზომილებებში. რაც უფრო
მაღლა, მით უფრო სუსტია ეს ზემქმედება, მაგრამ სრულიად გადის ამ
გავლენიდან ოგდოადაში, ანუ მე-8 განზომილებაში მოხვედრისას და

615
gnozisi

ბუნებრივია მე-9-ში ბოლომდე თავისუფლდება რაიმე ფორმებისგან და


გამოვლინებებისგან“). შეიძლება ამან უბიძგა გნოსტიკოსებს „არქონტულ
მცველების“ არქეტიპისკენ. ადამიანზე, რომელიც განღმრთობას აღწევს,
პლანეტების და ციური სხეულების მოქმედება აღარ ვრცელდება. ამიტომ
ქრისტიანი მამები რაღაცნაირად... ალბათ სწორედ ამ გნოსტიკური
მსოფლმხედველობის ზემოქმედების შედეგად მივიდნენ დასკვნამდე,
რომ ასტროლოგია მატერიალური მოვლენაა (იოანე დამასკელი). უფრო
სწორედ - ნატიფმატერიალური, ანუ დემიურგული. ის, ვინც ქრისტეს
ანუ „ძე-ღვთისას“, ანუ მე-8 ცნობიერებაშია, ის გასულია შვიდობითი
ზემოქმედებიდან. ქრისტიანი გნოსტიკოსები თვლიდნენ, რომ ქრისტიანად
ნათლობაც კი უკვე საკმარისია იმისთვის, რომ გახვიდე ციური სხეულების
ზემოქმედების სფეროდან... თუმცა როგორც ჩანს, არა. ამისთვის საჭიროა
რეალურად აწიო ცნობიერების ვიბრაცია მინიმუმ მე-7 დონემდე. ასე რომ
განღმრთობის 7-ობითი პროცესი არაა უბრალოდ ამაღლება, ეს არის
ეტაპობრივი გათავისუფლება მიწიერი მიჯაჭვულობებისაგან, რომელიც,
როგორც დომინანტური „ხასიათი“ ახასიათებს ყოველ სფეროს. მაგალითად
მითრას მისტერიებში განდობილებს უნდა გაევლოთ 7 კარიბჭე, რომელიც
სიმბოლურად 7 პლანეტას და ფრაქტალობის პრინციპიდან გამომდინარე
ცნობიერების 7 დონეს განასახიერებდა. იზიდას მისტერიებში ანალოგიური
ცერემონია წარმოადგენდა მონაცვლეობით 7 (ან 12) ტანსაცმლის, ან
ცხოველური ქურქის ჩაცმა-გახდას. ტანსაცმელი ან ცხოველის ქურქი
განასახიერებდა ერთ-ერთს 7 მიწიერი მიჯაჭვულობიდან, რომელიც
შესაბამის სფეროს ახასიათებს. ამ ხანგრძლივი და რთული რიტუალის

616
TeTri mzis meomari

შედეგს ეწოდებოდა „აღორძინება“ (palingenesia). ითვლებოდა, რომ


ამ რიტუალის გავლის მერე ადამიანი ღვთაების სტატუსს იძენდა.
ქრისტიანული ტერმინით - მასზე სულიწმიდა გადმოდიოდა. როგორც
ჩანს, ეს ცათამაღლების მისტერიები სულ არსებობდა სწორედ 7-ობითი
პრინციპის დაცვით. მხოლოდ ქრისტიანობაშია რაღაცნაირად პირდაპირ...
პირდაპირ ქრიტესთან ცნობიერების შერწყმით ხდება ცათა სასუფევლის
მიღწევა... სხვა სქემაა, არა?
მიქაელი:
- სინამდვილეში არაა სხვა სქემა. ქრისტესთან გულისმიერი კავშირის
დამყარებისას, ანუ ქრისტეს გულში შემოშვებით ადამიანი ადგება
სწორედ ამ 7-ობითი ამაღლების მისტერიების გზას ისე, რომ ხშირად
თვითონაც ვერ აცნობიერებს, რომ სტადიებს გადის. ხომ გახსოვს,
როგორ ეტაპობრივად ვამაღლებდით შენს ცნობიერებას? მაშინ იაზრებდი,
რომ 7-ობითი აღმავლობის მისტერიებს გადიოდი? მსგავსი პროცესები
მიმდინარეობს ქრისტიანის სულშიც, მხოლოდ ნაკლებ გააზრებულად,
რადგან ცოდნა ფრაქტალურ გეომეტრიაზე და რიცხვების საკრალურ
მნიშვნელობაზე დაკარგულია.

617
gnozisi

2021 წელი. მაისი. თბილისი. წიგნის დასრულება და


ბოლო დავალება

მე:
- ისეთი გრძნობა მაქვს, რომ ეს მეორე წიგნიც თავის ლოგიკურ
დასასრულს უახლოვდება... რატომღაც ყოველი წიგნის დამთავრებისას
რაღაცნაირი სევდა მეუფლება... - გავუზიარე მე მას ჩემი შეგრძნებები,
რადგან ამ წიგნებს მართლა ჩემი სულის ნაწილებად აღვიქვამ, -
“შეჯამების“ თავებია, რითაც უნდა დამთავრდეს?
მიქაელი:
- კი. დაასრულე ეს წიგნი. როგორც ხვდები, აქამდე ვცდილობდით
სხვადასხვა რელიგიურ ტექსტებს გავყოლოდით, რადგან უშუალოდ
სულის ცოდნაზე წვდომის დამყარება და პირდაპირ ინფორმაციის
გამოტანა არ აღმოჩნდა შენთვის ადვილი. შედეგად, ინფორმაცია ძლიერ
ფრაგმენტირებული გამოდიოდა. ამიტომ გავხდი იძულებული, რომ
ძველი გნოსტიკური ტექსტები შემერჩია შენთვის, მიუხედავად იმისა,
რომ არც ერთი არ წარმოადგენდა ზუსტი ინფორმაციის წყაროს. როგორც
გნოსტიციზმის შეჯამებისას გამოჩნდა, ეს უზუსტობა ზოგჯერ უკიდურეს
ფორმებსაც კი იღებდა. პარალელურად, მთელი ეს პერიოდი ვცდილობდი
შენი სიზმარხილვის უნარის დახვეწას, რაც, შემიძლია ვთქვა, რომ
წარმატებით გამოგვივიდა. როგორც გამოჩნდა თ.-თან სიზმარხილვის
სინქრონიზაცია შედგა. ცოტა ბუნდოვნად და ინდივიდუალიზებულად,

618
TeTri mzis meomari

მაგრამ ერთი ცხადია - მისმა მონაწილეობამ შენი უნარიც გააძლიერა.


გახსოვს, ადრე გითხარი „იპოვე დანარჩენი ოთხი ადამიანი და მე მეხუთე
ვიქნები-თქო“...
მე:
- ჰო, ვფიქრობდი, რა ამისთანა რიტუალი უნდა იყოს-მეთქი?
თან რიტუალები არასდროს გვიკეთებია. არც მოიწონებდი, რადგან
გულისმიერი კავშირი ყველანაირ რიტუალზე მაღლა დგას.
- საუბარი ყოველთვის იყო გაერთიანებაზე პენტაგრამის პრინციპით,
სადაც მე „თავი“ ვიქნებოდი, ხოლო თქვენ „კიდურები“, ან მე „ეთერი“,
ხოლო თქვენ „სტიქიები“. ანუ ხუთობითი პრინციპით ორგანიზებას
ვგულისხმობ, მაგრამ ეს კავშირი არასდროს არ ნიშნავდა ფიზიკურ
კონტაქტს, არამედ მენტალური სფეროს დონეზე ურთიერთობას
მოიაზრებდა. რამდენადაც შენ და თ.-ს სინქრონიზაციამ გააძლიერა
თქვენი სიზმარხილვის უნარი, იმდენად ხუთი წევრის შეკრებამ უნდა
გაზარდოს იგი უკიდურესად, რადგან ენერგიის გადანაწილება მოხდება
ხუთობითი ფრაქტალის ალგორითმით. მოხდება თქვენი სიზმარხილვების
და ხილვების სინქრონიზაცია ჩემთან, როგორც „თავთან“ და მე ვიქნები
უშუალო ინფორმაციის არხი. ახლა დრო დადგა, როცა სწორედ ეს
უნდა მოახერხო. თუ გამოგვივიდა, აღარ იქნება საჭირო ძველ წიგნებზე
და ტექსტებზე დაყრდნობით მუშაობა და შესაძლებელი გახდება
ინფორმაციის პირდაპირი გამოტანა ისეთ თემებზეც, რომლებიც ახლა
სრულიად უცხოა თქვენთვის. სიზმარხილვების ენისათვის აიღეთ ის
ძირითადი სიმბოლოები, რომლებსაც აქამდე ვამუშავებდით. შეგიძლია

619
gnozisi

ჩამოწეროთ და დაამუშაოთ ისე, რომ თქვენმა ქვეცნობიერმა მათი


საშუალებით დაიწყოს ინფორმაციის ვიზუალიზაცია. ასე უფრო მარტივად
შეათანხმებთ ერთმანეთთან სიზმრების მნიშვნელობას. მაგალითისთვის
ჩამოაყალიბე...
- მაგალითად... - დავფიქრდი მე, - მამა... ვგულისხმობ, თუ
სიზმარში ბიოლოგიური მამა დავინახეთ, იქნება მამა-ღმერთი; დედა
- მატერიალური სამყარო; ძმა/და - დემიურგი, ანუ სულიწმიდა; ციხე
- სამსარის წრე; სახლი, სადაც რამდენიმე სართულია წარმოდგენილი -
სხეულებს ენიშნება. მაგალითად, მესამე სართული ასტრალური სხეული
იქნება, მეორე - ეთერული და ა. შ. ასევე, ფერები თუ დავინახეთ, ეს იქნება
შესაბამისი განზომილება ან ჩაკრა. მაგალითად, მწვანე გულის ჩაკრაა და
მეოთხე განზომილება, ანუ ადამიანების სამყარო. შვილი იქნება ძე/ასული
ღვთისა, ანუ ქრისტესეული ცნობიერება. ის შეიძლება იესოს სახითაც
დავინახოთ... ანალოგიურად შეგვიძლია გამოვიყენოთ გნოსტიკური
სიმბოლოები: ლოგინი - ძილი ილუზიაში; წერილი - ძახილი სულიერი
სამყაროდან; მარგალიტი - სულიერი მისია დედამიწაზე, მეგზური -
სულიერი იერარქი/მასწავლებელი, მანტია ¬- სულიერი ტალღა, ანუ
მსახურების სხივი და ა. შ. შენს დარბაზებს გამოვიყენებთ შეხვედრის
ადგილად...
- მესამე წიგნი უკვე უნდა დაიწეროს არა მხოლოდ შენ მიერ,
დიდი ჯგუფის ირიბი მონაწილეობით, არამედ რამდენიმე ადამიანის
სინქრონიზაციით გამოტანილი ინფორმაციით. ეს ადამიანები
სიზმარმხილველები უნდა იყვნენ და შენთვის სრულიად კომფორტული

620
TeTri mzis meomari

უნდა იყოს მათთან მენტალურ ველში გაერთიანება, წინააღმდეგ


შემთხვევაში არაფერი გამოგივა. თუ 4 ვერ შეიკრიბება, ვიმუშავებთ
ნაკლებთანაც. მაინც გაძლიერდება თქვენი უნარი...
მის სიტყვებზე დავფიქრდი. ნუთუ გამოგვივა ასეთი რთული დავალება?
ზედმეტს ხომ არ ელოდება ჩემგან? ან როგორი კონკრეტული ნაბიჯები
უნდა გადავდგა? ეს ყველაფერი ჯერ-ჯერობით ბუნდოვანია, მაგრამ
ვნახოთ რა იქნება, მომავალი გვიჩვენებს...
მისი სითბო და სიყვარული მომეხვია და ვიგრძენი, რომ თემიდან
გადახვევა უნდა..
მიქაელი:
- ვიცი, რომ ბევრი ელოდება ჩემგან ნათქვამ სიტყვას მათ მიმართ.
მინდა გადასცე, რომ მე ყველას ვხედავ, ვინც გულწრფელია, ვინც
ჩემს ინდივიდუალობას გრძნობს და სიყვარულით მომმართავს...
განსაკუთრებით ბოლო დროს... ყველა დანახულია, ყველასთან ვიმყოფები
და ყველა ჩემი სითბოს და სიყვარულის სფეროშია, მაშინაც კი, როდესაც
ამას ვერ გრძნობენ... ეს წიგნი კიდევ არაერთხელ უნდა გადაიკითხო
ჩემი თანამყოფობით, რომ შეცდომები გამოვრიცხოთ და ჩავამატოთ
გამოტოვებული ზარები, თუკი იქნება ასეთი. ახლი კი, ამაზე დავასრულოთ,
ხოლო მე, ერთ-ერთი შვიდთაგანი მასზე აღვბეჭდავ ჩემი სიტყვის ბეჭედს,
რათა სინათლე, რომელიც იქცა სიტყვად, კვლავ იქცეს სინათლედ იმათ
სულებში, ვინც მას წაიკითხავს... დაე, იყოს ასე!..

֎ ֎ ֎

621
gnozisi

622
ავტორის ნახატი (დამუშავებული). მიქაელ მთავარანგელოზი

You might also like