Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გილოცავ!

შენ წარმატებით გაიარე მინიშნებათა ყველა ეტაპი, პაზლის ბოლო ნაწილის


ჯერიც დადგა.

ახლა კი ყურადღებით მოუსმინეთ ნაწყვეტს გალაკტიონის ლექსიდან

იმ სივრცეს, ჰაეროვანი

ვით კრთოდა ოქროს ტრირემა,

სად ნაპირია კლდოვანი,

დიდხანს უცქირა ირემმა.

შეხედა მონაპირემა:

არ მოჰკლა, გულს დაიჩინა,

სილამაზითა ირემმა -

სიცოცხლე გადაირჩინა.

ვივსები წყლით, მაგრამ არ ვარ ჭიქა;

ვტრიალებ, მაგრამ არ ვარ პროპელერი;

ვასუფთავებ რაღაცებს მაგრამ არ ვარ მტვერსასრუტი;

ზოგჯერ მაისური დევს ჩემში, მაგრამ არ ვარ ტანსაცმლის კარადა.

ამ X-ის დასამზადებლად საჭიროა ბევრი _________ ის ლორწო, თუმცა, როდესაც X-ს


ადამიანები ვიყენებთ მას ხშირად საამური სურნელი აქვს და გვალამაზებს .

მხიარულად იმეორებს
როცა ესმის _ _ _ _ ყურში
ამიტომაც მას დავარქვით
_ _ _ _ თუთიყუში

მისი ძებნისას, შენ დაემსგავსები პრინცესას რომელიც ერთმა ბარდის მარცვალმა შეაწუხა .
5

ჩემთან ერთად კიდევ ორი საჩუქარი გაკეთდა, მათგან განსხვავებით მე საკუთარ პატრონს
ვათავისუფლებ. შეუძლებელია მიპოვო, რადგან ვერ მხედავ სად ვარ.

მე ვარ ჯაშუშობის წყარო, თუმცა ნუ მომეყრდნობით!

ანის არ ვუყვარვარ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის საჭირო საქმეს ყოველ 2 დღეში
ვაკეთებ.

მარტო კაცი ჭამაშიაც ცოდვაა. რამდენად კარგი თვალის მეხსიერება გაქვს? პასუხი
თავად მოძებნე !

რძე და ყველი აქვს, ცხოველი არ არის

ხორცი აქვს, ყასაბი არ არის

ბოსტნეული აქვს ბაღჩა არ არის.

თუ ვერ ხვდები, ესეიგი ცივა

10

ის შენი საიდუმლოების მცველია. მას ადამიანები ზოგჯერ კეტავენ. ჰყავს მღრღნელიც ,


რომლის გარეშეც იქაურობას თავისუფლად ვერ დაათვალიერებ. როდესაც გააღებ ,
პასუხიც იქვე დაგხვდება.
შესავალი

მეკობრეთა მეფემ „ლურჯმა ჩიტმა“ განძი საიმედო ადგილზე გადამალა. იცოდა რა , რომ
გულმავიწყი იყო, საკუთარ თავს მინიშნებები დედამიწის ყველა კუთხეში დაუტოვა , რათა
საჭიროების შემთხვევაში დამალული განძი ისევ ეპოვა.

ბლუბერდი საბოლოოდ საზღვაო პოლიციამ დააკავა და ჩამოხრჩობა გემბანზევე მიუსაჯა .


მას ჯიბეში ედო კონვერტი, სადაც პირველი მინიშნების პასუხი იყო დალუქული .
სიკვდილის წინ ბლუბერდმა კონვერტი გემის მე-3 სართულის აივნიდან გადააგდო და
თქვა: დაე განძის ძიებას გახსნილად ვაცხადებ!

ინსტრუქცია

 გზად დაგხვდებათ დალუქული კონვერტები რიგითობის მიხედვით .

 კონვერტში მოთავსებულია 3 რამ - მთავარი მინიშნება ტექსტად, დამხმარე


მინიშნება რუკის ნაგლეჯის სახით და ძალიან მნიშვნელოვანი საბოლოო
მინიშნების 1 ნაწილი.

 დამხმარე მინიშნებას იყენებთ მაშინ როდესაც მთავარ მინიშნებას ვერ ხვდებით

 დაიმახსოვრეთ! პასუხი აუცილებლად არის შემდეგი მინიშნების


ადგილმდებარეობა!

 სწორი პასუხი აუცილებლად ხმამაღლა უნდა თქვათ, სწორი პასუხის შემთხვევაში


გაჟღერდება ხმოვანი სიგნალი, დაიმახსოვრეთ! მხოლოდ ამის შემდეგ
გადაინაცვლებთ შემდეგ მინიშნებასთან

გაითვალისწინეთ!
ეს განძი არ წარმოადგენს ახალი წლის მთავარ საჩუქარს, ის ოჯახის საერთო
საკუთრებაა.

წარმატებები!

პ.ს პირველი მინიშნების პასუხი შესავალში უნდა


ეძებოთ!

You might also like