Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

მართკუთხა თეთრი შენობები - მოდერნისტული არქიტექტურა 1915-1940-იან წლებში

ადრეული მეოცე საუკუნე მომსწრე ხდება არქიტექტურული აზროვნების


ტრანსფორმაციისა, რასაც სამყარო გლობალური მოვლენის, მოდერნისტული
არქიტექტურისაკენ მიჰყავს. მოდერნისტული არქიტექტურის ჩამოყალიბება
განაპირობა იმ ტექნოლოგიურმა წინსვლამ, რომელიც მსოფლიო ომის შემდგომ
სწრაფ ინდუსტრიალიზაციას მოჰყვა. 1915-1940-იან წლებში აშენებულ
განსხვავებული ტიპის შენობებს, ყოველივეს, რაღაც აერთიანებთ: ლენტური
ფანჯრები, ბრტყელი სახურავები, ლითონი, მარტივი მართკუთხა ფიგურები,
სითეთრე, ურთიერთშეღწევადი სივრცეები, ორნამენტის უარყოფა... ჰენრი რასელ
ჰიჩკოკი და ფილიპ ჯონსონი ამ მიდგომას ტერმინი „საერთაშორისო სტილით“
აერთიანებს. როგორ ჩამოყალიბდა საერთაშორისო სტილი? ლე კორბუზიე 1933
წელს არქიტექტურას 5 ძირითად პრინციპად შლის და ამ დებულებებს ერთადერთ
სწორ გზად აცხადებს ესენია: გახსნილი მიწის დონეები, ბრტყელი ღია სახურავები,
ლენტური ფანჯრები, კონსოლურად გამოწეული ფასადაები. სწორედ ამ
დოქტრინას ანვითარებდნენ საუკეთესონი და ჰიჩკოკმაც დებულების
განზოგადოებულ სახეს შეარქვა „საერთაშორისო სტილი“. დისციპლინა
აერთიანებს თანამედროვე სტილს, თუმცა იმდენად მოქნილი ელემენტებით, რომ
ინდივიდს ინტერპრეტაციის გზები დარჩეს. პეტერ ბერენსი, გროპიუსი, მის ვან
დერ როე, კორბუზიე სწორედ ამ წლების მოდერნისტებს წარმოადგენენ, თამამად
უარყოფენ წარსულს და ახალ ფორმალიზმს ამკვიდრებენ.

ლე კორბუზიე 1920 წელს პირველ ნაბიჯებს დაგამს ახალი არქიტექტურის გზაზე


და წარმატებითაც გაივლის ამ გზას, ის უდაოდ ყველაზე გავლენიანი და
პროდუქტიული ფიგურაა 1915-1940 იანი წლების მოდერნისტული აზროვნებისი,
მისი გავლენა არ შემოიფარგლება მხოლოდ არქიტექტურული დიზაინებით,
არამედ მისი ურბანული დაგეგმარების ფართო ხედვებით, ფილოსოფიითა და
წერილობითი ნამუშევრებითაც. მისი პუბლიკაციათა სერია „არქიტექტურისაკენ“,
მარტივად მხოლოდ იმას თვლის არქიტექტურად რასაც თავადვე ქადაგებს.
კორბუზიე წერს: „დიდი ეპოქა დაიწყო: ჩვენში ახალი სული ჩადგა“. ის 1926 წელს
აქვეყნებს თავის „ხუთ ნაბიჯი ახალი არქიტექტურისაკენ“ და ახალი სტილის
მიმდევრებს ერთგვარ კატეხიზისს უქმნის. მისი გარდამტეხი ხედვა მხარს უჭერდა
ფუნქციონალიზმს და უგულებელყოფდა ისტორიულ სტილებს მის შენობებში
გამოხატული ეს 5 პუნქტი მოდერნისტული არქიტეტქტურის დიზაინების დიდი
ინსპირაცია გახდა.
ლე კორბუზიეს 1914-15 წლის
კონცეპტუალური დომინოს სახლი, ბევრს
გვეუბნება არქიტექტურის ხედვაზე. სახლი
უფრო კონცეფტუალურ დიზააინს
წარმოადგენს, რომელიც გვთავაზობს
სტრუქტურულ სისტემას სტანდარტიზებული
ელემენტების გამოყენებით: თხელი,
რკინაბეტონის ფილები, რომლებსაც
კოლონების სტრუქტურული ბადე იჭერს და
არა კედლები. ეს სტრუქტურა გეგმარებისათვის მოქნილ სისტემას გვთავაზობს,
რადგან შიდა სივრცეები აღარ არის მზიდი. კორბუზიეს იდეა ამ შემთხვევაში ღია,
ადაპტირებადი სივრცეების შექმნა და ტრადიციული სტრუქტურული
შეზღუდვებისგან თავდაღწევა იყო. დომინოს სახლმა დიდი გავლენა იქონია
მოდერნისტულ არქიტექტურულ პრინციპებზე და ნათლად გვიჩვენა
კორბუზიესეული არქიტექტურული ხედვა.

კორბუზიეს ჩამოყალიბებული
მოდერნისტული არქიტექტურის 5
პრინციპი, საერთაშორისო სტილი,
ყველაზე ნათლად 1929 წელს
აშენებულ ვილა სავოიში გამოჩნდა:
შენობის საძირკვლიდან სვეტების
დახმარებით აზიდვა, ფუნქციური
ბრტყელი სახურავუ ბაღისათვის,
ღია გეგმარების ინტერიერი, ლენტური ფანჯრები და საყრდენი სტქრუქტურისგან
დამოუკიდებელი ფასადი. პირველი შთაბეჭდილება ჰორიზონტალური თეთრი
ყუთია, რომელიც დაყრდნობილია პილოტისებზე.

შენობამდე მისასვლელ გზას რიტუალური


ხასიათი აქვს, პირველ სართულზე მოხრილი
შუშის კედლები ავტომობილების მოხვევის
რადიუსს შეესაბამება, რომლის გაყოლითაც
მანქანა მარტივად შეცურდება დიაგონალურად
მოწყობილ ავტოფარეხში.

ასეთივე დენადია
ინტერიერის სივრცეები,
დახრილი პანდუსები და
სპირალური კიბე ორ
სართულს ერთმანეთთან
აკავშირებს და დონეებს
შორის თავისუფალი,
დინამიური მიმოსვლის
საშუალებას იძლევა.
პანდუსები ყველა სივრცეს
ერთმანეთთან აკავშირებს და
სახლის ერთგვარ ხერხემალს წარმოადგენს.
პირველი პრინციპი პილოტისებში გამოიხატა, პირველი სართული სწორედ მათი
მეშვეობითა აწეული. კორბუზიე პილოტის ეფექტის გასაზვიადებლად პირველ
სართული გარემოსთან და ბუნებასთან აკავშირებს თეთრი ფერის მწვანედ
შეცვლის გზით, სწორედ ამიტომ შენობა თითქმის ჰაერში ლივლივებს.
პილატისებით შენობის აზიდვა ფასადს დამოუკიდებელს ხდის და არაა
სტრუქტურაზე გადაჯაჭვული. სახურავი ბაღისათვის სახლის ცენტრს
წარმოადგენს, სწორედ ამ ბაღის მეშვეობით ოთახებია თავისუფლად იღეაბ და მზე
ყველგან აღწევს. კორბუზიეს მზე სახლის გულად მიაჩნია.

კორბუზიემ ვილლა სავოითი წარმოგვიდგინა „სახლი, როგორც საცხოვრებელი


მანქანა“, კონცეფცია, რომელიც ხაზს უსვამს ფუნქციონალურობას, იდეალური
საცხოვრებელი სივრცის შექმნას, რომელიც აერთიანებს თანამედროვე
ტექნოლოგიებს და ერგება გარემოპირობებს. ვილა ცნობილია მისი გავლენით
თანამედროვე არქიტექტურული აზროვნების ჩამოყალიბებაში და წარმოადგენს
მოდერნისტული არქიტექტურის პიონერულ მაგალითს.

მეორე შენობა, რომელსაც დღეს განვიხილავ იქნება „კრაუნ ჰოლი“. ლუდვიგ ვან
დერ როემ მასზე მუშოაბა 1956 წელს დაასრულა. ეს შენობა ერთ-ერთი
გამორჩეულია ვან დერ როეს შემოქმედებაში და მეოცე საუკუნის მოდერნისტული
მოძრაობის უმნიშვნელობანესი ნაგებობაა. შენობა წარმოადგენს ერთგვარ
„თავისუფალ“, უნივერსალურ სივრცეს. სვეტებისგან და კედლებისგან თვაისუფალ
ინტერიერს, რომელასაც დროთა
განმავლობაში შეუძლია მოერგოს
სხვადასხვა მიზანსა და
საჭიროებას. დიზაინის
სიმარტივე და მინიმალისტური
სტრქუქტურა ვან დერ როეს
არქიტექტურული სტილის, „less is
more“-ის, დამახასიათებელი
ნიშანია. Crown Hall-ი
„დაკიდებული არქიტექტურის“
ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
მაგალითია. ნაგებობა დაპროექტებულია ისე, რომ ის მცურავი, ჩამოკიდებულის
ილუზიას ქმნის. ამას ვან დერ როეს შემოქმედებაში არაერთხელ ვაწყდებით.
წმინდა გეომეტრიული ფორმების ფოლადისა და მინის სიბრტყეებში გამოხატვა
დეპრესიისშემდგომი არქიტექტურისათვის მნიშვნელოვნად დამახასიათებელია.
Crown Hall თამამი გამოხატულებაა მეოცე საუკუნის მოდერნისტების მოძრაობისა
და მათი სიმარტივის, ფუნქციონალიზმის და ტექნოლოგიური პროგრესის
იდეებისა.

მოდერნისტული არქიტექტურის ნათელი მაგალითები მსოფლიოს გარშემო გვხვდება:


ვოლტერ გროპიუსის ბაუჰაუსის სკოლა გერმანიაში, ვან დერ როეს ბარსელონას
პავილიონი, ადოლფ ლოოსის Villa Muller პრაღაში, კონსტანტინ მელნიკოვის Rusakov
Workers' Club მოსკოვში, ნარკომფინის შენობა ფრანკ ლოიდ რაიტის Guggenheim Museum
ნიუ იორკში , რიჩარდ ნუეტრას ლოველის სახლი ლოს ანჯელესში, და სხვები.

ვფიქრობ, რომ მოდერნისტული არქიტექტურა გლობალური და ჯერ-ჯერობით უკვდავი


მოვლენაა. ჩემი აზრით „მართკუთხა“ თეთრი შენობების გაგება მრავალმხრივაა
შესაძლებელი და აქვს საკუთარი დადებითი და უარყოფითი მხარეები. აღსანიშნავია, რომ
დიზაინებში ფუნქციონალიზმია პრიორიტეტებული, არქიტექტორებს ხშირად
ბიუჯეტური და კომუნალური სივრცეების აშენება ჰქონდატ გეგმაში, თუმცა მარტივად
შეძლება მოდერნიზმის გაკრიტიკებაც, თეთრი მარქკუთხა შენობების დასახლება ჩემთვის
ხშირად დამთრგუნველი და დეგრადირებულია. ხშირად ასეთი შენობები გაუცხოებული
მეჩვენება ქვეყნის კულტურასა და ისტორიასთან მიმართებაშიც.

https://www.youtube.com/watch?v=JBRmGUbUj3Y
https://backstudiomilan.com/villa-savoye-a-modernist-masterpiece/
https://www.youtube.com/watch?v=F2LQhINrFzw
William J. R. Curtis- Modern architecture since 1900

You might also like