შესავალი სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 24

შესავალი სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში.

კურსის საგანი და ამოცანები

შესავალი
უცხოური ინვესტიციების მოზიდვის პირობების ფორმირება და საერთაშორისო
კავშირების განვითარება განაპირობებს ისეთი საწარმოების საქმიანობის ინტენსიურ
გამნვითარებას, რომლებიც დაკავშირებულია ფართო სპექტრის მომსახურების
გაწევასთან. აქედან გამომდინარე იქმნება აუცილებლობა ისეთი სპეციალისტების
მომზადებისა, რომლებსაც ექნებათ ცოდნის და მისი გამოყენების შესაძლებლობა
პრაქტიკულ საქმიანობაში, ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის
ინფრასტრუქტურის ღრმა შესწავლის მეშვეობით.

კურსის ამოცანები:
– ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სეგმენტების შესწავლა;
– მომსახურების სახეობების შესწავლა;
– ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის დარგობრივი ტერმინოლოგიის
შესწავლა
– ტურიზმის და სტუმართმასპინძლობის საწარმოთა სამეურნეო საქმანობის
შესახებ წარმოდგენის შექმნა;
– ქვეყნის ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის დარგის ფორმირების
ტენდენციების ფორმირება საერთაშორისო კომუნიკაციურ ქსელებში
ინტეგრაციისათვის.

საგნის შესწავლის შედეგი იქნება ტურიზმისა და სტუმართმასპინძლობის


ინფრასტრუქტურის შესახებ სისტემური ცოდნის ფორმირება.
კერძოდ, სტუდენტები იღებენ ცოდნას სერვისის (მომსახურების) არსის შესახებ
სტუმართმასპინძლობის შესახებ, მომსახურების სხვადასხვა სახის შესახებ. კურსის
ათვისებით, სტუდენტი გააცნობიერებს, რომ ტურიზმისა და
სტუმართმასპინძლობის დარგის საწარმოების საქმიანობის ცენტრში არის ადამიანი,
მისი მოთხოვნილობების თვალსაზრისით. კურსის ათვისების შედეგად სტუდენტმა
უნდა მიიღოს უნარ–ჩვევები მოხსენებების და რეფერატების დაწერისათვის და
გაფორმებისათვის, და აგრეთვე შეისწავლის ამ დარგის საწარმოთა საქმიანობის
კვლევის მეთოდების გამოყენება.

1. სასტუმრო მეურნეობის განვითარების ისტორია

თანამედროვე სასტუმროების პირველი პროტოტიპები, აგრეთვე თვითონ პროფესია,


რომელიც უკავშირდება მოგზაური ადამიანების მოსახურებას, შეიქმნა ჯერ კიდევ 2
ათასი წლით ადრე ქრისტეს შობამდე.
მოგვიანებით რომის იმპერიაში დაიწყეს სპეციალური შენობების აშენეება
ადამიანებისთვის, რომლებიც მოგზურებდნენ სახელმწიფო საჭიროებებთან
დაკავშირებით. ისინი ძირითადად განლაგებული იყვნენ ძირითადი გზების
გასწვრივ.
სასტუმრო მეურნეობის განვითარებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა სავაჭრო
ურთიერთობების განვითარებამ ახლო აღმოსავლეთში, აზიაში და კავკასიაში. ამ
რეგიონებში გადიოდა ძირითადი სავაჭრო მარშრუტები, რომლემზეც მოძრაობდნენ
სხვადასხვა საქონლით დატვირთულიქარავნები.
სავაჭრო გზების გასწვრივ იქმნებოდა სპეციალური პუნქტები მოგზაურთა
ღამისთევისთვის, სადაც ადამიანების განთავსების გარდა გათვალისწინებული იყო
აგრეთვე სადგომები ცხენებისთვის და აქლემებისთვის. ეს ყველაფერი შემოღობილი
იყო მაღალი კედლებით, რათა ისინი დაცულნი ყოფილიყვნენ ქარებისაგან და
მძარცველებისაგან.
შუა საუკუნეებში, სტუმართმასპინძლობის საწარმოების განვითარებაზე ძალიან
დიდი გავლენა მოახდინა რელიგიურმა ტრადიციებმა. ამ პერიოდში უამრავი ხალხი
მოგზაურობდა წმინდა ადგილებში როგორც პილიგრიმები, და ისინი ძირითადად
ჩერდებოდნენ მონასტრებში, რომლებსაც ეკლესია ავალებდა პილიგრიმებისთვის
ღამისთევით და საჭმლით უზრუნველყოფას. მონასტრების მიერ უფასო
მომსახურება, საგრძნობლად აფერხებდა კერძო საწარმოების განვითარებას.
მხოლოდ შუა საუკუნეებში დაიწყო კერძო სასტუმროების და ტავერნების
განვითარება. ასე მაგალითად, დიდ ბრიტანეთში 16 საუკუნის პირველ ნახევარში,
მეფემ ეკლესიის საკუთრებას მისცა საერო სტატუსი, და მოგზაური ხალხი უკვე
ვეღარ იქნებოდნენ უფასო ღამისთევის იმედზე, და ისინი იძულბეულნი იყვნენ
გაჩერებულიყვნენ კერძო სასტუმროებში.
სიტყვა „ოტელი“ პირველად წარმოიქმნა საფრანგეთში 18 საუკუნეში.
თავდაპირველად მას უწოდებდნენ მრავალბინიან შენობებს, რომლებშიც ბინები
გაიცემოდა ქირით თვით, კვირით ან ერთი დღით. მალე ეს ტერმინი ფართოდ
გავრცელდა ამერიკაში, სადაც ტავერნების უმრავლესობას დაერქვა ოტელები, რაც
მათ ევროპულ იერს სძენდა და უფრო მიმზიდველს ხდიდა მოგზაურთათვის.
საერთოდ ითვლება, რომ სწორედ ამერიკამ შეიტანა ყველაზე დიდი წვლილი
სასტუმროების ტექნიკური უზრუნველყოფის საქმეში, რადგან ძალიან დიდი იყო
ემიგრანტთა ნაკადები ამ ქვეყანაში, რომლებსაც სჭირდებოდად დროებით
განთავსება, და ამ მზარდმა მოთხოვნამ გამოიწვია სასტუმროების მძლავრი
განვითარება.
1794 წელს ამერიკაში ნიუ-იორკში გაიხსნა პირველი სასტუმრო „სიტი ოტელი“ 70
ნომრით. 1829 წელს - ბოსტონში პირველი პირველი კლასის სასტუმრო „ტრემონტი“,
დერეფნებით, რეგისტრატურით (რეცეპშენებით), საკეტებით კარებებზე. შემდგომში,
19 საუკუნეში უკვე შეიქმნა სასტუმროები ცენტრალური გათბობით და ა.შ.
სასტუმრო საწარმოების განვითარებაში დიდი როლი ითამაშეს შვეიცარიელმა ცეზარ
რიტცმა და ამერიკელმა სტატლერმა. ისინი არ იყვნენ სასტუროების მფლობელები,
მაგრამ იყვნენ ფანატები ამ საქმის, და გენერირებდნენ მრავალ კრეატიულ იდეებს
სასტუმროების განვითარების თვალსაზრისით.
მაგალითად რიტცმა შემოიღო მუსიკალური ორკესტრები სასტუმროებში, რომლებიც
უკრავდნენ შტრაუსის მუსიკას, და ამის გამო კლიენტები უფრო დიდი ხნით
რჩებოდნენ მაგიდებთან და რა თქმა უნდა მეტ სასმელებს მიერთმევდნენ რაც
საგრძნობლად ზრდიდა მათ შემოსავლებს. აგრეთვე ის ექსპერიმენტებს ატარებდა
განათებასთან დაკავშირებით.
სტატლერმა პირველად შემოიღო დიდი სარკის განთავსება სასტუმროში, ნათურები
საწოლების ზემოთ, გამომრთველი კართან ახლოს, ტელეფონები ნომრებში და ა.შ.
მაღალი კლასის სასტუმროებში მისვლა, სადაც ხშირად მამაკაცები ვახშმობდნენ
ქალებთან ერთად, მოდად იქცა.
19-20 საუკუნეებში გაჩნდა ფეშენებელური (5-ვარსკვლავიანი) სასტუმროები ევროპის
და ამერიკის დიდ ქლაქებში. ისინი ძირითადად მილიონერებზე იყო გათვლილი.
2 მსოფლიო ომის შემდგომ დაიწყო საერთაშორისო სასტუმრო ქსელების
განვითარება.

1. კურსის ძირითადი დებულებები.

მრავალი საუკუნეების განმავლობაში კაცობრიობა ბუნების საიდუმლოებების


შესწავლისა და ტექნიკის სრულყოფასთან ერთად, მუდამ მიისწრაფოდა
საცხოვრებელი გარემოს პირობების გაუმჯობესებისაკენ (საცხოვრებელი ფართი,
ტანსაცმელი, საჭმელი). ამ კომპონენტების ცალკეულმა განვითარებამ თანდათან
ჩამოაყალიბა ისინი ცალკეულ დარგებად, სადაც ამ პრობლემების გადაყვეტით
დაკავებული იქნა კვლევითი და საპროექტი ინსტიტუტები, ხოლო საცხოვრებელის
მშენებლობა, ავეჯის, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის, საკვები პროდუქტების და სხვ.
წარმოება გარდაიქმნა ინდუსტრიულ დარგებად. ინჟინრები და მეცნიერები
მუდმივად სრულყოფენ და ქმნიან ახალ საყოფაცხოვრებო ნივთებს და ხელსაწყოებს,
აგრეგატებს, დანადგარებს. საყოფაცხოვრებო მოწყობილობების პარკი თანდათან
სულ უფრო უფრო ივსება ახალ–ახალი ტექნიკური სასუალებებით (მაცივრები,
სამზარეულო ხელსაწყოები, მტვერსასრუტები, კონდიციონერები, სარეცხი მანქანები,
კომპიუტერები და ა.შ.) რომლებიც აადვილებენ სახლის მოვლასტან დაკავშირებუყლ
შრომას. ოჯახში ასეთი მყუდრო და გაუმჯობესებული საცხოვრებელი გარემოს
შექმნის შედეგად ფორმირდება ცხოვრების ახალი სტილი. ადამიანს ემნება
საშუალება სამყაროს შესწავლისა, სხვადასხვა ხალხების ისტორიისა და
ტრადიციების გაცნობისა და შესწავლისა, მატერიალური კულტურის შედევრებთან.
მოგზაურობების დანიშნულება და მიზნები ხდება უფრო მრავალფეროვანი, და ისინი
უკვე ატარებენ არა მხოლოდ გასართობ ხასიათს, არამედ მათ აქვთ
საგანმანათლებლო დანიშნულებაც. ტურიზმის სწრაფმა განვითარებამ როგორც
მსოფკიოში, ასევე ცვენს ქვეყანაში მიგვყვანა სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის
მთელი დარგის შექმნისაკენ, სადაც კომფორტული ცხოვრების, გადაადგილების,
კვების, დასვენებისა და გართობისატვის დასაქმებულია სხვადასხვა სფეროს
მილიონობით სპეციალისტი. ისევე როგორც სხვა დარგები, ეს სფერო მოიცავს
ინჟინერიას, ტექნოლოგიას, კავშირგაბმულობის და კომუნიკაციის თანამედროვე
სასუალებებს, სასტუმროებს, რესტორნებს, სამეცნიერო და ბიზნეს ფორუმებს. ასეთი
მრავალფეროვნება მოითხოვს ყოველდღიურ, და რაც მტავარია, პერსონიფიცირებულ
ყურადრებას ამ სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ზირითადი ელემენტის
მიმართ – სტუმრის, კლიენტის ადამინის მიმართ, რომლისტვისაც შენდება
თანამედროვე პორტები, სადგურები, სასტუბროები, კლუბები და პარკები, მთელი
ქალაქები, რომელთა დანიშნულება სრულფასოვანი დასვენებისათვის,
გართობისატვის და შემეცნებისათვის პირობების შექმნა.
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში დასაქმებულთა რაოდენობა და მათი წილი
ეროვნულ შემოსავალში განვითარებულ ქვეყნებში აღწევს მატერიალრ სფეროში
დასაქმებულთა დონეს. დაახლოებით განვითარებული ქვეყნების ეკონომიკის
მთლიანი შიგა ეროვნული პროდუქტის 70% იქმნება მომსახურების სფეროში. შშ–ში
მომსახურების სფეროში დასაქმებულია 84 მლნ. ადამიანი, ანუ ყველა
დასაქმებვულთა 70%, ხოლო მისი წილი საერთო შიგა პროდუქტში შეადგენს 72%.
ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა იაპონია, გერმანია, შვედეთი – დასაქმებულთა საერთო
რაოდენობის შესამბამისად – 60, 60, 71%. აშშ–ში აქტიურად ვითარდება 1956 წლიდან.
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრია წარმოადგენს საწარმოთა მრავალრიცხოვან
ჯგუფებს. მათი ფორმები და მასშტაბები იმდენად მრავალფეროვანია, რომ
კვალიფიცირებულ სპეციალისტს ეძლევა შეუზღუდავი შესაძლებლობები მიზნის
მიღწევაში და კარიერული წინსვლისათვის.
უნდა აღინიშნოს, რომ სტუმართმასპინძლობის სფეროში საქმიანობის უნიკალურობა
მდგომარეობს იმაში, რომ თანამშრომელს, გარდა პასუხისმგებლობისა და ასე ვთქვათ
ცოცხალი ხასიატისა,კ მოეთხოვება ცოდნის მთელი სისტემის ფლობა: ქვეყნები,
ხალხების, გეოგრაფიის, ისტორიის, გარემოს, უცხო ენების, რელიგიის, ეთიკის,
კულტურის, პსიქოლოგიის, კანონმდებლობის და სხვა ბევრი რამეს შესახებ, რაც
ტურიზმთან და ტურისტთან არის დაკავშირებული.

1. კურსის საგანი, ამოცანები და შესწავლის მეთოდები.


სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ცნება მოიცავს მომსახურების გაწევასთან
დაკავშირებულ სხვადსხვა სახის საქმიანობას. ეს მოსახურება მიმართულია
ადამიანის მატერიალურ–საყოფაცხოვრებო, კულტურულ და სულიერ
მოთხოვნილობების დაკმაყოფილებაზე.
სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის ძირითადი პროდუქტებია: ისტორიული
ღირსშესანიშნავი ადგილები, პეიზაჟები, ბუნებრივი ფენომენები, ქვეყნის, ხალხის
კულტურული ცხოვრება, ყოფა, ეტნოგრაფია, არქიტექტორებისა და მსენებელთა
უახლესი მიღწევები. ანუ სხვანაირად, რომ ვთვათ, სტუმართმასპინძლობის
ინდუსტრიის პროდუქტი წარმოადგენს ერთგვარ კომპლექსს ფიზიკური,
სოციალური და ემოციური კომპონენტებისა. სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის
ყველა საწარმოს საქმოანობის საფუძველია სერვისი9 ინგლ.).
აღნიშნული კურსის სესწავლის საგანი (ანუ ობიექტი) არის შემდეგი:
– სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის პროდუქტი;
– სხვადასხვა სახის მომსახურება;
– სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის საწარმოთა ტექნოლოგიური პროცესები;
– პროდუქტის მომხმარებელი (სტუმარი, კლიენტი);
სწავლის პროცესში უნდა გადავწვიტოთ შემდეგი ამოცანები:
– შევისწავლოთ სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სეგმენტები;
– გავაანალიზოთ ტურიზმის, სასტუმრო და სარესტორნო მეურნეობის, დასვენებისა
და გართობის, ქვეყნის შიგნით და მის გარეთ გადაადგილების საშუალებების
თანამედროვე მდგომარეობა და მისი განვითარების პერსპექტივები;
– სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიის სტრუქტურის, ორგანიზაციისა და
მომსახურების თავისებურებების გაცნობა;
– მივიღოთ წარმოდგენა ამ საწარმოთა საქმიანობის ორგანიზაციის საფუძვლების
შესახებ.
ამ მიზნბის მისაღწევად ვიყენებთ შემდეგ სხვადასხვა სახის მეთოდებს (ბერძნ.
მეთოდოს – მიმავალი გზა)
– ანალიტიკური;
– სტატისტიკური;
– სოციოლოგიური;
– მედიკო–ბიოლოოგიური;
– სენსორული;
– ქიმიური და სხვ.
კორპორატიული ფილოსოფია სტუმართმასპინძლობის ინდუსტრიაში

კორპორატიული ფილოსოფია (იდეოლოგია) – წარმოადგენს საქმიანობის იმ იდეებსა


და პრინციპებს, რომლებსაც იზიარებს კომპანიის მფლობელები, მმართველები და
თანამშრომლები, ყველა ან მათი უმრავლესობა.
კორპორატიული ფილოსოფია მოიცავს ორგანიზაციის ძირითად ღირებულებებს,
როგორიცაა ეთიკური, მორალური, პატიოსნება და თანასწორობა.
კფ ასრულებს შემდეგ ამოცანებს:

კორპორატიული ფილოსოფია ხდება წარმოების საშუალებად, ვინაიდან ის ხდება


თანამშრომელბის ჩართვის საშუალებად საქმიანობის შედეგიანობის ამაღლებაში;
ის არის ბრენდის საფუძველი, რომლითაც ხდება მომწოდებლებისა და
მომხმარებლების მოზიდვა.
1. სერვისის ფილოსოფია. მარიოტის ძირეული ღირებულებები მოიცავს რწმენას,
რომ ადამიანი არის მთავარი (იზრუნეთ მარიოტის ადამიანებზე და ისინი
იზრუნებენ მარიოტის სტუმრებზე), სწრაფვა მუდმივი სრულყოფისაკენ.
მარიოტის ძირეული მიზანია არის – ადამიანებმა, რომლებიც იმყოფებიან
თავიანთი სახლის გარეთ იგრძნონ თავი მეგობრებს შორის.
2. კორპორატიული კულტურა. კომპანიის საერთო სტილი. ეს არის კომპანიის
წარმატებულობის და სტაბილურობის გადამწყვეტი ფაქტორი. ის აერთიანებს
ყველა თანამშრომელს, ზრდის მათ ლოიალურ დამოკიდებულებას კომპანიის
მიმართ. კკ განსაზღვრავს თუ როგორ დამოკიდებულებაში არიან ადამიანები
ერთმანეთთან და მათ სამუშაოსთან.
3. მისიის განაცხადი. წარმოადგენს კომპანიის ძირითად მიზნების,
სტრატეგიების და ღირებულებების მოკლე განაცხადს. ძირითადში, მგ–მა
უნდა უპასუხოს შეკითხვას: „როგორ ბიზნესში ვარსებობთ?“ კარგი მგ
სცილდება ცხადის დ ნათელის ფარგლებს და შეიცავს კორპორაციის მიზანს,
სტრატეგიას და ღირებულებებს, რომლებიც წარმოდგენილია ისეთნაირად
რომ განვაციფროდ ადამიანი, მოვახდინოთ მათზე შთაბეჭდილება.
4. მიზანი. ეს არის ვრცელი განახცადი იმისა თუ რა სურვილების უნდა
შეასრულოს კომპანიამ ან დეპარტამენტმა. მაგალითად, სასტუმროს სურს
გახდეს დარგის ლიდერი რომელიმე მაჩვენებლის მიხედვით.
5. ამოცანა. ამოცანას წარმოადგენს მიზნის რაოდენობრივ გამზომად
მაცვენებლში გადაყვანას. მაგალითად სასტუმროს ამოცანა არის გაზარდოს
გაქირავების მაცვენებელი 80–დან 85 %–მდე. მეორე ამოცანაა მაგალითად
მიაღწიოს დღიურ ნორმას
6. სტრატეგია და ტაქტიკა. ეს არის იმ ღონისძიებების ჩატარება, რომლებიც
საჭიროა მიზნის მისაღწევად. მაგალითად, გაქირავების მაჩვენებლის
მიღწევისათვის, სტრატეგიაში განცხადებული იქნბე თუ როგორ უნდა იყოს ის
მიღწეული. სტრატეგიაში ჩამოყალიბებულია ყველა ის კონკრეტული
მოქმედებები, რომლებიც საწიროა სასურველი შედეგის მისაღწევად.
იმისათვის, რომ სასტუმრომ გაზარდოს გაქირავების მაჩვენებელი 80–დან
85%–მდე, ის კონკრეტული ღონისძიებები, რომლებსაც უნდა მოვმართოდ
უნდა შეიცავდეს შემდეგ გარემოებებსდ:
„რიც კარლტონის“ სასტუმროს მისიის განაცხადი:
– ზოგადი. ვიქნებით საერთაშორისო დონეზე აღიარებული როგორც
ჩრდილოეთ ამერიკაში წამყვანი ხუთ ვარსკვლავიანი დასასვენებელი ადგილი.
ჩვენ ამადროულად გამოვაჩენთ ნამდვილ სითბოსა და სამხრეთ კალიფორნიის
მშვენიერებას ევროპის საუკეთესო სასტუმროების ტრადიციების
გათვალისწინებით.
– სტუმარი. ყოველი სტუმარი (ქალი იქნება თუ კაცი) იგრძნობს თავს, რომ ის
არის ყველაზე მნიშვნელოვანი სტუმარი ჩვენთვის. ისინი მიხვდებიან, რომ
ჩვენთან საქმის დაკავება არის ადვილი და სასიამოვნო და ჩვენს მიერ გაწეული
მომსახურება იქნება შთამბეჭდავი, და აგრეთვე რომ ჩვენ შეგვიძლია წინასწარ
გავითვალისნოთ და შევასრულოთ მათი ისეთი სურვილები, რომლებიც არ
გამოუხატავთ. ისინი ძალიან კმაყოფილი დარჩებიან დაყვეწილი და მსოფლიო
კლასის სამზარეულოთი და მომსახურებით. ჩვენი მრავალფეროვანი
გასართობი პროგრამები გააუჯობესებს დასასვენებელ ატმოსფეროს. ამავე
დროს ჩვენი სტუმრები მიიღებენ სასიამოვნო განცდას ჩვენი
ადგილმდებორეობის განუმეორებელი და უბადლო სილამაზისაგან
სამხატვრო კოლექციის მუზეუმთან ერთად.
– თანამშრომლები. ჩვენი თანამშრომლები იამაყებენ იმით რომ ისინი
ასოცირდებიან ჩვენს სასტუმროსთან (ფირმასთან) და იქნებიან ჩვენი
წარმატების განუყოფელი ნაწილი. მათ წარმოდგენაში იქნება ის, რომ ჩვენი
სასტუმრო არის საუკეთესო სასტუმრო მუშაობისათვის, ადგილი, სადაც მათ
შეუძლიათ როგორც პერსონალურად ასევე პროფესიონალურად გაიზარდონ.
ჩვენი პერსონალი იქნება მუდმივი გაუმჯობესების ძიებაში, როგორც
მომსახურებისა და შესაძლებლობებისა.
– მფლობელები და მმართველი (კორპორაციის) პერსონალი. ისინი იამაყებენ
სასტუმროთი და სრულად ექნებათ ნდობა ჩვენდამი. მათთვის ჩვენ ვიქნებით
როგორც წყარო სხვა ახალი სასტუმროების მაღალკვალიფიციური
მენეჯერებისა. ისინი ყველაფერს გააკეთებენ რათა ხელი შეგვიწყონ ჩვენი
შესაძლებლობების დახვეწაში და რენტაბელობის გაზრდაში.
– საზოგადოება. აგრეთვე იქნება ამაყი სასტუნმროთი და აღიქვამს მას როგორც
თანამშრომელს, რომელიც ჩართავს ადგილობრივ (ოლქის) მოსახლეობას მის
ბიზნესში.
სერვისი და მასთან დაკავშირებული პრობლემები და სირთულეები

კარგი და სათანადო სერვისის გაწევა არის ძალზე რთული ამოცანა.


საგანმანათლებლო სისტემაში მისი სწავლება. მხოლოდ რამდენიმე ბიზნესი აქცევს
დიდ ყურადღებას განათლებას ამ სფეროში. მომსახურე პერსონალი ხშირად არ არის
მოტივიტრებული კარგი მომსახურების გასაწევად. მაგალითად, სასტუმროში
რეგისტრაციის დროს მომსახურე პერსონალი ესალმება სტუმარს, მაგრამ შემდეგ ის
ხრის თავს ქვევით კომპიტერში ჩასახედათ, მაშინაც როდესაც ეკითხება მას სახელს.
ან როდესაც რაიმე განსაკუთრებული ოთახის მოთხოვნის შემთხვევაში, ის რჩება
უპასუხოდ მაშინ, როდესაც იხედება კომპიტერში ასეთი ოთახის ხელმისაწვდომობის
ინფორმაციის მოძებნისათვის.
კარლ ალბრეხტი (წიგნში ამერიკის „სერვისის შესახებ“ შვიდი მომაკვდავი ცოდვა
მომსახურების სფეროშ Seven Deadly Sins of Service”
1. გულგრილობა, უხალისობა, აპათიური დამოკიდებულება (apathy)
2. უარის თქმა, არაკეთილგანწყობილება (brush-off)
3. არაგულთბილობა, ცივი დამოკიდებულება (coldness)
4. სიტყვაძუნწობა (condensation)
5. მექანიკურობა (robotics)
6. თანამდებობრივი ინსტრუქციების ზედმიწევნით შესრულება (rule book)
7. თავის არიდება (დაძვრენა) პასუხისაგან (runaround).

ერთერთ ამერიკულ ჟურნალში დაიბეჭდა ასეთი სტატია „ექვსი ყველაზე უხეში


რესტორანი ამერიკაში“. მასში მოყვანილია დეტალური ინფორმაცია იმ
დამახიასეთებელი ნეგატიური თვისბები, რომლებსაც აწყდებიან სტუმრები:
1. ზედმეტი რაოდენობა ჯავშანების
2. გამორჩეული სტუმრებისათვის საუკეთესო მაგიდების შენახვა
3. მეტრდოტელი, რომელიც მოულედნელად მისცემს უპირატესობას უფრო დიდ
შემკვეთს
4. ქედმაღლობა სტუმრების მომსახურებაში.

ჩვენ ვიცით, რომ სერვისი არის რთული კომპონენტი სტუმართმასპინძლობის


ინდუსტრიის. ალბრეხტისა და ზემკეს აზრით სერვისი იყოფა ორ სახეობათ.
„დამეხმარე“ და „შეაკეთე“. მაგალითად, ხომ არ მეტყვით სად არის ოთახი. შეაკეტეთ
ჩემი ტელევიზორი.

ჭეშმარიტების მომენტები. სას–ის პრეზიდენტი იან კარლსონი: სერვისის გაწევა


წარმოადგენს საერთო ორგანიზაციულ მიდგომას რომელიც ქმნის სერვისის ისეთ
ხარისხს, რომელიც აღიქმბა მომხმარებლის მიერ, მთავარი მამოძრავებელი ძალა
ბიზნესში საქმინობისათვის.
ყოველი სტუმართმასპინძლობის ორგანიზაცი აჭყდევა თავიანთ სქმიანობაში
ათასობით ჭეშმარიტების მომენტს ყოველდღიურად. მაგალითად:
1. სტუმარი უკვეთავს წინასწარ მაგიდას რესტორანში;
2. სტუმარი ცდილობს შეარჩიოს რესტორანი;
3. სტუმარს ეუბნებიან, რომ მაგიდა არ არის მზად.
4. სტუმარი ზის მაგიდასთან;
5. მიმტანი ღებულობს სეკვეთას;
6. მიმტანს მოაქვს ჩეკი;
7. სტუმარი იხდის ფულს;
8. სტუმარი ტოვებს რესტორანს. და ა.შ.

რომ იყო კარგი ხელმძღვანელი აუცილებელია შემდეგი:


1. გამოიყენე ხელმძღვანელობის შენი საკუთარი კონკრეტული თვისებები
საქმიანობაში;
2. ცვლილებების სეტანა;
3. გუნდური სამუშაოს ხელშეწყობა;
4. ხელი შეუწყვე თანამშრომლობის ჩართულობას დაგეგმვაში და
გადაწყვეტილებების მიღებაში;
5. ხელი შეუწყვე იმას, რომ თანამშრობლები მიისწრაფებოდნენ გამოწვევბისაკენ
და მიზნებისაკენ
6. შეასრულე ყველა დანაპირები.
ხელმძღვანელობის თვისებები:
1. პირდაპირობა;
2. პატიოსნება;
3. საიმედოება
4. ნდობა;
5. მოქნილობა
6. კომუნიკაბელურობა
7. მაზდყოფნა ასწავლო და გაუნაწილო ძალაუფლება
8. სხვების წახალისების შესაძლებლობა.

ხელმძღვანელის პიროვნული თვისებები.


1. მიზნის მკაფიო შეგრძნება;
2. შეუპოვრობა;
3. შინაგანი ცოდნა
4. მუდმივად ახალი ძიება;
5. სიამოვნების მიღება, მხიარულობა სამუშაოს მიღმა
6. სოციალურად პასუხისმგებელი;
7. რისკზე წასვლა, ექსპერიმენტებისაკენ სწრაფვა
8. ნდობაზე და პატივისცემაზე ურთიერთობების დამყარება;
9. შეცდომების დანახვა, როგორც მომავალში გაუმჯობესებისატვის;
10. ეცადოს სხვების მდგომარეობაში შესვლა

ყველაფერი იცვლება. ჩვენი სტუმრები მუდმივად იცვლებიან, პროდუქტის


ხელმისაწვდომობა და კონკურენცია. იმისათვის, რომ გავარტვათ თავი ამ ცვლიბებს,
საწიროა სემდეგი: 1) ყველა ცვლიბა დაკავშირებულია რაიმე წინააღმდეგობასთან; 2)
როდესაც ახორციელებთ ცვლიბას გააკეთეთ შემდეგი:
1. ჩამოაყალიბეთ ცვლილების მიზანი;
2. ჩართეთ პროცესში ყველა თანამშრომელი;
3. დაკვირვება, განახლება და თანმიმდევრობით დაწსრულება.
დისნეის მიდგომა მომსახურებისადმი

დისნეის მისიის განაცხადი მარტივია: ჩვენ ვქმნით ბედნიერებას“.


დისნეის ჰყავს არა მომხმარებელი, არამედ სტუმარი, და არა თანამშრომელი, არამედ
მსახიობები cast members). ამ ტერმინებიდან გამომდინარე ჩამოყალიბდა კონცეფცია,
თუ როგორ მოემსახურებიან ისინი სტუმრებს, როდესაც ისინი არიან პარკში. ეს
ნიშნავს, რომ:
1. დისნეის გააჩნია ნათელი წარმოდგენა მისი პროდუქტის შესახებ და საკუთარი
ბრენდის მნიშვნელობის შესახებ;
2. ისინი უყურებენ ბიზნესს სტუმრის თავალსაზრისით;
3. მათ გააზრებული აქვთ პერსონალური პასუხისმგებლობა იმისათვის, რომ
უზრუნველყონ ისეთი მომსახურება, როგორსაც ელოდება სტუმარი.

მათ წარმატებისათვის შრომობს უამრავი ნიჭიერი ხალხი, მაგრამ შუაგულში


იმყოფებიან ე.წ. მსახიობები. დისნეილენდის სერვისის ძირითადი ელემენტები:
1. შესაფერისი ადამაინების დაქირავება, განვითარება და შენარჩუნება;
2. მათი პროდუქტისა და ბრენდის მნიშვნელობის შესახებ სწორი წარმოდგენა;
3. სერვისის ტრადიციებისა და სტანდარტების გადაცემა ყველა
მსახიობებისადმი;
4. სტუმრის დაკმაყოფილების გაზომვა;
5. შესრულების მიხედვით დაფასება.

დისნეი იყენებს რთულ მრავალშემცველ მოდელს სერვისისა, მაგრამ ისინი შეიძლება


დავიყვანოთ რამდენიმე მარტივ ცნებამდე:
1. ურთიერთობის ჩამოყალიბების უნარი;
2. კომუნიკაციის საშუალება;
3. მეგობრულობა.

მაგალითად დისნეი იყენებს გუნდურ მიდგომას ინტერვიუების დროს. ერთ


ინტერვიუზე არის მაგალითად სამი კანდიდადტი. ისინი შეიძლება იყოს
მაგალითად, ყოფილი დიასახლისი, მასწავლებელი, რომელიც ეძებს საზაფხულომ
სამუშაოს, ან პენსიონერი, რომელიც ეძებს დამატებით შემოსავალს, ან მოზარდი,
რომელიც ეძებს თავის პირველ სამსახურს. ინტერვიუერი აკვირდება არა მხოლოდ
იმას თუ როგორ იძლევიან ისინი პასუხებს, არამედ თუ როგორ ურთიერთობენ ისინი
ერთმანეთთან (რაც მთავარია). ყველაზე წარმატებული საშუალება ამ დროს არის
ღიმილი. ინტერვიუერი უღიმის გამოკითხულ ადამიანებს 25 წუთის განმავლობაში,
თუ ისინი საპასუხოდ იღიმებიან. თუ არა, მაშინ ნებისმიერ შემთხვევაში არ მიიღებენ
სამსახურს.

დისნეის სერვისის მოდელი:


1. ის იწყება ღიმილიდან. ეს არის სტუმართმასპინძლობის და სერვისის
უნივერსალური ენა. სტუმრები აფასებენ მსახიობების სითბოს და
გულწრფელობას;
2. დაამყარე ვიზუალური კონტაქტი და გამოიყენე სხეულის ენა. ეს ნიშნავს
შესაბამისი პოზისა და ჟესტების გამოყენებას. მაგალითად არა თითით ჩვენბა ,
არამედ გაშლილი ხელების ჟესტი მიმართულების საჩვენებლად
3. ყველა სტუმრის მიმართ პატივისცემა და მისალმება. ეს ნიშნავს
მეგობრულობას, დახმარებას და სტუმრის მოლოდინების გადაჭარბებას.
4. მაგიურობის ფასი. ეს ნიშნავს, რომ მსახიობები მთლიანად
კონცენტრირებულები არიან დისნეილენდის მაგიურობის შექმნაზე. ისინი არ
საუბრობენ პირად პრობლემებზე და მსოფლიო საქმეებზე.
5. სტუმრის კონტაქტის ინიცირება. მსახიობებს ევალება სტუმრების კონტაქტზე
გამოწვევა (აგრესიულად მეგობრული). არ არის საკმარისი ეს მხოლოდ
როდესაც სტუმარი მიმართავთ მათ, ისინი ვალდებულები არიან გადადგან
პირველი ნაბიჯი. ამისათვის მათ გააჩნიათ უამრავი ხერხი, მაგალითად
ეკითხებიან სახელს აწერენ მას ქუდზე და შემდეგ მიმარტავენ სახელით
საუბრის დროს, ან მაგალითად იხრებიან მუხლებზე რომ რამე შეეკითხონ
ბავშვს.
6. შემოქმედებითი სერვისის გადაწყვეტიულება. მაგალითად. მსახიბებმა
დაუსვათ შეიტყვეს, რომ ახლახანს ერთი პატარა ბიჭი, რომელიც ჩამოვიდა
მიდვესტიდან გახდა ავად და იძულებული იქნა მშობლებთან ერთად დროზე
ადრე დაეტოვებინა პარკი. მსახიოებები მიმართავენ სუპერვაზორს,
გაუგზავნოს ამ ბიჭს ქათმის სუპი, ხასიატის გასაუმჯობესებელი სატამაშო ან
საფოსტო ბარათი მიკისაგან. მას მოეწონება ეს იდეა და ის ინერგება პარკში.
7. დასრულება მადლობით. ფრაზები, რომლებსაც ისინი იყენებნ ძალიან
მნიშვნელოვანია სერვისის გარემოს შესაქმნელად. ისინი არ ხმარობენ რაიმე
სახელმძღვანელო წიგნს. ისინი იქცევიან სიტუაციიდაბ გამომდინარე
თავიანთ პერსონალური თვისებების მიხედვით, პასუხობენ შეკითხვებს,
უსრულებენ სურვილებს, გურწფელად გამოხატავენ სურვილს, რომ
ცდილობენ დააკმაყოფილონ მათი სურვილები.

დისნეის მართვის მოდელი:

1. მოლოდინებისა და სტანდარტების მკაფიო ჩამოყალიბება


2. აღნიშნული მოლოდინების გადაცემა დემონსტრირების, ინფორმაციის და
მაგალკითების სახით.
3. მსახიობების პასუხისმგებლობა მათ უკუკავშირზე
4. წარმატების აღიარება, დაჯილდოვება და აღნიშვნა.
ტურიზმი და მისი თავისებურებანი

პირველ რიგში ტურიზმი წარმოადგენს მსოფლიო ეკონომიკის ერთერთ უმსხვილეს


სექტორს.
მსოფლიო მოგზაურობისა და ტურიზმის საბჭოს თანახმად მოგზაურობისა და
ტურიზმის ინდუსტრიას ახასიათებს შემდეგი ფაქტორები:
– ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა, რომელიც ფუნქციონირებს 24 საათი;
– მოიცავს მსოფლიო მთლიანი შიდა პროდუქტის 12%–ს
– 200 მილიონი ადამიანის დამაქმებელი, ანუ მთლიანი მსოფლიო სამუშაო
ძალის 10%
– მოგზაურობისა და ტურიზმის სფეროს მეშვეობით ყოველწლიურად იქმნება
5,5 მილიონ სამუშაო ადგილზე მეტი
– საერთაშპორისო ტურიზმში გაწეული ხარჯები აღწევს 450 მილიარდ
დოლარზე მეტი
– საგადასახადო შემოსავლების წამყვანი გენერატორი.

მსოფლიო ქვეყნებში წარმოებისა და სოფლის მეურნეობის დარგებში მზარდი


უმუშევრობის პრობლემის გადასაწყვეტად, საჭიროა მსოფლიო ლიდერებმა
გადაერთონ მომსახურების ინდუსტრიის განვიტარებაზე, რომ შექმნან რეალური
უმუშევრობის დაძლევის სტრატეგია.

როგორც ავღნიშნეთ ტურიზმი არის ეკონომიკის ერთერთ უმსხვილესი სექტორი,


წარმოადგენს დასაქმების პრობლემის დაძლევის უზარმაზარ საშუალებას. ყოველივე
ეს განპირობებულია შემდეგი ფაქტორებით:
1. საზღვრების გახსნილობა;
2. სუფთა შემოსავლების და შვებულებების ზრდა
3. უფრო იაფი და სპეციალური საფრენის რეისები
4. იმ ადამიანების რაოდენობის ზრდა, რომლებსაც გააცნიათ მეტი თავისუფალი
დრო და ფული
5. მეტი ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ მოგზაურობა.

ერთერთი მომავლის შემსწავლელის ჯონ ნაისბიტის თანახმად, 21 საუკუნის


მსოფლიო ეკონომიკის მამოძრავებელი ძალა იქნება სამი სამომსახურო ინდუსტრიის
სექტორი: ტელეკომუნიკაციები, საინფორმაციო ტექნოლოგიები და მოგზაურობა და
ტურიზმი.

ის ფაქტი, რომ ტურიზმი განიხილება როგორც სწრაფად მზარდი სფერო


დაკავშირებულია როგორც უამრავ შესაზლებლობეასთან, ასევე გამოწვევსათანაც.
პირველ რიგში ის იძლევა უზარმაზარ შესაძლებლობას კარიერისატვის
სტურთმასპინძლობისა და ტურიზმის კურსდამთარებულთათვის. მიუხედავად
იმისა, რომ ტურიზმი საკმაოდ ძველი დარგია, პროფესიონალური თვალსაზრისით ის
საკმაოდ ახალგაზრდაა. სწორი და სატანადო მენეჯმენტი ამ სფეროში აუცილებელია
იმისატვის, რომ ტავიდან ავიცილოთ ისეთი პრობლემები, რომლებიც უკავშირდება
ე.წ. მომაბეზრებელ (აბეზარი) ტურისტთან, რასაც საკმაოდ ხშირად ადგილი აქვს
ევროპაში, სადაც ტურისტთა რაოდენობა ხშირად აწარბებს მატი მიღების
შესაძლებლობებს.
ტურიზმის სხვადასხვა სეგმენტებს (4 სეგმენტი) სორის არსებობს ურთიერთკავშირი.
სასტუმროს სტუმრებს სწირდებათ მოგზაურობა, იმისატვის, რომ მიაღწიონ
სასტუმრომდე. ისინი მიირთმევენ საწმელს ახლომდებარე რესტორნებში და
ნახულობენ ატრაქციონებს. ყოველი სეგმენტი გარკვეულწილად დამოკიდებულია
ერთმანეთზე.

ტურიზმის დეფინიცია

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ტურისტებს შემდეგნაირად განმარტავს: „ხალხი,


რომელიც ტოვებს თავის ჩვეულ გარემოს და მიემგზავრება სხვა ადგილას ერთ
თანამიმდევრულ წელზე ნაკლები ხნით, დასვენების, თავისუფალი დროის ხარჯვის,
ბიზნესის ან სხვა მიზნებით.
გაეროს განმარტების თანახმად ტურისტად ითვლება ადამიანი, რომელიც რჩება
ადგილზე ერთ ღამეზე მეტი ხნით და ერთ წელზე ნაკლები დროით.

განვითარებადი ქვეყნებისატვის ტურიზმი წარმოადგენს შედარებით დიდ წილს


მთლიან ეროვნულ პროდუქტში და ერთერთ მარტივ სასუალებას მათთვის მიაღწიონ
სავაჭრო ბალანსს სხვა ქვეყნებთან.

სხვადასხვა ხალხისათვის ტურიზმი წარმოადგენს სხვადასხვა რამეს. მაგალითად,


სასტუმროს მფლობელიმა შეიძლება თქვას, რომ ტურიზმი მშვენიერია იმის გამო,
რომ მას მოყავს სტუმარი, რომელიც ავსებს ნომერს და რესტორანს. ხოლო
სახელმწიფო მოხელესატვის ის არის ეკონომიკური სარგებელის მომტანი, ვინაიდან
მას მოაქვს მეტი ფული ქვეყანაში, რეგიონში ან ქალაქში.

ტურიზმის განმარტებისათვის ხშირად ხდება მისი კლასიფიკაცის შემდეგი


კატეგორიების ფაქტორებზე:

გეოგრაფიული: საერთაშორისო, რეგიონალური, ეროვნული, კუთხური, ქალაქის და


ა.შ.;

საკუთრებრივი: სახელმწიფო, ნახევრად–სახელმწიფო, კერძო;

ფუნქციონალური: მარეგულირებლები, მომწოდებლები, მოვაჭრეები,


დეველოპერები, კონსულტანტები, მკვლევარები, პედაგოგები, გამომცემლები,
პროფესიული გაერტიანებები, სავაჭრო ორგანიზაციები, სამომხმარებლო
ორგანიზაციები;

ინდუსტრიული: გადაზიდვები (საჰაერო, ავტობუსი, სარკინიგზო, ავტო, საკრუიზო),


სამოგზაურო აგენტები, ატრაქციონები, და ას/

მოტივაცია: კომერციული ან არაკომერციული


ტურიზმის სოციალური და კულტურული ზემოქმედება

სოციალური და კულტურული თვალსაზრისით, ტურიზმს შეუძლია


მოახდინოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი ზემოქმედება. ეჭვგარეშეა, რომ
ტურიზმს სეაქვს მნივნელოვანი წვლილი საერთაშორისო ურთიერთობების
გაღრმავებაში. მსოფლიოში ტურისტული ორგანიზაციები თანხმდებიან იმაში, რომ
ტურიზმი არის კარგი საშუალება საერთაშორისო ურთიერთობების და ქვეყნების
მშვიდობიანი განვითარებისა და აყვავებისათვის, და ამავე დროს ის უნივერსალური
საშუალებაა იმაზე დაკვირვებისათვის, თუ როგორ არის დაცული ადამაინთა
უფლებები ამა ტუ იმ ქვეყანაში. ტურიზმს გააჩნია ძალიან საინტერესო სოციალურ-
კულტურული მოვლენის პოტენციალი. იმის დანახვა თუ როგორ ცხოვრობენ სხვა
ხალხები ზალიან საინტერესოა ბევრი ტურისტისთვის, და ამასთანავე სოციალურ-
კულტურული ფასეულობათა და ქმედებების ურთიერთგაცვლა სასარგებლოცაა.
ტურიზმი ქმნის უამრავ შესაზლებლობას სოციალურ-კულტურული
ინტეგრაციის თვალსაზრისით. მაგალიტად ავიღოთ ლონდონის პაბები, ნიუ იორკის
კაფეები, რომლებიც ძალიან კარგი ადგილია სოციალური ურთიერთობების
ჩამოყალიბებისათვის. იმის და მიხედვით თუ რა მიზნით არიან ისინი ჩამოსულები,
არსებობს მათთვის უამრავი შესაძლებლობა სოციალური და კულტურული
ინტეგრაციისათვის. თუნდაც ერთი რეგიონის ფარგლებში, მაგალითად
შესაძლებელია, რომ არსებოვდეს განსხვავებული კულტურა, საწმელები, მუსიკა და
ა.შ.
საერთაშორისო ტურისტული მარშრუტების კონკურენტუნარიანობა
განისაზღვრება ისეთი კრიტერიუმებით, როგორიცაა მომსახურების ხარისხი, ფასები,
უსაფრთხოება, გართობის შესაძლებლობები, კლიმატური პირობები, ტურისტული
ინფრასტრუქტურა და ბუნებრივი გარემო. აგრეთვე მნიშვნელოვანია პოლიტიკური
სტაბილურობის ხარისხი მოცემულ რეგიონში.
რაც შეეხება ტურიზმის შესაძლო უარყფით ზემოქმედებას, შეიძლება
განვიხილოთ შემდეგი გარემოებები: მდიდარი ტურისტები მაგალითები, რომლებიც
ფლანგავენ ფულს სედარებით ღარიბი შემოსავლების მქონე ქვეყნებში, ნახევრად
სიშველი ქალები, რომლებიც ირუჯებიან პლაჟებზე მუსლიმანურ ქვეყნებში,
კრიტიკოსები ამბობენ, რომ ტურიზმი აკნინებს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურულ
ტრადიციებს. ამასთანავე, მასობრივი ტურისტული ბაზრის წესების ინტერვენციის
შედეგად, კერძები ძირითადად მზადდება დასავლურ სტილში, სასტუმროები -
ამერიკულ და ევროპულ სტილში, რაც ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტს არ
უწყობს ხელს. ხშირად ხდება ამერიკული და ევრიპული სამზარეულოს მიბაძვა. აქ
მტავარი არის ის, რომ ესა თუ ის ტურისტული მარშრუტი მიმზიდველია ამერიკელი
და ევროპელი ტურისტებისთვა სწორედ ადგილობრივი ტრადიციების გამო.
ხშირად ხდება, რომ ბევრი კურორტი ვერ უზრუნველყოფს შესაძლებლობას
მაღალი დონის სოციალური ინტეგრაციისათვის ადგილობრივებსა და ტურისტებს
შორის. ხშირად საერთაშორისო სასტუმროების მენეჯმენტი შედგება
უცხოელებისგან, და ადგილობრივები ხშირად დაბალ თანამდებებზე რჩებიან.
ტურიზმის მომხრეებს სეუძლიათ თქვან, რომ ტურიზმი არის სუფთა და
ეკოლოგიურუი დარგი, რადგან ბევრი სასტუმრო შენდება ადგილობრივი გარემოს
პირობების გათვალისწინებით, ადგილოპბრივი ხელოსნების, დიზაინერების და
მასალების გამოყენებით, რათა უზრუნველყოფილი იქნას ჰარმონიზაცია
ადგილობრივ საზოგადოებასტან.
ტურიზმს მოაქვს ახალი შემოსავლები რეგიონებისთვის, რაც დადებით
ზემოქმედებს უმუშევრობის პრობლემის დაძლევაზე. ზოგიერთ ქვეყანაში
სასტუმროებს უწესებენ შეზღუდვებს უცხოელი პერსონალის დასაქმებასთან
დაკავშირებით, რათა მათ დაასაქმონ რაც შეიძლება მეტი ადგილობრივი
წარმომადგენლები მაღალ თანამდებობებზე. ტურიზმი ხდება მძლავრი
კატალიზატორი ადგილობრივი თემების განვითარების საქმეში, ვინაიდან მოაქვს
ახალი შემოსავლები, რომლის მეშვეობიტაც იქმნება ახალი ინფრასრტრუქტურა
რეგიონებში: სკოლები, საავადმყოფოები და ა.შ. ამასთან ერთად, ტურისტებს
ზოგადად სიმაოვნებს კულტურული ურთერთგაცვლა ყველა დონეზე. ისეთი
ღონისძიებები, როგორიცაა ექსკურსიები, დისკოტეკები და ა.შ. ამშვენებს ტურისტის
ყოფას.
ტურიზმს არ გააჩნია გადამწყვეტი სოციალურ-კულტურული ზემოქმედება
განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ეკონომიკა დივერსიფიცირებულია, თუმცა ბოლო
დროს ამ ქვეყნებშიც ტურიზმი ხდება სულ უფრო და უფრო მნიშვნელოვანი დარგი,
და მისი წვლილი ასეთი ქვეყნების მშპ-ში მნიშვნელოვნად იზრდება.
ქვეყნები სადაც ეკონომიკა ნაკლებად დივერსიფიცირებულია (მათ შორის
საქართველოში), ტურზიმი ტურიზმი არის მთავარი წვლისლი შემტანი მშპ-ში.
მნიშვნელოვანი ადგილობრივი კულტურული მემკვიდრების შენარჩუნების
პრობლემაც. ამ თვალსაზრისით, უცხოელს შეუძლია შემოიტანოს ქვეყანაში
არასასურველი რამ, რაც შეიძლება დამაზიენებელი იყოს ადგილობრივი
ტრადიცისათვის. ყველა ქვეყანაში არსებობს ურთიერთსაწინააღმდეგო აზრები
ტურიზმის განვითარებასთან დაკავშირებით და კულტურული მემკვიდრების
შენარჩუნების თვალსაზრისით. აღსანიშნავია ის, რომ ასეთი პრობლემის გადაწყვეტა
დამოკიდებულია იმაზე თუ როგორ განსაზღვრავს ესა თუ ის თემი იმას თუ რა არის
ადგილობრივი თემისთვის მისაღები როგორც ტურისტების რაოდენობის, ასევე
ტურიზმის სახეობის თვალსაზრისით.
უარყოფითი ზემოქმედებიუს მაგალითებია: პარიზის ცენტრალური პარკი,
რომელიც თავის დროზე იყო მშვენიერი დასასვენებელი ადგილი
ადგიოლობრივებისთვის. მაგრამ მასობრივი ტურიზმის განვიტარების შედეგად, ის
პრაქტიკულად ლტოლვილთა ბანაკად გადაიქცა, რადგან ტურისტებს მიეცათ
საშუალება აქ მასობრივად დაბანაკაბისა, რასაც მჰყვა ნახევრადდანგრეული
სატვირთო მანქანებისთვის სადგომების შექმნა, სარეცხის გაფენა დროებიტ გაჭიმულ
თოკებზე, და სასინაო ცხოველების არსებობაც.
მსგავსი პრობლემები წარმოიქმნა პლაჟებზე დაბინძურების სედეგად, რადგან
სექონის პიკზე დამსვენებლთა ძალიან დიდი რაოდენობა იყო.
იგივე პ[რობლემები სეიძლება მოვიყვანოთ კულტურული ძეგლების
(მაგალიტად სობოროების და მუზეუმების) მონახულების დროს, როდესაც
ვიზიტორთა რაოდენობა ზალიან მაღალია. ამიტომ ერთერთი ძირითადი პრობლემა
ასეთი საკითხების მოგვარებაში მდგომარეობს, რათა მინიმუმამდე იყოს დაყვანილი
ტურიზმის შესაძლო უარყოითი ზემოქმედება.
ტურისტული ორგანიზაციები

მთავრობები (სახელმწიფიები) არიან ჩართული ტურიზმის სფეროში


გადაწყვეტილებების მიღებაში, რადგან ტურიზმი შეიცავს მოგზაურობებს
საერთაშიორისო საზღვრების გადაკვეთით. სახელმწიფოები არეგულირებენ
ქვეყნებში შესვლისა და დატოვების წესებს უცხოელ მოქლაქეებისა. ისინი ჩართული
არიან იმ გადაწყვეტილებებში, რომლებიც დაკავშირებულია ნაკრძალებთან.
ხალხების დაახლოვება.

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია (WTO) – ერთადერთი საერთაშორისო


ორგანიზაცია, რომელიც წარმ,ოადგენს მასში გაწევრიანებული ყველა ნაციონალურ
და ოფიციალურ ტურიზმთან დაკავშირებულ ინტერესებს. ახალი სახელწოდება
UNWTO. მდებარეობს მადრიდში. მისი სფერო არის მდგრადი და ხელმისაწვდომი
ტურიზმის განვითარება.
საერთაშორისო საჰაერო ტრანსპორტის ასოციაცია (IATA) – საერთაშორისო
ორგაიზაცია, რომელიც არეგულირებს თითქმის ყველა საერთაშორისო ავიახაზებს.
ის დაკავებულია ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების გამარტივებით
სამარშრუტო ქსელების მეშვეობით. გარდა სამგზავრო ბილეთებისა, ის აწესებს
სტანდარტებს საყტრანსპორტო დოკუმენტაციისა და ბაგაჟების სემოწმების წესებისა
და თანხვედრაში მოჰყავს და აერთიანებს სააღრიცხვო პროცედურებს ამ სფეროში,
დაჯავშნის წესებს და ა.შ. აგრეთვე ის უზრუნველყოფს ტარიფების სტაბილურობას.
სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაცია (ICAO) – აერთიანებს 80–მეტ
სახელმწიფოს. ის უზრუნველყოფს კოორდინაციას სამოქალაქო ავიაციის
განვითარების ყველა ასპექტისა, კონკრეტულად საერთაშორისო სტანდარტებისა და
ნორმების ფორმულირებასთან მიმართებაში. გაეროს სპეციალიზირებული
ორგანიზაცია, რომელიც ადგენს სამოქალაქო ავიაციაში საერთაშორისო ნორმებს და
ახდენს მისი განვითარების კოორდინაციას უსაფრთხოებისა და ეფექტურობის
ამაღლების მიზნით.
ყოველივე საერთაშორისო განვითარების ორგანიზაციებიდან მონაწილეობს
გარკვეულწილად ტურიზმის განვითარებაში. მათ შორის ყველაზე ცნობილები:
მსოფლიო ბანკი (WB) – რომელიც გასცემს სესხად მნიშვნელოვან თანხებსტურიზმის
განვითარებისათვის. ამ თანხებიდან უმეტესი წილი მიდის როგორც
დაბალპროცენტიანი სესხის სახით განვითარებად ქვეყნებისათვის.
რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკი არის იგივე ფუნქციის
მატარებელი.
გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) - რომელიც ხელს უწყობს ბევრ ქვეყანას
სხვადასხვა სახის განვითარების პროექტების განხორვიელებაში, ტურიზმისდ
ჩათვლით.

ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაცია (OECD) - დაარსდა


1960 წელს პარიზში საერთაშორისო კონვენციის საფუძველზე. მაისი დანიშნულებაა
შემდეგი:
1. ეკონომიკაში მაღალი მდგრადი განვითარების და დასაქმების
უზრუნველყოფა, მის წვრ–ქვეყნებში საცხოვრებელი დონის ამაღლება
ფინანსური სტაბილიზაციის მეშვეობით – და ამით შეიტანოს წვლილი
მსოფლიო ეკონომიკის განვითარების საქმეში
2. ხელი შეუწყოს ეკონომიკის ამაღლებას როგორც წევრ ქვეყანაში, ასევე არ
წევრქვეყანაშიც მსოფლიო ეკონიკის განვითარების თვალსაზრისით
3. ხლშეწყობა საერთაშორისო ვაჭრობის სფეროში მრავალმხრივი
არადისცრიმინაციული საფუძველზე საერთაშორისო ვალდებულებების
ტანახმად

OECD – ს ტურიზმის კომიტეტი იკვლევს ტურიზმის სფეროსთან დაკავშირებულ


სხვადასხვა ასპექტებს, მათ შორის ტურიზმის პრობლემებს, და შეიმუშავებს
რეკომენდაციებს სახელმწიობებისათვის. აგრეთვე კომიტეტი დაკავებულია
სტანდარტებისა და მეთოდების შემუშავებით მონაცემთა შეგროვებაში, რომელბის
გამოიცემა ყოველწლიურ ანგარიშებში სახელწოდებით „ტურიზმის პოლიტიკა და
საერთაშორისო ტურიზმი OECD წევრ ქვეყნებში“

წყნარ ოკეანეს ბასეინის და აზიის ქვეყნების ტურიზმის ასოციაცია (PATA) -


წარმოადგენს 34 ქვეყანას ამ რეგიონში, რომლებიც გაერთიანდა ერთი საერთი
მიზნით: ტურიზმის და მოგაზურობის ზრდის ხელშეწყობა. ის მუშაობს ამ სფეროს
მომავლის სურატის ჩამოყალიბებაზე, მას გააცნია ბევრი წარმატებული პროექტების
კვლევაში, განვითარებაში, განათლებაში და მარკეტინგში.
ეკოტურიზმი

ცნობილია მასობრივი ტურიზმის შესაძლო უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე. ამ


ანტროპოგენულ ზემოქმდებას ადგილი აქვს ტურისტული ინდუსტრიის თითქმის
ყველა სექტორში. მსოფლიო ეკონომიკის გლობალიზაციის ზრდასთან ერთად
იზრდებოდა ნეგატიური ცვლილებები დედამიწაზე, კერძოდ:

- კლიმატური ცვლილებები;
- ნიადაგების დეგრადაცია;
- ეკოსისტემის რღვევა და ბიომრავალფეროვნების შემცირება;
- ნიადაგის, წყლის და ჰაერის დაბინძურება;
- ბუნებრივი კატაკლიზმები ადამიანის მიერ გამოწვეული;
- მოსახლეობის უკონტროლო ზრდა;
- სასურსათო უსაფრთხოება და ადამიანის ჯანმრთლელობის საფრთხეების
ზრდა;
- ენერგიის და სხვა ბუნებრივი რესურსების შეზღუდულობა.
ვინაიდან ისინი ატარებენ გლობალურ ხასიათს, შეუძლებელია მათი გადაწყვეტა
ეროვნულ დონეზე.

1992 წელს 14 ივნისს მიღებული გაეროს გარემსოდაცვით კონფერენციაზე 182


მტავრობის მონაწილებით. ვტო–მ და საბჭომ შეიმუშავეს „ტურიზმის მდგრადი
განვითარების კონცეფცია 21 საუკუნეში. ის იყო მიმართული ტურიზმის ტურიზმის
სფეროში ყველა მონაწილე ეროვნულ ადმინისტრაციებთან და ორგანიზაციებთან.

ტურიზმის მდგრად განვითარებში იგულისხმება პროცესი, რომელიც მიმდინარეობს


ტურისტულ რესურსებზე ზარალის მიყენების გარეშე. ეს შეიძლება მიღწეული იქნას
რესურსების ისეთი მართვის უზრუნველყოფით, როდესაც ისინი შეიძლება
განახლდეს ისეთივე სიჩქარით, როგორითაც ისინი გამოიყენება და იხარჯება, ან
გადასვლით ნელად განახლებადი რესურსების გამოყენებიდან სწრაფად
განახლებადზე.

ძირითადი პრინციპები, რომლითაც უნდა ვიხელმძღვანელოთ ტურიზმის


განვითარებაში

- მგზავრობამ და ტურიზმა უნდა შეუწყოს ხალხს ხელი ბუნებსთან ჰარმინიის


მიღწევაში;
- მგზავრობამ და ტურიზმმა უნდა შეიტანონ თავისი წვლილი ეკოსისტემის
შენარჩუნების საქმეში;
- გარემოს დაცვა უნდა იყოს ტურიზმის განვითარების განუყოფელი ნაწილი;
- ტურიზმის განვითარების პრობლემები უნდა წყდებოდეს დაინტერესებული
ადგილობრივო მოსახლეობის მონაწილებით;
- მგზავორბებმა და ტურიზმა უნდა შეუწყოს ხელი ახალი სამუსაო ადგილების
შექმნისათვის ადგილობრივი მოსახლებისათვის;
- სხვ.
ეროვნული ტურისტული ადმინისტრაციებისათვის შემუშავებული იქნა შემდეგი
პრიორიტეტული 9 მიმართულებები:

1. არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ტევადობის შეფასება;


2. ტურისტული ორგანიზაციების განვითარების ეკონომიკური, სოციალური,
კულტურუოლი და ბუნებრივი კომპონენტების შეფასება;
3. მდგრადი განვითარების პროცესესების სწავლება და განათლება, გააზრება;
4. ტურიზმის განვითარების დაგეგმვა;
5. განვითარებადი და განვითარებულ ქვეყნებს სორის ინფორმაციის,
გამოცდილებისა და ტექნოლოგიების გაცვლა;
6. საზოგადობის ყველა ფენის ჩართვა ტურიზმის განვითარებაში;
7. ტურისტული პროდუქტების შემუშავება მდგრადი განვიტარების პრინციპების
დაცვით;
8. მიღწევების გაზომვის შესაძლებლობა ადგილობრივ დონეზე;
9. პარტნიორობის განმტკიცება განვიტარების საქმეში.

ჩამოყალიბდა მთელი რიგი ამოცანებისა, რომლებიც დაკავშირებულია ბუნებრივი


რესურსების მინიმიზაციას, ხელმეორე გამოყენებას და მართვის სრულყოფას და ა.შ.

1997 წელს ექსპერტებმა დაიწყეს მუშაობა ტურიზმის გლობალურ კოდექსზე.

ეკოტურიზმის განმარტება

ეკოტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის თანახმად: ეკოტურიიზმი არის ისეთი


ტიპის საპასუხისმგებლო მოგზაურობა ბუნებრივ ზონებში, არეებში, რომელიც არ
აზიანებს გარემოს და ხელს უწყობს ადგილობრივი მაცხოვრებლების კეთილდღეობას.

მოგზაურობის ასეთი სახეობის უფრო კარგად გააზრებისათვის ამ ორგანიზაციამ


შეიმუშავა ეკოტურისტის 10 მცნება:

1) გახსოვდეს დედამიწის მოწყვლადობა (სუსტი მხარეები);


2) დატოვეთ მხოლოდ ნაკვალები და წაიღეთ მხოლოდ ფოტოსურათები;
3) შეისწავლეთ სამყარო, რომელშიც მოხვდი: ხალხების კულტურა, გეოგრაფია;
4) პატივი ეცი ადგილობრივ მაცხოვრებლებს;
5) არ შეიძინოთ ნაკეთობები, რომლებიც დამზადებულია ისეთი მწარმოებლების
მიერ, რომლებიც აზიანებენ გარემოს;
6) ყოველთვის იარეთ გაკვალული გზებით;
7) ხელი შეუწყვეთ გარესმოსდაცვით პროგრამებს;
8) სადაც შესაძლებელია გამოიყენეთ გარემოსდაცვითი მეთოდები;
9) დაეხმარეთ გარემოსდაცვით ორგანიზაციებს;
10) იმოგზაურეთ იმ კომპანიების დახმარებით, რომლებიც იცავენ ეკოტურიზმის
პრიმციპებს.

მაგალითად ინგლისის ავიკომპანიამ შეიმუშავა ტურისტის სამახსოვრო ფურცელი:

- არასოდეს იყიდოთ სპილოს ძვლიდან დამზადებული ნაკეთობები, ან სხვა


იშვიათი ცხოველებიდან;
- ეცადეთ მაქსიმალურად მოიხმაროთ ადგილობრივი მოსახურებით და
საქონლით, რითაც თქვენ მოგაქვთ მოგება ადგილობრივ მოსახლებოსიათვის
და ადგილობრივი ეკონომიკის განვითარებაში წვლილი;
- ნუ შეაწუხებთ ცხოველებს ნუ დააზიანებთ მცენარეებს, ყოველთვის წაიღეთ თან
თქვენი ნაგავი (ნარჩენები) ბოთლები, ქილები, პლასტიკური ცელოფნები,
რადგან მათ შეიძლება გამოწვიონ ცხოველების სიკვდილი;
- ბევრი ქვეყანა მუშაობს გარემოს დაცვის პრობლემეზე, და ტქვენ შეგიძლიათ
მათ შეუწყოთ ხელი ძეგლების, მუზეუმების და ეროვნული პარკების
მონახულებით;
- ეცადეთ არ შეაწუხოთ ცოცხალი ბუნების ბინადრები;
- ნაკლრძალებში და პარკებში გადაადგილებისას ისარგებლეთ მხოლოდ
ტრასებით და გზებით, რომ არ დააზიანოთ მცენარეულობა;
- ყურადღებით იყავით მოწევისას, გადაგდებულ სიგარეტს შეუძლია გამოიწვიოს
ხანძარი.

ეკოტურიზმის ნიშნები:

- ნებისმიერი მოგზაურობა, რომლის დროსაც მოგზაური სწავლობს გარემოს;


- მოგზაურობა, რომელშიც ბუნება წარმოადგენს მთავარ ფასეულობას;
- ეკოტურიზმიდან შემოსავლები მიემართება გარემოს დაცვის ფინანსურ
მხარდაჭერას;
- ეკოტური არის ისეთი მოგზაურობა, როდესაც ყველა მოქმედება არის
ეკოლოგიურად შეთავსებადი.

საერთო ჯამში (Canadian Environmental Advisory Council) კანადის გარემოსდაცვითი


საკონსულტაციო საბჭო - ეკოტურიზმი არის ტურიზმის ისეთი სახეობა, რომელიც
დაკავშირებულია ბუნების შესწავლასთან და სეაქბს წვლილი ეკოსისტემის
სენარჩუნებაში ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით.

საბოლოო ჯამში შეიძლება გამოვყოთ ეკოტურიზმის შემდეგი სამი ძირითადი


კომპონენტი:

1) „ბუნების შემეცნება“, ანუ ისეთი მოგზაურობა, რომელიც ითვალისწინებს


ბუნების შესწავლის ელემენტებს, ტურისტების მიერ ახალი ცოდნის და
უნარჩვევების განვითარებას;
2) „ეკოსისტემის შენარჩუნება“, ანუ არა მხოლოდ სათანადო ქცევას მოგზაურობის
დროს მარშრუტზე, არამედ ტურისტებისა და ტუროპერატორების
მონაწილეობა გარეოსდაცვით პროგრამებში და რონისძიებებში;
3) „ადგილობრივი მოსახლეობის ინტერესების პატივისცემა“, ანუ არა მხოლოდ
ადგილობრივი კანონენების და წესების დაცვა, არამედ წვლილის შეტანა
ადგილობრივი თემების სოციალურ-კულტურულ განვითარებაში.

ეკოტურიზმის სახეობები

განასხავავებენ ეკოტურიზმის 4 სახეობას:

1. სამეცნიერო ტურიზმი. სამეცნიერო ტურების დროს ტურისტემი მონაწილეობენ


ბუნების სხვადსხვა სახის კვლევებში. მაგალითად, ფართოდ გავრცელებულია
ეკოტურები, რომლებიც დაკავშირებულია ფრინველებზე დაკვირვებასთან
ლათინურ ამერიკაში, წყნარ ოკეანეში ვეშაპების პოპულაციის დათვლასთან.
როგორც წესი, ასეთ ტურებში დანიშნულების ადგილები არის დაცული
ტერიტირიები, ნაკრძალები, ეროვნული პარკები, ბუნების ძეგლები.
სამეცნიერო ტურიზმს განეკუთვნება აგრეთვე სამეცნიერო-კვლევითი
ექსპედიციები, სტუდენტთა საველე პრაქტიკა და ა.შ.
2. ბუნების ისტორიის ტურები. ეს არის მოგზაურობები, რომლებიც
დაკავშირებულია გარემოსა და ადგილობრივი კულტურის შესწავლასთან.
როგორც წესი ასეთი ტურები სასწავლო, სამეცნიერო-შემეცნებითი და
თემატური ექსკურსიებია, რომლებიც ხორციელდება სპეციალურად
აღჭურვილი ეკოლოგიური მარშრუტებით. ასეთებს აგრეთვე განეკუთვნება
სკოლის მოსწავლეთა ექსკურსიები, როდესაც მასწავლებლები ატარებენ
ექსკურსიებს და საუბრებს მათთან ბუნების შესახებ. ასეთი სახეობა
განსაკუთრებულად გერმანიაშია პოპულარული, ამიტომ მას ხშირად უწოდებენ
ეკოტურისზმის განვითარების გერმანულ მოდელს.
3. სათავგადასავლო ტურიზმი. მასში გაერთიანებულია ყველა ის მოგზაურობები,
რომლებიც უკავშირდება აქტიურ გადადგილებას და დასვენებას ბუნებაში, და
რომლების მიზანია ახალი შეგრძნებების და შთაბეჭდილებების მიღება,
ტურისტის მიერ ფიზიკური ფორმის ამაღლება და სპორტული შედეგების
მიღწევა. ასეთ ტურიზმს განეკუთვნება ისეთი სახეობები, როგორიცაა:
ალპინიზმი, მთასვლელობა, სპელეოტურიზმი, სამთო და საფეხმავლო
ტურიზმი, სათხილამურო და სამთოსათხილამურო, საცხენოსნი ტურიზმი,
დაივინგი, პარაპლანერიზმი და ა.შ. ზოგიერთი მათგანი ახალია და ითვლება
ექსტრემალურ ტურიზმად, რადგან დაკავშირებულია დიდ რისკთან. ამასთან
ერთად, ეს არის ყველაზე სწრაფად განვითარებული, შემოსავლიანი, სიძვირის
მიუხედავად, ეკოტურიზმის სახეობა. სათავგადასავლო ტურიზმს ხშირად
უწოდებენ „მძიმე ტურიზმი“ ვინაიდან აქ უფრო ჭარბობს ტურისტების
სურვილი თავგადასავლებისაკენ, ვიდრე ბუნების დაცვისაკენ.
ხშირად მას აიგივებენ სპორტულ ტურიზმთან (ალპინიზმი, პარაპლანერიზმი
და ა.შ.) და აქტიურ ტურიზმთან, როდესაც ტურისტები გადაადგილდებიან
აქტიური ხერხების მეშვეობით (ფეხმავალი, ველოსიპედებით, ნავებით,
ტივებით და ა.შ.). თუმცა სინამდვილეში ეს ასე არ არის.
სპორტული ტურიზმი, როგორც მოგზაურობა სპორტული მიზნებით ან
შეჯიბრებებში მინაწილეობისათვის შეიცავს აგრეთვე ტურიზმის ისეთ
სახეობებს, რომლებიც არ უკავშირდება თავგადასავალს, რისკს. მაგალითად,
ფეხბურთის გუნდის გამგზავრება სასწავლო-სავარჯიშო შეკრებებზე, ან
ფანატების გამგზავრება თავიანთ გუნდებთან ერთად გასვლით თამაშებზე.
ამავე დროს სათავგადასავლო ტურიზმი მოიცავს ისეთი ტიპის მოგზაურობებს,
რომლებიც არ ითვალისწინებს გადაადგილების აქტიურ ხერხებს, მაგალითად
ჯიპინგი, გადახლართულ ადგილებში მოგზაურობა მაღალი გამავლობის
ავტომობილებით, ან სპეციალური პარაშუტებით ხტომა საფრენი
აპარატებიდან, კლდეებიდან, სხვა მაღალი ობიექტებიდან (ხიდებიდან,
ტელეანძებიდან და ა.შ.) და წყალში სიღრმეში მყვინთაობა.
თანამედროვე პირობებში, მსოფლიო ბაზარზე სათავგადასავლო ტურიზმი - არა
მხოლოდ თავგადასავლით მოგზაურობებია, არამედ ტურები, რომლებიც
შეიცავს ტურისტებისათვის რაღაც უჩვეულოს და განსაკუთრებულს. ერთი და
იგივე ტუროპერატორს შეუძლია შემოთავაზოს მომსახურების ფართო სპექტრი
ტყეში ჩვეულებრივი ფეხით გასეირნებიდან ანტარკტიდაში ექსპედიციამდე
ჩათვლით.
მაგალითად ინგლისის ტუროპერატორი Exodus თავაზობს შემდეგ
მომსახურეობას სათავგადასავლო ტურიზმისათვის:
- Discovery and Adventure Holiday - პლანეტის შორეულ რეგიონებში მოგზაურობა
აქტიური გადაადგილებით;
- European Destinations - მოკლევადიანი და იაფი ტურები ევროპის ქბვეყნებში
ველოსიპედებით და ფეხით გადაადგილებით;
- Walking and Trekking – სათავგადასავლო ტურიზმის საბაზო სახეობა. ეს არის
ფეხით მოგზაურობა ბაგაჟის გარეშე ( ტურისტის ნივთები დააქვს სპეციალურ
ადამიანს, ან ისინი გადააქვთ ტრანსპორტით)
- Multi Activity Holidays - ეს არის მოგზაურობა, რომელიც ითვალისწინებს
მნიშვნელოვან ფიზიკურ დატვირთვებს ერთი კვირის მანძილზე, რომელიც
შეიცავს რაფტინგს, სპელეოლოგიას, კანიონინგი, თევზაობას.
- Overland – მოგზაურობა სპეციალრად საცხოვრებლად აღჭურვილი მაღალი
გამავლობის ავტომობილებით. როგორც წესი ასეთი ტურები ტარდება თბილ
ჰავიან ქვეყნებში (აფრიკა, აზია, სამხრეთ ამერიკა), და ტურისტება
მოინახულებენ რამდენიმე ქვეყანას.
4. მოგზაურობები ბუნებრივ რეზერვაციებში. უნიკალური და ეგზოტიკური
ბუნებრივი ობიექტების მაღალი მიმზიდველობა. მაგალითად ლათინურ
ამერიკაში მოგზაური ტურისტების 48% აქვს მიზნად ამ რეზერვაციებში
მოგზაურობა. ეროვნული პარკების ხელმძღვანელობა ხშირად ეკოლოგიურ
ექსკურსიებს აქცევს ნამდვილ შოუდ. მაგალითად, აშშ-ში იელოსტოუნის
ეროვნულ პარკში მოგზაურობა გათვლილია წუთების მიხედვით და
დაკავშირებულია გეიზერების აქტივობის პერიოდებთან. ხშირად ბუნებრივი
ობიექტების ჩვენებისას გამოიყენება სინათლის და მუსიკალური ეფექტები,
თეატრალიზებული წარმოდგენები, რომლებიც უჩვენებენ სცენებს
აბორიგენების ცხოვრებიდან (მაგალითად მღვიმეებში. ეს სახეობა
განსაკუთრებულად განვითარებულია ავსტრალიაში, და მას ხშირად უწოდებენ
ეკოტურიზმის განვითარების ავტრალიულ მოდელს.

You might also like