Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი

ძალადობის გამეორების რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების


შესრულების მონიტორინგის ინსტრუქცია

შემაკავებელი ორდერის გამოცემის შემდეგ, აუცილებელია განხორციელდეს ორდერით


განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულებაზე მონიტორინგი.

მონიტორინგის წესები დამტკიცებულია შინაგან საქმეთა მინისტრის 2018 წლის 20 ივლისის 1/336
ბრძანებით (,,შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების
შესრულების მონიტორინგის ოქმებისა და ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“). აღნიშნული
ბრძანებით დამტკიცებულია, როგორც მონიტორინგის წესები, ასევე მონიტორინგის
განხორციელების დროს შესადგენი ოქმების ნიმუშები.

ვის აქვს უფლებამოსილება შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და


ვალდებულებების შესრულებაზე განახორციელოს მონიტორინგი?

ესენი არიან: შინაგან საქმეთა სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების შემდეგი


მოსამსახურეები:

 უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი;


 უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი;
 მართლწესრიგის უფროსი ოფიცერი;
 მართლწესრიგის ოფიცერი.

შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის დაწყების პროცედურა არის შემდეგი: როდესაც


პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომელი გამოსცემს შემაკავებელ ორდერს, შემაკავებელი
ორდერისა და შემაკავებელი ორდერის ოქმის ასლი დაუყოვნებლივ უნდა გაუგზავნოს შესაბამის
ტერიტორიულ ორგანოს, მსხვერპლის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ეტაპი II
ეტაპი I შემაკავებელი ორდერისა და
შემაკავებელი ორდერის ოქმის ეტაპი III
გაგზავნა მსხვერპლის
შემაკავებელი საცხოვრებელი ადგილის
ორდერის მიხედვით მონიტორინგი
გამოცემა
შესაბამისი ტერიტორიული
ორგანოსათვის

მას შემდეგ, რაც შესაბამისი ტერიტორიული ორგანო მიიღებს შემაკავებელ ორდერსა და


შემაკავებელი ორდერის ოქმს, უნდა დაგეგმოს და დაიწყოს მონიტორინგის პროცესი.

1
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
ძალადობის გამეორების რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

(მაგალითად, ოჯახში ძალადობის მსხვერპლი ცხოვრობს გლდანის „ა“ მიკრო რაიონში, 53-ე
კორპუსში. პატრულ-ინსპექტორმა გამოსცა შემაკავებელი ორდერი. ასეთ შემთხვევაში, ორდერი
და ორდერის ოქმი პატრულ-ინსპექტორმა უნდა გაუგზავნოს გლდანი-ნაძალადევის
სამმართველოს, პოლიციის პირველ განყოფილებას, ვინაიდან მსხვერპლი ცხოვრობს მათ
სამოქმედო ტერიტორიაზე. გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს, პოლიციის პირველი
განყოფილების უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი ან უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი,
ვალდებულია აღნიშნული დოკუმენტების მისვლისთანავე დაიწყოს მონიტორინგი).

როგორია შემაკავებელი ორდერის მონიტორინგის პროცედურა?

შემაკავებელი ორდერით განსაზღვრული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შესრულების


მონიტორინგი ხორციელდება მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაციის გზით. ხოლო,
კომუნიკაციის სიხშირე დამოკიდებულია ძალადობის გამეორების რისკების ხარისხზე.

მსხვერპლთან და მოძალადესთან კომუნიკაცია შეიძლება განხორციელდეს ორი გზით:


ტელეფონითა და პირადი შეხვედრის საშუალებით. მათი გამოყენების რიგითობასა და
თანმიმდევრობას განსაზღვრავს თავად პოლიციის თანამშრომელი ინდივიდუალური
შემთხვევიდან/საჭიროებიდან გამომდინარე.

მსხვერპლთან მოძალადესთან
კომუნიკაცია კომუნიკაცია

სატელეფონო კომუნიკაცია
(უნდა შეივსოს
სატელეფონო კომუნიკაცია მოძალადესთან
(უნდა შეივსოს მსხვერპლთან სატელეფონო გასაუბრების
სატელეფონო გასაუბრების ოქმი)
ოქმი)

კომუნიკაცია პირადი
შეხვედრის საშუალებით
კომუნიკაცია პირადი (უნდა შეივსოს
ვიზიტის საშუალებით მოძალადესთან შეხვედრისა
და გასაუბრების ოქმი)
(უნდა შეივსოს
მსხვერპლთან ვიზიტის
ოქმი)

2
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
ძალადობის გამეორების რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

 განმეორებითი ძალადობის დაბალი რისკის შემთხვევაში, ანუ როდესაც


შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებულ მხოლოდ ერთქულიან შეკითხვებზე
დაფიქსირდა დადებითი პასუხი, მსხვერპლთან კომუნიკაცია სავალდებულოა მინიმუმ 7
(შვიდ) დღეში ერთხელ;

 განმეორებითი ძალადობის საშუალო რისკის შემთხვევაში, ანუ როდესაც


შემაკავებელი ორდერის ოქმში არსებულ ერთ სამქულიან შეკითხვაზეც კი დაფიქსირდა
დადებითი პასუხი, მსხვერპლთან კომუნიკაცია სავალდებულოა მინიმუმ 5 (ხუთ) დღეში
ერთხელ;

 განმეორებითი ძალადობის მაღალი რისკის შემთხვევაში, ანუ როდესაც


შემაკავებელ ორდერში არსებულ ერთ ხუთქულიან შეკითხვაზეც კი დაფიქსირდა
დადებითი პასუხი, მსხვერპლთან კომუნიკაცია სავალდებულოა მინიმუმ 3 (სამ) დღეში
ერთხელ.

რა ფორმით ახორციელებს მონიტორინგს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე


მოსამსახურე?

როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, როდესაც სახეზეა განმეორებითი


ძალადობის დაბალი რისკი?

კონტაქტი მსხვერპლთან კონტაქტი მოძალადესთან

შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში, შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში,


მსხვერპლთან უნდა განახორციელოს სამი მინიმუმ ერთხელ უნდა განახორციელოს
სატელეფონო გასაუბრება (თითოეულ მოძალადესთან სატელეფონო ან პირადი
შემთხვევაში უნდა შეადგინოს მსხვერპლთან გასაუბრება, უნდა შეადგინოს შესაბამისი ოქმი და
სატელეფონო გასაუბრების ოქმი) და მსხვერპლის მოძალადეს განუმარტოს ორდერით დაკისრებული
საცხოვრებელ ადგილზე ერთი გეგმიური ვიზიტი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში
(ვიზიტისას უნდა შეადგინოს ძალადობის მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
მსხვერპლთან ვიზიტის ოქმი).

3
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
ძალადობის გამეორების რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, როდესაც სახეზეა განმეორებითი


ძალადობის საშუალო რისკი?

კონტაქტი მსხვერპლთან კონტაქტი მოძალადესთან

შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში,


მსხვერპლთან უნდა განახორციელოს ოთხი
სატელეფონო გასაუბრება (თითოეულ შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში,
შემთხვევაში უნდა შეადგინოს მსხვერპლთან მინიმუმ ერთხელ პირადად უნდა შეხვდეს
სატელეფონო გასაუბრების ოქმი) და მსხვერპლის მოძალადეს, უნდა შეადგინოს მოძალადესთან
საცხოვრებელ ადგილზე ერთი გეგმიური და შეხვედრისა და გასაუბრების ოქმი და
ერთი არაგეგმიური ვიზიტი (თითოეული განუმარტოს ორდერით დაკისრებული
ვიზიტისას უნდა შეადგინოს ძალადობის ვალდებულებების შეუსრულებლობის
მსხვერპლთან ვიზიტის ოქმი). შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.

როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი, როდესაც სახეზეა განმეორებითი


ძალადობის მაღალი რისკი?

კონტაქტი მსხვერპლთან კონტაქტი მოძალადესთან


შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში,
მსხვერპლთან უნდა განახორციელოს ხუთი
შემაკავებელი ორდერის მოქმედების ვადაში,
სატელეფონო გასაუბრება (თითოეულ
მინიმუმ ორჯერ პირადად უნდა შეხვდეს
შემთხვევაში უნდა შეადგინოს მსხვერპლთან
მოძალადეს, უნდა შეადგინოს მოძალადესთან
სატელეფონო გასაუბრების ოქმი) და მსხვერპლის
შეხვედრისა და გასაუბრების ოქმი და
საცხოვრებელ ადგილზე ორი გეგმიური და
განუმარტოს ორდერით დაკისრებული
არაგეგმიური ვიზიტი (თითოეული ვიზიტისას
ვალდებულებების შეუსრულებლობის
უნდა შეადგინოს ძალადობის მსხვერპლთან
შემთხვევაში მოსალოდნელი პასუხისმგებლობა.
ვიზიტის ოქმი).

4
შსს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტი
ძალადობის გამეორების რისკების შეფასების ახალი ინსტრუმენტი

როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე დაკავებულია


ან დაპატიმრებულია?

იმ შემთხვევაში, როდესაც მოძალადე დაკავებულია, აღკვეთის ღონისძიების სახით


შეფარდებული აქვს პატიმრობა ან სასჯელის სახით მის მიმართ გამოყენებულია
თავისუფლების აღკვეთა, ორდერის მოქმედების ვადის განმავლობაში, მსხვერპლთან
უნდა განხორციელდეს მხოლოდ ორი სატელეფონო გასაუბრება, მიუხედავად იმისა,
როგორია რისკის დონე - დაბალი, საშუალო თუ მაღალი.

როგორ უნდა მოიქცეს პოლიციელი იმ შემთხვევაში, როდესაც მსხვერპლი


გადაყვანილია თავშესაფარში?

იმ შემთხვევაში, თუ მსხვერპლი გადაყვანილია თავშესაფარში, მისი თავშესაფარში


ყოფნის დროს:

 მსხვერპლთან უნდა განხორციელდეს მხოლოდ ორი სატელეფონო გასაუბრება,


მიუხედავად იმისა, როგორია რისკის დონე - დაბალი, საშუალო თუ მაღალი.

 მოძალადეს მინიმუმ ერთხელ უნდა შეხვდეს პირადად, უნდა შეადგინოს


მოძალადესთან შეხვედრისა და გასაუბრების ოქმი და განუმარტოს ორდერით
დაკისრებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოსალოდნელი
პასუხისმგებლობა.

ყურადღება!

პოლიციის თანამშრომელი მსხვერპლთან და მოძალადესთან სატელეფონო და პირად


კომუნიკაციას გეგმავს ინდივიდუალურად, რომელთა თანმიმდევრობასა და რიგითობას
განსაზღვრავს თვითონ, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე.

You might also like