ლექცია 6

You might also like

Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

ლექცია 6.

ფირმის აქტივები და მათი დაფინანსების წყაროები


აქტივი - ესაა ქონება, რომლის საკუთარი შეხედულებისამებრ განკარგვა შეუძლია ფირმას
სარგებლის (მოგების) მისაღებად. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, აქტივი ესაა სამეურნეო
დანიშნულების სიმდიდრის ელემენტი, რომელიც ეკონომიკურ საქმიანობაში შეიძლება
გამოყენებულ იქნას როგორც მოგების მიღების წყარო. (მაგ. უძრავი-მოძრავი ქონება, ფასიანი
ქაღალდი, მატერიალური ფასეულობები. ანუ ყველაფერი ის, რისი საშუალებითაც ფირმა ეწევა
სამეურნეო საქმიანობას მოგების მისაღებად)

აქტივის მახასიათებელი 2 თვისება:

1. ის უნდა იმყოფებოდეს ფირმის საკუთრებაში ან განკარგვაში


2. მას უნდა ჰქონდეს ფულადი გამოხატულება

აქტივის 2 ძირითადი კატეგორია შედგება:

1. საკუთარი კაპიტალი (წმინდა აქტივები) (მაგ. სადამფუძნებლო კაპიტალი, დამატებითი


კაპიტალი, სამეურნეო საქმიანობის პროცესში მიღებული ნებისმიერი შემოსავალი)
2. ვალდებულებები ( პირობითად დავარქვათ ,,არაწმინდა აქტივი’’)(მაგ: ხელფასი,
გადასახდელი გადასახადი)

აქტივები (ფირმის მთლიანი აქტივები)

საკუთარი კაპიტალი (წმინდა აქტივი) ვალდებულებები

აქტივების კლასიფიკაცია შეიძლება ფუნქციური დანიშნულების მიხედვით:

აქტივები (ფირმის მთლიანი აქტივები)

მატერიალური აქტივი არამატერიალური აქტივი ფინანსური აქტივი

მატერიალური აქტივი - აქტივის ის ნაწილი, რომელსაც აქვს მატერიალური ფორმა

არამატერიალური აქტივი - აქტივი, რომელსაც არა აქვს ფიზიკური ფორმა

ფინანსური აქტივი - ფინანსური რესურსების ერთობლიობა

ფირმის აქტივების დაყოფა შემდეგ მნიშვნელოვან კატეგორიებად:

1. ძირითადი კაპიტალი (ბრუნვისგარეშე, არასაბრუნავი კაპიტალი) - კაპიტალი, რომელიც


გამოიყენება წარმოებაში, მაგრამ ამ პროცესში არ ტრანსფორმირდება საქონლად ( არ
იცვლის თავის ნივთობრივ ფორმას, არ ბრუნავს საწარმოო ციკლში პროდუქციასთან
ერთად, გრძელვადიან პერიოდში ძირითადი კაპიტალი გამოიყენება პროდუქციის
გამოსაშვებად. მაგ: შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები, ინსტრუმენტები, ინვენტარი);
2. საბრუნავი კაპიტალი ( მიმდინარე კაპიტალი)- კაპიტალი, რომელც წარმოების პროცესში
იცვლის ფიზიკურ თუ ქიმიურ ფორმას და ტრანსფორმირდება პროდუქციაში;
3. მიმოქცევის კაპიტალი - კაპიტალი, რომელიც მიმოქცევაშია ( გულისხმობს ფულის
გადაქცევას საქონლად ან პირიქით. მაგ: მზა პროდუქცია, ფულადი საშუალებები).

ძირითადი კაპიტალის ჯგუფები:

1. ძირითადი საშუალებების ჯგუფი (შენობა-ნაგებობები, მანქანა-დანადგარები,


მოწყობილობები, ტრანსპორტი, საოფისე ინვენტარი, ინსტრუმენტები, ავეჯი, მიწა)
2. არამატერიალური აქტივების ჯგუფი (კომპიუტერული პროგრამები, პატენტები)
3. გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებების ჯგუფი

ძირითადი საშუალებების ჯგუფში შემავალი საშუალებები შეგვიძლია დავყოთ:

1. აქტიურ და პასიურ საშუალებებად

აქტიურია ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ წარმოების


პროცესში. ხოლო პასიურია ის ძირითადი საშუალებები, რომლებიც გამოიყენება წარმოების
პროცესის პირობების უზრუნველსაყოფად.

2. ცვეთად და უცვეთ საშუალებებად

ცვეთადია ის ძირითადი საშუალებები, რომლებსაც აქვთ შეზღუდული საექსპლუატაციო ვადა,


ხოლო უცვეთი - რომლებსაც ასეთი ვადა არ გააჩნიათ.

ცვეთა - კაპიტალის თანდათანობითი გაუფასურების პროცესი ( დროთა განმავლობაში


უსარგებლო ხდება)

ამორტიზაცია - ძირიტადი კაპიტალის ღირებულების პროდუქციის თვითღირებულებაში


(ფასში) ასახვა ცვეთის ასანაზღაურებლად ( კაპიტალის აღსადგენად)

ცვეთის დადგენის მეთოდები:

1. კაპიტალის ღირებულების წრფივი (თანაბარზომიერი) ჩამოწერის მეთოდი

ფორმულა:

ცვეთის წლიური თანხა = (პირვანდელ ღირებულებას - სალიკვიდაციო ღირებულება) /


ექსპლუატაციის ვადა
მაგალითი: დაზგის პირვანდელი ღირებულება იყო 1000 ლარი. მისი საექპლუატაციო ვადა
10 წელი. ხოლო დღევანდელი სალიკვიდაციო ღირებულება 500 ლარს შეადგენს.
გამოვთვალოთ ცვეთის წლიური თანხა:

(1000 – 500) / 5 = 100 ლ

2. კაპიტალის ღირებულების შესრულებული სამუშაოს მოცულობის პროპორციულად


ჩამოწერის მეთოდი
3. კაპიტალის ღირებულების ჩამოწერის დაჩქარებული მეთოდი - ეს ფირმებს კომპანიებს
ხელს აძლევს რომ მათი განვითარების ამა თუ იმ ეტაპზე მიიღონ უფრო მეტი მოგება ანუ
ერთობლივი შემოსავლიდან მათ უფრო მეტი საამორტიზაციო დანახარჯების
გამოქვითვის შედეგად დარჩებათ მოგება.

არამატერიალური აქტივების ჯგუფი:

 სავაჭრო მარკა
 ნიუ-ჰაუ
 ფრანჩიზი
 კონცესია
 საავტორო უფლება
 გუდვილი

გრძელვადიანი ფინანსური დაბანდებების ჯგუფი:

 ფირმის წილობრივი მონაწილეობა სხვა ფირმის საწესდებო კაპიტალში


 ობლიგაციებში გრძელვადანი დაბანდებები
 ფირმის მიერ გაცემული გრძელვადიანი სესხები
 ფირმის ინვესტიციები შვილობილ კომპანიებში
 ლიზინგის უფლებით ქონების იჯარით აღება

საბრუნავი კაპიტალი

 საწარმოო მარაგების ჯგუფი (ნედლეული, მასალა, საწვავი)


 საკუთარი წარმოების დაუმთავრებელი ნაკეთობა და ნახევარფაბრიკატები
 მომავალი პერიოდის ხარჯები (ხარჯები ახალი პროდუქციის ათვისებაზე, ახალი
ტექნოლოგიის შემუშავებაზე)

მიმოქცევის კაპიტალი

 მზა პროდუქცია, დამკვეთისათვის გადაცემული პროდუქცია, ფული ანგარიშზე

ფინანსური აქტივი - ნებისმიერი აქტივი ფულადი სახსრების სახით.(მაგ: დებიტორული


ვალდებულებები, ფული საბანკო ანგარიშზე, ფირმის მიერ შეძენილი ობლიგაციები და აქციები)

ფული - ფინანსური აქტივების ნაწილი


საბრუნავი საშუალებები - ფირმის ყველა ის საშუალება, რომელიც გარდაიქმნება საქონლად

საბრუნავი კაპიტალი + ფული = საბრუნავი საშუალებები

საბრუნავი საშუალებების ფორმები:

 საკუთარი (ფირმის საკუთრებაში მყოფი საშუალებები)


 ნასესხები (მაგ: ბანკის სესხი, კრედიტორული დავალიანებები)

აქტივების ფორმირების (შეძენის) წყაროები:

 საკუთარი ფინანსური წყაროები (საწესდებო კაპიტალი, სარეზერვო კაპიტალი, მოგება, ..)


 მოზიდული სახსრები (კრედიტი, აქცია-ობლიგაციების გამოშვება, სუბსიდია,...)

საწესდებო კაპიტალი - თანხა, რომელიც თავდაპირველად, წესდების შესაბამისად შემოიტანეს


ფირმის დამფუძნებლებმა ფირმის ორგანიზაციისათვის.

სარეზერვო კაპიტალი - თანხა, რომელიც ფირმაში განკუთვნილია სხვადასხვა


გაუთვალისწინებელი, დაუგეგმავი ხარჯების დასაფარავად.

მოგება - თანხა, რომელიც რჩება ფირმას ერთობლივი შემოსავლებიდან ხარჯის გამოკლებით.

ექსპლუატაციის ვადა - რამდენი წლით არის ვარგისი ესა თუ ის აქტივი

You might also like