Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

„არსებობს მოსაზრება, რომ ქსენოფობია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას“

ქსენოფობია არის რაიმე უცხოს ან უჩვეულოს მიმართ შიში. ეს ტერმინი ხშირად


უცხოელთა ან განსხვავებულ ადამიანთა მიმართ, შიშის ან სიძულვილის მინიშნებად
გამოიყენება. ქსენოფობია არ არის ადამიანების მიერ გაცნობიერებული აქტი, ის
გრძნობებზეა დამყარებული. სხვაა, როდესაც უცხოელების მიმართ სიძულვილი
ორგანიზებულ ფორმას იძენს, როგორც ეს ქართველი ერის შემთხვევაში მოხდა.
რომელსაც რუსი ერი სძულს და ამ სიძულვილის ფონზე აკნინებს საქართველოში
ჩამოსულ რუს ხალხს. თუ ვიყტვით რომ განვითარებულ ქვეყნებშიც აღმოფხვრილია
ქსენოფობია, სიცრუე იქნება რადგან სულ რაღაც ორი წლის წინ ჩვენ ვნახეთ ჯორჯ
ფლოიდის სიკვდილი.

არსებობს მოსაზრება, რომ ქსენოფობია ხელს უშლის ქვეყნის განვითარებას. მე


საზოგადოების იმ ნაწილს ვეკუთვნი რომელიც მოცემულ დებულებას ეთანხმება.
ქსენოფობია თითქმის ყველა ეპოქაში იჩენდა თავს. მაგალითად შეგვიძლია გავიხსენოთ:
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, ნაცისტური ხელისუფლების მიერ
განხორციელებული გენოციდი ებრაელებისა და ჰომოსექსუალების მიმართ, რომელსაც
6 მილიონი ებრაელის სიცოცხლე შეეწირა. ქსენოფობია საქართველოში მძაფრად
გამოვლინდა 21 საუკუნის დადგომიდანვე, როდესაც დაიწყო გლობალიზაციის
პროცესი. ვიცით, რომ გლობალიზაციას მოჰყვა ქვეყნებში მიმოსვლა და საქართველოშიც
არაერთი უცხოელი ფერადკანიანი ჩამოვიდა. თუმცა ქართველები იმის მიუხედვად რომ
სტუმართმოყვარე ერია, დღემდე გამოირჩევიან ქსენოფობიური განცხადებებით. ერთ-
ერთი ასეთია ორგანიზაცია „ქართული მარში“. იყო შემთხვევებიც როდესაც
ქართველები საზოგადოებრივ ტრანსპორტში არ უშვებდნენ ფერადკანიანებს, მაგრამ
ვფიქრობ, რომ ეს პრობლემა ქართველებში ნაწილობრივ აღმოფხვრილია. ადამიანი
ჰუმანური ან არის ან არა, ჰუმანური ადამიანისთვის არ აქვს მნიშვნელობა რასას,
ეროვნებას, თუ რელიგიას. მას განურჩევლად უყვარს დანარჩენი ადამიანები.
აღნიშნულს კარგად ასახავს ვაჟა-ფშაველა რომელიც მტერშიც კი მოყვარეს ხედავდა.
„სტუმარ-მასპინძელში“ ის წერს: „ვაჟკაცობისას ამბობენ ერთურთის დანდობისასა
სტუმარ-მასპინძლის წესზედა ცნობის და დაძმობისასა“. დღესდღეობით ქართველები
ქსენოფობიით არიან შეპყრობილნი ლგბტ თემის მიმართ. ყველა ადამიანი ღმერთმა
შექმნა ხატად თვისა, და პატივი უნდა ვცეთ ერთმანეთს, მიუხედავად ისინი არიან თუ
არა ლგბტს წარმომადგენელნი. შეიძლება არ მოგწონდეს ისინი მაგრამ მათი უფლებების
ხელყოფა და დაკნინება, ისე როგორც ამას ქართველი ერი აკეთებს არასწორია. ვფიქრობ
რომ ლგბტ ხალხისგან გამაღიზიანებელი ქმედებები კიდევ უფრო აღიზიანებს ჰომოფობ
ერს. მიუხედავად ამისა მე ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. მაგრამ იმ ქალაქში სადაც
ქრისტესათვის 100000 წამებული გვყავს 13 ნოემბერს ქრისტესათვის, სადაც ისეთი
ადამიანები დადიოდნენ როგორიცაა თამარ მეფე, დავით აღმაშენებელი, ჩემთვის
მიუღებელია ლგბტ აღლუმების გამართვა.
იმისათვის, რომ აღნიშნული პრობლემის წინაშე მყოფი ქვეყნების რიცხვი
მინიმუმამდე დავიდეს. ხალხი უნდა გახდეს უფრო ჰუმანური და ისწავლონ
ერთმანეთის პატივისცემა მიუხედავად ყველანაირი გარემოებისა. ქსენოფობია ფეხს ვერ
მოიკიდებს თავისუფალ და განათლებულ საზოგადოებაში. სწორი ცოდნა კი თავად
აღმოფხვრის ამ პრობლემას.

ჩემი აზრით, ქსენოფობია ერთ-ერთი დიდი პრობლემაა რომლის წინაშეც მრავალი


ქვეყანა დგას, და ვფიქრობ, რომ ქსენოფობია ხელს უშლის ქვეყნების წინსვლას.

You might also like