Simple Sentence Structure

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

მარტივი წინადადების სტრუქტურა (Simple Sentence Structure)

ინგლისურ ენაში მარტივი წინადადება შედგება უშუალოდ ორი


წევრისგან, ქვემდებარისა და შემასმენლისაგან და გამოხატავს
დასრულებულ აზრს.
მაგალითად: I love. - მე მიყვარს. (გაუვრცობელი წინადადება, გავიგეთ
რომ მე მიყვარს , მაგრამ არ ვიცით ვინ ან რა გვიყვარს, თუმცა გვაქვს
დასრულებული აზრი, მივიღეთ მარტივი წინადადება).

1) მარტივი გაუვრცობელი წინადადების , მთავარი ფორმულა:


S V (subject) - სუბიექტი და V (verb) - ზმნა.
I love. I - სუბიექტი love - ზმნა, მარტივი წინადადება რომ შვადგინოთ
აუცილებლად უნდა გვქონდეს წინადადების 2 წევრი - ამ შემთვევაში
სუბიექტი და ზმნა.
She reads. - ის კითხულობს. I know. - მე ვიცი.
ჩვენ შეგვიძლია ეს წინადადებები განვავრცოთ , შგვიძლია დავამატოთ
თუ რა გვიყვარს ან რას ვკითხულობთ, რა ვიცით.

2) მარტივი გავრცობილი წინადაების მთავარი ფორმულა:


SVO (object) - ობიექტი,(სუბიექტი-ზმნა-ობიექტი)

I (სუბიექტი) love (ზმნა) dancing (ობიექტი) . მე მიყვარს ცეკვა.


She (სუბიექტი) reads (ზმნა) a book (ობიექტი). ის კითხულობს წიგნს.
I (სუბიექტი) know (ზმნა) French (ობიექტი). მე ვიცი ფრანგული.

თუ მარტივ წინადადებას დავუმატებთ ნებისმიერი სახის (პირდაპირი


დამატება და ირიბი დამატება) დამატებას გავიგებთ იმას თუ რაზეა
საუბარი, ანუ გვექნება დამატებითი ინფორმაცია.

პირდაპირი დამატება წინადადების ის წევრია, რომელსაც ქვემდებარის


მოქმედება პირდაპირ ეხება. იგი მოგვიგებს კითხვებზე: ვინ? და რა?
მაგ. I am reading a book. - მე ვკითხულობ წიგნს.
What am I reading? - რას ვკითხულობ მე ?
She saw a good film yesterday. - მან გუშინ კარგი ფილმი ნახა.
What did she see? რა ნახა მან?
ირიბი დამატება წინადადების ის წევრია, რომელსაც მოქმედება
პირდაპირ არ ეხება:

I sent him a letter. მე წერილი გავუგზავნე მას.


She gave us an interesting book. მან ჩვენ საინტერესო წიგნი მოგვცა.

შენიშვნა: ირიბი დამატება არ შეიძლება ვიხმაროთ პირდაპირი


დამატების გარეშე, რადგანაც ირიბი დამატება გარდამავალი1 ზმნის
დამატებაა და ითხოვს პირდაპირ დამატებას : She sent him a letter. მან
გაუგზავნა მას წერილი (ირიბი) (პირდაპირი).

წინადადების აგების სქემა :


სუბიექტი- ზმნა- ობიექტი, შემდგომ შეგვიძლია დავამატოთ
განსაზღვრება ან გარემოება და ა.შ წინადადეის სხვა წევრები.
მაგალითად : I read a book. წინადადებიდან გასაგებია რომ მე
ვკითხულობ წიგნს, მაგრამ :I read an interesting book. აქედან უკვე ვიცი
რომ მე საინტერესო წიგნს ვკითხულობ , აქ an interesting არის
განსაზღვრება, და მეუბნება თუ როგორ წიგნს ვკითხულობ.
განსაზღვრება მოგვიგებს კითხვებზე: როგორი? ვისი? რომელი? რამდენი?
განსაზღვრება მაძლევს დამატებით ინფორმაციას და მეხმარეა აზრის
გამყარებაში, უფრო ნათელი ხდება თუ რაზეა წინადადებაში საუბარი.

გარემოება წინადადების ის წევრია რომელიც აღნიშნავს ზმნით


გამოხატული მოქმედების ადგილს, დროს, მიზანს, მიზეზს, ვითრებას და
ა.შ.
მაგ. I lived in batumi. მე ვცხოვრობდი ბათუმში.
(სად? ბათუმში - ადგილის გარემოება)
He will come to see me tomorrow. ის ხვალ მოვა ჩემთან.
(როდის? ხვალ -დროის გარემოება)
I have come to help you. მე თქვენს დასახმარებლად მოვედი.
(რატომ? დასახმარებლად- მიზეზის გარემოება).

1
გარდამავალია ზმნა, რომელსაც პირდაპირი დამატება ეწყობა I sawhim in the street.ე ის ქუჩაში ვნახე.
გარემოების ადგილი წინადადებაში

ადგილის გარემოება ჩვეულებრივ თავსდება შემასმენლის2 ან პირდაპირი


დამატების შემდეგ.
მაგ. I saw him there yesterday. მე ვნახე ის გუშინ. (როდის?)
ვითარების გარემოება ასევე თავსდება შემასმენლის ან პირდაპირი
დამატების შემდეგ. They speak English well. ისინი ინგლისურად კარგად
(როგორ? ვითარება) ლაპარაკობენ.
განსაზღვრული დროის გარემოება ჩვეულებრივ თავსდება წინადადების
ბოლოს ან თავში(ქვემდებარის წინ) :
We shall have our English lesson tomorrow. ჩვენ გვექნება ინგლისურის
გაკვეთილი ხვალ. (როდის? _ დრო)
Tomorrow we shall have our English lesson. და , ხვალ ჩვენ გვექნება
ინგლისურის გაკვეთილი.

სიტყვის თანმიმდევრობა ინგლისურსა და ქართულში (სხვაობა)

Tom loves Ann.(SVO) სიტყვათა წყობა - ინგლისურში არის ფიქსირებული,


Ann loves Tom.(SVO) ის რაც ზმნის წინ დგას ყოველთვის არის სუბიექტი,
ზმნას მოსდევს ობიექტი, ანუ თავში სუბიექტია , ბოლოში ობიექტი ,
წყობა უცვლელია, ეხლა შევხედოტ ქართულ თარგმანს :

Tom loves Ann (SVO) - ტომს უყვარს ანა (SVO)


Ann loves Tom (SVO) - ანას უყვარს ტომს (OVS)

ქართულში მეორე ვარიანტში სუბიექტი შეცვალა ობიექტმა, ხოლო


ინგლისურში იგივე დარჩა, შენარჩუნებულ იქნა (SVO) - ფორმულა, ეს
გვეუბნება იმას რომ ქართულში- სიტყვათა წყობა არის თავისუფალი.

პ.ს ინგლისურში , სუბიექტი(S) და ობიექტი(O) ყოველთვის ერთნაირ


კითხვას პასუხობს, ვინ? რა? რატომ?... უბრალოდ სუბიექტი ყოველთვის
ზმნის წინაა ობიექტი კი ზმნის შემდეგ.

2
შემასმენელი გამოხატავს ქვემდებარის მოქმედებას ან მდგომარეობას.

You might also like