Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 5

არის თუ არა საქართველო ევროპა?

ევრაზია არის ფიზიკურად ერთიანი კონტინენტი. ის ევროპად და აზიად მხოლოდ და


მხოლოდ ცივილიზაციური, კულტურული, ისტორიული, რასობრივი და პოლიტიკური
ნიშნითაა გაყოფილი. აქ ისმის კითხვა: რა არის ევროპა და რა შემთხვევაში ითვლება
ერი ევროპულად და რა შემთხვევაში ითვლება ერი აზიურად?
ევროპული არის ერი, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგი მონაცემებიდან ყველას:

1. ერის პოპულაციის უდიდესი ნაწილი უძველესი დროიდან უნდა მიეკუთვნებოდეს


დიდ კავკასოიდურ რასას.

მაგრამ მხოლოდ ეს არაა საკმარისი იმისთვის, რომ იწოდებოდეს ერი ევროპულად,


ვინაიდან დღესდღეობით ჩვენ ვიცით, რომ კავკასოიდური რასის ერები გახლავთ
როგორც არაბები, ასევე ებრაელები და შუა აზიელი თურანიდები, მაგრამ ისინი არ
იწოდებიან ევროპულ ერებად. რატომ? ამაზე პასუხი არის ქვემოთ ჩამოთვლილ
კრიტერიუმებში.

2. ერი უნდა იყოს ქრისტიანული კულტურის, არა მხოლოდ ახლად გაქრისტიანებული,


არამედ ისტორიულად.

3. იმისთვის რომ ერი იწოდებოდეს ევროპულად, მას უნდა ჰქონდეს ისტორიული


კავშირი და საერთო ისტორია რომის იმპერიასთან. ამ კონკრეტული ერის
განსახლების ტერიტორიის ან სახელმწიფოს ნაწილი უნდა იყოს ისტორიის
რომელიმე მონაკვეთში მაინც რომის იმპერიის შემადგენელი ნაწილი.

4. უნდა ჰქონდეს საერთო ისტორია ბერძნულ, ელინურ სამყაროსთან და უნდა


გააჩნდეს ბერძნული კულტურის გარკვეული გავლენები (დემოკრატია, მითოლოგია,
ბერძენთა დაარსებული ქალაქები და ა.შ.).

5. ამ ერის ენა უნდა მიეკუთვნებოდეს ინდო-ევროპულ ან იბერო-კავკასიურ ენათა


ოჯახებს.

საქართველო და ქართველი ერი აკმაყოფილებს ამ კრიტერიუმებიდან


აბსოლუტურად ყველა ჩამოთვლილს, ამიტომ კამათი იმაზე, არის თუ არა
საქართველო ევროპული ერი, მეცნიერული თვალსაზრისით უნდა შეწყდეს. მით
უმეტეს, რომ ეს საკითხი უკვე განხილული და ამოწურულია მსოფლიოს უმაღლეს
პოლიტიკურ ეშელონებშიც კი, ვინაიდან ჩრდილო-ატლანტიკური ხელშეკრულების
ორგანიზაციაში საქართველოს წევრობა გადაწყდა 2008 წელს. ან ორგანიზაციის
წესდებით კი მკაცრადაა განსაზღვრული, რომ ქვეყანა ვერ გახდება მისი წევრი, თუკი
ამ ქვეყნის ტერიტორია არ მდებარეობს გეოგრაფიულად ჩრდილოეთ ამერიკის ან
ევროპის კონტინენტზე.
ტერმინი „საქართველო“

ქართულ საისტორიო წყაროებში პირველად VIII საუკუნეში ქართლის ცხოვრებაში


ჯუანშერთან დასტურდება. მომდევნო 200 წლის განმავლობაში ეს ტერმინი განიცდიდა
ცვლილებებს, ვიდრე 1008 წელს არ გახდა ბაგრატ III-ის პოლიტიკურ გაერთიანებაში
შემავალ ტერიტორიებზე (ქართლი, იბერია და აფხაზეთის სამეფო) მცხოვრები ხალხის
სამშობლოს თვითდასახელება. თუმცა, იგი ოფიციალურად საყოველთაო ხმარებაში
ადრეულ XIII საუკუნემდე არ შემოსულა.

სახელი - საქართველოს ცენტრალური რეგიონი ქართლისაგან - კლასიკური და ბიზანტიური


წყაროებით - იბერია.
დასავლურ ქვეყნებში - „გეორგია“, მიწადმოქმედების მხარე. შუა საუკუნეებიდან
დაკავშირებულია წმინდა გიორგისთან, ჯვაროსნული ომების დროს.
სლავურ საზოგადოებაში - „გრუზია“. Гроздно – гроздь винограда.
ქართველების უძველესი სპარსულ განსაზღვრებაა vrkan/gurgan-, გურჯი. გურჯისტან -
„მგლების ქვეყანა“.

საქართველოს დროშაზე

მოცემული გამოსახულება, ვერცხლის


(თეთრ) ფონზე ერთი სწორკუთხა ჯვარი,
კუთხეებში ოთხი მცირე ჯვრით —
ზოგადქრისტიანული სიმბოლოა, რომელიც
მაცხოვარსა და ოთხ მახარობელს
განასახიერებს. ეს ზოგადქრისტიანული
სიმბოლო, როგორც ჰერალდიკური ნიშანი,
პირველად 1099 წელს ჯვაროსან გოდფრუა
ბუიონელის გერბზე დაფიქსირდა, ვინაიდან
ამ პიროვნებამ მაცხოვრის საფლავის მცველის ტიტული მიიღო. ამ პერიოდიდან ეს
ჰერალდიკური ნიშანი მაცხოვრის საფლავს და ამავე დროს ქრისტიანობის ცენტრს,
იერუსალიმს განასახიერებს. იგი სამი სახელწოდებით არის ცნობილი: გოდფრუა ბუიონელის
გერბი, იერუსალიმის გერბი და წმინდა ნიშანი. ვერცხლი (თეთრი) ჰერალდიკურად
უმანკოებას, უბიწობას, სიწმინდეს, სიბრძნეს აღნიშნავს, ხოლო წითელი — სიმამაცეს,
ვაჟკაცობას, სამართლიანობას და სიყვარულს.
ეს დროშა საქართველოს ტერიტორიის აღმნიშვნელად დაფიქსირდა ანჯელინო დულჩერის
პორტულანზე (1339წ.) და ფრანჩესკო და დომენიკო პიციგანების პორტულანზე (1367წ).
ადრეული საქართველოს დროშები სხვადასხვაგვარი იყო. ცალ-ცალკე არსებობდა
სახელმწიფო დროშა, საეკლესიო, ლაშქრის. სახელმწიფო დროშას სამეფო დროშა
ეწოდებოდა (სხვაგვარად სეფე-დროშა). XI-XVI საუკუნეების ქართული საისტორიო წყაროები
ქართულ სახელმწიფო დროშას იხსენიებენ, როგორც „გორგასლიან და დავითიანს“. იგი იყო
ერთიანი საქართველოს სიმბოლო. ეს დროშა ვახტანგ გორგასლის დროიდან უნდა
მოდიოდეს და თეთრი ფერისა უნდა ყოფილიყო, მიმაგრებული წითელ ჯვრიან.
არსებობს სხვა ცნობაც, რომლის მიხედვითაც საქართველოს სახელმწიფო დროშაზე წმიდა
გიორგის გამოსახულება იყო აღბეჭდილი. ამ ცნობას იძლევა შუა საუკუნეების პოლონელი
მოგზაური კოტოვიჩი, რომელსაც უნახავს იერუსალიმში სალოცავად მოსული ქართველები,
ქართული სახელმწიფო დროშით. გადმოცემით, „გორგასლიანი და დავითიანი“ დროშა მე-19
საუკუნემდე არსებობდა და იგი ქუთაისის სამეფო ზარადხანაში ინახებოდა. მე-19 საუკუნის
დასაწყისში კი ახალციხის ბრძოლის დროს იგი თურქებს გაუტაციათ.
XIII-XIV საუკუნეებში თეთრი ალმის გვერდით ჩნდება შავიც, მასზე თეთრი ტოლმკლავიანი
ჯვრით. ფიქრობენ, რომ იგი დავით ნარინმა შემოიღო დასავლეთ საქართველოში
დამკვიდრების შემდეგ. XV საუკუნეში საქართველოს სამეფო-სამთავროებად დაშლის
პერიოდიდან დროშათა ნაირსახეობაც გამრავლდა. ქართლის სამეფო დროშა მოწითალო
შინდისფერი გახდა. დასავლეთ საქართველოში კი დამკვიდრდა თეთრი დროშა.

ძველი ქართული (იბერიული) დროშა


გორგასლის მმართველობის დროს V ს.

დავით IV აღმაშენებლის
დროშა
თამარ მეფის
დროშა

ერთიანი საქართველოს სამეფო


დროშა, XIV-XV სს.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშა


დატვირთულია სიმბოლიზმით. შინდისფერი ქსოვილი აღნიშნავდა
ქართული მიწის დიდებულ ისტორიას, რომელიც თავისი არსებობის
მანძილზე მორწყული იყო ბრძოლის ველზე დაღვრილი სისხლით, შავი
და თეთრი ზოლები ქვეყნის ერთობის სიმბოლოს წარმოადგენდა.
იაკობ ნიკოლაძეს იგი შემთხვევით არ ჰქონდა არჩეული. პარიზში ყოფნის დროს, 1899-1901
წლებსა და 1904-1910 წლებში, მას შეეძლო საფრანგეთის ეროვნულ ბიბლიოთეკაში
გაცნობოდა ძველებურ წიგნს დროშების შესახებ (1375). მასში წარმოდგენილი ქართული
დროშა შავ ქსოვილზე ხუთი თეთრი ჯვრით, იგი ეკუთვნოდა გიორგი V ბრწყინვალის ეპოქას.

დროშა 1921 წლის 20 მაისს საქართველოს რევკომმა სამფეროვანი დროშა და გერბი №36
დეკრეტით გააუქმა. ის მხოლოდ 1990 წლის 14 ნოემბერს აღადგინეს საქართველოს
რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.
საქართველოს გერბი

სახელმწიფო გერბი წარმოადგენს


ჰერალდიკურ ფარს, რომლის
მეწამულ ველზე გამოსახულია
ოქროს ჯვრის ბუნიანი ვერცხლის
შუბოსანი, ვერცხლის გველეშაპის
განმგმირავი, ვერცხლის ცხენზე
ამხედრებული, ოქროს
შარავანდედიანი ვერცხლის
მხედარი – წმინდა გიორგი. ფარი დაგვირგვინებულია ივერიული
(ქართული) გვირგვინით. ფარის მტვირთველი ორი ოქროს ლომი ვაზის სტილიზებული
ორნამენტის საფუძველზე დგას. საფუძველზე გადმოფენილია ვერცხლ-მეწამული სადევიზე
ბაფთა (ავერსი – ვერცხლი, რევერსი – მეწამული). ბაფთის ვერცხლის ველზე სევადისფერი
ქართული მხედრული ანბანით წარწერილია დევიზი: „ძალა ერთობაშია“. ბაფთაზე,
სადევიზე წარწერის თავსა და ბოლოში, გამოსახულია მეწამული ჰერალდიკური ჯვრები.
გერბი დამტკიცებულია 2004 წლის 1 ოქტომბერს. სახელმწიფო გერბის ავტორია მხატვარი,
ჰერალდიკოსი მამუკა გონგაძე, ხოლო დევიზისა – ვალერი ბახტაძე და თამაზ ნანიტაშვილი.
თავდაპირველი, საკონკურსო ვერსიით, გერბი იმეორებდა ბაგრატიონთა საგვარეულო
გერბის კონცეფციას და გამომსახველობას, თუმცა მრავალი განხილვის შემდეგ, გერბის
ძირითადმა ნაწილმა მიიღო შედარებით მარტივი კომპოზიცია: წმინდა გიორგის
ვერცხლიფერი გამოსახულება მეწამულ ფარზე. 2004-2005 წწ. ბრიტანეთის ჰერალდიკოსთა
კოლეჯის რეკომენდაციებით მოხდა გერბის დახვეწა და ჩამოყალიბდა საბოლოო,
დღევანდელი სახით.

ბაგრატიონები
ვინ იყვნენ ბაგრატიონები წარმოშობით?
– საისტორიო წყაროების ყოველმხრივი შესწავლის
შედეგად უცილობლად ირკვევა, რომ ბაგრატიონთა
გვარეულობა ქართული წარმოშობისა იყო. რაც
შეეხება სომხეთის ბაგრატიონებს, ისინი
წარმოადგენდნენ ქართველ ბაგრატიონთა
გვარეულობის განშტოებას… საისტორიო წყაროების
ჩვენებათა მიხედვით ირკვევა, რომ ქართველი
ბაგრატიონები, ვიდრე ისინი გახდებოდნენ ქართლის
(იბერიის) ერის მთავარნი და შემდეგ ქართლის
(იბერიის) მეფენი, უფრო ადრე ყოფილან მთავრები
მესხეთის მხარეთა… ყველა არსებული მასალა, რომელიც მოიპოვება ქართველ
ბაგრატიონთა შესახებ, თანხმობით უჩვენებს, რომ ძირითადი სამფლობელო ქართველ
ბაგრატიონთა არის მესხეთის პროვინციები – კლარჯეთი – ჯავახეთი – სამცხე. ცენტრი
ბაგრატიონების ძირითადი საგვარეულო სამფლობელოსი იყო კლარჯეთი, კლარჯეთი
ყოფილა რეზიდენცია ბაგრატიონთა გვარეულობის მფლობელ მთავართა; ამის გამო ამ
სამფლობელოს ,,კლარჯეთის სახლი” რქმევია… საისტორიო წყაროებიდან ირკვევა ამავე
დროს მეტად საყურადღებო ფაქტი: ბაგრატიონთა გვარეულობა იყო განშტოება ძველ-
ქართული ფარნავაზიანთა დინასტიისა, რომელიც მეფობდა იბერიაში ანტიკური ხანიდან
მოკიდებული, ვიდრე ადრეულ საშუალო საუკუნეებამდე… საისტორიო წყაროებიდან
დასტურდება, რომ ბაგრატიონთა საგვარეულო სამფლობელო მესხეთში – ,,კლარჯეთის
სახლი” წარმოადგენდა საპიტიახშოს, ბაგრატიონები პიტიახშის ხარისხს ატარებდნენ.

საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი


მთავარსარდალი, ქვეყნის წარმომადგენელი საერთაშორისო ურთიერთობებში.
აირჩევა დებატების გარეშე ღია კენჭისყრით საარჩევნო კოლეგიის მიერ 5 წლის ვადით.
საქართველოში პრეზიდენტის თანამდებობა პირველად შემოიღეს 1991 წელს და დღემდე
ქვეყანას 5 პრეზიდენტი ჰყავდა.
ამჟამად საქართველოს პრეზიდენტი არის სალომე ზურაბიშვილი, რომელიც თანამდებობას
იკავებს 2018 წლის 16 დეკემბრიდან.

საქართველოს პარლამენტი

საქართველოს პარლამენტი — საქართველოს უმაღლესი წარმომადგენლობითი ორგანო,


რომელიც ახორციელებს საკანონმდებლო ხელისუფლებას, განსაზღვრავს ქვეყნის საშინაო
და საგარეო პოლიტიკის ძირითად მიმართულებებს, კონსტიტუციით დადგენილ ფარგლებში
კონტროლს უწევს მთავრობის საქმიანობას და ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს.

საქართველოს პარლამენტი არის ერთპალატიანი ორგანო, რომელიც აირჩევა


საყოველთაო, თავისუფალი, თანასწორი და პირდაპირი საარჩევნო უფლების საფუძველზე
ფარული კენჭისყრით 4 წლის ვადით ერთიან მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქში
პროპორციული სისტემით არჩეული 150 პარლამენტის წევრისაგან. საქართველოს
კონსტიტუციაში არსებული ჩანაწერის თანახმად, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე
საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ პარლამენტის შემადგენლობაში
იქნება ორი პალატა: ქვედა პალატა — რესპუბლიკის საბჭო და ზედა პალატა — სენატი.
თავდაპირველად პარლამენტის ადგილსამყოფელი საქართველოს დედაქალაქი თბილისი
იყო, 2009 წლის ცვლილებების შემდეგ, კონსტიტუციის მიხედვით, ადგილსამყოფელად
ქალაქი თბილისი და ქალაქი ქუთაისი განისაზღვრა, თუმცა პლენარული სხდომები მხოლოდ
ქუთაისში უნდა ჩატარებულიყო, 2011 წლის საკონსტიტუციო ცვლილებების შემდეგ კი,
რომელიც ძალაში შევიდა 2012 წლის 1 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,
საქართველოს პარლამენტის ადგილსამყოფელი მხოლოდ ქალაქ ქუთაისში იყო და აქვე
იმუშავა საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტმაც. 2017 წლიდან მისი ადგილსამყოფელი
კვლავ საქართველოს დედაქალაქში — თბილისია.

ამჟამად მოქმედებს საქართველოს მე-10 მოწვევის პარლამენტი, რომელიც 2020–2024


წლებში იმუშავებს.

You might also like