Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

394

პოზიტიური ზიანი-. პოზიტიური ინტერესის ხელყოფისას ზიანდება კანონით დაცული ის


მოლოდინი, რომელიც კრედიტორს შესრულების მიმართ ჰქონდა (5000 ლარის მაგივრად
გადაიხადა 5500)

ინტეგრალური ზიანი-იმავე სიმრთელის, ინტერესის ხელყოფისას ხდება შესრულების


პროგრამის გარეთ არსებულ სამართლებრივ სიკეთეზე მავნე ზემოქმედება (გოჭი მოკვდა)

უკანასკნელს თავისი ღორების გამოსაკვებად სჭირდებოდა. შეთანხმებისამებრ , თავიდან


„ა“-მ „ბ“-ს ქატოს მხოლოდ ნახევარი მიაწოდა, რომელიც „ბ“-მ გამოიყენა. ქატოს
აღმოაჩნდა დაავადება, რის შედეგადაც დაიღუპა „ბ“-ს პირუტყვის დიდი ნაწილი .
ამასთანავე, მისთვის დამატებითი ვადის დაწესების მიუხედავად , „ა “ აყოვნებს ქატოს
მეორე ნაწილის მიწოდებას, რომელიც გადამოწმებულია და საკვებად ვარგისია .
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლის შემდგომ ქატოს დარჩენილ ნაწილთან
მიმართებით „ბ“ გადის ხელშეკრულებიდან და იძულებული ხდება, ქატო სხვა
მომწოდებლისგან შეიძინოს 5 500 ლარად. ამ მაგალითში პირუტყვის დაღუპვით
გამოწვეული ზიანი სიმრთელის ინტერესის ხელყოფის შედეგია. რაც შეეხება პოზიტიურ
ინტერესს, მისი დარღვევა გამოიხატა იმით, რომ 5 000 ლარის ნაცვლად „ბ“-ს ქატოში 5 500
ლარის გადახდა მოუწია. პირველი ზიანი არ დადგებოდა, ბ-ს ხელშეკრულება რომ არ
დაედო „ა“-სთან, ხოლო მეორე ზიანი არ დადგებოდა, „ა“-ს ხელშეკრულება რომ
შეესრულებინა და „ბ“ არ გასულიყო ხელშეკრულებიდან.

მოთხოვნის საფუძვლები:

კრედიტორი შეიძლება ითხოვდეს ზიანის ანაზღაურებას შესრულებასთან ერთად ან ზიანის


ანაზღაურებას შესრულების ნაცვლად.3 პირველ შემთხვევაში, კრედიტორი ინარჩუნებს
შესრულების მოთხოვნის უფლებას; მეორე შემთხვევაში კი, შესრულებას ზიანის
ანაზღაურება ანაცვლებს

ზიანის ანაზღაურება შესრულებასთან ერთად-394 ეს 1-ლი

ზიანის ანაზღაურება შესრულების მაგივრად- დამატებითი წინაპირობების დაცვით.

გამიჯვნა ამ ორ კატეგორიას შორის უნდა მოხდეს ზიანის გამოსწორებადობის


კრიტერიუმის მიხედვით. თუ სახეზეა ზიანი, რომელიც საბოლოოა და დამატებითი ვადის
ან დამატებითი შესრულების შემთხვევაშიც არ გამოსწორდება, ასეთი ზიანი პირდაპირ
უნდა ანაზღაურდეს. მაგ., დაღუპული პირუტყვი (იხ. მაგალითი ზემოთ) წარმოადგენს იმ
ზიანს, რომელიც დამატებითი ვადის დაწესების შემთხვევაშიც არ გამოსწორდება
(ინტეგრალური ინტერესის ხელყოფით გამოწვეული ზიანი). ამიტომ დამატებითი ვადის
დაწესებას ამ შემთხვევებში აზრი არ აქვს. ამასთანავე, ამ ზიანის ანაზღაურება
შესაძლებელია ისე, რომ უარი არ ითქვას შესრულებაზე, ანუ ამ შემთხვევაში ზიანის
ანაზღაურებისა და შესრულების თანაარსებობა შესაძლებელია. რაც შეეხება 500 ლარის
ზიანს, ეს ის ზიანია, რომელიც არ დადგებოდა, მოვალეს დამატებით ვადაში რომ
შეესრულებინა თავისი ვალდებულება. შესაბამისად, მისი ანაზღაურება დამოკიდებულია
დამატებითი ვადის უშედეგოდ გასვლაზე, რაც ზემოთ მოყვანილ მაგალითში ასევე
აღინიშნა.

შესრულების გვერდით ზიანი ანუ შესრულების გარეშე ანაზღაურებული ზიანი:

შესრულების გვერდით ზიანის ანაზღაურების ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი ორი


კატეგორია არსებობს: პირველ კატეგორიას განეკუთვნება ვადის გადაცილებით
გამოწვეული ზიანი, რომელიც ნორმათა ორი კომპლექსისგან შედგება , ესენია : მე -400, 404-
ე მუხლები (შესრულების ვადის გადაცილებისას) და მე-400, 391-ე მუხლები (შესრულების
მიღების ვადის გადაცილებისას). ყველა სხვა ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესრულების
გვერდით ხდება, ექვემდებარება 394 I მუხლს (გულისხმიერების ვალდებულების
დარღვევისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანი ) და დამატებითი
წინაპირობების გარეშე ანაზღაურდება. მაგ., „ა“-მ „ბ“-სგან სასადილოსთვის შეიძინა
ღუმელი, რომლის მიწოდებაც ორი კვირის ვადაში უნდა მომხდარიყო . „ბ “ დათქმულ
დროს არ აწვდის „ა“-ს ღუმელს, რის გამოც „ა“ ვერ ამუშავებს სასადილოს და განიცდის
ზიანს (2000 ლარი). მოგვიანებით „ბ“ მიაწდვის „ა“-ს ღუმელს, თუმცა ამ უკანასკნელს
აღმოაჩნდება ტექნიკური წუნი, რის გამოც „ა“ ვერ შეძლებს ღუმელით სარგებლობას და
კვლავ განიცდის ზიანს (500 ლარი). „ბ“ უმოკლეს დროში გამოასწორებს ამ წუნს – იგი
დაამონტაჟებს ახალ დეტალს, რითაც შეიცვლება ღუმელის ექსპლუატაციის წესი , ამის
შესახებ კი „ა“ ინფორმირებული არ არის. ღუმელის არასწორი ექსპლუატაციის შედეგად
„ა“-ს დაეწვება კერძი, რითაც განიცდის 100 ლარის ოდენობის ზიანს. ამ მაგალითში
სახეზეა სამი ტიპის ზიანი: 2000 ლარი არის ვადის გადაცილებით გამოწვეული ზიანი,
რომელიც 404-ე, მე-400 მუხლების საფუძველზე ანაზღაურდება; 500 ლარი არის ნივთის
ნაკლით გამოწვეული ზიანი, რომლის ანაზღაურებაც შესაძლებელია 394 I, 494 I მუხლების
საფუძველზე,6 ხოლო 100 ლარი არის გულისხმიერების ვალდებულების დარღვევით
გამოწვეული ზიანი, რომელიც 394 I, 316 II მუხლის წინაპირობათა დაცვით ანაზღაურდება.
სამივე შემთხვევაში სახეზე გვაქვს ინტეგრალური ინტერესის დარღვევა , რომელიც
საბოლოო ხასიათს ატარებს და ხელახალი შესრულების/დამატებითი ვადის
შემთხვევაშიც კი არ გამოსწორდება. ამასთანავე, ეს ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს ისე ,
რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ შესრულებაზე უარი არ ითქვას . ამასთანავე , ეს
ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს ისე, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებულ
შესრულებაზე უარი არ ითქვას. ამიტომ ამ ზიანს შესრულების გვერდით ანაზღაურებადი
ზიანი ეწოდება

ზიანის ანაზღაურება შესრულების ნაცვლად:

შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნისას კრედიტორი უარს ამბობს


მიუღებელ ან ნაკლიან შესრულებაზე და მოითხოვს შესაბამისი ზიანის ანაზღაურებას . ამ
სქემის საილუსტრაციოდ შეგვიძლია, ზემოთ მოყვანილი მაგალითი მოვიშველიოთ: „ა“-მ
„ბ“-სგან სასადილოსთვის შეიძინა ღუმელი, რომლის მიწოდებაც ორი კვირის ვადაში უნდა
მომხდარიყო. „ბ“ დათქმულ დროს აწვდის „ა“-ს გაუმართავ ღუმელს, რის გამოც ეს
უკანასკნელი ვერ ამუშავებს სასადილოს და განიცდის ზიანს (2000 ლარი). დამატებითი
ვადის დაწესების მიუხედავად „ბ“ არ ასწორებს ღუმელის ნაკლს. დამატებითი ვადის
უშედეგოდ გასვლის შემდეგ „ა“ გადაწყვეტს, შეინარჩუნოს ღუმელი და შეაკეთებინოს ის
მესამე პირს, ისე, რომ არ გავიდეს ხელშეკრულებიდან. ღუმელის შეკეთება მას 200 ლარი
უჯდება. იგი „ბ“-სგან ითხოვს მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. ამ მაგალითში 2000
ლარის ნაკლის მქონე საქონლის მიწოდებით გამოწვეული ზიანია, რომელიც 394 I 1
მუხლის საფუძველზე ანაზღაურდება. რაც შეეხება 200 ლარს, ეს ზიანი გამოიწვია იმან , რომ
„ბ“-მ დამატებით ვადაშიც არ გამოასწორა ნაკლი, რის გამოც „ა“-ს დამატებითი ხარჯების
გაწევა მოუწია. (დამატებითი შესრულების) ვალდებულება ბოლო მომენტში მაინც რომ
შესრულებულიყო, „ა“-ს 200 ლარის ზიანი არ მიადგებოდა. ამრიგად, ეს ზიანი ანაცვლებს
შესრულებას და სწორედ ამიტომ ეწოდება ამ ზიანის ანაზღაურებაზე მიმართულ
მოთხოვნას შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა . 394 II მუხლის
თანახმად, თუ მოვალე შესრულებას აყოვნებს, კრედიტორს შეუძლია, მოვალეს
დაუნიშნოს დამატებითი ვადა („აუცილებელი დრო“), ხოლო ამ ვადის უშედეგოდ გასვლის
შემდეგ შესრულების ნაცვლად ზიანის ანაზღაურება მოითხოვოს

კეთილსინდისიერი შესრულების ვალდებულების შეუსრულებლობით დარღვეული


ინტერესი შესაძლოა იყოს როგორც ინტეგრალური, ასევე პოზიტიური. მაგ., თუ
მოხმარების ინსტრუქციაში მოვალეს გამორჩება დანადგარის ექსპლუატაციისათვის
მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რის შედეგადაც დანადგარი დაზიანდება და შეკეთებამდე
კრედიტორი ვეღარ შეძლებს მის მიზნობრივ გამოყენებას, სახეზე იქნება ინტეგრალური
ინტერესის დარღვევა და მიყენებული ზიანი ანაზღაურდება 394 I მუხლის საფუძველზე .
ხოლო თუ მოვალე საერთოდ არ მიაწვდის კრედიტორს მოხმარების ინსტრუქციას
დანადგართან ერთად და ამ ვალდებულებას არც დამატებითი ვადის დაწესების შემდეგ
არ შეასრულებს, რის გამოც კრედიტორი იძულებული გახდება, აიყვანოს ექსპერტი ,
რომელიც მას გააცნობს დანადგარის ფუნქციონირების წესებს, სახეზე იქნება პოზიტიური
ინტერესის დარღვევა და დამდგარი ზიანი დამატებით 394 II, III მუხლის საფუძველზე
ანაზღაურდება

You might also like