ესსე2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თანამედროვე არქიტექტურის ორი წყარო: ფ. ლ.

რაიტის ორგანული არქიტექტურა და


ადოლფ ლოოსის ანტი-ორნამენტი

ადოლფ ლოოსი (1870-1933) და ფრენკ ლოიდ რაიტი (1867-1959) ადრეული მეოცე


საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან არქიტექტორებს წარმოადგენენ.ამ არქიტექტორების
მიდგომებმა კოლოსალური მნიშვნელობა იქონია თანამედროვე არქიტექტურაზე.
მიუხედავად იმისა, რომ ორივე არქიტექტორმა ხელი შეუწყო მოდერნისტული მოძრაობის
განვითარებას მათი დიზაინის პროცესი, ესტეთიურ ხედვები და ფილოსოფია ორ
დამოუკიდებელ მიდგომას წარმოადგენს. შესაბამისად, თანამედროვე არქიტეტქურის
გადმოსახედიდან, ისინი განსხვავებულ ტრაექტორიებზე დგანან და სხვადასხვა
მიმართულებებს ავითარებენ. ლოოსი და რაიტი სწორედ ამ პრინციპების პიონერებად არიან
მიჩნეული.

მეოცე საუკუნეში არქიტექტურაში რამდენიმე მიმართულება იკიდებს ფეხს, მათ


შორისაა ადოლფ ლოოსის რადიკალიზმი და ფრენკ ლოიდ რაიტის ორგანული არქიტქტურა.
1910 წელს, როდესაც ადოლფი აშენებს ლილი და ჰუგო შტაინერების სახლს ვენაში, ( ეს
შენობა ნათლად უსვამს ხაზს ადოლფის ფილოსოფიას, აგებულია გეომეტრიულ სქემაზე და
სრულიად უარყოფს ისტორიას) ფრენკ ლოიდ რაიტი აცხადებს თავის პრინციპებს, ამბობს,
რომ არქიტექტურა ესაა: „ერთი მთლიანობა და არა პატარა მთლიანობათა შემთხვევითი
ნაერთი“. შესაბამისად, რაიტი და ლოოსი ამ ორ გზას ამკვიდრებენ.
ადოლფ ლოოსმა წვლილი შეიტანა თანამედროვე არქიტექტურის რაციონალური,
მინიმალისტური და აბსოლიტურად ფუნქციონალისტური ასპექტების განვითარებაზე.
არქიტექტურაში ის ხედავს სიმარტივისა და ფუნქციურობის იდეალს. ლოოსის იდეებმა
ინსპირაცია მოახდინა ისეთ გავლენიან მოძრაობებზე როგორიცაა ინტერნაციონალური
სტილი და ბაუჰაუსი. მეორე მხრივ, ფრენკ ლოიდ რაიტი ცნობილია ორგანული
არქიტექტურის განვითარებით. მან საფუძველი ჩაუყარა ბუნებისა და სივრცის
ჰარმონიულობას, განავითარა ორგანული დიზაინის პრინციპები. სწორედ რაიტმა დაუდო
საფუძველი თანამედროვე ორგანული არქიტექტურის იდეებსა და მოძრაობებს. მათი
ხანგრძლივი და უსასრულო გავლენა აძლიერებს მათ როლს თანამედროვე არქიტექტურაში ამ
განსხბვავებული მმართულებების ჩამოყალიბებაში.

ლოოსის შენობების გაანალიზებისას ვხვდებით სუფთა, მოურთველ ზედაპირებს,


ფორმებს, რომლებიც დაფუძნებულია ფუნქციაზე და წმინდა გეომეტრიულ ფიგურებს, თეთრ
პრიზმებს. ადოლფ ლოოსს შიდა სივრცეების განაწილებისას განსაკუთრებულად
ინოვაციური გზა ჰქონდა შერჩეული. ის ამ გზას „Raumplan-ს“ იგივე „სივრცით გეგმას“
უწოდებდა. ეს დაგეგმვის მეთოდი ნიშნავს, შენობის სამგანზომილებიან აღქმას, რომელიც
საშუალებას იძლევა სივრცეების განაწილებას, როგორც ჰორიზონტალურად, ისე
ვერტიკალურად ზომისა და ფუნქციის გათვალისწინებით. სივრცის ეფექტურად
დაგეგმარების გარდა, ლოოსი მასალის პატიოსნად გამოყენებას დიდ ყურადრებას აქცევდა.
მას სჯეროდა რო შენობებში მასალა მისი ბუნების შესაბამისად უნდა გამოყენებულიყო.
ადოლფ ლოოსმა, დღეს ჩვენთვის კარგად ცნობილი, მრავალი კონცეფცია დაამკვიდრა
არქიტექტურაში.მაგალითად, სახლი „Scheu“ ერთ-ერთი პირველი აშკარა ნაგებობაა ბრტყელი
სახურავით.
ადოლფ ლოოსი „Rufer House“ - ის დიზაინისას პირველად იყენებს რაუნპლანის
თეორიას. ოთახებს ანლაგებს სხვა დონეზე, თანმიმდევრულობას შიდა სივრცეებს შორის და
სტრუქტურულ სისტემას ამარტივებს.

Raumplan-ის საუკეთესო მაგალითს „Villa Moller“ წარმოადგენს.ამ შენობაში, რომელიც


ლოოსის შემუშავებულ ყველა პრინციპს ასახავს, მოძრავი კარების გამოყენებით, რომლებიც
სხვადასხვა სივრცეებს გამოჰყოფს ერთმანეთუსგან, შესაძლებელია ყველა ოთახის ხელახალი
განაწილება. აღსანიშნავია ისიც, რომ შენობის ექსტერიერი მკაფიოდ გამოყოფილია
ინტერიერისგან.

ლოოსის გამორცეული დიზაინს „Steiner House“ ი წამროადგენს, მთავარი არქიტექტურული


ეფექტს ქმნის დიდი ფანჯრების ჭკვიანური განთავსება შიშველ ზედაპირებზე. ასეთი
მინიმალიზმი და სიმარტივე კორბუზიემდე არ გვხვდება.

ლოოსის ნაშრომებს დიდი გავლენა ჰქონდა არქიტექტორებზე, რომლებიც თავიანთ


ნაგებობებში პრიორიტეტად ფუნქციურობას და არსებით ელემენტებს აყენებდნენ და მსგავსი
ფორმალური თვისებების მქონე შენობებს აშენებდნენ. ლუდვიგ მის ვან დერ როე, პიონერი
მოდერნისტი არქიტექტორი ცნობილია თავისი ფრაზით „Less is More“, რომელიც სწორედ იმ
სიმარტივესა და ფუნქციურობას მოისაზრებს, რასაც ლოოსი გვთავაზობს. მინიმალისტური
მიდგომა, სუფთა ხაზები და ღია სივრცეები უდაოდ გვახსენებს ადოლფ ლოოსის პრინციპებს.

მოდერნული არქიტექტრურის მთავარი ფიგურაც, ლე კორბუზიეც, ხაზს უსვამდა


ფუნქციონალიზმს, გეომეტრიულ ფორმებს, რაციონალურ დიზაინს არ იყენებდა
ორნამენტებს და სხვა იმ იდეებს რაც ადოლფ ლოოსმა დაამკვიდრა არქიტექტურაში.

მოკლედ ისაუბრეთ ადოლფ ლოოსის ბიოგრაფიაზე და იმ კონტექსტზე (არქიტექტურულ


სტილზე) რომელსაც იგი უპირიპირდება. რა იდეა შემოიტანა ლოოსმა არქიტექტურაში?
ადოლფ ლოოსი დაიბადა 1870 წლის 10 დეკემბერს, ბრნოში, მორავიაში. ის ევროპული
დეკორის დედაქალაში ვენაში აღიზარდა და მიუხედავად ამისა კატეგორიულ უარს აცხადებს
სტრუქტურული ორნამენტის გამოყენებაზე. ის შტატებში ეცნობა სულივანის ნაშრომებს და
ესსეს „OrnamentinArchitecture“ რომელიც გავლენას საკუთარ ესეზე „Ornament and Crime“ ზე
ახდენს. ის ამ ესეში კულტურის განვითარებას გზად „უტილიტარული ობიექტების
ორნამენტისგან სრულ გამოთავისუფლრბასთან“ (ნ.შავიშვილი) აიგივებს. არქიტექტურაში
ორნამენიტს გამოყენებას ლოოსი მეტაფორულად ისეთ ადამიანს ადარებს ვინც სვირინგს
იკეთებს, რომელიც მისი თქმით ან კრიმინალია ან კი დეგენერატი. ლოოსი წერს, რომ
ორნამენტი ფუჭად გაფლანგური შრომაა და შესაბამისად, ჯანმრთელობის უსარგებლოდ
გამოყენება, ამასთან ერთად ის ფუჭად გაფლანგული მასალაცაა და ორივე ერთად დაკარგულ
კაპიტალს წარმოადგენს. სლივანის აზრით, თავად ორნამენტი აღარ იყო დაკავშირებული
იმდროინდელ და დრევანდელ ეპოქასთან და თვლიდა, რომ სრულიად ამოვარდნილი იყო
იმჟამიინდელი სამყაროდან.
რომ შევაჯამოთ, ლოოსის იდეები ორნამენტის უარყოფაზე, ფუნქციასთან
შესაბამისობაზე, რაციონალობაზე და სიმარტივეზეა დაფუძნებული. მის ნაშრომებს და
დიზაინებს დიდი წვლილი მიუძღვით თანამედროვე არქიტექტურის და მისი თეორიების
განვითარებაში.

თანამედროვე არქიტექტურისა და დიზაინის ისტოირაში უდიდესი ადგილი უკავია


ფრენკ ლოიდ რაიტს. ის იყო ერთ- ერთი პირველი არქიტექტორი, ვინც თავი დააღწია
ეკლექტიზმს და დაამკვიდრა ახალი სტილი, რომელიც საერთაშიროსი სტილად იქცა. რაიტი
არქიტექტორად დაიბადა. მას მოუწია ლუი სალივანთან მუშაობა, რომელიც დაკავებული იყო
ორგანული არქიტექტურის პრინციპების დამუშავებით და სჯეროდა რომ არქიტეექტორს
შეეძლო ეპოქის სურათის შექმნა, ის შეპყრობილი იყო იმ იდეით რომ არქიექტორის მიზანი
დემოკრატიის „ჭეშმარიტი“ ფორმა იყო. რაიტმაც სალივენის დიდი ნაწილი გაიზიარა და
საკუთარი გზით დაამუშავა. რაიტის იდეები ახლოს იყო Arts and Crafts ის ისეთ იდეებთან,
რომლებიც აღიარებდნენ სიმარტივეს, მასალასთან პატიოსნურ მიდგომას, შენობის
ბუნებასთან ინტეგრაციას თუმცა რაიტი ამ ყოველივეს დაფასებასთან ერთად,
მექანიკაზიციითაც იყო დაინტერესებული. მისი წინამორბედებისგან განსხვავებით რაიტი
გახსნილად ხვდებოდა ახალ ინდუსტრიულად განვიტარებულ ერას. ის ცდილობდა რომ
ინდუსტრიალიზაციის პროცესი არქიტექტორებს გარემოს უზრუნველსაყოფად
გამოეყენებინათ და ინდუსტრიული ტქენიკების ტრანსფორმაცია ხელოვნებით მოეხდინა.
რაიტის არქიტექტურისათვის დამახასიათებელი იყო სტრუქტურისა და გარშემო ბუნების
ჰარმონიულობა, მისი დიზაინები თითქმის პეიზაჟიდან აღმოცენებოდნენ, ამ სტილს
„ორგანული არქიტექტურა“ ეწოდება.

1889 წელს, რაიტი თავის საცხოვრებელ სახლით ტიპურ ამერიკულს სახლს


ახლებურად იაზრებს და საკუთარ ინტერპრეტაციას უკეთებს, ამ ახალ სტილს შემდგომ
პრერიების სტილი დაერქვა. ამ სტილს ახასიათებდა დაბალი სახურავები და ლადშაპტისა და
შენობის თანაკვეთა. ამ სახლებს ღია იატაკის გეგმები, ჰქონდა და შიდა სივრცეები
ორგანულად ერწყმოდა გარე სივრცეებს .რაიტის შერჩეული მასალლებიც სცდებოდა
ამერიკულ ნორმებს. ის უპირატესობას ანიწებდა ბუნებრივ მასალებს ქვას, ხესა და აგურს. ის
საკუტარ დიზაინებს ბუნებრივ გარემოსთან აკავშირებსა . მისმა მიდგომამ
არქიტექტურისადმი რევოლუციონურად იმოქმედა ტრადიციული ამერიკული სახლის
სტილზე. Winslow House-ს სწორედ ის მახასიათებლები გააჩნია რაც შემდგომში პრერიერის
სახლებისთვისაა დამახასიათებელი. ინტერიერი ცენტრალური ბუხრის გარშემოა
მოწყობილი. სივრცეები დენადია უწყვეტი და ღია. გადმოწეული სახურავები რაც
„გამოქვაბულის“ ერთგვარი სიმყუდროვის განცდას იწვევს. ეს სახლი ნათელი მაგალითია
ახალი ამერიკული სახლისა, რომელიც შორს დგას ტრადიციული ევროპული გავლენისგან.
რაიტს იაპონური სამყარო დაეხმარა ტავისი სტილის ჩამოყალიბებასი. იაოპონურ
არქიტექტურაში ის ხედავდა სივრცეს, რომელსაც სულიერი ხასიათი ჰქონდა და ერთ
მთლიანობას წარმოადგენდა.
რაიტს რამდენიმე პრინციპი ჰქონდა შემუშავებული. დენადი სივრცის შექმნისათვის
მას მინიმუმადე დაეყვანა იზოლირებული ოთახები და ქმნიდა ისეთ სივრცეებს სადაც
სინათლე ჰაერი და ბუნება ერთად იყრიდა თავს. ის სახლს აღიქვამდა როგორც მთლიან
სხეულს და ამიტომ ჰორიზონტალურ სივრცეებს ქმნიდა. ღიობებს ის ბუნებრივად
უსაბამებდა ადამიანს და უარს ამბობდა „ყუთში ამოჭრილ ნახვრეტებზე“. რაიტი ცდილობდა
რომ სახლში მაქსიმალურად შემოეტანა ბუნებრივი სისტემები როგორიცააა გათბობა. ის უარს
ამბობდა ისეთი დეკორაციისა და ორნამენტის შემნაზე, რომელიც სამანქანო
დამუშავებისათვის არ იყო შესაბამისი.
რაიტი ოცნებობდა, რომ მისი არქიტექტურა ყველასათვის ყოფილიყო და ამიტომ
აყალიბებს „Usonian“ სტილს, რომელიც ფოკუზირებულია ფუნქციურ, ხელმისაწვდომ
სახლებზე საშუალო კლასისათვის.
ფრანკ ლოიდ რაიტის არქიტექტურა საგრძნობლად განსხცვავდება 1920 წლის
ევროპული მოდერნიზმისგან. პირველ რიგში, რაიტი ორგანული არქიტექტურის მიმდევარი
იყო , ხოლო ევროპული „საერთაშორისო სტილი“ პრიორიტეტად ფუნქციურობას,
სიმარტივეს და ისეთი მასალების გამოყენებას ანიჭებდა როგორიცაა ფოლადი.
რაიტის სტილი უნიკალური იყო და ხაზს უსვამდა მის ინდივიდუალიზმს ყველა შენობა
ცალკეულს უნიკალურ ობიექტი იყო. ევროპული მოდერნიზმი კი უფრი უნივერსალიზმის
დამკვიდრებას ცდილობდა და ორიენტირებული იყო მასობრივ წარმოებაზე.
გარდა ამისა, რაიტი იცდილობდა შეექმა ამერიკული არქიტექტურა რომელიც პატივს სცემდა
ტრადიციულ არქიტექტურულ ელემენტებს, როდესაც ევროპული მოდერნიზმი ხშირად
აბსოლიტურად უხვევდა ისტორიის ხაზიდან.
საბოლოოდ, ვფიქრობ რომ ადოლფ ლოოსისა და ფრენკ ლოიდ რაიტის
არქიტექტურაში, შეგვიძლია თითქმის ის ყველაფერი დავინახოთ რასაც მათ მომავალ
თაობებში და დღესაც ვხედავთ. რაღაც მსგავსების დანახვა მათ შორისაცაა შესაძლებელი,
ორივე არქიტექტორი უარყოფდა ორნამენტის გამოყენების იდეას თუმცა საბოოლოოდ, ისინი
სრულიად განსხვავებულ მიდგომას იყენებდნენ არქიტექტურაში. უფრო მეტიც, ვფიქრობ,
მათი მეშვეობით არქიტექტორების ორ კატეგორიად დაყოფაც კია შესაძლებელი. ის
არქიტექტორები, რომლებიც ადოლფ ლოოსის სითეთრეს მოგვაგონებს(კორბუზიე, მის ვან
დერ როე), და ისინი, რომლებიც რაიტის სითბოს ორგანულობას და სიმყუდროვეს( Richard
Neutra, Alvar Aaalto).

გამოყენებული მასალა:
https://www.pavelhache.com/adolf-loos-models-of-architects-9-iconic-houses-on-the-road-to-
raumplan/

http://www.designculture.it/profile/adolf-loos.html

William J R Curtis- Modern Architecture since 1900


Kenneth Frampton - Modern Architecture_ A Critical History
ნიკა შავიშვილი- მსოფლიოს უახლესი არქიტექტურა

You might also like