Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

ლიზი სიგუა

შვიდი დეკემბერი
შემაჯამებელი წერაN4

ჩამოაყალიბეთ შოთა რუსთაველის შეხედულება შაირობაზე, „ვეფხისტყაოსნის“


პროლოგის მიხედვით.

პოემა „ვეფხისტყაოსანი“ შექმნილია XII– XIIIსაუკუნის მიჯნაზე.ეს არის


ქართველი ხალხის ცხოვრების ყველაზე ბრწყინვალე ეპოქა,რომელიც ქართულ
ისტორიოგრაფიაში„ოქროს ხანის“ სახელით არის შესული.ავტორის აზრი პოეზიასა
და
სიყვარულზე პროლოგშია ჩამოყალიბებული.
მისი შეხედულებით შაირობა არის სიბრძნის დარგი, რომელიც სასარგებლოა
მსმენელთათვის, თუმცა მსენელიც უნდა იყოს ვარგისი. მისი თქმით, როგორც ცხენი
გამოიცდება გრძელ შარა გზაზე თავისი სისწრაფით და ჯირითით, ისე გამოიცდება
პოეტი გრძელი ლექსების შექმნით. მას სიტყვის მარაგი უნდა ჰქონდეს რომ ლექსი
არ დამახინჯდეს.მისი აზრით მელექსე მას არ ჰქვია ვინც გრძელ ლექსებს ვერ
ქმნის.ის გამოყოფს მელექსეთა სამ კატეგორიას:
პიველი: მელექსეები რომლებიც
თითო-ოროლა მცირე რითმებს ქმნიან, უმსგავსოს, მაგრამ მაინც თვლიან რომ
პოეტები არიან.„ვამსგავსე მშვილდი ბედითი ყმაწვილთა მონადირეთა: დიდსა ვერ
მოჰკლნვენ, ხელად აქვს ხოცა ნადირთა
მცირეთა.“მცირე ლექსის შემქმნელებს ადარებს ახალგაზრდა მონადირეს,რომელიც
დიდ ნადირს ვერ უმკვლავდება.
მეორე კატეგორიაში ის მელექსეები შედიან რომლებიც ჯერ ახლა დგამენ
ნაბიჯებს.
მესამე ტიპის პოეტები ქმნიან მოსალხენ,სახუმარო ლექსებს.შოთა
რუსთაველისთვის ეს მისაღებია თუ თავისი სათქმელი გამოხატული აქვს მელექსეს.

2.პროლოგის მიხედვით რას წერს რუსთაველი მიჯნურობაზე?

რუსთაველის თქმით,კარგი მელექსე ფუჭად არ უნდა ფანტავდეს თავის


შემოქმედებას,არამედ ამ ხელოვნებას მიჯნურის საქებად,სიყვარულის სადიდებლად
იყენებდეს.პოეტი ერთმანეთისაგან ანსხვავებს ნამდვილ მიჯნურობასა და ხორციელ
წადილს.როგორც მოშაირეებს, ისე სიყვარულს სამ კატეგორიად ყოფს.
პირველი ,,საზეო საქმეა” ღვთაებრივი მოვლენაა,მეორეა ხორციელი სიყვარული,
ადამიანური გრძნობა. მიჯნურობის მესამე სახეს, ხორციელ წადილს,პოეტი
სიყვარულის ცნებიდან საერთოდ გამორიცხავს და დაუფარავად აკრიტიკებს.საზეო-
საიმქვეყნო სიყვარულსა და ხორციელ გატაცებას რუსთაველი უარყოფს. მისი პოემა
ამქვეყნიურ, ადამიანურ გრძნობაზე, ნამდვილ სიყვარულზეა დაწერილი. კარგი
მიჯნურისაგან პოეტი მოითხოვს: ერთგულებას, სიტურფეს, სიუხვეს, კარგ ენასა და
გონებას, სიძლიერეს და სიმდიდრესაც.

You might also like