Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 5

ტოლერანტობა აღნიშნავს განსხვავებული ცხოვრების წესის, ქცევისა და ჩვეულებების ატანას.

ტოლერანტობა არ ნიშნავს გულგრილობას ან განურჩევლობას, არც განსხვავებული


მსოფლმხედველობის ან ცხოვრების წესის მიღებას; ის ნიშნავს სხვებისთვის
უფლებისმიცემას, იცხოვრონ თავიანთი ინდივიდუალური მსოფლმხედველობის
შესაბამისად. ტოლერანტობა მოიცავს ადამიანის თავისუფალი არჩევნის ზოგადი უფლების
პატივისცემას და არა რომელიმე კონკრეტული არჩევნის პატივისცემას.

განსხვავებული აზრის, კულტურის, რასის, სქესის, რელიგიისა და შეხედულებების მქონე


ადამიანის მიმართ კეთილგანწყობა და შემწყნარებლობა, მომთმენი დამოკიდებულება
ოპონენტებთან ურთიერთობის დროს- აი, ესაა ტოლერანტობა, რაც უცხო არასოდეს ყოფილა
ქართველისათვის.

იმ პატარა მიწის ნაგლეჯზე, რომელზეც ქართველები სახლობენ და საქართველო ჰქვია


სახელად, ოდითგანვე ცხოვრობდნენ სხვადასხვა ერის შვილები, სხვადასხვა სარწმუნოების
მიმდევრები. ამის დასტურად მარტო ებრაელი ხალხის მაგალითიც საკმარისი იქნებოდა.
ეგვიპტიდან გამოდევნილებმა სხვადასხვა ქვეყნებში დაიდეს ბინა, ქართველებმა კი
განსაკუთრებით ფართოდ გაუღეს ქვეყნისა და გულის კარები.

ჩვენმა დიდმა მეფემ, დავით აღმაშენებელმა, როცა ქვეყნის დედაქალაქი არაბებისაგან


გაათავისუფლა, დაადგინა: ”ტფილისში ღორი რომ ღორია, ისიც არ დაკლან, არც იყოლიონ.
არც მათ აბანოებში შევიდეს არც ქართველი, არც სომეხი, არც ებრაელი. არც მათ სჯულიერ
ლოცვაზე შეუშალონ ხელი. ყველამ თავისი რწმენით იცხოვროს-ქრისტიანმაც, მაჰმადიანმაც,
იუდეველმაც-ერთი უფლებით,. მაჰმადიან მუსლიმთ იმის ნებაც მიეცეთ, ყოველ პარასკევ
დღეს, მათი სალოცავი კათედრიდან ქართველი მეფისათვის კი არა, თავიანთი ხალიფასა თუ
სულთანისათვის ილოცონ. ყველა ტფილისელმა იცხოვროს თანასწორად, განურჩევლად მათი
ეთნიკური წარმომავლობისა,’’

იმ დღიდან თავისთვისაც ეს დაადგინა და დაიწესა დავით აღმაშენებელმა: თავისი ძის,


დემეტრე უფლისწულის თანხლებით, ყოველ პარასკევს მუსლიმთა მთავარ სალოცავ მეჩეთში
შედიოდა, ყურანის კითხვას ესწრებოდა, ხატიბთა და მუეძინთა ყურანის ცალკეულ
გამონათქვამთა გააზრებაში ეხმარებოდა, უსწორებდა, ასწავლიდა, აქეზებდა, ამხნევებდა
და ,,მრავალი ოქროთი“ აჯილდოებდა და ამდიდრებდა კიდეც.მუსლიმ მქადაგებლებს,
სუფიებსა და პოეტებს სასტუმროებსა და ქარვასლებს უშენებდა. თვითონაც მათთან ერთად
ქადაგებდა და პოეტობდა.

თბილისში, ჩვენი ქვეყნის მთავარ ქალაქში, სულ ას მეტრში, ერთმანეთის გვერდით არის
ეკლესია, სინაგოგა და მეჩეთი. მე რომ მკითხოთ, ესაა საქართველოს სიმბოლო.

აქ ქართულ ენაზე და თავიანთი სარწმუნოების მიხედვით ესაუბრებიან ღმერთს


ქრისტიანებიც, მაჰმადიანებიც და იუდეველებიც. არასოდეს მტრობდნენ ისინი ერთმანეთს...

,,პური მთხოვა და ვაჭმიე,

ვურჩევდი თავთუხისასა;
ღვინო მთხოვა და ვასმიე,

ვურჩევდი ბადაგისასა“.

...და ასე ვცხოვრობდით ოსებთან და აფხაზებთან, აზერბაიჯანელებთან და სომხებთან -


თავთუხის პურს ვაჭმევდით, ბადაგის ღვინოს ვასმევდით და ვეფერებოდით სტუმრად
მოსულს, მაგრამ თავის დაცვაც გვიხდებოდა უმადურებისგან. მაშინ კი ხმალს იშიშვლებდა
ქართველი და, ტკივილით, მაგრამ მაინც, იცავდა სამშობლოს. იცავდა უცხოსგან და
მომხვდურისგან კი არა, მეგობრად მოსული მტრისგან, ჩვენთან თავშეფარებული
მეზობლისგან, რომლისთვისაც, როგორც ჩანს, უმადურობა უფრო იყო დამახასიათებელი,
ვიდრე მეგობრობა.

თუმცა ჩვენ დღესაც შეგვიძლია პატიება, დღესაც შეგვიძლია მათი მოფერება და გულში
ჩახუტება.

გვაქვს იმედი, რომ ჩვენი საერთო სასაფლაოები ცოცხლებს ისევ გააერთიანებს.

აი, ესაა საქართველოს ისტორია. ესაა ამ ქვეყნის შვილების სიყვარულის ისტორია.


მწერლობაც იმის ამსახველია სწორედ, რაც ამ მიწაზე ხდებოდა.

,,ვეფხისტყაოსნის“ მთავარი გმირები - ტარიელი და ავთანდილი პირველად ხვდებიან


ერთმანეთს. სხვადასხვა ქვეყნის შვილები არიან ისინი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ,,მათ
აკოცეს ერთმანეთსა, უცხოობით არ დაჰრიდეს“.

დამარცხებული ხატაეთის მეფე შეიწყალა ტარიელმა, მის მიმართ პატივისცემა გამოიჩინა.

ან კი შეიძლებოდა სხვაგვარად მოქცეულიყო?! ,,ვეფხისტყაოსნის ავტორმა ხომ კარგად


იცოდა, რომ ,,ღმერთი ალხენს მონანულთა, არ შეუნდობს კაცი ვინა?!“

,,სარწმუნოება სინდისის საქმეა, რა ჩვენი საქმეა - ვინ როგორ სარწმუნოებას აღიარებს, ვინ რა
რჯულის არის, რა რჯულიც ჰსურს, იმ რჯულზე იყოს; მხოლოდ კარგი და პატიოსანი კაცი
იყოს, მშრომელი და თავისთვისა და ქვეყნისთვისაც სასარგებლო“- წერდა ილია ჭავჭავაძე.

სარწმუნოების სხვადასხვაობას ხელი არ შეუშლია ვაჟა-ფშაველას გმირებისთვის, რომ პატივი


ეცათ ერთმანეთისათვის და ბოლომდე ერთგულება გამოეჩინათ.

ჯოყოლა საკუთარი ძმის მკვლელს იცავს მისიანებისაგან, რადგან იცის, რომ სტუმარს
ღალატი არ ეპატიება:

,,დღეს სტუმარია ეგ ჩემი,

თუნდ ზღვა ემართოს სისხლისა,

მითაც მე ვერ ვუღალატებ,

ვფიცავ ღმერთს,ქმნილი იმისა“.

...და არც უღალატა. არც ცოლი განიკითხა კარგი ვაჟკაცის დატირებისთვის.


ეს კი ალუდაა, მტრის ვაჟკაცობით მოხიბლული, ამ სიტყვებს რომ ამბობს და საუკუნეებით
უსწრებს თანამედროვეთ:

,,ჩვენ ვიტყვით, კაცნი ჩვენა ვართ,

მარტო ჩვენ გვზდიან დედანი,

ჩვენა ვსცხონდებით, ურჯულოთ

კუპრში მიელის ქშენანი...

ამის თქმით ვწარამარაობთ,

ღთიშვილთ უკეთეს იციან,

ყველანი მართალს ამბობენ

განა ვინაცა ჰფიციან?!“

ალუდა ქეთელაური მარჯვენას არ სჭრის მუცალს. პატივისცემას გამოხატავს მის მიმართ.


თავისი ,,ლამაზი ძმისთვის“ დამწყალობებასაც გაბედავს, მიუხედავად იმისა , რომ ამის გამო
იგი მოძმეთაგან გაიწირება.

აი, ესაა ვაჟკაცური, ადამიანური სჯული, რომელიც ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების


ადამიანს აერთიანებს.

ილია ჭავჭავაძის მოთხრობა ,,ნიკოლოზ გოსტაშაბიშვილი“ გავიხსენოთ, რომელშიც


ქართველმა ვაჟკაცმა დაინდო დამარცხებული მტერი. არ მოკლა იგი, შეურაცხყოფა არ მიაყენა
და უთხრა:

,,- ნუ გეშინია, მე თავს არ მოგჭრი, შენი თავი შენი ვაჟკაცობისთვის მიპატიებია,-უთხრა


ყიზილბაშმა და წავიდა“.

სიკეთით დაძლია გოსტაშაბიშვილმა მტერი, გაიმარჯვა მასზე.

აკაკი წერეთლის ,,თორნიკე ერისთავში“ კი გამარჯვებული თორნიკე ერისთავი ამბობს:

,,................................ გაურჩეველად,

ქართველი იყოს, გინდა სპარსელი,

გინდა ბერძენი, გინდა სომეხი,

სულ ერთიანად მოჰკიდეთ ხელი!

სიკვდილი ყველას ათანასწორებს:

თვისიანს, უცხოს, მტერს და მოყვარეს!...

ვეცადოთ ყველა და ნუ დავაკლებთ


დაჭრილებს მოვლას და მკვდრებს სამარეს.

ნურვინ გაჰბედავს, დატყვევებულებს

რომ მიაყენოს შეურაცხყოფა.

ვაჟკაცს რომ ბედი სხვას დაამონებს,

დასატანჯავად ისიც ეყოფა!“

დიახ, ქართველებს არასოდეს გვესწავლებოდა მტრისადმი, სხვა სარწმუნოების, სხვა


ეროვნების ადამიანისადმი შემწყნარებლობის, სიკეთის გამოჩენა.

XVIII საუკუნეა...

...ლეკიანობა...

,,გალეკიანება...“

ეს იყო ჭირი კახეთისა და მთელი საქართველოსი.

XIX საუკუნეში კი იქმნება ,,იავნანამ რა ჰქმნა?!“ იაკობ გოგებაშვილმა როგორ დაწმინდა და


გააკეთილშობილა ეს ურთიერთობა. დღეს კი ჩვენ სხვაგვარად ვეღარც კი წარმოგვიდგენია,
რადგან ამ ნაწარმოებზე ვართ აღზრდილნი და ჩვენი შვილებიც მასზე იზრდებიან.
ნაწარმოებზე, რომელიც სიყვარულს გვასწავლის.

...სამურზაყანო - აფხაზები...

შიდა ქართლი - ოსები...

კახეთი - აზერბაიჯანელები...

ჯავახეთი - სომხები...

გვტკივა დღეს ეს კუთხეები საქართველოსი. გვტკივა ისინი, მოძმედ რომ მივიღეთ, პური რომ
ვაჭამეთ და ვუმასპინძლეთ, გულის კარი გავუღეთ და მივიღეთ, როგორც ჩვენიანები, მაგრამ...

...მაგრამ გავა ალბათ დრო. მიდგება, მოდგება წყალი და ჩადგება თავის საგუბარში...

იმედია...

ვფიქრობ, ტოლერანტობის თანამედროვე აღქმა შეუძლებელია გააზრების გარეშე. ეს არ არის


თმენა-თმენისთვის, არამედ გულისხმობს ბევრად მეტს. გულისხმობს გააზრებას იმისა, რომ
კაცობრიობა შედგება ადამიანებისგან. მათ განსხვავებული მე-აქვთ. სხვა სიტყვებით, რომ
ვთქვათ, ადამიანთა პიროვნული ღირებულებები, აღქმები, თვალსაზრისები განსხვავებულია.
საზოგადოება, ანუ ინდივიდთა ერთობა, გულისხმობს მრავალფეროვნებას. ტოლერანტობა ამ
მრავალფეროვნების, როგორც ბუნებაში არსებულის გააზრებაა, მისი გაგება და მიღებაა.
სარწმუნოების სხვადასხვაობას ხელს არ უშლის ადამიანებს, რომ პატივი სცენ ერთმანეთს
ერთმანეთის და ბოლომდე ერთგულება გამოჩინონ.

ვაჟკაცური საქციელი ყველა ეროვნებისა და სარწმუნოების ადამიანს აერთიანებს.

ადამიანთა პიროვნული ღირებულებები, აღქმები, თვალსაზრისები განსხვავებულია.


საზოგადოება, ანუ ინდივიდთა ერთობა, გულისხმობს მრავალფეროვნებას. ტოლერანტობა ამ
მრავალფეროვნების, როგორც ბუნებაში არსებულის გააზრებაა, მისი გაგება და მიღებაა.

You might also like