Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 4

გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნების და მიზეზების შესახებ სმითის

მიხედვით

ლაშა ჯანჯღავა

სამართლის სკოლა

შესავალი თანამედროვე აზროვნებაში 1

ანა შუბითიძე

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი2023
ადამ სმითი თავის ნაშრომში განიხილავს ეკონომიკურ მდგომარეობას, ვითარებას და
გზებს, რომლებმაც მიიყვანა ვაჭრობა იმ ფაზამდე, რომელსაც იგი ხედავდა მის დროს
არსებობდა. იგი ასევე იძლეოდა რჩევებს ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით,
თავისი აზრის დაფიქსირების გზით. მისი აზრით ადამიანის მოქმედებების და
ნაყოფიერების ძირითადი მოტივაცია ისევ პირადი კეთილდღეობა უნდა ყოფილიყო.
რამეთუ ასეთ შემთხვევაში ადამიანი საკუთარი კეთილდღეობის გაუმჯობესებითა
და განმტკიცებით აუმჯობესებს საერთო კეთილდღეობასაც. ამას მარტივი ახსნა აქვს
თუ ადამიანები იზრუნებენ დოვლათის და სიმდიდრის შექმნაზე, თუნდაც მხოლოდ
საკუთარი თავისთვის, ისინი შექმნიან იმაზე მეტსაც კი, ვიდრე ეს მათ
სჭირდებოდათ, შესაბამისად იქმნება ზედმეტი ქონება, რომელსაც ფუფუნებისკენ
მივყავართ. როცა ეს ზედმეტი ქონება ჭარბადაა სხვებსაც ექმნებათ საშუალება
შეიძინონ პროდუქტები შედარებით იაფად, საჭიროების შემთხვევაში გადაამუშაონ
როგორც ნედლეული და შექმნან კიდევ ახალი სიმდიდრე. ავტორი ამას ,,ბაზრის
უხილავ ხელს“ უწოდებს. ამ ,,ხელის“ იდეა ეკონომიკური სისტემისთვის
მაქსიმალური თავისუფლების მინიჭება. რამეთუ ავტორს სჯერა, რომ ამგვარი
სისტემა თვითრეგულირებადი ხასიათისაა და გარანტიაა წესრიგისა და
სამართლიანობის. რაც რამდენადმე გამომდინარეობს იქიდანაც, რომ ხელს უშლის
ადამიანთა ერთი ჯგუფისთვის ისეთი პრივილეგიების არსებობას, რომლებიც ხელს
შუწყობენ მათ დაწინაურებას სხვა ჯგუფების ხარჯზე

ადამ სმითი აგრეთვე მსჯელობს ქალაქისა და სოფლის


ურთიერთდამოკიდებულებაზე. იგი თითქმის არცერთს არ მიიჩნევს უპირატესად და
აღნიშნავს, ისინი ურთიერთდამოკიდებულები არიან. თუ ისტორიას გადავხედავთ
დავინახავთ, რომ იყო დრო, როცა ქალაქის მოსახლეობა ბევრად უკეთეს სიტუაციაში
ცხოვრობდა, ვიდრე ეს სოფლის მცხოვრებთა შემთხვევაში იყო, მაგრამ ფაქტი რომ
ქალაქი სოფლის ნაწარმზე იყო დამოკიდებული ფაქტად რჩებოდა. ამას კი
განაპირობებდა სოფელში მიწათმოქმედება და არსებობისთვის აუცილებელი
პროდუქტის წარმოება. სოფლის მაცხოვრებლები ამუშავებდნენ მიწას, აწარმოებდნენ
ნედლეულს და როცა ნაწარმის რაოდენობა მათ საჭიროებებზე მეტი იყო მიჰქონდათ
ქალაქში. ასე ქალაქის მოსახლეობა იღებდა პროდუქტს რომელიც სჭირდებოდა.
გარდა ამისა მათ შეეძლოთ ფული დაებანდებინათ მიწათმოქმედებაში და მოგებაც
ენახათ. რადგან სმითის მტკიცებით ეს ყველაზე საიმედო გზა იყო ინვესტიციისთვის.

მოგეხსენებათ ინვესტიციას და დაბანდებას რიგ შემთხვევებში სიმდიდრის


წარმოქმნა მოჰყვება. ეს შეიძლება ითქვას ბუნებრივი მოვლენაა, რადგან როგორც
უკვე ვახსენე ზედმეტი პროდუქტის გაყიდვა აღვიძებს ვაჭრობას, ვაჭრობა კი
მოგეხსენებათ ეკონომიკის განვითარების ბირთვია. ქალაქისა და სოფლის
შემთხვევაში ეს პროცესი მეტად აქტიურია. ამ ორს აქვს ერთმანეთისგან
განსხვავებული, მაგრამ ერთმანეთისთვის მეტად საჭირო ნაწარმი. თუ სოფლად
ნედლეული მოიპოვება და ქალაქს მიეწოდება, ქალაქში, მანუფაქტურებში იწარმოება
ისეთი საგნები და იარაღები, რომლებიც სოფელში მიწის დამუშავებისთვის არის
აუცილებელი. შესაბამისად, როცა სოფელში მიწას დაამუშავებენ საშუალო ხარისხით,
მათ ხელთ არსებული იარაღებიდან გამომდინარე, მიიღებენ ამ ხარისხის შესაბამის
პროდუქტს და შესაბამისად მოგებას. ამ მოგებით შეისყიდიან ქალაქში
გაუმჯობესებულ იარაღებს , (ასე რომ ქალაქი მთლად მხოლოდ სოფლისთვისაც არ
წარმოადგენს ბაზარს) და უკეთ დაამუშავებენ მიწას, ამის შედეგად მიიღებენ მეტ
მოსავალს და დააგროვებენ მეტ სიმდიდრეს, რასაც ისევ ქალაქში გაცვლიან და ასე
სრულიად ბუნებრივად შეიქმნება სიმდიდრე.

სმითი თავის დამოკიედბულებას შრომის დანაწილებასთან დაკავშირებით


საკმაოდ მკაფიოდ წარმოგვიდგენს და ფიქრობს რომ განვითარებისთვის შრომის
დანაწილება საუკეთესო გზაა, რადგან ადამიანებს როგორც გონიერ არსებებს გვაქვს
იმის საშუალება რომ გამოვიყენოთ ერთმანეთის შრომა ისე რომ დასახულ მიზანს
იმაზე ბევრად ნაკლებ დროში მივაღწიოთ, ვიდრე ამას შევძლებდით ყველაფერი
მხოლოდ ჩვენ რომ გაგვეკეთებინა. იგი წერს, რომ ,,ეს რაც ველურ მდგომარეობაში
ერთი ადამიანის სამუშაოს შეადგენს, განვითარებულ საზოგადოებაში სრულდება
რამდენიმე ადამიანის მიერ“(სმითი 2019). საქმის დაყოფა რამდენიმე ეტაპად და
შემდეგ ადამიანების ამ კონკრეტულ ეტაპებში დახელოვნება წარმოებას მეტად
სწრაფს და მომგებიანს გახდიდა. მას ასევე მოჰყავს ქინძისთავების საწარმოს
მაგალითი, რითიც თვალნათლივ გვიჩვენებს, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი აკეთებს
საქმეს ერთდროულად უფრო ეფექტურია ეს, გამომდნარე იქიდან, რომ ყველა
სპეციფიურად მისთვის განკუთვნილ ხელობასაა სრულად დაუფლებული.

სმითის მიხედვით, წარმოების გადიდებას სამი მიზეზი აქვს. ეს მიზეზები


სრულიად ნათელია. აქედან პირველი მუშის ხელმარჯვობის განვითარებაა, რაც
განპირობებული იქნება იმით რომ ის მთელი ცხოვრების განმავლობაშ ერთ საქმეს
გააკეთებს და შესაბანისად იდეალურად დაეუფლება მას. მეორე არის დაკარგული
დროის მინიმუმამდე დაყვანა, დროიკარგება მაშინ როცა ადამიანი იცვლის სამუშაო
ადგილსა და იარაღს. ამ დროს იგი ფეხსაც კი ითრევს და შესაბამისად წარმოება
ფერხდება. ხოლო მესამე ვფიქრობ არანაკლებ მნიშვნელოვანია და საწარმო
მანქანების განვითარებას გულისხმობს. რაც უფრო მეტი მანქანაა ადამიანის შრომის
შესასრულებლად მეტად მარტივად და სწრაფად კეთდება საქმე. აქ არის მეორე მხარე,
ის რომ ადამიანები დაუსაქმებლები რჩებიან, მაგრამ ეს დღევანდელობის პრობლემაა
და სმითის ეპოქაში დიდად არ ნაღვლობდა ხალხი ამაზე, გამომდინარე იქიდან, რომ
ვერც ხედავდნენ ამის საფრთხეს.

გამოყენებული ლიტერატურა
ადამ სმითი. ,,გამოკვლევა ხალხთა სიმდიდრის ბუნების და მიზეზების შესახებ“.
წიგნში: შესავალი თანამედროვე აზროვნებაში1 274-319 თბილისი; ილიას
სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა

You might also like