Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 2

რძემჟავური და სპირტული დუღილი

დუღილი წარმოადგენს ორგანული ნივთიერებების დაშლის პროცეს, უპირატესად ნახშირწყლების,


რომელიც ხორციელდება მიკროორგანიზმების ან მათ მიერ გამოყოფილი ფერმენტების მოქმედების
შედეგად. ამასთან დუღილის შედეგად გამოყოფილ ენერგიას მიკროორგანიზმები იყენებენ
ცხოველქმედებისათვის, ხოლო მიღებულ პროდუქტებს ბიოსინთეზისათვის.
დუღილი არსებობს ანარეობული და აერობული (ჟანგვა). ანაერობული დუღილის ტიპიურ
მაგალითს წარმოადგენს რძემჟავური და სპირტული დუღილი.

სპირტული დუღილი

სპირტული დუღილი ძირითადად გამოწვეულია საფუარა სოკოების მოქმედებით, თუმცა არსებობს


სხვა ტიპის სოკოებიც, რომელთაც შეუძლიათ აღნიშნული პროცესის წარმართვა. დუღილის შედეგად
ნახშირწყლები იშლება და გარდაიქმნება ძირითად პროდუქტად - ეთილის სპირტად, ამასთან
გამოიყოფა ნახშირორჟანგი და ენერგია.
ვინაიდან ანაერობული სუნთქვის დროს, გლუკოზის გარდაქმნა წყდება პირუვატის ეტაპზე,
შემდეგად ანაერობული დუღილის დროს საფუარა სოკოების ფერმენტული სისტემის ზემოქმედებით
პირუვატი განიცდის გარდაქმნას წარმოიქმნება აცეტილალდეჰიდი და ნახშირორჟანგი, ხოლო
შემდეგ აცეტიალდეჰიდი კვლავ განიცდის გარდაქმნას და საბოლოოდ ვიღებთ ეთანოლს. სპირტული
დუღილის საბოლო სახე ასეთია:

სპირტული დუღილი ძირითადად გამოიყენება ღვინისა და სპირტის წარმოებაში, ასევე პურის


წარმოებაში.

რძემჟავური დუღილი

რძემჟავურ დუღილს იწვევევენ რძემჟავური ბაქტერიები, რომლებიც გლიკოლიზის შემდგომ


წარმოქმნილ პირუვატს გარდაქმნიან ლაქტატად.
ადამიანის ორგანიზმში რძემჟავური დუღილი მიმდინარეობს ძლიერი ფიზიკური დატვირთვის
დროს, როდესაც ადგილი აქვს ჟანგბადის დეფიციტს. ამ დროს უჯრედული სუნთქვა ფაქტიურად
ჩერდება გლიკოლიზის ეტაპზე და გლიკოლიზის დაშლის შედეგად წარმოქმნილი პირუვატი
განიცდის რძემჟავურ დუღილს და კუნთების უჯრედებში გროვდება ლაქტატი, რომელიც იწვევს pH-
ის ცვლილებას (მჟავე არე). ფიზიკური დატვირთვის შემდეგ ადამიანი სწრაფად სუნთქავს, რაც
ზრდის ჟანგბადის რაოდენობას კუნთებში და ხელს უწყობს ლაქტატის ისევ პირუვატად გარდაქმნას.
რაც შეეხება გლუკონეოგენეზს, აღნიშნული მექანიზმი ირთვება სისხლში გადასული ლაქტატის უკან
გლუკოზად გარდასაქმნელად, რომელშიც მონაწილეობას იღებს ღვიძლი. აღნიშნული პროცესის
სამართავად ღვიძლში ხდება ცხიმების ჟანგვა და გამონთავისუფლებულ ენერგიას ღვიძლი იყენებს
ლაქტატის გუკოზად გარდაქმნისათვის.

You might also like