Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 3

მე-3 კლასი

ძირითადი დავალებები (100 ქულა)


1. (8 ქულა) ცარიელი კასრი იწონის 1 კგ-ს, ნახევრად სავსე 2 კგ-ს, მოცემული ნახატის მიხედვით, გამოთვალეთ რას
იწონის სავსე კასრი:

1კგ 2კგ ?????


A. 3 კგ 500 გ B. 3კგ C. 5კგ
2. (8 ქულა) რომელი ასოები არის ჩაწერილი წრეში?
A. ა, ბ, გ, დ B. ე, ვ, ზ,დ C. ბ, ვ, ზ, თ

3. (8 ქულა) ჩამოთვლილებიდან რომელი გამოსახულების მნიშვნელობაა უდიდესი?


A. 15+5 B. 25-5 C. 13+8

4. (8 ქულა) მოცემული ნახატის მიხედვით, რამდენი ქილა უნდა დავდოთ


კითხვის ნიშნის ნაცვლად, რომ სასწორი გაწონასწორდეს?
A. 2 B. 3 C. 4

5. (10 ქულა) რამდენი რიცხვია მეტი 13-ზე და ნაკლები 21-ზე ერთდროულად?


A. 7 B. 8 C. 9
6. (10 ქულა) მოცემული ნახატის მიხედვით დაადგინეთ რა მანძილია ვენიდან ყველაზე შორ ქალაქამდე?

A. 100 კმ. B. 58 კმ. C. 73კმ.

7. (11 ქულა) ხელთათმანი ბრუნავს ნაჩვენები მიმართულებით: რომელ მდებარეობას ვერ მივიღებთ?

A. B. C.

8. (12 ქულა) სამკუთხედის ყველა გვერდზე რიცხვების ჯამი 23-ის ტოლია,


რას უდრის გაფერადებულ უჯრებში ჩაწერილი რიცხვების ჯამი?

A. 11 B. 12 C. 13

9. (12 ქულა) რამდენი მართკუთხედია ნახაზზე?

A. 5 B. 6 C. 7

10. (13 ქულა) სულ მცირე რა მანძილის გავლა მოუწევს


ნიკოს სახლიდან სკოლამდე, თუ თითოეული ხიდის
სიგრძე ცალ-ცალკე 25 მეტრია?
A. 125 მ. B. 130 მ. C. 140 მ.
ბონუს დავალებები (20 ქულა)
ბონუს ქულა ჯამურ შედეგს დაემატება იმ შემთხვევაში, თუ მონაწილე ტესტის ძირითად ნაწილში დაკარგავს ქულას.
*გაეცი მაგთის ბონუს კითხვას სწორი პასუხი, გახდი მაგთის აკადემიური კლუბის წევრი და მიიღე უფასო სიმ ბარათი,
სიგელი, ყოველთვიური 100მბ, 100 SMS და 30 წუთი საჩუქრად.
*გაეცი თიბისის ბონუს კითხვას სწორი პასუხი და აიღე მოსწავლის #1 ბარათი, კინგსის დიზაინით, უფასოდ, თიბისი ბანკის
ნებისმიერ ფილიალში.
1. კითხვა ფინანსური განათლებიდან: (5 ქულა) გიორგის მშობლებმა ჯიბის ფულის სახით 15 ლარი
მისცეს, ბაბუამ კი მას დამატებით 5 ლარი აჩუქა. ამის შემდეგ, გიორგიმ თავის დას 10 ლარი მისცა.
საბოლოოდ, რამდენი ლარი აქვს ახლა გიორგის?
A. 15 B. 20 C. 10
2. „თიბისის“ კითხვა: (5 ქულა) მაკას თიბისი ბანკის 2 პლასტიკური ბარათი აქვს, ლიკას კი - 3. რამდენი
პლასტიკური ბარათი აქვს ორივეს ერთად?
A. 3 B. 5 C. 1
3. Cavea-ს კითხვა: (5 ქულა) კავეას კინოთეატრის ერთ-ერთ დარბაზში 15 ადგილი იყო დაკავებული, ხოლო 3
ცარიელი. სულ რამდენ ადგილიანი ყოფილა ეს დარბაზი?
A. 15 B. 18 C. 20
4. „მაგთის“ კითხვა: (5 ქულა) ერეკლე მაგთის 1000 მეგაბაიტ მობილურ ინტერნეტში ყოველ თვე 4 ლარს
იხდის. რამდენი ექნება მას გადახდილი 3 თვეში?
A. 16 ლარი B. 8 ლარი C. 12 ლარი

ტესტი ,,ინტელექტი’’
ინტელექტის ტესტი არ ამოწმებს შენს ცოდნას, არამედ იმას, თუ როგორ აზროვნებ, რამდენად
მიხვედრილი და საზრიანი ხარ. ის შენი ინტელექტუალური შესაძლებლობების მაქსიმალურად
გამოვლენისკენაა მიმართული.
აღმოაჩინე წარმოუდგნელად დიდი შესაძლებლობები - გამოავლინე შენი ინტელექტი!
გაიარე შესარჩევი ტური, დააგროვე 4 ქულა ან მეტი და მოიპოვე სეზონის მთავარ ინტელექტუალურ
მოვლენაში მონაწილეობის შესაძლებლობა.
22 დეკემბერს შენ ინტელექტის გრანდიოზული ფინალი გელის!

1. მოძებნე ანალოგიური წყვილი: სამართალი:უსამართლო


ა. ნამუსი:უნამუსო ბ. ჭკვიანი:ჭკუა გ. უსახსხრო:სახსარი

2. რომელი ცხოველი არ ცხოვრობს ანტარქტიდაზე?


ა. სელაპი ბ. პინგვინი გ. ციყვი

3. საქართველოს რომელ ქალაქში გვხვდება მეტრო?


ა. ბათუმი ბ. თბილისი გ. ქუთაისი

4. რომელი დეტალია გამოტოვებული?

ა. ბ. გ.

5. ნიკო, ელენე, სალომე და გიორგი ბიბლიოთეკაში არიან. მათ უნდა აირჩიონ: ენციკლოპედია, ზღაპრების
წიგნი, ლექსების კრებული და კომიქსი.
ვიცით, რომ სალომემ ზეპირად იცის ბევრი ლექსი და უყვარს პოეზია; გიორგიმ აირჩია ზღაპრების
წიგნი; ნიკოს არ აურჩევიათ ენციკლოპედია;
რომელს რა წიგნი შეურჩევია?
ა. ნიკო - კომიქსი; სალომე - ლექსების კრებული; გიორგი - ზღაპრების წიგნი; ელენე - ენციკლოპედია.
ბ. გიორგი - ზღაპრების წიგნი; ელენე - ლექსების კრებული; ნიკო - ენციკლოპედია; სალომე - კომიქსი.
გ. სალომე - ლექსების კრებული; ნიკო - კომიქსი; გიორგი - ენციკლოპედია; ელენე - ზღაპრების წიგნი.

You might also like