გურანდა ლექცია 2

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ლექცია 2(გურანდა)

1. დაახასიათეთ ძველი აღმოსავლეთის ქვეყნების საზოგადოებრივ-პოლიტიკური წყობა

ძვწ.4 ათს ყალიბდება მონათმფლობელური აღმოსავლური ქვეყნები , როგორებიცაა ეგვიპტე,


ბაბილონი, ინდოეთი ჩინეთი და სხვა. მონობა პრიმიტიული სახით შენარჩუნდა და მონები სახლის
კრზე ჰყავდათ, გვაროვნული წყობილების ნიშნები იყო შენარჩუნებული , არსებობდა სახელმწიფო
საკუთრება რაც საირიგაციო სისტემებით იყო გამოწვეული , ეს უკანასკნელი გაბატონებულ ფენას
ასევე აიძულებდა შედარებით ბიოროკრატიული მონარქიული აპარატის შექმნას, ჩამოყალიბდა
დესპოტია სადაც ერთი პირის ხელში იყო მთელი ძალაუფლება და გაბატონებული ფენის
პრივილეგიები რელიგიური დოგმატიკით იყო გამყარებული.

2. დაახასიათეთ ძველი ეგვიპტის გაბატობენული იდეოლოგია

ძვწ.4 ათს ეგვიპტის მონათმფლობელური სახელმწიფო ცამოყალიბდა . მის სათავეში გაღმერთებული


ფარაონი იდგა (დესპოტია). მისი ჩამოყალიბება საირიგაციო სისტემის განვითარებით იყო
განპირობებული . ეგვიპტეში ფარაონი მზის ღმერთის - რას შვილად ითვლებოდა და ყოველგვარი
მოვლენა მის ნებად განიხილებოდა.თვლიდნენ რომ ფარაონი უკვდავი იყო და თავის სამუდამო
სასუფეველში გადადიოდა.

პტახოტეპის (ვაზირის-ადმინისტრაციული აპარატის უფროსის) მოსაზრებით უთანასწორობა


ბუნებრივი და სამართლიანი იყო და მდაბიოების დამორჩილებისკენ მოუწოდებდა
კეთილშობილებს. კეთილშობილებს კი მოუწოდებდა არ გამოეჩინათ სიამაყე და ძალადობა.
დაშინება მხოლოდ ღმერთის და ფარაონის პრივილეგია იყო. ის თან სიმდიდრის მოპოვების გზებს
აჩვენებდა თან მის მომხვეჭელებს აკრიტიკებდა. სიმდიდრეს მომაკვდინებელ ცოდვას ოჯახის და
ნათესაური კავშირების დამანგრეველს უწოდებდა.

ძვწ.3 ათს შუახანებიდან ბოლომდე დაიწუო დეცენტრალიზაციის პროცესი (10-11 დინასტიებისას)


შემდეგ კი აღდგა გაერთიანების პროცესი. ამ პერიოდში გამწვავდა კლასობრივი ბრძოლა , ამაზე
ფარაონი ახტოის სწავლება მოგვითხრობს. იგი ამბობს რომ ამბოხებულთა წინააღმდეგ
დაუნდობლობა აუცილებელია , ასევე ამბობს რომ ამბოხების თავიდან ასაცილებლად კომპრომისზე
წასვლა იყო საჭირო. ძვწ.18 მონათა და ღარიბთა აჯანყებით მოხდა მდიდართა ქონების მითვისება-
განაწილება , თუმცა ეს აჯანყება დამარცხდა. იპისერი თავის მოძღვრებაში წერს ამის შესახებ. ის
არისტოკრატი იყო და აჯანყებას ცხოვრების სისტემის მოშლის მიზეზად ასახელებდა.

ამენემოპეს მოძღვრებაში არისტოკრატთა განწყობაა გამოხატული. ავტორი აჯანყებულებს


მოუწოდებდა სიფრთხილისა და ზომიერებისკენ. იგი უარყოფდა წარჩინებულთა მიერ სხვისი
მიწების დაუფლებას და მიწის გადანაწილებასაც ეწინააღმდეგებოდა. ის ხალხს მოუწოდებდა
დაეჯერბინათ ღმერთის მსახური ქურუმებისთვსი.

3. რაში მდგომარეობს პტახოტეპის მოძღვბრების არსი

პტახოტეპს თავის დროზე მაღალი მდგომარეობა ჰქონდა სახელმწიფოში, თვით ვეზირის


თანამდებობაც კი მიუღია,ე.ი მთელი ადმინისტრაციული აპარატის უფროსი ყოფილა. პტახოტეპი
ავითარებს მოსაზრებას, რომლის მიხედვითაც უთანასწორობა ბუნებრივი და სამართლიანია, იგი
მდაბიოებს კეთილშობილთა დამორჩილებისაკენ მოუწოდებს. ტპახოტეპი ერთი მხრივ იძლევა
რჩევას სიმდიდრის მოპოვების გზების შესახებ, ხოლო მეორე მხრივ აკრიტიკებს სიმდიდრის
მომხვეჭელებსა და ხარბებს. იგი აცხადებს რომ სიმდიდრე მომაკვდინებელი ავადმყოფობაა,
რომელიც ანგრევს ოჯახს და ანადგურებთ ნათესავთა შორის კეთილ დამოკიდებულებას.

4. როგორ არის აღწერილი კლასობრივი დაპირისპირების შედეგი იპუსერის მოძღვრებაში?


კლასთა შორის აჯანყება და მისი შედეგი აღწერილია იპუსერის მოძღვრებაში. იგი გულისტკივილით
აღნიშნავს, რომ აჰანყებამ მოშალა ცხოვრების მთელი სისტემა. იპუსერი სულმოუთქმენლად
ელოდება როდის დაუბრუნდება ყველაფერი ძველ წესწყობილებას.

5. როგორ დაუკავშირებთ ერთმანეთს იპუსერისა და ამენომოპეს მოძღვრებებს?

ამენემოპეს სწავლა-მოძღვრება საკუთარ შვილს ეძღვნება,რომელშიც გამოხატულია ეგვიპტელი


არისტოკრატის განწყობილება. ეგვპიტის წარჩინებულობა შეშფოთებულია მონათა აჯანყებით,
ამიტომ ამენემოპე მათ სიფრთხილისა და ზომიერებისაკენ მოუწოდებს. ამენემოპეს აზრით ადამიანი
უძლურია ღმერთის წინაშე, ღმერთი განაგებს ყველაფერს.

6. როგორ არის აღწერილი ჰამურაბის კანონებში სახელმწიფოს და სამართლის საკითხები?

ჰამურაბის კანონებში აღნიშნულია, რომ მეფის ხელისუფლება ღვთიური წარმოშობისაა. მეფე,


ჰამურაბის აზრით, ღმერთის მსგავსი არსებაა, რომელიც იცავს სუსტებს, იგი სამართლიანი, ბრძენი
და ლიდერია.

7. რას მოაიზრებდა ბრაჰმანიზმი?

ბრაჰმანიზმი შექმნეს ბრაჰმანებმა. ბრაჰმანიზმი, როგორც იდეოლოგია, მიმართული იყო


ბრაჰმანებისა და საგვარეულო არისტოკრატიის მდგომარეობის უძრულველსაყოფად. ბრაჰმანიზმის
ერთ-ერთი ძირითადი ელემენტი იყო დოგმატი სულთა გადასახლების შესახებ, რომლის
მიხედვითად ადამიანის გარდაცვალების შემდეგ მისი სული კვლავ ბრუნდება დედამიწაზე და
უფრო დაბალი წარმოშობის ადამიანის ან ცხოველის სულში ჩასახლდება, თუ ეს ადამიანი წინა
ცხოვრებაში არასწორად იქცეოდა. ხოლო თუ მან მართალი ცხოვრების გზა განვლო მაშინ მისი
სული უფრო მაღალი საზოგადოებრივი მდგომარეობის მქონდე ადამიანის სხეულში გადავიდოდა.
ეს ყოველივე კი განისაზღვრებოდა პირის ქმედებებიდან, თუ როგორ ასრულებდა იგი საკულტო,
საზოგადოებრივ და საოჯახო ვალდებულებებს.

8. რას გვიამბობს მანუს კანონები საზოგადოების დაყოფისა და მეფის შესახებ?

მანუს კანონები საზოგადოების ვარნებად დაყოფას, მის მემკვიდრეობას ღვთაებრივი მიზეზით


ხსნიდა. კერძოდ ღმერთმა თავისი თუჩებიდან უმაღლესი კასტა-ბრაჰმანი შექმნა, ხოლო ხელებიდან-
ქშატრიების კასტა, თეძოსგან-ვაიშების, ფეხებიდან-უმდაბლესი კასდა,შუდრა. მანუს კანონები
აღმერთებენ მეფეს, რადგან მედე შექმნილია სხვადასხვა ღმერთების საუკეთესო თვისებებიდან.
მანუს კანონები აფრთილებს ყველას, ვინც მეფეს წინ აღუდგება,რომ ცეცხლი დასწვავს მას და
აგრეთვე მის ოჯახს.

9. რატომ ჰქონდა ბუდიზმს აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა?

ბუდიზმის მრავალ იდეას აქტუალური სოციალურ-პოლიტიკური მნიშვნელობა ჰქონდა. მუდიზმის


მიმდევართა ზრდის კვალობაზე მისი მნიშვნელობაც იზრდებოდა. ბუდიზმის იდეებმა
თანდათანობით დაიწყეს გავლენის მოხდენა სახელმწიფოებრივ პოლიტიკასა და კანონმდებლობაზე.

10. ძველი ინდოექთის რომელი პოლიტიკური პრობლემების შესახებაა საუბარი „ართხაშასტრას“


ტრაქტატში?

ძველი ინდოეთის პოლიტიკური პრობლემები მოცემულია ასევე ვრცელ ტრაქტატში, რომელიც


ცნობილია ,,ართხაშასტრას’’ სახელით. იგი შეიცავს დაწვრილებით რჩევებს მეფისათვის
ადმინისტრაციის, სასამართლოს, კანონმდებლობით, მმართველობისა და საშინაო თუ საგარეო
ურთიერთობების საკითხებზე. მისი მიხედვით მეფემ უნდა დაიცვას და შეასრულოს კანონები,
მაგრამ თუ კანონები ცდებიან ან მეფის ხელისუფლებას ეწინააღმდეგებიან, მაშინ საკითი უნდა
გადაწყდეს საერთო სარგებლობის თვალსაზრისით.

11. როგორ ახასიათებს კონფუცი სახელმწიფოსა და ხელისუფლებას ჩინეთში?


კონფუცი სახელმწიფოს განმარტავს, როგორც დიდ ოჯახსმ იმპერატორის ხელისუფლება მამის
ხელისუფლების მსგავსია, ხოლო მმართველი ქვეშევრდომების ურთიერტიბა- საოჯახო
ურთიერთობებისა, სადაც უმცროსები ემორჩილებიან უფროსებს. უარყოფითად აფასებს კონფუცი
საგარეო ომებს, ჩინური სამეფოს დაპყრობით ლაშქრობებს ერთმანეთის ან სხვა ხალხების
წინააღმდეგ. კონფუცი პოლიტიკური ურთიერთობების რეგულების მომხრეა, ამ მხრივ იგი
უპირისპირდება კანონების საფუძველზე მმართველობას. მას უარყოფითი დამოკიდებულება აქვს
ასევე პოზიტიური კანონისადმი, რომელიც განპირობებულია მისი კავშირით სასტიკ სასჯელებთან.

12. რაზე საუბრობს მოძი სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობის კონტექსტში?

მოძი სახელმწიფო ხელისუფლების წარმოშობის ხელშეკრულების თეორიას ქადაგებს. იგი


მიუთითებს რომ ოდესღაც ადამიანები ცხოვრობდნენ სახელმწიფოსა და კანონების გარეშე,რადგან
მათ შორის ადგილი ჰქონდა კონფლიქტებს,ამოირჩიეს ჭკვიანი და გონიერი კაცი და ასე გახადეს იგი
ხელმწიფედ. მოძის აზრით სახელმწიფოს ხელისფულება შეზღუდული არ უნდა იყოს, იგი
საჭიროებისამებრ უნდა ეთათბირებოდეს წარჩინებულებსა და ჭკვიან ხალხს.

13. რაში გამოიხატება ლეგიზმის არსი?

კონფუციანელობის საწინააღმდეგო პოლიტიკუ-სამართლებრივ მოძღვრებას წარმოადგენდა


ლეგიზმი, რომელის ძირითადი იდეები ჩამოყალიბებულია ძვ.წ.აღ IV საუკუნის ტრაქტატში ,,შან
ძიუნ შუ’’. შან იანი აკრიტიკებდა მის დროს გავლენიან კონფუციანურ წარმოდგენებსა და იდეალებს
მმართველობასთან დაკავშირებით.ლეგისტების შეხედულებები კანონის სისატიკეზე, მჭიდროდაა
დაკავშირებული მათ წარმოდგენებზე მოსახლეობებისა და ხელისუფლებას შორის ურთიერთობაზე.

You might also like