Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 12

საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკა საქართველოში და სხვადასხვა ქვეყნებში

მარიამ ჭელიძე

(რეფერატი)

მეცნიერებათა და ხელოვნების ფაკულტეტი

საგანი: ენობრივი პოლიტიკა მრავალეთიკურ სახელმწიფოში

კურსის ხელმძღვანელი: თინათინ კიღურაძე, ასისტენტ პროფესორი.

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

თბილისი 2024

სარჩევი
1
შესავალი................................................................................................................................3

1. ზოგადი ინფორმაცია საბჭოთა კავშირის შესახებ............................................3-4

საბჭოთა კავშირის პოლიტიკა საქართველოში..........................................................5-8

საბჭოთა კავშირის პოლიტიკა ბელორუსიაში....................................................8-10

დასკვნა.............................................................................................................................10-11

გამოყენებული ლიტერატურა.....................................................................................11-12

2
შესავალი
ამ სამეცნიერო ნაშრომის მთავარი თემა საბჭოთა კავშირია მისი დაარსებიდან
მოყოლებული, თუ როგორ დაიწყო გაძლიერება, ვინ ფიგურირებდა მისი არსებობის
პერიოდში ამ უდუდეს გაერთიანებაში, ჰქონდა თუ არა მას დადებითი ან
უარყოფითი გავლენა მასში შემავალ სახელმწიფოებზე, რა სახის პოლიტიკას
ატარებდა მისი არსებობის 70 წლის განმავლობაში ეს უკანასკნელი, რამდენი
სახელმწიფო შედიოდა მის შემადგენლობაში და როგორ ვითარდებოდა დროებასთან
ერთად საბჭოთა კავშირის პოლიტიკა, რომელიც დღემდე საკმაოდ კარგად ახსოვს
ყველას, განსაკუთრებით კი პოსტ - საბჭოთა ქვეყნებს, რომელთათვისაც მთელი ეს
პერიოდი იყო საკმაოდ რთული და მრავალი ცვლილება შეიტანა საბჭოთა კავშირის
არსებობამ მათ ისტორიაში, ამ და კიდევ სხვა თემებზე უფრო კონკრეტულად და
ვრცლად შევეცდები ვისაუბრო ამ ნაშრომში, რომლიც კურსის ფარგლებში განვლილი
თემების სწავლისა და დამატებითი კონკრეტული ინფორმაციების მოპოვების
ხარჯზე დავწერე.

საბჭოთა კავშირი ანუ სსრკ ანუ საბჭოთა სოციალური რესპუბლიკების კავშირი, ის


მოიცავდა აღმოსავლეთ ევროპის კავკასიის და შუა აზიის ტერიტოერიებს. ეს
მრავალეთნიკური სახელმწიფო ოფიციალურად დაარსდა 1922 წლის 30 დეკემბერს,
ხოლო დაიშალა 1991 წლის 26 დეკემბერს უზენაესი საბჭოს გადაწყვეტილებით.

საბჭოთა კავშირი წლების განმავლობაში ითვლებოდა უძლიერეს ძალად, რომელსაც


ძალიან დიდი გავლენა ჰქონდა მასში შემავალ სახელმწიფოებზე.

საბჭოთა კავშირი შედგებოდა 15 სახელმწიფოსაგან, ესენი კი იყო: აზერბაიჯანი,


თურქმენეთი,ესტონეთი, ბელარუსია, საქართველო, სომხეთი, ლატვია, ლიეტვა,
რუსეთი, მოლდოვა, ტაჯიკეთი, უკრაინა, უზბეკეთი, ყირგიზეთი და ყაზახეთი.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ რუსეთი დარჩა მის ნაწილად, რადგან სწორედ
აქედან დაიწყო ამ გაერთიანების შექმნა და რუსეთი იყო მთავარი სახელმწიფო,
რომელიც ისევ საბჭოთა კავშირს უკავშირდება.

ამ გაერთიანებამ დაარსების დღიდან დაიწყო თავისი ტერიტორიების გაზრდა და


1945 წლისთვის მის მაქსიმუმს აღწევდა.

3
როდესაც ვსაუბრობთ საბჭოთა კავშირზე, მნიშვნელვანია ხაზი გავუსვათ მათ
გავლენას მრავალ სფეროზე, რომელიც სახელმწიფოებში არსებობდა. საბჭოთა
კავშირის მმართველობა დღემდე ითვლება ერთ-ერთ დიქტატორულ, ძლიერ და
მკაცრ რეჟიმად, რადგან ფაქტობრივად არ არსებობდა საკითხი, რომელიც მათთან
შეთანხმების და თანხმობის გარეშე წყდებოდა, სწორედ ამ საკითხების შესახებ უფრო
ვრცლად ვისაუბრებ ამ სამეცნიერო ნაშრომში.

როგორც უკვე ვთქვი, საბჭოთა კავშირი დიდ გავლენას ახდენდა მის მმართველობაში
შემავალ ქვეყნებში არსებულ ნებისმიერ მიმართულებაზე, რაც იქნებოდა განათლება,
წიგნების ბეჭდვა, პრესა, მედია, რელიგიური თემები და სხვა, ამ ნაშრომში კი
თითოეულზე მცირედ ინფორმაციას მოგაწვდით.

დავიწყოთ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რელიგიის საკითხით, საბჭოთა კავშირში


საბჭოთა მოქალაქეებს არ შეეძლოთ აშკარად გამოეხატათ თავიანთი რელიგია,
შესაბამისად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მმართველი ძალები ანტირელიგიურ ანუ
ათეისტურ პროპაგანდას ატარებდნენ. ყველასათვის ცნობილი იყო, რომ საბჭოთა
კავშირის მმართველები არ აღიარებდნენ არცერთ სარწმუნოებას და რელიგიურ
მიმდინარეობას, შესაბამისად მათი მხრიდან მოთხოვნა იყო იმისა, რომ თითოეული
ქვეყანა, რომელიც საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში შედიოდა, ყოფილიყო
მკაცრად გაკონტროლებული სარწმუნოების საკითხში, ეს ყოველივე კი ნამდვილად
სრულდებოდა.

ამის ნათელი მაგალითია ძველი წყაროები სადაც მოცემულია ისტორია, როგორ


ცდილობდა თუნდაც მართმადიდებლური რელიგია გადარჩენილიყო საბჭოთა
კავშირის მმართველობის დროს, მაგალითად ტარდებოდა სხვადასხვა
მართლმადიდებლური რიტუალები დაფარულად, ნათლობა, წირვა-ლოცვები,
აღსარების ჩაბარება და ასე შემდეგ. ასეთ მართლმადიდებლურ ქვეყნებს
მიეკუთვნებოდნენ ასევე საქართველო და უკრაინა, ორივე ქვეყანაში საბჭოთა
კავშირის მმართველობის დროს იდევნებოდა მართლმადიდებლური რელიგია,
საბჭოთა მმართველები ძალიან უხეშად ანადგურებდნენ ყველაფერს რაც რელიგიას
უკავშირდებოდა და დევნიდნენ ნებისმიერი სარწმუნოების მიმდევრებს, სწორედ ამ
დროს საქართველოში ძალიან ბევრი ეკლესია და მონასტრები იქნა განადგურებული,
რომლებიც ეროვნულ ძეგლებს წარმოადგენდნენ.

რელიგიის თანასწორობა კანონის წინაშე არ არსებობდა, აიკრძალა რელიგიის


სწავლება ზოგადსაგანმანათლებო დაწესებულებებში, აიკრძალა საეკლესიო
ქველმოქმედება, მაშინ როცა ეს ძალიან საჭირო იყო.

„‘საბჭოთა პოლიტიკაში რელიგიასთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი ეტაპი იყო ორი


ერთმანეთთან მჭიდროდ დაკავშირებული კამპანია: პირველი, რომელიც ჩატარდა

4
1918 წლის ოქტომბრიდან 1920 წლის დეკემბრამდე, რელიგიური სიწმინდეების
ექსჰუმაციისა და გამოვლენის მიზნით და მეორე, რომელიც დაიწყო 1922 წლის
თებერვალში, საეკლესიო ფასეულობების ჩამორთმევის მიზნით. , ოფიციალურად
შიმშილის შემსუბუქების მიზნით. სიწმინდეები ინახებოდა ძვირფასი ლითონისგან
დამზადებულ და თვლებით გაფორმებულ სალოცავებში და მათი „გამოვლენა“
ტარდებოდა მონასტრის ან ეკლესიის ქონების ექსპროპრიაციის პარალელურად, მათ
შორის არა მხოლოდ ლიტურგიკული საგნების ჩამორთმევას, როგორიცაა ჭიქები,
არამედ ბერების განდევნაც. მონასტრები.20 როდესაც მორწმუნეები ან სასულიერო
პირები წინააღმდეგობას უწევდნენ, საბჭოთა ხელისუფლება დამნაშავეებს
აპატიმრებდა.“

ბარბარა მარტინი და ნადეჟდა ბელიაკოვა

რაც შეეხება კონკრეტულად საქართველოს, რამდენიმე მაგალითი უკვე ვახსენე


ზემოთ, რაც ძირითადად რელიგიურ თემას ეხებოდა, მაგრამ როგორი იყო საბჭოთა
კავშირის უშუალო პოლიტიკა საქართველოსთან მიმართებაში?

საქართველო ერთ-ერთი ის ქვეყანა იყო, რომელიც საბჭოთა კავშირის


შემადგენლობაში შედიოდა, ოფიციალურად 1921 წლიდან 1990 წლამდე.
საქართველოს გასაბჭოებას წინამდებარე მოვლენები უძღვოდა თან, რომელიც 1917
წლიდან იწყება, ამ დროს რუსეთის სათავეში ბოლშევიკები მოვიდნენ, ერთი წლის
შემდეგ იყო მცდელობა, რუსეთის მხრიდან საქართველოს დაპყრობის, რამაც
უშედეგოდ ჩაირა, ხოლო 1920- დან 1921 წლამდე საქართველო დამოუკიდებელი იყო,
მაგრამ მალევე რუსულმა ბოლშევიკურმა არმიამ თბილისში შემოაღწია და დაიკავა
დედაქალაქი, ხოლო იქამდე სანამ ისინი თბილისში შემოვიდოდნენ და საქართველო
ანექსირებული გახდებოდა დაიკავეს სომხეთი და აზერბაიჯანი, ეს უკანასკნელი რა
თქმა უნდა, კარგ ფონს არ ქმნიდა ახალად დამოუკიდებლობა მოპოვებული
ქვეყნისთვის, რადგან მისი მეზობლები უკვე სასტიკი მტრის კლანჭებში იყვნენ
მოქცეულები, საქართველოს ანექსირებას ასევე თავად ქვეყანაში არსებულმა
მდგომარეობამაც შეუწყო ხელი, ქვეყნის მთავრობა გაიქცა, მას შემდეგ რაც რუსეთმა
საქართველოსკენ აიღო გეზი. სწორედ ამ დროს საქართველოს სამხრეთ-
დასავლეთიდან შემოუტია, შესაბამისად ქვეყანას აღარ ჰქონდა ძალები იმისათვის,
რომ საკუთარი დამოუკიდებლობა დაეცვა.

5
ქვეყნის გასაბჭოების შემდეგ ბლშევიკებმა, რომლებიც მარქსისტული იდეების
მიმდევრები იყვნენ, სწორედ აქედან გამომდინარეობდა მათი რელიგიისადმი
დამოკიდებულებაც, მათ ქვეყანაში დანიშნეს თავიანთი წარმომადგენლები,
რომლებიც მკაცრად აკონტროლებდნენ ზემოდან წამოსულ კანონებს.

საკმაოდ მნიშვნელოვანი პიროვნებაა ასევე სერგო ორჯონიკიძე, რომელმაც საკმაოდ


დიდიხანი შეინარჩუნა უმაღლესი თანამდებობდა ამიერკავკასიაში. სწორედ მან
უხელმძღვანელა 1921 წელს ბოლშევიკთა შემოჭრას, მაგრამ მის მიმართ არც ისე
კარგად იყვნენ განწყობილები სამხედრო დელეგატები, რამოდენიმე მათგანმა მის
თანამდებობაზე თავიანთი ადგილიც წამოაყენა და გამოხატეს სხვადასხვაგვარი
პრეტენზიები გამოთქვეს მის წინააღმდეგ, მაგრამ პირველ რიგში ორჯონიკიძის მხარე
სტალინმა და ლენინმა დაიჭირეს და ის სწორედ ასე გადარჩა, მაგრამ საბოლოოდ
ისევ სტალინმა შეიტანა ეჭვი ამ ადამიანში.

________________________________________
ცრურწმენა, როგორც საბჭოთა კავშირის კონტროლის მეთოდი (მაგალითი თანამედროვე
საქართველოს ისტორიიდან) მანჩარ გუნცაძე, კორნელი კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა
ეროვნული ცენტრი.

საქართველოსთვის როგორც პოლიტიკურად ისე ენობრივად არ იყო ხელსაყრელი


საბჭოთა კავშირში ყოფნა, ამ უკანასკნელში რუსული ენა დომინანტობდა, სწორედ
რუსული და რუსეთი იყო მთავარი ცენტრი საბჭოთა კავშირისთვის და შესაბამისად
ისინი ემსახურებოდნენ ამ ენის გავრცელებას მათი მმართველობის არეალში და ეს
ყოველივე საკმაოდ კარგად გამოსდიოდათ. საბჭოთა კავშირის ენობრივი პოლიტიკა
საქართველოში სწორედ ისეთი იყო როგორიც სხვა ქვეყნებში, თხუთმეტივე ქვეყანაში
რუსული ენის დომინანტობა იგრძნობოდა, რუსეთი თავდაუზოგადავ ცდილობდა
ქართული ენის ჩანაცვლებას რუსულით და ახალი საზოგადოების ჩამოყალიბებას
იგივე „საბჭოთა მოქალაქეების“ რომლებსაც ენაც სარწმუნოებაც და სხვადასხვაგვარი
შეხედულებები ისეთი ექნებოდათ, როგორიც რუსეთს სურდა. რუსეთმა აქტიურად
დაიწყო სხვადასხვა ღონისძიებების გატარება და ორ მთვარ მიმართულებაზე
მუშაობა განათლება და მედია.

მაგალითად, მათ აკრძალეს ქართული სკოლები და ჩაანაცვლეს რუსულით,


შესაბამისად იკრძალებოდა ქართულად წერა და კითხვა, სწორედ ეს ამართლებს
ზემოთ თქმულ „საბჭოთა მოქალაქეების“ ჩამოყალიბებას, რადგან ადამიანები,
რომლებიც ამ პერიოდში იბადებოდნენ და იზრდებოდნენ ქვეყანაში, რომელიც სავსე
იყო რუსული იდეოლოგიებით, თავისთავად ხდებოდნენ აწ უკვე ხსენებული
„საბჭოთა მოქალაქეები“.

6
ლიტერატურული კუთხით საყურადღებოა ასევე ე.წ „რეაქციული“ წიგნების
აკრძალვა, მთავრობამ ასევე დაიწყო ქაღალდის ნაციონალიზაცია და საბეჭდი
მანქანების კონფისკაცია, შესაბამისად ფაქტობრივად შეუძლებელი იყო
ანტისაბჭოური პროპაგანდის დაწყება არამც თუ შესრულება, რადგან მმართველმა
ძალამ სწორედ საჭირო მიმართულებები დაიკავა და უზრუნველყო მისი კონტროლი.

რაც შეეხება მეორე მიმართულებას, მედიას და პრესას, ამ უკანასკნელსაც დიდ


ყურადღებას აქცევდნენ, ძირითადად პრესაც და მედიაც მიმართული იყო რუსეთის
ქებისკენ, ეს იყო ე.წ „ცენზურის“ ნაწილიც, რომელიც დააწესებული იყო და
უზრუნველყოფდა „საბჭოთა საიდუმლოებების“ დაცვას ფაქტობრივად შეუძლებელი
იყო განსხვავებული ოპოზიციური აზრის წაკითხვა ან მოსმენა, რადგან ყველაფერი
მმართველი ძალებისგან კონტროლდებოდა. ზემოთ ხსენებული საბჭოთა
საიდუმლოებების დასაცავად არსებობდა ე. წ „მთავლიტი „იგივე მთავარი
ლიტერატურული სამართველო, რომელიც შეიქმნა 1922 წელს და სწორედ პრესის
მეშვეობით საბჭოთა საიდუმლო ინფორმაციის დაცვას უზრუნველყოფდა.

საბჭოთა კავშირში შემავალ ყველა რესპუბლიკაში იყო ამ ორგანოს დანაყოფი


გამოყოფილი, შესაბამისად მმართველ ძალას არ ჰქონდა საშიშროება იმისა, რომ ამა
თუ იმ რეგიონის პრესა დაიწყებდა „საბჭოთა საიდუმოებების“ გამოქვეყნებას.
თითქმის ყველა ჟურნალ- გაზეთებში ჰყავდათ მოწვეული ცენზორები, ხოლო
შედარებით დიდი გამომცემლები ასრულებდნენ პატარა გამომცემლებისთვის
ცენზორის ფუნქციას.

ე.წ „ცენზურის“ შესახებ უფრო ვრცლადაც შეგვიძლია ვისაუბროთ, როგორ და როდის


ჩამოყალიბდა ის და რა სირთულლებს იწვევდა ქვეყნისთვის

ეს ყველაფერი დაიწყო 1917 წლიდან, როცა ვლადიმერ ლენინმა დროებით ბრძანებას


მოაწერა ხელი, რომელიც აზრის გამოხატვის თავისუფლებას კრძალავდა, მაგრამ ამ
ყველაფერს დროებითი სახე უნდა ჰქონოდა, ხოლო სამოქალაქო ომის დასრულების
შემდეგ ეს ბრძანება უნდა გაუქმებულიყო, მაგრამ ამ ზემოთ თქმულმა კარგად
იმუშავა „ბოლშევიკების“ სასარგებლოდ, ამიტომ ლენინმა განაცხადა, რომ
„ცენზურის“ არსებობა ხელს შეუწყობდა მათი ძალაუფლების გაძლიერებას, სწორედ
ამიტომ საბჭოთა კავშირის არსებობის არსებობის განმავლობაში, რაც 70 წელს
მოიცავს, მასში შემავალ ყველა ქვეყანაში იყო შეზღუდული თავისუფალი აზრის
გამოთქმის უფლება.

ერთი შეხედვით თავისუფალი აზრის დაფიქსირების შეზღუდვა იმდენად


შემზარავად არ ჟღერს, როგორც სინამდვილეში იყო, წლების განმავლობაში საბჭოთა
ხელისუფლება უფრო და უფრო მეტ სფეროზე ახდენდა გავლენას, დაიწყო
„კინოწარმოების კონტროლი“, ასევე ყველა ფოტო და კინო სტუდია ხელისუფლების

7
ხელში გადავიდა, შეიქმნა ე.წ „რეპტკომი“ რომელსაც გამართული სანახაობების და
ღონისძიებების კონტროლი ევალებოდა, ამას მოჰყვა „სახნიკოს“ შექმნა, რომელიც
აკონტროლებდა გამოსული ფილმების შინაარსს.

„ცენზურა“ ასევე სხვა ქვეყნებთან ერთად შეეხო საქართველოსაც, კონკრეტული


მაგალითი რომ მოვიყვანოთ, შეგვიძლია ვისაუბროთ ქართველ ხელოვანებზე: პაოლო
იაშვილზე, მან პროტესტის ნიშნად თავი მოიკლა 1937 წლის 22 ივლისს მწერალთა
სახლში, რადგან მაშინდელი ხელისუფლება მას ბრალს დებდა „ქვეყნისთვის
მავნებლობაში“ , მისი ამ საქციელის გამო კი ხელისუფლებამ ის შერაცხა, როგორც
„სამშობლოს მოღალატე“ და სწორედ ამ სტატუსით დაკრძალეს. ასევე მიხეილ
ჯავახიშვილი , რომელიც 1936 წელს მისი რომანის „ქალის ტვირთის“ გამო
ამოირჩიეს, მმართველ ძალას მისი ეს ნაწარმოები არ მოეწონა და სხვა ბრალდებებთან
ერთად ერთ-ერთი ვერსიით ბერიას წინ სასტიკად აწამეს და 1937 წლის 30
ოქტომბერს დახვრიტეს, ასევე რეპრესიების მსხვერპლი გახდა მისი ოჯახიც, ხოლო
მწერლის არქივი სრულიად გაანადგურეს, მისი რომანი კი „ცენზურას
„ დაექვემდებარა ტიციან ტაბიძე, რომელიც 1937 წელს იმის გამო დაიჭირეს და
დახვრიტეს, რომ პაოლო იაშვილის საჯაროდ გაკიცხვაში არ მიიღო მონაწილეობა.
სწორედ ჩამოთვლილი ხელოვანები და კიდევ სხვები შეეწირენ საბჭოთა რეპრესიებს
და ამაში ცენზურის როლი საკმაოდ დიდი იყო, სწორედ ამიტომ საქართველომ
დაკარგა ბევრი ქვეყნის ლიტერატურისთვის და არამარტო ლიტერატურისთვის
მნიშვნელოვანი ადამიანი.

ყველაფერთან ერთად საბჭოთა კავშირის პოლიტიკა მხოლოდ საქართველოში არ


მოქმედებდა და მხოლოდ ამ ქვეყნისთვის არ იყო ზიანის მომტანი სხვადასხვა
საკითხებში, არამედ ამ გაერთიანებაში შემავალ ყველა ქვეყანას გარკვეულ
საკითხებში ადგებოდა ზიანი, ეს ყოველივე კი კიდევ უფრო მეტად ამყარებს აზრს
საბჭოთა ხელისუფლების დიქტატორულ მმართველობასა და სისატიკეში .

რთული არაა საქართველოს გარდა სხვა ქვეყნის მაგალითის მოყვანა, სწორედ ამიტომ
საუბარს ბელორუსიის მაგალითზე დაყრდნობით გავაგრძელებ. ბელორუსია
საბჭოთა კავშირის შემადგენლობაში 1919 წლიდან ითვლება, ისევე როგორც
საქართველოში, ასევე ბელარუსიაშიც საბჭოთა კავშირის გავლენა დიდი იყო,
როგორც პოლიტიკური, ისე ენობრივი თვალსაზრისით, ის საბჭოთა კავშირს 1991
წელს მისი დაშლის შემდეგ გამოეყო, მაგრამ რუსეთის გავლენა ამ სახელმწიფოს
დღემდე დარჩა, მართალია, რომ ბელორუსიასაც და რუსეთსაც საკუთარი ინდენტობა

8
გააჩნდათ, მაგრამ რუსეთი არ იყო მზად თავისი დაეთმო, სწორედ ამიტომ
ცდილობდა ბელორუსია თავისი იდენტობით მისკენ გადაეყვანა და რუსეთის დიდი
იმპერიის ნაწილი გაეხადა, ამ მრავალწლიან ბრძოლას, როგორც უკვე ვთქვი
ბელორუსია მეტად შეეწირა თავისი იდენტობით რუსეთის პოლიტიკას, როგორც
ენობრივი კუთხით ასევე სოციალურით.

პოლიტიკურად ბელორუსიისა და რუსეთის ურთიერთბა ნეიტრალურად შეგვიძლია


ჩავთვალოთ, რადგან რუსეთი მეტად კეთილგანწყობილია ამ ქვეყნის მიმართ და
ცდილობს შესუსტებული „მეგობრული“ ურთიერთობა აღადგინოს, ასევე
ბელორუსიაც ვერ გაწყვიტავს მასთან კონტაქტს, რადგან მისი ექსპორტ-ინპორტის
დიდი ნაწილი რუსეთის სახელმწიფოზე მოდის, ისევე როგორც ეს საქართველოშია,
რადგან ამ ორივე ქვეყანას ერთმანეთთან წარსულთან ერთად, ტერიტორიული
სიახლოვეც აკავშირებს, დღესდღეობით ბელორუსია საკმაოდ აქტიურად ცდილობს
წავიდეს ევროკავშირისკენ ისევე როგორც საქართველო, მაგრამ აწ უკვე ხსენებული
რუსეთთან კავშირი ამას პირდაპირ უშლის ხელს, რაც შეეხება სოციალურ
მდგომარეობას, ბელორუსიის მოსახლეობის აზრი რუსეთის მიმართ
დამოკიდებულებაში სხვადასხვაგვარად იყოფა, მოსახლეობა, რომელიც საბჭოტა
კავშირის პერიოდში დაიბადა და გაიზარდა, სწორედ იმ მოსაზრებებს იზიარებენ და
ეთანხმებიან დღემდე, რომელსაც მათ წარსულში რუსეთი უყალიბებდათ, ანუ ისინი
კეთილგანწყობილები არიან ამ ქვეყნისადმი და მიესალმებიან მასთან ძლიერი
კონტაქტის აღდგენას, რაც შეეხება ასაკით ახალგაზრდა მოსახლეობის უმეტესობა,
მეტად უკეთ აცნობიერებს იმ საფრთხეებს რაც შეიძლება რუსეთთან კავშირმა
მოუტანოს აწ უკვე ნაწილობრივ იდენტობა დაკარგულ ქვეყანას.

ხოლო ჩნდება კითხვა რაში გამოიხატება „დაკარგული იდენტობა“ როგორი გავლენა


იქონია საბჭოთა კავშირში ყოფნამ ბელორუსიაზე ენობრივი პოლიტიკის
თვალსაზრისით? ამ კითხვების პასუხები თავად ბელორუსიელ ერსაც აქვს და ეს
ყველაფერი მესამე თავლისთვისაც ძალიან თავლსაჩინოა, ბელორუსიელი ერი ისევე,
როგორც სხვა საბჭოთა კავშირში შემავალი ერი განსხვავებული იყო რუსეთისაგან,
მაგრამ როგორც უკვე ვახსენე, საქართველოს მაგალითი თუ როგორც ენობრივ
პოლიტიკას ატარებდა საბჭოთა კავშირი, სწორედ იგივე ხდებოდა ბელორუსიაში, ამ
შემთხვევაში მხოლოდ გავლენის შედეგია განსხვავებული საქართველოსაგან, რადგან
ენობრივი კუთხით ბელორუსიელი მოსახლეობის უმეტესობა დღემდე რუსულ ენაზე
საუბრობს, ზალიან ცოტამ თუ იცის თავისი მშობლიური ბელორუსული ენა, ამის
პროცენტული მაჩვენებელიც არსებობს, რომელიც გვეუბნება, რომ დღეს დღეობით
ქვეყნის მოსახლეობის მხოლოდ 11% საუბრობს ბელორუსულ ენაზე, ვხედავთ
რამდენად დიდი იყო გავლენა რუსეთის მხრიდან ამ ქვეყანაზე, რომ მათ
ფაქტობრივად დაკარგეს მშობლიური ენა და იქცნენ რუსეთის ნაწილად თუნდაც არა
ტერიტორიულად, მაგრამ ენობრივი კუთხით. ეს პრობლემა არ გამოიკვეთა
9
საქართველოში, რადგან ქართულმა ენამ და მოსახლეობამ ყველა იმ გამოწვევას
გაუძლო რასაც საბჭოტა კავშირში ყოფნის დროს ვიღებდით, ქართული ენა დღესაც
ისე ფუნქციონირებს და ლიტერატურულ ან გრამატიკულ დონეზე რუსულ ენას
გავლენა არ მოუხდენია ქართულზე და არ შეუცვლია ის, მხოლოდ საზოგადოებრივ
სამეტყველო ენაში არსებობს შემორჩენილი რუსული სიტყვები, რომელსაც
არაფორმარული საუბრის დროს იყენებს მოსახლეობის უმეტესობა. შესაბამისად
შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბელორუსიისთვის საკმაოდ დამაზიანებელი აღმოჩნდა ის
70 წელი რაც რუსეთის გავლენის ქვეშ გაატარა და ის წარსული მას მეტად დაეტყო
ვიდრე საქართველოს. ბელორუსიულ ენასთან ერთად საკმაოდ დიდი კვალი დარჩა
უკრაინულ ენასაც, რომელიც დღეს დღეობით გაქრობის საშიშროების წინაშეა, ამ
უკანასკნელზეც, რა თქმა უნდა, რუსეთის მკაცრმა პოლიტიკამ იმუშავა, რომელიც
პირდაპირ მიმართული იყო რეგიონების „ გარუსებისაკენ“.

https://idfi.ge/ge/soviet_censorship?
fbclid=IwAR1VUy2EXHWf9qNcTt6uD_MWBZBE0Y3jxG_s_rE2NmoPdN5zRQNaDApOZuU

ჟურნალი სოციალური კვლევების საკავშირო სახელმწიფო ბეჭდურ მედიაში ჩამოყალიბებული


რუსეთისა და ბელორუსის იმიჯის ანალიზი ( და მათი ელექტრონული ანალოგები) ნაღდენა
ვინეგრადოვა.

დასკვნა
წყაროებზე დაყრდნობით ვისაუბრეთ საბჭოთა კავშირის შექმნაზე, მის სიძლიერეზე,
გატარებულ პოლიტიკაზე საქართველოში და ბელორუსიაში, თუ როგორც გავლენას
ახდენდა ეს გაერთიანება, კონკრეტულად კი რუსეთი, რომელიც სამშობლო იყო

10
საბჭოთა კავშირის, განვიხილეთ და წყაროების საშუალებით ვისაუბრე რუსეთის
სოციალურ, პოლიტიკურ და ენობრივ პოლიტიკაზე ვრცლად საქართველოს და
მოკლედ ბელორუსიის მაგალითზე, რამაც გამოკვეთა ერთი კონკრეტული აზრი ამ
გაერთიანების და ზოგადად რუსეთის სახელმწიფოს შესახებ , რომელიც დღემდე
ცდილობს ნაწილობრივ დაკარგული სიძლიერე და გავლენა არადგინოს
პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და გახდეს ისევ ისეთი სიძლიერის სახელმწიფო, როგორიც
70 წლის განმავლობაში იყო. მაგრამ მიუხედავად ყველაფრისა, მიუხედავად იმ მძიმე
პოლიტიკისა, რომელსაც საბჭოთა კავშირი ატარებდა, ყველა ქვეყანამ განსხვავებული
ზიანი მიიღო, განსაკუთრებულ სხვაობას კი დავინახავდით საქართველოსა და
ბელორუსიას შორის, რომლებსაც თვალსაჩინო სხვაობა აქვთ ენობრივი პოლიტიკის
და დანაკარგის მხრივ, რაც რუსეთმა მიაყენა ახლო წარსულში. ასევე ნაშრომში
მოყვანილი იყო საქართველოსთვის დასაფასებელი და თავგანწირული ხელოვანი
მწერლები, რომლებმაც თავიანთი სიცოცხლე შესწირეს და არ დაემორჩილნენ
რუსეთის მიერ დაწესებულ ე.წ „ცენზურას“, რომელიც თავგამოდებით ცდილობდა
ეროვნული სულისკვეთება ჩაეხშო საზოგადოებისთვის და ამით წარმატებით
აგეტარებინა რუსიფიკაციური პოლიტიკა.

გამოყენებული ლიტერატურა

https://web-p-ebscohost-com.ezproxy.iliauni.edu.ge/ehost/ebookviewer/ebook/
bmxlYmtfXzM2NDM2MzJfX0FO0?sid=e2137c02-cd02-4953-accc-
a8a806c9b3d5@redis&vid=2&format=EB&rid=1

https://web-p-ebscohost-com.ezproxy.iliauni.edu.ge/ehost/viewarticle/render?
data=dGJyMPPp44rp2%2fdV0%2bnjisfk5Ie46bFLtq
%2b3SLak63nn5Kx95uXxjL6nrVCtqK5KspavUrKouEyuls5lpOrweezp33vy3%2b2G59q7T7amsUq1rL
BNpOnnfLuo5H7f2uR55KOwSeDYq0ywpq5F4K%2fjeqvbtUzhq7NOr6qxeuO28H3i3%2fE
%2b6tfsf7vb7D7i2LuI7d6kjN%2fdu1nMnN
%2bGu620Tq6utj7k5fCF3%2bq7fvPi6ozj7vIA&vid=4&sid=2ffadfaf-21bb-4200-b9eb-
e74c556143be@redis

11
https://1drv.ms/b/c/be2679f22098a72e/EUkJBwYBH8JFoVYouasB2GABM4Pff1C1bXae7PGQYA8qKw?
e=ZzP4Jw

12

You might also like