კომპ ფინალურები

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

კომპიუტერები

ფინალური I ვარიანტი
1. მონაცემების მუდმივი შენახვა C დისკზე

2. დეფრაგმენტაცია defrag, defragmentation

3. შრიფტის შეცვლა fonts

4. სქოლიო footnote

5. ორთოგრაფიული და გრამატიკული შეცდომები spelling grammar

6. სქოლიო insert -> footnote

7. ტექსტით გაფორმება text box

8. სლაიდის ანიმაციური სიჩქარე transition speed

9. თემის არჩევა design -> themes

10. უჯრედების გაერთიანება merge cells

11. დიაგრამები insert -> charts

12. ფილტრაცია data filter

13. იქსელის ყველა ფურცლის მონიშვნა select all sheet

14. ახალი სტრიქონის ჩასმა insert -> rows

15. მათემატიკური ფუნქციები formulas.

1) რა არის ბლოგი, როგორ ხდება მისი შექმნა

ბლოგი არის ერთი ან რამდენიმე ადამიანის მიერ შექმნილი საიტი, რეგულარული


ჩანაწერებით, რომელიც აღწერს სხვადასხვა მოვლენას, შეიცავს გრაფიკულ, ვიდეო-
და აუდიომასალას. ბლოგი არის ვებ-გვერდი, რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია
კომუნიკაცია სხვადასხვა ადამიანებს შორის, აზრების გაზიარება და მათი
განთავსება. Blogger.com საიტი კი ამის შესაძლებლობას გვთავაზობს. ვაკლიკებთ
create your blog, შემდგომ შეგვყავს ჩვენი ელფოსტის მონაცემები username და
password. ამის შემდეგ ვაწვებით new post-ს და ვიწყებთ ჩვენთვის სასურველი თემის
წერას. წერის დასრულებისას ვაკლიკებთ publish-ს, შემდეგ confirm-ს რათა
დავადასტუროთ პოსტის ატვირთვა და ჩვენი ბლოგი უკვე გამოქვეყნებულია. View
blog-ზე დაწკაპუნებით თვალსაჩინო ხდება ჩვენი პოსტები.

2) ჩამოთვალეთ Ms excel- ში ტექსტური ფილტრის ბრძნებები

თუ საჭიროა ან გვსურს Ms excel-ში ცხრილიდან სასურველი მონაცემების ტექსტური


გაფილტვრა, მაშინ ეს შეგვიძლია ცხრილის ნებისმიერი უჯრედის მონიშვნით, Data
ჩანართის Sort & Filter ჯგუფიდან ბრძანება Filter, შემდგომ ვირჩევთ text filter და
გაჩნდება ჩამოსაშლელი სია.

ტექსტური ფილტრის ბრძანებებია - equals - ტოლია; does not equal - არ არის ტოლი;
begins with იწყება კონკრეტული ასოთი ან ასოებით; ends with - მთავრდება
კონკრეტული ასოთი ან ასოებით; contains - შეიცავს კონკრეტულ ასოს ან ასოებს; does
not contain - არ შეიცავს კონკრეტულ ასოს ან ასოებს; custom filter - არჩევითი
ფილტრი.

3) ჩამოთვალეთ კომპიუტერული ქსელის სახეები და აღწერეთ

კომპიუტერული ქსელი წარმოადგენს ურთიერთდაკავშირებულ და


შეთანხმებულად ფუნქციონირებად პროგრამული და აპარატურული კომპონენტების
რთულ კომპლექსს. ქსელები შეიძლება დავყოთ 3 ძირითად კლასად:

ლოკალური ქსელი (LAN - Local Area Network) - ერთმანეთთან დაკავშირებული,


ერთი ადმინისტრირების ქვეშ მოქცეული კომპიუტერების შედარებით მცირე ჯგუფი.
ისინი ძირითადად წარმოადგენენ ერთი ორგანიზაციის კუთვნილ საკომუნიკაციო
სისტემას.

რეგიონალური ქსელი (MAN – Metropolitan Area Network)- ქსელი, რომელიც


აერთიანებს ბევრ ლოკალურ ქსელს ერთი რაიონის, ქალაქის ან რეგიონის ფარგლებში.
იგი განკუთვნილია მსხვილი ქალაქის – მეგაპოლისის ტერიტორიის
მომსახურებისათვის. საქალაქო ქსელებს უკავიათ შუალედური მდგომარეობა
ლოკალურ და გლობალურ ქსელებს შორის.

გლობალური ქსელი (WAN – Wide Area Network)- ქსელი, რომელიც აერთიანებს


სხვადასხვა ქალაქების, რეგიონების და სახელმწიფოების კომპიუტერებს.
გლობალური ქსელის თვალსაჩინო მაგალითს წარმოადგენს ინტერნეტი (Internet).
Internet-ი ეს გახლავთ ფართო გლობალური ქსელი, რომელიც თავის თავში მოიცავს
მილიონობით ურთიერთდაკავშირებულ ლოკალურ ქსელს.
II ვარიანტი
1. ძირითადი განმასხვავებელი ინფ ტექნოლოგიები აპარატული და ურთ შეთანხმება
(ყველაზე დიდი პასუხი რომელიც იქნებაო)

2. შიდა მეხსიერება ვინჩესტერი

3. გრაფიკების აგება smart art

4. გვერდების რაოდენობა page number

5. სვეტი columns

6. სლაიდის ერთად განთავსება slide sorter

7. პრეზენტაციის დიზაინი design -> themes

8. from beginning

9. სტრიქონის ჩასმა insert -> rows

10. ალფაბეტის მიხედვით ფილტრაცია sort a to z

11. ცხრილის დაფორმატება format

12. ავტომატური შეკრება auto

13. მონაცემთა დახარისხება data sort

14. მათემატიკური ფუნქციები formulas

15. ფილტრაცია filter.

1) კომპიუტერების კლასიფიკაცია
სუპერკომპიუტერები - მზადდება სპეციალურად ისეთი ამოცანების ამოსახსნელად,
რომლებიც მოითხოვს უზარმაზარი რაოდენობის გამოთვლებს.

მეინფრეიმი - უნივერსალური კომპიუტერია, რომელსაც გააჩნია ოპერაციათა


შესრულების მაღალი სიჩქარე.

სერვერები - ინგლისური სიტყვაა და ნიშნავს „მოსამსახურეს“. ქსელის მართვის


ცენტრალური კომპუტერებია, რომლებშიც ჩატვირთულია ქსელის მართვის
სპეციალური ოპერაციული სისტემა.
პერსონალური კომპიუტერები - პერსონალური კომპიუტერებს აქვთ საშუალო
მწარმოებლურობა და ფართოდ გამოიყენება ოფისებსა და ყოფაცხოვრებაში.
სამაგიდო, პორტატული, ლეპტოპი, იგივე ნოუტბუკი, პლანშეტური კომპიუტერი.

2) Ms Excel-ში დიაგრამის სახეები


დიაგრამის ასაგებად აუცილებელია წინასწარ ცხრილის შექმნა, რომლის
მონაცემებისათვისაც უნდა აიგოს დიაგრამა. მოინიშნება ის უჯრედები შემდეგ insert
ჩანართიდან გამოიყენება charts ჯგუფის სასურველი ნიმუში.

Columns, line, pie, area, X Y (scatter), stock, surface, radar, treemap, sunburst, histogram,
box & wisker, waterfall, combo.

3) აღწერეთ გლობალური კომპიუტერული ქსელი.


გლობალური ქსელები – Wide Area Networks (WAN). იგი აერთიანებს
ტერიტორიულად განცალკევებულ კომპიუტერებს, რომლებიც განლაგებულნი არიან
სხვადასხვა ქალაქებსა და ქვეყნებში. ლობალური ქსელის თვალსაჩინო მაგალითს
წარმოადგენს ინტერნეტი (Internet). Internet-ი ეს გახლავთ ფართო გლობალური
ქსელი, რომელიც თავის თავში მოიცავს მილიონობით ურთიერთდაკავშირებულ
ლოკალურ ქსელს. რადგანაც დიდ მანძილზე მაღალხარისხიანი კავშირის ხაზების
გაყვანა ძვირი ჯდება, ამიტომ გლობალურ ქსელებში გამოიყენება უკვე არსებული
კავშირის ხაზები მაგ. საერთო დანიშნულების სატელეფონო და სატელეგრაფო
ხაზები. ასეთ ხაზებში ხდება მონაცემთა გადაცემა დაბალი სისწრაფით. უხარისხო
კავშირის ხაზების გამო მონაცემთა უდანაკარგოდ გადაცემისათვის გამოიყენება
კონტროლის და მონაცემების აღდგენის რთული პროცედურები, რადგანაც ასეთი
არხებით მონაცემთა გადაცემა დაკავშირებულია სიგნალის დამახინჯებასთან.

გლობალური ქსელი, ლოკალური ქსელების ერთობლიობაა, ამიტომაც ერთი


რომელიმე ლოკალური ქსელის გათიშვა, გლობალურ ინტერნეტზე გავლენას არ
ახდენს.

You might also like