Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

გრამატიკა ㅂ니까/습니까?

ㅂ니까/습니까? არის გრამატიკული დაბოლოება,


რომელიც ემატება ზმნის ფუძეს და გვეხმარება
დავსვათ შეკითხვა აწმყო დროში. ( გრამატიკა
ㅂ니다/습니다-ს კითხვითი ფორმა). თუ ზმნის
ფუძე ბოლოვდება ხმოვანზე, მას დაემატება
ㅂ니까? თუ იგი ბოლოვდება თანხმოვანზე,
დაემატება 습니까?
მაგალითები: 먹습니까? ჭამ?
갑니까? მიდიხარ?
공부합니까? მეცადინეობ?
어휘 სიტყვები
공부하다 მეცადინეობა
재미있다 საინტერესო
자다 ძილი

სავარჯიშო 1
დასვით კითხვა და უპასუხეთ მას გრამატიკა
ㅂ니다/습니다 და ㅂ니까/습니까-ს გამოყენებით.
მაგალითი: 잡니까? გძინავს?
네, 잡니다 კი, მძინავს
1)ვარჯიშობ? ( 공부하다)
კი, ვვარჯიშობ
2)ჭამ? (먹다)
კი, ვჭამ
3)გემრიელია? ( 맛있다)
კი, გემრიელია
4) ისვენებ? (쉬다)
კი, ვისვენებ
5)ძვირია? (비싸다)
კი, ძვირია

이/가 სუბიექტური ბრუნვა


이/가 არის სუბიექტური პირის ბრუნვის
ნიშნები, რომელიც ემატება არსებით სახელს და
ხაზს უსვამს, რომ ის არის სუბიექტი
წინადადებაში. დაესმის კითხვა ვინ და რა. თუ
არსებითი სახელი ბოლოვდება ხმოვანზე, მას
დაემატება 가, ხოლო თუ იგი ბოლოვდება
თანხმოვანზე მას დაემატება 이.
მაგალითი: 기오르기가 갑니다 გიორგი მიდის.
( ამ წინადადებაში, მოქმედი პირი/სუბიექტი არის
გიორგი. ვინაიდან სახელი გიორგი ბოლოვდება
ხმოვან ი-ზე, მას დაემატა 가 სუბიექტური პირის
ბრუნვის ნიშანი)
책이 많습니다 წიგნი ბევრია
( ამ წინადადებაში, სუბიექტი არის წიგნი, იგი
პასუხობს შეკითხვაზე- რა. ვინაიდან იგი
ბოლოვდება გ თანხმოვანზე, მას მიემატა 이,
სუბიექტური პირის ბრუნვის ნიშანი)
어휘: სიტყვები
전화하다 დარეკვა
책 წიგნი
많다 იყოს ბევრი
영화 ფილმი
재미없다 იყოს უინტერესო
სავარჯიშო 2

შეადგინეთ წინადადებები, აწმყო დროისა და


სუბიექტური პირის ბრუნვის ნიშნების
გამოყენებით.
მაგალითი: 기오르기/ 자다 გიორგი/ ძილი
기오르기가 잡니다 გიორგის სძინავს
1) 안나/ 가다 ანა/ წასვლა
შესადგენი წინადადება: ანა მიდის
2)영화/ 재미없다 ფილმი/ უინტერესო
შესადგენი წინადადება : ფილმი უინტერესოა
3) 모자/ 싸다 ქუდი/ იაფი
შესადგენი წინადადება: ქუდი იაფია
4) 빵/ 맛있다 პური გემრიელი
შესადგენი წინადადება: პური გემრიელია

You might also like