Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

თავი 4

학교생활 სასკოლო ცხოვრება


ㅂ니다/습니다 გრამატიკული დაბოლოება,
რომელიც ემატება ზმნის ფუძეს და აწარმოებს მას
აწმყო, ზრდილობიან ფორმაში.
თუ ზმნის ფუძე ბოლოვდება ხმოვანზე, მას
მიემატება ㅂ니다, თუ იგი ბოლოვდება
თანხმოვანზე მიემატება 습니다.
როგორ გავიგოთ რა არის ზმნის ფუძე?
მოვიყვანოთ ზმნის მაგალითები
가다, 오다, 전화하다, 공부하다 , 재미있다,
자다 , 운동하다 და ა.შ
ჩამოთვლილთაგან ყველა ზმნას ახასიათებს
საერთო დაბოლოება და ეს არის 다. კორეულ ენაში
ზმნები გვაქვს მოცემული საწყისი, იგივე
ლექსიკონური ფორმით .다 დაბოლოება, სწორედ
ლექსიკონური დაბოლოებაა და იმისათვის რომ
გავიგოთ რა არის ზმნის ფუძე, მას უნდა
ჩამოვაშოროთ იგი.
მაგალითად :
가다 ზმნაში ზმნის ფუძე რომ გავიგოთ საჭიროა
ჩამოვაშოროთ 다 დაბოლოება და დარჩენილი
ნაწილი მისი ფუძე იქნება.
 가다- ზმნის ფუძე 가, ვინაიდან იგი
ბოლოვდება ხმოვანზე, მას დაემატება ㅂ니다
დაბოლოება და საბოლოოდ მივიღებთ 갑니다 (
მივდივარ, მიდიხარ, მიდის)
 먹다- ზმნის ფუძე 먹, ვინაიდან იგი
ბოლოვდება ㄱ თანხმოვანზე, იგი გამოდის
თანხმოვანფუძიანი ზმნა, შესაბამისად აწმყო
დროში წარმოებისთვის მას მიემატება 습니다
და მივიღებთ 먹습니다 ( ვჭამ, ჭამ, ჭამს)

კორეულ ენაში გვაქვს მოქმედების გამომხატველი


და მდგომარეობის გამომხატველი ზმნები( იგივე
ზედსართავები)
가다 წასვლა, 먹다 ჭამა, 공부하다 მეცადინეობა -
მოქმედების გამომხატველი ზმნებია
예쁘다 ლამაზი, 작다 პატარა, 똑똑하다 ჭკვიანი-
მდგომარეობის გამომხატველი ზმნები.
어휘- სიტყვები
자다 ძილი
운동하다 ვარჯიში
먹다 ჭამა
전화하다 დარეკვა
쉬다 დასვენება
비싸다 ძვირი
맛있다 გემრიელი
많다 ბევრი
재미없다 უინტერესო
재미있다 საინტერესო
맛있다 გემრიელი
듣다 მოსმენა
읽다 კითხვა
배우다 სწავლა
기다리다 დალოდება
보다 ყურება
마시다 დალევა
입다 ჩაცმა

სავარჯიშო1
აწარმოეთ ახალ სიტყვებში მოყვანილი ზმნები
აწმყო დროში.

You might also like