Kompleqs Istoria

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

რა შედეგები მოიტანა თემურ–ლენგის ლაშქრობებმა

საქართველო თემურ–ლენგის ლაშქრობებამდე


საქართველო წინანდელთან შედარებით
უფრო დასუსტებული, მაგრამ მაინც საკმაოდ
დიდი სახელმწიფო იყო. თემურ–ლენგმა კი
საქართველოში 1386–1403 წლებში რვაჯერ
ილაშქრა. მიზეზი კი ის გახლდათ, რომ
საქართველოს მეფე ბაგრატ მე–5–ე
თოხთამიშს უჭერდა მხარს. თემურ–ლენგმა
სასტიკად ააოხრა სამცხე, თრიალეთი,
არაგვის ხეობა, კახეთ–ჰერეთი... არაფრად
მიაჩნდა ხალხის ფიზიკური განადგურება,
აყვავებული ქალაქებისა და სოფლების
მიწასთან გასწორება... მისი ლაშქრობები
საქართველოსთვის გამანადგურებებლი იყო
და ამის შემდეგ საქართველომ მის
ერთდროინდელ დიდებას ვეღარ მიაღწია.
ოქროს ურდო როგორც უკვე ვთქვით ოქროს ურდო იყო
„მიზეზი“ იმისა, რომ თემურ–ლენგმა
საქართველოს შეუტია, მაგრამ არანაკლები
ზიანი მიაყენა მან ოქროს ურდოსაც. ამ ორ
სახელმწიფოს შორის კონფლიქტი იმით
დაიყო, რომ ოქროს ურდოს მმართველმა
თოხთამიშმა თემურ–ლენგს მშვიდობისთვის
ელჩი გაგზავნა, რომელიც ხანმა შეურაცხყო.
თოხთამიშმა კი საპასუხუდ თემურის
წინააღმდეგ წამოვიდა და თავრიზი აიღო.
თემურ–ლენგი განრისხდა და 1386 წელს
თავრიზი დაიბრუნა. 1395 წელს კი თემურმა
დაანგრია და გაძარცვა ოქროს ურდოს
დედაქალაქი სარაი ბერქე, ასევე სავაჭრო–
სატრანზისო ქალაქები აზოვი და ასტრახანი.
დახოცა უამრავი ადამიანი და საქმის
ოსტატები ტყვედ
წამოიყვანა.ისტორიოგრაფიაში თემურ–
ლენგის ოქროს ურდოში ლაშქრობას ასე
აფასებენ: „თემურ ლენგის ლაშქრობების
შედეგად ოქროს ურდო ძალიან დასუსტდა
და მე–15 საუკუნის 20–იან წლებში
ნაწილებად დაიშალა.“
რუსული სამთავროები ჩემი აზრით თემურ ლენგის ლაშქრობები
რუსული სამთავროებისთვის შეიძლება
დადებითადაც მივიჩნიოთ, რადგან ისინი
კვლავ მონღოლების ბატონობის ქვეშ
იმყოფებოდნენ. ხოლო თემურ–ლენგის
ლაშქროების შემდეგ, რაც ოქროს ურდო
საბოლოოდ დაიშალა, რუსული
სამთავროები განთავისუფლდნენ.
ოსმალეთი ოსმალეთის სახელმწიფო მე–15 საუკუნის მე–
2 ნახევარში ჩამოყალბდა ოსმან პირველის
ხელმძღვანელობით. მე–15 საუკუნის
დასასრულისთვის, კი მათ უკვე მთლიანად
დაკავებული ჰქონდათ თანამედროვე
თურქეთისა და საბერძნეთის დიდი ნაწილი,
მალევე კი მთელი ბულგარეთი დაიკავეს.
ირანში თემურ–ლენგის გაბატონებისა და
თურქ–ოსმალებთან დამეზობლების შემდეგ
ამ ორ სახელმწიფოს შორის დაპირისპირება
გარდაუვალი გახდა. მართლაც მაშინ,
როდესაც ბიაზად პირველი(თურქ–
ოსმალების სულთანი) კონსტანტინოპოლზე
ლაშქრობას აპირებდა(1400 წელი), თემურ–
ლენგი მცირე აზიაში შეიჭრა. ბრძოლა
თემურ–ლენგსა და ოსმალებს შორის 1402
წელს ანგორასთან გაიმართა. ოსმალები
სასტიკად დამარცხდნენ და ბიაზადი ტყვედ
ჩაიგდეს. ანგორის ბრძოლაში გამარჯვების
შემდეგ თემურ–ლენგმა მოარბია მთელი
მცირე აზია, დაიპყრო ქალაქები ბურსა,
იზმირი და სხვა ქალაქები. ოსმალებმა
ძალების მოკრება მე–15 საუკუნის 20–იანი
წლებიდანღა მოახერხეს.
ბიზანტია ბიზანტიაც შეიძლება მივიჩნიოთ იმ
გამონაკლისად, რომელსაც შეიძლება თემურ–
ლენგის ლაშქრობები „გამოადგა“. როგორც
უკვე ვახსენე ოსმალები კონსტანტინეპოლის
აღებას აპირებდნენ. ბიზანტიის იმპერატორმა
მანუელ მე–2–ემ დახმარებისთვის ევროპის
სახელმწიფოებს პირადად მიმართა. ყველა
დედაქალაქში მას დიდი პატივით შეხვდნენ,
მაგრამ დახმარებაზე უარი უთხრეს.
ბიზანტია ოსმალეთის კლანჭების მსხვერპლი
გახდებოდა, რომ არა თემურ–ლენგი. სწორედ
მის გამო მოუწიათ ოსმალებს
კონსტანტინოპოლზე ალყის მოხსნა.
მართალია კონსტანტინოპოლი მოგვიანებით
მაინც დაეცა, მაგრამ მას ცოტა ცნით
„გაუხანგრძლივდა სიცოცხლე“.

იმსჯელე შეიძლება თუ არა საქართველოში სათავადოების ჩამოყალიბება


თემურ–ლენგის ლაშქრობებს დავუკავშიროთ და რამდენად შეუწყო
თემურ–ლენგის ლაშქრობებმა საქართველოს დაშლას?

ამ კითხვის გასაცემად ჯერ საჭიროა გავიხსენოთ თუ როგორ წარმოიქმნა სათავადოები. ეს


ყველაფერი ალექსანდრე პირველის პერიოდში მოხდა. იგი ცდილობდა თემურ–ლენგის
შემოსევებით განადგურებული ქვეყანა აეღდგინა. დასუსტებული საქართველოს მეფეს ზოგი
ერისთავი არ ემორჩილებოდა, რომლებიც გადააყენა და საკუთარი შვილებით შეცვალა.
სამწუხაროდ მან ვერ გათვალა თუ რამხელა ზიანს მოაყენებდა ქვეყნის შვილებისთვის
ჩაბარება. ტავიდან უფლისწულის მიწებს საუფლისწულო ეწოდა, მოგვიანებით კი
საუფლისწულოები და სხვა მსხვილი ფეოდალების მამულები სათავადოებად გადაიქცა.
აქედან გამომდინარე სათავადოების ჩამოყალიბების მიზეზი შეიძლება ერთის მხრივ თემურ–
ლენგს „მივაწეროთ“, რადგან სწორედ მის მიერ დასუსტებული ქვეყნის აღდგენას ეცადა
ალექსანდრე, მაგრამ აქ ალექსანდრეს შეცდომაც უნდა გავითვალისწინოთ. ახლა კი მეორე
კითხვა. ალბათ ერთიანი საქართველოს დაშლის სხვადასხვა მიზეზი არსებობს, როგორც მისი
საგარეო პოლიტიკის მხრივ ისევე საშინაო პოლიტიკისაც. ჯერ ერთი კონსტანტინოპოლი
დაეცა, საქართველო კი მუსლიმური ქვეყნების „ალყაში მოექცა“. ალბათ მეფის
ხელისუფლების დასუსტების ფაქტორიც იყო, რომელიც სთავადოების წარმოქმნასაც
შეიძლება დავუკავშიროთ, მაგრამ ისიც უნდა ვახსენოთ, რომ თავიდან თემურ–ლენგის
საშუალებით „გადაურჩა“ კონსტანტინოპოლი ოსმალეთს, მაგრამ რა დახმარება უნდა
მიგვეღო კონსტანტინოპოლისაგან, როდესაც ისინი თავად სთხოვდნენ სხვებს დახმარებას,
თანაც უშედეგოდ. მართალია დროში ცოტა უკან მოგვიწია წასვლა, მაგრამ მაინც მინდოდა ეს
ნაწილი მეთქვა. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ალბათ მთავარი მიზეზი მაინც საშინაო
პოლიტიკა იყო, რადგან მეფე ვეღარ ახერხებს დიდებულების წინააღმდეგ გამარჯვებას და
ტყვედაც კი ვარდება. ასე რომ ქვეყნის დაშლის ბევრი მიზეზიდან შეიძლება თემურ–ლენგის
ლაშქრობებიც იყოს.

You might also like