Download as odt, pdf, or txt
Download as odt, pdf, or txt
You are on page 1of 1

გიგლა კუკავა

იმ ადამიანთა რიცხვს მიეკუთვნება, რომელთაც ბავშვობიდანვე გაითავისეს შრომის,


განათლების აუცილებლობა და ცხოვრების წესად საქმის ერთგულება, პროფესიული
განვითარება დაისახეს. ცხოვრების საინტერესო გზა განვლო გიგლა კუკავამ. მან
თავდაუზოგავი შრომით მიაღწია პროფესიულ წარმატებას, გახდა ცნობილი,
დამსახურებული ვეტ-ექიმი. წლების განმავლობაში იღვაწა იმისათვის, რომ ოჯახი
ფეხზე დაეყენებინა, დაეტოვებინა ჯანსაღი შთამომავლობა. წარჩინებით დაამთავრა
სარატოვის სამედიცინო ინსტიტუტი, ათი წლის განმავლობაში მუშაობდა სარატოვში
მთავარ ვეტ-ექიმად. შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და მუშაობა დაიწყო გალის
ვეტ-ექიმად. მის შრომით საქმიანობაში გამორჩეული ადგილი უჭირავს ზუგდიდის
ვეტსამკურნალოში წამყვან ვეტ-ექიმად მუშაობას, სადაც მიაღწია მნიშვნელოვან
პროფესიულ წარმატებებს და მოიპოვა აღიარება. მას მიღებული ჰქონდა მრავალი
ჯილდო და სიგელი. ხარობდა ეს მშრომელი, საქმის ერთგული კაცი თავისი ოჯახით,
მაგრამ დიდმა ტრაგედიამ, თოთხმეტი წლის ვაჟიშვილის გელა კუკავას
გარდაცვალებამ შეცვალა მისი ცხოვრება. მაინც არ გატყდა ბატონი გიგლა. მან ოჯახის,
ახლობლების თანადგომით შეძლო ძალ-ღონის მოკრება და ცხოვრების რთულად,
მაგრამ მაინც გაგრძელება. მძიმე განსაცდელის შემდეგ, უფალმა კუკავების ოჯახს
სიხარული მოუვლინა ვაჟიშვილის შეძენით, რომელსაც მამამ გარდაცვლილი ძმის
სახელი გელა შეარქვა, რაც ოჯახის ნუგეშად იქცა. ბატონმა გიგლამ სამაგალითო ოჯახს
ჩაუყარა საფუძველი. თავის ღირსეულ მეუღლესთან ქალბატონ ნარგიზასთან ერთად
გაზრდა სასახელო შვილები. უკვე სამი წელი გავიდა ამ წესიერმა, განათლებულმა,
მშრომელმა კაცის გარდაცვალებიდან. ადამიანები, რომლებიც ამ სამზეოში ტოვებენ
სამაგალითო ბიოგრაფიას მათ სახელებს დავიწყება არ უწერია. ნათელი ამ
ვალმოხდილი ვეტ-ექიმის ხსოვნას.

You might also like