ტურიზმი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 3

ტურიზმი პოპულარული და გლობალური საქმიანობაა.

ტურიზმი სასიცოცხლო
მნიშვნელობისაა მრავალი ქვეყნისათვის. ტურისტული მოგზაურობის გეოგრაფია
გარკვეული თავისებურებებით ხასიათდება.

როგორც ვიცით, საქართველო გამოირჩევა თავისი ისტორიითა და კულტურით. ერთ-ერთ


მთავარ მიზეზს სწორედ ეს წარმოადგენს ტურისტების მოზიდვისა.

ტურისტებს ბევრი ღირსშესანიშნავი ადგილის დათვალიერება შეუძლიათ


საქართველოში.

ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო დასათვალიერებელი ადგილებია კარსტული მღვიმეები.


საქართველო მდიდარია ულამაზესი და უნიკალური კარსტული მღვიმეებით.

კარსტული მღვიმე, იგივე გამოქვაბული, მხოლოდ კირქვის ტიპის ქანებში ჩნდება,


რომელიც, თავის მხრივ, ზღვური წარმონაქმნია. კირქვა მილიარდობით წლის შედეგად
გარდაქმნილი ნიჟარებისა და მარჯნის ნაწილაკების შეერთებით მიიღება . გამოდის ,
რომ კირქვის მთები და ყველა ის ადგილი, სადაც მღვიმეა, ოდესღაც ზღვის ფსკერს
წარმოადგენდა.

მღვიმეს ჩვეულებრივი წყალი წარმოქმნის. როდესაც პატარა მდინარე მიწის წიაღში ,


კირქვის ფენებში ჩაედინება, იგი მიმართულებას იცვლის და უფრო ხელსაყრელი
ადგილისაკენ მიედინება. აქ იწყება ამ უჩვეულო სითხის ყველაზე საოცარი,
დამანგრეველი ძალის დემონსტრირება. ნიადაგში წყალი ნახშირორჟანგს ხსნის . ამ
რეაქციის შედეგად წარმოიქმნება მჟავა, რომელიც ნელ-ნელა შლის კირს.
გავახანგრძლივოთ ეს პროცესი მილიონობით წლით და მივიღებთ გამოქვაბულთა ისეთ
ხლართულებს, რომლებიც კილომეტრებზეა გადაჭიმული.

მღვიმეები სტალაქტიტების და სტალაგმიტების ტყეა, საიდანაც ნაჟური წყალი მოედინება.


სტალაქტიტები და სტალაგმიტები ზოგან ერთდება და ქმნის დიდი ზომის სვეტებს,
რომლებიც სტალაქტიტებით შემკობილ ჭერთან და კედლებთან ზღაპრულ ნაგებობათა
შთაბეჭდილებას ტოვებს. მღვიმეები მდიდარია ქიმიური წარმონაქმნებით – გარდა
სტალაქტიტებისა და სტალაგმიტებისა მღვიმეში მოიპოვება სვეტები , ლოდნარები,
ნაზვავები და თიხის სქელი ნაფენები.

სტალაგმიტი — მინერალური წვეთებისგან (ძირითადად კირისგან) შექმნილი კონუსებრი


წამონაზარდია, რომელიც აღმართულია გამოქვაბულის ძირიდან ვერტიკალურად.

სტალაქტიტი — გამოქვაბულის თაღიდან კონუსებურ სვეტად ჩამოგრძელებული შვერილია,


რომელიც გაჩენილია ჩამოჟონილი კირიანი წყლის წვეთებისაგან.

დასავლეთ საქართველო სპელეორესურსებით მდიდარია, რაც გამოწვეულია შავი ზღვის ჰავაზე


გავლენის გამო. შესწავლილია 1000-მდე კარსტული სიღრუე, რომელიც არა მარტო ტურისტული
მიზნით არემედ სამკურნალო მიზნითაც გამოიყენება. აღსანიშნავი მღვიმეებია სათაფლიის,
პრომეთეს, ახალი ათონის, წყალტუბოსა და ა.შ.

საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კარსტული მღვიმე სათაფლიის


მღვიმეა. სათაფლიის მღვიმე ერთ-ერთია იმ 5 გამოქვაბულიდან რომელიც გამოყენებულია
ტურისტული მიზნით. საკუთრივ სათაფლიის მღვიმე მდებარეობს სამგურალის სერზე,
ზღვის დონიდან 360 მეტრზე. იგი გამომუშავებულია ქვედაცარცულ შრეებრივ კირქვებში.
მღვიმის შესასვლელი ძაბრისებრი ღრმულის ფსკერზე მდებარეობს. წინა ნაწილში გვხვდება
ეროზიული საფეხურები. შესასვლელიდან დაახლოებით 100 მეტრში არის ულამაზესი
„გუმბათოვანი დარბაზი“, ხოლო 150 მეტრში „ნაღვენთების სასაფლაო“. მღვიმეს აქვს
განშტოებებიც. სათაფლიის მღვიმის ჯამური სიგრძეა დაახლოებით 900 მეტრი. სიმაღლე – 10
მეტრს აღემატება, ხოლო სიგანე უდრის 14-15 მეტრს. დღესდღეობით, სათაფლიაში
მოწყობილია ორი ტურისტული ბილიკი, მუზეუმი, საგამოფენო დარბაზები, შუშის
პანორამული გადასახედი, საიდანაც იმერეთის რეგიონის ულამაზესი ხედი იშლება და
დინოზავრის საკონსერვაციო ნაგებობა. სათაფლია დამთვალიერებლებისთვის
მაქსიმალურად კეთილმოწყობილი და მრავლისმომცემი ადგილია.

სათაფლიის მღვიმე არის ძველი ადგილი, რომელიც დიდი სილამაზით არის სავსე. უნდა
ვახსენოთ რომ სათაფლია ძველ ისტორიას ინახავს. ჩემი აზრით ყველა ადამიანი
დამეთანხმება, რომ ბავშვისთვის, დიდი თუ პატარისთვის, სათაფლიაში გამგზავრება ძალიან
მოსაწონი და სამახსოვრო იქნება.

კარსტულ მღვიმეების ვიზიტს, როგორც სხვა მრავალ ტურიზმის სახეობას გააჩნია თავისი
წესები, რომელთა დაცვაც აუცილებელია. კარსტულ მღვიმეში ვიზიტის დროს ჩამოწერილია
რამდენიმე წესი:

1) 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდნენ მშობლები ან ზრდასრული,


პასუხისმგებელი პირები;
2) აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებლები
არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების საქციელზე;
3) დაუშვებელია მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, წვრილქუსლიანი
ფეხსაცმლით შესვლა, ექსპონატებისათვის ხელის შევლება;
4) დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს ჯგუფის
ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხისმგებელია მათ საქციელზე;
5) მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია
სამუზეუმო ექსპონატების კოპირება;
6) დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და საჭიროების
შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს;
7) მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება;
8) დამთვალიერებლები, რომლებიც სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო
შესვლის უფლებით სალაროში უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი.

კარსტული მღვიმეები ულამაზესი სანახაობაა. Ჩემი აზრით სპელეოტურიზმი ერთ-ერთი


ყველაზე საინტერესო ტურიზმის სახეობაა. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი პოტენციური მღვიმური
რესურსია ასათვისებელი, რომელიც ნაკლებად ცნობილია, მაგრამ მნიშვნელოვანია.
აღმოჩენილი და შესწავლილი მღვიმეების გარდა, იმერეთში, სამეგრელოსა და რაჭა-
ლეჩხუმში გვხვდება შეუსწავლელი მღვიმეებიც. მაგრამ ყველაფერი წინ არის, მთავარია
იყოს მშვიდობა საქართველოში, მთელს მსოფლიოში. იმედი მაქვს ჩვენს ქვეყანას კიდე
შეემატება შესწავლილი მღვიმეები, რომლებსაც ეწვევა ტურისტი მთელი მსოფლიოდან.

You might also like