Professional Documents
Culture Documents
იალქნიანი ნავები
იალქნიანი ნავები
***
ონკანთან მდგარი მამაკაცი მონდომებით იხეხავდა ხელებს
საპნით.
ვარდისფერი სითხე იღვრებოდა მარმარილოს ქვით
მოპირკეთებულ ნიჟარაში.
გული ყველა საკანს აწყდებოდა, ისე თითქოს ამოვარდნას
ლამობდა თავისი თავშესაფრიდან.
შიში ჩასდგომოდა თვალებში ონკანთან მდგარს, სარკეში უხმოდ
მომზირალ მამაკაცს.
ქრებოდა ვარდისფერი სითხე, ისე თითქოს ცოდვის ლაფს წმენდდა
ადამიანს თავისი შემოქმედი.
და სადღაც შორიდან ესმოდა ხმები.
დაგუდული, ატკივებული ბგერებით წამოძახილი ოხვრა.
„ძმა როგორ მომიკალით თქვე უსისხლოებო!“
შიში ვენებში აშრობდა მეწამულ სითხეს, გული აასმაგებდა თავის
მცდელობას თავი დაეღწია ამ სხეულისგან.
ვარდისფერი სითხე კი უკვე სრულად გამქრალიყო თეთრი
მარმარილოს ნიჟარის კედლებთან.
-ილია!-ქალის შემზარავმა კივილმა ერთიანად მოსწყვიტა ფიქრებს
და შემოსასვლელში მდგარი დედისკენ გააპარა მზერა.
-დედა ... გეფიცები!-და პირველად ცხოვრებაში ფიცი შეჰკრადრა
თავის „ჰო“-ს და თავის „არა“-ს. -გეფიცები მე არ ...
დედის დუმილი სხეულში ჩარჭობილი ეკალივით მწარე იყო ილია
დონღვანისთვის.
-არ მომიკლავს!-ხმა გაუტყდა ახალგაზრდა მამაკაცს.
-ვისი სისხლი ჩარეცხე ნიჟარაში, შვილო?!-ხმა აუკანკალდა
გაფითრებულ ქალს.
-მისი.
-ვისი?!-შეჰკივლა გაწამებულმა და ცივი ოფლით დაცვარული
შუბლი აკანკალებული თითებით შეიწმინდა.
-დევდარიანის.
-ეს ვინ გააკეთა, ილია?!-მუხლებში სისუსტე იგრძნო დედამ.
-მაგას ვერ ვიტყვი, ინა, არ მაქვს უფლება.
-თუ არ გინდა ვიფიქრო მკვლელი გამიზრდიხარ, ამოთქვი იმ კაცის
სახელი ვინც ჩვიდმეტი წლის ბიჭი სასიკვდილოთ გაიმეტა.
-გეფიცები მე არ ...
-ვინ მოკლა ის ბიჭი, ილია!-გამეხებულ ქალს თვალებში ბრაზი და
შიში ერთმანეთში აღრეოდა.
-მე არ მომიკლავს.
-მაშ, ვინ?!
-ამას ვერ ვიტყვი!
-შვილო, ბავშვის სისხლი საკუთარი სახლის ნიჟარაში ჩარეცხე და
მკვლელის სახელს ვერ ამბობ?! შენ რა კაცი ხარ, ილია?! მე შენ
ამად გაგზარდე?! მე შენ ეს გასწავლე?!
ქალს სიტყვა დასრულებული არ ჰქონდა სახლის კარი სახეაჭრილმა
გიორგი დონღვანმა რომ შემოაღო.
მრგვალი კიბით მეორე სართულზე გაიკვლია გზა და შვილის
ოთახისკენ მიმავალს ცოლი რომ გადააწყდა გზად ყველაფერს
მიხვდა.
მზერა გაფითრებული ინასგან საკუთარ ვაჟზე, ილიაზე გადაიტანა
და მშვიდი, ძლივს დაჭერილი ხმით მიმართა:
-თანამზრახველი ხარ? შენც იქ იყავი?! შენც ცემე?!
-არა.
-თვალებში ჩამხედე და მითხარი რომ იმ ბიჭისთვის ხელი არ
გიხლია.-ფოლადივით მტკიცე იყო უფროსი დონღვანი.
-არ მიხლია.
-ვინ ცემა?!
-ხომ იცი რომ არ ვიტყვი.
-დევდარიანები შენ მოჭრილ თავს ეძებენ მთელ თბილისში. ეს
ვიცი, რომ შვილი სხვისი ცოდვის გამო მოსაკლავად არ გამიზრდია.
-რომ მომკლან მაინც არ ვიტყვი.-შეუვალი იყო ილია.
-დედა, თქვი ვინ მოკლა და არც ჩვენ ...
-არ თქვა!-ხმა აღიმაღლა გიორგიმ და შვილს შეფარული მზერით
გადმოხედა.-იცოდე, თუ სახელს მეტყვი მე მოვაჭრი ორივე ხელს და
ისე მივუყვან დევდარიანს ჩემი ხელით.
-არ გეტყვი.-მშვიდი იყო ილია.
-ამას ბოლოჯერ გეტყვი ... რომ გავიგო, ცხოვრებაში ერთხელ შენ
კაცობას ტყუილი აკადრე და ღირსებას გაექეცი, შუბლს არ
ავაცილებ ისე დაგახლი ტყვიას!
-რას ამბობ, გიორგი!-შეჰკივლა ქალმა.
-ბიჭი ისეთი ნაცემია ... ისეთი ნაცემია, დაბეგვილი ხორცის
ტომარას ჰგავს. ასე როგორ გაიმეტეთ, ბიჭო. შენ, იქ იყავი, ილიკო?!
-ვერ მივუსწარი.-უღონოდ ამოილაპარაკა ილიამ და კედელთან
ჩამუხლულმა ზურგით მიეყრდნო ცივ ზედაპირს.-უკვე გვიანი იყო,
პულსი აღარ ესინჯებოდა.
-მამა ... მითხარი, კაცურად მითხარი, დაიმსახურა?!
-ასეთ სიკვდილს ვინ იმსახურებს, გიორგი?!-ხმა გაუმკაცრდა ინას.
-დაიმსახურა.-იყო გაბზარული ხმით ნათქვამი სიტყვა, რომელიც
ნელ-ნელა იფანტებოდა ჰაერში და უხილავ კედელს აგებდა
ადამიანთა გულებში.
***
ჭექაქუხილიანი აწმყო - თავი მეორე.
ახალგაზრდა ბიჭის სასახლეს უამრავი ნაცნობ-უცნობი უვლიდა
წრეს დაღონებული თვალებით.
აბარებდა დედა მიწას თავის ხელით ნაფერებ შვილს.
წვიმდა იმ ავბედით დილით.
თავსხმა ცრემლებით გლოვობოდა დედაც.
უფროსი ვაჟის ხელზე დაყრდნობილმა საბედისწეროდ ამოთქვა იმ
დღეს ბნელით მოცული სიტყვები.
-შენი ძმა მოკლეს, ივა!
და შვილის მძიმე ამოსუნთქვა ცოდვად დააწვაო თითქოს შავოსანს.
-მე არ მინდა სისხლი და ტყვია, მე არ მეყოფა მეორე კუბო!
მძიმდებოდა სიტყვები ნისლით მოცული, იძირებოდა ცოდვის
ჭაობში შავი თავშალი.
-მე მინდა მთელი ცხოვრება ტკიოდეთ, შეუწყვეტელი ცრემლით.
-დედა.-ბოლო ვედრებასავით ჟღერდა ვაჟის ტუჩებზე შემხმარი
დედის ტკივილი.
ამღვრეული თვალებით დასჩერებოდა შავ მიწას იქვე მდგარი
ნიკოლა, კოლა ასლანიკავილიც.
ქალმა ხელი გამოსტაცა ძლიერი მკლავებიდან შვილს და მეორეს
გადაემხო გულზე.
-ვატო, ადექი დედა! გთხოვ ... არ მინდა, ნუ აყრით, არ დააყაროთ!-
კიოდა შემზარავი, შემაძრწუნებელი ხმით და ირგვლივ ყველას
ემუდარებოდა მიწა არ დაეყარათ შვიდმეტი წლის ბიჭისთვის.-
შავია ეგ მიწა, დიმა.-ქმარს წაეპოტინა ხელზე მუხლებზე
დამხობილი ქალი.-რას აკეთებ, შვილს შავ მიწას როგორ აყრი!
-გემუდარები.-აღმოხდა ძალა გამოცლილ კაცს და ცოლის
წამოსაყენებლად დაიხარა.
-კენჭი ხოარ გაჰყოლიათ?!
-არ გაჰყოლიათ, მოდი ჩემთან ... აქ ვარ, ნუ გეშინია.
-ნუ ხარ! ნუ ხარ! ნუ ხართ! ვატო აღარ არი, თქვენ რატო ხართ
საერთოდ ცოცხლები!-კიოდა, კიოდა, კიოდა გამწარებული ყველა
დედაზე, რომელთა შვილებიც ცოცხლები სახლში
დაბრუნდებოდნენ ... მისი კი ვეღარ.
ღამის ნისშლი შავი მანქანა გადღაბნილი კინო ფირის კადრს
წააგავდა.
გახუნებულს, ნაწვიმარს, ვერ მოვლილს.
-ბახტრიონზე, ამო, მანდ ვარ ...-მანქანის სალონში მობილურზე
შემოსული ზარის პატრონის ხმა ექოდ გაისმა.
მანქანა მოაბრუნეს და ბახტრიონისკენ აიღეს გეზი.
აღარაფერი უთქვამს.
გარეთ რომ გამოვიდა, შეამჩნია რომ ქუჩაში ის ობლად მდგარი
ლამპიონიც აღარ ანათებდა.
მანქანაში ჩაჯდა და იქაურობას ისე გაექცა, როგორც უკანასკნელ
სამსჯავროს.
ყველა ადამიანს რომ აქვს და ხშირად სინდისს ვეძახით ხოლმე.
***
***
ღრუბლიანი აწმყო - თავი მესამე
***
მზიანი, მაგრამ ცივი აწმყო - თავი მეოთხე
***
„მზიანი, მაგრამ ცივი წარსული - თავი მეოთხე“
***
შხაპუნაწვიმიანი წარსული - თავი მეხუთე
***
ჭექაქუხილიანი აწმყო - თავი მეექვსე
***
ღრუბლიანი წარსული - თავი მეექვსე
რეკორდულ დროში გაიგო ყველამ რომ ილია დონღვანს მიაკო
მახარაძე მოსწონდა ძალიან.
და თითქოს უფრო ლაღი ხდებობდა ვანიკოს დედა, ქალბატონი
დინა.
უფრო ხშირად იცინოდა გაკვეთილზე და უფრო მეტს ეპასუხებდა
მის მოსწავლეთა შორის იმ ერთს, ვისაც სული ეხუთებოდა ისე
ეზიზღებოდა მის ირგვლივ ყველაფერი.
-მიაკო, ვის წერ ასე გამეტებით?!-გაისმა გაკვეთილზე ქალის ხმა და
ხმაშივე იგრძნეს ღიმილი.
-ჩემს მეგობარს, უბრალოდ.-მხრები აიჩეჩა აწითლებულმა მიამ და
ტელეფონი ჩანთაში ჩააბრუნა.
-ვანიკო მიდიხართ შენ და მიას მეგობარი დღეს ფეხბურთის
საყურებლად თუ დამეხმარები ბიბლიოთეკიდან რამდენიმე წიგნის
წამოღებაში?!
-აუ, დე კი წამოგყვებოდი მაგრამ ...
-კარგი იყოს. გაერთე.-გაუღიმა ქალმა შვილს და უნებური მზერა
გააპარა ვატოსკენ, რომელიც დიდი ინტერესით დასჩერებოდა
ცარიელ ფურცელს.-ვატუ ... ო, მითხარი, რამეში ხომ არ გაიჭედე?!
იქნებ დაგეხმარო და წერა ...
-არა, მადლობა.
-უხასიათოდ ხართ, ბავშვებო?!-არ შეიმჩნია უხეში პასუხი
ქალბატონმა დინამ.
-დინა, მას. გავიგე თავდიდიშვილი გადაგიყვანიათ მეორე ჯგუფში,
თუ არის იქ ადგილი, იქნებ ჩემთვისაც ...
-რატო?!-წამოცდა დევდარიანს და გაბრაზებული მზერა მიაპყრო
მიას.-აქ ცუდია?! ჩვენთან ცუდია?
-ის უფრო მოსახერხებელია ჩემი გრაფიკისთვის უბრალოდ.-მხრები
აიჩეჩა მიამ.
-რატო მაგას რომ შეხვდე ხშირად?-ცინიკურად ჩაიცინა ვატომ და
დინას ჩახველება არაფრად ჩააგდო.
-რა უნდა გელაპარაკო? შენ, ვინ გეკითხება მე ვის შევხვდები და
როდის?!
-მიდი, მიდი გყავს სალაპარაკოდ ნაპოვნი საშენო ბიჭი. ელაპარაკე,
სადაც გინდა და როცა გინდა.
-ეჭვიც არ შეგეპაროს, რომ ვისაც მინდა, როცა მინდა და სადაც
მინდა იქ დაველაპარაკები.
-შენ გოგო გინდა რომ გამაგიჟო?!-ფეხზე წამოხტა ვატო და დინას
მსუბუქი შეკივლება კვლავაც არაფრად ჩააგდო.
-დალაგებული არც არასდროს ყოფილხარ.-მხრები აიჩეჩა მიამ და
მასწავლებელს მომღიმარმა გადმოხედა.-ბოდიში, მას. თქვენი
მოსწავლე აღელვებულია, იქნებ როგორმე ... დამამშვიდებელი
მივაწოდოთ.
-ვატო, ხმას მეორედ ნუ აუწევ ჩემ სახლში და მიასთან ასე
ლაპარაკი ჩემი თანდასწრებით ...
-აუ, შენ მერე დაგელაპარაკები, რა!-და ზედაც არ შეუხედავს
დინასთვის ისე გავარდა სახლიდან.
-აჭრილია ეს ბიჭი.-თავი გადააქნია ვანიკომ და უცნაური მზერა
შეავლო დედამისის გაფითრებულ სახეს.-კაი, დე რაზე ნერვიულობ.
ეს ასეთი იყო სულ. შიზოიდია ცოტა. დაწყნარდება და მოვა. თან
ისეთ საოცარ ტრაურშია, არ აქვს ახლა მაგას თხზულების
გაანალიზების თავი.-ჩაიქირქილა და მიაკოს ჩაუკრა თვალი.
***
***
მოქუფრულ’ციანი წარსული - თავი მეშვიდე
...
***
თბილისის ქუჩებში თეთრი მაზერატი ცეცხლწაკიდებული ისარივით
ჭრიდა ჰაერს.
საჭეზე ჩაფრენილი ახალგაზრდა მტევნები თითქოს გრძნობდნენ
მიწის მოახლოვებას და თრთოდნენ ისე როგორ ვერხვები
ქარიშხლის მოლოდინში.
ცრემლიანი თვალებით გაჰყურებდა გზას და ხვდებოდა სიცოცხლეს
დათმობდა ოღონდ კვლავაც შეძლებოდა იმ ქალის გვერდით
ყოფნა, რომელთან ერთადაც სინდისს აძინებდა.
ეკრანზე აკრეფილი ნომრის დასარეკად გაწეული ცერა თითი აეწვა
უცაბედად.
უყურებდა გზას დაბინდული მზერით და ყურებში ჩაესმოდა ქალის
მოტკბო ხმა.
ის პირველი შეხვედრა.
ოფიციალური ხელის ჩამორთმევა.
მსუბუქი ღიმილი.
„მოსწავლე და მასწავლებელი.“
ქართულის წიგნზე დახატული მასწავლებლის თლილი თითები.
მოსწყურდა ცოდვა ისე და იმდენად კვლავ მოსწყდა თითქოს
დახრჩობისგან მხსნელად მოვლენილ ხავსს, რომელსაც ერქვა
„დასასრული.“
ძლიერი იყო სურვილი ცოდვის, აუტანელი და სანუკვარი.
ის პირველი ლოყაზე კოცნა.
კეკლუცი ღიმილი.
„საყვარლები.“
ტელეფონი ახმაურდა და მანქანის სალონში ივა დევდარიანის ხმა
გაისმა.
-რას შვრება პატარა დევდარიანი?!-ყვიროდა ტელეფონში თავისი
ძმის მეგობარი, ნიკოლა ასლანიკაშვილი
-კოლა!-გაეცინა ვატოს.
-ბიჭო, რატო უხეთქავ მამაშენს გულს? კაცს ადვოკატი უნდოდა
გამოსულიყავი და შენ გინეკოლოგობა გინდა?!-იცინოდა ნიკოლა.
-რა უყავი ჩემ ძმას?!-იცინოდა ვატო.
-ზის და ფიქრობს, ცისფერი პერანგი უფრო მოგიხდება თუ
ხაკისფერი, ვითომ ორივეს ყიდვის ფული არ აქვს და წვალობს.-
ახარხარდა ნიკოლა.
-ერთი წამი, მაცადეთ რა!-გაისმა ივას ხმა.-ვატო, ცისფერი
გირჩევნია თუ ხაკისფერი?
-შავი არი?!-გაეცინა ვატოს.
-შავი რად გინდა მამაჩვენის მკვდარ ოცნებებს გლოვობ?!-
სერიოზული იყო ივა, როგორც ყოველთვის.
-ეკონომიურზე იმიტომ ისწავლე ბოლოს დალი ჩიტალაძე
გამოსულიყავი?!-ახარხარდა ვატო.
-შენ დარჩები „პრადას“ გარეშე და მერე არ დაიწყო, ივა გეხვეწები,
ივა მათხოვე, ივა რა კარგი ხარ!
-ივა შე სვეცკო!-ახარხარდა ნიკოლა.
-რა ხმა გაქ ბიჭო, ვიმეს არ ეგონოს გოგოს ვიტაცებთ!-სახე წაუხდა
ივას.-მითხარი რომელი გიყიდო დავიღალე!-ვატოს მოუბრუნდა ივა.
-შავი არ არი?
-არ არი ეს შავი, რად გინდა?!
-კაი, იყოს ხაკისფერი.
-არა, ცისფერს გიყიდი, ქერა ხარ და მოგიხდება.
-რას მეკითხებოდი?
-მაინტერესებდა გემოვნება დაგეხვეწა თუ ისევ დიმას
ტანსაცმელებით დადიხარ შიგადაშიგ.
-მაგას ვეტყვი დიმას.
-ვიღაცას მოუწია სიცოცხლის ბოლომდე მამამისის ჯინსებით
სიარული.
-აუ, მოიმატა ძალიან.
-ვეტყვი ჩემ მაკოს და გაგიკეთებს სეილს ბუტიკში, შენ მოგიკვდეს
ჩემი თავი!-შეწუხდა გულწრფელად ასლანიკაშვილი.-უჭირს ბავშვს,
ცოდოა, რას მიყურებ?!
-ვატო, რას შვრები, ისე შენ?!-გაისმა ივას ხმა.
-არაფერს, მივდივარ სახლში.-კლუბის წინ გააჩერა მანქანა.
-ბევრი არ დალიო. ირინა არ ანერვიულო. თორმეტზე რომ მოვალ
სახლში, შენ საწოლში დამხვდი.
-აუ რა ცუდი უფროსი ძმა ხარ.-ისმოდა ნიკოლას ხმა.
-არის უფროსო!-გაეცინა ვატოს.
ტელეფონი გათიშა და კლუბის წინ აბრდღვიალებულ აბრას
დააჩერდა.
„იქ მოდი, მეორე სართულზე ვიქნები.“-გააგზავნა ნაცნობ ნომერთან
და იგრძნო როგორ მოუჭირა გულზე მარწუხებმა.
„ვერ მოვალ.“
„გელოდები.“
„ვანიკო სახლში არ არი.“
„კლასელის დაბადებისდღეა, იქ იქნება რესტორანში. გელოდები.“
„ახლა რაღა გინდა?! არ დავანგრიე შენი ცხოვრება? ახლა არ
გრძნობ თავს ცუდად?“
„გელოდები.“
ტელეფონი სავარძელზე მიაგდო და ყურადღება არ მიუქცევია
როგორ ჩაცურდა მოწყობილობა სავარძელსა და კარს შორის
სიცარიელეში.
ავტომობილიდან გადავიდა და კლუბის მეორე სართულისკენ
გასწია, სადაც კარგად ნაცნობი გარემო და საკუთარი მაგიდა
ელოდა დევდარიანების უმცროს ვაჟს, ვატო დევდარიანს.
***
**
*
ბახტრიონზე, ორსართულიანი სახლის მეორე სართულზე
რამდენიმე ბიჭს მოეყარა თავი.
ავად ენიშნა დევდარიანს უცხო სილუეტების დალანდვა კოლას
სახლში, მაგრამ უკვე ნაჩვევი იყო, თავისი მეგობარი კარგი
მასპინძელი იყო უცხოთათვის.
-კოლა, მშვიდობაა?
-მეც არ ვიცი. საბამ მთხოვა და უარი ვერ ვუთხარი. ამ ბოლო დროს
შენზე ძალიან ბევრ კითხვას მისვამს და უფრო მის სურვილს
ვასრულებ.
-კაია, პატარა ძმა?!-გული ჩაწყდა კოლას ივას აკანკალებულ ხმაზე.
-პასუხისმგებლობაა დიდი.
-საბაზე ასე არასდროს ლაპარაკობდი. მგონია რომ არავიზე
ლაპარაკობდი ასე.
-ასე როგორ?-გაეცინა უხერხულად კოლას.
-არ ვიცი ... როგორც ძმებზე ვლაპარაკობთ ხოლმე.
-ალბათ არასდროს გინახავს როგორ ვლაპარაკობ შენზე.
-იმედები ისე გაგიცრუე, კარგად შენიღბულ დადებით მოტივებშიც
ვერ მალავ ტკივილს, ნი-კო-ლა. -სიმწრისგან ტუჩზე იკბინა
გაღიმებულმა ივამ.
-ბექა თავდიდიშვილს იცნობ?!
-სადღაც გამიგია ეგ სახელი და გვარი, მაგრამ სად არ მახსოვს.
-ჩვენი ვატოს და საბას კლასელი ... ბექა თავდიდიშვილი.
გეცოდინება, რა.
-არ მახსოვს, ნუ მიბურღავ ტვინს. რა უნდა, ბექას?-გაეცინა ივას.
-ორი დღის წინ ვლაპარაკობდით, რა ... მაშინ მითხრა ისეთი რაღაც,
მის მერეა სულ შენზე ვფიქრობ.
-ჯიგარი ხარ, ბექა. გისმენ, რაო, რა იმეტყველა?-სავარძელში
შესწორდა მომღიმარი ივა.
-ძმა ნაგავიც და გმირიც ძმა არი და არ ესინჯება სისხლში ცოდვის
შემცველობა. ხეიბარიც ისე გიყვარს როგორც ჯანმრთელი. და
სადღაც, რომ დაუკვირდე, ხეიბარი უფრო, ვიდრე ჯანმრთელი. საბას
მერე უფრო გავაანალიზე რამხელა პასუხისმგებლობა ხარ ჩემთვის.
-მლანძღავ თუ ...
-წერეთლის „გამზრდელში“, გამზრდელი თავს რატო იკლავს შენი
აზრით?!-გაეცინა კოლას.
-აუ, არ მაქ რა შენ საძმაკაცოსთან ჩამოდგომის თავი და იმის
მტკიცება, რომ გიყვარდი და მაგიტო დაიხალე შუბლში ტყვია კაცად
რომ ვერ გამზარდე. მომეშვი!
-ივა, შენ ხვდები რომ სატყვიარი ხარ?!
-შენი აზრით მაგ ტყვიის გარდა ოცნება დამრჩა ამ ცხოვრებაში,
კოლა?!
-ეგ ტყვია თუ გავარდა, დამიჯერე შენ შუბლზე წინ ჩემი დახვდება.
მე შენ ხეიბარიც მიღირხარ. იმიტომ რომ ასეთი ძმობა გვასწავლა
ჩვენ ივიკომ, ხო?!
-ნუ ვახსენებთ რა ... -აუდუღდა სისხლი ვენებში.
-საბა თუ დაიწყებს რაღაც უცნაურ ბაზარს შენ არ შეგეშინდეს,
ჭორიკანა არ არი. იმენა კაცია. აი, ჩვენ რომ გაგვისწორდება ეგეთი
კაცია. ბიჭო, მარა, ალაგ-ალაგ ურევს, ხო იცი შენ?!
-რაში ურევს?-გაეცინა კოლას დამფრთხალ ტონზე ივას.
-გუშინ მირეკავს და არ იცი რას მეუბნება?! შენი აზრით წელს
ლურჯი უფრო ტრენდული იქნება თუ ლაჟვარდოვანი ცისფერიო,
ტვინში სისხლი ჩამექცა.
-რატო?
-დილის ექვს საათზე მაგის გამო ვინ ურეკავს ძმას?-აყვირდა კოლა.
-აუ, თან დილის ექვს საათზე რა ცუდი ტიპი ხარ, რა უქენი ბავშვს?!-
ახარხადა ივა.
-ხო არ ვაგინებდი ... გამოვლანძღე საკადრისად.
-ბოლოს ლურჯმა გაიმარჯვა თუ ლაჟვარდოვანმა ცისფერმა?!
-ეგ იდიოტი ... ეგ იმბეცილი ... ვერელი ნაკაშიძეები მყავდნენ
სტუმრად, მომადგა ყვითელი მაისურით და ცისფერი შარვლით.
ვცემე, კინაღამ!
-კინაღამ არ ითვლება.-სიცილისგან ლოყები აწითლებოდათ
ორივეს.
-ამ ყვითელი მაისურით კაცობაზე, მეობაზე და უბანზე რომ
ლაპარაკობს მერე ვერ ვხვდები, უნდა გამეცინოს თუ უნდა ვცემო.-
მომღიმარმა ჩამოისვა სახეზე ხელი და საკუთარ სახლს მოავლო
მზერა.
-უნდა გიყვარდეს, მოუარო და გვერდში ედგე.
-შევედით?
-წამო.
***
კოკისპირულ’წვიმიანი წარსული - თავი მერვე
*
ქიმიის მასწავლებელთან მიდიოდა თავდახრილს ნაცნობი ხმა რომ
მოესმა შორიდან.
-მიაკო!-ადგილზე შემდგარი ოცნების რეალობის ალბათობამ
გაყინა.
იგრძნო როგორ დაუარა სიცივემ ფეხებში და როგორ მოაწვა ცხელი
სისხლი საფეთქლებში.
გადამეტებული ემოცია იუკადრისა და თავს სიმშვიდისკენ
მოუწოდა.
ნაბიჯი წინ გადადგა მუხლებაკანკალებულს საშინლად მოუნდა
ტირილი.
ტირილი ოცნებისგან სულწასულს.
-მია!-მილიონ ხმაში გაარჩევდა ამ სითბოს მახარაძე.
ფრთხილად მოუბრუნდა საკუთარ ზღაპარს და მანქანასთან მდგარ
მომღიმარ ილიკოს პირველი ცრემლები შეაგება.
-არ იტირო, გეხვეწები!-იცინოდა ილია.
-ილიკო.-თქვა და მაშინვე აუვარდა ტირილი პატარა მიაკოს.
-აბა ძლიერი გოგო ვარო, რემბო და შვარცნეგერიო?! სულ ეს ხარ,
გოგო?! -სიცილით დაიძრა მონატრებული სხეულისკენ და
მოურიდებლად მოხვია ვეებერთელა ხელები.-ჩემი, ძლიერ-პატარა,
ვინ ტირის, ყველა ჩემ დანახვაზეო?!-იცინოდა ხმით და მიას თავისი
ხელისგულებით წმენდდა ცრემლებს.
-როდის ... მე რატომ არ ვიცოდი?!-სულს ძლივს ითქვამდა მია.
-გუშინ.
-მიხვდნენ რომ არაფერ შუაში არ ხარ?! როგორ ... მომიყევი,
ყველაფერი ...
-როგორ მომენატრე.-ამოიჩურჩულა ხავერდოვანი ხმით და
ფრთხილად აკოცა ლოყაზე გოგონას.-როგორ გაზრდილხარ.-
თმებზე ეფერებოდა და თვალებში ეღვრებოდა გრძნობის სინაზე.
-სულ სამი თვე და ორი კვირა იყავი იქ. ნუ აჭარბებ.-გაეღიმა მიას.
-შენ არ მოგენატრე?-გაეღიმა ილიას და თმები ფრთხილად
გადაუწია გოგონას ყურზე.
-არა.-იუარა და თვალები დახარა მორცხვად.
-ამიტომ იტირე ამდენი?-სიცილი აუვარდა ილიკოს.
-ცუდი ადამიანი ხარ, იცი რომ გამოცდები მაქვს, რატომ ამრიე ასე ?!
საერთოდ რატო გამოჩნდი ამდენი თუ უნდა მეტირა?! იცი რომ
აღარაფერი მახსოვდა მთელი ეს დრო?! სულ შენი ბრალია, ილია.
სულ შენი! ასეც ვიცოდი. ვიცოდი, რომ ჯერ ადრე იყო ეს ყველაფერი.
ახლა ვეღარაფერს ვუყურებ, ახლა ვერ ვაკონტროლებ ჩემი დღის
განრიგს, ახლა მხოლოდ ის მაინტერესებს ...-და თითქოს სიტყვები
გადაყლაპაო ილიას ამღვრეულ თვალებში დაუცდა პატარა ფეხები
და მთლიანად ჩაძირეს გრძნობათა მორევმა.
-რა გაინტერესებს, მია?!-ორი ნაბიჯით უკან დაიხია ბიჭმა და სითბო
გაშორდა თითქოს გოგონას.
-შენ იყო კარგად.-ამოიჩურჩულა და მარჯვნივ შეაბრუნა თავი.
-სულ არ გიყვარვარ, მია?!-უცნაური ხმა ჰქონდა დონღვანს.
-სულ არა.-ნიკაპი აუკანკალდა მიაკოს.
-სულ ცოტაზეც, არა?!
-არც ... მიყვარხარ და არც ... არაფერი.-ლოყებს უსველებდნენ
ტკბილი ცრემლები.
-მაშინ წავალ.-მხრები ჩამოუვარდა სევდიანად მომღიმარს.-
ბოდიში, ხო?! არ მინდოდა, ძალით.-კიდევ ორი ნაბიჯი გადადგა
უკან და მანქანის კარი გამოაღო. წამით თითქოს შეყოვნდაო ღია
კარში მდგარმა მოავლო ქუჩას თვალი და თვალებდაქაჩულ მიას
გადმოხედა.-მიშვებ, მიაკო?!
-შენ ... რა, მართლა წახვალ?!-თვალებს არ უჯერება გაოცებული
გოგონა.
-თუ მეტყვი, აბა რას ვიზამ, მია?!
-ეგ ... ეგ როგორი სიყვარულია?!-აყვირდა გაკაპასებული.
-ჩემებური.-მხრები აიჩეჩა ილიკომ.-ჩემთან ან გინდა ან არა.
-ხო, მაგრამ არ უნდა იბრძოლო ჩემ გამო?! ასე ... ასე მიშვებ?!
-შენ იბრძვი ჩემ გამო, მია?
-აბა რა ჯანდაბას ვშვრები!?-გამწვანდა მახარაძე.
-როგორ იბრძვი!-გაეღიმა ილიას აღშფოთებული მიას დანახვაზე.
-როგორც შემიძლია!
-ხელის კვრით?!
-ჰა?
-წადიო ხომ მითხარი, მია?! ასე ვინმე ბრძოლას იგებს, ხოლმე და
მე არ ვიცი?!
-მე უბრალოდ ...-დანებდა მახარაძე.-ზედმეტად ბევრს ვტირი შენს
მერე და ეს არ მომწონს, ილია.
-გასაგებია.
-რა არი გასაგები?
-ჩაჯექი წაგიყვან მასწავლებელთან.
-არა.
-მაშინ წავედი.
-სად მიდიხარ?-ისევ აყვირდა მია.
-მათთან ვისაც გაუხარდება ჩემი დანახვა.
-ვისთან?!-თვალები დაექაჩა გოგონას, ძლივს შეიკავა სიცილი
ილიკომ.
-გითხარი ვისთანაც, აბა კარგად, მიაკო. წარმატებები, მაგარი გოგო
ხარ, ყველაფერს შეძლებ! ისეთ ბიჭსაც იპოვი ბევრი რომ არ იტირო.
მიყვარხარ!-ფანჯარა ასწია, გაზის პედალს დააჭირა და მანქანა
სწრაფად გაიყვანა მთავარ გზაზე.
გრილოდა იმ დღეს.
გრილოდა ისე და იმდენად, თითქოს ადამიანთა უახლეს
გამოგონებასაც კი უფრო უადვილდებოდა შეტყობინების გაგზავნა
ერთი გამოგონებიდან მეორეზე.
ილიას ტელეფონი განათდა თუ არა, შუქნიშანზე გაჩერებულმა
დონღვანმა სასწრაფოდ წაიკითხა შეტყობინება, ნომრიდან,
საიდანაც არ სწერდნენ ხოლმე უმეტესად.
„მომაკითხე, ქიმიაზე მაგვიანდება.“-მიაკუნა.
გაღიმებულმა მოაბრუნა მანქანა.
*
მელანიას ოთახის კარი დილით შეაღო ირინამ.
-შეიძლება?!
პასუხი ისევ არ გაუცია ქალისთვის.
-გავიგე სოფელში მიდიხართ ... -ცრემლები მოერია ირინას.-
ბოდიში, შეგიძლია ეს ჩემ დედამთილს წაუღო?! ძალიან თუ არ
შეგაწუხებ.
-მანდ დადეთ.-ძლივს გაიგონა ირინამ მელანიას ხმა.
-რაღაცას გკითხავ ... ივას ცოლად რატომ გაყევი?! ხომ არ ... ხომ არ
დაუძალებია, რამე?!
-არა. შემიყვარდა და გავყევი.
-თუ ოდნავ მაინც დაგრჩა რაიმე ... რაც კავშირშია იმ სიყვარულთან,
ივა მარტო არ დატოვო, მელანია.
-ამას როგორ მეუბნებით?!
-როგორც დედა, რომელმაც ერთი შვილი უკვე ჩადო მიწაში.-
მუხლებზე დაეცა ატირებული ქალი.- აპატიე ... ვიცი არ მაქვს
უფლება მე გთხოვდე ამას, მაგრამ უნდა გთხოვო, მელანია. უნდა
გთხოვო, შვილო ... იმიტომ რომ შენ გარეშე მეორეც მეღუპება.
-ამას ნუ ამბობთ ...-სახე წაეშალა გოგონას.
-ყვარებიხარ, შვილო.-აღმოხდა ქალს და მიახლოვებულ მელანიას
მტევნებს ჩასჭიდა თავისი ხელები.-ეგ რომ მცოდნოდა ... მე არ ვიცი
... მე არ ვიძახი, ყველაფერს მარტივად გადავიტანდითქო, არც თავს
ვიმართლებ, უბრალოდ ... რომ ცოდნოდა ოცი წლიდან შენ
გიყურებდა, ამას არ დავუშვებდი.
-სიცრუეა, ეგ ყველაფერი, ადექით რა, ქალბატონო ირინა!-ნერვები
აღარ ჰყოფნიდა გოგონას.
-ნეტა ყოფილიყო ... ნეტა არ გამეგონა. ცხოვრებაში ერთხელ მანდო
საიდუმლო და მე თავისი ოცნება ისე მოვპარე, ისე დავუნგრიე ...
ახლა რომ ისუნთქოს თავისი ღირსება აღარ გაუშვებს. უშველე,
მელანია. გემუდარები, უშველე, შვილო.
-ირინა!-კართან მდგარ გაფითრებულ დიმას დაჩოქილ ცოლზე
გაეშტერებინა მზერა.-ნუ აწუხებ, ამ ბავშვს. წავედით.
-უშველე, მელანია!-ტიროდა ირინა და ძალაგამოცლილი, არეული
ნაბიჯებით მიჰყვებოდა ქმარს თავიანთი საძინებლისკენ.
*
მელანიას სახეზე გიორგი დონღვანის ხუთი თითი ისე იყო
აღბეჭდილი წითლად, კანის ათლა რომ შეძლებოდა ივა
დევდარიანს, ალბათ ამასაც გააკეთებდა, ოღონდ ეს არ დაენახა.
დუმდა ინა დონღვანი და ილიას თვალებში დაუცხრომელ რისხვას
გადმოეკვეთა ჯებირები.
-რას ამბობ, რომ ამ კაცთან რჩები?!-ამოილაპარაკა გიორგიმ და
ხელი აეწვა სიმწრისგან.
-ჰო.
-ამ კაცმა ...-იღრიალა გიორგიმ და მელანიას შიშით დახუჭულ
თვალებზე გული მიეწურა.-მამა, ამ კაცმა ხვდები რა ...
-შენთვის რომ მოეკლათ შვილი და გცოდნოდა მკვლელი ის იყო,
რას უზამდი?! თავზე ხელს გადაუსმევდი და ...
-არ გაბედო და არ მითხრა რომ ასეთ არაკაცობას ვიკადრებდი!-
ადამიანის სახე არ ჰქონდა გიორგის.
-მელანია, შენ გიყვარს ეს კაცი?!-გაისმა ილიას ხმა და ერთიანად
დაიძაბა ყველა, უფრო კი ის ერთი, ვინც ამ კითხვაზე პასუხს
ყველაზე მეტად უფრთხოდა.
-ჰო.-უხმოდ დასცდა გოგონას და თვალი ვერ გაუსწორა თავის ძმას.
-“ჰო?!”-ჩაეცინა ილიას.-ასე არ ლაპარაკობენ კაცებზე, რომლებიც ...
-მიყვარს.-ივას სუნთქვამ მიიქცია ყველას ყურადღება.
-მაშინ ... ბედნიერი იყავი მის გვერდით. ის არი დღეიდან შენი
ოჯახი.
-რას ამბობ თუ გესმის მაინც!-შესძახა გიორგიმ.
-ოჯახია, მამა. ანგრევ?!-გაეცინა ილიას.-არაკაცის ოჯახიც, ოჯახია.
მერე რა რომ სიტყვის შენახვა არ შეუძლია?! შვილი ყავს შენი და
ეცი პატივი შენ შვილს. თორე ეს რისი ღირსიციაა, ეჭვი მაქვს იცის
თვითონაც.
-მითხარი, დედიკო ... გაშინებს?!-ინას ხმაზე გული ჩაწყდა ივას.-
გემუქრება, დედა?!
-აქ ამის სათქმელად მოვედი. ოდესმე გამიგებთ. იქნებ, ძალიან
მალეც, გაიგოთ. როგორც არის. მე არასდროს შემპარვია ეჭვი, რომ
შენ ყველაზე სუფთა ადამიანი იყავი ამ სამყაროში.-დააჩერდა
თავდახრილ ილიას მელანია.-ცხოვრებამ რომ დაგსვაროს, შენ
მაინც სუფთა იქნები. შეიძლება მერე შენც გაიგო, რას გრძნობენ
ისინი, ვისი ბრალიც არ ყოფილა მათ ხელებში მოხვედრილი
ტალახი და ჭუჭყი.
-ნუ ბოდავ!-ღრიალებდა გიორგი.-სულ გამოგაშტერა ამდენმა
წიგნებმა და ...
-მელანია, დედიკო, გემუდარები ...
-ივიკო, წავედით.
მანქანაში ჩასხდნენ თუ არა, ილიამ დაინახა, როგორ დახარა ივამ
თავი.
-რას არ მივცემდი, რაც თქვი მაგის გჯეროდეს.-ამოიხრიალა ძალა
წართმეულმა და ძლივს ასწია თავი.
-რას არ მივცემდი რაც ვთქვი სიმართლე იყოს.-ჩაილაპარაკა
უხმოდ და ღვედი შეიკრა.
-რომ დაგაჯერო, სიმართლეა ... დარჩები ?! გამიყოფ შენ გულს?!
-გულწრფელად მითხარი, შენ ამას იმსახურებ?
-არა.-თავი გადააქნია გულატკიებულმა.
-მოვრჩით?
-ჩემი ტკივილი თუ მართლა მოგცემს შვებას ... დარჩი ამ სახლში,
მელანია. ეგ იქნება ჩემთვის ტყვია. შენ, მე შენი ყოფნით ვერ
მომკლავ, დამიჯერე. მხოლოდ ...
-მერე ვინ გითხრა, რომ გკმარა ეგ ერთი ტყვია?!-ცივი გაუხდა ქალს
მზერა.
ხმა აღარ ამოუღია.
იქაურობას გაეცალნენ და გაუდგნენ მთის გზას.
*
დილის ექვსი საათი იყო კოლას ტელეფონი რომ ახმაურდა.
-საბა, საბა, საბაა!-აყვირდა გამწარებული და საწოლიდან
გადმოვარდნილმა მუხლი დაიზილა დაბრეცილი სახით.
-ნიკო, გაგაღვიძე?-მიესალმა არხეინად უმცროსი ძმა უფროსს.
-არა, მეღვიძა ... ვფიქრობდი ნეტა ჩემი ავადმყოფი ძმა თუ
დამირეკავს დილის ექვს საათზე, სარწმუნოდ რომ გაინაღდოს
ჩემგან მძიმე ალიყურითქო!-ყვიროდა ასლანიკაშვილი.
-ვა, რაო, ივამ?!
-რა ივა, ბიჭო, რა ივა, რატო გინდა რომ გაგლახო, ცხვირიდან ძმარი
გადენინო და ...
-სისხლი.
-რა ?!-ორი წამით გაჩერდა კოლა.
-ცხვირიდან სისხლი სდის, ძმარი სალათაში, „ჯასთ“.
-საბა, სიცოცხლე მოგბეზრდა?! არ დამიმალო,რა გეხვეწები.
გულწრფელად მითხარი, თუ დაიღლები, მე რომ ჩაგასამარო.
-კაი, რეებს მეუბნები, დილის აურა მეტკინა. როგორ ლაღ და
სასიამოვნო განწყობაზე გავიღვიძე, რა არი რა სიბოროტეა
დილიდან, ნიკო?
-რა ... რა ... რა ჯანდაბა გინდა!-ყვიროდა გალურჯებული კოლა.
-რაღაცას გკითხავ და ძალიან სერიოზულად მიპასუხე, შენი
დენიკინის დროინდელი იუმორის გამოვლინებათა გარეშე, ოქეი?!
-რა გინდა.-საწოლზე გადაინაცვლა კოლამ.
-ქალი გყვარებია?!
-დავუშვათ კი.
-შენც კაი ცარიელი სიმრავლე ხარ, თუ გყვარებია სად გყავს ახლა?!
-გათხოვდა, რატო მიშლი ნერვებს?
-რჩევა მჭირდება.
-ივას ნომერს მოგცემ და იმას ...
-მომისმინე, ასე გასამხელი რომ იყოს დონღვანს დავურეკავდი
ივას არ ვეღრიტინო იაფასიან რჩევაზე, როგორ ვეწვალოთ ოცი
წლიდან ერთი გოგოს შორიდან ყურებას, ცოტა მოღონდი, რა.
გითხარი მჭირდება რჩევა, ანუ სერიოზულად მაქ ხო საქმე?!-
აყვირდა საბაც.
-რა გინდა?
-ცოლისთვის ჯერ ძალიან პატარა ვარ, შენი მოკრძალებული
მოსაზრებით?
-მე თავხედი მოსაზრებაც მაქვს მაგ თემასთან დაკავშირებით.-
სიცილი აუვარდა ნიკოს.
-მოკრძალებულითქო იმიტომ „დავსძინე“, მჭირდება
მოკრძალებული. თავხედი, ცხოვრებაც მეყოფა.
-კდემამოსილი რჩევა გინდა?
-პატიოსანი.
-კარგი ოჯახის შვილი?!
-შეიძლება ასეც ითქვას.
-ხოდა, მოგცემ ივას ნომერს და ...
-გითხარი მაქვს მეთქი ილიას ნომერი, ამიწდი ლოგინიდან და
დამელაპარაკე, ვიტანჯები, არააადამიანო!
-ასე კიოდა ბებიაჩემის სოფელში, იამზე ბიცოლა. გინდა
გადაგამისამართო?! მამალს ექნება დაყივლებული მთებში.
-ქართულს მათემატიკის მასწავლებელი გასწავლიდა?
-გეომეტრიის, თუ არ მეტყვი რა ჯანდაბა გინდა დილის ექვს საათზე,
გითიშავ!
-ცოლი მინდა.
-მე ნობელის პრემია. არც ერთ ძმას არ გაგვიმართლა, ვწუხვარ,
ძილი ...
-დედას ვეტყვი ის ვარდისფერი კაბა შენ რომ უყიდე.
-ფუ, რა ჭორიკანა და ენატანია ბიჭი ხარ!-სახე დაეჯღანა კოლას და
საწოლზე წამოჯდა.-რადროს შენი ცოლია, ტიტანიკს რომ უყურებ
ჯეკის სიკვდილზე ტირიხარ, ამხელა კაცი.
-ამ ფილმის მხოლოდ დიდებულ ადამიანებს ესმით და არ ვაპირებ
შენთან იაფასიან პოლემიკას, რატომ არი დიკაპრიო საუკეთესო
ჯეკი, ცოტა უშნო, მაგრამ მაინც...
-მადლობა.
-რომ მოვიყვანო, მომაყვანინებ?!
-მამაშენს კითხე.
-მამაჩემმა მითხრა ნიკოლას კითხეო.
-ვა, ასე გითხრა?!
-ხო, და დააყოლა იქნებ იმას მაინც დაურჩეს ხელი და გცემოსო.
-შავი საქმე გერებს.-გაეცინა ნიკოლას.
-რაო, რათქვი?!
-რად გინდა-მეთქი, ცოლი?
-მიყვარს.
-ცოლობამდე ბევრი საფეხურია და ყველა მათგანი იმიტომ
არსებობს, რომ გაიგო სწორ ადამიანს ირჩევ თუ ...
-აე, რუსთველ ... ვიცი ეგ მეც. მაგ საფეხურების გარეშეც ვიცი, რომ
ეგაა.
-იქნებ იმას არ უნდა, კითხე?
-აუჰ!-ამოიწუწუნა საწყლად საბამ.-ვიცი რომ არ უნდა, მაგრამ მე
მინდა ძალიან.
-ჩემი რჩევა გინდა?
-ხო.
-მოანდომე იმასაც და მე მოგაყვანინებ.
-აუ, ეგ რთულია, კოლა!
-კოლას ნუ მეძახი,-გაეცინა ნიკოლას.-მარტივი კაცი ხარ მერე?!
მაგისთვის გზრდი?
-მაგას რო მეუბნები ვერ ვხვდები გავიჭიმო, თუ დავიღალო.
-რა გღლის?
-რა ვიცი, ვინც ეგ დაიტრაბახა ძმა გავზარდეო, შენც ხო ხედავ ...
-მე არ ვტრაბახობ, მხედავ?-დასძინა მშვიდად კოლამ.-შენ, ხარ
უკვე ჩემი ნათქვამი ყველა სატრაბახო სიტყვა.
ორ წამიანი დუმილი ჩამოწვა მათ შორის.
-დაგეძინა?!-ამოილაპარაკა საბამ.
-არა გიცდი.
-მოვანდომებ, მაგრამ როგორ?
-მე როგორ მომანდომე შენი ძმობა?
-აუ, იმას ამდენს რა ეწვალება, კაი რა!
-შენ, ცოლიც გინდა და არწვალებაც, ეგრე სადაა, საბუკა.
-მაშინ ივამ დამიძახა, ეგრე.
-ხო?! არ დავკვირვებივარ.
-ვის ატყუებ, ყველაფერს აკვირდები.
-შეილება, არ მახსოვს.
-პლაგიატი ხარ.
-შენ, მართლა გინდა გცემო?!
-არა, კარი გამიღე სახლთან ვდგავარ.
-ფუ ... ფუ, როგორ მეზიზღები!-საწოლიდან გადმოღოღდა ნიკოლა
და ტანჯვით ჩაიარა კიბის საფეხური.
კართან მომღიმარი საბა მაჩაიძე იდგა, ხელში ნამცხვრები და
ცხელი ყავის ორი ჭიქა ეჭირა.
-სიურფრა ... სად მიეთრევი, უმადურო!
-თორმეტამდე განგება არ გაგიწყრეს არ გამაღვიძო, თორე ვერ
გამომართმევს შენთავს ვერავინ ხელიდან!
*
თბილისის ცაზე ღამე ქურდივით ეპარებოდა გამოღვიძებულ მზის
სხივებს.
მკრთალი იისფერი პალიტრაზე თეთრისა და ლურჯის ნაზავს ისე
უერთდებოდა როგორც მდინარე ზღვას, როგორც ზღვა ოკეანეს.
საღამოს საათებს ოკეანეთა ტალღებში შეეთრიათ ღამის
აჩრდილები.
ირგვლივ სიმშვიდეს უპირებდნენ თითქოს დარღვევას.
წმენდდა დედა შვილის საფლავზე ჩამოყრილ ფოთლებს.
-ვერ ვნანობ, ქალბატონო ...-გაისმა ახალგაზრდა ბიჭის ხმა და
სხეულში ავად გასცრა ირინას.-მაპატიეთ, რომ ვერ ვნანობ.
-ყოველ ღამით აქ შენ დადიხარ?!-წელში გასწორდა შავოსანი ქალი
და ფრთხილად მოხედა წვრებში ჩაფლულ თავისი შვილის ტოლა
ბიჭის სახეს.-არ არი საჭირო, თუ არ ნანობ ... აქ სიარული.
-ყველა ამას ამბობთ, თითქოს გესმოდეთ, როგორია ... იყო
მკვლელი.-ჩაეცინა ვანიკო ნინუაშვილს და იქვე ჩამოჯდა საფლავის
ქვასთან.
-როგორია, იყო მკვლელი?!-ფოთლების აკრეფა განაგრძო ქალმა.
-მხოლოდ ამაში რომ მაჯობა თქვენმა შვილმა ... აი, ასეთი.
-რთული იქნება.-თავი დააქნია ქალმა თანხმობის ნიშნად.
-ახლა უნდა მეჩხუბებოდეთ ... რატომ დედაშენი არ მოკალი ჩემი
შვილი რომ გაიმეტეო ...
-ასე წარმოგედგინა?!-გაეღიმა ქალს.
-გამიგია, რომ მკაცრი ქალი ხართ.
-როცა ჩვიდმეტი წლის შვილს მარხავ, მერე რთულია სხვანაირად.
დუმილი ჩამოწვა მათ შორის.
ქარის სიო აქა-იქ ყრიდა შერჩენილ ფოთლებს.
-რატომ არ მიჩივლეთ?!
-მის სახელს კიდე სირცხვილი უნდოდა?-რაღაც ჩაწყდა ვანიკოს
ირინას სიტყვების გაგონებისას.
-მინდა იცოდეთ, რომ დედაჩემიც არ არი კარგად. სამჯერ სცადა
თვითმკვლელობა და სამივეჯერ ძლივს მივუსწარი.
-რატომ?-გაუკვირდა ქალს და ვანიკოს შემცბარ სახეზე გაეღიმა.-
რატომ არ ადროვე თავისი წილი სირცხვილის პასუხი თავადვე ეგო?
-მამაჩემს ვერ ავუხსნიდი.-ხმა აუკანკალდა ვანიკოს.
-კაცის მკვლელები ამ ხმით არ ლაპარაკობენ, გაიმეორე ეს
წინადადება, ცოტა მეტი ჟინით.
-რას ... რა?!-გაფითრდა ვანიკო.
-გაიმეორე მეთქი ეგ წინადადება.-თვალები გაეყინა ქალს.
-მამაჩემს ვერ ავუხსნიდი.
-რას?!-უფრო მომთხოვნი გაუხდა ხმა ქალს.
-რომ დედაჩემმა ...
-რა ქნა დედაშენმა?
-ჩემ კლასელთან რომანი გააბა!-იყვირა დაუძლურებულმა ბიჭმა და
ფეხზე წამომდგარი იქვე ჩაიკეცა.-ვერ ავუხსნიდი, გამიგეთ, რა.
-ჩემ შვილს ჰკითხე, მამამისს როგორ აუხსნა მისმა შვილმა რაც
გააკეთა?!-გულის ცემა შეუნელდა ვანიკოს. ქალი ნელი ნაბიჯით
დაიძრა მისკენ.-მე მკითხე, როგორ ავუხსენი ჩემს შვილს, რომ კაცი
რომელიც ვატოს მკვლელი მეგონა ... სიკვდილზე უფრო უარესი
ტანჯვისთვის უნდა გაემეტებინა?! მე მკითხე, როგორ ვუხსნი ყოველ
ღამით ღმერთს ჩემ ბოროტებას?! იცი რომ დაგწყევლე?! ისე, რომ
მთელი ცხოვრება თავდახურულმა უნდა ვიარო, ალბათ ძაძით და
ჯვალოთი ღმერთმა რომ მაპატიოს და ეგ წყევლა არ გეწიოს?! იცი
რომ რთულია ეს ყველაფერი ასახსნელად იმ გოგოსთვის,
რომელსაც ცხოვრება დავუნგრიე?!
-მე მინდოდა მაშინვე მეთქვა, უბრალოდ ბიჭებმა არ ...
-რომელი აიღებთ თავზე მელანიას ცოდვას?! ჩემ ცოდვას?! ჩემი
შვილის, ქმრის, დედამთილის, მამამთილის ... დევდარიანების
ცოდვისთვის, რომელს გეყოფათ მხრები?! შენ თუ შენს ბიჭებს?
-მის ცოდვას თქვენ ზიდავთ?-საფლავის ქვაზე ანიშნა ქალს და
თვალები დაექაჩა ირინას ნელ მოძრაობაზე. შავოსანი პირდაპირ
მის ფეხებთან ჩაიმუხლა და მომღიმარი დააჩერდა ვანიკოს.
-ის ეზიდება მის ცოდვას ... მთელი მარადისობა. ამისთვის შენ
გაიმეტე. დედაშენის ცოდვას შენ ზიდავ, მხრებით როგორც
მკვლელი ... და ცოცხალი დედაშენი ვის ცოდვას აიღებს მხრებზე?!
ჩემი მკვდარი შვილის თუ საკუთარი, ცოცხლად-მკვდარისას?!
იმიტომ რომ ორივესას ვერ ეყოფა ცოცხალი ადამიანი, გესმის შენ?!
-თქვენ რას იზამდით ჩემს აგილას ...-ამოიხრიალა ვანიკომ და
ცრემლება გადმოკვეთეს ჯებირები.
-მე რომ გითხრა რასაც ვიზამდი, იტყვი დედაა, აბა რას იტყოდაო.
ასე რომ წადი იმ კაცთან, ვისი სიტყვაც შენთვის სარწმუნოა ... და
ჰკითხე, ის რას იზამდა. მერე წადი სახლში, ხმა არავის გასცე,
საწოლში დაწექი და ღმერთს ჰკითხე, ის რას გეტყოდა, რა
გააკეთეო?! და სულ ბოლოს ... შეადარე. შენი ქმედება, შენი
სარწმუნო კაცის სიტყვა და ღმერთის პასუხი.
-თქვენ ასე იქცევით?!-ირინას თვალებში ტკივილი დაინახა
ვანიკომ.-თქვენს ცოდვებზე?!
-მე ვიცი რომ არასწორი ვარ. ყველა სხვა საფეხურს ვტოვებ და
მხოლოდ პატიებას ვითხოვ, დილითაც, შუადღითაც და ღამითაც ...
და ალბათ ღამით უფრო.
-მაპატიეთ.-ამოილაპარაკა ვანიკომ და თვალები დახარა.-ჯერ ჩემი
უნდა მომეკლა.
-შენ არ გესმის.-გაეცინა ირინას.-შენი სული არ ღირდა არც ვატოს
და არც დედაშენის სიცოცხლედ. ისინი ორივენი წუმპეში იყვნენ,
შენ რატო გაიმეტე თავი, რომ იქ აღმომჩნდარიყავი სადაც შენი
ადგილი არ იყო?!
და ატირდა მკვლელი, მოკლულის დედის წინაშე.
ატირდა, როგორც ტიროდნენ მაშინ, როცა ელოდნენ ჟამს
განკითხვისას.
***
„-ვატო დაგიჭერ და ბაბუას ვეტყვი, შენ რომ გაუფუჭე ის თოფი!
-შენ არ მითხარი, ჩამშვებობა არაკაცურიაო?
-ვატო, გაიხადე ჩემი შარვალი, არ დამისვარო, თორე დაგაკლავ
მანდ კოღოსავით!
-რა იყო, შარვალი გენანება?
-მილიონი გაქვს შენი, ჩემსას არ ებღაუჭო!
-შენი მიყვარს.
-გაიძრე, მეთქი!-ყვიროდა ივა.
-აჰა, გქონდეს.
-ბებო, რა გაჩხუბებთ?!
-მისი ნაცვამი შარვალი მინდოდა, ამან კიდე „დამიჟმოტა“. სულ არ
მინდა მაგისი შარვლები. ყველა შენ გქონდეს. ბებო, სად არი
ნიკოლას ძველი შარვალი?
-ბებო, სამი ჩანთა ჩამოიტანე ამათ ტანსაცმელებში რატო
დაძვრები?-იცინოდა ქალი.
-რა კითხვაა?! იმიტომ რომ ამათია.“
*
გამოცდების დღე იყო ნინას რომ დაურეკა ილიკომ.
-რას შვრები, ნინუნა?!
-რა უნდა ვქნა?! მოვედი გამოცდიდან. მოშლილი, განადგურებული
და გაცაფტვერებული.
-„აღგგვეს პირისგან მიწისა“?!
-ნუ იძახი ასეთ რთულ სიტყვებს თორე ინსტიქტურად გრამატიკული
შეცდომების ტექსტი მგონია და ვიძაბები.
-ჩამოდი იმ კაფეში ვარ, მწვანე ჩაი რომ გადაივლე თავზე.
-რატო, კიდე რომ შევრცხვე?
-გოგო თურმე შავი ჩაიც ჰქონიათ და ხილისიც. იცოდი შენ!?
-კაი, მოვალ ასე ... ათ წუთში.
-აუ, არ არი თავდიდიშვილი, არ უნდა ახლა ეს გამოპრანჭვები ...-
გაეცინა ილიას და ბიჭებს გადმოხედა ტელეფონზე დაჩერებულმა.-
გამითიშა.
ბიჭების ხარხაზე თვითონაც გაიხედა კარისკენ და ბექა რომ
დაინახა სახემოღრეცილი მასაც აუვარდა ხარხარი.
-რას ვშვრებით?! „ჩვენს სამშობლოს დიდება?“-სულს ძლივს
ითქვამდა დათა ძნელაძე.
-აბიტურიენტს ეღადავებოდე, შენ იცი ვინ ხარ, მაგის მერე დავით?!-
ხმა აღიმაღლა სიცილის სურვილით აჟიტირებულმა ტატო
ამაღლობელმა.-ულმობელი პირუტყვი.
-პირუტყვიც ხარ და ტყიურიც, რა სიტყვებით მლანძღავ?!-
შეშფოთდა დათა.-მეტი მოწიწება დამანახე, არ მომწონს შენი
იუმორი.
-ამხელა ტიკტოკერი კაცია, ამას უნდა ახლა პატივი, ცემა ...
კიარადა, პატივისცემა, ეგ ერთად იწერება თუ ცალ-ცალკე?!-სიცილი
აუვარდა ილიას და კარში შემოსულ საბა მაჩაიძის დანახვაზე უმალ
ასწია ხელი მისასალემებლად, იმანაც გაბადრული სახით დაუბრუნა
პასუხი დონღვანს და უკან მიბრუნებულმა მიას დაუცაცხანა:
-ქალო, გამოეტიე რა ტაატით მოდიხარ.
-მოვდივარ, ნუ დამღალე, ნუ გამაგიჟე!-არ რჩებოდა მახარაძეც.
-იქ იყავი გაჩერებული პატივისცემა რომ მჭირდება ...-
უკმაყოფილოდ ჩაიფრუტუნა დათამ.
-როგორ ხარ, მიაკო?!-გაუღიმა ტატომ საბას გვერდით დამჯდარ
მიას.
-შემეშალა.-თქვა და მაშინვე დაებრიცა ტუჩები სატირლად.-სამი
შეცდომა მაქვს.-თქვა თუ არა მაშინვე ატირდა და მტევნებში
ჩამალა აწითლებული სახე.
-ნუ ხარ-მეთქი, ქალოია გითხარი!-არ ცხრებოდა საბა.
-საბუ, რას დალევ?-ილიამ თვალით ანიშნა მაჩაიძეს რაღაც.
-აუ, წმინდა კოკა-კოლა მინდა.-ამოიწუწუნა საბამ და სასწრაფოდ
წამოდგა ფეხზე.
-ბიჭო, კოლამ იცის კოკა-კოლას რომ სვამ?!-სიცილი აუვარდა
დათას და თვალი გააყოლა თავის მეგობარს, რომელმაც საბას
გაუცვალა ადგილი და მიას გვერდით დამჯდარმა მიმტანს ანიშნა
მოსულიყო.
-გისმენთ!-ახალგაზრდა ბიჭმა ბავშვებს მოავლო მზერა და კალამი
და ფურცელი მოიმარჯვა.
-მიაკო, მიყურე ...-ფრთხილად ააწევინა თავი გოგონას.-ნაჭამი არ
ხარ, ხო?!
-არა.-უფრო ატირდა მია.
-კაი, ბურგერი რამდენს გინდათ.-საქმიანი იერი მიიღო ილიამ და
მოხერხებული მოძრაობით შეუმშრალა ცრემლები გოგონას.
-აბა, მიდით ბავშვებო, ილია ბიძია ყველაფერს ... კაი, კაი, ხო!-
დამფრთხალი თვალებით გადმოხედა დონღვანს ძნელაძემ.-მე
მინდა, დიდი ყველაზე, უზარმაზარი ბურგერი.
-შვიდი კლასიკური ბურგერი გვინდა ... ცივი კოკა-კოლა,
ბროწეულის წვენი, ანანასის წვენი, ტატო რას დალევ?!
-მარტო ტატო რატო?!-იუკადრისა დათამ.
-მოჰიტო მინდა კლასიკური.-გაეცინა ტატოს.
-მე?!-თვალები დაექაჩა დათას, მიასაც კი გაეცინა ბიჭის
გამომეტყველებაზე.
-მოკლედ, მოჰიტო კლასიკური, ერთი ცივი ყავა და ერთი წყალი
მოგვიტანეთ, ონკანის.-სერიოზული ხმით დასძინა ილიამ და
მომღიმარ მიმტანს დაემშვიდობა.
-ონკანის ... შენ, გინდა რომ გადავიხსნა ვენები და შევუშვირო შენი
ონკანის წყალს?!-აკივლდა დათა.
-მომიყევი, სად შეგეშალა?!-თბილი იყო ილიას ხმა, გამორჩეულად
თბილი.
-რედაქტირებაში მძიმე არ უნდა დამეწერა ... და თემაში ადგილი
უნდა მყოფნოდა!
-მეორე რაო, რა თქვა?!-შეიცხადა ბექამ.-გოგო, ნახევარი სექტორი
შენ გიყურებდით, სავსე გქონდა ფურცელი!
-ხოდა მეც ამას ვამბობ, არ მეყო, კიდე უნდა დამეწერა და ვერ ...
-დილით ჭამეთქო რომ გითხარი რატო არ ჭამე?!
-რომ ვჭამ მერე მეძინება და მაგიტო!-რკინის არგუმენტი დადო
მიამ.
-მაშინ ახლა ჭამე გემრიელად.-იღიმოდა ილია.
-რომ შევჭამ ცივ ყავას მეც დამალევინებ?
-დაგალევინებ.-ბიჭების ხარხარზე თვითონაც ვერ შეიკავა სიცილი.
-და კიდე შეიძლება რომ მექსიკური კარტოფილიც შევუკვეთოთ?!
-რატო არ მითხარი ვეტყოდი.
-მომერიდა, უხერხული იყო ... მიდი, ილიკო, ვითომ შენ გინდა.
-სად გეტევა გოგო ამდენი!-იცინოდა დათა.
-ნუ ეუბნები.-თვალები დაუბრიალა ილიამ ძმაკაცს და ფეხზე
წამომდგარმა მიას მოღუშულ სახეს გადმოხედა.-მოცარელას
ჩხირები არ გინდა?
-არა.-ჩაიბურტყუნა მიამ.
-დათა, შენ?
-მე მოცარელას ჩხირებიც მინდა და ის ... ახლა რომ დავუფიქრდეთ
რა არი ერთი ბურგერი, ხო?! ამხელა კაცი ხარ, ბავშვები
გამოცდიდან გამოვიდნენ ... რაღაც ხო უნდა ... კაი! მოვრჩით! კაი!-
ილიას გადაქნეულ თავზე მიხვდა საშიშ ზონას უახლოვდებოდა და
გაჩერდა.-არ მინდა რა ონკანის წყალი.
-იმბეცილი.-ჩაილაპარაკა ილიამ და გაღიმებული გაემართა
შესაკვეთად.
ის იყო დათაზე სიცილს მორჩნენ რომ კარი ნინამ შემოაღო.
-რა ქენი?-წამოდგა ფეხზე თავდიდიშვილი და ყველას ყურადღება
მიიქცია თავისი ჟესტით.
-რავიცი.
-თუ რამე, ნინუნა ... ერთი კაი ბიჭი მყავს, გაგათხოვებ. დიდებული
ოჯახი, ბაბუამისი იყო რაიკომის მდივანი. დედამთილი
კონსერვატორიაში მუშაობს მამამთილი ...-დათას სიტყვებზე
ყველას სიცილის ტალღამ გადაუარა ბექას გარდა. სულ მწვანე იყო.
-ეე, შენ რა იცი ბექას დედა რომ კონსერვატორიაში მუშაობს და
ბაბუამისი რაიკომის მდივანი იყო?!-სულს ძლივს ითქვამდა საბა
მაჩაიძე და ვერაფრით ხვდებოდა თავის სიტყვებზე გაორმაგებული
ძალებით რატომ იცინოდნენ.
-მეც კი განვცვფითრდი!-ამოილაპარაკა გაღიმებულმა დათამ და
ტატოს გადმოხედა.-ებიჭო, მოვიყვანეთ ცოლები ხო ხედავ რა
დღეში არიან სკოლის ... კაი. ჩუმად ვარ! მაინც როგორ მოგვეპარე,
ილიკო?!
-აი, რეებს ბოდავ!-სახე აუჭარხალდა ნინას და ილიას ჩაეხუტა.-
როგორ მომენატრე, დეგენერატო!
-მეც მომენატრე.-თქვა და თავზე აკოცა მონატრებულ ბიძაშვილს.-
ხო გშია?!
-აუ, კი. ბროწეულის წვენი მინდა და ...
-თქვენი ბროწეულის წვენი, ანანასის წვენი მოჰიტო ...-აგრძელებდა
მიმტანი და მაგიდაზე ალაგებდა ჭიქებს.
-ჩემი ყურადღებიანი!-გაეცინა ნინას და საბას გვერდით დაიკავა
ადგილი.
-ილიკო, შენ იცი მე და ნინა რომ ...-წამოიწყო აღელვებულმა ბექამ
და ნინას უცაბედმა ყვირილმა სასწრაფოდ შეაწყვეტინა სათქმელი.
-მია, როგორ წერე?
-სამი შეცდომა მქონდა.-ამოიტირა მიამ.
-ვისთან მღალატობ?!-წარბაწეულმა დათამ გადმოხედა
ტელეფონში თავჩარგულ ილიას.
-აუ, იმდენია რა ჩამოთვლის.-ამოიფრუტუნა ილიამ.
-გინდა რომ შევუშვირო ვენები ონკანის წყალს?!-აკივლდა დათა.
-კაი, კაი.ხო იცი რომ მე უფრო ვუყვარვარ ...
-ტარიელ, შეწყვიტე ენის ჭარტალი!-გაშლილი ხელი აუფრიალა
სახესთან ტატოს და ილიკოს მიუბრუნდა.-მითხარი და ცხადი იყოს
ყველასთან რომ მოღალატე ხარ, ილია!
-სად ხარ?!-ტელეფონს უპასუხა ილიამ.- ხუთ წუთში აქ გაჩნდი.
ულაპარაკოდ!
-აჰა, ხო ვიძახი მღალატობსთქო?!-არარსებულ ცრემლებს
იწმდენდდა დათა.-შენ არ იცი, მია ... ჯერ კიდევ არ იცი, რა რთულია
იყო ილიას გვერდით და ...
*
სახამებელში გახუხული თეთრი თეთრეული მოლივლივე ზღვას
წააგავდა ზაფხულის იმ ბედნიერ დილას.
ბავშვობის ხმები ჩაესმოდა ისე როგორც წვიმის წვეთების ხმა.
ცეკვავდნენ წვეთები ზღვის ტალღებში, ცეკვავდნენ ისე როგორც
ადიდებამდე, აღელვებამდე, გაგიჟებამდე.
***
თბილისში ტემპერატურა უმაღლეს ნიშნულს აღწევდა.
საინფორმაციოდან ექიმები მოუწოდებდნენ მოქალაქეებს გარეთ
გასვლისგან თავი შეეკავებინათ.
იჯდა ვანიკო ნინუაშვილი და ზიზღით დასჩერებოდა სარკეში
საკუთარ ანარეკლს.
კარზე კაკუნი გაისმა და სულ მალე ნაცნობმა ხმებმა ყური მოჭრეს.
-ჩვენ ვატო დევდარიანის მშობლები ვართ.-მუხლები აუკანკალდა
ნინუაშვილს იმის წარმოდგენისას რა შეიძლება მომხდარიყო.
სასწრაფოდ გავიდა მისაღებ ოთახში და საკუთარი მშობლების წინ
მდგარი ირინა და დიმა დევდარიანები რომ დალანდა ადგილზე
დაიშალა მარტივ მამრავლებად.
-სასიამოვნოა, მობრძანდით ... თქვენი ტრაგედიის გამო ვწუხვარ.-
სადღაც შორიდან ესმოდა მამამისის ხმა და დაბურული
გამოსახულება არადარ იწმინდებოდა.
ხვდებოდა, ცხელი სითხე სულ მალე გადმოკვეთდა ჯებირებს.
ახლა ისე უნდოდა ეტირა, ოღონდ მამამისისთვის არ ეთქვათ რომ
მკვლელი შვილი ჰყავდა და მოღალატე ცოლი ... მზად იყო თავადაც
გაჰყოლოდა ვატოს გზას.
-აქ თქვენთან სალაპარაკოდ მოვედით.-დაიწყო მძიმედ დიმამ და
შეატყო ვანიკომ რომ დაეჭიმა მამაკაცს მთელი სხეული.
გახედვასაც ვერ ბედავდა შავოსანი ქალისკენ, რომელიც თვალს არ
აშორებდა დინა ქორქიას.
-გისმენთ.-დაიწყო ვანიკოს მამამ და ცოლის გაფითრებულ სახეზე
გაკვირვება ვერ დამალა.-დინა, შესთავაზე სტუმრებს ჩაი ან ...
-არა, არა. მადლობა.-იუარა დიმამ.-ჩვენ უბრალოდ თხოვნით
მოვედით ...
-რა თხოვნით?! თუ კი როგორმე შეგვიძლია დახმარება ... უკან
არაფერზე დავიხევთ, ვატოს ხშირად ვუყურებდი, კარგი ბიჭი იყო
ძალიან. სასახელო ვაჟკაცი.-არ ჩუმდებოდა მამა, არ
ემორჩილებოდა ცრემლები შვილს, რომელსაც ახლა მიწის
გასკდომა ერჩივნა სიცოცხლის კიდევ ერთ წამს.
-ვანიკო, როგორც ვიცი სკოლის ბოლო წელი, საკმაოდ კარგ
ნიშნებზე დაასრულე, ხო?!-პასუხი ვერ მიუბრუნა მკვლელის მამას,
მოკლულის მამამ.
-დიახ.-თქვა ორ წამიანი პაუზის შემდეგ ვანიკომ, რომელიც
ვერაფერს ხედავდა დიმას თვალების გარდა და ვერაფერს
გრძნობდა ირინას მზერის გარდა.
-პრაღაში, ჩემმა შვილმა უნივერსიტეტი დაასრულა ... იქ მაგისტრის
ხარისხი აიღო და ამასობაში ბევრი ახლობელი შეიძინა. ვატოს
სახელზე მინდა რომ პრაღაში წახვიდე და განათლება მიიღო, ჩვენი
მხრიდან სრული დაფინანსებით.-ვანიკოს სხეული მოუდუნდა, რომ
მიხვდა აქ სიმართლის მოსაყოლად არ იყვნენ მოსულები.-
ამისთვის ბევრი რამ არის საჭირო, მაგრამ როგორც ჩანს შენ ეს
ყველაფერი გაქვს ...
-ჩემმა ბიჭმა, ინგლისურის ორი გამოცდა ჩააბარა, სკოლის
მასწავლებელი ჩემს მეუღლეს მადლობებს ხშირად ეუბნებოდა
ხოლმე.-ლაპარაკს განაგრძობდა ბედნიერი მამა.-არც კი ვიცი, რა
გითხრათ, ეს ისეთი საჩუქარია ... დინა, რას იტყვი?!
-არა.-ამოიხრიალა ქალმა.
-პრაღაში ჩვენი ვატოს გაშვება გვინდოდა.-გაისმა ფოლადივით
მტკიცე ხმა, რომელიც რა თქმა უნდა, შვილმკვდარ დედას
ეკუთვნოდა.-ეს მხოლოდ ჩვენი კეთილი ნებაა, ვატოს
ხსოვნისთვის.
-ვანიკო, შვილო ... ორი წუთით ხომ ვერ გამოხვალ?! საქმე მაქვს
პირადული ...-ჩაერია დიმა.
-იცით, არ არის საჭირო ...-ძლივს ისმოდა ოთახში
განაცრისფერებული დინას ხმა.
-აქეთ მობრძანდით.-ამოილაპარაკა ვანიკომ და საკუთარი
ოთახისკენ გაუძღვა მამაკაცს.
დიმამ იქაურობა მოათვალიერა და მზერა წინ მდგარ ფერმკრთალ
ბიჭზე გააჩერა.
-არაკაცი იყო ჩემი შვილი, მაგრამ ჩემი იყო.-დაიწყო დიმამ
მშვიდად.-ამას შვილი რომ გეყოლება მაშინ გაიგებ.-გაეღიმა და
განაგრძო.-მე და ირინამ ბევრი ვიფიქრეთ და მივხვდით, რომ თუ
ვატოს ცოდვაში ვიტრიალებთ, მტყუან-მართლის რჩევით,მიღებულ
და არ მიღებული სასჯელების დატოლებით, ვინ როგორ გამწარდა
და ვინ რამდენი იტირა“-ს ძახილში ადამიანების სახეებს
ვკარგავთ, გესმის შენ?!
-მე ვერ ვნანობ ამ ამბავს, ბატონო დიმა.
-არც გთხოვს ვინმე ინანეთქო, არ გეუბნები შენ - როგორც ვანიკომ,
შეურაცხყოფილმა კაცმა დაჯექი და პატიება მთხოვე ჩვიდმეტი
წლის შვილი რომ მომიკალითქო.-თვალები ჩაუწითლდა უფროს
დევდარიანს, შეიპყრო ერთიანად მისმა ხმამ ნინუაშვილი.-შენ
როგორც პატარა ბიჭი საამისოდ, ღირსი ხარ ცხოვრება გააგრძელო.
აქ თუ დარჩები ყველაფერი ვატოს და დედაშენის უღირსობას
გაგახსენებს და დაიკარგები. ამ ცოდვაში დაიკარგები, გესმის?!
ჩვენ საფლავს მოვუვლით და ერთმანეთს გავამხნევებთ, შენ
ყოველ ჯერზე მოგიწევს შეეჩეხო რეალობას რომ კაცის მკვლელი
ხარ. ცოდო ხარ შვილო ამისთვის. წადი იქ სადაც ვატო უნდა
ყოფილიყო, გააკეთე ეს იმ ვატოსთვის, რომლის სულის რაღაც
ნაწილში, აი, თუნდაც მცირედში ... გრძნობა, რომ არასწორი იყო
ჯაბნიდა სიყვარულის განცდას. ამით იმის თქმა მინდა რომ ვატოსაც
ჰქონდა ერთი ბეწო სინდისი და იმ დანაშაულისთვის მასაც უწუხდა
ეს სინდისი, გესმის?!
-ამიტომ თელავდა ჩემ ღირსებას?!-ხმა გაუქვავდა ბიჭს.-
მამაჩემისას?
-ბრალის შემსუბუქებას არ ვცდილობ, ვანიკო. იმედია ხვდები, ჩემი
შვილის ცოდვის სიმძიმე რომ მესმის იმიტომაც ვდგავარ ახლა შენ
წინ. ისიც ვიცი აქ გაკეთებული ვერც ერთი სიკეთე ვერ უშველის
ჩემი შვილის იქაურ ჯოჯოხეთს, მაგრამ ... შენ ცხოვრებაში რაღაც
კარგიც ხომ მოხდება ვატოს სიკვდილით?! ასე ხომ არ
დაგიმძიმდება მხრები ამ ცოდვით? შენც ხომ არ გადაეწერები
ცოცხლებიდან მკვდრებში?!
-ასე ძალიან რატომ განაღვლებთ ჩემი მხრები?!
-კარგი კაცი უნდა გამხდარიყავი, ჩემი შვილი რომ არ
აღმომჩნდარიყო ცუდი. აი, ამიტომაც.
-ამით რის თქმას ცდილობთ?!-კანკალმა აიტანა ვანიკო.
-როცა ადამიანს ცხოვრება თავზე ენგრევა და მიზეზი როგორღაც
შენ გიკავშირდება, ტყავიდან უნდა გაძვრე და იმ კაცის ცხოვრების
აშენებას უნდა შეუდგე. დანგრეულ მომავალზე უფრო მძიმე მე
მხოლოდ უმომავლოდ დარჩენილი აწმყო ვიცი. კაცად ვერ
გავზარდე, მომეცი უფლება მე მაინც შეგიმსუბუქო, სულ ოდნავ, სულ
ოდნავ ...ცხოვრების ეს მძიმე ხვედრი.
-თქვენ ... მაპატიებთ ამას?!-ხმა ძლივს დაიმორჩილა ვანიკომ.-მე
რომ დედაჩემს პასუხი ვერ მოვთხოვე, მაინც?!
-მომეცი უფლება რაღაც კარგი გაგიკეთო მის სახელზე ცხოვრებაში.
-არ მინდა მე მისი სახელი ჩემ ცხოვრებაში, ბატონო დიმა.
-გამოდის, ჯერ შენ უნდა გვაპატიო.-გაეცინა დიმას.-დაფიქრდი ამ
ყველაფერზე. მე ჩემი გაზრდილი ჩვიდმეტი წლის ბიჭი გაპატიე და
შენკენ გადმოვდგი ნაბიჯი.
-თქვენ რას იზამდით ჩემ ადგილას?!
-შენს ასაკში შეიძლება ის გამეკეთებინა რასაც აკეთებ, მაგრამ ...
ჩემ ასაკში მწარედ ვინანებდი.
-ამას იმიტომ ამბობთ რომ მშობელი ხართ და ...
-ამას იმიტომ ვამბობ რომ ვიცი, მკვლელის მხრები უფრო მსუბუქია
ვიდრე იმ კაცის, ვისაც პატიება არ შეუძლია.
ოთახიდან გავიდა და მალე ვანიკომ სახლის კარის ხმა გაიგო,
ირგვლივ სიჩუმემ დაისადგურა, მიხვდა რომ წავიდნენ.
***
*
ქორწილში წასვლას არ აპირებდა, სანამ ირინა არ ჩაერია საქმეში.
ბოლო პერიოდი ჯანმრთელობას უჩიოდა ქალი, ამიტომაც აღარ
აწვალა ბევრი და კოლას ბოლო წუთს დაურეკა, თუ წასული არ ხარ
გამომიარეო.
უზარმაზარი დარბაზი თეთრი ტიტებით მოერთოთ მოწვეულ
დიზაინერებს.
საოცარი სანახავი იყო სიძეც და დედოფალიც.
საბა როგორც მეჯვარე სრული მაშტაბით აკონტროლებდა
პერიმეტრს.
იცოდა რომელ მაგიდაზე ცივდებოდა კუჭმაჭი და რომელ მაგიდას
აკლდა ნიგვზიანი ბადრიჯანი და თამადის მიერ წარმოთქმულ
რომელ სადღეგრძელოში უნდა დაექაჩა თვალები დათა
ძნელაძისთვის, რომელსაც თავის მხრივ ფეხზე უნდა წამოეყენებია
ბექას დიდი ბაბუა. სამწუხაროდ უფროს თავდიდიშვილს ყურსაც
აკლდა, თვალსაც და სახსრების მწვავე ტკივილსაც უჩიოდა, მაგრამ
ქორწილში მაინც ერთ-ერთ ყველაზე საპატიო წევრად ითვლებოდა.
-ბექა, ჭამე რა რამე ... დღეს არაფერი გიჭამია.-წუწუნებდა ნინა.
-ყურებს არ ჯერათ, თვალებს არ ესმით!-იცინოდა საბა და
მოკისკისე მელანიას გაწვდილ ხელს თავისას ურტყამდა.
-აბა, გუგულებო ...-ილია და მია გამოჩნდნენ მათ წინ.-რას შვრებიან
საბუ, ხოარ აფუჭებენ რამეს?!
-მე აქ არ ვარ?!-გაიჭიმა სასაცილოდ საბა და ახალმოსულ სტუმრებს
შეავლო მზერა.
დარბაზში შესულმა კოლა ასლანიკაშვილმა და ივა დევდარიანმა,
მალევე მიიქციეს ხალხის ყურადღება.
-კოლა, მე ახლა მელანიას ვხედავ დედოფლის გვერდით?!-
მეგობრის გასაგონად ჩაილაპარაკა ივამ და შავი ტილოს პერანგი
შეისწორა.
-არ დაიწყო ახლა ხტუნვა და თამაში, სერიოზულად.
-რა გააკეთე?! რატო არ მითხარი თუ ... -ხელები გაეყიდა
დევდარიანს.-შენ, ხო არ აფრენ, ბიჭო?!
-ძნელაძე მოდის ჩვენკენ, წყნარად.
-ბიჭებო, წამო თქვენი ადგილები შევინახეთ!-საქმიანი იერი
ჰქონდა დათას.-ვიცოდით, ცალ-ცალკე არ დაიშვებოდით და ...
-მე უნდა წავიდე,რა.-სახე შეუწუხდა ივა დევდარიანს. იგრძნო,
თითქოს რაღაც ახრჩობდა.
-არ უნდა წახვიდე, დამიჯერე.-გაეცინა დათას.-საკმარისი დრო
გავიდა რაღაცების დასავიწყებლად და ცხოვრების
გასაგრძელებლად. არ აწყენინო რა ბექას. მთელი გულით
დაგპატიჟა.
-მივულოცავ და ... არა, გადაეცი ძალიან მნიშვნელოვანი საქმე ...
აუჰ!-ბექას დანახვაზე ნირწამხდარმა ივამ თავი დახარა.-გილოცავ,
ბექუნა! ბედნიერად შეგაბეროთ ერთმანეთს ღმერთმა!
-გაიხარე, ისე გამიხარდა რომ მოხვედით. ძმები ხართ, რა. დათა,
აჩვენე ადგილები?!
-კი და არ მომყვება დევდარიანი. ცოლის ძმამ შეაშინა.-სიცილი
აუვარდა დათას.
-ბიჭო, რა შუაშია!-შესძახა ივამ და მიხვდა ხმამაღლა მოუვიდა.-აუ,
დათა.
-ივა, შენ ახლა აქ უნდა იყო!-ორაზროვანი ღიმილით დასცხო
მხარზე ხელი ბექამ ივას.-თუ დაგვიჯერებ, ასე ჯობია ყველასთვის!
-წამო, დავჯდეთ!-მსუბუქად უბიძგა კოლამ მაგიდისკენ და ბიჭებს
თვალი ჩაუკრა მომღიმარმა.
-მამამისი ისე მიყურებს ჩანგლის გვერდით დანა რომ უდევს, იმით
გამფატრავს ზუსტად ვიცი!-ზუზუნებდა ივა.-ეს როგორ გამიკეთე,
ბიჭო! შენ, ძმაკაცი ხარ მაგის მერე?!
-ძმაც ვარ!
-ძმა კიარა ... საცემი ხარ!