Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 7

საქართველოში უმაღლესი განათლების ძირითადი მიზნებია:

ა) ქართული და მსოფლიო კულტურის ღირებულებების ჩამოყალიბებისათვის


ხელშეწყობა, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის იდეალებზე ორიენტაცია, რომლებიც
აუცილებელია სამოქალაქო საზოგადოების არსებობისა და განვითარებისათვის;

ბ) პიროვნების ინტერესებისა და შესაძლებლობების შესატყვისი უმაღლესი


განათლების მიღების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების
მოთხოვნილებათა დაკმაყოფილება;

გ) პიროვნული პოტენციალის რეალიზება, შემოქმედებითი უნარ-ჩვევების


განვითარება, თანამედროვე მოთხოვნების შესატყვისი კომპეტენციის მქონე პირების
მომზადება, შიდა და საგარეო შრომის ბაზარზე უმაღლესი განათლების მქონე პირთა
კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა, სტუდენტთა და ფართო
http://www.matsne.gov.ge 430.020.000.05.001.001.626 საზოგადოების მოთხოვნათა
შესაბამისი მაღალი ხარისხის უმაღლესი განათლების შეთავაზება დაინტერესებული
პირებისათვის;

დ) სახელმწიფოს განვითარებისა და საკუთრივ უმაღლესი განათლების სისტემის


სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად ახალი სამეცნიერო პერსონალის
მომზადება და გადამზადება, სამეცნიერო კვლევის პირობების შექმნა,
უზრუნველყოფა და განვითარება;

ე) უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტთა და აკადემიური


პერსონალის მობილობის წახალისება.

უმაღლესი განათლების სისტემა


საქართველოში უმაღლესი განათლება რეგულირდება: საქართველოს კანონით
„უმაღლესი განათლების შესახებ“; „განათლების ხარისხის განვითარების შესახებ“ და
სხვა კანონქვემდებარე აქტებით.
საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემა სამსაფეხურიანია და ხორციელდება
უმაღლესი განათლების ბაკალავრიატის, მაგისტრატურისა და დოქტორანტურის
საფეხურებზე.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეებია:
ა) კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის -
ბაკალავრიატის- საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
ბ) სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება,
რომელიც ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს
(გარდა დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს
მეორე საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს;
გ) უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებსა და
სამეცნიერო კვლევებს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება შეიძლება იყოს როგორც საჯარო, ისე
კერძო სამართლის იურიდიული პირი.
რეგულირებადი, მასწავლებლის მომზადების, ქართულ ენაში მომზადებისა და
დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამების განხორციელება დასაშვებია
მხოლოდ აკრედიტაციის მიღების შემთხვევაში.
უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამები აღწერილია ევროპული კრედიტების
ტრანსფერის სისტემით.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში პირველ საფეხურზე -
ბაკალავრიატზე - სწავლის უფლება აქვს სრული ზოგადი განათლების მქონე პირს.
ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამაზე მიღების წინაპირობაა ერთიანი
ეროვნული გამოცდები. ბაკალავრიატის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს
არანაკლებ 240 კრედიტს. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
უფლებამოსილია საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და
სპორტის მინისტრის ბრძანებით დადგენილი წესით შეიმუშაოს ბაკალავრიატის
საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც მოიცავს არანაკლებ 180 კრედიტს.
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება
მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება
არანაკლებ 1 სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს.
კურსდამთავრებულზე გაიცემა საგნის ან საგნობრივი ჯგუფის მასწავლებლის
მომზადების სერტიფიკატი. პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა ბაკალავრის ან
მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი და საგნობრივი კომპეტენციის
დადასტურება, გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ ორგანიზებული საგნობრივი
გამოცდის ჩაბარების საფუძველზე.
დამოუკიდებელი საგანმანათლებლო პროგრამის სახით ხორციელდება ვეტერინარის
მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა, რომელიც ისწავლება არანაკლებ 1
სასწავლო წლის განმავლობაში, მოიცავს 60 კრედიტს. პროგრამაზე დაშვების
წინაპირობაა ვეტერინარიის ბაკალავრის ხარისხი. კურსდამთავრებულზე გაიცემა
ვეტერინარის სერტიფიკატი. ვეტერინარის სერთიფიკატის მფლობელს შეუძლია
სწავლა გააგრძელოს უმაღლესი განათლების მესამე საფეხურზე (დოქტორანტურაში)
შესაბამისი მიმართულებით.
დიპლომირებული მედიკოსის საგანმანათლებლო პროგრამა არის 360-კრედიტიანი,
ხოლო დიპლომირებული სტომატოლოგის/ვეტერინარის/მასწავლებლის
საგანმანათლებლო პროგრამა – 300 -კრედიტიანი.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მეორე საფეხურზე სწავლის უფლება
აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირს. მიღების წინაპირობაა სამაგისტრო გამოცდები. მიღების დამატებითი
პირობები განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ.
მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს.
უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება უფლებამოსილია საქართველოს
განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით
დადგენილი წესით შეიმუშაოს მაგისტრატურის საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც მოიცავს არანაკლებ 60 კრედიტს.
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში მესამე საფეხურზე სწავლის უფლება
აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე
პირს. მიღების წინაპირობა განისაზღვრება უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულების მიერ. დოქტორანტურის საგანმანათლებლო პროგრამის
ხანგრძლივობაა არანაკლებ 3 წელი და მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს
არაუმეტეს 60 კრედიტს.
2020 წლის ნოემბრისათვის საქართველოში ავტორიზებული უმაღლსი
საგანმანათლებლო დაწესებულებების რაოდენობაა 63.

საქართველოში უმაღლესი განათლება სამი საფეხურისგან შედგება:


ბაკალავრიატი, მაგისტრატურა და დოქტორანტურა. უმაღლეს საგანმანათლებლო
დაწესებულებაში ერთი სასწავლო წლის განმავლობაში საგანმანათლებლო პროგრამა
მოიცავს საშუალოდ 60 კრედიტს. სწავლების პირველი საფეხურის (ბაკალავრიატი)
საგანმანათლებლო პროგრამა შედგება არანაკლებ 240 კრედიტისგან. უმაღლესი
განათლების პირველი საფეხური შეიძლება მოიცავდეს მასწავლებლის მომზადების
საგანმანათლებლო პროგრამას. ბაკალავრიატში სწავლის უფლება აქვს მხოლოდ
სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო სერტიფიკატის
მფლობელს ან მასთან გათანაბრებულ პირს. მეორე საფეხურის (მაგისტრატურა)
საგანმანათლებლო პროგრამა მოიცავს არანაკლებ 120 კრედიტს. მაგისტრატურაში
სწავლის უფლება აქვს არანაკლებ ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული
აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სამედიცინო/სტომატოლოგიური განათლების
პროგრამა არის ერთსაფეხურიანი უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამა,
რომელიც მთავრდება დიპლომირებული მედიკოსის/სტომატოლოგის აკადემიური
ხარისხის მინიჭებით. დიპლომირებული მედიკოსის 360-კრედიტიანი ან
დიპლომირებული სტომატოლოგის 300-კრედიტიანი საგანმანათლებლო პროგრამის
გავლის შედეგად მინიჭებული აკადემიური ხარისხი გათანაბრებულია მაგისტრის
აკადემიურ ხარისხთან. სადოქტორო საგანმანათლებლო პროგრამის სწავლების
ხანგძლივობაა 3 წელი, მისი სასწავლო კომპონენტი მოიცავს არაუმეტეს 60
კრედიტს.დოქტორანტურაში სწავლის უფლება აქვს არანაკლებ მაგისტრის ან მასთან
გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს. სწავლის ყოველი საფეხურის
გავლის შემდეგ გაიცემა სათანადო დიპლომი. უმაღლესი საგანმანათლებლო
დაწესებულება უფლებამოსილია საგანმანათლებლო პროგრამის ნაწილის გავლის
შემთხვევაში მიანიჭოს სტუდენტს შუალედური კვალიფიკაცია. შუალედური
კვალიფიკაციის მინიჭება დასაშვებია შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამის
ნაწილის გავლისთვის დადგენილი სწავლის შედეგების მიღწევის შემდეგ, რომელიც
არ შეიძლება იყოს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული კრედიტების
ნახევარზე ნაკლები უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სახეები:
საქართველოში მოქმედებს სამი სახის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება:
უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს სამივე საფეხურის უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებს და
სამეცნიერო კვლევებს
სასწავლო უნივერსიტეტი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც
ახორციელებს უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს (გარდა
დოქტორანტურისა). სასწავლო უნივერსიტეტი აუცილებლად ახორციელებს მეორე
საფეხურის – მაგისტრატურის – საგანმანათლებლო პროგრამას/პროგრამებს.
კოლეჯი – უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც ახორციელებს
აკადემიური უმაღლესი განათლების მხოლოდ პირველი საფეხურის
საგანმანათლებლო პროგრამას. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების
სტატუსის მოპოვება და შესაბამისი საგანმანათლებლო საქმიანობის განხორციელება
შესაძლებელია მხოლოდ საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის
დებულებით დადგენილი წესით ავტორიზაციის გავლის შემთხვევაში. ავტორიზაცია
არის უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტატუსის მოპოვების
პროცედურა, რომლის მიზანია სახელმწიფოს მიერ აღიარებული განათლების
დამადასტურებელი დოკუმენტის გასაცემად შესაბამისი საქმიანობის
განხორციელებისათვის აუცილებელი სტანდარტების დაკმაყოფილების
უზრუნველყოფა. ავტორიზაციას ახორციელებს განათლების ხარისხის
განვითარების ეროვნული ცენტრი საგანმანათლებლო დაწესებულებების
ავტორიზაციის დებულებით დადგენილი წესით. სახელმწიფო აღიარებს მხოლოდ
ავტორიზებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემულ
დიპლომს.

მიღება:

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის, დიპლომირებული


მედიკოსის/სტომატოლოგის, ვეტერინარიის, მასწავლებლის მომზადების
ინტეგრირებულ საგანმანათლებლო საგანმანათლებლო პროგრამაზე სწავლის
უფლება აქვს მხოლოდ იმ აბიტურიენტს, რომელმაც გაიარა შესაბამისი ერთიანი
ეროვნული გამოცდები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
მიერ დადგენილი წესის შესაბამისად. მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო
უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ბაკალავრიატის საღვთისმეტყველო
საგანმანათლებლო პროგრამაზე სტუდენტების ჩარიცხვა ხორციელდება სრულიად
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიერ წარდგენილი წინადადების
საფუძველზე, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მიერ
დადგენილი წესით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ცალკეული საგნის შედეგის
საფუძველზე. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი არის საჯარო
სამართლის ურიდიული პირი, რომელიც უზრუნველყოფს ერთიანი ეროვნული და
საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩატარებას, უფლებამოსილია განახორციელოს
ეროვნული შეფასებები და საერთაშორისო კვლევები, ახორციელებს საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილ სხვა უფლებამოსილებებს.

განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი (შემდგომში - ცენტრი)


საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მმართველობის სფეროში
შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირია (სსიპ), რომელიც ქვეყნის მთელ
ტერიტორიაზე განათლების ხარისხის განვითარების ხელშეწყობის მიზნით,
საქართველოს განათლებისა მეცნიერების , კულტურისა და სპორტის მინისტრის
№89/ნ ბრძანების საფუძველზე, 2010 წლის 14 სექტემბერს სსიპ -აკრედიტაციის
ეროვნული ცენტრის რეორგანიზაციის შედეგად შეიქმნა.

ჩვენი საქმიანობის შესახებ

ცენტრი, საგანმანათლებლო დაწესებულებების გარე ხარისხის უზრუნველყოფის


მიზნით, ახორციელებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციას და
საგანმანათლებლო პროგრამების აკრედიტაციას, ასევე მონიტორინგს უწევს
ავტორიზაციისა და აკრედიტაციის სტანდარტების შესრულებას. იგი მუშაობს
განათლების ხარისხის უზრუნველყოფის როგორც გარე, ასევე შიდა მექანიზმების
განვითარებაზე, დანერგვასა და შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებაზე. ცენტრი
ხელს უწყობს საგანმანათლებლო პროგრამების შემუშავებასა და განვითარებას. ასევე
ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან დაახლოების და შესაბამისობის
უზრუნველყოფის მიზნით, იგი მუშაობს ეროვნული საკვალიფიკაციო ჩარჩოს
დახვეწაზე; საგანმანათლებლო დოკუმენტების სანდოობისა და მიღებული
განათლების სწავლის შედეგების სახელმწიფოს მიერ აღიარებულ
კვალიფიკაციებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, ცენტრი ახორციელებს
საგანმანათლებლო დოკუმენტების აღიარებას, ნამდვილობის დადასტურებას;
საგანმანათლებლო დოკუმენტების ლეგალიზაციისა და აპოსტილით დამოწმების
მიზნით აწვდის ინფორმაციას სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს.
ასევე ამოწმებს განათლების დამადასტურებელი სახელმწიფო დოკუმენტის-
დიპლომის ენობრივ სისწორეს. ცენტრი თანამშრომლობს სხვა ქვეყნების ხარისხის
უზრუნევლყოფის სააგენტოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ვისთან თანამშრომლობს

საქართველოს განათლების სისტემაში, გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ეფე


ქტურად წარმართვისათვის, ერთერთი მნიშვნელოვან მიმართულებას წარმოადგენს საერ
თაშორისო ურთიერთობები, ევროპული განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სტანდა
რტებთან დაახლოება და გარე ხარისხის უზრუნველყოფის პროცესების ჰარმონიზაცია.

გასული წლების განმავლობაში, ცენტრმა საერთაშორისო აღიარების, გაცემული კვალიფ


იკაციების გამჭვირვალობისა და სანდოობის ამაღლების თვალსაზრისით მნიშვნელოვან
ცვლილებებს
მიაღწია. კერძოდ, ცენტრი საერთშორისო და ევროპის მასშტაბით ხარისხის უზრუნველყო
ფის საკითხებზე ისეთი წამყვანი ორგანიზაციების წევრია, როგორებიცაა: უმაღლესი განა
თლების ხარისხის უზრუნველყოფის ევროპული ასოციაცია (ENQA) და უმაღლესი განათლე
ბის ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპული რეესტრი (EQAR).

ცენტრს მოპოვებული აქვს სამედიცინო განათლების მსოფლიო ფედერაციის (WFME) აღია


რება, ცენტრი გახდა ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის უმაღლესი განათლების ხა
რისხის უზრუნველყოფის სააგენტო (CEENQA), ის
ასევე აქტიურად თანამშრომლობს ბოლონიის პროცესის სამეთვალყურეო ჯგუფთან (BFUG
), ხოლო ცენტრის წარმომადგენელი თანათავმჯდომარეობს ბოლონიის პროცესის იმპლე
მენტაციის ჯგუფის (BICG) კვალიფიკაციების ჩარჩოს თემატურ საექსპერტო ჯგუფს (TPG on
QF). ცენტრი მონაწილეობას იღებს ERASMUS+ის მიერ დაფინანსებულ პროგრამებში და პრ
ოექტებში. განათლების ხარისხის უზრუნველყოფის სისტემის რეფორმის საკითხში, განათ
ლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრისა და მისი პარტნიორების მხარდაჭერ
ას ემსახურება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საჯარო სამსახურების დაძმობილები
ს Twinningის პროექტი. უკვე რამდენიმე წელია ცენტრი ყოველწლიურად ატარებს საერთაშ
ორისო კონფერენციებს სხვადასხვა ქვეყნებიდან, ადგილობრივი საგანმანათლებლო დაწ
ესებულებებიდან მოწვეული და დამოუკიდებელი ექსპერტების ჩართულობით.

ცენტრის ხედვა: ცენტრი წარმოადგენს ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე


მაღალი ნდობისა და აღიარების მქონე რეგიონულ ჰაბს, რომელიც საზოგადოებას
სთავაზობს განათლების ხარისხის განვითარებასთან დაკავშირებული სერვისების
ფართო სპექტრს.

ცენტრის მისია: ცენტრის მისიაა განათლების ხარისხის განვითარების მხარდაჭერა,


მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებული, საერთაშორისოდ აღიარებულ
სტანდარტებსა და საუკეთესო ადგილობრივ გამოცდილებაზე დაფუძნებული
სერვისების გაწევისა და ხარისხზე ორიენტირებული მმართველობის გაძლიერების
ხელშეწყობის გზით.

ცენტრის ღირებულებები: ცენტრი, უპირველეს ყოვლისა, ხელმძღვანელობს სწავლის


პროცესში ჩართული პირების საუკეთესო ინტერესებით და საქმიანობას წარმართავს
შემდეგ ღირებულებებზე დაყრდნობით:

ობიექტურობა: ჩვენ მიერ განხორციელებული შეფასებები, ასევე თვითშეფასება


ეფუძნება კანონმდებლობით დადგენილ სტანდარტებს და ფაქტობრივ
გარემოებებს. დადგენილი პროცედურები მაქსიმალურად გამორიცხავს შეფასებაში
მონაწილე პირების მიკერძოებულობას.

გამჭვირვალეობა: ჩვენს საქმიანობაში მოქმედი სტანდარტები და პროცედურები,


ჩვენი ხედვები და ღირებულებები საჯაროდაა ხელმისაწვდომი და წინასწარ
ცნობილია ყველა მხარისათვის. უზრუნველყოფილია ცენტრის საქმიანობის შესახებ
ინფორმაციის საჯაროობა.

მიუკერძოებლობა: ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ ცენტრის მიერ მიღებული


გადაწყვეტილებები შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და ითვალისწინებს
დაინტერესებულ მხარეთა საუკეთესო ინტერესებს.

თანამშრომლობა: ჩვენ ღია ვართ დაინტერესებულ მხარეებთან


თანამშრომლობისათვის. კონსტრუქციულად განვიხილავთ სიახლეებს,
წინადადებებს, განსხვავებულ პოზიციებსა და ორიენტირებულნი ვართ
პრობლემების გადაჭრაზე.

განვითარება და ინოვაციურობა: სისტემატურად ვაფასებთ ჩვენს საქმიანობას და


შეფასების შედეგებზე დაყრდნობით, ვგეგმავთ განვითარების ინოვაციურ გზებს.
იმავეს ვთავაზობთ განათლების პროვაიდერებს და იმავეს ველოდებით ჩვენი
პარტნიორებისაგან.

You might also like