კაცია ადამიანი გონაშვილი გვ.121

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 1

სიმართლე მწარე წამალია ,არ

გესიამოვმება ,მაგრამ მოგარჩენს


ხშირად ადამიანებს იმდენად უსუსური ბუნება აქვთ ,რომ უჭირთ სიმართლეს თვალებში
ჩახედონ და მის იგნორირებასა და დამალვას ცდილობენ. თუმცა ყოველთვის
მიმაჩნდა ,რომ მწარე სიმართლის აღმოჩენა და შემდგომ მისი აღმოფხვრა დაიცავს
საზოგადოებას რეგრესისაგან და პირიქით ,მისი განვითარების წინაპირობა გახდება.
აღნიშნულ საკითხს კი ნათლად შეესაბამება მოცემული მონაკვეთილი ილია ჭავჭავაძის
ნაწარმოებიდან ,,კაცია-ადამიანი?!"
სწორედ ასე აღსრულდა ლუარსაბისა და კნეინა დარეჯანის ბედი, ისე დაამთავრეს
თავიანთი ცხოვრება სმა-ჭამის მეტი არაფერი უკეთებიათ, თითქოს არც უცხოვიათ და არც
არაფერი დაუტოვებიათ ფასეული. ილია ჭავჭავაძემ კი საკუთარი ვალი ქართველი ერის
წინაშე ზედმიწევნით კარგად შეასრულა ,რადგან მათ მაგალითზე იდეალურად დაგვანახა
მწვავე რეალობა და სიმართლე, რომელიც დიდად არ გვეხატება ქართველებს გულზე.
ლუარსაბი და დარეჯანი ტიპური ქართველები არიან ,,რომელნიც არც თავის სიცოცხლით
უმატებემ რასმეს ქვეყანასა და არც თავისი სიკვდილით აკლებენ", ზოგისთვის ეს
სატირალი ამბავია ,ზოგისთვის სასაცილო. ილია კი თვლის, რომ ზოგი ამ ყველაფერს
თვალით აღიქვამს , ,,მეორენი კი თვალითაცა და გონებითაცა". თუმცა სწორედ ასეთი
ამბების დამწერნი ხდებიან ჭორების მსხვერპლნი ,რომლებსაც ერის მოღალატეთა
იარლიყს აკრავენ ,რადგან სწორედ ისინი, ილიას მსგავსი შემოქმედები ,ქადაგებენ მწარე
სიმართლეს, თუმცა ,,ძნელად იპოვება იმისთანა კაცი, რომ მართალს სიტყვას გონება
გაუსწოროს." სწორეს ასე, ილია მთქმელია, ხოლო ,,კაცია-ადამიანი?!" სარკეა ქართველი
ერისა ,რომელიც მწარე სიმართლისაგან ისეა გაბზარული და შიგადაშიგ დალაქავებული,
რომ ნაკლებად მოგვწონს ,თუმცა მხოლოდ ესაა მორჩენისთვის გამოსავალი. ილიას კი
დიდი წვლილი მიუძღვის ამ ყველაფერში, რადგან ,,მხოლოდ შენი მტერი
დაგიმალავს ,შენს სახეზედ რომ ურიგობა ჰნახოს რამე, მოყვარე კი მაშინვე სარკეს
მოგიტანს, რომ გაისწორო და ხალხში არ შერცხვე."
მართლისთქმის პრინციპზე შეუძლებალია არ გაგვახსენდეს დავით გურამიშვილის
პოემა ,,დავითიანი" , სადაც პოეტი არ უშინდება ბრბოს რეაქციას და თამამად ცდილობს
ამხილოს ყოველივე უზნეო და აუგიანი. სწორედ ამისკენ მოუწოდებს მკითხველსაც.
ასევე აუცილებლად უნდა ვახსენოთ გურამ დოჩანაშვილის რომანი ,,სამოსელი
პირველი" ,სადაც პერსონაჟი, ბალახისფერი კაცი გამოირჩევა სიმამაცითა და უზადო
პატრიოტიზმის განცდით. ეს ყველაფერი კი იმის ძალას აძლევს ,რომ ხმამაღლა
ისაუბროს ნაკლოვანებებზე, რის გამოც სჯიან.
უამრავი წელი გავიდა და წუთისოფლის დაუდგრომელმა ბრუნვამაც ბევრი რამ
შეცვალა ,თუმცა საზოგადოებას დღეს ყველაზე მეტად სჭირდება სიავის მხილება.
თითოეული ქართველის ვალიც სწორედ ესაა ხმამაღლა ვთქვათ თუნდაც ,რომ ჩვენი
პატრიოტიზმი მხოლოდ სადღეგრძელოებით შემოიფარგლება, რომ ახალგაზრდა თაობა
ნაკლებად ინტერესდება განათლებით, რომ იმატა მკვლელობებისა და ქალებზე
ძალადობის ფაქტებმა და კიდევ სხვა უამრავი რამ, რაც მწარე სიმართლეა. თუმცა
დღევანდელი რეალობა მოწმობს ,რომ ხშირად თვალს ვხუჭავთ ამ ყველაფერზე და
იშვიათად გვახსემდება, რომ ამ უსიამოვმო სიმართლის მიღებით შეგვიძლია გადავდგათ
ახალი ნაბიჯები სიავის მოსაშორებლად.
საბოლოოდ კი, ყოველივე ზემოთ თქმულს თუ გათვალისწინებთ ,ვრწმუნდებით იმ
თეზისის ჭეშმარიტებაში ,რომ მხოლოდ მწარე და არასასიამოვნო სიმართლეს შეუძლია
კაცობრიობის მორჩენა, მისი დამალვა და შენიღბვა კი დამღუპველია ,,რათგან თავია
სიცრუე ყოვლისა უბედობისა."

You might also like