Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

17.

ფოკუს-ჯგუფის მეთოდის დახასიათება

მკვლევართა დიდი ნაწილი თვლის, ფოკუს-ჯგუფები საშუალებას გვაძლევს,

არა მხოლოდ ძალიან ღრმად შევისწავლოთ ესა თუ ის რთული საკითხი, არამედ

შევიქმნათ ნათელი წარმოდგენა ამ საკითხის ირგვლივ საზოგადოებაში არსებული აზრთა

მრავალფეროვნების შესახებ. ფოკუს-ჯგუფის მონაწილეთა რაოდენობა 8-დან 10-მდე

მერყეობს, თუმცა ზოგ შემთხვევაში რესპონდენტთა მინიმალური რაოდენობა შეიძლება

5-6 იყოს, ხოლო მაქსიმალური — 12.40 რესპონდენტთა რაოდენობის მკაცრი შეზღუდვა

იმიტომაა აუცილებელი, რომ ფოკუს-ჯგუფის მსვლელობაში მის ყველა მონაწილეს უნდა

მიეცეს თავისი აზრის თავისუფლად და სრულად გამოთქმის საშუალება. თუ ეს პირობა

არ სრულება, ფოკუს-ჯგუფი ვერ აღწევს თავის მიზანს.საერთო რეკომენდაციის თანახმად,


ფოკუს-ჯგუფის მონაწილეები არ უნდა იცობნდენ ერთმანეთს და ჯგუფის წამყვანს.
ითვლება, რომ უცხო ადამიანებს შორის ჯგუფის

მსვლელობისას შეიძლება ე.წ. “თანამგზავრის ეფექტი” გაჩნდეს, და რესპონდენტები მეტ

გულახდილობას გამოიჩენენ იმ ადამიანების გვერდით, რომლებსაც არ იცნობენ, ვისაც

ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად ხედავენ.ფოკუს-ჯგუფის წარმატებას დიდწილად


განსაზღვრავს ჯგუფის წამყვანის, ანუ

მოდერატორის ხელოვნება.42 მისი მთავარი დანიშნულებაა, გაუძღვეს დისკუსიას იმ

სადისკუსიო გეგმის საფუძველზე, რომელიც საკითხის წინასწარი შესწავლის და

გამოკვლევის პროგრამის საფუძველზე იქნა შემუშავებული. არ შეიძლება იმის თქმა, რომ

სიღრმისეული ინტერვიუს და ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო გეგმებს შორის რაიმე

პრინციპული განსხვავებები იყოს, თუმცა ფოკუს-ჯგუფის სადისკუსიო გეგმა, რა თქმა

უნდა, ორიენტირებულია რამდენიმე რესპონდენტზე.ფოკუს-ჯგუფის ერთ-ერთი უდიდესი


უპირატესობა ისაა, რომ ეს მეთოდი

საშუალებას გვაძლევს, თვალი ვადევნოთ აზრების ჩამოყალიბების პროცესს, და ამასთან,

შევეცადოთ დავადგინოთ, თუ რატომ ფიქრობს ხალხი ისე, როგორც ფიქრობს43. ეს ხდება


ჯგუფის მონაწილეებს შორის აზრთა გაცვლის დროს.ფოკუს-ჯგუფის ჩატარება სერიოზულ
მომზადებას მოითხოვს, რაც გულისხმობს

თემის წინასწარ შესწავლას, გამოკვლევის პროგრამის და სადისკუსიო გეგმის შემუშავებას,


აგრეთვე, ჯგუფის ჩატარების ტექნიკური მხარეების უზრუნველყოფას.

შენობა, სადაც ფოკუს-ჯგუფი ტარდება, სპეციალურ მოთხოვნებს უნდა პასუხობდეს.

ეს უნდა იყოს სადა ოთახი, რომელიც დაცულია გარე ხმაურისაგან. როგორც წესი,

ფოკუს-ჯგუფები ტარდება მკვლევარის ოფისში, სპეციალურ ოთახში, რომლის ერთი

კედელზეც ცალმხირივი სარკეა, რომელიც საშუალებას აძლევს მკვლევართა გუნდს ან

დამკვეთებს თვალი ადევნონ დისკუსიას ისე, რომ ხელი არ შეუშალონ მის მსვლელობას.

რესპონდენტებმა არ იციან ამ სარკის და მეორე ოთახის არსებობის შესახებ.


არცთუ იშვიათად ფოკუს-ჯგუფები გამოიყენება კვლევის დაზვერვით ეტაპზე,

როგორც ნაკლებად ცნობილი პრობლემის შესწავლის პირველი ნაბიჯი, რომელიც

გვეხმარება საერთო ჰიპოთეზების ფორმულირებაში.ფოკუს-ჯგუფები კარგად უთავსდება


კვლევის სხვა მეთოდებს, ამიტომ ხშირად

გამოიყენება ფართომასშტაბიან პროექტებში სხვა მეთოდებთან, მათ შორის მასობრივ

გამოკითხვასთან ერთად. უკანასკნელ შემთხვევაში, ფოკუს-ჯგუფების შედეგად მიღებული


თვისებრივი ინფორმაცია, როგორც წესი, ამდიდრებს რაოდენობრივ შედეგებს.

აღსანიშნავია, აგრეთვე ისიც, რომ მასობრივ გამოკითხვებთან შედარებით ფოკუს-ჯგუფების


ჩატარება ნაკლებ დროს მოითხოვს და დამკვეთს გაცილებით უფრო იაფი

უჯდება, ვიდრე სხვა ტიპის კვლევის ჩატარება.

You might also like