Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 2

16 .

სიღრმისეული ინტერვიუს სპეციპიკური სახეობები

სიღრმისეული ინტერვიუ თვისებრივი კვლევის ძალზე გავრცელებული მეთოდია, მისი


გამოყენების მანძილზე შემუშავებული იქნა მისი რამდენიმე ნაირსახეობა. ბიოგრაფიულ-
ნარატიული ინტერვიუ და “ცხოვრების ისტორია”, ისევე როგორც ფოკუს-ჯგუფი, შეიძლება
განვიხილოთ როგორც სიღრმისეული ინტერვიუს ნაირსახეობები — თუმცა მათ საკმაოდ
სპეციფიკური თვისებები გააჩნია, სამივე ეს მეთოდი თავისი ძირითადი მახასიათებლებით
სიღრმისეული ინტერვიუს ანალოგიურია.

“ცხოვრების ისტორია” ითვალისწინებს რესპონდენტის ცხოვრების დაწვრილებით აღწერას.


სიღრმისეული ინტერვიუსაგან განსხვავებით, ეს არის არასტრუქტურირებული ინტერვიუ,
რომელიც არ მოითხოვს სადისკუსიო გეგმის შემუშავებას და რომლის ჩატარების პროცესშიც
მკვლევრის როლი ხშირად მხოლოდ მსმენელის როლს უტოლდება — ის სთხოვს
რესპონდენტს, მოუყვეს მას თავისი ცხოვრების შესახებ, და მისი შემდგომი ჩარევა თხრობის
პროცესში ძალიან უმნიშვნელოა, როგორც წესი, მხოლოდ თხრობის ფოკუსირების ან
ქრონოლოგიის დაცვის მიზნით ხდება.

“ცხოვრების ისტორიის” მეშვეობით შეიძლება შესწავლილი იქნეს, მაგალითად, მიგრაციის


გავლენა ადამიანის ცხოვრებაზე და ახალ კულტურულ გარემოში ადაპტაციის სირთულეები.
ინტერვიუს მსვლელობაში მიღებული ინფორმაციის გამდიდრების მიზნით მკვლევარმა
შეიძლება გამოიყენოს პირადი დოკუმენტები, როგორებიცაა წერილები, დღიურები,
ფოტოსურათები და სხვ. თუმცა მისი სახელით თუ ვიმსჯელებთ, ეს მეთოდი თითქოს
რესპონდენტის მთელი ცხოვრების მომცველია, ეს ასე არ არის. ცხოვრების პერიოდი,
რომელსაც კვლევის პროცესში შევისწავლით, ძალაუნებურად შერჩევითია; ასეთ
შემთხვევაშიც კი ინტერვიუ ძალიან ხანგრძლივია და შეიძლება რამენიმე დღის
განმავლობაში გაგრძელდეს.

“ცხოვრების ისტორიის” მეთოდის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი უპირატესობა გამოიხატება


სხვადასხვა პიროვნებების ისტორიების შედარების და გარკვეული სოციალური
კანონზომიერებების ძიების შესაძლებლობაში. ამიტომ ეს მეთოდი ფართოდ გამოიყენება
სოციოლოგიაში, ფსიქოლოგიაში, ფსიქიატრიაში, კრიმინალისტიკაში. სოციალურ
მეცნიერებებში გამოიყენება “ცხოვრების ისტორიის” რამდენიმე სახეობა, კერძოდ, ამერიკური
კვლევითი ტრადიციისათვის დამახასიათებელი “ცხოვრების ისტორია” და ბიოგრაფიულ-
ნარატიული ინტერვიუ, რომელიც ფართოდ გამოიყენება ევროპელი (უპირველეს ყოვლისა,
გერმანელი) მკვლევრების მიერ.

“ცხოვრების ისტორიის” გამოყენებისადმი ორი მიდგომა გამოირჩევა: ტრადიციული,


რომელიც მიზნად ისახავს რესპონდენტის ცხოვრების ობიექტურ

აღწერას და გამოირჩევა ინტერესით იმისადმი, თუ რა ასახვა პოვა მის ცხოვრებაში ფართო


სოციალურმა პროცესებმა, რა გავლენა იქონიეს მათ ჩვეულებრივი ადამიანის ცხოვრებაზე.
ასეთი მიდგომა გვეხმარება, შევისწავლოთ სოციალური პროცესების სუბიექტური
შეფასებები, გავამახვილოთ ყურადღება სოციალურ პროცესებსა და ინდივიდუალურ
ცხოვრებას შორის არსებულ კავშირზე, შევაფასოთ სოციალური ცვლილებების მნიშვნელობა,
და სხვ. ამ კონტექსტში ეს მეთოდი ხშირად გამოიყენება ახალი სოციალური ფენომენების
შესწავლის მიზნით, რათა შევსებული და გამდიდრებული იქნეს მკვლევრების ხელთ
არსებული სტატისტიკური მასალა. შედარებით ახალი მიდგომა მიზნად ისახავს
რესპონდენტის ცხოვრებისეული გზის ინტერპრეტაციას და/ან ასეთი ინტერპრეტაციის
შესაძლო გზების შესწავლას, რის შედეგადაც ეს მიდგომა ფსიქოლოგიას უახლოვდება.

“ცხოვრების ისტორიის” ანალოგიურად, ბიოგრაფიულ-ნარატიული ინტერვიუც


რესპონდენტის ცხოვრებისეული გამოცდილების შესწავლას ისახავს მიზნად; ესეც
არასტრუქტურირებული ინტერვიუა, რომლის მსვლელობაშიც ინტერვიუერი მინიმალურად
ერევა საუბარში, ვინაიდან ამ ტიპის ინტერვიუს ერთ-ერთი მთავარი მიზანი თხრობის
სპონტანურობის უზრუნველყოფაა. ამ ინტერვიუს ძირითადი განსხვავება “ცხოვრების
ისტორიისაგან” იმაში გამოიხატება, რომ ბიოგრაფიულ-ნარატიულ ინტერვიუში უფრო მეტი
ყურადღება ეთმობა თავად რესპონდენტის შეფასებების შესწავლას მის ცხოვრებაში
მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, რაც, როგორც ამ მეთოდის თეორეტიკოსები
ვარაუდობენ, საშუალებას გვაძლევს განსაკუთრებულად ღრმად შევისწავლოთ ამ პროცესების
როლი ადამიანის ცხოვრებაში.

You might also like