Download as pdf or txt
Download as pdf or txt
You are on page 1of 11

მასწავლებელთა

დარგობრივი
ქსელი

ციფრული საგანმანათლებლო კურსების განვითარების


ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში
კონკურსის განაცხადის გზამკვლევი

შესავალი
კონკურსი “ციფრული საგანმანათლებლო კურსების განვითარების ხელშეწყობა პროფესიულ განათლებაში” ცხადდება პროფესიული
საგანმანათლებლო პროგრამებისა და პროფესიული მომზადების/გადამზადების განმახორციელებელი დაწესებულებისა და პროფესიული
განათლების მასწავლებლებისთვის, რომლებიც ერთმანეთთან თანამშრომლობის გზით პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების
მოდულების / პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების სწავლის შედეგებისთვის შექმნიან ციფრულ საგანმანათლებლო კურსს
პროფესიული განათლების ციფრული სწავლების პლატფორმაზე (lms.geoskills.ge).

აღნიშნული კონკურსი უკავშირდება პროფესიული უნარების სააგენტოს პრიორიტეტებს, ხელი შეუწყოს პროფესიული განათლების
მასწავლებლების დარგობრივი ქსელების გააქტიურებასა და გაძლიერებას, მასწავლებელთა და პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის
პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებებს შორის თანამშრომლობითი კულტურის
განვითარებას, ინოვაციური და ციფრული საგანმანათლებლო რესურსების შექმნასა და გამრავალფეროვნებას.

აღნიშნული პრიორიტეტების შესაბამისად კონკურსის მიზნებია:

პროფესიულ განათლებაში სწავლების ხარისხის გაუმჯობესება მრავალფეროვანი ციფრული სასწავლო კურსების შექმნის გზით,რაც
სტუდენტებისთვის უფრო მიმზიდველს გახდის სასწავლო პროცესს;

პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელებისა და მასწავლებლებს შორის თანამშრომლობითი კულტურის


გაძლიერება;
პროფესიული სტუდენტების დარგობრივი და საკვანძო კომპეტენციების განვითარება მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების
მეშვეობით;
პროფესიულ განათლებაში ციფრული საგანმანათლებლო კურსების ერთიანი ელექტრონული პლატფორმის განვითარება.

1
ზოგადი ინფორმაცია

ციფრული საგანმანათლებლო კურსი უნდა მიემართებოდეს პროფესიული


პროგრამის, მომზადება/გადამზადების პროგრამის ერთი მოდულით (ასეთის
არსებობის შემთხვავაში) ერთ ან რამდენიმე სწავლის შედეგს.

ერთი განაცხადის ფარგლებში სააგენტოსგან მოთხოვნილი


დაფინანსების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 15 000 ლარს.

ერთი განაცხადის ფარგლებში მოთხოვნილი ადმინისტრაციული


პერსონალის შრომის ანაზღაურების ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს
განაცხადით მოთხოვნილი დაფინანსების 15%-ს.

საგრანტო კონკურსში მონაწილეობის მსურველმა დაწესებულებებმა უნდა შეავსონ


შესაბამისი განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმა და გამოაგზავნონ 12 აპრილამდე
eflow-სა ან ელ.ფოსტის (info.geoskills.ge) საშუალებით.

კონკურსის პირველ და მეორე ეტაპზე წარმოდგენილი პროექტის


განსახორციელებლად საჭირო რესურსებისა და მომსახურების
შესყიდვის ღირებულებას შორის სხვაობა არ უნდა აღემატებოდეს 20%-ს.
2
კონკურსში
ონკურსში მონა მონაწილეობა

ვინ არის განმცხადებელი?


კონკურსის ფარგლებში განმცხადებელი არის პროფესიული პროგრამების ან პროფესიული მომზადების/გადამზადების პროგრამების
განმახორციელებელი საჯარო ან კერძო დაწესებულება, რომელიც ციფრული საგანმანათლებლო კურსების შემუშავების მიზნით თანამშრომლობს
ავტორთა ჯგუფთან.

საგანმანათლებლო დაწესებულების როლი:


კონკურსის ფარგლებში პროექტის ადმინისტრაციულ-ტექნიკური მხარდაჭერა;
პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივ ქსელში კომუნიკაციის ხელშეწყობა პოტენციური ავტორების იდენტიფიცირებისა
და პარტნიორობის მხარდაჭერის მიზნით;
პროექტის საჭიროების შემთხვევაში, სამუშაო სივრცით, ხელმისაწვდომი მატერიალურ ტექნიკური რესურსებით უზრუნველყოფა;

ვინ არის ავტორთა ჯგუფი?


ციფრული საგანმანათლებლო კურსის ავტორთა ჯგუფი უნდა შედგებოდეს პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამების,
მომზადება/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელი სხვადასხვა დაწესებულების პროფესიული განათლების მასწავლებლებისაგან. თუ
შესაბამის პროგრამას არ ახორციელებს სხვა დაწესებულება, დასაშვებია ავტორთა ჯგუფის წევრები ასწავლიდნენ ერთსა და იმავე დაწესებულებაში.

ავტორთა ჯგუფის
ავტორთა ჯგუფის როლი:
როლი:
ციფრული საგანმანათლებლო კურსის კონცეფციის შემუშავება;
კურსის ვალიდაციის 1 გეგმის შემუშავება და განხორციელება;
პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივ ქსელთან თანამშრომლობა;
პროფესიულ საგანმანათლებლო, მომზადება/გადამზადების პროგრამების განმახორციელებელ დაწესებულებასთან თანამშრომლობა;
ციფრული საგანმანათლებლო კურსის შექმნა.

ავტორთა ჯგუფის სულ მცირე ერთ წევრს უნდა ჰქონდეს გავლილი


კურსები, რომლებიც განთავსებულია პლატფორმაზე LMS.GEOSKILLS.GE:
1. სავალდებულო: „როგორ შევქმნათ კურსი პლატფორმაზე“ https://academy.geoskills.ge/course/view.php?id=15
2. სავალდებულო: „ციფრული კონტენტის დიზაინი განათლებაში“ https://academy.geoskills.ge/course/view.php?id=34
3. სარეკომენდაციო: „როგორ გამოვიყენოთ პლატფორმა სწავლებისთვის“ https://academy.geoskills.ge/course/view.php?id=21
3
1
ვალიდაცია კონკურსის ფარგლებში გულისხმობს ავტორთა ჯგუფის შემუშავებული ციფრული საგანმანათლებლო რესურსის იდეისა და შინაარსის
განხილვას, შეფასებასა და დადასტურებას დარგობრივი ქსელის წარმომადგენელი მასწავლებლების მიერ.
კონკურსის ეტაპები
ავტორთა ჯგუფისა და ვალიდაციის განაცხადისა და ბიუჯეტის მეორე ეტაპზე გადასული პროექტების განხორციელება
დაწესებულების კოლაბორაცია გეგმის შემუშავება ფორმების გამოგზავნა პროექტების ავტორთა მიერ და ვალიდაცია ივლისი,
12 აპრილის ჩათვლით ვალიდაციის ჩატარება აგვისტო, სექტემბერი

განაცხადების გადარჩევა და LMS-ზე აგებული კურსების


სასწავლო კურსის LMS პლატფორმაზე მეორე ეტაპზე გადასული გამარჯვებულ ი პროექტების
ანგარიშის წარმოდგენა
კონცეფციის შემუშავება შესაბამისი კურსების გავლა გამოვლენა ივნისი, ივლისი
პროექტების იდენტიფიცირება სექტემბერი, ოქტომბერი

კონკურსის I ეტაპი:
კონკურსის პირველ ეტაპზე განმცხადებელმა უნდა წარმოადგინოს განაცხადის შესაბამისი ფორმა, (დანართი #1) რომელშიც აღწერილი იქნება
ციფრული საგანმანათლებლო კურსის კონცეფცია, მიზნები, აქტუალობა და რელევანტური საერთაშორისო პრაქტიკა, ვალიდაციის გეგმა, კურსის
შექმნის სამოქმედო გეგმა, ჯამური ბიუჯეტი და სხვა მოთხოვნილი ინფორმაცია. განაცხადის ფორმას თან უნდა ახლდეს დანართი #2 ბიუჯეტის
ფორმა, რომელშიც გარკვეული ველები შესავსებია კონკურსის მხოლოდ მეორე ეტაპზე (აღნიშნული ინფორმაცია მითითებულია ბიუჯეტის
ფორმაში). საკონკურსო კომისია გადაარჩევს განაცხადებს შემუშავებული კრიტერიუმების მიხედვით და გამოავლენს კონკურსის II ეტაპზე
გადასულ პროექტებს.

იმ დაწესებულებებმა, რომლებიც იყენებენ Eflow-ს, განაცხადისა და ბიუჯეტის ფორმა აუცილებლად უნდა გამოაგზავნონ Eflow-ს საშუალებით,
ხოლო სხვა შემთხვევაში - ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: info.geoskills.ge.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:


განაცხადში ასახულია ციფრული საგანმანათლებლო კურსის შექმნის დეტალური კონცეფცია და სამოქმედო გეგმა, რომელშიც ყველა
აქტივობა მკაფიოდ უკავშირდება განაცხადის მიზანს;
განაცხადი გათვალისწინებულია ციფრული საგანმანათლებლო კურსის აქტუალობასა და მის თემატიკასთან დაკავშირებული
საერთაშორისო პრაქტიკის მიმოხილვა;
განაცხადში მოთხოვნილი ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების განაწილება რაციონალური და დასაბუთებულია,
უზრუნველყოფს განაცხადით გათვალისწინებული მიზნების მიღწევას;
განაცხადით გათვალისწინებული ციფრული საგანმანათლებლო კურსის დარგობრივ კომპეტენციებთან ერთად, სტუდენტებში ავითარებს
ერთზე მეტ საკვანძო კომპეტენციას.
4
კონკურსის II ეტაპი:
კონკურსის მეორე ეტაპზე ავტორთა ჯგუფმა უნდა გააკეთოს კურსის იდეის ვალიდაცია და წარმოადგინოს შესაბამისი დოკუმენტაცია Eflow-ს
საშუალებით, ხოლო იმ დაწესებულებებმა, ვინც არ იყენებს Eflow-ს - ელექტრონული ფოსტით შემდეგ მისამართზე: info.geoskills.ge.

ეს დოკუმენტაციაა:
ვალიდაციის ანგარიში და შესაბამისი მტკიცებულებები;

სრულად შევსებული ბიუჯეტის ფორმა ბაზრის კვლევის შედეგებთან ერთად საქონლის ან/და მომსახურების შესყიდვის შემთხვევაში
(დანართი #2);
რეკომენდაციების მიღების შემთხვევაში განაცხადის განახლებული ფორმა.

შეფასების ძირითადი კრიტერიუმები:

ციფრული საგანმანათლებლო კურსის კონცეფცია, მეთოდოლოგია და ვალიდაცია თანმიმდევრული და ლოგიკურია და თანხვედრაშია ამ


წესის მიზნებსა და პირველ ეტაპზე წარმოდგენილ კონცეფციასთან;
ციფრული საგანმანათლებლო კურსის კონცეფცია დადებითად არის შეფასებული მასწავლებელთა დარგობრივი ქსელის მიერ ვალიდაციის
ანგარიშში;
ადამიანური, ფინანსური და მატერიალური რესურსების განაწილება არის რაციონალური, დასაბუთებული და უზრუნველყოფს განაცხადით
გათვალისწინებული მიზნების მიღწევას.

დამატებითი კრიტერიუმები, რომლებსაც


სასურველია აკმაყოფილებდეს განაცხადი:
ციფრული საგანმანათლებლო კურსის შექმნა ისეთ დარგში, სადაც საგანმანათლებლო რესურსების სიმწირეა;
ციფრული საგანმანათლებლო კურსი მიემართება ბენეფიციართა დიდ მასშტაბს;
განაცხადი ითვალისწინებს კომპლექსური ციფრული საგანმანათლებლო კურსის შექმნას;
წარმოდგენილი პროექტი ითვალისწინებს ციფრულ საგანმანათლებლო რესურსებში გამოყენებული მიდგომის/მეთოდის რეპლიკაციის
შესაძლებლობას;
განაცხადით გათვალისწინებულია ავტორთა ჯგუფის მაღალი წარმომადგენლობითობა;
ავტორთა ჯგუფი შედგება ორზე მეტი დაწესებულების მასწავლებლებისაგან.

5
ციფრული საგანმანათლებლო კურსი

რა კომპონენტებისგან შედგება ციფრული საგანმანათლებლო კურსი კონკურსის ფარგლებში?

კონკურსი მოიაზრებს რომელიმე ავტორიზებული პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის შემადგენელი მოდულის / მომზადება-
გადამზადების პროგრამების სწავლის შედეგების სწავლებისათვის ციფრული კურსის შემუშავებას lms.geoskills.ge პლატფორმაზე.

განაცხადით გათვალისწინებული ციფრული საგანმანათლებლო კურსი


აუცილებლად უნდა მოიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ტექსტური ნაწილი (ელ. წიგნებისა ან გვერდების სახით);


მულტიმედიური რესურსები (მაგ: ვიდეო, აუდიო, ფოტოები, სხვადასხვა სახის ანიმაციები);
ინტერაქტიული ელემენტები - H5P ტიპის ჩანართები (მაგ: ინტერაქტიული ვიდეო, კურსის პრეზენტაციები, სხვა და სხვა სახის
ილუსტრაციები, სავარჯიშოები, ტესტები და სხვა);
შეფასების ინსტრუმენტს განმსაზღვრელი შეფასებისთვის, ასევე, საჭიროების შემთხვევაში - თვითშეფასებისა და დასწავლისთვის.

კურსი ასევე შეიძლება მოიცავდეს:


ტერმინების განმარტებით ლექსიკონს (სურათებით ბმულებით და ასე შემდეგ);
სტუდენტებისგან დაფარულ ინსტრუქციებს პედაგოგებისთვის ან დასაბეჭდ რესურსებს ტრადიციული საკლასო ოთახისთვის
(აუდიტორიისთვის);
მზა საინტერესო დავალებებს, ხარაჩოს ტიპის დამხმარე ინსტრუმენტებით ან ფაილებით, ჩაშენებული შეფასების რუბრიკებით;
რესურსებს გემიფიკაციისთვის, ჯგუფური და ინდივიდუალური აქტივობისთვის (მაგ: „გაქცევა ოთახიდან“ , „გაკვეთილი სცენარებით“ და
ა.შ.).

ციფრული საგანმანათლებლო კურსის ნიმუში:


HTTPS://ACADEMY.GEOSKILLS.GE/COURSE/VIEW.PHP?ID=34
6
ვინ არის ციფრული საგანმანათლებლო კურსის სამიზნე ჯგუფი?
ციფრული საგანმანათლებლო კურსი იქმნება პროფესიული სტუდენტებისთვის. კურსი უნდა მიემართებოდეს პროფესიული განათლების
სტუდენტებში დარგობრივი და ციფრული კომპეტენციის გარდა, სულ მცირე, ერთი სხვა საკვანძო კომპეტენციის განვითარებას. შექმნილი კურსის
გამოყენება შეეძლებათ პროფესიული განათლების მასწავლებლებსა და დარგით დაინტერესებულ სხვა პირებს საავტორო უფლებების დაცვით.

დამატებითი ინფორმაცია

ციფრული საგანმანათლებლო კურსის ვალიდაცია


ვალიდაცია კონკურსის ფარგლებში გულისხმობს ავტორთა ჯგუფის მიერ შემუშავებული ციფრული სასწავლო კურსის იდეისა და შინაარსის
განხილვას, შეფასებასა და დადასტურებას დარგობრივი ქსელის წარმომადგენელი მასწავლებლებისგან (დარგობრივი ქსელები შექმნილია
პროფესიული უნარების სააგენტოს მხარდაჭერით Teams-ის პლატფორმის საშუალებით). ერთი მხრივ, ციფრული საგანმანათლებლო კურსი უნდა
იყოს ავტორიზებული პროგრამის შერჩეული მოდულის ან სწავლის შედეგების შესაბამისი, მეორე მხრივ - მისი გამოყენება უნდა შეძლონ იმავე
პროგრამის სხვა პროფესიული განათლების მასწავლებლებმაც. შესაბამისად, პროექტი უნდა იყოს არა მხოლოდ ავტორი მასწავლებლების მიერ
აღიარებული და მოწონებული, არამედ მასში წარმოდგენილი უნდა იყოს დეტალური გეგმა, თუ როგორ მოხდება დარგის სხვა წარმომადგენლების
მიერ პროექტის საჭიროებისა და ვალიდურობის დადასტურება. დარგობრივი ქსელის მიერ პროექტის ვალიდაციის სხვადასხვა მექანიზმი
არსებობს, როგორიცაა ქსელის მასწავლებლებთან საკითხის აქტუალობისა და პროექტის საჭიროების მოკვლევა, თვისებრივი/რაოდენობრივი
კვლევის ჩატარება, ჩაღრმავებული ინტერვიუები დარგის სხვა მასწავლებლებთან, ფოკუს-ჯგუფები, ნიმუშების პილოტირება და სხვა.

კონკურსის პირველი ეტაპისთვის საჭიროა პროექტის ვალიდაციის ზუსტი გეგმის წარმოდგენა, თუ როგორ აპირებს ავტორთა ჯგუფი დარგობრივი
ქსელისგან პროექტის შინაარსობრივი შესაბამისობის დადასტურებას. კონკურსის მეორე ეტაპისთვის საჭიროა პროექტის ვალიდაციის
განხორციელება, რაც გულისხმობს ვალიდაციის გეგმის შესრულებას და შესაბამისი მტკიცებულების, ანგარიშის წარმოდგენას. ვალიდაციის მესამე
ეტაპისთვის ავტორთა ჯგუფმა პროექტის განხორციელებისას უნდა გაითვალისწინოს ვალიდაციის შედეგები და პროფესიულ მასწავლებელთა
დარგობრივი ქსელის რეკომენდაციები.

ვალიდიის ეტაპები გამოიყურება შემდეგნაირად:


ვალიდაციის გეგმა - კონკურსის განაცხადში ავტორთა ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ვალიდაციის ჩატარების გეგმა, როგორ გაივლის პროექტი ქსელის
მიერ ვალიდაციას;
ვალიდაციის განხორციელება - II ეტაპზე გადასული პროექტების ავტორებმა უნდა განახორციელონ გეგმით გათვალისწინებული ვალიდაციის
პროცედურები და წარმოადგინონ ანგარიში შესაბამისი მტკიცებულებებით;
რეკომენდაციების გათვალისწინება - კონკურსში გამარჯვებული პროექტის განხორციელების პროცესში უნდა მოხდეს ქსელის მიერ გაცემული
რეკომენდაციების გათვალისწინება და მათგან რეგულარული უკუკავშირის მიღება პროექტის დასრულებამდე.
7
ციფრული საგანმანათლებლო კურსის ვალიდაციის მაგალითი:
ავტორთა ჯგუფს კონკურსისთვის მიზნად აქვს დასახული შემდეგი მოდულის ციფრული ვერსიის შექმნა: “მინის მცირე ნაკეთობების დამზადება ცხელი
ტექნიკით”. შეიქმნა საკონკურსო პროექტი, რომელშიც აღწერილია მიზანი, ამოცანები, ვალიდაციის გეგმა, ბიუჯეტი და კონკურსის ფარგლებში მოთხოვნილი
ყველა სხვა კრიტერიუმი. ავტორთა ჯგუფმა და პარტნიორმა კოლეჯმა გააკეთეს განაცხადი კონკურსის ფარგლებში. ამ ეტაპისთვის განაცხადის ფორმაში
მხოლოდ აღწერეს ვალიდაციის გეგმა, მაგალითად, 3 ონლაინ შეხვედრა ქსელის მასწავლებლებთან და ფოკუს-ჯგუფის ჩატარება შესაბამისი კითხვარის
საშუალებით. ავტორთა ჯგუფმა და დაწესებულებამ გაიარეს კონკურსის ფარგლებში შერჩევის I ეტაპი, რაც გულისხმობს განაცხადების გადარჩევას. II
ეტაპისთვის მათ მოეთხოვებათ აღწერილი ვალიდაციის ჩატარება, შესაბამისად 3 ფოკუს-ჯგუფის ჩატარება და შედეგების წარმოდგენა Eflow-ს ან მეილის
საშუალებით შესაბამისი ანგარიშის ფორმითა და მტკიცებულებებით.

კონკურსის II ეტაპის წარმატებით გავლის შემთხვევაში, პროექტი ფინანსდება და ავტორთა ჯგუფი დაწესებულებასთან ერთად იწყებს მის შემუშავებას. ამ
ეტაპზე ჯგუფი ითვალისწინებს პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელის მიერ გაცემულ რეკომენდაციებს და აცნობს მათ პროექტის
მიმდინარეობას. პროექტის დასრულების შემდეგ შექმნილი ციფრული კურსი უზიარდება ვალიდაციის პროცესში ჩართულ პროფესიული განათლების
მასწავლებლებელთა დარგობრივ ქსელს კურსის შეფასებისა და რევიზიისთვის. ავტორთა ჯგუფი აანალიზებს მათ მიერ მიღებულ უკუკავშირს და შეაქვს
პროექტში შესაბამისი ცვლილებები. კურსის განხორციელებისთვის განკუთვნილი დროის ამოწურვის შემდეგ კურსი უზიარდება მოდულის სხვა
მასწავლებლებს მისი გამოყენებისა და სასწავლო პროცესის გამარტივების მიზნით. პროფესიული განათლების მასწავლებელთა დარგობრივი ქსელი
პროექტის დასრულების შემდეგ აგრძელებს პროდუქტის გამოყენებასა და შეფასებას, მოსაზრებებისა და უკუკავშირის გაზიარების გზით.

მასწავლებელთა დარგობრივი ქსელის TEAMS-ის ჯგუფები:

TEAMS-ის ჯგუფის
ფართო სფერო ვიწრო სფერო
ბმული

1 განათლება HTTPS://SHORTLY.AT/UXQIE 1 სკოლამდელი განათლების მასწავლებლის მომზადება (აღმზრდელი)

აუდიოვიზუალური მეთოდები და მედიაპროდუქცია/წარმოება


2 (ფოტოგრაფია, აუდიო - ვიზუალური ხელოვნება, ციფრული
ხელოვნება ბეჭდვითიმედიატექნოლოგიები)
3 სახვითი ხელოვნება
2 ხელოვნება HTTPS://SHORTLY.AT/YTPH5
გამოყენებითი ხელოვნება (ფლორისტიკა, ხის, ქვის და ლითონის
4 მხატვრული დამუშავება, საიუველირო საქმე, გამოყენებითი
ხელოვნება, მხატვრული ქსოვილები, მხატვრული მინა)

5 მუსიკა და საშემსრულებლო ხელოვნება (სამუსიკო ხელოვნება)

8
6 ჟურნალისტიკა და რეპორტიორობა
3 ჟურნალისტიკა და
HTTPS://SHORTLY.AT/X5CAN
ინფორმაცია 7 საბიბლიოთეკო, საარქივო კვლევები და ინფორმაციის მართვა
8 საბუღალტრო აღრიცხვა და დაბეგვრა
ფინანსები, საბანკო საქმე და დაზღვევა
ბიზნესი და 9
4 HTTPS://SHORTLY.AT/LSF8Z 10
ადმინისტრირება მენეჯმენტი და ადმინისტრირება
11 სამდივნო და საოფისე საქმე

მონაცემთა ბაზებისა და ქსელების დიზაინი და ადმინისტრირება


ინფორმაციის და HTTPS://SHORTLY.AT/T1QGA 12
(ინფორმაციის ტექნოლოგიები, ვებ-ტექნოლოგიები)
5
კომუნიკაციის პროგრამული უზრუნველყოფისა და აპლიკაციების
13
განვითარება დაანალიზი
14 გარემოს დაცვის ტექნოლოგია ( შრომის უსაფრთხოება და გარემოს
დაცვითი ტექნოლოგიები)
15 ელექტრობა და ენერგია (ჰაერის კონდიცირება)
ელექტრონიკა და ავტომატიზაცია (სამრეწველო ავტომატიცაზია,
6
ინჟინერია და HTTPS://SHORTLY.AT/BKIJG
16 ტელეკომუნიკაცია )
საინჟინრო საქმე 17 მექანიკა და ლითონის საქმე ( შედუღება)
ძრავიანი სატრანსპორტო საშუალებები, გემები და საჰაერო
18 ხომალდები (სარკინიგზო ძრავიანი ტრანსპორტი , აგრომექანიზაცია)
19 ინჟინერია და საინჟინრო საქმე
20 სურსათის გადამუშავება (სასურსათო პროდუქტების წარმოება)
7 წარმოება და ტექსტილი (ტანსაცმელი, ფეხსაცმელი და ტყავის
HTTPS://SHORTLY.AT/UEUTE 21
გადამუშვება სამკერვალო წარმოება)
22 სამთო საქმე და მოპოვება
არქიტექტურა და ქალაქდაგეგმარება (აზომვით
23 ტოპოგრაფიული სამუშაოს შესრულება,
8
არქიტექტურა და
HTTPS://SHORTLY.AT/NRF98 წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემები )
მშენებლობა მშენებლობა და სამოქალაქო ინჟინერია
24
(სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის მშენებლობა)
25 ბიომეურნეობა
26 სოფლის მეურნეობა
9 სოფლის მეურნეობა HTTPS://SHORTLY.AT/PG3SL 27 მემცენარეობა და მეცხოველეობა
28 მებაღეობა
29 მევენახეობა-მეღვინეობა
10 მეტყევეობა HTTPS://SHORTLY.AT/LSDJH 30 მეტყევეობა (სატყეო საქმე)
11 მეთევზეობა HTTPS://SHORTLY.AT/AG2F4 31 მეთევზეობა
12 ვეტერინარია HTTPS://SHORTLY.AT/WNU14 32 ვეტერინარია
33 დენტალური მედიცინა
13 ჯანდაცვა HTTPS://SHORTLY.AT/7SMSY 34 საექთნო და სამეანო საქმე
35 ფარმაცია

9
36 თმისა და სილამაზის მომსახურებები
14
პერსონალური HTTPS://SHORTLY.AT/CWPSB 37 სასტუმრო, რესტორანი და კვება
მომსახურებები
38 მოგზაურობა, ტურიზმი და დასვენება
უსაფრთხოების
15 უზრუნველყოფის HTTPS://SHORTLY.AT/SHIR0
39 ადამიანებისა და საკუთრების დაცვა (საბაჟო საქმე)
მომსახურებები
ტრანსპორტის მომსახურებები (ამწე და მსგავსი მანქანების
16 ტრანსპორტის HTTPS://SHORTLY.AT/6WDPT 40
ოპერირება; თევზსაჭერი გემის ნავიგაცია;
მომსახურებები საჰაერო ხომალდების საფრენოსნო ექსპლუატაცია;
საზღვაო ტრანსპორტის მომსახურება; რკინიგზის ოპერირება.)
ზოგადი მოდულები: ქართული ენა; უცხოური ენა; მეწარმეობა;
17 ზოგადი მოდულები HTTPS://SHORTLY.AT/DXTGG 41 ინფორმაციული წიგნიერება; რაოდენობრივი წიგნიერება;
ინტერპერსონალური კომუნიკაცია; სამოქალაქო განათლება;
პიროვნული და ინტერპერსონალური უნარები.

ინტეგრირებული მოდულები: კომუნიკაცია ქართულ ენაზე;


18 ინტეგრირებული HTTPS://SHORTLY.AT/WNJXZ 42 მათემატიკური წიგნიერება; მოქალაქეობა; მეწარმეობა;
მოდულები მეცნიერება და ტექნოლოგიები;

პროფესიული განათლების ციფრული პლატფორმა

ციფრული პლატფორმის ვებ-გვერდი: lms.geoskills.ge

ციფრული პლატფორმის გზამკვლევი შეგიძლიათ იხილოთ შემდეგ ბმულზე:


https://www.youtube.com/watch?v=HciBS4__r7I&list=PL8cBMN5lb1jV5xk95b_ZAUM9TAnDG0Qii&index=3

პროფესიული განათლების ციფრული პლატფორმა შექმნილია სტუდენტებისთვის, მასწავლებლებისა და ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის.

პლატფორმის მიზანია:
სტუდენტებისთვის სწავლის შესაძლებლობის გამრავალფეროვნება და ხელმისაწვდომობის გაზრდა;
მასწავლებლებისთვის პროფესიული განვითარების ახალი შესაძლებლობების შექმნა და სწავლებისა და შეფასების გამარტივება;
სწავლა-სწავლების პროცესის მართვის ეფექტიანობის გაზრდა და გამარტივება.

10
პლატფორმის საშუალებით:
სტუდენტები შეძლებენ ისწავლონ მრავალფეროვანი რესურსებისა და აქტივობების გამოყენებით, უკეთ დაგეგმონ და მართონ საკუთარი
სწავლის პროცესი და გაიფართოვონ სწავლის შესაძლებლობები; არ ჩამორჩნენ სწავლის პროცესს მაშინაც, როცა ვერ ახერხებენ
დაწესებულებაში ლექციაზე დასწრებას;
მასწავლებლები შეძლებენ, ისწავლონ და შექმნან ციფრული, ინტერაქციული სასწავლო რესურსები, ონლაინ ან შერეული სასწავლო
კურსები ან გამოიყენონ კოლეგებისა და სხვა ავტორების მიერ შექმნილი კურსები ან/და ონლაინ სასწავლო რესურსები, აქტივობები და
შეფასების ინსტრუმენტები სწავლების გამარტივებისა და გამრავალფეროვნებისთვის.

პლატფორმაზე სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია


შერეული კურსები და საკუთარი სასწავლო სივრცე, რომელიც საშუალებას აძლევთ:

გაეცნონ სასწავლო მასალას ინტერაქციული ვიდეო და საკითხავი რესურსების საშუალებით;


შეასრულონ დავალებები, ქვიზები, სავარჯიშოები ონლაინ;
ჯგუფელებთან ერთად ონლაინ შეასრულონ პროექტები და დავალებები;
მიიღონ შეფასება და უკუკავშირი წერილობითი თუ აუდიო კომენტარების სახით;
შეაფასონ საკუთარი ცოდნა;
მიაწოდონ უკუკავშირი ჯგუფელებს;
აწარმოონ საკუთარი პორტფოლიო და გაუზიარონ იგი სხვებს

პლატფორმაზე მასწავლებლებისთვის ხელმისაწვდომია:


პროფესიული განვითარების სივრცე მოკლე, 1-3 საათიანი ონლაინ კურსები ციფრული რესურსების შექმნის შესახებ;
სადემონსტრაციო კურსები მრავალფეროვანი სასწავლო რესურსების ნიმუშებით;
სასწავლო რესურსებისა და აქტივობების ბანკი, რომელთა გამოყენება შესაძლებელი იქნება, როგორც შერეულ კურსებში, ასევე - პირისპირ
სწავლებისას;
ონლაინ და შერეული კურსების შექმნისა და მართვის სივრცე.

მასწავლებელთა
დარგობრივი
ქსელი
11

You might also like