იმუნიტეტი

You might also like

Download as docx, pdf, or txt
Download as docx, pdf, or txt
You are on page 1of 4

იმუნიტეტი

1) რა არის იმუნიტეტი
იმუნიტეტი — ადამიანის ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობა. იმუნიტეტი შეიძლება
იყოს თანდაყოლილი და შეძენილი. თანდაყოლილ იმუნიტეტს ადამიანის
ორგანიზმი მშობლებისგან მემკვიდრეობით ღებულობს. შეძენილი იმუნიტეტი
ადამიანს რომელიმე ინფექციური დაავადების გადატანის შემდეგ გამოუმუშავდება.
იგი ორგანიზმში დიდი ხნის განმავლობაში ინახება.

2) იმუნიტეტის სახეები:
1) პასიური:
ზოგ შემთხვევაში ორგანიზმს არ ძალუძს საკმაოდ სწრაფად
გამოიმუშავოს ანტისხეულები ამა თუ იმ მიკრობის ანტიგენებთან
საბრძოლველად. ასეთ შემთხვევაში ახდენენ რომელიმე იმუნიზებული
ცხოველის ანტისხეულების ინექციას ადამიანში, რათა იმ დრომდე,
ვიდრე ამ უკანასკნელის ორგანიზმი თვით არ გამოიმუშავებს საკუთარ
ანტისხეულებს, მას გააჩნდეს მზა ანტისხეულები ინფექციასთან
საბრძოლველად.
მზა ანტისხეულების ინექცია ერთადერთი მეთოდია პასიური იმუნიტეტის
მისაღებად. ასეთი სახის იმუნიტეტი მყისიერი მოქმედებისაა,
სამაგიეროდ ქრება რამოდენიმე კვირის შემდეგ, უცხო ცილების (ანუ
ანტისხეულების) იმუნური ძალებით ელიმინირების გამო.

2) აქტიური
ორგანიზმში სენ-შეუვალობის გამომუშავება ხელოვნურად, მასში
ცოცხალი ვაქცინის, ატენუირებული მიკროორგანიზმების ინოკულაციით.
ორგანიზმი თვით ანუ აქტიურად გამოიმუშავებს ანტისხეულებს უცხო
ანტიგენის წინააღმდეგ. აქტიური იმუნიზაციის ხელოვნურად
გამომუშავების მეთოდი მდგომარეობს ორგანიზმის აცრაში ვაქცინის
საშუალებით.

3) შეძენილი
შეძენილი (ადაპტაციური ან სპეციფიკური) იმუნიტეტი დაბადებისას არ
არსებობს. სხეული მას სწავლობს. როდესაც ადამიანის იმუნური სისტემა
უცხო ნივთიერებებს (ანტიგენებს) ხვდება, შეძენილი იმუნიტეტის
კომპონენტები შეტევისთვის უკეთეს გზას ირჩევს და აყალიბებს
მეხსიერებას ამ ანტიგენის მიმართ. შეძენილ იმუნიტეტს სპეციფიკურ
იმუნიტეტსაც უწოდებენ, რადგანაც ის სპეციფიკურად ზემოქმედებს
ანტიგენზე, რომელსაც ის ადრე შეხვდა. მისი განმასხვავებელი ნიშანია
დასწავლის, ადაპტაციისა და დამახსოვრების უნარი. შეძენილი
იმუნიტეტის ჩამოყალიბებას, ანტიგენთან პირველი შეხვედრის შემდეგ,
დრო სჭირდება. თუ მეხსიერება ჩამოყალიბდა, იმუნიტეტის ყოველი
შემდგომი პასუხი ანტიგენზე, რომელსაც ადრე შეხვედრია უფრო
ეფექტური და სწრაფია, ვიდრე ამას თანდაყოლილი იმუნიტეტი
ახერხებს.

ლიმფოციტი სისხლის თეთრი უჯრედების ერთ-ერთი სახეა, რომელიც


შეძენილ იმუნიტეტზეა პასუხისმგებელი. შეძენილი იმუნური პასუხი,
როგორც წესი, მაშინ იწყება, როდესაც ანტისხეულები, რომლებსაც B
უჯრედები წარმოქმნის (B ლიმფოციტები), ანტიგენს შეხვდება.
დენდრიტული უჯრედები, ციტოკინები და კომპლემენტის სისტემა
(რომელიც ანტისხეულების ეფექტურობას აძლიერებს) ასევე ჩართულია
ამ პროცესში.

3) იმუნიზაცია:
შესაძლებლობას აძლევს ორგანიზმს, უკეთ დაიცვას თავი კონკრეტული
ბაქტერიებითა და ვირუსებით გამოწვეული ინფექციებისგან.

არსებობს იმუნიზაციის ორი ფორმა:

1) აქტიური:
აქტიური იმუნიზაციის დროს ვაქცინები გამოიყენება სხეულის ბუნებრივი დაცვითი
მექანიზმების გააქტიურების მიზნით. ვაქცინები პრეპარატებია, რომლებიც
შეიცავენ
ქვემოთ ჩამოთვლილიდან ერთ-ერთს:

ბაქტერიების ან ვირუსების არაინფექციური ფრაგმენტები;

ბაქტერიის მიერ წარმოქმნილი, ჩვეულებრივ მავნე ნივთიერება (ტოქსინი),


რომელიც გარდაქმნილია უვნებელ ფორმად - ტოქსოდი, ანატოქსიდი;

დასუსტებული (ატენუირებული), ცოცხალი, მთლიანი ორგანიზმები, რომლებიც არ


იწვევენ ინფექციას.
ვაქცინის შეყვანისას ორგანიზმის იმუნური სისტემა საპასუხოდ წარმოქმნის
ნივთიერებებს, როგორიცაა: ანტისხეულები და სისხლის თეთრი უჯრედები,
რომლებიც ამოიცნობენ და თავს ესხმიან კონკრეტულ ბაქტერიას ან ვირუსს,
რომელსაც შეიცავს ვაქცინა. ამის შემდეგ, როდესაც ადამიანს შეხება ექნება
კონკრეტულ ბაქტერიასთან ან ვირუსთან, სხეული ავტომატურად წარმოქმნის ამ
ანტისხეულებსა და სხვა ნივთიერებებს. აცრის გაკეთების პროცესს ეწოდება
ვაქცინაცია, იგივე-იმუნიზაცია.

2) პასიური იმუნიზაცია
პასიური იმუნიზაციის დროს ადამიანს პირდაპირ უკეთდება კონკრეტული
ინფექციური ორგანიზმის საწინააღმდეგო ანტისხეულები. ამ ანტისხეულების
მოპოვება ხდება რამდენიმე წყაროდან:

იმ ცხოველების სისხლიდან, რომლებსაც შეხება ჰქონდათ გარკვეულ


ორგანიზმთან ან ტოქსინთან და განუვითარდათ იმუნიტეტი;

ადამიანებისგან დიდი როდენობით შეგროვილი სისხლიდან, რომელსაც ეწოდება


ადამიანის იმუნოგლობულინი;

ადამიანებისგან, რომელთაც უკვე აქვთ ანტისხეულები კონკრეტული დაავადების


მიმართ (ეს არიან ის ადამიანები, რომელთაც ჩაუტარდათ იმუნიზაცია ან ისინი,
რომლებიც ამარცხენებ დაავადებას), ასეთი ადამიანები გამოიმუშავებენ
ჰიპერიმუნურ გლობულინს, რადგან მათ სისხლში აქვთ ანტისხეულების
მომატებული რაოდენობა;

ანტისხეულების წარმომქმნელი უჯრედებისგან. ჩვეულებრივ არებულია


თაგვებისგან, რომლებიც გაზრდილია ლაბორატორიაში.

პასიური იმუნიზაცია გამოიყენება იმ ადამიანებში, რომელთა იმუნური სისტემა


ადეკვატურად ვერ რეაგირებს ინფექციაზე ან ადამიანებში, რომლებიც ვაქცინამდე
დაიფიცირდნენ (მაგ. ცოფის ვირუსით დაინფიცირების დროს). პასიური
იმუნიზაციის გამოყენება შეიძლება აგრეთვე მაშინ, როდესაც ადამიანებს შეხება
ჰქონდათ ინფექციურ აგენტთან და არ აქვთ საკმარისი დრო, რომ დაიწყონ ან
დაასრულონ აცრების ციკლი. მაგ. გამა გლობულინის (ანტისხეულის ხშირი ტიპი)
შემცველი ხსნარი გამოიყენება ჰეპატიტის პრევენციის მიზნით იმ ადამიანებში,
რომლებიც მოგზაურობენ მსოფლიოს გარკვეულ ნაწილებში. პასიური იმუნიზაცია
გრძელდება მხოლოდ რამდენიმე დღე ან კვირა, მანამ, სანამ ორგანიზმი არ
მოიცილებს შეყვანილ ანტისხეულებს.
4) იმუნიზაციის საჭიროება:
ვაქცინა იწვევს ორგანიზმის დამცველობით იმუნურ რეაქციას კონკრეტული
ინფექციური დაავადების წინააღმდეგ. ვაქცინა აიძულებს ბავშვის ორგანიზმის
იმუნურ სისტემას გამოიმუშავოს ანტისხეულები - ნივთიერება, რომელიც ებრძვის
ინფექციას.

You might also like